შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება (თავი 5)


29-12-2021, 06:24
ავტორი ესტრეია
ნანახია 1 279

- აბაა, როგორ ჩაიარა? - იკითხა ლილემ როდესაც გამოცდიდან გამოსული ანა მიუახლოვდა კაფეში მომლოდინე ლილეს.
- არ ვიცი ჯერ, საღამოს დაიდება შედეგები . - უპასუხა მშვიდად და მის წინ დაიკავა ადგილი.
- მანანამ დამირეკა და მითხრა გაიგებთ თუ არა მითხარითო.
- ხო მანანას მგონი ყველაზე მეტად აინტერესებს. - ჩაეღიმა ანას მანანას მზრუნველ საქციელზე. - ვის უყურებ? - გაკვირვებული სახით შეხედა ანამ ჯერ ლილეს შემდეგ კი მის უკან მდგარ ბიჭს ასე რომ მიიქცია ლილეს ყურადღება.
- გიორგისთან რომ ბიჭი დგას ეგ მოგწონს? - ჩაეღიმა ანას ლილეს სიმორცხვისგან აწითლებულ ლოყებზე.
- მეე აა ... აარა, საიდან მოიტანე. - ორი სიტყვა ძლივს გადააბა ლილემ.
- სულელს ვგავარ? - ცალი წარბი მაღლა ასწია ანამ . - მიდი გისმენ. - ღიმილით უთხრა და გემრიელად მოკალათდა.
- ...
- დიდ ხანს გელოდო? - გაბრაზებული სახით შეხედა ანამ.
- ეგეთი სახით რომ მიყურებ მგონია რომ მომვარდები და ცემას დამიწყებ. - ღიმილით უთხრა ლილემ.
- გამორიცხული არაა. - ღიმილითვე უპასუხა ანამ.
- კარგი ხოო, ოღონდ გიორგის არ უთხრა კარგი?
- ჩამშვები არ ვარ. მიდი მოყევი გისმენ.
- ის ბიჭი ანდრიაა. მომწონს, უფრო სწორად წალიან მომწონს. - ისეთი სახით ყვებოდა ლილე თითქოს პატარა ბავშვი იყოს და დანაშაულზე წაასწრეს. - ბავშვობიდანვე მომწონდა, გიორგისთან სათამაშოდ რო მოდიოდა სულ მაწვალებდა ხოლმე. მეც ვტიროდი და მერე მამშვიდებდა და კანფეტებს მყიდულობდა ხოლმე. - სიცილით გაიხსენა ლილემ ტკბილი მოგონებები - მეც ვურიგდებოდი, მეორე დღეს ისევ მაწვალებდა მერე ისევ მირიგებდა, თექვსმეტის რომ გავხდი საერთოდ დამივიწყა, გიორგისთან თუ მოდის კომპიუტერში რაღაც სისულეებს თამაშობენ. ყურადღებას არც კი მაქცევს, თითქოს არც ვარსებობდე. ყოველ დღე სხვა და სხვა გოგოებთანაა, მე ზედაც კი არ მიყურებს. - დარდიანად დაასრულა ისტორია ელენემ. ანა იჯდა და ისთი სახე ქონდა თითქოს მათემათიკის მაგალითის ამოხსნას ცდილობდა.
- საყვარელი ისტორიაა. - საბოლოოდ ამოღერღა ანამ.
- ვიციი, თან ისეთი საყვარელი იყო როცა კამფეტებითა და შოკოლადებით მირიგებდა. 16 წლის რომ გავხდი ერთმა ბიჭმა პაემანზე დამპატიჟა, გაბრაზდა და აუკრძალა ჩემთან მოახლოვება, იმ ბიჭმა რო არ დაუჯერა დაიბარა და სცემა. მეგონა მოვწონდი მაგრამ იმ დღის შემდეგ სახეშიც კი არ მიყურებს.
- ოო ანუ ეჭვიანიც არისს. - ღიმილით თქვა ანამ.
- რა ეჭვიანი უბრალოდ ძმაკაცის და რომ ვარ მაგიტომ გააკეთა ეგ.
- ვაიმე ლილე რა სულელი ხარ. ძმაკაცის და რომ ხარ იმიტომ იჭერს შენგან შორს თავს, არ იცის გიორგის როგორი რეაქცია ექნება. გიორგის უყვარხარ და გიფრთხილდება მაგრამ ვფიქრობ თავისი დის ბედნიერებას პირველ ადგილას აყენებს. ეს შენმა სანდრომ არ იცის როგორც ჩანს.
- სანდრო არა ანდრია. - ღიმილით შეუსწორა ლილემ.
- რა მნიშვნელობა აქ.
- ანუ ფიქრობ რომ მოვწონვარ?? - ბედნირებას თვალებიდან ასხივებდა ლილე.
- ასე ვფიქრობ მაგრამ ამაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. - სერიოზული და ჩაფიქრებული სახით უთხრა ანამ.
- ეგ როგორ უნდა ვქნათ ? - დაინტრიგდა ელენე.
- მმ... როდის იკრიბებიან ბიჭები სათამაშოდ? - იკითა გაურკვეველი ღიმილით ანამ.
- დღს მოვლენ ოღონდ ფეხბურთის საყურებლად. რატო რა მოიფიქრე? - თვალები მოჭუტა ლილემ.
- მაგას მოგვიანებით გაიგებ. რომელ საათზე მოვლენ?
- საღამოს იკრიბებიან სულ, სადღაც რვა ცხრისკენ. მეც მითხარი რას აპირებ რაა. - ქვედა ტუჩი გადმოატრიალა ლილემ.
- მეც ეგრე ვშვებოდი ხოლმე ადრე. - წარსულის გახსენბაზე დაიძაბა ანა. - ნუ კარგი ახლა ყველაზე მთავარი რაც არის, კაბა.
- რა კაბა.
- რა კაბა და ახლა წახვალ და უულამაზე უუსექსუალურეს კაბას აიჩევ კლუბისთვის, აი ისეთს რომ დავეხმარებით შენს ადრიანეს რომ მიხვდეს შენი დავიწყება შეუძლებელია.
- ანდრია ქვიააა. - თვალები სიცილით გადაატრიალა ლილემ.
- რამნიშვნელობა აქვს.
- კაი და შენ არ გამომყვები?
- მე ჩემი გეგმის მეორე პრობლემის მოსაგვარებლად მივდიარ ამიტომ არ მცალია. შენი ტკბილი დაქალებიდან რომელიმე წაიყოლე.
- ნამდვილი ინტრიგანი ხარ რაა. სალომეს წავიყოლებ ძაან გარყვნილი ბავშვია ასევე კლუბის კაბების ოსტატიც. - წარბები აათამაშა ლილემ.
- მშვენიერი. - ტაში შემოკრა ანამ.
- და რომ გაირკვეს რომ არ მოვწონვარ? - სახე შეეცვალა ლილეს.
- ოთხმოცდა ცხრამეტი მთელი ცხრა პროზენტით ვარ დარწმუნებული რომ მოსწონხარ. - დაამშვიდა ანამ.
- და ის ნული მთელი ერთი პროცენტი ? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა ლილემ.
- ლილე ნუ პანიკობ და რაც გითხარი ის გააკეთე. - სახე დაუსერიოზულდა ანას.
- არის უფროსო ! - ხელი საფეთქელთან მიიდო სამხედროს მსგავსად და ანას ბრძანების შესასრულებლად წავიდა. ანამ ღიმილით გაყოლა თვალი ბედნიერებისგან ლამის მფრინავ ლილეს. ლილე თვალს მიეფარა თუ არა გიორგი დაჯდა მის მოპირდაპირე სკამზე.
- რა მოხდა ბატონო გიორგი, მოგენატრე? - ღიმილით იკითხა.
- თან როგორ. - ღიმილითვე უპასუხა გიორგიმ.
- მგონი ნელ ნელა გიყვარდები. ფრთხილად იყავი ჩემი გულიდან ამოგდება რთულია. - ირონიული ღიმილი მიაგება გიორგის.
- საიდან იცი ოდესმე ვინმეს ყვარებიხარ? - გიორგიმაც ირონიით დაუბრუნა. მისმა სიტყვებმა ანას სახეზე ღიმილი სერიოზული გამომეტყველებით ჩაანაცვლეს.
- ერთს ისე ძლიერ ვუყვარდი რომ ჩემს გამოს ლამის სამსახურიც კი დაკარგა - ანას სახეზე ისევ დაბრუნდა ღიმილი მაგრამ არც ირონიის არც ბედნიერების არამენ ტკივილისგან გამოწვეული ღიმილი იყო.
- ესთი რა გაუკეთე ასე რომ გააგიჟე. -სახე დაუსერიოზულდა გიორგისაც და წარბები თავისდა უნებურად შეეჭმუხნა სიბრაზისგან.
- ნეტავ მართლა რა დავუშავე ასეთი, კარგი სისულელეებს ვბოდავ, სახლში შევხვდებით. - ფეხზე წამოდგა ანა და წასასვლელად მოემზადა.
- მოიცადე, გაგიყვან. - ფეხზე წამოხტა გიორგიც.
- არმინდა იყოს, აქ რაღაც საქმეები მაქ და თან ფეხით სიარული მირჩევნია.
- კარგი თუ ასე გინდა...
- კი ასე მინდა.
- ოხ ანაა... ესეთს რას მმართებ. -თავისთვის ჩაილაპარაკა მიმავალი ანას შემყურემ.

იმდენი ხანი ისეირნა ანამ რომ შეუმჩნევლად ჩამოაბნელდა, სახლში მისვლა ჯერ კიდევ არ უნდოდა მაგრამ ლილეს სჭირდებოდა. ისევ ნელი ნაბიჯებით გაუყვა სახლისკენ გზას. მოსწონდა ახლა როგორი ცხოვრებაც ჰქონდა მაგრამ შიგნიდან თითქოს რაღაც არ ასვენებდა. ეს რაღაც კი მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. უნდოდა და ცდილობდა კიდეც რომ რამენაირად გაეგო იმ ხალხისთვის რომლებმაც ისე გაანადგურეს ანა რომ როცა იცინის თავს დამნაშავედ გრძნობს. თითქოს სიცილი მისთვის არ იყო შექმნილი, როცა იცინოდა თავს სულელად გრძნობდა. ის ადამიანი რომელსაც დედას უწოდებენ, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა, სითბო, სიყვარული, ენერგია არ დაინანა ის ადამიანი რომელსაც საკუთარ თავზე მეტადაც კი უყვარს შვილი ან ის ადამიანი რომელსაც შვილის ტკივილი ორმაგად სტკივა, სად არის, ან სად იყო. იცოდა რომ დედის წოდებას ის ქალი არ იმსახურებდა ვინც სიცოცხლე აჩუქა. ამბობდა და ახლაც ამბობს რომ არ ადარდებს მაგრამ შიგნიდან ჭამს ის კითხვები რომელსაც პასუხს ვერადა ვერ უძებნის.
ფიქრებში გართული ვერც კი მიხვდა როდის მივიდა სახლამდე, კარზე ზარი დარეკა და კედელს თავით მიეყრდნო დაღლილი. კარს მოახლოებული ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა საბოლოოდ კი გიორგის სილუეტი გამოჩნდა.
- გამარჯობა, შემო - კარის გაღებისთანავე უკან გაბრუნდა სწრაფი ნაბიჯებით და ფეხბურთის ყურებაში გართულ ბიჭებს შეუერთდა. ანა ზემოთა სართულისკენ გაიჭრა და მაშინვე ლილეს ოთახში შევიდა.
- ოჰოო - ანა ნამდვილად გაოცდა ასეთი სილამაზის შემხედვარე. ლილეს ტანზე მომდგარი წითელი მოკლე ატლასის კაბა ისე უხდებოდა სიტყვებს ვერ არჩევდა რომ ეთქვა.
- აიი, ხედაავ? მასაც მოეწონა შენ კი გახდა გინდოდა. - გაბრაზებული ხმით წაიდუდუნა ლილეს საწოლზე წამოგორებულმა სალომემ. - მე სალომე ვარ, შენ ალბათ ანა ხარ, იმდენი მელაპარაკა ლილემ შენზე რომ, რო არ ვიცოდე რომ ჰეტეროა ალბათ შენზე შეყვარებული მეგონებოდა.
- კი ანა ვარ და გახდა კი არა დაგალურჯებ ჩემს ნაშრომ გეგმას თუ ჩამიშლი. - სრული სერიოზულობით თქვა ანამ.
- კაი ხო არ გავიხდი მაგრამ ახლა რა უნდა ვქნა? - იკითხა დაბნეულმა ლილემ.
- ერთ სიმპატიჩკა ბიჭთან გაქ პაემანი, ვიცი კარგათ გაერთობით. - თვალი ჩაუკრა ანამ და სალომეს გვერდით წამოწვა გემრიელად.
- აუ რა ბიჭი რის ბიჭი. - წაიბუზღუნა ლილემ და გვერდით მიუჯდა გოგოესბს. - მიჭების ნაკლებობას კი არ განვიცდი, ვინმე ბიჭი რო მდომოდა აქამდე მეყოლებოდა. - გააგრძელა ბუზღული ლილემ.
- ლილე რა სულელი ხარ, ის ბიჭი კი არ უნდა შეიყვარო, უბრალოდ საეჭვიანოდ გამოიყენო. - ეშმაკური ღიმილით თქვა სალომემ.
- აიი, სალომე ჭკვიანია, რაღაცეები ესმის. ეგ შენი ჟორა უნდა ვაეჭვიანოთ რომ ეგ ვითომ სახე ავაძროთ, გაიგე? - განუმარტა ანამ.
- მერე იმ ბიჭს რო ეწყინოს, ან ვინაა საერთოდ?
- დამშვიდდი ლილე, გამოცდაზე გავიცანი და რამოდენიმე კითხვაზეც დავეხმარე, კარგი ბიჭია, იცის რაც უნდა გააკეთოს . - მარტივად აუხსნა ანამ.
- რომელზე მოვა?
- 9 ზე. ახლა რომელია? - იკითხა ანამ.
- ზუსტად ცხრაა. - თქვა სალომემ და კარზეც ზარის ხმაც გაისმა. გოგოებმა მაშინვე ერთმანეთს შეხედეს და ქვემოთ სწრაფი ნაბიჯებით ჩავიდნენ მაგრამ უკვე გვიანი იყო ანდრია და მათი 3 ძმაკაცი კართან იდგნენ და მომღიმარ ლუკას ათვალიერებდნენ.
გოგოების ჩამოსვლისთანავე 6ივე ბიჭის მზერამ მათკენ გადაინაცვლა. ანდრია ათვალიერებდა ლილეს, ცდილობდა თვალი აერიდებინა მაგრამ არ შეეძლო.
- აქ რა ხდება. - გიორგიც გამოვიდა კართან და გაისმა გიორგის ბოხი ბარიტონი .
- რა უნდა ხდებოდეს ჩემო გიორგი, ლილეს ბიჭმა მოაკითხა და საერთოდ თქვენ ფეხბურთს არ უყურებდით? აქ რას დამდგარხართ. - ანამ გვერდი აუარა წარბშეკრულ გიორგის და ლუკას მიესალმა.
- და ნებართვა ვისგან აიღო. - გაისმა ანდრიას გაბრაზებული ბარიტონი, სახეზე რომ შეხედა ლილემ, სიამოვნების ეკლებმა დააყარა.
- ნებართვა შენგან უნდა აეღო?. - წინ დაუდგა წარბებ შეკრული ანა ანდრიას.
- ჩემგან უნდა აეღო. - ახლა გიორგის გაბრაზებული ხმა გაჟღერდა. გიორგი ანას დაუდგა წინ და თვალებში ჩააშტერდა.
- რატომ?
- რასქვია რატომ! - კბილებში გამოცრა გიორგიმ.
- ხოო რატომ, ძმა ხარ და არა ლილეს მეპატრონე , სრულწლოვანია, არც სულელია და არც არავის ნებართვა არ სჭირდება იმისთვის რომ ვინც მოსწონს იმას შეხვდეს.
- სრულწლოვანობა არ უშველის ვიღაც იდიოტი რომ მოატყუებს. - ისევ საშინლად გაბრაზებული იყო გიორგიც და ანდრიაც.
- შარვალში კვერცხების არ ქონა ხელს არ მიშლის იმაში რომ ვინც შემაწუხებს სახე გავუხიო. - უკვე ზედმეტად ახლოს იყო გიორგი ამიტომ ანამ დაიხია ერთი ნაბიჯით.
- შენ შენ ხარ ანა , ლილეს კი არ შეუძლია ვინმეს ერთი დარტყმით გათიშვა.
- გიორგი, გამოდი ერთ წამს ცალკე ვილაპარაკოთ. - კბილებში გაცრა ანამ და სამზარეულოში გავიდა, გიორგიც უკან მიჰყავა.
- შენ რა მართლა სულელი ხარ? - შესვლის თანავე იკითხა უკან შემობრუნდა და გიორგის დაეჯახა.
- წესიერად მელაპარაკე. - გიორგის არც უცდია მისგან გაწევა.
- თუ არ დაგელაპარაკები რას იზამ? - ღიმილით კითხა ანამ.
- არ დამელაპარაკო და ნახავ რასაც ვიზამ. - სერიოზულობას არ იშორებდა გიორგი.
- შენთან თამაშის ნერვები არ მაქვს. შენს მეგობარს ანდრიას რამდენ ხანია იცნობ? - ანას კითხვა გაუკვირდა გიორგის, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ახლა ეგრე ახლოს აღარ იდგნენ.
- რაში გაინტერესებს.
- მეგობრობაზე წიგნებს ვწერ, რაში უნდა მაინტერესებდეს ვერ ხედავ რომ შენს დაზე გიჟდება მაგრმ შენს გამო აიგნორებს და ლილესაც რომ აგიჟებს ნელ ნელა.
- კი შევატყვე მაგრამ იქეთ ხო არ დაველაპარაკებოდი, აქეთაც გაუტყდა ეტყობა. - ჩაფიქრებულმა გადაისვა თავზე ხელი.
- ოხ გამარჯობა.
- და ეს ბიჭი ვინაა.
- ეგ? ეგ ლუკაა ჩემი თხოვნითაა აქ, მოკლედ ჩვენ ახლა გავალთ და შენ უპრობლემოდ გააყოლებ ლილეს, ანდრია უეჭველი გაგიჟდება და თავისი პირით გეტყვის ყველაფერს.
- მაგ ბიჭს როგორ უნდა ვენდო.
- დამშვიდდი თუ ანდია ლილეზე მართლა გიჟდება მარტო არ დატოვებს. - თვალი ჩაუკრა ანამ და გასვლა სცადა მაგრამ გიორგი სამზარეულოს დახლს ხელებით დაეყრდნო და ანა შუაში მოიქცია.
- ეს შენი იდეაა ხო? - ღიმილით ჰკითხა და უფრო ახლოს მიიწია.
- ხო, და არ გინდა რომ ცოტა გაიწიო? ზედმეტად ახლოს ხარ. - დაბნეულობა დაეტყო ხმაზე ანას.
- არ მინდა, იციი მეც არ დაგტოვებდი მარტო.
- მართლა? -ანაც აჰყვა თამაშში და ისიც ახლო მიიწია, უკვე ისე ახლოს იყვნენ რომ ცხვირით ეხებოდნენ ერთმანეთს.
- მართლა.
- ვიცოდი რომ ჩემზე გიჟდებოდი, ალბათ სიზმრებშიც მხედავ ხოლმე.
- შენც გიჟდები ჩემზე, შენ როდის აღიარებ ამას.
- ეგ შენს სიზმრებში ნახე ალბათ. - გაუღიმა ანამ, მისი ხელებიდან თავი დაიღწია და სამზარეულოდან გავიდა.
- უხ, ამას როგორ განანებ პატარა ქალბატონო რომ იცოდეე. - ჩაილაპარაკა და უკან გაყვა ანას.
- სად ხართ ტო ამდენ ხანს.
- მოვედით, გიორგი რამის თქმა ხომ არ გინდა? - ღიმილით შეხედა ანამ.
- წადი ოღონდ თერთმეტამდე აქ იყავი და როცა სახლში მოსვლა მოგინდება დამირეკე და მოგაკითხავ გაიგე? სადაც არ უნდა იყო მოვალ . - გიორგის სიტყვებმა ანდია გააკვირვა და გააბრაზა.
- მანქანით ვარ არ შეწუხდე მე მოვიყვან. - ღიმილით უთხრა ლუკამ.
- ჩემი დაა და არ შევწუხდები.
- გიო ღადაობ ტო, ვიღაც უცნობს როგორ ენდობი თან რა გაცვია ლილე ადი და გამოიცვალე . - ანდრია ბრაზს ვერ მალავდა.
- რატომ, რა იყო არ მოგწონს? შენს ნაშებს უხდებათ და მე არა? - ეწყინა ლილეს.
- შენ ნაშებს რატომ ედრები ტოო.
- აუ წაავედი მე რა. - ლილემ ჩანთა აიღო ტყავის ქურთუკი გადაიცვა და ლუკასთან ერთად გავიდა სახლიდან.
- წავედი მეც. - ანდრია დაწვდა თავის ქურთუკს.
- ჯერ ფერხბურთი არ დამთავრებულა. - თქვა ერთერთმა ბიჭმა.
- რა დროს ფეხბურთია. - გასაღებს დასწვდა და სახლიდან გავარდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ცოტა მალ მალე გთხოვვვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent