ტრაგიკული ტრაგედია (5 თავი)
ჩავიცვი, ისე რორგორც ჩვეულებრივ მაცვია ხოლმე, სახლიდან გავედი, მეტროში ჩავედი, ის ქალბატონი შემხვდა ფეფო, ამჯერად რომ შევედი მატარებელში, დანაღვლიანებული სახე, ღიმილმა შეცვალა. - როგორ ხარ მელანო? - კარგად გმადლობთ - არ მეკითხები მე როგორ ვარ? - ვიცი როგორც ხართ ამიტომ... - გავუღიმე, ვიცოდი რომ მას ტკიოდა, ამიტომ არ ვკითხე, ისევ ტკივილს გავახსენებდი, თუმცა არც დაავიწყდებოდა, ეს ხომ ტკივილია, ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თანამგზავრი. - მენატრება - ამბობს ის - ვიცი მონატრების გემო - მკრთალად გავუღიმე - ყოველდღე მასთან მივდივარ, ახალ-ახალი ყვავილები მიმაქვს, ძალიან მინდა რომ მას მოჰქონდეს - ცრემლებმაც იჩინა თავი, ქალის სახეზე - ირა, კიბომ წამართვა - ვიწყებ საუბარს - მიმალავდა, სანამ კიბომ ზრდა არ დაიწყო მის სხეულში, და არ დააპატარავა - მეცინება - ექვსი წელი ებრძვოდა, მახსოვს თმების ცვენა რომ დაეწყო, თმები გადვპარსე და მეც გადავიპარსე, ამის მიუხედავად მაინც მხიარული იყო, ბოლოს... - გაგრძელება მიჭირდა, სუნთქვა მიჭირდა, ქალი სულგანაბული მისმენდა - ბოლოს აგრესიული გახდა, მაგდებადა,მეჩხუბებოდა, ამბობდა რომ მასზე არ ვზრუნავდი,ამბობდა რომ არ მიყვარდა - ცრემლები მდიოდა - ბოლო დღეს კი მითხრა, ხელი ჩამჭიდე მელანო,მტკივა - ცრემლები მოვიწმინდე და მას გავხედე - ჩემო გოგო - ხელი ხელზე დამადო, მკრთალად გავუღიმე ჩემი გაჩერება რომ იყო ფეფოს დავემშვიდობე. რუსთაველზე ვიყავი, დაღმართზე მივდიოდი, „ჩაის სახლში“ შევედი, დავინახე ელისაბედი, ნიკაპი ხელის გულზე ჩამოედო და ჩაის სვამდა უნებურად გამეღიმა, ის ისე გავდა ირას ქცევებით. მასთან მივედი - გამარჯობა - გასწორდა, ვიგრეძენი რომ ავანერვიულე - გაგიმარჯოს - ოფიციანდტი მოვიდა - რას ინებებთ? - პატარა „ბლოკნოტი“ მოიმარჯვა და შემომხედა ინტერესიანი თვალებით - იგივეს - როგორ ხარ? - ჩვეულებრივად - მხრები ავიჩეჩე - არ გეგონოს რომ მამამ გამომგზავნა, აქ ჩემი ნებით მოვედი, რაღაც მინდა გთხოვო... - ელისაბედ, გთხოვ ეს შემოვლითი გზები არ გინდა პირდაპირ მითხარი - ძალიან გთხოვ მიეცი მამას და დედას მეორე შანსი, მართლა ძალიან ადარდებ დედას და მამას, ამიტომ გპატიჟებ ჩვენთან რომ მოხვიდე ძალიან გთხოვ - თვალებში თხოვნა ეწერა - კარგი - დავთანხმდი - რა? - გაკვირვეულმა შემომხედა - კარგი თქო - სიგარეტი ამვიღე ჩანთიდან - არ შეგაწუხებს? - ვკითხე - არა, არ მეგონდა ასე მალე თუ დამთანხმდებოდი - არც მე - ინსტიტუტში დადიხარ ხომ ასეა - ასეა - რაზე სწავლობ? - ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე - მერამდენე კურზზე ხარ? - მეორე - მოკლე პასუხებს ვიძლეოდი - სულ ასეთი სიტყვა ძუნწი ხარ? - ინტერესით მკითხა - სულ არ ვიყავი - სერიოზულად ვუპასუხე. კიდევ ორმოცი წუთი გავჩერდით, სკოლის ამბებს მიყვებოდა, მიყვებოდა მთელი ემოციით, და ლურჯ თვალები უბრწყინავდა. სახლში მივედი არ გამომიცვლია, დივანზე მივწექი და დავიძინე. რომ გავიღვიძე 7 იწყებოდა, წამოვდექი, სამზარეულოსი გავედი წყალი დავლიე, და სიგარეტს მოვუკიდე, ღრმა ნაპასებს ვარტყამდი და თან ღრმა ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. ოთახში გავედი, მოსაცმელი მოვიცვი, და სახლიდან გავედი. რესტორანში ბევრი ხალხი იყო, შევედი ისევ იმ ოფიციანტთან მივედი - გამარჯობა შენ ახალი ხარ ხომ? - ხო - მე ნუცა ვარ, ეს ფორმაა, იქ გაახდელია, გამოიცვალე, ლუკა კ ყველაფერს აგიხსნის - ბარმენზე მანიშნა - კარგი გასახდელში შევედი, გამოვიცვალე, ჩემი „პეიჯი“ მოვირგე, სადაც ჩემი სახელი მკვეთრად ჩანდა. ბართან მივედი - მელანო ხო? - თავი დავუქნიე - მოკლედ, ძალიან ადვლია წესები, პრინციპში მხოლოდ ერთი წესია „არასდროს არ ეკამათო კლიენტს“, დანარჩენი შენც გეცოდინება,საათ ნახევარი შენ ხარ მერე 15 წუთი შესვენება გაქვს, ამის შემდეგ ისევ განაგრძობ მუსაობას ღამის 10-მდე, ყველაფერი გასაგებია? - ღიმილით მკითხა - კი კარგი ბიჭი ჩანდა ლუკა, ჩვეულებრივი ბიჭი, ქერა იყო, საშუალოზე მაღალი, სიფერი-მომწვანო თვალებით, მოზრდილი წვერით, რომელიც მაინც არ სძენდა დიდი კაცის იერს რადგან ბავშვური სახე და ღიმილ ჰქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.