შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების შანსი (მეექვსე თავი)


12-11-2021, 16:39
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 1 671

არასდროს არავისთვის დახმარება არ მითხოვია .ახლა კი შიში მიპყრობდა იმ არამზადას გამო.რამდენიმე წამში საოცარი სისწრაფით გაიღო ოთახის კარი.

-თაია რა მოხდა?-საწილზე ჩამოჯდა.თავს ვერ ვწევდი ,არ მინდოდა ჩემი ცრემლები მას ენახა.თუმცა მალევე ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავი ამაწევინა-თაია მიპასუხე რა გჭირს?....შენ,რატომ ტირი გამაგებინე-უფრო მეტად იძაბებოდა და მეც ცრემლებს ვერ ვიკავებდი, პირველი იყო ვისთანაც სრულიად უძლური ვიყავი,ან იქნებ მინდოდა დამხმარებოდა და ამიტომ ვერ ვიკავებდი თავს .ცრემლებს თითებით მწენდდა და მომლოდინე თვალებით მიყურებდა როდის დავმშვიდდებოდი.როცა მივხვდი რომ ამით მასაც ვტანჯავდი და ჩემს თავსაც ტელეფონი ავიღე ლაშას ესემესები გავხსენი და მას გავუწოდე რომ წაეკითხა,მე კი საწოლზე ოთხად მოვიკეცე,ცხოვრებაში პირველად ვტიროდი ასე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-მოგკლავ შენ ,არ გაცოცხლებ.-გიჟივით წამოვარდა ფეხზე.მოზღვავებული ენერგიის დაოკებას ცდილობდა .ვხვდებოდი რომ ბრაზი მთლიანად მის სხეულს ედებოდა და ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, უსუსურ და უძლურ ადამიანს დავემსგავსე .ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-ჯანდაბა,...ამის დედაც....-ტელეფონი იქვე ტუმბოზე დადო და გვერდით მომიჯდა.-თაია,შემომხედე გთხოვ.-მისი მავედრებელი ხმა გულის ბოლო წერტილამდე აღწევდა.წამოვჯექი და მზერა გავუსწორე.-არ გინდა ,არ იტირო,აქ ვარ შენთან ვარ,გპირდები ვერაფერს დაგიშავებს ...
-შენ რომ რამე დაგემართოს?-ტირილით ამოვთქვი სიტყვები.
-არაფერი მოხდება გესმის? არაფერი.-მინდოდა დამეჯერებინა მისი სიტყვები.ენდე თაია.ჩამძახოდა ჩემი მეორე მეც.
-გენდიბი და მჯერა.-ცრემლიანი თვალებით ავხედე.
-მოდი ჩემთან..-მითხრა და წამში მის მკერდზე მიმიკრა.ხელებს მაგრად ვუჭერდი ,არ მინდოდა წასულიყო.-სინათლეს ჩავქრობ და დაიძინე კარგი?
-შენ წახვალ?
-გინდა რომ წავიდე?
-არა არ მინდა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.-ამოვისლუკუნე და უფრო მაგრად შემვხვე ხელები.ოდნავ გაეღიმა.საბანი გადასწია და ორივენი ერთად მოვთავსდი .-სად იყავი? ქვემოდან ავხედე მორიდებით.სანათის მკრთალ შუქზე მისი ღიმილი მაინც შევნიშნე.
-დილას ხომ გითხარი რემონტი დაასრულეს თქო და გადავედი
-ნუ მატყუებ,მანდ რემონტი დიდი ხნის წინ დასრულდა.
-მაგრამ ავეჯი არ იყო თაია,ნუ ბავშვობ ახლა, სახლში ვიყავი.გვერდით ოთახში.-ცხვირზე ჩამომკრა თითი.
-მეტკინა.-ამოვიკვნესე ნაწყენმა.
-მოისვენე მაშინ .-ამოთქვა კმაყოფილმა.-არ მითხრა ვეჭვიანობო-სიცილი აუტყდა უცებ.სწრაფად მოვშორდი და ზურგი ვაქციე.
-კაი რა ნუ იბუტები.
-არ გელაპარაკები.
- კაი წავალ მაშინ.
-არ გაბედო.-მისთვის არც შემიხედავს ისე წამოვიყვირე.
-კაი დაიძინე,აქ ვარ მეც.-ხელებს ჩემს თმაში დაატარებდა რამაც საბოლოოდ მომადუნა და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.
დილას მარტომ გავიღვიძე.სწრაფად მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი.
-დილამშვიდობისა.-მკრთალად გავუღიმე
-დილამშვიდობისა-მანაც გამიღიმა .-როგორ გეძინა?
-კარგად.შენ ?
-თუ არ ჩავთვლით რომ ტაიკვანდოს პოზაში გძინავს და დამალურჯე ,მგონი არც ისე ცუდად.
-მე ...მე ..ბოდიში,მარტო წოლას ვარ მიჩვეული და ამიტომ ,გამოვასწორებ გპირდები.
-ანუ რას გულისხმობ?-რატომ ენა არ გაგიხმება თაია .ეს რამ გათქმევინა.
-არაფერს.-თავი ერთი სიტყვით ვიმართლე და ჩაის ჭიქით ხელში მის წინ დავჯექი.
-კარგი ვიმახსოვრებ იცოდე-ეშმაკები დახტოდნენ მის თვალებში.
-მეტჯერ არც განმეორდება .-დაბღვერილმა შევხედე რაზეც გაეღიმა.მაგრამ მალევე სერიოზული სახე მიიღო.
-მომისმინე თაია,იმ არაკაცმა ისევ იგივე თუ გააკეთა არ დამიმალო გესმის.საკადრისს მიიღებს გპირდები.
-არ გინდა სანდრო,გთხოვ დაანებე თავი-მავედრებელი თვალებით ავხედე.
-ეგ მე ვიცი პრინცესა.მპირდები რომ არ დამიმალავ?
-გპირდები-ვენდობოდი და მისი მჯეროდა.
-კაი,წავედი მე მაგვიანდება კომპანიაში.გინდა შენც გაგიყვანო?
-არა ჩემით გავალ.-გავუღიმე ,მესიამოვნა მისგან ეს შემოთავაზება
-კაი.ჭკვიანად თაია-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და კარში გაუჩინარდა.
მეც მოვემზადე ლილეს გავუარე და რესტორანში წავედით.საქმე ნაკლებად იყო ამიტომ მთელი დღე საუბარში გავატარეთ.
-ანუ მაინც უთხარი არა ლაშაზე?
-უნდა დამემალა?ხომ ხედავ არც აქ გაჩერდა.მართლა რომ რამე გააკეთოს მე რა ვქნა.
-მართალი ხარ.მაგრამ ახლა შენს ქმარზე გაქ სანერვიულო ,ხომ იცი როგორი ფიცხია.
-ვიცი და ახლა მაგაზე ვდარდობ ყოველ წამს.ეს რა შარში გავეხვიე.მამაჩემის ბრალია ყველაფერი.
-რა ქნას კაცმა თვითონაც მოტყუებულია-მისი მხარე დაიჭირა ლილემ.
-შენ ბიძიას გოგო ხარ არა-ღიმილით ვუთხარი და მოზუზუნე ტელეფონს ვუპასუხე.-გისმენ სანდრო.
-თაია როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც კარგად.რესტორანში ხარ?
-კი ,მშვიდობაა?
-გადავამოწმე, მაინც ვნერვიულობ თაია და ვერ ვჩერდები.
-არ იდარდო კარგად ვარ.
-მისმინე გვიან კი გეუბნები მაგრამ დღეს საღამოს კომპანიის წვეულებაა,როგორც პარტნიორი და როგორც ჩემი ცოლი საჭიროა ერთად წავიდეთ.მოასწრებ მომზადებას?
-წვეულება?თან საღამოს?-ლილეს გავხედე რომელიც ხელებით მანიშნებდა წადი წადიო.ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი.-კაი წამოვალ.მოვემზადები.
-კარგი გამოგივლი.ხო ვიცი ლილესთან ერთად ხარ და ეგეც წამოვიდეს.
-ეგ საიდან იცი.
-მაგარი ამბებია ცოლუკა,მოგიყვები რომ გნახავ.-საიცილით მითხრა .
-კაი გავიქეცი და გელოდები ქმარუკა-სიცილით ვუპასუხე მეც და ტელეფონი გავთიშე.
-ოპააა ეს ქმარუკა ახალია?
-ნუ სულელობ ვხუმრობ რა დაგემართა.ადექი მოვემზადოთ.
-"თ" რატომ?-შემომხედა გაოცებულმა.
-სანდრომ იცოდა რომ ჩემთან ერთად იყავი და შენც დაგპატიჟა.მაგრამ ეს საიდან გაიგო ვერ გეტყვი არც მე ვიცი.
-მე ვიცი.-გამოსცრა კბილებში და ფეხზე წამოხტა.
-რა დაგემართა?-უკან გავყევი გაბრაზებულს.
-იდიოტია ნამდვილი.-ბურდღუნებდა და მანქანაში მოთავსდა.
-შემომხედე ახვლედიანის ქალიშვილო რას მიმალავ დაფქვი დროზე .-დაჟინებით მივაშტერდი .ვიცოდი ზეწოლის გარეშე არაფერს არ იტყოდა.
-ცოტნე არაბული-ამოილაპარაკა და მზერა ამარიდა.
-რა ცოტნე?
-ოოო თაია ვერ ხვდები ახლა დავიჯერო?
-გოგო წესივრად თუ ამიხსნი მივხვდები.
-იდიოტია გოგო,გადამეკიდა და აღარ მშორდება.
-მაგრამ უკმაყოფილო არ ჩანხარ ხომ ასეა?-გავუღიმე და მანქანა დავძარი.
-არ ვარ მაგ სტილის გოგო ბიჭებს ვეფლირტაო ,არც მომწონს ეგეთი საქციელი.
-და რაც მოგწონს ის გააკეთე შენც მერე.
-არ გამოდის მაგასთან ეგრე მოქცევა.
-მოიცა რა იცი რომ არ გამოდის?-მანქანა შუქნიშანზე გავაჩერე და მკვლელი მზერით გავხედე ნუთუ რამეს მიმალავს.
-რამდენჯერმე შევხვდით.... ოღონდ კრინტი არ დაძრა ,არ იღადაო ახლა ამაზე.
-შენ?...შეხვდი ცოტნეს?-ძალიან ვცდილობდი არ გამეცინა მაგრამ არ გამომდიოდა და ერთიანად ავხარხარდი.ლილე ის გოგოა რომელიც ბიჭებს საქმეს ურჩევდა და გემრიელადაც მიბეგვავდა ხოლმე.ყველა ბიჭი გაურბოდა .მის გარშემო არცერთი ჩერდებოდა და ცოტნემ ეს გაბედა .
-თაია.დავიმტვრევით სადაც გაჩუმდი უკვე .-გაბრაზებულმა წამოიყვირა და გაისუსა.
-კაი დაო,ვჩუმდები.უბრალოდ ძველი ლილე გამახსენდა და გამიკვირდა ცოტნე როგორ ბედავს რამის თქმას.
-არ იცის რა დღეს დავაწევ და მაგიტომ.
-კაი რა ლილე მორჩი,მოლბი ცოტა ბიჭების მიმართ.ეგ პროფესია დაგღუპავს შენ ,არარის ყველა კაცი ეგეთი .ზოგი საოცრად თბილია .ამ ზამთარში თბილ მკლავებში ყოფნას რა ჯობია.-განზრახ ვთამაშობდი მის ნერვებზე.
-ცხელი გამათბობელი და ცხელი ყავა მირჩევნია.-ამაყად გადმომხედა.მოკლედ კიდევ ბევრი ვაწვალე ამ ამბით გახარებულმა.გულის სიღრმეში მიხაროდა რომ ცოტნეს მიმართ ცოტა ლმობიერია და ისევ ის თხა გოგო არაა.განქორწინების ადვოკატობა ძალიან მოქმედებდა მასზე.
სახლში მივედით ნაჩქარევად მოვემზადე ყველაფერი ყირაზე დავაყენე თუმცა დალაგებაც მოვასწარი.და ალექსანდრეს მოლოდინში ჩამოვხმი .უკვე გამოცვლას ვაპირებდი რომ ტელეფონის ზარმა შემაჩერა.
-გისმენ!-უკმეხად ვუპასუხე.
-აუუუ ნუ ბრაზობ რა,ჩამოდი დაბლა ვარ გთხოვ.
-აღარსად მოვდივარ მე გასაგებია!-ჩემი ჯიუტობს ამბავი არ იცის ჯერ ამან.
-კაი რა თაია,გზაში ნაცნობი ვნახე და დამაგვიანდა.ჩამოდი გაგაცნობ.
-არ მოვდივართქო ალექსანდრე.
-თაია! -ისეთი მკაცრი ხმა ქონდა პატარა ბავშვივით ცრემლები მომადგა.-ნუ მახვეწნინებ ჩამოდი.-სიტყვის თქმა არ მაცადა ისე გამითიშა ტელეფონი.
-საზიზღარი.-მივაძახე გათიშულ ტელეფონს და ჩანთას დავავლე ხელი.ამ ქუსლებით სიარული მძულს.კიბეებს ფრთხილად ჩავუყევი რომ არ დავცემულიყავი.შავი საკმაოდ მოკლე და წელზე მომდგარი კაბა მეცვა თმა ზემოთ მქონდა აწეული და არც თუ ისე მკვეთრი მაკიაჟი მესვა.მოკლედ შორიდან რომ შემოგეხედათ იტყოდით დიდებული ქალბატონი მოდისო მაგრამ ამ ფეხსაცმელებით როგორ მიჭირდა ამ კიბეებზე ჩამოსვლა რომ იცოდეთ სულაც არ გაიფიქრებსით იმავეს.საფეხურებს თვალს არ ვაშორებდი ისე ჩავედი ბოლომდე .მხოლოდ მერეღა შევამჩნიე გაშეშებული ალექსანდრე.რომელიც კართან მიცდიდა და მე მომშტერბოდა.მკრთალად გავუღიმე .და გვერდი ავუარე.იქვე დაკიდებული ქურთუკი ავიღე და მანქანისკენ წავედი თუმცა აქ მე დავრჩი გაშეშებული .წინა სავარძელში მჯდომი ქერა რომ დავინახე რომელიც მონდომებით ისმევდა ტუჩსაცხის და საზიზღრად პრუწავდა ტუჩებს.
-ასე გაცივდები-გონს მომიყვანა ალექსანდრეს ხმამ
-არ მანაღვლებს და მგონი არც შენ უნდა დარდობდე მაგას.-მზერა ავარიდე და სივრცეს გავყურებდი.
-რა გჭირს თაია.?-გაკვირვება იგრძნობოდა მის ხმაში.
-გეთქვა და მანქანის გასაღებს ჩამოვიტანდი სტუმარიც გყოლია.
-თეკაზე ამბობ?არაუშავს გაგვიგებს.წამოდი-ხელით ოდნავ შემეხო ზურგზე .მე კი მაშინვე არასასიამოვნო გრძნობამ დამიარა და გვერდით გავიწიე.ასეთი რამ მის შეხებაზე არასდროს არ მიგრძვნია.ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი რომ დავმშვიდებულიყავი.
-კარგად ხარ?
-არ შემეხო -ჩემსკენ წამოღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა.ასეთი სიცივე მის მიმართ ძალიან მძაბავდა.უხმოდ გამცილდა წინა კარი გამოაღო გოგოს რაღაც უთხრა,ის კი უკმაყოფილო სახით გადმოვიდა და უკანა სავარძელი დაიკავა.გონს მოვედი ფიქრებს თავი დავაღწიე და მანქანისკენ წავედი.ზიზღის გრძნობა იპყრობდა ჩემს სხეულს.
-თაია გაიცანი ეს თეკაა ამერიკაში ცხოვრობს და დღეს ჩამოვიდა-მისი თავი წარმიდგინა სრულიად ბედნიერმა.
-კაი რა ალექსსს უთხარი ყველაფერი ნუ გერიდება.-აკისკისდა უკან მჯდომი.-თქვენ ხო მაინც დროებით ხართ ერთად.-მის ამ სიტყვებზე გულში თითქოს დანა გამიყარესო .ანუ იმდენად ახლოსაა რომ ჩვენს ქორწინებაზე უამბო?.ნაწყენმა გავხედე ,მისგან მსგავს საქციელს არ მოველოდი.
-კაი მე გეტყვი,მოკლედ მე და ალექსი შეყვარებულები ვიყავით ძალიან დიდხანს ,მერე პრობლემები დაემთხვა და დავშორდით თუმცა ყოველთვის ახლოს ვართ.
-გასაგებია-მხოლოდ ეს ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე რომ თვალებზე მომდგარი ცრემლი არ შეემჩნიათ.მთელი გზა არ გაჩუმებულა თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია.როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე რომ არა ეს ჟურნალისტები წამით არ გავჩერდებოდი ალექსანდრეს გვერდით.ყალბი ღიმილით ვუხვევდით თვალებს და ვცდილობდი დაძაბულობა არ შემემჩნია რასაც ალექსანდრეს ხელი იწვევდა რომელიც ჩემს წელზე კომფორტულად მოეთავსებინა და არ მიშვებდა.რამდენიმე წამში შავი ჯიპი გაჩერდა ახლოს და ახლა მთელი ეს ხროვა მისკენ წავიდა.ვერ დავინახე ვინ იყო თუ არა მადლობას ვეტყოდი ამ სპექტაკლის დასრულებისთვის.შენობაში შესვლისთანავე ლილეს დავუწყე ძებნა .მალევე მივაგენი მას და ცოტნეს და მათკენ წავედი.
-რძალო რა გჭირს ვინ გაგიფიჭა ხასიათი?
-არაფერი ცოტნე,დაივიწყე...მიხარია ერთმანეთი რომ არ დახოცთ.-ვეცდაე გამეღიმა.
-ცოტა ჯიუტია შენი დაქალი.
-მინდა გითხრა რომ ნახევარი გადალახული გაქვს.ბიჭებს ახლოსაც არ იკარებს.-გადავჩურჩულე და გავუღიმე.
-მაინც გავიგონე თაია -მკვლელი მზერა მესროლა ლილემ.
-ჩემო ტკბილო განა რამე მაქ დასამალი.-გამეცინა მის სახეზე .
-დალევ რამეს?-შემომთავაზა ცოტნემ და მიმტანი გააჩერა.
-ერთ ჭიქა ღვინოს თორემ გავგიჟდები.-თვალები ავატრიალე და ჭიქა გამოვართვი.
-აშკარად რაღაც მოხდა თორემ ეს არ დალევდა-მშვიდად გადაულაპარაკა ლილემ ცოტნეს.მან კი საყვარლად გაუღიმა.
-მარტო დაგტოვებთ გინდათ?
-არა ცოტნე გთხოვ.არ მაქვს ამათი ნერვები.-ჩვენსკენ მომავალ წყვილზე ვანიშნე.
-ეს აქ რას აკეთებს ჯანდაბა-ჩაიბუტბუტა ცოტნემ.
-იცნობ?
-არ გეწყინოს მაგრამ კარგახანს ერთად იყვნენ.მერე მეგობრობდნენ კიდეც.
-გგონია მაგას დავიჯერებ? სახეზე ეტყობა რაც უნდა .-ერთიანად ჩავცალე ბოკალი და კიდევ ერთი ავიღე.
-თაია შენ რა სვავ?-გაკვირვებულმა მკითხა ალექსანდრემ.
-თავი დაანებე დალიოს სჭირდება.-მხარზე ხელი დაჰკრა ძმაკაცს ცოტნემ მერე კი მე გადმომხედა თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
-ლილე იცოდე ვგიჟდები ამ ბიჭზე,არ დაკარგო ჭკვიანად მოიქეცი-გადავჩურჩულე და წითელი სითხე მოვსვი.არასასიამოვნოა სასმელი ჩემთვის.სუნსაც ვერ ვიტან თუმცა ცოტნე მართალია ამ მომენტში მართლა მჭირდება დალევა.საღამო უაზროდ ნელა გადიოდა მე კი სასმელი თანდათან მეკიდებოდა.
-ლილე დავთვერი და ლაშა მეჩვენება?-თვალებ მოჭუტული ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ სილუეტს.
-არ გეჩვენება ეგ მუდოა.-კბილებში გამოსცრა ლილემაც.სწრაფად მოიწევდა ჩვენსკენ და საბოლოოდ მოგვიახლოვდა.
-ოოო თვით თაია დორეული.როგორ გიკითხოთ ქალბატონო.-ირონიულად იღიმოდა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-ზიზიღით შევხედე.
-სსაიდან ამხელა გამბედაობა?
-მოშორდი დროზე.
-რაიყო ჩემი გეშინია.
-შენი ვის უნდა ეშინოდეს ერთი არარაობა ხარ სხვა არაფერი ფულის მონა.
-სიტყვებს დაუკვირდი.თორემ განანებ .
-არ მეშინია გესმის.-დაჟინებით ვუყურებდი და ვცდილობდი მღელვარება არ შემემჩნია.
-აქ რას აკეთებ!-მუსიკის ხმა ალექსანდრეს ბარიტონმა გაარღვია.
-აი შენი ქმარიც მოვიდა.მიდი მიუტანე ენა რაც გითხარი-გველივით დაისისინა და ისევ ამაყად იდგა.
-არაფერსაც არ ვეტყვი-მშვიდად და საკმაოდ თავდაჯერებულად ვუპასუხე.
-თაია რა ხდება!-ისევ ალექსანდრეს მკაცრი ხმა გაისმა.მე კი ხმას არ ვიღებდი-ამის დედაც...ამოიღე ხმა.-ბოლო ხმაზე იღრიალა და ახლა უკვე ყველა ჩვენ გვიყურებდა.
-ყველა თქვენ გიყურებთ დამშვიდდი ალექსანდრე.-გაცოფებილი სანდროს დამშვიდებას ცდილობდა ცოტნე.
-მოგკლავ შენ არამზადა-ლაშასკენ გაიწია თუმცა ცოტნემ ისევ შეაჩერა.
-მშვიდად პატარა გულედანო,რაო მამაშენის საქმეებში ჩაჯექი და ფულში ბანაობა მოგინდა?ყველაფერს წაგართმევთ იცოდეთ.
-საკმარისია!-მართლა არ ვიცი საიდან ამხელა გამბედაობა მაგრამ არანაკლებ მაღალ ხმაზე დავიყვირე მეც.-მორჩა ლაშა ჩვენს შორის ყველაფერი,და ის ფული სრულიად არ გეკუთვნის შენ ,შენი ბინძური ხელები წაიღე ჩემი ცხოვრებიდან და წაეთრიე.-ჩანთას ხელი დავავლე და შენობა დავტოვე.ის თაია დავინახე რომელიც ნახევარი წლის უკან იყო ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული.ალბათ საჭირო იყო ალექსანდრესგან ოდნავ მტკენოდა რომ საკუთარი თავის რწმენა დამბრუნებოდა.გათოშილი მივუყვებოდი გზას და არ ვიცოდი სად მივდიოდი.ტაქსი გამოჩნდა თუ არა გავაჩერე და სახლში წავედი.სრულიად გაყინული მივედი და საწოლში მივესვენე.არ ვტიროდი ან ვერ ვტიროდი.ან რატომ უნდა მეტირა მიზეზს ვერ ვხედავდი.მთელი ღამე გავათენე ,ვერ დავიძინე.ლაბირინთში დავიკარგე და გამოსასვლელის ძებნაში უფრო სიღრმეში შევედი.
დილას ტელეფონს დავწვდი და ბექას მივწერე რომ რესტორანში არ მივიდოდი.მერე აბაზანაში შევუკვეთე და წყლის ქვეშ საათზე მეტხანს ვიყავი.იქიდან გამოსულმა და ცოტა დამშვიდებულმა ლილეს დავურეკე .
-თაია კარგად ხარ?-მის შეშინებულ ხმაზე ცრემლები მომეძალა თუმცა მაშინვე თავის შეკავება მოვახერხე.
-არამიშავს ლილე უკვე კარგად ვარ ..-ვეცადე დამშვიდებულს მეპასუხა.
-არ მიაქციო არაფერს ყურადღება გესმის,დაავიწყდებათ და გაივლის დანარჩენი მოგვარდება.
-რა მოგვარდება ლილე რას გულისხმობ?-გაკვირვებული ვიყავი ალბათ რაღაც გამომრჩა თქო.
-თაია არ გინახავს?
-რა უნდა მენახა ან ვინ?-მოსვენება დავკარგე და ავნერვიულდი.
-რაღაცას გამოგიგზავნი და მშვიდად წაიკითხე გესმის.სკანდალების გარეშე.
-ლილე წესივრად ამიხსენი რა ხდება.
-გამოგიგზავნე ფოსტა შეამოწმე,და ხო განქორწინებაზე ადვოკატი თუ დაგჭირდა არ იდარდო ყველაფერში დაგეხმარები.
-ვერაფერს ვხვდები დაგირეკავ ცოტახანში.-გაურკვრველ მდგომარეობაში მყოფმა გავუთიშე ტელეფონი და ნოუთბუქი ავიღე რომ ფოსტა შეემოწმებინა.
-სად გამოაგზავნეთ ლილე რომელია ნეტავ-სათითაოდ ვათვალიერებდი ფაილებს და ლილეს მისამართიც შევნიშნე თუ არა სასწრაფოდ გავხსენი და ხმამაღლა წავიკითხე დიდი შავი წარწერა.-" საყვარელი და ცოლი- ალექსანდრე გულედანის თამაში თუ რეალობა."
რა ვუწოდოთ თაია დორეულის ცხოვრებას? ქმარი ცოლის თვალწინ ეფლირტავება ყოფილ შეყვარებულს ცოლი კი ამ დროს უცნობ და ამავდროულად ნაცნობ მამაკაცთან ჩხუბობს .სკანდალი რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის.აიტანს საყვარელთან ერთად ცხოვრებას თაია დორეული?....-თავს გათელილად ვგრძნობდი,სიამაყე გამინადგურეს ,ცხოვრებას მინგრევენ.ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ . ცრემლებს ვერ ვიკავებდი . ტელეფონს დავწვდი და ალექსანდრეს დავურეკე .თუმცა ამაოდ არ მიპასუხა.აივნის კარი გამოვხსენი და ჰაერი ხარბად შევისუნთქე.სწორედ ამ დროს შემოვიდა მანქანით ვაჟბატონი სახლში.მთელი სისწრაფით გავედი ოთახიდან და დაბლა ჩავედი.გული საშინლად მტკიოდა .არ ვიცი ამდენ რამეს გული გაუძლებს თუ არა მაგრამ მას ამას არ შევარჩენ.მისაღებში შევედი და ისიც მაშინ შემოვიდა.
-თაია...?
-ხმა არ ამოიღო!-გავაჩუმე მაშინვე.მარცხენა ხელს გულზე ვიჭერდი და თანაბრად სუნთქვას ვცდილობდი თუმცა დანებებას არ ვაპირებდი.-რა დაგიშავე გამაგებინე?ასე რატომ იქცევი ?ამას ვიმსახურებდი შენგან? გამაგებინე?-ბოლო ხმაღე ვყვიროდი და ცრემლებსაც ვერ ვიკავებდი.
-თაია ამიხსენი რას გულისხმობ?
-აი ამას!-ტელეფონით ლილეს გამოგზავნილი სტატია ვანახე.-არაკაცი ხარ ალექსანდრე გულედანო.-მივახალე გამწარებულმა.
-საკმარისია თაია ,დამაცადე გონს მოვიდე.
-კიდევ მე მიყვირი?კიდევ მე ვარ დამნაშავე?ეს ყველაფერი შენი ბრალია ,მაგრამ მე დავრჩი ისევ გულ ნატკენი სასტიკი ადამიანი ხარ გესმის.
-თაია ცუდად გახდები სახეზე ფერი არ გადევს დამაცადე დავფიქრდე და შენც დამშვიდდე იქნებ.-მართალი იყო თავბრუ საშინლად მეხვეოდა ეს შენიშნა და შეხება ცადა რომ არ დავცემულიყავი.
-არ გაბედო!არ შემეხო გესმის!არ მჭირდება .-სამზარულოში გავედი და წყალი დავლიე.ფეხზე დგომისთვისაც კი არ შემრჩენოდა ძალები . სავარაუდოდ გუშინდელი ალკოჰოლის და ნერვიულობის ბრალია ყველაფერი.
-თაია , კარგად ხარ?-ისიც უკან გამომყვა
-რატომ გადარდებს?წადი და თეკაზე იზრუნე თუ ძალიან გინდა.
-ამის დედაც....დამაცდი რომ აგიხსნა?
-არაფრის მოსმენა არ მინდა შენგან ყველაფერს ვხედავ იმ ფოტოებზე და გარკვევით დამიწერეს სტატიაც.
-და გგონია ეგეთი ვარ? საერთოდ ვერ გამიცანი ამ ექვსი თვის განმავლობაში?
-ახლა აღარ ვიცი ვინ ხარ ალექსანდრე-თვალებში ვუცქერდი და ისე ველაპარაკებოდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი .როგორ მიყვარდა მისი თვალები ახლა კი მძულს.-იცი რა მტკივა ყველაზე მეტად?სხვა რომ მეგონე და სულ სხვა შემრჩი.-ცრემლები შევიწმინდე და გავშორდი.მერე წამით გავჩერდი და ყველაზე მტკივნეული სიტყვები ამოვთქვი.
-კომპანიაში როგორც კი საბუთები მწყობრში ჩადგება გაგშორდები ალექსანდრე.მორჩა დავიღალე ამ თამაშით.-სამზარულოდან გავედი და ოთახში ჩავიკეტე .არავის ნახვა არ მინდოდა.რამდენიმე საათი აივანზე ვიჯექი სიცივის მიუხედავად.გაქცევა მინდოდა ან იქნებ გაქრობა სულ ცოტახნით.ვერ ვიტანდი ამ სახლს .ამ გარემოს .ვიგუდებოდი აქ,მაგრამ ეს გამოსავალი არაა.კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა მაგრამ არ ვაპირებდი მის ნახვას სათქმელი უკვე ვუთხარი და ახსნა არ მჭირდებოდა.ასე გავიდა თითქმის ერთი თვე ხმას არ ვცემდი უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის თუმცა ნაცნობები არც არასდროს ვყოფილვართ.უმეტესად რესტორანში ვიყავი გვიან ვბრუნდებოდი და მაშინვე ოთახში შევიკეტებოდი.მანანა მიგებდა და არაფერს მაძალეებდა.ხვდებოდა როგორ მტკიოდა მისი შვილის საქციელი.ამასობაში ცივმა ზამთარმა გაიარა.მაგრამ ჩემში არსებული სიცივე ვერაფრით გავათბე.
-კარგი რა თაია, დეპრესიაში გადაგივა ეგ ყველაფერი.ისედაც ხომ იცოდი რომ ბოლოს მის გარეშე მოგიწევდა ყოფნა?
-არ მეგონა ლილე ასე ძნელი თუ იქნებოდა.
-გენატრება?
-ძალიან-თვალებზე ცრემლები მომადგა.რამდენიმე დღეა არც მინახავს.
-რაღაცას გკითხავ კარგი?-მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-შეგიყვარდა?
-არა რას ამბობ-სწრაფად შევიწმინდე ცრემლები.-უბრალოდ ძალიან მივეჩვიე.
-მიჩვევიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია იცოდე.-მკრთალად გამიღიმა.
-კარგი აღარ მინდა მასზე საუბარი,შენზე და ცოტნეზე მომიყევი როგორ ხართ?
-ჯერჯერობით კარგად .მგონი ვეწყობით ერთმანეთს.
-კარგია, მიხარია ძალიან.
-რაზე ჭორაობთ გოგონებო?-ცოტნეს მხიარულმა ხმამ დაარღვია სიჩუმე
-კარგ ადამიანს როცა ახსენებ მაშინვე ჩნდებაო .-მკრთალად გავიღიმე.
-ანუ მე გამჭორეთ?-გვერდით მიუჯდა ლილეს და ხელი მოხვია.
-როგორ გეკადრება -გაუღიმა ლილემაც და საყვარელ სხეულს ჩაეხუტა.
-თაია შენ როგორ ხარ?
-არამიშავს ცოტნე.-ძალდატანებით გავუღიმე.
-აღარ შემიძლია რა,შენ აქეთ ის იქით რას ტანჯავთ ერთმანეთს გამაგებინეთ?
-არ მინდა ცოტნე მასზე საუბარი.
-კარგი მაგრამ იცოდე მე შენსა გვერდით ვარ თუ რამეა შეგიძლია მენდო.
-მადლობა...აბა გვრიტებო მე სახლში წავალ დაგტოვებთ.
-ჩვენც სასეირნოდ გავდივართ-ფეხზე წამოაყენა ლილე და გასასვლელისკენ ერთად წავედით.,
-თაია ,წადი არ დამელოდო სამზარეულოში რაღაც საქმე მაქ.-კარებში შემეჩეხა ბექა.
-მშვიდობაა დახმარება გინდა?
-არა მოვაგვარებ არ იდარდო.-გამიღიმა და გაუჩინარდა.ლილეს და ცოტნეს დავემშვიდობე და სახლისკენ ავიღე გეზი.

-ყველაფერი მზადაა,შეცდომა არ იქნება.
-ძალიან კარგი.ეგ გოგო უნდა მოვიშოროთ.
-მივხედავთ.
-ყველაფერი აკონტროლე .-
-დიახ ბატონო ლაშა .- ტელეფონი.გათიშა და სავარძელს მიეყრდნო
-რამდენი ხანი ველოდი თაია ამ დღეს.ახლა ვეღარ დაიძვრენს მამაშენი თავს და კომპანიის აქციები ჩემი გახდება,მერე კი პირველი ვიქნები მთელს ქვეყანაში .მე გამიმარჯოს-ღიმილით ასწია ვისკის ჭიქა და ერთიანად ჩაცალა.სხეული დაუწვა თუმცა მეორეზე უარი არ უთქვამს.მშვიდად ელოდა მოვლენების განვითარებას.

მთელი ძალები მოიკრიბა და სახლში მივიდა,თაიასთან უნდა ესაუბრა ვეღარ ძლებდა მის გარეშე . მოუსვენრობამ შეიპყრო თუმცა არ იმჩნევდა.მანანა სამზარეულოდან აკვირდებოთა შვილს და ბედნიერი იყო რადგან ხვდებოდა რომ თაია სამუდამოდ მისი რძალი იქნებოდა.ყოველ წამს ამოწმებდა საათს.ელოდა კარში როდის შემოვიდოდა მისი სასურველი სხეული ლილესთან გადაამოწმა ხომ წამოვიდაო სახლში ,პასუხად დასტური რომ მიიღო უფრო აღელვდა სადაცაა მოვიდოდა და ნახავდა თუმცა ვინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს .არ იცის რა ძალამ უბიძგა რომ ტელევიზორი ჩაერთო თუმცა მოულოდნელად დასწვდა იქვე დადებულ პულტს და არხების თვალიერებას მოჰყვა გაუაზრებლად.
-თბილისის ცენტრალურ გზაზე საშინელი ავარია მოხდა.როგორც ირკვევა დაშავებულია ცნობილი ბიზნესმენის არჩილ დორეულის შვილი და ალექსანდრე გულედანის მეუღლე თაია დორეული.ექიმების თქმით მის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.სპეტიალისტების თქმით შეჯახების შედეგად სავარაუდო დამნაშავე გაიქცა.დაზარალებულმა კი საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.თუმცა საბოლოო დეტალებს გამოძიება გაარკვევს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით
-თაია!-იღრიალა ბოლო ხმაზე.
-რა მოხდა შვილო?-შეშინებული გამოვარდა მანანა სამზარეულოდან და ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა-ვაიმე ჩემი გოგო.-ტირილს მოჰყვა საცოდავი ქალი.იმ წამიდან ტელეფონები არ ჩერდებოდა.სწრაფად დატოვეს სახლი და საავადმყოფოში წავიდნენ.ყველანი ელოდებოდნენ ექიმს ,ვერავინ ცრემლებს ვერ იკავებდა.იმედი ქონდათ რომ თაია არ დატოვებდა მათ ასეთ მდგომარეობაში.
-ძმაო ფეხზე ადექი,სკამზე დაჯექი.-საოპერაციოს კარებთან იატაკზე მჯდომი ძმაკაცის წამოყენება სცადა .თუმცა ამაოდ ,ხმას არ იღებდა ჩაწითლებული თვალებით მიშტერებოდა ხალხს .
-დამშვიდდით მარინა დეიდა ხომ იცით თაია არ დაგვტოვებს არავის-განადგურებული დედის დამშვიდებას ცდილობდა ლილე ,თუმცა ცრემლებს თავადაც ძლივს იკავებდა.
-რა მოხდა არჩილ ვინმემ დაინახა?
-წამებში მოხდა ყველაფერი ზაზა გამოძიება მიმდინარეობს.
-ყველაფერი კარგად იქნება მეგობარო-მხარზე დაადო ძმაკაცს ხელი და ოდნავ გაუღიმა ნუგეშისაცემად.დამიანე და ალექსანდრე ხმას ვერ იღებდნენ ამ ორი ადამიანის გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა თაიას.სიტყვებს ვერ პოულობდნენ რა ეთქვათ.
როგორც იქნა საოპერაციოს კარი გაიღო და ექიმიც გამოვიდა.მხოლოდ მან შეძლო გონს მოეყვანა ალექსანდრე და ფეხზე ამდგარიყო.
-ექიმო როგორ არის?-ძლივს წარმოთქვა სიტყვები.
-დამშვიდდით, ოპერაცია გავუკეთეთ,ფეხი აქვს მოტეხილი და...-მცირედი პაუზა გააკეთა ექიმმა და ოჯახს გადახედა.-მოკლედ კარგად იქნება,დანარჩენს დრო გვიჩვენებს.-მკრთალად გაუღიმა და იმედის ნაპერწკალი გააღვივა მათ გულებში.ყველას სიხარულმა გადაუარა და ცოტა დამშვიდდნენ.მხოლოდ ალექსანდრემ ვერ მოიპოვა სიმშვიდე,გული საშინლად ტკიოდა და მიზეზს ეძებდა რატომ.ამიტომ სწრაფად გაჰყვა ექიმს.
-რამეს მიმალავთ?-გამჭოლი მზერით შეხედა.
-ვინ ხართ მისი?
-მისი ქმარი ვარ.
-წამოდით კაბინეტში ვისაუბროთ.-კარი შეაღო და შევიდნენ .-დაბრძანდით გთხოვთ.-სკამისკენ ანიშნა თვითონ კი კუთვნილი სავარძელი დაიკავა-დაზუსტებით არ ვიცით ბატონო...
-ალექსანდრე.-წამში უპასუხა დაუსმელ კითხვაზე.
-ალექსანდრე ,ანალიზების პასუხს ველოდებით.თავი ძალიან ცუდად აქვს დარტყმული.რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
-რას გულისხმობთ?-პასუხი საშინლად აშინებდა მაგრამ მაინც გაბედა ეკითხა.
-შესაძლებელია ტვინში გაჟონვა მოხდეს და ჩაქცევა დაფიქსირდეს.ამან კი სხვადასხვა შედეგი შეიძლება მოიტანოს.
-კონკტეტულად?-მოთმინება დაკარგული შიშმა შეიპყრო.
-რამდენემ ვარიანტია.შეიძლება კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ,გამოსვლის შემთხვევაში გააჩნია რა ნაწილზე იქნება ჩაქცევა.შესაძლოა მეხსიერება ნაწილობრივ დაკარგოს,შესაძლოა სრულად მაგრამ აღდგენას ექვემდებარება.თუმცა ერთი ვარიანტიცაა და ამას ვერ გამოვრიცხავთ.შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს და ამის დიდი ალბათობაა.-თითქოს მიწა გამოაცალესო ფეხ ქვეშ.ადგილზე გაყინა პროფესორის ამ სიტყვებმა.-ყველაფერი მის ორგანიზმზეა ახლა დამოკიდებული.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად.-ვერაფერს ამბობდა ან რა უნდა ეთქვა.ვერც იჯერებდა რაც ხდებოდა.
-შეიძლება ვნახო?-ძლივს წარმოთქვა სიტყვები.
-დღეს შეუძლებელია, თუმცა დილას აუცილებლად შეგიშვებთ მასთან.-მკრთალად გაუღიმა ექიმმა.გაქვავებულმა დატოვა კაბინეტი.ოჯახისთვის არ იცოდა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი.
-ალექსანდრე რა ხდება შვილო?
-არაფრის დედა,დამშვიდდი.-ეცადა ოჯახი არ შეეშინებინა.-ცოტნე შეგიძლია სახლში წაიყვანო ყველა?აქ დარჩენას აზრი არ აქ დილამდე მაინც არ შეგვიშვებენ მასთან.
-და შენ?
-მე დავრჩები სახლში ვერაფრით გავჩერდები-ღრმად ამოისუნთქა და მზერა აარიდა მეგობარს.
-ცოტნე მე წავიყვან ყველას,შენ ცოტახნით მასთან დარჩი აჯობებს.-დაბნეულ და განადგურებულ ალექსანდრეზე ანიშნა ბექამ.
-მეც დავრჩები გთხოვთ-ცრემლიანი თვალებით შეხედა ლილემ ბიჭებს.
-კარგი ცოტახანს ვიყოთ ჩვენ კიდევ.-გაუღიმა და ახლობლებს დაემშვიდობნენ.
- რამე ჭამე გთხოვ-ამღვრეული თვალებით გადახედა ლილემ მის წინ მჯდომ ალექსანდრეს.
-შეჭამს პრინცესა აცადე.-მკრთალად გაუღიმა ცოტნემ.
-ისეთი არაა როგორც თაია ამზადებს მაგრამ გამოდგება-ნაღვლიანად ამოილაპარაკა ლილემ.
მისი სახელის ხსენებას ვერ უძლებდა საშინლად ენატრებოდა და საშინლად ტკიოდა .მთელი ღამე გაათენა მარტომ ,ცოტნე და ლილე სახლში გაუშვა .მარტო ყოფნა ჭირდებოდა.თაია ჭირდებოდა რომელიც ძალებს შემატებდა.დილას ბატონი ზურაბის დანახვისთანავე მასთან გაჩნდა კაბინეტში.
-ალექსანდრე ,დასვენება გჭირდება შვილო,ასე მას ვერაფრით დაეხმარები.
-უნდა ვნახო ცოტახნით მაინც.
-თუ დამპირდები რომ თავს გაუფრთხილდები შეგიშვებ.
-არ შემიძლია,მაგრამ ვეცდები.
-კარგი წამოდი მასთან შეგიყვან.-კაბინეტი დატოვეს და პალატისკენ წავიდნენ.
-იცოდე ცოტახნით ჯერ კიდევ რეანიმაციაში უნდა იყოს და აქ არავის ვუშვებთ.-გაუღიმა ექიმმა და კარი გაუღო.თვითონ კი გარეთ დარჩა.
სუნთქვა შეეკრა მისი უგონო სხეულის დანახვაზე.სახეზე ფერი დაჰკარგვოდა.ახლოს მივიდა,ვერ ეხებოდა უჭირდა ძალიან მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა.თვალებზე ცრემლები მოადგა.პირველად ცხოვრებაში თავს უსუსურად გრძნობდა.ბილოს გაბედა,ფრთხილად შეეხო მის თლილ და გრილ თითებს.ვერ იჯერებდა რომ ეს თაია იყო.გოგო რომელიც სიცოცხლით აღსავსე იყო ახლა მის წინ ათას მილზე შეერთებული იწვა.
-თაია გთხოვ არ დამტოვო აქ ასე.-საწოლთან ჩაიმუხლა და გოგონას ხელს მაგრად უჭერდა.-თვალები გაახილე გთხოვ.თუნდაც არ გახსოვდე,მთავარია თვალი გაახილო გთხოვ.-ბუტბუტებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.
-ალექსანდრე დროა გამოხვიდე-ექიმმა მოიყვანა გონს.გაუჭირდა დაეთმო და დაეტოვა.
-ალექსანდრე რატომ არაფერს ამბობენ ექიმები ახალს რა ხდება?-შეშინებული სახით უყურებდა მანანა
-დედა დამშვიდდით ყველაფერს აგიხსნით.თაიას შესაძლოა დრო დასჭირდეს მდგომარეობიდან გამოსასვლელად.მაგრამ არ ვიცით რამდენი ხანი.
-მაგას ვხვდებით ალექსანდრე .
-ვიცი ბატონო არჩილ, დანარჩენი მისი მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.-ვერ გაბედა ახლობლებისთვის ეთქვა რომ შესაძლოა არც გაეღვიძა მათ საყვარელ გოგოს.ექიმმა უთხრა რომ ეს მათაც უნდა ცოდნოდათ, აუცილებლად უნდა გაეგოთ, დაპირდა რომ ეტყოდა მაგრამ ვერ გააკეთა.ერთი კვირა გავიდა , საავადმყოფოში ათენებდა ღამეს , ვერ ტოვებდა არ ეთმობოდა,და ვეღარც მის გარეშე ძლებდა.გამოძიებაც წინ ვერ მიდიოდა თათიას გარეშე,თითქოს ცამ ჩაყლაპაო ყველანაირი სამხილი.ახლაც მის საწოლთან სავარძელში ზის და მის ფერმკრთალ სახეს მიშტერებია.წამით მისკენ იხრება და გაყინულ თითებზე ეხება.
-ვეღარ ვძლებ თაია, გაიღვიძე გთხოვ,თუ გინდა მეჩხუბე გამშორდი მაგრამ გაახილე თვალები გთხოვ.-ხელს მაგრად უჭერდა ელოდა რომ ისიც ჩასჭიდებდა მაგრამ ამაოდ.არანაირი ნიშანი მისგან.



№1 სტუმარი ნი-კე

ვაიმე ეს რა იყო?სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი...მალე დადეთ შემდეგი თორე თაია არ ვიცი და მე მომივა რაღაც...????

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

ნი-კე
ვაიმე ეს რა იყო?სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი...მალე დადეთ შემდეგი თორე თაია არ ვიცი და მე მომივა რაღაც...????

მალე იქნება გპირდები... მადლობა რომ კითხულობ ♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე რა.იყი ეს რა საინტერესოდ დაიწყო და როგორ ერთიანად წავიკითხე ეს ეს .ნაწარმოები საოცარი იყო ვაიმე ლაშა რა დამპალი ვიღაცაა...როგორ მინდა ეს წყვილი ერთად იყოს ველოდები მოუთმენლად ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№4 სტუმარი ნი-კე

მალე დადეთ შემდეგი თავი თორემ ინტერესით მოვკვდები და დაკარგავთ მკითხველს ???? ეს წყვილი მნდა ერთად და ბედნიერად ❤️

 


№5  offline წევრი lamazi tvalebi

ნი-კე
მალე დადეთ შემდეგი თავი თორემ ინტერესით მოვკვდები და დაკარგავთ მკითხველს ???? ეს წყვილი მნდა ერთად და ბედნიერად ❤️

იქნება დღეს აუცილებლად ახალი თავი ♥️♥️

სტუმარი ნესტანი
ვაიმე რა.იყი ეს რა საინტერესოდ დაიწყო და როგორ ერთიანად წავიკითხე ეს ეს .ნაწარმოები საოცარი იყო ვაიმე ლაშა რა დამპალი ვიღაცაა...როგორ მინდა ეს წყვილი ერთად იყოს ველოდები მოუთმენლად ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა მადლობა რომ წაიკითხე.♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent