ავღანელი ტალუ თავი 4
მე და ბობის მთელი გზის განმავლობაში ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკითხა. - ეს ვინ გაგიკეთა? - ჩემმა ოჯახმა. - რატომ? - ავღანური ტრადიციებისთვის შეუფერებლად მოვიქეცი. - გასაგებია, ისე გადაწყვიტე უკვე ქვეყანა სადაც ცხოვრებას გააგრძელებ? მკითხა ინტერესით. - კი. ინგლისში წავალ. - რატომ ინგლისი? როცა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეგიძლია წასვლა. - არ ვიცი უბრალოდ მომინდა იქ წასვლა. - ალბათ ლონდონი ხო? მკითხა ინტერესით ბობმა. - დიახ. პაკისტანში ჩასულებმა, რამოდენიმე საათი დავისვენეთ ბობიმ ზუსტად ისეთი ტანსაცმელი მიყიდა, როგორიც ფილმებში მინახავს ეს, რომ ჩემს რომელიმე ოჯახის წევრს დაენახა ალბათ მომკლავდა, ჩადრის მოხსნას 2 საათი მთხოვდა, თუმცა მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი, თუმცა მაინც მან გაიმარჯვა და ჩადრი მომახსნევინა. იქვე ქუჩის კუთხეში სილამაზის სალონში წამიყვანა ჩვენთან ავღანეთში სალონში სიარული მხოლოდ კაცებს შეუძლიათ. ბობიმ ახალგაზრდა ქალს სთხოვა, რომ ჩემთვის სახეზე არსებული სილურჯეები ოსტატურად დაემალა და მართლაც ცოტახანში სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მიყურებდა. - ახლა კი შენი გამგზავრების დროა. მითხრა ბობიმ. - ჰო, ასეა. - არ შეგეშინდეს ყველაფერი კარგად იქნება ახლა დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ და საკუთარი თავის ბატონი მხოლოდ შენ ხარ. - ამას შევძლებ შენი აზრით? - უნდა შეძლო შენს ქვეყანაში შენ მხოლოდ სიკვდილი გელოდება ამიტომ აიძულე თავს დაამარცხო ეს სიკვდილი. - მადლობა. - გისურვებ, რომ არასდროს იმ ჯოჯოხეთში აღარ დაბრუნებულიყავი. - შენ კარგი მეგობარი ხარ. ვუთხარი და გადავეხვიე ვიცი ეს არ შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც აბდუს მოვეხვეოდი აქ, რომ ყოფილიყო ზუსტად იმ გრძნობით მოვეხვიე. დაიწყო ჩასხდომა ისლამბადი ლონდონის მომართულებით. აცხადებს ქალი. - ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დრო დადგა. - აბდუს ყველაფერი უთხარი. - რა თქმა უნდა. მე და აბდუ აუცილებლად ჩამოვალთ შენთან. - ნახვამდის. ვუთხარი ატირებულმა და თვითმფრინავისკენ წავედი ოღონდ თავადაც არ ვიცოდი სად ან რატომ მივდიოდი რა მელოდა წინ. ღამე 4:00 საათი თვითმფრინავი ღამის 4 საათზე დაეშვა აეროპორტში ირგვლივ ხალხი დარბის ზოგი ოჯახის წევრებს ეძებს, ზოგი ტაქსის გაჩერებას ცდილობს, ზოგი კი უბრალოდ დასვენებას ცდლობს. ყველას განსხვავებულად აცვია არავის ბურკა ან ჩადრი არ უფარავს სახეს. გოგონები და ბიჭები მოურიდებლად ეფერებიან ერთმანეთს და არაფრის შიში არ აქვთ. აქ ყველას თავის გზა აქვს მხოლოდ მე არ მაქვს წასასვლელი დაკარგული ცხვარივით აქეთ-იქით ვიყურები. პანიკა მიპყრობს არ ვიცი, როგორ მოვიქცე ან სად წავიდე. სადღაც უცხო ქვეყანაში და უცხო ხალხში დავიკარგე. - დამეხმარე. ვეუბნები ახალგაზრდა გოგონას ჩემი დამტვრეული ინგლისურით. - გასასვლელი საით არის არ ვიცი პირველად ვარ აქ. გოგონა თბილად მიღიმის და მიხსნის, როგორ დავტოვო აეროპორტი. რამოდენიმე წუთში მართლაც სუსხი ჩემს სახეს ეცემა საშინელი ნისლი ჩემს მხედვლობას აფერხებს ასეთი სიცივე პირველად ვნახე ავღანეთში ზამთარი თითქმის არ არსებობს და იქ მუდამ მზეა. - სად წავიდე? ახლა მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებს თავში და პასუხი არ მაქვს. ბოლოს ტაქსს ვაჩერებ თან ვცდილობ საზე რამით დავიფარო, რომ უცხო მამაკაცებმა ჩემი სახე არ დაინახონ. თუ მამაჩემი ამის შესახებ გაიგებს ძალიან ცუდი რაღაც მოხდება. - სად გნებავთ მეუბნება ახალგაზრდა კაცი. - არ ვიცი იქნებ სადმე ქალაქის ცენტრში. ვეუბნები დაბნეული. - არ იცით სად გნებავთ წასვლა? მეკითხება გაკვირვებული მძღოლი. - არ ვიცი აქ პირველად ვარ მეგობარმა კი მითხრა ქალაქის ცენტრში ყველაზე ცნობილ შენობასთან დაგხვდებიო. ვცდილობ ტაქსისტი მოვატყუო და ჩემს მდგომარეობას არ მიხვდეს. - ალბათ ბრიტანული მუზეუმი იგულისხმა ის არის ამ ქალაქში ტურისტებისთვის პირველი ადგილი. - დიახ, დიახ ახლა გამახსენდა სწორედ ეს მითხრა. კვლავ ვატყუებ კაცს. - საიდან ხარ? უეცრად მეკითხება მამაკაცი. კანკალი მიტანს ნეტა თვითონაც ავღანელი ხომ არ არის და მიცნობს? საშინელი ფიქრები მაწუხებს. - მე, მე პაკისტანელი ვარ. უკვე მერამდენე ტყუილს ვამბობ ვეღარ ვითვლი. - აქ ვისთან ჩამოხვედი? - მეგობართან,ის აქ სწავლობს. - გასაგებია. ხომ არ მოწევ მეკითხება და სიგარეტს მთავაზობს. - არაა, ეს საშინელი ცოდვაა. - სერიოზულად? კაცი თითქოს დამცინის. - დიახ, ჩემს ქვეყანაში ეს ასეა. - შენს ქვეყანაში ბევრი რამე არასწორედ არის. - რა დაგიშავათ პაკისტანმა? - მე არაფერი, მაგრამ ტერორისტები ხართ უმეტესობა. ახლა მე გამეცინა გულში ალბათ ავღანელი ვართქო, რომ მეთქვა საერთოდ არ ჩამსვავდა მანქანაში. დანარჩენი გზა ისე გავაგრძელეთ, რომ ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. - აი,მოვედით. მითხრა კაცმა და ლამაზი, ძველი განათებული შენობისკენ მანიშნა. ასეთი სილამაზე პირველად ვნახე ავღანეთში ასეთი შენობები რატომ არ იყო არ ვიცი. - შენი მეგობარი ალბათ უკვე აქ არის ან მალე მოვა, მე კი უნდა წავიდე ახალი გამოძახება მაქვს. მანქანიდან გადმოსულს სრული სიჩუმე მხვდება ქალაქში თითქმის არავინ არის სრული სიჩუმეა გამეფებული ამას დამატებული საშინელი სიცივე ვერაფერს ვეღარ ვიფიქრებ და იქვე 5 სართულიანი შენობის წინ ვწვები. დილით ახალგაზრდა გოგონა გამოდის და მეუბნება, რომ აქაურობა უნდა დავტოვო და აქ ჩემი ყოფნა არ შეიძლება, რადგან სტუმრებს დისკომფორტს ვუქმნი. ჩანთიდან ფულს ვიღებ და მას ვაწვდი. - აი, აიღეთ რაც ფული მაქვს ყველაფერს მოგცემთ ოღონდ შიგნით შემიშვით. - სამწუხაროდ ეს ფული არ გეყოფა აქ ღამის გასატარებლად ეს The Beaumont-ია ლონდონის ყველაზე პოპულარული სასტუმრო. - გთხოვ უფლება მომეცი აქ დავიძინო წასასვლელი არსად მაქვს. - კარგი მენეჯერს ვკითხავ იქნებ მოგცეს უფლება. გოგონა უკან 5 წუთში ბრუნდება და ნაღვლიანი სახით მეუბნება, რომ მენეჯერმა უარი თქვა და ახლავე მოითხოვა ჩემი აქედან წასვლა. სხვა გზა აღარ მაქვს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავდივარ და სკაზე ვჯდები ახლა ეს არის ჩემი ახალი სახლი ქუჩა. 1 თვის შემდეგ. უკვე ერთ თვეზე მეტია ქუჩაში ვცხოვრობ, ფული აღარ მაქვს 2 დღეა არაფერი მიჭამია საშინელი სუნი მაქვს მეძინება, მშია, მცივა ყველაფერი ერთად მაწუხებს. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს სასტუმროდან ახალგაზრდა ბიჭი გამოდის ხელში რაღაც უჭირავს და ჭამს. ძალებს ვიკრებ და ქუჩაზე გადავრბივარ ბიჭს ვეწევი და ვუყვირი. - გთხოვ, ცოტა მომეცი. ბიჭი ამ სიტყვებზე ჩერდება ჯერ თითქოს იღიმის მერე კი სერიოზული სახით მეუბნება. - თავიდან მომწყდი. - გეხვეწები, რამოდენიმე დღეა არაფერი მიჭამია ძალიან ცუდად ვარ. ვთხოვ და ხელს მისკენ ვიშვერ. - გამომყევი ეს ჩემი ნაჭამია ახალს გიყიდი. მეუბნება ბიჭი და ადგილს სწრაფი დაბიჯებით წყდება. მალევე ავტოსადგომზე ვხვდებით ლამაზ შავ მანქანაში ჯდება და მეც იგივესკენ მანიშნებს. - არაა, მე არ შემიძლია. ვეუბნები მორიდებულად. - არ შემიძლია მანქანაში ჩავჯდე. - რატომ? ბიჭი აშკარად გაკვირვებულია. - თუ ამას გაიგებენ სასტიკად დამსჯიან. - ვინ დაგსჯის? - მამაჩემი და ჩემი ოჯახი. - და ამას რატომ გააკეთებენ ან ისინი სად არიან ახლა? - იმიტომ, რომ უცხო კაცთან ლაპარაკი და მითუმეტეს მასთან მანქანაში ჩაჯდომა ალაჰის შეურაცჰყოფაა. ისინი ავღანეთში არიან ტყუილებს უკვე აზრი აღარ ჰქონდა. - გპირდები ისინი ვერაფერს გაიგებენ. მეუბნება და ამ სიტყვებზე ის წყეული ალექსი მახსენდება. ხმის ამოუღებლად ვბრუნდები და უკან მივდივარ ბიჭი მანქანიდან გადმოდის და უკან მომსდევს. - კარგი თუ ასე გინდა ფეხით გავისეირნოთ. მის ხმაში ირონია იგრძნობა. - მე, ხომ უბრალოდ საჭმელი გთხოვე. - მეც მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომა გთხოვე. - მე, ვთქვი, რომ არ შემიძლია. - კარგი ერთი ავღანეთში ვინ გაიგებს შენ ვის მანქანაში ჩაჯექი. - შენ მათ არ იცნობ. -სად ცხოვრობ? - სკამზე. - საად? ბიჭი ვერ ხვდება რას ვეუბნები. - დიახ, სასტუმროს მოპირდაპირე ქუჩაზე სკამზე. - ხუმრობ? არ გცივა? - კი, ზოგჯერ, მაგრამ თბილი პლედი მაქვს ქალმა მაჩუქა, ალაჰმა დალოცოს. - რა გქვია? - ტალუ. - მე ჰარდენი. შემოკლებით ჰარის მეძახიან. - ჰოო, კარგია. - გინდა ჩემთან ნომერში ავიდეთ ცოტას გათბები საჭმელს შეჭამ და იბანავებ კიდეც რაც აშკარად ძალიან გჭირდება. მის სიტყვებზე მწარედ მეცინება თითქოს ისტორია მეორდება. - იცი ბიჭთან ნომერში ასვლის გამო რა მომივიდა? - არაა ამბობს ბიჭი და ინტერესით აქნევს თავს. - მაწამეს და ჩაქოლვის სასჯელი გამომიტანეს. არ ვიცი ამას რატომ ვეუბნები, მაგრამ ის ალექსს ისე ჰგავს ქცევებით მინდა მან მაინც იგრძნოს მის მაგივრად სინდისსის ქენჯნა. - ასე ვინ მოგექცა? ბიჭი ტონს აშკარად ასერიოზულებს. - მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმები, ბიძები, მამიდები და ყველა ვისაც კი ვიცნობდი. პირველ რიგში კი შენნაირი ახალგაზრდა, ინგლისელი, ქრისტიანი ბიჭი, რომელმაც მომატყუა და ზუსტად მის გამოა, რომ ახლა აქ ერთ ლუკმას გემათხოვრები. ჩემს სიტყვებში აგრესია იყო. - თუ დამეხმარები გპირდები, რომ მე შენ დაგეხმარები. ბიჭის სიტყვებზე გაკვირვებას ვერ ვმალავ. - მე, როგორ უნდა დაგეხმარო შენ? - ცოლად უნდა გამომყვე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.