სიყვარული გრძნობების გარეშე(ll ნაწილი) 18 თავი
შინ დაბრუნებული ირაკლი ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა მინა დამტვრეულ ჩარჩოში მოქცეულ ოჯახურ ფოტოს, რომელიც ჯერ კიდევ იკავებდა ადგილს კარადაზე და მის გულში. გაღიზიანებულმა კაცმა აკანკალებული ხელებით ფოტო ხელში მოიქცია და ზიზღით სავსე მზერით დააცქერდა ქეთის სედანარევ მიმღიმარ სახეს, დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა ირაკლი საყვარელი, დაკარგული ქალის ზედმეტად მომატრებულ სახეს და გრძნობდა ნელ-ნელა როგორ ეყინებოდა მარტოობისგან გაყინულ სულთან ერთად სხეული, რომელშიც სიძულვილთან ერთად ზიზღნარევი სიყვარული მძვინვარებდა ჯერ კიდევ. მოულოდნელად გაგიჟებულმა კაცმა ფოტო კედელს შეახეთქა და იატაკზე მიმოფანტულ მინის უკანაკლნელ პაწაწინა ნამსხვრევებს ცარიელი, ცივი, უსიცოცხლო თვალებით დახედა, უცნაური სიცარიელის განცდა ჰქონდა... თითქოს მხოლოდ ახლა, ამ წამს გააცნობიერა რომ სამუდამოდ დასრულდა მისი 28 წლიანი ყალბი ოჯახური თანაცხოვრება ქალთან, რომელსაც რეალურად ის არასდროს ჰყვარებია... გული მტკივნეულად შეეკუმშა და ჩაწითლებული თვალებით გახედა საათს რომელიც შუა ღამის სამს უჩვენებდა. რატომღაც მისი დახშული გონება ისევ ქეთიზე ფიქრმა წაიღო, იმაზე ფიქრმა რომ ის ახლა გეგას მკლავებში მოქცეული თავს ბედნიერ ქალად გრძნობდა და ამ საშინელი ფიქრებით გამოწვეულმა ზიზღმა ერთიანას მოუშხმა სხეული, რის გამოც რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები მაგრად დახუჭა, ხოლო ბრაზისგან და მრისხანებისგან აკანკალებული ხელები ძლიერად მომუშტა რომ, როგორმე მოწოლილი აგრესია და მრისხანება სხეულში დაეცხრო, რათა ამ არანორმალურ ფიქრებს აყოლილს კიდევ რაიმე სიგიჟე არ გაეკეთებინა... ბოლოს როცა, როგორც იქნა მოთოკა აფორიაქებულ სულში ამღვრეული გრძნობები, ოდნავ დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო კარადას ეცა, გამოაღო და ვისკის ბოთლი გამოიღო, წრაფად გახსნა, მოიყუდა, მაგრამ საშინლად არ ესიამოვნა ალკოჰოლი, რის გამოც სმა შეწყვიტა და უნებურადი ისევ იატაკზე დაგდებულ ოჯახურ ფოტოს დააცქერდა ცივი, ცარიელი თვალებით. ამ დროს ისევ მიიტანა გაცერეცილ ტუჩებთან ვისკით სავსე ბოთლი, მაგრამ დალევა ვერც ამჯერა შეძლო, რადგან თვალწინ საავადმყოფოს შესასვლელიში, საკუთარ უხეშ ხელებში მომწყვდეული ქეთის სევდიანი სახე დაუდგა, რომლის არაფრისმთქმელ მზერაში მხოლოდ სიბრალური ამოიკითხა იმის მიუხედავად, რომ მისი სურვულის საწინაადეგოდ , ძალის გამოყენებით აკოცა. ამ დროს ირაკლის სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე და გაღიზაინებულმა ვისკის თითქმის სავსე ბოთლი კედელს შეახეთქა, აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ იმ ყველა საშინელების მიუხედავად რაც ქეთის გაუკეთა, ის ოდნავადაც არ აგრძნობინებდა ზიზღს და სიძულვილს, გარდა სიბრალურისა -ვეცოდები-უმისამართოდ დაიჩურჩულა ირაკლიმ და სკამს ფეხი გაკრა-ვეცოდები... ჩემს მიმართ სიძულვილსაც კი არ გრძნობს... საერთოდ არაფერს არ გრძნობს გარდა სიბრალურისა-ამ დროს ისევ ჩაეცინა გამწარებულს და გიჟივით გავარდა სახლიდან, იმაზე საფიქრელად როგორ და რა გზით დაეღწია თავი იმ ჭაობიდან რომელშიც იმდენად ჩაიძირა რომ საყვარელი ქალის თვალში სრულ არარაობად იქცა. დილით, ქეთი, სახეზე გეგას ფერებამ გააღვიძა, დამძიმებული ქუთუთოები სუსტად გაახილა ქალმა და ოდნავ დაბნეული მიაჩერდა მომღიმარ მამაკაცს, რომელმაც სახე ზედმეტად მიუახლოვა და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა -დილა მშვიდობისა -დილა მშვიდობისა -გაუღიმა ქეთიმ ქმარს და ოდნავ გვერდზე გაიწია შეუმჩნევლად, საწოლზე სწრაფად წამოჯდა და ადგომა სცადა, რადგან ძალიან უნდოდა გეგას მარტივად გასხლტომოდა ხელიდან, თუმცა მისი მცდელობა ამაო გამოდგა, სანამ ადგებიდა გეგა მისკენ გადაიწია, ზურგიდან აეკრო, მუცელზე სწრაფად შემოაჭდო მძიმე ხელები და ცხვირი მის თმებში ჩარგო, ღრმად შესუნთქა მისი გამაბრუებელი სურნელი და ყელში აკოცა, თავგზააბნეულმა ქეთიმ რამდენიმე წამის განმავლობაში თავლები დახუჭა და თავი უკან გადასწია, რადგან ძალიან უნდოდა ისევ შეხებოდა საყვარელი მამაკაცის ვნებიანი ტუჩები ყელზე, თუმცა როგორც კი გეგამ საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა, მაშინვე მოვიდა აზრზე და საშინლად დაიძაბა, უარესი დაემრთა როცა მისი შეხებით და სურნელით გაბრუებული მამაკაცი ზემოდან სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა -გეგა-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს და მაშინვე მკერდზე ხელები მიაბჯინა და მისი მოშორებ სცადა, რადგან არ უნდოდა გეგას მისი სილურჯეები შეემჩნია მაჯებზე -ქეთი-ცოლის ამ უცნაურმა ქცევამ ოდნავ დააბნია მამაკაცი და ძალიან გაუკვირდა რომ წამში გაუქრა ქალს მასთან ყოფნის სურვილი, რის გამოც ზომოდან დააცქერდა კითხვა ჩამდგარი თვალებით, მაგრამ ქეთიმ არაფერი უპასუხა ვერ შეძლო, ძალა არ ეყო მისთვის რამის სათქმელად, რადგან ძალიან უხერხული მომენტი შეიქმნა იმ კონკრეტულ წამებში. გეგა ოდნავ გააღიზიანა ცოლის ამგვარმა აუხსნელმა და უცნაურმა ქცევამ, თუმცა ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე, ცივად მოშორდა საყვარელი ქალის უგრძნობ სხეულს, ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი უღიმღამოდ ჩაიცვა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. ქეთი ნელა ადგა საწოლიდან, საძინებლიდან გასვლამდე კიდევ უფრო ქვემოთ და საიმედოდ დაქაჩა პერანგის ორივე ღილზე შეკრული მანჟეტებ და ღია კარში თავდახრილი გავიდა -დილა მშვიდობისა-გვანცას მხიარულმა ხმამ ოდნავ შეაკრთო და დააბნია -დილა მშვიდობისა -გაუღიმა ქეთიმ მულს და ინტერესით მოავლო თვალი მისაღებ ოთახს -გეგა აივანზეა-მშვიდი ტონით უთხრა გვანცამ რძალს და დიდი მინის კარისკენ მიუთითა. ქეთიმ სევდიანი თვალებით გაიხედა იქით და ოდნავ დამშვიდდა რადგან აივანის მოაჯირს ზურგით მიყრდნობილი, ფეხებგადაჯვარედინებული გეგა სიგარეტს მშვიდად ეწეოდა-თვალს ვერ გაშორებს- კისკისით უთხრა გვანცამ რძალს და გეგას გახედა რომელიც დაჟინებული მზერით უყურებდა ცოლის ალეწილ სახეს -მასთან არ გახვალ?-ინტერესით ჰკითხა გვანცამ ქალს და სამზარეულოში შეიკეტა. ქეთი ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და უცნაური მზერით უყურებდა მომღიმარ კაცს რომელმაც აივნის კარი სწრაფად შეაღო -ქეთი მოდი ჩემთან-უცნაური ტონით უთხრა ფიქრებში წასულ გარინდებულ ქალს რომელსაც მის სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ გაღიზიანებულმა მკაცრი ტონით გაუმეორა დაბნეულ ცოლს -ქეთი ჩემთან მოდი-მეთქი!- ამ დროს აზრზე მოვიდა თავგზააბნეული ქალი რომელიც უმალ დაემორჩილა ქმრის ურვილს და აივანზე გავიდა -ქეთი რა ხდება?-ინტერესით მიაჩერდა გეგა სახე გაფითრებულ ცოლს და აღელვებულმა ქალმა არაფერი რომ არ უპასუხა მაშინვე ნიკაპზე მოჰკიდა ხელი თავი ააწევინა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში- გუშინ... რამე ისეთი მოხდა შენსა და ირაკლის შორის რაც არ ვიცი და უნდა ვიცოდე? -უბრალოდ-უმისამართოდ დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ქალმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე უპასუხა -ცოტა ვიკამათეთ -რაზე?-უცბათ შეეცვალა სახის გამომეტყველება გაღიზიანებულ კაცს -ანის გამო- დაუფიქრებლად უპასუხა ქალმა ქმარს და მაშინვე თავი დახარა რადგან ძალა არ ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ მზერას -მხოლოდ ანის გამო? -ეჭვნეულდ ჰკითხა გეგამ ზედმეტად აფორიაქებულ ცოლს -ჰო მხოლოდ მის გამო-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა, რადგან საშინლად არ უნდოდა გეგას მოტყუება, მაგრამ სიმართლის თქმაც არ შეეძლო მისთვის... იცოდა გაგიჟდებოდა, ირაკლი კი ისედაც მიზეზს ეძებდა...ამიტომ ამჯერად უწყინარი ტყუილის თქმა ამჯობინა ქმრისთვის თუმცა გულის სიღრმეში ძალიან იტანჯებოდა და თავს საშინლად გრძნობდა იმის გამო რომ გეგასთან ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ირაკლის გამო ტყუილით იწყებდა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა -ქეთი-წამოენთო გეგა -გეგა გთხოვ აღარაფერი აღარ მკითხო-შეეხვეწა უკვე თვალებაწყლიანებული ქალი დაძაბულ კაცს რომელიც უმალ დააშოშმინა საყვარელი ქალის ცრემლებმა -კარგი-უღიმღამოდ უთხრა და სწრაფად ჩემოხვია სიგარეტიანი ხელი მოცახცახე მხრებზე, გულზე მიიკრო და თავზე აკოცა, ქეთიმ ცრემლიანი თვალებით ახედა მომღიმარ კაცს რომელიც ინტერესით დააცქერდა ზემოდან მის წაშლილ სახეს- ამჯერად აღარფერს გკითხავ მაგრამ იცოდე!-გამაფრთხილებლად დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან- მე და შენ საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია! -ამ დროს ქეთი ყელში ბურთი გაეჩხირა და უმალ სახლში შევიდა რომ არ ატირებულიყო -მოხდა რამე?-დაიძაბა მისი გაფითრებული სახის შემხედვარე გვანცა, რომელმაც ყავის ჭიქები სწრაფად დაწყო მაგიდაზე -არა არაფერი-მშვიდად უთხრა ქეთიმ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ყოყმანით ჰკითხა-გვანცა, რაღაც მინდა რომ გთხოვო -მთხოვე რაც გინდა -შეგიძლია რომ ჟაკეტი მათხოვო? ისეთი რომელიც არ გჭირდება...სულ რამდენიმე საათით... სანამ თორნიკეს ბინიდან ჩემს ტანსაცმელს წამოვიღებ... -რა თქმა უნდა-მომღიმარი სახით უთხრა გვანცამ რძალს და მაშინვე თავის საძინებელში შეიყვანა კარადა გამოაღო და გრძელმკლავიან მოსაცმელებზე მიუთითა-ის აიღე რომელიც შენ მოგწონს -შენ რომწლიც არ გჭირდება ის მომეცი-მორიდებით უთხრა ქეთიმ -ამ ეტაპზე მე არცერთი არ მჭირდება... უკვე საკმაოდ ცხელა, ასე რომ თვითონ აირჩიე!- მართალია გვანცას ეუცნაურა რძლის საქციელი მაგრამ არაფერი შეიმჩინა. საკუთარ საძინებელ ოთახში დაბრუნებულმა აფორიქებულმა ქეთიმ სწრაფად ჩაიცვა თავისი შავი ტანზე მომდგარი კაბა და გვანცას ჟაკეტი, რომ დარწმუნდა სათანადოდ უფარავდა გრძელი სამკლაურები ოდნავ შესამჩნევ სილურჯეებ მაჯებზე , მომენტალურად დამშვიდდა და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ კარში გეგას შეეფეთა რომლისთვისაც გვერდის აქცევა სცადა, რადგან არ უნდოდა მასთან ირაკლის თემაზე უსიამოვნო საუბრის გაგრძელება, თუმცა უმალ წინ აესვეტა მომღიმარი კაცი და გასაქანი არ მისცა -ქეთი მეჩვენება თუ თავს მარიდებ? -უბრალოდ დაძაბული ვარ-გულწრფელად უთხრა ქალმა და სევდიანად გაუღიმა ეჭვნეულად მომზირალ კაცს -გუშინდელის გამო? -გეგა გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ... უკვე ხომ აგიხსენი -ქეთი ირაკლის გამო გამირბიხარ? -გეგააა-ეწყინა ქალს და კვლავ გვერდის აქცევა სცადა მისთვის, მაგრამ გეგამ უმალ წვილ წელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები და ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი ოდნავ ათრთოლებული სხეული -რატომ არ მიყვები გუშინ რა მოხდა თქვენ ორ შორის?-ინტერესით ჰკითხა გეგამ სუნთქვა აჩქარებუ ცოლს და ქვედა ტუჩზე ნაზად აკოცა -განსაკუთრებული არაფერი-გამომწვევი ტონით უპასუხა მისი შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეულმა ქალმა და გაუაზრებლად შემოხვია ხელები კისერზე -ქეთი მითხარი-არ მოეშვა გეგა მისი სურნელით გაბრუებულ ცოლს -გეგა გთხოვ ძალას ნუ მატან-შეეხვეწა ქეთი გაღიზიანებულ კაცს და როცა გეგამ რაღაცის თქმა დააპირა ისევ, ქეთიმ მომენტალურად ტუჩებზე მიადო თლილი თითები და გაჩუმება აიძულა- გთხოვ- შეეხვეწა და ტუჩებში აკოცა, გეგაზე ისე საშინლად იმოქმედა ცოლის ვნებიანი ტუჩების შეხებამ რომ მაშინვე საწოლისკენ წაიყვანა, მაგრამ ქეთიმ ამჯერადაც წინააღმდეგობა გაუწია და მოულოდნელად ხელიდან გაუსხლტა -ქეთი ჩემი წამება გინდა?-გაბრაზდა კაცი და უმალ მკლავებში მოიქცია მომღიმარი ქალი -უბრალოდ გაკოცე-თავი იმართლა ქეთიმ და განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა ქმარს ამღვრეულ თვალებში -იცოდე ცეცხლს ეთამაშები-გამაფრთხილებლად უთხრა გაბრაზებულმა კაცმა ცოლს და გამომწვევი მზერით მიაჩერდა წითელ ვნებიან ტუჩებზე -იქნებ მინდა რომ დავიწვა-სიცილით უთხრა ქეთიმ ქმარს და მის ღილებგახსნილი პერანგშორის ნელა ჩაასრიალა თლილი თითები შავრლის კიდემდე, მის ზედმეტად მხურვალე კანზე -ჩემს მოთმინებას ცდი?-უმალ გაღიზიანდა გეგა და უხეშად დაუჭირა ხელი, სწრაფად მიიტანა ტუჩებთან და მომღიმარი სახით ჯერ ათრთოლებულ თითებზე აკოცა შემდეგ კი მაჯაზე... წამის მიასედში შეეყინა სახეზე ბედნიერების ღიმილი რადგან საყვარელი ქალის მაჯაზე ძლივს შესამჩნევ სილურჯეს ჰკიდა თვალი- ქეთი ეს?!-აღმოხდა გაგიჟებულ კაცს და მეორე ხელიც შეუმოწმა უკვე სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს -გთხოვ-შეეხვეწა ქეთი და უმალ ცრემლები მოეძალა -ეს იმ ნაბიჭ.არმა გააკეთა?-ლამის უყვირა გაცოფებულმა კაცმა ცოლს, ქმრის არანორმალური რეაქციის გამო შეშინებულმა ქალმა ხმის ამოღება ვერ გაბედა და მომენტალურად ატირდა- ქეთი! -გთხოოვ-სლუკუნით უთხრა ქალმა და სულ ერთი წამით გაბედა შეეხედა მისი წაშლილი სახისთვის -ნაბიჭვ.რი-ბოლო ხმაზე იყვირა გაცოფებულმა კაცმა და გიჟივით გავარდა მისაღებ ოთახში სადაც მაშინვე მობილურ ტელეფონს ეცა და ირაკლის ნომერი აკრიფა -რა ხდება რამ გაგაგიჟა-ფეხზე წამოვარდა აღელვებული გვანცა და წრაფად მიუახლოვდა გადარეულ გეგას რომელიც იქამდე რეკავდა ირაკლის გათიშულ ნომერზე სანამ საბოლოოდ არ გაუწყდა მოთმინების ძაფი, ამიტომ გაგიჟებულმა მობილური ტელეფონი კედელს შეახეთქა და ცივი მზერით გახედა ქეთის რომელიც იქვე შორი-ახლოს თავდახრილი იდგა და მისკენ გახედვასაც ვერ ბედავდა -რატომ დამიმალე?-თავზე წამოადგა გეგა დაფეთებულ ცოლს და ლამის უყვირა -რატომ არაფერი მითხარი იმის შესახებ რომ ის ნაბ.ჭვარი ხელით შეგეხო! -ნუ უყვირი-გაბრაზდა გვანცა და სწრაფად ჩაეხუტა მთელი სხეულით აკანკალებულ რძალს -ხომ ხედავ ისედაც როგორ განიცდის-ქეთიზე მიუთითა -ამის დედასაც შევ.ცი-უმისამართოდ შეიგინა გაგიჟებულმა კაცმა და თუ კი რამ მსხვრევადი მოხვდა ხელში ყველფერი დალეწა -დამშვიდდი და აზრზე მოდი რა-მომაბეზრებლად უთხრა გვანცამ ძმას წინ გადაეღობა როცა გაავებული კაცი გასასვეკი კარისკენ წავიდა -გეგა გთხოვ მასთან არ წახვიდე- როგორც იქნა ხმის ამოღება გაბედა გეგას სიგიჟებიით შეშინეულმა ქალმა -ჩვენ უკვე საბოლოოდ გავარკვიეთ ურთიერთობა-ჩამწყდარი ხმით უთხრა და გვანცას გვერდით დადგა -ვხედავ როგორც გაარკვიეთ-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა ცოლს და მაჯებზე მიუთითა -შემთხვევით მოხდა -ქეთი ნუ მაგიჟებ!-აყვირდა გეგა- უფლება არ ჰქონდა იმ ნაბ.ჭვარს რომ შეგხებოდა! მითუმეტეს შენთვის ტკივილი მოეყენებინა! -ეს განზრახ არ გაუკეთებია... -ქეთი შენ რა მის დაცვას ცდილობ? -უბრალოდ არ მინდა, რომ რამე სისულელე ჩაიდინოთ რომელიმე... -ამიტომ დამიმალე მომხდარი?-ეჭვნეულად ჰკითხა გეგამ ცოლს -ფიქრობ რომ შეიძლება სხვა მიზეზიც მქონდეს?- გაბრაზდა ქეთი -არა მაგრამ... -გეგა გთხოვ... უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა-მოულოდნელად ატირებული ქეთი სწრაფად მიუახლოვდა საყვარელი მამაკაცის უგრძნობ სხეულს გულზე მიეკრო და ცრემლიანი თვალებით ახედა-გთხოვ არ წახვიდე... ძალიან გთხოვ...ახლა არა-ჩამწყდარი ხმით უთხრა და სახეზე აიფარა აკანკალებული თითები -კარგი-უმალ დაშოშმინდა გეგა ცოლის ცრემლებზე და მაშინვე შემოხვია მოცახცახე მხრებზე ძლიერი ხელები. თორნიკე მომღიმარი სახით დაჰყურებდა ანის და მის სუსტ მკალბეში მოქცეულ პაწაწინა იოანეს -დღეს დედა არ მოვა?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ ძმას -გინდა რომ მოვიდეს?- შეიცხადა თორნიკემ -შეგიძლია დაურეკო? -თვითონ დაურეკე!-გაუბრაზდა ბიჭი დას და ხელში აიყვანა პატარა -მოკვდები რომ დაურეკო და ჰკითხო მოვა თუ არა დღეს? -თუ ასე ძალიან გაინტერესებს მოვა თუ არა დღეს საავადმყოფოში, თვითონ დაურეკე და ჰკითხე!- ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და პატარა იოანეს ცხვირზე აკოცა -აუ რა დამპალი ხარ-აბუზღუნდა ანი და კარგა ხნის ფოქრის მერე დედას დაურეკა. ქეთი საშინლად გააბედნიერა შვილის მოულოდნელმა ზარმა და მაშინვე ატირდა სიხარულისგან, თუმცა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ამ მომენტში, რადგან ანისთან წასვლა და პაწაწინა იოანეს ნახვა ძალიან უნდოდა, მაგრამ ამასთანავე გეგას მარტო დატოვებაც არ უნდოდა, რადგან ზუსტად იცოდა ირაკლის ძებნას დაიწყებდა მაშინვე -ქეთი ასე ძალიან ნუ განიცდი ძალიან გთხივ-შეეხვეწა გვანცა ტირილისგან თავალებდასიებულ ქალს -გეგას და ირაკლის შეხვედრა უკვე გარდაუვალია... -ჰო მაგრამ არ მინდა რომ ყველაფერი უარესად გართულდეს-სლუკუნებდა ჯერ კიდევ ვერ დამშვიდებული ქალი -რაც მოხდა შენი ბრალი არაა, ეს იმის ბრალია რომ ამ ორ არანორმალურს გაგიჟებით უყვარხარ- გაეცინა გვანცას და როგორღაც მოახერხა რძლის დამშვიდება. ქეთისთან ერთად საავადმყოფოში მისული გვანცა გაოგნებული სახით მიაჩერდა მომღიმარ რეზის რომელსაც ხელში აკისკისებული ლილე ეჭირა და სიყვარულით სავსე მზერით დაჰყურებდა პატარას -ჯანდაბა-აღმოხდა მისთან მოულოდნელი შეხვედრის გამო დაბნეულ გვანცას და არეული სახით გახედა ქეთის, რომელიც ეჭვნეულად მიაჩერდა ჯერ მას შემდეგ კი მათკენ მოულოდნელად მიბრუნებულ რეზის, რომელიც უინტერესოდ სულ რამდენიმე წამით მიაჩერდა გვანცას წაშლილ სახეს და გულგრილად მიესალმა მას, თან მაშინვე დააიგნორა ის და უდარდელად განაგრძო თამაში პატარასთან -რეზი, ძალიან მიხარია რომ ისევ აქ ხარ-გაუღიმა ქეთიმ კაცს და ლილეს ლოყები დაუკოცნა, მისდა გასაოცრად პატარა, ჭირვეულმა ქალბატონმა რეზის კისერზე ძლიერად შემოხვია ხელები და მასთან მისვლა იუარა-ქრთამისტო-გაუბრაზდ ქეთი აკისკისებულ პატარას და მარიანა გადაკოცნა -დე ანი როგორაა? ხომ არ ძინავს? შევიდე მასთან? ხომ არ შევაწუხებ მას და პატარას?-დაბნეული ქეთი თორნიკეს მიაჩერდა რომელიც ცოლის გვერდით იჯდა და მუცელზე ნაზად ეფერებოდა შიგნიდან აფართხალებულ პატარას -არა, დილიდან შენ გელოდება-მომღიმარი სახით ახედა თორნიკემ დედას და ისევ ცოლს მიაჩერდა აციმციმებული თვალებით, მარიანამ მისი მზერა და გამოხედვა დააიგნორა და მშვიდად განაგრძო კონსპექტების კითხვა. -გვანცა, ანის სანახავად წავალ მე და მალე დავბრუნდები, შენ აქ დარჩი ჩვენებთან, -რეზიზე მიანიშნა ფარულად მომღიმარმა ქალმა ოდნავ დაბნეული მული და სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბეები. გვანცა მკვლელი მზერით უყურებდა რეზის რომელიც ოდნავადაც კი არ იმჩნევდა მის არსებობას არა თუ კაფის და ქვეყნის არამედ გალაქტიკის მაშტაბით, ამიტომ ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული ადევნელდა თვალს მის ყოველ მოძრაობას და დაჟინებული მზერით ბურღავდა მის ფართე მხრებს. მოულოდნელად რეზი მისკენ მიტრიალდა და რამდენიმე წამის განმავლობაში განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა ქალს ამღვრეულ ჭაობისფერ სფეროებში ისე თითქოს იგრძნო მისი ცივი თვალებიდან მომავალი სითბო -დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვდერილვართ- გამბედაობა მოიკრიბა გავნცამ და ნელა მიუახლოვდა ურეაქციოდ მდგომ კაცს, რომლის ძლიერ მკლავებში დაღლილი პატარა თვალებს საყვარლად ლულავდა -ასეა-უღიმღამოდ დაეთანხმა რეზი აღელვებულ ქალს და თან ისე რომ წამით თავლი არ მოუშორებია მისი გაფითრებული სახისთვის -ძალიან საყვარელია-ღიმილით უთხრა გვანცამ ზედმეტად ახლოს მდგომ კაცს და ლილეს ოქროსფერ კულულებში თითები ნაზად ახლართა -ვერ უარვყოფ-დაეთანხმა რეზი და უკვე ჩაძინებული პატარა თორნიკეს მკლავებში ისე ფრთხილად გადააწვინა რომ ოდნავადაც არ შეკრთა ჭირვეული პატარა, შემდეგ კი აივანზე გავიდა მოსაწევად. იმის მიუხედავად რომ რეზის ამგვარმა ქცევამ გვანცა ძალიან გააღიზიანა და რამდენიმე წამის განმავლობაში ისიც კი იფიქრა საერთოდ შევეშვა მასზე ფიქრსო, სწორედ ამ დროს დიდი მინის მიღმა მდგომი კაცი მისკენ მოტრიალდა, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა და სწორედ მაშინ მიხვდა გვანცა რომ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ შანსის ხელიდან გაშვებას და თავის დაფასებას მოქმედებაზე გადასვლა და ბრძოლა არჩია! სწორედ ამიტომ სწრაფად გავიდა აივანზე, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან სანთებელასთან ერთად და მოკიდება სცადა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერით მოახერხა სანთებელას ანთება, შესაბამისად რეზი იძულებული გახადა მიახლოებოდა მას და თავისი ანთებული სანთებალა გაეწოდებინა -მადლობა-გაუღიმა გვანცამ უემოციო სახით მდგომ კაცს და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა, შემდეგ კი ცივი მზერა თლილ თითებში მოქცეულ სანთებელას მიატინა -შეიძლება შენგან სამახსოვროდ დავიტოვო?- გამომწვევი ტონით ჰკითხა კაცს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ მწვანე სფეროებში -ჰო რა თქმა უნდა-კარგა ხნის სიჩუმის მერე უღიმღამოდ უთხრა რეზიმ და უცნაური მზერთ მიაჩერდა ქალს -მადლობა-გვანცამ ვერ დამალა აღფრთოვანება და მაშინვე მოსაცმელის ჯიბეში შეინახა ძალით ნაჩუქარი საჩუქარი, რეზიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ უცნაურად ჩაეცინა მის ბავშვურ ქცევაზე მუტრიალდა რომ კაფეში შესულიყო -რეზი-გვანცას ხმამ ადგილზე გაყინა გაკვირვეული კაცი რომელიც ნელა მიატრიალადა დაძაბული ქალისკენ- ვფიქრობ რომ შენი შემოთავაზება ძალაში აღარაა ჭიქა ყავაზე რადგან თავის დროზე შენ ჩემი ნომერი წაგეშალა, მერე კი მე, ჩემი სურვილით გითხარი უარი დაპატიჟებაზე -ძალიან მიხვდერილი ყოფილხარ-უცნაური ტონით უთხრა რეზიმ დაბნეულ ქალს რომელმაც მისი ირონია დააიგნორა და მშვიდად განაგრძო -ამ გაუგებრობების გამო მინდა რომ მე დაგპატიჟო ჭიქა ყავაზე-გამომწვევი ტონით უთხრა და მზერა გაუსწორა მის უგრძნობ სახეს -სიამოვნებით-ძალდატანებული ზრდილობით უთხრა ქალის აშკარა გამოწვევის გამო გაკვირვებულმა კაცმა და უცნაური მზერა ააყოლა მის ტანზე შემოტმასნილ მოკლე, იისფერ კაბას -თავიდან რომ ავიცილოთ ის პირველი გაუგებრობა ჩემს ნომერს ტელეფონში ჩაგიწერ რომ აღარ წაგეშალოს-ოდნავ დაძაბული ტონით უთხრა გვანცამ გაოგნებულ კაცს და ხელი გაუწოდა, რეზიმ ტელეფონი უხალისოდ გაუწოდა და აშკარა გაოცება ვერ დამალა როცა გვანცამ საკუღაი ნომრის ჩაწერის მერე რეზის მობილურიდან საკუთარ ნომერზე ზარი გაუშვა და თამამად დაუბრუნა უკან ტელეფონი, რეზიმ მაშინვე გამოართვა და უღიმღამოდ დააცქერდა ეკრანზე გამოსახულ ციფრებს და ასოებს-შეხვედრამდე -მომღიმარი სახით უთხრა ეზოში ქეთის დანახვისთანავე გვანცამ ოდნავ დაბნეულ კაცს და კიბეები სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა -ნახე? როგორ არიან? ანი შეგირიგდა? დაგელაოარაკა-კითხვები მიაყარა განცდილი ემოციებით გაბრუებულმა გვანცამ რძალს -ნორმალურად მელაპარაკა, მაგრამ შევატყვე რომ ჯერ კიდევ ნაწყენია-გულდაწყვეტით უთხრა ქეთიმ გვანცას -არაუშავს გადაუვლის არ ინერვიულო -შენ? რეზის ელაპარაკე? და იმიტომ ხარ ასეთი აღფრთოვანებული?-მომღიმარი სახით ჰკითხა ქეთიმ მულს -კიი-აჟიტირებული გვანცა ვერაფერით ახერხებდა დამშვიდებას -ანუ თქვენს შორის... -არა არაფერია, საერთოდ არაფერი, ძალიან უხასიათო და უჟმური ვინმეა მაგრამ მე მაინც მომწონს-აღიარა სიცილით გვანცამ -გეგამ იცი ხო?-დაინტერესდა ქეთი -კი ეგრევე მიხვდა -ხო მართლა ხომ არ იცი სად წავიდა? მომწერა ტაქსით წადით სახლშიო -მართლა?-შეიცხადა გვანცამ-დავურეკავ -უკვე დავურეკე და გათიშული აქვს -ჯანდაბა, ხომ დაგვპირდა... -შენი აზრით მაინც ირაკლისთან შესახვედრად წავიდა?-მომენტალურად დაიძაბა ქეთი, გვანცამ შეუმჩნევლად დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა მანქანებით დატვირთულ ქუჩას -ქეთი-რეზის ხმამ შეაკრთო ფიქრებში წასული ორივე ქალი -თორნიკემ მითხრა რომ გეგა არ მოვა თქვენს წასაყვანად -ჰო რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ და უნებურად გვანცას გახედა რომელიც წამით თვალს ვერ აშორებდა მამაკაცის უჟმურ სახეს -მე წაგიყვანთ, მანქანით ვარ -არ მინდა შეგაწუხოთ -არ შევწუხდები -კარგი მადლობა-გაუღიმა ქეთიმ დ აღფრთოვანებულ გვანაცასთან ერთად უკან მიჰყვა შავი მრგვალფარებიანი მერსედესისკენ მიმავალ კაცს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.