სიყვარული გრძნობების გარეშე (llნაწილი) 21 თავი
ქეთიმ აკანკალებული ხელებით, ნელა ააცურა საწოლის გადასაფარებელი და შიშველი სხეული დამალა, გეგას გაეღიმა მის უცნაურ ქცევაზე და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში -ღელავ?-ინტერესით ჰკითხა ცოლს და ცხვირის წვერი საფეთქელზე შეეხო -მე...-აიბნა ქეთი -ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაშინ როცა მზად იქნები-უცნაური ტონით უთხრა გეგამ და მაშინევ ფეხზე წამოდგა, დაბნეული და დაძაბული ქალი საწოლზე წამოჯდა და აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა ქმარს -მირჩევნია რომ ახლა ვილაპარაკოთ-ჩამწყდარი ზმით უთხრა და კიდევ უფრო მჭირდროს მიიკრო ათრთოლებულ სხეულზე თხელი მატერია -ქეთი-გაბრაზდა გეგა და თავზე წამოადგა თვალებაწყლიანებულ ცოლს, ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა -მე უბრალოდ მინდა რომ მე და შენ შვილი გვყვავდეს, პატარა გოგონა ან ბიჭი... მაგრამ შენ თუ ეს არ გინდა... ფიქრობ რომ ეს არასწორია ბევრი მიზეზის გამო... მხოლოდ იმიტომ რომ მე გული არ მეტკინოს არ მინდა რომ დამთანხმდე ბავშვის გაჩენაზე... -გეგა-ქეთიმ ვეღარ გაუძლო მოწოლილ მძიმე ემოციებს და ცრემლები გადმოსცვივდა -მე თავს ძალიან უცნაურიად ვგრძნობ-გულწრფელად უთხრა ქმარს და თავი დახარა რადგან ძალა აღარა ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ მზერას -ვიცი -მე ამაზე არასდროს მიფიქრია, ანუ ამ ასაკში ბავშვის გაჩენაზე-უფრო თავისთვის ვიდრე გეგას გასაგონად ჩურჩულით ლაპარაკობდა ქეთი- მაგრამ შენ თუ ძალიან გინდა-მოულოდნელად თავი ასწია და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა ქმარს -ქეთი მე მინდა რომ ეს შენც გინდოდს-სევდიანად გაუღიმა გეგამ, უცებ დაიხარა და ტუჩებში აკოცა -ეს იმდენად მოულოდნელა იყო ჩემთვის რომ... -მესმის, ამიტომ მინდა რომ ცოტა ხანს იფიქრო ამ საკითხე და მერე კიდევ ვილაპარაკოთ -კარგი-დაეთანხმა ქეთი და ისევ საწოლში დაწვა აფორიაქებული -არ ადგები? -არა -კარგი მე გავალ-მოიღუშა გეგა და სამზარეულოში გავიდა. -რა სახე გაქვს-გაეცინა გვანცას მისი არეული სახის შემხედვარეს და სიგრესტის მაგიდაზე დაგდებულ კოლოფს ხელი სწრაფად წამოავლო და ჟაკეტის ჯიბეში შეინახა -მიდი რა ყავა მეც გამიკეთე- უხასიათოდ უთხრა გეგამ და აივანზე გავიდა, სიგარეტს მშვიდად მოუკიდა და გააბოლა -მოხდა რამე?-ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა აივანზე ყავის ჭიქებით ხდლში გასულმა გვანცამ მოწყენილ ძმას -განსაკუთრებული არაფერი -უხასითოდ ხარ -ეს მე და ქეთის გვეხება -გასაგებია-დასერიოზულდა უცნათ გვანცა და ჭიქა გაუწოდა -იმედია ისევ არ აგერია-მომაბეზრებლად უთხრა გეგამ და ყავა მოსვა -ეს რა არის გოგო- მკვლელი მზერით შეხედა და დას უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -ყვააა-ისე დაიბნა გვანცა გეგას რეაქციაზე რომ სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა -მიჩალიჩებ ხოლმე თუ რა ბაზარია-გაბრაზდა გეგა და ხმაურით დადო ჭიქა მაგიდაზე, გვანცამ მოსვა და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა ძმას -ამერია, დიდი ამბავი... რა მოხდა ახლა ისეთი? -სპეციალურად მიკეთებ ხო? -მადლობა თქვი რომ მარილიანი არ დაგალევინე -მადლობააა-ბრაზნარევი ტონით უთხრა გეგამ და გაღიზიანებული სახლში შევიდა. გეგას და ქეთის ბავშვის თემაზე გარკვეული დრო აღარ უსაუბრიათ და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობდნენ. თუმცა ორივეს მოსვენება ჰქონდა დაკარგული და ცოტა უჩვეულოდ იქცეოდნენ რადგან, საბოლოო გადაწყვეტილება ქეთიზე იყო, რომელიც გეგას ზედმეტი კითხვების დასმისა და პროტესტის გარეშე უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ ამ თემაზე საუბარს ორივე გაურბოდა, რადგან ქეთი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული და ვერ წყვეტდა რეალურად უნდოდა თუ არა ამ ასაკში კვლავ დედა გამხდარიყო. გეგამ ზურსტად იცოდა რომ შვილი უნდოდა მაგრამ ჩუმად იყო და მოთმინებით ელოდა ცოლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან საშინლად არ უნდოდა ქეთისთვის ძალა დაეტანებინა და ბავშვის გაჩენაძე იძულებით დაეთანხმებინა და მერე ამ გადაწყვეტილების მიღების გამო მის თვალებში მუდამ შიში და სინანაული დაენახა. ქეთისთვის კი საკმაოდ რთულად მისაღები აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მიღება რადგან ერთ მხარეს იყო მისი საყვარელი მამაკაცი, რომელსაც ძალიან უნდოდა რომ მისი შვილის მამა გამხდარიყო და მასთან ერთად განეცადა მშობლობის ბედნიერება , მეორე მხარეს კი მათი ასაკი, თორნიკე, ანი, 3 შვილიშვილი, ხალხი, მათი არასწორი აზრი, დამოკიდებულება და ირონია ამ ყველაფერზე...სწროედ ამიტომ ქეთი თავს საშინლად გრძნობდა და ვერაფრით ახერხებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისად გეგასთან ურთიერთობა ოდნავ დაეძაბა და გაურთულდა კიდეც, რადგან გამუდმებით თავს არიდებდა მასთან ყოფნას და ამ საკითხზე საუბრის დაწყებას... გარკვეული პერიოდი გეგა აიგნორებდა მის ამ უჩვეული ბოლოდროინდელ ქცევას და არ იმჩნევდა რომ ძალიან ეუცნაურებოდა ქეთის ძალიან გვიან დაწოლა დასაძინებლად, დილით ძალიან ადრე ადგომა, საუბრის თემების სწრაფი ცვლა და გვანცასთან მიწებება, მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ ამ ყველფრის მიზეზი თავად იყო და გადაწყვიტა საბოლოოდ წერტილი დაესვა ამ გაუგებრობისთვის ამიტომ, გვიან ღამით საძინებელში შესულ ქეთის მშვიდად ჰკითხა -ისევ ფილმს უყურებდი? -არ გძინავს?-გაუღიმა ქეთიმ ქმარს და საწოლზე ჩამოჯდა მოწყენილი სახით -ქეთი მეჩვენება თუ ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი?-ხმა დაბალი ტონით ჰკითხა და თავზე წამოადგა დაბნეულ ცოლს -არ გეჩვენება-სლუკუნით უთხრა ქეთიმ და აწყლიანებული თვალებით ახედა ქმარს -ვერ ვხვდები რატომ გამირბიხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა გეგამ და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს -იცი რატომაც-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქალმა თავი დახარა -ქეთი-გაღიზიანდა გეგა მის სიტყვებზე, მოულოდნელად ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა- თუ არ გინდა რომ ბავშვი გვყვავდეს უბრალოდ მითხარი... მე გაგიგებ... -ასე გადაჭრით არ შემიძლია გითხრა მინდა თუ არ მინდა- ატირდა ქეთი და სახეზე ხელები დაიფარა -ვერ ვხვდები ასე რატომ განიცდი-ეწყინა გეგას და მაჯებში ნაზად მოჰკიდა ხელი დაბნეულ ქალს და ფეხზე წამოაყენა -მე თავს საშინლად ვგრძნობ-გულწრფელად უთხრა თავდახრილმა ქალმა და ხმა დაბალი ტონით განაგრძო მძიმე საუბარი -რადგან ვიცი რომ ძალიან გინდა გვყვავდეს მე და შენ შვილი... -აქ უკვე ვეღარ შეძლი ქეთიმ საუბრის გაგრძელება რადგან მოწოლილი მძიმე ემოციების ფონზე ძალა აღარ ეყო და ხმა ჩაუწყდა -შენ არ გინდა?-ჩურჩულით ჰკითხა გეგამ და მისი არეული სსხე ხელებშორის მოიქცია -არ ვიცი-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ და იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა მოწოლილ ცრმელბს მაინც გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე სიმწრის ცრემლები -ქეთი მე უბრალოდ მინდოდა რომ მშობლები გავმხდარიყავით და პატარა გვყოლოდა, რადგან ძალიან მინდა რომ ჩემი შვილის დედა გერქვას... მაგრამ თუ შენ მზად არ ხარ დედობისთვის და ამ თემაზე ფიქრი ფიქრიც ტკივილს გაყენებს უბრალოდ მითხარი და მე გაგიგებ... ამ თემას სამუდამოდ დავხურავ დ აცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ ისე როგორც აქამდე... -არ მინდა რომ გული გატკინო -არ მატკენ -ვიცი რომ ძალიან გინდა შვილი -ჰო მინდა ძალიან მინდა, მაგრამ უპირველესად ის მინდა რომ ეს შენ გინდოდეს, შენ გსურდეს გახდე ჩემი შვილის დედა -გეგა -ქეთი არ მინდა შენს თვლებში შიში და სინანული დავინახო ოდესმე... ამიტომ თუ შვილი არ გინდა უბრალოდ მითხარი... არ მინდა რამე გაიძულო სიყვარულის სახელით, მითუმეტეს ბავვსის გაჩენა... -მადლობა რომ ჩემი გესმის-ოდნავ დამშვიდდა ქეთი და ტირილი შეწყვიტა -მოდი ამ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით ისევ ვილაპარაკით, ოღონდ ამჯერად საბოლოო გადაწყვეტილება მითხარი, ყოველგვარი სინანულია გარეშე, უბრალოდ კი ან არა კარგი? -ვიცი უარის შემთხვევაში გულს ძალიან გატკენ...მე კი ეს არ მინდა-ასლუკუნდა ისევ მთელი სხეულით აკანკლაებული ქალი -არ მატკენ-დარწმუნებით უთხრა გეგამ და გულში ჩაიკრა ხელახლა ატირებული ქალი. გეგამ პირობა შეასრულა და ამ საკითხზე სერიოზულად აღარ დალაპრაკებია ქეთის, რომ მიას გადაწყვწტილება დამოუკიდებლად ზედმეტი ემოციების და სინანულის გარეშე მშვიდად მიეღო, თუმცა ხშირად აკეთებდა აქცენტს ბავშვის საკითხზე. განსაკუთრებით მაშინ როცა ლილე იყო მათთან. -ქეთი-ერთ საღამოს ზურგიდან აეკრო გეგა სარკეთან მდგომ მოკლე წითელ პენურში გამოწყობილს ცოლს და მუცელზე მჭიდროდ შემოხვია ხელები- ძალიან მინდა რომ ვნახო როგრო გაიზრდბა აქ ჩვენი პატარა -გაგააა-გაუბრაზდა ქეთი და სარკიდან დაჟინებით მიაჩერდა ქმარს ამღვრეულ თვალებში -ჩვენი პაწაწინა გოგო ან ბიჭი -აბა ძალას არ დაგატანო?-თავის მისკენ მიატრიალა გაბრაზებულმა ქალმა -უბრალოდ ჩემს სურვილებს ხმამაღლა ვამბობ-თავი იმართლა მომღიმარმა კაცმა და მოულოდნელად თავისკენ შეატრიალა დაბნეული ქალი და ტუჩებზე დააცრა -ძალიან ძალიან მინდა რომ დაორსულდა-გააგრძელა ხმამაღალი ფიქრი ირონიულად მომღიმარმა კაცმა და გამომწვევი მერით მიაჩერა ცოლს დანისლულ ცისფერ სფეროებში -ხანდახან ძალიან აუტანელი ხარ-გაღიანაებული ტონით უთხრა ქეთიმ და თვალები აატრიალა -ვიცი მაგრამ მაინც მინდა რომ- მოულოდნელად გეგამ პენუარის ქვეშ ხელი ნაზად შეუცურა დაძაბულ ქალს და ნელა აასრიალა უხეში თითები მის ნაზ კანზე- ჩვენი პატარა ჩაისახოს და აქ გაიზარდოს- გამომწვევი ტონით უთხრა და მის შეზნექილ მუცლეზე შაჩერა ცივი ოდნავ ათრთოლებული თითები -გეგა-აიბნა ქეთი -ვიცი რომ ეს შენც გინდა, უბრალოდ გეშინია- გამომწვევი ტონით უთხრა კაცმა და ქვედა ტუჩზე ნაზად აკოცა -შენ მე დამპირდი-ეწყინა ქეთის -ხო მაგრამ-გაეცინა გეგას და ტუჩებზე დააცხრა, თან საწოლისაკენ წაიყვანა და ნელა გადააწვინა- საშინლად მინდა რომ ჩემი შვილის დედა გახდე-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და ისევ პენუარის ქვეშ შეუცურა უხეში ხელი, ნელ-ნელა ზემოთ ააცურა, თან ისე პენუარის კიდეც აიყოლია -გე გა-დამარცვლით წარმოსთვქვა გრძნობა მორეულმა ქალმა საუყარელი მამაკაცის სახელი და როცა სურვილისგან თვალებანთებულმა კაცმა მეორე ხელიც შეუცურა შიშველ ზურგზე ოდნავ წამოიწოა და რა უფლება მისცა მისი ათრთოლებული სხეული გაეშიშვლებინა. რეზისთან ერთად რესტორანში ვახშმობამ კვლავ უშედეგოდ ჩაიარა, რადგან გვანცას პიროვნებით ოდნავადაც არ დაინტერესებულა ის, სულ ორიოდე შეკითხვა დუსვა გვამცას მთელი საღამოს განმავლობაში, ისიც მხოლოდ ასაკზე და რომ გაიგო 37 წლის იყო უცნაურად ჩაეცინა, სამწუხაროდ სულ ეს იყო მისი ინტერესის სფერო, ამიტომ მთელი საღამო მხოლოდ გვანცა ლაპარაკობდა, უსვამდა ათას კითხვას რომ უკეთ შეესწავლა რეზის პიროვნება, თუმცა მისდა გასაკვირად და გასაღიზიანებლად მამაკაცი ყოველთვის ახერხებდა რომ მაქსიმუმ სამსიტყვიანი წინადადებებით შემოფარგლულიყო და ამომწურავი პასუხი გაეცა მისთვის, ამიტომ რესტორანშივე გაუფუჭდა გვანცას ხასითი და სახლში ძალიან გაღიზიანებული დაბრუნდა, კარგი გაუღო თუ არა გეგამ გიჟივით შევარდა საზლში და მაშინვე აივანზე გავარდა, სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან და ნერვიულად მოუკიდა -სად იყავი?-თავზე წამოადგა გეგა და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა მის აკანკალებულ თითებშორის მოქცეულ ანთებულ ღერს -ანგარიში უნდა ჩაგაბარო?-წამოენთო გვანცა -უბრალოდ ცუდად გამოიყურები და ამიტომ გკითხე- ამჯერად უკან დახევა არჩია დაინტერესებულმა მამაკაცმა -ყველაფერი რიგზეა-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა და უმალ ზურგი აქცია, კაგრა ხანს ჩუმად იყო გეგა და გვანცას უცნაურ ქცევას მშვიდად აკვირდებოდა მაგრამ როგორც კი ჯერ კიდევ მშფოთვარე ქალმა მეორე ღერს მოუკიდა მაშინვე მიუახლოვდა და თითებიდან ააცალა -გეგა!-თვალები დაუბრიალა გვანცამ -მეტს აღარ მოწევ-მკაცრი ტონით უთხრა გეგამ და მშვიდად გააგრძელა მისი დაწყებული ღერის მოწევა -ვერ გიტან-ნერვიულად უთხრა ხელებაკანკალებულმა ქალმა და რომ ვერაფერი მოახერხა სახლიდან გიჟივით გავარდა თან კარი ისეთი ძალით გაიჯახუნა რომ სახლი ააზანზარა -რა დაემართა?-აივანზე გავიდა გაკვირვებული ქეთი -იცი რაც-სიცილით უთხრა გეგამ ცოლს და ინეტერსით მიადევნა თვალი ქუჩაში მიმავალ ქალს რომელიც ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს -მგონი შენ უარესად გააღიზიანე -ნუ ღელავ ერთ ხუთ ღერს მოწევს და ამოვა- უკმაყოფილო ტონით უთხრა გეგამ და სახლში შევიდა. რეზის იგნორი მაინც არაფრად მიიჩნია გვანცამ და რამდენიმედღიანი დეპრესიის მერე დაურეკა -გვანცა?-ვერ დამალა ამ მოულოდნელი ზარის გამო გაოცება კაცმა -როგორ ხარ?-ჩვეული ხალისიანი ხმით ჰკითხა ქალმა -ნორმალურად შენ? -გახსოვს პირველი შეხვედრის დროს რომ ყავის დალევა ვერ მივახერხეთ? -ყავა-უღიმღამოდ გაიმეორა კაცმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე დანებების ნიშნად, ძალდატანებული ზრდილობით და სიმშვიდით ჰკითხა-რას მთავაზობ? -ყავის დალევას-დაძაბული ტონით უთხრა ქალმა და საშინლად აღელდა რადგან რეზის ერთი უკმეხი ოასუხი საკმარისი იქნებოდა ყველაფერის დასასრულებლად -არ მიყვარს მაგრამ ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყვი-გააზრებული პასუხი დაუბრუნა რეზიმ და გვანცამ იმავე წამს მოეშვა -მაშინ დროს და ადგილს შეტყობინების სახით გამოგიგზავნი-სწრაფად უთხრა აჟიტირებულმა ქალმა -გელოდები-მშვიდი ტონით უთხრა რეზიმ და გაუთიშა. ამჯერად კაფეში მისვლა გვანცამ დააგვიანა, რა თქმა უნდა განზრახ და საკმაოდ დიდხანს ,რადგან რეზის მოთმინებას ცდიდა, თუმცა მისი მისვლისას მამაკაცის უჟმურ სახეზე ოდნავადაც არ აღბეჭდილა უკმაყოფილების ბრაზის ან გაღიზიანების ნატამალიც კი, ამიტომ გვანცა მშვიდად დაჯდა მის პირდაპირ რბილ სავარძელში და მისალმების შემდეგ უცნაური მზერით მიაჩერდა რომელიც წამით თვალს არ აშორებდა მის სახეს -რას დალევ?-ინტერესით ჰკითხა რეზიმ ურეაქციოდ მჯდომ ქალს და მომღიმარი სახით მაშინვე დაამატა- ალბათ ყავას -არა, მირჩევნია ისევ ალკოჰოლური რამე დავლიოთ-იაუარა გვანცამ და რეზის სახეზე აშკარა გაოცება რომ ამოიკითხა მშვიდად აუხსნა- ეს იმიტომ რომ შენთან კიდევ ერთხელ შეხვედრის მიზეზი მქონდეს-გამომწვევი ტონით უთხრა და განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა ამღვრეულ სფეროებში -ყავა დავლიოთ-მკაცრი ტონით უთხრა რეზიმ და მიმტანს ანიშნა მათთან მისულიყო, მისმა ქცევამ და სიტყვებმა იმდენად ატკინა გული გვანცას რომ უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, თუმცა მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მოწოლილ ცრემლებს და როგორღაც მოახერხა დამშვიდება- სხვა? რას მიირთმევ-უინტერეზოდ ჰკითხა მამაკცმა და მზერა აარიდა მის წაშლილ სახეს -მხოლოდ ყავას-ნაწყენი ტონით უთხრა გვანცამ და თავი დახარა, რეზიმ შეკვეთა მისცა და უინტერესოდ მოავლო თვალი კაფეს, ყავა ისე დალიეს რომ ხმა არცერთას არ ამოუღია, შესაბამისად უხერხული სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის -ჩემთან შეხვერა ისევ რატომ გინდა?- როგორც იქნა დაინტერესდა რეზი და ხმა ამოიღო -მე-აიბნა გვანცა რადგან მისგან ამ კითხვის დასმის გარდა ყველაფერს ელოდა -ჩემთან შესახვედრად მიზეზებს რატომ ეძებ?- ისეთი მკაცრი ტონით ჰკითხა რომ გვანცამ ხმის ამოღება კარგა ხანს ვეღარ შეძლო რადგან რეზის გამოხედვამ ისე საშინლასდ იმოქმედა მასზე რომ აზრები დაეფანტა და ათქმელ სიტყვებს თავი ვეღარაფრით მოუყარა -მე უბრალოდ-კარგა ხნის სიჩუმის მერე მოილუღლუღა დაბნეულმა -შენ რა?-უემოციო ტონით ჰკითხ აკაცმა და მზერ აგაუსწორა მის წაშლილ სახეს -შენთან ახლოს ყოფნა მინდა-გულწრფელად და ბევრი ფიქრის გარეშე მიახალა გვანცამ და მის რეაქციას დაძაბული დაელოდა -რატომ?-ისე საქმიანად ჰკითხა რეზიმ რომ მაინც მოახერხა და გვანცა წყობილებიდან გამოიყვანა -ვფიქრობ უკვე დიდი ბიჭი ხარ იმისთვის რომ ამას ჩემი ახსნის გარეშე მიხვდე...არა?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა აფორიაქებულმა ქალმა უცნაურად მომღიმარ კაცს და მაშინვე გაექცა მის არეულ თვალებს რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ მზერას -ვხვდები რა თქმა უნდა მაგრამ ამის მოსმენა შენგან მინდოდა- ისევ ისე მკაცრი ტონით უთხრა რეზიმ და უნებურად მზერა ქალის ვნებიან წითელ ტუჩებზე მიეყინა -ხომ მოისმინე ჩემი აღიარება! ახლა რა იქნება?-სევდიანი მზერით მიაჩერდა გვანცა საყვარელი მამაკაცის შუშის თვალებს -ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ხარ-კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით უთხრა ურექციოდ მყოფნა კაცმა ნერვიულობისგან, შიშსგან და დაძაბულობისგან ერთადგილას მიყინულ ქალს რომელმაც გაოცებისგან ლამის პირი დააღო- მაგრამ- ისევ ისე მშვიდად აუღელვებლად და უემოციოდ დაიწყო რეზიმ საუბარი, ამ სიტყვა მაგრამ სისხლის გაუყინა ძარღვებში აღელვებულ ქალს სლუკუნით ჰკითხა -სხვა გყავს?-რადგან ერჩია პირდაპირ სიმართლე მიეხალა მისთვის რეზის რომ გული ნაკლებად ტკენოდა -არა-დაუფიქრებლად უთხრა კაცმა და უცნაური მზერა გაუშტერა მის აკანაკალებულ, ერთმანეთში ახლართულ თითებს -მაშინ ასე ცივად რატომ მექცევი -არ მინდა რომ მერე გული გეტკინოს -არ მეტკინება-ბრაზნარევი ტონით უთხრა გვანცამ და ხელები მაგიდის ქვეშ ჩამალა -მე საერთოდ არ მაქვს სურვილი ამ ურთიერთობის გაღრმავების რადგან... -შეგატყვე-წინადადება გააწყვეტინა აღელვებულმა ქალმა და მზერა გაუსწორა მის არეულ სახეს-არ მოგწონვარ?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და უკანაკნელი ძალებით გაუწია წინააღმდეგობა მოწოლილ ცრემლებს -შენთან ურთიერთობი გაღრმავება იმიტომ კი არ მსურს არა რომ არ მოწონხარ-დაიწყო კაცმა არეული ხმით -არა უბრალოდ... -მაშინ რა ხდება? უარს რატომ მეუბნები?-ასლუკუნდა გვანცა -იმიტომ რომ არ შემიძლია ვინმე ისევ მიყვარდეს... -საიდან იცი რომ არ შეგიძლია? -არ მჭირდება მე ასეთი სახის ურთიერთობა-იმდენად მკაცრი ტონით უთხრა რეზიმ რომ გვანცას სიცოცხლის სურვილიც კი დააკრვგინა წამიერად, ამიტომ როგორც კი ძალა მიოკრიბა თვალებაწყლიანებულამ ქალმა მაშინვე ფეხზე წამოდგა და ხმის ამოუღებლად დატოვა კეფე. გაღიზიანებულმა რეზიმ მაგიდაზე 50 ლარიანი დააგდო, გავიდა გარეთ და უკან მიყვა უმისამართოდ მიმავლა ქალს -გვანცა-დაუძახა და რეაქცია რომ არ ჰქონდა ქალს მის დაძახებაზე სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და რამდენიმე წუთში დაეწია, მკლევზე ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეატრიალა და განზრახ ჯოუტად ჩაავქერდა ჩამქრალ ცარიელ სფეროებში- სწორედ ამიტომ არ მინდოდა შენთან დაახლიება... ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან გატკენდი, გვანცამ არაფერი უოპასუხა ძალა არ ეყო, აზრსაც ვერ ხედავდა რამის სათმელად უბრალოდ თითის წვერებზე აიწია და თვალებდახუჭულმა ვნებიანი წითელი ტუჩები შეაწება საყვარელი მამაკაცის გაცრეცილ ტუჩებს, ამ შეხებამ, შეგრძნებამ ისე საშინლას იმოქმედა მასზე რომ სწრაფად მოშორდა ერთ ადგილზე მიყინული კაცის უგრძნობ სხდულს და ატირებული პირველივე გამოჩენილ ტაქსიში ჩაჯდა. მარიანა მომღიმარი სახით მიაჩერდა თორნიკეს რომელმაც კარტოფილის თლა დაიწყო -ძალიან გვშია-სიცილით უთხრა ყოფილ ქმარს და მუცელზე მიუთითა - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.