შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი თუ სიხარული (ნაწილი 2)


6-11-2021, 15:26
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 040

ერთი წლის შემდეგ


ჩემს მესენჯერზე ალბათ მეათე ზარი შემოდის როცა როგორც იქნა, ბანაობას ვამთავრებ და ვპასუხობ.
-ხო სან, მშვიდობა გაქვს?
-მეგონა ცუდად იყავი, ამდენხნიანი ბანაობა ვის გაუგია.
-პაემანი მაქვს და ვემზადები.
-ვისთან?
-ვიხუმრე სან, კურსელები მივდივართ ერთად კინოში.
-ეჰ, მე კიდევ ვიფიქრე რომ ახალ ცხოვრებას იწყებდი. -სანდრას სიტყვები ისევ მათეს მახსენებს.
-სანდრა, ხომ დამპირდი რომ მაგ თემაზე არ ვისაუბრებდით.
-ჩემი ქმრის მეჯვარეა და მაინც მოგიწევს შეხვედრა ხომ იცი?
-ხომ ვთქვი რომ მათე აღარ მაინტერესებს, მეჯვარეები თუ ვიქნებით მთლად უკეთესია ჩემთვის დავნათესავდებით.
-და ასე გგონია რომ დაივიწყებ?
-უკვე დავივიწყე, შენ მითხარი რაღაც სიურპრიზი მაქვსო, ხო და გისმენ.
-მზად ხარ?
-სანდრააა! -უკვე მოთმინება დაკარგული ვუყვირი სანდრას.
-ნუ მიყვირი ბავშვს დავკარგავ!
-ჩემი ყვირილით არაფერი მოგივა მთავარია შენ არ... -სათქმელს ვერ ვასრულებ უცებ ვიაზრებ რა მითხრა სანდრამ და ბედნიერებისგან თავიდან ვიწყებ კივილს... -აააა! არ მჯერა დეიდა ვხდები, თან ნათლიაც, აუუ სან რა მაგარი ამბავია.
-ხო და მალე ჩამოდი არ მინდა საპატარძლო კაბა გამობერილ მუცელზე მეცვას.
-ორ კვირში ჩამოვალ და სანამ მანდ ვიქნები მოასწარი. -სანდრა ისე გაბედნიერდა მეგონა ხტომას დაიწყებდა მაგრამ მხოლოდ სახეზე აესახა ბედნიერება, ის გიჟი ქალი თითქოს ფეხმძიმობამ შეცვალა. წარმომიდგენია, ხვალ საღამოს რომ დავადგები რას იზამს.

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რომ დაეშვა, გულში უცნაური ჩხვლეტა ვიგრძენი, ჩემს წინ მიმავალ გოგონას ბიჭი რომ დახვდა ვარდების თაიგულით ხელში ისევ მათე გამახსენდა, წუთით მგონია რომ დავივიწყე მაგრამ მალევე იჩენს მისი სიყვარული ჩემში თავს, როგორც არ უნდა კარგად ვატყუებდე სხვებს ჩემს თავს ვერ ვატყუებ, არ ვიცი რატომ მაგრამ ფეხები არ მემორჩილება სახლში წასასვლელად და ტაქსისტს ჯერ ოფისის მისამართს ვკარნახობ, გარედან ვავლებ შენობას თვალს მათეს ავტომობილს რომ ვერსად ვხედავ სახლისკენ მივდივარ... კარს ლექსო მიღებს და სწრაფად ხურავს, დახურული კარის მიღმა მესმის როგორ ეუბნება დედას მგონი მილა ისე მომენატრა მოჩვენებები დამეწყოო, კიდევ ერთხელ ვრეკავ ზარს და ამჯერად კარს დედა აღებს, ცრემლებით ევსება თვალები და მაგრად მიკრავს გულში, მისი სურნელის შეგრძნებისას ვხვდები როგორ მომნატრებია სახლი... ლექსო ლოყაზე ხელს მკიდებს.
-ნამდვილი ხარ? არ მომეჩვენე?
-მოდი ჩამეხუტე, რას ქვია მოგეჩვენე? შენ ვატყობ ჩემი ჩუსტი მოგენატრა. -მაგრად ვეხვევი ლექსოს და ჩემიანად ჯდება დივანზე.
-სულ ჩამოხვედი ხომ? -დედაჩემიც ინტერესით მაკვირდება.
-მხოლოდ ორი თვით, მინდა ექვს თვიანი სამუშაო პრაქტიკაც მივიღო და მერე დავბრუნდები.
-არ გიშვებთ ჩვენ. -ლექსო გადაჭრით მეუბნება და დედასკენ ტრიალდება. -დე, შია ალბათ მილას. -როგორც კი დედა სამზარეულოსკენ გარბის და მარტო მიხელთებს ჩურჩულით მეკითხება. -იმის გამო გარბიხარ ხომ?
-ის და მე მალე დავნათესავდებით, ამიტომ ეგ თემა დახურულია.
-დარწმუნებული ხარ?
-კი, ჩემი ბედი სხვა ყოფილა და ალბათ გამოჩნდება, თუ არა და მოგიწევს ამიტანო მთელი ცხოვრება. -ლოყაზე ვჩქმეტ და დედასთან გავრბივარ.
-რა გაგიკეთო?
-არაფერი დე, მამას საღამოს დააგვიანდება?
-უკვე გზაშია, დავურეკე რომ ჩამოხვედი. -კარში შემომავალ მამაჩემს ზედ ვახტები და პატარა გოგოსავით კისერზე ვეკიდები.
-მომენატრე მა. -მაგრად მეხვევა და ხელს არ მიშვებს, უთქმელადაც ვხვდები მამასაც როგორ მოვენატრე.

უკვე შებინდებულია, როცა სახლიდან გავდივარ როგორც იქნა და სანდრას ახალი სახლისკენ მივდივარ, სანდრასთვის სიურპრიზის გაკეთება მინდა და ჭუჭრუტანაზე ხელს ვუფარებ რომ არ დამინახოს, კარი იღება და სუნთქვა შეკრული ადგილზე ვშეშდები, ფიქრებში ჩემი სხეული უკვე მეათედ მოეხვია მათეს და უთხრა რომ სიგიჟემდე მოენატრა, ერთმანეთს მიშტერებულები ადგილიდან არ ვიძვროდით, ერთი წლის მიძინებული ყველა გრძნობა ერთიანად აიშალა ჩემს სხეულში, ყველა განცდა რაც მათეს მოუტანია ერთიანად მომაწვა ყელში, ხელები ამიკანკალდა და თვალები ცრემლებმა ამიწვა მონატრებული სხეული რომ შემეხო, მაგრამ გაბრაზება და ტკივილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მონატრება, ჩემმა სიამაყემ არ მომცა უფლება მათეს ისე ჩავხუტებოდი როგორც ყველაზე ძვირფას ადამიანს.
-მათე სად წახ… -სანდრას ხმა გვაფხიზლებს და მათეს ხელებიდან ვძვრები, სანდრას მაგრად ვეხვევი და ყურში ვეჩურჩულები.
-აბა ორი კვირა არ დაბრუნდება ქალაქშიო?
-რავი უცებ დაგვადგა, თათია და ბავშვებიც აქ არიან და მოვიდა. -ტატო და თათია რაღაცაზე გაცხარებული კამათობენ რომ შევდივარ და ყურადღებასაც არ მაქცევენ, ნოა კივილით რომ მორბის ჩემსკენ მხოლოდ მაშინ ხვდებიან რომ კამათი უნდა შეწყვიტონ.
-მილა მომენატრე. -ნოას გულში ვიხუტებ და მათეს მონატრებაც მასზე გადამაქვს.
-მეც ჩემო პატარავ. -ყველას ჩახუტებით გული ვიჯერე, მივხვდი როგორ მაკლდა ეს ყველაფერი.
-მორჩი სწავლას? -მათემ ის კითხვა დასვა რისი დასმაც ალბათ ყველას უნდოდა.
-არა, ორ თვეში ვბრუნდები უკან ექვს თვიანი პრაქტიკა უნდა გავიარო.
-მიხარია შენი წარმატება.
-მეც გავიგე მალე რესტორანს ხსნი, მიხარია შენი ოცნებების ასრულებისთვის რომ იბრძვი. -მიმოვიხედე და შევნიშნე რომ მისაღებში მხოლოდ მე და მათე ვიყავით.
-ცდები მთავარ ოცნებამდე ჯერ შორია. -არაფერი მიპასუხია ავდექი და სამზარეულოში გავედი. სანდრამ და თათიამ მარტო რომ დამიგულეს კითხვები მომაყარეს.
-მართლა მიდიხარ?
-რა იგრძენი როცა შეგეხო?
-გოგონებო, კი მივდივარ და ისეთი არაფერი მიგრძვნია იქნებ ვაზვიადებდი და არც მე მიყვარდა ისე თავდავიწყებით.
-შენ გჯერა საკუთარი სიტყვების?
-არ ღირს სანდრა, აღარ მინდა ამ ამბის გახსენება, მთელი წელია დავიწყებას ვცდილობ.
-შესძელი დავიწყება? -იმ წამს საკუთარი თავის მოტყუებაც მერჩივნა ოღონდ ის ტკივილი არ განმეცადა.
-ვერა, არ არის ასე მარტივი იმ ტკივილის დავიწყება.
-ტკივილზე არ გეკითხები მილა, მათე თუ დაივიწყე? -ყელში ბურთი გამეჩხირა სანდრას კითხვაზე, თვალების წვა ვიგრძენი და არაფერი მიპასუხია ისე გავვარდი აივანზე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და დამშვიდება ვცადე.
-ჩემი ბრალია ასე რომ ხარ? -სიბნელეში ვერც კი შევნიშნე რომ აივანზე ვინმე იყო, ვინმე კი არა მათე იყო, მისკენ არც კი შევტიალებულვარ ისე ვუპასუხე.
-ნუ გგონია რომ სამყარო შენს გარშემო ბრუნავს ბატონო მათე.
-არც კი მიფიქრია. -ბოლო სიტყვები ყურში ჩამჩურჩულა და ხელი ჩემს ხელს დაადო, ისე მაგრად მოვუჭირე მოაჯირს რომ ხელიც კი გამჭრა ტკივილმა მაიძულა ხელი ამეღო, მათე დაფრთხა და წამებში გაანთო აივანზე შუქი ჩემი ხელი რომ ენახა.
-გაჭრილი გაქვს წამოდი დაგიმუშავებ.
-არ მინდა სანდრა დამიმუშავებს. -ხელი გამოვტაცე და მისაღებში შევბრუნდი.
-სანდრა წამლების ყუთი სად გაქვს? -ჩემი ხელის დანახვაზე სანდრას გული აერია და საპირფარეშოში წავიდა, მათემ ყუთი მოიტანა და ჩემს წინ ჩამოჯდა, არაფერი უთქვამს უბრალოდ ხელი დამიმუშავა, სპირტი რომ წამისვა და წვა ვიგრძენი სულს მიბერავდა თითქოს მომეჩვენა მისი ნათქვამი.
-ნეტა ასე შემეძლოს ყველა ჭრილობაზე სული შეგიბერო.
-რამე მითხარი? -ისევ დუმილი და მხოლოდ ღიმილი, მის თვალებში ისევ ის ტკივილი იყო, სწრაფად წამოვდექი. -სანდრა, წავალ უკვე გვიანია, ჯერ ჩემებს ვნახავ და მერე ვისაუბროთ ქორწილზე.
-მე მიგიყვან.
-არა მათე იყოს ტაქსით წავალ.
-მაშინ ჩემი მანქანა წაიყვანე და მე წავალ ტაქსით.
-ნუ წუხდები მათე უკვე დიდი გოგო ვარ არაფერი მომივა. -სანდრა თითქოს მიხვდა შევლას რომ ვთხოვდი და თავისი მანქანის გასაღები გამომიტანა.
-იყოს მათე ჩემი მანქანით წავა. -ლიფტშიც ჩემთან ერთად შემოვიდა, თითქოს ძალით აკეთებდა.
-ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს? ლიფტში რომ გავიჭედეთ?
-კი არ გავიჭედეთ, შენ გაჭედე ლიფტი.
-მე კიდევ ბევრი რამ გავაკეთე რაც შენ არ შეგიმჩნევია.
-მათე, წარსულს ნუ დავუბრუნდებით, მალე დავნათესავდებით და არ ღირს წარსულზე ლაპარაკი გთხოვ.
-მაშინ არ გამექცე და თავი არ ამარიდო.
-არც ვაპირებდი, ხვალ ოფისში შევხვდებით.
-ბრუნდები?
-არა უბრალოდ ვნახავ თანამშრომლებს.
-მე აღარ ვარ უფროსი, უკვე თათია და შეგიძლია დაბრუნდე.
-შენ?
-მე რესტორნის საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
-ხვალამდე მათე.
-დროებით მილა. -თითქოს დეჟავიუს შეგრძნება მქონდა.
სახლში გვიან დავბრუნდი, მამას როგორც ყოველთვის ტელევიზორთან ჩასძინებოდა, ფრთხილად დავაფარე პლედი და ტელევიზორი გამოვურთე.
ისევ ჩემი ოთახი, ისევ ეს საწოლი, ბალიშს ხელი გადავუსვი და მოგონებები ამეშალა, რამდენი რამ იცოდა მხოლოდ მან, ალბათ საუბარი რომ შეძლებოდა საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით, როგორც კი თვალები დავხუჭე ისევ მათე წარმომიდგა თვალწინ, ღმერთო როგორ მიყურებდა თითქოს ეს ერთი წელი არც ყოფილა და ჩვენ ისევ იმ დროში დავბრუნდით როცა ყველაფერს ვიწყებდით, ისევ ისე ვაპარებდით ჩუმ მზერას ერთმანეთისკენ, მისი შეხება ისევ ისე მოქმედებს ჩემზე როგორც მაშინ, სული დამიმშვიდდა როცა მისი სიახლოვე ვიგრძენი, ფიქრებში ჩემი დიდი ხნის მიძინებული მეორე მე ჩამერთო: აპარებდით არა მილა, შენ აპარებდი მისკენ თვალს, იმიტომ რომ არც არასოდეს დაგვიწყებია, ისევ ისე გიყვარს როგორც ადრე მაგრამ მას უყვარხარ?! ან უყვარდი კი როდესმე?! გახსოვს რა გითხრა გატაცება იყავიო. აქ თუ დარჩები ვერასოდეს შეძლებ მის დავიწყებას, ყველგან ის იქნება, სულ შენს სიახლოვეს იტრიალებს, დაიტანჯები როცა დაინახავ მის ცხოვრებაში სხვა ქალს, ის ხელები ოდესღაც შენ რომ გეხებოდა სხვას მოეალერსება, მისი სხეული და გული სხვას მიეძღვნება, ის ბაგეები შენს სახელს მთელს ვნებას რომ აყოლებდა სხვის სახელს წარმოთქვამს იგივე ვნებით. მისი თვალები შენ რომ ასე აღმერთებდი სხვა ადამიანის დანახვისას აკაშკაშდება და შენი სიმშვიდე? გაუძლებ რომ სხვისი გახდეს?
-ვერა ამ ყველაფრის ატანას ვერ შევძლებ, წავალ აქედან, თუ საჭიროა სამუდამოდაც კი. -მხოლოდ სიჩუმის დარღვევის შემდეგ მივხვდი რომ მეორე მეს ხმამაღლა ვუპასუხე. ფიქრებისგან გადაღლილს როდის ჩამეძინა არ მახსოვს, დილით დედას თბილმა კოცნამ
გამაღვიძა.
-დედას ლამაზი გოგო როგორ არის?
-კარგად დე, აი ეს მენატრებოდა ყველაზე მეტად.
-ხო და აღარ წახვიდე.
-მალე გავა ექვსი თვე დე.
-მილა, შენც იცი რომ ასე არ არის, მერე კიდევ რამე გამოჩნდება და აღარ დაბრუნდები, იქნებ კარგად დაფიქრდე.
-კარგი დედა, მოვემზადები და ვისაუზმოთ. -სამზარეულოდან მხიარული ხმები მესმოდა სანამ ვემზადებოდი. -ოხ ლექსო რა მხიარულ ნოტაზე ხარ?
-დედას ჩვენი ახალი მეზობელი მოეწონა და გეგმას ვაწყობდით როგორ დაგაჯახოთ.
-ვინ არის?
-არც მე ვიცი, მხოლოდ ის თქვა დედამ რომ კარგი ბიჭია და ყურადღებიანი თან უცოლო.
-იქნებ ვინმე ყავს.
-თავს ვერ დაიძვრენ დაო, დედამ გეგმად დაისახა შენი აქ დატოვება. -ლექსოს და დედას ნათქვამზე გულიანად გამეღიმა.
-თქვენ ისაუზმეთ მე სარეცხ გავფენ და მოვალ.
-დედა შენ დაისვენე მე გავფენ.
-გაუშვი დედა უნდა ჩვენს მეზობელს თვალი მოკრას.
-ღმერთო რა დაგიშავე ასეთი ძმისთვის რომ გამიმეტე.
-შენ კი არა მე რა დავუშავე ღმერთს. -გასვლამდე ლექსოს ჩუსტი ვესროლე და გავექეცი, მთელი ის დრო სანამ აივანზე ვიდექი იმედი მქონდა რომ ჩემს ახალი იდუმალ მეზობელს გავიცნობდი, მაგრამ ვერსად დავინახე, რომ შევედი ლექსო წასასვლელად ემზადებოდა.
-სადმე გადიხარ?
-საქმეზე პატარავ.
-შენზე უფროსი ვარ.
-ჰაიმე, ისევ ისეთი ხარ როგორიც იყავი მაგ ხასიათით ვერასოდეს გათხოვდები.
-არც ვაპირებ პატარავ. -თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში შევედი.

ლექსო მათეს წინ ზის და დაძაბული უყურებს, ნერვიულად ათამაშებს ხელში გასაღებს და ელოდება როდის ეტყვის რამეს...
-იტყვი რა გინდა? -მათეს სიჩუმისგან დაღლილი თვითონ არღვევს სიჩუმეს.
-მილაზე უნდა ვილაპარაკოთ.
-ჩემი დისგან რა გინდა?
-მისი შეჩერება, არ მინდა რომ ისევ წავიდეს.
-რატომ? საკმარისი არ იყო რაც ეტკინა? -ლექსო ხმას უწევს და ფეხზე დგება.
-მიყვარს და იმიტომ. -მათეც მას ბაძავს და წინ უდგება.
-გიყვარს? -ცინიკურად ჩაისისინა ლექსომ.
-ხო მიყვარს, მაშინაც მიყვარდა უბრალოდ ასე იყო იმ დროს საჭირო.
-რა იყო საჭირო, ტკივილის მიყენება?
-არა, ის რომ მილას თავისი ოცნებისთვის ებრძოლა... მილას საუბარი მოვისმინე გოგონებთან, უარის თქმას აპირებდა წასვლაზე, იმიტომ რომ ჩემს გარეშე ვერ გაძლებდა.
-შეგეძლო უბრალოდ აგეხსნა მისთვის, დაშორება საერთოდ არ იყო საჭირო.
- ასეც ვგეგმავდი სანამ მის სიტყვებს მოვისმენდი, იცნობ შენს დას და იცი რომ იქ ვერ გაძლებდა, არ მინდოდა ჩემს გამო თავის ოცნებებზე ეთქვა უარი, ახლაც მე გამირბის.
-იმიტომ რომ ისევ უყვარხარ და შენი სიახლოვე ტკენს.
-ხო და დამეხმარე, შენი დის ბედნიერებისთვის.
-ვიფიქრებ.

ლექსო უცნაურად ბედნიერი დაბრუნდა სახლში და გამოგვიცხადა რომ ყველა მცხეთაში მივდიოდით.
-მაგას ისედაც ვაპირებდით უბრალოდ მამას ველოდებით.
-ჩვენ წავიდეთ და მამა ჩამოვა.
-ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩემი აქედან წაყვანა გინდა, მარტო რომ მიშვებდე ვიფიქრებდი რამეს.
-იქნება ეგ „რამე“ იქ მელოდება.
-რა? მომესმა?
-ნწ. -სწრაფად გავარდა მეორე ოთახში
-ლექსო, ლექსოოო.
-გისმენ.
-მომიყევი დროზე, როდიდან ვუმალავთ მე და შენ ერთმანეთს რამეს? -დოინჯი შემოვირტყი და წარბშეკრული ვუყურებდი.
-დამაცდი?
-აქამდეც უნდა მცოდნოდა.
-აქ არ იყავი.
-ეგ არ გამართლებს.
-შენ ბევრი რამ გამოტოვე მილა და უფრო მეტ რამეს გამოტოვებ გაქცევით... მე მჭირდები აქ, ახლა როცა ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი მაქვს და მინდა ჩემი და ჩემს გვერდით იყოს შენ გარბიხარ და რის გამო?
-ჩემი ოცნებების ახდენისთვის.
-ერთი წლის წინ რომ ვისაუბრეთ მაშინ უარს ამბობდი ამ ოცნებაზე და ახლა რა შეიცვალა? -პასუხის გაცემა არ მაცადა თვითონ დაიწყო ისევ საუბარი. -მე გეტყვი, ის შეიცვალა რომ მათეს გაურბიხარ, მილა დამალვა ან გაქცევა გამოსავალი ვერასოდეს იქნება, სანდრას ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდს გამოტოვებ, ვერ ნახავ როგორ გატანჯავს ტატოს, ვერ იტირებს შენს მხარზე იმის გამო რომ დაიღალა არაფრის კეთებით და შენი ბავშვობის მეგობრები მილა? ია და მარიამი, მათ მნიშვნელოვან მომენტებსაც დააკლდები და რის გამო? იმ ადამიანის ვინც არ გიმსახურებს? ეს განცდა ყველა ადამიანმა გამოიარა და სიყვარულს არავინ არ მოუკლავს ამიტომ გთხოვ დაფიქრდი.
-თემას ნუ მიცვლი, იმ გოგოზე უნდა მომიყვე.
-ნინოს შენც იცნობ.
-ნინოს? იმ ნინოს ბავშვობაში რომ უყვარდი და დაგდევდა? -სიცილს ვერ ვიკავებდი.
-იცი რა ლამაზი გოგოა?
-სანდრამ იცის მისი დეიდაშვილი რძლობას რომ მიპირებს?
-არც კი იფიქრო რომ უთხრა და არც ნინოს აგრძნობინო, თორემ ვერ გადამირჩები.
-გპირდები არ შევიმჩნევ. - ლექსოს ვეხვევი და მისი ბედნიერება უცებ მეც საოცრად მაბედნიერებს.

ორი დღე ისე გადის ჩემი ახალი მეზობლის დანახვას ვერ ვახერხებ, არ ვიცი ასე რატომ მაინტერესებს მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ ჩემს ცნობისმოყვარეობას.
-მილა მე გავდივარ და შენც ჩამოდი რა ნაგავი გადაყარე.
-კარგი დედა ჩამოვალ. -ლიფტში ჩვენი ორი მეზობელი გოგო გვემგზავრება რომლებიც ჩემს ახალ მეზობელზე ჭორაობენ.
-აუუ, გუშინ ის ახალი ბიჭი დაინახე მეშვიდეზე რომ გადმოვიდა?
-კი გოგო და როგორი სიმპათიურია.
-ხო, რა ტანი აქვს.
-ან რა სახის ნაკვთები. -მათ საუბარზე სიცილს ძლივს ვიკავებ, ნაგავს რაც შემიძლია სწრაფად ვყრი და ვცდილობ ასეთ ფორმაში არავინ მნახოს, თან გულში ვლოცულობ ეს ჩემი იდუმალი მეზობელი ახლა არ შემხვდეს, ლიფტამდე ისე მივაღწიე არავინ შემხვედრია უკვე ლიფტის კარი უნდა დამეკეტა ლიფტში ვიღაც რომ შემოხტა, ტელეფონიდან ამოხედვა ვინებე და ჰოი საოცრებავ, გაკვირვებისაგან ხმაც ვერ ამოვიღე.
-მილა კარგად ხარ? ასე გაგაოცა ჩემმა აქ ნახვამ.
-მათე? შენ.. შენ აქ რა გინდა?
-მე აქ ვცხოვრობ.
-რა? როდიდან? -მის ნათქვამს რომ ვიაზრებ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. -არ მითხრა რომ ის, ჩემი ახალი მეზობელი შენ ხარ.
-კარგი არ გეტყვი. -ჩემი დაბნეულობა ამხიარულებს, თითქოს ის მათე ბრუნდება ყაზბეგში რომ ვიყავით. -თუ არ გამოხვალ უკან წაგიყვანს. -მის სიტყვებზე ვიაზრებ რომ უკვე ჩვენს სართულზე ვართ, დაბნეულობისგან გასაღების მორგებაც კი მიჭირს რაზეც მათე დამცინის და თავის ბინაში უჩინარდება, სახლში შესული ხმამაღლა ვიწყებ ჩემი თავის ლანძღვას.
-ყოჩაღ მილა, რაღა დღეს მოგინდა ეს მოკლე შორტი და ტოპი ჩაგეცვა?! ან ეს თმები როგორ გაქვს?! -ტელეფონზე მოსული შეტყობინება მაწყვეტინებს ჩემი თავის ლანძღვას... მთა კაცი რომ ეწერება გული ისე სწრაფად მიწყებს ფეთქვას მგონია ამომივარდება, აკანკალებული ხელით ვხსნი მის შეტყობინებას.

*მეზობელო ყავა ან ჩაი ხომ არ დაგველია?
მის შეტყობინებაზე მეღიმება, მაგრამ წამში მახსენდება რომ ჩვენ ახლა მხოლოდ კარგი ნაცნობები ვართ და ისევ ვსევდიანდები.

*შენ ყველა ახალ გაცნობილ მეზობელს სახლში ეპატიჟები?
პ.ს ორივესთვის ძალიან ცხელა.

*ყველას არა, მხოლოდ შენ.
პ.ს ოღონდ ჩემს გამო არ გამოიცვალო, ეგრე უფრო ლამაზი ხარ.

მისი შეტყობინება უფრო მეტად მაბნევს, თითქოს ჩემთან ფლირტს ცდილობს, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ და დილით გამომცხვარ რამოდენიმე შუს თეფშზე ვალაგებ. ზარს ვრეკავ და მათეც თითქოს კართან იდგა.
-ამის გარეშეც მიგიღებდი.
-ახალ სახლში ტკბილის გარეშე მისვლა არ შეიძლება.
-შენც საკმარისი იყავი. -ისე ჩუმად ჩაილაპარაკა ძლივს გავიგე.
-რამე მითხარი?
-მადლობა-თქო, კარში იდგები? -ბინაც ისე გემოვნებით არის მოწყობილი როგორც ოფისი.
-ლამაზი ბინა გაქვს.
-მიხარია რომ მოგწონს. -ისევ რაღაც ჩაილაპარაკა მაგრამ უფრო მეგონა რომ მომესმა. -შეგეძლება გადააკეთო თუ რამე არ მოგწონს. -მგონი მათეს გვერდით ვგიჟდები. -რახან ყავისთვის და ჩაისათვის ძალიან ცხელი ამინდია, ამიტომ ხილის კოქტეილი მოგიმზადე და ალუბლის ნამცხვარი მაქვს.
-დილით შენგან ისეთი გემრიელი სუნი გამოდიოდა მეც მომინდა რამე გამომეცხო.
-შენ გამოაცხვე ეს შუ? ზუსტად ვიცი უგემრიელესი იქნება იმ კექსის გემო ახლაც მახსოვს, მერე რეცეპტი უნდა მომცე.
-რეცეპტი რომ გასაიდუმლოებული მაქვს?
-მაშინ გამომიცხვე ხოლმე.
-მოგცემ რეცეპტს მხოლოდ ერთი პირობით. -ისე ახლოს მოდის ჩემთან რომ სულ მავიწყდება რა უნდა მეთქვა.
-რა პირობით?
-ეს არასწორი საქციელია.
-რა?
-ასე რომ აკეთებ. -უფრო მომიახლოვდა, მის სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნობდი.
-რას ვაკეთებ?
-რომ მაბნევ. - დეჟავიუს შეგრძნება მქონდა, მათე კი ისე მომშორდა და სამზარეულოში გავიდა თითქოს არაფერი მომხდარა რამოდენიმე წამის წინ, გამშრალ ყელში სწრაფად გადავუშვი კოქტეილი და ფეხზე წამოვდექი. -მათე მე წავალ, მეჩქარება სანდრა მელოდება.
-გაგიყვან, მეც იქ მივდიოდი, რაღაც დეტალებზე უნდა გვესაუბრა მე და ტატოს.
-კარგი გამოვიცვლი და წავიდეთ. -სახლში როგორც კი შევედი თითქოს შვებით ამოვისუნთქე, სწრაფად მოვემზადე და თათიას მივწერე რომ სანდრასთან მოსულიყო.
სიცხეს ისიც ემატებოდა რომ საცობში გავიჭედეთ, ჯიუტად ვცდილობდი მათესთვის არ შემეხედა მიუხედავად იმისა რომ მის მზერას ვგრძნობდი, ავტომობილთან ყვავილების გამყიდველი ბიჭუნა მოვიდა.
-ესენი მინდა. -ინტერესმა მძლია და მაინც მივიხედე მათკენ, მათე გეფსოფილებს ყიდულობდა იმ ბიჭისგან.
-ლამაზია, სანდრას უყიდე?
-არა, სანდრას და თათიას გვირილები უყვართ ეს კიდევ შენი საყვარელი ყვავილებია. -წამით გამაბედნიერა იმ აზრმა რომ ჩემი საყვარელი ყვავილი ახსოვდა.
-მადლობა მაგრამ არ იყო საჭირო, არ მინდა შენმა შეყვარებულმა იეჭვიანოს. ეხლა ვინც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის მე შენი ყოფილი შეყვარებული ვარ. -მათეს გამომეტყველება ისევ ისეთი მშვიდი ქონდა, მერე თითქოს ღიმილიც კი შეეპარა.
-არ არსებულ ადამიანებზე არ უნდა ინერვიულო ჩემო ძვირფასო. -საცობიც დაიძრა და მათეს აღარაფერი უთქვამს, მეც სიჩუმე ვამჯობინე, მანქანიდან რომ გადმოვდიოდი მათემ უცნაური მზერა გამომაყოლა, მასზე ადრე ასვლა ქაჯობად მომეჩვენა ამიტომ ლიფტთან ველოდი სანამ მოვიდოდა.
-რატომ შეგაგვიანდა?
-ევას და სანდრას იოგურტი ვუყიდე, შენ ატმის წვენი რომ გაგრილდე.
-მადლობა, დღეს ძალიან მანებივრებ.
-მომენატრა ეს განცდა. -ლიფტი უკვე მეორედ შექანდა და სვლა შეწყვიტა, აღარ ვიცოდი უნდა მეტირა თუ მეცინა.
-რა განცდა?
-შენი ღიმილი რომ მგვრიდა. -სახიდან თმა გადამიწია და თვალებში შემომხედა. -წერილი თუ სიხარული?
-წერილი.
-რომელი?
-მარჯვენა.
-სამწუხაროდ არ გაგიმართლა. -წამწამს მაცლის და ის ადგილი სადაც მისი თითები შემეხო ისე მეწვის თითქოს შანთით ამომწვეს, თითებს ლოყაზე მახებს და ინსტიქტურად ვდუნდები, ლოყიდან თითები ნელი მოძრაობით ყელზე გადააქვს, მთელ სხეულში ისევ წყეული სითბო მეღვრება, მისი ცერა თითი ლავიწზე რომ მეხება ჩემი გონება განგაშის სიგნალს რთავს და გამოფხიზლებული მათეს ზურგს ვაქცევ, ვცდილობ ღრმად ვისუნთქო ყელში გაჩხერილმა ბურთმა რომ არ დამახრჩოს, მუცელში მწვავე ტკივილს ვგრძნობ და ყვავილები და წვენი ხელიდან მივარდება, მათე შეშინებული ცდილობს ჩემს დამშვიდებას.
-არ შემეხო, არ მომეკარო. -მიუხედავად ამხელა ტკივილისა ძალას ვიკრებ და მათეს ვიშორებ, შეშინებული მიხსნის წვენს და მაწვდის.
-დალიე იქნებ კარგად გახდე. -მისი თითები ჩემსას რომ ეხება ისევ იგვე ტკივილი მივლის სხეულში.
-თუ გინდა რომ კარგად ვიყო, აღარ შემეხო გესმის?
-მე უბრალოდ შენი დახმარება მინდოდა. -წვენს ხელის კანკალით ვსვამ და თანდათან ისევ დამშვიდებას ვიწყებ, მათე ჩემგან რაც შეუძლია შორს იჭერს თავს და იატაკზე ჯდება, თავს ხელებში რგავს და არც კი მიყურებს, ვგრძნობ ისიც ისევე იტანჯება როგორც მე მაგრამ ჩემი ტკივილი მისი შეხების უფლებას არ მაძლევს. რამოდენიმე წუთი სანამ ასე ზის მინდება რამე ისეთი ვუთხრა რაც ორივეს ცოტა სიმშვიდეს მოგვგვრის მაგრამ პირს რომ ვაღებ ყელიდან ხმა არ ამომდის, კიბეზე საუბრის ხმა მესმის და ლიფტის კარზე ვიწყებ ხელის რტყმას რომ იქნებ გაიგონ, მათე რომ დგება და მის თვალებს ვხედავ ხელები თავისით მეშვება, მაინც იმარჯვებს მისი სიყვარული და ხელს სახეზე ვახებ.
-მილა... -ჩემს სახელს ისეთი ტკივილით წარმოთქვამს რომ ვეღარ ვუძლებ და ვაჩუმებ, მისი ტუჩები ჩემს თითებს რომ ეხება მთელი არსებით მინდება რომ მისი სხეულის სითბო ვიგრძნო. -მე შენს გარეშე არსებობა მიჭირს, უშენოდ არ შემიძლია, არ მინდა გესმის?! -ლიფტი ირთვება და როგორც კი კარი იღება გარეთ გავრბივარ, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ჰაერის ჩასუნთქვა მოვახერხო, სანდრას შეხებას გონს მოვყავვარ.
-შიგნით არ შემოხვალ?
-იქ არის?
-არა ევა წაიყვანა და წავიდა.
-ტატო?
-ისიც, მე და თათია ვართ. -დივანზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე, არცერთი ხმას არ იღებდნენ მე მელოდებოდნენ ხმას როდის ამოვიღებდი.
-მითხრა რომ ვჭირდები, რომ უჩემოდ არ შეუძლია... მთელი სხეული მტკივა მისი მონატრებით, მაგრამ არ შემიძლია უნდა წავიდე მისგან რაც შეიძლება შორს.
-დრო გჭირდება, იმისთვის რომ გაუგო.
-რა უნდა გავუგო? როგორ უნდა გავუგო ეს ტკივილი სანდრა?
-გაქცევა გამოსავალია?
-იმდენად არ მტკიოდა როგორც ახლა, მისი შეხება, მისი ღიმილი სულ იმ დღეებს მახსენებს. -თათია უბრალოდ გვისმენს მე და სანდრას და არაფერს ამბობს.
-რომელ დღეებს? როცა გენატრებოდა?
-სანდრა მილა მართალია, მათეს სიახლოვე ტკივილს მიაყენებს. -თათია გვერდით მიჯდება და ჩემს ხელს ხელებში იქცევს. -მაგრამ ის უფრო გატკენს რომ მისგან შორს იქნები, ფიქრები იმაზე რომ უყვარხარ და შენ გაიქეცი უფრო გაგტანჯავს იმიტომ რომ შენც გიყვარს. -ხელს გულზე მადებინებს. -ამას მოუსმინე, მხოლოდ მას შეუძლია სწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოს, ზოგჯერ შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება როცა საქმე სიყვარულს ეხება, ის რაც ახლა, ამ წამს შენთვის შეუძლებელია შენი გულისთვის შესაძლებელია მას ჯერა რომ ყველა ტკივილს, ყველა ჭრილობას მოერევა სიყვარული.
-მეშინია. -მხოლოდ ერთი სიტყვის თქმას ვახერხებ.
-ვიცი, მესმის ახლა ნდობა ყველაზე მეტად გიჭირს მაგრამ დროს მიენდე და თუ საჭიროა ვინმეს წასვლა შენ კი არა ის წავა, შენ აქ უნდა იყო იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდები, შენს ოჯახს ჭირდები.
-რამოდენიმე დღის წინ ჩემმა ძმამაც იგივე მითხრა, ამ ერთ წელში ისე გაზრდილა უკვე აქეთ მაძლევს რჩევებს.
-ლექსო ყოველთვის ჭკვიანი იყო, აბა ჩემი დეიდაშვილი სულელ ბიჭს ხომ არ შეიყვარებდა. -სანდრას ნათქვამზე თვალები მიფართოვდება. -ჰო რას მიყურებ ახლა არ მითხრა რომ არ იცოდი?
-ვიცოდი მაგრამ, შენ საიდან?
-ნინომ მითხრა, თავიდან ბევრს დავცინოდი მაინც მიაღწიე შენსას თქო. -სანდრას კალთაში ვდებ თავს.
-იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად შენში? ჩემი გამხიარულება ყოველთვის რომ შეგიძლია.
-ისე ქორწილამდე ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით? -თათიას იდეა ძლიან მოგვწონს მე და სანდრას.
-სამზადისი?
-ბიჭებს მივანდოთ, მარტო ჩვენ წავიდეთ.
-მაშინ ექიმს დავეკითხები და ბიჭებს დავურეკოთ ვუთხრათ აქ მოვიდნენ.
-კარგია, ლაშას ვნახავ, თათ ელი და ნოა სად არიან?
-ჩემს დასთან არიან ბათუმში, შენ არ იცი როგორ მიყვარს არდადეგები, მაშინ სრული თავისუფლება მაქვს... თუ გინდათ მთაშიც წავიდეთ, გომის მთა, ბეშუმი სადაც მოინდომებთ.
-ორივეგან კარგი იქნება, შენებს არ შევაწუხებთ?
-არავინ შეწუხდება, პირიქით, თან მარტო წავალთ და ბიჭებისგანაც დავისვენებთ.
-თქვენ თუ ჩვენ დავისვენებთ ძვირფასო ცოლო? სანდრას წუწუნს რომ არ მოვისმენ ჩემი გონება უფრო დაისვენებს. -ლაშა მეხვევა და ჩემს გვერდით ჯდება.
-ჩემს ნათლულს უმადლოდე რომ ცოცხალი ხარ არ მინდა უმამოდ დავტოვო.
-რამხელა გულზე ხარ პატარა სანი.
-შენ არ იცი რამხელა ბედნიერებაა შენ რომ არ გნახავ და არავინ მომიშლის ნერვებს.
-კარგი მაშინ არც ჩემი მოტანილი ტკბილეული გაგეხარდება ამიტომ გადავყრი. -ლაშა ფეხზე დგება მაგრამ სანდრა ასწრებს სამზარეულოში შესვლას და უკან ბედნიერი სახით ბრუნდება.
-აი ამიტომ მიყვარხარ.
-მოიცა გიყვარვარ? ორი წუთის წინ ჩემი დანახვა არ გინდოდა?
-მე ორსულად ვარ და ჩემი ხასიათი წამში სამი ათასჯერ იცვლება ასე რომ ცეცხლს ნუ ეთამაშები. -სანდრა ლაშას ცხვირზე თითს კრავს და ისევ ჩემს გვერდით ჯდება.
-კარგი და ტატომ იცის?
-ჯერ არავისთვის გვითქვამს, მოვლენ ეგ და მათე მალე.
-ვიცი რომ მალე მოვლენ წეღან ველაპარაკე, აბა ჩემო მილაჩკა შენ როგორ ხარ? გავიგე ისევ უკან ბრუნდები გერმანიაში?
-ხო, მინდა სამუშაო გამოცდილებაც მქონდეს...-სანდრას მზერას რომ ვაწყდები ვნებდები. -მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია წავალ თუ არა. -კარებში შემომავალი მათეს მზერას რომ ვაწყდები თითქოს ისევ ვწყვეტ სუნთქვას.
- თუ შენი ოცნებისთვის საჭიროა რომ წახვიდე არავის გამო არ ღირს გაჩერება, ვისაც უყვარხარ ის სულ დაგელოდება. -ლაშა მე მელაპარაკება მაგრამ მათეს თვალს არ აშორებს, ჩემსკენ რომ ტრიალდება თითქოს მათეს სათქმელს მეუბნება. -ხომ ხედავ ერთი წლის შემდეგაც აქ ვართ და ისევე გვიყვარხარ როგორც მაშინ, ხო და ჩვენ სულ შენს გვერდით ვართ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოო. -თათია ტაშს უკრავს ლაშას და გაბრაზებული უყურებს.
-ლამის გადავაფიქრებინეთ წასვლა და რა ქენი ახლა შენ?
-მომისმინე ცოლუკა, ის გოგონები არ ხართ ერთი წლის წინ რომ არწმუნებდით მთავარი ოცნებებისთვის ბრძოლააო? -თათია არაფერს ამბობს თითქოს ნებდება კიდეც ლაშას და სევდიანი თვალებით მიყურებს.
-მადლობა იმისთვის რომ არსებობთ, ჯერ ვფიქრობ იქნებ აქაც ვიპოვო კარგი კომპანია რომელშიც სტაჟიორ მენეჯერად ამიყვანენ და დავრჩე.
-თუ კომპანიას ეძებ მზად ვარ ჩემი ადგილი დაგითმო.
-მე სტაჟირება მინდა ამიტომ შენი ასისტენტობითაც ბედნიერი ვიქნები.
-ხვალვე შეგიძლია მოხვიდე, მართალია ახალი უფროსი ცოტა ავჩარკა ქალია მაგრამ მგონი მოვაგვარებ.
-დირექტორი შვებულებაში გადის ერთი კვირით და შენი სტაჟიორიც მიყავს ქმარიკო ამიტომ ეგ ამბები ზაფხულის მერე გაარკვიეთ. -არ ვიცი ესე უცებ რამ გადამაფიქრებინა წასვლა მაგრამ ზუსტად ვიცოდი რის ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა არ წავიდოდი არსად, ტატო ცოტა უკმაყოფილო იყო იმით რომ მათ გარეშე გადავწყვიტეთ წასვლა მაგრამ მათემ და ლაშამ გადააფიქრებინეს და ისიც მალავე დაგვთანხმდა.
-ხვალვე მივდივართ?
-ზეგ იყოს ხომ უნდა ჩავლაგდე სან.
-მილას ალბათ დღესვე აწყობს ბარგი არც ექნება ამოლაგებული. -მათეს რეპლიკა მახალისებს კიდეც.
-გეშლება მეზობელო უკვე ამოვალაგე.
-მეზობელოო? -ლაშა უცნაურად აკვირდება მათეს.
-ხო არ იცით მათეს ახალი მისამართი? ჩემს გვერდით ცხოვრობს.
-მადლობა რომ ჩამიშვი. -მათეს ნათქვამი უფრო მახალისებს და არ ვჩუმდები.
-დილით ისეთი ალუბლის კექსი გამოაცხო ლამის თითებიც მივაყოლე.
-არც შენი შუ იყო ნაკლებ გემრიელი. -გაოცებულები გვაკვირდებიან მე და მათეს.
-მათეუს ჩვენ როდის მოვიდეთ, შენს ახალსახლობაზე.
-ხვალვე თუ ჩემი ცოტა ენაგრძელი მეზობელი დამეხმარება რომ საკადრისად დაგხვდეთ.
-არ მეგონა ამხელა შეფ მზარეულ კაცს ჩემი დახმარება თუ დაგჭირდებოდა, მაგრამ რახან არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული აუცილებლად დაგეხმარები. -მათემ თვალი ჩამიკრა და სანდრას მარწყვის ტორტს დაწვდა რაზეც პასუხად ხელზე დარტყმა მიიღო.
-შენი ლამაზი თვალები ვერ გიხსნის, ჩემს ტორტს ნუ ეხები.
-მაშინ წავალ და შენს სამზარეულოს დავიპყრობ სანი.
-ეგრე მხოლოდ ლაშას აქვს დაძახების უფლება.
-რატომ მიბღვერ სანდრა?
-არ მომწონხარ და იმიტომ.
-არც მე მომწონდი რძლად მაგრამ ერთი წელია ჩემი ძმაკაცის ცოლი ხარ და მალე პატარაც უნდა აჩუქო ამიტომ შეგეგუე, ხო და ახლა შენი ეს ცუდი ხასიათი რომ გამოვასწორო წავალ და ახალ კარტოშკას შეგიწვავ და მოგართმევ, ახალ ტყემალთან ერთად, შევრიგდით?
-ახლა მომწონხარ. -ბიჭები სამზარეულოში გადიან და სანდრა წინ მიჯდება. -რა იყო წეღან ის?
-რა?
-თავს ნუ ისულელებ? რა კექსი? რა შუ? ან ხვალ რომ უნდა დაეხმარო.
-მეზობელია უბრალოდ, ყავაზე დამპატიჟა დღეს და ხელცარიელი ხომ არ შევიდოდი.
-მხოლოდ ყავა?
-სინამდვილეში კოქტეილი იყო და მსუბუქი ფლირტი, თვითონაც ვერ ვხვდები რა მინდა, მისი ყურადღება მსიამოვნებს მაგრამ ჩემი გონება განგაშის სიგნალს რთავს მისი შეხებისას. ტკივილი მახსენებს თავს, ლიფტში მის შეხებაზე უფრო იგივე ტკივილის დანახვამ გამხადა ცუდად რასაც მე ვგრძნობდი.
-დრო მილა, დინებას მიყევი.
-ისევ რომ შევცდე, თან ის ტატოს მეჯვარეა.
-იქამდე ერთ თვეზე მეტია, თუ ისევ დალაგდება არც მე და არც ტატოს გვეწყინება რომელიმეს უარი ეს ხომ იცი.
-დროს მივენდოთ სან და მათეს ეგრე უხეშად ნუ ელაპარაკები.
-მადლობა თქვას საერთოდ რომ ველაპარაკები, ორი თვეა რაც მის კითხვებს პასუხს ვცემ, იქამდე ტატო იყო შუამავალი ან თათია.
-გაგიჟდი?
-შენ რომ გატკინა? -სანდრა ხმას უწევს და ჩემი ცრემლებიც მაშინვე იკვლევს გზას. -მის დანახვაზე სულ ის მომენტი მახსენდება კარებში რომ დაგინახე ათას ნაწილად დანგრეული, მაგრამ არც ის მინდა ისევ შორს წახვიდე, შენი ბედნიერებისთვის თუ საჭიროა ყველას და ყველაფერს ავიტან.
-შენ თათია?
-რა მე?
-შენც ისევე ექცეოდი მათეს?
-მე სახლშიც არ ვუშვებდი.
-თქვენ რას დამპირდით? აბა რაც არ უნდა მოხდეს თქვენს შორის არ შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულებაო? მე რომ დავშორებოდი ან მე რომ მეტკინა მისთვის მეც იგივენაირად მომექცეოდით?
-არა რათქმაუნდა, უბრალოდ მათე მარტო იმას გაიძახოდა ასე იყო საჭიროო, არაფერს გვიხსნიდა.
-მერე აგიხსნათ და ახლა რას ფიქრობთ?
-ახლა ვფიქრობ რომ შანსს იმსახურებთ ორივე.
-ეგ ჯერ ძალიან ადრეა. -საუბარს მათე გვაწყვეტინებს.
-მილა შეგიძლია დამეხმარო?
-ახლავე. -მათეს სუფრის გაშლაში დავეხმარე და ვივახშმეთ.
-მილა სახლში მოდიხარ?
-კი, მოვდივარ თან დედამ მომწერა სახლის გზა ხო არ დაგავიწყდაო. -გოგონებს დავემშვიდობე და კიბით გადავწყვიტე ქვემოთ ჩასვლა, მათეც უკან მომყვა.
-დღევანდელისთვის ბოდიში.
-არაფერია, უბრალოდ ბოლო ერთი წელია ნერვული შეტევები დამჩემდა.
-ჩემს გამო. -იმდენად სევდიანი იყო იმ მომენტში, მისდამი სიბრალულიც კი ვიგრძენი. -ხშირად გაქვს შეტევები?
-შეტევები არც ისე, ხელები მიკანკალებს მხოლოდ.
-მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო, ძალიან მალე ვინანე ჩემი საქციელი მაგრამ უკვე გვიანი იყო. - სადარბაზოს გასასვლელში, ვჩერდები და მისკენ ვტრიალდები.
-ინანე? რა ინანე? ჩემი სიყვარული? -იმხელა ცინიზმი ჟღერს ჩემს ხმაში რომ თვითონვე მაშინებს.
-შენი გაშვება, შენგან შორს ყოფნა ვინანე, მაგრამ ვიცი რომ უკვე ძალიან გვიანია და ისე გატკინე რომ ჩემს პატიებას ვერ შეძლებ.
-მე და შენ მალე დავნათესავდებით ამიტომ არ ღირს, ახლა წარსულზე ლაპარაკი.
-არ გინდა ჩემი რესტორანი ნახო? -ისე უცებ შეცვლა თემა რომ მივხვდი არ ღირდა ამ საუბრის გაგრძელება.
-კი, მინდა. -მისი ხელის შეხება რომ ვიგრძენი მეგონა ისევ შემეკვრებოდა სუნთქვა მაგრამ მხოლოდ, სიამოვნების ჟრუანტელი ვიგრძენი, რესტორნამდე ორივე ჩუმად ვიყავით და არც ერთმანეთისთვის შეგვიხედავს. სასიამოვნო, გარემო იყო ჯერ კიდევ დაუსრულებელ რესტორანში, მათეს მოახლოება ვიგრძენი ზურგიდან.
-თუ მე უარს ვიტყვი ტატოს მეჯვარეობაზე და ვიბრძოლებ შენთვის? -გულმა ისე გამალებით დამიწყო ძგერა, მთელ დარბაზში ისმოდა ხმა, მე კი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე, მისი ხელი რომ შეეხო ჩემს ხელს და ჩემს წინ დადგა, გულმა ისევ ისე დამიწყო ძგერა როგორც ადრე, სუნთქვა გამიხშირდა და თვალს ვერ ვაშორებდი, ვცდილობდი ძალა მომეკრიბა აქედან გასაქცევად სანამ რამე სისულელეს გავაკეთებდი, მაგრამ სხეული სხვაგან იყო და გონება სხვაგან, სხეული მათეს ყველა მოძრობას ყვებოდა, მასთან ერთად ირხეოდა მუსიკის ფონზე მაშინ როცა ჩემს ყურებს მხოლოდ ჩემი გულის ფეთქვა ესმოდა. -თუ ოდესმე შეძლებ მაპატიე, მე კი სამუდამოდ დაგელოდები. -მისმა სიტყვებმა ჩემი სხეული და გონება ერთმანეთს დაუბრუნა და სწრაფად მოვშორდი.
-ჯერ ძალიან ადრეა ამისთვის, ჩემი ჭრილობები ისევ ახალია და ახლა მარილს აყრი ზედ, თან ჩვენი ურთიერთობა ათას ნაწილად არის დამსხვრეული. -ისევ მომიახლოვდა და ჩემი ხელები თავისსაში მოიქცია.
-მინდა, შანსი მომცე რომ ისევ შევაწებო ჩვენი ურთიერთობა.
-რაც ერთხელ იბზარება აღარ მთელდება. -ხელები გამოვგლიჯე და გარეთ გავედი, ჩემდა გასაკვირად უკან არ გამომყოლია და ფიქრი მაცადა, ცოტა რომ დავმშვიდდი რესტორანში შევბრუნდი. -სახლში არ წავიდეთ.
-ახლავე. -სახლამდე ისევ დუმილი იყო ჩვენი მეგზური, კარებთან რომ ვიდექი სანამ შევიდოდა ისეთი რამ მითხრა გავშეშდი. -თუ არ მთელდება მაშინ ახლის აგება ვცადოთ. -კარებში დედა დამხვდა.
-შეგაგვიანდა.
-ხო, ქორწილის ამბებით გავერთეთ, თან გადავწყვიტეთ ორი კვირით აჭარაში მივდივართ, გოგონები.
-ჩვენი მეზობელი გაგიცვნია.
-ვიცნობდი დედა, ჩემი ყოფილი უფროსია მათე და ტატოს მეჯვარეა ახლა.
-ააა, მაგიტომ მოგიყვანა?
-ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.
-ეს ფრაზა უკვე მაშინებს. -მამაჩემის ნათქვამზე მეღიმება.
-კარგი ამბავი მაქვს, იმ კომპანიამ სადაც ადრე ვმუშაობდი სტაჟირება შემომთავაზა ამიტომ, ვფიქრობ გერმანიაში აღარ წავალ.
-ეს უნდა აღვნიშნოთ, ლექსო ღვინო.
-მამა, ახალი მეზობელიც ხომ არ დავპატიჟოთ, მისი კომპანიაა სადაც მილა აპირებს მუშაობას. -ლექსოს ვჩქმეტდი მაგრამ საუბარს არ წყვეტდა.
-აბა რა, თან გავიცნობთ.
-მგონი არ ღირს, დღეს დაიღალა ძალიან, ქორწილის სამზადისი, რესტორნის გახსნასაც გეგმავს. -ვცადე გადამეფიქრებინა.
-ამას მე გავარკვევ დაიკო, შენ მიდი დედას დაეხმარე სუფრა გაშალე.
-უსაზიზღრესი ადამიანი ხარ.
-მეც მიყვარხარ. -ლექსო ორ წუთში სახეგაბრწყინებულ მათესთან ერთად დაბრუნდა, თან დედაჩემს ჯენტლმენურად მიართვა თავისი გამომცხვარი ალუბლის კექსი, მამაჩემსაც ისე მოეწონა იმდენი ისაუბრეს, მათი ყურებისას წამით გონებაში გამიელვა აზრმა ეს ერთი წელი რომ არ ყოფილიყო და ახლა ჩემს მშობლებთან ერთად ვყოფილიყავით სტუმრად, ლექსოს ნათქვამს გამოვყავარ. -მამა იცი მათეს ძმიშვილი გვიპირებდა სიძეობას.
-ეგ თემა ჯერ კიდევ არ დახურულა. -მათეც ყვება ლექსოს ხუმრობაში, მათეს ჩემი შეტყობინება რომ მისდის სახე ეცვლება.

*იყო დრო შენც უპირებდი სიძეობას ამ ოჯახს.

*არც ეგ თემა დახურულა ისევ ვუპირებ, ამიტომ ვამზადებ ნიადაგს.

*ჩემს ძმას გოგოები მოწონს რომ იცოდე.
ჩემსკენ იხედება და თვალს მიკრავს.

*შენ ხომ მოგწონს ბიჭები.

*ეგ თემა ჯერ საკამათოა.
დედაჩემი შემოვიდა და ამიტომ აღარ დაუბრუნებია პასუხი.
-უგემრიელესი კექსია მათე, რეცეპტი უნდა მომცე.
-აუცილებლად, ხვალ თქვენი ქალიშვილი უნდა მოგტაცოთ, ჩემს ოჯახთან ჩამიშვა ახალსახლობაზე და ამიტომ უნდა დამეხმაროს.
-კი არ უნდა დაგეხმაროს ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთოს.
-მადლობა მამა. -მამაჩემიც კი მათეს მხარეს რომ იყო ამან ცოტა გამაბრაზა.

*შენს ოჯახს მოვწონვარ აშკარად.

*არ იციან რომ შენ იყავი ის ვინც ნამსხვრევებად მაქცია.

*უთხარი მერე, ისიც უთხარი ისევ რომ მიყვარხარ.

*ხმამაღალი განაცხადი იყო, იმ ბიჭისთვის ვინც ერთი წლის წინ მიმტკიცებდა რომ მისთვის ამოჩემება ვიყავი.
ჩემი შეტყობინების შემდეგ მათე მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა.
-რამდენი გესლიანი ფრაზაც არ უნდა მითხრა, მთელი სამყაროც რომ წინ დამიდგეს მე მაინც ვცდი, ასე მარტივად არ დავნებდები.
-როგორც გენებოს, მაგრამ არც მე ვაპირებ ასე მარტივად დანებებას.
-მიწვევ?
-ასეც შეიძლება ითქვას.
-მაშინ გამოწვევა მიღებულია, ახლა კი თუ შეგიძლია საპირფარეშო მიმასწავლე. -მათე როგორც კი საპირფარეშოში შევიდა მამა მე მომიტრიალდა.
-ლექსო მართალი იყო ბიძა კარგი ვარიანტია.
-მამა, მალე დავნათესავდებით მე და ეგ ბიძა.
-უკანასკნელი იმედიც კი წამართვი.
-ლექსო!
-ეჰ, არა და ვიფიქრე ვიღაც შენს რქებს დაემუქრა.
-მამა!
-მამა მოდი კრიტერიუმები ჩამოვწეროთ და ქასთინგი მოვაწყოთ, ვეძებთ სასიძოს გესლიანი, მაგრამ ლამაზი კირჩხიბისთვის.
-ვფიქრობ რიგი იმხელა იქნება არჩევა გაგიჭირდებათ. -მათეს სიტყვებზე შევხტი.
-ეს სამსახურში როგორ აიყვანე? -ლექსოს იმხელა ვურტყამ იდაყვს რომ სახე ემანჭება.
-ჩვენ ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ მილას ვიცნობთ, პირიქით ისიც გამიკვირდა ჩემს რძალთან და სანდრასთან როგორ გამონახა საერთო ენა.
-სანდრა ამასთან შედარებით ანგელოზია. -ლექსოს მეორედ ხვდება ჩემი ხელი.
-ლექსო მგონი ჯობია სხვა თემაზე ვილაპარაკოთ თორემ დაგალურჯა მილამ.
-არა იყოს მიჩვეული ვარ, ხელი არაფერია მთავარია ჩუსტი არ აიღოს.
-ლექსო ბევრს თუ გააგრძელებ ვატყობ რამოდენიმე დღე მოგიწევს სხვა ბინა ეძებო და ვხედავ მათეც არ იქნება წინააღმდეგი რომ ჩემი კლანჭებიდან გიხსნას. -მამა გარეთ გავიდა და ლექსომ ამით დრო იხელთა.
-მათეს ის ურჩევნია შენ გაჰყვე, ასე მეც მიხსნის და თვითონაც კმაყოფილი იქნება.
-ვეთანხმები ლექსოს.
-მაგას ვერ ეღირსები, მე და შენ ერთ სახლში ვიცხოვროთ ეს შეუძლებელია.
-ყველაფერი შესაძლებელია თუ მონდომება იქნება. -მათესთვის პასუხი არცკი გამიცია ისე გავედი დედასთან სამზარეულოში და სანამ მათე არ წავიდა აღარ გავსულვარ, სანამ დავიძინებდი ტელეფონი შევამოწმე, მათეს შეტყობინება დამხვდა.

*გაქცევა გამოსავალი არ არის, ხვალ მაინც მოგიწევს ჩემი ნახვა, ასე რომ ხვალამდე მილაჩკა.
პ.ს. ყველაფრის მიუხედავად მინდა იცოდე რომ შენს ოჯახს, ძალიან მოვწონვარ სასიძოდ.

*ნეტა რა იცი რა მოწონს ჩემს ოჯახს.

*ყველაფერი მესმოდა რაც მამაშენმა თქვა. მე და შენ არ დავნათესავდებით, ზუსტად ვიცი ტატო ბედნიერი იქნება იმით მიშომ რომ შემცვალოს.

*როგორც გინდა.

*ხო და ხვალიდან მე ვიწყებ ბრძოლას შენთვის.

*წარმატებები, მათეუს.

დილით პიჟამოებით და აჩეჩილი თმებით გავდივარ სამზარეულოში რადგან სახლში არავინ მეგულება ოჯახის წევრების გარდა, სამზარეულოს კარში ვშეშდები, გული გამალებით მიწყებს ძგერას და ვნატრობ მიწა გამისკდეს, როცა მათეს წყალი ცდება და ხველას იწყებს, ვერც უკან წასვლას ვახერხებ, არა და სირცხვილისგან ლამის ცეცხლი წამეკიდოს, მხოლოდ ის მოვახერხე რომ სამზარეულოში მიმოვიხედე და იქვე ლექსო დავინახე რომელიც სიცილისგან ოთხად იყო მოკეცილი. ოთახში შევბრუნდი და ლამის ტირილი დავიწყე, რაღა დღეს მომინდა ასე გამოსვლა, არასოდეს გამოვსულვარ მათეს სახე რომ გამახსენდა ღიმილი შემეპარა, სწრაფად ჩავიცვი და უკან დავბრუნდი.
-კარგად ხარ?
-მე არა, შენ თუ ხარ კარგად ლამის დაიხრჩვი.
-მოულოდნელობის ეფექტი იყო.
-ვითომ? ისე ამ დილა ადრიან აქ რა გინდა?
-პირველი საათია სხვათა შორის.
-დედა სად არის? ლექსო შენ გეკითხები.
-ემზადება, ლექსოს მცხეთაში მიყავს.
-ლექსოს ვკითხე, შენ რა გინდა?
-შენ მოგაკითხე ბაზარში რომ გამომყვე.
-წავედით.
-არ ისაუზმებ?
-შენი ჯენტლმენობის ამბავი რომ ვიცი რამე გემრიელზე დამპატიჟებ. -თვალს ვუკრავ და ფეხსაცმლის ჩასაცმელად გავდივარ, მათეც უკან გამომყვა და კიბეზე დაეშვა, მე კი ლიფტი გამოვიძახე, ლიფტიდან რომ გამოვედი უკვე ქვემოთ მელოდა. -ვაუ, რა სწრაფი ხარ მათე.
-მე არა, ლიფტია ნელი.
-აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?
-ჯერ ბაზარში წავალთ, მერე მოვამზადებთ რამეს... დესერტს სანდრას საყვარელ საკონდიტროში ვიყიდით.
-მეგონა დესერტი მე უნდა გამეკეთებინა.
-არ მინდა დაგღალო, საერთოდაც უბრალოდ ის მინდა რომ ჩემს გვერდით იყო თორემ მარტოც შესანიშნავად გავუმკლავდები.
-ანუ ხელისშემშლელი გჭირდება სამზარეულოში.
-უფრო დეგუსტატორი... შაურმა თუ ბურგერი?
-ორივე.
-ჩემს მეგობარს კარგი ბურგერ ბარი აქვს, სადაც ასევე ქათმის შაურმას აკეთებენ.
-შენ ყველა გოგოს მანდ ეპატიჟები.
-ზოგადად როცა გოგოს ვეპრანჭები კაფეში ვეპატიჟები ან რესტორანში და არა ბურგერ ბარში, პაემანებზე გოგონები სალათებს ჭამენ და არა შაურმას.
-ფუუფ, ეს აზროვნება საიდან... სინამდვილეში გოგონებს სალათებზე მეტად, ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, ხაჭაპური, ღომი და საცივი გვიყვარს, შენ გგონია რომ გოგოს თუ ცეზარის სალათზე დაპატიჟებ უფრო მეტად მოეწონები ვიდრე მაშინ როცა კარგ ქართულ მამა-პაპურ რესტორანში ხინკალზე და მწვადზე? ან მჭლე ხორცის ოსტრზე? -მათეს სახეს რომ ვხედავ, ვხვდები რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა.
-შემდეგში გავითვალისწინებ აუცილებლად, ახლა კი შაურმას და ბურგერს დავჯერდეთ.
-არც მაგათ დაგიწუნებ, მე ისეც იცი რა მიყვარს და ეს რჩევა სხვა გოგოსთან გამოგადგება. -იმდენად სასიამოვნო გარემოა ბარში რომ ჭამაზე მეტად გარემოთი ტკბობა მიტაცებს, ჩვენს მაგიდას სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი რომ უახლოვდება მთელი ყურადღება მასზე გადამაქვს.
-მათე სად დამეკარგე?
-არსად იკა, ჩემი რესტორნის სამზადისს გადავყევი, გაიცანი ეს მილაა ჩემი... -მათეს სიტყვა უწყდება და მე ვეშველები.
-მისი მეგობარი და ახლა უკვე კარის მეზობელი.
-ირაკლი, კულინარიის კურსებზე ჩემი კურსელი იყო.
-სასიამოვნო გარემოა აქ, მომწონს.
-იმედია საკვებიც ასე მოგეწონებათ, დღეს მე გპატიჟებთ.
-აუუ, ეგრე არ გამოვა რა.
-მერე შენ დამპატიჟე შენს რესტორანში.
-აუცილებლად. -ირაკლი გვტოვებს და მზერა მათეზე გადამაქვს რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა რაღაც.
-რამე ხდება?
-ჩემზე სიმპათიურია? -ჩემს კითხვას აიგნორებს და თვითონ მისვამს კითხვას, მეც მას ვბაძავ.
-როგორ ფიქრობ მოვეწონე? -მზერა უქვავდება და ყველა ემოცია ეშლება მათეს სახიდან.
-წავედით, აქ არ უნდა მოვსულიყავით.
-მე აქ ვრჩები და ვჭამ, შენ კიდევ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გაქვს.
-ჯერ არ მაქვს.
-არც გექნება, შენ თვითონ წახვედი ჩემი ცხოვრებიდან.
-მაგრამ მან იცის, ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ არ იყო აქ არ მოგიყვანდი და მაინც ურცხვად გიჟუჟუნებს თვალებს და არც შენ აკლებ.
-მისთვის მე მხოლოდ შენი მეგობარი ვარ.
-შენთვისაც?
-ჩემთვის.... -სიტყვებს ვერ ვპოულობ და ვჩუმდები, მათეს ისევ ღიმილი ურბენს სახეზე.
-გასაგებია, შენმა თვალებმა უკვე მიპასუხეს სიტყვები არ არის საჭირო, ხვალიდან ერთი კვირა გაქვს დრო რომ იფიქრო.
-მათე, მე და შენ მალე დავნათესავდებით ასე რომ ეს თემა დავხუროთ.
-ტატოს მეჯვარე მე არ ვარ და რომ იცოდე ეს შენთვის და სანდრასთვის დაგებული მახე იყო უბრალოდ.
-რა? -ისე ვუწევ ხმას ვერცკი ვიაზრებ.
-რაც გაიგე ქალბატონო მილა. -ოფიციანტს ჩვენი შეკვეთა მოაქვს, მეც მშვიდად ვიწყებ ჭამას, ისე თითქოს ჩემს გონებაში ახლა ორი ადამიანი არ ებრძოდეს ერთმანეთს, ერთი რომელიც გაგებულით ბედნიერია და მეორე რომელიც მათესგან მოყენებული ტკივილის გამოა ისევ გაბრაზებული, ჭამას როგორც კი ვამთავრებ მათეს არც კი ველოდები ისე გავდივარ გარეთ... ბაზარშიც მხოლოდ მის გვერდით ვდგავარ და არაფერს ვამბობ, ერთ-ერთ დახლთან საყვარელი მოხუცი ბაბუა ვაშლს რომ მჩუქნის ღიმილი მეპარება.
-ცოლის გაღიმება თუ არ შეგიძლია ბაბუ მაშინ კაცი არ ყოფილხარ. -მათეს ნათქვამზე ღიმილი ეპარება მე კი გაოცებული ვუყურებ. -სამოცი წელია ცოლი მყავს და როგორც არ უნდა ვიკამათოთ მისი გაღიმება სულ შემიძლია.
-იცით მე მისი ცოლი არ ვარ.
-ჯერ, ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება. -ჩემს ნათქვამს აიგნორებს და ისევ მათეს ელაპარაკება.
-ისეთი თვალებით გიყურებს არ დაკარგო იცოდე ეს გოგო, არ ვიცი ასეთი რა გააკეთე მაგრამ იცოდე რომ მას უყვარხარ, ეს მის თვალებში ჩანს. -მათე არაფრის თქმას არ მაცდის მოხუცს მადლობას უხდის და მივყავვარ, მანქანაში რომ ვჯდები მხოლოდ მაშინ ვახერხებ მათესთვის შეხედვას და ჩემი სათქმელის წარმოთქმას.
-მან არაფერი იცის, მე შენ აღარ მიყვარხარ. -ჩემთან ახლოს მოდის და სუნთქვაც მაშინვე მიხშირდება.
-რამდენჯერაც არ უნდა თქვა ეგ სიტყვები, შენი სხეული სხვა რამეს ამბობს.
-რას? -ინსტიქტურად კითხვით ვპასუხობ, მათე კიდევ უფრო მიახლოვდება და მანქანის კართან მიმწყვდევს.
-იმას რომ ჩემი შეხება გაბნევს, მთელი სხეული გიცახცახებს როცა გეხები, ზუსტად ისე როგორც ადრე, როცა შენს პირისპირ ვდგავარ სუნთქვა გიხშირდება ან პირიქით სულ გავიწყდება. -მისი ხელი ჩემს ლავიწს რომ ეხება ჩემი გონება განგაშის სიგნალს რთავს და მათეს ხელს სასწრაფოდ ვიშორებ.
-ეგ სიმპტომები შიშის არის.
-ჩემი გეშინია?
-ან მძულხარ.
-მე მირჩევნია გძულდე, მირჩევნია გეზიზღებოდე იმიტომ რომ შენი სიყვარული მხოლოდ შენ კი არა მეც მტკენს.
-ჩემი სიყვარული? რომელი სიყვარული, შენ რომ გატაცება გეგონა?
-მილა, ახსნის საშუალებას მომცემ?
-არასოდეს და თუ არ გინდა რომ ისევ წავიდე ჯობია ეს თემა დავხუროთ.
-კარგი, მინდა რომ აქ იყო. უბრალოდ არც ის მინდა ჩემგან თავი შორს გეჭიროს და იცოდე თუ შენს თვალებში ჩემი სიყვარულის სხივი აღარ იქნება მზად ვარ გავქრე შენი ცხოვრებიდან.
-შევთანხმდით. -მეტი არაფერი მითქვამს, როგორც კი მომშორდა ფანჯარა ჩავწიე რომ სუნთქვა ისევ შემძლებოდა, მის მზერას ვგრძნობდი მაგრამ არ შემიხედავს რადგან შეიძლებოდა ჩემს სიყვარულს დაეძლია სიბრაზე... ისე გააკეთა საჭმელები და მე სუფრა გავაწყვე რომ ხმა არ ამოგვიღია, არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.
-მილა, ტკბილეული დაგვავიწყდა.
-სანდრა მოგვკლავს.
-მე წავალ, შენ იმათ დახვდი, ათ წუთში მოვალთო. -მათე გავაცილე, სუფრას თვალი მოვავლე და ბინის საფუძვლიანად დათვალიერება დავიწყე. საოცრად გემოვნებით იყო მოწყობილი, მათეს ოთახში შევიჭყიტე მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ყველაფრის დეტალურად დათვალიერება დავიწყე კარადა გამოვაღე და მათეს პერანგებს ფერების მიხედვით რომ იყო დალაგებული ხელი გადავუსვი, ერთერთი პერანგის შიგნით ნაცნობ ფერებს მოვკარი თვალი და რომ გამოვიღე ისევ ის ღამე გამახსენდა, ჩვენი ბოლო საუბრისას მეკეთა ეს შარფი, სიბრაზეს და ტკივილს ისევ სიყვარულმა სძლია და ჩემს შინაგან ეგოს საოცრად ესიამოვნა ის ფაქტი მათეც რომ ინახავდა ჩემზე მოგონებებს, ოთახის კუთხეში მდგარ სამუშაო მაგიდასთან მივედი, დათვალიერებისას შემთხვევით ლეპტოპის ეკრანი გაინთო და იქიდანაც ჩემი თავი მიმზერდა, ვერ გავიხსენე ეს ფოტო როდის გადამიღო. კარზე გაბმულმა ზარმა მაიძულა ისევ რეალობაში დაბრუნება, კარი გავაღე და პირველი სანდრა შემოვიდა, ტატოს შემოსვლაც არ აცადა.
-ბინის პატრონი სად არის?
-მოვა მალე, მანამდე აქ არ ვარ?
-ვაა, დიასახლისობას ვიფერებთ?
-არაფერსაც არ ვიფერებ სან, თათია და ლაშა სად არიან?
-ევა უნდა წამოიყვანონ მათეს დედისგან.
-ისე იძახი თითქოს მხოლოდ მათესი იყოს.
-ნუ დარდობ, მალე შენიც იქნება.
-იცოდი?
-რა?
-ტატოს მეჯვარე რომ მიშოა. -სანდრას გამომეტყველებიდან ვხვდები რომ არაფერი იცოდა და ამ წამს გაიგო.
-მეც მატყუებენ?
-ნეტა თათიამ იცის?
-არა. -კარში შემოსული მათეს ხმაზე ვხტები. -ყველას გატყუებდით, სხვანაირად ვერ ჩამოგიყვანდით, ვისაც გინდა იმას ეჩხუბე მაგრამ ერთი იცოდე რომ ერთადერთი დამნაშავე აქ მე ვარ და რახან სიყვარულსა და ომში ყველა ხერხი მიღებულია მეც აქ ვარ შენს წინაშე.
-ყოველთვის მაგიჟებდა შენი თავდაჯერებულობა, უფრო ის რომ გგონია სამყარო შენს გარშემო ბრუნავს, მგონი მე აქ აღარაფერი მესაქმება.
-ვერ წახვალ.
-წავალ. -წინ მესვეტება და კარში გასვლის უფლებას არ მაძლევს, მკაცრი გამომეტყველება უცებ ეცვლება და სხეულის უდუნდება.
-მხოლოდ დღეს, გპირდები ამის შემდეგ შეთანხმებას არ დავარღვევ. -ასეთი მათე არასდროს მინახავს, მეტიც შემიძლია თამამად ვთქვა რომ მათეს ამ დამთმობ მხარეს არ ვიცნობ. მეც ვნებდები და იქვე სკამზე ვჯდები, ზარის ხმა მათეს აიძულებს კარის გასაღებად გავიდეს, სახეს ხელებში ვრგავ და ვცდილობ ჩემი გრძნობები დავალაგო. ნაბიჯების ხმაზე თავს ვწევ და ჩემს წინ მდგომ ლაშას ვუყურებ.
-წასვლა გინდა? აღარ გიყვარს?
-არ ვიცი.
-არ იცი წასვლა გინდა თუ არა?
-არ ვიცი ამით რამე თუ შეიცვლება, სიშორემ არაფერი შეცვალა.
-შეცვალა.
-რა?
-შენ და მათე, შენ ნდობა გიჭირს, გეშინია ძლივს აკოწიწებული შენი ნამსხვრევები ისევ არ გაიფანტოს... მას კი აღიარება უჭირს, აღიარება იმის რომ მართალი ხარ, მასაც ეშინია იმის რომ შეიძლება ისევ დაგკარგოს... მაგრამ თუ შენ ფიქრისთვის მარტოობა გჭირდება მზად ვარ დაგეხმარო ისე წახვიდე სადმე მარტო რომ ვერავინ გაიგებს.
-მადლობა, ამ ეტაპზე ეს ერთი კვირაც საკმარისია, იქაც მექნება დრო რომ ვიფიქრო. -მისაღებში ვბრუნდები და ვცდილობ ტატოს და მათეს საუბარზე მოვახდინო კონცენტრაცია.
-ხომ არის რაღაცები რასაც ვერ პატიობ ადამიანს მაგალითად ღალატი, შეიძლება აპატიო კიდეც მაგრამ ნდობა ხომ მაინც ქრება?
-კი, მაგრამ არის ღალატის რაღაც ვერსია რაც შეიძლება აპატიო.
-ვერ დაგეთანხმები, ღალატი გაუმართლებელია. -საუბარში თათია ერევა.
-მე არ ვგულისხმობ ფიზიკურ ღალატს ან დანის ჩარტყმას ზურგში მე ვამბობ... აი, ვერ ვხსნი მაგალითით იქნებ გაიგოთ რისი თქმაც მსურს... წარმოიდგინე, ადამიანს შენს ყველა განცდას უზიარებ ცდილობ მისთვის იდეალური პარტნიორი იყო, ის კი ამ დროს არ გენდობა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უშენოდ იღებს, ამ დროს ჯერ გგონია რომ ასე ფიზიკური ღალატიც კი ვერ გატკენდა, მერე ფიქრობ და საკუთარ თავს ადანაშაულებ, ხვდები რომ შენს დასაცავად არ გეუბნებოდა და ღალატზე მეტად ის გტკენს რომ ასეთი უსუსური გონიხარ შენთვის ძვირფას ადამიანს. -მათესგან მზერა სანდრაზე გადამაქვს რომელიც თვალებით მესაუბრება.
-იცი მათე ყველაზე დიდი ღალატი აუხსნელად წასვლაა. -ჩემს ნათქვამზე მათე შეშდება, ლაშა სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.
-ანუ, ხვალიდან ერთი კვირა უჩვენოდ ერთობით?
-ამ შემთხვევაში ლაშა მგონი შენ უფრო ისვენებ, ცოლს და სამ შვილს უშვებ სახლიდან.
-ოოო, ეგ მართალია.
-მე არ მიხარია სანდრა რომ ამ მდგომარეობაში აპირებს მგზავრობას.
-არაფერი მოუვა, მშვიდად იყავი.
კიდევ დიდხანს ვსაუბრობდით, ვიცინოდით და სულ არ მახსოვდა წეღან მათესგან გაქცევა რომ მინდოდა, მის მკლავებში მოქცეულ პატარა ევას რომ ვუყურებდი წამით უსაზღვრო სიყვარულის ტალღა მივლიდა მეორე წამს კი იმის გაფიქრებას ვიწყებდი რომ არა მათეს საქციელი შეიძლება ახლა ჩვენი პატარა ჭეროდა ხელში... საკუთარი ფიქრები მაბნევდა და მაშინებდა კიდეც.
-ბოდიში მაგრამ უნდა დაგტოვოთ, ბარგი მაქვს ჩასალაგებელი ხვალისთვის. -მათე კარამდე გამომყვა, სახელურზე მოდებული ხელი გამიშეშდა მისი სუნთქვა ყურთან რომ ვიგრძენი, აშკარად სასმელი იმაზე უფრო მოქმედებდა ვიდრე მეგონა, მოვტრიალდი და მის თვალებში დავიკარგე. ყელი გამიშრა და სუნთქვაც კი შევწყვიტე იმდენად ახლოს იყო ჩემთან, მხოლოდ ერთი მოძრაობა და ისე მაკოცებდა წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ მოვასწრებდი, მაგრამ მისი ტუჩები, ჯერ ყელზე შემდეგ კი მხარზე ვიგრძენი, იმდენად ღრმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი, თითქოს ბოლო ჯერ შეძლო ჰაერის ჩასუნთქვა და აპირებდა დიდხანს შეენახა.
-მომენატრები. -ერთ სიტყვაშიც კი იმდენი ემოცია ჩაატია, იმდენი განცდა და იმდენი სათქმელი რომ ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერი მოვუხერხე და ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყები ცხელმა სითხემ, მათე საუბარს აგრძელებდა. -სულ მენატრებოდი, ახლაც როცა ჩემს წინ დგახარ მენატრები, ვეღარ გადავიტან შენგან შორს ყოფნას, მინდა რომ აქ იყო, მაგრამ არა ასეთი.
-ასეთი? ასეთი როგორი? -ძლივს ამოვთქვი.
-მინდა ისევ ციმციმებდეს შენი თვალები სიყვარულისგან, თუნდაც მე არ ვიყო ამის მიზეზი. -ვერაფრის თქმა მოვახერხე და სწრაფად გავეცალე, კორპუსთან ახლოს სკვერში ჩამოვჯექი და ვცდილობდი, აკანკალებული სხეული დამემორჩილებინა… გვერდით ახალგაზრდა გოგონა მომიჯდა, ხმა არ ამოუღია, უბრალოდ იჯდა და მიყურებდა, მერე თითქოს რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ გაჩერდა, ბოლოს მაინ თქვა.
-როგორ ფიქრობ გულის ტკივილი უფრო ძნელად ასატანია თუ სულის? -ცოტახანს დავფიქრდი, ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა.
-ორივე ერთად როცა გტკივა. -გოგონას გაეღიმა.
-და როგორ გამოიყურება ტკივილი?
-ტკივილი? მე ვფიქრობ ყველას ტკივილს სხვადასხვა სახე აქვს, აი მაგალითად ჩემი ტკივილი ღამღამობით მოდის, როცა ყველას ძინავს და მე სულ მარტო ვარ, ნელა და მტანჯველად შემომიძვრება ფეხის ფრჩხილებიდან იწყება და თმის ბოლოებამდე აღწევს, თვალის ქუთუთოებს მიმძიმებს და წამწამებიც მალევე მისველდება, ყვირილი მინდა მაგრამ ისე მაგრად მიჭერს ყელში რომ მგონი, ჩემი განწირული ხავილიც კი არავის ესმის, ტუჩები მიკანკალებს, კანკალი რომ შევაჩერო კბილებს ვუჭერ თან ისე რომ, პირში სისხლის მლაშე გემოს ვგრძნობ, ტკივილი ყელიდან, გულმკერდის არეში გადადის მგონია რომ ეს ბოლო წვეთია მაგრამ არა, იქიდან მთელ მუცელს მოივლის და ბოლოს ფილტვებზე მიჭერს, მინდა ავდგე და ფანჯარა შევაღო ჰაერის ჩასასუნთქად მაგრამ სხეული არ მემორჩილება, როგორც კი ვაღიარებ რომ ტკივილმა მოიგო, სხეულს მოვადუნებ, ბეძოლას შევწყვეტ და ცრემლებს გასაქანს მივცემ ტკივილიც მასთან ერთად გამოდის და ისევ ჩემს ბალიშში იმალება რადგან შემდეგ საღამოს როცა მარტო დავრჩები ისევ დაბრუნდეს, ისევ ისე დაიწყოს ყველაფერი. -ისიც კი არ ვიცოდი რატომ ვუყვებოდი ამ ყველაფერს უცნობ გოგონას მაგრამ თითქოს მომეშვა.
-მე და შენ ხვალ შეიძლება აღარ შევხვდეთ ერთმანეთს მაგრამ ერთი რამ სულ გახსოვდეს, ხშირ და ძლიერ , წვიმიან დღეებს მუდამ მოსდევს მზიანი დღეები, მთავარია შენ გქონდეს იმის უნარი რომ მზიან ამინდებს მოთმინებით დაელოდო. -წამებში ისე გაუჩინარდა თითქოს არც ყოფილა და ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო... სახლში ავედი და ტელევიზორის ყურებაში გართულ მამაჩემს გვერდით მივუჯექი, ეჭვით შემომხედა ხელი ავაწევინე თავი მკერდზე დავადე და თითქოს ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი აღარასოდეს რომ აღარ გამიქრებოდა.
-მიხარია რომ წასვლა გადავიფიქრე... -მამას ღიმილი შეეპარა და მეორე ხელიც შემომხვია, მგონი პირველად მე და მამა ისე ვსაუბრობდით რომ არ გვიკამათია.
-ვხვდები აქ ყოფნა, რაღაცის ან ვიღაცის გამო გიჭირს მაგრამ დამიჯერე პრობლემები გაქცევით არ მოგვარდება. -თავზე მაკოცა და საუბარი აღარ გაგვიგრძელებია, უბრალოდ მის მკლავებში კომფორტულად მოვთავსდი.
დილით სანდრას ზარმა გამაღვიძა..
-იმედია მოკვდი.
-რა ხდება?
-რა ხდებაო? გესმით? რა ხდება კი არა ორი საათია გელოდებით.
-ბოდიში, ახლავე მოვემზადები და გამომიყვანს ლექსო.
-ლექსო არ გააღვიძო, მათე გელოდება... მალე, თორე დამეწყო მშობიარობა ორი თვის ფეხმძიმეს. -სწრაფად გავემზადე და ტელეფონი ავიღე, კარში მათე დამხვდა და ჩანთა გამომართვა.
-დილა მშვიდობის.
-დილა მშვიდობის მილაჩკა, შეიძლება რაღაც ვთქვა?
-ჩვენი წარსულიდან უნდა გაიხსენო რამე? -მხოლოდ ღიმილით მიპასუხა. -თქვი.
-უცებ მომინდა მე და შენ ისევ ლექტორი და სტუდენტი ვყოფილიყავით. -ზუსტად ვიცოდი მათეს გონებაშიც ის მომენტი იყო რაც ჩემსაში და გახსენებაზეც კი ჟრუანტელმა დამიარა, ღიმილი ვერ შევიკავე. -ის დრო მენატრება შენს გამო სიგიჟეებს რომ ჩავდიოდი. -იმ მომენტში ისიც კი მომინდა მანქანაში ჩაჯდომამდე მათეს ტუჩების გემო მეგრძნო, ყველა ტკივილს ვძლიე და მხოლოდ ის შევძელი რომ თავი მის მკერდზე მიმედო, თვალები დავხუჭე და ხელით მისი თითები მოვძებნე, მისი გულისცემის ხმა მესმოდა და ჩემიც თანაბრად მიყვებოდა, თითქოს ამ წამს სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. არც ის მადარდებდა რას იტყოდნენ მეზობლები, ან ვინ მნახავდა მათესთან ერთად ასე ახლოს მდგომს, მათეს ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა და მაშინვე მოვშორდი, სწრაფად ჩავჯექი მაგრამ აკანკალებული ხელების გამო ღვედის შეკვრას ვერ ვახერხებდი, მათეს ხელები რომ ვიგრძენი თავი ავწიე და პირდაპირ მისი თვალების წინ აღმოვჩნდი, ისევ გაჩერდა სამყარო ჩვენს ირგვლივ. მისი ტუჩები რომ ვიგრძენი ტუჩებზე, მთელი სხეული მომიდუნდა, გონს ისევ მათეს სიტყვებმა მომიყვანეს. -მაპატიე, ვიცი დაგპირდი მაგრამ თავი ვერ შევიკავე.
-არაუშავს. -მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე და ფანჯარას მივაჩერდი, მისკენ არც კი გამიხედავს, ისე მივედით სანდრასთან და დავადექით ბათუმის გზას, არავის საუბარი არ მესმოდა, ჩემი გონება ისევ კოცნის მომენტზე იყო გაჩერებული.
-მი... ლა. -ამ სამყაროში ევას წარმოთქმულმა ჩემმა სახელმა დამაბრუნა.
-ხო პატარა სიყვარულო.
-სასწაული, ჩვენ უკვე ნახევარი საათია კითხვებს გისვამთ.
-მათემ მაკოცა. -თათიამ მანქანის სვლა შეანელა.
-რა ქნა?
-მაკოცა, მეც არ გამიწევია წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მე დავიწყე.
-ნორმალურად აგვიხსენი, რა დაიწყე შენ?
-ეზოში რომ ჩამოვდიოდით მათემ ის პერიოდი გაიხსენა, ჩემი ლექტორი რომ იყო და ცარიელ აუდიტორიებში დამარბენინებდა იმისთვის რომ ეკოცნა... მეც ამეშალა მოგონებები და მანქანასთან კოცნა ვერ გავბედე მაგრამ ჩავეხუტე, არ ვიცი რამდენხანს ვიდექით ასე მერე ვიღაცამ დაურეკა და მანქანაში რომ ჩავჯექით მაკოცა, მერე ბოდიში მომიხადა მე კი იმის ნაცვლად რომ გავბრაზებულიყავი მხოლოდ ის ვუთხარი რომ არაუშავდა.
-რა იგრძენი?
-როდის?
-რა როდის როცა გაკოცა?
-მოვდუნდი, სამყაროს მოვწყდი, თითქოს ტკივილი სადღაც მიიმალა.
-იმაზე ძლიერ უყვარს ვიდრე გვეგონა. -თათიამ სანდრას სიტყვებზე უბრალოდ სევდიანად გაიღიმა და გზაა გააგრძელა, ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის მოსმენა დავიწყე, შეტყობინებამ რამოდენიმე წამით შეწყვიტა მუსიკა ამიტომ ტელეფონს დავხედე, მათე იყო მხოლოდ მუსიკის ლინკი გამომიგზავნა მეტი არაფერი, გავხსენი და ისევ მოგონებები ამომიტივტივდა ის დრო გამახსენდა მე და მათე ერთმანეთს ჩვენი თინეიჯერობის დროინდელ საყვარელ სიმღერებს რომ ვასმენინებდით. ყველაზე მეტად ალბათ იმან იმოქმედა რომ მცირე დეტალები ახსოვდა, ის ახსოვდა რომ ოდესღაც ეს მუსიკა მიყვარდა. მეორე შეტყობნებაც რომ მოყვა გული თითქოს შემიფრთხიალდა.

*ახლა ყველაზე მეტად შეეფერება ეს სიმღერა ჩვენს რეალობას.

*Yes, I’d rather hurt than feel nothing at all.

*I do not know how I can do without you I need you now.

*მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ვინ სად იქნება მომავალში.

*მე კი არ მინდა გტკიოდეს.

*არც მე.

მთელი კვირა ისეთ სიმშვიდეში გავატარე ბათუმში რომ მათე მომენატრა კიდეც, ნოასთან გატარაბული დრო მათეს უფრო მანატრებდა, უნდა ვაღიარო მართალი იყო ძალიან გავდა ბიძას.
-დღეს ჩამოდიან? -სანდრას კითხვამ ჩემი ყურადღება მიიპყრო.
-კი.
-და ვინ ჩამოდიან?
-ბიჭები ლაშა, ტატო და... -თათია შეჩერდა, ფიქრობდა ეთქვა თუ არა.
-მათე?
-ხო, თუ გინდა საერთოდ არ მოვა აქ.
-არა მოვიდეს, არაფერს მიშლის თან ჩვენ პირობა დავდეთ რომ ერთმანეთს დროს მივცემდით.
-კარგი, სხვა რეაქციას ველოდი შენგან.
-არ მინდა ჩვენს გამო დაძაბული იყოს ვინმე. -ევა ავიყვანე და გარეთ გავედი სასეირნოდ, მართლა არ მინდოდა ვინმეს ჩვენს გამო დისკომფორტი ეგრძნო. სანაპიროზე ვასეინებდი ევას და იმ სიხარულთან ერთად რომ მათეს ვნახავდი, ტკივილსაც ვგრძნობდი. ვიღაცის ხელის შეხება რომ ვიგრძენი შიშისგან შევხტი უკან რომ შემოვტრიალდი და ჩემი კლასელი გიო დავინახე შიში სიხარულმა და გაოცებამ შეცვალა.
-ეეე, მილა როგორ მომენატრე.
-მეც ძალიან გიო, რამდენი ხანია არ მინახავხარ.
-რავი, მგონი ოთხი წელია, თუ მეტი რაც სამუშაოდ აქეთ გადმოვედი სულ დავიკარგეთ.. შენია? -ევაზე მიმითითა.
-არა მეგობრის, მე ჯერ არეული ვარ.
-წამო სადმე ჩამოვჯდეთ, ან ჩემთან წამო დედასაც გაუხარდება შენი ნახვა, ჩემს ცოლს გაგაცნობ.
-მოდი ბავშვს დავტოვებ და მერე.
-წამო მიგიყვან.
-აქვე ვარ მაგრამ კარგი. -გიომ სახლამდე მიმიყვანა და გარეთ მელოდა, სახლში რომ შევედი კარებში მათეს შევეჩეხე.
-მილა.
-მათე? -გადამკოცნა მაგრამ თვალები კარებისკენ დარჩა.
-გიოა, ჩემი კლასელი და მეგობარი, აი ის ვისი ბინაც იყიდე. -არ ვიცი რატომ მაგრამ ავუხსენი, გაეღიმა ჩემს ნათქვამზე.
-მასთან მიდიხარ?
-კი ნელიკო მომენატრა და ვნახავ თან ცოლს გაგაცნობო.
-მომესმა თუ გიომ ცოლი მოიყვანა?
-არა სან არ მოგესმა, რას იზამ ყველა ტატოსავით ერთგული არ არის... დროებით. -მანქანაშიც რომ ჩავჯექი მათე კარებში იდგა და მიყურებდა, ტელეფონი რომ ზემოთ აწია მივხვდი რაღაცას მანიშნებდა და ჩემს ტელეფონს დავხედე.

*გამირბიხარ თუ მეჩვენება.

*გეჩვენება.

-წეღან რომ მითხარი არეული ვარო ეგ რას ნიშნავს? -გიოს სევდიანმა შევხედე. -მიზეზი კარში რომ იდგა ის არის?
-კი, ეგ ის არის ვინც შენი ბინა იყიდა.
-ეგ ნელიკომ გადაწყვიტა, რავი ისე აქო და ადიდა ეგ ბიჭი.
-მათე მართლა კარგი ბიჭია უბრალოდ ერთი წლის წინ ჩვენი ურთიერთობა არ აეწყო.
-ახლა?
-რა ახლა?
-ახლა აეწყობა?
-არ ვიცი, ძალიან მეტკინა და ჯერ ტკივილს ვებრძვი.
-და სიყვარული?
-ეგ მგონი თანდათან უფრო იზრდება.
-მაშინ მეორე შანსს იმსახურებთ.
-შენი ცოლი? აქაურია?
-კი, ნინა ქვია ისეთი საყვალია შეგიყვარდება წამებში.
-ხო მართლა სანდრამ მოგიკითხა.
-ხოო...
-შენ რა ისევ?
-არა ეგ უკვე დიდი ხანია დავივიწყე, უბრალოდ გამიკვირდა.
გიოსთან ისეთი კარგი დრო გავატარე რომ როგორ შემომაღამდა ვერცკი გავიგე, თან ნელიკოს სითბო მომნატრებია... მთელი ჩემი ბავშვობა უკავშირდება ამ ორ ადამიანს, იმდენი მოგონება აიშალა ერთიანად რომ ნინა გავაგიჟეთ ჩვენი ისტორიებით მე და გიომ.
-უკვე გვიანია, წავალ.
-დარჩი რა ჩვენთან.
-არა, სხვა დროს ჩამოვალ ახლა სანდრას ეწყინება თან ორსულად არის და უფრო რთული ხასიათი გაუხდა.
-მაშინ არ ანერვიულო, გაგიყვან.
-ტაქსით გავალ თან ცოტა დავლიეთ და არ ღირს, ან მათეს ვთხოვ თუ მისამართს მეტყვი.
-ასე ჯობია, უფრო მშვიდად ვიქნები.

*მათეუს.

*გისმენ მილაჩკა.

*ვიცი ეხლა ნერვიულობ და არ გინდა მომაკითხო? გიომ ცოტა დალია და...

*მხოლოდ მაგან თუ შენც?

*უკვე ვნანობ, ტაქსით წამოვალ.

*ჩამიგდე მისამართი და ნუ იბუტები გთხოვ.

-მალე მოვალო.
-დე იცი ვინ მათემ უნდა მოაკითხოს? ჩვენი ბინა რომ იყიდა, მილას მეგობარი ყოფილა.
-მართლა, რა კარგია დედაშენს რომ ვეჭორავებოდი კი მითხრა მილას მეგობარია მაგრამ მეგობარზე მეტი მგონია ისე უყურებენ ერთმანეთსო.
-დედა ნახე რა.. არა ნელიკო ჩემი ყოფილი უფროსი და ახლო მეგობარია.
-გატყუებს დედა, მილას ეგ ბინა ყოველთვის მოწონდა ხომ იცი.
-გიო, თან ისე ეხლა უფრო გემოვნებით არის მოწყობილი. -ტელეფონი აწკრიალდა.
-ჩამოხვალ? -გიომ ტელეფონი წამართვა.
-ამო რა, დედას ნაქები ბიჭი მინდა ვნახო, მეექვსე სართულია, ყავისფერი კარი.
-გიო რას აკეთებ ახლა?
-არაფერს, აბა ისე ხო არ გავუშვებ ეზოში მოსულ კაცს? ყავას მაინც დალევს და ნამცხვარს შეჭამს.
-ხო, ნინას და მას ბევრი საერთო აქვთ ისიც მზარეულია, თან მალე რესტორანს ხსნის. -კარზე ზარი რომ დარეკეს ნელიკო გავიდა.
-როგორ ხართ ნელი დეიდა?
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, მილას მოვაკითხე.
-მოდი დაჯექი შენც, გაიცანი ეს ჩემი ბიჭია გიორგი, ეს რძალია ნინა.
-სასიამოვნოა ყველას გაცნობა.
-აბა მათე როგორ მოეწყვე სახლში?
-მარტოხელა კაცის კვალობაზე კარგად მაგრამ ქალის ხელი აკლია.
-მერე? მილას სულ მოწონდა ეგ ბინა და... -გიოს ხელზე ვუჩქმიტე.
-მილა, არ არის საჭირო ყველას დალურჯება ვინც რამეს იტყვის.
-მათე ყავას როგორს სვამ?
-ტკბილს. -ენამ გამასწრო და ნელის მათეზე სწრაფად ვუპასუხე, დავინახე როგორ გაეღიმა ნელის, მათე და გიო კი ცოტა გაკვირვებულები მიყურებდნენ.
-ყავა დავლიოთ და გავიდეთ, თორე სანდრას ვეღარ ვაკავებდით, საწყალი ტატო ლამის გალახა.
-ტატო ქმარია?
-კი, ის სათვალიანი ბიჭია.
-მაიცა, მაგას გაყვა ცოლად? მე ილია მეგონა.
-არა ილიას დაშორდა და მერე ორი წელი ესპანეთში იყო.
-კარგია, ვიღაცამ რომ მოარჯულა. -მე და მათეს სიცილი აგვიტყდა.
-ხო, მანდ ცოტა საჩოთირო თემაა. -მათემ ყავა დალია და წასასვლელად მოვემზადეთ.
-კიდე მოდი ჩემო გოგო.
-გოგონები რომ წავლენ მე დავრჩები ერთი-ორი დღე.
-ცოტაა მაგრამ თუ დარჩები მაგითაც გამახარებ.
-მეჯვარე ვარ ნელიკო თორე.
-თქვენც ჩამოდით, ჩემი ბინის კარი სულ ღიაა თქვენთვის.
-შენც გამოყევი მილას, იცოდე.
-აუცილებლად. -მანქანაში რომ ჩავჯექი მათეს სურნელმა გამაბრუა თუ სასმელი მომერია არ ვიცოდი მგრამ მომინდა თვალები დამეხუჭა და ისე გამევსო ფილტვები მისი სურნელით, რომ კიდევ დიდი ხანი გამყოლოდა. მათემ ისევ ის სიმღერა ჩართო, ჯერ გამეღიმა მერე ღიმილი ხმამაღალ სიცილში გადამეზარდა, თვითონაც არ ვიცოდი რა მჭირდა.
-სახლში არ წავიდეთ რა, სანაპიროზე მინდა.
-კარგი მილა, მაგრამ რატომ იცინი ის მაინც მითხარი.
-ჩვენს მდგომარეობაზე.
-მართალი ხარ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. -ხმა აღარ ამომიღია, უხმოდ მივუყვებოდი ქვიან სანაპიროს, მიუხედავად იმისა რომ დიდიხანია რაც მზე ჩავიდა მაინც ვგრძნობდი შიშველ ფეხებზე ქვების სიმხურვალეს, მათეს ხელი ჩავკიდე მისმა ცივმა ხელებმაც კი სული გამითბო. თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ არ უნდოდა ამ მომენტის გაფუჭება, შუბლი ტუჩებზე მივადე.
-გთხოვ არაფერი თქვა, ახლა არა. -თმაზე მეფერებოდა, ისევ ისე როგორც ადრე... ჩემმა გონებამ რამოდენიმეჯერ გაიმეორე ფრაზა, „როგორც ადრე“ მერე სუნთქვა გამიჭირდა და მათეს მოვშორდი, ამჯერად არ უცდია ჩემთან მოახლოება მელოდა როდის გავხდებოდი კარგად, მე კი მხოლოდ იმას ვგრძნობდი რომ მთელი სხეული მეწვოდა, მინდოდა ჩემს ტკივილზე ძლიერი ვყოფილიყავი, მივტრიალდი და მეთეს ჩავეხუტე გაოცებისგან ცოტახანს გაშეშდა, მისი ხელები რომ ვიგრძენი ზურგზე მთელ სხეულში უეცარმა სიმშვიდემ დაისადგურა... დიდხანს ვიხეტიალეთ ისე რომ არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, სანაპიროზე რომ ჩამოვჯექით და მხარზე თავი დავადე ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა ქუთუთოები.
-მაპატიე, ყველაფერი მხოლოდ შენი ბედნიერებისთვის გავაკეთე... -მათეს სიტყვები უკვე იმდენად ჩუმად მესმოდა აშკარად, უკვე იმდენად მომერია ძილი რომ იმასაც ვერ ვარჩევდი ეს სიზმარი იყო თუ ცხადი, ხელში რომ ამიყვანა ხელები ყელზე შემოვხვიე და თავი მის ყელში ჩავრგე, ეს შეგრძნება იმდენად მენატრებოდა ალბათ უსასრულოდ ვიქნებოდი ასე.
დილით იმდენად ადრე მეღვიძება რომ ჯერ მზეც კი არ არის ამოსული, სხეულზე სიმძიმეს ვგრძნობ და გვერდით ვიხედები, მათეს რომ ვხედავ ჯერ მეღიმება, მერე კი გონება განგაშის სიგნალს რთავს, რომ ვხედავ ტანსაცმელი ორივეს გვაცვია ვმშვიდდები, ხელს ფრთხილად ვაწევინებ და აივანზე გავდივარ. ვცდილობ გავიხსენო რატომ წევს მათე ჩემს გვერდით, მაგრამ ვერ ვიხსენებ და ეს ნერვებს მიშლის, ვიღაც წინ ცხელ ჩაის რომ მიდგამს და პლედს მაფარებს მხოლოდ მაშინ გამოვდივარ ფიქრებიდან და ჩემს გვერდით მჯდომ მათეს ვუყურებ.
-მადლობა.
-ხომ იცი რომ ვერ ვიტან მაგ სიტყვას... ხო მართლა, გუშინ დარჩენა შენ თვითონ მთხოვე.
-ვიცი, მახსოვს.
-ყველაფერი? -ვხვდები რომ გამომიჭირა მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ.
-რა ყველაფერი?
-რომ მთხოვე მელაპარაკე შენი ხმის მოსმენა მამშვიდებსო, რასაც გელაპარაკებოდი ეგეც? -გაოცებისგან თვალები ისე მიფართოვდება ვხვდები ჩავიჭერი.
-ეგ არ მახსოვს მაგრამ თუ რამე საინტერესოზე მელაპარაკებოდი ახლაც შემიძლია მოსმენა.
-არა იყოს ჩემს გეგმებზე გიყვებოდი, ზღვაზე არ წამოხვალ?
-რატომაც არა გავემზადები. -ოთახში ვბრუნდები და ყველაზე გამომწვევ საცურაო კოსტიუმს ვარჩევ რაც კი მომეპოვება, მინდა მათეს გრძნობებზე ვითამაშო, ღმერთო ვის ატყუებ მილა, შენ გრძნობებს რას უზამ ის მთა კაცი რომ იქნება შენს წინ, სწრაფად ვემზადები და ეზოში მდგომ მათეს რომ ვხედავ რომელსაც მხოლოდ შორტი აცვია, ნერწყვს ძლივს ვაგორებ ყელში, წამით ვფიქრობ რომ მასთან ერთად წასვლა ცუდი იდეაა, მაგრამ ჩემს თავს ვამხნევებ და ვასწრებ კიდეც წინ წასვლას.
-რაღაც რომ გითხრა გაბრაზდები?
-თუ ეჭვი გეპარება იმაში რომ ეგ რაღაც გამაბრაზებს ჯობია არ თქვა.
-მაინც ვიტყვი, გახსოვს ის დღე გამომწვევი ზედატანით რომ მოხვედი უნივერსიტეტში? მთელი ლექცია გონებას მიბინდავდი.
-მახსოვს, მაგ დღეს მხოლოდ შენ არა სხვებსაც ვუშლიდი ხელს მეცადინეობაში. -ჩემს ნათქვამზე გაეცინა.
-რა შედეგი მოყვა ის თუ გახსოვს? -გახსენებაზეც კი ცეცხლი წამეკიდა მთელ სხეულზე, არაფერი მიპასუხია ისე გადავიძრე საცურაო კოსტიუმზე ჩასაცმელი და ზღვაში შევედი, უკან რომ მოვიხედე მათე ისევ იქ იდგა სადაც დავტოვე და მე მიყურებდა, საკუთარი თავით კმაყოფილმა ცურვა გავაგრძელე, მალევე აღმოჩნდა მათე ჩემს გვერდით. -კითხვაზე არ გიპასუხია.
-მახსოვს, მერე?
-რატომ მიწვევ?
-მე? -შეურაწყოფილი სახე მივიღე.
-ხომ იცი რომ ეგ ცეცხლთან თამაშს ნიშნავს და არ დაიწვა მილაჩკა.
-დიდი ხანია ეგ მზერა ჩემზე აღარ ჭრის მათეუს, ის გოგო აღარ ვარ შენი შემოხედვაზე რომ ყველა აზრი ეფანტებოდა.
-ნუთუ? -წელზე ხელი მომხვია და მკერდზე ამიკრა. -ვცადოთ?
-შენ... შენ ხომ დამპირდი.
-შენ დაიწყე. -ყელში რომ შემეხო მისი ტუჩები, მთელი სხეულით მოვდუნდი და მთელი ტანი დამეხორკლა. -მილა, მგონი შეგცივდა ჯობია ზემოთ ავიდეთ.
-არა, შენი სხეულის სიმხურვალეც მათბობს. -ფეხებს წელზე ვხვევ და შუბლზე, შუბლით ვეყრდნობი. მათე თვალებს ხუჭავს და ქვედა ტუჩს კბილებში იქცევს, ვიცოდი რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი მაგრამ ეს ცეცხლი იმდენად მიყვარდა რომ მზადაც კი ვიყავი დაწვისთვის.. მათე თითქოს გონს მოვიდა სწრაფად მომიშორა და შორს გაცურა, მე კი ნაპირზე ავედი, მათეს ვაკვირდებოდი და ჩემს წეღანდელ საქციელზე ვფიქრობდი, იმ მომენტში მხოლოდ ჩემი გრძნობები იყო მათეს მიმართ, უცებ ჩემს ყურთასმენას გვერდით მჯდომი გოგონების ნათქვამი მოხვდა.
-აუუ, რა ბიჭია, ნახე რა ტანი აქ.
-მარტო არ არის, წეღან ვერ ნახე რა გოგო ახლდა?
-მერე რა, ის გოგო არ არის ახლა მასთან ერთად ზღვაში მარტოა. -მთელი სხეული ერთიანად დამეძაბა და ეჭვიანობის ბურთი ისე ძლიერ გამეჩხირა ყელში რომ მალე ალბათ დამახრჩობდა, გონს რომ მოვედი უკვე მათეს გვერდით ვიყავი ზღვაში.
-შენნაირი ბიჭები ჩადრით უნდა ატარო. -ჩემი სიტყვების აზრს რომ ჩავწვდი, მათე უკვე ბოლო ხმაზე იცინოდა.
-რატომ? შენნაირი გოგონებს ვნებები რომ არ აეშალოთ?
-ჩემნაირს არა, ნაპირზე მყოფ ბავშვებს აცდენ.
-რომელია ბავშვი? ქერა თუ შავგვრემანი?
-ორივე მაქსიმუმ 19 წლისები იქნებიან.
-შენ დიდი ხარ?
-კი მე 22-ის ვარ.
-ანუ აღიარებ რომ შენი შეცდენაც შემიძლია?
-მათე, დღეისთვის საკმარისია ეს ფლირტი არა?
-აბა გუშინ მეუბნებოდი მომენატრეო? შენი შეხება მომენატრაო? ისიც მომენატრა შენი ფლირტი რომ მაბნევდაო?
-მე სახლში მივდივარ, შენ კი დარჩი და ვინც გინდა ის შეაცდინე.
-მეც მოვდივარ, შენ თუ არ იეჭვიანებ არაფერს არ აქვს მუღამი. -სახლამდე ხმა არ ამომიღია, ეზოში რომ შევედით ელი რაღაცას ყვებოდა რაზეც ლაშა იცინოდა, ჩვენ რომ დაგვინახა გაჩუმდა.
-ელის რას ყვებოდი?
-ვერ ვიტყვი, დედამ მითხრა ენას ამოგაცლიო.
-მერე დედაშენის გეშინია როცა მე აქ ვარ?
-მაშინ შენთან დამაწვინე, ხომ იცი მარტო რომ დავრჩებით მომხვდება. -ისეთი სახე მიიღო მივხვდი მათეც კი უძლური იყო ელის წინაშე.
-ბიძა ყოველთვის დაგიცავს ახლა მითხარი.
-იმას ვყვებოდი, როგორ შემოიპარეთ შენ და მილა საღამოს სალში.
-შემოვიპარეთ? -გაკვირვებულმა ვიკითხე.
-ოოო, კარგი ბიძიას პრინცესასავით ეჭირე ხელში, შენ კი ხელები გქონდა შემოხვეული და რაღაცას ელაპარაკებოდი, მერე კიბეზე არ ვიცი რა უთხარი ბიძიას ლამის დაუვარდი და გთხოვა რომ აღარ გექნა. -მთელი საუბრის მანძილზე მათეს მზერაც კი არ შეცვლია, მე კი სად გავქცეულიყავი აღარ ვიცოდი.
-მორჩი ელის, საკმარისია დედაშენი მართალია, წამოდი ახლა ნოესაც ვუთხრათ და მაკდონალსში წაგიყვანთ.
-მადლობა, მაა. -ელი და ლაშა როგორც კი შევიდნენ მათეს შევხედე.
-რა ჩავიდინე კიდევ?
-არაფერი, ელიმ ცოტა გააზვიადა, გეძინა უბრალოდ და ხელში აყვანილი აგიყვანე ზემოთ შენი გაღვიძება არ მინდოდა.
-კიბეზე?
-ყელზე შენი ტუჩები შემეხო შემთხვევით.
-შემთხვევით? -მხოლოდ მიყურებდა და იღიმოდა. -ჩემთან დარჩენის და საუბრის მეტი რა გთხოვე?
-გეფიცები რაც ზღვაში გითხარი მეტი არაფერი ყოფილა, მეც მალევე ჩამეძინა დაღლილი ვიყავი ნამგზავრი.
-კოცნა?
-გააჩნია სად? -წარბები ამითამაშა და ეშმაკურად გაიღიმა.
-ფუ, რა ამაზრზენი ტიპი ხარ. -სახლში შესვლისას რაღაც მომაძახა.
-მხოლოდ ლავიწებზე გაკოცე მეტი ქვემოთ არ ჩამოვსულვარ. -საპასუხოდ ზღვის ჩანთა ვესროლე და მისაღებში არც შემიხედავს ისე ავირბინე ზემოთ, კარის მიხურვაც ვერ მოვასწარი ისე მომყვნენ სანდრა და თათია უკან.
-ელიმ ენა ვერ გააჩერა ხომ?
-ელი რა შუაშია? მე არ უნდა მეთხოვა მათესთვის იქედან წამოყვანა, მაგრამ სასმელი მომერია.
-ვინერვიულებდი მათესთვის რომ არ დაგერეკა.
-ვიცი სან, მაგრამ ხომ ხედავ რა შედეგი მოყვა?
-და რა შედეგი? ის რომ მძინარე სახლში მოგიყვანა?
-მარტო მომიყვანა? ვუთხარი რომ მენატრებოდა, რომ მისი შეხება მომენატრა და ვთხოვე რომ ჩემთან დარჩენილიყო და ელაპარაკა... ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც მან მითხრა, ხო კიდე ისიც მითხრა რომ ლავიწების ქვემოთ არ ჩამოსულა საკოცნელად მე კი არაფერი მახსოვს, ბოლოს რაც მახსოვს ის არის რაც პლიაჟზე მითხრა რომ ყველაფერი ჩემი ბედნიერებისთვის გააკეთა, ისიც არ ვიცი მესიზმრა თუ მართლა მითხრა... -საწოლზე ვწვები და ჭერს ვაშტერდები, სანდრას რეპლიკაზე მეცინება კიდეც.
-შენ გაუპატიურება მაინც არ გიცდია.
-იქნებ სცადა და არ ახსოვს.
-გოგონებო, გთხოვთ... მთვრალმა არა მაგრამ დღეს დილით ფხიზელმა რაც ვაკეთე დილით პლიაჟზე.
-მიდი მოყევი. -დაწვრილებით ვუყვები ყველაფერს და მათ სახეებს ვაკვირდები, სანდრას პირიც კი რჩება ღია.
-რამე მითხარით.
-რა უნდა გითხრათ?
-რას ფიქრობთ იმაზე რაც დილით მოხდა, იმაზე რომ ვიეჭვიანე.
-მილა, უფლება უნდა მისცე რომ აგიხსნას.
-ჯერ არა, კიდევ უნდა აგოს პასუხი.
-ასე შენც ხომ იტანჯები?
-ის უფრო იტანჯება. -თათია ნებდება და ჩემს გვერდით ჯდება.
-როგორც გინდა მაგრამ, მე ვიცნობ მათეს და უსაზღვრო მოთმინების უნარი აქვს...

მეორე დღეს ბეშუმში წასასვლელად გავემზადეთ, მხოლოდ გზაში გავიგე რომ მე და მათე ერთ კოტეჯში ვიქნებოდით, სადაც მხოლოდ ერთი საძინებელი იყო.
-შენ იცოდი?
-რა?
-ის რომ ერთი ოთახი უნდა გავიყოთ?
-ნუ გეშინია, საწოლი ორ სართულიანია.
-აჰამ, ეგ მაინც მამშვიდებს.
-რომც იყოს ხომ იცი რომ წინააღმდეგი ვარ ქორწინებამდე ერთ საწოლში ძილის.
-მხოლოდ ძილის? -წამით იბნევა კიდეც მათე, მერე ეღიმება.
-სხვა რამის წინააღმდეგი არც ვყოფილვარ.
-ვისთან, ჩემთვის არც კი შემოგითავაზებია. -გაჩუმდა, აშკარად პასუხს არჩევდა, მე კი მისი გამომეტყველება მართობდა... კოტეჯებში რომ გადავნაწილდით და გარეთ გამოსვლას ვაპირებდი მათემ შემაჩერა.
-ბევრი ვიფიქრე და ორი წელია თითქმის არავისთვის შემითავაზებია.
-მერე ეგრე როგორ შეიძლება, ექიმი არ ვარ მაგრამ ვიცი რომ საფრთხეს შეუქმნი ეგრე შენს თავს... ახლა გასაგებია რატომაც გგონია რომ გიწვევ ხოლმე.
-ყველაფერ საშენოდ როგორ ატრიალებ?
-გახსოვს გითხარი რომ შენ ჩემს ბნელ მხარეს არ იცნობდი.
-სულ ეს არის შენი ბნელი მხარე?
-ნუ მართალია შენსას ვერ შეედრება მაგრამ არც ნაკლებია. -მათე გახევებული დავტოვე და თათიასთან გადავედი, ბავშვები და ლაშა ეზოში იყვნენ. -ლაშ სადმე მიდიხართ?
-კი, ფიჩხი უნდა შევაგროვოთ... ნოას კოცონი უნდა.
-მე თათიას დავეხმარები.

უკვე გვარიანად შებინდებული იყო მათეს რომ მოვკარი თვალი, მთელი დღე არსად მინახავს. ჩვენს მეზობლად მცხოვრები ბიჭები და მათე ერთად ანთებდნენ კოცონს, ყველა გავიცანით და კარგადაც ვერთობოდით გვიანობამდე, ბიჭები ცოტა რომ შეთვრნენ სიმღერა დაიწყეს, მათე გვერდით მომიჯდა.
-მოგენატრე?
-გული უნდა გატკინო და არა. -ჩემსკენ დაიხარა და სიმღერის ტექსტს ყურში მეჩურჩულებოდა, ყველა სიტყვაზე გული უფროდაუფრო სწრაფად იწყებდა ფეთქვას.
- შენი საყვარელი სიმღერაა მილა.
-კი მათე მართლა მიყვარს ეს სიმღერა და მახსოვს ყაზბეგში რომ მიმღერე როგორ მიფრთხიალებდა გული.
-ახლა?
-ახლა უბრალოდ ვტკბები სიმღერით.
-რომ მოგიტაცო?
-რა?
-რომ მოგიტაცო ციხისთვის გამიმეტებ? -მის ნათქვამზე მეცინება.
-სასაცილოდ არ მითქვამს, რომ მოგიტაცო და სადმე შორს წაგიყვანო მიჩივლებ? -წამით მართლა დავფიქრდი და მივხვდი რომ ვერ ვუჩივლებდი, იმას ვერ ვიტყვი რომ მალე ვაპატიებდი მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ციხისთვის ვერ გავიმეტებდი.
-არ ვიცი მაგრამ მჯერა რომ ჩემი ნების წინააღმდეგ არ წახვალ.
-და თუ მგონია რომ ეს შენც გინდა და მოგიტაცებ?
-საიდან მოიგონე ეხლა ეს მოტაცება?
-უცებ მომაფიქრდა, კი არა მომინდა, სადმე შორს წაგიყვანო ყველასგან.
-ყველასგან?
-კი, იმდენად ეგოისტი ვარ ჩემთვის მინდიხარ მხოლოდ. -მისი სიტყვები იმდენად მესიამოვნა, ალბათ ძალის დატანებაც არ დამჭირდებოდა ისე გავყვებოდი, მისთვის არაფერი მითქვამს უბრალოდ ცეცხლის ყურება გავაგრძელე, ვატყობდი თანდათან დაღლილობა ან სასმელი მერეოდა და ვდუნდებოდი, თავი მათეს მხარზე ჩამოვადე. -შენ ვატყობ მოგწონს ხელით რომ გატარებ, ხო და თუ ცოლად გამომყვები გპირდები სულ ასე დაგაწვენ ხოლმე.
-როგორც ელი ამბობს პრინცესასავით. -ფეხზე ვდგები და კოტეჯისკენ მივდივარ, მათეც მომყვება. -დარჩი შენ გაერთე.
-საწოლი უნდა შეგითანხმო.
-მე ქვემოთ ვწვები.
-კარგი, იყოს პირველი სართული შენი მაგრამ ამ სიმძიმე კაცმა რომ ჩავტეხო და ზედ დაგეცე?
-ნუ გეშინია არაფერი მოხდება. -სააბაზანოში შევდივარ მოსაწესრიგებლად, ოთახში რომ ვბრუნდები მათე არსად არის მაგრამ საწოლზე პიჟამოები მხვდება, ზუსტად ისეთი როგორიც მისი იყო, მის საქციელზე მეღიმება, პიჟამოების ქვეშ ბარათი დევს. „დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ.“ მიუხედავად იმისა რომ ვიცი მათეს ამით იმედს მივცემ მაინც ვიცმევ პიჟამოებს და ვწვები, მაგრამ ძილი სადღაც გამირბის და სულ მათეზე ვფიქრობ, პირველად ვიხსენებ მის სიტყვებს ბინაში და ვუფიქრდები რატომ დამშორდა, გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს მაგრამ ფიქრების გასაფანტად ვდგები და ჩაის ვიკეთებ, მათეს ლეპტოპს დაუკითხავად ვიღებ, ჩემს და გასაკვირად პაროლი არც კი შეუცვლია, ფაილებში ისევ აქვს ჩემი ფოტოები, ჩემს აუდიტორიაში გადაღებულ ფოტოებს ვნახულობ და რამოდენიმე ისე მომწონს მინდა მათეს ვკითხო ფოტოგრაფობაზე ხომ არ იფიქრებდა, ლეპტოპს არ ვთიშავ ისე ვტოვებ მაგიდაზე და სამზარეულოში გავდივარ, უკან რომ ვბრუნდები მათე მისაღებში მხვდება.
-რამეს ეძებდი?
-ჩემი ფოტოები ვნახე, მინდა გითხრა ბევრი ისეთი ფოტოც აღმოვაჩინე რომლი არსებობაზეც არაფერი ვიცოდი და მომეწონა კიდეც.
-გამოგიგზავნი თუ გინდა.
-არა, მადლობა... -ოთახში შესვლისას მეძახის.
-მილა... გიხდება ძალიან, კი არა მგონი შენ უხდები.
შემდეგი რამოდენიმე დღე მათე თითქოს დროს მაძლევს, თავს მარიდებს დილით გადის და უკან რომ ბრუნდება მძინავს, ჩვენზე ადრე მიდის და ეს გულსაც კი მტკენს.
-დროებით მილა, რესტორნის გახსნაზე ხომ იქნები?
-რათქმაუნდა, მეც ვასრულებ პირობას.
-მაშინ გახსნაზე გნახავ.
-დროებით. -დასამშვიდობებლად რომ მეხუტება ყურში მიეჩურჩულება.
-მომენატრები. -ინსტიქტურად ვპასუხობ, რაზეც საპასუხოდ ყურის ქვემოდან მკოცნის.
-მეც.

დარჩენილი ორი დღე ჩემს თავს იმაში ვიჭერ რომ მათე უკვე ძალიან მენატრება, მაგრამ ჩემი მეორე მე იმ ტკივილს მახსენებს რაც გამოვიარე, თათია და სანდრაც არაფერს ამბობენ მათეს არც კი ახსენებენ, ბათუმში რომ ჩავდივართ გიოს ვურეკავ რომ გამომიაროს და სამი დღე კიდევ ვრჩები... ნელიკოს კალთაში მიდევს თავი და თმაზე მეფერება, სულ მინაწილებდა დედობრივ სითბოს, ყოველთვის ისე ვუყვარდი როგორც გიო.
-იმ ბიჭზე ლაპარაკი არ გინდა?
-მათეზე?
-ხო, მათეზე ვგრძნობ რომ ეჭვები გღრღნის.
-ნელიკო, იცი როგორ მიყვარს? მაგრამ ის ტკივილი რაც განვიცადე არ მაძლევს უფლებას რომ ასე უცებ ვაპატიო, მიზეზის გაგებაც კი არ მინდა რატომ დამშორდა.
-უნდა მოუსმინო მილა, თუ არსებობდა რეალური მიზეზი შენს გულს უნდა მიენდო და არა გონებას.
-მეშინია, პირველი ხარ ვისაც ამას ვეუბნები, მაგრამ მეშინია რომ დაშორების მიზეზი მე ვიყავი.
-ჯობს მოუსმინო.
-დაველაპარაკები რესტორნის გახსნაზე.
-არა, არ გადადო, ხვალვე როგორც კი ჩახვალ დაელაპარაკე... ახლა კი დაიძინე მატარებელი ადრე გადის.
დაძინებამდე ლექსოს ვწერ რომ არ დაავიწყდეს ხვალ დახვედრა.

მატარებლის სადგურს ვუახლოვდები და ლექსოს ვურეკავ, არ მპასუხობს, დედას ვურეკავ და მეუბნება რომ უკვე წამოვიდა ამიტომ მშვიდად ველოდები სადგურზე, გვერდით მათე რომ მიდგება, მინდა ჩავეხუტო მაგრამ რადგან თვითონ არ იჩენს ინიციატივას მეც მხოლოდ ვესალმები.
-შენ საიდან?
-ლექსომ მთხოვა საქმე მაქვს და დახვდიო.
-ტაქსით წავიდოდი არ იყო საჭირო.
-არაუშავს, აქეთ ვიყავი, ჩემი მეგობარია მანქანაში და ხომ არ შეგაწუხებს?
-არა, მაგრამ ტაქსით წავალ, არ მინდა ხელი შეგიშალო. -მანქანას რომ ვუახლოვდებით, წინ მჯდომი გოგო მათეს ისე უღიმის გულში მწვავე ტკივილს ვგრძნობ.
-ნიტა გაიცანი ეს მილაა, ჩემი მეგობარი და მეზობელი. -მის ნათქვამზე ყელში ბურთი მეჩხირება ისე ხმადაბლა ვამბობ სათქმელს არა მგონია გოგონას გაეგო, ნიტას ხელი მათეს ხელს რომ ეხება სუნთქვა მიხშირდება ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და მათემ არაფერი შემამჩნიოს, სარკეში ჩემი და მათეს თვალები ერთმანეთს რომ ხვდება სუნთქვას ვწყვეტ, მისი თვალები ისევ ისე ბრწყინავს როგორც ადრე, მე რომ მიყურებდა... იმდენად იწელება დრო სახლამდე რომ მგონია კუს ნაბიჯებით დაყავს მათეს მანქანა... ჩემოდანს მათე იღებს, ნიტაც ჩვენთან ერთად ამოდის და მათეს ბინაში შედის, შესვლისას მათე არც კი მიყურებს ნიტა კი მემშვიდობება... სახლში რომ შევდივარ, დედას სიტყვები არც კი მესმის სულ, ის მომენტი მიტრიალებს ნიტა რომ ეხებოდა მათეს ხელს და ისიც უღიმოდა, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში რომ არ შემეძლო ამის ატანა და აქაურობას უნდა გავცლოდი.
-დე, მე დეიდა მომენატრა და წავალ რა მასთან, ბავშვებიც არ მინახავს რომ ჩამოვედი.
-დაგესვენა მაინც.
-არ დავღლილვარ.

იქაც ვერ ვისვენებ და სულ მათეზე ვფიქრობ, მინდა გავიგო ვინ არის ეს გოგო და ასე უცებ საიდან გამოჩხრიკა მაგრამ გოგოებს რომ რამე ვკითხო მიხვდებიან ვეჭვიანობ მე კი ეს არ მინდა, ამიტომ ვცდილობ მათეზე არც კი ვიფიქრო.

თითქმის ორი კვირა ისე გადის მათე არც კი მინახავს, თვალიც არ მომიკრავს... დედას სიტყვებზე უკვე ფიალა მევსება და ამდენი ხნის ნაგროვები ერთიანად მიჭერს ყელში.
-მათეს ბინაში ვიღაც გოგო ცხოვრობს... სახელიც მითხრა დღეს მომესალმა კიდეც.
-ნიტა ქვია დედა.
-ასე მითხრა მათე ქალაქ გარეთ არის და მე მის ჩამოსვლამდე ვარ აქ სანამ სხვა ბინას ვიპოვნიო. -იმაზე რომ მათე სახლში არ იყო ცოტა დავმშვიდდი, სანდრასთან წასასვლელად რომ გავდივარ ეზოში მათეს ვხვდები, ისეთი გადაღლილი სახე აქვს მინდა რომ დაველაპარაკო და მისი ხასიათის გამოკეთება შემეძლოს.
-საით მეზობელო?
-მე კარგად მათე შენ?
-მეც კარგად, საით?
-სანდრასთან, კაბაზე უნდა გავყვე.
-მეც იქ მივდიოდი, წამო. -უკანა კარს ვაღებ და მათეს მზერას ვაწყდები.
-არა, წინ.
-მეგონა მანდ ნიტა ჯდებოდა. -ჩემს ნათქვამზე ეცინება და ჩემსკენ მოდის, უკანა კარს მიხურავს და წინას მიღებს ჩაჯდომამდე მის ხელს ვგრძნობ მუცელზე და სუნთქვას თმაზე.
-იეჭვიანე? გაგაგიჟა ხომ ეჭვიანობამ... აქაც და ყველგან ჩემს გვერდით მხოლოდ შენი ადგილია და სხვა არავისი... კმაყოფილი ვიღიმი და ისე თითქოს დავიმუხტე ენერგიით ვივსები და მინდა ახლა მათეს მოუშხამო ხასიათი... უკვე სანდრას სახლთან ვართ მათე ჩემს ნათქვამზე რომ შეშდება და ლიფტში მიჭერს.
-არა და ლამაზი გოგოა, ისეთი შენთვის ცოტა მეტიც რომ იყო. -ხელებს ჩემს გარშემო აწყობს და თვალებში მაშტერდება.
-თამაში გადაწყვიტე? -ჩემსკენ იხრება და ტუჩებს ყელზე რომ ვგრძნობ, ქვედა ტუჩს კბილებში ვიქცევ, მშორდება და მიყურებს. -ასე არ გამოვა.
-როგორ?
-პირობას მარღვევინებ და ეს მოგწონს, მოგწონს რომ მაგიჟებ არა?
-არა, არც კი მიცდია. -თავს ვიძვრენ და ბედნიერი შევდივარ სანდრასთან.

რესტორნის გახსნაზე ნიტა ისევ მათეს გარშემო ტიალებს და არ შორდება, ისე მინდა მისი ქერა თმა გავწიწკნო რომ ალბათ სახეზე ცეცხლი მიკიდია, ვერანდაზე გავდივარ დასამშვიდებლად, ნაბიჯების ხმაზე უკან არ ვიხედები რადგან ვიცი მათეა.
-აბა არ ვეჭვიანობო?
-მე?
-ხო შენ.
-შენ?
-რა მე?
-ირაკლის როგორ უყურებდი?
-ისევე როგორც შენ ნიტას, მაგრამ შენ არ გაქვს მიზეზი, ნიტა დედაჩემის ნათლულია. -გაგებული ამბავი ისე მაბედნიერებს რომ ლამის ცეკვა დავიწყო იქვე.
-და შენ გაქვს?
-არ მაქვს?
-გაქვს, წავედი მელოდება უნდა გვეცეკვა. -თვალს ვუკრავ და მის შეკრულ მუშტებს ვაიგნორებ... ირაკლის ცეკვაზე უარს ვეუბნები და მაგიდასთან მდგომი ისევ მათეს სიტყვებზე ვფიქრობ... ჩვენი მზერა ერთმანეთს რომ ხვდება ჩემსკენ მოდის.
-წამოხვალ? რაღაც მინდა გაჩვენო.
-სად?
-არ გიტაცებ... ყოველ შემთხვევაში დღეს არა. -სხვენში ავყავარ და იქ კიდევ ერთი სიურპრიზი მხვდება, მაგიდა მხოლოდ ორ კაცზე, სანთლებით და ვარდის ფურცლებით.
-ეს?
-შენთვის არ არის, ანუ ჩემი არ არის.. წამო. -ბნელ კუთხეში მმალავს და მაჩუმებს, ჩემი ძმა და ნინი რომ ამოდიან ვხვდები რაც ხდება და ბედნიერებისგან ტირილს ვიწყებ, მათე კი გულში მიკრავს... ბედნიერების ცრემლები უფრო მეტად იმატებს ლექსო ნინას წინ რომ იმუხლება და ხელს თხოვს, ნინის თანხმობაზე მათე ვეღარ მიჭერს და გამოვდივარ... ლექსოს ზედმეტად გაოცებული მზერა აქვს, მერე ბედნიერი მიღიმის, მათეც გამოდის.
-გილოცავთ, ძალიან მიყვარხართ და ბედნიერი ვარ.
-შენ რა ტიროდი?
-ბედნიერებისგან ლექს... -მე და მათე ისევ ქვემოთ ჩავდივართ, ბედნიერებისგან ადგილს ვერ ვპოულობ მინდა ყველას მოვუყვე რა ბედნიერიც ვარ ჩემი ძმის გამო.

სანდრას ქორწილამდე, ყველაფერი უფრო ირევა, მათესთან ლაპარაკს ვცილობ მაგრამ როგორც კი აპირებს რომ მომიყვეს რატომ დამშორდა ისევ ის დღე მახსენდება და ტკივილს ვგრძნობ ამიტომ არ ვუსმენ და ვშორდები. ქორწილის დღეს, იმ შავ კაბა ვიცმევ და სარკის წინ მდგომ ისევ ის მომენტი მიდგება თვალწინ მაღაზიაში მათე რომ მიყურებდა, სალონიდან რომ გამოვდივართ ტატო გაოცებული მიყურებს.
-ვაუ, საღოლ მილა, ქორწილში ყველაზე ლამაზი იქნები... ნუ რათქმაუნდა ჩემი სანის შემდეგ.
-მადლობა, შენც კაი ვიდზე ხარ ხო იცი. -მთელი ფოტოსესია მათე შანსს არ უშვებს რომ ჩემთან ფოტო გადაიღოს, ჩემს გვერდით რომ დგას წუწუნს ვიწყებ. -ფეხები მტკივა და მშია.
-მოგიტანო ბოტასები?
-იყოს ამას გავუძლებ შიმშილს ვერა. -მათე ფოტოგრაფთან მიდის და რაღაცას ეუბნება ისიც სანდრას ეძახის.
-სანდრა, არ გინდა მაკში გადაგიღოთ ფოტოები? სახალისო გამოვა, თან შენს მდგომარეობაში შიმშილი არ შეიძლება. -სანდრაც ბედნიერი ეთანხმება და უახლოეს მაკდონალსში მივდივართ... მათე ბედნიერი სახით მიჯდება გვერდით და მეჩურჩულება.
-ხომ ხედავ რაც შემეძლო გავაკეთე.
-მადლობა რომ შიმშილით არ მომკალი.
-იცი ეს კაბა, მე... მეტყველების უნარს ვკარგავ რომ გხედავ, სრულყოფილი ხარ, როგორც კი გნახე ის გამახსენდა მაღაზიაში რომ გავშეშდი.
-გაგიკვირდება და მეს შენი თვალები გამახსენდა სარკეში ნანახი.
-ნეტავ ისევ ის დრო იყოს.
-დაახლოებით ისევ ის მდგომარეობა მვაქვს.

უკვე გვარიანად შეზარხოშებული არიან სტუმრები თამადა მიკროფონს რომ მაჩეჩებს და მთხოვს სანდრა და ტატო დავლოცო... სტუმრებს შორის ჩემსკენ მომზირალი მათეს თვალებში ვიკარგები და რას ვამბობ სულაც არ ვიცი.
-ერთმა ძალიან კარგმა გოგონამ ასეთი სიტყვები მითხრა რომლებიც გონებაში ჩამრჩა, თუ შენი ადამიანი იპოვე ცხოვრებაში აღარაფრის არ უნდა გეშინოდეს, რადგან იცი რომ საუკეთესო საყრდენი გყავსო, თუ საყრდენი მყარი არ არის და ადამიანი შენი მაშინ ყოველთვის უნდა გეშინოდეს დანგრევის, ხო და ჩემო ძვირფასებო გილოცავთ ერთმანეთის პოვნას და გისურვეთ რომ მუდამ ერთმანეთის საყრდენები ყოფილიყავით… -მათეს თვალებში ტკივილი რომ ჩნდება სასმელს სწრაფად ვცლი და ჰაერზე გავრბივარ რადგან ვიცი რომ შეიძლება რამე სიგიჟე ჩავიდინო. აივნის მოაჯირს ვეყრდნობი და ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში რომ იქნებ დავმშვიდდე, ნაბიჯების ხმაზე ვცნობ რომ მათე გამომყვა.
-კარგად ხარ? -მთელ ძალას ვიკრებ რომ აკანკალებული სხეული დავიმორჩილო და მისკენ ვტრიალდები.
-სასმელმა ცუდად იმოქმედა უბრალოდ და ჰაერზე გამოვედი. -მიახლოვდება და ჩემს გარშემო მოაჯირზე აწყობს ხელებს.
-როდემდე აპირებ ჩემს გაგიჟებას?
-გაგიჟებას? მე ვაპირებ? ჩემს გვერდით გადმოხვედი საცხოვრებლად და ყოველთვის იქ ხარ სადაც მე, კიდე მე გაგიჟებ? -ხმას ვუწევ და ვცდილობ ხელებიდან დავუსხლტე, ერთ ხელს წელზე მხვევს მეორეთი კი თითებს ჯერ ჩემს ტუჩებზე ატარებს, შემდეგ ყელზე ასრიალებს და ლავიწებს ეხება, მთელი სხეულით ვდუნდები და არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია, თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ როგორ მეხება მისი ტუჩები ყურის ქვემოდან...
-შენი სიცივე მაგიჟებს, იმას რომ ასე ახლოს ხარ და შენი შეხება არ შემიძლია ჭკუიდან გადავყავარ, უშენოდ ვერ ვძლებ რატომ არ გესმის? მჭირდები იმისთვის რომ ვიარსებო. -სუნთქვა მეკვრის და მინდა ბოლო ხმაზე ვუღრიალო რომ მეც მჭირდება არსებობისთვის მაგრამ ისევ სიამაყე მძლევს და მათეს ვიშორებ.
-შენ უჩემოდ უფრო უკეთესად ხარ ეს ერთი წლის წინ დამიმტკიცე. -მათეს სახე ეცვლება, ამ გამოხედვის გამო შემიძლია ახლა ყველაფერზე უარი ვთქვა და მაგრად ჩავეხუტო მაგრამ ზურგს მაქცევს და ისევ შიგნით ბრუნდება, შესვლამდე ისეთ რამეს მეუბნება რომ თავს ვეღარ ვიკავებ ცრემლები თავისით იკვლევს გზას.
-ერთი წელი არა, 384 დღე და 11საათია ვცოცხლობ ან ვცდილობ ვიარსებო მაგრამ მე ხომ მთა ვარ რომელსაც ყოველდღე პატარა კენჭები თუ ჩამოსცვივდება არაფერი დააკლდება, არ ვიცი კიდევ თუ შეგიძლია ჩემი ნდობა მაგრამ იმაში დარწმუნებული იყავი რომ წამიც არ ყოფილა შენზე არ მეფიქრა. -მინდა ვუთხრა რომ მეც სულ მასზე ვფიქრობდი, სულ მენატრებოდა, ყოველთვის და ყველგან მას ვეძებდი, რომ ქუჩაში უცნობ მამაკაცებს მას ვამსგავსებდი, ურთიერთობებს მხოლოდ იმიტომ ვერ ვაწყობდი რომ სხვა არავინ ჰგავდა მას, მისნაირად არავის შეეძლო ჩემი აფორიაქება და წამის მეასედში უცნაური სიმშვიდის მოტანა ჩემთვის.
-რამდენხანს აპირებ ასე ტანჯო? -ლექსოს ხმა მაკრთობს.
-მხოლოდ ის იტანჯება? -ყელში ბოღმა მეჩხირება და მინდა ვინმეზე გადმოვანთხიო ეს ბრაზი.
-კარგი მაშინ ასე ვიკითხავ, როდემდე აპირებ შენი თავის და მათეს ტანჯვას? ერთი წლის წინ რა გააკეთა ასეთი? უბრალოდ ადგა და დაგშორდა, შენთვის არ უღალატია სხვაში არ გაუცვლიხარ შენს აქ არ ყოფნაში არავისკენ გაუხედავს თავის რესტორანში იყო მთელი დღეები ჩაკეტილი, ისიც იტანჯებოდა და ენატრებოდი მაგრამ ეს შენთვის გააკეთა ნუთუ ვერ ხვდები? იმისთვის რომ შენი ოცნება აგეხდინა, მას რომ შენთვის ხელი არ შეეშალა გაგიშვა მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შენს ტკივილს ხედავ, სამყარო შენს გარშემო გინდა ბრუნავდეს.
-გთხოვ ლექსო შეწყვიტე. -უკვე საკუთარი ცრემლები მახრჩობს, სუნთქვაც კი მიჭირს.
-არა უნდა მომისმინო, იმ დღეს როცა მიფრინავდი აეროპორტში იყო, შორიდან გაცილებდა როცა ვკითხე რატომ არ შეგაჩერა იცი რა მიპასუხა? -ლექსო უკვე ბოლო ხმაზე გაყვირის და სულ არ ადარდებს ის რომ მთელი სხეული მიცახცახებს და იატაკზე ვზივარ. -მითხრა რომ შენი ბედნიერებისთვის, იმისთვის რომ ოცნებები აგეხდინა და არასოდეს გენანა მისი სიყვარული ახლა უნდა გაეშვი, მაგრამ ჯეროდა რომ თქვენი სიყვარული ყველაფერს გაუძლებდა, ისიც კი ვკითხე დაშორება რა საჭირო იყო და ამაზეც კი იფიქრა და მერე მივხვდი რომ მართალი იყო, ხელს შეგიშლიდა მისი აქ ყოფნა, ჩემზე უკეთ გაგიცნო და მიხვდა რომ მისი მონატრება ისე გაგაგიჟებდა ოცნებებზე უარს იტყოდი.
-ასეთი სუსტი გგონივართ?
-არ გვგონიხარ ასეთი ხარ მილა, ყოველთვის ვიღაცის გამო უარი შეგეძლო გეთქვა შენს ოცნებებზე... სულ იმაზე ფიქრობდი ხალხი რას იტყოდა, მათემ კი თავი დაგაკარგვინა მის გამო შეგეძლო შენს თავზე უარი გეთქვა, შენს ოცნებაზე უარს ამბობდი და არ მიდიოდი საზღვარგარეთ რომ არა მასთან დაშორება... -ჩემს გვერდით დაჯდა იატაკზე და მეტი არაფერი უთქვამს მელოდა როდის დავმშვიდდებოდი.
-მაგრამ მე მაინც გამაგიჟა მისმა მონატრებამ, მის გარეშე სუნთქვაც კი მიჭირდა, საათობით ვიჯექი და მის ნაჩუქარ თოვლის ბურთს ვუყურებდი, სახლში ოცამდე კაქტუსი მქონდა მხოლოდ იმიტომ რომ ერთხელ მითხრა კაქტუსები უყვარდა. -ლექსო წამოდგა როცა კარში მომავალი მათე დაინახა, გასვლისას რაღაც უთხრა და მხარზე ხელი დაკრა, სევდანარევი ღიმილით უპასუხა მათემ და ჩემკენ წამოვიდა.
-წამოხვალ? -ხელი გამომიწოდა.
-სად? -ხელი ჩავკიდე რომ ადგომაში დამხმარებოდა.
-უბრალოდ შეგიძლია მენდო და გამომყვე. -ხელი არ გაუშვია ჩემთვის, ისე დავბრუნდით დარბაზში და ჩემი ჩანთა აიღო, თათიას და სანდრას რაღაც ანიშნა და სანდრამაც თვალი ჩაუკრა. რესტორნის გასასვლელთან ლექსო იდგა, მათეს თავისი მანქანის გასაღები მიაწოდა და თან სიცილით დაამატა.
-ჩემი ხელით გაბარებ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს.
-გპირდები ყველაზე მეტად გავუფრთხილდები და ვეცდები სულ ბედნიერი იყოს.
-მილაზე არ მითქვამს მანქანაზე გითხარი.
-მეც. -სანამ გავიაზრებდი რა უთხრეს ერთმანეთს ბედნიერი სახით შევცქეროდი ორივეს.
-ფუ, რა საზიზღარი ადამიანები ხართ. -მანქანაში ჩავჯექი და მათეს ვუყურებდი მხოლოდ, მერე გაუაზრებლად დავიწყე საუბარი. -მართალი ხარ იცი? მაშინ რომ მითხარი გაგიმართლა რომ შემხვდიო მართალი ხარ.
-რატომ დამიმალე?
-გაცვლით პროგრამაზე? არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ შენგან შორს ყოფნა არ მინდოდა. როდის გაიგე?
-უნივერსიტეტის პირველივე დღეს, იცი ბოლო წამამდე მჯეროდა რომ მეტყოდი.
-მინდოდა, ბევრჯერ დავაპირე.
-იცი თავს როგორ ვგრძნოდი? ვფიქრობდი რომ არ მენდობოდი, მაგრამ არასდროს მიფიქრია რომ არ გიყვარდი, დიდი ხანი ვებრძოდი ჩემს თავს როგორ დამერწმუნებინე გეგმებს ვაწყობდი, მერე შენი და გოგოების საუბარი გავიგე თათას სიტყვებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე რომ მივხვდი ასე ვერ გაგრძელდებოდა და სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი მაშინ, აეროპორტში რომ მოვედი იქ ვაპირებდი შენს შეჩერებას და ყველაფრის თქმას, მაგრამ ვერ შევძელი, გერმანიაშიც კი ჩამოვედი მაგრამ ისეთი ლაღი იყავი რომ გნახე ვერ მოგიახლოვდი არ მინდოდა ჩემს დანახვას ტკივილი მოეტანა.
-ვიცი სულელურად ვიქცეოდი ეს თვეებია, ყველაზე მეტად კი იმის აღიარება მიჭირდა რომ ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი.
-კარგი დავივიწყოთ იქედან გავაგრძელოთ სადაც გავჩერდით.
-სად მიგყავვარ?
-გიტაცებ მილაჩკა, ხევსურეთში მიმყავხარ ჩემს მეგობართან.
-რა?
-ხო, რომც არ შემრიგებოდი დღეს ვაპირებდი შენს მოტაცებას, ამიტომ შენი ბარგი საბარგულშია.
-გაგიჟდი ხო?
-შენ გამაგიჟე, სხვათა შორის შენებმა იციან და დედაშენმა ჩაგილაგა ბარგი. -სრული შოკი მივიღე... იქამდე სანამ ხევსურეთში ჩავაღწევდით მთელი გზა წარსულს ვიხსენებდით და ბოლოსდაბოლოს ვფიქრობდი რომ ჩემი წილი ბედნიერება ვიპოვე... მიუხედავად იმისა რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო მათეს მეგობარი სოფლის შესასვლელში დაგვხვდა.
-ანდრია გაიცანი აწ უკვე ჩემი მეუღლე მილა.
-სასიამოვნოა, ჩემი ცოლი გველოდება ძალიან გაუხარდა, შენი ამბავი, მაგრამ ეს გოგო მოტაცებულს არ გავს.
-მიხვდა რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და დამშვიდდა თორე თბილისიდან გამოსვლამდე ისეთი მირტყა დალურჯებული ვარ... -მათეს ვუჩქმიტე, სახლში რომ მივედი და ანდრიას ცოლო დავინახე მისმა სილამაზემ დამამუნჯა.
-ადილა როგორ ხარ? მომენატრეთ.
-არ გეტყობა დაგვივიწყე რაღაც, რას დააყენე კარში ეს გოგო შემოიყვანე.
-ადილა.
-მილა, სასიამოვნოა.
-სუფრა გაშლილია და საწოლიც დაღლილი იქნებით.
-მართლა არ მშიოდა ისეთი გადაღლილი ვიყავი მხოლოდ დაწოლა მინდოდა, ადილამ ოთახი მაჩვენა და ჩემოდანი გავხსენი, ზემოდან დედაჩემის წერილი დამხვდა.
„იმედი მაქვს ბედნიერი ხარ, მინდა შენი თვალები ისევ ციმციმებდეს როგორც მაშინ, არაფერზე იდარდო ზუსტად ვიცი მათე ის არის ვინც გჭირდება და გაგაბედნიერებს, მე მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მაბედნიერებს.
პ.ს ლექსო ვარ, მე და ნინამ პატარა საჩუქარი ჩაგიდეთ ჩემოდანში, მიდი აბა დაო შენ იცი შეუბერე. „
ჩემოდანში პიჟამოებს ვერ ვპოულობ სამაგიეროდ წითელ, მოკლე და თან მაქმანებით გაწყობილ პენუარს რომ ვხედავ ვხვდები რა საჩუქარზეც წერდა ლექსო და მეცინება... მათე შემოდის და პენუარს მართმევს უსტვენს და მიყურებს.
-სიდედრი ნახე.
-უფრო ცანცარა ცოლის ძმა.
-ყოჩაღ ლექსოს, ზუსტად ვიცი ძალიან მოგიხდება მაგრამ მე მირჩევნია არაფერი გეცვას. -მათე კაბის ელვას რომ ხსნის და მის თითებს ხერხემალზე ვგრძნობ, ჩემი გონება შორდება ამ სამყაროს, მხოლოდ გონება კი არა სხეულიც სხვა რეალობაში მიდის მათესთან ერთად.

დილით მათეს კოცნა მაღვიძებს და ბედნიერი ვუყურებ, არ მჯერა რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა და ახლა ვინმე არ გამაღვიძებს.
-ხომ ნამდვილი ხარ?
-ისეთი როგორიც არასდროს ვყოფილვარ. -ხელებს მაგრად მხვევს და ზემოდან მიწვენს... -ბევრჯერ მიფიქრია შენთან ერთად დაწყებულ დილაზე მაგრამ სინამდვილემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და შემიძლია ვთქვა რომ ახლა ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ დედამიწაზე, ვკოცნი და ვცდილობ ხელიდან დავუსხლტე.
-სირცხვილია მასპინძლებთან, თან პირველად ვარ ხევსურეთში და არ დამათვალიერებინებ.
-ხო კარგი, თან ცოტა მომშივდა. -სამზარეულოში მყოფ ადილასთან შევდივარ და იქვე ვჯდები.
-როგორ გეძინათ?
-კარგად მადლობა მასპინძლობისთვის.
-მათემ რომ დაგვირეკა ცოლი მომყავსო, ისე გამეხარდა მერე გვითხრა ვიტაცებო ცოტა შევიცხადე მეთქი რაღა დროს ეგეთებია... მერე ყველაფერი მოგვიყვა.
-შენ და ანდრია სულ აქ ცხოვრობდით?
-არა, ანდრია ტკივილ გამოექცა და მე სამუშაოდ ჩამოვედი, თან ბებიას და ბაბუას ვუვლი.
-ბავშვები გყავთ?
-კი, ორი გოგონა ოთხი წლის და ბიჭი ორის, ანდრო წავიდა მათ მოსაყვანად..
ადილასთან საუბარში ისე გადის მთელი დღე რომ ვერც ვამჩნევ, მისი და ანდროს ამბავი რომ მომიყვა ისეთი საოცარი ისტორია იყო, თვალზე ცრემლიც კი მომადგა...
-რა საოცარი ისტორია გაქვთ.
- დამიჯერე, ყველა ადამიანი იპოვის თავის წილ სიყვარულს ამ ქვეყნად. არავინ დარჩება უსიყვარულოდ, ზოგი მიხვდება რომ ის არის და ჩაკიდებს ხელს მაგრად არსად გაუშვებს, ზოგი კი პირიქით- ზურგს შეაქცევს და მისგან შორს გაიქცევა, რადგან ამ გრძნობის შეეშინდება, მერე როცა დაკარგავს მთელი ცხოვრება მარადიულ ძიებაშია გადაშვებული, ფიქრობს რომ მისთვის სიყვარული ვერ გაიმეტა ბედმა.
-მიხარია რომ ჩემი წილი სიყვარული ვიპოვე, იცი როგორც კი მათეს შევხვდი პირველივე წამიდან შემიყვარდა, ვიგრძენი ის იყო ვინც მჭირდებოდა. -ოთახში შევდივარ და გოგონებს ვურეკავ.
-აბა მაზლის ცოლო, თაფლობის თვით ტკბები?
-კიი, ძაან ბედნიერი ვარ.
-ჰა მილა, გაუპატიურება სცადე თუ დაგნებდა.
-სანდრა, შენ შენს თავში ნუ გერევი, მე თავიდანვე გავარკვიე ყველაფერი. -მათეს ხელს რომ ვგრძნობ წელზე სუნთქვა მეკვრის.
-აბა ახლა გოგონებო, ჩემს ცოლს ნუ არცხვენთ.
-ოოხ, მათეუს შენ რომ მარცხვენდი კაი იყო?
-შენ სულ აბაროტის აღებაზე რატო ფიქრობ რძალო?
-შანსი მაქ პატარავ და იმიტომ. -გოგოებს ვუთიშავ და მათესკენ ვტრიალდები ხელებს წელზე მხვევს და მკონის.
-მიყვარხარ.
-მეც.

-დღეს ლივიას ნათლობაა მათე ხომ გახსოვს?
-ვაიმე სანდრა ყოველდღე გვახსენებს როგორ შეიძლება დამავიწყდეს. -სანდრას და ტატოს პატარა სასწაული შეეძინათ, მართლა საოცრება იყო, ვერ ვხვდებოდით ვის უფრო გავდა დედას თუ მამას ამიტომ მათე იძახოდა ნათლიასავით საოცარი გოგონააო. ნათლობამდეც რამოდენიმე დღე თავს სუსტად ვგრძნობდი ამიტომ ექიმთან ვიყავი წინა დღით და ისეთი ამბავი გავიგე მათესგან დამალვა ძალიან მიჭირდა, მინდა მთელ სამყაროს გაეგო... რესტორნიდან ძალიან დაღლილი დავბრუნდი და მათეს ვთხოვე ჩაი მოემზადებინა ჩემთვის.
-ფეხები დაგსიებია. -თან მასაჟს მიკეთებდე და თან მაკვირდებოდა.
-წერილი თუ სიხარული?
-წერილში ჩადებული სიხარული. -მათე ისე მპასუხობს, ცოტა ვიბნევი კიდეც და იმასაც ვფიქრობ ჩემს ჩანთაში ხომ არ ჩაიხედა.
-რომელი?
-მარჯვენა. -წამწამს ვაცლი და მას ვუბრუნებ, ჩანთიდან კონვერტს ვიღებ და მათეს ვაწვდი... ინტერესით მაკვირდება.
-შენს სასარგებლოდ რომ მეთქვა?
-ეგრე არ გამოვიდოდა, ორივე მხარეს გქონდა წამწამი, მიდი გახსენი. -სანამ კონვერტს ხსნის ჩემი გულისცემის ხმა ისმის მთელს ოთახში, მათე ჯერ შეშდება, ცოტახანს უხმოდ აკვირდება ფოტოს, მერე ვხედავ როგორ უწყებს ხელები კანკალს, ჯერ თვალს ჩემს მუცელს უსწორებს და იღიმის, მერე ისტერიულ სიცილში გადასდის და მე მიყურებს, მეჩვენება რომ ცრემლმაც კი გაიბრწყინა მის თვალზე. ორივე ხელით მისკენ მქაჩავს და მუცელზე მეხუტება თან ხმადაბლა ბუტბუტებს.
-სამყაროში უბედნიერეს კაცად მაქციე, მადლობა იმისთვის რომ არსებობ, მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები... უფრო მეტად მეყვარები როცა ამ სასწაულს ხელში დავიჭერ შენ რომ მჩუქნი.

--------
ეძღვნება თამოს, გოგონას რომელიც ჩემი შთაგონების წყაროდ იქცა kissing_heart



№1 სტუმარი Daldinidaldoni

ძალიან ძალიან კარგია სასიამოვნო წასაკითხი და ლამაზი თავგადასავალი ... დადებითი ემოციით რომ გავსებს და შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ. .

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

Daldinidaldoni
ძალიან ძალიან კარგია სასიამოვნო წასაკითხი და ლამაზი თავგადასავალი ... დადებითი ემოციით რომ გავსებს და შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ. .

ძალიან დიდი მადლობა ❤ თქვენს კომენტარს ყოველთვის ველოდები და მაბედნიერებს ის რომ მოგეწონათ ❤

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

მაიკო გამიხარდა რომ დაგვიბრუნდა და თან ასეთი საყვარელი ისტორიით. დიდი მადლობა ამ ბედნიერი წუტებისთვის

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

Qeti qimucadze
მაიკო გამიხარდა რომ დაგვიბრუნდა და თან ასეთი საყვარელი ისტორიით. დიდი მადლობა ამ ბედნიერი წუტებისთვის

მადლობა თქვენ რომ სტიმულს მმატებთ წერისთვის ❤ მეც მიხარია რომ დავბრუნდი

 


№5  offline წევრი თ. ა.

მომწონს მე მათეს და მილას ისტორია. ძალიან საყვრელი და თბილი მსუბუქი ისტორიაა. სასიამოვნოდ იკითხება და იბეჭდება გონებაში.
მადლობა "თამო"-ს იმისთვის რომ შენი შთაგონების წყარო გახდა და დაგვიბრუნდი სიახლეებით.

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

თ. ა.
მომწონს მე მათეს და მილას ისტორია. ძალიან საყვრელი და თბილი მსუბუქი ისტორიაა. სასიამოვნოდ იკითხება და იბეჭდება გონებაში.
მადლობა "თამო"-ს იმისთვის რომ შენი შთაგონების წყარო გახდა და დაგვიბრუნდი სიახლეებით.

იმედი მაქვს კიდევ ბევრი სიახლე მექნება ამ წელს და აღარ მექნება შემოქმედებითი პაუზები ❤
მადლობა შენ რომ ჩემს ყველა ნაწერს აფასებ და მაძლევ ძალას უფრო და უფრო მეტი ვწერო ❤

 


№7 სტუმარი ხ.ა

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent