შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე (llნაწილი) 17 თავი


8-12-2021, 12:53
ავტორი ნეაკო
ნანახია 11 706

გეგამ სიტყვის უთქმელად, ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე, გახსნილი, თეთრი ქათქათა პერანგის ღილები შეიკრა და იქვე, ტუმბოზე დადებულ მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და თავზე წამოადგა, ახალი სასიხარულო ამბით თავგზააბნეულ ქალს, რომწლიც ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და ცრემლებად იღვრებოდა
-თავს ნუ იდანაშაულებ-მკაცრი ტონით უთხრა გეგამ და ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი ,თავი ააწევინა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ცისფერ უძირო სფეროებში
-ყველაფერი ჩემი ბრალია-სლუკუნით უთხრა ქეთიმ
-ასე არაა!-გაბრაზდა გეგა
-ხომ იცი რომ თვის ბოლოს უნდა ემშობიარა... ახლა კი ჩემს გამო დაეწყო ნაადრრვი მშობიარობა
-ქეთი მორჩი-თვალები დაუბრიალა გეგამ
-ანის და პატარას რამე რომ დაემრათოთ...
-არაფერი მოხდება! ორივე კარგად იქნებიან!-წინადადება გააწყვეტინა გაღიზიანებულმა კაცმა ტირილისგან თვალებდასიებულ ცოლს და ოდნავ დაიხარა სახე ზედმეტად მოუახლოვა და საფეთქელზე ნაზად აკოცა
-გეგა მეშინია-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ ქმარს და მისი სურვილის შესაბამისად იმქვ წამს ფეხზე წამოდგა, კაცმა მაშინვე ხელო მოხვია მთრთოლარე მხრებზე, გულზე მიიკრო და თავზე აკოცა
-ყველაფერი კარგად იქნება, გასაგებია?!-დარწმუნებით უთხრა გეგამ ცოლს და ზემოდან დააცქერდა ამღვრეული თვალებით, ქეთიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ამჯერად მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა, გეგას გაეღიმა ცოლის ქცევაზე და ტუჩებში აკოცა
-გეგააა!-გაუბრაზდა ქეთი და მაშინვე უკან დაიხია.
მთელი გზა ისე იარეს რომ ხმა არცერთს არ ამოუღია. ქეთი საშინლად დაძაბული, დაბნეული და აფორიაქებული იყო, რადგან არ იცოდა გეგა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, შეჰყვებოდა თუ არა საავადმყოფოში. მართალია გულის სიღრმეში საშინლად არ უნდოდა ასეთ რთულ მომენტში გეგა და ირაკლი ერთმანეთს შეხვედროდნენ, მაგრამ ქმართან ამ თემაზე ლაპარაკი ვერ გაბედა ძალა არ ეყო, ამიტომ უხმოდ, ჩუმად განაჩენივით ელოდებოდა მისი ხმის ამოღებას, მაგრამ გეგა მთელი გზა ჯიუტად დუმდა. გეგა რა თქმა უნდა გრძნობდა რომ ამჯერად ქეთის შფოთვის და მოუსვენრობის მიზეზი თავად იყო მაგრამ მაინც არაფერს ამბობდა და მშვიდად ადევნებდა თვალს ცოლის მღელვარებას, რომელიც ასევ ჯიუტად დუმდა.
ქეთი საშინდა დაიძაბა როცა გეგამ მანქანა ქუჩაში საავადმყოფოს ეზოს გარეთ დააპარკინგა
-ქეთი-მომღიმარი სახით გახედა კაცმა ნერვიულობისგან და შიშისგან სახე გადაფითრებულ ცოლს- ვფიქრობ ჩემი იქ შემოსვლა არ ღირს-ამ დროს ქალმა მადლიერების თვალებით შეხედა მას, თუმცა ქეთიმ დიდად არ შეიმჩნია ის სიხარული რაც გეგას ამ მოულოდნელმა სიტყვებმა იმ წამებში განაცდევინა
-კარგი როგორც გინდა-აღელვებით უთხრა ქმარს და სევდიანად გაუღიმა
-თუ რამეში დაგჭირდები ეგრევე დამირეკე!- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა გეგამ ცოლს და მისკენ გადაიხარა და ყურს დაბლა ნაზად აკოცა.
სწორედ ამ დროს აივანზე მოსაწევად გასულმა ირაკლიმ გეგას მანქანა შენიშნა და ზიზღით სავსე, ცივი მზერა ქეთისკენ მიმართა, წამიერად მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა და სიშორის მიუხედავად მაინც იგრძნეს ერთმანეთი... გეგა ოდნავ გაღიზიანდა ქეთის რეაქცია რომ არ ჰქონდა მის შეხებაზე, ამიტომ ყბებზე თითები ნაზად მოუჭირა და თავი თავისკენ შეატრიალებინა
-მოხდა რამე?-ინტერესით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-არა არაფერი-დაბნეულმა ქალმა როგორღაც ძალა მოიკრიბა საკუთარ თავში და მშვიდად უპასუხა, თუმცა წამიერად ისევ გაექცა მზერა ირაკლისკენ, გეგაც უმალ მიტრიალდა და იქით გაიხედა საითაც ქეთიმ, თუმცა ვერავინ რომ ვერ შენიშნა ვერც ეზოში და ვერც აივანზე უმალ დაშოშმინდა და სახე კიდევ უფრო მეტად მიუახლივა ცოლს
-ღელავ?-ინტერესით ჰკითხა და ქვედა ტუჩზე აკოცა
-ოდნავ
-კარგი მიდი წადი-საჭეზე ხელები დააწყო გაღიზიანებულმა კაცმა და როგორც კი ქეთი ეზოში შევიდა მანქანა წამში ადგილს მოწყვიტა.
აფორიაქებული და დაბნეული ქეთი ნელი ნაბიჯით მიდიოდა შენობისკენ სადაც ზუსტად იცოდა რომ მძიმე და რთული საუბარი ელოდა შვილებთან...თუმცა ყველზე საშინელი და უსიამოვნო მისთვის მაინც ყოფილ ქმართან გარდაუვალი შეხვედრა იყო.
თავდახრილმა ქალმა მძიმედ აირა საავადმყოფოს ცენტალური შესასველილის კიბეები და დაბნეული მიაჩერდა სახე წაშლილ ირაკლის, რომლსაც შენობაში შესვალმდე შეეჩეხა. ახლა ყველაზე ნაკლებად მასთან საუბარი და ჩხუბი უნდოდა ქეთის, ამიტომ გევრდის აქცევა სცადა მისთვის, თუმცა ირაკლი მოულოდნელად წინ აესვეტა და სახე ზედმეტად მიუახლოვა დამფრთხალ ქალს
-რატომ მოხვედი?-ცინიკური ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებში
-ფიქრობ რომ ანგარიში ისევ შენ უნდა ჩაგაბარო თუ რას და რატომ ვაკეთებ?- უცნაური ტონით ჰკითხა ქეთიმ და უმალ მზერა აარიდა მის წაშლილ სახეს
-ანის შენი ნახვა და მითუმეტეს შენთან ლაპარაკი არ უნდა- მკაცრი ტონით უთხრა ირაკლიმ და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია გადაფითრებულ სახეზე
-ჩემი და ანის ურთიერთობა შენ არ გეხება- გაბრაზდა ქეთი
-მეხება!- მკაცრი ტონით უთხრა ირაკლიმ დ ამშვიდად გააგერძელა საუბარი -იმიტომ რომ შენს გამო დაეწყო ნაადრევი მშობიარობა
-უფლება არ გაქვს რომ ჩვენს ურთიერთობაში ჩაერიო!
-მაქვს! იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენმა არასწორმა საქციელმა გამოიწვია- ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა კაცმა, რომელიც ყოფილ ცოლთან ზედმეტი სიახლოვის გამო, თავს ძლივს იკავებდა რომ რამე სისულელე არ გაეკეთებინა
-ცდილობ რომ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო?- აღელდა ქეთი
-შენს ქმართან დაბრუნდი!-ზიზღით უთხრა ირაკლიმ და ცხვირის წვერით ოდნავ სულ ოდნავ შეეხო მის გაყინულ შუბლს
-ნუ მიმითითებ რა გავაკეთო-ქეთიმ არ შეიმჩნია მისი ზედმეტი სიახლოვის და შეხებისგან გამოწვეული მღელვარება და მშვიდად დაიხია ოდნავ უკან
-უფლებას არ მოგცემ რომ ანი უარესად გააღიზიანო!- მკაცრი ტონით უთხრა ირაკლიმ და სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან სანთებელასთან ერთად, იქიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, სწრაფად მოუკიდა ოდნავ აკანკალებული თითებით და ნერვიულად გააბოლა
-თავს ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევ!
-იმდენის უფლებას ვაძლევ რამდენის უფლებასაც ანი მაძლევს შენთან მიმართებაში- ცინიკური ტონით უთხრა ცივი მზერა მიაყენა მის წაშლილ სახეს
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს, უფლებას არ მოგცემ ჩემსა და ანის შორის ჩადგე
-შენსა და ანის შორის მე კი არა, შენი ახალი ეგოისტი სირ. ქმარი დგას -ირონიული ტონით უთხრა ირაკლიმ სახე ალეწილ ქალს და სიმწრით გაეცინა, თუმცა რეალურად თავს საშინლად გრძნობდა, მაგრამ ოდნავადაც არ იმჩნევდა იმას რომ სასოწარკვეთილების პიკში იყო და თავი მაინც ამაყად ეჭირა
-მორჩი!-გაბრაზდა ქეთი
-სიმართლეს ვამბობ და შენ ეს კარგად იცი
-ირაკლი! გეყოფა!- მოიღუშა ქეთი
-გუშინ ღამე...
-არ გაბედო! გესმის? არ გაბედო კიდევ რამის თქმა!-მბრძანებლური ტონით უთხრა გაგიჟებულმა ქალმა და ამჯერად თავად მიუახლოვდა ზედმეტად ყოფილ ქმარს და მზერა გაუსწორა მის დანისლულ, ცარიელ, ვიც, არეულ სფეროებს
-ის შენ შეგეხო
-გაჩუმდი
-გუშინ ღამე შენ მისი გახდი-არ გაჩუმდა ირაკლი და ზიზღით გააგრძელა საუბარი-მისი საკუთრება, მისი ქალი-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და სიგარეტიანი ხელი ნაზად ჩააყოლა მის ოქროსფერ, ნაზ თამას თან ისე რომ გაფითრებულ სახის კანზეც შეახო უხეში თითები- იმ წამს უზომოდ მეტკინა უშენობდა, მაგრამ ახლა მივხვდი რომ სინამდვილში მხოლოდ ზიზღი ვიგრძენი შენს მიმართ, უსაზღვრო ზიზღი, იმიტომ რომ შენ ჩემგან დაუფიქრებლად წახვედი მის გამო და პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩაუწექი...-
გამომწვევი ტონით უთხრა ირაკლიმ ყოფილ ცოლს და ოდნავ უკან დაიხია, შემდეგ კი თავხედური მზერა ააყოლა მის უზადო სხეულს
-თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?-გაცეცხლდა ქეთი და მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი, ამ დროს ირაკლიმ, მშვიდად, უმისამართოდ მოსროლა სიგარეტის თითქმის ჩამწყვარი ღერი და მოულოდნელად მაჯებში უხეშად წაავლო ხელი აღელვებულ ქალს და თავისკენ მიიზიდა. ქეთი საშინლად დაძაბა, გაბრაზებულ ყოფილ ქმართან ზედმეტმა სიახლოვემ, რის გამოც კიდევ ერთხელ გაიბრძოლა
-ნუ ფართხალებ-დაუღინა ირაკლიმ და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა უხეში თითები სუსტ მაჯებზე
-ხელი გამიშვი არანორმალურო-ამაოდ შეეწინააღმდეგა ქეთი გაგიჟებულ კაცს
-იცი რა დამემართა როცა გავიგე რომ ის ნაბ.ჭვარი შეგეხო?
-ის ნაბ.ჭვარი ჩემი ქმარია და გეგა ავალიანი ჰქვია- ავარდა ქეთი და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა
-ჩემი გაგიჟება გინდა?!-მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული კაცი
-ავადმყოფი ხარ!
-ჰო ვარ, იმიტომ რომ ყოველ წამს სიგიჟემდე მივყავარ იმაზე ფიქრის რომ ის კაცი შეგეხო... რომ შენს სხეულს დაეუფლა და მე აღარ მეკუთვნი
-უფლებას არ მოგცემ რომ ასე თავხედურად მელაპარაკო გასაგებია?!- აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი და სანამ რამეს იტყოდა კიდევ მისი შეხებით და სურნელით თავგზააბნეული კაცი ტუჩებზე დააცხრა, იმის მიუხედავად რომ ქეთი პირველ წამებში გააგიჟა ყოფილი ქმრის თავხედობამ, რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ მაინც მოერი თავს და დაშოშმიმდა, შესაბამისად წინაადეგობის გაწევის ამაო მცდელობაც შეწყვიტა, მისდა გასაოცრად ირაკლი თავის ნებით და სურვილით იმავე წამს ცივად მოშორდა მის უგრძნობ სხეულს და უკან დაიხია, რადგან როგორც ქეთიმ თავადაც ვერაფერი იგრძნო ამ იძულებითი კოცნის დრო
-მეცოდები- გულწრფელი სიბრალურით უთხრა ქეთიმ- მართლა მეცოდები... არ მეგონა ამ დონემდე თუ დაეშვებოდი
-გაჩუმდი -გამაფრთხილებლად უთხრა სახე ალეწილმა კაცმა ყოფილ ცოლს და სიგარეტს წვალებით მოუკიდა აკანკალებული თითებით
-უკვე მერამდენედ უნდა მატკინო მხოლოდ იმიტომ რომ შენ გტკივა და ძალა არ გყოფნის რომ რეალობას თვალი გასწორო?-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ და ცრემლიანი თავლები მიანათა მის ალეწილ სახეს -გულწრფელად გეტყვი, ამ ყველფრის მიუხედავად მაინც არ მძულხარ, უბრალოდ მეცოდები, გესმის?
-ქეთი შეწყვიტე!
- ჩემში მხოლოდ სიბრალურს იწვევ იმიტომ რომ შენ ასე გინდა! -არ ჩუნდებოდა და საუბარს განაგრძობდა აღევებული ქალი
-მორჩი!-ზედმეტად მიუახლოვდა ირაკლი ყოფილ ცოლს და ზიზღით ჩაავქერდა თვალებში
-იმდენად დაკარგე საკუთარი თავი რომ არარაობად იქეცი, მაინც იმ სუსტ დაუცველ და უსუსურ არსებად იქეცი რომელიც შვებას მხოლოდ ზიზღში აგრესიაში და სასმელში პოულობს და მე გული მტკივა ამის გამო...
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე რად ვიქცევი?
-ააქვს იმიტომ რომ ჩემი შვილების მამა ხარ და მინდა თუ არ მინდა მთელი ცხოვრება დაკავშირებული ვიქნები შენთან ამის გამო...და არ მინდა დაცემული, განადგურებული და უმწეო გნახო მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეგიძლია საკუთარი თავის და გრძნობების მართვა
-შენი სიბრალური არ მჭირდება-აგრესიული ტონით უთხრა ირაკლიმ და ზურგი აქცია
-მაშინ ნუ მაიძულებ რომ მებრალებოდე და მეცოდებოდე- მაკცრი ტონით უთხრა ქალმა და შენობაში შევიდა.
თორნიკე უკმაყოფილო სახით მიაჩერდა ქეთის რომელიც სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მას, გიორგის და რეზის
-შეიძლება ვილაპარაკოთ?-სევდით სავსე მზერით გახედა ქეთიმ მოღუშულ ბიჭს
-ახლა არა!-მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და გიორგისთან განაგრძო საუბარი.
რამდენიმე საათის განმავლობაში გარიყულივით მარტო იჯდა საავადმყოფოს გრძელ დერეფანში ქეთი და მთელი ეს დრო მთელი ძალით ებრძოლდა მოწოლილ ცრემლებს, გაოცდა როცა რეზიმ ჯერ წყალი მიუტანა შემდეგ კი ყავა
-მადლობა-დაბნეული თვალებით ახედა ქეთიმ
-ცოტა დრო სჭირდება, მალე გადაუვლის-თორნიკეზე მიანიშნა რეზიმ აღელვეული ქალი და მშვიდად დაბრუნდა მამაკაცების თავშეყრის ადგილას.
თორნიკეს სუნთქვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა როცა მიმღებში შესულ ლილეს და მარიანას ჰკიდა თვალი, რამდენიმე წამის განმავლობაში ისე დაიბნა რომ ვერაფერი მოახერხა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და სწრაფად მიუახლოვდა მონატრებულ ცოლ-შვილს ლილე ხელში აიტაცა, სახე დაუკოცნა, შემდეგ აღელვებულ მარიანას ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა და გაუღიმა. გოგონამ მკვლელი ზერით შეხედა ჯერ კიდევ ქმარს და რეზისკენ მიმავალ აღფრთოვანებულ ბიჭს უკან მიჰყვა თავდახრილი.
-რეზი აქამდე ვერ მოვახერხე, უფრო სწორად თავში აზრად არ მომსვლია შენთვის ჩემი ცოლ-შვილი გამეცნო-გულწრფელად უთხრა თორნიკემ მომღიმარი სახით მდგომ კაცს და სევდიანად გაუღიმა -გაიცანი ჩემი ცოლი მარიანა-სიტყვა ცოლი ხმამამღლა და მკაფიოდ წარმოსთვა და რეზისთან ერთად ინსტიქტურად მარიანს გახედა რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და მორიდეთი უყურებდა ახალ მამათილს, რომელმაც უმალ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად -ეს კი ჩემი გადარეული გოგოა-ლილეზე მიუთითა რომელიც რეზის ოდნავ მიახლოებისთანავე უფრო მეტად მიეკრო მამას და ხელები კისერზე შემოხვია, ამ დროს რეზიმ სწორედ ის სითბო და ბედნიერება განიცადა რაც თორნიკემ შვილის შეხებისას და გული სიხარულით აევსო
-ჩემი ჭირვეული გოგო-ლილეს დანახვამ ირაკლის როგორც იქნა ხასიათი გამოუკეთა და მაშინვე გამოართავ შვილს მონატრებული პატარა, რეზის რაღაცნაირად გული ეტკინა რომ ის სრულიად უცხო იყო პატარა ლილესთვის, თუმცა ოდნავადაც არ შეიმჩნია ეს სევდა და სადღაც გულის სიღრმეში მოწიწებით შეინახა
-მალე მოგეჩვევა-გაუღიმა თორნიკემ რომელმაც რაღაცნაირად იგრძნო რეზის სახეზე არ აღბეჭდილი ტკივილნარევი სევდა და კარგა ხნის ფიქრის მერე დაამატა-ჩემი ბრალია... აქამდე უნდა გამეცნო ორივე
-არაუშავს-მშვიდი ტონით უთხრა რეზიმ და ლილეს წაეთამაშა რომელიც ირაკლის მკლავებში მოქცეული, კისკისით, მშვიდად ეთამაშებოდა მისთვის უცნობ ადამიანს.
გიორგი საშილად ღელავდა პატარა იონეს მოლოდინში, იმის მიუხედავად რომ ყველა მის გვერდით იყო თავს მაინც ძალიან მარტოდ გრძნობდა, თუმცა ამ ყველაფერის მიუხედავად ვერაფრით გავედა მშობიარობას დასწრებოდა და ასე უსასრულო მოლოდინში, ნერვიულობაში და განცდებიში დააღამდა და ზუსტად ცხრა საათზე ახალმა სასიხარულო ამბავმა ლამის ჭკუიდან შეშალა, რადგან მისი პაწაწინა, მტირალა ვაჟკაცი ამ ქვეყანას ჯანმრთელი მოევლინა, ანი კი თავს კარგად გრძნობდა.
გახარებული ქეთი რძალს და შვილიშვილს ჩაეხუტა, მათ გაუზიარა უსაზღვრო ბედნიერება, გიორგი კი ყველას ჩაეხუტა რადგან ვერ იტევდა იმ მოზღვავებულ ემოციებს რაც შვილის დაბადებით გამოწვეულმა სიხარულმა მოჰგვარა. ბოლოსდაბოლოდ თორნიკე გალთვა და ატირებულ ქეთის სწრაფად მიუახლოვდა, ხელი მოხვი, გულზე მიიკრო და თავზე აკოცა
-გილოცავ ორგზის ბებიობას-სიცილით უთხრა და ცრემლები მოაშორა სახიდან
-გადარეულო-ქეთიმ თმები აუჩეჩა და გულზე მიეკრო
-რომ იცოდე შენზე ისევ გაბრაზებული ვარ და იმ ვაჟბატონზეც-წარბის აწევით უთხრა თორნიკემ ნერვიულობისგანდა სიხარულისგან თავგზააბნეულ ქალს და გაუღიმა
-თორნიკე-გაუბრაზდა მარიანა ქმარს-უაზროდ ნუ ანერვიულებ, ისედაც განიცდის
-არა! თორნიკე მართალია-ასლუკუნდა ქეთი
-თქვენც გაქვთ ბედნიერების უფლება, ამ ყველაფერის გამო გულს ნუ გაიტეხთ-გაუღიმა მარიანამ დედამთილს -ხომ გაიგონეთ ექიმმა რაც თქვა, რამდენიმე დღით ან კვირით ნაადრევი მშობიარობა სავსებით ნორმალური იყო ანის მდგომარებაში ასე რომ თავს დამნაშავედ ნუ თვლით
-მადლიბა რომ ჩემი გესმის-გაუღიმა ქეთიმ რძალს და ირაკლის გახედა რომელიც მაქსიმალურად აიგნორებდა მის იქ ყოფნას და საერთოდ არსებობას, რაც ქეთი გულში ფარულ იმედს უსახავდა რომ ირაკლი როგორღაც შეეგუებოდა ახალ ცხოვრებას და ყველფერის თავიდან დაწყებას ეცდებოდა.
ქეთის არ გაჰკვირვებია და არც წყენია ანიმ რომ ცივად მიიღო და ფაქტიურად ხმის ამოღების უფლება არ მისცა. მისთვის მთავარი ის იყო რომ ყველაფეირ კარგად დასრულდა და მისი შვილი და პაწაწინა იოანე თავს კარგად გრძნობდნენ.
შინ დაბრუნებული გვანცა გაღიმებული სახით მიაჩერდა აივანზე მჯდომ გეგას რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა
-უკვე ძალიან გენატრება ხო?-სიცილით ჰკითხა და აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო
-მასზე ვღელავ
-თუ ირაკლიზე?-გამომწვევი ტონით ჰკითხა გვანცამ და გეგას შეცვლილ სახეზე უცნათ დასერიოზულდა
-ნუ მაღიზიანებ ისედაც ძლივს ვიკავებ თავს იქ რომ არ წავიდე
-ირაკლი მუდამ იქნება ქეთის ცხობრებაში რადგან მათ შვილები და შვილიშვილები აერთიანებთ, შენ ამ კავშირის გაწყვეტას ვერასდროს შეძლებ მათ შორის, ასე რომ გირჩევ შეეგუო ამ ყველაფერს და ნაკლებად იემოციურო ქეთის და ირაკლის სიახლოვეზე
-მარტივი არაა
-ვიცი მაგრამ...-რაღაცის თქმას აპირებდა გვანცა რომ გეგას ტელეფონი აწკრიალადა, კაცმა სწრაფად უპასუხა მონატრებული ცოლის ზარს და როგორც კი გათიშა ფეხზე წამოდგა
-უნდა მოიყვანო?
-ჰო
-ანუ ყველაფერი რიგზეა ხო?
-კიი-კართან მივიდა გეგა და მოულოდნელად მიტრიალადა გვანცასკენ -ხო მართლა მცხეთაში რა რომანწიკა მომიწყვე? მე რა ვარდის ფურცლები და სანთლები გთხოვე გოგო?
-აუ კარგი რა- აბუზღუნდა გვანც- არ გამიჭედო ახლა...ვიცი რომ შენთვის სისულელეა ეს ყველაფერი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ქეთის მოეწონებოდა
-კაი მაგაზე მერე გაგაიჭედავ ახლა არ მცალია- ბრაზნარევი ტონით უთხრა გეგამ და გავიდა.
ქეთიმ როგორც კი გეგას მანქანა შენიშნა ქუჩაში სწრაფად გავიდა ეზოდან და მაშინვე ჩაჯდა
-ეს?-გეგამ დაძაბული ქალი გრძელმკავიან თხელ ქურთუკზე მიანიშნა რომელიც მჭიდროდ ჰქონდა მას ტანზე შემოხვეული
-შემცივდა და თორნიკემ მათხოვა-აუხსნა ქეთიმ და გაუღიმა.
მთელი გზა ქეთი იოანეზე ლაპარაკობდა, ძალიან აღფრთოვანებული იყო მისი პაწაწინა სახის დახვეწილი ნაკვთებით, გეგა კი მშვიდად უსმენდა და დროდადრო ეშმაკურად იღიმოდა.
კარზე ზარის ხმამ გვანცა ოდნავ დააბნია, თუმცა მაშინვე ღიმილი აიკრა სახეზე და გართედ გააღო რკინის მძიმე კარი
-პირველ რიგში გილოცავ პატარა იოანეს ამ ქვეყნად მშვიდად მოვლინებას, შემდეგ კი გაბედნიერებას და ჩემს რძლობას-ღიმილით უთხრა აღელვებულ რძალს და ჩაეხუტა, ქეთის გვანცას მხირულმა დახვედრამ იმავე წამს მოუხსნა პირველი შეხვედრის სტრესი რიდი და ღელვა, ამიტომ თამამად შევიდა გეგასთან ერთად მის ახალ სახლში. ჩაი ყავა... ან არ ვიცი სხვა რამეს ხომ არ მიირთმევთ?-თავზე წამოადგა გვანცა ოდნავ დაბნეულ წყვილს
-არა მადლობა არ შეწუხდე-გაუღიმა ქეთიმ და ქმარს გახედა
-თუ რამე არ მოგერიდოს-გაუცინა გვამცამ- ეს შენი სახლიცაა სანამ გაერკვევი ყველაფერში დაგეხმარები თუ სურვილი გექნება
-მადლობა
-ქეთი ძალიან დაღლილი მგონი ყველაფერს დასვენება ურჩევნია-ხელი ჩაკიდა გეგამ ცოლს და ფეხზე წამოდგა მასთან ერთად.
-ძილინებისა-კისკისით უთხრა გვანცამ და პირველი შეიკეტა საძინებელში.
ქეთიმ წყალი გადაივლო და გვანცას მიერ მისთვის ნაყიდი ნივთებიდან გრძელმკლავიანი პერანგი და ქვედაბოლო ჩაიცვა
-ისევ გცივა?-შეიცხადა გეგამ როცა ქეთი ოთახში ასე გამოწყობილი დაბრუნდა
-ცოტა-მშვიდი ტონით უთხრა ქალმა და საწოლზე ჩამოჯდა
-ქეთი მოხდა რამე?
-არა არაფერი, უბრალოდ მართლა ძალიან დავიღალე
-მესმის-გაუღიმა გეგამ და საწილზე მასთან ერთად გადაწვა, მაშინვე ზემოდან მოექცა და დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში -მაინც მგონია რომ რაღაც მოხდა და არ მეუბნები
-გთხივ ახლა არა
-ეს ირაკლის უკავშირდება?-დაიძაბა აღელვებული კაცი
-გეგა გთხივ-შეეხევწა ქეთი
-კარგი, მაგრამ ხვალ აუცილებლად ვილაპარაკებთ მე და შენ-გამაფრთხილებლად უთხრა და ტუჩებზე დააცხრა, შემდეგ კი გვერდით მიუწვა, ზურგიდან აეკრო, მძიმე ხელი მუცელზე შემოაჭდო და ცხვირი მის თმებში ჩამალა- ქეთი მაგიჟებ-ჩურჩულით უთხრა და კიდევ უფრო მეტად მიიწება მისი გაყინული სხეული მხურვალე ტანზე.
-დაიძინე-დაღლილი ხმით უთხრა ქალმა და თვალები დახუჭა
-ვეცდები-სიცილით უთხრა გეგამ და დაძინება სცადა.
რეზიმ მაინც მოახერხა და ლილე იმდენად მიიჩვია რამდენიმე საათში რომ ხელში აიყვანა
-მამაშენინძალიან ბედნიერია-მომღიმარი სახით გახედა მარიანამ ქამარს
-ჰოოო, როგორც ყოველთვის არ იმჩნევს მაგრამ თვალებიდან სიხარულს ასხივებს
-კარგი ადამიანი ჩანს
-ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ მისით უკვე აღფრთოვანებული ვარ
-მიხარია რომ ურთიერთობა დაგილაგდათ
-ჰო დიდხნას და მოთმინებით მელოდებოდა... სანამ პირველი ნაბიჯი მისკენ აე გადავდგი მანამდე ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა არ უცდია
-იმიტომ რომ იცოდა რაც მეტად ეცდებოდა შენთან ახლოს ყოფნას მით მეტად დაშორდებოდი
-ისევე როგორც მე და შენ-მოიღუშა თორნიკე
-თავიდნა ნუ დაიწყებ!
-ექიმთან როდის გაქვს შემდეგი ვიზიტი? იქნებ ამჯერად მაინც გავიგოთ ჩვენი მორცხვი პატარას სქესი-უმალ სხვა თემაზე გადავიდა თორნილკე, მარიანას დასაშოშმინებლად მაგრამ გოგონა მაინც გაბრაზდა
-სქესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის?
-არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს
-ჩვენი წასვლის დროა უკვე , ხვალ ისევ მოვალთ-მკაცრი ტონით უთხრა მარიანამ ქმარს და რეზის გახედა რომელსაც მოულოდნელად აუტირდა ლილე, დაფეთებულმა კაცმა პატარა მაშინვე მომღიმარ რძალს მიუყვანა
-ნუ ღელავთ როცა ეძინება ასე იცის ხოლმე... ჭირვეულობს-ახედა მარიანამ აფორიაქებულ კაცს
-ხვალ მოხვალთ?-დაინტერესდა რეზი
-რა თქმა უნდა მოვლენ-თორნიკემ უპასუხა ცოლის მაგივრად და უკვე თვალებმილულული ლილე გამოართვა მარიანას
-ტაქს გამოვიძახებ
-გგონია ტაქსით წასვლის უფლებას მოგცემთ?-გაბრაზდა თორნიკე
-შენი ნებარვა არ მჭირდება
-სხვა რამ ვიგულისხმე
-თორნიკე
-სახლში მე წაგიყვანთ, ხვალ დილით მოგაკითხავთ და წამოგიყვანთ! ვერ ვხვდები რა მიზეზით ჯოუტობ და გინდა რომ ორსულმა მარტომ იარო ტაქსებით თან პატარა ბავშვით ხელში!-იმდენად კატეგორიულ იყო თორნიკე რომ მარიანა მალევე დანებდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანუკი

ეს მამა-შვილი ზედმეტად მაღიზიანებს, თურმე ქეთის ბრალი ყოფილა ანის ნაადრევი მშობიარობა. ირაკლი ზედმეტად ამაზრზენია უკვე, ყველანაირი გზა მოუჭრა ქეთის, ყველანაირი მანიპულაციის გზა გამონახა რომ ქეთი მისი ცოლი გამხდარიყო, ქეთის რომ გეგას მიმართ გრძნობები ქონდა ყოველთვის იცოდა მაგრამ მაინც გახადა ქეთი იძულებული მისი ცოლი გამხდარიყო, გეგაზე რომ სიმართლეს უმალავადა ამაზე ხომ ლაპარაკი აღარაა, მათი ურთიერთობის არევის შემდეგ ირაკლი რასაც ქეთის უკეთებდა შევიწროვების და გაუპატიურების ტოლფასია, მერამდენედ დადის ეს ქალი ჩალურჯებული მაჯებით, ამის მერე კიდევ აქეთ რომ იბღვირება ძალიან სასაცილოა, ანიზე ლაპარაკიც არ მინდა, ისე ექცევა ქეთი თითქოს მოსიყვარულე ოჯახი დაანგრია, ვინმეს უღალატა, ან ვინმეს რამე დაუშავა, თვითონ აქვს გამოცდილი გიორგისთან უსიამოვნებები, მაგრამ ამის მიუხედავად არავის მიმართ არ გააჩნია სოლიდარობა და თანაგრძნობის უნარი, სოფისაც ისტერიკები მოუწყო მაშინ, შენი შეყვარებული რომ იჩხირავს მაგის გამო როგორ ეჩხუბეო, თუ რამე მოუვა შენი ბრალი იქნებაო:)))) დედამისთანაც იგივე სიტუაცია აქვს, რაში ადანაშაულებს თვითონაც არ იცის, არცერთხელ არ მოუსმენია მისთვის, როგორ შეიძლება ქეთის ექცეოდეს ასე როცა ყველაფერი მამამის ბრალია, ძლივს ადამიანმა ბედნიერა იპოვა და არ შეარგეს. თორნიკე გეგაზე და ქეთიზე მაინც რომ ბრაზდება ესეც ნერვების მომშლელია, ამ ქალს ცხოვრებას ყველა თავის გემოზე უკონტროლებენ, ვის რაში ადარდებს მისი სურვილები. მოკლედ გვიშველე რამე მე და ქეთის, ნერვებს მიშლიან უკვე ამის ჭირვეული ქმარ შვილი:)))

 


№2 სტუმარი მია

დიდად დარწმუნებული ვარ არ გესმიამოვნება მაგრამ რას ვიზამთ .

ისტორია უკვე მარაზმში გადაგივიდა, როდესაც წერ სასიყვარულო სამკუთხეზე ერთი პერსონაჟი არაკაცად არ უნდა აქციო და მეორე ფრთიან ანგელოზად. როგორ ეტყობა შენ ისტორიებს რომ სიღმისეულად არ წერ, მეტად უნდა ფიქრობდე რაღაც დეტალებზე რომ პერსონაჟები ერთ სიმაღლეზე იყვნენ და არ იყოს დისბალანსი. ისეთი ტიპაჟი უნდა შექმნა რომ მისი დადებითიც და უარყოფითიც ჩანდეს.

როდესაც გეგა შემოიყვანე(მკითხველის სურვლით) მაშინ ისე უნდა გექნა რომ ირაკლი არაკაცად არ გამოგყვანა. ოჯახურ ღირებულებებს, ფასეულობებს ისე გაუსვი ხაზი და იმდენად ამოსვარე ტალახში ეს ისტორია ახლა ჩემში გაღიზიანებას იწვევს ამ თავით რომ შევაჯამოთ.

როცა სასიყვარულო სამკუთხედზე წერ ორი კაცი პერსონაჟი ისე უნდა გყავდეს წარმოჩენილი რომ მკითხველმა არც ერთ მიემხოროს და ორივეს თანაბრად აფასებდნენ. ქეთა/გეგა ირაკლი/ქეთა თორნიკე/მარიანს , სიყვარულს აღწერ ემოციების გარეშე გეგონება მეზობლის ამბავს ყვები. ემოციები სად დაგრჩა? შენს ამ ისტორიაზე ბევრმმა მკითხველმა მიგატოვა რომ გადავხედო სხვა თავზე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება მიხვდები რა უნდა გამოასწორო წერისას. თუ სხვა მკიტხველის აზრს ითვალისწინებ, დანარჩენი მკითხველის აზრიც გაითვალისწინე, ესე გვერძე ნუ დატოვებ თორემ ისევ ისე არაკორექტულად მიგანიშნებენ და გეტყვიან.

 


№3 სტუმარი ელა1

პ.ს გოგოებო არ გეგონოთ რო არ ვადემნებ ყურს თქვენ კომენტარებს უბრალოდ ვერ ვახერხებს წერას.მიყვარხართ ყველანი და ყველა თქვენ კომენტარს ვეთანხმები.ნენე სურათები ძალიან მომეწონა.

 


№4 სტუმარი სტუმარი კირა

ქეთის ყოველი მწარედ ნათქვამი სიტყვა, ირაკლის დაეხმარება ამ სტრესის და ცოლისგარეშე ცხოვრების დაძლევაში.
თორნიკეს და რეზის ურთიერთობა მშვენივრად ლაგდება.
ეს მარიანაა უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელი, დიდი და ჩამოყალიბებული პიროვნებასავით ეჭირა თავი რეზისთან და რეალურად ყველამ ვიცით როგორი ბავშვური და ჩამოუყალიბებელია. ერთად დარჩებიან თუ არა მაგაზე საერთოდ არ ვდარდობ.
ამ ეტაპზე მხოლოდ ის გამახარებს ირაკლის ფეხზე წამომდგარს რომ დავინახავ და როგორმე შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას.
ეს ანი ნორმალურია საერთოდ? ჯერ ქეთისაც ააქვს უფლება ბედნიერი იყოსო და შეეგუეო მამამისს ეუბნებოდა, ეხლა ზედაც არ უყურებს. ადეკვატურია ეხლა ეს "ქალი"? :დ
იმ მომენტზე გული ჩამწყდა ქეთი გარიყულივით რომ იჯდა დერეფანში:(
ნელ-ნელა კულმინაციისკენ მივდივართ ხო?

იმაზე ვდარდობდი, ქეთი როგორ შეეჩვევა ახალ სახლს და ახალ გარემოს-თქო, როგორც ჩანს ისევ გვანცულას პოზიტივის და სიფერადის დამსახურებაა ასე კარგად რომ იგრძნო თავი ახალ სახLში

უი, ორჯერ დაიდო

 


არ ვიცი წაიკითხავ თუ არა, მაგრამ მაინც... რაც მეორე ნაწილის წერა დაიწყე შიგადაშიგ ვკითხულობ და ვხვდები რაც ხდება.
გასაგებია, რომ ქეთიმ ამდენწლიანი უსიყვარულობის შემდეგ ბედნიერება დაიმსახურა ( და შენ იცი, რომ მე გეგას საქციელს არ ვამართლებ), მაგრამ ირაკლის ასე არაკაცად გამოყვანა ზედმეტია, მხოლოდ იმიტომ რომ გეგას და ქეთის ურთიერთობა და სიყვარულისთვის ყველაფრის დათმობა გაამართლო.
იცი როგორ ჩანს? თითქოს ყველაფერი მარტო ირაკლის ბრალია. განტევების ვაცი გჭირდებოდა და იპოვე კიდეც. არ ვდაობთ იმაზე, რომ ირაკლის წლების წინ ძალიან შეეშალა, ქეთას ფაქტობრივად ძალით ქორწინება, რომ აიძულა, მაგრამ ქორწილიდან 2 წლის შემდეგ ხომ წავიდა ქეთა სახლიდან? რაღატომ დაბრუნდა უკან თუ ირაკლისთან ყოფნა აუტანელი იყო? ან ამ წლების განმავლობაში ერთხელ მაინც რატომ არ მოაფიქრდა წასვლა ირაკლისგან? ვფიქრობ გეგას გამოჩენამდე რომ დანგრეულიყო მათი ოჯახი შვილები უფრო მარტივად გადაიტანდნენ და შეეგუებოდნენ. გეგამ კი არასწორი წესებით ითამაშა და მაგიტომაც არის რომ თორნიკესაც და ანასაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ გეგას მიმართ. ანის საქციელებიც გეგას და ქეთის ქცევის შედეგია. ამდენი წელი უყურებდა ოჯახს სადაც მშობლებს შორის სიყვარულს ხედავდა (ნუ ირაკლის უყვარდა ქეთი) და პატივის ცემას. (არსად გაქვს ნახსენწბი, ეომ ირაკლი ქეთის ცემდა ან ღალატობდა და რაიმე მსგავსი). მოულოდნელად კი არასაიდან ჩნდება პირველი სიყვარული და შენი ბედნიერება სადღაც ქრება. და ხო ასეთ დროს შვილები დაცემულის მხარს იჭერენ და ჭირვეულობას იწყებან, ასაკს კი აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დარწმუნებული იყავი, რომ იგივე სიტუაციაში რომ ყოფილიყო ირაკლი მასაც ისევე აქცევდნენ ზურგს როგორც ქეთას. თორნიკეს შესაძლოა ეცემა კიდეც ირაკლი. მარტო ერთის გადასახედიდან ნუ წერ. მაშინ გვიჩვენე ანის რეალური ემოციები, თორემ ეს გოგოც ისე გყავს გასაზიზღრებული, რომ ჩვენ წინ ზრდასრული, შემდგარი ქალი (რომელიც უკვე დედაა) კი არა 4 წლის გაჯიუტებული ბავშვი დგას, რომელსაც კანფეტს არ ყიდულობენ და ტირილს მანამ გააგრძელებს სანამ სასურველს არ მიიღებს.
ირაკლი თუ არაკაცია არანაკლებია გეგაც, რომელმაც ქეთამდე მისაღწევად და მის "ხელში ჩასაგდებად" თორნიკეთი დააშანტაჟა და სარჩულად სიყვარული დაუდო. საბოლოო ჯამში ორივე არაკაცია, რადგან ქეთას ხელში ჩასაგდებად ორივემ თორნიკე გამოიყენა. ოღონდ ერთმა ცხოვრება დაუნგრია და შეცდომების კასკადი დაატეხა თავს. მეორემ თავის დროზე გადაარჩინა და შვილივით გაზარდა.
ამ სასიყვარულო სამკუთხედში არცერთი არაა ანგელოზი, მაგრამ შენ ცდილობ გეგა ანგელოზად წარმოაჩინო ქეთასთან ერთად, ხოლო ირაკლი არაკაცად. ვფიქრობ არ არის სწორი ასე მოქცევა.

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

რაც მამა, ის - შვილი. მაგათზე დროს არ დავხარჯავ, ერთი ჩვეულებრივი საცოდავი ნაბი*ვარია, მეორე ქარაფშუტა, ცეტი და ჩამოუყალიბებელი გოგო. თორნიკე თავის ცოლიანად ,,ცალკე განზომილებაა". ეგ და მაგისი ცოლის ჭირვეულობა, ისეთი შთაბეჭდიელბა რომ მრჩება, თითქოს ამ თავისი ხშირად უაზრო გაძალიანებით, ვითომ თავისი სიძლიერის დამტკიცებას რომ ცდილობს, რეალურად კი ერთი მტირალა ბავშვია. აი გეგაზე კიდევ უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო! კაცი არის ადამიანობის ეტალონი (რა თქმა უნდა, თავისთავად აქვს რაღაც ნაკლოვანებები, როგორც ყველას და იდეალურად არც ნეაკოს გამოჰყავს თუ დავუკვირდებით, მაგრამ არც მაგით შავდება რამე, თუ ვერ შევამჩნიეთ :)! ნენესი არ იყოს, მეც გამაჟრიალა გეგას ცოლად რომ გყავდა მოხსენიებული ქეთი. იმ გეგას ,,ეშმაკურ ღიმილზეც" გამეცინა, ბავშვის ხსენებისას რომ გამოეხატა სახეზე❤ რეზი უბრალოდ საოცარი კაცია, თავისი უჟმურობითა და ნაკლებად სასიამოვნო მოგონებებით❤ როგორც ჩანს ქრისტინეს ქეთისნაირად არ გაუმართლა, თუმცა არაუშავს, რადგან კარგი ის არის, რომ თორნიკე რეზის შვილია და არა ან ლაშასი, ან მართლა ირაკლისი. კიდევ კარგი დროულად გამოჩნდა რეზი და თორნიკე გონს მოჰყავს. კარგი თავი იყო, მიუხედავად ბევრი გამაღიზიანებელი მომენტისა❤ წარმატებები!❤❤❤
პ.ს. რამდენი ხანია ეს სიტყვა არ დამიწერია :)

 


№7  offline წევრი ფანარი

ვერ ვხვდები ანაზე ასე გამწარებულები რატომ ხართ?მესმის არ აქვს უფლება დედის ცხოვრებაში ასე ჩაერიოს, მაგრამ არც მისთვისაა ასე მარტივად მისაღები, რომ დედიკო დაუბრუნდა კაცს რომელიც 26 წელია უყვარს და ჰოპ გაახსენდა, რომ მასთან უნდა და ირაკლი არ უყვარს.თქვენ რომ იყოთ შვილები ამას როგორ მიიღებდით? ისე როგორც ქალები თუ როგორც შვილები? მე პირადად ვერ მივიღებდი საკმაოდ დიდხანს ქეთის გადაწყვეტილებას.რატომღაც გეგა ყველას ისეთი კაცი გგონიათ რომელმაც ბევრი იტანჯა სიყვარულისთვის და ბლა, ბლა, ბლა.ირაკლი კი ერთი უთავმოყვარეო კაცია რომელიც ვერ აკონტროლებს გრძნობებს და ბრაძიაგასავით სულ მთვრალი აგდია.ყველანაირად გადაურეთ ირაკლის.მისი სიყვარული არაფრად ჩააგდეთ მარტო იმას ამჩნევთ რომ გეგას უყვარს. მე თუ მკითხავთ არც გეგა იმსახურებს ქეთის მანაც შანტაჟით "ჩაიგდო" ხელში ქეთი. სწორედაც მან დაანგრია მათი ოჯახი. მაგრამ ის მიკვირს ქეთის აქამდეე რატომ არ ახსოვდა რომ მისი ქმარი არ უყვარდა არც მისი შეხება სიამოვნებდა. ეს ყველაფერი მაშინ გაახსემდა როდესაც გეგა ავალიანი გამოჩნდა სწორედ ამიტომ არ ვამტყუნებ ანას და თორნიკეს.უფრო ანას რადგან თორნიკეს თავისი ოჯახი ვერ დაულაგებია.
ირაკლი ფეხზე ძლიერად დგომას იმსახურებს.უნდა დაუმტკიცოს ქეთის რომ მისი სიბრალული არაფერში სჭირდება.
ყველაზე მეტად ამ ისტორიაში კი რეზის ვაფასებ ერთადერთია ვინც სწორად და დალაგებულად აზროვნებს.ისე გეგას გამოჩენის მერე რა აზრზეც ვიყავი ისევ იმაზე ვარ.
დედაა რამდენი ვილაქლაქეე.

 


№8 სტუმარი ანისია

კარგი ბრაზილიური სერიალის სცენარი კი გამოგივიდა

 


№9 სტუმარი სტუმარი nazi

უკომენტაროდ სასწრაფოთ ახალი თავი სასწაული თავია ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი Gvanca

პირველ რიგში ჩემო ნეაკო ახალმა თავმა გამახარა...დანარჩენს რაც შეეხება გადავხედე კომენატარებს,რეალურად რომ შევაფასოთ არცერთისთვის არაა მარტივი 26 წლის შემდეგ არეული ურთიერთობები და დანგრეული ოჯახი...ყველა თავისებურად განიცდის და ამართლებს თავის მდგომარეობას და ეს ასეც უნდა იყოს არავისთვისაა მარტივი და იოლად გადასახარში...ისე ირაკლი მართლა ცოდოა მასაც უყვარდა ქეთი მიუხედავად ყველაფრისა ის იყო ერთადერთი ადამიანი ვინც ხელი გაუწოდა პარატასთან ერათად მარტო დარჩენილს და ოჯახად შეიკრნენ,,,მაგრამ ქეთისაც აქვს უფლება ბედნიერების .თუმცაღა გეგა რომ აფრ გამოჩენილიყო ალბათ ქეთი ბოლომდე ირაკლის ერთგულად დარჩებოდა...იქნებ მისცე ირაკლის პერსონაჟს შანსი რომ მდგომარეობა დაძლიოს.თორნიკეს და მარიანას ურთიერთობა მინიმალურად მაგრამ დათბა და ვიმედოვნებ რომ ლამაზად და თბილად დაგვირგვინდება "შერიგებით"ველოდები ჩემო კარგო შემდეგ თავს...დიდი პატივისცემით...

 


№11 სტუმარი ატბ

შემდეგს როდის დადებ

 


№12  offline მოდერი ნეაკო

მია
დიდად დარწმუნებული ვარ არ გესმიამოვნება მაგრამ რას ვიზამთ .

ისტორია უკვე მარაზმში გადაგივიდა, როდესაც წერ სასიყვარულო სამკუთხეზე ერთი პერსონაჟი არაკაცად არ უნდა აქციო და მეორე ფრთიან ანგელოზად. როგორ ეტყობა შენ ისტორიებს რომ სიღმისეულად არ წერ, მეტად უნდა ფიქრობდე რაღაც დეტალებზე რომ პერსონაჟები ერთ სიმაღლეზე იყვნენ და არ იყოს დისბალანსი. ისეთი ტიპაჟი უნდა შექმნა რომ მისი დადებითიც და უარყოფითიც ჩანდეს.

როდესაც გეგა შემოიყვანე(მკითხველის სურვლით) მაშინ ისე უნდა გექნა რომ ირაკლი არაკაცად არ გამოგყვანა. ოჯახურ ღირებულებებს, ფასეულობებს ისე გაუსვი ხაზი და იმდენად ამოსვარე ტალახში ეს ისტორია ახლა ჩემში გაღიზიანებას იწვევს ამ თავით რომ შევაჯამოთ.

როცა სასიყვარულო სამკუთხედზე წერ ორი კაცი პერსონაჟი ისე უნდა გყავდეს წარმოჩენილი რომ მკითხველმა არც ერთ მიემხოროს და ორივეს თანაბრად აფასებდნენ. ქეთა/გეგა ირაკლი/ქეთა თორნიკე/მარიანს , სიყვარულს აღწერ ემოციების გარეშე გეგონება მეზობლის ამბავს ყვები. ემოციები სად დაგრჩა? შენს ამ ისტორიაზე ბევრმმა მკითხველმა მიგატოვა რომ გადავხედო სხვა თავზე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება მიხვდები რა უნდა გამოასწორო წერისას. თუ სხვა მკიტხველის აზრს ითვალისწინებ, დანარჩენი მკითხველის აზრიც გაითვალისწინე, ესე გვერძე ნუ დატოვებ თორემ ისევ ისე არაკორექტულად მიგანიშნებენ და გეტყვიან.

ჩემთვის ყველა მკითხვეკის აზრი საინტერესოა, მნიშვნელობა არ აქვს ეს კრიტიკული შეფასება იქნება თუ დადებითი, ყველას თავისი აზრი აქვს და შესაბამისად ყველას არ მოეწონება ჩემი ისტორიები, მათში გავითარებული მოვლენები და პერსონაჟების ქცევები, შესაბამისად მე ყოველთვის მზად ვარ მშვიდად მივიღო კრიტიკაც, შენიშვნაც და რჩევებიც.
მთავარი ისაა რა რომ ზღვარი არ გადაკვეთონ და ჩემს პიროვნულობას არ შეეხონ, რადგან აქ რეალურად ერთმანეთს არავინ არ ვიცნობთ.

მე პირადად არ ვთვლი რომ ირაკლი არაკაცი და მოძალადეა რომელიც მხოლოდ ზიზღს იმსახურებს მკითხველისგან, გეგა კი ზე იდეალური მამაკაცი რომელიც მკითხველის უპირობო სიყვარულს იმსახურებს, ამიტომაც ვითარდება მოვლენები ისე როგორც ვითარდება. ანუ მე ვგულისხმობ იმას რომ, ის რომ ირაკლი ამ ეტაპზე სულ არასწორად იქცევა, ამას აქვს მიზეზები, საყვარელმა ქალმა მიატოვა სხვა კაცის გამო, შესაბამისად მისი აგრესია და არასწორი ქცევები ( ისიც მხოლოდ ამ ეტაპზე) განპირობებულია, სასოწარკვეთით.

გეგას რაც შეეხება მე მას უშეცდომო კაცად არ აღვიქვამ ( რაზეც შენ არაერთხელ მიმითითე) რადგან თავის დროზე ქეთის საშინლად ექცეოდა, მასზე ფსიქოლოგურ ზეწოლას ახდენდა და საიდუმლოს გამხელის მუქარით აიძულებდა ის ეკეთებინა რაც თავად მას სურდა.

მკითხველთა რაოდენობის გამომხატველ რიცხვებს მე დიდი ხანია უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ, რადგან ყველას თავისი შეხედულება და აზრი გააჩნია ყველა საკითხზე, შესაბამიასად როცა ჩემი და რომელიმე მკითხველის აზრი თანხვედრაში არ მოდის, ლოგიკურად ისინი ჩემი ისტორიების კითხვას წყვეტენ, რაც ჩემთვის არანაირად აარაა გულსატკენი.

გულწრფელად გეტყვი მე არ მჯერა რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და ურაყოფითი თვისებები თანაბრად, შესაბამისად ჩემს ისტორიებში ეს ბალანსი არასდროს არაა დაცული და ვერც იქნება, რადგა ორი ერნაირად კარგი და ცუდი ადამიანი არ არსებობს, ვიღაც ყოველთვის უფრო მეტ შეცდომას უშვებს ვიღაც კი უფრო ნაკლებს.



მკითხველის სურვილებს რაც შეეხება, გეგა სწორედ მათი სურვილით შემოვიდა ასე აქტიურად ისტორიაში და ქეთიც სწორედ ამ მიზეზით წავიდა მასთან, რადგან მე ირაკლის და ქეთის ოჯახის დანგრევას არ ვაპირევდი იმ კაცის გამო რომელიც თავის დროზე ქეთის ემუქრებოდა.
მიზეზი ამ ყველფერისა ისაა რომ გადავწყვიტე დაპირისპირებოდი ქართულ მენალიტეტს, ანუ თუ ქალს ქამრი არ სცემს, ცალმხრივად უყვარს ქმარს და შვილები ჰყავთ, მხოლოდ ამიტომ ბედნიერი უნდა იყოს! სწორედ ამ არასწორ შეხედულებას დავუპირისპირდი და გავბედე ასე განსხვავაბულად წარმემართა ისტორია.

ჩემთვის როგორ თავში ავღნიშნე ყველას მკითხველი მნიშვნელოვანია, ამიტომ უკლებლივ ყველას უსრვილს ვითავლისწინებ. სხვათაშორის არავის გაუპროტესტებია ის რომ ქეთიმ ირაკლი მიატოვა, იმის მიუხედავად რომ ჩემსავით ძალიან ბებრს უყვარს ირაკლი.

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის

 


№13 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ატბ
შემდეგს როდის დადებ

აუ ზუსტად არ ვიცი, სავარეუდოდ 12 ში

სტუმარი nazi
უკომენტაროდ სასწრაფოთ ახალი თავი სასწაული თავია ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და ელი ახალ თავს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№14 სტუმარი ნი -კე

სტუმარი ნეაკო
შესაბამისად

ნამდვილად ძალიან გაიწელა და თითქოს ინტერესიც ისეთი მძაფრი აღარაა(..თუმცა მე ბოლლომდე მოგყვები) ამიტომ ყველა წყვილზე ცოტ-ცოტა რამ გვითხარი ხოლმე..თორნიკე/მარიანს რომ ვგულშემატკივრობ კი იცი და აი სოფო ძალიან დაიჩაგრა ამ მარტოობით..:( :(

 


№15 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
ნი -კე
სტუმარი ნეაკო
შესაბამისად

ნამდვილად ძალიან გაიწელა და თითქოს ინტერესიც ისეთი მძაფრი აღარაა(..თუმცა მე ბოლლომდე მოგყვები) ამიტომ ყველა წყვილზე ცოტ-ცოტა რამ გვითხარი ხოლმე..თორნიკე/მარიანს რომ ვგულშემატკივრობ კი იცი და აი სოფო ძალიან დაიჩაგრა ამ მარტოობით..:( :(

ეს ისტორია ორ ნაწილად იმიტომ დაიყო, რომ მეორე ნაწილში მხოლოდ უფროსი თაობის სასიყვარულო ამბები მოეყოლა. ასე რომ დაჩაგვრით ის ხალხი ვიჩაგრებით, ვისაც ისევ თორნიკე-მარიანაზე გვიწევს კითხვა, მიუხედავად საპირისპირო პირობისა.

მართალი ხარ. ყველას აქვს უფლება თავისი ფავორიტი წყვილი ყავდეს, უბრალოდ პირობა ნამდვილად ასეთი იყო და ეს პირობა გატყდა მაშინ, როცა მარიანას თემა ისევ გააქტიურდა და ახლა სოფოს თუ სოფის გამოჩენით საერთოდ ჩამოიმსხვერევა.
თუმცა შაქარდეიდა არ ჩამოამსხვრევს, ესეც ვიცი. :დ

 


№16 სტუმარი სტუმარი კირა

არ ამიჯანყდეთ თორნიკე/მარიანას ფანებო, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მოგწონთ ამათზე კითხვა და რატომ გინდათ წინ წამოწიოს ნეაკომ?
იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან, მეტი?
მაინც ვერ ვხვდები რა სიამოვნება უნდა მივიღოთ იმ პერსონაჟებზე კითხვით რომლებიც ჯერ კიდევ "ბალღები" არიან და არ იციან რა უნდათ საერთოდ ერთმანეთისგან.
ამათ ურთიერთობას საერთოდ "სიყვარული" ქვია?
ჩემი აზრით "სიყვარული" ზედმეტად ძვირფასი სიტყვაა, რომელსაც ყოველ მეორეს არ ეუბნებიან და თორნიკე/მარიანას ურთიერთობისთვის სიყვარულის დარქმევა დიდი შეცდომაა.
ნეაკომ თავიდანვე თქვა, მხოლოდ +35 წყვილებზე იქნება მეორე ნაწილიო და "ლაითად" თუ გამოვაჩენ უმცროს პერსონაჟებსო.
მაგრამ როგორც ხედავთ პირობა გატეხილია, უფრო სწორედ "აიძულეთ" გაეტეხა, რადგან ბევრნი ხართ თორნიკე/მარიანას ფანები.
ყველას გვყავს გამორჩეული პერსონაჟი,რომელსაც რაიმე განსხვავებული თვისებები და ხასიათები აქვს..მაგრამ თორნიკე და მარიანას რა აქვს ისეთი გამორჩეული და მოსაწონი?

 


№17 სტუმარი Gvanca

აი ზუსტად ჩემსავით ფიქრობ ნეაკო....ვფიქრობ რომ ირაკლი ჩაეჭიდა ქეთის და არც ფიქრობდა გეგას გამოჩენას მათ ცხოვრებაში...თუმცა ცხოვრება სიურპროზებითაა სავსე.აი თორნიკე მარიანას წყვილს მიეცი ისეთი შანსი რომ თორნიკემ მისი სანაშაული ბოლომდე გაიაზროს.ვფიქრობ რომ შენც ესე გექნება ჩაფიქრებული საბოლოოდ მათი კავშირით დამთავრდეს.იმსახურებენ ბედნიერებას.ველოდები შემდეგ თავს.ჩემო კარგო

 


№18 სტუმარი ელა1

სტუმარი კირა
არ ამიჯანყდეთ თორნიკე/მარიანას ფანებო, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მოგწონთ ამათზე კითხვა და რატომ გინდათ წინ წამოწიოს ნეაკომ?
იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან, მეტი?
მაინც ვერ ვხვდები რა სიამოვნება უნდა მივიღოთ იმ პერსონაჟებზე კითხვით რომლებიც ჯერ კიდევ "ბალღები" არიან და არ იციან რა უნდათ საერთოდ ერთმანეთისგან.
ამათ ურთიერთობას საერთოდ "სიყვარული" ქვია?
ჩემი აზრით "სიყვარული" ზედმეტად ძვირფასი სიტყვაა, რომელსაც ყოველ მეორეს არ ეუბნებიან და თორნიკე/მარიანას ურთიერთობისთვის სიყვარულის დარქმევა დიდი შეცდომაა.
ნეაკომ თავიდანვე თქვა, მხოლოდ +35 წყვილებზე იქნება მეორე ნაწილიო და "ლაითად" თუ გამოვაჩენ უმცროს პერსონაჟებსო.
მაგრამ როგორც ხედავთ პირობა გატეხილია, უფრო სწორედ "აიძულეთ" გაეტეხა, რადგან ბევრნი ხართ თორნიკე/მარიანას ფანები.
ყველას გვყავს გამორჩეული პერსონაჟი,რომელსაც რაიმე განსხვავებული თვისებები და ხასიათები აქვს..მაგრამ თორნიკე და მარიანას რა აქვს ისეთი გამორჩეული და მოსაწონი?

კირა მიდი შეთანხვდეთ რო ეს ისტორია თავიდანვე თორნიკეზე და მარიანაზე იყო და მერე და მერე გადაუწუეს მეორე პლანზე ასე ვთქვათ.რაც შეეხება შენ კითხვას გეტყვი რო ჩემი აზრით ამ ცხოვრებაში არავინ არ არის უშეცდომო და ყველა იმსახურებს მეორე შანს.ასე თორნიკე და მარიანას შემთხვევაშიც.მე მიმაჩნია რო ნეაკო სწორედ იქცევა რო მეორე ნაწილშიც დროს უთმობს ამ წყვილს არაიმიტომ რო თორნიკე და მარიანა მოსწონს ან არ მოსწონც იმიტომ რო პირვერ რიგში ეს ისტორია როგორც აღვნიშნე მარიანა და თორნიკეზე იყო და მეორე იმიტომ რომ როგორც ჩვენ გვაინტერესებს გეგა ქეთის და რეზი და გვანცას ასე თქვათ სასიყვარულო ისტორია ისე ყავთ თორნიკეს და მარიანას ამ ისტორიაში გულშემატკივრები.ამიტომო არ გამოვიდოდა მეორე ნაწილში მარიანას და თირნიკეს არ დაწერა რაღაცა დააკდებოდა ამ ისტორიას რო დაეტოვებინს ისე და უცებ შეერეგებინა თორნიკე და მარიანა.მე ასე ვთლი და არ მეწყინოთ.❤რაც შეეხება იმსახურებს მეორე შანს ყველა პერსობაჯი ამ ისტორიიდან გეტყვი რო კი იმსახურებენ.ნუ ქეთის და გეგას ამბავი გარჯვეული და ასევე სოფოს და ვაჩესი.რაც შეეხევა რეზის და გვანცა მემგონი რეზის უნდა მისცენ მეორე შანსი რო იყოს ბედნიერი თავის შვილთან და თუნდაც გვანცასთან მიუხედავად იმისა რო მას არაფერში მიუძღვნის ბრალი რაც შეეხება ირაკლუს როგორც ვთქვი მას არ ვამართლებ მაგრამ მისიც მესმის ძალუან ძნელია ამდენი ხანი გიყვარდეს ცალმხრივან და 26წელი იცხოვრო იმ ადამიანთან და უცენ ეს ადამიანი წავიდეს შენი ცხოვრებიდან ,მასაც უნდა მისცეს შანსი გაამოასწორეს თავისი შეცდომა ქეთისთან და იცხოცროს მშვიდად.რაც შეეხება თორნიკე და მარიანას რა ვქნა მიუხედაცათ ყველაფრისა მინდა ერთად იყვნენ ი.იტომ რო ვხედავ როგორ ცდილობს თორნიკე გამოსწორებას და მარიანაც არ არის გულგრილი თორნიკეს მიმართ და ამავე დროულად და ყავთ ორი საერთო შვილი და ეს აერთიანებთ.სულ სხვა არზე ვიქნებოდი რო მციდნოდა რო რო ამ ორ არ უყვართ ერთმანეთი ან თორნიკე უსევ ისეთად დარჩენილიყო.❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი კირა

ელა1
სტუმარი კირა
არ ამიჯანყდეთ თორნიკე/მარიანას ფანებო, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მოგწონთ ამათზე კითხვა და რატომ გინდათ წინ წამოწიოს ნეაკომ?
იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან, მეტი?
მაინც ვერ ვხვდები რა სიამოვნება უნდა მივიღოთ იმ პერსონაჟებზე კითხვით რომლებიც ჯერ კიდევ "ბალღები" არიან და არ იციან რა უნდათ საერთოდ ერთმანეთისგან.
ამათ ურთიერთობას საერთოდ "სიყვარული" ქვია?
ჩემი აზრით "სიყვარული" ზედმეტად ძვირფასი სიტყვაა, რომელსაც ყოველ მეორეს არ ეუბნებიან და თორნიკე/მარიანას ურთიერთობისთვის სიყვარულის დარქმევა დიდი შეცდომაა.
ნეაკომ თავიდანვე თქვა, მხოლოდ +35 წყვილებზე იქნება მეორე ნაწილიო და "ლაითად" თუ გამოვაჩენ უმცროს პერსონაჟებსო.
მაგრამ როგორც ხედავთ პირობა გატეხილია, უფრო სწორედ "აიძულეთ" გაეტეხა, რადგან ბევრნი ხართ თორნიკე/მარიანას ფანები.
ყველას გვყავს გამორჩეული პერსონაჟი,რომელსაც რაიმე განსხვავებული თვისებები და ხასიათები აქვს..მაგრამ თორნიკე და მარიანას რა აქვს ისეთი გამორჩეული და მოსაწონი?

კირა მიდი შეთანხვდეთ რო ეს ისტორია თავიდანვე თორნიკეზე და მარიანაზე იყო და მერე და მერე გადაუწუეს მეორე პლანზე ასე ვთქვათ.რაც შეეხება შენ კითხვას გეტყვი რო ჩემი აზრით ამ ცხოვრებაში არავინ არ არის უშეცდომო და ყველა იმსახურებს მეორე შანს.ასე თორნიკე და მარიანას შემთხვევაშიც.მე მიმაჩნია რო ნეაკო სწორედ იქცევა რო მეორე ნაწილშიც დროს უთმობს ამ წყვილს არაიმიტომ რო თორნიკე და მარიანა მოსწონს ან არ მოსწონც იმიტომ რო პირვერ რიგში ეს ისტორია როგორც აღვნიშნე მარიანა და თორნიკეზე იყო და მეორე იმიტომ რომ როგორც ჩვენ გვაინტერესებს გეგა ქეთის და რეზი და გვანცას ასე თქვათ სასიყვარულო ისტორია ისე ყავთ თორნიკეს და მარიანას ამ ისტორიაში გულშემატკივრები.ამიტომო არ გამოვიდოდა მეორე ნაწილში მარიანას და თირნიკეს არ დაწერა რაღაცა დააკდებოდა ამ ისტორიას რო დაეტოვებინს ისე და უცებ შეერეგებინა თორნიკე და მარიანა.მე ასე ვთლი და არ მეწყინოთ.❤რაც შეეხება იმსახურებს მეორე შანს ყველა პერსობაჯი ამ ისტორიიდან გეტყვი რო კი იმსახურებენ.ნუ ქეთის და გეგას ამბავი გარჯვეული და ასევე სოფოს და ვაჩესი.რაც შეეხევა რეზის და გვანცა მემგონი რეზის უნდა მისცენ მეორე შანსი რო იყოს ბედნიერი თავის შვილთან და თუნდაც გვანცასთან მიუხედავად იმისა რო მას არაფერში მიუძღვნის ბრალი რაც შეეხება ირაკლუს როგორც ვთქვი მას არ ვამართლებ მაგრამ მისიც მესმის ძალუან ძნელია ამდენი ხანი გიყვარდეს ცალმხრივან და 26წელი იცხოვრო იმ ადამიანთან და უცენ ეს ადამიანი წავიდეს შენი ცხოვრებიდან ,მასაც უნდა მისცეს შანსი გაამოასწორეს თავისი შეცდომა ქეთისთან და იცხოცროს მშვიდად.რაც შეეხება თორნიკე და მარიანას რა ვქნა მიუხედაცათ ყველაფრისა მინდა ერთად იყვნენ ი.იტომ რო ვხედავ როგორ ცდილობს თორნიკე გამოსწორებას და მარიანაც არ არის გულგრილი თორნიკეს მიმართ და ამავე დროულად და ყავთ ორი საერთო შვილი და ეს აერთიანებთ.სულ სხვა არზე ვიქნებოდი რო მციდნოდა რო რო ამ ორ არ უყვართ ერთმანეთი ან თორნიკე უსევ ისეთად დარჩენილიყო.❤❤



მე არ ვამბობ რომ მარიანა და თორნიკე საერთოდ არ გამოაჩინოს მეორე ნაწილში-თქო, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი დიალოგი შემხვდა თორნიკე/მარიანასი და ეს ხელს უშლის სხვა პერსონაჟებს, მკითხველებშიც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებს.
ბევრს უნდა რომ ეს "წყვილი" წინ წამოიწიოს და ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან მთავარი პერსონაჟები შეიცვალა უკვე.
გვინდა თუ არ გვინდა ეს ორი მაინც იქნება ამ ისტორიაში, ოღონდ "ლაითად" გამოჩნდებიან და არა მთელს თავში.

 


№20  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
ქეთის ყოველი მწარედ ნათქვამი სიტყვა, ირაკლის დაეხმარება ამ სტრესის და ცოლისგარეშე ცხოვრების დაძლევაში.
თორნიკეს და რეზის ურთიერთობა მშვენივრად ლაგდება.
ეს მარიანაა უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელი, დიდი და ჩამოყალიბებული პიროვნებასავით ეჭირა თავი რეზისთან და რეალურად ყველამ ვიცით როგორი ბავშვური და ჩამოუყალიბებელია. ერთად დარჩებიან თუ არა მაგაზე საერთოდ არ ვდარდობ.
ამ ეტაპზე მხოლოდ ის გამახარებს ირაკლის ფეხზე წამომდგარს რომ დავინახავ და როგორმე შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას.
ეს ანი ნორმალურია საერთოდ? ჯერ ქეთისაც ააქვს უფლება ბედნიერი იყოსო და შეეგუეო მამამისს ეუბნებოდა, ეხლა ზედაც არ უყურებს. ადეკვატურია ეხლა ეს "ქალი"? :დ
იმ მომენტზე გული ჩამწყდა ქეთი გარიყულივით რომ იჯდა დერეფანში:(
ნელ-ნელა კულმინაციისკენ მივდივართ ხო?

იმაზე ვდარდობდი, ქეთი როგორ შეეჩვევა ახალ სახლს და ახალ გარემოს-თქო, როგორც ჩანს ისევ გვანცულას პოზიტივის და სიფერადის დამსახურებაა ასე კარგად რომ იგრძნო თავი ახალ სახLში

უი, ორჯერ დაიდო

ირაკლი აუცილებლად იპოვის ძალას საკუთარ თავში ცხოვრების თავიდან დასაწყებად, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა საბოლოოდ შეეგუება იმ აზრს რომ ქეთი სამუდამოდ დაკარგა.
მისი ეს არასწორი ქცევები განპირობებულია იმით რომ ჯერ კიდევ ვერ ეგუება უქეთონობას მაგრამ დრო და სიშორე თავისას იზამს და დაშოშმინდება მერრ კი ფეხზე ისე ისე მყარად დადგება როგორ ადრე.
ანის დამოკიდებულება ქეთისთან იმიტომაა ასეთი რთული რომ მამასავით ვერც ის ეგუება უქეთინობას

 


№21 სტუმარი ნი-კე

მოკლედ ყველას შვყავს ჩვენი ფავორიტი წყვილი რთქმაუნდა..რადგან ისტორია მარიანა/თორნიკეთი დაიწყო რათქმაუნდა ამთ ვგულშემატკივრობდი..მერე დანარჩენენებსაც თავისთავად...მართალია მეორე ნაწილი უფროსი თაობის წყვილებზე იყო გათვლილი,მაგრამ ვფიქრობ, რადგან პირველ ნაწილში ვერ გაირკვა ურთიერთობები ამიტომ თავისთავად აქაც მოუხდა წერა..მე ვფიქრობ უფრო საინტერესოცაა მრავალფეროვნება და უცებ რომელიმე წყვილის გაქრობა ულამაზოა...იმედია არ მიწყენს ავტორი და გეტყვი რომ უკეთესი იქნებოდა ცოტა დიდი თავებით თუ გაგვანებივრებდი❤️❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი თიკო

ჩემია და მიტო! წერტილი!

 


№23 სტუმარი ნი-კე

ახალი თავი სადაა???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent