შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარულის ისტორია თავი:2


5-11-2021, 00:02
ავტორი Ninniko
ნანახია 9 042

პირველად რომ დაბადებისდღე მომილოცა ღამის 3 ან 4 საათი იყო, იმედი გამიცრუვდა რადგან ველოდი რომ 12 ზე მომილოცავდა.
მას შემდეგ ბევრი ვუნამიოკე ხოლმე.
ყველაზე თბილი ურთიერთობა ზაფხულში ჩამოგვიყალიბდა, დღე იწყებოდა მისით და ასევე მთავრდებოდა, ყოველ დღეს დილით პირველი ესემესი მისგან იყო, ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს. ბევრი რთული მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის გვერდით მედგა და მამხნევებდა რის გამოც გამიასმაგდა მისდგამი სიყვარული, შემოდგომის დადგომასთან ერთად ჩვენი ურთიერთობა უკვე ისეთ ფაზაში შევიდა, როცა უკვე არც მეგობრები გვერქვა და არც შეყვარებულები, მის საეჭვიანოდ ათასგვარ რამეს ვაკეთებდი, იყო დღეები როცა მინდოდა დამევიწყებინა ამიტომ ერთ ბიჭს ვწერდი, საკუთარ თავს დავაჯერე კიდეც რომ მომწონდა და შემეძლო მასთან რამე გამომსვლოდა მაგრამ მესტუმრა იმედგაცრუება რომელიც ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა პირველი.
სიმართლე რომ გითხრათ წერა კარგად არ გამომდის, ალბათ იმიტომ რომ წლების წინ შევეშვი, არადა დიდი მომავალი შეიძლება მქონდა ამ მხრივ, ახლა იმდენ შეცდომებს ვუშვებ წერის დროს ჩემი ფილოლოგიის მასწავლებელი რომ ხედავდეს გაჭაღარავდებოდა წამებში. ალბათ ფიქრობთ რომ ძალიან ბანალურია რასაც ვყვები და ვწერ მაგრამ ჩემთვის ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია, არვიცი რატომ მაგრამ მომინდა ისევ დამეწერა ხოდა გიყვებით ჩემთვის უმნიშვნელოვანეს მაგრამ ბევრისთვის ბანალურ სასიყვარულო ისტორიას.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გაგიკვირდებათ და ისევ ვიჩხუბეთ, იმ დონეზე რომ მეგობრობაზეც უარს ვამბობდი და საბოლოოდ ძალით მაგრამ მაინც ვაღიარებინე რომ ვუყვარდი. თავიდან მერიდებოდა როცა თბილად მწერდა და ერთი სული მქონდა მენახა.
ოჯახი- ორიოდე სიტყვას ჩემს ოჯახზეც გეტყვით, სხვისი გადმოსახედიდან იდეალური ოჯახია, მაგრამ მე თუ მკითხავთ ოჯახი არის ს ადგილი რომლიდან გაქცევაც ხშირად მიფიქრია, ნებსით თუ უნებლიედ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს მშობლების მიერ მიყენებული.
ძალიან მკაცრები არიან და მათთვის რთულად გასაგები იქნებოდა რომ გაეგოთ შეყვარებული მყავდა, ამიტომ ვმალავდი და ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებდა, სულ შიშის ქვეშ ვიყავი, ბევრ სისულელეს ვგეგმავდი მაგრამ ვერცერთი ვერ განვახორციელე სამწუხაროდ.
ზამთარმა ჩვეულებრივ ჩაიარა და გაზაფხულზე აპრილში დადგა ის დღე როდესაც პირველად უნდა მენახა, ძალიან ვნერვიულობდი იმაზე რომ არ მოვეწონებოდი ან ვერ ვიგრძნობდით ერთმანეთის მიმართ იმას რისი მოლოდინებიც გვქონდა, ღამე არ მეძინა სულ საათს დავყურებდი, მეჩქარებოდა გათენება და ჯიუტად ეს დრო იწელებოდა.
როგორც იქნა გათენდა არ გავპრანჭულვარ ძალიან უბრალოდ ჩავიცვი რომ მშობლებს არაფერი შეემჩნიათ და გაუბედავად დავადექი იმ გზას რომელიც მასთან მიმიყვანდა, როცა შორიდან დავინახე მინდოდა მას არ შევენიშნე და ჩუმად მივსულიყავი ახლოს რადგან მრცხვენოდა.
როცა მივუახლოვდი და ჩავეხუტე არვიცი სიმართლე გითხრათ რა დავარქვა იმ გრძნობას რაც დამეუფლა, თუგინდათ იფიქრეთ სიტყვების მარაგი არ აქვსო, მაგრამ არასდროს მსმენია ვინმესგან სწორი, ზუსტი განმარტება ამ ყოველივეზე.
დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის მისი გულის ცემის ჩემს სხეულზე შეგრძნება, მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა, რომლებიც მხოლოდ ჩემი დანახვისას უბრწყინავს და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პირველი კოცნა თავიდან როცა ჩამოვსხედით სკამზე ცდილობდა ეკოცნა მაგრამ იმდენად მრცხვენოდა მის გულს არ ვშორდებოდი, შემდეგ მცდელობა შეწყვიტა საბოლოოდ ჩემი ინიციატივით დავეწაფე მის წითელ დიდ ბაგეებს ( ისეთი ზომისა და ფორმის აქვს ბევრ გოგოს შეშურდება) და მივხვდი რომ ამ სამყაროზე აღარ ვიყავი.
..








***********
გამარჯობა, არვიცი კითხულობთ თუ არა ამ ისტორიას, მოგწონთ თუ არა სიმართლე გითხრათ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რათქმაუნდა მომეწონება პოზიტიური შეფასება მაგრამ კრიტიკას დიდად ყურადღებას არ მივაქცევ რადგან ამ ისტორიას ვწერ იმიტომ რომ.... როგორც ზემოთ ავღნიშნე მეც არ ვიცი რატომ, რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა და არ გეგონოთ ეს ჯერ შავად დავწერე და მერე თეთრად გადმოვიტანე აქ, აი ახლა ამ მომენტში ვწერ და ავტვირთავ შეცვლის გარეშე, შესაბამისად ბევრი გრამატიკული შეცდომა იქნება და მხოლოდ ამის გამო მოგიხდით ბოდიშს



№1 სტუმარი Ana-maria

მომწონს და ველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent