შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება (თავი 1)


9-12-2021, 09:21
ავტორი ესტრეია
ნანახია 10 664

ოთხშაბათი 2021 წლის პირველი დეკემბერი: ანას განთავისუფლების დღე.



-ვიზიარებ, ვიცი ადვილი არ არის დედის დაკარგვა. - ფსიქოლოგი გაჩუმდა, თითქოს თავში ეძებდა სიტყვებს რითიც შეეძლებოდა მისი ტკივილის ცოტათი მაინც შემსუბუქება.
-ქალბატონო... - ანას ხმის ამოღებას არ ელოდა ფსიქოლოგი, მაგრამ ვერც იმ გლოვას ვერ ხედავდა ანას თვალებში რომელიც წესით დედის სიკვდილს უნდა გამოეწვია
-მაია - დაეხმარა მისი სახელის გახსენებაში.
- ხო, ქალბატონო მაია, დარწმუნებული ვარ იცით აქ რატომაც დავიბადე და გავიზარდე - უემოციო სახით უთხრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- კი ვიცი მაგრამ...
-რა მაგრამ? - ისევ უემოციო სახით გააწყვეტინა ქალს ლაპარაკი. - აქ რატომ ხართ ქალბატონო ფსიქოლოგო? იმისთვის რომ გაარკვიოთ კარგად ვარ თუ არა? მაშინ საქმეს გაგიადვილებთ და გეტყვით რომ ძალიან კარგად ვარ, რეალურად დედაჩემს რომ არ სდომოდა ჩემი მასთან ერთად აქ, ამ ნაგავში გაზრდა, მოიცა... რომელი გაზრდა? არაფერი რატომ არ მახსოვს?ამნეზია ხომ არ მაქვს? ააა არაა ამნეზია არ მაქვს, აბა რატომ არ მახსოვს?შემთხვევით იმიტომ ხომ არა რომ მაგ ბო*ს ჩემი გაზრდისთისაც არ შეუწუხებია თავი? ხო ალბათ მაგიტომ - ეს სიტყვები იმდენად სარკასტულად და გაბრაზებულმა წარმოსთქვა რომ ფსიქოლოს ცოტათი შეეშინდა კიდევაც. - მალე ისედაც თვრამეტის ვხდები, აქიდან ისედაც წავიდოდი და იმ ქალს ცხოვრებაში არ ვნახავდი.- თვრამეტ წლამდე მისი მეურვე დედამისი იყო მან კი გადაწვიტა რომ შვილი მასთან ყოფილიყო. უცებ დამშვიდებული ხმით ვითომც არაფერიო ისე განაგრძო. - მაგრამ უფრო მალე გავდივარ, ქალბატოლო ფსიქოლოგო, 20 წუთში ამ ადგილიდან წავალ, ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ.
- აა, კარგი, რათქმაუნდა შეგიძლია წახვიდე. - ქალი ისევ იმაზე იყო გაშტერებული რაც წეღან მოხდა, სადღაც 100 მცდელობა მაინც ქონდა დღეში რომ აელაპარაკებინა მაგრამ ხმას საერთოდ არ იღბდა, ციხის სხვა ბავშვებისგან განსხვავებით სულ ჩუმად იყო, ახლა კი თითქოს ისეთ თემას შეეხო რასაც არ უნდა შეხებოდა. ბევრი ბავშვი იყო დედამისის გამო აქ მაგრამ არცერთ მათგანს არ სძულდათ დედამისი, და საერთოდ დედა რაც არ უნდა ცუდი იყოს რომ მოკვდება ცოტათი მაინც გეტკინება გული, მაგრამ ანა... , ანა 15 წლის მერე რა სეროზული და უემოციოც იყო იგივეა ახლაც. ნეტავ რა მოხდა 2019 წლის პირველ სეკტემბერს ასეთი რომ ანას სილაღე და სიცოცხლის ხალისი საერთოდ გაქრა.


ანა ისევ ჩვეული უემოციო სახით მივიდა თავის საკანთან და ნივთები ჩაალაგა. გამოსვლისას თავისი თანამცხოვრებნი მოცეკვავეები რომ დაინახა ქართულ ტრადიციულ სიმღერაზე გაკვირვება ვერ დამალა. ანას გამოსვლის თანავე სიმღერა გათიშეს და ყველანი მას მოეხვივნენ, ერთი ორმა ცხოვრებისეული დარიგებებიც მისცა.
- აბა შენ იცი ჭკვიანად მოიქეცი იცოდე. - ყველაზე მოხუცმა პირჯვარი გადაწერა და ჩაეხუტა.
- კარგით რაა, ცხოვრებაზე ისეთ დარიგებებს მაძლევთ თითქოს თქვენ რამე ისწავლეთ ცხოვრებისგან - დამცინავად უთხრა მაგრამ არცერთს არ სწყენია იცოდნენ რომ ანას ყველაზე დიდი გული ქონდა და მანდ ყველას ადგილი იყო უბრალოდ ამას თავისებურად გამოხატავდა.
- ვაი შე ბატო შენა, მა ჩვენ თუ არა მეტი ვინ იცის ცხოვრებიის სირთულეები შვილოო. -თავისებური კილოთი თქვა და ამღვრეული თვალებიდან ცრემლი გადმოუვარდა.
- კაი ეხა ლამარა, მიდის და უნდა იცინოდე რა გატირებს ერთი გამაგებინა. - გაუწყრა ქალი.
- სიხარულის ცრემლებიააა ქალო რაიყო რავა ტირილსაც არა მაცდით, ერთი ესა არ აუკრძალიათ და რამეფრადა ეხა ემოციების გამოხატვაიც არ მაცადოთ დიი ვინ არიან ესენი./აქოთქოთდა ლამარა ბებო.
- კაი მარა რას ტრიხარ ემოციების გამოხატვა თუ გინდა იცინე დიი. - არ ჩამორჩა ნანაც
- შენ გკითხო ახლა მე ვიცინებ თუ ვიტირებ. - მათი ქოთქოთით ყველა ხალისობდა მაგრამ უკვე წასვლის დროს ცოტა აკლდა.
- კარგით ეხლა ჩხუბის დრო არაა, მიდი ჩართე ერთი სიმღერა გაჩვენოთ როგორ უნდა ცეკვა. - შემოსძახა ანამ და ყველა გააკვირვა მაგრამ ისინიც აიყოლია ცეკვაში და ისე გაერთნენ ამ სიცილ-კისკისში და ცეკვაში რომ დრო საერთოთ დაავიწყდათ.
- კარგით ეხლა გეყოთ ამდენი ცეკვა, ბავშვის წასვლის დროა. - ყველაზე უფროსმა ქალმა სიმღერა გამორთო,ყვლა გააჩუმა და ანას მიუბრუნდა. - მინდა იცოდე რომ ჩემს სახლში არავინ არ ცხოვრობს სად არის იცი, თუ დაგჭირდება მიდი და იცხორე რამდენი ხანიც გინდა, ვიცი რომ მანანიკო არაფერს არ მოგაკლებს მაგრამ მაინც რომიცოდე, არაფრის არ მოგერიდოს, ჩემთვის შვილივით ხარ. - დაასრულა ლაპარაკი ქალმა და ბოლოჯერ მოეხვია.
- ჩვენთვისაც!. - ყველამ ერთად შესძახეს და ასე გააცილეს ანა.


თავისი ჩემოდნით ხელში გავიდა გარეთ, გასასვლელი კარიდან გავიდა თუ არა ზეცას ახედა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. თითქოს 18 წლის მანძილზე პირველად ისუნთქავდა ჰაერს. როდესაც თავი გაასწორა და დაინახა მომღიმარი მანანიკო თავის ორ შვილთან ერთად მიხვდა რომ მის ცხოვრებაში დიდი გადატრიალება მოხდებოდა.
ვინ არის ქალბატონი მანანა?
მანანა ეგრედ წოდებული მანანიკო არის ქალი რომელმაც ანაზე მისი დაბადების დღიდანვე, იზრუნა, როდესაც ანას დედა ბოლდებოდა მანანა ბაშვს უვლიდა და აჭმვდა. მდიდარი ქალი არის, ძალიან მდიდარი მაგრამ ეს სიმდიდრე არა რეგალური გზით მოიპოვა ამიტომაც იჯდა ქალი 15 წელი. მიუხედავათ იმისა რომ 3 წლის წინ გავიდა ციხიდან ყოველ ორშაბათს, პაემნის დღეს რიგში პირველი იდგა ანას სანახავად.
მანანიკოს გვერდით მომღიმარი და პოზიტივით სავსე გოგო იდგა ისე იღიმოდა რომ ანაზე ბედნიერი ჩანდა.ისეთივე საყვარელი სტილი ქონდა როგორიც თვითონ იყო. თეთრი ლამაზი ტოპი, ცისფერი ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და თეთრი კეტები. მანანას კი როგორც ყოველთვის სადად ეცვა, ღია ყავისფერი გაშვებული კაბა და ოდნავ უფრო მუქი კაბის სიგრძისვე მოსაცმელი. მათგან რამოდენიმე მეტრის უკან შავ სპორტულებში, თეთრ ბოტასებში, ჩაცმული და შავ სათვალე მორგებული თავის შავ ბეენვეს მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა და სახეზე ბედნიერება საერთოდ არ ეტყობოდა მისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით.
- ვაიმეეე!! როგორც იქნააა, როგორ მომენატრე რომ იცოდე ჩემო პატარავ. - ერთი ისეთი შეკვივლა ანა შიშისგან შეხტა. ქალი მივარდა და ისე ძლიერად ჩაეხუტა რომ ანას ისედაც სუსტი სხეული კინაღამ შემოეფშვნა.
- ვაიმეე, მეც მომენატრე მაგრამ ასე ნუ მეხუტები დასაბანი ვარ. - ჩაეღიმა ანას მანანიკოს ასეთ ქცევაზე.
- ვაიმე მერე რაა მე ჭუჭყიანიც მიყვარხარ. - მისმა სიტყვებმა უფრო გაახალისა ანა და თვითონაც მოხვია ხელები. ესე ეხუტებოდა ქალი სანამ მანქანის პიპინმა არ მიიქცია მათი ყურადღება ერთმანეთს მოშორდნენ მანანა და ანა და სამივემ ერთროულად შეხედეს ბიჭს.
- მოდიხართ თუ სანთლები დაგინთოთ? - დაიყვირა მოთმინება ამოწურულმა ბიჭმა.
- როგორც ვხედავ შენ ლილე ხარ ის კი გიორგია, მანანიკო მართალი ყოფილხარ, მართლაც უგუნური ჩანს.- მიმართა მანანას და მათთან ერთად გაუყვა მანქანისკენ გზას.
ანას მანანა უყვებოდა ხოლმე მის ოჯახზე ისტორიებს, ანამაც აქედან იცოდა რომ ლილე საყვარელი, პოზიტიური, და ძალიან ლამაზი იყო გიორგი კი ... უბრალოდ უჟმური იყო ისევე როგორც ანა, მაგრამ ორივეს თავისი მიზეზი ქონდა ამისთვის.

- დედა შენ უკან დაჯექი, ილაპარაკეპთ ცოტას. -ღიმილიანი სახით თქვა ლილემ და თავის ძმას მიუჯდა გვერდით. მანანაც ასე მოიქცა და მონატრებულ ანას გვედზე მიუჯდა.
ანამ ბოლოჯერ შეხედა ციხეს ფანჯრიდან. სძულდა ეს ადგილი მაგრამ მას ვერ დაივიწყებდა როგორც არ უნდა მოენდომებინა. ციხემ ბევრი კარგი რამ ასწავლა, მაგალითად დანის გამოყენება, თავ დაცვა, თავ დასხმა და ასევე ჭრილობებიც გაუკერვია თუ ექიმი აგვიანებდა. ერთი სიტყვით მისმა სიფრიფანა ტანმა არ უნდა მოგვატყუოს ანა იმაზე ბევრად ძლიერია ვიდრე ვინმეს გონია. თავდაცვის სწავლაც პირველი სექტემბრის მერე მოუნდა,
მაგ დღის შემდეგ წესიერად არც ეძინა.
- მანანა შენ მოდას არ ღალატობ როგორც ჩანს, როგორც ყოველთვის ლამაზად გამოიყურები. პირადში რა ხდება შენი გული ვინმემ ხომ არ დაიბყრო? - ინტრიგანი ხმით კითხა ანამ და გიორგის წარბ შეკრული მზერაც დაიჭირა სარკეში.
- ჯერ ერთი ლამაზად კი არა საოცრად გამოვიყურები მერე მეორე რადროს ჩემი ეგეთებია ერთი.
- ნუ სულელობ ერთი, ის მაინც არ გაგიგია სიყვარუს ასაკი არააქვსო? - უთხრა ანამ და გაეღიმა მანანას გავარდისფრებულ ლოყებზე.
- ასაკი კი არა შენ არ იძახდი სიყვარული არ არსებობსო? -გაახსენდა ქალს წარსულში ნათქვამი სიტყვები.
- ეჰ, არსებობით როგორ არ არსებობს, უბრალოდ ზოგს აზარალებს სიყვარულიც და ნდობაც. - წაიჩურჩულა ანამ მაგრამ მაინც ყველამ გაიგო.
- არიან ადამიანები ვისაც მართლა შეუძლიათ სიყვარული. - გაიჟღერა ლილეს ხმამ. -ერთი ადამიანის გამო ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ.
- რომანტიკოსი ხარ? - სახე დამანჭა ანამ
- კი, მიყვარს სიყვარულის ისტორიების მოსემნა, შენც თუ გექნება რამე მოსაყოლი მომიყევი, კარგი? - ბედნიერი სახით იკითხა ლილემ.
- ეს არასდროს მოხდება - არაფრის მთქმელ სახეს ცოტა დაღლილობა დაეტყო, ამიტომ თავი მიადო მინას და მოდუნება სცადა ანამ.
- გიორგის ნაირი ხარ შენც რაააა - წაიდუდუნა ლილემ
- ანა ღამე ისევ არ გძინავს? - წარბი აწია მანანამ.
- არ არა მანანა ვერ, ხომ იცი რომ არ შემიძლია. - ნახევრად მძინარე ხმით ამოთქვა.
- ღამე თუ არა როდის სძინავს? - იკითხა ლილემ.
- სანამ არ შევამჩნევ რომ ცა ნათდება თავს დაცულად ვერ ვგრძნობ, ამიტომ საღაც 7 ისკენ ვიძინებ. - განუმარტა ანამ
- ჩემი სტილი კი არის კარგი მაგრამ შენ ისევ ეს შავი მაიკა , სპორტული და ჟაკეტი როდემდე უნდა გეცვას? დღეს წავიდეთ მაღაზიებში და ვიყიდოთ ახალი ტანსაცმელი. - განუცხადა მანანამ.
- აუ მთელი დღე არ მძინებია და ვერც დავიძინებ უნივერსიტეტის საბუთები მაქ შესატანი და გამოცდა დასაწერი. -დაღლილი ხმით ამოთქვა, მისმა სიტყვებმა გიორგიც და ლილეც გააკვირვეს.
- კი მაგრამ უნივერსიტეტში როგორ მოხვდები სკოლაშიც კი არ გივლია. -ინტერესიანი ხმით იკითხა ლილემ.
- სკოლის მასალას მანდ სწავლობდა, გახსოვს წიგნებს რომ გაყიდინებდი? ეგ წიგნები ანასთვის იყო. მაგ ნასწავლს მერე წლის ბოლოს ტესტად წერდა და ასე გადადიოდა კლასიდან კლასს, ძალიან ჭკვიანია ჩემი ანუკა. - ლაპარაკი დაასრულა მანანამ ანას გახედა და როცა მიხვდა რომ ეძინა თმა გადაუწია რომელიც თვალზე ჩამოვარდნოდა.

ანამ რომ გაიღვიძა უკვე დაბნელებული იყო, ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა. ფეხზე წამოდგა, საძინებელი ოთახი დატოვა და მერე მიხვდა რომ მანანას უუუზარმაზარ სახლში იყო. პირველივე შემხვედრ ოთახში შეიჭრა, მაგრამ როცა პირსახოც შემოხვეულ წელს ზევით შიშველი გიორგის წააწყდა მიხვდა რომ არასწორ ადგილას შევიდა.
- შენ რა დაკაკუნება არ გასწავლეს? - გაბრაზებული ხმით იკითხა და ანას მიუახლოვდა.
- იციი საიდანაც მე მოვედი იქ კარები არ აქვთ, გალიები აქვთ, აი ისეთი კინოებში რომ გინახავს ან ისეთი ზოოპარკში ცხოველები რომ ჰყავთ გამოკეტილი. - ერთი აათვალიერა ირონიული მზერით და გასვლას აპირებდა როდესაც გიორგიმ მაჯაში ხელი წაავლო და უკან მოაბრუნა.
- მაღიზიანებ, შენი სუნთქვაც კი ნერვებს მიშლის, მანანა რომ არა ამ სახლში წუთითაც არ გაგაჩერებდი, ნერვებს ნუ მიშლი და არსად არ გადამეყარო, გაიგე? - აშკარად ვერ იტანდა გიორგი ანას და ამის დამალვას არც ცდილობდა. ანამ მალევე მოიშორა მისი ხელი მაჯიდან და თვითნ წვდა მაჯაში.
- მაგარი მ*იდია შენ გულზე გეხატები თუ არა და ჩემი ნახვა თუ არ გსიამოვნებს შენ არ გადამეყარო გზაზე. გაიგე? აა და ხოო ცენზურას ხშირად ვარღვევ... და იმედია არ გაწუხებ.
- კი, მაწუხებ.
- ეჰ რას ვიზამთ შეგუება მოგიწევს. - ისეთი ხმით და სახით თქვა თითქოს მართა წუხდეს.
- შეგუბაზე უკეთესი იდეა მაქ, მოდი საერთად არ მელაპარაკო და არც დამენახო, აი ეს უკეთესი იდეაა. - ნაძალადევი ღიმილით მიიყვანა კარამდე.
- ნუ ხოო ამასაც არაუშავს. ისე მანანა სადა? - იკითხა სერიოზული სახით ანამ.
- არანაირი ლაპარაკი ჩვენ უკვე შვთანხმდით, კარგად. - დაემშვიდობა და კარი მიუჯახუნა ცხვირ წინ ანას.
- ჰმჰ, იდიოტი, ხო არის ღირსი ეხლა ფეხებით რომ დავკიდო? ვირი! ამას განანებ.



როგორც ჩანს საიტზე ახალი ხართ. დასაწყისისთვის არ არის ცუდი და საკმაოდ საინტერესოც.
წარმატებებს გიურვებთ.

 


№2  offline წევრი ესტრეია

[quote=რუსკიმარუსია]როგორც ჩანს საიტზე ახალი ხართ. დასაწყისისთვის არ არის ცუდი და საკმაოდ საინტერესოც.
წარმატებებს გიურვებთ.[/quote
ახალი არ ვარ, ადრე სხვა გვერდი მქონდა და იქიდან ვწერდი. მადლობა კომენტარისთვის♡

 


[quote=ესტრეია][quote=რუსკიმარუსია]როგორც ჩანს საიტზე ახალი ხართ. დასაწყისისთვის არ არის ცუდი და საკმაოდ საინტერესოც.
წარმატებებს გიურვებთ.[/quote
ახალი არ ვარ, ადრე სხვა გვერდი მქონდა და იქიდან ვწერდი. მადლობა კომენტარისთვის♡[/quote]
სამწუხაროდ თქვენი სხვა ისტორიები არ ვიცი და ამიტომაც ხართ ჩემთვის ახალი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent