შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ აისი IVთავი


4-01-2022, 23:27
ავტორი n-strovet
ნანახია 2 135

-სააბაზანო ჩვენი ოთახის გვერდით არის,ჯერ შენ შედი,დაგითმობ-მორიდებით მითხრა და მზერა ამარიდა.
-შენ, სად იძინებ-საერთოდ არ მანაღვლებდა სააბაზანო, სად ჰქონდათ ამ სახლში,დიდხანს გაჩერებას მაინც არ ვფიქრობდი.
-აქ,შენს გვერდით-ვითომაც არაფერი, ისე მომიგო.-რაიმე პრობლემაა?-გაიკვირვა თითქოსდა ბოლო ხუთი წელია ღამის რუტინად ჰქონდა. არაფერი მიპასუხია ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევიკეტე.
დაახლოებით ერთი საათი იქ გავჩერდი, ამ ერთი საათის განმავლობაში ორმოცი წუთი სარკესთან დამდგარი ვტიროდი. რაც არ უნდა დამემშვიდებინა საკუთარი თავი, გეგმა არ არსებობდა. სხვა კაცი მიყვარდა და სხვის გვერდით ვიყავი, გავციილდებოდი და საკუთარ სახლში ფეხს ვერ დავადგამდი. სად უნდა მეცხოვრა, თავის რითინ მერჩინა? და სწავლა…რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. სააბაზანოდან გამოსვლის, შემდეგ უთქმელად შევწექი საწოლში. ჩემი "დედამთილი" ჯერ-ჯერობით ჩემთან საუბარს არ ცდილობდა,სიმართლე გითხრათ არც მინდოდა. ნამდვილად არ მქონდა იმ ქალთან საუბრის თავი, ვისმა შვილმაც ცხოვრება დამინგრია. ფიქრებში წასულმა ვიგრძენი, როგორ ჩაიწია საწოლი. ფრთხილად შემოწვა სხეული თეთრეულში და შეწყვიტა მოძრაობა. ცოტახანი, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში არ განძრეულა,შემდეგ, როგორც ჩან იფიქრა, ჩამეძინა. ჩემს მხარეს გადმმობრუნდა და ხელი შემომხვია. დენდარტყმულივით მოვიშორე მისი ხელები და საწოლიდან წამოვარდი. სავსე მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მისი გამომეტყველება,რომელიც არაფერში არ ეწერა.
-რა მოხდა?-მანამ სანამ მე დავიწყებდი საუბარს თავად გადაწყვიტა გარკვეულიყო სიტუაციაში.-გტკივა რამე?-საწოლიდან ისიც წამოდგა და ჩემმა თვალებმა შენიშნა მისი ნახევრად შიშველი სხეული.
-მე, ხომ გითხდარი,არ მომეკარო-მეთქი.-წარბები შევკუმშე და გამახსენდა, რომ მეც არანაკლებ გამომწვევად ვიყავი გამოწყობილი. ჩემმა დედამთილმა საკმაოდ სექსუალური საღამურები მიბოძა,მეც გაუზრებლად გადავიცვი,თითქოს მარტო ვრჩებოდი ოთახხში.
-მისმინე-ნერწყვის გადაყლაპვის ხმა გავიგონე-მე, შენი ქმარი ვარ!
-და რა გინდა, უფლება მოგცე ხელები მიფათურო? მე არასდროს არ გაღიარებ ქმრად!-”ღმერთო რა რთული ხარ” გავიგონე, როგორ ჩაიბურტყინა თავისთვის.
-არაფერს არ გაძალებ, ხომ ხედავ ერთი მეტრით ახლოს თუ დაგიდექი მადლობა უნდა ვთქვა,მაგრამ შენც ხო იაზრებ, რომ სულ ასე არ იქნება?-ცდილობდა გავერკვიე მის მდგომარეობაში.
-ფიქრობ, რომ შენთან დავწვები?-გულწფელად ვკითხე-მე და შენს შორის არაფერი მოხდება-ხელები გადავიჯვარედინე და გაბუტული ბავშვივით დავდექი.
-უსექსობით გინდა დამსაჯო?-გაიცინა. “დეგნერატი!” ვერ ვხვდებოდი ამ სიტუაციაში, როგორ შეეძლო გაეცინა, როდესაც მე ყოველ წამს ვგლოვობდი.
-შეგიძლია სხვასთან დაშოშმინდე-საწოლისაკენ წავედი-კიდევ გაფრთხილებ,არ მომიახლოვდე. ისიც საკმარისია ერთ საწოლში რომ გვძინვას. - შევწექი და ზურგი ვაქციე.
-ეჰ,ნეტავ იაზრებდე ეხლა, რასაც მეუბნებ-თავადაც დაწვა და გადაბრუნდა. წუთის შემდეგ, ისევ ახმაურდა საწოლი გააზრება ვერც მოვასწარი ისე გადმომაბრუნა და ტუჩებზე დამაცხრა-ჯერ გაოცება და შემდეგ შიშმა შემიპყრო. ამ შიშის გამო წინააღმდეგობაც ვერ გავუწიე, უძრავად ვიწექი. არ ვიცი,რატომ მაგრამ მეგონა, რომ გამაუპატიურებდა.ეს ფიქრები წამის მეასედში შემომეხვია გონებაზე. როდრესაც აზრზს დავუბრუნდი, ისიც მოშორდა ჩემს ბაგებს,ენა გადაისვა და ჩემი სახე ხელში მოიცია მოიქცია.
-ჩემი ხარ, დღეს თუ არა ხვალ ცოლ-ქმარი ვიქნებით. -ისეთი მზერა ქონდა,შიში კვლავ გამინახლდა-მოგიცდი,მე პრობლემა არ მაქვს,უბრალოდ იცოდე, რომ ჩემი ქალი ხარ!-წარბები გახსნა გაიღიმა და შუბლზე მომაკრო ტუჩები-ძილინებისა-ცივად მომშორდა გადაბრუნდა და მორფეოსის სამყაროსკენ გაეშურა.
-მეზიზღები!-იყო ჩემი მოკლე და კონკრეტული პასუხი.ხელის ზურგით მოვიშორე მისი კვალი ბაგეებიდან და თავით დავემხვე ბალიშზე.
დილით საუბარმა გამაღვიძა თავიდან ვერ ვარჩევდი სიტყვებს,ჯერ კიდევ ძილიდან გაბრუებული ვიყავი, თუმცა თვალების გახელის შემდეგ, რა სცენაც დამხვდა ეხლაც, რომ ვიხსენებ ისევ ძველებურად მეცინება. დათას ოდნავ გაეღო ოთახის კარები და ცდილობდა დედამისი მოეშორებინა. მელანო-ჩემი დედამთილი, ცდილობდა შემოსულიყო და დაენახა ის სიწმინდე, რასაც ყველა დედამთილი ელის შვილის დაოჯახების შემდექ. თვალი მოვკარი, როგორ აცეცებდა თვალებს და ცდილობდა საწოლი კარგად დაენახა.
-დედა, მორჩები დღეს?-არაფერი გვჭირდება წადი,ჩავიცვამთ და გამოვალთ საჭმელად.
-შვილო, თეთრეულს წავიღებ და წავალ-თვალი არ მოუშერებია საწოლს, ისე გასცა პასუხი.
-რა ჭირს თეთრეულს?-გაკვირვებულმა შეეკითხა და ხელით მიეყუდა კედელს, რომ მელანოს თვალისცეცება შეეწყვიტა.
-გავრეცხავ-ვითომაც არაფერი ისე წამოიძახა.
-რადუნდა გარეცხვა-გულუპყვილოდ შეეკითხა, თუმცა როდესაც გაიაზრა, თუ რას გულისხომობდა დედამისი,მართალია ზურგით ვიდექი,მარგამ არ გამჭირვებია აღქმა, როგორ გაცეცხლა დახაზე-მელანო! ჩადი ქვემოთ,სასწრაფოდ!-ხმაურიანად მიუკეტა კარები-როდესაც დარწმუნდა, რომ მოშორდა ოთახს მხოლოდ მაშინ შემობრუნდა.-მაპატიე,არ მინდოდა შენი გაღვიძება-არეულად მითხრა და შარვალს დასწვდა.
-როგორი ზიზღისმომცველი სცენა იყო-საცოდავი მზერით ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი.
-მელისა-მხოლოდ ეს მითხრა და ჩაცმა განაგრძო.
-დედაშენი, კი, საცოდაობა-მაინც არ დავაჭირე ენა კბილს და მკვახედ მივუგე-უფროსწორად, მისი საციელი-არვიცი რატომ,მაგრამ შევასწორე, როდესაც წყენა შევნიშნე სახეზე.
-გთხოვ,კმარა! ყურადღება არ მიაქციო.
-ხელში აღებული ტანისამოსი საწოლზე მივაგდე და გამწარებული მის წინ დავდექი.
-რა კმარა,ის რომ დედაშენისთვის მთავარი ჩემი საშოა, რად უნდოდა ზეწარი? უნდა ენახებინა ჭორიკანა მეზობლებისთვის ქალიშვილი,რომ ვიყავი, თუ მეტ სიბნელეს მიმართავდა და საერთოდ გააფენდა გარეთ, რათა მთელ უბანს დაენახა? ამის მერე შენ მეუბნები კმარაო,მე, რომელიც იმ წყეული დღის მერე დამცირებას დამცირებაზე ვიღებ, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი თუ შენი მშობელია ეს.
-ხმას დაუწიე-მშვიდი, მაგრამ მკაცრი ტონით მითხრა.
-რატომ, არ გინდა დედიკოს აწყენინო-იაზოდ და დამცინავად ვუთხარი
-მელისა!-მკლავზე ხელი მაგრად მომიჭირად და მისკენ მიმიზიდა-გ ე ყ ო ს!-დამიმარცვლა.
-ღმერთო ჩემო! როგორ ვერ გამიცანი ამდენი წლების განმავლობაში? ხომ იცი,რომ შენი ეს ტონი ჩემზე არ იმოქმედებს. არც გავჩუმდები,და საერთოდ არც შევეგუები ამ ყველაფერს. მე შენი არ მეშინია-უტეხად ვუყყურებდი და ხელი გაავინთავისუფლე მისი ძლიერი ტორისაგან.-მე სხვა ვარ! არ შემიძლია იმ გოგონების მსგავსი გავხდე და შევეგუო ამ ყველაფერს,მე ეს საზოგადოება და სიტუაცია მახრჩობს!
-სწორედ,ამიტომ აგირჩიე შენ-უდარდელად აიჩეჩა მხრები-რადგან შენ სხვა ხარ-ზურგი მაქცია და წავიდა.
მსგავსი თემატიკის ჩხუბით გადიოდა ჩვენი თანაცხოვრების დღეები. ვაღიარებ,ბევრს მითმენდა და ცდილობდა წყობილებიდან არ გამოსულიყო.ძირითადად ოთახში ვიყავი და იქედან მხოლოდ მაშინ გავდიოდი, როდესაც ქორწილის ამბებზე საუბრობდნენ.
მეორე უბედურება მაშინ დაიწყო,სკოლაში წავსვლის დრო, რომ მოვიდა. დილით დათას ფხაკურმა გამაღვიძა,თავიდან ვიფიქრე ასე ადრე რამ ააყენა-თქო და ძილის შებრუნებასაც კი ვაპირებდი,მაგრამ დათამ მელანოს დაუძახა:”მალე,დედა! დამაგვიანდა სკოლაში”. ამ სიტყვების შემდეგ აღვიდგინე გონებაში,რომ სკოლა კვლავ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში და კიდევ იარსებოებდა რამდენიმე თვის განმავლობაში. სწრაფად წამოვდექი და მეც ტანსაცმელის მოძებნა დავიწყე.
-ნელა,დაეცემი ეგრე.-გამაფრთხილა და დედამის კარებთან შეეგება.-მადლობა,დედა.
-მელისა,დედა შენ სად მიდიხარ, ასე ადრე?-ინტერესით შემათვალიერა.
-სკოლაში-ვითომაც არაფერი ვუთხარი,ნივთაბი ავიღე,სააბაზანოში გამოსაცვლელად უნდა შევსულიყავი და მისთვის გვერდის ავლა ვცადე.
-დედა ჩემი სიკვდილი!-წამოიყვირა და ლოყაზე მიირტყა ხელი.გეფიცებით,ისეთი დრამატიზირება გააკეთა დაფეთებული დათასკენ გავიხედე,მეგონა,რომ მას რაიმე დაემართა და მელანოს ეს რეაქცია აქედან გამომდინარეობდა.
-რამოხდა,კარგად ხართ?
-რა უნდა გათხოვილ ქალს სკოლაში-არ ვიცი ასეთი შოკი რატომ მივიღე,როდესაც მილიონჯერ მქონდა მოსმენილი ბებიაჩემისა და დედაჩემისაგან. ალბათ,პირადად შენ რომ განიცდი ამ ყველაფერს და შენთან მიმართებაშია, მაგოტომ არის ეს მტკივნეული.
-უკაცრავად…ვერ გავიგე-ვიგრძენი ნერვიულობიდან ხმა,როგორ ამიკანკალდა და დიდი ალბათობით თვალებში ცრემლებიც მოიყრიდა თავს.-რა შუაშია გათხოვება..ანუ მე იმის თქმა მინდა,რომ სწავლა…თქვენ რა სწავლას დამიშლით?
-არა,დედიკო ნასწავლი რძალი მინდოდა ყოველთვის-თვალებდაქაჩვით გადახედა მის შვილს-მართალია იჩქარა დათამ, მაგრამ მე მაინც, მაჭავარიანის რძალი ვერ იქნება გაუნათლებელი.-ამაყად წარმოთქვა.-შენ შვილო,საღამოს სკოლაში ივლი. იქ, სადაც გათხოვილი და ფეხმძიმე ქალები დადიან.-მზრუნველად გადამისვა ხელი და დათასკენ გადაიტანა ყურადღება-მალე ჩამოდი,ისაუზმე და დროულად წადი სკოლაში.-ოთახის კარი მოიხურა,მე კი ტანსაცმელებით ხელში,პირდაღებული,შოკირებული და ზიზღნარევი თვალებით დამტოვა.
-რა თქვა?-დათას მივუბრუნდი?
-სკოლაში არ დააგვიანოვო-ჩანთიდან თავი არ ამოუყვია, ისე მითხრა.
-ეი,მე რა მითხრა-მასთან მივედი და მხარზე ხელი ვკარი-მე მიყურე, როდესაც გესაუბრები-კატეგორიულად მოვთხხოვე.
-მელისა,გთხოვ! ერთი დღე,მხოლოდ,ერთი დედამო@ული დღე ხო შეიძლება,რომ არ იწიკვინო?
-რა საღამოს სკოლა თქვე საერთოდ სრულჭკუაზე ხართ? ღმერთო! რატომ გთხოვ,მითხარი რატომ მარგუნე ასეთი დეგნერატი ქმარი?.
-რა გინდა მელისა,მე რა გავაკეთო?-ჩემს დამშვიდებას შეეცადა და მოფერება დამიწყო.
-შემეშვი! კაცი ხო ხარ,თუ მხოლოდ ჩემი მოტაცებისდროს იყავი მაგარი ბიჭი? ადექი და უთხარი დედაშენს, რომ მეც იმ სკოლაში ვივლი სადაც შენ!-თავი ვეღარ შევიკავე და საშუალება მივეცი ცრემლებს ჩემს თვალებიდან განთავისუფლებულიყო და ედინა.-რას გიხსნი საერთოდ.-ტანისამოსი საწოლზე მოვისროლე,სავარძელზე დავჯექი თავი ჩავხარე, ტირილი დავიწყე. დაახლოებით თხუთმეტი წამი გადიდამოდიოდა ოთახში.ბოლოს,ჩემთან მოვიდა დაიმუხლა შუბლი შუბლზე მომადო მისი ხელი კი თავზე ფრთხილად გადამისვა.
-გთხოვ-მხოლოდ ეს მითხრა. იმის მიუხედავად,რომ ვერ ვიტანდი და არანაირი კავშირი არ მინდოდა მასთან მქონოდა,მაიინც ვიგრძენი, როგორ განიცდიდა ჩემს ამ დგომარეობას და გული უფრო ამიჩუყდა.-ჩემო ლამაზო-თავი ამაწევია და ცრემლები შემიშრალა-ვეღარ ვუძლებ უკვე შენს ზურმუხტისფერ თვალებზე ცრემლების დანახვას. ვიცი,რომ გიჭირს და გტკივა. მეც ძალიან ცუდად ვარ, როდესაც ვიაზრებ,რომ ჩემსგამო ხარ ასე. ახლა რასაც ვიაზრებ ადრე, რომ ეს ყველაფერი გამეთვალისწინებია ასე არ მოხდებოდა,მაგრამ შენ თუ არ დამეხმარე მარტო მე ვერ შევძლებ. გთხოვ,მკლავ შენი ცრემლებით,შენ რა გგონია გული არ მაქვს ყოველდღე, რომ შენს ტირილსა და გლოვას მაყურებინებ,ეს გული-ხელი მის გულზე მიმადებინა-მხოლოდ შენი სივარულისთვის ძგერს,ხომ გახოსვს იქ..რა გითხარ?-მისი თითვეული სიტყვები გულიდან წამოსული იყო-ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას ჩემი ქმედებიდან გამომდინარე მიხვდებითქო-თავი დავუქნიე იმის ნიშნად,რომ მახსოვდა. - და ასე არ ვიქცევი? ვითმენ, გიცდი და გელოდები, როდის გადახარშავ ამ ყველაფერს. ახლა კი ადექი,გაემზადე და სკოლაში წავიდეთ.
დღემდე ამ სიტყვებს, რომ ვიხსენებ გული კვლავინდებურად მიძგერს. მივხვდი,რიმ ისიც სხვა იყო, როგორც მე. უბრალოდ, არ აჩენდა საკუთარ თავს და მალავდა იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებში. მეორე სიამოვნება იყო, როდესაც დედამის გამოუცხადა ჩემი მეუღლე ჩემთანერთად ივლის სკოლაშიო. ამაყად გავყევი გერძე და მანქანაში ჩავჯექი. კონსტატინემ მანამ სანამ სამსახურში წავალ თქვენ დაგტოვებთო.
სკოლაში ცოტა გაკვირვებული მიყურებდნენ, რადგან გავბედე და გათხოვილმა აქ მოვედი,თუმცა დათას გამო ხმასა ვერ იღებდნენ. გაკვეთილების შემდეგ, დათას ვუთხარი დედაჩემთან მინდა გავიდე–მეთქი. იმის მიუხედავად ბოლოს, რაც ჩვენს შორის მოხდა მაინც მინდოდა მისი ნახვა,თანაც მამაჩემი სამსახურში იქნებოდა და ნაკლეი ნერვების შლით დავბრუნდებოდი სახლში. მშობლიურ სახლში მიმიყვანა დედაჩემს და ბებიაჩემს მიესალმა და ბოდიშისმოხდით დაგვტოვა. ჩემებმა, რომ გაიგეს სკოლაში ვიყავი დედას თავიდან გაუხარდა, მაგრამ შემდეგ ‘ხალხი რასიტყვის” გაახსენდა და სახეც შეცვალა. ბებიაჩემმა კი თავიდანვე დამიწყო ლექციის კითხვა, იმის თაობაზე, რომ გათხხოვილ ქალს არ შეუძლია იაროს სკოლაში ასე საქვეყნოდ და ეს დიდი სირცხვილი იყო.
-გეყოს,ჩემი არჩევანი არ ყოფილა დათას ცოლობა,ამიტომ ნუ მომთხვ პასუხს იმაზე, რაც უჩემოდ გადაწყდა-ლექციის მოსმენით დაღლილმა შეევაწყვეტინე ბებიაჩემს.
-ლიზა,ხედავ როგორ ტლიკინებს, ასე იქნება ოჯახშიდაც მოგვჭრის თავს
-თუ თქვენსავით დამიწყებს სისულელეებით ტვინის გამოჭედვას უარესაც ვეტყვი.
-ხო,არ გააჩერო ენა გამოგაგდებენ სახლიდან და მერე რას იზამ ძაან მაინტერესებს-აქოთქოთდა კვლავ ბებიაჩემი.
-დედა,შეეშვი ეს ხომ მელისაა, აქამდე ვერაფერ გავდიოდით და ახლა მითუმეტეს.-დაზავევა სხადა დედაჩემმა.
-თქვენი იმედი მაინც არ მაქვს. ქმარს, რომ გავცილდე პირველი თქვენ მკრავთ ხელს ამაში დავრწმუნდი აღარააა თქმა საჭირო.
-ხო,აბა გაბოზდი და აყევი იმ შტერ ქალებს, მოჭერი მამაშენს თავი. ქმარი შენარგინდა და ოჯახი აქეთ-იქეთ სიარული თუ გინდა იბოზავე და იყავი.
-საერთოდ აქ რატომ მოვედი-ფეხზე წამოვხტი პროტესტის ნიშნად და ჩემს ნივთებს დავწვდი.
-ჭამე, სად მიდიხარ-დედდაჩემი გამომყვა უკან-დათამ მოგაკითხაო, ხომ გითხრა?
-თუ დათას გარეშე დავდიოდი და არ დავკარგულვარ, ახლაც გავაგნებ გზას-უკმეხად ვუთხარი და კარები გავიბრახუნე.
დღეს თუ მკითხავთ,ძალიან მცხვენია ჩემი საქციელის,ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მერე რა რომ ამით ვაპროტესტებდი და არ ვთვლიდი სწორად მათ ქცევასა და საუბარს. ძალიან მცხვენია, ხოლმე, როდესაც ჩემს ქცევებს ვიხსენებ განსაკუთრებით მშობლებთან მიმართებაში.ყველაფრის მიუხედავად ჩემი მშობლები არიან და მათი არჩევანი არ იყო იმ საზოგადოებაში ცხოვრება,რომელშიც დაიბადნენ და სტერეოტიპებით გამოუტენეს თავი. სადარბაზოდან ჩაოსულს სიუპრიზად მერაბი დამხვდა,რომელიც ეზოს ახალგარდობას ესაუბრებოდა. მერაბი ის ბიჭია, რომელმაც ჩემი გული მოიგო და შემიყვარდა. სწორედ მასზე ვეუბნებოდი დათას. ერთი ორჯერ შევხვდით, შემდეგ კი თამაშის გამო სხვა ქალაქში მოუწია წასვლა და დათამაც მომიტაცა.
-მელისა-ჩემმა დაქალმა ნინომ,რომელიც იქვე საუბრობდა, როგორც კი დამინახა მაშინვე ჩემსკენ გამოვარდა. მერაბმაც გამომხედა,გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა.
მეც გაუზრებლად გადავდგი მისკენ ნაბიჯები.
…..
გილოცავთ ახალ 2022 წელს. ედ წელი ყოფილიყოს ერთ-ერთი საუკეთესო თქვებთვის გიბრუნდებით მორიგი თავით????



№1 სტუმარი სტუმარი ფანარი

მეც გილოცავ .
ვაიმეე როგორ ველოდებოდი ახალს თავს.დათო რაღაც საოცრება ადამიანია აქედანვე ჩანს.იმ ჩაბნელებულ 90-იანებში რომ ასე "სწორად" აზროვნებს და მელისას ასე აფასებს ხო საერთოდ საოცრებაა.მეც მინდა ერთი დათი ეეჰჰ.

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ფანარი
მეც გილოცავ .
ვაიმეე როგორ ველოდებოდი ახალს თავს.დათო რაღაც საოცრება ადამიანია აქედანვე ჩანს.იმ ჩაბნელებულ 90-იანებში რომ ასე "სწორად" აზროვნებს და მელისას ასე აფასებს ხო საერთოდ საოცრებაა.მეც მინდა ერთი დათი ეეჰჰ.


''სწორად'' რომ ეაზროვნა არ მოიტაცებდა, დანაშაულის გრძნობა აწუხებს და მიტომ იქცევა კარგად, თუმცა ეგეც საქმეა რომ ხვდება დანაშაულს, ზოგი საერთოდ ვერ მიხვდებოდა blush

 


№3  offline წევრი n-strovet

სტუმარი ფანარი
მეც გილოცავ .
ვაიმეე როგორ ველოდებოდი ახალს თავს.დათო რაღაც საოცრება ადამიანია აქედანვე ჩანს.იმ ჩაბნელებულ 90-იანებში რომ ასე "სწორად" აზროვნებს და მელისას ასე აფასებს ხო საერთოდ საოცრებაა.მეც მინდა ერთი დათი ეეჰჰ.

ყველას აქვს თავისი ნათელი და ბნელი წერტილი. ვფიქრობ,ეგრე არის დათაც. 90-იანებშიც ჰქონდა ბევრს განსხვავებული აზრი,მაგრამ საკუთარ თავსაც უმალავდა.
მადლობა შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes

ლილა ნესი
სტუმარი ფანარი
მეც გილოცავ .
ვაიმეე როგორ ველოდებოდი ახალს თავს.დათო რაღაც საოცრება ადამიანია აქედანვე ჩანს.იმ ჩაბნელებულ 90-იანებში რომ ასე "სწორად" აზროვნებს და მელისას ასე აფასებს ხო საერთოდ საოცრებაა.მეც მინდა ერთი დათი ეეჰჰ.


''სწორად'' რომ ეაზროვნა არ მოიტაცებდა, დანაშაულის გრძნობა აწუხებს და მიტომ იქცევა კარგად, თუმცა ეგეც საქმეა რომ ხვდება დანაშაულს, ზოგი საერთოდ ვერ მიხვდებოდა blush

მართალია,სინდისი ბევრ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს. სინდისი თუ გაქვს უკვე კარგი ადამიანიც ხარ heart_eyes heart_eyes
მადლობა შეფასებისთვის!

 


№4  offline წევრი Life is beautiful

ერთი უცნაური ნატვრა მქონდა ადრე, ახლაც და ალბათ მომავალშიც, რომ სინდისის ქენჯნა არ მქონოდა. თვითონ სინდისი კი არა, არამედ ისეთი დანაშაული არ ჩამედინა, რომ მერე სინდისს შევეწუხებიე. - და ეს ამიხდა. დღემდე მსგავსი არაფერი მომხდარა, მცირე გამონაკლისებს თუ არ გამოვყოფთ უმნიშვნელი. გაივლის დრო და რომ ეშველება ისეთი.
"სინდისიც კაი საქონელია" მართალია. სინდისი ადამიანებს ადამიამად გვაქცევს, ისიც კი არის ნათქვამი. ადამიანი ისეთი პრიმატია, რომელსაც შეუძლია გაწითლდეს.
ამიტომ კარგია დათას მხრიდან ამ შეგრძნების დანახვა. ძალიან კარგი.
წარმატებები და გილიცავთ შობა - ახალ წელს! ♡☆☆☆☆☆☆

 


№5  offline წევრი n-strovet

Life is beautiful
ერთი უცნაური ნატვრა მქონდა ადრე, ახლაც და ალბათ მომავალშიც, რომ სინდისის ქენჯნა არ მქონოდა. თვითონ სინდისი კი არა, არამედ ისეთი დანაშაული არ ჩამედინა, რომ მერე სინდისს შევეწუხებიე. - და ეს ამიხდა. დღემდე მსგავსი არაფერი მომხდარა, მცირე გამონაკლისებს თუ არ გამოვყოფთ უმნიშვნელი. გაივლის დრო და რომ ეშველება ისეთი.
"სინდისიც კაი საქონელია" მართალია. სინდისი ადამიანებს ადამიამად გვაქცევს, ისიც კი არის ნათქვამი. ადამიანი ისეთი პრიმატია, რომელსაც შეუძლია გაწითლდეს.
ამიტომ კარგია დათას მხრიდან ამ შეგრძნების დანახვა. ძალიან კარგი.
წარმატებები და გილიცავთ შობა - ახალ წელს! ♡☆☆☆☆☆☆

მეც გილოცავ,მადლობა შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საინტერესოა მომეწონა ძალიან ძალიან არ მომეწონა ეს ბადეები ქორწინება და თან მშობლები არ ეწინააღმდეგებიან მაგრამ არაუშავს მაინც საინტერესოა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

 


№7  offline წევრი n-strovet

სტუმარი ნესტანი
ძალიან საინტერესოა მომეწონა ძალიან ძალიან არ მომეწონა ეს ბადეები ქორწინება და თან მშობლები არ ეწინააღმდეგებიან მაგრამ არაუშავს მაინც საინტერესოა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

სამწუხაროდ,იმ დროისათვის ეგ ბუნებრივი მოვლენა იყო,შესაბამისად პრობლემას ვერ ხედავდნენ ვერც მშობლები და ვერც საზოგადოება. მადლობა შეფასებისათვის heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent