შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების შანსი (მეთერთმეტე თავი)


25-11-2021, 17:30
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 1 901

ალექსანდრე:
იმის გააზრება რომ თაიასთვის რამის დაშავებას შეძლებდა სისხლს მიყინავდა.შენობისკენ წავედი და პირველივე კარი შევაღე.ყვირილის ხმა როგორც კი გავიგე იქით წავედი.მალევე თაიას განწირული და ტირილნარევი ხმაც შემომესმა და სისხლი ამიდუღდა.დარწმუნებილი ვიყავი თაია იყო და ჩემი დახმარება სჭირდებოდა.

თაია.
არ ვიცი როდის მოასწრო ლაშამ იმის გაგება რომ ალექსანდრეს დავურეკე .როგორც მერე მისი საუბრიდან გავიგე მის კომპანიაში პოლიცია მისულა და ფირმა დაულუქია.
-გესმის რა გააკეთე ?-ყელში წვდა ბაჩოს.-იდიოტი ხარ !-ძლიერად მოუქნია მუშტი.და ეს ამხელა კაცი იატაკზე გაგორდა.-ამას არ გაპატიებ არსდროს-იარაღი ამოიღო და მას დაუმიზნა.შიშისგან ვიწივლე,მთელი სხეულით ვკანკალებდი.-გაჩიმდი ძუკნა-მომაძახა და ისევ იარაღისკენ გადაიტან მზერა . რამდენიმე წამში საოცრად მეწვოდა ყურები გასროლის ხმის გამო.თვალებს ერთმანეთზე მაგრად ვაჭერდი ,გახელის მეშინოდა.იმ სიტუაციის მეშინოდა რაც წინ დამხვდებოდა.თუმცა საბოლოოდ ძალა მოვიკრიბე და თვალები გავახილე.ბაჩო კედელთან იყო .მის სახეზე აშკარა ტკივილი ისახებოდა მერე მზერა მისი ფეხისკენ გადავიტანე ,საიდანაც სისხლის ნაკადული სდიოდა.გულ მოსულმა ბოლო ხმაზე ვუღრიალე ლაშას.
-რა ჯანდაბას აკეთებ?
-მე შენთვის არ მიკითხავს რა უნდა გავაკეთო და რა არა.-არც მან დააკლო ყვირილი.-შენი ბრალია ყველაფერი.შენ ხარ ამ ყველაფერში დამნაშავე.-ჩემსკენ მოიწევდა.მე კი უმოძრაოდ ვიყავი.არად მისი საშინლად მეშინოდა.-არავინ დაზარალდებოდა შენ რომ ყველაფერი ისე გაგეკეთებინა როგორც გითხარი.
-არაფერს არასდროს ისე არ გავაკეთებ როგორც შენ გინდა-ტირილნატევი ხმით ამოვილაპარაკე.
-ნუ თუ?-ირონიულმა ღიმილმა გადაუარა სახეზე.-ვერსად გაიქცევი,ვერავინ გიშველის.-ნელ ნელა ჩემსკენ იხრებოდა.გული საშინლად სწრაფად მიცემდა.ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-მოდი ცოტა განვიტვირთოთ და გავერთოთ-გულის ამრევად ჟღერდა მისი პირიდან გამოსული ყოველი სიტყვა.ჩესკენ დაიხარა და ხელი სახეზე ჩამომისვა.
-ნუ მეხები!-საბოლოო ძალები მოვიკრიბე და ვუღრიალე.თუმცა თავისას მაინც არ იშლიდა.-არაადამიანი ხარ ,არაკაცი ხარ.მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის-არ ვიცი ეს რამ გამაკეთებინა მაგრამ სახეში გვარიანად შევაფურთხე.ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია.გაღიზიანდა თან საშინლად.
-შენ თავი ვინ გგონია გოგო!-იყვირა და გაშლილი ხელი კიდევ ერთხელ მომხვდა სახეში.ეს საბოლოო აღმოჩნდა არანაირი ძალა აღარ შემწევდა შევწინააღმდეგებოდი.ცრემლები შეუჩერებლად მდიოდა სახეზე.სისხლის გემო კიდევ ერთხელ ვიგრძენი გახეთქილი ტუჩის კუთხიდან.საშინლად მეწვოდა ყველა წერტილი სადაც მეხებოდა.
-ჯიუტი გოგო ხარ თუმცა აქ არ გავჩერდები-ხელი ჩამოასრიალა ჩემს სახეზე.-უფრო მეტი მინდა.
-არ გინდა გთხოვ არ გაბედო-ტირილით ძლივს ვუყრიდი თავს სიტყვებს.იროონიული ღიმილით გადმომხედა,მერე კი ჩემი კოცნა ცადა თუმცა ამ დროს კარის შემომტვრევის ხმამ შეაჩერა.
-არ მიეკარო!-იღრიალა ალექსანდრემ და გიჟივით ჩააფრინდა მხრებში.-მოდი აქ , ყველაფერს განანებ-გამეტებით ურტყამდა სახეში მუშტებს.ლაშა გონს ვერ მოსულიყო რა მოხდა ,შეეწინააღმდეგება ვერ ახერხებდა.სადაცაა ხელებში ჩააკვდებოდა.
-სანდრო... სანდრო არ გინდა..-ტირილს ვერ ვწყვეტდი .ხელფეხ შეკრული ვუყურებდი როგორ მოკლავდა ადამიანს.მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.-სანდრო გთხოვ.!-შევევედრე .გამწარებულმა გადმომხედა.მერე ლაშას მიუბრუნდა.თითქმის გათიშული იყო ხელი შეუშვა და ჩემსკენ წამოვიდა.
-აქ ვარ თაია.არ იტირო ნუ გეშინია.-გულში ძლიერად მიკრავდა და ხელს მაგრად მიჭერდა.მერე ხელებზე თოკები შემხსნა.საშინლად გაწითლებული და ჩალურჯებული მქონდა მაჯები.-მაპატიე პატარა!-თვალს არ მაცილებდა.მე კი ტირილს ვერ ვწყვეტდი.წამიერად შევნიშნე როგორ წამოდგა ლაშა ფეხზე.
-სანდრო, ლაშა..-ძლივს წარმოვთქვი სიტყვები.სწრაფად მიიხედა უკან.გასასვლელისკენ მიმავალს ისევ მხრებში ჩააფრინდა და ისევ გემრიელად უთავაზა სახეში.-ეს იმისთვის რომ ჩემს ცოლს ატკინე-უთხრა და მერე კიდევ დაარტყა მუშტი-ეს კი იმისთვის რომ არაკაცი ხარ .საკადრისს მიიღებ .ციხეში ამოგალპობ .-იდიოტივით სიცილს არ წყვეტდა ხაჩიძე.
-გაიმარჯვე ალექსანდრე გულედანო!-გამოსცრა კბილებში.კიდევ აპირებდა დარტყმას .მაგრამ სწორედ ამ დროს შემოვიდა პოლიცია შენობაში.
-ალექსანდრე ხელი გაუშვი-მივარდა ცოტნე .-პოლიცია მიხედავს შეეშვი.-გონს მოიყვანა ცოტნემ.სწრაფად შეუშვა ხელი და კედელს მიანარცხა.მერე კი ჩემსკენ წამოვიდა.
-თაია აქ ვარ პატარა-სწრაფად შეხსნა თოკები ფეხზეც და ხელში ამიტაცა.გარეთ გამიყვანა და მანქანაში ჩამსვა.
-თაია როგორ ხარ ხმა გამეცი გთხოვ.-სახეზე მისვამდა ხელს და მავედრებელი თვალებით მიყურებდა.მე კი მხოლოდ ცრემლები მდიოდა მას რომ ვუყურებდი.-მაპატიე თაია, მაპატიე გთხოვ .-გულში ძლიერად მიკრავდა.
-სანდრო.-ძლივს მოვიკრიბე ძალა რომ სიტყვები ერთმანეთისთვის გადამება.-სახლში წამიყვანე.არ დამტოვო გთხოვ.მეშინია-ღრმად ვსუნთქავდი რომ გონება არ დამეკარგა თუმცა ამაოდ მალევე შავ წყვდიადში აღვმოჩნდი.
დილას მზის სხივებმა გამაღვიძეს.ამდენ ხნიანი სიბნელის მერე პირველად ვხედავდი მზეს.ამიტომ ამაზე არ გავბრაზებულვარ.ფრთხილად გავახილე თვალები და ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში აღვმოჩნდი.თან სრულიად მარტო.ცოტა არ იყოს შემეშინდა.მერე ჩემს შეხვეული ხელებს დავხედე და ყოველი წამი გამახსენდა წინა ღამიდან.
-სანდრო!-ვიყვირე შეშინებულმა.
-აქ ვარ თაია! -აბაზანიდან გამოვიდა ხალათ შემოცმული.ღიმილიანი სახით.მე კი ცრემლიანი თვალები შევანათე.-რა მოგივიდა? -სწრაფად მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.-რატომ ტირიხარ?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში დაჟინებით მიყურებდა.
-დასრულდა?-ამოვთქვი ტირილით.
-დასრულდა ჩემო პატარა-გულზე მიმიკრა და თმაზე მეფერებოდა.მეც რაც ძალა მქონდა მაგრად მოვუჭირე ხელები.
-აღარ დამტოვო გთხოვ.
-არასდროს დაგტოვებ თაია.შემომხედე-თავი ამაწევინა და თვალებში ჩამაცქერდა.-მიყვარხარ გესმის,ვერ დაგთმობ.არსდროს მოხდება ეს.
-მეც მიყვარხარ-მომღიმარმა ვუპასუხე.
-ეს ცრემლები არ გიხდება-ცერა თითებით მწენდდა ცრემლებს.მერე კი ცხელი ტუჩებით ნაზად შემეხო.არც მე შევწინააღმდეგებივარ.პირიქით საოცრად სასიამოვნო იყო მისი შეხება .ყველანაირ ტკივილს მავიწებდა.
-არ მინდა რამე გატკინო თაია-სუნთქვა არეულმა ჩაილაპარაკა ჩემს ტუჩებთან.
-არ მატკენ-ვუპასუხე მორიდებით და აშკარად პომიდორივით ავწითლდი სახეზე.
-ჩემი მორცხვი გოგო-გამიღიმა და ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე.ისე ნაზად მეხებოდა სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლიდა.
-იმ ღამის შემდეგ სულ არ მეგონა ასეთი მორცხვი თუ იქნებოდი.-მითხრა ღიმილით.მე სულელი კიდევ უფრო დავიმორცხვე ამაზე.-მომენდე.-ვნება მორეულმა ამოილაპარაკა და მომთხოვნი კოცნა მაჩუქა.ხელები შემოვხვიე და კოცნაში თამამად ავყევი.მისი თითოეული შეხება იმდენად ღრმა იყო ,იმდენად გრძნობით სავსე რომ სულ სხვა სამყაროში გადავყავდი.სიამოვნებისგან დაცლილი და მასზე ჩახუტებული ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს.მისი კანი იმდენად ცხელი იყო მწვავდა.საოცრად სასიამოვნო იყო მის მკლავებში ყოფნა.
-პრინცესა,წუხელ სიცხემ აგიწია ,მაინც გადავამოწმოთ ისევ კარგი?
-წუხელ რა მოხდა სანდრო ?
-გონება დაკარგე,ექიმებმა საშიში არაფერიაო.ხელი შეგიხვიეს.მერე კი სახლში წამოვედით.ღამე სიცხემ აგიწია.მაგრამ მგონი მოვახერხე რომ დაეწია და მშვიდად გეძინა.
-ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი.-უთხარი და საწყალი სახით ავხედე.
-მთავარია ჩემთან ხარ . კარგად იქნები არ იდარდო,ცოტას დავისვენებთ და მერე ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებით.
-სან,იქ ერთი ბიჭი იყო ის მეხმარებოდა იმ ავადმყოფთან ყოფნისას.ბაჩო ერქვა.ლაშამ დაჭრა.როგორაა?
-კარგადაა.საავადმყოფოში გადაიყვანეს.თუ მასზე დადებით ჩვენებას მისცემ შეგვიძლია დავეხმაროთ.
-აუცილებლად სანდრო მან დამარწმუნა შენთან, საჭმელი და წყალი მოქონდა.ვერ დავუკარგავ სიკეთეს.
-თაია მაგიჟებ.ამ მდგომარეობაში მაინც სხვაზე ფიქრობ.საოცრება ხარ. და კარგია რომ ჩემი ხარ.
-ბედნიერი ვარ სანდრო.-მომღიმარმა მოვხვიე ხელები.-და ამავდროულად მშიერი-ავუთამაშე თვალები.
-კარგი ავდგეთ ვისაუზმოთ.-გამიღიმა და ისევ კოცნით დამაჯილდოვა.ფეხზე წამოდწქით,შხაპი მივიღეთ და მოვწესრდით . ოთახიდან გასვლას ვაპირებდი უკვე წამლების ყუთით ხელში რომ გამოვიდა სააბაზანოდან.
-აქ დაჯექი პატარა ქალბატონო,ხელი უნდა შეგიხვიო. -თვალები დამიქაჩა სასწრაფოდო მეც უყოყმანოდ დავთანხმდი.ფრთხილად წამისვა მალამო სილურჯეებზე და მერე ფრთხილად გადამიხვია.
-არ ადგე-შევაჩერე და ყუთი გამოვართვი.სასურველი მალამო ამოვიღე და მისი დახეთქილი ხელი ჩემსაში მოვიქციე.-ვეცდები არ გატკინო.-შევანათე აცრემლებული თვალები.
-შენ ვერასდროს მატკენ.--გამიღიმა და ხელი მაგრად მომიჭირა.
-ფრთხილად ვიქნები გპირდები-მართლა ვეცადე არ ტკენოდა.ხელი შევუხვი და ფრთხილად შევეხე ტუჩებით.
-მაგის დამსახურებით უფრო მალე გამივლის-კმაყოფილი თვალებით შემომხედა.
-ნუ მაიმუნობ!წამოდი ვისაუზმოთ.-ფეხზე წამოვდექი და ოთახი დავტოვეთ.
-მეტყვი სად ვართ?-ვკითხე სახლისგან გაოცებულმა .იმდენად მყუდრო და კომფორტული იყო.
-ჩვენი სახლია.
-კაი რა ნუ მეხუმრები მართლა გეკითხები.მაინტერესებს ძალიან მყუდროა.
-მეც მართლა გეუბნები ჩვენთვის ვიყიდე.-ვითომც არაფერიო ისე მითხრა და სამზარეულოში შევიდა.
-სიმართლეს მეუბნები?-მაინც მღრნიდა კითხვები შინაგანად .თუმცა ამჯერად ბაღარ მიპასუხა.მხოლოდ ღრმად ამოისუნთქა.სახლის დათვალიერებაში ისე გავერთე სულ დამავიწყდა რომ სანდრო სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა.მისკენ წავედი და სრული საგიჟეთი დამხვდა.
-სანდრო რას აკეთებ?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-იდეაში ომლეტს ,მაგრამ მგონი აჯაფსანდალი გამოდის-მხრები აიჩეჩა.
-კაი ,მოდი მიმიშვი მე გავაკეთებ-გვერდით გავწიე.
-არადა ადრე გამომდიოდა .
-კაი არაუშავს.-გავუღიმე და მომზადებას შევუდექი.
-ძალიან არ დაიტვირთო გთხოვ.-ზურგს უკან ამომიდგა და ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე.
-მხოლოდ საუზმეა ,არ დავიღლები-გავუღიმე და საქმე გავაგრძელე.ცოტახანში ყველაფერი მზად მქონდა და გემრიელად ვისაუზმეთ.
-მოდი ახლა ოთახში დავისვენოთ.არ მინდა ძალიან გადაიტვირთო ჩემო მეუღლევ.
-მომწონს ეგრე რომ მეძახი.-კისერზე ჩამოვეკიდე და გავუღიმე.
-მე კი მაგ წითელი, გემრიელი ტუჩებს გემო მომწონს.ასე მიმზიდველად რომ გამოიყურება.-მითხრა და ტუჩებზე დამეწაფა-ცდუნებას ვერ ვუძლებ-ხელში ამიტაცა და საძინებელი ოთახისკენ წავიდა.სიყვარული კიდევ ვერ აღწერს იმ გრძნობას რაც ჩემში ხდება.ჩემში ფერადფერად ფეიერვერკებს ისვრიან.იმდენად მრავალფეროვანია მასთან ურთიერთობა..
ის ღამეც ულევ სიყვარულში გავატარეთ.
დილას მასზე ჩახუტებულმა გავიღვიძე.ოდნავ ავიწიე და ხმაურიანად ვაკოცე.
-ტკბილი ხარ !-თვალებგაუხელელად ამოილაპარაკა.
-ბედნიერი ვარ რომ შენს გვერდით ვარ.ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში.მიხარია რომ არ დამტოვე.
-ჩუმად არ გინდა პატარა,მე არასდროს დაგთმობ ჩემი ხარ გესმის მთლიანად .მთელი არსებით ჩემში ხარ-ხელი ჩემს შიშველ ზურგზე აატარა.
-ნუ იცელქებ.-ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევიკეტე.ძალიან სასიამოვნო იყო ცხელი წყალი.დიდხანს ვინებრივრე წყლის ქვეშ მერე კი ნება ვიბოძე და გამოვედი.
-ეგრე მეორედ აღარ მოიქცე გესმის-მკაცრი სახით იდგა ოთახში.
-როგორ?-ვუპასუხე დაბნეულმა.
-როცა შენი შეგრძნება მინდა აღარ ადგე და წახვიდე.
-ძალიან ხომ არ გათამამდი?-ვკითხე გამჭოლი მზერით.
-ჩემი უფლება.ჩემი ცოლი ხარ განა ის არ მეყო ერთი წელი ჩემს საწოლში რომ გხედავდი ,შენი მოკლე და გამჭირვალე პენუარით..
-ალექსანდრე ნუ საუბრობ ეგრე.
-ჩემი ცოლი ხარ ჩემი ცოლიი-ხელში ამიტაცა და ჰაერში დამატრიალა.
-კარგი დამსვი.დაააამსვი გაიგეეე-თან ვიცინოდი თანა ხელებს მაგრად ვუჭერდი.
-გინდა გავისეირნოთ?
-რესტორანში მინდა მივიდე .
-კარგი წავიდეთ,მანამდე ცოტა გავისეირნოთ.
-რატომ დაიჟინე?
-მინდა გესმის მინდა.-პატარა ბავშვს გავდა.მეც დამითანხმა და სასეირნოდ გავედით.
-სად მივდივართ?
-ცოტახანში ნახავ პრინცესა-გამიღიმა და საჭეს ჩააფრინდა.მალე მანქანა საოცრად ლამაზ ადგილას გააჩერა.ულამაზესი ხედი იშლებოდა.
-გადმობრძანდით ქალბატონო-კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა .
-ცოტა უცნაურად იქცევი-შევხედე გაკვირვებულმა.
-ჩვენს ცხოვრებაში რამე არა უცნაური იყო?-ღიმილით გადმომხედა და გზა განაგრძო.
-ისე მართლა არაფერი ყოფილა დალაგებული ჩვენს ცხოვრებაში.-ვუთხარი და გვერდით ამოვუდექი.
-თაია-წამით გაჩერდა და ხელები ჩამჭიდა.-ხედავ ცხოვრება ყოველ ეტაპზე შანსს გვაძლევს რომ ერთად ვიყოთ,როცა დაშორებას გადავწყვეტთ რაღაცას ახერხებს და ისევ ერთად ყოფნისკენ გვიბიძგებს.
-მართალი ხარ სანდრო,ცხოვრების კმაყოფილი ვარ რომ შენთან ყოფნის შანსი მომცა.ამით ძალიან ბედნიერივარ.
-მე კი შენით ვარ ბედნიერი.ვიცი ეს გაგიკვირდება მაგრამ ..-ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და მუხლზე დაიჩოქა -ძვირფასო მეუღლევ ჩემს ცოლად დარჩები?სამუდამოდ?-ემოციებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-კიიი კიიი დავრჩები-სიცილით წამოვაყენე ფეხზე.ბეჭედი თითზე გამიკეთა.ულამაზესი იყო.
-აი ახლა კი ვერასოდეს ვერსად გამექცევი -მოწყვეტით მაკოცა
-ამას ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი.ეს რამ მოგაფიქრა-გაოცებული სახით ვუყურებდი.
-ჩვენ ჩვენი არანორმალური ცხოვრება გვაქვს და ამ შანსს არ გავუშვებდი ხელიდან.ვფიქრობ კარგი ისტორიაა ბავშვებისთვის.-წარბები ამითამაშა.
-რა დროს ბავშვებია.-ხელი ვკარი და ოდნავ გავუღიმე დარცხვენილმა.
-კარგი როცა მზად იქნები მაშინ.-მაინ არ წყვეტდა თავისას.-მაშინ წავიდეთ რესტორანში მივიდეთ ყველა იქ გველოდება.


----------
ესეც ახალი თავი.ვფიქრობ ძალიან აღარ გავწელო და დავასრულო .აბა რას იტყვით?



№1 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

აუ რა კარგი იყოოო ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ისტორიააა

 


№2 სტუმარი ნი-კე

კარგი თავი იყო მართლა..რომ არ წელავ ეგ კიდევ უფრო კარგია..სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები...აბა შემდეგიც მალე დადე...წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნუცა

როდის დაიდება შემდეგი თავი? ველოდები წარამარა ვამოწმებ.

 


№5 სტუმარი ნი,-კე

შემდეგი თავი სადაა სად დაგვეკარგები ხოლმე??

 


№6 სტუმარი ნი-კე

რატომ აღარ დადე შემდეგი თავი??

 


№7 სტუმარი სტუმარი რუსა

შემდეგი თავი როდის იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent