შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში ( 3 )


10-11-2021, 15:30
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 865

ჩიტების ჭიკჭიკმა და წყლის ხმამ გამომაღვიძა, გავიზმორე და ხელში ზეწრის მაგივრად ქვიშა რომ მომყვა შეშინებულმა ვჭყიტე თვალები, ქვიშაზე ვიწექი მდინარის ნაპირას, ღია ცის ქვეშ, ცა მოწმენდილი იყო, საოცრად ლურჯი, და მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა, რამდენიმე წამით თვალი გამიშტერდა, უკვე აღარც კი მახსოვდა ბოლოს როდის ვნახე ცა ასეთი ლურჯი, აშკარაა რომ თბილისში არ ვიყავი, არამგონია ჩვენს დედაქალაქში ისეთი მდინარე იყოს რომელსაც ასეთი ქვიშიანი სანაპირო ექნება, თანაც თბილისში ცა ყოველთვის უსახური და ნაცრისფერია, ჰაერი კი ჭუჭყიანი და მძიმე, აქ კი თავზე ხასხასა სილურჯე დამყურებდა და ვამჩნევდი როგორ მივსებდა ფილტვებს კამკამა ჰაერი,
ჯანდაბა, მხოლოდ ჩემნაირმა უცნაურმა ადამიანმა შეიძლება ასეთ მდგომარეობაში გაიღვიძოს და პირველი იმაზე იფიქროს თუ რაოდენ მოწმენდილია ცა, ასეთი შტერი რომ ვარ ალბათ ამიტომ მემართება ყოველთვის უცნაურობები, თვითონაც რომ მეხამუშა ისე უშვერად შევუკურთხე ჩემს ბედს და წამოვჯექი, თხელი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი მაისური მეცვა, თან არაფერი მქონდა არც საათი, არც ტელეფონი, არც არანაირი სამკაული, ფეხშიშველი ვიყავი თმაგაწეწილი და სრულიად მარტო.
- ეს შეუძლებელია, აშკარად სიზმარში ვარ, უნდა გავიღვიძო, -ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს და მკლავზე მთელი ძალით ვიჩქმიტე, ტკივილმაც არ დააყოვნა, აშკარა იყო ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა და სხვა რაღაცაში იყო საქმე, ირგვლივ მიმოვიხედე, ჩემ მარჯვნივ მდინარე მიედინებოდა, წინ ხიდი ჩანდა, ირგვლივ კი მხოლოდ ტყეები იყო, დავფიქრდი და ჯერ გაოცებამ შემიპყრო, მერე შიშმა, მერე გაურკვევლობის გრძნობამ, მერე ისევ გაოცებამ და იქამდე ვიყავი ასე გაოცებულად პირდაღებული სანამ ჩემმა გონებამ ათობით სხვადასხვა სცენარი არ შექმნა, საშინელებათა ფილმის სცენარიდან დაწყებული, კომედიური ჟანრით დამთავრებული, ყოველთვის ასე იყო, ფანტაზიის უნარს არასდროს ვუჩიოდი, შემეძლო მთელი ღამე სხვადასხვა უცნაური რაღაცეების წარმოდგენაში გამეტარებინა,
ჯანდაბა, უკვე ოცდაერთი წლის ვარ და მხოლოდ ახლა შუაგულ ტყეში მდინარის პირას მჯდარი მივხვდი თუ რატომ არ ხდება არასდროს ჩემს ცხოვრებაში არანაირი სასწაული, ანდა როგორ მოხდებოდა როცა ყველაფერზე უკვე წინასწარ მქონდა ნაფიქრი, ყველა უცნაური და ფანტასტიკური სცენარი უმცირეს დეტალებამდე მქონდა გათვლილი და ხომ წარმოგიდგენიათ, წინასწარ დაგეგმილი და გაწერილი რაღაც რომ მართლაც მოხდეს ვინმეს ცხოვრებაში, არაა, ალბათ ეს ღმერთისთვისაც კი ზედმეტი იქნებოდა.
ახლაც ასე გაუნძრევლად ვიჯექი და ვცდილობდი გამეგო რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ხომ იცით რას ვგულისხმობ და ზოგადად როგორც ხდება, როცა წინასწარ თუნდაც დაახლოებით მაინც იცი რა გელოდება, იმდენად აღარ გეშინია და მეც რამდენიმე სხვადასხვა სცენარიდან საუკეთესოები ამოვარჩიე, სხვები კი კუთხეში მივაწყვე ყოველი შემთხვევისთვის.
1) ვიღაც მანიაკმა გამიტაცა და აქ დამაგდო რომ ჩემზე ნადირობა გამართოს, ტყე-ღრეში უთავბოლოდ მარბენინოს, გაერთოს და მერე მომკლას,
-შეშფოთებულმა მოვათვალიერე გარემო, არავინ და არაფერი ჩანდა, -სულელო, -შევუძახე ჩემს თავს, რის დანახვას ელოდებოდი, კარგი მონადირე ზუსტად იმიტომ არის კარგი მონადირე რომ არ ჩანს სანამ ნადირს ტყვიას არ დააჭედებს,
- მაგრამ შენ ხომ ნადირი არ ხარ შემომეპასუხა ჩემი ქვეცნობიერი,
- არ ვარ მაგრამ მანიაკებს რა დალევს, -შევეპასუხე და მეორე სცენარზე დავფიქრდი.
2) ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიაა და ახლა სინამდვილეში დედამიწაზე კი არა კოსმოსში ვარ რომელიღაც უცხოპლანეტურ ხომალდზე, სადაც უცხოპლანეტელები ადამიანებზე ცდებს ატარებენ, გამძლეობაზე, მოთმინებაზე და კიდევ ათასგვარ სხვა უბედურებაზე, -ეს იდეა არცთუ ისე ცუდად მეჩვენა, ასეთ რამეზე თანახმა ვარ, მგონი უცხოპლანეტელებს თავისუფლად შევეგუები, რომელიმე სხვა პლანეტაზე ცხოვრებაზეც არ ვიტყოდი უარს, რათქმაუნდა თუკი ჩემი გამოკვლევის მიზნით ჩემს გაბურღვას ან გაჭრას არ დააპირებენ.
3) ვიღაც მდიდარი შეშლილების მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი თამაში, სადაც ადამიანები გადარჩენისთვის ერთმანეთს ებრძვიან, ხოცავენ და ანადგურებენ, ადამიანურ სახეს კარგავენ და მზად არიან ჰაერის კიდევ ერთი ყლუპისთვის სხვა ცოცხლად გაატყავონ, -არა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
4) ხუმრობა, ბოროტი ხუმრობა, სასტიკი ხუმრობა, -ვიღაცას ჩემი დასჯა ან გამწარება აქვს გადაწყვეტილი, იმ დანაშაულისთვის რომელიც არ ჩამიდენია, ან ჩავიდინე და რატომღაც აღარ მახსოვს, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ოღონდ ის სამი წინა სცენარი ნუ იქნება და ვინც არ უნდა იყოს მაშინვე ვაპატიებ ამ ყველაფერს, ის კი არადა პირიქით, თუ სურვილი ექნება აქეთ მოვუხდი ბოდიშს.
* * *
რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ, როცა დავასკვენი რომ არც ჩემს გადასარჩენად მოვიდოდა ვინმე და არც ჩემს მოსაკლავად, წამოვდექი და ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე, პირველ რიგში როგორმე იმ ხიდამდე უნდა ამეღწია და მერე მოვიფიქრებდი რამეს, ჯერ ციცაბო ფერდობს ავხედე და მერე ჩემს შიშველ ფეხებს შევავლე თვალი, რაც ცხრა წლის გავხდი მის მერე ფეხშიშველი აღარ მივლია და ახლა ნამდვილად არ მეპიტნავებოდა ამ ქვა-ღორღში ასე სიარული, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ღრმად ჩავისუნთქე და აღმართს შევყევი, როგორც კი ავაღწიე და მოასფალტებული გზა დავინახე, შვებით ამოვისუნთქე, მართალია გზა მოუვლელი და მიგდებული ჩანდა, ალაგ-ალაგ დაბზარული და ალაგ-ალაგ ბალახით დაფარული მაგრამ ქვა-ქვიშას ნამდვილად სჯობდა, როგორც იქნა ხიდამდე მივაღწიე, ძველი ხიდი იყო, საღებავგადაცლილი დაჟანგული რკინის მოაჯირებით და მორყეული ფიცრებით, ფეხების კანკალით მივაღწიე შუამდე, არც თუ ისე საიმედო მოაჯირს დავეყრდენი და მიდამოს გავხედე,
როგორც ვამჩნევდი საკმაოდ მაღლა ვიყავი ზღვის დონიდან, ის გზა საიდანაც მოვედი, მაღლა გორაკზე ადიოდა და მთებისკენ მიემართებოდა, ხიდის მეორე მხარეს მდებარე გზა კი ქვემოთ ეშვებოდა, ადგილ-ადგილ ტყეებში იკარგებოდა, შემდეგ ისევ ჩნდებოდა და იმ დასახლებული პუნქტისკენ მიემართებოდა რომელიც აქედან იმდენად შორს იყო რომ შენობებს ძლივს ვარჩევდი, დასახლების გარშემო კი ყველგან გაუვალი, უღრანი ტყეები მოსჩანდა, ესეც ასე, რაკი დასახლებული პუნქტია იქნებ ახლო მახლოს ვინმე იყოს ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა, ხომ არ ვიყვირო და შველა ხომ არ ვითხოვო, -ფსიქოლოგიურად მოვემზადე, პირი დავაღე და არ გამკვირვებია როცა ყელიდან ხმა არ ამომივიდა, აი ჩემი კიდევ ერთი უცნაურობა, არასდროს არ შემეძლო ხმამაღლა ყვირილი, რომ ვიხრჩობოდე ან უზარმაზარი დათვი რომ მომდევდეს მაშინაც კი ვერ ვიყვირებდი ალბათ, ხელი ჩავიქნიე, ხიდზე გადავედი და გზას დავადექი, რაღაც მეეჭვებოდა რომ ამ მდგომარეობაში დაღამებამდე მომესწრო იმ დასახლებამდე ჩასვლა, მაგრამ უნდა მეცადა მაინც, ჩემი მშობლები და გოგონები ალბათ უკვე გაგიჟებულები იყვნენ და მეძებდნენ,
ჩემდა გასაკვირად საკმაოდ სწრაფად ვფარავდი მანძილს, შიმშილი, წყურვილი და ფეხების ტკივილი რომ არა აქაურობით ალბათ აღფრთოვანებულიც კი დავრჩებოდი, მწვანედ გადაბარდნილი ტყეები, ჩრდილი, სიმშვიდე, სიწყნარე, მხოლოდ ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი, მაგრამ ვის რაში ედარდებოდა ახლა ეს ყველაფერი, პირი ისე მქონდა გამშრალი ენას ძლივს ვატრიალებდი და როცა შემდეგ მოსახვევში უზარმაზარი ხის ქვეშ წყაროს მოვკარი თვალი ისე გამიხარდა რომ მუხლებზე დავეცი და იმ ღმერთს მადლობა შევწირე რომლის არსებობაც უკვე დიდი ხანია აღარ მწამდა, ეჰ, ჩვეულებას რომ ვერ უხერხებს ადამიანი ვერაფერს თორემ... ანკარა ცივ წყალს დავეწაფე და წყურვილი რომ მოვიკალი მაშინღა გავბედე ცოტა ხნით დასასვენებლად ჩამოჯდომა, დაკაწრულ-გაუბედურებული ფეხები დავიბანე, ხეს ზურგით მივეყრდენი და ფოთლებიდან მომზირალ მზეს ავხედე რომელიც აშკარა იყო რომ უკვე ჩასვენებას აპირებდა,
- ქალაქამდე ვერ მივაღწევ, -ჩავილაპარაკე და თავზე ხელები შემოვიჭდე, სხვა გზა არ იყო, ღამე იქვე იმ ხის ძირში უნდა გამეთენებინა, ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა მელოცა და არარსებული ღმერთებისთვის მეთხოვა რომ არ ეწვიმა და მგლებს არ შევეჭამე, აი რას ნიშნავს იდიოტი რომ იქნები ადამიანი, თურმე სულაც არ არის ცუდი როცა გჯერა რომ არსებობს ვიღაც შენზე ძლიერი რომლის იმედიც გექნება შუაღამისას, შუაგულ ტყეში, რომელიც დიდი ალბათობით მგლებით და ფოცხვერებით არის სავსე.
მეშინოდა, როგორც იქნა ვაღიარე, იმდენად მეშინოდა რომ ისეთ უკიდურეს ზომასაც კი მივმართე რასაც ლოცვა ჰქვია, ჩემს შემთხვევაში უფრო ხვეწნა-მუდარა გამოვიდა მაგრამ მაინც...
შუაღამემდე თვალი ვერ მოვხუჭე, ჩემი ვარაუდით შუაღამემდე თორემ ისე დროის შეგრძნება უკვე დაკარგული მქონდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ძალით ვცდილობდი თვალები არ დამეხუჭა გადაღლილობამ თავისი გაიტანა და ხეზე ზურგით მიყრდნობილს და სიცივისგან მობუზულს მაინც ჩამეძინა, ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე, სიზმარშიც ზუსტად ასე ხის ძირას მეძინა როცა ის მომიახლოვდა, ფრთხილი შემპარავი ნაბიჯებით, მისი ნაბიჯის ხმა არ გამიგია, ნაცნობმა სურნელმა მაიძულა გაჭირვებით გამეხილა თვალები, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა, სამხედრო ბოტებში და ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, ქამარზე დანით და მხარზე მშვილ-ისრით, უცნაურად გაფითრებულ სახეს ხის ხშირ ვარჯს შორის გამოღწეული მთვარის შუქი უნათებდა და სევდანარევი სიბრაზით სავსე შავი თვალებით მიყურებდა, მომიახლოვდა ჩემს წინ ჩაიმუხლა, ხელისგული გათოშილ ლოყაზე ამატარა და სახეზე ჩამოშლილი თმები ყურს უკან გადამიწია, სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი როგორ სწრაფად დაიწყო მოძრაობა ძარღვებში თითქმის გაყინულმა სისხლმა,
- შენ? ეს შენ ხარ, აქ რას აკეთებ, რა ხდება? -ძლივს ამოვილუღლუღე სიცივისაგან გალურჯებული ტუჩებით,
- ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემს გამო ხარ ამ მდგომარეობაში, დამაგვიანდა, მაპატიე რომ ასე დავიგვიანე, ალბათ როდესმე მაპატიებ, მინდა რომ მაპატიო, -ჩურჩულებდა, სახეზე მეფერებოდა და ცდილობდა გაეღიმა,
- ვერ ვხვდები, ვერაფერს ვხვდები, ვინ ხარ? ჩემგან რა გინდა? ეს რა ადგილია? აქ რატომ ვარ? -ჩემი ჩაწყვეტილი ხმა უკვე მე თვითონაც ძლივს მესმოდა,
- ცოტა დრო გვაქვს, დიდხანს ვერ დავრჩები მაგრამ პირობას გაძლევ, ყველანაირად ვეცდები შენს დაცვას და დახმარებას, არ შეგეშინდეს გესმის? არავის მისცე უფლება შენი სისუსტე დაინახოს და ყველაფრისთვის მზად იყავი, დაიმახსოვრე, არავის ენდო და არაფერი დაიჯერო რასაც გაიგებ, ჭკვიანი გოგო ხარ და აქ მხოლოდ შენს გონებას შეგიძლია ენდო, მაგრამ ვაი რომ ხანდახან საკუთარ გონებასაც შეუძლია თამაში გვეთამაშოს,
- ისე როგორც ახლა? ეს ყველაფერი გონების თამაშია ხომ ასეა? მესიზმრები? აქ ვერ იქნები, ეს არარეალურია და საერთოდაც ყველაფერი რაც ხდება არარეალურია, აქ რატომ ვარ, რატომ? -ვერც კი მივხვდი როგორ ჩამომიგორდა ლოყებზე ცრემლები, ნიკაპთან ერთმანეთს შეუერთდნენ, ყელს ჩამოუყვნენ და გულისპირისკენ გაიკვლიეს გზა, დაბინდული თვალებით შევყურებდი, ვხედავდი როგორ ებრძოდნენ მის სახეზე ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები, თვალები ერთდროულად სევდით, ბრაზით, უზომო ტკივილით და შემიძლია დავიფიცო რომ სიყვარულით ჰქონდა სავსე,
- არ წახვიდე, აქ მარტო არ მიმატოვო, -ჩავიჩურჩულე, ხელი გაჭირვებით ავწიე და ის გავაკეთე რაზეც მისი დანახვის დღიდან ვოცნებობდი, საყვარლად გაჩეჩილ თმებში შევუცურე, ეს ყველაფერი ისეთი რეალური იყო... ისევ შემეხო სახეზე, ფრთხილად და ნაზად მეფერებოდა, თვალები თავისთავად დამეხუჭა და გავითიშე.
არ ვიცი ლოცვამ იმოქმედა თუ ამ ტყეში ნადირი არ იყო მაგრამ დილას ცოცხალი შევხვდი, დაღლილი, მშიერი, გათოშილი და გასავათებული, თუმცა ცოცხალი, ირიჟრაჟა თუ არა მაშინვე გზას დავადექი, ყველანაირად ვცდილობდი წუხანდელ სიზმარზე არ მეფიქრა, არც იმაზე მინდოდა ფიქრი რომ იმ ყველაფრის მიუხედავად რაც ხდებოდა, შიგნიდან უცნაური მონატრების გრძნობა მწვავდა და მანადგურებდა, იქნებ სწორედ ამიტომ მესიზმრა რომ მენატრება, ან იქნებ სულაც არ იყო სიზმარი, შეიძლება სულაც შიშის, შიმშილისა და სიცივისგან გამოწვეული გონების თამაში იყო, ჰმ, აშკარაა რომ ვიღაც მართლაც მეთამაშება, მაგრამ ვინ? ფიქრისგან ლამის ტვინი ამიდუღდა და როცა დასახლების შესასვლელს მივაღწიე, შვებით ამოვისუნთქე, თუმცა რაღაც მაშინვე მეუცნაურა,
ეს მხოლოდ უბრალოდ დასახლება ან პატარა უბანი კი არა უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილი ქალაქი იყო, მოასფალტებული ქუჩებით და შთამბეჭდავი შენობებით, ჩემს წინ ფართო კალაპოტში მოთავსებული მდინარე ნება-ნება მიაგორებდა აქაფებულ ტალღებს, ხიდი გადავიარე რომელიც გზასა და ქალაქს აკავშირებდა და ცოტა არ იყოს შვებით ამოვისუნთქე, თუმცა სულიერის ჭაჭანებაც კი არსად იყო, არა ძაღლი, არა ადამიანი ან რამე სხვა არსება, ქალაქი მთლიანად ჩამკვდარი და გაყუჩებული იყო, მაშინვე ‘’მე ვარ ლეგენდა’’ გამახსენდა, მართალია ამ ქალაქის ქუჩებში ირმები არ დარბოდნენ და არც ნანგრევები ეყარა ყველგან, მაგრამ მაინც ყველაფერი იმ ფილმს მახსენებდა, უცბად უილ სმიტის შემშურდა, ჩემგან განსხვავებით ნორმალური ტანსაცმელი მაინც ეცვა, იარაღი ჰქონდა და ძაღლი ჰყავდა, მე კი ვდგავარ უკაცრიელი ქუჩის შუაგულში შიშველ-ტიტველი, მშიერი და არ ვიცი რა გავაკეთო, თანაც სრულიად უადგილოდ ისევ ჩემი უცნაური ფანტაზია ჩამერთო,
- იქნებ აქ სადმე ზომბები ან ვამპირებიც არიან, თუ ასეა სანამ დაღამებულა სასწრაფოდ უნდა მოვძებნო თავშესაფარი, ირგვლივ დამფრთხალმა მიმოვიხედე და საცოდავად მობუზული გავუყევი ქუჩას, უამრავი ფილმი მაქვს ამდაგვარ თემებზე ნანახი და მაინც, აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი თუ რაოდენ საშინელი და დამზაფვრელია, ყველასგან მიტოვებულ ქალაქში მარტოდმარტო ხეტიალი, მეშინოდა, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, ახლა უბრალოდ კატა რომ გადმომხტომოდა საიდანმე შიშისგან სულს გავაცხებდი.
შენობები და მაღაზიები დაკეტილი იყო, ალაგ-ალაგ მტვრის სქელი ფენით დაფარული ავტომანქანები ეყენა, თითქოს ამ ქალაქში ცხოვრება ერთბაშად გაჩერდა და ერთ ადგილზე გაიყინა, მაგრამ ხალხი? ხალხი სად არის? ვათვალიერებდი, ტანსაცმლით, ტექნიკით, ავეჯით და ძვირფასეულობით სავსე ვიტრინებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს მთელმა ქალაქმა ერთ დღეს გადაწყვიტა ქალაქგარეთ გასეირნება და რატომღაც უკან ვეღარ დაბრუნდნენ, ვცდილობდი სადმე რაიმე სახის აბრა ან წარწერა მენახა რაც იმაზე მიმითითებდა თუ სად ვიყავი, მაგრამ არაფერი იყო სრულიად არაფერი, არსად ეწერა ქუჩის დასახელება, არსად იყო გზის მაჩვენებლები რომლებიც აღნიშნავენ თუ ესა და ის გზა რომელ უბანში მიდის, ყველაფერი უფრო და უფრო უცნაურად მეჩვენებოდა, შიშისგან და ზედმეტი დაძაბულობისგან ნერვიული კანკალი ამიტყდა და ერთი წუთითაც კი არ მტოვებდა შეგრძნება რომ მარტო არ ვიყავი,
- ღმერთო რას არ მივცემდი ახლა ერთი წყვილი ბოტისთვის და დატენილი იარაღისთვის, გესმის ჩემი? -თავი მაღლა ავწიე და მოკრიალებულ უღრუბლო ზეცას შევღაღადე, ცოტა ხანს ასე თავგადაგდებული ვიდექი, თითქოს პასუხს ველოდი, -რას ვაკეთებ მგონი გავგიჟდი, -ჩავილაპარაკე და ის იყო ყველაფერზე ხელი უნდა ჩამექნია რომ თვალში მყვირალა ფერის რეკლამებით დაფარული ოთხსართულიანი შენობა მომხვდა, ‘’სავაჭრო ცენტრი’’ რომ წავიკითხე, ჯერ თვალებს არ დავუჯერე, მერე ისევ ზეცას ავხედე დაეჭვებულმა,
- რაკი მადლი ქენი ბარემ მარილიც მოაყარე და კარი ღია დამხვდეს გთხოვ, -ხელები ერთმანეთს გადავაჭდე თხოვნის ნიშნად და შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯით ავიარე კიბეები, შესასვლელში უზარმაზარი მბრუნავი კარი დამხვდა, მივაწექი მაგრამ ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დავძარი ადგილიდან,
- ჯანდაბა, დამცინი არა? მბრუნავი კარი რომელიც არ ბრუნავს, ისტერიკული სიცილი ამიტყდა რომელიც მალე ხველებაში გადაიზარდა, ძლივს ვაიძულე თავი რომ დავწყნარებულიყავი, მიმოვიხედე, იქვე კუთხეში პატარა კარი შევამჩნიე და ყოველი შემთხვევისთვის მოვსინჯე, ჩემდა გასაკვირად უპრობლემოდ გაიღო, მხრებში მოხრილი, თვალებისცეცებით შევიძურწე შენობაში.
- ნეტავ ახლა რამე დანაშაულს ჩავდივარ? არამგონია, კარი ღია იყო, თანაც ეს ხომ სავაჭრო ცენტრია და ნებისმიერს შეუძლია აქ შემოსვლა, -თავს ვიმშვიდებდი და ფეხაკრეფით მივიპარებოდი ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში, ხელოვნური განათებები არ მუშაობდა, სავაჭრო ცენტრს მხოლოდ მთლიანად მინით დახურული ჭერიდან ჩამოსული მზის სხივები ჰფენდა ნათელს, ვიცოდი რომ ასეთ ადგილებში პირველ სართულზე ყოველთვის არის ისეთი ჰიპერმარკეტი სადაც საკვები და ჰიგიენური ნივთები იყიდება, მაგრამ ახლა პირველ რიგში ტელეფონი უნდა მეპოვნა, არ ვიცი რამდენ ხანს მოვუნდი მაგრამ ყველა სართული დავიარე, ძვირფასი ბრენდების მაღაზიების უმეტესობა ღია იყო, არ დაიჯერებთ და იარაღის გამყიდველი მაღაზიაც შემხვდა, თუმცა ერთ დაწყევლილ ტელეფონსაც კი ვერსად მივაგენი, არა კომპიუტერი, არა ტელეფონი, უბრალო საათსაც კი ვერსად მივაგენი, არც ტელევიზორი იყო სადმე და არც არანაირი მოწყობილობა რის გამოყენებასაც შევძლებდი რომ გამეგო სად ვიყავი და აქედან გამეღწია, სამაგიეროდ შემეძლო ვერადროს რომ ვერ ვიოცნებებდი ის ბრენდული ძვირადრირებული სამოსი ჩამეცვა, ვიქტორია სეკრეტის საცვლები და ნაიკის სპორტული ფეხსაცმელი რომელზეც უკვე დიდი ხანია ვოცნებობდი და მაღაზიის წინ გავლისას ყოველთვის მხოლოდ ნერწვების ყლაპვით შემოვიფარგლებოდი ხოლმე.
- ჰმ, ეს ყველაფერი უკვე ნამდვილად აღარ ჰგავს შემთხვევითობას, -ჩავიჩურჩულე და უღონოდ ჩავიკეცე ერთ-ერთ ჩაბნელებულ ვიტრინასთან.
- აქამდე გეგონა რომ შემთხვევითობა იყო? -ღვარძლიანად ჩაიხითხითა ჩემმა ქვეცნობიერმა,
- აქამდე მეგონა რომ ხუმრობა იყო, უბრალოდ ხუმრობა,
- მართლა ასე გეგონა თუ უბრალოდ თავს იმშვიდებდი?
- სხვა რამის დაშვება არ მინდოდა, -უცრემლოდ ამოვისლუკუნე,
- და ახლა?
- ახლა ვხვდები რომ მაგარ შარში ვარ, არ ვიცი რა ხდება მაგრამ დარწმუნებული ვარ აქ სულაც არ ვარ იმისთვის რომ ადვილად გავაღწიო აქედან, ან საერთოდ ცოცხალმა გავაღწიო,
- ასე ადვილად ნებდები? არადა მეგონა კეთილი დასასრულების გჯეროდა, -ისევ ჩაიქირქილა,
- მჯერა კიდეც, უბრალოდ ასეთი დასასრულისთვის ყოველთვის ბრძოლაა საჭირო, ისე უბრალოდ არავინ არაფერს მოგართმევს ხელისგულზე დადებულს,
- როგორც იქნა ნორმალურად აზროვნებას იწყებ, იცი ახლა აქ რა გამოგადგება? შენი წყეული ფანტაზიის უნარი, დაჯექი და მოიფიქრე რას გააკეთებ სანამ რამე გამოსავალს არ იპოვი, ასე უბრალოდ ვერ დანებდები,
- არ ვიცი როგორ მოვიქცე, -ამოვიკვნესე და თავი ხელებში ჩავრგე,
- იცი, ყველაფერი მშვენივრად იცი, ახლა ამ წუთას თვითონაც ვერ ხვდები რამდენად მზად ხარ ასეთი გამოწვევებისთვის, არავის მისცე შენი სისუსტის ხილვის უფლება, იმიტომ რომ შენ სუსტი არ ხარ,
- მართალია არ ვარ, -წამოვხტი და ვიტრინაში არეკლილ ჩემს ორეულს რომ მოვკარი თვალი შეშინებულმა დავიხიე უკან, -ჯანდაბა, მგონი გავგიჟდი, საკუთარ თავს ველაპარაკები და თან საშინლად გამოვიყურები, -ჩამქვრალი და ჩაშავებული თვალები, გაწეწილი თმა და დალაქავებული ტანსაცმელი,
- ასე არაფერი გამოვა მია, უნდა ჩავიცვა მოვწესრიგდე და რამე საჭმელი ვიპოვო რომ მთლად არ დავსუსტდე, დანარჩენ ყველაფერს მერე მივხედავ, -გადავწყვიტე და მარკეტის ძებნას შევუდექი, როგორც ვვარაუდობდი მარკეტი პირველ სართულზე ვიპოვე, საერთოდ არ გამკვირვებია როცა ვნახე რომ თაროები სავსე იყო პროდუქტით, ჰიგიენის საშუალებებით და სხვადასხვა ნივთებით, იქაურობა თითქმის მთლიანად ჩაბნელებული იყო, შესასვლელში მდგარი მაცივრიდან წყალი გამოვიღე, ერთი ბოთლი მთლიანად ჩავცალე და შეიძლება ითქვას რომ ხელის ცეცებით შევუდექი იმ სექციის ძებნას სადაც ჩემი აზრით შევძლებდი ფანრის ან რამე ისეთის მოძებნას რაც აქაურობას გაანათებდა,
თვითონაც გამიკვირდა ისე ადვილად მივაგენი ფანარს, ღილაკს თითი დავაჭირე და რომ აინთო ისე გამიხარდა სიხარულის ყიჟინა შემოვძახე, თუმცა შეშინებულმა მაშინვე პირზე ხელი ავიფარე, ახლა ნამდვილად არ მაწყობდა ვიღაც მანიაკებთან ან სისხლიმსმელ ქოფაკებთან შეხვედრა, თუ რათქმაუნდა ამ ქალაქში ასეთები არსებობდნენ, იქვე უპატრონოდ მიგდებული ურიკა ავიღე და შევსება დავიწყე, ფანარი, სათადარიგო ელემენტები ყოველი შემთხვევისთვის, ჰიგიენური ნივთები, მშრალი საკვების პაკეტები და რამდენიმე ბოთლი წყალი ჩავალაგე, ახლა სააფთიაქო სექცია მჭირდებოდა, მართლაც სუპერმარკეტის ბოლოში აფთიაქისთვის ცალკე გამოყოფილი ადგილი ვიპოვე თაროები სავსე იყო სხვადასხვა დასახელების წამლებით, პატარა პაკეტი ბინტით, ბამბით, სხვადასხვა სახის ანტისეპტიკური საშუალებებით და ანტიბიოტიკებით გავავსე, ახლა მხოლოდ ჩასაცმელი და ზურჩანთა მჭირდებოდა,
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა მესამე სართულზე სპორტული-სალაშქრო ტანსაცმლით და აქსესუარებით სავსე მაღაზიას გადავაწყდი, მაღაზია ისეთი ნივთებით იყო სავსე რომელთა შეძენაზეც ვერც კი ვიოცნებებდი, რამდენიმე წუთში შევარჩიე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სამხედრო სტილის ტანზე თავისუფლად მომდგარი მრავალჯიბიანი შარვალი, კოჭსზემოთ ბოტები სქელი კაუჩუკის ძირით, უბრალო სადა შავი მაისური და კაპიუშონიანი წყალგაუმტარი ქურთუკი, სალაშქრო ზურგჩანთის ძირზე რამდენიმე საცვალი, ორი წყვილი წინდა და ყოველი შემთხვევისთვის თბილი ჯემპრიც ჩავდე, შემდეგ კი საკვების და იმ სხვადასხვა ნივთების დახარისხებას მივყავი ხელი რომელიც მარკეტიდან წამოვიღე, როცა ზურგჩანთის ჩალაგებას მოვრჩი, იქვე მაღაზიაში გავიხადე ტანზე, სხეული სველი ხელსახოცებით გავიწმინდე, თმა დავივარცხნე და უკან ცხენის კუდად შევიკარი, ახალ ტანსაცმელში გამოვეწყვე და როცა სარკეში ჩემს ასე თუ ისე მოწესრიგებულ გამოსახულებას შევავლე თვალი, ცოტახნით შვებით ამოვისუნთქე, ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა, იარაღი, რათა თავი უფრო მეტად მშვიდად მეგრძნო.
იარაღის მაღაზიაში რომ შევედი და იქაურობას თვალი მოვავლე, გული მამაჩემის მიმართ მადლიერების გრძნობით ამევსო, იარაღის მოყვარულია და ბავშვობიდან მასწავლიდა სროლას და იარაღთან მოპყრობას, სანადიროდ არასდროს გვივლია, არასდროს უყვარდა ნადირობა, მაგრამ მიზანში კარგად ისვრის, ამ მხრივ მეც არ ჩამოვუვარდები, თუმცა ცოცხალი სამიზნისთვის არასოდეს მისვრია,
- იმედია არც ახლა დამჭირდება ამის გაკეთება, -ჩავილაპარაკე და იმ თაროს მივაშურე სადაც დანები იყო გამოფენილი, ცოტა ხანში შეიარაღებული და საკმაოდ დამშვიდებული გამოვედი მაღაზიიდან, სხვა თუ არაფერი ახლა თავის დაცვა მაინც შემეძლებოდა,
- კი მაგრამ ვისგან აპირებ თავის დაცვას, -ჩამსისინა ისევ საკუთარმა ქვეცნობიერმა, -აქ ხომ არავინაა,
- ზუსტად ამიტომაც მეშინია რომ ასეთი სიმშვიდეა, ყველაფერი ისე უბრალოდ და ადვილად ხდება, ეჭვი მაქვს რომ დიდხანს არ გაგრძელდება ასე,
- ისევ ფანტაზია?
- ამ შემთხვევაში უფრო წინათგრძნობა და ჯობია გაჩუმდე, ახლა დაძინება და დასვენება მჭირდება რომ მერე უკეთ დავგეგმო რას გავაკეთებ, -გონების ხმისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი, თაროებს უკან კედელთან ტანსაცმლისგან რბილი საწოლი მოვიწყვე და თავი მივდე თუ არა ღრმად და უსიზმროდ დამეძინა,
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ კარგად დასვენებულმა გავიღვიძე, მაღაზიას ოდნავ ანათებდა სავაჭრო ცენტრის მინის სახურავიდან ჩამოსული მზის სხივები, ხელის ცეცებით მოვძებნე ზურგჩანთა, ცოტაოდენი ორცხობილა შევჭამე, წყალი დავაყოლე და ის იყო წასასვლელად წამოვდექი რომ უჩვეულო ხმამ ადგილზე გამაშეშა, სავაჭრო ცენტრში ვიღაც იყო, ჩემს გარდა კიდევ ვიღაც სხვა სულიერი, ფეხაკრეფით მივიპარე ვიტრინასთან, დავიჩოქე და ტანსაცმლით სავსე საკიდის უკნიდან შევეცადე დამენახა რა ხდებოდა, ამ მაღაზიიდან მშვენივრად მოჩანდა როგორც მთავარი შემოსასვლელი ისე სავაჭრო ცენტრის შუაში მოქცეული მოედანისმაგვარი მრგვალი სივრცე, მოედანზე ზუსტად შუაგულში, სამი მაღალი, იარაღასხმული, გრძელწვერიანი მამაკაცი იდგა და იქაურობას ათვალიერებდა, შემდეგ თითქოს რაღაცაზე მოილაპარაკესო, ერთ-ერთი მეორე სართულზე ამავალ კიბეს აუყვა დანარჩენი ორი კი პირდაპირ იმ მაღაზიისკენ წამოვიდა სადაც მე ვიმალებოდი, შემოსასვლელთან შედგნენ და აქეთ-იქით მიმოიხედეს,
- დარწმუნებული ხარ რომ აქ იქნება? -ყურებს არ ვუჯერებდი, როცა ესპანურად ჰკითხა ერთ-ერთმა მეორეს
- არ ვიცი, უბრალოდ ივანი ამტკიცებს რომ დაინახა როგორ შემოვიდა ქალაქში, -უპასუხა მეორემაც ესპანურად ოღონდ რაღაც უცნაური აქცენტით, აედევნა უბრალოდ რაღაც სხვაზე გადაიტანა ყურადღება და თვალთახედვიდან დაეკარგა,
- თქვა როგორია?
- ზუსტად ისეთი გოგო აღწერა უფროსს რომ მოეწონება, საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, გრძელი თმით, როგორმე უნდა ვიპოვოთ და მივუყვანოთ,
ჯანდაბა, აშკარად ჩემზე ლაპარაკობდნენ, ესე იგი აქ მარტო არ ვარ, სხვებიც არიან და თან ჯგუფებად დაყოფილები, უფროსიც კი ყავთ, იარაღასხმულები დადიან და ღმერთმა იცის რას აკეთებენ, უკვე თვალიც დამადგეს, მეძებენ და აშკარაა რომ არა კარგი საქმისთვის, რაც შეიძლება მალე უნდა მოვშორდე აქაურობას,
- ივან საკმარისია წავიდეთ, აქ აშკარად არ არის არავინ, -რუსულად დაიყვირა ერთ-ერთმა რომელიც აქცენტით საუბრობდა ესპანურად, პირველად ვამაყობდი საკუთარი თავით ოთხი უცხო ენის ცოდნის გამო, რომელთა შორის რუსული და ესპანურიც იყო, ცოტა ხანში ივანად წოდებული მამაკაციც ჩამოვიდა კიბიდან და მიუახლოვდათ,
- წავიდეთ მაგრამ მარკოს რა ვუყოთ?
- მარკო მარტო წამოვა თავისი მანქანით და გზაში დაგვეწევა ალბათ, უფროსისთვის სიურპრიზი მაქვსო აიჩემა, ვნახოთ ერთი ახლა რა ჩაიფიქრა მაგ ქათმისტვინამ,
სათითაოდ გალაგდნენ შენობიდან, არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი გაშეშებული, ვერ ვაზროვნებდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ზურგჩანთა მოვიკიდე და გასასვლელს მივუახლოვდი, გარეთ არავინ ჩანდა, როგორც მათი საუბრიდან მივხვდი, ავტომობილებით მოძრაობდნენ, ახლა კი ქუჩაში არავინ იყო, ესე იგი წავიდნენ, ფრთხილად ჩამოვირბინე კიბეები და ქუჩას იმ მხარეს გავუყევი, რომელი მხრიდანაც მოვედი, ახლა ქალაქიდან გასვლა ყველაზე ჭკვიანურად მეჩვენებოდა, რამდენიმე ასეული მეტრი თუ მექნებოდა გავლილი რომ ძრავის ხმა შემომესმა, შემდეგ კი განწირული კივილი მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, ინტიქტურად ჩავიმუხლე ტროტუართან უპატრონოდ გაჩერებული ავტომობილის უკან და ფრთხილად დავაკვირდი თუ რა ხდებოდა, მოსახვევიდან კივილით გამოვარდა გამხდარი ქერათმიანი გოგონა, ნათლად ვხედავდი მის შეშლილ სახეს, სულ რაღაც 15 - 16 წლის თუ იქნებოდა, ფეხშიშველი იყო, მარჯვენა მკლავიდან სისხლი მოსდიოდა, დაფლეთილი თეთრი სარაფანი ეცვა, საბურავების წუილით შემოვარდა ავტომობილი მოსახვევში, ორიოდე წამში მოუჭრა გოგონას გზა და მოწყვეტით დაამუხრუჭა, კარი გაიღო და მოკლე ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა შიშისგან აკანკალებულ გოგონას და თმაში ხელი წაავლო,
- გეგონა გამექცეოდი პატარა ძუკნავ? -ქართულად, ბოხი ხმით უთხრა და მანქანისკენ წაათრია,
- მიშველეთ, დამეხმარეთ, აყვირდა გოგო და მოძალადეს წიხლები დაუშინა, მამაკაცს აღარაფერი უთქვამს, გაშლილი ხელი მთელი ძალით შემოსცხო სახეში, გოგონა მანქანას მიეხეთქა და უღონოდ ჩაცურდა ძირს, დავინახე როგორ იფეთქა სისხლმა გახეთქილი ტუჩიდან, ამის ყურება უკვე აღარ შემეძლო, სიბრაზისგან ვცახცახებდი, ბევრი აღარ მიფიქრია, ზურგჩანთა მოვიხსენი, იარაღი ამოვიღე, გადავტენე და ფეხზე წამოვდექი...



და მე რატომ მეგონა, რომ რომანტიკული თავგადასავალი გველოდა წინ?
საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელებაა.

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
და მე რატომ მეგონა, რომ რომანტიკული თავგადასავალი გველოდა წინ?
საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელებაა.


რომანტიკაც გვექნება და დიდი სიყვარულიც ოღონდ ორი-სამი თავის შემდეგ heart_eyes

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

აი ამას ნამდვილად არ ველოდი. ამას აარაააა. სასწაული ვინმე ხარრრ რაა. ვგიჟდები ამ ჯანრზე და მოულოდნელ სიურპრიზებს. ველოდები სულმოუთქმელადფ

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

Qeti qimucadze
აი ამას ნამდვილად არ ველოდი. ამას აარაააა. სასწაული ვინმე ხარრრ რაა. ვგიჟდები ამ ჯანრზე და მოულოდნელ სიურპრიზებს. ველოდები სულმოუთქმელადფ


როგორ მიყვარს თქვენი კომენტარები ვერ წარმოიდგენთ relaxed

 


№5 წევრი ნაამა

მოიცა ახლა ეს სად ჯანდაბაშია? ან რა უნდ ავაიმეეე რამდენი კითხვა ამქ იცი?. ღმერთო ძალაინ მომწონს საოცრება ხარ❤️ასეთ გაგარძელებას არ ველოდი... საინტერესოა და იმედია ის ბიჭი სულ ბოლოს რომ ჩანს ჩვენი მოჩვენება არაა თორე გავაფრენ

 


№6  offline წევრი ვიპნი

მგონი კომაშია ეს გოგო,რა უცნაურად განვითარდა ყველაფერი.

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

ვაემე დედა..
სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი მგონი..
ჯერ ჯერობით გაურკვევლობაა და ძალიან ბევრი ინტრიგა ^-^

ველი მომდევნოს...

წინა თავებისგან იმდენად რადიკალურად განსხვავდება ასე მგეგონა სულ სხვა ისტორიას ვკითხულობდი :დ

 


№8  offline წევრი ლილა ნესი

ნაამა
მოიცა ახლა ეს სად ჯანდაბაშია? ან რა უნდ ავაიმეეე რამდენი კითხვა ამქ იცი?. ღმერთო ძალაინ მომწონს საოცრება ხარ❤️ასეთ გაგარძელებას არ ველოდი... საინტერესოა და იმედია ის ბიჭი სულ ბოლოს რომ ჩანს ჩვენი მოჩვენება არაა თორე გავაფრენ


არააა ეგ არ არის, მასე ნამდვილად ვერ გავიმეტებ ჩემ ბიჭს blush

ვიპნი
მგონი კომაშია ეს გოგო,რა უცნაურად განვითარდა ყველაფერი.


კომაზე არ მიფიქრია თუმცა ცუდი იდეა არ არის wink

 


№9  offline წევრი Life is beautiful

ზოგადად ფანტასტიკა და ფენტეზი , არ მიყვარს. მაგრამ იმდენად მომწონს ყველა ნაწარმოები , რომ ფიზიკურად ვერ ავუვლი გვერდს.♥️

და რას ნიშნავს თურმე "ბრაზი აბჯარში".
მოსიარულე ბრაზია ხო
წარმატებები.

 


№10  offline წევრი ლილა ნესი

Life is beautiful
ზოგადად ფანტასტიკა და ფენტეზი , არ მიყვარს. მაგრამ იმდენად მომწონს ყველა ნაწარმოები , რომ ფიზიკურად ვერ ავუვლი გვერდს.♥️

და რას ნიშნავს თურმე "ბრაზი აბჯარში".
მოსიარულე ბრაზია ხო
წარმატებები.


მადლობა რომ კითხულობთ heart_eyes
ბზარი აბჯარში ქვია ბოლო თავებში გამოჩნდება აუცილებლად რატომ ქვია ასე

 


№11  offline წევრი Koala°

ინტრიგანი ხარ რა❤️❤️ ასეთი რაღაცა რანაირად მოიფიქრე ვუჩოქებ შენს ფანტაზიას❤️ იმედია ახლი თავი მალე იქნება

 


№12  offline წევრი ლილა ნესი

Koala°
ინტრიგანი ხარ რა❤️❤️ ასეთი რაღაცა რანაირად მოიფიქრე ვუჩოქებ შენს ფანტაზიას❤️ იმედია ახლი თავი მალე იქნება


მადლობა blush
ახალ თავს კვირის ბოლოს დავდებ ალბათ შაბათ საღამოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent