შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე რომელიც არ ვიცოდი 04


5-11-2021, 21:24
ავტორი ნაამა
ნანახია 1 785

ღამით ყველა დასაძინებლად რომ წავიდა, ლევანის ვეჩხუბე იქნებჩემ დაქალთან ჭორაობა მინდა და დაანებე თავითქო. როცა ყველამ დაიძინა მე და ანო ჩუმად გადავიპარეთ ფანჯრიდან და კლუბში წავედით. არასდროს მიფიქრია რომ საშინელებას ჩავდიოდი, როცა იმასთან ვწვებოდი ვინც მომეწონებოდა. შემეძლო მხოლოდ ერთი ღამით მეცხოვრა და ეს მაბედნიერებდა, რადგან შორს არასოდეს ვიყურებოდი. განა შეიძლება იფიქრო გამუდმებით მომავალზე და იმაზე რა გელის სიკვდილის შემდეგ? ეს ეტაპი კარგახნის წინ გავიარე და მივხვდი რომ ცხოვრებაში მომავალს დაზუსტებით ვერ გათვლი. ამიტომ რეალობას არ ვკარგავდი და აწმყოთი ვცხოვრობდი. მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ წუთით. არ ვიცოდი როდის მოვკვდებოდი და ამიტომ თითვეული წამით სიამოვნებას ვიღებდი. არა ფუქსავატი თავქარიანი გოგო არასდროს ვყოფილვარ. რედაქციაში ვმუშაობდი. კითხვა მიყვარდა და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მთელი ცხოვრება წიგნებისთვის მიმეძღვნა. წერა ყოველთვის გამომდიოდა, მაგრამ მხოლოდ საახლობლო წრეში თუ წავიკითხავდი რომელიმე ჩანახატს ან მოთხრობას. ესეც მიღწევა იყო, მაშინაც ძალით მაკითხებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ ცანცარა, აწმყოზე შეყავრებული ადამიანი ვიყავი, რომელსაც მომავალი არ ადარდებდა, აკეთებდა ყველაფერს რაც სურდა და ამის მუხედავად მაინც შრომის მოყავრე იყო.იმ დღეს კარგად გავერთე ნატკენი ფეხის მიუხედავად. მართალია არავინ შემიბია, მაგრამ ცეკვითა და დალევით გული ვიჯერე.
მეოთხედ კაკის ზაფხულის ბოლოს კაფეში შევხვდი. უკვე თბილისში წასასვლელად ვემზადებოდით. ლევანი კომპანიაში უნდა მისულიყო მე კი რედაქციაში. ბიჭებსა და ანოსაც სამსახური ჰქონდათ.
კაფეში ჩემთვის ვიჯექი და საჭმელს ველოდებოდი. კარი გაიღო და კაკი შემოვიდა თავისი ოქროსფერი კულულებითა და მთვარესავით მრგვალი, მოელვარე ნაცრისფერი სფეროებით. კაფე შეათვალიერა და მე რომ დაინახა გაიღიმა. ნახევარ წუთში უკვე ჩემს წინ იჯდა და ისევ მიღიმოდა.
-როგორ ხარ?
-მშვენივრად, თავად?
-რახან გიხილე.
გამეღიმა და სახით ხელებს დავეყრდენი.
-ცანცარებ შენს თავს ვფიცავარ.
-რატო? მომენატრე რამდენი ხანია არ მინახიხარ.
-ხო ჩვენც ისეთი ახლო მეგობრები ვართ უჩემოდ ვერ უნდა ძლებდე.
თვალები ავატრიალე და
ამასობაში ჩემი სალათიც მოვიდა. თვალებ გაბრწყინებულმა კაკის შევხედე.
-ბოდიში, მაგრამ უნდა ვჭამო. ვკვდები ისე მშია.
-მიდი მიდი-გადაიხარხარა და მიმტანს ყავა შეუკვეთა.
-ამ სიცხეში ყავის დალევას აპირებ? დავიხრუკე ლამისაა შემოვიხიო კაბა.
-როგორ ლაპარაკობ არ გრცხვენია? ხალხია აქ.
თვალი ორაზროვნად ჩამიკრა და მეც პირთან მიტანილი ჩანგალი გამიშეშდა. თვალები ცნობისმოყვარეობით ავახამხამე და სასაცილოდ გაკვირვრბული სახით შევხეხე.
-ახლა მაგით რისი თქმა გინდოდა?
თავში ათასი იდეა მიტრიალებდა და არცერთი იყო მთლად დალაგებული.
-რა გარყვნილი ხარ ეგ არ მიგულისხმია.
გაიცინა, სიცილისას თვალები ეჭუტებოდა და ეს სერიოზული ქერა წამში იქცეოდა პაწაწინა ბიჭუნად.
-შენ რა იცი მე რა ვიფიქრე?
თავი გამოვიშტერე, თითქოს წუთის წინ არ მეფიქროს რომ ჩემთან რაიმე ფლირტის ან სექსის მსგავსი სურდა.ცალი წარბი ასწია და ოსტატურად ამაცალა სალათის ფურცელი.
-გველო.
წავისისინე და ჭამა განვაგრძე, ამასობაში მისი ყავაც მოიტანეს. სახე დავმანჭე და მწვანე თვალები ხან ჭიქას მივანათე, ხანაც კაკის.
-სერიოზულად, ამ სიცხეში ცხელ ყავას რატომ სვავ?
-მიყვარს.
-არანორმალური ხარ.
თავი დანანებით გავაქნიე და მიმტანს ვთხოვე ანგარიში მოეტანა. მეორე დილას ქალაქში უნდა დავბრუნებულიყავით მე კი ბარგი ჯერ კიდევ არ მქონდა ჩალაგებული, ამიტომ ვჩქარობდი.ფული დავტოვე და კაკის გადავხედე.
-უნდა წავიდე ჩასაბარგებელი ვარ, იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. დროებით.
გავუღიმე, ის ფეხზე წამოდგა და მომეხვია. სუსტად შემოვხიე მკლავები და სახლში წავედი.
"თაიგული?"
სექტმებრის შუა რიცვებში საშინლად დაქანცული და ნახევრად მძინარე ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი და ახალ წიგნს ჩასწორებებს ვუკეთებდი. ჩემი კოლეგა ნინი შემოვიდა თაიგულით ხელში და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
-ნეა ნახე რა მოგიტანეს.
-ჰა მე? დარწმუნებული ხარ?
-კი კი.
-გაფიცბე ვინ მოიტანა.
-არ ვიცი ბავშვი იყო.
-მნახე აბა.
გამოვართვი და ბარათის იმედად გადავქექე, თუმცა ამაოდ. მოწყენილმა ამოვიოხრე, ყვავილები მაგიდაზე დავდე, ნინის მადლობა გადავუხადე და საქმეს დავუბრუნდი. ის იყო ყველაფერს მოვრჩი, უფროსს გავეთავისუფლე, ყვავილები ავიღე და წასასვლელად მოვემზადე რომ ტელეფონი აწკრიალდა. უცხო ნომერი იყო. ყოყმანით ვუპასუხე თან გულში ვფიქრობდი.
"ღმერთო ვინმე მანიაკი რომ იყოს? არა ნომერი რატომ არ მეცნობა, რა ვქნა ვუპასუხო? კაი ხო ჯანდაბას ეს ბოლოა როცა უცხოს ვპასუხობ."
-გისმენთ?
-ნეა.
ხმა მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.
-უკაცრავად ვერ გიცანით.
-ასე მალე ივიწყებ ხალხს საყვარელო?
ათსი აზრი მომივიდა თვში. იქნებ ის ბიჭი იყო წინა ღამით ბარში რომ შევხვდი, ანდაც მე და გეგიმ რომ გავიცნაით მაკდონალდსში... მოკლედ ათასი ვერსია იყო და მაინც მინდოდა ვინმე უცხო ყოფილიყო.
-კაი ხო არ შეგაშინე? კაკი ვარ ნეა, კაკი ჯიშკარიანი. ლევანის ძმაკაცი.
შვებისგან ამოვისნთქე და მხრებში გავიმართე.
-ღერთო რა აუტანელი ხარ ლამის გული გამისკდა.
-რა იყო ბევრი გირეკავს?
-რავი აბა... კი მოვყევი ყოფილი საყავრლების ნომრების გახსენებას..
-ბევრი იყო?
-წელს თუ საერთოდ?
გულუპყვილოდ ვიკითხე თუმცა მან ხუმრობად აღიქვა და გადაიხარხარა.. რა იცოდა რომ ყველასთან ვიწექი ვინც კლუბში, ბარში ან სადმე მომეწონებოდა. განა იცოდა რომ ოჯახს ფეხებზე ვეკიდე და ამისგან გასაქცევად ვცდილობდი შვება ნებისმიერი კაცის მკლავებში მეპოვნა.
-არა რაც მართალი მართალი, კარგი იუმორის გრძნობა გაქ. - ტაქსი გავაჩერე და  მისამართი ვუკარნახე-თაიგული მოგეწონა?
ენა ჩამივარდა, ის ყავვილები ახლა ხელში რომ მეჭირა მისგან იყო.
-შენ გამიგზავნე?
-კი მოგეწონა?
-ძალიან, საიდან იცოდი...
-რა რომ მინდვრის ყვავილები გიყავრდა?
-ხო!
-გოგას ენაზე რამე აკავდება? ბათუმში რომ ვიყავით მაშინ წამოცდა, რაღაცაზე ვსაუბრობდით და იამს მოაყოლა.
-შენ წარმოიდგინე და კი.იმეიდა ეგ რაღაც მე არ ვიყავი.
წარბები მაღლა ავწიე და გამახსენდა როგორ არ უმხელდა თავის სიყავრულს რომ 6წელი ეთაყავნებოდა, მასზე ფიქრით იღვიძებდა, მისი წარმოდგენით იძინებდა ოცნაბობდა მის ტუჩებს შეხებოდა.ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა და არაფერს ამბობდა. მშობლებისთვის უკვე ათანსჯერ შეეძლო ეთქვა რომ მათი შვილი ჩვეულებრივი ბ*** იყო. ის ბიჭები რომელსაც იცნობდნენ მხოლოდ ერთთვიანი საყავრლები რომ იყვნენ. ჩვენი უბნელი იმიტომ დაჭრეს რომ მე ვუყვარდი, მე სულელმა კი იმედი მივეცი, როცა მასთან დავწექი და ასე შემდეგ. დიახ ეს  ნეა რომელიც ახლა თქვენ გაიცნაით მე ვარ. მამას სასტუმროებისა და კაფეების ბიზნესი აქ და  იმდენ ფულს ატრიალებს  ვერც კი დავითვლი. დედა პროკურორია, ისინი თითქმის არასდროს არიან სახლში. ზოგჯერ უცხოეთში ზოგჯერ კი ქალაქგარეთ იმყოფებიან. ბავშვობიდან მარტო ვიყავი და მარტო უნდა მოვმკვდარიყავი ამას არ ვაპროტესტებდი. ოდნავადაც არა. უბრლაოდ მინდოდა ვიღაც მაინც ყოფილიყო ჩემს გვერდით თუმდაც ერთი ღამით.
-არა შენ არა. შემხვდები ხვალ?
-ეს პაემანია?
-დიახ, შემხვდები?
ჩავფიქრდი ორწამიანი თავის დაფასების შემდეგ დავთანხმდი.
-შეგხვდები. სად?
-ეგ მე ვიცი შენ  დრო მითხარი?
-8ვრჩები სამუშაოს და სახლში გასვლა რომ მოვასწრო მმ 9ზე.
-კარგით მილედი.
-ოხ მისიე როგორი ჯენტლმენი ბრძანდებით, გამოვიპრანჭო თუ არ ღრს. წამოვიდე ჯინსებით?
-ჯინსებით.
გაიცინა და ისე მითხრა.
-აჰა გავითვალისწინებ.
მერე დავემშვიდობე, ყურმილი დავკიდე და ჩემი საყვარელი ყვავილების სურნელი კიდევ ერთხელ შევიგრძენი.
მძღოლმა ჩემი სახლის წინ გააჩერა და მეც ღიმილით გავუწოდე ფული. არ მიცდია ხურდისთვის. ეზო უცბად გადავიარე და კერძო სახლის კარი ხმაურით შევაღე. ჩვენი მოსამსახურე შემომეგება და ქურთუკის გამორთმევა შემომთავაზა. მეც გავუღიმე და უხერხულად გავუწოდე.
-მამა მოვიდა?
-არა ქალბატონო ნეა, არც დედათქვენი დაბრუნებულა.
-კარგი, ვაჟბატონი აქ არის? ხო და რამდენჯერ გითხრა ეს ქალბატონო მკლავს არ გინდა რა გეხვეწები.
საწყლად შევხედე და მანაც მორცხვად გამიღიმ.
-ლევანიზე მეკითხებით?
-დიახ, აქ არის?
-არა, ანანო იყო მოსული და ერთად წავიდნენ სადღაც.
-აუუუ რა ნამუსი და სინდისია ეს. რა შეგცოდე ღმერთო.
მისაღებში სავარძელზე გავწექი და ტელევიზორი ჩავრთე. ის იყო ლანა ოთხიდნა გასვალს აპირებდა დივნიდან თავი რომ გადავაგდე და უკუღმა შევხედე.
-საჭმელი გვაქ რამე?
-დიახ.
-რა გვაქ? მითხარი რომ ხორცი არ არის.
-არის მაგრამ თუ გინდათ პასტას გაგიკეთებთ.
-ოქრო ხარ ლანა ოქრო. დამიძახე რა რო გააკეთებ.
-დიახ.
საღამომდე ტელევიზორს ვუყურებდი, ანო და ლევანი არსად არ ჩანდნენ. მერე სერიალის ყურებაც მომბეზრდა, წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე. იმდენად მომეწონა ორ საათში დავასრულე და მაშინვე ჩემს უფროსს დავურეკე.
-გამარჯობა ქალბატონო ანი.
-გისმენ ნეა!
-გახსოვთ წიგნზე რომ გიხარით სახლში წავიღებ და იქ დავასრულებ თქო?
-მახსოვს.
-უნდა  გამოვცეთ, სასწაული წიგნია.
-უკვე მორჩი? არა რა აწი სულ მალე უნდა გაგიშვა ხოლმე. უკეთ მუშაობ სახლში.
-დიახ ასე 3საათი დამჭირდა.
-ერთხელაც გამაგიჟებ.
გაიცინა და ბევრი ხვეწნაც არ დამჭირდა ისე დამთანხმდა. მერე გოგას გადავურეკე და მოვიკითხე.
-როგორ ხარ ძვირფასო?
-რახან შენ დამირეკე ჩემო კრასავიცავ კარგად.
-სად ხარ?
-დათოს გავყევი საყიდლებზე რა იყო?
-აუუუ მოვალ რა, მარტო ვარ და მოვიწყინე.
-სულ მარტო არ ხარ?
გულში კარგად გამოვლანძღე ამისთვის. არა და მართალი იყო, მშობლები არასდროს იყვნენ ჩემთან. ლევანი მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დაასრულა მამასთან და ბიძიასთან ერთად უძღვებოდა საქმეებს, ამიტომ მასაც ცოტახნით ვხედავდი. ერთი ანო მყავდა და ისიც წამართვა.
-ხო მაგრამ ახლა ანაოც არ არის.
-მოდი ხო მოდი და რამეს აგარჩევინებ.
-სიახლე მაქ ვაჟბატონო დაიც ამოვალ და. აი  1საათში მანდ ვარ, ხო ვიცი დათოს ამბავი ერთი საათი მარტო პერანგის არჩევას მოუნდება.
-რა კარგად მიცნობს.
მომესმა ყურმილს იქით კმაყოფილი დათოს ხმა და ჩამეღიმა.
-აბა რა, წავედი და მალე მოვცუნცულდები.
ტელეფონი გავუთიშე, სასწრაფოდ გამოვიცვალე და პირველივე ტაქსი გავაჩერე. მანქანა მყავდა, მაგრამ გეგა და დათოც მანქანით იქნებოდნენ. ამიტომ ტაქსით წავედი, ბევრი ძებნა არ დამჭირვებია. დავინახე თუ არა მათკენ გავიქეცი და მთელი კვირის უნახავ გოგას შევახტი.
-ჩემი პატარა გოგო. როგორ მომენატრე.
-უფროსი ვარ შენზე გოგა.
-და ორი დღე რას წყვეტს.
დავეტლატე და დათოს გადავეხვიე.
-რას შვებით?
-ვერ ხედავ ვარჩევ?! აბა რომელი, ეს შავი თუ ეს ფერადობა. - ხელში ორი პერანგი აათამაშა და მეც მაშინვე ვუთხარი.
-შავი.გიხდება შენ შავები.
-სენქიუ.
