შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე (IIნაწილი) 10 თავი

15-11-2021, 02:01
ავტორი ნეაკო
ნანახია 10 749

ირაკლიმ სევდიანად გაუღიმა შვილს და ღვინის თითქმის დაცლილი ბოთლი მოიყუდა
-მამა გთხოვ-შეეხვეწა ანი
-სხვაგვარად არ შემიძლია-მოიღუშა კაცი და ცარიელი ბოთლი ხმაურით დადო მაგიდაზე, გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ანის ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია
-ოდესმე შეძლებ მის დავიწყებას?
-არც კი ვეცდები, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია- მოიღუშა ირაკლი და სევდით დაფერილი ამღვრეული თვალები სიბნელეს გაუშტერა
-მამა
-ანი, ახლა ქეთიზე ლაპარაკი არ მინდა-მოიღუშა ირაკლი
-ვიცი რომ უდად ხარ...შენი მესმის, ძალიან კარგად მესმის მაგრამ ვფიქრობ რომ დროა რეალობას თვალი გაუსწორო და ცხოვრების თავიდან დაწყება სცადო
-ქეთის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს
-მერე მე? თორნიკე? ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობ?
-ანი მორჩი
-ჩვენ შენ გვჭირდები
-ვიცი და მე მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები!- უკმაყოფილო სახით შეხედა ირაკლიმ გვერდით მჯდომ შვილს
-ჰო მაგრამ...-დაიწყო ანიმ და გაჩუმდა ,თუმცა ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტა სათქმელი ბოლომდე ეთქვა- შენ ვერც კი მამჩნევ... მე და გიორგი რამდენი დღე უკვე აქ ვართ და საერთოდ არ გვიმჩნევ
-ასე არაა-გაბრაზდა კაცი
-მამა გთხოვ ასე ნუ იქცევი
-შიგნით შედი ცივა და გაცივდები-მკაცრი ტონით უთხრა ირაკლიმ შვილს და ფეხზე წამოდგა, ამით საუბრის დასრულებაზე მიანიშნა და ბერვლის სუსხისგან გაყნლ მოაჯორს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა
-მამა იცოდე უფლებას არ მოგცემ რომ სასმლით მოიწამლო გონება და საბოლოოდ გაინადგურო ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ თორნიკესავით რეალობისთვის თვალის გასწორება არ გინდა და ძალა არ გყოფნის ცხოვრების თავიდან დასაწყებად
-ანი მორჩი და შიგნით შედი!-მისკენ მიტრიალდა გაბრაზებული კაცი
-ჩვენ შენ გვჭირდები-ცრემლი თვალებით მიაჩერდა ანი მამას და ოდნავ წამოზრდილ მუცელზე მიუთითა, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა აღელვებულ კაცს -ყველას გვჭირდები! რატომ არ გესმის?-ძლიერად ჩაეხუტა და მის გულზე ატირდა
-კარგი აღარ დავლევ ოღონდ ახლა ტირილს მორჩი და შემეშვი
-მპირდები?-თვალები დააწვრილა და ეჭვნეულად ახედა გოგონამ მომღიმარ კაცს
-ოღონდ ისე ნუ იზამ რომ სახლიდან გამაქციო-წარბი აწკიპა ირაკლიმ და ზემოდან დააცქერდა შვილის გაფიყრებულ სახეს
-სადაც არ უნდა წახვიდე უკან გამოგყვები და იქამდე არ დაგტოვებ მარტოს სანამ ძალას არ იპოვი საკუთარ თავში და ცხოვრებას თავიდან არ დაიწყებ!-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ კაცს და იფრო ძლიერად ჩაეხუტა
-გიორგიც ასეთ ტერორში გყავს?!-სერიოზულად ჰკითხა ირაკლიმ გაბუტულ შვილს რომელსაც მის სიცილზე ბოლოსდაბოლოს მაინც გაეცინა და დარწმუნებით უთხრა
-უკვე მიეჩვია! შენც მიეჩვევი -დაამშვიდა და ჩაეხუტა.
დივნაზე მჯდომმა გაღიზაინებულმა მარიანამ ისტერიულად ატირებული ლილე, კარგა ხნის წვალების მერე როგორღაც ჩააძინა ხელში და მაშინვე მკვლელი მზერა ესროლა მათ პირდაპირ, სავარძელში მჯდომ დაძაბულ ბიჭს რომელმაც გაუაზრებლად ამოიღო სიგარეტი ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა
-გარეთ მოწიე!-მბრძანებლური ტონით უთხრა მარიანამ ქმარს და მაშინვე მზერა აარიდა მის ამღვრეულ თვალებს, თორნიკემ არაფერი უპასუხა და უემოციო სახით წამოდგა ფეხზე, მარიანამ უცნაური მზერა გააყოლა მიმავლა ბიჭს და როგორც კი, თორნიკე გარეთ გავიდა აწყლიანებული თვალებით ლილეს დააჩერდა, ეტკინა რაღაც ძალიან ეტკინა გულში რის გამოც მოწოლილ ცრემლებს ვეღარ შეეწინააღმდეგა და უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ მის გაფითრებულ ღაწვებზე. მინის კარს მიღმა მდგომმა დაძაბულმა თორნიკემ რამდენიმე ღერი ნერვიულად მოწია თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორები ცოლის ალეწილი სახისთვის, გული მტკივნეულად შეეკუმშა როცა დაინახა როგორ შეუმჩნევლად მოიშორა მან აკანკალებული ხელით სიმწრის ცრემლები, შემდეგ კი მუცელზე მიიდო. უარესი დაემართა როცა დაინახა როგორ არაფრისმთქმელი, ცარიელი, ცივი მზერა მიაყინა მარიანამ საკუთარ მუცელს, ამ ყველაფერმა ისე საშინლად იმოქმედა თორნიკეზე რომ მოსვენება დაკარგა, ამიტომ სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა და შიგნით შევიდა, ნელა მიაუხლოვდა ცოლს და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს
-ნუ მეხები-ზიზღით უთხრა მარიანამ და თავი ოდნავ გვერდზე გასწია
-მარიანა-ავარდა ბიჭი და მაშინვე ძლიერად მომუშტა აკანკალებული ხელები მოწოლილი ბრაზის დასაოკებლად -მგონი გავიწყდება რომ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ
-არ იცვლები!-ცინიკური ტონით უთხრა გოგონამ ქმარს და ფეხზე წამოდგა გულზე მიკრული ლილეთი ხელში
-ვერ ვხვდები რატომ მეწინააღმდეგები, ჩვენ ხომ ჯერ კიდევ გვიყვარს ეთმანეთი-წამიერად დაშოშმინდა აღელვებული ბიჭი
-იმიტომ რომ შესაძლო ტკივილის და იმედგაცრუების მეშინია!
-აღარ გატკენ... არასდროს გატკენ გპირდები-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა აღელვებულმა ბიჭმა ცოლს და აკანკალებული თითები მის თმებში ახლართა
-არ შემიძლია! არ შემიძლია გესმის? ხელახლა ვერ გენდობი!-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და გვერდი აუქცია. ასლუკუნებული ლილე საძინებელში შეიყვანა და როცა ხელახლა ჩააძინა ხელში, საწილზე ფრთხილად დააწვინა. გადაწყვიტა თავადაც მის გვერდით დაეძინა და აღარ გასულიყო ოთახიდან რომ თორნიკესთან ეს უსიამოვნო საუბარი აღარ გაეგრძელებინა იქამდე სანამ ორივე არ დამშვიდდებოდნენ, მაგრამ გულსრევის საშინელმა შეგრძნებამ აიძულა ისევ სააბაზანო ოთახში გამოკეტილიყო, იქიდან გამოსულს კი უემოციო სახით აესვეტა თორნიკე წინ და გასაქანი არ მისცა
-გამატარე-გაბრაზდა მარიანა და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს
-მე და შენ სალაპარაკო გვაქვს!- მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა სუნთავა აჩქარებულ ცოლს და სახე ზედმეტად მიუახლოვა
-სალაპარაკო აღარაფერია-მშვიდი ტონით უთხრა მარიანამ და ოდნავ უკან დაიხია
-გგონია გაგიშვებ?-ცინიკური ტონით უთხრა ბიჭმა და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი
-არასდროს შეიცვლები!-მტკიცებით უთხრა მარიანამ და თავი დახარა
-შენ მუცლით ჩვენს პატარას ატარებ ასე რომ...- ყურს უკან დაუჩურჩულა სუნთქვა შეწყვეტილმა ბიჭმა ცოლს და მოულოდნელად პერანგის ქვეშ შეუცურა ცივი თითები და ნელა აასრიალა მის თბილ მაზ კანზე, მარიანა დენდარტყმულივით შეკრთა მის ამ უეცარ შეხებაზე და უსიამოდ გააჟრჟოლა
-თორნიკე აქ იმისთვის კი არ გამოგყევი რომ ყველაფრის თავიდან დაწყება ვცადოთ, პირიქით მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ურთიერთობა და ყველაფერი საბოლოოდ დავასრულოთ!-მკაცრი ტონით უთხრა და მისი ხელი უხეშად მოიშორა
-განქორწინება დაივიწყე!-ავარდა ბიჭი
-თორნიკე
-მარიანა-აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი
-შენთან ყოფნა აღარ მინდა რატომ არ გესმის?- ცრემლები მოეძალა აღელვებულ გოგონას
-ვიცი, ცივი რომ გატკინე... მაგრამ ჩვენი პატარას გამო
-მის გამო შენთან დაბრუნებას არ ვაპირებ გასაგებია?
-მისი მოშორება გინდა არა?
-რაში მადანაშაულებ?-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა აღელვებულ გოგონას
-შენ მე დამიმალე რომ ორსულად იყავი ამის უფლება კი არ გქონდა!
-ახლაც იგივეს გავაკეთებდი იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი ამ მიზეზით შენთან დაბრუნებას მაიძულებდი!-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ ქმარს და მზერა გაუსწორა მის წაშლილ სახეს
-როგორ შეგეძლო მასზე უარის თქმა?!-ავარდა ბიჭი
-ყველაფერი შენი ბრალია, მხოლოდ შენი-ატირდა წყობრიდან გამოსული გოგონა და სახეზე ხელები აიფარა
-გულს აღარ გატკენ-ნელა მიუახლოვდა თორნიკე ცოლს და გულში ჩაიკრა
-ხელი გამიშვი-გაიბრძოლა გოგონამ რის გამოც უფრო ძლიერად მიიწება ტანზე აღელვებულმა ბიჭმა ცოლის სიფრიფანა სხეული
-გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლი გესმის? არავითარ შემთხვევაში-გაბრაზდა მარიანა და ხელიდან სწრაფად დაუსხლტა დაბნეულ ბიჭს
-უნდა მოიშორო? ნუთუ შეგიძლია რომ ასე სასტიკად მოგვექცე? -რაღაც მომენტში ისე დაიბნა თორნიკე რომ აზროვნების უნართან ერთად მეტყველების და მოძრაობის უნარიც კი დაკარგა
-უფლება არ გაქვს რომ ასე მელაპარაკო!- აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა რომელსაც უმალ ცხვირი აეწვა და სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე
-უფლებას არ მოგცემ რომ მას რამე დაუშავო!-ავარდა გაგიჟებული ბიჭი
-გაჩუმდი-ზიზღით შეხედა მარიანამ ქმარს
-სახლში დაბრუნდებით შენ და ლილე!
-უფლება არ გაქვს რომ ასე მოგვექცე
-შენ მუცლით ჩემს შვილს ატარებ! ჯერ კიდევ ჩემი ცოლი გქვია ასე რომ განქორწინება დაივიწყე!
-ამ ბავშვს არ გავაჩენ გასაგებია? შენთან დაბრუნებას ვერ მაიძულებ მის გამო!
-არ გაბედო არ გაბედო!-ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა ცოლს-აბორტზე ლაპარაკი
-მეზიზღები მეზიზღები გესმის?-ცრემლიანი თვალებით შეხედა გოგონამ სახე წაშლილ ბიჭს რომელმაც წამიერად თავი დაკარგა და სრულიად გაუაზრებლდა დააცხრა გაცრეცილ ტუჩებზე, ეს იმდენად მოულოდნელად გააკეთა რომ მარიანა კარგა ხანს აზრზე ვერ მოვიდა, მაგრამ როგორც კი მისმა დახშულმა გონებამ რეალობის აღქმის უნარი დაიბრუნა მაშინვე მკერდზე ხელები უხეშად მიაბჯინა ქმარს, უკან დახევა აიძულა და მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ლილეს ისტერიული ტირილის ხმამ გაკვეთა.
მარიანას ზიზღით სავსე მზერით უყურებდა მის პირდაპირ სავარძელში მჯდომ თორნიკეს რომელიც ნერვიულად ათამაშებდა ხელში სანთებელას და წამით თვალს არ აშორებდა ლილეს, რომელიც მარიანას გულზე მიკრული თვალებს ლულავდა
-ხომ იცი რომ თქვენზე უარს მაინც არ ვიტყვი? მითუმეტეს უფლებას არ მოგცემ რომ ჩვენს პატარას რამე დაუშავო?-ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ თვალებაწყლიანებულ გოგონას
-შენთან არ დავბრუნდები, არავითარ შემთხვევაში გასაგებია?
-მარიანა
-იმას გავაკეთებ რაც სწორად მიმაჩნია და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი
-როგორ შეგიძლია რომ ასე სასტიკად მოგვექცე?-ავარდა ბიჭი, მის ყვირილზე კი შეშინებული ლილე საცოდავად ატირდა
-შენთან ყოფნას ვერ მაიძულებ მის გამო
-ამის დედაც ამის დედასაც შევ.ცი-ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული ბიჭი და სკამს უხეშად მიჰკრა ფეხი რის გამოც შეშინებული დედა-შვილი ადგილზე შეხტა
-შენ მაიძულებ რომ ასე მოვიქცე-ფეხზე წამოვარდა დამფრთხალი გოგონა და ლილეთი ხელში გასასვლეი კარისკენ წავიდა-ვიცოდი რომ ასე საშინლად მოგვექცეოდი, ამიტომაც დაგიმალე ჩემი ორსულობა და მისი მოშორება ჩუმად გადავწყვიტე- ჩამწყდარი ხმით თქვა და კარის სახელური აკანკალებული ხელით დაქაჩა
-გაგშორდები-ზურგით მდგომ ცოლს სევდით სავსე მზერით შეხედა თორნიკემ და ნელა ჩააყოლა თვალი მის მთრთოლარე სხეულს.
გამთენიისას შინ დაბრუნებული გავნცა გაკვირვებული სახით მიაჩერდა გეგას რომელსაც ხელში ვისკის ნახევრად დაცლილი მომცრო ზომის ბოთლი ეჭირა
-მოხდა რამე?-შეიცხადა ქალმა და ნელა მიუახლოვდა სახე წაშლილ ძმას
-განსაკუთრებული არაფერი-უკმაყოფილო სახით ახედა გეგამ დას და ბოთლი მოიყუდა
-მაშინ რატომ სვამ?-წარბი აწკიპა გვამცამ
-მხოლოდ შენ გაქვს უფლება რომ უმიზეზოდ დალიო და მოწიო? თან ყოველდღე?-ცინიკური ტონით ჰკითხა გეგამ და გაეცინა
-რატომ ხარ ასეთი აუტანელი?-შიცხადა გვამცამ და მის გვერდით დაჯდა დივანზე უემოციო სახით
-არ გაბრაზდი?-ეწყინა გეგას
-ნეტა რა დავაშავე ისეთი რომ შენი ვისჯები-თვალები აატრიალა დაღლილმა ქალმა და მაგიდაზე და დებულ ჭიქას წამოავლო ხელი და ძმას გაუწოდა
-არა-მოიღუშა გეგა
-დამისხი-თვალები დაუბრიალა ქალმა და როგორც კი გეგამ უკმაყოფილო სახით ჭიქა სასმლით შეუვსო მაშინვე ტუჩებთან მიიტანა და ცოტა მოსვა
-როდემდე უნდა იმუშაო ღამის სმენაში?
-რამე არ მოგწონს?
-რა თქმა უნდა არ მომწონს შუაღამისას რომ მიდიხარ და მოდიხარ-გაბრაზდა გეგა
-მგონი გავიწყდება რომ უკვე დიდი გოგო ვარ
-ჩემთვის მაინც სულ პატარა იქნები-გაეცინა კაცს და მაშინვე ხელი გადახვია დას და საფეთქელზე აკოცა
-გეგა საკუთარი თავის დაცვა უკვე შემიძლია- მოიღუშა გვანცა
-ვიცი მაგრამ...მაინც ვღელავ
-გეგა გთხოვ წარსული დაივიწყე-გაბრაზდა გვანცა და ძმის გაფითრებულ სახეს მიაყინა ცივი მზერა
-არ შემიძლია-დაიძაბა კაცი და ხელახლა მოიყუდა თითქმის დაცლილი ბოთლი
-რაც მოხდა შენი ბრალი არ არის
-ცდები-გაბრაზდა კაცი და აღელვებული ფეხზე წამოდგა ბოთლი ხმაურით დადო მაგიდაზე, აივანზე გავიდა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა
-გეგა გთხოვ წარსულზე ფიქრი შეწყვიტე და მომხდარი სამუდამოდ დაივიწყე-არ მოეშვა გვანცა ძმას
-შენ შეძლებ რომ ოდესმე დაივიწყო ის რისი გადატანაც ჩემს გამო მოგიწია?-ავარდა კაცი
-შეცდომა მე დავუშვი!
-ის ნაბ.ჭვარი ჩემს გამო გადაგეკიდა
-შენი აზრით ჩემს მიმართ სხვა ინტერესი არ ჰქონდა?-გაბრაზდა გვანცა-მხოლოდ შურის საძიებლად ვჭირდებოდი და მეტი არაფერი?-ისე შეიცხადა, რომ გეგა გაოცდა
-სერიოზულად?-ცინიკური ტონით ჰკითხა დას და სიგარეტის ლურჯი კვამლი მისი სახისკენ გაუშვა
-ანუ შენ ფიქრობ რომ ოდნავადაც არ მოვწონდი ჩემს ყოფილ ქმარს?-ჩაფიქრდა გვანცა
-მე ეგ არ მიგულისხმია-ეცინებოდა კაცს დის ქალურ გაჭედვაზე
-კაი და.კიდე -მალევე დამშვიდდა გვანცა და ძმის გვერდით დადგა მავედრებელი სახით
-არც იფიქრო! შანსი არაა! არ მოგაწევინებ
-მარტო ერთი ღერი ამ ერთხელ
-არა-თქო!-ხმა გაიმკაცრა გეგამ მაინც რომ არ მოეშვა ქალი
-გუშინ ქეთი ნახე? ელაპარაკე?-მოულოდნელად სხვა თემაზე გადავიდა გვანცა
-განქორწინებასთან დაკავშირებით ისევ უპასუხოდ დატოვა ჩემი კითხვები
-ესე იგი ჯერ კიდევ ირაკლიზე ფიქრი არ გასვენებს- აკისკისდა გვანცა-და მიტომ იხრჩობ სასმელში თავს?
-გვანც მაბრაზებ-გაეცინა კაცს და მომღიმარი სახით მიაჩერდა დას
-ვიცი-კმაყოფილი ტონით უთხრა ქალმა და სახლში შევიდა
ქეთისზე საშინლად იმოქმედა ახალმა უსიამოვნო ამბავმა, რომელმაც თორნიკეს ისევ არასწორი არჩევანი გააკეთებინა და წარსულ ცხოვრებაში დააბრუნა, თუმცა მისი ამ საშინელი მდგომარეობის მიუხედავად, არცერთხელ გადაუკვეთია ის ზღვარი, რომელიც თავად აიძულა ცოლს, რომ მათ შორის გაევლო ჯერ არ დაბადებული უმწოე უსუსური პატარას გამო.

№1  offline მოდერი ნეაკო

ბავშვო ნენე და ცალო სანამ გაბრაზებულები კომეტარს დამიწერთ აქვე გეტყვით რომ მარიანა/ თორნიკეს წყვილი მინიმაურად იქნება აწი, ურალოდ ეს ყველაფერი რომ არ დამეწერა არ შემეძლო ❤❤❤

№2 სტუმარი სტუმარი ელენე

არაჩვეულებრივი თავი იყო! როგორ ვისიამოვნეეეეეეე relaxed
ანიც როგორი საყვარელია, თანაც გაბერილი მუცლით. blush და ირაკლი?? ეგეთი ქმარი როგორ უნდა მიატოვო, ვერ ვხდები relieved აუ ნეაკო, გიორგიც გამოაჩინე რა შემდეგ თავშიიიიიიი blush თორნიკეზე რომ ვკითხულობდი, ისე მომენატრნენ გიორგი და ვაჩეეეეეე heart_eyes

ასეთი კომენტარი გინდა?? smirk მეც ბევრი რამე მინდა.
ეს მარინა თავის გაჭირვებულ ქმრიანად და მამამთილ-მულიანად მოაშთე და შემდეგ თავში რეზი დამანახე, თორე წინა თავის მუქარას ავასრულებ. smiling_imp

№3 სტუმარი ელა1

კარგი იყო ბეაკო ,მაგრამ პირველად ამდენი ხბის განმავლობაში მარიანაზე ვარ გავრაზებული.არ იქცება სწორედ რო მოშერევა უნდა ბავშვი და თავიდან ყველაფრის დაწყება.მესმის რო ქმართან არ უნდა ყოფნა და უნდა ახლიდან დაწყება ცხოვრების ჯერ ცხოვრება წინ აქცს და ფიქრობს რობავშვის მოშორება არის გამოსოვალი .მაგრამ არ არის ეს სწორი რაც არ უნდა მოხდეს პატარა არსებამ არაფერი დააშავა მას აქვს უფლება რო იცოცხლოს.იცი როგორ იქცევა ეხლა პატარა ბავშვივით ბოდიში და რო სათამაშო მობეზდება და მისი გადაგდება უნდა.ყოჩახ შენ ნეაკო რო ამ თემას შეეხე იმიტომ რეალობაში ბევრი ადამიანი მინახავს რო ფეღძინდებიან და მერე იშირებენ ბავშ იმის გამო რო უი არადროულია ან უშლიან ხელს მომოვალი გააგრძელო.მოკლედ ველიდები შენდეგ თავს❤❤❤

№4 სტუმარი ნი-კე

ნეაკო
ბავშვო ნენე და ცალო სანამ გაბრაზებულები კომეტარს დამიწერთ აქვე გეტყვით რომ მარიანა/ თორნიკეს წყვილი მინიმაურად იქნება აწი, ურალოდ ეს ყველაფერი რომ არ დამეწერა არ შემეძლო ❤❤❤

თუ მკითხველის აზრს რაიმე მნიშვნელობა აქვს არ უნდა იყოს მინიმუმამდე,მითუმეტეს რომ ამათით დაიწყო ეს ისტორია...და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვფიქრობ რომ უნდა გადალახონ ეს ცუდი პერიოდი და შეძლონ ერთად ყოფნა..

№5 სტუმარი სტუმარი თიკო

ახლა ახალი რამე მოიფიქრე? ყბა ჩამომივარდა შენი კომენტარის წაკითხბისას, მერე ბოლოში გადავხტი და გულზე მომეშვა ის ეშმაკის სმაილი რომ დავინახე :დ ბარემ ცალკე აღარ დავუ reply ებ ნენეს და ისე ვიტყვი, პირადად მე არც თორნიკეს და არც მარიანას საუბარი არ მომეწონა, მეტიც - დამღალა და წინაზე თორნიკეს ოდნავი შეცოდების მიზეზიც ზუსტად ის იყო ამ თავში ხელახლა რომ დაწერა ნეაკომ. მაგ წყვილზე და ზოგადად ანიზე, გიორგიზე და დანარჩენებზე კითხვა უფრო დამღლელია, ვიდრე, 5 დღის სამუშაოს ერთად შესრულება. წინასგან განსხვავებული საერთოდ არფაერუ არ უსაუბრია მაგ წყვილს. ამიტომ მარიანას სიშტერის (ცოლად რომ გაჰყვა თორნიკეს) და თორნიკეს სისულელეების (რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა ამ ქორწინების განმავლობაში) გამო დღეს ის უდანაშაულო, ჯერ არდაბადებული ბავშვი ისჯება. თორნიკე ტირანი არაა, უფრო დებილია, რომელმაც ვერ გააცნობიერა როგორ დაკარგა ცოლ-შვილი და მარიანა მშიშარა და სულელი, რომელმაც თავიდანვე გაუტარა თორნიკეს უაზრო გამოხტომები და პირველივე ღამეს ცოლად გაჰყვა. ამიტომ ორივე ტანჯვის ღირსია, უბრალოდ მაგათი შვილები არიან ცოდოები. გაზრდილი ბავშვიც და ჯერ არდაბადებულიც. რაც დათესეს, იმას იმკიან დღეს და ცერ ვხვდები რომელი უფრო ,,დამნაშავეა" ან პირიქით.
სტუმარი ელენე
არაჩვეულებრივი თავი იყო! როგორ ვისიამოვნეეეეეეე relaxed
ანიც როგორი საყვარელია, თანაც გაბერილი მუცლით. blush და ირაკლი?? ეგეთი ქმარი როგორ უნდა მიატოვო, ვერ ვხდები relieved აუ ნეაკო, გიორგიც გამოაჩინე რა შემდეგ თავშიიიიიიი blush თორნიკეზე რომ ვკითხულობდი, ისე მომენატრნენ გიორგი და ვაჩეეეეეე heart_eyes

ასეთი კომენტარი გინდა?? smirk მეც ბევრი რამე მინდა.
ეს მარინა თავის გაჭირვებულ ქმრიანად და მამამთილ-მულიანად მოაშთე და შემდეგ თავში რეზი დამანახე, თორე წინა თავის მუქარას ავასრულებ. smiling_imp

№6 სტუმარი სტუმარი მარი

ნეაკო
ბავშვო ნენე და ცალო სანამ გაბრაზებულები კომეტარს დამიწერთ აქვე გეტყვით რომ მარიანა/ თორნიკეს წყვილი მინიმაურად იქნება აწი, ურალოდ ეს ყველაფერი რომ არ დამეწერა არ შემეძლო ❤❤❤

მინიმუმამდე რას ნიშნავს? საერთოდ ისტორია მაგათზე არ უნდა იყოს? კარგი რაა.... -_-
მთავარი წყვილი ყორნიკე და მარიანაა და ყველაზე მეტად ამათ მომენტებს ველოდები ხოლმე და ახლა საერთოდ მინიმუმამდე უნდა დაიყვანო?

№7 სტუმარი სტუმარი ანუკი

ამ ლილეს ძილი არ დააცადეს რა :))

№8  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
მე არ ვარ გაბრაზებული. მარიანას ტექსტებმა გადაგარჩინა smile ზუსტად ის უთხრა მარიანამ რაც მე მინდოდა რომ ეთქვა და პლიუს, ძალიან მესიამოვნა, რომ აბორტზე საუბრისას მორალურ-დამრიგებლური ტონი არ მოდიოდა შენგან. ბუნებრივია, რომ მარიანასთვის მეორე ბავშვი თორნიკესთან იძულებით დაბრუნების საფრთხედ აღიქმებოდა და რეაქციაც თავდაცვითი ჰქონდა. მე არ ვამტყუნებ. თორნიკემ რომ ეს დაინახა და შვილის სიცოცხლის ხათრით, საკუთარ სიჯიუტეზე და ძალადობაზე უარი თქვა, ესეც კარგია. თუ სწორად მივხვდი, ოღონდ გააჩინე და მე თავს დაგანებებო, ასე უთხრა ხომ?
თუ ყველაფერი სწორად გავიგე, კმაყოფილი ვარ შედეგით. ზუსტად ასე მინდოდა რომ განვითარებულიყო მაგათი ამბავი. ნუ მერე დრო რომ გავა, თუ მართლა გამოსწორდება და მარინაც უკან დაბრუნებას გადაწყვიტავს არც ეგაა დიდი პრობლემა. ოღონდ, შენი ჭირიმე, მაგის აღწერით თავს ნუ დაიღლი და ნურც ჩვენ გადაგვქანცავ რაა unamused ყველამ თავის ფანტაზია დაიხმაროს და თვითონ დაასრულონ მაგ ორი დუბლიკატის ისტორია. ამოვიდნენ ყელში. რამდენი ხანია რეზი არ გამოჩენილა. angry
უი დამავიწყდა რომ არ უნდა მეჩხუბა.
ხო კაი relieved
მოკლედ, კარგი იყო kissing_closed_eyes

ნენე შენს ამ სმაილუკაზე ვგიჟდები relieved ეს იმას ნიშნავს რომ საქმე არცისე ცუდადააა joy
მარიანა და თორნიკეს წყვილზე თავიდანვე ასე ვფიქრობდი, რატომღაც მინდოდა რომ ორსულობის ბანალური თემა მათი შერიგების მიზეზი არ გამხდარიყო, რეალურადაც ასე ვფიქრობ, ბავშვი არაფერს არ ცვლის ცოლ-ქმრის დაულაგებელ ურთიერთობაში, საერთოდ არაფერს, პირიქით უფრო მწვავდება ხოლმე სიტუაცია ასეთ დროს და ბავშვი იტანჯება ყველაზე მეტად ამ გაუგებრობაში. ამიტომაც ვფიქრობ რომ შეროგების მიზეზი ორსულობა კი არა თორნიკეს ძირეული ცვლილებები უნდა გახდეს რომელიც რთულად მაგრამ მაინც მიღწევადია, ბევრი რიგი მიზეზების გამო ❤❤❤❤
მიხარია რომ მარიანას პოზიციას იზიარებ. თუმცა ბავშვის მოშორებას რა თქმა უნდა არ აპირებდა ის, უბრალოდ თორნიკე აიძულა უკან დაეხია თავისი შეუვალიბით...( ამას მერე განვმარტავ) რეალურად აბორტის თემა ისეთი მძიმეა რომ მასზე წერა კი არა ფიქრიაც კი მაშინებს...
რეზიკოსი ხო იცი როგორ მეშინია... ვნახოთ რა იქნება ❤❤❤❤❤

№9 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი ანუკი
ამ ლილეს ძილი არ დააცადეს რა :))

ყველაზე მეტად სწორედ ბავშვები ზარალდებიან მშობლემის უკონტროლიბქცევების დროს ❤❤❤

№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
არაჩვეულებრივი თავი იყო! როგორ ვისიამოვნეეეეეეე relaxed
ანიც როგორი საყვარელია, თანაც გაბერილი მუცლით. blush და ირაკლი?? ეგეთი ქმარი როგორ უნდა მიატოვო, ვერ ვხდები relieved აუ ნეაკო, გიორგიც გამოაჩინე რა შემდეგ თავშიიიიიიი blush თორნიკეზე რომ ვკითხულობდი, ისე მომენატრნენ გიორგი და ვაჩეეეეეე heart_eyes

ასეთი კომენტარი გინდა?? smirk მეც ბევრი რამე მინდა.
ეს მარინა თავის გაჭირვებულ ქმრიანად და მამამთილ-მულიანად მოაშთე და შემდეგ თავში რეზი დამანახე, თორე წინა თავის მუქარას ავასრულებ. smiling_imp

სანამ შენს კომენტარს ბოლომდე ჩავიკითხავდი გაოგნებული ვიყავი მეთქი ნუთუ ეს ყველაფერი მართლა ჩემმა ტკბილმა ბავშვმა დაწერა-თქო, ნეტა ხომ გვაქ მშვიდობა-თქო შევფიქრიანდი მარა მერე მომეშვა joy joy joy

№11 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ელა1
კარგი იყო ბეაკო ,მაგრამ პირველად ამდენი ხბის განმავლობაში მარიანაზე ვარ გავრაზებული.არ იქცება სწორედ რო მოშერევა უნდა ბავშვი და თავიდან ყველაფრის დაწყება.მესმის რო ქმართან არ უნდა ყოფნა და უნდა ახლიდან დაწყება ცხოვრების ჯერ ცხოვრება წინ აქცს და ფიქრობს რობავშვის მოშორება არის გამოსოვალი .მაგრამ არ არის ეს სწორი რაც არ უნდა მოხდეს პატარა არსებამ არაფერი დააშავა მას აქვს უფლება რო იცოცხლოს.იცი როგორ იქცევა ეხლა პატარა ბავშვივით ბოდიში და რო სათამაშო მობეზდება და მისი გადაგდება უნდა.ყოჩახ შენ ნეაკო რო ამ თემას შეეხე იმიტომ რეალობაში ბევრი ადამიანი მინახავს რო ფეღძინდებიან და მერე იშირებენ ბავშ იმის გამო რო უი არადროულია ან უშლიან ხელს მომოვალი გააგრძელო.მოკლედ ველიდები შენდეგ თავს❤❤❤

ელა შენი მესმის რომ მარიანას ქცევა არასწორი გგონია, მაგრამ ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს ❤❤❤❤ შემდეგ თავებში შევეხები ამ თემას და მარიანას პოზიციას ნათლად დაგანახებთ.
ბავშვის მოშორების უფლება რა თქმა უნდა ყველა ქალს აქვს, მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს... მაგრამ მეც ძალიან მთრგუნავს ეს საკითხი, ამიტომ არც ამ, ან სხვა რომელიმე ჩემს ისტორიაში მსგავსი თემა არ იქნება გაშლილი ამ კუთხით, რა ვქნა ვერც მე ვამართლებ ამ საშინელებას 21-ე საუკუნეში, მაშინ როცა ძალიან მარტივად შეიძლება აიცილო თავიდან არასასურვი ორსულობა და მსგავსი საშინელების პირისპირ არ აღმოჩნდე... თუმცა ჩემს გარშემო არიანი ქალები რომელთაც ქმრები და შვილები ჰყავთ და მაინც დაემართათ მსგავსი რამ ალბათ გაუფრთხილებლობით და იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ არასასურველ ბავშვებზე... მათ არ განვსჯი რა თქმა უნდა ყველას თავისი ცხოვრებ აქვს უბრალოდ ეს ძალინ მძილე თემაა და მე ვერ შევეხები და გავამართლებ ისტორიაში ❤❤❤❤❤

№12  offline მოდერი ნეაკო

ნი-კე
ნეაკო
ბავშვო ნენე და ცალო სანამ გაბრაზებულები კომეტარს დამიწერთ აქვე გეტყვით რომ მარიანა/ თორნიკეს წყვილი მინიმაურად იქნება აწი, ურალოდ ეს ყველაფერი რომ არ დამეწერა არ შემეძლო ❤❤❤

თუ მკითხველის აზრს რაიმე მნიშვნელობა აქვს არ უნდა იყოს მინიმუმამდე,მითუმეტეს რომ ამათით დაიწყო ეს ისტორია...და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვფიქრობ რომ უნდა გადალახონ ეს ცუდი პერიოდი და შეძლონ ერთად ყოფნა..

ძაან ქაოსი ჩემს გონებაშიც ,ისტორიაშიც და კომენტარებშიც და მართლა არ ვიცი ოდესმე ამ ისტორიას დასასრულამდე თუ მივიყვან joy ძალიან მიხარია რომ ამ წყვილს გულშემატკივრობ, როგორც შევძლებ ისე დავუთმობ დროს ყველას რომ მკითხვეკი არ დაგაღალეტოთ ❤❤❤❤❤

№13 სტუმარი სტუმარი შოკა

მოკლედ დავიწყებ იმით რომ მარიანაზე და თორნიკეზე იყო ისტორია და მთლად გადაგვიკეთე იმიტომ რომ რამდენიმე მომხმარებელს ქეთის და გეგას ამბავი უფრო უნდოდათ, ამისთვის შემოიღე მეორე ნაწილი.
თუ მეორე ნაწილი სხვა წყვილზე უნდა ყოფილიყო მაშინ პირველ ნაწილში ამ წყვილის ამბავი უნდა დამთავრებულიყო, რა თქმა უნდა კეთილად :D
საწყენად არ გეუბნები, უბრალოდ ბოლო დროის შენ ნაწერებში აშკარად შეინიშნება რომ სხვა მიმართულებით იწყებ და მერე მთლიანად ცვლი ყველაფერს მკითხველის კომენტარებიდან გამომდინარე, ესე სულ აიბნევი, და გაგიჭირდება დასრულება, მერე ვინუჟდენი სასწრაფოდ ამთავრებ და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებ.
და მარიანას ვინც ამართლებთ აბორტის ამბავში მაშინ ლილეც მოკლას, მაგ მოზეზითაც შეიძლება დაბრუნება მოსთხოვოს თორნიკემ, რა განსხვავებაა დაბადებულ შვილს მოკლავს თუ დაუბადებელს, ის უკვე არსებობს. და თუ თორნიკესთან დაბრუნება არ უნდა მილიონი საDუალება არსებობს მის მოსაშორებლად, და ბავშვის მოშორება უნდა და მიზეზს ეძებს გადააბრალოს სხვას, არაფერი არ ამართლებს შვილს რომ კლავს.
ვოტ სასტიკი მე :)
წარმატებები ნეაკო შენ ამ ქაოსიდან საბოლოო შედეგის გამოყვანაში :D

№14  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ახლა ახალი რამე მოიფიქრე? ყბა ჩამომივარდა შენი კომენტარის წაკითხბისას, მერე ბოლოში გადავხტი და გულზე მომეშვა ის ეშმაკის სმაილი რომ დავინახე :დ ბარემ ცალკე აღარ დავუ reply ებ ნენეს და ისე ვიტყვი, პირადად მე არც თორნიკეს და არც მარიანას საუბარი არ მომეწონა, მეტიც - დამღალა და წინაზე თორნიკეს ოდნავი შეცოდების მიზეზიც ზუსტად ის იყო ამ თავში ხელახლა რომ დაწერა ნეაკომ. მაგ წყვილზე და ზოგადად ანიზე, გიორგიზე და დანარჩენებზე კითხვა უფრო დამღლელია, ვიდრე, 5 დღის სამუშაოს ერთად შესრულება. წინასგან განსხვავებული საერთოდ არფაერუ არ უსაუბრია მაგ წყვილს. ამიტომ მარიანას სიშტერის (ცოლად რომ გაჰყვა თორნიკეს) და თორნიკეს სისულელეების (რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა ამ ქორწინების განმავლობაში) გამო დღეს ის უდანაშაულო, ჯერ არდაბადებული ბავშვი ისჯება. თორნიკე ტირანი არაა, უფრო დებილია, რომელმაც ვერ გააცნობიერა როგორ დაკარგა ცოლ-შვილი და მარიანა მშიშარა და სულელი, რომელმაც თავიდანვე გაუტარა თორნიკეს უაზრო გამოხტომები და პირველივე ღამეს ცოლად გაჰყვა. ამიტომ ორივე ტანჯვის ღირსია, უბრალოდ მაგათი შვილები არიან ცოდოები. გაზრდილი ბავშვიც და ჯერ არდაბადებულიც. რაც დათესეს, იმას იმკიან დღეს და ცერ ვხვდები რომელი უფრო ,,დამნაშავეა" ან პირიქით.
სტუმარი ელენე
არაჩვეულებრივი თავი იყო! როგორ ვისიამოვნეეეეეეე relaxed
ანიც როგორი საყვარელია, თანაც გაბერილი მუცლით. blush და ირაკლი?? ეგეთი ქმარი როგორ უნდა მიატოვო, ვერ ვხდები relieved აუ ნეაკო, გიორგიც გამოაჩინე რა შემდეგ თავშიიიიიიი blush თორნიკეზე რომ ვკითხულობდი, ისე მომენატრნენ გიორგი და ვაჩეეეეეე heart_eyes

ასეთი კომენტარი გინდა?? smirk მეც ბევრი რამე მინდა.
ეს მარინა თავის გაჭირვებულ ქმრიანად და მამამთილ-მულიანად მოაშთე და შემდეგ თავში რეზი დამანახე, თორე წინა თავის მუქარას ავასრულებ. smiling_imp

ელენეს კომენტარმა მეც გამაოცა თავიდან მაგრამ ბოლოში რომ ჩავედი დავმშვიდდი joy შენი შეფასება ლოგიკურია ჩემთვის რადგან მარიანას და თორნიკეს წყვილი საშინლად არ მოგწონს და შესაბამისად მათ ნებიესმიერ ქცებაზე უარყოფითი რეაქცია გაქვს შენი ცალივით joy

სტუმარი შოკა
მოკლედ დავიწყებ იმით რომ მარიანაზე და თორნიკეზე იყო ისტორია და მთლად გადაგვიკეთე იმიტომ რომ რამდენიმე მომხმარებელს ქეთის და გეგას ამბავი უფრო უნდოდათ, ამისთვის შემოიღე მეორე ნაწილი.
თუ მეორე ნაწილი სხვა წყვილზე უნდა ყოფილიყო მაშინ პირველ ნაწილში ამ წყვილის ამბავი უნდა დამთავრებულიყო, რა თქმა უნდა კეთილად :D
საწყენად არ გეუბნები, უბრალოდ ბოლო დროის შენ ნაწერებში აშკარად შეინიშნება რომ სხვა მიმართულებით იწყებ და მერე მთლიანად ცვლი ყველაფერს მკითხველის კომენტარებიდან გამომდინარე, ესე სულ აიბნევი, და გაგიჭირდება დასრულება, მერე ვინუჟდენი სასწრაფოდ ამთავრებ და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებ.
და მარიანას ვინც ამართლებთ აბორტის ამბავში მაშინ ლილეც მოკლას, მაგ მოზეზითაც შეიძლება დაბრუნება მოსთხოვოს თორნიკემ, რა განსხვავებაა დაბადებულ შვილს მოკლავს თუ დაუბადებელს, ის უკვე არსებობს. და თუ თორნიკესთან დაბრუნება არ უნდა მილიონი საDუალება არსებობს მის მოსაშორებლად, და ბავშვის მოშორება უნდა და მიზეზს ეძებს გადააბრალოს სხვას, არაფერი არ ამართლებს შვილს რომ კლავს.
ვოტ სასტიკი მე :)
წარმატებები ნეაკო შენ ამ ქაოსიდან საბოლოო შედეგის გამოყვანაში :D

კი მესმის რასაც გულისხმობ და ვიზიარებ შენს შენიშვნას, ამ ისტორიაში ყველა და ყველაფერი იმდენად ქაოსურია რომ მეც არ ვიცი როგორ უნდა დავალაგო საბოლოოდ სიტუაცია.
პირველ ნაწილში მართლა კარგი იქნებოდა დამემთავრებინა ახალგაზრდა წყვილების ისტორია და დანარჩენების გამეგრძელებინა რაც არაერთამ მირჩია შენსავით, მაგრამ ვერ მოვახერხე... რადგან როგორც წესი წერსი პროცესში ვავითარებ პერსონაჟებსაც და მოქმედებებსაც, ამიტომ ბევრს არ ვფიქრობ წერის დაწყებამდე და შესაბამისად მარტივად ვცვლი იტორიის მსვლელობასაც და კითხველის სურვილებსაც ვითავლისწინებ რაც სრულებით არაა ჩემთვის როგორც ავტორისთვის მიუღებელი და თავისთავად ვექცევი ქაოსში რომლიდანაც გამოსავლის პოვნა ვაღიარებ საკმაოდ რთულია... joy
აბორტის თემას რაც შეეხება, ეს საკმაოდ დელიკატური და ფაქიზი თემაა, ამიტომ ამ თემას მე ვფიქრობ არ უნდა შევეხოთ ... იცი ბევრი ქალი ვიცი პირადად გათხოვილი და შვილიანი რომელიც ამ საშინელებაზე წავიდა იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა... ამიტომ მგონია რომ არ უნდა განვსაჯოთ ისინი, ყველას თავისი მიზეზები აქვს როცა ამ ნაბიჯს დგამს... თუმცა რა თქმა უნდა მეც გეთანხმები და ვფიქრობ რომ ეს საშინელებაა...დარწმუნწბული ვარ ნებისმიერი ქალი ვინც ამას აკეთებს ფიზიკურადაც, სულირადაც და მორალურადაც ინგრევა.
მარიანას რაც შეეხება, მასაც თავისი მიზეზები აქვს და სრული უფლებაც რომ ეს გააკეთოს, მაგრამ ეს იმდენად რთული და ფაქიზი თემაა რომ ისტორიაში მსგავსი არაფერი იქნება...

№15 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თიკო
ახლა ახალი რამე მოიფიქრე? ყბა ჩამომივარდა შენი კომენტარის წაკითხბისას, მერე ბოლოში გადავხტი და გულზე მომეშვა ის ეშმაკის სმაილი რომ დავინახე :დ ბარემ ცალკე აღარ დავუ reply ებ ნენეს და ისე ვიტყვი, პირადად მე არც თორნიკეს და არც მარიანას საუბარი არ მომეწონა, მეტიც - დამღალა და წინაზე თორნიკეს ოდნავი შეცოდების მიზეზიც ზუსტად ის იყო ამ თავში ხელახლა რომ დაწერა ნეაკომ. მაგ წყვილზე და ზოგადად ანიზე, გიორგიზე და დანარჩენებზე კითხვა უფრო დამღლელია, ვიდრე, 5 დღის სამუშაოს ერთად შესრულება. წინასგან განსხვავებული საერთოდ არფაერუ არ უსაუბრია მაგ წყვილს. ამიტომ მარიანას სიშტერის (ცოლად რომ გაჰყვა თორნიკეს) და თორნიკეს სისულელეების (რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა ამ ქორწინების განმავლობაში) გამო დღეს ის უდანაშაულო, ჯერ არდაბადებული ბავშვი ისჯება. თორნიკე ტირანი არაა, უფრო დებილია, რომელმაც ვერ გააცნობიერა როგორ დაკარგა ცოლ-შვილი და მარიანა მშიშარა და სულელი, რომელმაც თავიდანვე გაუტარა თორნიკეს უაზრო გამოხტომები და პირველივე ღამეს ცოლად გაჰყვა. ამიტომ ორივე ტანჯვის ღირსია, უბრალოდ მაგათი შვილები არიან ცოდოები. გაზრდილი ბავშვიც და ჯერ არდაბადებულიც. რაც დათესეს, იმას იმკიან დღეს და ცერ ვხვდები რომელი უფრო ,,დამნაშავეა" ან პირიქით.
სტუმარი ელენე
არაჩვეულებრივი თავი იყო! როგორ ვისიამოვნეეეეეეე relaxed
ანიც როგორი საყვარელია, თანაც გაბერილი მუცლით. blush და ირაკლი?? ეგეთი ქმარი როგორ უნდა მიატოვო, ვერ ვხდები relieved აუ ნეაკო, გიორგიც გამოაჩინე რა შემდეგ თავშიიიიიიი blush თორნიკეზე რომ ვკითხულობდი, ისე მომენატრნენ გიორგი და ვაჩეეეეეე heart_eyes

ასეთი კომენტარი გინდა?? smirk მეც ბევრი რამე მინდა.
ეს მარინა თავის გაჭირვებულ ქმრიანად და მამამთილ-მულიანად მოაშთე და შემდეგ თავში რეზი დამანახე, თორე წინა თავის მუქარას ავასრულებ. smiling_imp

არა, თან წინასწარ რომ მაფრთხილებს ხოლმე არ იჩხუბოო. გეგონება ეგეთები მაჩერებდეს და მატორმუზებდეს joy

--------------------------------------------------------------
ნეაკო, აბორტი მართლა ძალიან დელიკატური თემაა და როგორ არ მიყვარს შენს ისტორიებში ამ თემაზე რომ ჩამოვარდება ხოლმე ლაპარაკი persevere იმიტომ არა, რომ რამეს არასწორად წერ, უბრალოდ წინასწარ ვიცი ხოლმე, როგორი შფოთვა დამხვდება კომენტარებში. :დ
მე ერთი შემიძლია ვთქვა. მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალის გადასაწყვეტია აბორტის გაკეთება/არ გაკეთება, ვინც ორსულადაა. დანარჩენებმა მოწოდებებს, ნამუსზე აგდებას, აკრძალვას და დამუნათებას თავი უნდა დავანებოთ. ყველამ თავის თავს მიხედოს და მარტო მაგას კი არა, ბევრ სხვა პრობლემასაც ეშველება.
თანაც არ დაგავიწყდეთ ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება ამ საიტის ათიათასობით მკითხველს შორის აღმოჩნდნენ. წარმოიდგინეთ, ჯერ ძალადობა რომ გაქვს გადატანილი, მერე ამის გამო შემთხვევითი ორსულობა აბორტით გაქვს შეწყვეტილი და მერე ამ კომენტარებს რომ კითხულობ, სადაც ფაქტიურად მკვლელს გიწოდებენ.

დავინდოთ ერთმანეთი, ჩემი თხოვნა იქნება და დავუკვირდეთ რას ვლაპარაკობთ. გულს თუ გავუხეთქავთ ჩვენი სიტყვით ვინმეს, ეგ უფრო დიდი მკვლელობა იქნება.

№16 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგია მაგრამ ასე მგონია სულ ერთ ადგილზე დგახარ, სულ ერთი და იგივეა. რავიცი მე ასე მგონია

№17 სტუმარი სტუმარი ლია

ერთიდაიგივე ისტორიები მეორდება ყველა ნოველაში ასე მგონია იძულებით ქორწინებას ვკითხულობ ისევ

№18 სტუმარი სტუმარი nazi

აუ რაღაცნაირი იყო მეცოდება მარიანაც ვერ იღებს გადაწყვეტილებას მარა ერთი შეხვედით თორნიკეც ნებრალება იქნებ გამოსწორდეს ამით უფრო დიდი ტკივილს არ მიაყენებს საკუთარ თავსაც და თორნიკესაც ბავშვის მოშორებით რავი მე ასე ვფიქრობ და არ ვამართლებ მარა გამტყუნებაც მიჭირს ფაქტია ტკივილს მიაყენებენ ერთმანეთს მოკლედ გელი ველი როგორ განვითარება მოვლენები იმედია უკეთესად და სწორ და ლოგიკური დასასრული ექნება ამ ისტორიასაც მე ყოველთვის კარგი მოლოდინი მაქ შენ ისტორიებთან დაკავშირებით ♥♥♥♥

№19 სტუმარი ნი-კე

სტუმარი nazi

გეთანხმებით მე..ზოგადად მგონია,რომ შვილის გულისთვის შუძლებელს შეძლებს ადამიანი.ამათ კიდევ უყვართ ერთმანეთი და რაღაცნაირად მინდა ,რომ იპოვონ გამოსავალი,..ახალგაზრდა წყვილის სწორ გზაზე დადგომა უფრო სწორი მგონია მე ვიდრე 45/50- წლის წყვილის თინეიჯერული სიყვარულობანა(ქეთი გეგას ფანებმა არ დაიწყოთ ახლა ერთი ამბავი)

№20 სტუმარი ნე-კე

მე ასე მიმაჩნია სწორედ და ლოგიკური მადლობა

ნე-კე

№21 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
სტუმარი თიკო
ახლა ახალი რამე მოიფიქრე? ყბა ჩამომივარდა შენი კომენტარის წაკითხბისას, მერე ბოლოში გადავხტი და გულზე მომეშვა ის ეშმაკის სმაილი რომ დავინახე :დ ბარემ ცალკე აღარ დავუ reply ებ ნენეს და ისე ვიტყვი, პირადად მე არც თორნიკეს და არც მარიანას საუბარი არ მომეწონა, მეტიც - დამღალა და წინაზე თორნიკეს ოდნავი შეცოდების მიზეზიც ზუსტად ის იყო ამ თავში ხელახლა რომ დაწერა ნეაკომ. მაგ წყვილზე და ზოგადად ანიზე, გიორგიზე და დანარჩენებზე კითხვა უფრო დამღლელია, ვიდრე, 5 დღის სამუშაოს ერთად შესრულება. წინასგან განსხვავებული საერთოდ არფაერუ არ უსაუბრია მაგ წყვილს. ამიტომ მარიანას სიშტერის (ცოლად რომ გაჰყვა თორნიკეს) და თორნიკეს სისულელეების (რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა ამ ქორწინების განმავლობაში) გამო დღეს ის უდანაშაულო, ჯერ არდაბადებული ბავშვი ისჯება. თორნიკე ტირანი არაა, უფრო დებილია, რომელმაც ვერ გააცნობიერა როგორ დაკარგა ცოლ-შვილი და მარიანა მშიშარა და სულელი, რომელმაც თავიდანვე გაუტარა თორნიკეს უაზრო გამოხტომები და პირველივე ღამეს ცოლად გაჰყვა. ამიტომ ორივე ტანჯვის ღირსია, უბრალოდ მაგათი შვილები არიან ცოდოები. გაზრდილი ბავშვიც და ჯერ არდაბადებულიც. რაც დათესეს, იმას იმკიან დღეს და ცერ ვხვდები რომელი უფრო ,,დამნაშავეა" ან პირიქით.
სტუმარი ელენე
არაჩვეულებრივი თავი იყო! როგორ ვისიამოვნეეეეეეე relaxed
ანიც როგორი საყვარელია, თანაც გაბერილი მუცლით. blush და ირაკლი?? ეგეთი ქმარი როგორ უნდა მიატოვო, ვერ ვხდები relieved აუ ნეაკო, გიორგიც გამოაჩინე რა შემდეგ თავშიიიიიიი blush თორნიკეზე რომ ვკითხულობდი, ისე მომენატრნენ გიორგი და ვაჩეეეეეე heart_eyes

ასეთი კომენტარი გინდა?? smirk მეც ბევრი რამე მინდა.
ეს მარინა თავის გაჭირვებულ ქმრიანად და მამამთილ-მულიანად მოაშთე და შემდეგ თავში რეზი დამანახე, თორე წინა თავის მუქარას ავასრულებ. smiling_imp

ნაწილობრივ გეთანხმები, ნაწილობრივ - ვერა.
წინა თავისგან განსხვავებული ის იყო ჩემთვის, რომ თორნიკემ შეწყვიტა მარიანაზე პრესი. გააცნობიერა (მიახლოებით მაინც), რომ ბავშვის მოცილების მიზეზი თავად იყო და გვერდზე გადგომა არჩია. ერთადერთი რაც ძალიან ცუდი შეიძლება მოხდეს ისაა, რომ ეს აღმოჩნდეს თორნიკეს ტყუილი და ქვეშქვეშური ქცევა. ბავშვს რომ გააჩენს მარიანა, ანუ როცა აბორტის გაკეთების საფრთხე აღარ იქნება, მერე არ წაიღოს თავისი სიტყვები უკან და ისევ ზეწოლა არ დაიწყოს ცოლზე.

მაგრამ ამ მარიანაზე ისევ ამდენი მსჯელობა მეორე ნაწილში, კაი რაა weary იმის ნაცვლად გეგაზე და რეზიზე ვკითხულობდე, კიდევ ამ ორ ჩამოუყალიბებელ, ყოველ კუთხე-კუნჭულში რომ ყრიან, ისეთ წყვილზე მიწევს კამათი და ლაპარაკი. გეგონება მართლა რამე საინტერესო ხდებოდეს მათ თავს. ზოგჯერ რომ გამახსენდება რისი მოლოდინები მქონდა და რა მივიღე, ნერვები მაწყდება. რა მოუშორებელი წყვილია, უიმეე persevere

ხო გახსოვს, ნენე, მე რომ ვიძახდი, ბუმერანგივით გოგოა-მეთქი. სადაც არ უნდა მოისროლო უკან ბრუნდება grimacing
რავი, მე დავიღალე უკვე იმის ახსნით, რომ მსგავს ისტორიებში "F.R.I.E.N.D.S."-ის ტიპის ქაოსი ვერ გამოვა. აი აზრი არ აქვს.. სულ რომ ხმა არ ამოგვეღო თავის დროზე არავის და გეგას გადმოყვანა არ გვეთხოვა მთავარ პერსონაჟად (რასაც ზოგოერთი მკითხველი გვსაყვედურობს) მაინც ქაოსური იქნებოდა ეს ისტორია. შეუძლებელია თხუთმეტი ადამიანი გყავდეს შემოყვანილი და თხუთმეტივეზე დაუკმაყოფილო ინტერესი მკითხველს.

№22 სტუმარი სტუმარი ნიაკო

შენი ისტორიას დიდი პრობლემები აქვს როგორც ავტორს გირჩევ

1. არ გამოდგის ბევრ პერსონაჟზე წერა (ყველამ ბევრჯერ გითხრა და მიგანიშნა კორექტულადაც და არაკორექტულადაც), თუ მაინც და მაინც გინდა მაშინ შენი ყველა პერსონაჟი ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს ნაფიქრი და არა ესე შენ როგორც წერ, ეს მკითხველში გაღიზიანებას და უკმაყოფილებას იწვევს.

2. არ გამოგდის სწორად აღწერო მოძალადესა და ძალადობის მსხვრეპლს შორის დამოკიდებულება, სირთულები, ის საშინელება რაც რეალურად არის თუ ამ მხრივ აპირებ წერას განვითარდი და ჯობია კარგად დაფიქრდე სანამ ამ თემას შეეხები. ეს პრობლემა არამხოლოდ საქართველოშია მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ქალის დუმილით ყველაფერი ინგრევა და ამ ყველაფრის უკნა ბევრი საშინელება იმალება(ამ თემის შენი არც ერთი ისტორიაა არ მომწონს ამ მხრივ რადგან ვიცი რა არის იყო ძალადობის მსხვეპლი.)

3. სიყვარულის გამო მოძალადეები არ იცვლებიან. შენ როგორც ამბობ არსებოსბ გამონაკლისი დამიჯერე არ არსებობს მათ სიყვარულის უნარი არ გაჩნიათ ისინი სიამოვნებას მხოლოდ ძალადობით იღებენ. ისინი მხოლოდ 1 თვით ან მაქსიმუმ 2 კვირით შეცვალონ საკუთარი ქცევა ისინი ამაში ძალიან კარგები არიან თუ ხვდებიან რომ სუსტიხარ განწირული ხარ თუ ზურგს უკან ოჯახი თუ არ გინდგას.

4. როდესაც სასიყვარულო სამკუთხედზე წერ იქ შენი ამ შემთხვევაში 3 პერსონაჟი ერთნაირად მყარი და ძლიერი უნდა იყოს. თუ წერა მოგწონს მაშინ განვითარდი და ერთ ადგილს ნუ ტკეპნი. მრავალფეროვანი იყავი წერისას ეს ისტორია სხვა ისტორიებს გავს.

5. რაც შეეხება აბორტს ეს მხოლოდ იმ ადამიანის გადასაწყვეტია ვინც ორსულადაა, ეს სხვებს არ ეხებათ.

6. ემოციები აკლია ისტორიას

როგორც ჩანს ყველა ღიზიანდება მარიანაზე და თორნიკეზე არადა ისტორიის მთავარი გმირები ისინი იყვნენ ამიტომ ავტორი მათზეც წერს და ეს სრულიად ბუნებრივია.

გეგა საკმაოდ იდეალურად გყავს წარმოდგენილი , და ირაკლი საკმაოდ ზნედაცემულ კაცად და რაც არაბუნებრივია. თუ აპირებ ორ კაცზე წერას რომელსაც ერთი ქალი უყვარს ორივეს დადებითი და უარყოფითი მხარეები წარმოაჩინე და ერთის მიწასთანგასწორებით მეორეს წინაპლანზე ნუ წამოწევ.

შემდეგ ისტორიას როცა დაწერ ჩონჩხი ააგე და ჩამოყალიბდი როგორი იქნება შენი ყველა პერსონაჟი რომ შენი ავტორისეული სახე ჩანდეს არ იყოს პერსონაჟები გადამეტებული და ბოლივუდს ნუ შექმნი. ამ ისტორიაში ესე არაა სამწუხაროდ შენი დამოკიდებულება თუ შეხედულება ზედაპირულია ანუ სიღმისეულად არ წერ.

არც ერთ შვილს არ სურს რომ მშობლები გაშორდნენ რა ასაკშიც არ უნდა იყვნენ, ანი ამ მხრივ ესე გაქვს წარმოჩენილი, ქალია და უნდა გაუგოს დედას ესე ვერ იტყვი რადგან ყველა ადამიანს სხვანაირი შეხედულება აქვს ფსიქიკა და აღქმის უნარი. მან მთელი პერიოდი ტიროდა არ თქვა სიმართლე და რათქმაუნდა შვილმმა მისი დული სხვანაირად აღიქვა.

ქეთი როგორც ქალი სუსტია და ვერ იაზრებეს რომ მის არასწორ ნაბიჯებს მოყვებოდა შედეგი. ქალმა რომელმაც 27 წელი სხვაზე ფიქრში გალია, არ მიცა შანსი თავს ეცხოვრა, სხვა შეეყვარა, ყოფილიყო ბედნიერი დედა, ცოლი და შემდგარი ადამიანი. მან ამ ყველაფერზე წარსულით ცხოვრება ამჯობინა და მიიღო ის რაც დაიმსახურა. უხეშდ რომ ვთქვა. არამებრძოლ და უინტერესო ქალების მიმართ ლოიალური არ ვარ და ქეთი მათ რიცხვშია სამწუხაროდ.

№23 სტუმარი ნიალა

სალამი
•••
შენი წერის სტილი მომწონს, მარტივი და გასაგებია. ცხოვრებისეულს არ ცდება.
•••
სიუჟეტი ძალიან გაიწელა უკვე, თითქმის ერთი და იგივე მეორდება.
ემოციები აკლია დიალოგებს, აი როგორ ვთქვა თითქოს ზერელედ ნაწერია, არანაირ ემოციას არ იწვევს, უფრო თუ დახუნძლავ ემოციებით ძალიან კარგი წასაკითხი იქნება.

•••
აბორტზე რახანაა საუბარი არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მოშორება/არ მოშორების საკითხში.
ზოგს საერთოდ არ ჰყავს ისეთი ადამიანი რომელიც გვერდით დაუდგება ორსულობის დროს(მარტოხელა ქალებზეა) და იძულებული ხდება მოიშოროს.
ჩვენ კიდევ ჩვენი ათასი რჩევებით და ჩარევებით დეპრესიაში ვაგდებთ ადამიანებს. იქნებ არ უნდოდა მოშორება და უბრალოდ იძულებული იყო?
ათასი თავდაცვის მეთოდი არსებობს არასასურველი ორსულობისგან და პლიუს + სექსუალური განათლებაც.

•••
ეს ისტორია ისე შემოტრიალდა მთავარი პერსონაჟები 30+ ადამიანები გახდა, არადა წესით თორნიკე~მარიანა უნდა ყოფილიყო მთავარი.
გეგაც არ უნდა ყოფილიყო მთავარი პერსონაჟი, მაგრამ რახან შენი მკითხველის უმრავლესობას გეგა მოსწონს შენც "იძულებული" გახდი შემოგეტრიალებინა.
ისედაც იმდენი პერსონაჟი გყავს და გიჭირს ყველაზე წერა, ეხლა ამ შემოტრიალებამ სულ აგრია.
იმასაც არ ვამბობ მკითხველის აზრი არ გაითვალისწინოთქო, მაგრამ მთლად მათ ნება-სურვილზეც არ უნდა იყო.
რომ არა მკითხველების ამხელა "ბიძგი" ეხლა არც ქეთის და ირაკლის ოჯახი დაინგრეოდა.
•••
ქეთი რაღაცნაირი "ჩაძინებული" ქალია, თუ არ უყვარდა ირაკლი და მასთან მხოლოდ იმის გამო იყო რომ იძულებული გახდა, წამოსულიყო და ებრძოლა თავისუფლებისთვის, როცა პატარა თორნიკე უკვე გამოკეთდა და თვითონდაც დადგა ფეხზე.
მაგრამ ეს არის ცუდი რომ ბედს შეეგუა და გეგას გამოჩენას ელოდა.
აი რომ არ გამოჩენილიყო მართლაც ეს კაცი, სიკვდილამდე სიყალბეში ცხოვრება მოუწევდა.
აი იმ ქალების უმრავლესობაში შედის არაფრის "შნო" რომ არააქვთ და ქმრებს დამონებიან.
ამხელა ქალია და მაინც როგორი პატარაა.
•••

წარმატებები, "შემოვიჭყიტები" კიდევ.
იმედია ჩემი კრიტიკით ძალიან არ გაწყენინე. რაც სათქმელი მაქვს ის თუ არ ვთქვი ვერ ვისვენებ უბრალოდ

№24 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვ მეტი მარიანა და ყორნიკე

№25 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი გვანცა
გთხოვ მეტი მარიანა და ყორნიკე

გავგიჟდები ახლა laughing laughing

№26 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი ელენე
სტუმარი გვანცა
გთხოვ მეტი მარიანა და ყორნიკე

გავგიჟდები ახლა laughing laughing

ელენე, აქცია არის თორნიკე-მარიანას გამო, მაგრამ ჩვენ მოვიცადოთ, ისე არ მოხდეს ჩვენ ხმის ამოღება მოგვიწიოს.

№27 სტუმარი სტუმარი სალომე

ვუერთდები აქციას!
მეტი მარიანა და თორნიკე!!!!

№28 სტუმარი სტუმარი თიკო

ნეაკო, ისე ვატყობ მესამე ნაწილის დაწერა მოგიწევს რომ ეს ღლაპი და უაზრო პერსონაჟები მოაშორო. ნამდვილი პარაზიტები არიან. ელენეს თქმის არ იყოს, ბუმერანგივით ბრუნდება ეს გოგო სულ. თან ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აუმჯობესებს სისულელეების კეთებას და ცრემლებსაც უფრო ომახიანად ყრის. მე ვერ ვხვდები რა სიამოვნება უნდა მიიღო სულელ და უფრო სულელ ვითომ ცოლ-ქმარზე კითხვისას. ვიმედოვნებ, ვინმეს ბანალურობის იმედი არ აქვს, ბავშვის გამო ადვილად რომ შერიგდებიან და ტკბილად რომ იცხოვრებენ აწ და მარადის. გააფრთხილე ყველა, რომ შენი ისტორიები სხვა ბანალურ და პაჭა-პუჭა ისტორიებს არ ჰგავს, რა ვიცი, მერე იმედი რომ არ გაუცრუვდეთ. ხო კიდევ, იმაზეც გააფრთხილე, შემდეგ თავში ნაკლებად რომ იქნება ეს ,,წყვილი" და მთლიანად ყურადღება ქეთი/გეგასკენ ან რეზი/გვანცასკენ იქნება მიმართული ;)

№29 სტუმარი ნი-კე

აქციონერებო და კრიტიკოსებო დამშვიდდით ყველა..სიყვარული,ოჯახი და ნებისმიერი ურთიერთობა ძალიან ფაქიზი თემაა და ასე განსჯა არასწორია...ახლა რომ ვინმეს საქციელს ვაკრიტიკებთ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცევით იმ კონკრეტულ სიტუაციაში..ამიტომ ვინმეს პლიუს/მინუსებზე საუბარსს მოვერიდოთ და მშვიდად ვაცადოთ ავტორს დაალაგოს ყველას ურთიერთობა ისე როგორც თვითონ მიიჩნევს სწორად....

№30 სტუმარი სტუმარი თიკო

ზუსტად მაგას არ აცდიან ავტორს. უხეშად არავინ მიიღოს მაგრამ ნეაკომ გასაგებად თქვა რომ მეორე ნაწილში ნაკლებად იქნებოდა თორნიკე/მარიანას წყვილი. რეალურად მეორე ნაწილი ზრდასრული და უფროსი წყვილის გამო დაიწერა. ხოდა ე.წ. მარიანა/თორნიკეს ,,ფან კლუბი" არ აცდის ამ ადამიანს წერას. იმის გამო რომ სხვები არ გაბრაზდნენ თორემ ნამდვილად არ დაწერდა ნეაკო იმას რაც არ ენდომებოდა და რამდენიმე გოგოს ,,ხათრით" აუცილებლად გეგა/ქეთის ან რეზი/გვანცას არ ამოიჩემებდა. ამიტომ თუ მშვიდობა გვინდა და ნაკლები აურზაური, ყველანი დავმშვიდდრთ და ვაცადოთ წერა ამ ადამიანს. ჩვენ უკმაყოფილებას ზუსტად ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო გამო გამოვთქვამთ; იმის გამო რომ თავიდანვე ვიცოდით მეორე ნაწილი სხვა წყვილების გამო იწერებოდა და წესით მარიანა/თორნიკე მინიმალური ,,დოზით" უნდა ყოფილიყო აქ და არც ისაა მიზეზი ეს წყვილი იყო თავიდან მთავარ როლშიო, ახლა ასე მოხდა და ვისაც მოსწონს მოსწონს, ვისაც არა და არა. ვსო!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent