სიყვარული გრძნობების გარეშე (II ნაწილი) 13 თავი
-შენი აზრით სად შეიძლება იყოს?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ჰკითხა რეზიმ გარინდებულ ირაკლის, რომელიც ამ ქაოსზე ფიქრმა თავისდაუნებურად წარსულში, თორნიკეს ცხოვრების ყველაზე რთულ, მტკივნეულ და საშინელ წუთებში დააბრუნა... სწორედ იმ დროში როცა მან საბოლოოდ დაკარგა საკუთარი თავი, ამიტომ დარწმუნებით უთხრა აღელვებულ კაცს -ზუსტად ვიცი სადაც იქნება! გეგა უცნაური მზერით უყურებდა ქეთის, რომელიც ჯიუტად რეკავდა ირაკლის გათიშულ ნომერზე და შესაბამისად რაც დრო გადიოდა მით უფრო იმატებდა მისი ღელვა და შფოთვა -ალბათ დაუჯდა-ივარაუდა გვანცამ სიტუაციის განსამუხტად -მის ნამდვილ მამასაც რომ დაურეკო არა? იქნებ მან გაარკვია რამე-უკმაყოფილო ტონით უთხრა გეგამ დაბნეულ ქალს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში -რეზი...-ჩამწყდარი ხმით თქვა ქეთიმ თითქმის მივიწყებული კაცის სახელი და მაშინვე მასთან გადარეკა მაგრამ ამაოდ-არ გადის-სლუკინით თქვა და გადმოდენილი ცხელი ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -ალბათ არ იჭერს-ისევ ივარაუდა გვანცამ და ძმის გამყინავ მზერას რომ შეეჩეხა წამიერად, მაშინვე გაჩუმდა და იატაკს დააცქერდა დასჯილი ბავშვივით, გეგას გაეღიმა დის ქცევაზე, თუმცა მაშინვე დასერიოზულდა და სწრაფად მიუახლოვდა ქეთის, რომლიც ერთადგილზე მიყინულივით იდგა და არაფრისმთქმელი, ცარიელი თვალებით დაჰყურებდა ჯიუტად მდუმარე ტელეფონს -ქეთი-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა და ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი, თავი ნელა ააწევიანა და ზემოდან დააცქერდა ცისფერ უძირო სფეროებში -ნუ გეშინია ვიპოვით-დარწმუნებით უთხრა და საფეთქელზე აკოცა, ამ დროს ქალმა ვეღარ გაუძლო მოწოლილ მძიმე ემოციებს და სრულიად გაუაზრებლად მიეწება საყვარელი მამაკაცის ძლიერ სხეულს. გეგას გაეღიმა, მაშინვე შემოხვია ხელები წელზე და კიდევ უფრო მჭირდოდ მიიწება მისი მთრთოლარე სხეული ტანზე, თავზე აკოცა და გაირინდა. კარგა ხანს იდგნენ ასე ჩუმად, უხმოდ, ერთმანეთზე ჩაუხტებულები საავადმყოფოს საზიზღარი წამლის სუნით გაჟღენთილ ხმაურიან მიმღებში, სადაც ერთმანეთის გამაბრუებელი სურნელის გარდა სხვას ვერაფერს გრაძნობდნენ და გარშემო ვერვის ხედავდნენ, ბოლოს როცა, როგორც იქნა ქეთი დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო, სწრაფად მოშორდა საყვარელ მამაკაცის თბილ სხეულს და მორიდებით მიტრიალდა გავნცასკენ, რომელიც სკამზე გარინდებული იჯდა და ერთ წერსტილს მიშტერებოდა -რაზე ფიქრობ?-მოულოდნელად წინ აესვეტა გეგა დაბნეულ ქალს, რომელმაც გაოცებული სახით ახედა ძმას -რააა? -გვანც...აზრზე მოდი პატარავ-დაუბღვირა გეგამ დას და ნიკაპზე ხელი აკრა, შემდეგ კი სევდიანად მომღიმარ ქეთის გახედა რომელმაც თავისდაუნებურად ტელეფონის ეკრანს უიმედოდ დახედა -ქეთი კიდევ დიდხანს უნდა ელოდო შენი, თითქმის ყოფილი ქმრისგან ზარს?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და წამში დაფარა მათშორის არსებული მანძილი, სახე ზედმეტად მიაუხლოვა სუნთქვა აჩქარებულ ქალს და თვალებში ჩააცქერდა -გეგააა-ნაწყენი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ქალმა და მაშინვე მზერა აარიდა მის ამღვრეულ, ჩამუქებულ სფეროებს -მიდი კარგად დაფიქრდი, სად შეიძლება წასული ამ შუაღამისას შენი გადეპრესიულებული შვილი -შენი აზრით რომ ვიცოდე ახლა აქ ვიქნებოდი ირაკლის ზარის იმედად? -ქეთი გონება დაძაბე, დარწმუნებული ვარ იქნება ისეთი ადგილი სადაც მაშინ მიდის როცა ყველაზე მეტად სტკივა და ცუდადაა -არ ვიცი, გეგა, მართლა არ ვიცი...როგორც წესი ასეთ დროს ჩემთან მოდის ხოლმე დასამშვიდებლად, რადგან ზუსტად იცის რომ მე მას ყველა დაშვებულ შეცდომას ვაპატიებ -იცი ქეთი ზოგჯერ... როცა მე ძალიან ცუდად ვიყავი ხოლმე მასთან კი არ მივდიოდი ვისთანაც თავს უკეთ ვიგრძნობდი-და ამ დროს გეგამ თვალცრემლიან გვანცას გახედა- არამედ იქ სადაც თავს უფრო საშინლად ვიგრძნობდი და უფრო მეტკინებოდა-უცნაური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად ატირებული ქეთის ხმამ დაარღვია -სასაფლაოზე... ღმერთო თათას საფლავზე იქნება! სასაფლაოზე, მანქანაში, საჭესთან მჯდომმი გეგა, აწეული ფანჯრიდან, მარტის სუსხიან რიჟრაჟზე, მშვიდად, აუღელვებლად და დინჯად აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს. კარგა ხნის დაკვირვების მერე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ქეთის დაურეკა -თორნიკე აქაა, თავის მამიკოებთან ერთად -კარგადაა?-დაიძაბა ქალი -კარგად იქნება-დარწმუნებით უთხრა და გაუთიშა, შემდეგ მანქანა დაქოქა და სწრაფად მოწყვიტა ადგილს . თორნიკე მოღუშული სახით მიაჩერდა რეზის, შემდეგ კი ცივი მზერა ირაკლიზე გადიატანა -რატომ მოხვედით?-უინტერესოდ ჰკითხა მათ და ისევ თათას საფლავისკენ შეტრიალდა -შენი ცოლი საავადმყოფოშია! ახლა აქ კი არა იქ უნდა იყო მის გვერდით!-მკაცრი ტონით უთხრა ირაკლიმ და ნელა მიუახლოვდა შვილს და მხარზე ხელი დაადო -მარიანას ჩემთან ყოფნა აღარ უნდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და წამიერად შეხედა მამას ამღვრეული თვლებით- მასავით-თათას საფლავის ქვაზე მიანიშნა და თავი დახარა -თავს ნუ იდანაშაულებ წარსულში მომხდარის გამო, იმიტომ რომ შენ არაფერი დაგიშავებია... შეცდომა მან დაუშვა -მე რომ ქორწინება არ დამეძალებინა მისთვის... არჩევანის უფლება რომ მიმეცა... იქნებ ახლა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო -შენ უბრალოდ გიყვარდა... ძალიან გიყვარდა... სიყვარული კი დანაშაული არაა -ჰო მაგრამ ამ სიყვარულმა მისი სიცოცხლე შეიწირა მამა! -იმიტომ რომ გამბედაობა არ ეყო მშობლებს წინ აღდგომოდა, შენთვის ხელი ჩაეკიდა და თქვენს შვილთან ერთად ახალი ცხოვრება დაგეწყოთ! შეეშინდა... -მამა თავს საშინლად ვგრძნობ -არჩევანი თავად გააკეთა! სამწუხაროდ წარსულს ვეღარ გამოასწორებ, ვერც შეცვლი...-ხმა დაბალი ტონით უთხრა ირაკლიმ შვილს და სევდიანად ვაუღიმა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ კაცის გამყინავმა ხმამ დაარღვია- იმის გამო, რომ მან შეცდომა დაუშვა, მარიანას ნუ დასჯი...-საფლავის შავი ქვიდან, გოგონას სევდიანად მომღიმარ სახეზე მიანიშნა ირაკლიმ შვილი-უფლება მიეცი რომ წავიდეს შენი ცხოვრებიდან... გაათავისუფლე... -არ შემიძლია... თათასავით მასაც ვერ დავკარგავ... -უკვე დაკარგე! -მამაა -თორნიკე, იმის მიუხედავად რომ მარიანას, თათასგან განსხვავაებით, საშინლად მოექეცი, იმედები გაუცრუე, გული ატკინე და ბოლოს ხელითაც კი შეეხე, წამითაც არ უფიქრია რომ შენს გამო, შვილზე უარი ეთქვა, რომ ის გაეწირა შენი არასწორი ქცევებისთვის, შენდამი შიშსაც კი არ შეუშინდა შვილის გამო!... აცნობიერებ რამდენად ძლიერი ქალი და დედააა? რამდენად გაგიმართლა რომ ის შენი ცოლია?! -სწორედ ამიტომ არ მინდა მისი გაშვება... ვიცი რომ არასდროს მაპატიებს იმას რაც გავაკეთე და სამუდამოდ დავკარგავ -თორნიკე, მისი დაბრუნება თუ გინდა უნდა გაუშვა! სხვაგვარად საბოლოოდ გაანადგურებ თქვენს ურთიერთობას... რაც მეტად დაატან ძალას და ეცდები რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიუახლოვდე მით მეტად დაგშორდება გესმის?... იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აზრი არაფერს არ აქვს იქამდე, სანამ შენ არ შეიცვლები... მე შემომხედე... ქეთი დღემდე გაგიჟებით მიყვარს მაგრამ მაინც გავუშვი იმის მიუხედავად რომ ზუსტად ვიცი ჩემთან აღარასოდეს დაბრუნდება, იმიტომ რომ არ ვუყვარვარ და აზრი არ ჰქონდა ჩვენს ერთად ყოფნას რადგან გამუდმეებით ტკივილს ვაყენებდით ერთმანეთს, მაგრამ მარიანას დღემდე გაგიჟებით უყვარხარ ყველფრისმიუხედავად და შენ ეს იცი რას ნიშნავს? იმას რომ შანსი ჯერ კიდევ არსებობს! -მაინც მეშინია რომ სამუდამოდ დავკარგავ -ასე რომ იყოს, ოდნავ მაინც შეიცვლებოდი -ირაკლი-გაბრაზდა თორნიკე -შენი აზრით მარიანასთან ძალდატანებული ურთიერთობა რას მოგიტანს? რა შიცვლება იმით თუ სასამართლოს ძალით განქორწინებას პატარას დაბადებამდე შეაჩერებ? არაფერს, საერთოდ არაფერს, იმიტომ რომ შენ არ იცვლები! პირიქით ყველაფერს უფრო გაართულებს და თქვენს ურთიერთობას უარესად დაძაბავს, რა გგონია, რადგან მარიანამ პატარაზე უარი ვერ და არ თქვა, ამის გამო შენთან დაბრუნდება იმ ყველაფერის მერე რისი გადატანაც აიძულე და ყველაფერი ძველებურად იქნება? -შენი მოსმენა აღარ მინდა -წამოენთო ბიჭი , გვერდი აუქცია აღელვებულ კაცს და გასასვლელისკენ წავიდა საიდანაც, მთელი ეს დრო მანქნაში მჯდომი რეზი მშვიდად ადევნებდა თვალს მამა-შვილის საუბარს -თორნიკე-მბრძანებლური ტონით დაუძახა კაცმა საკუთარი მანქანისაკენ მიმავალ ბიჭს , რომელმაც სასაფლაოს ტერიტორიიდან გამოსვლისას ვერც კი შენიშნა ის და დამდენიმე წამის განმავლობაში დაბნეულმა მოატარა თვალი უდაბურ გარემოს. ამ დროს რეზი სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ზედმეტად მიუახლოვდა სახე ალეწილ შვილს და თვალებში ჩააცქერდა -საით?-ინტერესით ჰკითხა -ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?-ავარდა თორნიკე -მშვიდად-თვალები დაუბრიალა რეზიმ და მანქანის გასაღები ისე ააცალა ხელიდან რომ ბიჭი აზრზე ვერ მოვიდა -რას აკეთებ-მომაბეზრებლად უთხრა თორნიკემ და შეწუხებული სახით მიაჩერდა გაბრაზებულ კაცს -საჭესთან მე დავჯდები-მკაცრი ტონით უთხრა რეზიმ და მანქანისაკენ გაემართა -ნუ ჩქარობ მამიკო-ორაზროვნად უთხრა თორნიკემ მიმავალ კაცს, რომელიც მისმა დაუფიქრებელმა სიტყვებმა ადგილზე გაყინა და რამდენიმე წამის განმავლობაში გონება დაუბინდა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე, მისკენ მშვიდი, უემოციო სახით შეტრიალდა და ინტერესით ჰკითხა -მე და შენ მამა-შვილი ვერასდროს გავხდებით ხომ ასეა?!- მზერა გაისწორა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ჭაობისფერ ამღვრეულ სფეროებში- იმიტომ რომ შენ უკვე გყავს მამა-ურეაქციოდ უთხრა და ნელა მიუახლოვდა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის- და მას ირაკლი ჯავახიშვილი ჰქვია! -ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგე, მე ეგ არ მიგულისხმია-რაღაცნაირად ეტკინა თორნიკეს რეზი, რადგან მის ცარიელ, ცივ, გამყინავ და უსახურ მზერაში მაინც დაინახა ის უდიდესი ტკივილი რომლის გადაფარვასაც გამუდმებით ცდილობდა კაცი თავისი უემოციო გამომეტყველებით -ერთადერთი დამნაშავე ამ ყველაფერში მე ვარ... გესმის? მხოლოდ მე! სწორედ ჩემი ბრალია და არა შენი, რომ სრულიად უცხო კაცს მამას ეძახი, გეიმედება და გიყვარს, იმიტომ რომ მე დავუშვი წარსულში გამოუსოწრებელი შეცდომა! რადგან საყვარელ ქალს არჩევანის უფლება არ მივეცი, არ გავუშვი, არ გავათავისუფლე ჩემი ავადმყოფირი სიყვარულისგან და გამუდმებით ვაიძულებდი ის ეკეთებინაც რაც მე მსურდა... სანაცვლოდ რა მივიღე? დამსახურებული სიძულვილი მისგან! ხოლო ცხოვრებისგან გამუდემებული მარტოობა ტკივილი და იმედგაცრუება! -რეზი!-ავარდა თორნიკე -შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი! მაგრამ მაინც არაფერი არ გვაქვს საერთო, მაინც უცხოები ვართ ერთმანეთისთვის და იცი რატომ? იმიტომ რომ მე არ მინახია შენი გადადგმული პირველი ნაბიჯები- ამ დროს თორნიკეს ბაკურიანში მომხდარი გაახსენდა და გული მტკივნეულად შეეკუმშა, რადგან არც თავად ჰქონდა ნანახი ლილეს მიერ დამოუკიდებლად გადადგმული პირველი ნაბიჯები- არ წამიყვანიხარ ბაღში არასდროს, არ ვიცი რას განიცდიდი როცა სკოლაში პირველად მიდიოდი, არასდროს მინახია როგორ თამაშობდი ეზოში ფეხბურთს-ამ დროს თორნიკე თვალწინ დაუდგა საკუთარი ლაღი ბავშვობა-დივანზე ჩაძინებული არასდროს ამიყვანიხარ ხელში და საწოლში არ დამიწვენიხარ, არასდროს დამიმუშავებია შენთვის ჭრილობა, შენს გვერდით არ ვყოფილვარ როცა სკოლას ამთავრებდი, არც მაშინ როცა მისაღბ გამოცდებს აბარებდი, როცა პირველად შეგიყვარდა-აქ რეზი გაჩუმდა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით განაგრძო-არც მაშინ როცა ის, სამუდამოდ დაკარგე... და არც მაშინ როცა თავიდან შეგიყვარდა -რეზი გეყოფა-აღელდა თორნიკე რადგან კაცის არეულ სახეზე ყველა მტკივნეული გრძნობა და ემოცია ერთად გამოისახა -რამდენი საოცარი და ბედნიერი წუთები დავკარგე მხოლოდ იმიტომ რომ საყვარელ ქალს ჩემი არანორმალური სიყვარულით ძალიან ვატკინე! -რეზი-აღელვებული ირაკლი რომელიც შორი-ახლოს იდგა მათთან, სწრაფად მიუახლოვდა სახე გაფითრებულ კაცს და მხარზე ხელი დაადო-კარგად ხარ?-ინტერესით ჰკითხა და შეშფოთებული ჩააცქერდა თვალებში -კარგად ვარ-მოღუშა რეზი და დაძაბული მზერა ირაკლიდან ისევ თორნიკეზე გადაიტანა-ეს კაცია მამაშენია, რადგან ის ყოველთვის შენს გვერდით იყო და დარწმუნებული ვარ სიცოცხლის ბოლომდეც ასე იქნება. მე? მე არავინ ვარ, საერთოდ არავინ... იმიტომ რომ მე წარსულში გამოუსწორებელი შეცდომა დავიშვი, არასწორად მოვექეცი საყვარელ ქალს გული საშინლად ვატკინე, რის გამოც მე შენ სამუდამოდ დაგკარგე... -ასე არაა-მოიღუშა თორნიკე-ჩვენ ერთმანეთი ხომ ვიპოვეთ -ჰო მაგრამ... შენ მაინც ირაკლის და ქეთის შვილი ხარ და რაც არ უნდ ამოხდეს ამას ვერაფერი შეცვლის... კარგია რომ ასე მოხდა... კარგია რომ მათი შვილი ხარ რადგან ამ ადამიანებმა შენ ბედნიერი ბავშვობა და ოჯახი გაჩუქეს, ის რაც მე პირადად არასდროს მქონია... ამიტომაც ვარ სრულიად უცხო შენთვის და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის ბრალია რომ წარსულში გამოსწორებელი და საშინელი შეცდომა დავუშვი... და იცი ყველაზე დიდი უბედურება რა არის? ის რომ ერთი ერთში იმეორებ ჩემს შეცდომას! -ჰო მაგრამ... მე ზუსტად ვიცი რომ მარიანას ვუყვარვარ... ამიტომ არ მინდა მისი გაშვება-ჩაილაპარაკა აღელევბეულმა ბიჭმა -არასწორად იქცევი! რაც მეტად ეცდები რომ შენთან დაბრუნება აიძულო სიყვარულის სახელით მით მეტად დაშორდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ შენ მას გამუდმებით ტკივილს აყენებ! რა გინდა? გინდა რომ მარიანას ამ მშვენიერ გრძნობას შენდამი, ზიზღი გაურიო? იცი რა რთულია ამ საშინელი გრძნობით ცხოვრება? -ყველაზე ნაკლებად ის მინდა რომ მე მას ვატკინო -მაგრამ არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ზიზღნარევი სიყვარული არ განაცდევინო! რა გინდა? გინდა რომ ყველაფერი საბოლოოდ გაანდადგურო?! -არა არ მინდა მე ის მიყვარს გაგიჟებით მიყვარს-ავარდა გაცეცხლები ბიჭი -მაშინ რატომ ცდილობ ძალდატანებით და იძულებით მის დაბრუნებას? ხომ იცი რომ ამას ვერ შეძლებ? ამით მხოლოდ იმას მიაღწევ რომ მასაც და შვილებსაც სამუდამოდ დაკარგავ ისევე როგორც მე, შენ და ქრისტინე დაგკარგეთ! -არ დავკარგავ, ამას არ დავუშვებ!-გადაჭრით უთხრა თორნიკემ და თვალებში ჩააცქერდა ურექციოდ მდგომ კაცს, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ რეზის ხმამ დაარღვია -გინდა რომ შენ შვილებმაც სხვა კაცს დაუძახონ მამა ისევე როგორც შენ? გინდა რომ მათთვის სრულიად უცხო, უცნობ ადამიანად იქცე ისევე როგორც მე შენთვის? -ეს არასდროს მოხდება ამას არ დავუშვებ! -თუ არ გინდა რომ ასე მოხდეს, მაშინ აზრზე მოდი, რეალობას თვალი გაუსწორე, შეწყვიტე საკუთარი თავის სიბრალური და შენს ცოლს წასვლის უფლება მიეცი... რომ ხელახლა დაიბრუნო- უკმაყოფილო ტონით უთხრა რეზიმ და მანქანის გასაღები ირაკლის შეაჩეჩა ხელში. სოფი საშინლად დაიძაბა როცა მარიანას ტელეფონის ეკრანზე თორნიკეს ნომერი გამოისახა -გინდა მე დაველაპარაკები? -არა-მაშინვე უარყო დის შეთავაზება გოგონამ და და ტელეფონს უპასუხა -მარიანა-გაისმა ბიჭის სუნთქვა აჩქარებული ხმა ყურმილს მიღმა-გთხოვ არ გამითიშო -რატომ მირეკავ? -მინდა რომ ვილაპარაკოთ -აზრს ვერ ვხედვ ჩვენი შეხვედრის და ლაპარაკის -მალე შენს კართან ვიქნები, გთხოვ გამოდი და ვილაპარაკოთ, სულ რამდენიმე წუთით -მე... არ ვიცი... -გთხოვ -კარგი-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და გაუთიშა -რა უნდოდა?-დაინტერესდა სოფი -აქ მოდის ჩემთან ლაპარაკი უნდა -რადგან შეხვედრაზე ვერაფრით დაგითანხმა გადაწყვიტა რომ სახლში დაგადგეს?- გაბრაზდა სოფი -კაი მე გავალ-გოგონამ ჟაკეტი მოიცვა და ქუჩაში გავიდა, სწორედ ამ დროს ზურამ გამოყენა მანქანა ავტოფარეხიდან და როგორც კი მარიანას ჰკიდა თვალი მაშინვე გააჩერა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მას და ინტერესით ჰკითხა -როგორ ხარ? -კარგად შენ? -როდის გამოგწერეს? -2 დღის უკან -მიხარია რომ შენც და პატარაც თავს კარგად გრძნობთ -მადლობა-ცივად გაუღიმა მარიანამ და ოდნავ უკან დაიხია რადგან საშინლად აღიზიანებდა მისი ზედმეტი სიახლოვე -კარგი მე წავალ-მოიღუშა ზურა როგორც კი მოსახვევში შემოვარდნილ თორნიკეს მანქანას ჰკიდა თვალი -კარგი, ნახვამდის-მშვიდი ტონით უთხრა მარიანამ და დაძაბული მზერა ზურას მაღალი სილუეტიდან ქმრის მანქანაზე გადაიტანა რომელიც ზუსტად მის ფეხებთან გაჩერდა რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. იმის მიუხედავად რომ თორნიკეზე საშინლად იმოქმედა ზურას დანახვამ როგორღაც თავს მოერია, მშვიდად გადავიდა მანქანიდან და ცოლს სწრაფად მიუახლოვდა, სრულიად გააზრებულად და გამიზნულად ტუჩის კუთხეში აკოცა და მკვლელი მზერა ესროლა მანქანით მიმავლა ბიჭს. -რას აკეთებ-გაბრაზდა მარიანა და ოდნავ უკან დაიხია -რა უნდოდა?-თავით მიანიშნა გაბრაზებულმა ბიჭმა აღელვებული გოგონა, მოსახვევიდან იმ წამს გაუჩინარებულ ზურას მანქანაზე -არაფერი-მკაცრი ტონით უპასუხა მარიანამ და ცოტა ხნის ფიქრის მერე მშვიდად დაამატა- უბრალოდ ვლაპარაკობდით რამე პრობლემაა? -არა რა თქმა უნდა, უბრალოდ დამაინტერესა- უკმაყოფილო ტონით უპასუხა თორნიკემ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ცოლს ამღვრეულ მწვანე სფეროებში -მართლა? რატომღაც გაღიზიანებული მეჩვენები-ცინიკური ტონით უთხრა გოგონამ და უფრო მჭიდროდ მიიკრო ტანზე უხეში მატერია -ცდები-გაუღიმა თორნიკემ და ხელისზურგი შეახო გაფითრებულ ლოყაზე ცოლს და თითები ნაზად მოუჭირა -რატომ მოხვედი? -მინდა რომ სასამართლოდან განცხადება დამოიტანო -შენ რაა-ავარდა მარიანა და უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან -დამშვიდდი პატარავ-ცინიკური ტონით უთხრა თორნიკემ და გაუღიმა- უბრალოდ მინდა რომ ეს საქმე უფრო სწრაფად, მარტივად და უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ -შენ რა გგონია რომ შეგირ... -არა! უბრალოდ მინდა რომ განცხადება ერთობლივად შევიტანოთ იუსტიციის სახლში, როგორც ადვოკატმა ამიხსნა ასე უფრო მარტივია განქორწინების პროცესი -შენ რა დამცინი-ავარდა მარიანა- გგონია სასამართლოდან მართლა გამოვიტან განცხადებას იმის იმედად რომ შენ ოდესმე იუსტიციი სახლში შენი ნებით გამომყვები განქორწინებაზე განცხადების შესატანად? -ჰო ასე მგონია იმიტომ რომ სწორედ ამას ვაპირებ -შენი არ მჯერა -არც ამის?-თორნიკემ ჯიბიდან დაკუნჭული დაწერილი განცხადება ამოიღო და გაუწოდა -რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები-ავარდა მარიანა როცა ფურცელს თვალი გადაავლო -ჩემს სიტყვას ვასრულებ რომელიც ბაკურიანში მოგეცი და გეყრები, მაგრამ იცოდე რომ ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა იმიტომ რომ მე შენ დღემდე გაგიჟებით მიყვარხარ და შენზე უარის თქმას არ ვაპირებ -თორნიკე იცი? ძალიან დმაღალა უკვე ამ ყველაფერმა- ცხვირი აეწვა აღელვებულ გოგონას და თავისდაუნებურად ცრემლები მოეძალა -ვიცი-მოიღუშა ბიჭი და სწრაფად მიუახლოვდა თვალებაწყლიანებულ გოგონას, მაშინვე მოხვია მძიმე ხელი მთრთოლარე მხერბზე და ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული-ვიცი ვიცი რომ გულს გტკენ და გამუდმებით ტკივილს გაყენებ -დაუჩურჩულა და ნიკაპზე ხელი მოჰკიდა თავი ააწევინა და ცრემლიან თვალებში ჩააცქერდა, ამღვრეული ჭაობისფერი სფეროებით- მაგრამ შევიცვლები გპირდები-ჩურჩულით უთხრა და საფეთქელზე აკოცა, მარიანაზე ისე საშინლად იმოქმედა ამ ყველფერმა რომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა, შემდეგ კი როცა აზრზე მოვიდა და დამშვიდება შეძლო ცივად მოშორდა ქმრის ცხელ სხეულს და უკან დაიხია -მე ხელახლა ვერ გენდობი, არ შემიძლია, ამიტომ მინდა თავიდანვე იცოდე რომ აზრი არ აქვს შენს მცდელობას... ოდნავადაც არ ვეცდები რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგეს... ასე რომ...ტყუილად ნუ გაირჯები და რაღაცის გამოსწორებას ნუ ეცდები... მე და შენ მაინც დავშორდებით... იცოდე, თუ პირობას არ შეასრულებ-ფურცელი ცხვირწინ აუფრიალა- განცხადებას სასამართლოში ისევ შევიტან! -ჩემს სიტყვას შევასრულებ გპირდები! -თორნიკე-მომაბეზრებლად უთხრა გაბრაზებულმა გოგონამ -არ მენდობი? -გიკვირს?-ავარდა გოგონა- იცი? უკვე დიდი ხანია შენი აღარ მჯერა... თუმცა ამჯერადაც გენდობი, რადგან იმედგაცრუების მოლოდინი იმდენად დიდია რომ მგონია სიტყვა რომ არ შეასრულო გული საერთოდ არ მეტკინება -შევიცვლები გპირდები -სევდიანად გაუღიმა თორნიკემ დაძაბულ ცოლს და ნიკაპზე ხელი აკრა-ექიმთან კონსულტაციაზე როდის მიდიხარ?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ჰკითხა და სწრაფად მიუახლოვდა დაბნეულ გოგონას -კვირის ბოლოს -მე წაგიყვან -არ მჭირდება-გაბრაზდა მარიანა და მზერა გაუსწორა -ვიცი რომ არ გჭირდება ჩემი დახმარება, უბრალოდ მინდა რომ შენი და ჩვენი პატარას გვერდით ვიყო, ასეთ მნიშვნელოვან დროს-უცნაური მზერით დააცქერდა ზემოდან სუნთქვა აჩქარებულ ცოლს და სწრაფად შეუცურა ცივი თითები პერანგის ქვეშ -თორნიკე -აღმოხდა სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას რომელსაც რაღაც საოცარმა გიჟურმა გრძნობამ ელექტრო დენივით დაურბინა მთელს სხეულში და გააჟრჟოლა -მხოლოდ ერთ გთხოვ თქვენთან ახლოს ყოფნის უფლება მომეცი-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა აღელვებულმა ბიჭმა სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს და მის ნაზ, თბილ კანზე გააცურა უხეში თითები, მარიანაზე ისე საშინლად იმოქმედა ამ შეხებამ რომ კარგა ხანს ვეღარ მოახერხა აზრზე მოსვლა, თუმცა ქუჩის ხმაურმა გონს მოიყვანა, ამიტომ სიტყვის უთქმელად გატრიალად და სახლში შევიდა. თორნიკემ სიტყვა შეასრულა და მარიანასთან ერთად შეიტანა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება იუსტიციის სახლში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.