შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავღანელი ტალუ თავი III


6-12-2021, 00:22
ავტორი Tamanaziechi
ნანახია 7 911

ჩემი სიკვდილის განაჩენი უკვე გამოტანილია ახლა ყველაზე მთავარ , როდის ან როგორ. ამ ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ უნდა მოვკვდე იმ ადამიანის ხელით, რომელსაც ამ სამყაროში ყველაზე მეტად ვენდობოდი და მეგონა სიცოცხლის ბოლომდე დამიცავდა. ავღანელი ძმები აბდუს არ გვანან ისინი დებს გამეტებით სცემენ და ფულის სანაცვლოდ ბებრებზე ათხოვებენ, აბდუ კი პირიქით იყო ის ხელით არასდროს შემხებია და ჩემი უფროს მამაკაცზე გათხოვების წინააღმდეგიც სწორედ ის იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ სახლში მხოლოდ აბდუს ვუყვარდი და თუ რამე გამიჭირდებოდა აუცილებლად მას მივაკითხავდი თუმცა მწარედ მოვტყუვდი თურმე ისიც სხვა ავღანელი კაცებივით ცხოველია და საკუთარი უმცროსი დის მოკვლა ხელის აუკანკალებლად შეუძლია.
უკვე, რამოდენიმე საათია სადარბაზოს სათავსო ოთახში ვარ ჩაკეტილი ყველაფერი მტკივა ალბათ ამ ღამეს ვერ გადავიტან ამის საშუალებას ჩემი ნაწამები სხეული არ მომცემს. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ რა მოხდება როცა ალექსი აქ დაბრუნდება მასაც რამე, რომ დაუშავონ ? ალექსი ახლა მახსენდება თუ ის აქ ერთ კვირაში დაბრუნდება და ცოლად მომიყვანს შეიძლება სიკვდილით აღარ დამსაჯონ გავიფიქრე გულში პრობლემას ახლა მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ ის ქრისტიანია,მაგრამ მამა სირცხვილის ჩამოსარეცხად შეიძლება ამაზეც დათანხმდეს. ტკივილების და სიცივის გამო დაძინებას ვერ ვახერხებ არც ხვალინდელ დღეზე ფიქრი და შიში მაძლევს მოსვენებას.
კარებს ვიღაც აღებს, ალბათ გათენდა კარებში დედაჩემის მსხვილ სილუეტს ვხედავ.
- გაიღვიძე შე მრუშო? მეკითხება ზიზღით.
- არც მძინებია.
- არაუშავს მალე სამუდამოდ დაიძინებ. მის თვალებში საშინელი სიძულვილია.
- გული დედა?
- რაა?
- გული საერთოდ არ გაქვს? ვეკითხები გაკვირვებული.
- რამდენს ბედავ გათახსირებულო. მაშინვე ყვირილზე გადადის.
- არც შენ და არც შენს ქმარს არასდროს არ გიყვარდით მეტიც მთელი ცხოვრება გძულდით და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ალაჰმა ქალად გამაჩინა. ვეუბნები ტირილით.
- მუცელშივე უნდა მომკვდარიყავი.
- ნეტავ მართლაც არ დავბადებულიყავი ან თუ დავიბადებოდი შენი შვილი არ ვყოფილიყავი.
- მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, მაგრამ არაუშავს ალაჰის ნებით მალე მოკვდები. მეუბნება და მაშინვე ქრება თვალთახედვის არიდან.
ახლა თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე ? ან ჩემნაირი გოგონები რატომ მოვიდნენ ამქვეყნად? მერე ვიღაც ჯოჯოხეთით შეგვაშინებს და ეს ცოტა სასაცილოა არსებობს ნეტავ იმაზე დიდი ჯოჯოხეთი ვიდრე ავღანეთში ქალად დაბადებაა? იქ სადაც ფრჩხილზე ლაქის წასმა შეიძლება თითის დაკარგვით დასრულდეს. სადაც მხოლოდ მონა ხარ და ქმრის ჰორმონების დამაკმაყოფილებელი მანქანა ან ჭურჭელი ჯანმრთელი შვილებისთვის და თანაც ბიჭებისთვის თუ გოგო გააჩინე შენი თავმოყვარეობა ერთი ორად ილახება. თითქოს ამას შენ სწყვეტდე გოგო გეყოლება თუ ბიჭი. იქ სადაც მშობლებს მხოლოდ იმიტომ შეიძლება სძულდე, რომ ქალი ხარ. ასეთია ჩვენი ჯოჯოხეთი. კარები უკვე მეორედ იღება ამჯერად მამაჩემი შემოდის.
- შენ კიდევ ხმას იღებ და დედაშენს ეპასუხები? ყვირის და კვლავ სახეში მილაწუნებს.
- მამაა… ვცდილობ მისი ყურადღება მივიქციო და გაჩერდეს.
- მამას ნუ მეძახი… მე შენნაირ ცოდვილთან არაფერი მაქვს საერთო.
- ჟურნალისტი 1 კვირაში ქაბულში დაბრუნდება შეგიძლია მას მიმათხოვო და ეს პრობლემა მოვაგვაროთ.
- შენ ფიქრობ, რომ ურჯულო ღორზე შენი გათხოვება ამ სირცხვილს ჩამომრეცხსს? მეზობლებს რა ვუთხრა ?
- ის ჩემს სანაცვლოდ ბევრ ფულს გადაიხდის. ათასობით… ბევრი ფულის ხსენებაზე მამა ფიქრს იწყებს… რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მეუბნება - თუ ერთ კვირაში ის ურჯული აქ არ მოვა და შენს ხელს არ ითხოვს სასტიკი წამებით მოგკლავ.
4 დღეა აქ ვარ გამოკეტილი ძალიან მშია თან მეძინება და ყველაფერ ამას დამატებული სხეული ძალიან მტკივა. ალექსს მხოლოდ 3 დღე აქვს აქ ჩამოსასვლელად და აუცილებლად ჩამოვა ის ხომ დამპირდა 1 კვირაში აქ ვიქნებიო?

პარასკევი 11:00 საათი
კარებს მამაჩემი აღებს.
- თუ დღეს საღამოს ის ღორი აქ არ მოვა ხვალ დილით სამართალი აღსრულდება და შენ მოკვდები.
- აუცილებლად მოვა. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ალექსსმა მომატყუა.
-
პარასკევი 6:00 საათი
- აი, ასე იცის უგუნურმა საქციელმა აბა რა გეგონა ის ღორი ქრისტიანი ცოლად მოგიყვანდა? განრისხებული შემოვარდა მამა.
- მოვა მამა. ვამბობდი, მაგრამ საკუთარი სიტყვების მეც კი აღარ მჯეროდა.
- არავინაც არ მოვა ხვალ კი ამ სირცხვილს შენი სისხლით ჩამოვრეცხავ ოჯახს.
- მართლა მომკლავ? ვკითხე შეშინებულმა მამაჩემს, თითქოს მინდოდა რამე საიმედო ეთქვა მას ჩემთვის.
- უკვე გადაწყვეტილია ხვალ მთელი უბნის მამაკაცები ჩაგქოლავენ.
- ასე არ მომექცე გთხოვ. ვემუდარებოდი ისე, რომ თავადაც ვიცოდი არაფერს აზრი აღარ ჰქონდა ხვალ საშინელი წესით მომკლავდნენ. ასე ჩვენი მეზობელი ლატიფა ჩაქოლეს მე ფანჯრიდან ვუყურებდი. ახლა კი მეც იგივე მელის.
- მხოლოდ ამას გეტვი ილოცე სანამ გათენდება იქნებ ალაჰმა შეგინდოს.
- გთხოვთ ასე არ მომექცეთ. ვუყვიროდი მამაჩემს, მაგრამ მისი სილუეტი ისე გაქრა, რომ ჩემსკენ არც მოუხედია.
ახლა არ ვიცი, რომელი საათია ჩემს ჩაქოლვადე ალბათ კიდევ, დარჩა ცოტა დრო. მთელი ღამე ვილოცე ალაჰს ვთხოვე შეენდო ჩემთვის ჩემი ყველა სიმრუშე რაც ჩავიდინე პირველ როგში კი ის, რომ ქრისტიან კაცთან დავიჭირე საქმე. თურმე მამაჩემი მართალი ყოფილა, როცა ამბობდა ქრისტიან კაცებს კაცებისა არაფერი უგავთო. მართლაც მხდალები და მატყუარები ყოფილან ისინი. ჩემი სიცოცხლე ქრისტიან კაცს ეწირება და ეს კიდევ დიდი ცოდვაა. შემინდე ალააჰ. მუხლმოყრილი ვლოცულობ რა დროსაც კარი იღება და აბდუს ვხედავ.
- გთხოვ არ გინდა. ასე ნუ მომექცევი მე ხომ შენი და ვარ. გემუდარები მათ ხელში ნუ ჩააგდებ ჩემს თავს ხომ იცი ისინი საშინლად მომექცევიან ნუთუ შეგიძლია ეს გაუკეთო საკუთარ დას.
- გაჩუმდი და გამომყევი.
- არ მინდა აბდუ სიკვდილი და თანაც ასეთი ვეუბნები და მუხლებზე ვეცემი. ამის შემდეგ სასწაული ხდება ისეთი რამ რაც ცხოვრებაში არასდროს მინახავს აბდუ ტირილს იწყებს და ჩემს წინ იმუხლება შუბლზე მთელი ძალით მკოცნის და მეუბნება.
- აქ შენს მოსაკლავად არ მოვსულვარ, პირიქით ვცდილობ გადაგარჩინო საშინლად მოიქეცი, მაგრამ არ შემიძლია ამას ვერ გავაკეთებ ვერ მოგკლავ. თავის სიტყვებზე კიდევ უფრო უმატებს ტირილს.
- ვიცოდი, რომ გადამარჩენდი. ვეუბნები და მთელი ძალით ვეხუტები ახლა თითქოს არაფრის აღარ მეშინია ვიცი რაც არ უნდა მოხდეს აბდუ დამიცავს.
აბდუ ხელზე ხელს მკიდებს და ჩუმი ნაბიჯებით სადარბაზოს ვტოვებთ მის მანქანაში ვჯდებით და ჩვენი სახლი, რამოდენიმე წამში საერთოდ აღარ მოჩანს 45 წუთიანი მგზავრობის შემდეგ აბდუ მანქანას ტყეში აჩერებს სადაც მეორე მანქანა დგას მანქანიდან გადმოსულებს ბიჭი გვხვდება ჩემს დანახვაზე ის ცბება, მაგრამ ემოციების კონტროლს მალევე ახერხებს.
- ეს ბობია. ის სამხედრო მისიით არის ამერიკიდან ჩამოსული ის პაკისტანში უსაფრთხოდ გადაგიყვანს მერე კი გზა შენით უნდა გააგრძელო. მეუბნება აბდუ.
- მაგრამ შენ?
- მე ვერ წამოვალ, ჯერ ვერ. ამატებს მოგვიანებით. - აქ ფულია 2500 დოლარი, მხოლოდ ეს გადამიხურდავეს. პაკისტანში ბობიც გადაახურდავებს და ისიც მოგცემს გარკვეულ თანხას ეს თვითმფრინავის ბილეთისა და რამოდენიმე დღის საჭმელში გეყოფა. აქ კი შენი საბუთებია არცერთ საზღვარზე პრობლემა არ შეგექმნება საიმედო ადამიანმა გააკეთა.
- ანუ ვეღარასდროს ვეღარ გნახავ? ვეკითხებ აცრემლიანებული თვალებით.
- არაა, ასე ნუ იტყვი აუცილებლად მოგძებნი და გიპოვნი კიდეც. ბობი აეროპორტში მიგაცილებს და გაიგებს, რომელ ქვეყანას აირჩევ წასასვლელად მე კი, აუცილებლად ჩამოვალ.
- თუ გაიგებენ, რომ შენ… წინადადების დამთავრებას არ მაცდის.
- ვერ გაიგებენ. მეუბნება და მთელი ძალით მიხუტებს გულში არ უნდა ბობის ცრემლები დაანახოს და დიდ ნერწყვებს ყლაპავს, მაგრამ მაინც არ გამოსდის და ბოლოს, რამოდენიმე ცრემლი მის სახეზე გზას მაინც პოულობს.
- მადლობა. მადლობა სიცოცხლისთვის ძმაო. ვეუბნები და ვემშვიდობები.
- მშვიდობით ტალუ. მეძახის უკვე მანქანაში ჩამჯდარს.
- მშვიდობით ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდო სასწაულო….

აბაა როგორ მოგწონთ შემიფასეთ



№1 სტუმარი ელა1

კარგია ველიდები შემდეგს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

აუ რაკაი იყო მალე დადე გთხოვ ❤

 


№3  offline წევრი Life is beautiful

გული ამიჩუყდა. ♡

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

სრულიად განსხვავებულ თემას შეეხე,ძალიან საინტერესოა,.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent