შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე რომელიც არ ვიცოდი 06


13-11-2021, 22:43
ავტორი ნაამა
ნანახია 1 706

ის დღე ალბათ არასოდეს დამავიწყდება... არა იმიტომ რომ კარგი იყო, არამედ იმიტომ რომ საშინელება იყო.
მანქანა გამიფუჭდა ამიტომ კლუბში მეტროთი წასვლა გადავწყვიტე... დიახ ცხოვრებაში ყევაზე საშინელი გადაწყვეტილება მივიღე. მოკლე ამოღებული კაბით მეტროში უნდა ჩავმჯდარიყავი, არა და ხომ შემეძლო ლევანისთვის მეთხოვა? მაგრამ სიამაყეც კარგი ჩათლახი რამარის.ლევნიმ მკაცრად გამაფრთხილა რომ კაკისთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა შემენარჩუნებია. არა და რა იცოდა როგორ ვგიჟდებოდი ბიჭზე. მართალია ჩემსა და კაკის შორის არაფერი ხდებოდა ისეთი,რომ ამისთვის სიყვარული დაგერქმია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი მომწონდა. მოკლედ ვიჩხუბეთ და მაგ ჩხუბის გამო მანქანაც არ გამოვართვი. კარგი ლევანის არ გამოვართვი, მაგრამ გოგა და დათოს რატომ არ ვთხოვე? თანაც დათო ისევ ჩემთან ცხოვრობდა.
მოკლედ ყველაფერი აი ასე იყო. შავი მუხლს აცდენილი კაბა მეცვა, ტანზე მომდგარი და მკერდზე ზომიერად ჩახსნილი, არა ცოტა მეტადაც. თმა აწეული მქონდა და გრძელი ტყავის მოსაცმელი მეცვა. ან რატომ აღვწერ რა მეცვა, აქ მთავარია რა მოხდა. მეტროში ჩავედი და ვაგონში ადგილის ძებნა დავიწყე. ვღაც ბიჭი წინ ამესვეტა, დამცინავად ამათვალიერა და ისვე სიცილით მკითხა.
-რამდენი გინდა?
დავიბენი.
-უკაცრავად?
-რამდენი გინდა ერთ ღამეში ლამაზო?
ამაზე დიდი შეურაცხყოფა არასდროს არვაის არ მოუყენებია ჩემთვის. ირგვლივ ხალხი იჯდა და ის კი ამას ისე ხმამაღლა მეუბნებოდა ტვინი მტკიოდა. ხალხი ხმას არ იღებდა თითქოს არც ესმოდა.ხელი მთელი ძალით მოვუქნიე.
-უზრდელო.თავი ვინ გგონია?
ბიჭმა შეურაცხყოფილმა შემომხედა და ისევ ცინიკურად ხელი ჩემი წელისკენ წაიღო.მის ბინძურ სხეულზე ვიყავი აკრული და ვერ ვიშორებდი. სხვები რას აკეთებდნენ? ფეხებზე ვეკიდე ყველას.
-ხელი გამიშვი ნაგავო.
-მოდი ჩემთან. სულ ერთხელ მეტჯერ არა.
-თავი დამანებ.გამიშვი მეთქი შე ს***
-ნუ კივი სირცხვილია.
-ნაძირალა ხარ.
როგორღაც მოვახერხე და მძიმე სხეული მოვიშორე. ვაგონის ბოლოში ისე გავიქეცი არც მიმიხედავს უკან მდგარი თითქოს და შეურაცხყოფილი ბიჭისთვის. მოხუცმა ქალმა მომაძახა.
-ეგრე რომ ჩაიცვავ ნუ გაგიკვირდება მსგავსი საქციელი. თვითონ გამოიწვიე ის ბ**ო.
-გამოიწვევენ ამ კაცებს და მერე ტირიან მსხვერპლი ვართო.
ვიღაც კაცმა ცინიკურად თქვა.
იმის თავიც არ მქონდა მისთვის რამე მიმეძახებინა, პირველივე გაჩერებაზე ჩამოვედი და ესკალატორზე სირბილით ავედი. ხელებს ვერ ვიმორჩილებდი, თავბრუ მესხმოდა და როგორ მოვახერხე კაკისთან დარეკვა არც კი ვიცი. ბორდიურზე ჩამოვჯექი და ავქვითინდი. ცხოვრებაში პირველად ვტიროდი იმის გამო რომ ვიღაც შემეხო. თავი ასე დამცირებულად არასდროს მიგრძვნია. მან მე ფული შემომთავაზა, თითქოს ვიღაც ორ კაპიკიანი ძუ** ვყოფილიყავი, რომელსაც იხმარდა და მოისროდა. არა და ასე მე ვექცეოდი ყევლა კაცს. მერე რა რომ თითქმის ნახევარ ქალაქთან ვიწექი, ეს მაინც საშინლად შეურაცხმყოფელი იყო. კაკი მალე მოვიდა. ატირებული რომ დამინახა თან ასე აკანკალებული და ათრთოლებული შეეშინდა.ჩემს წინ ჩაიხარა და თმა სახიდან გადამიწია.
-რა გჭირს ნეა? პატარავ კარგად ხარ?
თავი უარის ნიშნად გავაქნიე და ცრემლების ახალი ნაკადი წამსკდა. კაკის ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და თავი მის ყელში ჩავრგე.
-წამიყავნე აქედან... გთხოვ.
-მოდი საყვარელო, მოდი. ყევალფერი კარგად იქნება არ ინერვიულო.
ცალი ხელი წელზე შემიცურა, მეორე კვირისტავებს ქვემოთ და ხელში ბუმბულივით ამიტაცა... მანქანის წინა სავარძელზე ისე მომათავსა და ღვედი ისე შემიკრა არაფერი გამიგია. არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი ეს იმ საშინელი, ამაზრზენი ახალგაზრდა კაცის შეხება იყო. რა მნიშვნელობა ქონდა რა მეცვა? ვისთან ერთად ვიყავი? ან სად მივდიოდი? რა უფლება ქონდა შემხებოდა, დავემცირებინე. ჩემთვის ფული შემოეთავაზებინა? , მხოლოდ იმიტომ რომ ასე მეცვა?!და რას ნიშნავს კაცებს ვიწვევდი? ის რომ ლამაზად მეცვა და კლუბში ანოსთან შესახვედრად მივდიოდი იმას ნიშნავდა რომ ნებისმიერს შეეძლო ჩემთვის ხელების ფათური და დამნაშავე მაინც მე გამოვიდოდი?
შევამჩნიე რო სახლში მივყავდი საწყალითვალებით გავხედე.
-არ მინდა სახლში...
-მაშინ ჩემთან წავიდეთ.
დაბნეულმა მითხრა და მანქანა მოატრიალა.
-მადლობა... ჩავიდუდღუნე და თავი მინას მივადე. მალე მივედით კაკისთან, მანქანიდნა ათრთოლებული გადმოვედი და სახლში შევყევი. შევედი თუ არა ცრემლების ახალი ნაკადი წამსკდა და დივანთან ფეხმოკეცილი ჩავჯექი. კაკი დაფეთებული მომვარდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ორივე ხელით ჩემს ხელებს ეხებოდა.
-რა გჭიირს ნეა?
-.....
-ნეა?
ისევ დუმილი. დიახ მსოფილოში ყველაზე სულელი ვიყავი. დავურეკე ვენდე და ხმას არ ვიღებდი.მტკიოდა, ვიღაც დახმარებას მთავაზობდა და თავის არიდებას ვცდილობდი. კაკი დიდხანს ცდილობდა რამე წამოეცდინა ჩემთვის ბოლოს ჩემს წინ უღონოდ ჩმოჯდა.
-ნუ მაგიჟებ ნეა თქვი რამე...
-მეტროში...მეტროშ რო ჩავედი ასე.-ჩემს სხეულზე დავიხედე და ჩაწითლებული თვალებით ისევ კაკის ავხედე-ვიღაც ბიჭი მოვიდა... მი.. მითხ.. რა ფულს.... ფულს მოგცემო...
კაკის მზერა ავარიდე და თავი მუხლებზე ჩამოვდე. სახე მოენგრა, თითქოს ესმოდა თითქოს ბრაზობდა იმ ადამიანზე.
-მოდი აქ, ყვეალფერი კარგად იქნება პატარავ. არაფერი მომხდარა ხო?
მკერდზე ამიკრა და მეც მოვედუნდი. მუცლში პეპლები დაფრინავდნენ, მაგრამ თავს მაინც დაცულად ვგრძნობდი
-არა... მაგრმა არც არავის უცდია ამ მარაზმის შეჩერება... ვიღაც... ქალ.. მა მითხრა... რომ მე... მე გამოვიწვიე.. ის სი**.
ისევ ამოვილუკუნე და კისერზე ხელები მოვხვიე. კაკი მთელი ძალით მიკრავდა გულში და ჩემს დასამშვიდებლად ათას რამეს მეჩურჩულებოდა. მაშინ კაკის ისე მივენდე როგორც სხვა დანარჩენ მეგობრებს, უფრო ემტადაც... სახლში არ წავსულვარ, კაკისთან დავრჩი. მასზე აკრულს ტირილისას ჩამეძინა, კაკიმ მის ოთახში შემოიყვანა და დამაწვინა. ანომ იმდენჯერ დარეკა კლუბში რომ არ მივედი ლამს ტელეფობი აფეთქდა. ბოლოს კაკიმ უპასუხა, ისიც იმიტომ რომ მასზე უცნაური ზედმეტსახელი მეწერა.
-გისმენთ?
-როემლი ხარ?
-კაკი და შენ?
-ანანო ვარ, ნეა სადაა? მისი ტელეფონი რატომ გაქვს შენ?! რამე დაემართა? მითხ...
-კარგად არის, ძინავს ახლა.
-ნეასთან ხარ?
-არა ჩემთან არის, ცუდად იყო. დამირეკა და მთხოვა მიმეკითხა, მეტროსთან იჯდა და ტიროდა...
-ტიროდა? - იმხელაზე იკივლა და ისე გავკვირვებულნა კაკი შეცბა. - ნეა ტიროდა? შანსი არაა, მაშინაც კი არ უტირია 7წლის წინ ხელში ლურსმანი რომ შერჭო და 9ნაკერი დაადეს. წარმოუდგენელია.
კაკი გაოგნებული უსმენდა, ზუსტად ახსოვდა ნეა ტიროდა, მასზე ჩახუტებულიც გიჟივით ტიროდა.
-ანანო ის მართლა ტიროდა.ისე თითქოს ქვეყანა თავზე დაექცა და ალბათ ასეცარის. შეშინებულია...
-რა მოუვიდა? - აღელვებული იყო. მისთვის ჩემი ტირილის ამბავი სრული შოკი იყო. ჩემი ტირილი არასდროს არავის არ უნახავს. ის პირველი შემთხვევა იყო..
-ვიღაც ბიჭი შეხვდა მეტროში, ფული შესთავაზა..
-ფუ მე მაგის კა...... სულ გაგიჟდა ეგ ხალხი. ნეტავ ის ნაგავი მომაკვლევინა. ნეამ რაო როგორ ვარო?
-სუსტად იყო, ტიროდა თრთოდა. ძალიან ინერვიულა ალბათ არ ვიცი.წარმომიდგენია როგორ ძლიან შეშინდა.
-მიმიხედე კარგი? იცოდე სახლში რომ მოვა თუ კიდევ იტირებს იმ ბიჭის ნაცვალდ შენ მოგკლავ.
კაკის შეუღრინა და ყურმილი დაკიდა. კაკის მთელი ღამე დივანზე ეძინა. გამთენიისას გამომეღვიძა. ფეხშიშველმა გადავკვეთე კაკის ოთხი და მისაღებში გავედი. გული მომიკვდა დივანზე ორადმოკეცილი
ბიჭის დანახვაზე. მის წინ ჩავიხარე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავუწიე.
-მადლობა..
ისეთივე იყო, როგორც მღვიძარი. არასდროს ჰქონდა კუშტი სახე და მკაცრი მზერა. სერიოზული იყო, მაგრამ მკაცრი ნამდვილად არა.
იმაზე ჩავფიქრდი, როგორ შეეძლო ასეთი მიმზიდველი ყოფილიყო, ასეთი სრულყოფილი. დიახ მასში ნაკლს ვერ ვამჩნევდი. ის საოცრად თბილი, მოსიყვარულე და ერთგული იყო. საუკეთესოდ გამოსდიოდა მგობრობა, მათზე ზრუნავდა. მასზე ფიქრსა და ყურებაში გართულმა ვერც კი შევამჩნიდ როდის გაეღვიძა. ნაცრისფერი თვალებით შემომყურებდა და ვარდისფერ ტუჩებს აცმაცუნებდა.
-დიდიხანია აქ ხარ?
-არცისე. და შენ დიდიხანაი გამომიჭირე როგორ გიყურებდი?
-არცისე
ჩემი სიტყვბი გამიმეორა. ვიგრძენი როგორ შემეხო ხელისგულით სახეზს და ცერები ღაწვებზე გადამატარა. თვალები მიმრლულა.
-კარგად ხარ?
-ახლა კი.
-მომიყვები რა მოხდა?
-ხომ მოგიყევი?
-უფრო დეტალურად.
ღრმად ჩავისუნთქე და ყვეალფერი, ყვეალ დეტალი თვიდნა ბოლომდე მოვუყევი სახე ნელ ელა ეყინებოდა. კისერზე კი ყველა ძარღვი ეტყობოდა.მის გვერდით ვიჯექი და მის ყევლა ნაკვთს ვაკვირდებოდი.
-არაკაცი.
-ყვეალფერმა გაიარა, მადლო რომ მომაკითხე.
-როცა დაგჭირდები ყოველთვის.
ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა. მთელს სხეულში ცეცხლი მომედო. ვენებში ისე მიდუღა სისხლი სულ მცირე შეხებაც და გავგიჟდებოდი. ფეხზე სწრაფად წამოვდექი და სამზარეულიში წყლისდასალევად გავედი. კაკიმ მზერა გამომაყოლა და ჩაეღიმა. არ მახსოვს, როგორ მივედი სამზარეულომდე, როგორ გამოვაღე კარადა და ჭიქაში წყალი ჩამოვასხი,მაგრამ მახსოვს რომ ხელი მიკანკალებდა და ძალიან ძალიან მცხელოდა. უკნიდან კაკის ხმა მომესმა.
-კარგად ხარ?
-კი, კი უბრალოდ ცოტა თვბრუ მეხვევა. იმდენი ვინერვიულე ალბათ მაგის ბრალია.
კიდევ ერთი ტყუილი. უკვე ვეღარც ვითვლიდი რამდენჯერ მოვატყუე ზაფხულის შემდეგ. ახლა უკვე ნოემბრის შუა რიცხვები იდგა. კაკის ძალიან დავუმეგობრდი, მაგრამ მაინც ვერ იქცა იმად რაც გოგა ანო და დანარჩენები. კაკის თავისკენ შემატრიალა და ზემოდან დამხედა. ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. თითქმის შუბლამდე ვწვდებოდი. ძლაინა ხლოს ვიყავით. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. მისი ფეხები ჩმს შიშველ ფეხებს ეხებოდა. ხელები ჩემს ხელებში ახლართ და ის იყო ოდნავ გადმოიხარა, სულ სულ ოდნავ რომ კარი ვიღაცამ შემოაღო და ერთმანეთ სწრაფად მოვშორდით. კარისკენ გავიხედე. კარში გახევებული ახალგაზრდა ქალი იდგა.
-მოხვედი დეიდა?
კაკის საწყლად ავხედე. ამ ფორმაში. ასეთ სიტუაციაში, ღმერთო ლევანი რომ მიყურებდეს გააფრენდა... ჯერ ისევ გუშინდელი კაბა მეცვა, ფეხზე არაფერი. შიშველი ტერფებით ცივ იატაკს ვეხებოდი.
-კი საყვარელო. - ისე უთხრა ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ისე მათვალიერებდა ლამის ადგილზე მოვკვდი. კაკი ხმას არ იღევდ არც მე. საიცარი სიჩუმე იყო. ქალი ისევ მე მათვალიერებდა. დრო და დრო სახეზე ზიზღი გამოესახებოდა. ბოლოს კაკიმ იკითხა.
-ხვალ არ აპირებდი ჩამოსვლას?
-ხო მაგრამ შეხვედრა მალე დასრულდა და წამოვედი ბარემ. კიდე კაი მოვედი..
ბოლო სიტყვები ჩაიდუდღუნა და სამზარეულოდნა გავიდა. ჭიქიანი ხელი ამიკანკალდა და ტუჩამდე ისე მივიტანე.
-ნუ ნერვიულობ არაფერს იტყვის ისეთს!
- მართლა პროსტა ვერ ვიტან ასე რომ მიყურებენ.
-ასე როგორ?
-თითქოს დანაშაულია ასეთ ფორმაში ბიჭის გევრდით ყოფნა.
ახლაღა შემათვალიერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-არა საოცრად გამოიყურები, ძალიან მიმზიდველი ხარ მაგ კაბაში.
-ოხ მადლობა. ხშირად ხომ არ ჩავიცვა?
-რატომაც არა. კარგი ტანი გაქ და გიხდება მოკლე რაღაცეები.
თვალი ჩამიკრა.
-მჭიდროც. - იშნისმოგებით გავუღიმე და მოახლოებულისკენ მეც წავდგი ნაბიჯი.
-ხო მგრამ მთლად ნუ გადარევ ხალხს.
ჩაიფხუკუნა და ჭიქა ხელიდან ამაცალა.
ახლა მან დალია დარჩენილი წყალი და ჭიქა გვერდზე მდგარ ნიჟარაში ჩადო.
ფეხებზე დამხედა და კოპებიშეკრა.
-ფეხსაცმელი იცი რისთვისაა?
-კი-მოკლედ მოვუჭერი და გავერიჭე-კარადაში რომ შინახო.
-გიჟი ხარ გეფიცები. ლევანი არ გეჩხუბება ეგრე რო დატანტალებ?
-კი მაგრამ ხომ იცი არასდროს ვუჯერებ. თანაც მასზე უფროსი ვარ...
-მთელი ორი თვით ხო?
-საზიზღარო.
მხარზე ხელი მიავრტყი. კაკისთან ისე ახლოს ვიყავი, რომ საშინლად ავხურდი. ისე მცხელოდ ლამის ტანსაცმელი შემოვიხიე.
-მცხელა შენ?
-საშინლად. წამო მისაღებში.
ხელი გადამხვია და მისაღებისკენ მიბიძგა. კარში ჯერ მე გავედი მერე კაკი.
დივანზე ის ქალი იჯდა წეღან სამზარეულოში რომ შემოგვივარდა. დაბღვერილი გვიყურებდა ორივეს.
-დეიდა რა გჭირს?
-ეს გავიდეს და გეტყვი.
ზიზღით ამათვალიერა. ეს კარგად შევნიშნე,მაგრამ ვითომც არაფერი კაკის ვუთხარი რომ მის ოთახში შევიდოდი ფეხზე ჩასაცმელად. ფეხსაცმელი სწრაფად ჩავიცვი, ოთახიდანრომ გავდიოდი იმ ქალის ხმა შემომესმა.
-ვინ მოათრიე სახლში? არა რას აკეთებდით გამაგებინე?! როდის აქეთ დაიწყე ვიღაც ბო***ს სახლში მოყვანა. მართლა მაინტერესებს რაზე ფიქრობდი? ლამაზი მაინც იყოს. ან ეს კაბა რა იყო..
კაკი ჩუმად უსმენდა, ყბებდაჭიმული ბოლოს ამოთქვა.
-დეიდა გეყოფა...
-რა მეყოფა?ასეთ გოგოს როგორ უშვებ შენს ცხოვრებაში? ნახე შენს საძინებელში ყოფნაც მოასწრო, რომ შემოვედი ლამის კოცნიდით...
-დეიდა გაჩუმდი! ნეა ლევანის ბიძაშვილია. აქ იმიტომ არ ყოფილა რომ სექსი გვქონდა. არც ბ**ია მხოლოდ იმიტომ რომ მოკლე კაბა აცვია და ბიჭთან ერთად დაიანხე. საერთოდ როგორ დაუშვი რომ ჩემთან ასე გელაპარაკა? სულ რომ მეძა** ყოფილიყო. ერთი ღმის ნა** რომ ყოფილიყო მაინც რა უფლებით ერევი?!
-მე დეიდაშენი ვარ...
-ჩემი ცხოვრებაა და არა შენი.
ისე შეუღრინა მივხვდი ადრეც მომხდარა მსგავსი.
მისაღევში გავედი და ქალს გავუღიმე. არ ვაპირებდი თავის მოჩვენებას რომ არაფერი გამიგია. მის წინ დავდექი და ღიმილი შევწყვიტე.
-ქალბატონო უფროსი ხართ და პატივს გცემთ, მაგრამ ზედმეტია. მე აქ იმიტომა რ ვიყავი რომ კაკისთვის ფეხები გა**** იმიტომ ვიყავი რომ კაკი დამეხმარა. ალბათ არ გსმენიათ, მაგრამ არსებობს ეგეთი რაღაც მეგობრობა ქვია. ცუდად ვიყავი, მარტო, შეშინებული და კაკიმ მე მომაკითხა, ატირებული წამომიყვანა და თავის საწოლი დამითმო. დიახ მე შეიძლება იდეალური არ ვარ, მაგრამ იმის გამო რომ ასე მაცვია ბო** ვერ მიწოდებთ. ჩემი პრინციპებისთვის, იდეებისა და შეხედულებებისთვის ფულის სანაცვლოდ არასდროს მიღალატია. აი ესაა ბა და არა სხეულის სხვისთის დათმობა. მე წავალ ალბათ ლევანი ნერვიულობს, დათო ეტყოდა რომ არ მივედი.
კაკის ლოყაზე ვაკოცე, ჩემი ნივთები ავიღე და სახლი უხმოდ დავტოვე. ყევლა ერთნაირად მეზიზღებოდა. ყევლა ერთნაირად ამაზრზენი იყო. ადამიანები მხოლოდ იმას ხედავენ რაც უნდათ.
მაშინ ზუსტად ვიცოდი, ახლაც ვიცი ყველა ერთნაირად ნაგავი იყო ამ სამყაროში.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ ძალიან მაგარია და შემდეგ თავს ველოდები....იმედია მალე დადებ

 


№2  offline წევრი ნაამა

სტუმარი მარიამი
აუ ძალიან მაგარია და შემდეგ თავს ველოდები....იმედია მალე დადებ

დავდე უკვე უბრალოდ დადასტურებას ველოდები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent