სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი08
კოცნაში ავყევი.ჩემი ამ ქმედებისთვის უამრავი მიზეზი მქონდა.მის ტუჩებს ზუსტად ისეთი გემო ჰქონდა ,როგორიც წარმომედგინა.ნაზად მკოცნიდა,ყოველგავრი ძალდატანების გარეშე.ხელი თმებში შევუცურე და ვიგრძენი ,როგორ გაუკვირდა. ერთმანეთს რომ მოვშორდით მკერდზე ამიკრა. -ვიცი არ უნდა მიყვარდე,რადგან შენ ლევანის ბიძაშვილი ხარ,მაგრამ მიყვარხარ.მის დაბადების დღეზე რომ გაგიცანი მივხვდი,არავის გავდი. მიყვარხარ ნეა,სხვანაირად არ შემიძლია. გამეღიმა.უფრო ძლიერად მოვხვიე ხელები.თავს ვაძალებდი ,როგორმე მეთქვა რომ მეც მიყვარდა,მაგრამ არ გამომივიდა.არც მაშინ და არც შემდეგ. მისთვის არასდროს მითქვას მიყვარხარ-თქო.მხოლოდ პატარა,ერთი ციცქნა სიტყვა ვუთხარი. -მეც. ჩაეღიმა.ცოტათი მომშორდა და აციმციმებული თვალები მომანათა.მერე ამათვალიერა და ოდნავ დასერიოზულებული ტონით მითხრა. -შედი,სულ სველი ხარ და გაცივდები! -კარგი იმუნიტეტი მაქ. გამოვეპასუხე და სავარძელში ჩავეშვი.იქვე მიგდებული სიგარეტის ბოლო ღერი ტუჩებს შორის მოვიქციე.გამახსენდა ,ბავშვობაში როგორ გვეჩხუბებოდა ბიძია მე და ლევანის წვიმაში სირბილის გამო.ისეთი ბედნიერები ვიყავით მაშინ. -ეს სახლი ყოველთვის მიყვარდა.ზაფხულში ბიძიას მოვყავდით მე და ლევანი.სახლი ახლა ორივესია.ზოგჯერ ძალიან წვიმდა,თავსხმა წვიმა იყო ,როგორც ახლა.ჭექდა,ელავდა.ცა ასე ცისფრად კი არა, წითლად ანათდებოდა.ზეცა იქცეოდა ,მე და ლევანი კი ამ თავსხმაში,ყინვასა და ჭექა-ქუხილში გარეთ გავრბოდით.უკურტკოდ,თხელი ტანსაცმლით და ფეხშიშველი.დაუღალავად ვტრიალებდით წვიმაში და ცას ვუყურებდით.ისე მაჯადოვებდა ხოლმე ეს ხმა და ეს უეცარი გამონათება ,თავი სამოთხეში მეგონა.ყურებში მუსიკად ჩამესმოდა და მაიძულებდა ყველაფერი რაც მაწუხებდა დამევიწყებინა. წვიმა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა.ზოგადად წყალი მიყვარს,სიგიჟემდე. შემიძლია მთელი ცხოვრება წვიმაში ან ოკეანეში გავატარო.ბავშვობა კარგად მახსოვს,ის დღეები ყველაზე მეტად ბიძია და ბიცოლა რომ გვტუქსავდნენ.მერე ჩვენი კარგდ ყოფნის მიუხედავად თბილ პლედებში გაგვახვევდნენ,ხელში ცხელ შოკოლადს ან ჩაის მოგვაჩეჩებდნენ და ბუხართან გვსვავდნენ. -ანუ აქაურობა შენი სამოთხეა. უკვე გვერდით მჯდომს გავხედე და თავი დავუქნიე მერე კი მხარზე ჩამოვდე და წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმას ყური დავუგდე. -ყველას რაღაც აქვს რითიც ცხოვრებას გაურბის,მე კი ზღვა ან უბრალოდ საშხაპე. მას გაეცინა,ისევ მეწყინა ,ზღვას უბრლაო დასვენებდ აღიქვამდა.მე კი ჩემს მარტოსულობას მის ტალღებს ვატანდი ხოლმე.იმ სიბინძურეს რასაც ყოვდღე ვიკიდებდი წყალს ვატანდი სადღაც შორს,იქ საიდანაც აღარ დაბრუნდებოდნენ.წყალი იყო ჩემი მფარველი და ბუნების ის მცირე ნაწილი რაც საკუთარი მეს შენარჩუნებასა თუ პოვნაში მეხმარებოდა. -მიყვარს შენი უცნაურობები. გამიღიმა და სავარძელში გასწორდა. -რას ვიზავთ წარმოუდგენელი ადამიანი ვარ. შევცინე და ბოლო ნაფაზი მოვქაჩე. არაფერს ამბობდა ,საერთოდ არაფერს.სიჩუნე ისე იყო გამეფებული , როგორც გვიან ღამით სასაფლაოზე ჩამოწოლილი უკუნი ნისლი. თუმცა სიჩუმის მიუხედავად უხერხულობა არ იგრძნობოდა.საერთოდ არა.მერე თავში აზრმა დამარტყა,როგორ მეთქვა ეს ყველაფერი ლევანისთვის. -კაკი -ხო? -ლევანის როგორ ვუთხრათ? უცბად გაქვავდა,ამაზე მანამდე არც მას ეფიქრა. სახეზე არავითარი ემოცია არ ეტყობოდა.ბოლოს თავი გააქნია და გაკვირვებული ხმით წარმოთქვა. -წარმოდგენა არ მაქვს ნეა.ძალიან გაბრაზდება? -არ ვიცი.კარგი მოდი ასე ვქნათ-მის მხარს მოვშორდი და სავარძელში ისე გავსწორდი რომ პირდაპირ მისთვის მეყურებინა.-არაფერი შეიმჩნიო,მე გოგას დაველაპარაკები და იქნებ დაგვეხმაროს როგრმე.მისი მეგობარიცაა ლევანი და რამეს მომაფიქრებინებს,ჩემი ჭკვიაკი ბიჭია ეგ. -უკვე ეჭვიანობას ვიწყებ-სიცილით მითხრა . -სულ ტყუილად,ვიმეორებ მე და გოგა ერთად ამოვიზარდეთ .მისი შეყვარება რომ მდომოდა აქამდე შევიყვარებდი.და კიდე უამრავი მიზეზია რატომ არ ვართ წყვილი. -კარგი კარგი.ისე ხომ არ ჯობია ანანოს უთხრა?ბოლოს და ბოლოს შეყვარებულია ლევანისი და უფრო მოგვიგვარებს. -სად სცალია ქალბატონს ჩემთვის.მთელი შემოდგომაა წესიერად არ მისაუბრია მასთან.არა და იმდენი მაქ მოსაყოლი.მომენატრა რა ჩემი გოგო.რა მინდოდა რა ენა მგვალავდა ,ხო ისევ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა და არა ბიძაშვილის შეყვარებული, რომელიც ხმასაც აღარ მცემს წესიერად. -კარგი დაწყნარდი ,მაგასაც მოაგავრებ შენ.ახლა მოვითხოვ შენს ოთახში შებრუნდე და გამოიცვალო.გაცივდები. -ოოო არ მინდაა. დავიბუზღუნე,ფეხზე ავდექი და აივნის რიკულებს დავეყრდენი.წვიმის წვეთები სულ არ მეხებოდნენ. -ნეა,გაცივდები,მართლა გეუბნები. ზუსგსუკან გავიგე მისი ხმა და წამსვე დამეცა კანზე თბილი ჰაერი.უნებურად გამექცა ხელი იმ ადგილისკენ სადაც წამის წინ კაკის სუნთქვისგან გამოწვეული ცხელი ჰაერი ვიგრძენი.ერთიანად მეწვოდა კისერი.თავს საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი,ან როდის იყო რომ ჩემი თავის კონტროლი მომდომებოდა?!.მისკენ შევბრუნდი და ტუჩებზე წავეტანე. ისე ვნებიანად ვკოცნიდი რომ უნებურად დაიკვნესა და ხელები უფრო ძლერად მომხვია წელზე.ამით გახელებულმა თმაზე დავქაჩე და ალბათ არღარც არასდროს გავჩერდებოდი ის და მისი იდოტური თავშეკავება რომ არა. -შედი.დაიძინე. ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა,მოვშორდი და სავარძლებისკენ წავედი. -უჟმურო. გაბრაზებულმა ჩემი პლედი ავიღე და ოთახში შევედი.კაკიმაც დატოვა აივანი და სინათლეც ჩაქვრა.სრული სიბნელე იყო.გოგას მშვიდად ეძინა.კარადაში ხელების ფათურით მოვძებნე გამოსაცვლელი ტანსაცმელი,რომელსაც ყოველიშემთხვევისთვის ვტოვებდი საგურამოში.არაფრისთვის მიმიქცევაია ყურადღება.სველი ტანსაცმლეი ერთიანდ მოვიშორე და უკვე თბილად ჩაცმული ლოგინში ჩავწექი.გოგას ჩემს ფაჩუნზე გაღვიძებოდა. -სად იყავი? -აივანზე,სიგარეტი მოვწიე. -სველი რატომ ხარ? -ვერ ხედავ თავსხმაა. -დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ აივანზე იყავი? -ეზოშიც.კაი რა ხო იცი წვიმა როგორ მიყვარს.ჩამეხუტე რა. -ახლა აღარ გეშინია? -კაი წავედი მე ანოს და ლევანის ჩავუხტები. -მოდი აქ სულელო მოდი. ორივე ხელი შემომხვია და ძლიერად ჩამიკრა გულში.ვიფიქრე ანოს ვეტყვი ჩემზე და კაკიზე და მერე დანარჩენებს თქო,ამიტომ გოგასთან ხმა არ ამომიღია. °°°°°°°°°°°°°°°°°°°° სუფრას რომ მივუჯექი დათომ მკითხა. -ნეა კარგად ხარ? აი სწორედ ამიტომ არ მინდოდა ამთთვის არაფრის თქმა.ხო არ ვიყავი კარგად. მომენტებში იმ ამაზრზენი ადამიანის შეხებას ისევ ვგრძნობდი,ისევ ჩამესმოდა ყურებში მისი ბოხი და გულისამრევი ხმა. და მიუხედავად იმისა რომ მათი ყურადღება მსიამოვნებდა,მაინც იმას ვიმეორებდი ,რომ თავი დაენებებინათ და ამ საკითხზე აღარაფერი ეთქვათ. -კარგად ვარ დათო კარგად.ამაზე აღარავინ არაფერი მკითხოთ.თუ ცუდად ვიქნები თავად გეტყვით. -გვეტყვი?როდის გითქვამს ნეა ჩვენთვის რონ ცუდად ხარ? შენით არაფერს ამბობ,ჩვენ თუ არ ამოგგლიჯეთ სიტყვები არაფერს გვეტყვი. ლადომ კოპებშეკრულმა მითხრა და ჩანგალი თეფშზე დადო.ისეთი სახე ჰქონდა ალბათ შუაზე გამგლეჯდა. -ლადო კარგი რა. გავაპროტესტე თუმცა ამან არც გოგა ,არც დათო და არც ლადო არ გააჩერა. -მისმინე ნეა,არასდროს ამბობ რომ ცუდად ხარ.კარგი რა სულ იცინი არა და ჩემზე უკეთ რომელი გიცნობს ერთი მითხარი-გოგა მომიბრუნდა ,მე კი ჩენს წინ მჯდომ კაკის ვუყურებდი.მასზე ჯერ ისევ ვბრაზობდი,მაგრამ მერე როც წუხანდელი კოცნა გამახსენდა კაკის მიმართ მოვლბი და დანარჩენებს კოპები შევუკარი. -მომაბეზრეთ ყველამ თავი.წავედი მე. მაგიდიდან წამოვდექი და ის იყო უნდა შევტრიალებულიყავი ლევანიმ ცივად და მკაცრად რომ თქვა. -ნეა დაჯექი,ახლავე. სკამზე დავჯექი და ბიძაშვილს გავხედე -ჭამე და ხმა არცერთმა ამოიღოთ ცოტახანს იმ ნაბ*** საქციელზე. ყველა გაჩუნდა. °°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°° აივანზე ვიჯექი გვერდით ანო რომ მომიჯდა.მოცვის ჩაი გამომიწოდა და გამიღიმა. -ვიცი ზედმეტი მოუვიდათ ,მაგრამ ამთაც გაუგე ნეა.ნერვიულობენ შენზე,ხომ იცი როგორ უყვარხარ ყველას!არ გვინდა რამე გაწუხებდეს. იცი მაინც რად უჯდება ლევანის ასეთს რკმ გიყურებს?ან დათოს ,რომელიც შენთან ცხოვრობს და ბოლო კვირაა ხმასაც კი არ ცემ.გოგა?მასთან ყველაზე ახლოს ხარ(ჩემს მერე ოღონდ),მისთვის იმაზე მეტი ხარ ვიდრე მეგობარი.შენ გაიქეცი და კაკის მოუყევი ,მათაც აქვთ გრძნობები ნეა და ღელავენ.უნდათ რომ დაელაპარაკო და დაგეხმარონ. -ხომ იცი რომ მე ლაპარაკი არ მეხმარება.მაინც არავის ესმის გოგას გარდა,მაგრამ ყველაფერზე გოგას ვერ მივადგები. -ახლა მეწყინება,მე არ მესმის შენი?ნეა კარგი რა. -მაპატიე.ჩამეხუტები? -მოდი ჩემთან. ხელები კალთაზე დაირტყა და მეც პატარა ბავშვივით შემოვეხვიე. -მენატრები,რაც ლევანისთან ურთიერთობა დაიწყე ჩემთვის ვეღარ იცლი.რა ნამუსი და სინდისია ახლა ეს. -რა ვქნა პატარავ,არ მიშვებს ის დესპოტი. -მართლა დესპოტი ფუი. -აჰა,მაწამებს-წაუმსახიობა და მერე მკითხა-რამე ახალი არ ხდება შენკენ იმ ვირი მოძალადის გარდა? -რაღაცას გეტყვი და არ იკივლო კარგი? ანომ თავი დამიქნაი ,მე კი ყურში ვუჩურჩულე-წუხელ კაკიმ მაკოცა და მითხრა რომ ვუყვარვარ. -რა....რა?მომესმა?მომესმა ხო?შენ მე ახლა მეხუმრები?მითხარი რო არ მეღადავები და მართლა აკოცე ჯიშკარიანს!ღმერთო ისეთი კარგი წყვილი იქნებით.ძალიან კარგი ,საუკეთესო. -კი.ახლა მთავარი ლევანის როგრ ვუთხრათ. -ოოო რას გამინადგურე ხასიათი.ადექი და პირდაპირ უთხარი,ხო იცი რომ მოუარო აზრი არ აქ. -ჭამისას ვეტყვი იქნებ დახრჩოს. -ეეე მაქვრივებ გოგო? -აჰამ.აუ როგორ მომენატრა შენთან ყოფნა.კიდე კლუბებში სიარული,ლევანი აღარ გამოგიშვებს აწი.მე კიდე ლამის შეყავრებული მყავს. -ოხ ბიჭები შემოგაკლდნენ? ლამის?ნეა შეყვარებული გყავს. -კარგახანია სე** არავისთან მქონია.ასე რომ მგონი კი. -მოკლედ შენ და შენი დამოკიდებულებები რაღაც რაღაცეებზე. -ვითომ შენ არა! -შესნსავით ნამდვილად არა.გავიხედავდი და უკვე აღარ იყავი,შენ ვიღაცის საწოლში გორაობდი მე კიდევ ბართან ვიჯექი და ხალხში ვინმეს ვეძებდი. -მე ჩემს ნათესავთან მაინც არ მქონია სექსი. ნიშნისმოგებით გადავხედე და წამომაკივლა ,როცა ფერდზე მიჩქმიტა. -არ ვიცოდი რომ ნათესავი იყო. ათასი ისტორია გავიხსენეთ ,მერე ეზოს გავხედე აივნის ქვემოთ ბიჭები იდგნენ .კაკიმ შემამჩნია და თავით მანიშნა უკან დაგელიდებიო.ცოტახანს ვაცადე,მერე ანოს ვუთხარი წავედი თქო და უკანა ეზოში გავიქეცი. -რატომ მიხმეთ? -მოიფიქრე რამე? -კი თბილისდი რომ ჩავალთ მერე ვეტყვი.ანოს ვუთხარი. საწყლად ავხედე.თმა ყურსუკან გადამიწია და გამომწვევად მკითხა. -მერე? -ძალიან გაუხარდა . -არც მეეჭვებოდა. -შენზე ისევ გაბრაზებული ვარ ცნობისთვის.ახლა ხვდები რატომ არ მინდოდა რამე გეთქვა? -ვხვდები და ვწუხვარ. მის მკალვებში მომიქცია და ოდნავ მაღალმა თავი ჩემს კისერში ჩარგო.გამეცინა იმ სიტუაციაზე რაშიც აღმოვჩნდით. -რა გაცინებს? -თავი 14 წლის გოგო მგონია ფარულად რომ ხვდება შეყვარებულს და ყველა ბუჩქს უკან მალავს. გადაიხარხარა და თმა ამიჩეჩა . -მოგვიწევს ლევანი თუ გაცოფდა. -აბა ,მტერს მოხვდა მაგის ხელი.იცი რა მწარე დარტყმა იცის?! -რა იყო გამოგიცდია? -უჰ,რამდენჯერაც გინდა.მარა არც მე ვაკლებ ნუ გეშინია.კაი სილის გაწვნა ვიცი. დავიტრაბახე და ლევანის ხმა რომ გავიგე სმენა დავძაბე. -ნეააააა.სად ხარ?თამთა ბიცოლა გირეკავს ,ასე თქვა სასწრაფოაო. სირბილით გავიქეცი და ლევანის ჩემი ტელეფონი გამოვგლიჯე. -ხო თამთა? -სად ხარ ამდენხანს ? -ტუალეტშიც არ მაცადოთ ყოფნა.რა მოხდა? -ზეგ იტალიაში მივდივართ და წამოხვალ? იტალია ჩემი სუსტი წერტილი იყო.ყოველთვის მიყვარდა იქ ყოფნა,მაგრამ ახლა სხვა საქმეები მქონდა. -არა სამსახურში დაკავებული ვარ,ვერ წამოვალ. -კარგი,შეგეხმიანბით . -თამთა... -ხო? -რამეს ჩამომიტანთ? -რამე კონკრეტული გინდა თუ ჩვენ აგირჩიოთ? -თქვენ. ეს პირველი შემთხვევა იყო ,როცა დედას ვთხოვე საჩუქარი თავად აერჩია.საერთოდაც კაკისთან შეხვედრამ სრულიად შემცვალა. უგულო და ცივი არსება წამში ვიქეცი გულთბილ,მოსიყვარულე და მგრძნობიარე ადამიანად.რეალურად ამაში სხვას მიუძღვის დიდი წვლილი,მაგრამ მას კაკის გარეშე ვერ გავიცნობდი,ან მეორედ ვერ შევხვდებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.