შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება (თავი 6)


3-01-2022, 11:13
ავტორი ესტრეია
ნანახია 1 368

ანდრია სახლიდან გავარდა, მანქანაში ჩაჯდა და მათ უკან გაჰყვა.
- ოხ ლილეეე. - გაბრაზებულმა საჭეს ხელი დაარტყა და სიჩქარეს მოუმატა. - ცოტა მოგეცადა.


- მადლობა დახმარებისთვის - უხერხულად გაუღიმა ლილემ.
- არა რა მადლობა, ანა გამოცდაზე დამეხმარა ახლა ჩემი ჯერია. როგორც ჩანს იმ ბიჭს მართლაც უყვარხარ, უკან მისი მანქანა მოქრის ასე სწრაფად?. - ლუკას სიტყვებზე ლილე გაწითლდა.
- კი ანდრიას მანქანაა. - თავისთვის ჩაეღიმა ლილეს. - სად მივდივართ?
- აქვე კლუბში.
- კლუბში?
- ხო! შენი სატრფო სავარაუდოდ გაგიჟდება.
- ხო და შენც დაემშვიდობე შენს ლამაზ სახეს. - გაუღიმა ლილემ.
- ძლიერი ბიჭი ჩანს.
- ხო ვარჯიშობს და მაგიტომ, რა იყო ხომ არ გადაიფიქრე? - ეჭვის თვალით შეხედა ლილემ ბიჭს.
- არა არ გადამიფიქრებია, თქვენ დაგაწყვილებთ და მერე საერთოდ ავორთქლდები.
- მადლობა კიდევ ერთხელ.
- არაფრის, კიდევ ერთხელ. - ლუკამაც გაუღიმა მანქანა კლუბის წინ გააჩერა ჩქარი ნაბიჯებით გადავიდა და ლილეს კარი გაუღო.
- ოჰო ჯელტმენიც ყოფილხარ. - ნამდვილად გააკვირვა ლუკას ასეთმა საქციელმა.
- რადგან ვთამაშობ მოდი კარგად ვითამაშებ. - გაუღიმა და კლუბისკენ დაიძვრნენ .
- ნახე კარსაც რომ უღებს. - გაბრაზებულმა გამოცრა კბილებში ანდრიამ და მანქანა ლუკას მანქანას მიუყენა გვერდით. კლუბში შესვლისთანავე ლილეს ძებნა დაიწყო თვალებით. - სად არის ეს გოგო! - ჩაილაპარაკა თავისთვის. ლილე და ლუკა უკვე ბარს მისხდომოდნენ და იცინოდნენ. ანდრიამ ამის დანახვაზე სიბრაზე ძლივს მოთოკა, კლუბის ყველაზე ბნელ კუთხეში ჩამოჯდა და შორიდა დაუწყო ყურება წყვილს.
- რატომ არ მოემზადე გამოცდისთვის? - მშვიდად იკითხა ლილემ და ბარმენის ყურადღების მისაქცევად ხელი ასწია.
- დრო არ მქონდა. - ლუკამაც მშვიდად უპასუხა. - აი შენი პრინციც შემოვიდა. - ანდრიაზე მიანიშნა ლუკამ.
- მიყურებს? - ბედნიერება დაეტყო ლილეს სახეზე.
- უF კი, თან ისე რომ ალბათ ჩემი ცემის და შენი აქედან წაყვანის სურვილი კლავს. - ლუკას გაეღიმა ანდრიას გაგიჟებულ სახეზე.
- დიახ, რა მოგართვათ? - მისვლის თანავე იკიხა ბარმენმა.
- უალკოჰოლო კოკტეილი მოუტანე, მე კი რამე ძლიერი დამისხი. - ლილეს მაგივრადაც ლუკამ მსცა შეკვეთა.
- გინდა რომ ავილეწოთ? ორი უალკოჰოლო თუ შეიძლება. - ბარმენს გაუღიმა და სერიოზული სახით გახედა გვერდით მჯდარ ლუკას.
- ღადაობ? ეგ ბიჭი წუთი წუთზე გაგიყვანს აქედან ამიტომ ის მიგაცილებს თავისი ლამაზი მანქანით. რამე ძლიერი დამისხით თორემ ფხიზელი უცნაურად ვგრძნობ თავს. - შეკვეთა მისცა და სკამზე მოკალათდა.
- შენ ტაქსით წახვალ ხო?
- არა მთვრალიც კარგათ ვატარებ. - გაუღიმა და ბარმენის დადებული სასმელი ერთი ყლუპით დალია.
- ასე რამ გაგამწარა. - გაუკვირდა ლილეს. - მიმიკაც კი არ შეგცვლია, ალკოჰოლს მიჩვეული ხარ არა?
- მეხმარება.
- კარგია მაგრამ შეგიძლია უკან გაიხედო და მითხრა მიყურებს თუ არა, ოღონდ შეუმჩნევლად გაიხედე.
- მაგას უკან გახედვა არ სჭირდება, ვიცი რომ გიყურებს. მიდი ლილე დაასრულე ეს თამაში რა დავიღალე უკვე ამ ბიჭის წამებით.
- კარგი. - გაიღიმა ლილემ და საჭირო ოთახისკენ დაიძრა. ანდრიაც მაშინვე უკან მიჰყვა. შევიდა თუარა ლილე საჭირო ოთახში ანდრიაც მაშინვე შეჰყვა.
- რას აკეთებ გაგიჟდი? ქალების ტუალეტში ხარ. - ისეთი გაკვირვებული კითხულობდა ლილე თითქოს ანდრია მისი გაგიჟებული არ ყოფილიყო.
- ხო გავგიჟდი, შენ გამაგიჟე, რას აკეთებ ამ უცხო ბიჭთან არც კი იცნობ და მაშინვე პაემანზე მიყვები.
- შენ საიდან იცი რომ არ ვიცნობ?
- ვიცი, გიყურებდი და არასდროს მინახია.
- აჰა ანუ მიყურებდი? - ჩაეღიმა ლილეს.
- ხოო, შენ ხომ ჩემი ძმაკაცის და ხარ.
- ანუ მხოლოდ იმიტომ მიყურებდი რომ გიორგის და ვარ?
- ხო - დაიბნა ანდრია.
- ჩემი ძმის მეგობარი ხარ მაგრამ არა ჩემი ძმა ამიტომ ნუ ცდილობ ჩემს კონტროლს. შენ ყოველდღე სხვადა სხვა გოგოებს იცვლი და მე თურმე უცხოს როგორ შევხვდი არა? ის უცხო შენზე მეტად მიფრთხილდება, შენ კი... იცოდი რომ მომწონდი და მაინც სხვებს ხვდებოდი, საერთოდ წადი და შენი ნაშები აკონტროლე რა. - გაბრაზებულმა უყვირა და იმ ადგილს ლამის სირბილით გაეცალა. ანდრია კი ისევ მანდ იდგა გახევებული.
- მომწონდიო? - ისევ ვერ იაზრებდა ანდრია იმას რომ ლილესაც გააჩნდა მის მიმართ გრძნობები. ლილე გაბრაზებული გავარდა კლუბიდან ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ლუკამ დაინახა როგორ გავარდა მაგრამ უკან არ გაჰყოლია, სასმლის ფული გადაიხადა და თავისი მანქანით სახლსკენ წავიდა.
- ლუკა ბაბუ შენ ხარ? - დასუსტებულმა ხმამ გამოსძახა ლუკას ოთახიდან.
- ხო ბაბუ აბა ვინ უნდა იყოს, ნუ ყვირი ყელი ისედაც ცუდ დღეში გაქვს. - შემოსასვლელში დატოვა ქურთუკი და ბაბუას შეაკითხა საძინებელში.
- სად იყავი ბაბუ ასე რატომ დააგვიანე. - სუსტი ხმით ამოიხავლა კაცმა.
- ორი ადამიანის დაწყვილებაში როლი მქონდა.
- შენ? ხომ არ გიყვარს ესეთი რაღაცეები.
- ერთ ადამიანთან ვალში ვიყავი და გადავიხადე ბაბუ. წამლები გიმთავრდება, ხვალ გიყიდი.
- შვილო სწავლა ახლა დაიწყე მუშობას როგორ შეუთავსებ. - დარდიანად ამოთქვა კაცმა.
- დამშვიდდი ნახევარ განაკვეთზე სამუშაო ვიპოვე, შენ ნურაფერზე იდარდებ.

ლილე სახლში შესვლისთანავე ანას ოთახში შეიჭრა. ანა საწოლზე ინჯდა და წიგნს გულმოდგინედ კითხულობდა მაგრამ ლილეს უეცარმა შეჭრამ შეაწყვეტინა.
- რა მოხდა, რატომ გაქვს ასეთი თვალები, იტირე? - გაოცდა ანა. - მოდი ჩამოჯექი და მომიყევი.
- კლუბში წავედით მე და ლუკა, თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მერე საჭირო ოთახში გავედი ანდრიაც გამომყვა და მითხრა რომ ჩემზე იმიტომ ზრუნავდა რომ გიორგის და ვიყავი, ისე გავბრაზდი რომ სიყვარულშიც კი გამოვუტყდი თვითონ კი გახევებული იდგა ერთ ადგილას. - ლილე ცრემლებს ვეღარ იკავებდა ანას კალთაში თავი ჩარგო და ტირილი დაიწყო.
- კარგი ნუ ტირი.
- რათქმაუნდა შენთვის ადვილია, საშინელი ცხოვრება მაქვს, არავის არ ვუყვარვარ. ყველაფერი შენი ბრალია საერთოდ რატომ დაგიჯერე. ახლა ალბათ ძალიან ბედნიერი ხარ - თავი ასწია ანას კალთიდან და სიბრაზისგან ყველაფრის ძახილი დაიწყო რაც კი მოაფიქრდა.
- სისულელეებს რატომ ბოდავ.
- არაფერსაც არ ვბოდაბ, შენ რომ დაგიჯერე მაგიტომაც მოხდა ყველაფერი, მართალი იყო გიორგი, აი რატომაც ვერ გიტანდა თავიდანვე. ცდილობ ყველაფერი წამართვა არა? ჯერ დედა ახლა კი ბიჭი, ასე ძალიან გინდა ჩემს ადგლას ყოფნა? - დამცინავდ შეხედა ლილემ. -კარგათ შემომხედე ჯერ მე და მერე შენს თავს შეხედე. - ანა ბრაზს ვერ იკავბდა. - შენ არ უყვარხარ არავის ? იმ ბიჭს რომ არ ყვარებოდი უკან არ გამოგყვებოდა. ჩემთვის ადვილია არაა? ამას შენ როგორ მეუბნები, შენი ძმა ისე გიბრთიხლდება თითქოს შუშის იყო და თუ პატარაზე მაინც გატკენს ვინმე გაანადგურებს,მეც ვიყავი ერთ დროს შენნაირი და დამიჯერე ამან კარგი არაფერი მომიტანა. მანანა კი ... მისთვის ისევ პატარა პრინცესა ხარ, შენ ყვლას უყვარხარ, ლამაზი საყვარელი კეთილი და ლაღი ხარ და მეე? კარგათ შემომხედე, იცი რამდენი ხანია შენნაირი სილაღე უკან დავტოვე? უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი რომ წამართვეს. - ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა ანას. ლილე ძალიან ნანობდა იმას რაც უთრა მაგრამ უკვე გვიანი იყო. - და არა ლილე ბედნიერი არ ვარ, შენი უბედურება კი არა არაფერი აღარ მაბედნიერებს. შენს თავს შეხედე, და შენ ამბობ რომ საშინელი ცხოვრება გაქვს და მე ბედნიერი ვარ? მიდი კარგათ შემომხედე, ბედნიერი იცი რამდენი ხანია არ ვყფოლვარ? 3 წელია, უკვე 3 წელია და შენ წარმოიდგინე სულ ასეთი ცივი არ ვყოფილვარ, შენნაირი ვიყავი მეც სულ ვიცინოდი. მერე უცებ ყველაფერი შეიცვალა. - ანას უკვე ცრემლების ზღვა მოსდიოდა, მთელი სახე ტკივილით და ცრემლებით ქონდა სავსე. - ყველაფერი დედაჩემმა შეცვალა. - კედელს უყურებდა არაფრის მთქმელი მზერით და ისე ყვებოდა რომ ვერც კი იაზრებდა რომ ოთახში მარტო არ იყო. - მითხრა მანანა მოვიდა შენს სანახავადო, დაცვა მოვა და მის სანახავად წაგიყვანსო, მეც ვენდე, მიხაროდა, ბედნიერებისგან დავფრინავდი ისე მიხაროდა მანანას ნახვა რომ საბოლოოდ დაცვის ოთახში ავღმოვჩნდი, ისეთი უსუსური და უმანკო ვიყავი ვერც კი ვხდებოდი რომ დაცვის თანამშრომელი რამე ცუდს აპირებდა. კარი ჩაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა, მაშინაც ვერ მივხვდი რომ რამე ცუდი ჩანაფიქრი ქონდა, მერე შეხება დამიწყო, არ მომეწონა და გავიწიე, ისიც გამომყვა, ისევ მეხებოდა ოღონდ უფრო უხეშდ. - ანა თავისდაუნებურად იმ ადგილებზე იჭერდა ხელს სადაც ის ეხებოდა. - დამიჭირა, პირზე ხელს მაფარებდა და თან მეფერებოდა, ვკიოდი ვტიროდი მაგრამ არავის არ ესმოდა ჩემი, სულ მარტო ვიყავი, ღამე იყო და ყველას ეძინა, მანანა ციხეში აღარ იყო ვადა მოხდილი ქონდა. იმდენი ვიკივლე რომ საბოლოოდ გული წამივიდა, რომ გავიღვიძე დაცვის ოთახის გარეთ კართან ვეგდე, თითქოს ნაგვის პარკი ვყოფილიყავი, ისე ცუდად ვიყავი, სიცარიელეს ვგრძნობდი და დიდ ტკივილს, ისე მტკიოდა რომ ძლივს წამოვდექი. ყველაზე ახლობლად რათქმაუნდა დედა მივიჩნიე და მისი საკნისკენ გავიქეცი როგორი სიჩქარითაც შევძელი. რომ შევედი დავინახე როგორ იჯდა კუთხეში და კანკალებდა, ცხვირი თეთრი ფხვნილით ქონდა მოსვრილი, გვერდით პარკი ედო მანდაც თეთრი ფხვნილი იდო. მივვარდი და მეც მასთან ერთად ჩავიმუხდლე ვტიროდი თან ყველაფერს ვუყვებოდი გადარჩენას ვთხოვდი და ვუხსნიდი რომ ჩემი ბრალი არ იყო, არასდროს მცმია გამომწვევად და არც გავპრანჭვივარ ვინმეს. - ანა უკვე ისე ტიროოდა რომ ვეღარ ჩერდებოდა. - მან... მან კი მთხრა რომ იცოდა, ყველაფერი იცოდა, მითხრა რომ ვერ მიტანდა რადგან მამაჩემმა ჩემს გამო მიატოვა, როცა გაიგო რომ ორსულად იყო ადგა და მიატოვა, მითხრა რომ ერთადერთხელ გამოვადექი ცხოვრებაში. - სლუკუნს ვეღარ წყვეტდა ანა - რამოდენიმე გრამ კოკაინში გამცვალა, ციხის დაცვას ჩემი თავი კოკაინში გაუცვალა. - ტკივილისგან თალები ასწითლებოდა ანას. - როცა მივხვდი რაც გამიკეთა ფეხზე წამოვხტი, მან კი მითხრა ასე ნუ მიყურებო, ყველაფერი შენი ბრალიაო, შენს გამო საყვარელი კაცი დავკარგეო. ასე მიყვიროდა, კიდე აქეთ მადანაშაულებდა, მითხრა რომ ცხოვრება დავუნგრიე მაგრამ მე ხომ ეს არ მინდოდა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო საერთოდ არ დავიბადებოდი.
- რაა? - ზურგს უკან მანანას ხმა მოესმათ, მაშინვე მისკენ შებრუნდნენ, მანანა ანას ისტორიის მოსმენით შოკირებული ჯერ გაშეშებული იდგა შემდეგ კი უეცრად გონება დაკარგა. ანა და ლილე მაშინვე მასთან მივარდნენ.
- დედააა, რა დაემართა!!!. - ოთახში შემოსულმა გიორგიმ იღრიალა ბოლო ხმაზე. - ლილე სასწრაფოში დარეკე ჩქარააა!!.
- ჩემი ბრალია. - იქვე წაიქცა ანა. - ჩემს გამოა ცუდათ, ამდენი არ უნდა მელაპარაკა, ჩემი ბრალია ყველაფერი ჩემი ბრალი.
- რაა? ანუ დედა ასეთ დღეში შენს გამოა? არ გრცხვენიაა? ასე უხდი მადლობას? შვილებთან ყოფნას შენთან ყოფნა ერჩივნა 15 წელი რომ მოიხადა მთხოვა გირაო არ შემეტანა რომ შენთან ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც გამოვიყვანე. შენს გამო ციხეში რჩებოდა და შენ ასე უხდი მადლობა? - უღრიალა წყობილებიდან გამოსულმა გიორგიმ.
- ძალით არ გამიკეთებია გეფიცები. - წამოვარდა ანა და იქაურობას გაეცალა.
- რა გააკეთ იდიოტო, იცი საერთოდ რა მოხდა? - ლილემ უღრიალა ბოლო ხმაზე გირგის.
- იდიოტო კი არა ჩქარა სასწრაფოში დარეკე, დედას რომ რამე დაემართოს გეფიცები იმ გოგოს ჩემი ხელით მოვკლავ.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

აუუ სადგაწტვიტეეე მალე დადე გთხოვვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent