ფრენის ილუზია ( 9 )
როგორ ფიქრობ ჯეისონ ის რამე კავშირშია იმასთან რაც ხდება? - რას გულისხმობ? - ქეინმა გიხმოთ, თქვენც მიდიხართ, ტყუპები ამბობენ რომ ყველა საფრთხეში ვართ, არც კი ვიცი რა ვიფიქრო, ჯანდაბა ის... ის ისეთი კარგი იყო, ისეთი საყვარელი, ისეთი მეგობრული და კეთილი, როგორ შეეძლო ასე ეთამაშა? როგორ შეეძლო? ჯეისონი შეჩერდა ჩემსკენ შემობრუნდა, მხრებში ხელი მომკიდა და აწყლიანებულ თვალებში ჩამხედა, - ამაზე არ იფიქრო ჰანა, შენ ვერაფერს მიხვდებოდი, მე იმდენ ხანს ვიცნობდი და ეჭვიც კი არ გამჩენია, ერთხელ ტყუპებმაც კი ნახეს, ისე გავაცანი როგორც ჩემი მეგობარი, წარმოგიდგენია? არ ვიცი ვინ არის და საიდან გაჩნდა ჩვენს გვერდით, არავინ ვიცნობთ, დარწმუნებული ვარ რომ აქ ჩვენთან ერთად არ ჩამოსულა, მაგრამ ადამიანიც არ არის, უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო, იმედია ქეინს მაინც ექნება მის შესახებ ინფორმაცია - გგონია ქეინი დაგვეხმარება? - რათქმაუნდა დაგვეხმარება, ყველაფრის მიუხედავად ის მამაჩემია და ძალიან კარგად ვიცნობ, ახლა მართლა გასაჭირში რომ არ იყოს არ გვიხმობდა, გარიგებები უყვარს, თუ დავეხმარებით სამაგიეროდ ისიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენთვის, თანაც ის... - საკმარისია ბევრი დრო არ გვაქვს, შევიდეთ, -ჰანტერმა ლაპარაკი გაგვაწყვეტინა და წინ გაგვიძღვა, ქეინი ღამის კლუბის განცალკევებულ განყოფილებაში გველოდებოდა, კლუბი სავსე იყო, მუსიკა უკრავდა, ახალგაზრდები სვავდნენ, ეწეოდნენ და ერთმანეთზე აკრულები მუსიკას აყოლებდნენ გაოფლილ და აღგზნებულ სხეულებს. - სხვაგან რატომ არ დაგინიშნათ შეხვედრა? -ხმამაღალი მუსიკის გამო თითქმის ვიყვირე რომ მისთვის ხმა მიმეწვდინა - ეს მისი კლუბია და ყოველთვის აქაა როცა თავს ცუდად გრძნობს, -ისე ჩაილაპარაკა ჩემთვის არ შემოუხედავს, ალბათ არ უნდოდა მის თვალებში დაბუდებული ტკივილი დამენახა, მივხვდი უყვარდა, ყველაფრის მიუხედავად უყვარდა და ფიქრობდა მასზე, აღარაფერი მითქვამს უხმოდ მივყევი უკან, ქეინი მრგვალ მაგიდასთან, რბილ სავარძელში იჯდა და წინ გაუზავებელი ვისკით სავსე ჭიქა ედგა, ჩემი დანახვისას არაფერი უთქვამს უბრალოდ ჩაიღიმა და სავარძლებზე მიგვითითა, მერე კი დაცვას ანიშნა რომ გასულიყო და კარი დაეკეტა, მყუდრო ოთახი იყო, ნახევრად ჩაბნელებული, კლუბის ხმაური თითქმის არ შემოდიოდა, - ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამას გეტყოდით მაგრამ მიხარია რომ მოხვედით, -უცნაურად დაღლილი ხმა ჰქონდა და უმისამართოდ უყურებდა კედელს სადღაც ჩვენს მიღმა, შავი, რამდენიმე ღილზე ჩახსნილი, იდაყვებამდე აკეცილი პერანგი ეცვა, იმდღევანდელი ძალის და ენერგიის ნასახიც კი არსად ჩანდა, უბრალოდ იჯდა და დაღლილობას ასხივებდა, თითქოს მთელი მოჩვენებითი გარსი შემოძარცვოდა და ახლა უნდოდა ნამდვილი სახით წარმდგარიყო ჩვენს წინაშე, ღრმად ამოისუნთქა, სასმელი მოსვა და თითები ყავისფრად გალაკულ მუხის ხის მაგიდაზე აათამაშა, - მეგონა ლოგანი, ემა და ტყუპებიც მოვიდოდნენ, მათი ნახვაც მინდოდა, კიდევ ერთხელ, თუნდაც უკანასკნელად, - ისინი არ მოვლენ, ასეთი ადვილი არ არის უცბად გადაუსვან ხაზი ყველაფერს მხოლოდ იმიტომ რომ გრძნობებმა შემოგიტია, -ჰანტერი მკაცრი იყო და შეუვალი თუმცა ვატყობდი რომ ცდილობდა ქეინის ასეთი უეცარი ცვლილების მიზეზი ამოეხსნა, თუმცა ეს არც თუ ისე ადვილი საქმე ჩანდა. - მათი მესმის ძმაო თუმცა კარგია რომ თქვენ მაინც მოხვედით, მართლაც რომ ძალიან სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან, კარგია რომ ჰანაც თქვენთან ერთად არის, ეს ყველაფერი მასაც ეხება, - მართლა კარგად ხარ? -ჯეისონის შეცვლილი ხმა ძლივს ვიცანი. - რატომ მეკითხები ჩემო ბიჭო? - სასაუბროდ გვიბარებ, ცდილობ თავი ისე მოგვაჩვენო თითქოს მშვიდად ხარ, ჰანტერს კი ძმა დაუძახე, რა ჯანდაბა ხდება ბოლოს და ბოლოს, - ყოველთვის ყველაფერს ხვდები არა? -ქეინს გაეღიმა, ამჯერად პირდაპირ თვალებში შეხედა ჯეისონს, ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა თითქოს მისი სახის დამახსოვრებას აპირებსო მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, - ახლა რაც უნდა მოგიყვეთ ცოტა არ იყოს დაუჯერებელია და ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სანამ შენ დაიბადებოდი ჯეისონ, - და ახლა გვიყვები? რატომ ახლა? - იმიტომ რომ ყველაფერს საზღვარი აქვს, ჰო ვიცი გიკვირს მაგრამ ჩემთვისაც არსებობს საზღვრები და იქ გადის სადაც თქვენი უსაფრთხოება იწყება, არავის მივცემ უფლებას ეს საზღვრები დაარღვიოს და რამე დაგიშავოთ, ამას უბრალოდ ვერ დავუშვებ. - ვინმე გემუქრება ქეინ? ვინ არის? მიჭირს ამის დაჯერება, -ჰანტერი დაეჭვებული უყურებდა და ნერვიულად ათამაშებდა თითებს, თითქოს მასაც გადასდებოდა ძმის მღელვარება და ის შიში რომელსაც გრძნობდა მაგრამ არ უნდოდა ჩვენთვის ეჩვენებინა, ქეინმა უგულოდ გაიღიმა და გვანიშნა რომ მისთვის ლაპარაკი გვეცლია. - ამდენი ხნის მერე, იმის მერე რაც გამოვიარეთ და რაც გავაკეთე ვიცი რომ არ მენდობით და არ დამიჯერებთ მაგრამ, მაინც მინდა რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ ასე რომ არ შემაწყვეტინოთ, მომისმინეთ და მერე ერთად ვცადოთ გამოსავალი ვიპოვოთ. ჰანტერმა უხმოდ დაუქნია თავი, ჯეისონმა მაგიდის ქვეშ ხელზე ხელი მომიჭირა თითქოს უნდოდა რომ ჩემი სიახლოვე და თანადგომა ეგრძნო, ქეინს შეხედა და ანიშნა დაიწყეო. - ჯერ კიდევ მანამდე სანამ შენ დაიბადებოდი და და სანამ მე და ჰანტერი გავჩნდებოდით ანუტუზე დიდი არეულობის ხანა იდგა, ერთ-ერთმა მეამბოხემ თითქმის ნახევარი პლანეტა ააჯანყა და მაშინდელ მმართველობას განუდგა, ჰო, ნუ გიკვირთ, ჩვენი ამბოხება პირველი არ ყოფილა, ის პირველი ამბოხება კი ისე ჩაახშეს ცოტა ხანში არავის აღარაფერი ახსოვდა, მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ და სწორედ მაშინ შემოიღეს ის მკაცრი კანონები რა კანონებითაც ჩვენ ვცხოვრობდით, აჯანყების ყველა წევრი, უკლებლივ ყველა, სიკვდილით დაისაჯა, ყოველ შემთხვევაში ყველას ასე ეგონა, სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ასე, ამ ყველაფრის მოთავე და სულისჩამდგმელი, ნეილ ბორნი, გამოკეტილი ჰყავდათ, ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით, ალბათ გაინტერესებთ ის რატომ არ დასაჯეს სიკვდილით, ნეილი ძალიან ძლიერი იყო, უამრავი სხვადასხვა უნარით, ისეთი უნარებით რაც აქამდე არასოდეს ენახათ, იკვლევდნენ, მასზე წლების განმავლობაში ცდებს ატარებდნენ მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს... - დღესაც არ ვიცი როგორ მოახერხა ჩვენთან, ჩემთან დაკავშირება, მაშინ შენ უკვე ერთი წლის იყავი და სულ მასაც ვერ დავაბრალებ ყველაფერს, ჩვენში უკვე მწიფდებოდა გეგმა აჯანყებისთვის, თავისუფლება გვწყუროდა სხვა არაფერი, უბრალოდ თავისუფლება, -რამდენიმე წამით გაჩუმდა, სახეზე მწარე ღიმილი გადაეფინა და თავი ჩაღუნა. - ნეილმა შენს შესახებ იცოდა ჯეისონ, კიდევ უამრავი რამ იცოდა ჩვენზე, პირდაპირ არასდროს დავუშანტაჟებივარ მაგრამ აშკარად მაგრძნობინებდა რომ თუკი ყველაფერს ისე არ გავაკეთებდით როგორც დაგეგმილი ჰქონდა, ჩემს ოჯახს საფრთხე დაემუქრებოდა, განსაკუთრებით კი შენ, როგორც იცით აჯანყება საშინელი კრახით დამთავრდა, მან არეულობის დროს საპყრობილიდან გამოპარვა მოახერხა, და ხომალდზე ჩვენთან ერთად ამოვიდა, ეს არავინ იცოდა ჩემს გარდა. - ამის გაკეთება როგორ გაბედე, -იღრიალა ჰანტერმა და მუშტი მთელი ძალით დასცხო მაგიდას, -როგორ შეგიძლია ასე მსუბუქად ისაუბრო იმის შესახებ რომ ის ტირანი, მკვლელი და სადისტი ჯერ გემზე, მერე კი დედამიწაზე ჩვენს გვერდით იყო, ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. - გეყოფა ძმაო, რაც მოხდა მოხდა, ვერ შევცვლით, ახლა კი ნება მომეცი გავაგრძელო და მერე ვცადო რომ შეცდომები გამოვასწორო, -შესაშურად მშვიდი და მომთმენი იყო ქეინი, ჰანტერის თვალების ბრიალს ყურადღება არ მიაქცია ისე გააგრძელა თხრობა, - აქაურობა მასაც ისე მოეწონა როგორც მე, თუმცა მე არასდროს მდომებია სამუდამოდ აქ დარჩენა, ეს მისი იდეა იყო, მან დაახოცინა ჩვენი თანამგზავრები, მან დაახოცინა ყველა ვისაც კი რუკების წაკითხვა შეეძლო და თქვენი უსაფრთხოების სანაცვლოდ მაიძულა თქვენგან შორს გამეტარებინა ამდენი დრო, ახლა კი რაღაც შეიცვალა, ზუსტად ვერ ვხვდები რა, მაგრამ ეს ჰანასთანაა დაკავშირებული. - თუ ასეთი ძლიერი და ძლევამოსილია, ჩვენც რატომ არ მოგვიშორა? - შენ როგორ ფიქრობ? ეგოისტია და არ უნდა დედამიწაზე ადამიანთა შორის მარტოდმარტო დარჩენა, ჩვენგან ძალას იღებს და უბრალოდ შეიშლება თუ წავალთ და მარტო დავტოვებთ, შეიშლება და ალბათ მთელ პლანეტას მიწასთან გაასწორებს, მერწმუნეთ მას ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. - ჰანასგან რა უნდა? ალბათ იცის რომ რუკის წაკითხვა შეუძლია და მისი მოშორება უნდა ასეა? -ჯეისონმა ისე მომხვია ხელი თითქოს აქ და ახლავე, ვინმე ჩემს წართმევას უპირებდა. - არამგონია მისი მოკვლა უნდოდეს, -ქეინმა წარბები შეჭმუხნა და თავი გადააქნია, -ეს რომ სდომოდა ამას უამრავჯერ მოახერხებდა, - როგორ მოახერხებდა? - ის ძალიან ახლოს იყო მასთან ჯეისონ, რომ სდომოდა ისე გააქრობდა მას ვერასოდეს ვიპოვიდით, მაგრამ ეს არ გაუკეთებია, ვერაფრით ამოვხსენი რა მიზანი აქვს, რა უნდა, რას გეგმავს, თუმცა ახლა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, -მოდი ჩემთან ჰანა, -წამოიწია და ხელი გამომიწოდა, ჯეისონი დაიძაბა, თუმცა ჰანტერმა ანიშნა რომ გავეშვი, ავდექი და მივუახლოვდი, პერანგის ღილები ბოლომდე ჩაიხსნა და მხარზე გადაიწია, ნათლად დავინახე ტატუ რომელიც თითქოსდა მოძრაობდა, გაცილებით დიდი იყო ვიდრე ჯეისონის და დანარჩენების, - ხედავ არა? -კმაყოფილმა გამიღიმა, თანხმობის ნიშნად უხმოდ დავუქნიე თავი. - მინდა გასწავლო როგორ წაიკითხო რუკა, ხელი მომეცი, -ინსტიქტურად მივიხედე უკან და დავინახე როგორ წამოიწია სავარძლიდან ჯეისონმა თუმცა ჰანტერმა ხელი დაუჭირა და ანიშნა დამჯდარიყო, მეც ვცადე მისთვის გამეღიმა რათა მიმხვდარიყო რომ ქეინის არ მეშინოდა, ხელი გავუწოდე, მანიშნა რომ მხარზე დამედო მისთვის, როგორც კი ტატუს შევეხე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. - თვალები დახუჭე და ეცადე იგრძო, -ხელზე ხელი დამადო და მომიჭირა, -იგრძენი ჩემი ენერგია, შენ ეს შეგიძლია, შემდეგ კი ეცადე ის რაც მხარზე მახატია შენ გონებაში გადაიტანო, მიდი შენ ამას შეძლებ, ნელი, მონოტონური ხმა ჰქონდა, თითქოს მაჰიპნოზებდა და მაიძულებდა ზუსტად ისე მოვქცეულიყავი როგორც უნდოდა, მთელი ყურადღება მოვიკრიბე და შევეცადე მისი სხეულიდან წამოსული ენერგია შემეგრძნო, გამომივიდა, ჯანდაბა, მართლა გამომივიდა, ყველაფერს ვგრძნობდი, თითოეულ იმპულსს, თითოეულ ფეთქვას და მთრთოლავ ენერგიას რომელიც ძარღვებში ვეღარ ეტეოდა, მერე ვიგრძენი როგორ გამიხურდა ის ხელისგული რომელიც მის ტატუზე მედო, რაღაც მოძრაობდა, მეხებოდა, ჩემს თითებს ეთამაშებოდა, ჩემში გადმოდიოდა, ჩემს სხეულში იღვრებოდა, მაღლა მიცოცავდა და ტვინის შორეულ ნაპრალებში იდებდა ბინას, უცბად არსაიდან მოსული, უცნაური, გაურკვეველი სურათები გაცოცხლდა ჩემს გონებაში, არეულ-დარეული, აბურდული, უსახო და უშინაარსო, თითქოს ეს იყო ფაზლი რომელსაც ჯერ რამდენიმე ნაწილი აკლდა, როგორმე უნდა გამეგო, უნდა ამომეხსნა... - გონებას ძალას ნუ დაატან, ჯერ ვერაფერს გაიგებ, რუკის სხვა ნაწილებიც გჭირდება რომ თავსატეხი ამოხსნა, ეს გამოსახულებები სამუდამოდ დარჩება შენს გონებაში, სხვა ნაწილებს როცა შეკრებ მერე ნოას დახმარება დაგჭირდება და ხომალდს მიაგნებთ, მერე კი... ალბათ შენც მათთან ერთად წახვალ არა? თვალები გავახილე, ხელი მოვაშორე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, თბილად მიღიმოდა, გვიან დავფიქრდი იმაზე რაც მითხრა, - შენ თქვი რომ ჩვენ წავალთ, ეს რას ნიშნავდა ქეინ? ხომ იცი რომ უშენოდ ვერ წავლენ? - ეს საკითხიც მოვაგვარე, დღეიდან ჩემი სახით მოწინააღმდეგე აღარ გეყოლებათ, გინდა საიდუმლო გაგანდო? -ჩემსკენ გადმოიხარა და ტუჩები ყურთან მომიტანა, -არავის სჯერა მაგრამ დავიღალე ჰანა, ძალიან დავიღალე, არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო, სხვა ოცნებები მქონდა, ჰო, ნუ გიკვირს, ერთ დროს მეც ვიყავი შენისთანა ახალგაზრდა, ოცნებებით და სურვილებით სავსე, უბრალოდ ყველაფერი სწორად ვერ გავთვალე, იმ ჭაობმა ჩამითრია რომლის შექმნასაც თვითონ შევუწყვე ხელი, შორს შევტოპე, ძალიან შორს, მაგრამ არ დავუშვებ რომ ამ ჭაობმა ჩემი ოჯახიც ჩაითრიოს, ახლა კი გამაგრდი, შენთვის საჩუქარი მაქვს, მხრებში ხელი ჩამავლო და მიმიზიდა, მოულოდნელობისაგან შემკრთალმა შევხედე ჯეისონს რომელიც წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა, თვალები სიბრაზისგან უელავდა, გაცოფდა როცა ჩვენთან მოახლოება ვერ მოახერხა და ოთახის შუაგულში გავლებულ უხილავ ბარიერს შეეჩეხა, ხელი მთელი ძალით დაჰკრა უხილავ კედელს და იღრიალა, - რა ჯანდაბას აკეთებ ქეინ, ახლავე გაუშვი, ჰანტერ გაააკეთე რამე, აქამდე მშვიდად მჯდარი ჰანტერი წამოდგა და ჯეისონს მიუახლოვდა, კედელს ხელებით მიეყრდნო და ქეინს თვალი თვალში გაუყარა, - ამას ნუ გააკეთებ ძმაო, ხომ იცი რომ ვერ გაუძლებს, ვერ გადაიტანს, ის ჩვეულებრივი ადამიანია, ეს ყველაფერი მისთვის დამღუპველი იქნება, კარგად დაფიქრდი, - ვიცი რასაც ვაკეთებ, -ქეინის ხმაში საერთოდ არ იგრძნობოდა ყოყმანი, -ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, მე ის ვიცი რაც თქვენ არ იცით მის შესახებ, ჯეისონ გამიხარდებოდა ერთხელ რომ მაინც გამოგეჩინა ჩემს მიმართ ნდობა, -თვალებგაფართოებულ და სიბრაზისგან ძარღვებდაბერილ ჯეისონს ღიმილით გადახედა, მერე ჩემსკენ დაიხარა და შუბლზე ტუჩები მომადო, - ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, სანამ გაუსაძლისი ტკივილი თვალების დახუჭვას მაიძულებდა, მანამდე მოვასწარი დამენახა როგორ გადმოდიოდა ქეინის სხეულიდან ნაცრისფერ-თეთრად მბრწყინავი თითქოსდა ბლანტი ნათება და ჩემს სხეულში იღვრებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხელი ლავა მომედო და შიგნიდან მწვავდა, აშკარად მესმოდა როგორ მემსხვრეოდა ძვლები, პირში სისხლის გემო ვიგრძენი, ბლანტმა სითხემ ტუჩის კუთხესთან იპოვა გზა და ნიკაპზე ჩამომეღვარა, მინდოდა მოვშორებოდი, მინდოდა გავქცეოდი, მაგრამ მისი ძლიერი ხელებიდან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი და უმწეოდ ვფართხალებდი, ბუნდოვნად მესმოდა ჯეისონის ღრიალი და ვგრძნობდი როგორ მებინდებოდა გონება... - ყველაფერი კარგადაა პატარავ, კარგად იქნები, თვალები გაახილე, შემომხედე გთხოვ, -მესმოდა ჯეისონის ჩურჩული და ყველანაირად ვცდილობდი თვალები გამეხილა, რათა მისთვის მეგრძნობინებინა რომ კარგად ვიყავი, თუმცა არ ვიყავი კარგად, არც ცუდად, ახლა უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, წამოდგომა ვცადე თუმცა უღონოდ მივესვენე მის მკლავებზე, - ეს რატომ გააკეთე ძმაო? -ჰანტერი უჩვეულოდ მშვიდად ელაპარაკებოდა ქეინს, როგორც იქნა თვალი გავახილე და ოთახს მოვავლე, იატაკზე ვიწექი და ჩემს თავთან ჩაჩოქილი ჯეისონის მკერდზე ვიყავი მიყრდნობილი, ქეინი ისევ მაგიდასთან იჯდა, აშკარად დაღლილი და ღონემიხდილი თუმცა დამინახა თუ არა რომ ვუმზერდი ცადა ჩემთვის გაეღიმა, ახლა სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა, აქამდე მხოლოდ საფეთქლებთან შევერცხლილი თმა მთლიანად გათეთრებოდა და ღიმილისას თვალებთან ნაოჭები უჩნდებოდა. - რა მოხდა ჯეისონ? რა მჭირს? -ძლივს ამოვილაპარაკე, - ჩუ, არაფერი თქვა, ახლა მხოლოდ დასვენება გჭირდება, შემდეგ აგიხსნი ყველაფერს, სახლში წავიდეთ კარგი? -ხელში ამიტაცა და მკერდზე მიმიკრა, უღონოდ დავადე თავი გულზე რომ მისი გულისცემა მომესმინა და საყვარელი სურნელი მეგრძნო, ისევ თავისით დამეხუჭა თვალები და გავითიშე. * * * - არ მჯერა რომ ქეინმა ეს გააკეთა, -ლოგანი წარბშეკრული მიყურებდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა სავარძლის სახელურზე, - ჰანა რამეს გრძნობ? რამე განსხვავებულს, -იანმა ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და ხელზე ხელი დამადო და საყვარლად გაკრეჭილმა ამომხედა ქვემოდან. - რას უნდა ვგრძნობდე შენი აზრით? წარმოდგენაც კი არ მაქვს რა მოხდა, -ცოტა არ იყოს უხეშად ვუპასუხე თუმცა ჩემს ტონს ამასზე აშკარად არ უმოქმედია, წამოდგა, გვერდით მომიჯდა და მომეხუტა, - არაფერზე ინერვიულო კარგი? ჰანტერი და ჯეისონი ცოტა ხანში მოვლენ და ყველაფერს აგიხსნიან, ბიბლიოთეკაში ვიყავით, მე, ლოგანი, ემა, ნოა, ტყუპები და ჯეისონს და ჰანტერს ველოდებოდით, მას შემდეგ რაც ჯეისონმა კლუბიდან წამომიყვანა, ორი დღე გადაბმულად მეძინა, არაფერი მახსოვს მაგრამ როგორც მითხრეს, მაღალი სიცხე მქონდა და ვბოდავდი, გამოფხიზლების შემდეგ არაფერი მახსოვდა, თითქოს ის ტკივილიც კი გაუფერულდა მაშინ კლუბში რომ ვიგრძენი, ყველაფერი რიგზე მქონდა, არაფერი მტკიოდა, თავს მშვენივრად ვგრძნობდი, - მართლა კარგად ხარ? -ოლიმ ვეღარ მოითმინა, ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა, მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა, კარგად დაფიქრდი, რამე უცნაურის გაკეთების სურვილი არ გაქვს? ისეთი საყვარელი იყო ღიმილი ვერ შევიკავე, - უცნაურში რას გულისხმობ? - ხომ არ გაქვს სურვილი რომ იფრინო, ცეცხლი გადმოაფრქვიო ან აქაურობა მიწასთან გაასწორო, - სერიოზულად? ფიქრობ რომ ამ ყველაფრის გაკეთება შემიძლია? - რატომაც არა თუ მოინდომებ... - კიდევ კარგი რომ მოხვედით თორემ შენი ბიძაშვილები ჰანას თავგზას ურევენ, -ნოა იმ წამს შემოსული ჯეისონისკენ დაიძრა და გადეხვია, - როგორ ხარ, ყველაფერი კარგადაა? ჯეისონმა უხმოდ დაუქნია თავი და გაუღიმა, მერე ჩემსკენ დაიძრა და იანს ანიშნა აქედან მოუსვიო, იანი ხითხითით ამოუდგა ოლივერს გვერდით ჯეისონი კი ჩემს გვერდით ჩაეშვა სავარძელში და მკერდზე მიმიკრა, -როგორ ხარ? -მკითხა ჩურჩულით და ცხვირის წვერზე ნაზად მაკოცა, - ყველა ამას რატომ მეკითხებით ვერ ვხვდები? რამე ხდება ისეთი რაც არ ვიცი და უნდა ვიცოდე? - ჰო ხდება და ახლა ჰანტერი ყველას ყველაფერს აგვიხსნის, ეცადე მშვიდად იყო და არ ინერვიულო. ვერ მივხვდი რატომ უნდა მენერვიულა მითუმეტეს იმის მერე რაც გადავიტანე მაგრამ მაინც უხმოდ დავუქნიე თავი, მშვიდად ვუსმენდი როგორ უყვებოდა დანარჩენებს ჰანტერი ნეილის შესახებ ისტორიას რომელიც უკვე ვიცოდი, - ახლა კი ის ნაწილი უნდა მოვყვე ჰანა რომელიც შენც არ იცი, რადგან როცა ამაზე ქეინთან ვსაუბრობდით შენ გონდაკარგული იყავი, ასე რომ კარგად მისმინე, ქეინმა გვითხრა რომ შენს ძარღვებში არა მხოლოდ ადამიანის არამედ ჩვენი მოდგმის სისხლიც ჩქეფს... - მოიცადე, როგორ თუ თქვენი მოდგმის სისხლი, ეს შეუძლებელია, მე... მე უბრალოდ ადამიანი ვარ... ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, -უნებურად უამრავი რამ წარმოვიდგინე, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი და მაინც ვერაფერს მივხვდი, - ჩვენც გვეგონა რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ფაქტია რომ შესაძლებელი ყოფილა, ასე რომ არ იყოს, ახლა აქ არ იქნებოდი, ქეინმა მთელი თავისი ენერგია და ძალა გადმოგცა, ყველაფერი რაც გააჩნდა, შენ რომ ადამიანი ყოფილიყავი ამ ძალის მიღებას ვერ შეძლებდი, რომც მიგეღო ვერ გაუძლებდი, უბრალოდ ადგილზე დაიფერფლებოდი, - ნუთუ ეს შესაძლებელია? -დაბნეულმა და სასოწარკვეთილმა ავხედე ჯეისონს რომელმაც თავზე ხელი გადამისვა დასამშვიდებლად და თბილად გამიღიმა, - ამ ხნის განმავლობაში რაც დედამიწაზე ვცხოვრობთ, ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია ადამიანებთან სექსუალური კონტაქტი თუმცა ამ კონტაქტის შედეგად ბავშვები არ იბადებოდნენ, არასდროს მომხდარა ასეთი რამ, ჩვენ ადამიანებთან შეუთავსებლები ვართ, ვფიქრობთ რომ ნეილი... ის... როგორ გითხრა ჰანა, ის საკმაოდ ძლიერია, განსხვავებული უნარების მფლობელია, მე და ჰანტერი ვფიქრობთ რომ მას შენთან კავშირი აქვს, სისხლისმიერი კავშირი. - ჯეისონი მართალია, -გააგრძელა ჰანტერმა, -ზუსტად ამ კავშირის გამოა რომ არაფერს გიშავებს, შენ მას ჭირდები, ჯერ არ ვიცით რაში მაგრამ გავარკვევთ. - იქნებ უკეთ ამიხსნათ რას ნიშნავს ის რომ ქეინმა ენერგია გადმომცა, ეს როგორ უნდა გავიგო? - შენ განსხვავებული უნარი გაქვს ჰანა, -ჯეისონი თმაზე ხელს მისვამდა და მშვიდად ნელა საუბრობდა, თითქოს ცდილობდა რომ არ გავეღიზიანებინე, -სხვისი ენერგიების გამოყენება შეგიძლია, ქეინმაც ამით ისარგებლა და თავისი ენერგია და უნარები მთლიანად გადმოგცა, მან შენში ძალა დაინახა, დაინახა რომ შეგიძლია ნეილს წინააღმდეგობა გაუწიო, მან უბრალოდ თავი გაწირა ჩვენთვის - და ქეინი? ახლა რა მოუვა ჯეისონ, კარგად იქნება? - იცხოვრებს როგორც ადამიანი და როცა დაბერდება მოკვდება, -თითქოს უდარდელად თქვა მაგრამ ტკივილი და დარდი ვერ დამალა, -შენ ქეინზე ნუ იფიქრებ პატარავ, მან საკმარისად იცხოვრა და დროა საკუთარი დანაშაულებისთვის გადაიხადოს, ახლა მთავარი შენ ხარ, მხოლოდ და მხოლოდ შენ, ჯერ არ ვიცით ეს ყველაფერი შენზე როგორ იმოქმედებს, ალბათ ქეინის ძალებთან შეგუება გაგიჭირდება, დრო დაგვჭირდება რომ ვნახოთ რა მოხდება, - დრო არ გვაქვს ჯეისონ, -ლოგანიც ჩაერთო საუბარში, -როგორ გგონია ნეილი ასე უბრალოდ დაჯდება და დაგველოდება? ჰანამ რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას თავსატეხი რომ ხომალდი ვიპოვნოთ და სამშობლოში დავბრუნდეთ, - ნეილი აქ დარჩება? -ნელ-ნელა ვიწყებდი იმ ყველაფრის გააზრებას რაზეც ვისაუბრეთ, -თქვენ თქვით რომ თუკი მარტო დარჩება, შეიშლება და ყველაფერს გაანადგურებს, ასე უბრალოდ ადგებით და დედამიწას განსაცდელში მიატოვებთ? მერე რა რომ თქვენი სამშობლო არ არის, თქვენ ხომ უკვე ათასობით წელია ამ პლანეტაზე ცხოვრობთ, როგორ შეგიძლიათ ასეთი უგულოები იყოთ? როგორ შეგიძლიათ? - გეყოფა, დამშვიდდი და მომისმინე, -ჯეისონს ხმის აწევა დასჭირდა რომ ჩემი ხმა გადაეფარა, -ჩვენ გეგმა გვაქვს ჰანა, მთავარია ხომალდი ვიპოვოთ, მასზე არის ტექნოლოგია რომელიც მის დატყვევებაში დაგვეხმარება და მერე იქ დავაბრუნებთ სადაც მისი ადგილია, შენ კი აღარასოდეს თქვა რომ მხოლოდ ჩვენ წავალთ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ან შენც ჩვენთან ერთად მოდიხარ, ან მეც ვრჩები, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს, -მითხრა, სახე ხელებით დამიჭირა და ტუჩებზე დამეწაფა, მაშინვე მოვდუნდი და სიამოვნებით ვუპასუხე კოცნაზე. * * * შემდეგი რამდენიმე დღე მე და ნოამ რუკების შესწავლაში გავატარეთ თუმცა თითქოს ფაზლი ჯერაც არ იყო სრულყოფილი, - რაკი ჰანტერის ტატუსაც მოვრჩით, ახლა უკვე შეგვიძლია ყველაფერი გავაანალიზოთ და შემდეგ შეგვეძლება ძებნა დავიწყოთ, -ნოა აშკარად კმაყოფილი ჩანდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა სარწეველა სავარძელზე და ემას გაუშტერა თვალი რომელიც ის ის იყო გადმოვიდა ავტომობილიდან და ნელი გრაციოზული ნაბიჯებით სახლისკენ გამოუყვა გზას. - გიყვარს არა? -გაეღიმა, - არ მიკვირს რომ მიხვდი, გრძნობების დამალვა არასდროს მეხერხებოდა, რაც თავი მახსოვს მასზე ვარ შეყვარებული თუმცა ის... ის სხვანაირია, მისი ვერაფერი გავიგე, ვიცი რომ ვუყვარვარ, დიდხანს ვიყავით ერთად, მერე დავშორდით, შეიცვალა, აქაურობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, - ამიტომაც გინდა წასვლა, ფიქრობ რომ იქ დაბრუნება თქვენს შორის ყველაფერს დაალაგებს, ასეა? - ჰო ასეა, ემას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე უბრალოდ ვარსებობ და ველი როდის გადალახავს შიშს და დაბნეულობას და დამიბრუნდება, - კარგი წყვილი ხართ, მართლა გეუბნები, - ჯანდაბა ჰანა, თავს ისე ვგრძნობ თითქოს ფსიქოლოგთან ვიყო კონსულტაციაზე, -გულიანად გაიცინა და მხარზე ხელი მომხვია. - მადლობა რომ მომისმინე, დიდი ხანია ამ თემაზე არავისთან მისაუბრია, უფრო ზუსტად რომ ვთქვა არასდროს არავისთან მისაუბრია, - მეგობრები ზუსტად ამისთვის არსებობენ ნოა, საუბრისთვის, გაგებისთვის, უპირობო მხარდაჭერისთვის, ახლა კი მითხარი რას დალევ, ჩემთვის ცივი წვენი უნდა მოვიტანო, -წამოვდექი და უეცრად თავბრუ დამეხვა, ნოას ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ დავეცემოდი, თვალწინ ჩემთვის აქამდე უცნობმა მოგონებებმა გამიელვა და გულის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თვალები დავხუჭე რომ როგორმე ეს მოგონებები გამექრო რომელიც მე არ მეკუთვნოდა, ნოამ ფრთხილად დამსვა სკამზე და ჩემს წინ ჩაიმუხლა, - ღრმად ისუნთქე ჰანა, ყველაფერი კარგად იქნება, -თვალები გავახილე და მის შეწუხებულ მზერას გადავაწყდი, აშკარა იყო რომ გულწრფელად ღელავდა ჩემზე, - აბა თქვი რას გვიმალავ, რამდენიმე დღეა ყველა ვფიქრობთ რომ ქეინის ძალებთან შეგუების პროცესი იდეალურად მიდის, მაგრამ ახლა ვხედავ რომ აშკარად არ არის ასე, რა გჭირს ჰანა? დიდი ხანია ასეთი რაღაცეები გემართება? მივხვდი რომ არაფრის დამალვას აღარ ჰქონდა აზრი, სისულელე იყო, მას მაინც ვერაფერს ვერ გამოვაპარებდი. - ჰო იმ დღიდან მემართება რაც კლუბიდან დაბრუნების შემდეგ აქ გამოვფხიზლდი, თავიდან მსუბუად და არც ისე რომ ვერ გამეძლო ახლა კი უკვე აღარ შემიძლია, ტკივილს ავიტან, ყველანაირი ტკივილის ატანა შემიძლია ნოა, მაგრამ ეს მოგონებები მკლავს, ვეღარ ვუძლებ, - მოიცა შენ რა ქეინის მოგონებებს ხედავ? ჯანდაბა, ამას ნამდვილად არ ველოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა, წყეული ქეინი, -ნოა ფეხზე წამოდგა და თავზე ხელები შემოიჭდო, -ახლა რა უნდა გავაკეთოთ? - არა მგონია ქეინის დადანაშაულება სწორი იყოს, დარწმუნებული ვარ თვითონაც არ იცოდა რომ ეს მოხდებოდა, - ჰო, საიდან ეცოდინებოდა რომ მის ძალებს უკუჩვენებები ექნებოდა, არა? -დამპალი ეგოისტი, ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ დანარჩენებს რომ გამოსავალი ვიპოვოთ, - არა გთხოვ არავის არაფერი უთხრა, - კი მაგრამ რატომ? - ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ, არ მინდა ჯეისონს ზედმეტი თავის ტკივილი დავუმატო, ამ ყველაფერს თვითონ მოვერევი, ძალების გამოყენებასაც ვისწავლი, კონტროლსაც მოვახერხებ და ხომალდსაც ვიპოვით, ოღონდ გთხოვ არავის არაფერი უთხრა ნოა, გთხოვ. - მარტო ვერ მოერევი, ვერ გაუმკლავდები, მე შენს გვერდით ვიქნები და ყველაფერში დაგეხმარები, -ხელები გაშალა და მეც ვეღარ მოვითმინე, მივუახლოვდი და მოვეხვიე. - მადლობა რომ მიგებ და მეხმარები, - ასეც უნდა იყოს, მეგობრები ხომ ამისთვის არსებობენ ჰანა. * * * ჰანტერმა ვახშამზე მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიმზადა, ნიკი გვესტუმრა, ჩემდა გასაკვირად ყველა საკმაოდ თბილად შეხვდა, პირველად ჩემთან მოვიდა, ჩემს წინ დამნაშავე ბავშვივით დადგა და საყვარლად თვალებმოჭუტულმა მომიბოდიშა, სხვათაშორის საკმაოდ გულწრფელი ჩანდა და მეც დიდი სიამოვნებით მივიღე მისი მობოდიშება, თავიდან მეგონა რომ ქეინი მიატოვა მაგრამ თქვა რომ ქეინმა თვითონ გამოუშვა ჩვენთან, თვითონ კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, იქ აპირებს დარჩენილი ცხოვრების გატარებასო, გვიყვებოდა და გემრიელად ილუკმებოდა, ბოლოს გამოაცხადა, მოხარული ვიქნები თუ აქ დარჩენის ნებას მომცემთო, ჰანტერიც დათანხმდა. ჯეისონი უხმოდ ადევნებდა თვალს ყველაფერს და ერთი წუთითაც კი არ მშორდებოდა გვერდით, ჩემი ხელი ხელში ეჭირა და სიყვარულით სავსე თვალებს არ მაშორებდა, - დამნაშავე ვარ, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე რომ არა ჰანა ოჯახს არ დაკარგავდა და ახლა ასე ცუდად არ იქნებოდა, ჩემი ბრალია რომ საფრთხეშია, ეს ყველაფერი როგორმე უნდა გამოვასწორო, -მომესმა მისი ხმა და გაოცებულმა შევხედე, გაღიმებული მიყურებდა, - რა ხდება ჰანა, ასე რატომ მიყურებ, რამე მოხდა? - შეგიძლია გაიმეორო? - რა გავიმეორო? - რაც ცოტა ხნის წინ თქვი იმის შესახებ რომ თავი დამნაშავედ მიგაჩნია, -დავინახე როგორ შეეცვალა სახე და გაუფართოვდა თვალები, - მე რაფერი მითქვამს, - აშკარად გავიგონე, ჩემს ოჯახზე, ჩემზე... - არ მითქვამს ჰანა, უბრალოდ გავიფიქრე, შენ კი გაიგონე, მაგრამ როგორ? ეს არ მოხდებოდა თუ... ჯანდაბა, ახლავე ჰანტერს უნდა დაველაპარაკო, ცოტა ხანს აქ იყავი და არსად არ წახვიდე კარგი? წამოდგა და ჰანტერს ანიშნა გავიდეთო, სწრაფი ნაბიჯით გავიდა სასადილო ოთახიდან და ჰანტერიც გაყვა, ლოგანმა ეჭვნარევი მზერა გააყოლა ორივეს და მერე ვითომ აქაც არაფერიაო ნოასთან და ნიკთან შეწყვეტილი საუბარი განაგრძო, ოთახში უცნაურად დაცხა, ან მხოლოდ მე ვგრძნობდი ასე, თავისუფლად სუნთქვა აღარ შემეძლო, ვერანდაზე გავედი რომ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, ფეხზე გავიხადე და მწვანე მოლს ნელი ნაბიჯით გავუყევი, ბინდდებოდა, გრილი და თბილი საღამო იყო, ბალახის და ყვავილების სურნელით გაჟღენთილი. - ლამაზი საღამოა არა? ზუსტად შესაფერისი იმისთვის რომ მე და შენ ბოლოს და ბოლოს ვისაუბროთ იმის შესახებ რაც სინამდვილეში ხდება, დრო მოვიდა გაიგო რა სისულელეებით და ტყუილებით გაქვს ტვინი გამოტენილი. ნაცნობი ხმის გაგონებისას გველნაკბენივით შევხტი და ერთ ადგილზე გავშეშდი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მშვიდად გამოეყო ხის ჩრდილს და ჩემსკენ ნელი, შემპარავი ნაბიჯებით წამოვიდა, გული ამიჩქარდა, ვერ ავხსნი ზუსტად რა ვიგრძენი მისი დანახვისას, ზუსტად ისეთი იყო როგორიც ბოლოს ვნახე, სიმპათიური, საყვარელი და ადამიანური, ისე გულწრფელად მიღიმოდა, მის კეთილ ზრახვებში ეჭვს ვერავინ შეიტანდა, -ვცდილობდი გონება მომეკრიბა მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. - ტყუილად ნუ დაძაბავ გონებას და იმის დანახვას ნუ შეეცდები რაც არ არსებობს ჰანა, ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მაქვს და არც ისეთი მონსტრი ვარ როგორადაც დამხატეს, მათ უბრალოდ ყველაფრის გაზვიადება და საკუთარი ცოდვების სხვისთვის გადაბრალება მოსწონთ, ალბათ ასე უფრო უკეთ გრძნობენ ხოლმე თავს, -ირონიული და ოდნავ მხიარული ხმა ჰქონდა, -მინდა რომ ჩემი სიმართლეც გაიგო, რას იტყვი წამოხვალ ჩემთან ერთად? - ხელი გამომიწოდა და აციმციმებული თვალებით შემომხედა... შემდეგ თავს ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში შემოგთავაზებთ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.