უკვდავება
-მარიომ? საით ხარ ქალ? -მთიელის ბოხი და ნაცნობი ხმა მოესმა და მშვიდი, აუღელვებელი, მეტად დინჯი ხმოვანებით გააჟღერა. -იქ სადაც ხმაური, ყველაზე მეტად წყნარია. ხმამ შესანიშნავად, მეტიც დაზუსტებით იცოდა მარიომი სადაც იყო, რასაც აკეთებდა და საითკენაც ფიქრობდა, მაგრამ ეს იყო საუბრის დასაწყისიც და მოსვლის მინიშნებაც. -ზღაპრულ პერსონაჟთა შორის ზღაპრულ პრინცესას ვესალმებით -მოწიწებით დაუკრა თავი, თეატრალურად მიიტანა მარჯვენა ხელი გულთან, მარცხენათ კაბის ცალი მხარე ზემოთ ასწია და მუხლი შესამჩნევად ოდნავ ჩატეხა. მარიომი ერთადერთი იყო, ვისთან ყოფნაც განსაკუთრებით უყვარდა. მშვიდ, წყნარ, გულწრფელ გარემოში. აქედან მარიომის სახლისკენ გაშლიდნენ ნაბიჯებს და დილას, ეზოში ჩაით ან შოკოლადით იწყებდნენ. ხან ვაშლის პეროგით და ხან იმერული ხაჭაპურით. მაგიდაზე ყოველთვის პატარა ქოთანი იდგა, ცისფერი კესანეთ. -რას უმზერ მარიომ? მთას რაი დაგრჩა? ან როდის იყავ იქა? -არ ვიყავ მზექალ, არ. -თითქოს შეჰნატრა, თითქოს დაიგულისა და მზერა მაგიდის, ფერად გადასაფარებელზე გადაიტანა, დაჭმუჭნული ჩამოასწორა და მცენარეს შემხმარი ფოთოლი ააცალა. -აი იმისა ძირი, კიდევ ერთხელ უნდა მამცე. ვერ გავახარე კვლავაც. ბალღსა ბაღიდან რომ გამავიყვან, შემოვალ. სახლის წინა ხედზე გაბუჩქული ჰორტენზიები გაწოლილიყვნენ, ჯერ ვარდისფერი, მერე ცისფერი, მერე ისევ ცისფერი, ზედ ვარდისფერი. ცალ მხარეს სადღაც 5 ძირი იქნებოდა, მეორესა კიდევ 4. -რას ჩადი ბალღო?! -ჭიქას ხელი გადააფარა და ზედვე კინაღამ მიიწვა. -მე აქა მთელი დღის გასატარებლად კი არა ჩამოვსულვარ. სალამი გითხარ და მივდივარ. საქონელს ბალახი უნდა მოვუგროვო. მარიომმა ცხელი წყალი ძირს დადგა და მზექალას ვითომ გამწყრალ ხმაურზე გაეცინა. -საღამოს მოი ქალ! გამოაჯავრა და უკან მობრუნებულზე ხის ჭიშკარს, საკეტი გადმოაცვა. მაგიდა მილაგებულზე, სახლის გვერდზე თაროდან პატარა ნიჩაბი, ხელთათმანები, დანა და სათლი გადმოალაგა და მეზობლისგან გადმონაზიდ ნაკელს ჩიჩქნა დაუწყო. ბუნებრივი სასუქი მიწას შეურია და ძალიან პატარა ქოთნებში გამზადება დაიწყო. წინა ღამით დასვენებული ბალბის ტოტებს ღიმილით ჩამოურბინა, თითოეული ქოთანში გადაანაწილა, საგულდაგულოდ მორწყა და იქვე, ხის ყუთებით მიდგა. უკვე დაფესვიანებულებს, წყალი დაალევინა, კოკრებს მიუალერსა დაუყვავა და გულდამშვიდებულმა ყვითელი ბოტებიც, იმავ თაროს ქვეშ დააწყო საიდანაც სასხლავი მაკრატელი აიღო. ახლა ჭაჭყატის, (დეკორატიული ბზა) გასხვლის დროც და სეზონიც დამდგარიყო. დახუნძლული ტოტების სიყვარული უფლებას არ აძლევდა, ძლიერად შემოესხლა, აქა-იქ მიფათურებით საბოლოოდ 100-მდე ტოტი მორჩებოდა ხოლმე და შემოსაზღვრულ ადგილს, სახლის გვერდზე ჩარგავდა. მომავალ გაზაფხულს ქოთნებში ან ლუდის ჭიქებში გადარგა. ხვალ უკვე შარშანდელები უნდა გადმოერგო. დიდი დროის წაღების გამო, უკვე საღამოს 4 საათი შესრულებულიყო. ყველა ნივთი თავის ადგილას დააბრუნა. ხელს ჰორტენზიას სამი ნერგი, ბალბის ვარდისფერი და თეთრი ძირებიც გამოაყოლა და აივნის შესასვლელში, მოაჯირზე დადგა. დღის გეგმაც ნახევრამდე შესრულებული ჰქონდა, რომ გადაწყვიტა ეკლესიაში წასულიყო. ..... -მარიომ ბალღო. ამისთანა ფიქრი გამჩენია გულში და სათქმელი მინდა გითხრა. -ასეთი ფრთხილი არასდროს და არავისთან ყოფილა მზექალა. წინ თითქოს შუშა ედგა და ეს იყო უკანასკნელი ამ ქვეყნად რისთვისაც უნდა მიეხედა, რასაც უნდა გაფრთხილებოდა. -ჰო -მისცა მარიომმა ნებართვა და გულმა რეჩხი უყო მაინც, რას განაზებულა და დამტკბარაო. -აი, გუშინღამ შენსა ქალაქელი სტუმარი რომ გყავდა. იმისა ლაპარაკი არ მომხვდა გულსა. -მაინც რომელი- უთხრა შეპარვით. -გიჟი რომ გიწოდა იმ შეჩვენებულმა. ისემა გამოგიყვანა, ვითომა სამკურნალო იყო. მანა არ იცის ყველაზე ფხიზელი რომა ხარ ამ ქვეყნად. -ალბათ არ იცის -ჩაეღიმა მარიომს და თავისავე ნათქვამზე სიმწრის ოფლმა დაასხა. განა იცის მზექალამ?! ამ სიტყვებმა მთელი ღამე ტირილში რომ გაატარებინა ბალღს. ანდა წინა წელსა ნათქვამი "ვითომ ჭკვიანი იყო, თავი ნუ მოგაქვს განათლებულადო" უტეხად რომ შეხარბა. არა და მხოლოდ რაღაცის დასადასტურებლად, კითხვის სათქმელად წამოიწყო მაშინ საუბარი. -მომისმინე აქა! ბალღო. -შენა ისეთი გული გაქვს, 100 მაგისთანა გიჟი, წარმოსახვის უუნარო ვერ გაჯობებს. აი ამოდენა -ცერა და საჩვენებელი თითით მილიმეტრები მოუზომა - გული რომ გაქვს, და ამხელა -ორივ ხელი საპირისპირო მხარედ წაიღო -ამბები ეტევა მანდა, დიდხანსა ვერ გაუძლებს. მაგასა კიდევ დანახვა უნდა. მე გიჟი კი არა ვარ, ყოველ დილას შენსა რომ ვიწყებ. შენს თვალებში, შენივე გულწრფელობით უნდა იწყებოდეს მზე. მარიომი უთქმელ სიტყვებს კბილებს შორის აკავებდა და ნიკაპი ისე უკანკალებდა... ისე ნერვიულობდა... ისე არ აჯეროდა ამ სიტყვების... იმდენად მიაჩვიეს სიჩუმეს... ისე აუკრძალეს ოცნებები... -მადლობა ქალავ ასეთად ყოფნისთვის. აქამდე მოხველ და შეცდომას ნუღ წაკრავ ე მაგ მადლიან ფეხს. ამ სიფაქიზეს, ნაზ სულ ნუ წააგდებინებ იმათა ვისაც არ ძალუძსა შეურაცხმყოფელ აზრებს გაექცნენ. მარიომ, შენა გაფრთხილება გჭირდება, რადგან შენისთვისა ისეთივე მარტივია გულის ტკენა, როგორცა მინის დამსხვრევა, ბაბუაწვერას დაშლა. შენი გრძნობებითა, განცდებით ხარ ისა ვინცა ხარ და არასდროს მოგინდეს გასწირო ვინმეს ურთიერთობისთვის ეს ყოველივე. საით მიხვალ? -დაყვავებული ხმა სადღაც გაუქრა, სახლის ზღურბლზე შეაჩერა მარიომი. -წყალი ადუღდა. ჩაის დავასხამ. -ჩიტივით აუფრთხიალდა პატარა გული. ნეტამც მზექალმა იცოდეს, ჩაისთვის მიიპარებოდა თუ ცრემელბის მოსაწმენდად, ცივი წყლის დასალევად თუ მთების დასაძახებლად, ბოლო, უკანასკნელ ხმაზე. -გამომყევ აქა! არ მინდა ჩაი. - ჭიშკართან მიიყვანა. რატომ ჯდებ ხოლმე იმ ხიდთან ქვებზე, მდინარის პირს, და რატომ ზედვე ხიდზე არ გადაივლი? უცებ, შეცბუნებულმა, სწრაფად გახედა მზექალს და თვალებში მანიაკივით ჩააცქერდა. სადღაც 4 სანტიმეტრით ნაკლები იყო მზექალა მასზედ. ჩემს აზრებს კითხულობს ეს შეჩვენებულიო, გადაურბინა თვალებში. -თავი დამანებე, ღვთის მადლმა. -ახლა თავს განებენ. სად წამიხვ. ე მაგ აზრებს სადმე რომ გამოექეცი, ეგ ადგილია აქა, იმიტომ ჩამოხველ და გინდა აქაც აჭმევინო ეგ ლამაზ თავ? შენა მომხედე? ცხოვრება იმ სიამოვნებას ჰქმნის, რომლის წარმოდგენა შენ, მხოლოდ შეგიძლია და შენს მნიშვნელოვან მომენტებს უნდა განიცდიდე. -არსებობენ ადამიანები, ვისაც უნახავს თუ როგორ ვტირი, როგორ განვიცდი და ახლაც ჩემთან არიან, ისინიც არსებობენ ვინც აღარ არიან. ისეთებიც არსებობენ ვის გამოც მიტირია, არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ ბევრჯერ. -ყველამ თავისი წილი, ბედნიერება თუ უბედურება უნდა განიცადოს ცხოვრებაში. სწორად შეარჩიეთ ადამიანები და სანამ დაიახლოვებ ბევრ რამეში გამოსცადეთ, ჭირშიც და ლხინშიც. -დამიჯერე, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა დაკარგვასაც არასდროს დავუშვებ, მცდელობების მიუხედავად. -აი ის ჰორტენზიები და ბალბები რომ გაამზადა ხის კალათით ხელებში გადაულოცა და ღიმილით და მადლიერებით გააცილა ხის ჭიშკარს. მისაღებ ოთახში, საყვავილეს თავზე გრძელი სარკე ჰკიდიაა, ხელნაკეთი. კვირიდან კვირამდე არ ჩაიხედავდა ხოლმე. დღეს წინ დაუდგა, მაგრამ რატომღაც თვალს არიდებდა მისდაუნებურად თუ მისდანებურად. მერე დარცხვენილმა თვალებს გაუსწორა მზერა, წარბი შეუკრთა, ცხვირის ნესტოები დაებერა. -გომბიო. აუტანელო. -გამოსცრა კბილებს შორის და შეკრთა, აქაო და მზევინარს ხომ შევყრი ჯავრსო. ......... შარვალზე ჩექმები ამოიცვა, კალათში 1 ბოთლი წყალი, ტილო, ცოცხლი, ჭაჭყატის, ჰორტენზიის ნერგები ჩადო და ღიმილით იმ მთას აუყვა, გუშინ დილას მზექალამ რომ ძალით გამოიყვანა ფიქრებიდან. კიბეები ქოშინით დაამთავრა. ძალზედ დაღლილი ქვის სკამზე ჩამოჯდა, კალათაც იქვე დაიდგა და ეკლესიის კარები გააღო. ხატებს ემთხვია, სანთლები დაანთო და დაგვა დაიწყო. ამასობაში მობარულ ადგილს ჩრდილი შეჰყროდა. ხელთათმანები გაიკეთა, წვრილი დანით ადგილი გაჩიჩქნა და მცენარეები დარგო. წელმა ტკივილი რომ შეახსენა, ცალ მუხლზე დადგა. ღიღინით გართულმა ვერ შენიშნა თავს როგორ წამოადგა გიგა და ალლლლუდა, ზუსტად სსხელივით გაიარა მარიომის გულში და იქვე დენივითაც გაჰკრა. გიგას დროებით წასვლა მოუწია. ალუდა ქვის სკამზე, ზურგით ეკლესიისკე ჩამოჯდა, სადაც კალათა იდო და გვერდით გასწია. ერთმანეთზე ჩაკიდებული ხელები ფეხებზე დაილაგა და სივრცეს იქამდე გასცქერა სანამ მზერა შესძლებდა ჭვრეტას. ფიქრებისგან შუბლი დაეძარღვა და მერე ერატიანად მოეშა, გაეღიმა, თავი ჩაქინდრა და მარცხნიდან ასე მალულად შეაპარა მზერა. -კარგი იდეაა. -მოგწონთ? -ხელის ზურგით გადაიწია წინ ჩამოყრილი თმა და მოჭუტული თვალებით, მზის სხივს რომ მზერას ვერ უსწორებდა თავი ჩაქინდრა. -მარიომ - პიროვნების დასაზუსტებლად უფრო წამოიწყო, ვიდრე ყურადღების მისაქცევად და გაეღიმა. ყურზე თმა გადაიწია. მისვლა ძალიან მოუნდა, მაგრამ ჯენტლმენობა არ აძლევდა უფლებას სიმყუდროვე დაერღვია. ჯერ ხელებზე უყურებდა, ცალზე ხელთათმანი რომ წაეძრო და ასე ეჩიჩქნებოდა მიწას. ერთი ორჯერ ამოიხვნეშა. მზემ ლოყები აუწითლა, ამის შემხედვარეს ისევ გაეღიმა ალუდას. თვალების სიმწვანე მზეზე მეტად კაშკაშებდა, ხელთათამნიანი ხელით ისე გადაიწია შუბლზე დაყრილი თმა, ტალახის კვალი საფეთქელთან შეახმა. მარიომ-ს გულზედ შეჰყროდა დაღლილობა, მაგრამ ვერ გამართა ფეხი, გვერდით მისჯდომოდა ჯენტლმენ ვაჟს. ეს უკანასკნელი გვერდით ჩაუცუცქდა, ღიმილით დასვენება შესთავაზა. როგორც კი დაჯდა მარიომი, მის საქმეს შეუდგა ალუდაც. ძლიერი და უპრობლემო ჭაჭყატების დაბინავება ძალიან მარტივი იყო. -როგორ ხარ? -გვერდით მიუჯდა. -კაარგად. -მარტივი, მეტაფორული და უპრობლემო პასუხი, რომელიც არანაირ კითხვას არ იწვევს. კარგად, ანუ მშვენივრად, გადასარევად. -აღარ ჩანხარ. -ჰო, ვეღარ ვახერხებ. ჯერ არ არიან მზად ყვავილები, გარეთ გასასვლელად. -ყვავილებს ყიდი? გაეღიმა -სიცოცხლეს ვაძლევ ახალ, პატარა ტოტებს, შემდეგ მოსიყვარულე მომვლელს ვაბარებ. -უცებ აჩქარდა. -ჩემი წასვლის დროა. დახმარების შეთავაზება ამაო აღმოჩნდა. ეკლესიის გასაღები ალუდას დაუტოვა რომელიც გიგას გადასცემდა, გიგა რომელიმე ახლოს მცხოვრებთან დატოვებდა. -კიდევ მოხვალ? -დამაიმედებლად გადასძახა, უკვე ქვემოთ ჩასულს.-ბაზარში. -მოვალ, მომავალ კვირას. ............................ -ბაზრობას ამ წვიმას, რაი გინდა ბალღო? -ბალბები მზად არიან უკვე მზექალავ. "ალუდამ" გულში გაკენწლა. წინა ღამის საუბარი სარკესთან გადავიწყნოდა. "რატომ იკითხა, ვიქნებოდი თუ არა? ალბათ უბრალოდ საუბრის გასაგრძელებლად, უხერხულობის გასაყრად. მაგრამ ხომ წასული ვიყავი უკვე? -სარკეს ისევ მძიმედ დააცქერდა. ისევ გამაღიზიანებლად შებღვირა სახეს, საცოდავოვო". -ფიქრმა საით წაგიღო? რამდენჯერ გკითხე ჩაი თუ გინდა? გაცივდა ქალავ. რა გაფიქრებს. ლამაზ კაცს შეგრთავ. ქათმებს გაგიჩენ. -გადაიკისკისა. წვიმა ცრას არ წყვეტდა -დღეს მდინარის პირს არ ვყოფილვარ. -ჩაის მოურია. ეს ხმა უყვარდა. ზოგადად ყველაფრის ხმა უყვარდა. ნაბიჯების, სუნთქვის.... ღობეს თეთრი მარშუტკაც მოადგა. ქურთუკში ჩამალვოდა ყელი, ჩქარი ნაბიჯებით ჭიშკარს დაეწაფა, აივანში შედგა და ნაწვიმარი თმებიდან წყალი ჩამოიფერთხა. -გამარჯობას გიძღვნით, ქალბატონებო. წადიო, თვალებით ანიშნა მზექალამ და ყვითელი საწვიმარი ჩამოუხსნა აივნის საკიდიდან. ........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.