გავუღიმე და გეგიმ კუსავით ფეხი გამიყო.
-აბა რა ამბავი გაქვს ქალბატონო?
-აქვე გითხრათ თუ ჯერ შევაიროთ სადმე საჭმელად?
-ოო თქვი თუ ამბობ ნეაკო.
დათომ დაიწუწუნა და სალაროსკენ წავიდა. ჩვენც უკან ავეკიდეთ.
-ხვალ პაემანი მაქვს.
გავიპრანჭე და აციმციმებული თვალები ხან ერთს მივანათ ხან მეორეს.
-ვისთან? - გოგამ ეჭვისთვალით შემომხედა და კოპები შეკრა.
-ვისთანაც შენ გგონია.
-არ არსებობს., ვახ მოგკლავს ლევანი შენსძმობას ვფიცავარ ნეა.
-ერთხელ ნაკლებ მოვუკლივარ თუ კენტად?
დათომ გაკვირვებულმა შემომხედა და ხელი გადამხვია.
-მოიცა და ვისთან გაქვს პაემანი?
-კაკისთან
-ჯიშკარიანი ტო?
-ხო
-როდის მოასწარით ასე დაახლოება გაფიცებ?
-რავი არ ვიცი. დრო და დრო ვწერდით სოციალურ ქსელშუ.
-ლევანიმ რომ გაიგოს მოგკლავს პატარავ.
-ვიცი დათო.
საწყალდ შევხედე და  ჩავეხუტე.
-აბა დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა!
-მოკლედ ვიჯექი სამსახურში...
-მერე?
-ვიჯექი სამსახურში და რედაქტირებას ვუკეთებდი ახალ წიგნს....
-მერე.
-მერე ნინი შემოვიდა ყვავილებით შენ გამოგიგზავნესო, დამაინტერესა ვისგან იყო მაგრამ ვერ გავიგე არც ბარათი ქონდა არც არაფერი...
-მერე მერე?
-გეგი მაცადე თორე აი იქ ლამაზი ფეხსაცმელები რომ დევს წვრილი ქუსლით იმით დაგჭრი.
-ბიჭო მართლა რა გეტაკა აცადე ბავშვს მოყოლა.
დათო გამომესარჩლა და გიგიც მაშინვე დასერიოზულდა. ორივე ინტერესით მისმენდა და ჭკვიან ყავისფერ თვალებს არ მაშორებდნენ.
-მოკლედ სამსახურიდან გამოვდიოდი უცხო ნომერმა რო დარეკა ვუპასუხე და კაკი იყო, ცოტა ვილაპარაკეთ და ხვალ შემხვდიო. ხუმრობით ვკითხე პაემანია-თქო? და კიო.
-ვახ ჩემი რა შარში გაყო იმ საწყალმა თავი ხო არ იცის.
ამოიოხრა დათომ და ყურებამდე გაკრეჭილ გოგას თავში წამოარტყა.
-ბიჭო რა გაცინებს მოკლავს ორივეს ის მუტრუკი.
-მოკლას მერე დიდად კი არ მომწონს მე ეგ შენი კაკი. არა კაი ბიჭი არის ნამდვილად მარა რავი რა უკეთესიც შეიძლება ამისთვის. პროსტა ამას რო უხარია იმიტო მიხარია მე.
-მაგაში გეთანხმები.
-დავაით რა. მე მომწონს რაც მთავარია.სიმპატიურია..
-მაგაზე ვინმე გედავება?
ორივემ ერთად შემოირტყეს დოინჯი და ისე მკითხეს.
-ნუ რავი, ჭკვიანიც. მუშობს და თავზე დამფოფინებს ძაან დადებითი ადამიანია. კარგი იუმორიაქ და ასე შემდეგ.
-მერე არ ინანო ფრთხილად. შეყვარებულებს ძნელად უშვებს.
-ესეიგი თუ სხვა მომინდა ღლატი მომიწევს.
ჩაფიქრებულმა ვთქვი.
-უნამუსო გოგო ხარ შენ.
თითი დამიქნია გოგამ და ხელი გადამხვია. დიდხანს ვიბოდიალეთ. ხან გეგისთვის ვარჩევდით, ხან დათოსთვის, ბოლოს მეც შევარჩიე ერთი ორი ჯინში მაისური და კაბა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent