შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში ( 7 )


21-11-2021, 13:40
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 723

სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც კრისტიანმა წვეულების შესახებ საკუთარი გეგმები გამიმხილა, ჩვენი იქ გამოჩენით მეამბოხეები ერთდროულად ორი კურდღლის მოკვლას გეგმავდნენ, ყველა ნახავდა რომ კრისტიანი ცოცხალი იყო და მეც მასთან ერთად ვიყავი, რაც ხალხში მეტ პროტესტს გამოიწვევდა ხელისუფლების მიმართ, თანაც ეს ერთგვარი დაბნეულობის გამოსაწვევი და ყურადღების გადასატანი მანევრი იქნებოდა პაულის გასანთავისუფლებლად, მერე კი უკვე საბოლოო დარტყმის მისაყენებლად მოუწევდათ მუშაობა, წვეულება უკვე ათ დღეში უნდა გამართულიყო მე კი ჯერაც არ მითქვამს მისთვის პასუხი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა რომელთა დალაგებას ვერაფრით ვახერხებდი, კრისტიანს დღისით თითქმის ვერ ვხედავდი მაგრამ ღამით როცა საშინელი კოშმარების გამო ყვირილით მეღვიძებოდა ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ჩემს საწოლთან დაჩოქილი მამშვიდებდა და დაძინებაში მეხმარებოდა, თავზე ხელს მისვამდა შუბლზე მკოცნიდა და უფლებას არ მაძლევდა ღამეულ შიშებს დავნებებოდი, შემოთავაზებაზე მეტჯერ აღარაფერი უთქვამს უბრალოდ ჩუმად იყო და ჩემს პასუხს ელოდა...
- მია სად დაფრინავ? -ლეას ხმამ გამომაფხიზლა, კოტეჯის წინ პატარა ვერანდაზე ვისხედით, ლენიც ჩვენთან ერთად იყო, იმ ყველაფრის შემდეგ ჯერ კიდევ სუსტად იყო, იჯდა გაუნძრევლად მოწნულ სავარძელში და გაფითრებულ სახეს მზის სხივებს უშვერდა,
- რა გჭირს მია? რაც აქ მოვედით იმის შემდეგ ასე ხარ, ცოტას ჭამ თითქმის არ საუბრობ, ღიმილითაც მხოლოდ მაშინ იღიმი როცა კრისტიანს ხედავ,
- გეყოფა, კრისტიანი რა შუაშია? -უნებურად გავწითლდი, ლენმა მხიარულად ჩაიფხუკუნა და ლეას გადახედა
- თურმე კრისტიანი არაფერ შუაშია.
- ორივეს გეყოფათ, გთხოვთ, -ყველანაირად შევეცადე ხმაში სიბრაზე ჩამექსოვა მაგრამ არ გამომივიდა, ორივე ისეთი საყვარლები იყვნენ ნამდვილად ვერ გავუბრაზდებოდი, ამ ბანაკში მოსვლის დღიდან ლეა სულ ჩემს გვერდით იყო ახლა კი ლენიც არ მშორდებოდა გვერდიდან და ჩემს გამხნევებას ცდილობდა, მიხაროდა რომ ორი ასეთი მეგობარი შევიძინე, ისიც მიხაროდა რომ ასეთი ძლიერები აღმოჩნდნენ და იმ ყველაფრის მიუხედავად რაც გადაიტანეს, შეძლეს და ერთმანეთის სიყვარული არ შეუწყვეტიათ,
როგორც იქნა შეყვარებულ წყვილს თვალი მოვწყვიტე და თითქოს ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ მაიძულა მარჯვნივ მიმეხედა, ჩემგან არცთუ ისე შორს შავ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული გოგონა იდგა და დაჟინებით მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა, თითქოს ჩემი შესწავლა აქვს გადაწყვეტილიო, ულამაზესი იყო, მაღალი, გრძელი ფეხებით, კეფაზე შეკრული ქერა თმით და საკმაოდ შთამბეჭდავი სახის ნაკვთებით, ერთხანს შუბლშეჭმუხნილი მათვალიერებდა მერე კი უხმოდ შებრუნდა და სხვა მებრძოლებთან გააბა საუბარი,
- ვერ მეტყვით ეს გოგო ვინ არის? -ლეას და ლენს მივუბრუნდი, როგორც ვვარაუდობდი ლეას პასუხის გაცემა არ გასჭირვებია, ის იმდენად უკომპლექსო და კომუნიკაბელური იყო რომ აქ მოსვლის პირველივე დღესვე თითქმის ყველა გაიცნო და რამდენიმეს დაუმეგობრდა კიდეც,
- პირადად არ ვიცნობ მაგრამ ვიცი ვინც არის, კრისტიანის ერთ-ერთი რაზმის ხელმძღვანელია, გუშინ დაბრუნდა მისი ჯგუფი დავალებიდან, სხვათაშორის პაულის ქალიშვილია,
- ოჰო, სერიოზულად?
- ჰო ასეა და როგორც გავიგე ის და კრისტიანი... უფრო სწორად ახლა კი არა ადრე... -ლეა მთლად დაიბნა და სახე აუწითლდა, სულელი ნამდვილად არ ვიყავი და რათქმაუნდა მივხვდი რის თქმასაც ცდილობდა, ერთი წუთითაც კი არ გამივლია თავში რომ კრისტიანს არავინ ეყოლებოდა, მითუმეტეს რომ ის ისეთი ლამაზი და სექსუალურია, ისეთი საყვარელი, ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი ყავს, მე კი არც კი ვიცი რატომ მოვეწონე, იმ ქერათმიანს ხომ ვერც კი შევედრები, ამ ყველაფერზე ფიქრმა იმაზე მეტად მატკინა გული ვიდრე წარმოდგენა შემეძლო,
- ჯობია დაამთავრო რასაც ამბობდი, -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა,
- ამ გოგოს მაშას სიგიჟემდე უყვარს თურმე კრისტიანი, წლებია მასზე აბოდებს, ავადმყოფურ აკვიატებად ექცა, კრისტიანი კი თურმე პაულის ხათრით ვერაფერს ეუბნებოდა, არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა...
- კი მაგრამ შენ ასეთი რაღაცეები საიდან იცი? -ჩაერია ლენი
- მზარეულ მაიას ცოტა არ იყოს გრძელი ენა აქვს, -მხიარულად გაიკრიჭა ლეა
- ჰო, კარგი მერე? გააგრძელე, -ვეღარ მოვითმინე
- მერე ისეთი არაფერი, რომ დაბრუნდა და გაიგო აქ ხარ გაგიჟდა თურმე, გაცოფებული ყოფილა,
- ჩემს გამოა გაცოფებული? რატომ?
- კარგი რა მია, ხანდახან მგონია რომ თავის მოსულელება გიყვარს, აქ უკვე ყველამ იცის რომ კრისტიანს შენ უყვარხარ, შენზე აბოდებს, ღამეებს შენს საწოლთან ათენებს, ბოლოსდაბოლოს კიდევ რა უნდა გააკეთოს რომ დაინახო და დაიჯერო როგორ უყვარხარ,
რატომღაც ძალიან მესიამოვნა ლეას სიტყვები, კრისტიანს ვუყვარვარ, ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ სხვისი პირიდან ამის მოსმენა, იმის გაგება რომ სხვებიც ამჩნევენ მის ჩემდამი გრძნობებს, ეგოისტურად მესიამოვნა, უნებურად გამეღიმა
- რა ხდება რამე სასაცილო ვთქვი? იწყინა ლეამ
- არაა, უბრალოდ წარმოვიდგინე როგორ ემსგავსება ჩემი, კრისტიანის და მაშას ურთიერთობა, იმ სულელურ სასიყვარულო სამკუთხედს თურქულ სერიალებში რომ არის ხოლმე, -შევამჩნიე როგორი გაკვირვებული სახით მიყურებდნენ და მერეღა მივხვდი რაში იყო საქმე, მათ ხომ წარმოდგენაც არ ქონდათ არც თურქულ და არც ბრაზილიურ სერიალებზე
- მაპატიეთ რაღაც სისულეებზე გელაპარაკებით, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები და წამოვდექი, -ჯობია კრისტიანი მოვძებნო უნდა ვესაუბრო, თქვენ არ იცელქოთ ბავშვებო, -წყვილი ვერანდაზე დავტოვე ჩახუტებული და ერთ-ერთი მებრძოლისკენ წავედი რომელმაც მაშინვე როგორც კი მივუახლოვდი ფართოდ გამიღიმა და თავი დამიკრა, საპასუხო ღიმილი არ დამიყოვნებია
- კრისტიანს ვეძებ ხომ არ იცი სად იქნება?
- იარაღის საწყობში უნდა იყოს, -საკმაოდ მოშორებით მდგარი შენობისკენ მიმითითა, იმ გადაწყვეტილებით წავედი საწყობისკენ რომ წინადადებაზე უნდა დავთანხმებოდი და ჯანდაბას ის ყველაფერი რაც მოხდა, სულაც არ ვიყავი ისეთი სუსტი რომ მთელი ცხოვრება ტირილში გამეტარებინა, თანაც მე ის მომწონდა, ძალიან მომწონდა და ვაპირებდი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომესმინა ჩემი გულისთვის, მერე რა რომ ასე უცნაურად დავიწყეთ, იქნებ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად გაგრძელებულიყო, ჰო და რაც მთავარი იყო სულაც არ ვაპირებდი მისნაირი საოცარი ვინმე იმ ბრაზიანი ქერათმიანისთვის დამეთმო, ჩემი გადაწყვეტილებით გამხნევებულმა თამამად შევაღე კარი, ვიწრო მოკლე დერეფანი კიდევ ერთ კართან მიდიოდა, მივუახლოვდი და ის იყო უნდა შემეღო რომ ნაცნობი ხმა მომესმა და ადგილზე გავშეშდი, არა მიყურადება არც მიფიქრია, უბრალოდ წყეულ ცნობისმოყვარეობას ვერაფერი მოვუხერხე,
- ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ მაშა, მგონი საკმარისია, -კრისტიანის ხმა საკმაოდ ცივად ჟღერდა
- ყველაფერი მის გამო ხდება არა? კი მაგრამ როდის მოასწარი მისი შეყვარება, -მაშას ხმაში იმდენი ბრაზი და სასოწარკვეთილება ისმოდა ცოტა არ იყოს და შემეცოდა კიდეც,
- ეს შენ არ გეხება, ყოველთვის იცოდი რომ არ მიყვარხარ,
- თითქმის მთელი ცხოვრებაა შენს გვერდით ვარ, ყველაფერს ვაკეთებდი რომ შეგემჩნიე, შენ კი ერთხელაც არ შემოგიხედავს ჩემთვის როგორც ქალისთვის, მან რა ქნა რა, გააკეთა ისეთი რომ მასზე ასე გაგიჟდი, მითხარი რითი მჯობია, რა აქვს ისეთი რაც მე არ მაქვს?
ეს ხვეწნა-მუდარა უკვე ცუდად მხდიდა, უკან გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ როცა რატომღაც კრისტიანის პასუხი აღარ მომესმა ვეღარ მოვითმინე და კარი შევაღე, შევაღე და მოულოდნელი სცენის დანახვამ ადგილზე გამაშეშა, კრისტიანი ერთ ადგილზე უძრავად იდგა, მაშას კი ორივე ხელით ჰქონდა მისი სახე ჩაბღუჯული და კოცნიდა,
ალბათ იცით თუნდაც ერთ წამში რამდენი რამის გაფიქრება შეუძლია ადამიანს მე კი იმ რამდენიმე წამში სანამ შემამჩნევდნენ თავიდან ბოლომდე გადავხარშე სიტუაცია და როგორც კი მივხვდი რა ცუდ დღეში იყო კრისტიანი ღიმილი ვერ შევიკავე, აი ჩემი კიდევ ერთი უცნაურობა, სხვა ჩემს ადგილზე პანიკას ატეხდა, იწივლებდა, იკივლებდა, ისტერიკას დაიმართებდა და უკანმოუხედავად გამოვარდებოდა გარეთ, მე კი სწორედ ასეთ მომენტებში ვხვდები რომ ლოგიკურად და სწორად აზროვნებაზე უკეთესი არაფერია, არ ვიცი შეიძლება ასე უკეთესიც კია,
მსუბუქად ჩავახველე, ორივე ერთდროულად შემოტრიალდა ჩემსკენ, ვერაფერს ვიტყვი საკმაოდ სასაცილო სიტუაციაში ვიყავით, მაშა მტრულად და თანაც რაღაცნაირად გამარჯვებულის მზერით მიმზერდა, კრისტიანი კი ჩუმად იდგა და მის მზერაში ვხედავდი როგორ ცდილობდა გამოეცნო რის გაკეთებას ვაპირებდი, ღიმილი სახიდან არ მომშორებია ისე მივუახლოვდი მაშას და ხელი გავუწოდე,
- მე მია ვარ, მიხარია შენი გაცნოვბა მაშა, -ჩემდა გასაკვირად ხელი ჩამომართვა, ალბათ ჩემი კეთილგანწყობით და ღიმილით დაბნეულმა თორემ სხვა სიტუაციაში დარწმუნებული ვარ ჩემს შუაზე გაგლეჯაზეც არ იტყოდა უარს,
- შეგიძლია მე და კრისტიანი მარტო დაგვტოვო? მასთან სალაპარაკო მაქვს, -მივმართე კიდევ ერთხელ, მან კრისტიანს შეხედა მაგრამ საპასუხო მზერა ვერ პოვა რადგან მე არ მაშორებდა თვალს, გაბრაზებულმა პატარა ბავშვივით დააბაკუნა ფეხი და მერე უკანმოუხედავად გავარდა გარეთ,
- აბაა, არაფერს მეტყვი, -ჩემი ხმა ისე რბილად და თბილად ჟღერდა თვითონაც მიკვირდა, ერთხანს ეჭვით სავსე თვალებით მიყურებდა და მერე როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- მეტყვი რატომ იღიმი?
- ჯობია შენ მითხრა რას ელოდი,
- ყოველ შემთხვევაში იმას არა რომ არანაირი რეაქცია არ გექნებოდა, -მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა იმედგაცრუება, -სიმართლე მითხარი მია საერთოდ არ მოგწონვარ? ჯანდაბა, ვკვდები ისე მინდა გავიგო რას ფიქრობ ჩემზე, გთხოვ მითხარი...
საუბარი აღარ დავასრულებინე, მეტი მოცდა და თამაში თითქოს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა აღარ შემეძლო, სწრაფად მივუახლოვდი, ხელები წელზე შემოვხვიე და მკერდზე მივეკარი, ვიგრძენი როგორ გამოტოვა მისმა გულმა რამდენიმე დარტყმა და მერე არანორმალურად აჩქარდა, მკლავები მომხვია და ლოყა თავზე დამადო, დიდხანს ვიდექით ასე, ბოლოს როცა მომშორდა და ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ მივხვდი რომ სათქმელი აღარაფერი იყო, მე მის თვალებში ვხედავდი ყველაფერს, ის კი ჩემსაში, თმა ფრთხილად გადამიწია გვერდზე და ცხელი ტუჩები შუბლზე მომაკრო, უნებურად გამაჟრიალა და კიდევ ერთხელ მივეკარი მკერდზე,
- მგონი ჩემთან საუბარი გინდოდა არა? -მისი ხმა თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმა.
- ჰო ასეა, მინდოდა შენთვის, თანხმობა მეთქვა შენთან ერთად წვეულებაზე წამოსვლის შესახებ, - ვიგრძენი როგორ მოვწყდი იატაკს და ჰაერში დავტრიალდი, კრისტიანი აღფრთოვანებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით,
- მადლობა რომ დამთანხმდი, -მითხრა როცა ძირს დამსვა და ხელი გამიშვა, -შენი თანხმობა ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს, ესიგი მენდობი, ასეა?
- რათქმაუნდა გენდობი, უბრალოდ ერთ საკითხზე უნდა ვისაუბროთ,
- გისმენ ნებისმიერი რაღაც შეგიძლია მითხრა,
მთელი გამბედაობა მოვიკრიბე რომ ის მეთქვა რაც ამდენი ხანი მაწუხებდა, ვიცოდი რომ გამიგებდა უბრალოდ არ ვიცოდი რამდენად შესაძლებელი იქნებოდა,
- სახლში დაბრუნება მინდა, -ჩემს ხელებს თვალი მოვაშორე და კრისტიანს შევხედე,
- კი მაგრამ შენ ცოტა ხნის წინ წვეულებაზე წამოსვლაზე დამთანხმდი, ესე იგი წვეულების შემდეგ გინდა დაბრუნება? წასვლა გინდა? ჩემგან წასვლას აპირებ? მე მეგონა... მე...
სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, პირველად ვხედავდი მას ასეთ უმწეოს და გული მტკიოდა რომ არასწორად გაიგო, მისი მიტოვება? აზრადაც კი არ გამივლია, ალბათ ახლა ყველაფერს გავაკეთებდი ამის გარდა, მივუახლოვდი, ერთი ხელით ლოყაზე მივეფერე ხოლო მეორე აბრეშუმივით რბილ, შავ თმაში შევუცურე, თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა,
- არსად წასვლას არ ვაპირებ კრისტიან, გესმის? მე უბრალოდ ოჯახის მონახულება მინდა, სულ რამდენიმე დღე მჭირდება, წვეულებამდე ჯერ კიდევ ათი დღეა ვიფიქრე მანამდე შევძლებდი მათ მონახულებას და მერე ისევ აქ დავბრუნდებოდი, -ვიგრძენი როგორ ნელ ნელა მოეშვა მისი დაძაბული სხეული, შვებით ამოისუნთქა,
- სერიოზულად? მართლა დაბრუნდები?
- რათქმაუნდა დავბრუნდები, როგორც ვხედავ ცოტა ხნითაც კი არ შეიძლება შენი მარტო დატოვება, -გულიანად გამეცინა მისი გაოცებული სახის შემხედვარეს,
- თუ მაშას გულისხმობ ჩვენს შორის არაფერი ხდება,
- ვიცი რომ არაფერი ხდება, სხვათაშორის სანამ შემოვიდოდი მანამდე მოვისმინე რაზეც საუბრობდით, მაპატიე უბრალოდ ასე გამოვიდა,
- ჩემი ჭკვიანი გოგო, -ჩაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ ჩამეხუტა, -წამოდი ახლა წავიდეთ, დღეს რაღაც საქმეები მაქვს საღამოს გაემზადე და ხვალ დილით წაგიყვან სახლში,
- ეს ასე ადვილია?
- რას გულისხმობ?
- სხვადასხვა სამყაროს შორის სიარულს ვგულისხმობ, ისე საუბრობ თითქოს ძალიან ადვილი იყოს,
- არც ისე ადვილია, ჩვენ წლობით გავდივართ სწავლებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ შეგეშინდება ჩემთან ერთად იქნები, მე ვიზრუნებ რომ არაფერი დაგემართოს.
- ჰოო, ამაში დარწმუნებული ვარ, -შევცინე და მერე ასე ერთმანეთზე მიხუტებულები გამოვედით საწყობიდან.

* * *

ლეას და ლენს მაინცდამაინც არ მოეწონათ ის იდეა რომ რამდენიმე დღით სახლში დაბრუნებას ვაპირებდი, ლეამ იმდენი იწუწუნა რომ ლამის გადავიფიქრე, ლენმა კი შემაშინა, მითხრა რომ არცთუ ისე უსაფრთხო იყო ახლა ჩემი იქ დაბრუნება, ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა თუ კი იქ დაბრუნება უსაფრთხო არ იყო, კრისტიანი ასე ადვილად რატომ დამთანხმდა, ოჰ ღმერთო, რას მიკეთებს რომ მასზე ფიქრისასაც კი ასე ვღელავ, ჩემი იდუმალი შავთვალება ბიჭი, ყურებამდე გაღიმებული შევედი ოთახში, კარი ზურგს უკან მივხურე და საწოლზე მშვიდად მძინარე ბურძგლას გვერდით გავიშხლართე, იქამდე არ შემიმჩნევია ოთახში ვიღაცის ყოფნა სანამ დაბალი, მოგუდული ხმა არ მომესმა,
- როგორც ვხედავ თავს მშვენივრად გრძნობ,
შეშინებული წამოვხტი, ოთახის კუთხეში მიდგმულ რბილ სავარძელში მაშა იჯდა და თვალს არ მაცილებდა.
- აქ რას აკეთებ?
- იმის მერე რაც საწყობში ნახე, არ მინდოდა რამე არასწორად გეფიქრა და შენთან სალაპარაკოდ მოვედი, თუმცა მშვენიერ ხასიათზე ხარ.
- ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ვიყო?
- ვიფიქრე შენ და კრისტიანს უსიამოვნება მოგივიდოდათ, -მითხრა და ჯიქურ შემომხედა თვალებში, აშკარად ეტყობოდა რომ დადებითი პასუხის მიღება უნდოდა მაგრამ მას ამ სიამოვნებას ნამდვილად არ მივანიჭებდი,
- ააა, იმ ცალმხრივ კოცნას გულისხმობ? არაფერია, ამის გამო არ გვიკამათია, ვიცი რომ თქვენს შორის არაფერი ხდება, მე კრისტიანს ვენდობი,
- ჰმ, ცალმხრივი, შენ რა იცი ჩვენს შესახებ, არაფერი, სულ რაღაც რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდი, მე კი მას წლებია ვიცნობ, მე ვარ ის ვინც მას სჭირდება, შენ მის შესახებ საერთოდ არაფერი იცი, მისთვის უბრალოდ ახალი გასართობი ხარ, მობეზრდები და მიგაგდებს, ამიტომ გირჩევნია შენ თვითონ დაშორდე, წახვიდე და აღარასოდეს დაბრუნდე ამ სამყაროში თორემ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ, -თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ვაღიარებ, ცოტა არ იყოს შემეშინდა, ისეთი გამოხედვა ჰქონდა ვიფიქრე რომ აქვე ახლა შეეძლო მოვეკალი, თუმცა რატომღაც მეცოდებოდა კიდეც, აჰ ისევ ჩემი რბილი და უცნაური ხასიათი, არა რა, რომელ შტერს შეიძლება შეეცოდოს ქალი რომელიც მოკვლას უპირებს, რათქმაუნდა მე, აბა სხვა ვის, დარწმუნებული ვარ ვერ მიხვდა რატომ ვიყავი ჩუმად და რატომ ვუყურებდი ასე თანაგრძნობით, წამოხტა, სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და კარი გაიჯახუნა.
ჩასალაგებელი ბარგი არ მქონდა ასე რომ არაფერი გამიკეთებია, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და დასაძინებლად დავწექი, დიდხანს ვბორგავდი და ბოლოს როცა როგორც იქნა ჩამთვლიმა, მსუბუქმა ნაბიჯის ხმამ გამომაფხიზლა, ღამის ბინდბუნდში დავინახე როგორ მოუახლოვდა ჩემს საწოლს კრისტიანი და ჩაიმუხლა, თვალები დავხუჭე, ერთხანს უხმოდ მაკვირდებოდა და ჩემს სუნთქვას უსმენდა, ის იყო წასვლა დააპირა რომ ვეღარ მოვითმინე,
- ამაღამ ჩემთან დარჩები?
შეცბა, ამ წინადადებას ნამდვილად არ ელოდა, ერთხანს უხმოდ იდგა, მივხვდი რომ რაღაც უნდა მეთქვა,
- უბრალოდ მარტო დარჩენა არ მინდა, ჩამეხუტე და ისე დავიძინოთ კარგი? -არ დამინახავს მაგრამ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, არაფერი უთქვამს, ნელა მოუახლოვდა საწოლს, ბოტები, შარვალი და ქურთუკი გაიხადა და საცვლისა და მაისურის ამარა შემომიწვა საწოლში, მისი სიახლოვისგან ერთიანად ცახცახმა ამიტანა და ინსტიქტურად უკან დავიწიე რომ ჩვენს შორის დისტანცია გამეზარდა,
- მგონი ჩემთან ჩახუტება გინდოდა, -ჩაეცინა კრისტიანს, -არადა ასე თუ გააგრძელებ საწოლიდან გადავარდები, მოდი ჩემთან, -მითხრა თბილი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით, მერე წელზე ხელი მომხვია, მეორე ხელი თავქვეშ ამომიდო, მიმიზიდა და ჩამეხუტა, ამჯერად ჩემი გული გაჩერდა და ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე რომ მოვკვდი,
- ღრმად ისუნთქე, -ჩამჩურჩულა და თმაზე ფერება დამიწყო, მისმა სხეულის სითბომ, სურნელმა და ჩემს თმაში მოთარეშე თითებმა ისე გამაბრუა რომ ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა, უსიზმროდ მეძინა, ასე კარგად რამდენი ხანია არ მძინებია, დილით მასზე მიკრულს გამომეღვიძა, ხელებით და ფეხებით მთლიანად მასზე ვიყავი შემოხვეული, ვეცადე რაც შეიძლება ნელა და შეუმჩნევლად მოვშორებოდი, ნამდვილად არ მინდოდა გამოღვიძებისას ასე მასზე სუროსავით შემოხვეული ვენახე,
- რატომ ფართხალებ? -მომესმა, ერთბაშად გავყუჩდი და ვიგრძენი როგორ წამომახურა, კრისტიანმა მხიარულად ჩაიცინა და ერთი მოძრაობით მომექცა ზემოდან, ერთი ხელით ორივე ხელი თავს ზემოთ დამიკავა, მეორე ფრთხილად ჩამომისვა ლოყაზე და თან მზერას ჩემს ტუჩებს არ აცილებდა,
- დილამშვიდობის, -მითხრა და ისე გამიღიმა რომ ვიგრძენი, ცოტაც და ხელებში ჩავადნებოდი,
- ვერაფერს ვიტყვი ნამდვილად მშვიდობიანი დილაა, -ჩავიბურტყუნე და მის მომხიბლავ სახეს ასე რომ მაბნევდა, თვალი ავარიდე, დაიხარა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შემეხო ტუჩებზე, ამას კოცნას ნამდვილად ვერ დავარქმევდი მაგრამ ჩემში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია, თვალები დავხუჭე და ვერც კი გავიგე როდის მომშორდა, გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე როცა ბუმბულივით მსუბუქად ამაფრიალა საწოლიდან და პატარა ბავშვივით ხელში ატატებული მიმიხუტა მკერდზე,
- გთხოვ მითხარი რომ დაბრუნდები, მითხარი რომ არ მიმატოვებ, მითხარი, ამის მოსმენა ახლა ძალიან მჭირდება, -ჩურჩულებდა ჩემს თმებში სახეჩარგული.

* * *

დაახლოებით ათი წუთი ვიდექი ჩემი ბინის კართან და ვერ გადამეწყვიტა ზარი დამერეკა თუ არა, კრისტიანმა აქამდე მომაცილა, მითხრა რომ ზუსტად ხუთი დღის შემდეგ მომაკითხავდა და ისე გაქრა თითქოს არც კი არსებულა, წასვლისას არ დამმშვიდობებია, უბრალოდ დიდხანს, ძალიან დიდხანს მიყურებდა თავისი საოცარი შავი თვალებით, თითქოს ჩემი სახის დამახსოვრებას ცდილობსო, მერე კი უბრალოდ შებრუნდა და წავიდა, ვერ გეტყვით რა მირჩევნოდა, ჩახუტება და სიცილ-ტირილით გამომშვიდობება თუ ასეთი რამ, არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვიყავი, ისიც კი არ ვიცოდი როგორ ამეხსნა მშობლების და მეგობრებისთვის ის ყველაფერი რაც გადამხდა, რომც ამეხსნა დამიჯერებდნენ? რაღაც არა მგონია, ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე, ცოტა ხანში ფეხის ხმა მომესმა და კარი გაიღო, ამას ნამდვილად არ ველოდი, კარში დედაჩემი იდგა, ჩემს დანახვისას ფერი დარგა, გულზე ხელი მიიდო და ხელის შეშველებაც ვერ მოვასწარი ისეთი სისწრაფით დავარდა იატაკზე,
- მაგდა, თეკო, სად ჯანდაბაში ხართ დამეხმარეთ, -ვიყვირე მთელი ხმით და დედაჩემს მივვარდი, მისაღებიდან გოგონები გამოცვივდნენ ვიღაც უცნობ ბიჭთან ერთად და ჩემი დანახვისას ერთ ადგილზე გაშეშდნენ,
- რას აკეთებთ, სასწრაფოს მაინც გამოუძახეთ, შევყვირე და ისევ დედაჩემს მივუბრუნდი,
- სასწრაფო საჭირო არ არის, კარგად ვარ, -ძლივს ამოილუღლუღა და თვალი გაახილა, ხელი მოვხვიე და წამოჯდომაში დავეხმარე, აცახცახებული ხელი გაუბედავად შემახო სახეზე
- ნამდვილად შენ ხარ შვილო? არ მეჩვენები?
მისმა ცრემლებით სავსე თვალებმა და ჩამწყდარმა ხმამ გული მომიკლა, წარმოდგენაც არ მინდოდა რა გადაიტანა იმ პერიოდში როცა მისი ერთადერთი შვილი უგზოუკვლოდ იყო დაკარგული, ჩავეხუტე და ორივე ერთდროულად ავქვითინდით, გოგონებმა ვეღარ გაუძლეს, ჩვენს გვერდით ჩაიმუხლეს და მოგვეხვივნენ,
- შენც მოდი, დაუძახა მაგდამ კედელთან უხერხულად ატუზულ ბიჭს, ჩემდა გასაკვირად უარი არ უთქვამს დაიჩოქა და თავისი გრძელი მკლავები შემოგვხვია...
როგორც იქნა დედაჩემი საძინებელში შევიყვანე და დასასვენებლად წამოწოლაზე დავითანხმე, დაწვა თუ არა მაშინვე ჩაეძინა, მე კი გოგონებთან ერთად სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად,
- დიდი ხანია ნორმალურად არ უძინია, თორემ ვერ გადაურჩებოდი, აი ჩვენ კი ნამდვილად ვერ გადაგვირჩები,
-თეკომ დოინჯი შემოირტყა და მრისხანე მზერით შემომხედა,
- თეკო მართალია, ახლავე მოგვიყევი სად ბრძანდებოდი, -არ ჩამორჩა მაგდა,
- ასე ძალიან გიხარიათ ჩემი ნახვა? -გავიკვირვე და სურნელოვანი ქაფქაფა სითხით სავსე ჭიქა ცხირთან მივიტანე, -საოცარი სურნელი აქვს,
- მია კარგი რა ასე რატომ იქცევი, იცი რა გადავიტანეთ როცა ასე სიტყვის უთქმელად გაქრი, -გოგონებს შევხედე, მივხვდი რომ მართლა გულწრფელად ნერვიულობდნენ ჩემზე, უბრალოდ არ შემეძლო მათთვის იმ ყველაფრის მოყოლა რაც გადამხდა,
- როდისმე აუცილებლად ყველაფერს მოგიყვებით მაგრამ ახლა არა, ჩემი ხომ გჯერათ, შესაძლებელი რომ იყოს ყველაფერს მოგიყვებოდით, რაც მთავარია დავბრუნდი და კარგად ვარ, ძალიან მომენატრეთ, -ხელები გავშალე და როცა ორივე სიტყვის უთქმელად ჩამეხუტა, მივხვდი თურმე რა კარგია როცა ნამდვილი მეგობარი გყავს, როცა ვიღაცას უანგაროდ უყვარხარ,
- არ მეტყვით ის ბიჭი ვინ არის? -მივუთითე მისაღებში მჯდომ საკმაოზე მეტად სიმპათიურ არსებაზე, რომელიც აშკარად ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე და თვალს არ გვაშორებდა, მაგდამ ჯერ მე შემომხედა მერე თეკოს და თავი ჩაღუნა,
- ბექაა, -წარბები მაღლა აზიდა თეკომ და სასაცილოდ დაიჭყანა
- ვინ ბექა? რომელი ბექა? ის ბექა? ახლა აღარ მიკვირს თურმე რატომ მეცნობოდა ასე ძალიან, -სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე,
- ჰო ნამდვილად ის ბექაა, -მაგდამ უცნაურად ჩაიღიმა და ბექას გადახედა, მე თეკოს შევხედე, მან თვალი ჩამიკრა და ასე თუ ისე მივხვდი რაში იყო საქმე,
- იცი რა მია, ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, -დაიწყო მაგდამ და მე და თეკოს ერთდროულად აგვიტყდა სიცილი,
- მაგდა მართალია, -ძლივს მოითქვა სული თეკომ, -ბექა ძალიან დაგვეხმარა როცა შენ გაქრი, ყოველთვის გვერდით გვედგა, ყველანაირად გვეხმარებოდა შენს მოძებნაში და მხარს გვიჭერდა, ჰოდა მაგდაც მიხვდა რომ სინამდვილეში სულაც არ ყოფილა გაზულუქებული და საკუთარ თავზე შეყვარებული დედიკოს ბიჭი, ახლა კი სიგიჟემდეა მასზე შეყვარებული, -მაგდას შევხედე, გაწითლდა და თავი ჩაღუნა, -იცი რა დედაშენის ჩამოყვანაშიც ის გაგვეხმარა,
-გააგრძელა თეკომ, -საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ვერ ჩამოდიოდა, ბექამ უცებ მოაგვარა ყველაფერი,
- არც კი ვიცი თქვენ რომ არ მყოლოდით რა მეშველებოდა, -კიდევ ერთხელ ჩავიხუტე ორივე გულში და გავიტრუნე,
- მეც მინდა ჩახუტება, -მომესმა, თვალი გავახილე, თავზე ბექა გვადგა და გვიღიმოდა, -მერე მოდი ჩაგვეხუტე რას უცდი, -ვუთხარი და მისი გაბრწყინებული სახის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე.

* * *

მეორე საღამოს მე და გოგონებმა დედაჩემი გავაცილეთ, წასვლა არ უნდოდა მაგრამ მეტი დარჩენაც აღარ შეეძლო, როგორც იქნა შეეგუა იმას რომ არაფერს ვეტყოდი, ის კი არადა იმაზეც კი დავითანხმე რომ კიდევ უნდა წავსულიყავი, გადამეხვია და დიდხანს მიყურებდა სევდიანი მზერით,
- კარგი იქნებოდა რომ ბექას მოეცალა და წამოვეყვანეთ ახლა ტაქსით სიარული არ მოგვიწევდა, -ამოიხვნეშა თაკომ და მაგდას მხარზე ჩამოეკიდა,
- მოიცა მაგდა, შენ კიდევ არ გყავს მანქანა? ახლა ბექასსთან ერთად რაკი ხარ მშობლები არ შეგირიგდნენ?
-გავიკვირვე მე.
- იმათ კი უნდათ შერიგება მაგრამ მე არ შევურიგდები, არ დამვიწყებია, როგორ გამყიდეს, ისე მექცეოდნენ როგორც უსულო ნივთს, ჰოდა ახლა ნახონ როგორია როცა არავის არაფერში სჭირდები, -მაგდა ისეთი კატეგორიული იყო რომ მეტი ვეღარაფერი ვუთხარი,
- ჩემს მშობლებზე საუბარს მოვრჩეთ და სადმე წავიდეთ თითო ჭიქა დავლიოთ, -გამოაცხადა და ახლახანს ბრძოლამოგებული მთავარსარდალივით ყელმოღერებული წაგვიძღვა წინ, აეროპორტიდან რომ გამოვედით უკვე ბნელოდა, მაგდამ ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა, სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ერთ-ერთ ჩაბნელებულ ქუჩაზე ჩამოვედით, ადგილი არ მეცნო,
- აქ რა გვინდა? როდის აქეთია ასეთ ადგილებში დადიხართ?
- ნუ გეშინია, მაგარი ადგილია, ახლახანს აღმოვაჩინეთ, -თეკომ ქუჩის ბოლოში მოციმციმე აბრისკენ მიმითითა, კარგად გავერთობით, -ის იყო ტაქსი თვალს მიეფარა რომ უცნაური უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, გოგონებს ხელი ჩავჭიდე და ნაბიჯს ავუჩქარეთ,
- სად გეჩქარებათ? -ჩიხიდან სამი შავებში ჩაცმული მაღალი მამაკაცი გამოვიდა და წინ გადაგვიდგა, სახეები ცხირსქვემოთ მორგებული შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული და ქამარზე დამაგრებული იარაღიც აშკარად უჩანდათ, გოგონებმა შიშისგან შეჰკივლეს, მე არ შემშინებია, ჯანდაბას ჩემი თავი, არ მინდოდა მათ ჩემს გამო რამე მოსვლოდათ, აი თურმე რას გულისხმობდა ლენი, აქ არ უნდა წამოვსულიყავი, ჩემი დაბრუნებით მათაც საფრთხე შევუქმენი, ახლა რა უნდა გავაკეთო?
- არ მჯერა, ბიძაჩემი უკვე იმ დონემდე დაეცა რომ უმწეო გოგონების შეშინებას მიჰყო ხელი? -მომესმა ნაცნობი ხმა და დაძაბული სხეული მომიდუნდა, შევამჩნიე როგორ შეცბნენ დამხვდურები და მაშინვე იარაღზე იკრეს ხელი,
-მივტრიალდი, კრისტიანი ჩემს უკან იდგა, სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც მაშინ როცა არენაზე ტყეში მომაკითხა, შავი ტანსაცმლით, მხარზე მშვილდ-ისრით და ქამარში იარაღით, თვალებში მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ჩემს მზერაში ამოეკითხა როგორ ვიყავი, როცა გავუღიმე, თითქოს შვებით ამოისუნთქა, საპასუხო ღიმილი დამიბრუნა და მშვილდი მოზიდა...



№1  offline წევრი ნაამა

არ შეიძლება კრისტიანი მე რო დამითმოს? მინდა მაგნაირი ვიჭი

 


№2 სტუმარი ანუ

კრისტიანი არის საოცრება ^-^

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

ვაიმე რა მაგარია ეს ბიჭი... არაფერი დაუშავობრა♥️♥️????????????????

 


№4 სტუმარი Lucien Vanserra

მიდი კრისტიან შენთან ვართ smile

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

Marikagogolqdze
ვაიმე რა მაგარია ეს ბიჭი... არაფერი დაუშავობრა♥️♥️????????????????


მიხარია რომ მოგწონთ relaxed

ნაამა
არ შეიძლება კრისტიანი მე რო დამითმოს? მინდა მაგნაირი ვიჭი


მეც არ ვიტყოდი უარს კრისტიანისნაირ ბიჭზე laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent