შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი (თავი 17)


12-01-2022, 21:40
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 844

გარეთ გამოსულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სხეულში დავლილ ბრაზსა და იმედგაცრუებასმოძრაობის საშუალება აღარ მისცა. მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა და ის იყო უნდაჩამჯდარიყო, მაჯაზე მძიმე ხელი რომ შეეხო და მალევე მოშორდა. თავიდან დაიბნა. თავიგვერდით გაატრიალა და აკა, რომ დაინახა, დაიძაბა. დღეს ნამდვილად არ გეგმავდა აკასნახვას და მითუმეტეს მთვრალის.
-გელოვანი-ფეხზე ძლივს იდგა. პერანგის ღილები ნახევრად ჰქონდა შეკრული.
-აკა-ეცადა, მშვიდი ყოფილიყო. საერთოდ არ ხიბლავდა ქალის გამო მუშტების ქნევა და უაზრომუქარები. ისედაც გააზრებული ჰქონდა, რომ ყველა უჯრედით სესილი მას ეკუთვნოდა დაარავისთან ახსნას არ აპირებდა. არც აკასთვის აპირებდა რამის თქმას. თუმცა ამყველაფერზეც საზღვარი ჰქონდა დაწესებული სანდრიკას. მანამდე იყო მშვიდი, სანამსაყვარელ ქალს ოდნავ მაინც შეულახავდა ვინმე კომფორტის ზონას. სესილია, რომშეწუხებულიყო ამას არავის აპატიებდა და მეტიც, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცავდაორჯონიკიძეს.
-ალბათ გაიგე, რომ ცოლს დავშორდი-მანქანის კარს იყო დაყრდნობილი და მზერადაბინდული უყურებდა სანდროს.
-გავიგე.-აქამდე მეგობრად თვლიდა და შესაბამისად, იცოდა კიდეც მისი ამბები.
-მიზეზიც იცი ხომ?
-ვიცი-მართალია დაშორების ამბის გაგებისას მიზეზი არ იცოდა, მაგრამ ახლა ორი აზრი არიყო, რომ ორჯონიკიძე იყო მიზეზი.
-დაშორებას არ განიხილავ?-თვალებში უყურებდა .
-არასდროს, აკა!-თავი ოდნავ გადასწია. თვალები დააწვრილა და ისე შეხედა კაცს. იცოდა ესმზერა აკამ.
-არ დაგითმობ სესილიას სანდრიკ!-მანქანის კარიდან ხელი აიღო.
-არც გთხოვ! იმის დათმობას ვერ შეძლებ, რაც შენ არ გეკუთვნის! დააგვიანე აკა ბატონო დაახლა არც კი გაბედო, სესილია შეაწუხო! მერე დავივიწყებ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარდა ყველფერს გადავაბიჯებ, დაიმახსოვრე!-კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და მანქანაშიჩაჯდა. ღრმად ჩაისუნთქა. ცოტაც და ფიქრები გააგიჟებდნენ. ელვის სისწრაფით მოსწყვიტაადგილს ავტომობილი და მოწოლილ ადრენალინში ჩაკლა ყველა ფიქრი.
წვიმის წვეთები ზანტად დაცოცავდნენ საქარე მინაზე. კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს... თავსკარგავდა... მხოლოდ მაშინ გაიაზრა ყველაფერი, როდესაც მეორე მანქანას მილიმეტრებითასცდა და დამუხრუჭება მოასწრო. ამოისუნთქა... არადა ამ მძიმე რეალობიდან გაქცევაუნდოდა.. დამალვა... ცოტახანს შორს ყოფნა. ცხოვრება უკვე ჯოჯოხეთი იყო მისთვის. ერთიდღეც არ იყო მშვიდი.. ერთი წამითაც ვერ სუნთქავდა მშვიდად. მხოლოდ რამდენიმე დღეჰქონდა, რომელსაც აღმერთებდა. ერთ-ერთი სესილიასთან შეხვედრა და ტროტუარზე. ამამბის გახსენებაზე გაეღიმა. აქამდეც გააზრებული ჰქონდა, მაგრამ ახლა უფრო მკაფიოდგაიაზრა, რომ სესილია მის ცხოვრებაში კაშკაშა ყვითელი იყო. ყვითელი კი მზესთანასოცირდება. დიახ, სანდრიკასთვის სესო მზე იყო, რომელიც უნათებდა და უთბობდარეალობას, როგორც სანდრო ეძახდა, ჯოჯოხეთს...
ფიქრებში დიდხანს იყო გაბლანდული. ბოლოს სახე დაალაგა და სახლისკენ აიღო გეზი. ცოტახანს დაძინება და ყველაფრის დავიწყება უნდოდა.
მანქანა გააჩერა და ფრთხილი ნაბიჯით აუყვა კიბის საფეხურებს. დაღლილობა სახეზე ეწერა..
კარი ღია რომ დახვდა, მიხვდა, ვინც იქნებოდა სახლში და უსიამოვნოდ ამოისუნთქა.
მძიმედ შეაღო კარი და სავარძელზე მჯდარი თეკლა არ შეიმჩნია. საერთოდ ვერ იტანდავერავის ორჯონიკიძის გარდა. თითქოს ყველა უფერული იყო სესილიას გარდა.
გვერდი აუარა და ნაყიდი ვისკი დახლზე შემოდგა.
-სანდრიკა-ეს სახელიც მხოლოდ სესილიასგან მოსწონდა. შუბლი შეჭმუხნა და აგრძნობინაქალს, როგორ ვერ გამოსდიოდა ეს ყველაფერი.
-გისმენ თეკლა-დივანზე დაჯდა თავი ხელებში ჩამალა.
-განქორწინების საბუთებია-თავადაც ხვდებოდა, რომ გელოვანთან მაშინ დასრულდა, როდესაც დაშორდნენ.
-ჩხუბს, ყვირილს და შანტაჟს არ აპირებ?-ქვემოდან ახედა.
-მგონია, რომ არ მიცნობ სანდრო!-ცრემლები მოაწვა ქალს
-ბოლო საუბარი მახსოვს უბრალოდ.-მაგიდაზე ქაოსურად მიყრილ ქაღალდებს დასწვდა და არც წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი.
-არ მეგონა, ასე მარტივად თუ დათმობდი წარსულს.
-პირიქით, თეკლა, წარსულს გავურბივარ. მხოლოდ მომავალი არსებობს...-ქალს გაუწოდა ფურცლები, რომელიც მისთვის არაფერს ნიშნავდა და საძინებლისკენ აიღო გეზი.
-რომ გახვალ კარი გადაკეტე რაა!-ერთხელღა შეავლო თვალი და კედლის მიღმა გაუჩინარდა.

კლუბში დაგროვილ მძიმე ჰაერს ვერ გაუძლო. სიმთვრალეც ნელ-ნელა ეპარებოდა და თითქოს თავს აკარგვინებდა. ფრთხილი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია და გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ალკოჰოლი კიდევ უფრო გაერია მის სისხლს და მიხვდა, რომ დოზაზე მეტი ჰქონდა დალეული. ქარი თმებს უწეწავდა. ტროტუარს ფეხით გაუყვა... სასიამოვნო საღამო იყო, მშვიდი. სესილისგან არაფერი ესმოდა და თავს ცუდად გრძნობდა, აქ რომ მის გარეშე წამოვიდა. ჯერ კიდევ იმ სცენის გადახარშვას ცდილობდა. ვიკო რომ სხვასთან დაინახა. ბრაზი და იმედგაცრუება თვალებს უწვავდა და ცრემლებამდე მიდიოდა საბოლოოდ. ჯერ კიდევ სწორად დადიოდა, ალბათ გარშემომყოფნი ვერც ამჩნევდნენ მის სიმთვრალეს. არასდროს შეშინებია მარტო სიარულის, მაგრამ ახლა შორიდან წამოსულ ორ სილუეტზე შეცბა და მაქსიმალურად შეეცადა, ფრთხილად აეარა გვერდი. არც მოკლე კაბა ეცვა, მაგრამ მის ფორმებს მაინც უსვამდა ხაზს. იგრძნო დაჟინებული მზერა და კიდევ უფრო აღელდა. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ფეხი უკანკალებდა. ის იყო გვერდი უნდა აეარა, ერთ-ერთმა რომ შეაჩერა.
-სიგარეტი გაქვს?-ცოტაც და იქვე გაუსკდებოდა გული.
-უკაცრავად, არ ვეწევი!-ეცადა აუღელვებლად ეპასუხა, მაგრამ ათრთოლებულმა სხეულმა გაყიდა.
-შენ ალბათ უფრო სხვა რამეს ეწევი ხომ?-ახლოს დადგა ერთ-ერთი. ცოტაც და ატირდებოდა ცუცა.
-პრობლემაა რამე?-ზურგს უკან გაგონილ ნაცნობ ხმაზე იმედის ნაპერწკალი კოცონად იქცა. კაცის ხელი წელზე რომ მოეხვია, კიდევ უფრო დამშვიდდა.
-არაფერი!-მხრები აიჩეჩეს...
-აქ სათვალთვალო კამერებია ბიჭებო, ხვალვე შეიძლება თქვენი იდენტიფიცირება, ამიტომ მოიხადეთ ბოდიში და დაახვიეთ.
-უკაცრავად!
-ბოდიში მოიხადეთ და დაახვიეთ!-ხმაში განრისხება იგრძნობოდა. ქალის წელზე მოხვეული ხელი სიბრაზისგან უკანკალებდა.
-ბოდიში!-ძლივს ამოილაპარაკეს და მალევე გაშორდნენ იქაურობას. ერთი თავით დაბალ ბერიძეს გადახედა და წარბები აზიდა.
-როდის მიხვდები, რომ საშიშია მარტო ქუჩაში?-ისეთი მზრუნველი თვალებით უმზერდა შემთვრალი ვიკო ცუცას.
-არ მითხოვია დახმარება!-ხელი ააშვებინა და წინ წავიდა.
-ცუცა... ჩემო ჯიუტო!-დაეწია და მისკენ შებრუნებულს გააზრებაც არ აცადა ისე დასწვდა ქალის ბაგეს. ამ კოცნაში აქსოვდა ყველა ემოციას და გრძნობას, რომელსაც ბერიძე იწვევდა მასში. კიდევ დიდხანს გააგრძელებდა, რომ არა უჰაერობა და ქალის თვალიდან წამოსული ცრემლები.
-ცუცა
-ვირი ხარ ვიბლიანო!-ბოლო ხმაზე ამოიყვირა.
-ცუცა-მეთქი-დაუღრინა ქალს და წასვლის უფლება არ მისცა.
-მაინც და მაინც იმ ყანჩასთან რატო გააბი რომანი? სხვა დაილია
-რას ამბობ ცუც?-ბაგე გაეხსნა ვიბლიანს.
-კარგად იცი ვისზეც ვამბობ.
-ნათია ჩემი დეიდაშვილია!-კიდევ დიდხანს აპირებდა ეწვალებინა, მაგრამ ვერ გაიმეტა.
-ჯანდაბა-ტუჩზე იკბინა და მერე სიმწრისგან შეჰკივლა.
-ღმერთო, რანაირი ხარ გვანცა, რანაირი... რა მოგიხერხო?-მკლავებში მოიქცია ქალის სუსტი სხეული.
-მაინც ვბრაზობ შენზე..-თავი გაატრიალა.
-ოღონდ დღეს არა, ოღონდ დღეს არა-გაუღიმა და წვიმის წვეთებზე სახე შეჭმუხნა
-წავიდეთ?-ქალს გაუსწორა მზერა.
-აუცილებლად.-აღარ აპირებდა შეცდომის დაშვებას.-მაგრამ სახლში დამტოვე-ენა გამოუყო და ვიკოს რეაქციაზე გაეღიმა.
-----
ფანჯარასთან იჯდა და ჩაის სვამდა. გარეთ ქარი ბობოქრობდა და წვიმის წვეთებს აქეთ-იქით ახეთქებდა. ფიქრის ბურუსში გახვეულს არაფერი ესმოდა. უხასიათობა დასჩემდა და ბოლო დროის ამბების შემდეგ საერთოდ ვერ იყო გუნებაზე. კარზე ზარის ხმამ მოიყვანა გონს და ზანტი ნაბიჯით გაეშურა გასაღებად. არ გაუხედავს, ვინ იყო, პირდაპირ გამოაღო. ჯერ ცუცას ჰკიდა მზერა და მის უკან ვიკოს დანახვაზე ბედნიერების ცრემლებმაც არ დააყოვნა.
-ვიბლიანოო!-მისკენ გაიწია და მოეხვია.
-სესკა!-თავზე აკოცა და ხელები მოჰხვია. ისეთი კარგი სანახავი იყო..
-როგორ მომენატრეთ!-ცუცასაც მოეხვია.
-ჩვენ გვკითხე-ხრემლები შეიმშრალა და ფრთხილად მიარტყა ხელი მხარზე.
-რას შვები სესო, ძმაკაცს მიკლავ? ზურგიდან გაგონებულ ნაცნობ ხმაზე სიხარულის ცრემლები გადმოყარა.
-პატივცემულო!-თავი დაუკრა ცუცამ
-რაღა პატივცემულო, მეჯვარეა ჩემი.-გაიცინა ვიკომ
-სესილიას წყალი მიასხით, არ სჯერა...
-არ მჯერა კი არა, მოდი გავიპაროთ...-ტაში შემოჰკრა და მთელი ძალით მიეკრა გელოვანს...
----
ბავშვებო, ჩემო მკითხველნო, მადლობას გიხდით <3
და ბოდიშით...



№1 სტუმარი ნეს

ვაიმე, მამიკვდეს თავი, სრულიად შემთხვევით დავაჰაჰავე )))) აი ემ სორი ❤

 


№2 სტუმარი one

khom ici rom sul gelodebit, kargi iyo,
patara qalbatono❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

ძალიან გამიხარდა ახალი თავი. აკა მიხვდა სესილიას სიყვარულს მაგრამ უკვე ძალიან გვიან არის (უკაცრავად და ცოტა არაკაცურადაც გამოუვიდა).ვფიქრობ დასასრულს უახლოვდებით და გული დამწყდა. გამორჩეულად მომწონს ეს ისტორია. წარმატებები. ახალი თავი მალე რომ მინდა ეს ფაქტია,მაგრამ თქვენ მე ყოველთვის დაგელოდებით.

 


№4 სტუმარი ლიზა(ი) ჭანტურია

დიდებული თავი იყო!
აკა არაკაცურად იქცევა.
სანდრო და სესილია უმაგრესი წყვილია, ისევე როგორც ცუცა და ვიკო.
მიხარია ამათი ბედნიერება, როგორც იქნა ეღირსათ ერთმანეთი❤️
მაგრამ, ძალიან მეცოდებიან თეკლა და აკას ყოფილი ცოლი. სიყვარულის მსხვერპლი გახდნენ, ცალმხრივი სიყვარულის:(
წარმატებები, უნიშიც და აქაც❤️
ველოდები შემდეგ თავს, ოღონდ ლოდინით ნუ დაგვწყვიტავ:)

 


№5  offline წევრი ლელა1306

გილოცავ ახალწელს! გამიხარდა რომ გამოჩნდი. იმედია ეს წელი საუკეთესო იქნება შენთვის და გაგვახარებ შენი ნაწარმოებებით.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რათქმა უნდა მაგარი თავი იყო მაგარი ნაწარმოებია მაგრამ მავიწყდება სანამ მორიგ თავს დადებთ და კიდევ თავიდან მიწევს კითხვა რომ დამთავრებ თავიდან უნდა დავიწყო რომ გავერკვე რა ხდება ველოდები მომდევნო თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმეეე არმჯერააა ???? მალე დადე გთხოვვ ????ნუ ძალია კარგიირომ იყო რადუნდა თქმა მაგრამ ახლა 16 თავი მაქვს წასაკითხი დამავიწდა რახდებოდა ????????❤❤

 


№8  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ანა
ვაიმეეე არმჯერააა ???? მალე დადე გთხოვვ ????ნუ ძალია კარგიირომ იყო რადუნდა თქმა მაგრამ ახლა 16 თავი მაქვს წასაკითხი დამავიწდა რახდებოდა ????????❤❤

სრულად აიტვირთება და იქ უფრო კარგად წასაკითხი იქნება❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

ველოდები სულმოუუთქმელად

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სასწრქფოდ დამიდე ახალი თავიიი საოცრება ხარ წარმატებებიი ????

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიკა

იმდენო ხანია აე დაგიდია რომ შემთხვევით გავხსენი. ბერ გავიხსენე და ბოლო თავის გადავიკითხე
აბა ასს უნდა დაკარგვა არაფა რა წყვილებია
.სუპერ♥️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent