შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე (II ნაწილი) 11 თავი


19-11-2021, 08:57
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 694

ქეთი გაბრაზებული სახით მიაჩერდა გამთენიისას შინ დაბრუნებულ თორნიკეს, რომელიც მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ფეხში დგომას ძლივს ახერხებდა
-ისევ დალიე!-უკმაყოფილო ტონით უთხრა ქალმა და მაშინვე ზურგი აქცია, თორნიკემ არაფერი უპასუხა,რადგან ახლა მასთან ლაპარაკის თავი საერთოდ არ ჰქონდა, ამიტომ სიტყვის უთქმელად შევიდა სახლში, კარი გამეტებით მიაჯახუნა და ფეხარეულმა დივნამდე წვალებით მიაღწია- არასდროს შეიცვლები!- ნაწყენი ტონით უთხრა ქალმა და თავზე წამოადგა შვილს
-აუ ქეთი ტვინს ნუ ტყ.ავ რაა-ხელი უმისამართოდ აიქნია თვალებდახუჭულმა ბიჭმა და რამდენიმე წუთში თავი ღრმა ძილს მისცა. გაბრაზებული ქეთი სამზარეულოში გავიდა, მაგარი ყავა გაიკეთა, მაგიდას მიუჯდა და მაშინვე მარიანას ნომერი აკრიფა, რომელმაც პირველივე ზარზე უპასუხა დედამთილს და სლუკუნით ჰკითხა
-მოვიდა?
-ჰო მივიდა
-მთვრალია?
-როგორც ყოველთვის-უღიმღამოდ უპასუხა ქეთიმ და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მარიანას ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია
-ფიქრობთ რომ არასწორად ვექცევი?
-ეს მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ
-არ მინდა რომ რამე სისულელე ჩაიდინოს
-როგორმე გადაიტანს-უემოციო ტონით უთხრა ქალმა და ყავა მოსვა
-მადლობა რომ გამაგებინეთ მისი ამბავი- ჩურჩულით უთხრა გოგონამ და გაუთიშა, ქეთიმ ტელეფონი მაგიდაზე დადო და ცივი მზერა დივანზე მწოლიარე ბიჭს მიაყინა, გული მაშინვე მტკივნეულად შეეკუმშა მოწოლილი მძიმე ემოციების ფონზე და თვალები წამის მეასედში ცრემლებით აევსო, თავს საშინლად გრძნობდა იმის გამო რომ ვერ შეძლო შვილების სწორად აღზრდა და ყველაზე უარესი, ყოფილიყო ძლიერი ქალი და დედა...ყველაზე მეტად ის სტკენდა გულს რომ მთელი ეს დრო ბედს მინდობილი ცხოვრების მღვირე დინებას მდორედ მიჰყვებოდა და ამით მთელი ეს დრო, არამარტო საკუთარ თავს, გარშემომყოფებსაც ტკივილს აყენებდა გაუაზრებდლად... ამ საშინელ ფიქრებში იყო როცა მისი მობილური აწკრიალდა, შეკთა და ოდნავ დაბნეული დააცქერდა ტელეფონის ეკრანს რომელზეც გეგას სახელი და ნომერი გამოისახა, ამ ყველფერმა ისე საშინლად იმოქმედა მასზე რომ მოწოლილ ცრემლებს ვეღარ გაუწია სათანადო წინაადეგობა და უფლება მისცა მის გაფითრებულ ღაწვებზე გადმოდენილიყვნენ სიმწრის ცრემლებად. ამ ყველაფერმა ისე არია რამდენიმე წამის განმავლობაში რომ სანამ აზრზე მოსვლას და პასუხის გაცემას შეძლებდა ზარი შეწყდა, რაღაცნაირად გული ეტკინა თავის გაუბედაობაზე და ხელახლა რომ წაკრიალადა ტელეფონი ეკრანისთვის აღარ დაუხედია პირდაპირ უპასუხა
-ქეთი-გაისმა ყურმილს მიღმა ირაკლის ჩამწყდარი ხმა -თორნიკე სახლში დაბრუნდა? მასზე ძალიან ვღელავ-ამ ყველაფერმა ისე საშინლად იმოქმედა თავგზააბნეულ ქალზე რომ უკვე ვეღარ გაუძლო მოწოლილი გიჟურ ემოციებს და თავისდაუნებურად უხმოდ ატირდა. -ქეთი? მოხდა რამე?-დაიძაბა კაცი
-არა, არაფერი-სლუკუნით უპასუხა ქალმა და როცა როგორც იქნა თავს მოერია, დამშვიდდა და დაფანტულ აზრებს თავი მოუყარა ჩურჩულით დაამატა-თორნიკე კარგადაა, ახლახანს დაბრუნდა სახლში
-შენ? შენ კარგად ხარ?-აღელდა ირაკლი
-ყველაფერი რიგზეა-მკაცრი ტონით უთხრა ქალმა და გაუთიშა რადგან მასთან სალაპარაკოდ უბრალოდ ძალა აღარ ეყო. უარესი დაემართა როცა ხელახლა დარეკა ტელეფონმა, რომელზეც კვლავ გეგას ნომერი გამოისახა, იმდენად დაამძიმა მისი გაყინული სხეული ამ ყველაფერმა, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში გაირინდა, რის გამოც ზარი შეწყდა თუმცა იმავე წამს განმეორდა, მაგრამ ქეთი ისე იყო დაბნეული და აღელვებული რომ სანამ საბოლოოდ არ დამშვიდა და დაფანტულ აზრებს თავი არ მოუყარა იქამდე ვერ უპასუხა
-გეგა
-მოვიდა თორნიკე?
-კი ახლახანს
-კარგადაა?
-კიიი
-აქამდე რატომ არ მპასუხობდი?
-ვერ მოვახერხე-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ და ფეხზე წამოდგა, ნელა მიუახლოვდა შვილს და პლედი დააფარა
-და მთელი ეს დრო...ვის ელაპარაკებოდი?-დაინტერესდა გეგა
-ირაკლის-დაუფარავად უთხრა ქალმა და მის რეაქციას დაელოდა აღელვებული
-გასაგებია-უკმაყოფილო ტონით უპასუხა კაცმა, ვისკით სავსე ჭიქა ტუჩებთან ნელა მიიტანა და ცოტა მოსვა -რაზე ილაპარაკეთ?-ინტერესით ჰკითხა და სწრაფად მოიყუდა ჭიქა და ბოლომდე ჩაცალა
-შენი აზრით?-გაბრაზდა ქეთი და კარგა ხნის სიჩუმის მერე ბრაზნარევი ტონით ჰკითხა-სვაამ?
-როდის გნახავ?-ბოლომდე დააიგნორა გეგამ მისი
-გეგააა!-გაბრაზდა ქეთი
-მომენატრე
-ვიცი-გაეღიმა ქალს
-შენ არა? სულ ოდნავ მაინც?-შეიცხადა გეგამ და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა
-ტყუილად ცდილობ, შეხვედრაზე მაინც არ დაგთანხმდები!
-ნუ მიწვევ!-მუქარით უთხრა კაცმა და მეხუთედ შეივსო ჭიქა სასმლით -თორემ ხომ იცი თუ მოვინდემებ შენი ფეხით მოგიყვან ჩემთან
-შენს ადგილას ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი!-გაბრაზდა ქეთი და ისევ სამზარეულოში შეიკეტა
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?- ცინიკური ტონით ჰკითხა გეგამ დაძაბულ ქალს და მეხუთე ჭიქა ჩაცალა
-მეტი აღარ დალიო-გაბრაზდა ქეთი
-სხვანაირად შენს მონატრებას ვერ ვუმკლავდები ხომ იცი არაა?-გაეცინა კაცს
-გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ-მოიღუშა ქეთი
-იცი ახლა შენს სურნელს ვგრძნობ
-ეგ მონატრების კი არა იმის ბრალია რომ ყოველდღე უაზროდ სვამ!
-შენს გამო ვსვამ!-ხმა გაიმკაცრა კაცმა და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა
-გეგა სერიოზულად გეუბნები ასე თუ გააგერძელებ, სანამ მე და ირაკლი ერთმანეთს გავშორედებით გალოთდები!-უღიმღამოდ უთხრა ქეთიმ
- იცი შენზე ფიქრში რამდენი ღამე მითენებია სმაში?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა კაცმა და მერამდენეღაცა ჭიქა ჩაცალა
-გეგა გთხოვ-ტირილის ნოტები შეეპარა აღელვებულ ქალს ხმაში
-მიყვარხარ-მთელი გრძნობით და ემოციით უთხრა მოულოდნელად კაცმა და გაბრაზებულმა გაუთიშა. ქეთიზე ისე საშინლად იმოქმედა მისმა ბოლო სიტყვებმა და ქცევამ რომ უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა ეს ბედნიერების, ტკივილის, სინდისის ქენჯნის, თავდავიწყების თუ ყველა ამ მტკივნეული და ამავე დროს სასიამოვნო გრძნობათა ერთობლიობა იყო.
დილით ჯერ კიდევ მთვრალი თორნიკე სახლიდან ისე წავიდა რომ ვერაფერი გაიგო სავარძელში ახლად ჩაძინებულმა ქეთიმ, რომელიც საშინლად გაბრაზდა როცა დაფეთებულს გამოეღვიძა და აღმოაჩიმა რომ შინ მარტო იყო, უარესი დამართა როცა თორნიკეს რამდენჯერმე დაურეკა და რამდენიმე უპასუხო ზარის მერე მან ტელეფონი გამორთო. გაცეცხლებულმა ქეთიმ ყველა მისთვის ნაცნობ და ახლობელ ადამიანთან დარეკა მაგრამ როგორც წინა ღამეს ამჯერადაც ვერ მიაგნო მის კვალს, ამიტომ მოთმინება დაკარგულმა და გაღიზიანებულმა რეზის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-არ ვიცი, შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამჯერად უნდა გცოდნოდა-სლუკუნით უთხრა ქეთიმ უკმაყოფილო სახით მომზირალ კაცს და თავი დახარა -იქნებ შენ მაინც მოგისმინოს, რადგან მისთვის მეც და ირაკლიც სულ ერთი ვართ უკვე დიდი ხანია... მიზეზიც აქვს რომ ასე მოგვექცეს ჩვენ ორივე ამას ვიმსახურებთ... მაგრამ ამ სიმარტოვით, კიდევ უფრო მეტად იტანჯება და მერე გაუაზრებლად ამ ყველფერის გამო გარშემომყოფებს ტკივილს აყენებს... თითქოს მათ დასჯას ცდილობს... ჩემს გამო-ამოილუღლუღა ატირებულმა ქალმა და ცრემლიანი ცისფერი, სევდიანი თვალები მიანათა სახე არეულ კაცს
-ქეთი შეწყვიტე საკუთარი თავის დადანაშაულება
-ჰო მაგრამ... ის... ჩემს გამო სჯის ყველას... მათ შორის შენც-სახეზე აკანკალებული ხელები აიფარა ატირებულმა ქალმა
-ასე არააა
-შეცდომა დავუშვი, საშინელი შეცდომა...მე ის ჩემი სისუსტის და უსუსურობის მსხვერპლად ვაქციე
-რაც არ უნდა იყოს შენ მაინც დედამისი ხარ ასე რომ...
-დედა რომელმაც საშინელი ტკივილი მიაყენა- წინადადება გააწყვეტინა ხმა ჩავარდნილმა ქალმა აღელვებულ კაცს
-ასეა, ვერ უარვყოფ, მაგრამ მის ახლანდელ ქცევებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება და სხვას არავის... განცდილი წარსულის ტკივილი მის ახლანდელ არასწორ ქცევებს არ ამართლებს ცოლ-შვილთან მიმართებაში
-გეთანხმები, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში, გაუცნობიერებდლად წარსული ისეთ ღრმა და მტკივნეულ იარას ტოვებს რომ მის აწმყოს და მომავალს საშინლად ამახინჯებს გესმის?
-მე ყველაზე კარგად მესმის თორნიკესი-ჩამწყდარი ხმით უთხრა რეზიმ ქალს და მისი არეული სახიდან მზერა მინისმიღმა, ახლადაყვავებულ ტყემლის თეთრ პაწაწინა ყვავილებზე გადაიტანა- რადგან ჩემმა არასწორმა ქცევებმა წარსულში, აწმყოსთან და მომავალთან ერთად ჩემი შინაგანი სამყაროც დაამახინჯა და დააცარიელა
-რეზი-დაიჩურჩულა აღელვებულმა ქალმა და როცა მამაკაცის ცივ ცარიელ თვალებს გადააწყდა რამდენიმე წამს გაჩუმდა და კარგა ხნის სიჩუმის მერე გააგრძელა გაწყვეტილი საუბარი-იცი? მე მაინც მგონია რომ ბედნიერება ჩვენთან ძალიან ახლოსაა... ზოგჯერ ჩვენ ვერ ვხედავთ ან უბრალოდ არ გვინდა რომ ის დავინახოთ... ამიტომ მგონია რომ ადამიანებს უნდა მისცე უფლება რომ შენთან ახლოს იყვნენ, ძალიან ახლოს, სხვაგვარად შეუძლებელია ბედნიერებასთან მიახლოება, რადგან მუდამ გარიყული და მარტოსული ადამიანი საკუთარი თავის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევს გარშემო ისევე როგორც ახლა თორნიკე...
-მესმის ქეთი მაგრამ მარტივი არაა წარსულის დავიწყება და ცხოვრების თავიდან დაწყება, თორნიკეს სისულელებს არ ვამართლებ მაგრამ მისი კარგად მესმის, ძალიან კარგად -ჩაფიქრდა რეზი
-კარგია რომ მამამისი ხარ-ჩამწყდარი ხმით უთხრა აღელვებულმა ქალმა დაძაბულ კაცს და მზერა გაუსწორა მის არეულ სახეს-რადგან მისი გაგება უსიტყვიდ შეგიძლია, ეს კი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ნიშნავს მისთვის
-შენი აზრით ოდესმე შეძლებს რომ მამად მიმიღოს?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი უკვე რას უნდა ველოდოთ ამ შეშლილი ბიჭისგან
-გეშინია რომ გარკვეული დროსი გასვლის მერე მარიანას განქორწინებაზე უარს ეტყვის?
-ასე მგონია, რადგან თორნიკეს ეს სიჩუმე და მოულოდნელი უკან დახევა მის საქციელს არ ჰგავს...
-ქეთი სერიოზულად ფიქრობ რომ მარიანას ორსულობას მისსავე წინააღდეგოდ გამოიყენებს და განქორწინების პროცეს შეაჩერებს სასამართლოს ძალით?
-გულწრფელად რომ გითხრა ასეა-მოიშუღა ქეთი- მე მას კარგად ვიცნობ... ვიცი რაზეა წამსვლელი საკუთარი მიზნების მისაღწევად
-მარიანას უკვე ელაპარაკე ამ საკითხზე?
-კი და ძალიან ნერვიულობს, ეშინია რომ თორნიკე განქორწინების პროცეს გააჭიანურებს... მერე კი სასამართლოში საბოლოოდ დახურავს ამ საკითხს ორსულობის მიზეზოთ პატარას დაბადებამდე
-თორნიკეს უნდა დავლაპარაკო აუცილებლად
-არ მგონია რომ შეხვედრაზე დაგთანხმდეს... იქნებ ჩვენთან მოხვიდეს სახლში?
- არ ღირს-მოიღუშა რეზი- ვიცი რა არანორმალური რეაქციაც ექნება ამაზე... მე თვითონ მოვგვარდები
-კარგი როგორც გინდა...მეც ვცდი რომ ამ საკითხზე უფრო სიღრმისეულად დაველაპარაკო და მისი პოზიცია ნათლად დავინახო



№1  offline წევრი გ უ გ უ

ყოველდღე ვამოწმებ ხოლმე შენს გვერდს მეთქი ახალს როდის დადეებს????❤️❤️ წავედი წავიკითხო..

 


№2 სტუმარი ნი-კე

მხოლოდ იმას გეტყვი რომ ძალიან იგვიანებ და თან პატარა თავებს დებ...

 


№3  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო, ვიცი რომ არაფრის მომცემი თავია, წრეზე ტრიალია და ფაქტიურად ერთიდაიგივე შინაარსის, მაგრამ ახლა ისეთი ქაოსოა ჩემს გონებაში რომ მწტის წერა და თან სხვანაირად ვერ შევძელი :(

ნი-კე
მხოლოდ იმას გეტყვი რომ ძალიან იგვიანებ და თან პატარა თავებს დებ...

კი ვიცი, უბრალოდ აზრებს ვერ ვალაგებ ამ ეტპზე გონებაში და შინაარსიც შესაბამისია ამ თავში, ამიტომ ყველანირ შენიშვნას და კრიტიკას გავიზიარებ მკითხველისგან ❤❤❤❤❤

გ უ გ უ
ყოველდღე ვამოწმებ ხოლმე შენს გვერდს მეთქი ახალს როდის დადეებს????❤️❤️ წავედი წავიკითხო..

ახალ თავს ვერ ვდებ აქტიურად, რადგან როგორი ქაოსიც ისტორიაშია, ასეთივე ქაოსია ჩემს გობაშიც ❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი ნი-კე

ნეაკო
მეგობრებო, ვიცი რომ არაფრის მომცემი თავია, წრეზე ტრიალია და ფაქტიურად ერთიდაიგივე შინაარსის, მაგრამ ახლა ისეთი ქაოსოა ჩემს გონებაში რომ მწტის წერა და თან სხვანაირად ვერ შევძელი :(

ნი-კე
მხოლოდ იმას გეტყვი რომ ძალიან იგვიანებ და თან პატარა თავებს დებ...

კი ვიცი, უბრალოდ აზრებს ვერ ვალაგებ ამ ეტპზე გონებაში და შინაარსიც შესაბამისია ამ თავში, ამიტომ ყველანირ შენიშვნას და კრიტიკას გავიზიარებ მკითხველისგან ❤❤❤❤❤

გ უ გ უ
ყოველდღე ვამოწმებ ხოლმე შენს გვერდს მეთქი ახალს როდის დადეებს????❤️❤️ წავედი წავიკითხო..

ახალ თავს ვერ ვდებ აქტიურად, რადგან როგორი ქაოსიც ისტორიაშია, ასეთივე ქაოსია ჩემს გობაშიც ❤❤❤❤❤

შეურაწყოფას არავის ვაყენებ,მაგრამ ვფიქრობ ეგ ყველაფერი უფრო იმან გამოიწვია რაც წინათავის კრიტიკა-კომენტარებს მოყვა...ამიტომ ვცეთ პატივი ავტორს და ვაცადოთ საკუთარი ემოცია გადმოსცეს და არა ჩვენს მიერ დაძალებული..

 


№5 სტუმარი ელა1

კარგი იყო ნეაკო მომეწონა.იცი ასე მგონია რო რეზის ეშინია თავიდან ცხოვრების დაწყების და თუნდაც ირწმუნოს თავიდაბ სიყვარულისა ეს მის ლაპარაკშიც იგრძნობა არ ვიცი რატო უჩდება ეს გრძნობა.რაც შეეღება თორნიკეს და მარიანას.ქეთის სუტყვებიდან გამომდინარე მიხვდი რატო თქვა მარიანამ რო ბავშს მოიშორებს.ასე მგონია რო ეს იმიტომ უთხრა და ასე უნდა აფექრებინოს რო ეშინია თორნიკესი არ უნდა რო ბავშვის გამო დაუბრუნდეს იქ სადაც მოდი ასე ვთქვათ არ იყო ბედნიერი და ამდენი ტანჯვა გადაიტანა.ქეთი და გეგა ძალიან საყვარლები არიან .❤❤პ.ს გადავწყვიტე რო აწი კომენტარებს არ დავწერ სანამ ეს ისტორიას არ დაასრულებ ნეაკო მერე ბოლოს ჩემ შეღედულებებს დაგიწერ .არ მინდა ჩემი რამელიმე კომენტარი ცუდად გამოიყენოს ვინმემ და შენ შეგიქმნეს პრობლემები.❤❤

 


№6 სტუმარი Gvanca

ნეაკო მოუთმენლად ველოდი შენს ამ თავს...მესმის რომ ქაოსი გაქვს გეთანხმები ძნელია აზრების მოკრება.ჩემო მშვენიერო მომდევნო თავში მიეცი საშუალება წყვილებს რომ ცოტა დალაგდნენ დამშვიდდნენ და წინ წაიწიონ თავიანთ ურთიერთობებში.მე ვფიქრობ რომ შენც ასე გაქვს ჩაფიქრებული უბრალოდ ეტაპობრივად მიყვები...მაგრამ დროა ცოტა დაწყნარდნენ ამდენი ნეგატიური ფონის შემდეგ.(ეს ჩემი მოკრძალებული აზრია)აბა შემდეგ თავს ველით დიდი ინტერესით.წარმატებები ცემო კარგო

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

თორნიკეს ყველა ქცევა ,,სასიკეთო", ,,უკეთესი" თუ ცუდიც, მაინც ყველა ერთნაირად სისულელეა. ქეთის სწორს ამბობს, იმის გამო რაც გადაიტანა, ახლა სხვებს სჯის. რა დროს შვილის ყოლა იყო, თვითონ ჯერ კიდევ პატარა, ეგოისტი და საცოდავი ბავშვია. რომელიც ყოველ ჯერზე სხვებს უმტკიცებს რამდენად უსუსურია, ამას კი მათი ტანჯვით ახერხებს და მიზეზად ის აქვს, რომ უბრალოდ ვერ უგებენ. მაგას რეზის გარდა ვერავინ მოიყვანს ჭკუაზე. მარიანამ ან მათმა ვითომ დიდმა სიყვარულმა რა უნდა ქნას, როცა თავისთვისაც ვერ მოუვლია და ვერ გადაეწყვიტა ვერაფერი. ამიტომ იმ სისულელეს თუ გააკეთებს რასაც ქეთიმ მოელის, მერე მართლა ღირსი იქნება ყველანაირი ტანჯვის. ახლაც იმას იმკის რაც დათესა, მაგრამ მაინც აქვს რაღაცის იმედი, ქეთისაც კი. ხოდა ეს პაწაწინა იმედი/ნდობა არ უნდა დაკარგოს და მაქსიმალურად უნდა ეცადოს რამე ქნას, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ არის ამის ღირსი. რადგან უკვე რამდენი ხანია ერთიდაიგივეს აკეთებს, თან იცის რომ ამით ყველას სტკენს. ხო კიდევ, ერთი ამ გოგოს ცრემლებს და ირაკლი/ქეთის ქორწინებას მალე მოეღებოდეს ბოლო და თუ გინდა ელენეს რისხვა დამატყდეს თავს! მღლის, აი საშინლად მღლის. მაგრამ ამ თავში მაინც გამეცინა, თან ისტერიულად, სულელურად გამეცინა როცა ყველამ სათითაოდ დაურეკა ქეთის თორნიკეზე და გაწამებული ქალი ატირდა და გაშეშდა. ისე გამეცინა, მაგრამ სიმწრით. რა ვეღარ მოეღო ამ ქალის ფორიაქს ბოლო. ქრისტინეზე მეწყება უკვე აგრესია და ლაშაზე, თავის დროზე რომ ამდენი ტყუილი და ზღაპარი რომ ,,ააშენეს". მოკლედ წარმატებები ნეაკო! საერთოდ, თუ ამ ეტაპზე წერას ვერ ახერხებ, როგორც ტირანის ისტორიაზე ,,შეისვენე" ხოლმე, თან არაერთხელ, ახლაც ისე გააკეთე. ყოველთვის ჭრის ეს შენს შემთხვევაში და ყოველ ჯერზე უკეთესი გამოგდის.

 


№8  offline მოდერი ნეაკო

ნი-კე
ნეაკო
მეგობრებო, ვიცი რომ არაფრის მომცემი თავია, წრეზე ტრიალია და ფაქტიურად ერთიდაიგივე შინაარსის, მაგრამ ახლა ისეთი ქაოსოა ჩემს გონებაში რომ მწტის წერა და თან სხვანაირად ვერ შევძელი :(

ნი-კე
მხოლოდ იმას გეტყვი რომ ძალიან იგვიანებ და თან პატარა თავებს დებ...

კი ვიცი, უბრალოდ აზრებს ვერ ვალაგებ ამ ეტპზე გონებაში და შინაარსიც შესაბამისია ამ თავში, ამიტომ ყველანირ შენიშვნას და კრიტიკას გავიზიარებ მკითხველისგან ❤❤❤❤❤

გ უ გ უ
ყოველდღე ვამოწმებ ხოლმე შენს გვერდს მეთქი ახალს როდის დადეებს????❤️❤️ წავედი წავიკითხო..

ახალ თავს ვერ ვდებ აქტიურად, რადგან როგორი ქაოსიც ისტორიაშია, ასეთივე ქაოსია ჩემს გობაშიც ❤❤❤❤❤

შეურაწყოფას არავის ვაყენებ,მაგრამ ვფიქრობ ეგ ყველაფერი უფრო იმან გამოიწვია რაც წინათავის კრიტიკა-კომენტარებს მოყვა...ამიტომ ვცეთ პატივი ავტორს და ვაცადოთ საკუთარი ემოცია გადმოსცეს და არა ჩვენს მიერ დაძალებული..

მადლობა ასეთი აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის❤❤❤

ელა1
კარგი იყო ნეაკო მომეწონა.იცი ასე მგონია რო რეზის ეშინია თავიდან ცხოვრების დაწყების და თუნდაც ირწმუნოს თავიდაბ სიყვარულისა ეს მის ლაპარაკშიც იგრძნობა არ ვიცი რატო უჩდება ეს გრძნობა.რაც შეეღება თორნიკეს და მარიანას.ქეთის სუტყვებიდან გამომდინარე მიხვდი რატო თქვა მარიანამ რო ბავშს მოიშორებს.ასე მგონია რო ეს იმიტომ უთხრა და ასე უნდა აფექრებინოს რო ეშინია თორნიკესი არ უნდა რო ბავშვის გამო დაუბრუნდეს იქ სადაც მოდი ასე ვთქვათ არ იყო ბედნიერი და ამდენი ტანჯვა გადაიტანა.ქეთი და გეგა ძალიან საყვარლები არიან .❤❤პ.ს გადავწყვიტე რო აწი კომენტარებს არ დავწერ სანამ ეს ისტორიას არ დაასრულებ ნეაკო მერე ბოლოს ჩემ შეღედულებებს დაგიწერ .არ მინდა ჩემი რამელიმე კომენტარი ცუდად გამოიყენოს ვინმემ და შენ შეგიქმნეს პრობლემები.❤❤

აუ ელა ძალიან გთხოვ შენი აზრი ყოველთვის გამიზიარო, ისე როგორც აქამდე ❤❤❤❤❤ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენი მხარდაჭერა და აქტიურობა, ძალას მმატებს მე შენს მიერ გაზირებული ემოციები❤❤❤❤ შენს კომენტარების გამო სზვა მკითხვწლთან მე პრობლემენი არასდროს შემექმნება რადგან მუდამ პოზიტივს ასხივებ❤❤❤❤❤❤ ამიტომ შემდეგ თავშიც მოუთმენლად დაველოდები შენს შეფასებას ❤❤❤❤

მარიანა და თორნიკეზე მართალი ხარ, მარიანას ეშინია წარსულში დაბრუნების და სწორედ ამ მიზეზით აუძულწბს თორნიკეს იფიქროს იმაზე რომ მას ბავშვის მოშორება უნდა❤

 


№9  offline მოდერი ნეაკო

Gvanca
ნეაკო მოუთმენლად ველოდი შენს ამ თავს...მესმის რომ ქაოსი გაქვს გეთანხმები ძნელია აზრების მოკრება.ჩემო მშვენიერო მომდევნო თავში მიეცი საშუალება წყვილებს რომ ცოტა დალაგდნენ დამშვიდდნენ და წინ წაიწიონ თავიანთ ურთიერთობებში.მე ვფიქრობ რომ შენც ასე გაქვს ჩაფიქრებული უბრალოდ ეტაპობრივად მიყვები...მაგრამ დროა ცოტა დაწყნარდნენ ამდენი ნეგატიური ფონის შემდეგ.(ეს ჩემი მოკრძალებული აზრია)აბა შემდეგ თავს ველით დიდი ინტერესით.წარმატებები ცემო კარგო

ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის ❤❤❤❤❤❤ ძალიან გამახარე ამ კომენტარით ❤❤❤❤ მართლა ქაოსი მაქვს გონებაში და ჯერ კიდევ არ ვიცი რა და როგორ უნდა გამოვასოწრო და საბოლოოდ დავალაგო, თუმცა მარიანა და თორნიკეს ურთიერთობა აუცილებლად გამოვასწორებ ❤❤❤❤

 


№10 სტუმარი ნი-კე

რაც მთავარია მალე დადე ახალი თავი...

 


№11 სტუმარი სტუმარი nazi

ძალიან პატარა და უბრალო იყო ველოდები ახალ თავს ნეაკო დარწმუნებული ვარ ამასაც წარმატებით გაუმკლავდები როგორც ყოველთვის წარმატება და ველოდები მოუთმენლად უფრო დიდი ტავებს :)))❤❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

ოჰ, შემოაწვა უკვე დარდები გეგაზე და ის დროა, რომ უნდა გავეცალოთ, ნენე.

 


№13 სტუმარი სტუმარი ელე

არ გეწყინოს მაგრამ ხანდახან მგონია საშინელის და ზედმეტის გარდა ზედსართავი არ იცი

 


№14 სტუმარი სტუმარი კირა

ვუაიმე, თვალებიდან ასხივებს სითბოს.
რა კარგი ვინმეა:)))
ეს ის კახაა "შეცდომიდან" ალექსანდრეს მამა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent