უკვდავება (2)
მოგეხსენებათ იურისტს საქმე თავზე საყრელად აქვს. ალუდაც მეტად შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მცველად ჩადგომოდა სოფელს და თუ რამ წუხილი, ჩივილი, სიკეთე, მხიარულება, დღესასწაული იქნებოდა ერთხმად პირს ეკრათ, ალუდა სოფლელებს. -ეჰეეი ალუდ! ქალაქიდან რაი ამბები მოუტანე, ბებერ სოფლელებს? -შესძახა კარტოფილის გამყიდველმა, ჩია მოხუცმა, სიგარეტისგან თეთრი ულვაშები რომ გაყვითლებოდა და საჩვენებელი და შუა თითის ფრჩხილები შეყავისფერებოდა, თავიდან ქუდი მოიხადა თეატრალურად, პატივისცემის ნიშნად. -ასე ნუ იქცევით ბატონო. -გაუწყრებოდა ხოლმე და იმავ ქუდს თავზე დაახურავდა. -დააცად შენ კაცო! იქნებ რისი თქმა უნდა და შენა კიდევ, პირში აჩრი ამოდენა გამოუყენებელ სიტყვებს. ალუდა, ყვავილების დახლისკენ გაქცეული მზერის უკან დაბრუნებას ჭკვიანურად ახერხებდა, რომლის მიღმა ნაცნობი პეიზაჟი ეხატებოდა. მშვიდად ისმენდა დახლთებთან მდგომის პრობლემებს და ყოველთვის, მუდამ ახერხებდა მათ გაოცებას. ამის მისაღწევად, ზედმეტად, ძალზედ რთული გზის გავლა მოუწია, მაგრამ ამას შემდეგზე ვიტყვი, მერე იყოს. ქალაქური ამბებით სასიამოვნოდ გაკვირვებული და გახარებული დაბრუნდა. საგაზაფხულო ბაზრის მხიარულებას და ფუსფუსს წვიმა ვერას აკლებდა. გადახურული დახლებიდან წინწკლებად ეცემოდნენ წვიმის წვეთები და იმის მიუხედავად, რომ წვიმაც, მზეც, თოვლიც ერთნაირად უყვარდა მარიომს, ახლა ძალიან სციოდა, აბუზული იდგა დახლთან და კანკალებდა. გასაყიდი აღარაფერი დარჩა, პატარა უჯრაც მიხურა და მომავალ დღეებში სხვისთვის გამოსაყენებელი დახლი მზად გახადა. კიდევ ერთხელ გახედა "ღვინის სახლს", ზოგჯერ რომ დაჭერილი მზერა ამორცხვებდა და თავს ახრევინებდა, ცარიელი იყო და საწვიმარის ქუდი თავზე გადმოიცვა. ხუთს აკლდა 5 წუთი. სწრაფად ავტობუსის გაჩერებაზე გაემართა. -ვიმედოვნებ ამინდმა დღე არ გაგიფუჭა. -გვერდით ამოუდგა, ლურჯი ჰუდის ჯიბეში ხელები დაეკრიფა და მაცდურ ღიმილს სახედან არ იშორებდა. თუმცა ამას გამიზნულად არ აკეთებდა. რაც ალუდას უკავშირდებოდა, ყველაფერი გულწრფელი და ნამდვილი იყო. სწორედ ამას აქცევდა ყურადღებას მარიომიც და არა მის მომაჯადოვებელ ღიმილს და აბრეშუმივით თმას, რომლისგანაც წვიმა წვეთავდა. -ნოყიერად -აუციმციმდა თვალები. -გაგაცილებ. -ფეხით წავიდეთ -თავით გზისკენ ანიშნა და ალუდაც უთქმელად გაუყვა გზას. რაც მეტად ხშირად იღიმოდა ალუდა, მეტად აუციმციმდებოდა თვალები მარიომს. რაც მეტად ინტერესდებოდა ქალით, მეტად უღაჟღაჟებდა მორიდებულად ლოყები. მიუხედავად იმისა რომ წვიმა არც იკლებდა და არც იმატებდა დინჯად განაგრძობდნენ გზას. შუბლთან ბუსუსები, სისველისგან ახუჭუჭდნენ მარიომის სახეზე, სხვა ყველგან საწვიმარი იცავდა. ალუდას კიდევ ჰუდის, ქუდი. ფეხებში კიდევ ალბათ წყალი გადი-გამოდიოდა. შავი კედები ეცვა, წვიმას მოუმზადებელი, მარტის სიჭინჭ....მ მოატყუა დილით. ამას მარიომიც ხვდებოდა და უხერხულად იშმუშნებოდა. უნდოდა საწვიმარი გაეხადა მისთვის მოეფარებინა, მაგრამ იგი კაცის ფიქრებს და კეთილგანწყობას დააკნინებდა, და რაიცით ზოგიერთ მათგანს შეურაცხყოფადაც კი მიეღო. ძალიან სიცხეაო ლამის ესეც კი წამოცდა, მაგრამ არაბუნებრივი იქნებოდა და შეეშვა. ალუდა ქალაქიდან მოტანილი ამბის მოყოლას იწყებდა, სიტყვა გააწყვეტინა და შეთავაზება გაუკეთა. -ეს ძალიან უხერხულია, წვიმასთან. ეწყინება კიდეც. წარმოიდგინე .... ალუდას გაეცინა. -რამდენი გზა აქვს გასავლელი. ჯერ ზღვებიდან, მდინარეებიდან და ოკეანეებიდან წყალი უნდა აორთქლდეს, მსუბუქი ორთქლისგან კი წარმოიშვას ღრუბელი -ხელებით უფრო მეტს ლაპარაკობდა, ალუდა კიდევ შეპარული ღიმილით უგდებდა ყურს. -ღრუბელი რომელიც წვიმის წვეთებისგან შედგება, იგივე, წვიმის სახით გვიბრუნდება. ამდენი წვალების, პროცესის გავლის შემდეგ... -ეს ყველაფერი იმისთვის რომ საწვიმარი გაგეხადა და ჩემთვის მოგეცა? -ღიმილს არ იშორებდა სახეზე -და ამით მეც ხომ ვაწყენინებ. -შენგან აღარ ეწყინება, -იმიტომ რომ შენი წილი წვიმა, მთლიანად დაგეთხლიშა თავზეო და საწვიმარი, განაზულად გაუწოდა. ალუდას ხმამაღლა გაეცინა. ამაო იყო, ბრძოლა საწვიმარზე. ...... მდინარიდან ამოსვლა მზექალას მოსვლამდე მოასწრო. ეზოს მაგიდას ყვავილებიანი გადასაფარებელი გადააფარა, რომელშიც წითელი განსაკუთრებულად ჭარბობდა. კესანეს ღიღინით მიუალერსა, ღობის გადაღმა კიდევ ერთხელ გაიხედა. გულს იმდენი რაღაც უხალისებდა. მზიანი დილა, ახალი ამბავი რომელსაც ერთი სული ჰქონდა მზექალას როდის მოუყვებოდა, ამიტომ მოტყდა კისერი გზისკენ ნამზერი. -რას ჩქარობ ჩემო მარიომ? ვეღარ დამიხვდე მდინარსა? შენს გულსა რაღაცა შფოთავს და ვერ იწყნარებ პირკავსა?! საკეტი გადააძრო მზექალამ ჭიშკარს და ამაღელვებელ, პოეტურ განწყობაზე შეჰკისკისა მარიომს. -შენ კიდევ ყვავილებს ჩასჩერებიხარ ბალღო? მოდი აქა, ვგრძნობ რაღაც ისეთი უნდა თქვა, ქვას გაადინო წვენი. აი ამ კილოზე ზედმეტად შეყვარებული იყო მარიომი. -დაჯექი მზექალ -აივანში შევიდა. თხლად გაცვია, შეგამცივნებდა. პირველ ჯერზე დაფით რვა ნაჭრად დაჭრილი, იმერული ხაჭაპური გამოიტანა, რასაც ხელს, პლედი გამოაყოლა. ჭიქებში ცხელი წყალი ჩამოასხა, მზექალას 2 კოვზი შაქრით და ლიმონით მიართვა. თავად მხოლოდ ჩაის ფერიც ჰყოფნიდა. დესერტად ატმის ნამცხარი დადგა და გემრიელად მიუჯდა მაგიდას. -რა სჯობს დილას, აქაურ ჰაერს. -ხარბად შეისუნთქა და ჩქარ, ხმაურიან მდინარეს თვალი ჩააყოლა. ნისლი ახალი გადასული იყო ხიდის თავიდან, მაგრამ უსიამოვნოდ დაუარა მაინც ტანში. პირველად არ მოეწონა აქაური ნისლი ხიდის თავზე. მარიომს ერთი, "ჰა ახლა, იტყვი რა ხდება" წაჯიკავება უნდოდა და ემოციებმაც გზა ნახეს. ორი თვის წინ ამბავს მიუბრუნდა. აუხდენელ ოცნებაზე რომ უყვებოდა მზექალას. საკუთარ ეზოში ყვავილების კაფეს რომ ელიცლიცებოდა ოცნებებში. განცხადებით მიუმართავს მერიისთვის. იმ დღეს, გუშინდელზე ვამბობ, კაპარჩხალა, გაწუწული რომ მიბედნიერობდა სახლისკენ, მაშინ მოუყვა ალუდამ, მერიისგან თანხმობის თაობაზე. იმ წამს, აღარ ახსოვდა, ალუდას დაემშვიდობა თუ სირბილით გაიქცა სახლში გახარებული. მერე საწვიმარი რომ ვერ იპოვა, სარკეს ჩაუდგა კვალში და ლამის გაუღიმა კიდეც. მაშინ მოაგონდა, ალბათ ალუდას გავატანე უკან გზადო. -ცოდნა გაქვს, რომ სხვებისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდები? -განსხვავებულად ყოფნა ძალიან ცუდი არის. -ეგ ვინღა ჩაგაგონა? ქალაქელებმა? -წაიუხეშა მისავ კილოზე. -სინამდვილეში რა ხდება, ცხოვრება ემოციების გარეშე? ზაფხულში გაბადრული სახით რომ ოცნებობ თოვლი როდის მოვა, იმის მიუხედავად რომ ათასობის ყვავილი შეიძლება გაგეყინოს და მაინც პატარა ბავშვივით ელოდები, ეგ განსხვავებულება არის მომაკვდინებელი? მუდამ განსხვავებული ადამიანების ძიებაში, გიპოვნე შენ და ამის გაქრობას ცდილობ! მუდმივი იმედგაცრუების შემდეგ, ვირწმუნებოდი რომ სადღაც არსებობდი. შენი მარადიულობა, განწირული გულწრფელობასავით არის და სანამ იქნები როგორიც ხარ, ერთი განსაკუთრებული და განსხვავებული თუნდაც ამ სოფელში, თუნდაც შენს ქალაქად, განწირულ გრძნობასავით იქნები ადამიანებში. ანუ იმედის ნაპერწკლად გაივლი გულწრფელობაში. წიგნი მანამ იქნება გადაშლილი, სანამ მკითხველი ჰყავს. ტკივილების ატანა გისწავლია ბალღო. -ვინ ხარ ასეთი ადამიანო! ჩემს გულში რომ ამოხვედი და სამუდამოდ მოიკიდე ფეხი. -შენთან, თავად ღმერთმა გამომგზავნა. -ანუ ანგელოზები ასეთები არიან. მზექალამ კიდევ ერთი ჭიქა დაისხა და ქვემოდან მაცდურად გამოხედა. კიდევ ერთს ავიღებო, მხრების მოძრაობით და უკვე ჩაკბეჩით ამცნო ხაჭაპურზე. -დაილოცოს შენი ხელები. მას შემდეგ ხმა არ გაუღიათ. მაგრამ დესერტზე გადასვლამ და ენდორფინების მოზღვავებამ ალუდას სახელი გააჟღერა. მზექალამ მტკიცედ იკითხა. აქამდე აცადა როდის დაიწყებდა, მაგრამ არა და არ ახსენა. მე შენ გაგხსნი თავისუფალს საუბარშიო დაექადნა მარიომს და ატმის ნამცხვარს, კრემი ამოჭამა. აჰა, ახლა! რას მალოდინებ. -მაშინ წვიმდა და მის გვერდით არყოფნა სეტყვასავით მაწვიმდა თავზე. -მშვიდად წამოიწყო, მაგრამ არა ისე, რომ ეფიქრა მას ელაპარაკებოდა. უფრო ღრმად ან უფრო მაღლა აგზავნიდა სიტყვებს. მაგრამ მაინც მადლობისმაგვრად დაუხარა თავი მარცხნივ და თვალებდახუჭულს გაეღიმა. -არ არსებობიდან დასაბამამდე ველოდებოდი და ერთხელაც, გმირულ ისარივით ჩაიქროლა ბეწვის ხიდზე, მასა და ადამიანებს შორის. ზუსტადაც რომ არ აღვწერო, მარტივი მისახვედრი არის და ისედაც არ მოსწონს ადამიანებს, თვალში რომ "ეჩხირება". ადამიანებს ზოგადად მართალნი არ უყვართ და ამ უკანასკნელის ჩასაქრობად, მომარაგებულნი დგანან წყლის წვეთითაც კი, ყველანაირი ხერხით და გამართლებით, მაგრამ ვაი რომ ვერ მართლდებიან. მის თვალებს მიღმა ასხლეტილი სევდა და სიმშვენიერე, თრგუნავს ადამიანებს და აპატარავებთ თავიანთი უარსებობა - არსებობის სამყოფელში. -ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, მზექალას ელაპარაკებოდა თუ მის მიღმა კიდევ სხვა ვიღაცას ან რაღაცას საერთოდ. მარიომს ზოგადად მარტივად გამოსდიოდა მაღალფარდოვნად, გაორებული ლაპარაკი. მაგრამ მანვე იცოდა მხოლოდ, მსმენელი ავტორადაც ექცია და გმირადაც. -მისი ადამიანობით, ადამიანები ამპარტავნების სამყოფელს გადააბიჯებდნენ და საკუთარი უარესობის ფონზე ვეღარ შემოწვდებოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.