სიყვარული გრძნობების გარეშე (IIნაწილი) 4თავი
ქეთიმ როგორც იქნა უპასუხა გეგას დაჟინებულ მეხუთე ზარს და საშინლად დაიძაბა როცა ყურმილს მიღმა საყვარელი მამაკაცის მონატრებული ხმა გაისმა -ჩემს წვალებას როდის შეწყვეტ?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა -არასდროს-იგივე ცინიზმით უპასუხა ქეთიმ, რის გამოც გეგას სახეზე აშკარა გაოცება გამოიხატა თუმცა არ შეიმჩნია ეს დაბნეულობა და უემოციო ტონით განაგრძო საუბარი საყვარელ ქალთან -მომენატრე -მეც-დაუფიქრებლად უპასუხა ქეთიმ -ძალიან -ვიცი რატომაც მირეკავ და ახლავე გეუბნები რომ არა! -ქეთი! -გეგა!-იმავე წამს წყობრიდან გამოვიდა ქალი და ხმა გაიმკაცრა -შემხვდი რა გთხოვ, სულ რამდენიმე წუთით -არ შემიძლია, უკვე ხომ აგიხსენი-ნაწყენი ტონით უთხრა ქეთიმ ზედმეტად მონატრებულ მამაკაცს და ხმა ჩაიწყდა -ორ წამს გნახავ და ეგრევე წავალ-არ ეშვებოდა კაცი -გთხოვ ნუ მაძალებ შეხვედრას, უკვე ისედაც ძალიან მიჭირს ამ ყველაფერის ატანა -შენს მომატრებას უკვე სასმლითაც ვეღარ ვუმკლავდები იცი?!-ირონიული ღიმილით უთხრა გეგამ და საჭეს მიუჯდა -თავიდან ნუ დაიწყებ ახლა-თვალები აატრიალა ქალმა -ქეთი ისე ნუ მახვეწნინებ თითქოს შენ საერთოდ არ მოგენატრე და არ გინდა ჩემი ნახვა-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა და გაეცინა -სწორედ მაგ მიზეზით არ მინდა შენი ნახვა-გამოტყდა ქეთი -გეშინია რომ გრძნობებს ვეღარ გაუკლავდები ხო? -აუტანელო! იცი?...დღემდე ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყო ასეთი თავდაჯერებული -დღეს უეჭველი უნდა გნახო, უშენოდ ვეღარ ვძლებ- მოულოდნელად ხმა გაიმკაცრა კაცმა -არა-თქო ხომ გითხარი უკვე-წამოენთო ქეთი -ჩვენს ადგილას დაგელოდები! -ტყუილად დამელოდები! -ზუსტად ნახევარი საათი გაქვს დრო!-მბრძანებლური ტონით უთხრა გეგამ -არ მოვალ! -თუ არ მოხვალ მე მოვალ შენთან!-დაემუქრა გეგა -ამას ვერ გააკეთებ-არასერიოზულად მიიღო მამაკაცის მუქარა ქალმა -ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება ჭირვეულო ქალბატონო?-შეიცხადა კაცმა დ გაეცინა -გეგა მორჩი სისულელების ლაპარაკს-დაიძაბა ქეთი -შენს ადგილას ასე მშვიდად არ ვიქნებოდი მითუმეტეს მაშინ როცა მე და შენ სულ რამდენიმე მეტრი გვაშორებს -შენ რააა...-აიბნა ქეთი და მაშინვე მეორე სართულზე ავიდა, ფანჯარას მივარდა და თვალებით გეგას ძებნა დაიწყო, შესაბამისად მალევე შენიშნა მისი მანქანა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს -შენ რა გაგიჟდი?-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულს ქალს და ხმა ჩაუწყდა მღელვარებისგან -მოხვალ თუ მე მოვიდე შენთან!?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა თავგზააბნეულ ქალს და მის რეაქციას დაელოდა ყურებამდე გაღიმებული -არ გაბედო! ფიქრიც არ გაბედო ამაზე!-ავარდა ქეთი და მაშინვე მოშორდა ფანჯარას -წადი, ახლავე წადი -მოხვალ თუ არ მოხვალ?!-არ მოეშვა კაცი -მოვალ, გესმის? მოვალ ოღონდ ახლა წადი, ძალიან გთხოვ წადი-ძლივს იმორჩილებდა ხმას დამფრთხალი ქალი -სულმოუთქმელად გელოდები -უდარდელად უთხრა კაცმა და გაეცინა -ვერ გიტან, გესმის? ხანდახან ისეთი საშინელი ქცევები გაქვს რომ... -დრო ზუსტად ნახევარი საათი გაქვს!-მბრძანებლური ტონით უთხრა კაცმა -ხანდახან მართლა ვერ ვხვდები ისევ რატომ მიყვარხარ!-გაბრაზდა ქეთი -უკვე 29 წუთი-ცინიკური ტონით უთხრა გეგამ და გაუთიშა. ქეთი ძალიან გაბრაზებული მივიდა შეხვედრის ადგილას დათქმულ დროს და მანქანაში მჯდომ მომღიმარ გეგას მკვლელი მზერა ესროლა, რომელმაც მარტივად დააიგნორა მისი გამოხედვა, ბრაზი, მრისხანება და მშვიდად, აუღელვებლად გადავიდა მანქანიდან, ნელა მიუახლოვდა საყვარელ ქალს და ტუჩის კუთხეში ვნებიანად აკოცა -გეგა-აღმოხდა მისი შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეულ ქალს და იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა ბრაზი ხელიდან არ გასხლტომოდა მაინც გაეცინა -შენ არ მაკოცებ? -მორჩი სისულელებს-გაეღიმა ქალს-სწრაფად მითხარი რისთვის მომიყვანე აქ ბევრი დრო არ მაქვს -მანქანაში ჩაჯექი იქ ვილაპარაკოთ -ამდენი დრო არ მაქვს დროზე მითხარი რა გინდა- თავი დახარა ქეთიმ რადგან ზედმეტად ახლოს მდგომი საყვარელი მამაკაცის მწველ და დაჟინებულ მზერას ვეღარ უმკლავდებოდა -კანკალებ-ხმა დაბალი ტონით უთხრა გეგამ სუნთქვა შეწყვეტილ ქალს და საცივისგან გაფითრებულ სახეზე ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა -რა?-აიბნა ქეთი -მოდი მანქანაში ჩავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ-გეგამ წელზე ნაზად შეუცურა ხელი და თავისი მერსედესისკენ წაიყვანა დაბნეული ქალი -მე-აღელდა ქეთის როცა გეგამ კარი გაუღო -საშინლად ცივა -გეგა... -სულ რამდენიმე წუთით-უემოციო ტონით უთხრა კაცმა და როცა დაბნეული ქეთი მანქანაში ჩაჯდა, საჭეს სწრაფად მიიუჯდა, მანქანა მაშინვე დაქოქადა და აგიჟივით გააქანა, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ ქეთი კარგა ხნას აზრზე ვერ მოვიდა და ბოლოდს როცა გაიაზრა გეგამ რაც გააკეთა საშინლად გაბრაზდა და ბოლო ხმაზე უყვირა მომღიმარ კაცს -ახლავე გააჩერე! -ხომ იცი რომ მას არ გავაკეთებ და ტყუილად ყვირი არა?-ცინიკური ტონით ჰკითხა და სულ ერთი წამით მიიხედა მისი ალეწილი სახისკენ -შენ რა გაგიჟდი საბოლოოდ შეიშალე?-ვერ მშვიდდებოდა ქეთი და დაკეტილ კარს გაუაზრებლად ეჯაჯგურებოდა -იმედია არ ფიქრობ რომ მოგიტაცე-დამცინავი ტონით ჰკითხა კაცმა და განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა ქალს ამღვრეულ თვალებში -არ ხარ ხო შენ ნორმალური?-ინტერესით ჰკითხა ქალმა და გეგას სულელურ სიცილზე თავადაც გაეცინა-არ ხარ-დარწმუნებით უთხრა და კარის ფანჯრიდან გახედა თოვლით გადაპენტილ სივრცეს -ზუსტად ორ საათში სახლში იქნები გპირდები- ხმა დაბალი ტონით უთხრა კაცმა გაბუტულ ქალს და ხელზე ხელი ნაზად მოუჭირა -გეგა სისულელეს აკეთებ-ნაწყენი ტონით უთხრა ქეთიმ და მისკენ მიიხედა -ვიცი -მაშინ ასე რატომ იქცევი?-დაიძაბა ქალი -იმიტომ რომ სხვა გზა არ დამიტოვე -ანუ ყველაფერი ჩემი ბრალია!-ავარდა ქეთი -არ ეს ყველაფერი ჩვენი გიჟური და დაუვიწყარი სიყვარულის ბარალია-გაუღიმა კაცმა საყვარელ ქალს და მისი თლილი თითები ტუჩებთან ნელა მიიტანა ნაზად აკოცა და მაშინვე გაათავისუფლა -გეგა გთხოვ უკან დავბრუნდეთ ასე არ შემიძლია-შეეხვეწა ქეთი -აწორედ ამიტომ გიტაცებ 2 საათით -გაუცინა კაცმა და ნიკაპზე ხელი აჰკრა -გიჟი ხარ -ვიცი -არანორმალური -ვიცი-მშვიდად და უემოციოდ იღებდა გეგა საყვარელი ქალის კომპლიმენტებს -იცოდე ზუსტად ორ საათში სახლში უნდა ვიყო-დანებდა ქეთი -არც მეტი არც ნაკლები-ხაზგასმით უთხრა გეგამ და მისი აკანკალებული ხელი ხელში მოიქცია -ძალიან მიყვარხარ-გაუღიმა ქეთიმ და თითები მის თითებში ახლართა. მცხეთამდე ისე მივიდნენ რომ ხმა არცერთს არ ამოუღია რადგან ზოგჯერ ქმედება ბევრად უკეთ გამოხატავს გრძნობებს ვიდრე უბრალო, იაფაფსიანი, გაცვეთილი სიტყვები. -როგორ-მოწყენილი ხმით ჰკითხა ქეთიმ მის პირდაპირ მჯდომ კაცს -ამდენი წელი როგორ ვერ მიპოვე? -არ ვიცი-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა- უბრალოდ ვერ შევძელი -საქართლოში საბოლოოდ როდის დაბრუნდით შენ და გვანცა? -ზუსტად სამი წლის წინ და გიპოვე კიდეც -აქამდე დაბრუნება არასდროს გიცდიათ?-დაინტერედა ქეთი -არა, შესაძლებლობა არ გვქონია რომ საქართელოში საბოლოოდ დაბრუნებაზე გვეოცნება არა თუ გვეფიქრა -რატომ? პრობლემები გქონდათ? -შეიძლება ასეც ითქვას-უღიმღამოდ უპასუხა კაცმა და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა -გეგა რატომ არაფერს მიყვები შენი და გვანცას წარსულზე?-ეწყინა ქეთი-შენ ყველაფერი იცი ჩემზე, ჩემს ქმარზე, თორნიკეზე... -მოსაყოლი არაფერია...-მხრები აიჩეჩა კაცმა და შავი, გახსნილი ღვინის ბოთლიდან ჭიქები მეორედ შეავსო- გამუდმებით პრობლემები მქონდა...ხომ იცი სულ შარში ვეხვეოდი ბავშვობიდან, ხოდა ხასიათი არც მერე არ შემიცვლია, პრობლემებს ძალით ვეძებდი სულ-გეგას გაეცინა და ღვინით სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით დაცალა -ციხიდან რატომ ვერ შეძელი რომ ჩემამდე ხმა მოგეწვდინა? -ცრემლები მოეძალა ქეთის- ასე რომ მოქცეულიყავი ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, არც მე, არც შენ და არც ირაკლი აღარ დავიტანჯებოდით... -ვერ შევძელი ქეთი... ვერ შევძელი გესმის? იქ, უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ვიყავი... რუსულის აზრზე არ ვიყავი...ისე მომისაჯეს შვიდი წელი რომ ფაქტიურად წარმოდგენა არ მქონდა ზუსტად რისთვის და რამდენი ხნით გამომკეტეს ციხეში... მაშინ ადვოკატის ფული კი არა საჭმლის ფული არ ჰქონდა ბებოს, საწყალი, გვანცას და საკუთარ თავს ძლივს ინახავდა... ხომ იცი როგორ გვიჭირდა მაშინ... მამას სულ ეკიდა ყველაფერი, სასმელში იხრჩობდა თავს დედას სიკვდილის მერე, ჰოდა ისე წავიდა ამ ქვეყნოდამ აზრზე არ იყო მე სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს... ბებოს არაფრის გაკეთება არ შეეძლო ჩემთვის მაშინ... -მესმის-დაიძაბა ქეთი და სწრაფად მოიშორა გაფითრებულ ღაწვებზე გადმოდენილი სიმწრის ცრემლები -რომ გამოხვედი მერე? მერე რამოხდა? -აუ ქეთი ნუ მაყოლებ რა ამ წარსულის ტკივილებს, მე სულ იმის ცდაში ვარ დავივიწყო და დავიკიდო, შენ კი ისევ იმ საშინელი ემოციებისკენ მექაჩები -მინდა ვიცოდე მთელი ეს დრო სად იყავი და რას აკეთებდი-გაუღიმა ქეთიმ და მისი ყინულივით ხელი თითებშორის მოიქცია -ციხიდან გამოსვლის მერე უარესები დამემართა...-ირონიულად გაეღიმა კაცს და საყვარელი ქალს დაჟინებით ჩააცქერდა აწყლიანებულ ცისფერ სფეროებში -მიდი რა მიმიყევი... გთხოვ, მაინტერესებს, მინდა ვიცოდე-არ მოეშვა ქეთი -ბევრი ,,ცუდი ბიჭი" გადავიკიდე თან, რომ ჩამოვედი და გავიგე გათხოვდი საერთოდ დავკარგე ცხოვრების მუღამი, ყველაფერმა აზრი დაკარგა საერთოდ, მაგრამ ჯიუტად მაინც გეძებდი ცოტა ხანს, არ ვიცი რატომ, ალბათ მინდოდა რომ ბედნიერი მენახე და გული უარესად მტკენოდა, ან შენს თვალებშიც იგივე ტკივილი დამენახა რასაც მე სულ მუდამ დავატარებდი გულით შენს გამო... რომ ვერ გპოულობდი 3 წლის მერე ისევ რუსეთში დავბრუნდი მაშინ გვანცა უკვე 20 წლის იყო... მოკლეთ ყველაფერ ცუდს ვაკეთებდი... მერე ერთი რუსეთში მხოვრების ქარველი ნაძირალა გვანცას გადაეკიდა ჩემს გამო... ცხოვრება დაუნგრია...-გეგას აქ უკვე ხმა ჩაუწყდა და გაჩუნდა -შენს გამო?...-უცნაური ტონით გაიმეორა ქეთიმ და უსიამოდ გააჟრჟოლა იმის წარმოდგენაზე თუ რისი გადატანა მოიწევდა და-ძმას ამ ყველაფერის გამო -ჰო ყველა ის საშინელება რისი გადატანაც გვანცას მოუწია ჩემს გამო მოხდა... იმიტომ რომ მისი დაცვა ვერ შევძელი... უფრო სწორად იმდენად ვიყავი ჩემი უბედურებით, ბოღმით, ტკივილით და სამყაროსადმი ზიზღით მოცული რომ ვერავის და ვერაფერს ვხედავდი გარშემო... 2 წლის მერე საქართველოში დაბრუნება მომიწია კარგა ხანს გვანცას გამო... ძალიან გვიან მივხვდი რომ გვანცა ,,ქმართან" ძალიან უბედური იყო და იტანჯებოდა, მე კი მატყუებდა რომ ყველაფერი კარგად იყო... -შემდეგ რა მოხდა -მისგან წავიყვანე, გავათავისუფლე... -სად? -გერმანიაში მეგობრების დახმარებით... გვანცამ კარგად იცოდა გერმანული... -რთული არ იყო? -იყო მაგრამ ასე ჯობდა მისთვის... -უკან დაბრუნებაზე აღარ გიფიქრიათ? თუ გვანცას ქმრის გამო არ გინდოდათ დაბრუნება? -თავი დაკითხვაზე მგონია-გაეცინა გეგას და ჭიქა მესამედ შეივსო სასმლით -ასე რუსებს არ გავუწურივარ დაკითხვაზე თვისდროზე -ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყო ასეთი, იმ ყველაფრის მერე რაც გადაიტანე-დაიბნა ქეთი -ასეთი როგორი?-დაინტერესდა გეგა -პოზიტიური, ენერგიული, მხიარული, თბილი -ასეთი მხოლოდ შენთან და გვანცასთან ვარ- გაუღიმა გეგამ და ცოტა სასმელი მოსვა სავსე ჭიქიდან- შენ არ დალევ? -არა ერთი ჭიქა საკმარისია-მოწყენილი ხმით უთხრა ქეთიმ და თვალი ნელა მოავლო სუსტი ნათებით განათებულ სივრცეს, რომელიც უამრავი სხვადასხვა ყვავილებით იყო მორთული -მიდი დალიე ორ ჭიქაში არ დათვრები ნუ გეშინია, იქნებ ცოტა ხასითი გამოგიკეთდეს-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა და მესამე ჭიქა ჩაცალა -გგონია შენთან ერთად დალევის მეშინია-გაბრაზდა ქეთი -რა, ასე არააა?-გამომწვევი ტონით ჰკითხა კაცმა -არა! უბრალოდ არ მინდა, ალკოჰოლურ სასმელებს მიჩვეული არ ვარ და ზოგადად არ მსიამოვნებს რომ ვსვამ -კარგი როგორც გინდა, მოდი იცი რაა, შენს მაგივრადაც მე დავლევ-სიცილით უთხრა გეგამ და ისევ შეივსო ჭიქა -მეტი აღარ დალიო-შეეხვეწა ქეთი და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -თუ შენ არ გინდა ახლა არ დავლევ, მაგრამ სახლში საკმარისზე მეტი ღვინო მაქვს იმისთვის რომ დავლიო და ცოტა ხნას მაინც მოვიშორო შენზე და იმ ს.რზე ფიქრი -დარწმუნებული ვარ ირაკლიზე ბევრად მეტს ფიქრობ ვიდრე ჩემზე-ირონიული ტონით უთხრა ქეთიმ და გეგას არეული სახიდან მზერა, მისთვის რაღაც უცხო სალათზე გადაიტანა -რადგან ვიცი რომ მის მკლავებში აღარ გძინავს, ირაკლიზე ნაკლებადა და ახლა თითქმის მხოლოდ შენზე ვფიქრობ-გამომწვევი ტონით უთხრა გეგამ და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი ქალისთვის -ყოველთვის რატომ უსვამ ხაზს ამ საკითხს? მაღიზიანებს-გაბრაზდა ქეთი -იმიტომ რომ მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ ჯერ კიდევ მის სახლში ცხოვრობ და თუ მოისურვებს ნებისმიერ დროს შეუძლია რომ შეგეხოს-დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა აღელვებულ ქალს -ასე არ მომექცევა, არასდროს-დარწმუნებით უთხრა ქეთიმ -ქეთი მას შენ უყვარხარ, გაგიჟებით უყვარხარ, იცი რაზეა წამსველი კაცი რომელსაც ქალი 25 წელი გვერდით ჰყავს და აცნობირებს რომ მას ნელ-ნელა და მტკივნეულად სამუდამოდ ჰკარგავს? ყველაფერზე, საერთოდ ყველაფერზე -ირაკლი ნაძირალა არაა -ქეთი განქორწინებაზე დაელეპარაკე! -უკვე ველაპარაკე-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა და ყოყმანით დაამატა-ნაწილობრივ -რა რეაქცია ჰქონდა-დაინტერესდა გეგა -განსაკუთრებული არაფერი -გგონია ასე მარტივად დანებდება?-თვალები დააწვრილა გეგამ -ცოტა დრო კიდევ მჭირდება რომ ჩვენი ურთიერთობა მშვიდად და ადამიანურად დავასრულო... გთხოვ გამიგე... თან ანი საშინლად განიცდის ჩემი და ირაკლის ამბავს, შენზე არფრის მოსმენა არ უნდა... -მესმის და ვცდილობ გაგიგო-გაბრაზდა გეგა-მაგრამ უსასრულოდ ვერ მოვიცდი...ძალიან მიჭირს შენი გაშვება ისევ იმ ნაბ.ჭვართან... მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ ისევ ერთად ხართ -ერთად არ ვართ -შენ ჯერ კიდევ მისი ცოლი გქვია და მის სახლში ცხოვრობ -ჰო მაგრამ ჩვენს შორის უკვე ყველაფერი დამთავრდა -ანუ მხოლოდ ის პატარა ჭირვეული ანია პრობლემა? -არა, მთლად ასე არაა, მაგრამ... -ქეთი უშენოდ ვეღარ ვძლებ დროულად მოაგვარე პრობლემები შენს ჭირვეულ ქმარ-შვილთან თორემ იცოდე შემდეგში მართლა მოგიტაცებ... -გეგა ნუ სულელობ-აკისკისდა ქეთი -იცოდე მცხეთის რესტორნის მაგივრად სვანეთში წაგიყვან ჩემს სახლში და მერე არ დაიწყო ცრემლების ღვრა, მე გაგაფრთხილე!-მუქარანარევი ტონით უთხრა კაცმა დაბნეულ ქალს, მოულოდნელად მის გვერდით გადაჯდა სკამზე და სახე ზედმეტად მიუახლოვა -გათხოვილი ქალის მოტაცებას აპირებ?-ცინიკური ტონით ჰკითხა ქეთიმ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა კაცს ამღცრეულ თვალებში -მგონი ეს შენც გინდა და სწორედ ამიტომ აჯანჯლებ განქორწინების პროცედურის დაწყებას?- ჩაეკითხა მომღიმარი სახით გეგა დაბნეულ ქალს -არ ხარ ხო შენ ნორმალური?-შეიცხადა ქეთიმ -სხვათაშორის მესტიაში ერთი ადვიკატი მეგობარი მყავს და თუ რამე, ის გაუგზავნის შენს ქმარს განქორწინების საბუთებს -სერიოზულად?-აკისკისდა ქეთი-მართლა აწყობ მესტიის გეგმებს? -შენთან ყოფნა მინდა -ჩასჩურჩულა გეგამ სუნთქვა აჩქარებულ ქალს და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო-ვიცი რომ ეს შენც გინდა - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.