ბზარი აბჯარში ( 1 )
- სიმართლე რომ გითხრათ ჯერ არ ვაპირებდი დადებას, დადებას კი არა დაწერასაც არ ვაპირებდი ჯერ, საქმეები მქონდა მოსაგვარებელი, მერე თავიდან რამდენიმე თავის დაწერა მაინც მინდოდა რომ კვირაში ორის ნაცვლად სამი ან ოთხი თავი მაინც გამოსულიყო, მაგრამ მაინც შემომეწერა და ვერ მოვითმინე რომ არ დამედო :) ძალიან გამახარებთ თუკი დააფიქსირებთ მოგწონთ თუ არა - ზაფხულია ცხელა ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს, -ვღიღინებ საკმაოდ ფართო და კომფორტულად მოწყობილ აივანზე მდარ სავარძელში მჯდარი, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ვწრუპავ ცივ ყავას და ნეტარებისგან ჩემი კარის მეზობელი ნაზიკოსავით ვკვნესი, არ იფიქროთ ახლა საიდან იცის როგორ კვნესის ნაზიკოო, ამ ახალი შენობების ამბავი ხომ იცით, სულ ზეპირად ვიცი ნაზიკოს განრიგი, როდის მიდის ქმარი, როდის მოდის საყვარელი, ის კი არადა უკვე ოხვრის და კედელზე საწოლის ბიძგების მიხედვით ვხვდები რომელთან ერთად ნებივრობს. - ახლა თუ ღმერთი გწამთ მანიაკი ან ცხოვრებაზე იმის გამო დაბოღმილი ადამიანი არ გეგონოთ რომ ნაზიკოს ორი კაცი ჰყავს და მე კიდევ მხოლოდ ორი კატა, უბრალოდ ერთი მარტოხელა, დედისერთა, ოცდაერთი წლის მესამეკურსელი სტუდენტი ვარ, რომელსაც მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს და მხოლოდ იმდენი ფულის გამოგზავნას თუ ახერხებენ რომ ბინის და სწავლის ქირის გადასახდელად ეყოს, ასე რომ შუა ზაფხულში ჩემს მოცუცქნულ ერთოთახიან ბინაში გამოკეტილი ვცდილობ ზაფხული როგორმე გადავაგორო და ზღვაზე ოცნების უფლებასაც კი ვერ ვაძლევ თავს, ჩემი დანაზოგი და ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში იმის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს რომ თუნდაც ერთკვირიან დასვენებაზე ვიფიქრო, ჩემმა გოგონებმაც უდროო დროს მოიფიქრეს დასასვენებლად წასვლა და დამტოვეს ასე მარტოდმარო. - არსაიდამ ხმა, არსით ძახილი! -ვჩურჩულებ, თვალებს ვხუჭავ და საერთოდ არ მაინტერესებს რომ უკვე საკმაოდ მოძლიერებულმა და გათავხედებულმა ნიავმა ჩემი სიფრიფანა, თითქმის თეძომდე ჩახსნილი სარაფანი ააფრიალა, მაგიდაზე შეწყობილი ფეხებიდან ჩამომიცურა და მთელი ავლადიდება გამომიმზეურა, - გაგიჟდი გოგო? ვერ ხედავ კაცი რა დღეშია ლამისაა ნერწყვებმა დაახრჩოს, -თეკოს ხმის გაგონებისას იმხელაზე შევხტი, კინაღამ მთელი ყავა ზედ გადავისხი, მოჭუტული თვალებით ავხედე თავზე წამომდგარ დაქალს, მერე კი საკმაოდ ახლოს მდგარი კორპუსის აივნიდან მომზირალ, წელზემოთ გახდილ ვაჟას გავხედე, რომელიც ჩემს შიშველ ფეხებს თვალს არ აშორებდა, გრძელი წაბლისფერი თმა ნელი სექსუალური მოძრაობით გადავიყარე ზურგს უკან, გულისპირზე რამდენიმე ღილი შევიხსენი და კაბის ისედაც მოღეღილი სამხრე უფრო მეტად გადავაცურე გვერდით, აშკარად დავინახე როგორ დაქაჩა ისედაც დაქაჩული თვალები და მოწოლილი ხველა რომ ვეღარ შეიკავა, სახლში შევარდა და მთელი ძალით მოიჯახუნა კარი, - შენ მართლა მაგარი გიჟი ხარ, თეკომ გულიანად გადაიხარხარა და ჩემს გვერდით სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, -კი მაგრამ რას ერჩოდი იმ საცოდავს? - უარესის ღირსია, ტვინი არ აქვს თავში ამხელა კაცს, ცოლი ყავს, ორი ანგელოზივით შვილი და მაინც მე დამდევს კუდში ეგ უბედური, ვაჟა კი არა შენ ის მითხარი აქ რა გინდა? - შემოგიარე, კარი ღია იყო და... - მაგას არ გეკითხები, ახლა ბათუმში არ უნდა იყო? გუშინ საღამოს ხომ წახვედი? -შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე, ამოიოხრა, თვალი ამარიდა და სივრცეს გახედა, არ ჰგავდა ეს ყოველთვის მხიარული და ლაღი თეკოს საქციელს, წამოვიწიე და ხელი მუხლზე დავადე, - შემომხედე, რა გჭირს, რა პრობლემა გაქვს? ხომ იცი ყველაფერში შეგიძლია მენდო, - ეგ რომ ვიცი მიტომ ვარ შენთან მიაკო, -ნაძალადევად გამიღიმა და ღრმად ამოისუნთქა, კარგად ვხვდებოდი როგორ უჭირდა საუბრის დაწყება, - ხომ იცი მამაჩემი როგორია, გუშინ სანამ წავიდოდი გათიშული მთვრალი მოვიდა სახლში, მარკეტში ვიყავი გასული, სახლში რომ მივედი დედაჩემი უკვე ისე ჰყავდა ნაცემი ფეხზე ვეღარ დგებოდა, იწვა იატაკზე და ის ცხოველი წიხლებს ურტყავდა, ძლივს მოვაშორე, აღარ ვიცი რა გავაკეთო მია, ათასჯერ ვთხოვე რომ ეჩივლა და გაშორებოდა იმ არაკაცს, არ შვება, არც მარტო გადასვლაზე მთანხმდება, ვიცი რომ დედაჩემზე ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ ნამდვილი მაზოხისტია, -გაჩუმდა და მუჭით მოიწმინდა ცრემლი, - ახლა სად არის დედაშენი, როგორ არის? -ვატყობდი როგორ მითრთოდა ხმა, ჩემთვის იმდენად უცხო იყო ასეთი რამ... ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა ცემოს ქმარმა ცოლი, და ცოლმა როგორ უნდა აიტანოს ეს ყველაფერი, მართალია დედაჩემს და მამაჩემს იდეალური ურთიერთობა არ ჰქონიათ და მათ ცხოვრებაშიც იყო ცუდი მომენტები მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის პატივისცემით ექცეოდნენ, - ახლა დეიდაჩემთან რჩება, -ფიქრებიდან თეკოს მისუსტებულმა ხმამ გამომარკვია, -ვიცი რომ როგორც კი გამოკეთდება ისევ დაბრუნდება სახლში, ამ ყველაფრის ატანა აღარ შემიძლია და აღარც მინდა, უნდა წამოვიდე იმ დაწყევლილი სახლიდან, - ჩემთან იცხოვრე, -არც დავფიქრებულვარ ისე შევთავაზე, -მართალია აქ ერთადერთი საძინებელია მაგრამ საწოლი საკმაოდ ფართოა და ორივეს გვეყოფა, - მართლა? -სახე გაუბრწყინდა, -შეგვიძლია ხარჯები და ქირა გავინაწილოთ, -ისე უცბად დამთანხმდა მივხვდი აშკარად ნაფიქრი ჰქონდა ამ ყველაფერზე, - ახლავე ხარჯებზე და ქირაზე ნუ იფიქრებ, წყნარად, მშვიდად ჩაალაგე ბარგი და გადმოდი, დანარჩენ ყველაფერს მივხედავთ ნელ-ნელა, -ვუთხარი და ცრემლჩამდგარ თაფლისფერ თვალებში მივაჩერდი, უეცრად წამოხტა, კალთაში ჩამიჯდა, მომეხვია, თავი მხარზე დამადო და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა. * * * ერთი კვირის შემდეგ პარიზიდან დაბრუნებული მაგდა ქარიშხალივით დაგვაცხრა თავს, ორი უზარმაზარი ჩემოდანი მისაღებში შემოარიხინა, ფარფლებიანი ქუდი პირდაპირ იატაკზე მოისროლა, მოკლედ შეჭრილი ქერა თმა ნერვიულად ჩამოისწორა გრძელი თითებით და სავარძელში ჩაეშვა, - მიაკო დღეიდან შენთან ვრჩები, -გამოაცხადა და შრეკის კატის თვალებით ამომხედა ქვემოდან, - მე საძინებელში ჩემს ადგილს არ დაგითმობ, -თეკოს აშკარად ეტყობოდა რომ პოზიციის დათმობას არ აპირებდა, გამხდარი ფეხები დივანზე აიკეცა და გრძელი წამწამები ააფახულა, - შენ რაღა დაგემართა, შენი ბინა ხომ გაქვს, -ძლივს ამოვილუღლუღე ამ მოულოდნელი შემოტევით დაბნეულმა და ისე მოვსვი ყავა საერთოდ არ გამხსენებია მდუღარე რომ იყო, სანამ მე ჩემი დამდუღრული სასის გაგრილებას ვცდილობდი, მაგდა ჩვენთვის ჩამოტანილ საჩუქრებს ალაგებდა ჩემოდნიდან და თან შეუსვენებლად ლაქლაქებდა, - მამაჩემის ბიზნესპარტნიორი ხომ იცით მამუკა ჯანელიძე, აი ის დიდი, ღიპიანი კაცი გასულ წელს ჩემს დაბადების დღეზეც რომ იყო, ჰოდა მისი შვილი ბექა ჩამოვიდა გერმანიიდან, იქ ცხოვრობს წლებია და ახლა იცით რისთვის ჩამობრძანებულა? თურმე ნუ იტყვით და სანამ მე პარიზში ვერთობოდი, ჩვენს ოჯახებს ჩვენი ნიშნობა დაუგეგმავთ, - ნიშნობა? რა ნიშნობა როდის? -მე და თეკო ერთმანეთს არ ვაცლიდით კითხვების დასმას, - როდის და დღეს, საღამოს რვა საათზე უნდა ყოფილიყო, -საათს დახედა და გაეღიმა, -სულ რაღაც ერთი საათით გამოვასწარი, ხომ იცით რომ გუშინ საღამოს ჩამოვედი, არც აეროპორტში დამხვედრიან, სახლში მისულსაც კი არავინ დამხვდა, სად ეცალათ ჩემთვის, ჩემს ზურგს უკან გეგმავდნენ ჩემს ცხოვრებას თურმე, დღეს დილით დედაჩემი დამადგა თავზე საძინებელში და იმის მაგივრად რომ ჩამხუტებოდა და მოვეკითხე, გამომიცხადა რომ დღეს ნიშნობა მაქვს და ერთ თვეში ქორწილი, რის შემდეგაც მე და ბექა გერმანიაში მივდივართ, - შენ რა უთხარი? -შევეკითხე და მის ჩემოდნებს რომ მოვავლე თვალი მივხვდი თუ რაოდენ უაზრო იყო ჩემი კითხვა, - რომ გავაპროტესტე მითხრა რომ ჩვენი ქორწინება მამაჩემის ბიზნესს ჭირდება და თუ უარს ვიტყვი დამსჯიან, საკრედიტო ბარათებს გამიუქმებენ, ბინას გამიყიდიან, სწავლის ფულს აღარ გადამიხდიან და ბლა ბლა ბლა ... - მერე? - რა მერე? როგორ მიცნობთ? ასეთი მუქარის გამო გავყვები ცოლად იმ მანიაკ რობოტს? - რაა? რა მანიაკი რას ამბობ, -თეკომ გულიანად გადაიკისკისა, -ფოტოები მაინც არ გინახავს მისი? უსიმპათიურესია, გოგოები გიჟდებიან ბექაზე, ინსტაგრამზე ორ მილიონზე მეტი გამომწერი ყავს, - ჰოდა თუ ასე კარგია შენ გყავდეს, გარეგნობა მატყუარაა იცოდე, ერთი უგულო იდიოტია, ჩვენი დამხმარე რომ არის თამარა დეიდა ხომ იცი, იცით რა მომიყვა? ჩვენთან ყოფილან სტუმრად და მამამისს ჩემი ფოტოები უჩვენებია, ერთი შეუხედავს და გამოდგებაო უთქვამს, წარმოგიდგენიათ? -გაცოფებული მაგდა ფეხზე წამოხტა, კისერი ამაყად მოიღერა, მარცხენა ხელით დოინჯი შემოიდგა და მარჯვენა ხელი უზადო სხეულზე ჩაიტარა, -ჩემზე გამოდგებაო თქვა, თითქოს რაღაც ნივთი ვიყო, რომელსაც ინტერვიუების და წვეულებების დროს გამოიყენებს, ჰოდა სახლიდან გავიდნენ თუ არა ბარგი ჩავალაგე, მთელი ჩემი დანაზოგი წამოვიღე და წამოვედი, იმედია მანამდე მეყოფა სანამ სამსახურს ვიშოვი. - შენ და დანაზოგი? -თეკომ გაკვირვებით ასწია წარბი, - იცით არა როგორი მფლანგველიც ვარ? ბევრი ვერაფერი, სულ რაღაც ათიათასი დოლარი მქონდა ნაღდ ფულად შენახული, ცოტა ეკონომია და ვიმყოფინებ როგორმე ცოტა ხანი, მერე გამოჩნდება რაღაც, -ცოტა ხანს შეიცადა და რომ მიხვდა რომ გაოცებისგან პირდაღებულები არაფრის მთქმელები არ ვიყავით, ამოიხვნეშა და დაჯდა, მე და თეკო ერთხანს კიდევ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებდაქაჩულები და ბოლოს რომ მივხვდი რომ ასე შეიძლებოდა გამეფრინა, ფეხზე წამოვხტი და ომახიანად შემოვძახე, - ადექით, ჩაიცვით, მივდივართ, - სად მივდივართ? -პატარა საყვარელი სპლიყვებივით შემომხედეს და წამოდგნენ? - აბა თუ მიხვდებით ასეთ მშვენიერ საღამოს სად შეიძლება წავიდეს სამი ზრდასრული და ზომიერად ფერხორციანი პატიოსანი გოგონა? - ბარში დასალევად, -ერთხმად შესძახეს და ტაში შემოკრეს, - ხანდახან ტყუპები მგონიხართ ხოლმე, -ვუთხარი და ორივე შემფასებლურად შევათვალიერე, არადა ფიზიკურად არაფრით არ გავდნენ ერთმანეთს, მაგდა საშუალოზე მაღალი იყო, გამხდარი, მოკლე ქერა თმით და დახვეწილი ნაკვთებით, თეკო საშუალო სიმაღლის, წელამდე წითური თმით, პატარა პაჭუა ცხვირით და საყვარელი ჭორფლებით მისი სრული ანტიპოდი იყო, აი მე კი როგორც ამბობდნენ ძალიან ლამაზი და სახიფათოდ სექსუალური ვიყავი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არასოდეს მქონია, ის კი არადა სკოლის პერიოდში იმდენად ვიყავი დაკომპლექსებული საკუთარი გარეგნობის გამო, გამოსაშვებ საღამოზეც კი არ წავსულვარ, მაგრამ შემდეგ როცა უნივერსიტეტში პირველ კურსზე თეკოს და მაგდას დავუმეგობრდი, შედარებით კომუნიკაბელური და თავისუფალი გამხადეს, ჩემს კონსერვატიულ ჩაცმის სტილზეც მოახდინეს გავლენა და პირველმა კომპლიმენტებმაც არ დააყოვნა, თავდაჯერებული გავხდი, დავიხვეწე, გავთამამდი და მამაკაცების აღფრთოვანებულ მზერასაც შევეჩვიე ჩემი დანახვისას რომ ჰქონდათ ხოლმე, რის გამო აღარ მიმიღია კომპლიმენტი, გრძელი ფეხების, ოდნავ დატალღული, წელამდე წაბლისფერი თმის, ლურჯი თვალების თუ წითელი ვნებიანი ტუჩების გამო, ერთხელ ერთმა მეორეკურსელმა იდიოტმა ჩემს საჯდომს რვასტროფიანი ლექსი მიუძღვნა და შემდეგ სასწავლო წლის ბოლომდე მთელი უნუვერსიტეტი ამაზე საუბრობდა, ერთი სიტყვით საკმაოდ პოპულარული გოგო ვიყავი მაგრამ ახლოს არავის ვუშვებდი, გულთან არავინ მიმდიოდა და მხოლოდ მცირეხნიანი ფლირტით და უბრალო გართობით შემოვიფარგლებოდი, ორჯერ ისიც ვცადე რომ შეყვარებული მყოლოდა მაგრამ რატომღაც არც ეგ გამომივიდა, - ნახე რა ეს ისევ თავის ფანტაზიებშია გადავარდნილი, -ჩემზე მიუთითა თეკომ და გულიანად გადაიკისკისა, რას აპირებ აღარ უნდა მოემზადო? სადა, მთლიანი, მოკლე შავი კაბა ჩავიცვი დახურული გულით და ღრმად ამოჭრილი ზურგით, შავი დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელიც შევუხამე და თმა უბრალოდ გავიშალე, - ოჰო, მხოლოდ შენ თუ მოახერხებ რომ ასე უბრალოდ, მაკიაჟის და ვარცხნილობის გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდე, -მაგდას თვალებზე ეტყობოდა რომ გულწრფელი იყო, სწორედ ამიტომ მიყვარდა ისინი, მათაც ვუყვარდი, ჩვენ სამს არანაირი ქვენა გრძნობა არ გაგვაჩნდა ერთმანეთის მიმართ, - ტაქსი მოვიდა, -თეკომ ტელეფონი ხელში შეათამაშა, მაგდას რომ გადავხედე გაკვირვებულმა, მხრები უხერხულად აიჩეჩა, -რა ვქნა, იძულებული ვიყავი მანქანაც დამეტოვებინა, რომც წამომეყვანა მაინც წამართმევდნენ, - არა უშავს, -თეკომ მხიარული ღიმილით დაჰკრა მხარზე ხელი, -შენი ათიათასი დოლარი მთელი ცხოვრება გვეყოფა ტაქსის ფულად, - სულელო, -მაგდამ ხელი მოხვია და თავზე აკოცა, უცნაურად აჟიტირებულ თეკოს, ტაქსი სადარბაზოსთან გველოდებოდა, ჩვენდა გასაკვირად დაგვინახა თუ არა მძღოლმა გადმოვიდა და უკანა კარი გაგვიღო, სანამ გოგონები ჩასხდებოდნენ მისი შეთვალიერება მოვასწარი და არც მისი სუნამოს სურნელი დამრჩენია შეუმჩნეველი, საოცრად გრილი ციტრუსის და ზღვის არომატი ჰქონდა, უცნაურად უცხო და თან ნაცნობი, ახალგაზრდა იყო, ასე ოცდახუთი -ოცდაშვიდი წლის, სრულიად უბრალო შავ პერანგში და შარვალში გამოწყობილი, მაღალი, ტანადი, გარუჯული, ძლიერი დაძარღვული ხელები ჰქონდა და მუქი ფერის, სახეზე და კისერზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა, რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ეს მისი დიდი, ულამაზესი შავი თვალები იყო, შეიძლება იფიქროთ ეს ყველაფერი ასე უცბად როგორ შეამჩნიაო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რამდენი დრო დასჭირდათ ნორმალურად მოსათავსებლად, ვიწრო კაბებში და მაღალ ქუსლიანებში გამოწყობილ გოგონებს, ეს ნამდვილად არ გამჭირვებია, ბარამდე სულ რაღაც თხუთმეტი წუთის სავალი გზა იყო, ხმა აღარ ამომიღია, ვუსმენდი გოგონების საუბარს, უაზროდ ვათვალიერებდი თბილისის ღამის განათებებით გაჩახჩახებულ ქუჩებს და ფილტვებს ღრმად ვივსებდი იმ საოცარი სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერით, ტაქსი გაჩერდა თუ არა მაშინვე გადმოვხტი და გოგონებს არ დავლოდებივარ, უკან არც კი მიმიხედავს ისე წავედი შესასვლელისკენ, არ ვიცი რა დამმართა იმ ბიჭმა მაგრამ ვიცოდი, ახლა რომ არ გავცლოდი, რაღაც სისულელეს გავაკეთებდი, ბარი სავსე იყო ხალხით, რატომღაც არ მესიამოვნა ხმამაღალი მუსიკა, კუთხის მაგიდას მივაშურე და რბილ სავარძელში მოწყვეტით ჩავეხეთქე, - რა გჭირს? უცნაურად იქცევი, -თეკო გვერდით მომიჯდა და წელზე ხელი მომხვია, - არაფერია უბრალოდ ცოტა დალევა მჭირდება და მოვალ ხასიათზე, - ჰოდა ძალიან კარგი, მაგდა სასმელს მოიტანს, - და უბრალოდ რომ შეგვეკვეთა არა? - მერე ბარმენთან ფლირტს ვინღა გააბავდა, -ჩაეცინა თეკოს, -ბარისკენ გავიხედე, ბარმენი მაღალი საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო, ტატუებიანი მკლავებით და კეფაზე კოსად შეკრული ქერა თმით, - როდის აქეთია მაგდას ასეთი ბიჭები მოსწონს? -გულწრფელად გამიკვირდა, - დარწმუნებული ვარ არ მოსწონს, უბრალოდ ახლა თავისუფლების გამო ეიფორიაშია, თანაც რაც არ უნდა თავი მოგვაჩვენოს რომ იმ ყველაფერზე არ ღელავს რაც მოხდა, ასე არ არის, ამიტომაც ყველანაირად ცდილობს რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს და ეს საწყალი ბიჭი მოხვდა ხელში, - შენ ფსიქოლოგი უნდა იყო, დარწმუნებული ხარ რომ სწორი ფაკულტეტი შეარჩიე? - შენ? შენ რას ფიქრობ? -მივხვდი რომ სხვა თემაზე ცდილობდა საუბრის გადატანას და ბევრი აღარ გამიგრძელებია, - მე მომწონს უცხო ენები, ყოველთვის მომწონდა, ახლა უკვე ოთხ ენაზე ვსაუბრობ გამართულად, აი კორეულსაც რომ ვისწავლი მერე ... - სასმელიც მოვიდააა, -შემაწყვეტინა მაგდამ და გვერდით მომიჯდა, რამდენიმე ჭიქის შემდეგ გოგონები ერთ ადგილზე ვეღარ გაჩერდნენ და მოცეკვავეებს შეუერთდნენ მე კი ვერაფრით მაძულეს მათთან ერთად ცეკვა, რატომღაც არაფრის ხასიათზე არ ვიყავი, რამდენიმე აბეზარი ბიჭის მოშორების შემდეგ წამოვდექი და უკვე ფეხარეული გავემართე ბარისკენ კიდევ ერთი ჭიქის დასალევად, ბარმენისთვის არც კი შემიხედავს, ისე გამოვწიე სკამი და ჩამოვჯექი თუ არა ნესტოები ნაცნობმა სურნელმა ამიწვა, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, - რას დალევთ? -საოცრად რბილი და თბილი ხმა მომესმა, თვალები გავახილე და ცოტა დამაკლდა რომ არ გადავყირავებულიყავი, მთელი ძალით ჩავეჭიდე ბარის პრიალა ზედაპირს, ის იყო, ნამდვილად ის იყო, ტაქსის მძღოლი, ჩემს წინ იდგა, ბარმენის ფორმა ეცვა, სასმელს მთავაზობდა და ისე მიღიმოდა რომ რამოდენიმე წამი ხმის ამოღება ვერ მოვახერხე, ის კი იდგა და მოთმინებით უცდიდა ჩემს შეკვეთას, - შენ? აქ რას აკეთებ? -ძლივს ამოვილუღლუღე და მის უძირო შავ თვალებს არეული მზერა გავუსწორე. - მე აქ ვმუშაობ, ბარმენი ვარ, -მიპასუხა თავაზიანად და კიდევ ერთხელ შემომთავაზა სასმელი, - ცოტა ხნის წინ აქ სხვა ბარმენი იყო, - არა, მე ვიყავი, საერთოდ ცვლა მყავს მაგრამ დღეს მხოლოდ მე ვმუშაობ, - მეხუმრები არა? -ვკითხე და ხელი ისე მაგრად შევკარი რომ, ფრჩხილებმა კანი გამიჭრა, -ახლა ნამდვილად არ ვიყავი ხუმრობის ხასიათზე, ნამდვილად არ მეშლებოდა, იგივე თვალები, იგივე სურნელი... - რას ბრძანებთ, არ ვხუმრობ, -მიპასუხა თავაზიანად. - სხვაგან არსად მუშაობ შეთავსებით? მაგალითად ტაქსის მძღოლად? - ტაქსის მძღოლად არასოდეს მიმუშავია, მაგრამ საკმაოდ კარგი ბარმენი ვარ და ახლა ჩემი რეცეპტით მომზადებულ კოქტეილს გაგასინჯებთ, -უხმოდ დავუქნიე თავი, ვიცოდი რომ მატყუებდა, ვიცოდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ვიჯექი სულელივით და ველოდებოდი, ორიოდე წუთში წინ ცისფერი სასმლით სავსე ჭიქა დამიდო და უკან დაიხია, არაფერი მითქვამს, ავიღე და გამოვცალე, განსხვავებული გემო ჰქონდა, მთელ სხეულში ერთბაშად გაიშალა და სისხლძარღვები უცნაური ცეცხლით ამივსო, მზერა დამებინდა, წინ გადავქანდი და სანამ გავითიშებოდი რაც ვიგრძენი, სახეზე მისი თბილი თითების შეხება იყო. * * * საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, თვალები გაჭირვებით გავახილე, ჩემს მისაღებში ვიწექი, დივანზე, პირქვე, ბალიშში ჩამხობილი, ერთხანს გაუნძრევლად ვცდილობდი გამეხსენებინა რა მოხდა გუშინ, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი, აშკარად ნაბახუსევზე ვიყავი, მაგრამ საერთოდ არ მახსოვდა რა და რამდენი დავლიე, ის კი არადა იმის შემდეგ რაც სადარბაზოდან გავედით და ტაქსი დავინახე რომელიც გველოდებოდა, ჩემს გონებაში აღარაფერი იყო, რაღაც სასწაულით მთელი ღამე გაქრა თითქოს არც ყოფილა, ის იყო წამოდგომა დავაპირე რომ ჩემს ზურგზე მოკალათებულმა არსებამ ძირს ისკუპა, ცხირწინ დამიჯდა და შემომკნავლა, - ოჰ, მოგშივდა ქალბატონო? მეორე სად გყავს? -შემომხედა და თითქოს გაიგო რაც ვკითხე, საძინებლისკენ წავიდა და კართან აიტუზა, კარი შევაღე და ერთმანეთში ახლართული მაგდას და თეკოს დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე, მათ ფეხებში მოკალათებული ფისო მაშინვე ჩამოხტა როგორც კი დამინახა და კნავილით წამოვიდა ჩემსკენ, - ამათ უყურე რა, -ჩავიბურტყუნე ჩემთვის, თვითონ ჩემს საწოლში ნებივრობენ და მე დივანზე მძინავს, ამათზეა ნათქვამი გარეულმა კატამ შინაური კატა გააგდოო, -ასე ბუზღუნით გავედი სამზარეულოში ყავა მოვიდუღე და აივანზე სავარძელში ჩავეშვი, უკვე დანაყრებული კატებიც მაშინვე მომიჯდნენ გვერდით, მალე გოგონებიც შემომიერთდნენ ხელში ყავის ჭიქებით, ყველაფერი ძველებურად იყო, წყნარად მშვიდად, მაგრამ არ მტოვებდა შეგრძნება რომ რაღაც დამავიწყდა რაც აუცილებლად უნდა მხსომებოდა, ორივეს რამდენიმეჯერ მოვაყოლე გუშინ რაც მოხდა, როგორ წავედით ტაქსით ბარში, როგორ დავლიე იმდენი რომ დამეძინა და როგორ წამომიყვანეს სახლში, ერთი კვირა ისე გავიდა რომ უცნაური სიცარიელის შეგრძნება არ მომცილებია, თავს ცუდად ვგრძნობდი მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი გოგონებს არ შეემჩნიათ, ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა რათა იმაზე აღარ მეფიქრა თუ რა დამავიწყდა. - მოდი დღეს პიცა გამოვაცხოთ, -გამოვაცხადე და მათი აღფრთოვანებული სახეების დანახვაზე გამეღიმა, პიცა ერთადერთი იყო რისი გაკეთებაც მართლა კარგად გამომდიოდა და რაც ძალიან მოსწონდათ, უბრალო თეთრი მაისური, შორტი და კეტები ჩავიცვი, თმა უკან ცხენის კუდად შევიკარი და იქვე კუთხის მაღაზიაში გადავწყვიტე ჩასვლა მასალის საყიდლად, მარკეტი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იყო, დაველოდე როდის აინთებოდა მწვანე ფეხით მოსიარულეებისთვის და ზებრაზე გადავირბინე, ის იყო ტროტუარზე ავაბიჯე რომ უეცრად მომესმა, - შეჩერდით, შევბრუნდი, ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით პატრულის მანქანა იდგა, გაკვირვებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, ნუთუ მე მომმართეს, კი მაგრამ რა დავაშავე? კარი გაიღო, ოფიცერი გადმოვიდა, ფორმა შეისწორა, ქუდი მოირგო და ჩემსკენ გამოემართა, რა ჯანდაბა ხდება? თავი დავხარე და მზერა ჩემს თეთრ კონვერსებს გავუშტერე, - ფეხით მოსიარულეთა წესი დაარღვიეთ, მომესმა სასიამოვნო თბილი ხმა და როცა მსუბუქმა ნიავმა ზღვისა და ციტრუსის სუნიც მომიტანა უნებურად გამეღიმა და სულ რაღაც რამდენიმე წამში გამახსენდა ის ყველაფერი რის გახსენებასაც მთელი კვირა ვცდილობდი, თავი ავწიე და როცა უკვე ნაცნობ შავ თვალებს შევეფეთე სუნთქვა შემეკრა, საოცრად უხდებოდა ფორმა, - ანუ პოლიციელი ხარ? -ძლივს ამოვღერღე - მგონი ეს საკმაოდ აშკარაა არა? -ირონია შეეპარა ხმაში - არ გახსოვარ? - უნდა მახსოვდეთ? -შეუვალი იყო, ზუსტად ისე როგორც იქ ბარში, არაფრით აღიარა რომ მიცნობდა, ჩემს კითხვებს ტაქსის და ბარის შესახებ დუმილით შეხვდა, ჯარიმა გამომიწერა მხოლოდ იმიტომ რომ ქუჩის გადაკვეთისას ზებრას ნახევარი მეტრით გადავცდი, მერე უბრალოდ ზურგი შემაქცია, მეწყვილეს გვერდით მიუჯდა და წავიდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ტროტუარზე ქვითრით ხელში, გაშეშებული, გონს ტელეფონის ზარმა მომიყვანა - მია კარგად ხარ? -მაგდას შეშფოთებული ხმა ჰქონდა, - ჰო კარგად ვარ, რა ხდება? - ძალიან დაგაგვიანდა, - სალაროსთან დიდი რიგია და ამიტომ ვაგვიანებ, -მოვიფიქრე სახელდახელო ტყუილი, ჯარიმის ქვითარს შევხედე რომელზეც რატომღაც ოფიცრის ვინაობა არ ეწერა და სახლში ისე დავბრუნდი რომ არაფერი მიყიდია, ახლა ნამდვილად არ მქონდა პიცის გამოცხობის თავი, უნდა გამერკვია, აუცილებლად უნდა გამეგო ვგიჟდებოდი თუ ვიღაც სასტიკად მეხუმრებოდა, - შენ რა არაფერი მოიტანე, -თეკო მშიერი მზერით მომაჩერდა ცარიელ ხელებში, - იმ რიგში დგომის თავი არ მქონდა, შეუკვეთეთ და მოიტანენ, -ჩაბიბურტყუნე, დივანზე გავიშხლართე და ცისფრად შეღებილ ჭერს მივაშტერდი, ნეტავ რომელმა შტერმა შეღება ცისფრად? - კარგად ხარ? -სულთამხუთავებივით დამადგნენ თავს. - გგონია რაკი არაფერს გეუბნებით ვერაფერს ვამჩნევთ? - მთელი კვირაა ცუდად ხარ, აღარ იღიმი, აღარ ხუმრობ, კატებსაც კი აღარ უვლი, იმაზეც კი არ აცხადებ პრეტენზიას რომ უმეტეს შემთხვევაში დივანზე გიწევს ძილი, - გეყოფათ გოგონებო, უბრალოდ ხანდახან მემართება ხოლმე ასე, დეპრესიული პერიოდი მაქვს ცოტა ხანში გამივლის, ისეთი არაფერია, - დარწმუნებული ხარ? - არ გვატყუებ? - ხომ იცი ვერაფერს გამოგვაპარებ? დაკითხვა კარზე ზარმა შეაწყვეტინათ, ფეხზე წამოვხტი და შვებით ამოვისუნთქე, - ალბათ პიცა მოიტანეს, მე გავაღებ, ამ ადამიანს მადლობა უნდა გადავუხადო რომ თქვენგან მიხსნა, -სეროზული სახით მომზირალ დოინჯშემოყრილ გოგონებს ენა გამოვუყავი და კარისკენ გავიქეცი, გავაღე და როგორც კი ზურგით მდგარი კურიერი ჩემსკენ შემობრუნდა ღონემიხდილი მივეყრდენი კარის ჩარჩოს, - ეს უკვე მეტისმეტია, -ჩავიჩურჩულე და თავზე ხელები შემოვიჭდე, ის იყო, იდგა ჩემს წინ უხმოდ, ხელში ყუთებით, უნიფორმაში გამოწყობილი, პიცის სუნს შერეულ ციტრუსის გრილ სურნელს აფრქვევდა, შავ თვალებს არ მაშორებდა და თავაზიანად მიღიმოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.