სიყვარული გრძნობების გარეშე (IIნაწილი) 16 თავი
გეგამ მაგიდაზე დადებული შავი ღვინის ბოთლი გახსნა და ჭიქები ბოლომდე შეავსო, შემდეგ კი საყვარელ ქალს გაუწოდა, ქეთიმ მაშინვე გამოართვა და ცოტა მოსვა. გეგამაც დალია და გამომცდელი მზერით მიაჩერდა დაბნეულ ქალს რომელიც ძალიან ცდილობდა შინაგანი შფოთვა და ღელვა არ დასტყობოდა -კიდევ დალევ?-გამაყრუებელი სიჩუმე გეგას მშვიდმა ხმამ გაკვეთა, თუმცა დაძაბული ქალი მაინც შეკრთა -არ მინდა-იაუარა ქეთიმ და თითქმის ნახევრად დაცლილი ჭიქა ტუჩებთან მიიტანა -დალიე მოდუნდები!-რაღაც მბრძანებლური ტონით უთხრა გეგამ და ბოთლით ხელში ნელა მიაუხლოვდა ერთადგილას მიყინულ ქალს, ჭიქა ბოლომდე შეუვსო და გაუღიმა -გეგა-აღმოხდა საყვარელი მამაკაცის სახელი გარინდებულ ქალს რომლის დახშული გონება ამ წამებში საერთოდ ვერავისზე და ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა -ქეთი-გაეცინა გეგას მის ქცევაზე და ლამის ხელებში შემოფშვნილი ჭიქა სწრაფად გამოართვა, მაგიდაზე უხომდ დადო და წელზე ძლიერად შემოაჭდო ძლიერი ხელები- მეჩვენება თუ დაძაბული ხარ?- ინტერესით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში -შეიძლება ასეც ითქვას-გულწრფელად უთხრა ქეთიმ და სავდიანად გაუღიმა, რატომღაც ძალიან აფორიაქებული იყო ამ ყველფერის გამო -გინდა წყალს მოგიტან? -ამჯერად ალკოჰოლი მირჩევნია -გულწრფელად უთხრა ქეთიმ და ღვინის ჭიქაზე მიანიშნა, გეგას გაეცინა და მაშინვე გაუწოდა, შესაბამისად ქეთის ეს რამდენიმე წუთიანი დაძაბულობა და დაბნეულობა მალევე გაქრა ზედიზედ დალეული რამდენიმე ჭიქა ღვინის მერე, რამაც გეგა ცოტა არ იყოს და გააკვირვა, თუმცა არ შეიმჩნია და თავად ზომიერად განაგრძო ალკოჰოლის მიღება... უცნაური განცდა ჰქონდა ქეთის, თან ბედნიერი იყო და აღფრთოვანებული გეგასთან განმარტოვებით, თან ძალიან დაბნეული და დათრგუნული, უკვე თავადაც ვეღარ ხვდებოდა რეალურად რას გრძნობდა და განიცდიდა ამ ყველაფრის გამო. გეგა რა თქმა უნდა გრძნობდა, რომ მასთან პირისპირ მარტოდ დარჩენილი ქეთი ძალიან ღელავდა , მაგრამ ოდნავადაც არ იმჩნევდა ამას და ძალიან მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე, სასიამოვნოდ განაგრძობდა მასთან გადამწყვეტი საღამოს გატარებას. -ქეთი-დაიწყო გეგამ კარგა ხნის სიჩუმის და ფიქრის მერე და გვერდით მჯდომ გარინდრბულ ქალს მხარზე მიაწება ცხელი ტუჩები, ქეთის უნებურად გააჟრჟოლა მის ამ მოულოდნელ შეხებაზე და მომღიმარი სახით მიჩერდა კაცს - მინდა რომ ჩემთან დარჩე და ჩემი გახდე-გამომწვევი ტონით უთხრა კაცმა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა საყვარელ ქალს, ცისფერ, დანისლულ თვალებში -გინდა რომ ამაღამ შენთან დავრჩე?- ჩაეკითხა ქალი და სახე ზედმეტად მიუახლოვა ირონიულად მომღიმარ კაცს -ამაღამ?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა აღელვებულ ქალს და ქვედა ტუჩზე ნაზად აკოცა- გგონია ახლა დარჩენას თუ მოინდომებ, ოდესმე ჩემგან წასვლის უფლებას მოგცემ? -და თუ მაინც წასვლას მოვინდომებ?-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ქეთიმ და ინტერესით ჩააცქერდა თვალებში -არ გაგიშვებ!-დამრწმუნებით უთხრა გეგამ და სანამ აღელვებული ქალი აზრზე მოვიდოდა ტუჩებზე დააცხრა...ქეთიმ მაშინვე თმებში შეუცურა თლილი თითები და კიდევ უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ მისი მხურვალე სხეული, შესაბამისად გეგამ მაშინვე დაკარგა აზროვნების უნარი და კიდევ უფრო მეტი ჟინით, გრძნობით, ვნებით, სიყვარულით და სიგიჟით დაუწყო კოცნა საყვარელ ქალს წითელ ვნებიან ტუჩებზე და მხოლოდ ერთხელ მისცა ამოსუნთქვის საშუალება და მაშინ როცა ქეთიმ საბოლოოდ დაკარგა თავი მოულოდნელად ცივად მოშორდა მისი შეხებით და შეგრძნებით თავდავიწყებაში გადავარდნილ ქალს და ფეხზე წამოდგა, ქეთიმ გაოგნებული სახით ახედა ირონიულად მომღიმარ კაცს რომელმაც ხელი გაუწოდა, გაკვირვებულმა ქალმა მაშინვე ჩაკიდა და მისი სურვილის შესაბამისად ფეხზე წამოდგა, გეგა ზედმეტად მიაუახლოვდა სუნთქვა შეწყვეტილ ქალს დ ათვალებში ჩააცქერდა -ქეთი გიყვარვარ?-ინტერესით ჰკითხა -სიცოცხლეზე მეტად-დაუფიქრებლად უპასუხა ქალმა და ზედმეტად მიუახლოვდა მის მხურვალე სხეულს -შენ ეს კითხვა არასდროს დაგისვამს ჩემთვის- კმაყოფილი ტონით უთხრა გეგამ და გაეღიმა -ასეა-დაეთანხმა ქეთი -რადგან მე შენს გიჟურ სიყვარულს ყოველ წამს ვგრძნობ -იმიტომ რომ ზუსტად იცი დანახვის წამიდან გაგიჟებით მიყვარხარ დღემდე და ეს გრძნობა ოდნავადაც არ შეცვლილა მთელი ჩვენი 28 წლიანი განშორების მიუხედავად- ქეთიმ არაფერი უპასუხა მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა- სწორედ ამიტომ, ჩემს სიყვარულში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს- მკაცრი ტონით უთხრა გეგამ და უხეში თითები თმებში ნაზად შეუცურა, ამ დროს ქეთიმ ქვედა ტუჩზე აკოცა და გაონებული სახით დააცქერდა ოდნავ უკან დახეული მამაკაცის ხელში მოქცეულ, გახსნილ წითელ კოლოფს, რომელშიც მოთავსებული ოქროს ბეჭდის პაწაწინა ბრილიანტის თვლები საოცრად ბრჭყვინავდა ღამის სანათის სუსტ სინათლეზე-ქეთი-დაიწყო კაცმა უემოციო ტონით და როგორც კი ქალმა მზერა გაუსწორა მშვიდად ჰკითხა- ცოლად გამომყვები?- ამ დროს ვეღარ გაუწია სათანადო წინაადეგობა აღფრთოვანებულმა ქალმა მოწოლილ გიჟურ ემოციებს და ცრემლები გადმოუცურდა მხურვალე კანზე- ქეთი-მოიღუშა გეგა მის დაბნეულობაზე და წამში დაფარა მათ შორის არსებული ის მინიმალურო მანძილი, რომელიც ახლა ამ წამს მისთვის კილომეტრებს ნიშნავდა და წელზე სწრაფად შემოაჭდო ძლიერი ხელი, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი აკანკალებული სხეული და თვალებში ჩააცქერდა -გამომყვები თუ არა!- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ხელში ბეჭედ შერჩენილმა და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეახო -რა თქმა უნდა-როგორც იქნა აზრზე მოვიდა ქალი და კისერზე შემოხვია ორივე ხელი -გეგა უზომოდ ბედნიერი ვარ -ჩურჩულით უთხრა და როგორც კი საყვარელი მამაკაცის ვნებიანი ტუჩები ყელზე მიეწება თვალები ოდნავ მილულა და თავი უკან გადასწია, მაგრამ გეგა ამჯერადაც ცივად მოშორდა მის სხეულს და ბეჭედი უემოციო სახით ამოიღო კოლოფიდან, აღელევბული ქალის აკანაკალებული ხელი ხელში მოიქცია და ბეჭედი გაუკეთა -ამ წამიდან ჩემი საკუთრება ხარ-მკაცრი ტონით უთხრა ბედნიერებისგან თაველგაბრწყინებულს ქალს და მოულოდნელად ტუჩებზე დააცხრა, სანამ თავგზააბნეული ქეთი აზრზე მოვიდოდა და გაიაზრებდა რომ ხელზე გეგას ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა იმიტომ რომ ახლახანს მას ცოლობაზე დასთანხმდა უკვე საძინებელში იყო მის მკლავებში მომწყვდეული -ჯანდაბა ქეთი მაგიჟებ-უმისამართოდ დაიჩურჩულა გეგამ და ცხელი ვნებიანი ტუჩები ყელისკენ ჩააცურა, ამ დროს ქეთი ოდნავ დაიძაბა და დაიბნა, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი, და ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელი იყო, მაგრამ უსიამოვნო ფიქრები უმისამართოდ გაიფანტა სივრცეში როცა გეგამ საწოლზე ფრთხილად გადააწვინა და ზემოდან მოექცა -ქეთი ძალიან მიყვარხარ- ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა თვალებში -ვიცი და მეც- ნაწყვეტ-ნაწყვედ უპასუხა სუნთქვა აჩქარებულმა ქალმა და ანაკნაკებული თითები თმებში ნაზად შეუცურა -მჭირდები-გამომწვევი ტონით უთხრა გეგამ და დამდენიმე წამის განმავლობაში უმოქმედოდ დააცქერდა ზემოდან ქალის სურვილისგან ანთებულ თვალებს -გეგა-აღმოხდა უკვე სუნთქვა შეწყვეტილ ქალს, რომელმაც კისერზე სწრაფად შემოაჭდო ხელები, ოდნავ წამოიწია და ტუჩებზე მიწვდა, გეგას გაეღიმა როცა გააცნობიერა რომ ისიც ისევე საშინლად მოქმედებდა ქეთიზე როგოც თავად ის მასზე და სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა ზემოდან, უეცრად მოწყდა მის მთრთოლარე ბაგეებს და ყელისკენ ჩააცურა ვნებიანი ტუჩები. შუაღამისას ქეთის ლოდინში დივაზე ჩაძინებული თორნიკე საშინლად გააღიზიანა ტელეფონის უწყვეტმა ზარმა, დამძიმებული ქუთუთოები წვალებით გაახილა და საათს გახედა რომელიც შუაღამის სამს უჩვენებდა, შემდეგ კი ძლივს აზრზე მოსული, წამოჯდა და ტელეფონის ეკრანს დააცქერდა უკმაყოფილო სახით რომელზეც უცხო ნომერი გამოისახა, ამიტომ სწრაფად უპასუხა -დიახ გისმენთ- -თორნიკე გეგა ვარ-უემოვიო ტონით უთხრა კაცმა და მის რეაქციას დაელოდა -დედაჩემი სადაა?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა აღელვებულმა ბიჭმა და მოწოლილი ბრაზის დასაოკებლად ხელი ძლიერად მომუშტა -ქეთის ცოლობა ვთხოვე და დამთანხმდა- მშვიდი ტონით აუხსნა გეგამ -ერთად ხართ?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თორნიკემ და აღელვეული ფეხზე წამოვარდა -ასეა-დაეთანხმა გეგა -გასაგებია-ძლივს შეკავებული მრისხანებით უთხრა თორნიკემ და გაუთიშა. ძალიან ეცადა რომ არ გაგიჟებულიყო ამ ახალი, მოულოდნელი და მისთვის უსიამოვნო ამბის გაგების მერე მაგრამ ვერფრით შეძლო დამშვიდება და თავის მოთოკვა, ამიტომ კარადას ეცა, ვისკის ბოთლი გამოიღო გახსნა და მაშინვე მოიყუდა... თუმცა ამანაც რომ ვერ მოაპოვებინა სასურველი სიმშვიდე ტელეფონს ხელი წამოავლო და რეზის ნომერი აკრიფა,საშინლად უნდოდა ახლა ვინმესთან ლაპარაკი ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე ზარი გაუშვა მასთან, თუმცა მაშინვე გათიშა და ტელეფონი დივანზე მიაგდო და სმა განაგრძო. იმის მიუხედავად რომ თორნიკემ პირველივე ზარის შემდეგ გათიშა ტელეფონი, ახლად ჩაძინებულ რეზის ძილი მარტივად გაუკრთა და მალევე გამოფხიზლდა, საწოლზე წამოჯდა და ტელეფონის ეკრაკნს გაკვირვებული სახით დააცქერდა, როცა გაოცების პირველმა ტალღამ გადაურა მაშინვე თორნიკეს ნომერი აკრიფა, რამდენიმე უპასუხო ზარის მერე როგორც იქნა თორნიკემ უპასუხა -ნომეში შემეშალა-უკმაყოფილო ტონით უთხრა ბიჭმა და ბოთლი მოიყუდა -სვაამ?-გაბრაზდა რეზი -ჰო ცოტა დავლიე -მოხდა რამე? -განსაკუთრებული არაფერი -მაშინ რატომ სვამ?-მკაცრი ტონით ჰკითხა რეზიმ -აი ეგ შენ საერთოდ არ გეხება მამიკო-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭი -მაშინ მაშინ შუაღამისას მაინცდამინც მე რატომ დამირეკე?- ინტერესით ჰკითხა რეზიმ და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს -არ ვიცი-გულწრფელად უთხრა თორნიკემ და კიდევ ერთხელ მოიყუდა ბოთლი -სად ხარ მითხარი და მოგაკითხავ -რა მზრუნველი ხარ-ცინიკური ტონით უთხრა ბიჭმა და უკვე ნახევრად დაცლილ ბოთლს ხელი სწრაფად წამოავლო -თორნიკე! -უნდა გავთიშო -სად ხარ-თქო-აღელდა რეზი და ფეხზე წამოვარდა -სახლში-მშვიდი ტონით უთხრა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა-მარტო... სრულიად მარტო... -ქეთის რამე შეემთხვა?- დაიძაბა კაცი და კარადას ეცა, ტნასაცმელი გამოიღო და ჩასმას შეუდგა თან ისე რომ შვილთან საუბარი არ შეუწყვეტია -ქეთი კარგადაა, მშვენივრად-ირონიული ტონით უთხრა ბიჭმა და გაუთიშა, რეზიმ რამდენჯერმე დაურეკა მაგრამ თორნიკე ჯიუტად აღარ პასუხობდა ტელეფონს, ამიტომ რეზომ ბევრი ფიქრის გარეშე მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და ქუჩაში გავარდა. გაბმული ზარით შეწუხებული თორნიკე კართან ბარბაცით მივიდა, სწრაფად გამოაღო და გაოცებული სახით მიაჩერდა რეზის -შეენ?-შეიცხადა და კარი ფართედ გააღო რეზი მაშინვე შიგნით შევიდა და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა შვილს -შეგიძლია ამიხსნა რატომ სვამ? -რამე არ მოგწონს?-ცინიკური ტონით ჰკითხა ბიჭმა და დივანზე ჩამოჯდა აჭრილი სახით -მეტყვი რა ჯანდაბა ხდება?-აღელდა მისი შემხედვარე რეზი -ქეთი გათხოვდა, არ გაგიჭირდება მიხვდე ვინაა ჩემი მესამე მამიკო-ჩამწყდარი ხმით თქვა ბიჭმა და უემოციო სახით მიაჩერდა დაძაბულ კაცს -ასე ძალიან ირაკლის გამო განიცდი? -არ ვიცი შეძლებს თუ არა რომ ამ ყვეფერს გაუძლოს -თუ მხარში სათანადოდ ამოუდგებით შვილები ვფიქრობ რომ შეძლებს-დარწმუნებით უთხრა რეზიმ ვისკის თითქმის დაცლილ ბოთლს ხელი წამოავლო -ახალს გაგიხნი-ფეხზე წამოდგა თორნიკე- პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდი და -აუხსნა გაკვირვებულ კაცს -საჭირო არაა-გაეღიმა რეზის, ჭიქა ბოლომდე შეივსო ალკოჰოლით და ცოტა მოსვა -როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ისევ ბოთლს წამოავლო ხელი -აღარ დალიო ... იქნებ როგორმე დილამდე ცოტა აზრზე რომ მოხვიდე და წესიერად დაელაპარაკო ირაკლის!-მკაცრი ტონით უთხრა რეზიმ და მოთმინებით დაელოდა თორნიკეს ქცევას რომელმაც ყურად იღო მისი სურვილი და ბოთლი მშვიდად დააბრუნა მაგიდაზე, შემდეგ ზედმეტი თავისგამოდების გარეშე მისი გაკეთებული მაგარი ყავაც დალია და ოდნავ აზრზე მოვიდა. თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გამოფხიზლდა და რეზისთან საუბრისას დივანზე მიეძინა, როს გამოც კაცმა მაშინვე გახადა ფეხსაცმელები და პლედი დააფარა, იქვე სავარძელში ჩამოჯდა და შვილის ნატანჯ სახეს მიაჩერდა მოღუშული სახით. გამთენიისას გაეღვიძა თორნიკეს, რეზის დანახვაზე თავიდან დაიბნა, მაგრამ მერ ე მომხდარი ნაწილ- ალწილ გაიხსნება და აზრზე მოსვლა სცადა, ბოლოს მაიც მოახერხა და გამოფხიზლდა რის გამიც კარგა ხანს ილაპარაკეს მანდა რეზიმ ირაკლიზე და ანიზე, განიხილავდნენ როგორ და რანაირა შეეძლო ეს ამბავი თორნიკეს მათთვის მშვიდად და უმტკივნეულოდ ეთქვა, ამასობაში კი თავზე დაათენდათ -ვფიქრობ მე საჭირო აღარ ვარ-მშვიდი ტონით უთხრა რეზიმ დაღვრემილ შვილს და ფეხზე წამოდგა -არ წახვიდე... დარჩი, მარტო ყოფნა არ მინდა- კართან მისული კაცი თორნიკეს ჩაბარდნილმა ხმამ ადგილზე გააშეშა -დარწმუნებული ხარ რომ ჩემი აქ დარჩენა გინდა?- შეიცხადა კაცმა და მისკენ მიტრიალდა, თორნიკემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სევდიანად გაუღიმა უცნაურად მომზირალ კაცს -შენ ერთადერთი ხარ ვისაც ამ თემაზე შემიძლია თამად ვესაუბრო და გული გადავუშალო-აუხსნა ბიჭმა, ფეხზე წამოდგა და სწრაფად მიუახლივდა ერთადგილად მიყინულ კაცს- შენი დახმარება ძალიან მჭირდება -ყოველთვის შენს გვერდით მიგულე, მე შენ ყოველთვის მოგისმენ და მხარს დაგიჭერ- დარწმუნებით უთხრა რეზიმ მხარზე ხელი დაარტყა გვერდში დგომის ნიშნად. თორნიკეს ძალიან გაუჭირდა მაგრამ იძულებული იყო მამასთვის და 9 თვის ორსულ დისთვის აეხსნა არსებული მდგომარეობა, ამიტომ ზედმეტი ემოციებისა გარეშე მოკითხვის შემდეგ პირდაპირ სათქმეზე გადავიდა -ხომ იცით რომ ქეთის და გეგას ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და უახლოეს პერიოდში აპირებდნენ შეუღლებას -მერე?-გაბრაზდა ანი -გუშინ გეგამ ცოლობა სთხოვა და...-აქ ხმა ჩაუწყდა თორნიკეს რადგან ირაკლის წაშლილ სახეს ჰკიდა თვალი -გაჰყვა?-ასლუკუნდა ანი -ანი ჩვენ ყველამ ვიცოდით რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა-დაიძაბა თორნიკე და სევდით სავსე მზერით გახედა ირაკლის რომელმაც რამდენიმე წამის განმავლობაში აზროვნების უნართან ერთად მეტყველების და მოძრაობის უნარიც დაკარგა -ასე როგორ მოგვექცა-ატირდა ანი -უფლება აქვს ბედნიერი იყოს-ქეთის საქციელს გულის სიღრმეში ვერც თორნიკე ამართლებდა მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუქციაში მისი დაცვა არჩია -მამა-ატირებული ანი ირაკლის მივარდა რომელიც უმოძრაოდ ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა- გთხოვ არ ინერვიულო... -ანი-თორნიკემ უკან დასწია და მამას ჩააცქერდა ცარიელ თვალებში -ვიცი... ვიცი რომ ეს ძალიან რთულია მაგრამ უნდა გაუძლო და ბედნიერების უფლება მისცე -თორნიკე! -აყვირდა წყობრიდან გამოსულო გოგონა -ანი მორჩი ისტერიკას- ავარდა ბიჭი და ორივე გაჩუმდა როცა ირაკლი კარადას ეცა, რომის ბოთლი გამოღო და მოიყუდა -მამმა გთხოვ-შეეხვეწა ანი -სხვაგვარად არ შემიძლია-ჩამწყდარი ხმით უთხრა ირაკლიმ შვილს და ხელიდან ბოთლი გაუვარდა მშობიარობის ტკივილებისგან სასოწარკვეთილი გოგონა მოულოდნელად, რომ აკივლდა. გეგა მომღიმარი სახით უყურებდა გვერდით მჯდომ აღელვებულ ქალს და მის ოქროსფერ თმებში თითებს ხლართავდა -წარმომიდგენია თორნიკეს და ანის რა საშინელი რეაქცია ექნებათ ამ ყველაფერზე-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ და სახეზე ხელები აიფარა -იმედია მათ პარალელურად ირაკლიზეც არ ღელავ -გეგა! -ეწყინა ქეთის -მოდი ეს დღე მხოლოდ ჩემი და შენი იყოს! არავისზე და არაფერზე არ იფიქრო! ... ჯერ კიდევ ვერ შეგიგრძენი ისე როგორც საჭიროა-მომღიმარი სახით უთხრა გეგამ და საწოლზე გადააწვინა -გიჟი ხარ-სიცილით უთხრა ქეთიმ და ხელები კისერზე შემოხვია, სწორედ ამ დროს გეგას ტელეფონმა დარეკა -ჯანდაბა-გაბრაზდა გეგა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გახედა რომელიც ჯოუტად არ წყვეტდა რეკვას -უპასუხე იქნებ მნიშვნელოვანი ზარია-გაუღიმა ქეთიმ და ტუჩებში აკოცა, ოდნავ დაშოშმინებული გეგა ფეხზე წამოდგა და ტელეფონს დაწვდა და ისე უოასუხა ეკრანისკთვის არ დაუხედია -გეგა მე ვარ თორნიკე, ქეთის ვურეკავდი და ისევ გათიშული აქვს -გინდა დაგალაპარაკებ -არაა საჭირო, უბრალოდ უთახი რომ ანის მშობიარობა დაეწყო და ახლა საავადმყოფოში ვართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.