შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრაგიკული ტრაგედია (6 თავი)


29-12-2021, 12:10
ავტორი analiza505
ნანახია 1 224

„ ბლოკნოტი“ ავიღე, ფორმის ჯიბეში ჩავიდე კალამთან ერთად და მითითებული მაგიდისკენ გავემართე, სრული მოულოდნელობა იყო, ირაკლი, თავის „ძმაკაცებთან“ ერთად იჯდა მაგიდასთან,თითქოს გავიყინე, თმები გადაეპარსა, უფრო უხდებოდა,უფრო სმპათიურს ხდიდა თუმცა მის მაგივრად მე დამენანა, რომ მივუახლოვდი მათ მაგიდას ქვევიდან ამომხედა, არაფრისმთქმელი თვალებით.
- რას ინებებთ? – „ბლოკნოტი“ ამოვიღე ჯიბიდან
- ვაა, ეს აქ ვინ ყოფილა - თითქოს დამცინავი ტონით მომმართა მისმა „ძმაკაცმა“ ლეომ.
სიმშვიდეს ვინარჩუნებდი
- ლეო, ჩაიჯვი - ბოხი ხმით უთხრა, აბაშიძეს, ლეო დადუმდა.დამიცვა? არ ვიცი
- 4 ვისკი - მითხრა ნდარეიშვილმა, რამიშვილი არ მიყურებდა.
ბარისკენ წავედი
- 4 ვისკი
- იცნობ?
- კი
- ეგენი სულ აქ დადიან, არც გამიკვირდა ვისკი რომ შეუკვეთეს - მხრები აიჩეჩა - ვინები არიან შენთვის?
- ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ
- შეკვეთა მზადაა - ლანგარზე 4 ჭიქა იდო, ლანგარს ხელი მოვკიდე და მაგიდისკენ გავემართე
- კიდევ რამეს ინებებთ? - მოვალეობის ნიშნად დავსვი ეს კითხვა
- რომ გვინდოდეს გეტყოდით - მეუხეშებოდა რამიშვილი
ხმა არ გამიცია, გავეცალე მაგიდას.
შემდეგ რამოდენიმე მაგიდას მოვემსახურე, ელიტის წარმომადგენლები იყვნენ ყველანი,მენეჯერიც გამოვიდა და მასთან მიხმო.
- გამარჯობა მელანო, როგორ მიდის საქმეები - ღიმილით მკითხა
- კარგად - მკრთალად გავუღიმე
- დარწმუნებული ვარ ლუკამ ყველაფერი აგიხსნა - და ლუკას გახედა, თითქოს მათ შორის რაღაც ხდებოდა, ისეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს
- დიახ
- კარგი, ჩემს კაბინეტში ვიქნები - ლუკამ მზერა გააყოლა, შემდეგ კი ისევ ჭიქების წმენდას შეუდგა.
ბართან მივედი და ჩამოვჯექი, კარში, მელინა კაპანაძე დავინახე მის ძუკნა დაქალებთან ერთად, უსიამოვნოდ გამცრა, გულის არევამდე მეზიზღებოდნენ. მათთან მივედი
- რას ინებებთ? - უემოციოდ ვკითხე
- იხვის სტეიკი, პაშტეტთან და შოკოლადის სოუსთან ერთად - კაპანაძემ დაიწყო ლაპარაკი - შენ აქ მუშაობ?
- თან მიმტანად - ვითომ დამცინა ნუკიმ
- კი აქ ვმუშაობ და თან მიმტანად - გამარჯვებული და ირონიული სახით გადავხედე, ნუკიმ ენა ჩაიგდო
- მე გამომცხვარი ჭარხალი, გარნირთან ერთად - ამოიღო ხმა მესამე ძუკნამ
- მე პასტა პესტოთი და პომიდორი ჩერით - მითხრა ნუკიმ
სამზარეულოში გავედი, შეკვეთა მივეცი.
ჩემი შესვენება დაიწყო, გარეთ გავედი, სიგარეტი ამოვიღე მოვუკიდე, და საწამლავით მონატრებულმა, გავაბოლე. კოლოფზე ისევ აწერია „სიგარეტი კლავს“ , ცალყბად გავიცინე, სიგარეტით ხელში ისევ ფიქრებში წავედი, რა უნდოდა ირაკლის აქ, ან იმ ძუკნებს.
- ისევ ბევრს ეწევი? - რამიშვილის ხმა მომესმა უკნიდან, ჩამეცინა
- და რატომ უნდა შემეწყვიტა? - ხმა არ გაუცია
- ჩემი მანქანა, იმედი მაქვს არ დაგიმტვრევია - ირონიული ხმა ჰქონდა
- არა რას ამბობს როგორ გავბედავდი - ცინიზმით ავივსე - ჩემს სადარბაზოსთან დგას როცა მოგინდება წაიყვანე - სიგარეტი ნაგვის ურნას მივასრისე და ჩავაგდე
მეტი არაფერი მითქვამს წამოვედი.
რესტორანში შევედი, როცა მილენამ ხელით მანიშნა მოდიო
- სტეიკი უმია - ამას შიგ ხომ არ აქვს თქო ვიფიქრე
- არამგონია, შემწვარს ჰგავს - სიტყვა შევუბრუნე
- შენ რა ეპასუხები? - გამოხტა ნუკი, წიკვინა ხმით
- არა რას ამბობთ ამას როგორ ვიზამდი - ისევ ცინიზმი
- დიდ გულზე ხარ ქალბატონო, ვნახოთ მენეჯერთან როგორ იქნები - მუქარაზე გადავიდა, ირაკლი დავლანდე თუ როგორ გვიყურებდა
- რა ხდება მელანო? - მენეჯერი მოვიდა
- სტეიკი უმია - წამოიძახა ნუკიმ
- მელანო, მზარეულს უთხარი სტეიკი ამჯერად კარგად შეწვას და მიართვი ქალბატონს - ეტყობოდა მენეჯერს რომ ესეთი კლიენტების ატანა არ შეეძლო
- კარგით - მშვიდად ვთქვი და სამზარეულოსკენ გავემართე.
კაპანაძეს შეკვეთა მივუტანე,არაფერი უთქვამს არც მოველოდი.
დამღლელი დღის შემდეგ, რესტორნიდან გამოვედი, ქუცებში დადვდიოდი და ვფიქრობდი ისევ. ირასთან მომინდა წასვლა. მეტროში ჩავედი.
მატარებელი ცარიელი იყო, მხოლოდ ერთი კაცი იყო, ეტლში იჯდა, მასაც ნაღვლიანი სახე ჰქონდა, ალბათ მასაც ცხოვრება ტანჯავდა, თუმცა ვის არ ტანჯავს ცხოვრება. ბატონი დაახლოები 50 წლის იქნებოდა, სიმპათიური გარეგნობის.
- ცხოვრებაში ბერვი რამ მინახავს, ბედნიერებაც, ტანჯვაც, ტკივილიც... - ლაპარაკი წამოიწყო, გაოცებული თვალებით შევხედე - მაგრამ... - ნელ-ნელა ლაპარაკობდა, მშვიდი ხმით - ისეთი ტკივილი არასდროს განმიცდია როდესაც ჩემი ვაჟის უსულო სხეული ვნახე მორგში - მის სახეს შევხედე, ტკივილით ჰქონდა სავსე - გავვოცდი, იმ წამს თვალწინ მასთან გატარებული ყველა წამი, წუთი, საათი გამხსენდა, დაბადებიდან, პირველად რომ ხელში ავიყვანე, როგორი გრძნობა დამეუფლა, როგორ გაიარა ფეხზე, როგორ მითხრა რომ შეყვარებული ჰყავს, მისი ხელი ჩემსაზე, როგორ მეუბნება არაუშავს მამა, შენ ძლიერი ხარ, მისი ღამეები ჩემს პალატაში - ამ ყველაფრის მოყოლისას, მისი ტკივილი მეც გავიზიარე - მისი ნაცრისფერი თვალები, დაკრძალვისას მისი შეყვარებული კოცნიდა სახეზე, ყვიროდა, სიმწრის , ტკივილის ცრემლები მისი თვალებიდან, ანნა ახლა ჩემი შვილივითაა. და დღეს 19 მაისს ნოეს დაბადებისდღე არის, როგორ მინდა მხარზე დავარტყა ხელი და ვუთხრა რომ მე მისით ვამაყობ , მაგრამ მან დედამიწა დატოვა
გავჩუმდი, არაფერი ვთქვი, დიდი ბურთი მქონდა ყელში.
მისი გაჩერება რომ იყო ეტლი გააგორა,ის იყო მატარბლიდან უნდა გადაგორებულიყო თავი მოაბრუნა და მითხრა
- კარგად იყავი - და გამიღიმა
- კარგად იყავით - რაც შემეძლო გავუღიმე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent