შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე (II ნაწილი) 5თავი


6-11-2021, 15:29
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 932

გეგამ საყვარელ ქალს სახეზე ჩამოყრილი თმები მხარს უკან გადაუწია და ყურსდაბლა აკოცა, ქეთიზე ისე საშინლად იმოქმედა საყვარელი მამაკაცის შეხებამ რომ რამოდენიმე წამის განმავლობაში დაიკარგა მოწოლილ გიჟურ ემოციებში და გაუაზრებლად დახუჭა თვალები
-ქეთი-სადღაც შორიდან ჩაესმა დაბნეულ და გარინდებულ ქალს საყვარელი მამაკაცის ჩავარდნილი ხმა. გააჟრჟოლა როცა კვლავ იგრძნო მისი ვნებიანი ტუჩების შეხება გახურებულ კანზე და მოულოდნელად თვალები გაახილა, მათი არეული მზერა ერთმანეთს შეეფეთა, გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ გეგას აჩქარებული სუნთქვის ხმა არღვევდა-მჭირდები-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა აღელვებულმა კაცმა ურეაქციო ქალს და სანამ ქეთი აზრზე მოვიდოდა ტუჩებზე დააცხრა, ვნებიანი, გიჟური და სიყვარულით გაჟღენთილი კოცნა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა
-გეგა-აღმოხდა აღელვებულ ქალს და სახეზე ნაზად შეახო თლილი თითები, შუბლი მის შუბლს მიაბჯინა და თავი დახარა-გთხოვ-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ხმა ჩაუწყდა რადგან ვეღარ უმკლავდებოდა მოწოლილ გიჟურ ემოციებს
-ჩშშ-გეგამ ტუჩებზე მიადო ცივი თითები და საფეთქელზე აკოცა -არაფერი თქვა-ჩურჩულით უთხრა და გულზე მიიკრო თითქმის ატირებული ქალი
-შენთან ყოფნა მეც მინდა-ხმა დაბალი ტონით უთხრა ქეთიმ როცა ერთმანეთს დაშორეს ცხელი სხეულები- მაგრამ ასე არ შემიძლია... ეს არასწორია
-ვიცი-გაუღიმა გეგამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო, სიგარეტს მშვიდად მოუკიდა და გააბოლა-მაგრამ მაინც არ მინდა შენი გაშვება- კარგა ხნის სიჩუმის მერე უთხრა და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა, ქეთი დაწვა გეგას დაჟინებულმა მზერამ ამიტომ თავი დახარა
-შენგან წასვლა არც მე მინდა მაგრამ...
-მესმის-უემოციო ტონით უთხრა კაცმა და მისკენ გადაიხარა სიგარეტის თითქმის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია და ოდნავ ათრთოლებული თითები ყბებზე ნაზად მოუჭირა დაბნეულ ქალს თავი თავისკენ მიატრიალებინა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში-დაელაპარაკე-მკაცრი ტონით უთხრა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ, თან სიგარეტიანი ხელი მის ოქროსფერ ტალღებს ნელა ჩააყოლა- ხომ იცი დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი? მითუმეტეს მაშინ როცა საქმე შენ გეხება!
-დაველაპარაკები და ყველაფერს ძალინ მალე დავასრულებ გპირდები-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ
-ნუ მაიძულებ რომ მე ჩავერიო!-ხმა გაიმკაცრა გეგამ და ტუჩის კუთხეში აკოცა
-ამაზე ფიქრიც არ გაბედო-აღელდა ქეთი
-ეგ უკვე შენზეა დამოკიდებულ-გამომწვევი ტონით უთხრა კაცმა და ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელი ნელა წაიღო ქეთის გაყინული სხეულისკენ და პერანგისქვეშ სწრაფად შეუცურა, ქალზე ისე საშინლად იმოქმედა ამ მოულოდნელმა და უეცარმა შეხებამ რომ ერთიანად გააჟრჟოლა, გეგას ირონიულად გაეცინა, მისმა ცივმა თითებმა კი უტიფრად განაგრძეს თარეში საყვარელი ქალის დაჭიმულ სხეულზე
-გეგა გთხოვ ასე ნუ იქცევი-აღელდა ქეთი და მისკენ მიიხედა
-შენზეც ისევე საშინლად ვმოქმედე მე, როგორც შენ ჩემზე-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა და მეორე ღერს მოუკიდა
-ჩემს სიყვარულში და გრძნობებში დასარწმუნებლად აუცილებლად უნდა შემეხო?-გაბრაზდა ნაწყენი ქეთი
-არ მოგწონს რომ გეხები?-მომღიმარი სახით მიიხედა მისკენ გეგამ
-მე გე არ მითქვამს
-შეხებაც მჭირდება! მაგრამ არა იმისთვის რომ დავრწმუნდე როგორ ძალიან გინდივარ შენც...-გაეცინა კაცს-ეგ ჩვენი შეხვედრის პირველი წამიდან ვიგრძენი
-ნუ სულელობ-ავარდა ქეთი
-აა ხო, დამავიწყდა შენ ხომ მაგ დროს ჯერ კიდევ შენი ვითომ ქმარი გიყვარდა-დამცინავი ტონით უთხრა კაცმა და სიგარეტის ჩამწვარი ღერი საფერფლეში მშვიდად ჩააჭყლიტა
-ხანდახან ძალიან გამაღიზიანებელი ხარ იცი?
-მე ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ, სიმართლესთან დაჯახება კი არავის უყვარს
-აუტანელი ხარ-მტკიცებითი ფირმით უთხრა ქეთიმ და მისკენ მიიხედა
-მაგრამ შენ მაინც სიგიჟემდე გიყვარვარ-გაეცინა კაცს
-ჰო ასეა-დაეთანხმა ქეთი და მის სიცილზე თავადაც გაეცინა. ისევ იგივეს გადატანა მოუწი როცე გეგა კვლავ მისკენ გადაიხარა და ცხვირის წვერით ყელზე შეეხო
-ასე რატომ იქცევი-დაიძაბა ქეთი
-უბრალოდ მინდა რომ შეგეხო და გიგრძნო სულ ესაა-ყურს უკან ჩასჩურჩულა გეგამ და ლავიწის ძვალზე მიაწება ცხელი ტუჩები
-წავიდეთ-მკაცრი ტონით უთხრა ქეთიმ მის ტკბილ და სურნელოვან კანზე მიწებებულ მამაკაცს
-პროფესიონალი ხარ ჩემი აბობოქრებული ვნებების დაცხრობაში მაგრამ როცა ჩემი ცოლი გახდები!- მუქარა ნარევი ტონით უთხრა კაცმა სახე ალეწილ ქალს და ქეთიმ უმალ ტუჩენზე თითები რომ მიაწება გასაჩუმებლად გიჟივით სიცილი აუტყდა -კარგი წავიდეთ-ოირველი წამოდგა ფეხზე და ხელი გაუწოდა ქალს, ქეთიმ მთრთოლარე თითები მის თითებში ახლართა და მაშინვე სხეულზე მიეწება, გაგამ თავზე აკოცა და მანქანისაკენ წაიყვანა.
შინ დაბრუნებული გეგა მოღუშული სახით მიაჩერდა გვანცას რომელსაც ერთ ხელში ღვინით სავსა ჭიქა ეჭირა მეორეში კი ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი
-მხოლოდ ეს ერთი-მუდარანარევი ხმით უთხრა გვანცამ თავზე წამომდგარ ძმას და სევდიანად გაუღიმა
-არა-გაბრაზდა გეგა და თითებიდან ააცალა სიგარეტის ნამწვი, საფერფლეში ჩააჭყლიტა და გვაცას მოპირდაპირე მხარეს უღონოდ ჩაეშვა სავარძელში-იცი? ვეღარ გცნობ
-უბრალოდ დალევა და მოწევა მომინდა მერე რააა- გაბრაზდა გვანცა
-მაინტერესებს ვინაა ის იღბლიანი ვინც შენში ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა დას და თვალები დააწვრილა
-არ შეიძლება უმიზეზოდ და უმიზნოდ რომ მომინდეს მოწევა ან დალევა შენსავით?!-წამოენთო გვანცა და სისხლისფერი ღვინო მოსვა სავსე ჭიქიდან
-მე არასროს არაფერს ვაკეთებ უმიზნოდ და შენ ეს კარგად იცი! ჩემი მოწევას და დალევის მიზეზს კი სახელი ქავს და მას ქეთი ჰქვია-გაეცინა კაცს და ღვინის ნახევრად დაცლილ ბოთლს ხელი წამოავლო, ჯერ გვანცას დაუსხა შემდეგ თავადაც შეივსო სასმლით ჭიქა და მოიყუდა
-ჰო მართლა... გაამართლა ჩემმა გეგმამ?-ინტერესით ჰკითხა გვანცამ ძმას და გაუღიმა
-რატომ ხარ დარწმუნებული რომ შენს სულელურ გეგმას უეჭველი სისრულეში მოვიყვანდი?-ვითომ გაბრაზდა გეგა
-იმიტომ რომ კარგად გიცნობ და ვიცი რა იდიოტიც ხარ-აკისკისდა გვანცა- მითუმეტეს როცა საქმე ქეთის ეხება საერთოდ თავს კარგავ ხოლმე
-მცეთაში წავიყვანე-გამოუტუდა გეგა და მეორედ შეივსო ჭიქა
-ესე იგი ილაპარაკეთ-კმაყოფილი ტონით უთხრა გვანცამ -განქორწინებაზე რამე გითხრა? ელაპარაკა თავის ქმარს ამ საკითხზე?
-ნაწილობრივ... ასე მითხრა-ბრაზნარევი ტონით უთხრა გეგამ დას და მეორე ჭიქა ჩაცალა
-მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ანი გამო ვერ დგამს ქეთი გადამწყვეტ ნაბიჯებს
-ჰო მეც ასე მგონია-მოიღუშა გეგა- ის პატარა ჭირვეული ქალბატონი ვიქრობს რომ დედას ვართმევ და სწორედ ამიტომ უჭედავს ქეთის ასე ძალიან- ცინიკური ტონით თქვა კაცმა და მესამედ შეივსო ჭიქა წითელი ღვინით
-რომ დალაპარაკო?
-ვის ანის?-შეცხადა გეგამ -მაქსიმუმ გამარჯობის თქმა მოვასწრო მისთვის -გაეცინა გეგას -ქეთიზე უხასითო და ჭირვეულია... მამიკოს გოგოა და შესაბამისად მე მტრად აღმიქვამს მამა-შვილი, იმის გააზრება არცერსთს არ უნდა რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მეტწილად ირაკლია და არა მე
-მე შენს ადგილას განზე არ გავდგებოდი და ქეთის მარტო არ დავტოვებდი ამდენი პრობლემის წინაშე!
-ჩარევის უფლებას არ მაძლევს
-შენებურად იმოქმედე-ეშმაკურად გაუღიმა გვანცამ ძმას დ აფეხზე წამოდგა
-რას გულისხმობ?-თვალები დააწვრილა კაცმა და ინტერესით ახედა თავზე წამომდგარ მომღიმარ ქალს
-იმას რომ ისე მოიქეცი როგორც აქამდე იქცეოდი, ქეთის ყველა სურვილი რომ გაგეთვალისწინებინა ახლა ის ისევ თავის ქმართან იცხოვრებდა ვითომ ბედნიერი, შენ კი აქ ჩემთან ერთად სასმელში ჩაიხრჩობდი თავს-კისკისით უთხრა და მჟავე სითხე ერთი მოყუდებით ჩაცალა, ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო და ოთახში შეიკეტა.
ანი მთელი დღე რაღაც უსიამო შეგრძნება ჰქონდა სამსახურში, რაღაც საშინელების მოლოდინში იყო მისი დაჭიმული სხეული, რის გამოც ვერეფერზე ვერ ახერხებდა კონცენტრაციას სამსახურში და შესაბამისად რამდენიმე საყვადურიც მიიღო უფროსისგან, ამიტომ სამუშაო საათების დასრულებას სულმოუთქმლად ელოდა და როგორც კი გათავისუფლდა მაშინვე ძალიან გაბრაზებულმა, გაღიზიანებულმა და აღელვებულმა დატოვა შენობა, ისე იყო დაბნეული რომ დაავიწყდა დილით მანქანა სად გააჩერა და თვალი მოავლო პარკინგს, როგორც კი თვალი ჰკიდა თავის წითელ მინი კუპერს მისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით
-ანი-ზურგს უკნიდან მოემა საკუთარი სახელი მკვეთრად და მკაფიოდ როს გამოც ადგილზე გაშეშდა, ხმა არ ეცნო, წარმოდგნე არ ჰქონდა ვისმა მბრძანებლურმა ხმამ გააჩერა და გაყინა მაგრამ გუმანით მიხვდა ვინც შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი და მისკენ ნელა მიტრიალდა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და რამდენიმე წამის განმავლობაში ისე დაიძაბა ორივე, რომ კარგა ხანს ვერცერთმა ვერ შეძლო ხმის ამოღება -ანი... შეიძლება რომ ვილაპარაკოთ?- მშვიდი, უემოციო ტონით ჰკითხა გეგამ და თვალი აარიდა მის ზიზღით სავსე მზერას
-შენთან-დაიწყო ანიმ მკაცრი ტონით მაგრამ გაჩუმდა, ღრმად ჩაისუნთქა თებერვლის, ცივი სუსხიანი ჰაერი და ნაძალადევი ზრდილობით განაგრძო- თქვენთან საუბარი არ მინდა
-სულ რამდენიმე წუთით-არ დანებდა გეგა გოგონას სიძულვილს
-არ მინდა-გაჯიუტდა ანი და მიტრიალდა მაგრამ გეგას ხმამ ადგილზე გაყინა
-ვიცი რომ ყველაფერში მე მადანაშაულებ-დაიწყო გეგამ ყოყმანით -მაგრამ მე ყველაზე უდანაშაულო ვარ მოცემულ სიტუაციაში დამიჯერე
-თავის მართლებას ცდილობ!თ?-ავარდა ანი და მისკენ მიტრიალდა თან ცინიკურად გაეცინა
-შენი აზრით სიყვარული დანაშაულია რომლის გამოც ადამიანმა თავი უნდა იმართლოს?
-თუ ამით სხვას ტკენ კი!
-ქეთის ტკივილს მხოლოდ შენ და მამაშენი აყენებთ და არა მე, ჩემი გიჟური სიყვარულით!-მშვიდი ტონით უთხრა გეგამ და მზერა გაისწორა გოგონას არეულ თვალებს
-სანამ შენ ჩვენს... უფრო სწორად ქეთის ცხოვრებაში გამოჩნდებოდი და შენი ავადმყოფური სიყვარულით მოწამლავდი მის გონებას ყველაფერი კარგად იყო ჩვენ ცხოვრებაში... ჩვენ ყველა... ძალიან ბედნიერები ვიყავით! შენ დაბრუნდი ქეთის ცხოვრებაში და ყველაფერი ის დაანგრიე რისიც მწამდა და მჯეროდა მთელი ცხოვრება-ასლუკუნდა ანი
-იმიტომ რომ თქვენი ოჯახი ყალბ გრძნობებზე იყო ნაშენები...
-უფლება არ გქონდა, არ გქონდა ყველაფერი ის დაგენგრია რაც ჩემმა მშობლებმა 25 წლის მანძილზე ააშენეს
-ყალბ გრძნობებზე ააშენეს ყველაფერი, სწორედ ამიტომ დაინგრა ასე მარტივად მათი ოჯახი და არა იმიტომ რომ მე ქეთის დაბრუნება მოვინდომე
-ქეთი ძალიან გიყვარს?-მშვიდი ტონით ჰკითხა ანიმ, გეგამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია- მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლი ხომ ასეა?-გეგამ ისევ თავი დაუქნია -მამაჩემსაც უყვარს გესმის? ძალიან უყვარს...
-ვიცი-უემოციო ტონით უთხრა კაცმა -მაგრამ ქეთის არ უყვარს, არც არასდროს ჰყვარებია ირაკლი... მთელი 25 წელი თავს იტყუებდა რომ ქმარი უყვარდა მაგრამ რეალურად არასდროს ჰყვარებია ის...
-უყვარდა!
-უყვარდა მაგრამ სხვანაირად... თავისებურად... სხვადასხვა მიზეზების გამო...
-ჩემგან რა გინდათ-გაბრაზდა ანი -აქ რატომ მოხვედით-ავარდა ანი
-მინდა რომ დედაშენს ბედნიერების უფლება მისცე რადგან მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხართ შენ და თორნიკე... ის ბედნიერი ვერასდროს იქნება თუ შენ ზურგს შეაქცევ მხოლოდ იმიტომ რომ მან თავს სიყვარულის უფლება მისცა
-დედაჩემს ზურგს არასდროს ვაქცევ და მან ეს კარგად იცის-გაბრაზდა ანი-მაგრამ არ შემიძლია რომ გავუგო და ამ ყველაფერს უემოციოთ ვუყურო მაშინ როცა მამაჩემი ცხოვრებას სასმლით ინადგურებს თქვენს გამო
-ისევ ჩვენ გვადანაშაულებ-დანანებით უთხრა გეგამ-არადა მე საერთოდ არ ვარ დამნაშავე იმაში რომ ქეთიმ მთელი 25 წლის მანძილზე მამაშენის შეყბარება ვერ შეძლო, ვერ დამივიწყდა და მათი ყალბი ოჯახი ერთი სულის შებერვაზე დაინგრა... იცი? ვერ ვხდები რატომ გინდა რომ დედაშენი დაიტანჯოს და მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ კაცთან გაატაროს რომელიც არ უყვარს და რეალურად არც არასდროს ჰყვარებია მხოლოდ იმიტომ, რომ მამაშენს თავის მოტყუება და ყალბ გრძნობებში ცხოვრება
-მე არ მინდა რომ დედა დაიტანჯოს-ატირდა ანი და მაშინვე სახეზე აიფარა აკანკალებული ხელები- მაგრამ არც ის მინდა რომ მამა დაიტანჯოს-უცბათ თავი ასწია და სახეში ჩააცქერდა მიახლოებულ კაცს-ჩემი რატომ არავის გესმით?-ხმა დაბალი ტონით ჰკითხა და თავი დახარა
-გთხოვ დამშვიდდი-აღელდა გეგა და მკლავზე ოდნავ მოუჭირა ხელი თანაგრძნობის ნიშნად -შენი აღელვება არ მინდოდა მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში-ოდნავ წამოზრდილ მუცელზე მოუთითა რომელიც იმ წამს შენიშნა ფუმფულა დუტის გახსნილი ელვა შესაკრავის ქვეშ და ძალიან ინანა იმის გამო რომ ანისთან მოვიდა ასეთ მდგომარეობაში სალაპარაკოდ, რის გამოც თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა-მხოლოდ ლაპარაკი მინდოდა ქეთიზე რადგან ძალიან იტანჯება ამ ყველაფერის გამო
-მეც ვიტანჯები...-ასლუკუნდა ანი
-ვიცი რომ ჩვენ ეს მდგომარეობა ყველას ტკივილს გაყენებთ მაგრამ-გეგა გაჩუმდა სწორად სათქმელ სიტყვებს ეძებდა რომ ანი უარესად არ აენერვიულებიმა- ყველაზე მეტად მაინც ქეთი იტანჯება, მაგრამ ჩემს გამო არა! თქვენს გამო რადგან არავინ არ ცდილობთ რომ სულ ოდნავ მაინც გაგვიგოთ... თორნიკე განზე გადგა მაგრამ რეალურად ვიცი რომ არც მას ესმის ჩვენი
-მე-აღელდა ანი და წონასწორობა დაკარგული გეგას ძლიერ მკლავს დაებღაუჭა გაუაზრებლად
-ანი -გეგამ მაშინვე გულზე მიიკრო მისავათებული გოგონა რომ არ წაქცეულიყო
-კარგად ვარ-ხმა დაბალი ტონით უთხრა ანიმ როცა ძალა მოიკრიბა და სწრაფად უკან დაიხია
-არა კარგად არ ხარ-მოიღუშა გეგა-საავადმყოფოში წავიდეთ
-არა, არ მინდა, კარგად ვარ მართლა -უცნაური მზერით ახედა ანიმ დაძაბულ კაცს და მანქანისაკენ წავიდა
-საჭესთან მე დავჯდები-წინ გადაეღობა გეგა და ხელი გაუწოდა
-თქვენი დახმარება არ მჭიტდება მართლა კარგად ვარ
-მარტოს ვერ გაგიშვებ-მკაცრი ტონით უთხრა გეგამ და როცა ანიმ მანქანის გასაღები გაუწოდა საჭეს მიუჯდა.
ანი ძალიან გაბრაზდა როცა გეგამ სახლში მიყვანის ნაცვლად საავადმყოფოში მიიყვანა
-ხომ გითხარით რომ კარგად ვარ-აბუზღუნდა ანი
-არა არ ხარ! სახეზე ფერი არ გადევს, თან მეც განერვიულე და
-ასე მემართება ხოლმე, ნუ ღელავთ თქვენი და დედას ბრალი არაა-სევდიანად გაუღიმა ანიმ და მუცელს დააცქერდა
-მაპატიე, არ ვიცოდი რომ ორსულად იყავი-დანანებით უთხრა გეგამ და როგორც კი დიდი მინის მიღმა ირაკლის მანქანა შენიშნა საიდანაც დამფრთხალი ქეთი და ირაკლი გადმოვიდნენ ანის შეხედა რაღაც არაამქცეყნიური ტკივილით სავსე მზერით შემდეგ თავი დახარა და უაკანა გასასვლელით დატოვა საავადმოყოფოს შენობა, ამ დროს პირველად ეტკინა ანის ქეთი და გეგა.
თითქმის ორ დღიანი დასრულებელი სმის და ქეიფის შემდეგ დაღლილმა, დაქანცულმა და თავატკიებულმა რეზიმ როგორც იქნა გამთენიისას გაახილა დამძიმებული ქუთუთოები და თვალი მოატარა ცარიელ ოთახს, საწოლზე წამოჯდა და ადგომა დააპირა მაგრამ ვერ შეძლო, თავის ტკივილმა ლამის გააგიჟა, რის გამოც ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა, კარგა ხანს იწვა ასე გარინდებული და წერტილზე მიშტერებული... ვერაფერს გრძნობდა საერთოდ ვერაფერს, ცარიელი იყო, სულ მთლად ცერიელი, მისი სული, გული, გონება და სხეული...თან იმდენად ცარიელი რომ ეს სიცარიელე უკვე ტკივილს აყენებდა, მაგრამ არ შეეძლო არფრის გაკეთება არ შეეძლო რამის გამოსასწორებლად, რადგან მისი ერთადერთი ვაჟი რომელიც ახლა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მის უსახურ ცხოვრებაში მიახლოების უფლებასაც კი არ აძლევდა არა თუ დალაპარეკების, მისგან მხოლოდ უზომო ზიზღს და სიძულვილს გრძნობდ აგამუდმებით რაც კიდევ უფრო მეტად ამახინჯებდა რეზის სულს.
თორნიკეზე ფიქრმა კიდევ უფრო მეტად მოიწამლა გონება, ამიტომ თავატკიებული ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, მინერალური წყალი დალია და როცა ცოტა აზრზე მოვიდა საძინელელში დაბრუნდა და პერანგის ღილები შეიხსნა გამოსაცვლელად, უემოციო მზერით დახედა მაჯაზე გვანცასმიერ დაწერილ უკვე ნახევრად წაშლილი ციფრების კომბინაციას, პერანგი გაიხადა, საწოლზე მოაგდო და ახალი ჩაიცვა თან ისე რომ ერთხელ კიდევ შეავლო უინტერესოდ თვალი მაჯაზე თითქმის წაშლილ ტელეფონის ნომერს და სახლიდან ისე გავიდა რომ გვანცაზე ფიქრი გონებიდან ნომერთან ერთად ნელ-ნელა და მარტივად წაშალა



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო სიტყვებიარ მყოფნია ისეთი ემოციური იყო.ძალიან მომეწონა გეგას და ანის დიალოგი აი ამას ქვია ნამდვილი ქალის მიმართ სიყვარული იმის მიუხედაცად რო ვიცი რა მტკივნეული იქნებოდა გეგასთვის და არც ისე ადვილი მისვლა იმ ქალის შვილთან რომელიც გოყვარს და დალაპარაკება ბევრი ამას არ გაბედავდა ყუჩაღ ანას რაც შეეხება მისიც მესმის და მგონი რო გეგას გა ქეთის გაუფებს და კარგი ურთიერთობაც ექნება მასთან.რაც შეეხება რეზის მესმის მისიც ძალიან ძნელია ისე იცხოვრო როგორც ის ცხოვრობს და იმიტომაა რო სასმელში პოულობს სიმშვიდეს.❤❤❤ველიდები შემდეგს

 


№2 სტუმარი ნი-კე

ორი თავი გეგას და ქეთის მიეძღვნა..კარგია მაგრამ პატარა..დანარჩენებზეც გვითხარით რამე ნუ გვიჩაგრავ????????????????ცოტა დიდი თავები და ცოტა მალე რაა????????????

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ნი-კე
ორი თავი გეგას და ქეთის მიეძღვნა..კარგია მაგრამ პატარა..დანარჩენებზეც გვითხარით რამე ნუ გვიჩაგრავ????????????????ცოტა დიდი თავები და ცოტა მალე რაა????????????

ძალიან ვეცდები რომ დრო სხვა პერსონაჟებისთვისაც გამოვნახო ❤❤❤❤❤ვიცი რომ სხვების ისტორიაც გაინტერესებთ მკითხველს ❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

ერთ დღეში ორი თავიი? ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, მართლა რომ თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს :დ სიმართლეს ვიტყვი და გეგას და ანის საუბრისას, საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება გეგას ტონისთვის და საუბრის მანერისთვის ნენეს კომენტარის წაკუთხვამდე. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, ანის გაგლეჯვის სურვილი იყო. მაინც მაღიზიანებს და რა ვქნა. მადლობა უთხრას თავის ჯერ არდაბადებულ შვილს, რამე ცუდს რომ არ ,,ვუჩალიჩებ" შენთან! იმაზე არაფერს ვამბობ, ისედაც იცი ჩემი დამოკიდებულება. გიორგიმაც გამაღიზიანა, მიუხედავად იმისა რომ არ გამოჩენილა. გიორგიზე ვაჩე გამახსენდა, ვაჩეზე სოფი, სოფიზე უტვინო მარიანა და უტვინო მარიანაზე იდიოტი თორნიკე. როდის იქნება რომ არ იქნებიან ერთ თავში მაინც, ხსენებაც კი. მოკლედ კარგი თავი იყო, მომეწონა და რახან დავფიქრდი, გეგას საუბარი აღარ მომწონს ანისთან, თუნდაც იმიტომ რომ ასე ელოლიავა. არ უხდება მაგ უტვინო და ენაჭარტალა გოგოს მაგდენი თავზე ხელის სმა, ბოლო-ბოლო მამიკოს გოგოა და კარგი იქნება გეგა მეორედ ,,ქალბატონით" თუ არ მოუხსრნიებს, თუნდაც - ,,ჭურვეულთან" ერთად.

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

კიი, ზუსტად. ვერ ვიტან მაგ კაპარჩხანა გოგოს და მომკალი.

 


№6 სტუმარი nuccca_

თორნიკეს და მარიანას რა ბედი ეწიათ მაინც ვერ მივხვდი:) აღარ აპირებ მაგათზე წერას? ძალიან მიყვარდნენ და მთელი ისტორია ქეთის და გეგას მიეძღვნა:(

 


№7 სტუმარი სტუმარი nazi

ესეც მომეწონა გეგას და ანის საუბარი თბილი იყო თორნიკე და მარიანა დამაკლდნენ მაინტერესებს რა მოხდება ❤❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი გვანცა

auucota meti tornike da mariana gtxooov titqmis sul gegazeda qetizeaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent