შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში ( 11 ) დასასრული


7-12-2021, 18:55
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 733

- კარგი რა კრისტიან, შეგეძლო თავიდანვე გეთქვა ყველაფერი და ასეთი რეაქცია აღარ მექნებოდა, იცი მაინც რას ნიშნავდა ჩემთვის მაილოს იქ, იმ სავარჯიშო მოედანზე დანახვა? -გაცეცხლებული ვიყავი, და უკვე თითქმის ვუყვიროდი ჩემს წინ დამნაშავე ბავშვივით მდგარ მხრებაწურულ კრისტიანს, ბოლოს და ბოლოს ჩემს მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი და ახლა ყველაზე მეტად ის მაცოფებდა რომ არც კი ცდილობდა ჩემთან შეპასუხებას, უბრალოდ სდუმდა და მელოდა როდის დავიცლებოდი იმ სიბრაზისგან რომელიც შიგნიდან მჭამდა და ნორმალურად აზროვნების საშუალებას არ მაძლევდა.
ერთხანს ასე უხმოდ მიმზერდა, მერე მომიახლოვდა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მთელი ძალით ჩამიკრა გულში, საძაგელი, მშვენივრად იცის ჩემი სუსტი წერტილები, იცის რომ არ შემიძლია მასთან ასე ახლოს ყოფნისას მასზე გაბრაზებული ვიყო, ვეღარ გავუძელი, ან რა აზრი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას მაშინ როცა მისი სიახლოვე ასე ძალიან მჭირდებოდა, ღრმად შევისუნთქე მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და მოვდუნდი, თუმცა ყელში გაჩხერილი ბურთი არა და არ მაძლევდა მოსვენებას, ნელ-ნელა იპყრობდა ჩემს სხეულს ნერვიული ცახცახი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ კრისტიანის ძლიერმა ხელებმა უფლება არ მომცა დავცემულიყავი, მისი კიდევ ერთი ნაზად ხელის შეხება სახეზე და ცრემლებმა თავისით იპოვნეს გზა,
- დამშვიდდი? -მკითხა ცოტა ხნის შემდეგ როცა საწოლზე მიწვა და მეც დაღლილი და მთლიანად გამოფიტული მივესვენე მკერდზე,
- თუ ახლა გინდა მოისმინო ვეცდები ყველფერი აგიხსნა,
უხმოდ ვანიშნე რომ გაეგრძელებინა,
- ვიცი რომ შენთვის ძნელი იყო მისი დანახვა, არ გეგონოს რომ არ მესმის რა გადაიტანე არენაზე, შენს თითოეულ ემოციას ვხედავდი და ვგრძნობდი, შენი ყველა ტკივილი მტკიოდა და ჭკუიდან ვიშლებოდი რომ ვერაფერს ვაკეთებდი, -თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, წამოვიწიე და ზემოდან დავაცქერდი, თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, ყბები დაძაბული და კბილებს შორის მოქცეული ქვედა ტუჩიდან სისხლი მოჟონავდა, ისევ მკერდზე დავადე თავი და ხელი წელზე შემოვხვიე,
- გააგრძელე თხოვ, -დავიჩურჩულე ძლივსგასაგონად, ვიგრძენი როგორ მოეშვა ოდნავ დაჭიმული სხეული,
- მაილოსთან დაკავშირებით მაპატიე, ყველაფერი ზუსტად ვერ გავთვალე, საერთოდ არ უნდა გენახა, დღეს დილით უკვე წასული უნდა ყოფილიყო ქალაქიდან, უბრალოდ რაღაცეები აირია, ძალიან დიდი ხანია ჩვენთან თანამშრომლობს, არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ ძნელია ისეთ გარემოში იცხოვრო სადაც ის ცხოვრობდა და ადამიანობა შეინარჩუნო, ვერ გეტყვი რომ მისი მაშინდელი საქციელი სწორი იყო მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, არ ვამართლებ, უბრალოდ მისი ასეთი საქციელი საჭირო იყო ჩვენთვის, თანაც შენი გამოქცევის დროსაც დაგვეხმარა როცა ის პატარა სპექტაკლი გავითამაშეთ, ხვალ დილით სხვა დანაყოფში გადადის და ქალაქიდან მიდის, გადამწყვეტ ბრძოლაში პირველ ხაზზე იქნება,
- ეს თვითონ მოითხოვა? -ვერ წარმომედგინა მისნაირი ლაჩარი ბრძოლის პირველ ხაზზე, ნუთუ ის სილაჩრეც და არაადამიანობაც თამაშის ნაწილი იყო,
- თვითონ მოითხოვა რომ გაგვეგზავნა, -დამიდასტურა კრისტიანმა,
- ჰმ, ალბათ ასე ცდილობს ცოდვების გამოსყიდვას,
- ალბათ, -გაეღიმა, ფრთხილად გამომაცალა მკლავი თავქვეშიდან და წამოჯდა,
- უნდა წავიდე პაულთან მაქვს საქმე, მას მერე რაც მაშას ღალატის შესახებ შეიტყო ძალიან ცუდად არის, ცდილობს არ შეეტყოს და რაც შეიძლება ბევრს მუშაობს, ყურადღების გადატანას ცდილობს, თანაც ბევრს სვავს, ჯობია მივხედო, -ხმაზე აშკარად ეტყობოდა რომ პაულზე გულწრფელად წუხდა, კალთაში ჩავუჯექი, ფეხები წელზე შემოვხვიე, თმაში თითები შევუცურე, და მთლიანად ჩავიკარგე მის უძირო თვალებში,
- და შენ კრისტიან?
- მე? ვერ მიხვდა, გაოცებული სახე ჰქონდა,
- შენ გეკითხება ვინმე როგორ ხარ? რას გრძნობ? გტკივა თუ არა? გეკითხება ვინმე რაზე ფიქრობ ან რაზე ოცნებობ? გეკითხება ვინმე რა გინდა?
ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე, როგორ ებრძოდა მასში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ერთმანეთს და როგორ მოუყვებოდა ერთადერთი ობოლი ცრემლი ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყას.
* * *
დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა, კრისს მშვიდად ეძინა ჩემს გვერდით, ფრთხილად მოვიშორე მისი ხელი წელიდან და წამოვდექი, თბილი სპორტულები ჩავიცვი, და გარეთ გავედი, ჯერ კიდევ ბინდბუნდში იყო გახვეული არემარე, ახლა თენდებოდა, ვიცოდი რომ ეგოისტურად ვიქცეოდი მაგრამ ახლა რომ ლეა არ გამეღვიძებინა, მასთან ერთად ყავა არ დამელია და ათას სისულელეზე არ მესაუბრა ალბათ გავაფრენდი, ის იყო რამდენიმე მეტრი გავიარე რომ ერთერთ შენობასთან გაჩერებულ დაჯავშნულ სამხედრო ავტომობილს მოვკარი თვალი, შენობიდან მაილო გამოვიდა, ზურჩანთა უკანა სავარძელზე მიაგდო და ის იყო უნდა ჩამჯდარიყო რომ თვალი მოკრა როგორ ვუყურებდი, ერთხანს გაშეშებული იდგა, შემდეგ ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, ვერ მივხვდი რა უნდა მექნა, წავსულიყავი თუ დავლოდებოდი, არა, მძულდა და მეშინოდა კიდეც მისი მაგრამ ლაჩარვით ნამდვილად ვერ გავიქცეოდი,
არ ვიცი სახეზე შემატყო რამე თუ იგრძნო რასაც ვგრძნობდი მაგრამ ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა და სრულიად არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მომაშტერდა,
- მინდა სანამ წავალ რამდენიმე სიტყვა გითხრა, რადგან დიდია იმის შანსი რომ ვეღარასოდეს გნახავ, ცოცხალი რომ გადავრჩე მაინც,
- არაფრის თქმა არ არის საჭირო, კრისტიანმა ყველაფერი ამიხსნა, -ისე ვუპასუხე თვითონაც გამიკვირდა საკუთარი ხმის სიცივე,
- მაინც მინდა რომ ჩემგანაც მოისმინო, იმ ყველაფრის მიუხედავად რისი გაკეთებაც არენაზე მომიწია, შენ განსაკუთრებით ცუდად ჩამრჩი გულში, ალბათ უკვე იცი რომ ის ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თამაში იყო, შენ მე არაფერს დაგიშავებდი,
- არაფერს გარდა იმისა რომ ცოლად შემირთავდი და მერე ჩემზე იძალადებდი,
- ეს არ მოხდებოდა, არც მე მოგექცეოდი ასე და მშვენივრად იცი რომ ამას კრისტიანი არ დაუშვებდა, თანაც ხომ გეუბნები უბრალოდ ვთამაშობდი,
- არა მაილო, ისეთი კარგი მსახიობი ნამდვილად არ ხარ რომ ეს ყველაფერი ასე უნაკლოდ გეთამაშა, შენ ის ხარ რაც ხარ, უბრალოდ არენაზე შენი ნამდვილი სახის გამომჟღავნების საშუალება გქონდა და ვფიქრობ რომ ეს ძალიან მოგწონდა,
სახე შეეცვალა, ყბები დაჭიმა და კბილები ერთმანეთს დააჭირა, ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და როგორც კი დაინახა როგორ დავიხიე უკან მაშინვე გაჩერდა,
- შენ მხოლოდ რამდენიმე კვირა გაატარე იქ მია, არც კი იცი სხვებს რისი გადატანა გვიხდებოდა თავის გადასარჩენად, არის რაღაცეები რისი გაკეთებაც მომიხდა და რისი გახსენებაც კი არ მინდა, იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი, -სასოწარკვეთილი ხმით ცდილობდა ყველაფრის ახსნას,
- ვერ ვხვდები ამ ყველაფერს მე რატომ მეუბნები, რაში გადარდებს დავიჯერებ თუ არა?
- როცა გუშინ სავარჯიშო მოედანზე დამინახე ისეთი სახე გქონდა... -წამით შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა, -უბრალოდ მინდა ვიგრძნო, მინდა დავიჯერო რომ ცოტაოდენი ადამიანობა მაინც შემრჩა, რომ ჯერ ჩემთვის ყველაფერი არ დამთავრებულა,
- შენ რა გინდა რომ ამაში მე დაგარწმუნო?
ჯანდაბა, მართლაც პატარა ლეკვივით შემომცქეროდა და თვალებით მევედრებოდა, თვითონაც არ იცოდა რას, ალბათ სტიმული სჭირდებოდა, საბაბი ცხოვრების გასაგრძელებლად, არა, მისთვის ჯერ ნამდვილად არ იყო ყველაფერი დამთავრებული, გამეღიმა,
- იღიმი? -გაკვირვებულმა შემომანათა აწყლიანებული თვალები,
- ვიღიმი, იმიტომ რომ ერთი ძალიან კარგი ბიჭის სიტყვები გამახსენდა,
- ჰოო?
- ჰო, იცი რა მითხრა იქ არენაზე, როცა ვკითხე როგორ იყო ასეთი ადამიანური, მითხრა რომ მათთვის არჩევანის უფლება არავის წაურთმევია, შენც გააკეთე შენი არჩევანი, მართალია ცოტა გვიან, მაგრამ სწორი, ერთ შანსს ყველა იმსახურებს, იმედია გადარჩები და შენს გზას იპოვნი, -ხელი გავუწოდე და თვითონაც რომ გამიკვირდა ისეთი გულწრფელი ღიმილით გავუღიმე, სახე გაუბრწყინდა, ორი ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა, მერე გამიღიმა, თავი დამიკრა, შებრუნდა და თითქოს შემსუბუქებული, მხრებგაშლილი წავიდა ავტომობილისკენ.
- საოცარი ხარ, -მომესმა ზურგს უკნიდან და შემდეგ წელზე ნაცნობი ძლიერი მკლავი მომეხვია,
- შენ რა გვისმენდი?
- ძალაუნებურად ყველაფრის მოსმენა მომიწია, მინდა გითხრა რომ შენით ვამაყობ ყველა არ გააკეთებდა იმას რაც შენ გააკეთე,
- გეთანხმები, ყველა ნამდვილად არ გააკეთებდა, მე უბრალოდ სრულიად მარტივად შემიძლია საკუთარი თავი მის ადგილზე წარმოვიდგინო ეს არის და ეს, -მისკენ შევბრუნდი, თითისწვერებზე ავიწიე და მსუბუქად შევეხე ტუჩებზე.
- რატომ გაიღვიძე? ჯერ ძალიან ადრეა,
- ხომ იცი რომ უშენოდ საწოლში ვერ ვჩერდები,
- ჰოდა ძალიან კარგი, რაკი აქ ხარ ლეას აღარ გავაღვიძებ, ცოტა კიდევ იძინოს მაგ ძილისგუდამ, მოდი ერთად დავლიოთ ყავა და ცოტა ვისაუბროთ კარგი?
- კარგი, წამოდი, სასადილოში შევიპაროთ, -ეშმაკურად გამიღიმა და მხარზე ხელი გადამხვია, კუთხეში ფანჯარასთან დავჯექით და როცა ხელში ოხშივარავარდნილი სურნელოვანი სითხით სავსე ჭიქა დავიჭირე და მაცოცხლებელი სურნელი ღრმად შევისუნთქე დავასკვენი რომ ცხოვრება არც თუ ისე ცუდია, მითუმეტეს თუ გვერდით კრისტიანისმაგვარი ბიჭი გიზის.
- მყუდროებას თუ არ დაგირღვევთ იქნებ უფლება მომცეთ რომ ცოტახნით თქვენთან ერთად ჩამოვჯდე,
-თავზე აიზეკი გვადგა ჭიქით ხელში და გვიღიმოდა, ჩემდა გასაკვირად კრისტიანმაც გაუღიმა და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელზე ანიშნა,
- ნუ გიკვირს, -ჩამჩურჩულა მხიარული ხმით, -მაგალითს შენგან ვიღებ, ერთ შანსს ყველა იმსახურებს არა? თანაც მეც ძალიან მარტივად შემიძლია თავი მის ადგილზე წარმოვიდგინო, -გამეღიმა და მაგიდის ქვეშ ხელი ხელზე მოვუჭირე, რაც მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგა და ახლა ყველაფერი თავისთავად მოვიდოდა, აიზეკი ცოტა არ იყოს უნდობლად უყურებდა კრისტიანს,
- რა ხდება ბიძაშვილო ასე რატომ მიყურებ, -კრისი ძლივს იკავებდა სიცილს,
- კარგად ხარ? რა გჭირს? მია შენი ბიჭი მართლა კარგად არის? თუ მე მჭირს რაღაც და მეჩვენება რომ მიღიმის და თბილად მესაუბრება,
- კრისტიანს შევხედე და ერთდროულად აგვიტყდა სიცილი, აიზეკის განცვიფრებულ სახეს ვუყურებდით და ვერ ვჩერდებოდით, ჯერ კიდევ სიცილისგან ვცახცახებდი როცა თავზე შავ ფორმაში გამოწყობილი მებრძოლი დაგვადგა და კრისტიანი სასწრაფო თათბირზე იხმო, კრისმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, თუმცა არაფერი უთქვამს, წამოდგა, შუბლზე მაკოცა და მებრძოლს სწრაფი ნაბიჯით გაყვა,
- მგონი რაღაც სერიოზული ხდება, -აიზეკს შევხედე და მივხვდი რომ ისიც ჩემსავით ფიქრობდა,
- ჰო აშკარად ასეა, მაგრამ რაკი სანამ კრისტიანი არ დაგვიბრუნდება მანამდე ვერაფერს გავიგებთ, ჯობია იმაზე მიპასუხო თუ რა გჭირთ, ასე უცნაურად რატომ იქცევით,
- სულაც არ ვიქცევით უცნაურად, უბრალოდ კრისმა გადაწყვიტა თქვენს ურთიერთობას შანსი მისცეს, ეს არის და ეს, ბოლოს და ბოლოს ბიძაშვილები ხართ,
- ჰოო? არ მეგონა თუ ამას მოვესწრებოდი,
- არ მეტყვი რა მოხდა თქვენს შორის?
- ისეთი არაფერი მია, უბრალოდ მაშინ პატარა სულელი ბავშვები ვიყავით, ალბათ როდისმე მოგიყვები, ახლა კი რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ ყველაფერს გავაკეთებ კრისთან ურთიერთობის დასალაგებლად და იმისთვის რომ იმედი არასდროს გავუცრუო.
ვუყურებდი როგორი აღელვებული საუბრობდა, როგორ ახამხამებდა საყვარელ ცისფერ თვალებს და ერთი არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა,
- იცი რა აიზეკ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, მინდა რომ ჩემს სამყაროში მესტუმრო, ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო, ვფიქრობ კარგად გაუგებთ ერთმანეთს,
- მართლა? -სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა და ახლა უკვე მივხვდი, იმ ცხოვრების მიუხედავად რაც ჰქონდა მაინც როგორი მარტოსული იყო...
- მია უნდა დავილაპარაკოთ, -აზრაელმა საუბარი შეგვაწყვეტინა, აიზეკს თვალით რაღაც ანიშნა და გასასვლელისკენ წამიყვანა,
- რა ხდება, მეტყვი ბოლოს და ბოლოს?
- დაიწყო, -ჩემს წინ იდგა, ნაცრისფერი სამხედრო ავტომობილებით სავსე ქუჩაში, ჩვენს გარშემო უამრავი კბილებამდე შეიარაღებული ხალხი ირეოდა, თითქოს ამდენ ხანს ჩამკვდარი ქალაქი ერთბაშად გამოცოცხლდა, ყველა გამიზნულად მოძრაობდა, თითქოსდა გაწერილი ნაბიჯებით,
- დღეს საღამოს დედაქალაქზე შეტევა იგეგმება, საპასუხო შეტევის დროს ეს ქალაქიც და კიდევ ბევრი სხვაც დაიბომბება და მიწასთან გასწორდება, როგორც კი არმია ქალაქიდან გავა, ყველა ვინც კი ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს, სპეციალურად დაცულ თავშესაფარში უნდა გადავიყვანოთ,
- მოიცა შენ რისი თქმა გინდა, იმ რაღაც თავშესაფარში უნდა ვიჯდე და ველოდო? არავითარ შემთხვევაში,
- არ ვხუმრობ მია, -კრისტიანი შეუვალი იყო, -შენი გაკოჭვა და ძალით წაყვანა რომ დამჭირდეს იმ თავშესაფარში მაინც წაგიყვან და უფლებას არ მოგცემ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
- კი მაგრამ კრის... -ჩემივე ჩამწყდარი ხმა ვეღარ ვიცანი,
- თუკი თავშესაფარში ყოფნა არ გინდა შენთვის კიდევ ერთი ვარიანტი მაქვს, შეგიძლია შენს სამყაროში დაბრუნდე და დამელოდო, -როცა მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას ვაპირებდი, ტუჩებზე ხელი ამაფარა და ჩვეული მომხიბვლელი ღიმილით გამიღიმა,
- ეს ყველაფერი განხილვას არ ექვემდებარება, თანაც მე შენს გაცილებას ვერ ვახერხებ და ისეთი მეგზური შეგირჩიე რომ დარწმუნებული ვარ მოგეწონება, უკან მიიხედე, -შევბრუნდი, ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შავ ფორმაში გამოწყობილი, შეიაღაღებული ბექა იდგა და მხიარულად იკრიჭებოდა, აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი, ვერც კი მივხვდი როდის გავჩნდი მასთან და გადავეხვიე,
- როგორ ხარ მიაკო?
- მე კარგად მაგრამ შენ აქ რას აკეთებ?
- კრისს ასეთ დროს ნამდვილად ვერ მივატოვებდი, -ჩემს ზურგს უკან მდგომ კრისტიანს შეხედა და მხარზე ხელი დაკრა,
- მე გაგაცილებ მიაკო, მერე კი უკან დავბრუნდები, იცოდე სანამ მე და კრისი დავბრუნდებით ჩემს გოგონებს შენ გაბარებ,
- შენს გოგონებს? -წარბი მაღლა ავწიე,
- კარგი ჰო ჩვენსას, -გადაიხარხარა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ბარგი სად გაქვს?
- ამის დრო არ გვაქვს ბექა, პირდაპირ უნდა წაიყვანო, ისიც და ლეაც,
- მოიცა ლეაც მოდის? -ვთქვი და თვალი ვკიდე ლენს რომელსაც სწრაფი ნაბიჯით მომავალი ლეა მოყვებოდა გვერდით, მომიახლოვდა თუ არა გადავეხვიე,
- მიხარია რომ ჩემთან ერთად მოდიხარ, ლენის მარტო დატოვება არ გიჭირს?
- ასე იყო საჭირო მია, არ მინდა ლენმა ბრძოლის დროს იმაზე იფიქროს თუ როგორ ვარ, თუ ეცოდინება რომ კარგად და უსაფრთხოდ ვარ ბრძოლასაც უკეთ შეძლებს და თავის დაცვასაც,
გამეღიმა, ეს პატარა სიფრიფანა გოგო როგორ ახერხებს ასე ბრძენი ადამიანივით აზროვნებას, მე კი ნამდვილი ეგოისტივით ვიქცევი ხოლმე, შევბრუნდი და მთელი ძალით მოვეხვიე მხრებზე კრისტიანს.
* * *
ტროტუარზე ვიდექით მე და ლეა, ჩემი ბინის აივანს შევყურებდით და რატომღაც არ მინდოდა შენობაში შესვლა, თითქოსდა ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უფრო და უფრო მაშორებდა კრისტიანს, ცოტაც და ვინანებდი ჩემს გადაწყვეტილებას, სულ ცოტაც და სიმწრისგან პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი, მხარზე, მსუბუქი, ნაზი შეხება ვიგრძენი,
- შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, მშვენივრად გესმის რომ იქ ვერ დავრჩებოდით, რომ წავყოლოდით ხელის შეშლის მეტს ვერაფერს გავაკეთებდით, არ წავყვებოდით და იმ თავშესაფარში ამოგვხდებოდა სული მათ მოლოდინში, ნუთუ არ გირჩევნია შენს მეგობრებთან ერთად გაატარო ეს რამდენიმე დღე და ისინი დაგეხმარნონ ამ ყველაფრის გადატანაში,
- რა კარგია რომ ჩემი ასე კარგად გესმის ლეა, მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, -სრულიად გულწრფელად ვუთხარი და მოვეხვიე,
- პირიქით, მე უნდა გითხრა მადლობა რომ შენთან ერთად წამოსვლის უფლება მომეცი, იმედია ძალიან არ შეგაწუხებთ და თავს არ მოგაბეზრებთ,
- კარგი რა რა თავის მობეზრებაზეა საუბარი, უბრალოდ წინასწარ მინდა გაგაფრთხილო რომ ძალიან პატარა ბინა მაქვს და ორ მეგობართან ერთად ვცხოვრობ, იმ ველურებს ალბათ საძინებელი ექნებათ დაკავებული, ჩვენ მისაღებში მოგვიწევს დაძინება,
- ნუ მაცინებ, მგონი დაგავიწყდა სად და როგორ გვაქვს ღამეები გატარებული, ამაზე ნუ იფიქრებ, ახლა ერთი სული მაქვს შენს მეგობრებს როდის გავიცნობ.
- მია, მიაკო, -ჰაერი გაკვეთა მაგდას კივილმა და საუბარი შეგვაწყვეტინა, შენობას ავხედე, ორივე აივანზე იდგნენ, პიჟამოებით, თმაგაწეწილები და ფეხშიშვლები, გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა, მხიარულად დავუქნიე ხელი, არ გამკვირვებია რომ სანამ შენობის შესასვლელს მივუახლოვდებოდი უკვე ჩემს წინ იდგნენ და მეხვეოდნენ,
- სად დაიკარგე უსინდისო, აწი აღარსად გაგიშვებთ მარტო, ეს გოგო ვინ არის, კრისტიანი სად დატოვე?
-ერთმანეთს არ აცლიდნენ და თან ლეას არ აშორებდნენ თვალს,
- გაიცანით ჩემი მეგობარია ლეა, ცოტა ხნით ჩვენთან ერთად იცხოვრებს, ესენი კი მაგდა და თეკო არიან, ყურადღებას ნუ მიაქცევ თორემ გაგაგიჟებენ, ახლა კი ავიდეთ ზემოთ, მგონი არც ახსოვთ რომ პიჟამოებით დგანან შუა ქუჩაში, -გოგონებმა ახლაღა შეხედეს ერთმანეთს და სიცილი აუტყდათ, ცოტა ხანში უკვე მისაღებში ვისხედით, ლეას ჩემი სპორტულები ეცვა და მუხლებზე შეღოღებულ ფისოებს ეფერებოდა, მეც გამოვიცვალე, მშობლებთან ერთ საათიან საუბარს მოვრჩი და ახლა ყავას ვამზადებდი,
- უშენოდ ყველამ ძალიან მოვიწყინეთ, -გამოაცხადა თეკომ, თვალების ფახულით,
- ვინ ყველამ?
- ჩვენ ვაჟამ და ზურამ,
- თქვენ რა მეხუმრებით?
- არა რა ხუმრობა, -მაგდამ გადაიკისკისა და მოხდენილად გადაიყარა მხრებზე უკვე საკმაოდ მოზრდილი თმა, -უნდა ნახო ყოველ დილით როგორ გამოდის აივანზე ვაჟა და როგორი საწყალი მზერით ელოდება როდის გახვალ, აი ზურას რაც შეეხება, შენ რომ გაქრი მეორე დღეს ჩვენ მოგვადგა, საშინლად იყო ნაცემი, გვემუქრებოდა, მიას გამო მცემეს, ახლავე მითხარით სად არის თორემ პოლიციაში ვუჩივლებო იმუქრებოდა და კიდევ რაღაც სისულელეებს ბოდავდა, მერე რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ორ დღეში მოგვადგა და ბოდიში მოგვიხადა, შეშინებული იყო, გავიგეთ რომ სამსახურიდანაც წასულა და ქალაქიდანაც, ნეტავ რა გადაუტრიალდა თავში?
ეჰ, მე კი ვიცოდი რაც გადაუტრიალდა თავში და იმ რაღაცას ბექა რომ ერქვა მაგრამ თუკი ეს თვითონ არ უთხრა გოგონებს ესე იგი არც მე უნდა მეთქვა, უნებურად დავსევდიანდი, ნეტავ ახლა რას აკეთებენ, როგორ არიან, ხომ ყველაფერი რიგზე აქვთ, ჯანდაბა, ასე როგორ უნდა გავძლო?
- კარგად ხარ? -გვერდით ლეა მომიდგა და მხარზე მომეკრო.
- არ ვარ, კარგად არ ვარ, მაგრამ ამით რა იცვლება? არაფერი,
- თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ? -თეკო ეჭვით სავსე მზერით გვიყურებდა, მდგომარეობიდან მაგდას წუწუნმა გამოგვიყვანა,
- მხოლოდ ახლა ვიგებ რომ მამამისის მაგივრად უწევს საფრანგეთში რაღაც წყეულ კონფერენციაზე წასვლა და ისიც კი არ ვიცი როდის დაბრუნდება უკან,
- ვისზე უნდა ვილაპარაკო, შენი აზრით ვის შეუძლია ასე გამაცოფოს თუ არა ბექას, -ოჰ, როგორ დამავიწყდა რომ ლეა გამეფრთხილებინა, ის იყო ლეამ პირი გააღო რომ მოვასწარი და ვანიშნე რომ არაფერი ეთქვა,
- კარგი რა, ხომ იცი რომ კომპანიის საქმეებს მამამისი თითქმის აღარ უძღვება და ყველაფერი ბექას შეატოვა, -სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა მაგდას დამშვიდებას თეკო, მე კი საშინლად ვგრძნობდი თავს რომ ასე მიწევდა მეგობრების მოტყუება.
* * *
ოთხი დღე ისე გავიდა რომ ბექას და კრისტიანის შესახებ არაფერი გვსმენია, მე და ლეა ამ თემაზე არ ვსაუბრობდით, არც გოგონებთან არც ერთმანეთთან და არც საკუთარ თავთან, უდარდელობის ნიღაბს ამოფარებულები დავიარებოდით და ყოველდღიური საქმეებით ვნიღბავდით სასოწარკვეთას, ლეა კარგად შეეწყო გოგონებს, მოსწონდა ისინი, მოსწონდა რომ ზედმეტ კითხვებს არ უსვავდნენ და ტყუილების მოფიქრება არ უწევდა, მათაც შეუყვარდათ პატარა, ხალისიანი და დაუზარელი ლეა, მთელი დღე დავატარებდით ქალაქში, ღირშესანიშნაობებს ვაჩვენებდით, ვერთობოდით, საყიდლებზე დავდიოდით, მომწონდა მისი გაოცებულ-განცვიფრებული სახის ყურება ყოველი სიახლის დანახვისას, ყველანაირად ვცდილობდი, უფლებას არ ვაძლევდი სევდას მის თვალებში დაბუდებულიყო, მისი ბედნიერი და გახარებული სახის დანახვა მეც იმედს მაძლევდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა უკვე ერთი კვირა გავიდა და ვერაფერი გავიგეთ, ნელ-ნელა ჩამოვყარე ყურები, არც კი მინდოდა იმაზე ფიქრი რომ კრისტიანს რამე დაემართებოდა, რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს მენახა.
შორტში და მაისურში გამოწყობილი ვიდექი აივანზე და ქალაქს გავყურებდი, ბინდდებოდა და ნელ-ნელა იძირებოდა თბილისი, ღამის ქაოტურ ხმაურში,
- ნეტავ ახლა სად ხარ? -დავიჩურჩულე და ვეცადე ჰაერი ღრმად ჩამესუნთქა რომ ყელში ყულფივით წაჭერილ მონატრებას არ დავეხრჩე, შევამჩნიე როგორ გაიღო მოპირდაპირე მხარეს აივნის კარი და სპორტულ შარვალში და მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ვაჟა გამოვიდა, პირდაპირ ჩემს აივანს მოაპყრო მზერა და ჩემი დანახვისას სახე გაუბრწყინდა, ჯანდაბა, ამ კაცს მართლა უხარია ჩემი დანახვა, ფართოდ გავუღიმე და ხელი ავწიე მისალმების ნიშნად, დაიბნა ირგვლივ მიმოიხედა და როცა მიხვდა რომ ნამდვილად მას მივესალმე სახე ბედნიერებისგან გაებადრა, ჰმ, ალბათ რა ძნელია, სხვასთან ცხოვრობდე და სხვა გინდოდეს, სხვისი სურვილით იწვოდე, გიყვარდეს და გენატრებოდეს, ზოგიერთს სრულიად უმნიშვნელო შეცდომის გამო ან მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად გაიგო, მთელი ცხოვრების ბორკილებით გატარება უწევს, ალბათ როგორი ძნელია...
- მოვკლავ, მოვკლავ, ცოცხალი ვერ გადამირჩება ეგ მატყუარა და მოღალატე, -მაგდას კივილის გაგონებაზე შევხტი და ვიღას ახსოვდა ვაჟა და მისი გრძნობები, დაფეთებული შევვარდი მისაღებში, გაცოფებული მაგდა შუა ოთახში იდგა და სიბრაზისგან ცახცახებდა, ერთმანეთზე მიკრული ლეა და თეკო კი თვალებგაფართოებულები შეჰყურებდნენ,
- რა გჭირს მაგდა? რა გაყვირებს? გინდა რომ მეზობლებმა გვიჩივლონ?
- რომელმა მეზობლებმა, ნაზიკომ? მაგან ჯობია თავის ორ საყვარელს მიხედოს, -მაგდა თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
- მოიცა ორი თქვი? მე რომ წავედი ერთი ყავდა, რა მალე იცვლება ყველაფერი,
- კარგი რა მია, ახლა მაგის დროა? ჯანდაბაშიც წასულა ნაზიკო თავის საყვარლებიანად, ბექა მღალატობს, ის უსინდისო მღალატობს, -ამოიტირა მაგდამ, დივანზე დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო, ახლა ჩემი გაოცების დრო დადგა, საიდან მოიტანა რომ ბექა ღალატობს, გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე,
- მგონი რაღაც გეშლება მაგდა, საიდან მოიტანე რომ გღალატობს?
თავი აწია და ჩაწითლებული, ცრემლიანი თვალებით შემომხედა,
- მამამის ველაპარაკე, არანაირ კონფერენციაზე არ არის წასული, არავინ არ იცის სადაა, სახლში იციან რომ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად წავიდა, შენი აზრით სად არის მია? ალბათ სხვა ჰყავს, საყვარელი? ალბათ უფრო ცოლი ან შეიძლება შვილიც,
ვუსმენდი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ვინ ვინ და მე ნამდვილად ვიცოდი რომ ბექა მაგდაზე გიჟდებოდა და ახლა ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში რომ საყვარელთან ენებივრა, უბრალოდ მაგდას ყველაფერს ვერ ვეტყოდი, ეს ბექას უნდა გაეკეთებინა, ნიკაპზე ხელი მოვკიდე და თავი ავაწევინე,
- ბექა არ გღალატობს მაგდა, ახლა ვერ გეტყვი საიდან ვიცი მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ არ გღალატობს, აუცილებლად დაბრუნდება შენთან, ჩემი ხომ გჯერა, ჰოდა მენდე, ბექასაც ენდე, შენგან უნდობლობას არ იმსახურებს, დაბრუნდება და თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ აგიხსნის ყველაფერს,
ცოტა არ იყოს დაეჭვებული მზერით ამომხედა, მის თვალებში ვხედავდი როგორ უნდოდა ჩემი სიტყვების დაჯერება და როცა კარი გაიღო და ოთახში ბექამ შემოაბიჯა, დავინახე როგორ გაუქრა ყველა ეჭვი, ადგილიდან წამოფრინდა და ჩაეხუტა, აცახცახებული წამოვდექი, ტყუილად ვცდილობდი ბექას ზურგსუკან კრისტიანის დანახვას, იქ მხოლოდ კარის ჩარჩოს უხმოდ მიყრდნობილი აიზეკი იდგა და ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის თვალი თვალში არ გაეყარა, ბექამ როგორც იქნა მოიშორა ზედ აწებებული მაგდა და მე მომიბრუნდა,
- ბექა კრისი სად არის? რა ხდება? რატომ არ არის თქვენთან ერთად? -ძლივს ამოვიხავლე და მის თვალებში დანახულმა ცივმა სიცარიელემ ბოლო მომიღო,
- მაპატიე მია, ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ვგეგმავდით, მაგრამ ჯერ იმედი არ დაგვიკარგავს, ისევ ვეძებთ, აუცილებლად ვიპოვნით...
მისი ხმა უკვე შორიდან ჩამესმოდა, ძლივს ვსუნთქავდი, ამ ოთახში სული მეხუთებოდა, ბექას და გაშეშებულ აიზეკს გვერდი ავუარე და მთელი ძალით მივიჯახუნე ზურგს უკან კარი, ჩქარი ნაბიჯით უმისამართოდ მივუყვებოდი ქუჩებს, არ ვიცოდი სად მივდიოდი, ან რამდენ ხანს ვიარე, ვერც ის გავიგე როდის დაიწყო წვიმა, გალაკტიონის ხიდზე მოვედი გონს, ღამე იყო უმთვარო და უკუნეთი, წვიმდა და ამღვრეულ მტკვარში ლამპიონების სინათლეები ირეკლებოდა, სულ მთლად გალუმპული ვიყავი, ახლაღა მივხვდი როგორ მტკიოდა ფეხები დაღლილობისგან, მოაჯირს მთელი ძალით ჩავეჭიდე თუმცა ფეხებმა ვეღარ გაუძლო ვეღარც გულმა და ყელში მობჯენილმა ტკივილმა, ტროტუარზე ჩავცურდი და მთელი ხმით ავღრიალდი, როცა გვერდით ვიღაც მომიჯდა და მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი არ გამკვირვებია, ცრემლებისგან დაბინდული თვალებით ავხედე აიზეკს,
- მომიყევი რა მოხდა, -ჩემი ჩაწყვეტილი ხმა თვითონაც ძლივს მესმოდა, აიზეკი არ შემწინააღმდეგებია, უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ და ხელი მომხვია და მკერდზე მიმიხუტა თითქოს ასე დამიცავდა წვიმისგან, რომლის გამოც თავადაც გვარიანად იყო გალუმპული, ვხვდებოდი როგორ უჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი მაგრამ არ მაინტერესებდა, უნდა გამეგო რა მოხდა,
- ყველაფერმა არც თუ ისე ცუდად და მძიმედ ჩაიარა როგორც გვეგონა, მამაჩემის არმიები და დამქაშები შეიძლება ითქვას რომ უპრობლემოდ ჩაგვბარდნენ, ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული მისი დიქტატურა, ასე რომ დიდ წინააღმდეგობას არ შევხვედრივართ, მერე რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გაქცევა სცადა, კრისტიანის რაზმი რომელშიც მეც ვიყავი მის შეპყრობას ცდილობდა, ტყეებამდე ვსდიეთ, მდინარეში შევიდნენ ნავით, იქ სადაც შესვლა არანაირად არ შეიძლებოდა, ნაპირიდან ვადევნებდით თვალს, ჯანდაბა მია, არც კი ვიცი ამის შემდეგ რა ადამიანი ვარ, ვუყურებდი როგორ იხრჩობოდა, როგორ ითხოვდა შველას და ხელი არ გამინძრევია, კრისი კი დაუფიქრებლად შევიდა წყალში, იმდენად სწრაფად გაიტაცა დინებამ ორივე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით, ახლაც ეძებენ, პაული გიჟს გავს, ალბათ როცა იპოვის ასეთი სისულელის გაკეთების გამო საკუთარი ხელით მოკლავს, მე მხოლოდ შენი ნახვა მინდოდა, მინდოდა გამეგო რომ კარგად ხარ და ისევ უკან უნდა დავბრუნდე,
- წამიყვანე აიზეკ, მეც უნდა წამოვიდე, აქ ვერ დავრჩები, გთხოვ, ძალიან გთხოვ, აქ მარტო არ დამტოვო თორემ გავგიჟდები, შევიშლები...
ერთხანს დუმდა, ბოლოს უხმოდ დამიქნია თავი, წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
* * *
ის ბრწყინვალე ქალაქი აღარსად იყო მე რომ მახსოვდა, ქუჩები ნაგრევებით, შეიარაღებული მებრძოლებით და სამხედრო ტექნიკით იყო სავსე, თუმცა ახლა არაფერი მაინტერესებდა კრისტიანის გარდა, ქალაქის შუაგულში მოთავსებული უზარმაზარი სამხედრო ჰოსპიტლის წინ დაგვხვდა ლენი მე და აიზეკს, ხელი გულზე ჰქონდა ჩამოკიდებული და ლოყაზე ღრმა იარა აჩნდა, თუმცა მაინც ცდილობდა რომ ჩემთვის გაეღიმა, სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და ჩავეხუტე,
- მიხარია რომ ცოცხალს გხედავ ლენ,
- მეც მიხარია შენი დანახვა მია, -მერე ჩემს გვერდით მდგარ მოღუშულ აიზეკს გადახედა, მადლობა აიზეკ რომ წამოიყვანე, ახლა მია ძალიან გვჭირდება,
- რა ხდება?
- კრისი ვიპოვეთ, მამაშენიც, ორივე ცოცხალია მაგრამ კრისს მძიმე ჭრილობა აქვს, ინფექცია და მაღალი სიცხე, ფაქტიურად გონზე არ არის მაგრამ მხოლოდ მიას კითხულობს, არც ჭამს, არც სვავს, ვერც ვამშვიდებთ,
- წამიყვანეთ მასთან, -მხოლოდ ეს ვთქვი და მუხლი მომეკვეთა, აიზეკმა ხელში აყვანილი შემიყვანა ჰოსპიტალში და მის პალატასთან ჩამომსვა, აკანკალებული ხელით გადავწიე ფარდა, შევედი და საწოლზე უმწეოდ მისვენებული, ლოყებჩაცვენილი, სიცხისგან აწითლებული კრისტიანის დანახვაზე, ცრემლი მომადგა და ერთ ადგილზე გავიყინე, ერთხანს ასე ვუყურებდი და მიახლოებას ვერ ვბედავდი მაგრამ როცა მისი სიცხისგან დახეთქილი ბაგეები ოდნავ შეირხა და ჩემი სახელი გავიგონე ვეღარ მოვითმინე, მივუახლოვდი, თავი მკერდზე დავადე და ჩავეხუტე,
- ეს შენ ხარ, ნამდვილად შენ ხარ, შენს სურნელს ათას სხვა სურნელში გამოვარჩევ, -ბუტბუტებდა და სიცხიანი თითებით ეფერებოდა მის მკერდზე დაფენილ ჩემს თმას, წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე რომლებიც სიცხისგან ჰქონდა დაბინდული, მერე ტუჩებზე შევეხე, ნაზად, ფრთხილად და როცა საპასუხო კოცნაც ვიგრძენი, ერთბაშად მოვეშვი და სხეულში უცნაური სითბო ჩამეღვარა.
* * *
უკაცრიელ გზაზე, ხეობის პირას გააჩერა ავტომობილი, გადავიდა, ციცაბო ნაპირიდან გადახედა ვიწრო კალაპოტში მონავარდე აქაფებულ წყალს, მხრები გაშალა, თავი მაღლა ასწია და ღრმად ჩაისუნთქა, სუფთა ჰაერი, მივუახლოვდი და ზურგზე მივეხუტე, ხელები მაგრად შემოვხვიე წელზე, ისე მაგრად თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა, ირგვლივ საოცარი სიმშვიდე სუფევდა, ყვითლად შეეფერა შემოდგომას ციცაბო ფერდობებზე შეფენილი ტყეები.
- მოგწონს აქაურობა კრის?
- ძალიან მომწონს, კარგი ვქენით რომ წამოვედით, ყველას გვჭირდებოდა ცოტა დასვენება და გულის გადაყოლება,
სვანეთის ტური გვქონდა დაგეგმილი, მაგდა და ბექა უკვე ორი დღეა იქ იყვნენ და გველოდნენ, ლენი, ლეა, თეკო და აიზეკი კი დღეს დილით ჩავიდნენ და ახლა ყველა ჩვენ გველოდა.
- როგორ ფიქრობ სწორად მოიქეცი როცა მმართველობა პაულს გადააბარე და წამოხვედი?
- ეს ყველაზე სწორი რამაა რაც კი აქამდე გამიკეთებია, პაული ყველაფერს მშვენივრად გაართმევს თავს, მისი სახით ხალხს საუკეთესო მმართველი ეყოლება, მე კი მთელი ჩემი თავისუფალი დრო მხოლოდ შენთვის მინდა რომ დავხარჯო, დრო მოვიდა რომ მხოლოდ ის ვაკეთო რაც მე მინდა და მე მხოლოდ ერთი რამ მინდა მია, შენს გვერდით ყოფნა.
ფრთხილად მოიცილა ჩემი მკლავები წელიდან, წინ დამიდგა, თავი მაღლა ამაწევინა და მზერა გამისწორა, მის უძირო შავ თვალებში ჩემი სახე ირეკლებოდა, და ვიცოდი ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეს არასოდეს შეცვლილიყო.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Life is beautiful

სასიამოვნოდ დაასრულე ♡

 


№2 სტუმარი Lucien Vanserra

მართლაც რომ კარგი დასასრული იყო, შემდეგ უცნაურ ისტორიას ველოდები სულმოუთქმელად

 


ისე უცებ დასრულდა რომ არ ველოდი :)
არც მაილოს ასეთ ცვლილებას ველოდი და გაოვებული დამტოვე❤
იმას კი ვხვდებოდი კრისტიანი მმართველის პოზიციაზე უარს რომ იტყოდა, მაგრამ აიზეკიც თუ უარს იტყოდა არ მეგონა. ვფიქრობდი მამამისის გაფუჭებულ საქმეებს გამოასწორებს თქო.
ისე რაც მაგათ გამოიარეს არცაა გასაკვირი უარი რომ თქვეს.
დასასრული მოულოდნელი და ტკბილი იყო❤
ველოდები ახალს❤

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. სხვა ჟანრია და კარგად იკითხება. სიყვარულით და სხვა ემოციებით არის ყველა გაჯერებული და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგი იყო, არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. კარგი გოგო ხარ, საკმაოდ შთამბეჭდავი გამოგივიდა :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა საინტერესო საოცარი განსხვავებული არ ველოდი ასეთ მალე დამთავრდებოდა დასასრულიც კარგი ქონდა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი რუსკა

კარგია მომეწონა.მდლობა ავტორს

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინა123

კარგი იყო. საინტერესო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent