შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან, თავი 2


1-12-2021, 18:08
ავტორი Impermeable
ნანახია 10 331

სულთნის ოჯახი 1780-1810 წლები:

სულთან მუსტაფა II
სულთნის იქბალი, შემდგომში ცოლი - მიჰრიშაჰ სულთანი
შვილი - შეჰზადე სელიმი (სელიმ მესამე)

სულთან აბდულჰამიდ I - ძმა მუსტაფასი.

აბდულჰამიდის იქბალი, შემდგომში ცოლი ნაქშიდილ სულთანი

შეჰზადე მუსტაფა (მუსტაფა IV) სხვა ცოლისგან.

შეჰზადე მაჰმუდ (მაჰმუდ I) - აბდულჰამიდისა და ნაქშიდილ სულთნის უფლისწული

თავი 2
გზა ფაითაჰთამდე


1808 წელი, ისტანბული, ესქისარაი, ძველი სასახლე


ნაქშიდილ სულთანი (შეჰზადე მაჰმუდის დედა) სასახლის ბაღში მოუთმენლად სცემდა ბოლთას, ღამისთევით დაღლილს ყირმიზ სახეზე თვალის უპეები ჩაშავებოდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა შუბლის ნაოჭები დატყობოდა მოქუფრული იერს, რომელსაც მხოლოდ ახლოს მდგომი სეფექალები თუ შეამჩნევდნენ. განთიადი ნელ-ნელა მოიპარებოდა ისტანბულის ზეცას და ნათელ ფერებს ჰფენდა ახლადაყვავებულ ბაღს, თუმცაღა თითოეულ ახლადმოფენილ მზის სხივზე შეჰზადის მიმართ შფოთი უფრო და უფრო ღრმავდებოდა დედის გულს...


მას შემდეგ, რაც სულთანყოფილმა სელიმ მესამემ სასახლეში უმცროსი ძმა იხმო, მოსვენება დაჰკარგა. მიუხედავად იმისა, რომ სელიმი მაჰმუდის ბიძაშვილი გახლდათ, უმცროს ძმასავით ჰყავდა, თავისი გეგმებისა და საიდუმლოებების მოზიარედ ექცია, მათ შორის საიდუმლო აჯანყებისაც, რაც დიდწილად მიჰრიშარ ვალიდედყოფილ სულთნისა (სულთან სელიმ მესამეს დედა) და ნაქშიდილის უწინდელი ურთიერთობის დამსახურება იყო. რომ არა ეს საბედისწერო ურთიერთობა ორ წარმოშობით გურჯ ქალბატონს შორის, ვინ იცის, როგორი ბედი ექნებოდა და ერქმეოდა თუ არა დღეს ნაქშიდილ სულთანი, დედა შეჰზადე მაჰმუდისა და უკანასკნელი ცოლი განსვენებული ფადიშაჰ აბდულჰამიდ პირველისა.


ვინ იცის უკვე მერამდენედ დასჩემდა მოგონებების მორევში გარდასულს გახევებულად დგომა. ამ დროს მასთან მიკარებას ვერც ქალფები და ვერც სეფექალნი ბედავდნენ. ბოლოდროინდელ მოვლენებს კი ისევ იქ შორეულ წარსულში მიჰყავდა, როცა როგორც გურჯმა გურჯი, თავის მფარველობის კალთის ქვეშ შეიფარა გზააბნეული მოზარდი გოგონა მესხეთიდან, სახელად აიმე მიჰრიშარმა. თვალთწარმტაცი მიჰრიშარი, მღვდლის შვილი, რომლის ანგელოზისებრ სახეზე ოსმალეთს ლეგენდები დასდიოდა, აბდულ ჰამიდ I-ის უფროს ძმას სულთან მუსტაფა მესამეს საქართველოდან ძღვნად მიჰვარეს ათას შვიდას სამოცდა ერთ წელსა. სწორედ განსახვავებული სახის გამო უწოდეს გოგონას მიჰრიშაჰი - რაც პირბადრს ნიშნავს. უკვე სულთნის ფავორიტი გამხდარიყო ერთ დღესაც, როცა ჰარემის ახალ ბინადართ შორის დაბნეულ თვალება გოგონა აიმე იხილა და მისი გურჯობის შესახებ შეიტყო, მაშინვე თანაგრძნობით განიმსჭვალა და თავის თავს აიღო გოგონას აღზრდა. აიმე მისთვის ის ერთადერთი ხავსი იყო, რომლითაც წინაპართა ფესვებს ეჭიდებოდა, მშობლიურ ენაზე საუბრობდა და ნოსტალგიას ივსებდა. სწორედ მისი წყალობით აიმე, შემდგომ ნაქშიდილად წოდებული პირველი გოგონა იყო ჰარემიდან, რომელმაც განათლება საფრანგეთში მიიღო. მოგვიანებით, სწორედ მისი საფრანგეთში ყოფნა დაედო საფუძვლად უამრავ ლეგენდას, თითქოსდა იგი ნაპოლეონის ჟოზეფინას დისშვილიშვილი აიმე დე რივიერა ყოფილიყოს, ეს ლეგენდები არაერთგზის იქნა გამოყენებული ოსმალი სულთნების მიერ საფრანგეთთან სავაჭრო, სამხედრო თუ ეკონომიკური ურთიერთობების დასარეგულირებლად. სწავლის დასრულებისთანავე გოგონა მარტინეკზე გაემგზავრა, სადაც მეკობრეებმა შეიპყრეს და საჩუქრად ალჟირის ბეგლარ ბეგ მეჰმედ ფაშას მიჰგვარეს. როგორც კი ფაშამ აიმეს წარსული შეიტყო მაშინვე ფაითაჰთს (ისტანბული, სატახტო ქალაქი - ავტ) დააბრუნა, სადაც სულთნად უკვე აბდულ ჰამიდ I აღზევებულიყო.


სწორედ მიჰრიშაჰის კარზე იხილა პირველად ნაქშიდილი სულთნის უმცროსმა ძმამ, აბდულ ჰამიდმა, რომელიც მრავალი წლით გახლდათ გოგონაზე უფროსი, თუმცა მიუხედავად წელთა სხვაობისა, ერთი ნახვითვე გულში ჩაუვარდა. ფაშას მხრიდან წლების მერე დაკარგული გოგონას ძღვნად მირთმევამ ერთი-ორად აუშალა საღერღელი უკვე მბრძანებელს. გახარებულმა ფაშა უხვად დაასაჩუქრა. ბევრს ეცადა მიჰრიშაჰი გოგონას დახსნას, მაგრამ ამაოდ, სულთანმა აიმეს ნაქშიდილ უწოდა, ჯერ ხარჭად დაისვა, შემდგომ კი უკანასკნელ ცოლად. სწორედ ამ დროს აირია ურთიერთობა ორ გურჯ ქალს შორის. სასახლის კარის ინტრიგებით ჯერ მიჰრიშაჰი დაარწმუნეს, რომ სულთანს ნაქშიდილი გოგონას ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდა ხარჭად დასმული, თავის მხრივ კი ნაქშიდილს დააჯერეს, რომ მიჰრიშაჰი მათ დაშორებას სცდილობდა. რა უწყოდა აღმზრდელმა, თუ უკანასკნელი სიყვარულით აღვსილი აბდულჰამიდი ისეთ დათმობებზეც კი წავიდა, რაზეც თავად ვერც იოცნებებდა. სულთანმა გულისწორს ქრისტიანული აღმსარებლობა შეუნარჩუნა და უფლება მისცა ეკლესიაში ელოცა. ეს გამონაკლისი არც მანამ, და არც შემდგომ ოსმალეთს არ განმეორებულა. ქრისტიანთყოფილთათვის მანამ და შემდგომაც ერთადერთი ალტერნატივა სუფიზმის მიმდევრობა იყო, რომელიც თავისი მსოფლმხედველობით ფილოსოფიური ხედვა უფრო გახლდათ, ვიდრე დოგმატური რელიგია, რაც ფორმალურად ისლამის მიმდევართწოდებულს თავისუფალი ლოცვის საშუალებას აძლევდა. მართლაც, გურჯი ხათუნიდან მოყოლებული მიჰრიშაჰამდე, ყველანი სუფიზმის გულმხურვალე მიმდევრებად ქცეულიყვნენ, მხოლოდ ნაქშიდილმა მოახერხა პირველსახად ქრისტიანული მრწამსის შენარჩუნება. მეტიც, სწორედ ნაქშიდილი იყო ჰურემ სულთნის შემდგომ პირველი ქალსულთანი, რომლის ხილვაც პირისპირ არასაჭურისმა მამაკაცმა შესძლო, რათა პორტრეტი დაეხატა. იმდენად დიდი იყო ფადიშაჰის სურვილი, ქალის ხატება მუდამ წინ ჰყოლოდა, უფლება მისცა ორგზის საათობით მდგარიყო უცნობი მხატვრის წინაშე და მისი სილამაზე ტილოზე უკვდავეყო.


იხსენებდა ნაქშიდილი ძველ მოგონებებს და მოქუფრულ სახეს ცრემლები უსველებდა. ისევ მოგონებებში გადაშვებული ცდილობდა მოლოდინის უსასრულო წამების ხმლებით განგმირვას. რას იფიქრებდა, რომ მისი ბედნიერება ასე ხანმოკლე იქნებოდა? აქ მისი აზრით, ყველაზე საიმედო თავშესაფარშიც კი დაცულად ვეღარ იყო ვერც ის და ვერც უფლისწული. ახლაც გუშინდელივით ახსოვდა ყველა ის განცდა და ტკივილი, აბდულჰამიდის გარდაცვალებისა და სელიმის ტახტზე ასვლისთანავე სასახლის კარის ინტრიგებით რომ გარდაიტანა და ესქისარაიში გამოქცევა აიძულა სამიოდე წლის უფლისწულ მაჰმუდთან ერთად, რადგანაც სწორედ ძველ სასახლეში შეძლებდა ყველაზე მთავრის, უფლისწულის სიცოცხლის უფლების დაცვას. ვერც მიჰრიშაჰმა შეძლო მისი გადარწმუნება და დღესაც მტკიცედ სჯეროდა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.


ერთი წლის წინ, ათას რვაა შვიდსა წელს იანიჩართა აჯანყებით სულთან სელიმ მესამე გადააყენეს რეფორმატული იდეების გამო და ტირანი მუსტაფა IV დასვეს ფადიშაჰის ტახტს. მას მერე მოსვენება დაჰკარგეს გურჯმა დედებმა. ყოველწამს ელოდა სელიმი სიკვდილს, ამიტომ იანიჩრების ნაწილის ისევ გადმობირება და ტახტზე დაბრუნება ჰქონდა განზრახული, რაშიც მოკავშირეობას ახალგაზრდა უფლისწულ მაჰმუდს სთხოვდა. უწყოდა რა ეს ყოველივე, ნაქშიდილ სულთანს შიშით თავზარი ეცემოდა. სელიმი ხომ ამით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ბიძაშვილსაც აგდებდა საფრთხეში.

მშფოთვარე ფიქრებიდან ცხენთა ფლოქვების ხმამ გამოაფხიზლა. საჭურისებმა საჩქარობლად მოიტანეს შირმა და სულთნის წინ აღმართეს. მხოლოდ სასახლის აღა საჭურისებს შეეძლოთ სულთნის სახის ხილვა შირმის გარეშე. მალემსრბოლმა მაცნემ აღას ბრინჯაოს მოჩუქურთმებულ საგრაგნილეში დაცული წერილი გადასცა, აღამ კი თავის მხრივ ნაქშიდილ სულთანს მიაწოდა.


ხელებაკანკალებულმა ძლივსძლივობით გახსნა გრაგნილი და წერილზე არაბული ასოებით საჩქარობოდ გამოყვანილ ნაწერს თვალი შეავლო:


ბრძანებელმან ამა ქვეყნისა, დიდმა ფადიშაჰმა მუსტაფამ სულთანთყოფილ სელიმ მესამეს სული ყოვლისშემძლე ალაჰს მიაბარა და ზეციურ სასუფეველში წარგზავნა.


არაა - გულსაკლავად ამოიხრიალა სულთანმა. - მაჰმუდი? ჩემი შეჰზადე სად არის? ნუთუ ისიც?... -ხმა აუკანკალდა და რომ არ იქვე მდგომი აღები, მდელოზე ჩაიკეცებოდა.


- დიდო სულთანო, ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ შეჰზადე ჯანყის დროს სასახლეში არ აღმოჩნდა. არ ვიცით ამჟამად სადა ბრძანდება, მაგრამ ალაჰის ნებით გაქცევა მოახერხა.


- მადლობა ღმერთს. აღა, სასწრაფოდ მსტოვრები წარგზავნე, უცილობლოდ ველი უფლისწულზე ამბავს და ნუ გამაწბილებთ.


თავადაც საჩქარობოდ დაიწყო მომზადება წასასვლელად. ის ის იყო, სასახლის კარიდან გასვლას აპირებდა, რომ აღებმა შეაჩერეს.


- სულთანო, შეჰზადე გეახლათ და თავის მოსასვენებელში გელოდებათ.


თითქოს ისევ თოთხმეტიოდე წლის გოგონა ყოფილიყოს, ფრთებშესხმული გაფრინდა ერთადერთი შვილისკენ. შიგნით შესულმა რომ გულისა და თვალის ჩინი მწოლიარე და აქიმებით გარშემორტყმული იხილა, უმალ დაავიწყდა ეტიკეტი და მსწრაფლ მიეჭრა უფლისწულს.


- ვალიდე, თქვენს ლოცვას ნუ მომაკლებთ, ალაჰი იყოს ჩემი შემწე ფადიშაჰის განსავლელ გზაზე


- შვილო, ჩემო ერთადერთო და ძვირფასო უფლისწულო, რას ამბობთ, როგორ თუ ფადიშაჰის? აქ რად სწევხართ, რა დაგმართნიათ?


- თვალებიდან ცრემლები განიქარვეთ დედა. დასრულდა არამი მრავალწლიანი. ალაჰმა თვისი რისხვა დაატეხა ბრძანებლის თავს და იანიჩრებმა დაასრულეს მისი პირსისხლიანი მმართველობა. სულის განტევებამდე მოუსწრია და ძმა სელიმი გაუყენებია ჯანათის გზას. ახლა ფაითაჰთი მე მელოდება. თოფ ქაფის სასახლე ცეცხლის ალში გაეხვა, ამიტომ იქ მაშინვე დავბრუნდებით, გულმოწყალე ალაჰის ნებით, როგორც კი ძველი იერი დაუბრუნდება, ჩემის გათვლებით, რამდენიმე კვირა დაცდა მოგვიწევს.


- ალაჰმა დაგვიფარა. ღმერთმა ხანგრძლივი და მშვიდობიანი მმართველობა მოგცეს, ალაჰმა დალოცოს შენი გზა ფაითაჰთამდე. - შუბლზე ეამბორა თავისწულს და მსწრაფლვე დაამატა: აქ რატომ სწევხარ? სასახლეს თავი რა მანქანებით დააღწიე?


- ვალიდე, სასახლეში ჯანყი რომ ასტყდა, მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა და იმ საიდუმლო გვირაბისკენ დავიძარი რაჰმეთლი სელიმმა რომ მიმასწავლა. ალაჰმა განანათლოს, სამწუხაროდ თავად ვერ მოასწრო და ფადიშაჰის ჯალათებს ჩაუვარდა ხელთ. გზად აჯანყებულებმა გადამიჭრეს და ჩემს მოხრჩობას შეეცადნენ, სწორედ ამ ბრძოლაში თავი კი დავიხსენი, მაგრამ ფეხში დავიჭერ. გვირაბში გზას ვეღარ ვიგნებდი, სულთამხუთავი ალი მეწეოდა, სწორედ ამ დროს არსაიდან, თითქოს ალაჰმა წარმოგზავნა, ყმაწვილი გოგონა აღმოჩნდა გვირაბში, თქვენს ენაზედ მოუბარი, იქედან გასვლაში დამეხმარა, მერმედ მეთევზეთა ნავში ერთად დავემალენით მომხვდურს, მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს საღ-სალამათსა მხედავთ.


უცნაურმა დეჟავიუს გრძნობამ თავიდან ფეხრთით დაუარა ნაქშიდილ სულთანს. ისევ გზა აბნეული გურჯი გოგონა, რომელიც ეშმაკისა თუ ალაჰის მანქანებით ფაითაჰთს მოვიდა.


- ის გოგო სად არის? მსურს ძღვენი ვუძღვნა და მადლობა გადავუხადო თქვენი გადარჩენისთვის.


- გონწასული მოვიყვანე და ქალფებს გადავეცი. ვალიდე, თუ თქვენი ნებაც იქნება, გოგონა აქ დარჩეს, სავარაუდოდ ჰარემშიც ახალი მისულია და ბევრი აქაური ყოფისა არრა ესმის რა. როდესაც თოფქაფის სასახლეში გარდავინაცვლებთ, გოგოც თან გავიყოლოთ.


- უფლისწულო, ვგონებ, ის გოგო გულში ჩაგივარდათ. თქვენს ქალებს უფრთხილდი, არ ეპიტნავებათ ამ ამბის შეტყობა, მეტადრე ნევფიდანს, რომელიც მემკვიდრეს ელოდება და მეტად მგრძნობიარე გახლავთ. ჰოშიარიც გაითვალისწინე, მამიდა ბეიჰან სულთანი თანახმაა შვილობილი ცოლად გამოგაყოლოს, ერთ წელში უსრულდება სიმწიფის ხანა.


- რას ბრძანებთ, ვალიდე, გოგოს სახელიც კი არვიცი. მეტადრე ჯერ სულ ქორფაა, ათ თორმეტი წლისა იქნება. იმედს დავიტოვებ, რომ თქვენს მფარველობას არ მოაკლებთ.
ჩაფიქრებულმა დატოვა უფლისწულის ოთახი ნაქშიდილ სულთანმა. მისი მრავალწლიანი დარდი სევდანარევი სიხარულით შეცვლილიყო, უფლისწული ამიერიდან ფადიშაჰი, სრულიად ოსმალეთის ბრძანებელი გამხდარიყო, თავად კი ვალიდე სულთანი, მაგრამ ახსენდებოდა რა სასახლის კარის ინტრიგები, შიში ობობას მარწუხებივით ედებოდა გულს.


ჯერ აქიმებს დაწვრილებით გამოჰკითხა უფლისწულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გულდამშვიდებულმა კი ახლადმოყვანილი გოგონას გასინჯვაც ბრძანა.


საღამო ხანს აქიმებმა შეატყობინეს, რომ გოგონა გონს მოვიდა, მაგრამ არც სახელი, არც გვარი და არც რაიმე ნიშანი წარსულის ცხოვრებისა არ ახსოვდა, მოგონებები უკვალოდ გამქრალიყვნენ. სასახლეში კაცნი გაგზავნეს რომ გოგონას ვინაობა დაადგინონ.


ასრეთ სჯობს, ასრეთ უფრო შეითვისებს ჰარემის წესებს. გოგონა მომგვარეთ.


***


გონს უცხო ალაგას მოველ. დიდრონი კედლები და ფარდაგები მახვედრებდნენ, რომ უბრალოდ თავშესაფარი არ იყო, არ ვიცი ვინ ვარ, საიდან მოველ. გურჯი ვყოფილვარ, მათ ენაზე მოუბარი. ჩემთან კოხტად მორთული კეთილთვალება ქალბატონი შემოვიდა. შემოსვლისთანავე ყველა თავები დაჰხარა, მშვიდად გამომკითხა ვინაობა. ბეზმიალემ მიწოდა, და მითხრა, რომ ამიერითგან ჩემზე იზრუნებს.


***


- ამიერითგან გოგონას აღზრაზე მთავარი ქალფა იზრუნებს. სჯობს ესქისარაიში დარჩეს.


- როგორც ინებებთ, დედა სულთანო, მაგრამ, ბრძანებელმან ხომ ბრძანა, რომ გოგონა თან ვიახლოთ - მორიდებით გაბედა შეპასუხება აღამ და მაშინვე თავი დაჰხარა.


- აქ უსაფრთხოდ იქნება სიმწიფის ასაკამდე, მერმეთ კი ბრძანებელმან განსაჯოს მისი ბედი. - ქვასავით მტკიცე იყო სულთანის ბოლო სიტყვა, იმდენად, რომ ვერც აღამ ვეღარ შეჰკადრა შეპასუხება და თავდახრილი გაეცალა.


***
სასახლეში დილიდან ფუსფუსებდნენ. დღეს დიადი დღეა. ბრძანებელი, ვალიდე სულთანი და ჰარემის ბინადარნი თოფ ქაფის სასახლეში მიემართებიან. სიხარულით შევკარი, რაც რამ გამაჩნდა, მათ შორის ბორდოსფერი ხავერდის კაბა, ნაქშიდილ სულთანმა რომ მიძღვნა ბრძანებლის გადარჩენისთვის. აქ ყველა თბილად მექცევა, მიუხედავად მოგონებების არ არსებობისა, ყველამ უწყის, რომ ბრძანებელი ხანძარს გადავარჩინე. სამხურად, ჩემმა თვალებმა ვერ იხილეს მისი უდიდებულესობა, როგორც გოგონები ამბობენ პირმშვენიერია. ალაჰ, მაპატიე რომ ამგვარ ფიქრებსა ვბედავ, მაგრამ ვოცნებობ ერთ დღეს მეც გავხდე მისი ხილვისა. იქნებ ეს დღეს იყოს?


როცა გოგონები ერთ რიგად დავეწყვეთ, ქალფამ თავისთან მიხმო.


- ბეზმიალემ, შენ ესქისარაიში რჩებ.


- ქალფა, გთხოვთ, მეც მიახლეთ, მე ხომ ბრძანებელი....


სიტყვა მწარედ გაწნულმა სილამ შემაწყვეტინა.


- შენ ვინ ხარ, რომ ბრძანებლის სახელის ხსენებას ჰბედავ. თუ სასჯელს არ ელი, აქედან ფეხი არ მოიცვალო, არც სარკმელში გამოხედვა გაჰბედო.


გახევებული ვიდექი, სანამ სასახლე ნელ-ნელა იცლებოდა მოფუსფუსე ბინადართაგან და ვერ ამომეხსნა, რით დამემსახურებინა ალაჰისა თუ ქალფის რისხვა.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია გააგრძელე

 


№2  offline წევრი Impermeable

《Sunshine》
ძალიან კარგია გააგრძელე

დიდი მადლობა რომ მომყვებით <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგი თავი იყო ერთადერთი იმედია ამდენ სახელს დავიმახსოვრებთ ჯერ კარგად ვერ მივხვდი ვინ ვინაა. წარმატებები

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნინი
ძალიან კარგი თავი იყო ერთადერთი იმედია ამდენ სახელს დავიმახსოვრებთ ჯერ კარგად ვერ მივხვდი ვინ ვინაა. წარმატებები


მადლობა <3 შემდეგ თავებში უკვე იმდენად ხშირად განმეორდება მთავარი მოქმედი გმირების სახელები რომ დაიმახსოვრებთ <3

 


№5 სტუმარი Ello

დიდი ხანია 4love.ge ზე ისტორიები აღარ წამიკითხავს გარკვეული მიზეზების გამო... ერთხელაც მაინც შემოვიჭყიტე, პირველი თავი ახალი დადებული გქონდა და გადავწყვიტე წამეკითხა... ახლა ისევ დამოკიდებული გავხდი ამ საიტზე... ჩემი ბევრი საყვარელი ისტორია კვლავ წავიკითხე და ის ემოციები ხელახლა გამოვცადე ამქვეყნად ყველაზე მეტად რომ მიყვარს... მადლობა შენ ამისთვის... ამ ისტორიაზე სხვას ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ განსხვავებული და განსაკუთრებულია... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს????❤❤❤❤

 


№6  offline წევრი Impermeable

Ello
დიდი ხანია 4love.ge ზე ისტორიები აღარ წამიკითხავს გარკვეული მიზეზების გამო... ერთხელაც მაინც შემოვიჭყიტე, პირველი თავი ახალი დადებული გქონდა და გადავწყვიტე წამეკითხა... ახლა ისევ დამოკიდებული გავხდი ამ საიტზე... ჩემი ბევრი საყვარელი ისტორია კვლავ წავიკითხე და ის ემოციები ხელახლა გამოვცადე ამქვეყნად ყველაზე მეტად რომ მიყვარს... მადლობა შენ ამისთვის... ამ ისტორიაზე სხვას ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ განსხვავებული და განსაკუთრებულია... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს????❤❤❤❤

უღრმესი მადლობა, ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებს ეს ემოცია. უდიდეს სტიმულს მაძლევს. ახალი თავი უკვე ავტვირთე და წესით მალე გამოჩნდება. აქვე თუ აღმოსავლური თემატიკა გაინტერესებს ჩემს წინა უკვე დასრულებულ ისტორიას სასრულეთს გირჩევ. ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

ხოომ, ჩემთვის ძველებური ქართული გამოთქმებით ისტორიის კითხვა ცოტა უცნაური იყო, მაგრამ საინტერესო. თოფ ქაფის სარაია ძალიან მომწონს თავისი კოშკებით და სხვა დამატებითი შენობებით. მანდ გულიჰანის ბაღია, სადაც ხშირად სეირნობდნენ ხოლმე სულთნები, ნუ მოკლედ ყველაფერი მშვენიერია ამ სასახლეში.
ახალ რაც შეეხება თვითონ ისტორიას და პერსონაჟებს. დიდი ეჭვი მაქვს ფადიშაჰმა ბეზმიალემის დატოვების გადაწყვეტილება მოიწონოს, იმედი მაქვს შემდეგ თავში დავინახავ მის რეაქციას ამ ამბავზე.
მშვენიერია, წარმატებები❤️❤️

 


№8  offline წევრი Impermeable

sabah alkhyr
ხოომ, ჩემთვის ძველებური ქართული გამოთქმებით ისტორიის კითხვა ცოტა უცნაური იყო, მაგრამ საინტერესო. თოფ ქაფის სარაია ძალიან მომწონს თავისი კოშკებით და სხვა დამატებითი შენობებით. მანდ გულიჰანის ბაღია, სადაც ხშირად სეირნობდნენ ხოლმე სულთნები, ნუ მოკლედ ყველაფერი მშვენიერია ამ სასახლეში.
ახალ რაც შეეხება თვითონ ისტორიას და პერსონაჟებს. დიდი ეჭვი მაქვს ფადიშაჰმა ბეზმიალემის დატოვების გადაწყვეტილება მოიწონოს, იმედი მაქვს შემდეგ თავში დავინახავ მის რეაქციას ამ ამბავზე.
მშვენიერია, წარმატებები❤️❤️


გულიჰანის ბაღი აქტიურად გამოჩნდება შემდეგ თავებში ❤️. ბევრს ვფიქრობდი თანამედროვე სტილით დამეწერა თუ არა, ბოლოს ისევ არჩევანი 18-19 საუკუნის სასაუბროზე შევაჩერე უფრო ცხადად რომ შეიგრძნოს მკითხველმა ის პერიოდი, რომელშიდაც მოქმედება ვითარდება. მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent