სიზმრების მატარებელი (თავი 2) ჭკვიანი და უფრო ჭკვიანი
-ვერაფერი მოვიფიქრე სხვა -თავის გამართლება სცადა,მაგრამ ძმამ,დედამ და მამამ ისე გახედეს თითქოდ მათი მტერი ყოფილიყო. მეტი საყვედურის მოსმენა აღარ უნდოდა,თავის ოთახისკენ გაემართა და კიბეებზე ნელი ნაბიჯებით ავიდა. თვითონაც უკვირდა თავისი თავის,ცხოვრებაში პირველად აკოცო ადამიანს და პირველი კოცნა ასეთი იყოს ? თავი ბალიშში ჩაყო და ხმადაბლა დაიყვირა რომ არავის გაეგო მისი,მერე ფეხების ქნევა დაიწყო . ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ასეთი რამის გაკეთება შეეძლო,მაგრამ ხვდებოდა რომ ზედმეტიც კი მოუვიდა თავის დროზე მამამისის უფროსთან და ამოს შემდეგ ვეღარაფერს შეცვლიდა,თუ მამამისს გაანთავისუფლებდა რაღაც მხრივ მართალიც კი იქნებოდა. არადა პრესტიჟული ადგილი ეკავა მამამისს,იმის მიუხედავად რომ დამიანი მუშაობდა და თან თავისი პატარა კომპანიაც შექმნა მამას არ სურდა სახლში უსაქმურად ჯდომა,თუ მის გამო ამ სამსახურს დაკარგავდა აზრსაც დაკარგავდა ცხოვრების,რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა შეენარჩუნებინა მისთვის ძველი და საყვარელი ადგილი.. რამდენიმე დღე გეგმების დაწყობას მოანდომა,მამამისი ჯერ კიდევ დადიოდა სამსახურში თუმცა არ იცოდა როდის მოუვლიდა თავში მის უფროსს და გამოუშვებდა,არც ის იცოდა აქამდე თუ არ გამოაგდო ახლა რა ჩანაფიქრის გამო აძლევდა დარჩენის უფლებას და მიხვდა რომ მეტი დრო აღარ იყო, დილა ადრიანად ადგა საწოლიდან და გამოეწყო,სამზარეულოში დამხმარე ქალი დახვდა რომელიც ზედ არ უყურებსა მის გვერდით მდგარ სისის. თავი უხერხულად იგრძნო იმ ამბის გამო მაგრამ ხმა არ ამოუღია, მაგიდასთან დაჯდა და დაელოდა როდის გაიღვიძებდა დედამისი რომ დალაპარაკებოდა, ნახევარი საათი გაუნძრევლად იჯდა , მერე წამოხტა და ფანჯრებთან აისვეტა, შეამჩნია პირველი თოვლი,გაგონილი ქონდა რომ თუ პირველი თოვლისას საყვარელ ადამიანს თუ აკოცებდა ვინმე ის ადამიანი მისი სამუდამო პარტნიორი გახდებოდა ,გული დაწყდა რომ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა და არც არასდროს მისცემია აქამდე,მაგრამ წარმოიდგინა რა მშვენიერი იქნებოდა შეხვედროდა თავის სიზმრებში მცხოვრებ კაცს პირველი თოვლისას და ეკოცნა. ფიქრებისგან დედამისის ხმამ იხსნა -აქ რას აკეთებ ? -მიუახლობდა შვილს და მანაც შენიშნა გარეთ არსებული ცვლილება -პირველი თოვლი-გაეცინა და თმა წვრილი რეზინით შეიკრა -თოვლი არ მიყვარს , მაგრამ მაინც ლამაზია -სისიმ ხმადაბლა აღნიშნა. მაგიდას მიუბრუნდა ისევ და შენიშნა რომ ფინჯანი იდგა,ალბად დამხმარე ქალმა თხოვნის გარეშე მოუხარშა ყავა ,სასიამოვნოდ ეამა ქალის ასეთი ყურადღება . -მამას საქმეები როგორ მიდის სამსახურში? -შენ რატომ არ ეკითხები? -ხომ იცი ვერ ვკითხავ მე - თვალები მოჭუტა გოგომ,მოსვა შეგრილებული ყავა და სამზარეულოდან ფეხაკრეფით გავიდა იქამდე სანამ მამამისი გაიღვიძებდა . მანქანაში გამოჭიმული ცოტა ხანს ჩაფიქრდა,ასეთ დღეებში ფეხით სიარულს ყველაფერი სჯობდა და რადგან მანქანით იყო ნატალიას ადგილსამყოფელი გაიგო და პირველი რაც ჩაიფიქრა მასთან მისვლა იყო. მისი მეგობრის დედა რამდენიმე თვე ავადმტოფობდა,ხშირი სტუმარი იყო ქალბატონი ნენესი და საკუთარ მეორე დედად აღიქვამდა,ხშირად ეჩვენებოდა რომ ნენეს დედამისზე მეტად შეეძლო მისი გაგება ხოლმე , ამის გამო თავისი საიდუმლოებების მეტი წილი ამ ქალმა იცოდა ხოლმე. გამოჯანმრთელების შემდეგ აღარ უნახავს, ეშინოდა რომ ზიანს მიაყენებდა და ქალსაც მოუწევდა ისევ საავადმყოფოში დაწოლა,ახლა კი როცა ერთთვიანი თავისუფლება განიცადა იფიქრა რომ საშიში აღარაფერი იყო. -აჰ როგორ ხარ ნატალია-კარებშივე შეეგება სისის მეგობარი -კარგად შენ როგორ ხარ ? მოდი შემოდი, დედაჩემმა ნამცხვარი გამოაცხო-მხიარულად შეიპატიჟა სახლში. მთელს სახლში შოკოლადის ნამცხვრის სურნელი იდგა,მისაღებ ოთახში დაჯდა და დაელოდა როდის გამოვიდოდა ნენე სამზარეულოდან რომ მისალმებოდა ნატალია უჩვეულო ხასიათზე ეჩვენება -მოხდა რამე?-ხმა დაბლა კითხა და მის გვერდით გადაჯდა -ვუთხარი რომ მიყვარს-თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვერაფრით იკავებდა გოგონა,დედამისი ნამცხვრით ხელში შეუერთდა მათ და მოპირდაპირე მხარეს,თეთრ სავარძელში ჩაესვენა -უთხრა და ინანა-აღნიშნა ქალმაც -რა გითხრა თვითონ ? -დაინტერესდა სისი -გატრიალდა და წავიდა -ასე უბრალოდ წავიდა ? -კი ასე უბრალოდ -თეფშს მოკიდა ხელი და ნამცხვარს შეექცა ნატალია დაძაბული ჩანდა იმის გამო რაც მოხდა, ნენე კი იმის გამო რაც მის შვილს დაემართა, სისიმ გადაწყვიტა მოეყოლა რამდენი სისულელის გაკეთება მოასწრო ერთ დღეში და პირი მოაღო. არავის ახსოვდა აღარც ნამცხვარი და არც ყავა,ისიც კი დაავიწყნდათ ნატალიას რომ უარი თხლიშა თავისმა საყვარელმა კაცმა და ახლა ნენეც და მისი შვილიც საბრალო გოგოს დასცინოდნენ. როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ახლა თვითონაც ეცინებოდა თავის თავზე როცა წარმოიდგენდა ხოლმე როგორ კოცნიდა ველურივით სრულებით უცხო კაცს და უარესად ის აკვირვებდა რომ არ სრცხვენოდა ამის -მგონი სირცხვილის გრძნობა დავკარგე -თქვა და ჰაერი ჩაისნთქა ღრმად -ეგ იმიტომ რომ არც კი მოგწონს,გრძნობები რომ გქონოდა მაგ ადამიანისადმი აუცილებლად შეგრცხვებოდა-ნენემ გაამხნევა თითქოს თავისი სიტყვებით -წავალ მე,ტელევიზორს მინდა ვუყურო-ქალი წამოდგა ფეხზე და მშვიდი სახით გავიდა ოთახიდან. ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ -მისმინე ნატალი -მთლიანი სხეულით სეტრიალდა მეგობრისკენ და თვალი ჩაუკრა -ახლა რაღა მოხდა -შენი დახმარება მჭირდება -რაში ? -იმ კაცის კომპანიაში მინდა შევიპარო -გაგიჟდი? ჭკუა რით ვერ მოგემატა -მამაჩემს გააგდებს ნატალია,მე კი ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ -გაგდება რომ სდომოდა აქამდე იზამდა მაგას -მაგრამ არ ქნა და ეს უფრო მაწუხებს,შენ სახე არ გინახავს როგორ მითხრა ის სიტყვები -სისულელე ჩაგიფიქრებია -არაა სისულელე,დაფიქრდი,მე რომ მივიდე მასთან და ძალიან ვთხოვო ..- ნატალიმ გააწყვეტინა -შენ რომ მიხვიდე იმ დღესვე გააგდებს , თან ზედმეტად ბევრს ფიქრობ მაგ ყველაფერზე , დაივიწყე რა და იცხოვრე , ხომ ხედავ მამაშენი მუშაობს , ის კაცი არ გაწუხებს და შენ ცდილობ ახლა პრობლემა მონახო? -სისი დაფიქრდა მის სიტყვებზე.. რომ დაუკვირდა მიხვდა რომ მართალი იყო,გადაუარა მამაკაცის კომპანიაში შეპარვის სურვილმა,მაგრამ იმდენ ხანს აწყობდა გეგმებს დაენანა ასე წყალში მათი ჩაყრა. იფიქრა თუ მოაწონებდა თავს რადაც არ უნდა დაჯდომოდა,კაცი მამამისსაც შეიბრალებდა და მასაც,მაგრამ მეორე მხარე ის იყო რომ არ იცოდა იქნებ მართლა გადაფიქრებული ქონდა ისე მოქცევა ? იმ უცნობმა არსებამ ბევრი თავის ტკივილი დაუმატა,გუნება წამხდარმა დატოვა ნატალიას სახლი და მანქანით გასეირნება გადაწყვიტა. მთელი გზა მაინც თავის გეგმაზე ეფიქფებოდა,სურვილი აღარ ქონდა დიდად მაგრამ არც დანებება უნდოდა, ფიქრებში გართულს მთლად დაავიწყდა რომ შუქნიშანთან იდგა -რით ვერ წახვედი? -მინაზე მიუკაკუნა ვიღაცამ,როგორც კი გამორკვა სათვალი მოიძრო სახიდან და პედალს დააჭირა ფეხი. მთელი სისწრაფით მიემართებოდა ქალაქის შუა გულისკენ რომ ნაძვისხე ენახა,დილით არ იყო მანათობელი მაგრამ მაინც საუცხოოდ ლამაზი ეჩვენებოდა. -რა მშვენიერი ხარ -მანქანის კარი მიიხურა და მიეყუდა ზედ -როგორ შეიძლება ახალი წელი არ უყვარდეს ვინმეს - მაჯის საათს დახედა, მერე ხელები ჩაილაგა პალტოს ჯიბეებში და სანახაობით ტკბობა დაიწყო. მაშინ მიხვდა რა მშვენიერი ყოფილა ცხოვრება,აკვირდებოდა ყველა გამვლელს,ზოგის სახე ღიმილის ზოგის კი მწუხარების მატარებელი იყო და ქვეყნად არავინ იცოდა რა იყო ამის მიზეზი,უეცრად სამყარო მრავალფეროვანი მოეჩვენა ადამიანების ხარჯზე,იფიქრა ისინი რომ არ ყოფილიყვნენ და მათი ემოციები არც იარსებებდა არაფერი გულწრფელი და არც მავნე და ცუდი. საკუთარ თავს თითქოს მაშინ პირველად შეავლო თვალი სხვა ადამიანების გამო,დაინტერესდა როგორ ხედავენ ისინი და გაახსენდა ფრაზები რომლებსაც მისი მისამართით ყველაზე ხშირად იყენებდნენ ხოლმე , გაეცინა მაგრამ გულის სიღრმეში წყვეტა იგრძნო,იქნებ შეეძლო ყოფილიყო უკეთესი ? იქნებ .. ყოველთვის ფიქრობდა,რომ ადამიანები არ იცვლებიან და არც არასდროს შეიცვლებოდნენ, რაც იცვლებოდა მხოლოდ გარემოებები იყო და თუ ვინმე განსხვავებულად წარმოაჩენდა თავს ესე იგი ტყუილა ეწეოდა კიდეც. “ისინი მხოლოდ რეალურ სახეს აჩენენ” ჩაილაპარაკებდა ხოლმე და თავის რეალურ სახეზეც დაფიქრდებოდა,თვიღონაც არ იცოდა როგორი იყო მისი რეალური მხარე,ის რომელიც ჯერ თვითონაც არასდროს ჰქონდა ნანახი . ასეა თუ ისე,სამყაროს უნიკალურს ასეთი ნაზავი ქმნიდა მხოლოდ,ასეთი არეულობის გამო იყო ყველაფერი განუმეორებელი. ამინდის არეულობის გამო ვერასდროს ვამსაზღვრავდა ადამიანი როდის იწვიმებდა ანდაც როდის დააპირებდა ქარბუქი ქალაქის ქუჩების შემოვლას,იმ დღესაც თოვლის ფანტელები წვიმის წვეთებად იქცნენ და ჩაფიქრებული სისის სახეზე ებერტყებოდნენ. ხალხი იფანტებოდა,ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა სითბოსა და კომფორტში,გოგონამ მაშინ გაიაზრა რომ რაღაც აკლდა ცხოვრებაში,რაღაც რის პოვნაც ვერაფრით შეეძლო,უეცარი მწუხარება ეწვია და თავი ვერ გაართვა,ცივად მოეფინა ღაწვებზე ცრემლები. მანქანაში ჩაჯდა და ცოტა ხანს გაუნძრევლად მიეჯაჭვა სავარძელს,სახლში წასვლა არ უნდოდა,იცოდა მამამისის დაბრუნებოსას კიდევ ერთხელ მოუწევდა გაბრაზებული და ნაწყენი სახის ნახვას. ვერაფრით აუხსნიდა მოტივს იმისას რაც ჩაიდინა,მამა ფიქრობდა რომ სისის ნელ-ნელა მარტოობისაგან თავმოყვარეობის დაკარგვაც კი შეეძლო მაგრამ უყვარდა შვილი,სიყვარული და ამხელა ნაღველი ერთმანეთში ერეოდა და ვეღარც თვითონ იგებდა თავის შვილისას ვერაფერს. მანქანის ძრავი აღუღუნდა,ნელი სვლით გადაკვეთა გზაჯვარედინი,ასე ნელა ჯერ კიდევ არასდროს უვლია,იფიქრა თუ ძალიან ნელა ივლიდა დრო მალე გავიდოდა,იცოდა სისულელე იყო მაგრამ ზოგჯერ ასეთი აზრები ანიჭებდნენ ხოლმე შვებას. შინ დაბრუნებულს კვლავ მთელი ოჯახი დახვდა მისაღებ ოთახში შეკრებილი,ესმოდა მათი საუბრის ხმა,ხასიათი უარესად გაუფუჭდა და უხმოდ გაიძრო პალტო,საკიდზე დაკიდა და ფრთხილი ნაბიჯებით მათი გვერდის ავლა სცადა. დამიანმა შენიშნა მოჩვენებასავით მიმავალი და, დაუძახა და ანიშნა რომ ისიც მათთან მისულიყო,სხვა არაფერი ჰქონდა დარჩენილი. თავდახრილი მივიდა და ნოხზე დაჯდა,ჯერ რომ არასდროს უგრძვნია სირცხვილი მამის წინაშე მაშინ პირველად იგრძნო -სისი-მიმართა მამამისმა რომელიც სავარძელში მეფესავით იყო ჩასვენებული,ხმა არ ამოუღია გოგოს,თავი ასწია და თვალი-თვალში გაუყარა ბატონ ნიკოლასს-დღეს ბატონმა დანიელმა დაგიბარა-მოულოდნელობისგან პირი დააღო გოგომ -რის გამო? -სამსახურის შემოთავაზება უნდა შენთვის -უფრო მეტად გაოგნდა სისი -რატომ? -მოლაპარაკება გვაქვს ასეთი,შენ მასთან სანამ იმუშავებ იქამდე ვიმუშავებ მეც-გოგონამ იგრძნო როგორ ჩაეწვა მთელი გულ-მკერდი,მისი სიჯიუტე თითქოს სადღაც გაქრა -რა უნდა გავაკეთო? -სახლში მოსამსახურე სჭირდება? -ამის გაგონებისთანავე გადაუარა სირცხვილის ყველა გრძნობამ,მამაზე ძალიან გაავდა, ვერასდროს წარმოიდგენდა თუ შეეძლო მსგავს შემოთავაზებაში შვილის ჩათრევა -მე რა ვგავარ მოსამსახურეს? -დაიყვირა და ფეხზე ადგა -შენ ბოდიშიც კი არ მოგიხდია იმისთვის რაც გააკეთე იმ ღამით,ეგ არ იკმარე და კაცი კარებში კინაღამ მოგიკლავს,მერე ეგეც რომ არ იკმარე აკოცე , ახლა გაგახსენდა თავმოყვარეობა რომ გაქვს ? რომ არ გეკადრება მუშაობა? -დაუღრიალა ბატონმა ნიკოლასმა და წინ წამოიწია -დღესვე ჩაიცვამ,და წახვალ იმ მისამართზე რომელსაც მოგცემ,გასაგებია? -არ ვაპირებ მისი ფეხსაცმელების წმენდას-ზიზღით გახედა ყველა ოჯახის წევრს სისიმ,კიბეებისკენ გაექანა და ოთახის კართან გაჩერდა როცა მამამისის და დედამისის საუბრის ხმა კიდევ მისწვდა მის ყურებს -ასე თუ ისწავლის ჭკუას -ამბობდა ლეილა -მგონი მეტისმეტი მომივიდა-წუხდა ნიკოლასი -მეტისმეტი ის იყო რასაც აქამდე ვუკეთებდით -ბავშვი ყოველთვის მუშაობდა,ერთი წელია რაც ისვენებს უკვე და ამის გამო მოსამსახურედ ვაქციო? -ეტყობოდა ნიკოლასს ხმაში სევდა -რა შუაშია დასვენება ? ოცდა შვიდი წლის არის და ისე იქცება გეგონება ჯერ კიდევ თინეიჯერი იყოს -როგორიც არის მასეთია,ბავშვი აღარ არის უკვე…. თანაც ვინ იცის რის გამო შეიძულა დანიელი ასე ? არც გვიკითხავს -რა მნიშვნელობა აქვს რის გამო? -ჩაერთო საუბარში დამიანი -ზუსტადაც რომ ! -წამოიყვირა ლეილამ-დროა ბოდიში ქმედებებით მოიხადოს ,ძალიან მიყვარს ჩემი გოგონა,მაგრამ საკმარისია მისი დაცვა -უსამართლობაა -ჩაიკაპარაკა ნიკოლასმა-ახლა ეგონება რომ ჩემი ადგილის გამო ვაიძულებ მოიქცეს ასე -ხოდა ეგონოს-ახლა დამიანმა წამოიყვირა-იქნებ გაიზარდოს ? ისწავლოს ადამიანების პატიივისცემა ? რა ეგონა რომ კოცნიდა და უვარდებოდა მკლავებში -განუკითხაობაა..როგორც არის,სისის უკვე განვუცხადე,წავა თუ არა გადაწყვეტს თავად-აღნიშნა მამამ -წავა,როცა გაიაზრებს რამდენი დააშავა -გეყოფა ბავშვი აღარ არის თქო -არა ! წავა და მორჩა ! რამდენიმე კვირა იმუშავებს იქ -მათი საუბარი გაწყდა.. შოკირებული სისი ოთახში ჩაიკეტა,ჯერაც არ ჯეროდა რომ ამხელა სპეკტაკლი მის მოსარჯულებად დადგეს დედამისმა და მამამისმა,ცოტა მოეშვა კიდეც როცა გაანალიზა რომ მამამისი სამახურზ არ დაკარგავდა მაგრამ გაბრაზდა რომ ისე ასწავლიდნენ ჭკუას როგორც მოზარდს -მე თქვენ გაჩვენებთ -ჩაილაპარაკა და გამოსაცვლელად გაემზადა. მოსაღამოვებულს კიბეები სირბილით ჩაირბინა,მამამისი ტახტზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებდა,სწრაფი ნაბიჯებით მივიდა მასთან -მისამართი მომეცი იმ კაცის -ნიკოლასს ყბა ჩამოვარდა მოულოდნელობისგან -ჩემი ქურთუკის ჯიბეში დევს ფურცელი-უხმოდ გაემართა ქურთუკის შესამოწმებლად. მარჯვენა ჯიბიდან ამოაძვრინა პატარა ფურცელი რომელზეც იმ ეშმაკისეულის მისამართი ეწერა,დაუმშვიდობებლად დატოვა სახლში და მთელი ძალით მოიხურა კარი . ლამის მთელი ქალაქის გავლა მოუწია მის მისაგნებად,მაგრამ შურისმაძიებელ სისის აღარ ანაღვებდა რამდენ ხანს მოუწევდა სიარული. მანქანა უზარმაზარი ნაცრისფერი ჭიშკრის წინ გააჩერა,გადმოვიდა და დააკაკუნა იმ სიძლიერით რა სიძლიერეც ხელებში ქონდა. კარი ხანში შესულმა შავებში ჩაცმულმა კაცმა გაუხსნა,გოგოს დანახვისას სახე შეეცვალა,აშკარად ეუცხოვა ასეთი სტუმრობა -დანიელი შინ არის?-კაცს სახე აელეწა -შინაა, თქვენ ვინ ბრძანდებით -გადაეცით რომ მისი მოსამსახურე მოვიდა -დაიცადეთ აქ-კაცმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა სისი და ეზოში შებრუნდა,ხუთ წუთში მოისმა მამაკაცის ხმა რომელიც თავის უფროსს გაქაფულო უხსნიდა როგორ მოადგა კარს უზრდელი და უტაქტო “ვიღაც” ქალი -რა სიურპრიზია-ხელით ანიშნა დანიელმა კაცს რომ წასულიყო,თავად კი კარში გაშეშდა -აქ რამ მოგიყვანა? -არ იცი? -აჰჰ-გაიცინა დანიელმა-ხო გამახსენდა,შემოდი-გოგონა ეზოში შეუშვა,მის წინ წავიდა და სახლის კიბეებზე ნელი და დინჯი ნაბიჯებით ავიდა. კარი მოსამსახურე ქალმა გახსნა,დაახლოებით დედამისის ტოლი იქნებოდა. შინ შესვლისთანავე გადაეშალა ლამაზი სანახაობა,უზარმაზარი სივრცე,მთელს იატაკზე ნახატები იყო,ჭერი მთლიანად განათებული თეთრად,სახლი გემოვნებიღ ჰქონდა მოწყობილი კაცს. ყოველ კუთხეში უზარმაზარი გრძელი ქოთნები ელაგა,შიგნით კი უხარმაზარ ფოთლებიანი ცოცხალი ყვავილები იყო ჩარგული,ხელმარჯვნივ ბუხარი და მის გარშემო შეკრული სავარძლები. ხელმარცხნივ კარი რომელიც სამზარეულოში გადიოდა თვალიერებისგან ენაჩავარდნილ სისი სულ დაავიწყდა რისთვის იყო მისული იქ -აქ მოდი-კაცმა პატარა მაგიდასთან მიიპატიჟა -ესე იგი არც ისე ჯიუტი ხარ -აღნიშნა და სისი რეაქციას დააკვირდა -როგორც ჩანს -ახსოვდა რომ აქ სამუშაოდ კი არა შურის საძიებლად იყო,უნდოდა მამაკაცის ცხოვრება რამდენიმე კვირიან ჯოჯოხეთად ექცია და ყველაფერს დათმობდა ამ შესაძლებლობისთვის შესანარჩუნებლად. მორჩილად გაუღიმა და თავი დაუკრა მის წინ მჯდარს -არ მოველოდი ასეთ სიჭკვიანეს რომ არ დაგიმალო -ხო… პირდაპირ საქმეზე რომ გადავიდეთ? -სწორია -დანიელი წამოდგა -გამომყევი აგიხსნი ყველაფერს-გოგონა უკან გაედევნა. სამზარეულოში გრძელ ბართან დადგა -როგორც მიხვდი აქ ბევრი არაფერი გევალება,სამზარეულოსთან შეხება მხოლოდ დალაგებისას გექნება-სისიმ თავი დაუქნია. სამზარეულოდან უხარმაზარი სივრცის ბოლოში გავიდა,სადაც კიდევ ოთახები იყო -ეს ოთახი სტუმრენისთვის არის-თითით ანიშნა -ამ ოთახის გვერდით სამი ოთახია დაკავებულია,მამაკაცის რომელმაც კარი გაგიღო,მზარეულის და დამხმარე ქალის რომელიც სამსახურს ტოვებს ხვალ-აღნიშნა და ახლა კიბეებისკენ გაემართა,ასვლისას შეჩერდა -ამ ხის მოაჯირს კარგად უნდა გაწმენდა,ძალიან მალე ეტყობა მტვერი -გასაგებია -აი აქ კი როგორც ხედავ რამდენიმე ოთახია..-თქვა მეორე სართულზე ასულმა- აი ეს რაც შენს წინ არის,ჩემი ოთახია,ამ ოთახს ყოველ დღე დაალაგებ მაგრამ არასდროს შეეხები საწოლის გვერდით მდგარ მაგიდას. ამის გვერდით რომ ოთახია ის ჩემი სამუშაო ადგილია,იქაც ყველაფერს დაალაგებ მაგრამ არც იქ შეეხო მაგიდას-გახედა გოგონას რომელიც ყურადღებით უსმენდა-აი ეს კი -თეთრ კართან გაჩერდა - საერთო საპირფარეშოა,დაალაგებ მაშინ როდესაც საჭირო გახდება მაგრამ სარკეს გაწმენდ ყოველ დღე,იმ კარადაში ყველაფერია რაც ამისთვის გამოგადგება.. ბოლოში რომ კარია იქ ბიბლიოთეკაა , მტვრებს გადაწმენდ,გამოგვი და გამოწმენდ იატაკს ყოველ დღე-განაგრძო სიარული კაცმა.. სისი უხმოდ უსმენდა ის ბოდვას და კარგად იმახსოვრებდა ყველაფერს- ეს ოთახი მამაჩემის არის,აი ის კი დედაჩემის და მინდა რომ იქ არასდროს შეხვიდე -მკაცრად გააფრთხილა და ხელები გადააჯვარედინა -ყველა ოთახში არის საპირფარეშო და სააბაზანო,ტანსაცმელს შენ დარეცხავ,გაფენ მერე აკრეფ და დააუთოვებ -გასაგებია -მამაჩემი ვერ იტანს როდესაც დილით ადრე აწუხებენ,ათ საათამდე არ გაეკარო მის ოთახს. ლაგება ყოველთვის ბიბლიოთეკიდან დაიწყე როცა მეორე სართულზე იქნები,დერეფანში კედლებზე დაკიდებულ ნახატებს მტვერი გადაწმინდე ხოლმე… ხო კიდევ,იატაკს სპეციალური ხსნარით სჭირდება მოწმენდა,ისე სისუფთავე არ ეტყობა.. -ცოტაც და ისტერიულ სიცილს ატეხდა სისი,მაგრამ თავი როგორღაც შეიკავა -თუ მოისურვებ აქ შეგიძლია გადმოხვიდე და იცხოვრო,ოთახი თავისუფლდება როგორც გითხარი უკვე.. თუ არ მოისურვებ,დილით ადრე ექვს საათზე მოხვალ,სახლის გასაღებს მოგცემ. სამუშაო დღე ღამის თორმეტზე დასრულდება შენთვის,ამ დროს ვიძინებთ ყველა -მირჩევნია სახლში გავათიო ღამე -როგორც გინდა.. და მაინც,რატომ დათანხმდი ამ ყველაფერს? -ჩაეკითხა დანიელი -ასე ჩავთვალე საჭიროდ -გასაგებია , ახლა შეგიძლია წახვიდე და მოემზადო ხვალისთვის-ჯიბიდან გასაღებები ამოაძვრინა და გოგოს გაუწოდა. -ღმერთო ჩემო ეს კაცი ავადმყოფია-მოსვა ჩაი და ფინჯანი დადგა მაგიდაზე -სერიოზულად აპირებ მასთან მუშაობას? -გაიკვირვა ნატალიამ -სხვა გზა მაქვს ? ამ კაცმა გარკვევით მითხრა იმ ღამით რომ ბოდიშს მოვიხდიდი,აი მშობლები კი ჭკუის სასწავლებლად ცდილობენ ჩემს ასე წამებას-გაეცინა ქალს -რაღაც აბსურდია გესმის? -ასეა ასე….ამ დანიელს მთელს ცხოვრებას შევუცვლი-ჩაეღიმა ეშმაკურად -რას აპირებ? -ვიქნები მოუხერხებელი,გავაფუჭებ ყველაფერს მაგრამ … -მაგრამ? -ჯერ არ ვიცი , სხვა რამესაც მოვიფიქრებ -ზოგჯერ მგონია რომ შენი ხასიათი გაგანადგურებს -ზოგჯერ მეც ასე მგონია ხოლმე,მაგრამ აზრი იმაში დევს რომ მე ისეთი ვარ როგორიც ვარ… ცუდი ადამიანი ვარ ? -დაინტერესდა სისი -არა რას ამბობ .. უბრალოდ წუხან შენები რომ მარტოხელა ხარ თან ასეთი ჯიუტი-მხრები აიჩეჩა გოგომ -ისე ღელავენ თითქოს დავბერდი უკვე -დედაჩემიც წუხს იგივე მიზეზით ხოლმე -ხვალ დილით ექვს საათზე დამიბარა,წავალ და გავემზადები-გაუღიმა ნატალიას და ფეხზე წამოდგა. მის სახლში კი ერთი აურზაური ტრიალებდა,შორიდან შემოესმა დედამისის განწირული ყვირილის ხმა და დამიანის ღრიალი, ამ სახლში სერიალივით ვითარდებოდა ხოლმე მოვლენები ყოველ დღე და უკვე აღარც უკვირდა არაფრის. თუმცა შესვლისთანავე მიხვდა რომ იმაზე ცუდად იყო საქმე ვიდრე წარმოედგინა.. სამზარეულოში ყველა შეკრებილი იყო მისი პატარა ძმის ჩათვლით,ბავშვი გაფართოვებული თვალებით აკვირდებოდა სანახაობას და ულვაშებში ეღიმებოდა. მაგიდასთან დედ-მამა,დამიანი და მისი მომავალი მეუღვლე შემომსხდარი,ახალგაზრდა გოგონას ცრემლები მარგალიტებივით ცვიოდა თვალებიდან და გულამოფსკვდილი ცხვირს იწმენდდა თან -როგორ გაბედეთ აქამდე მისვლა-ყვიროდა ბატონი ნიკოლასი და ჩვეულად კაპლიან წყალს სვამდა -რა ხდება? -ჩაერია სისი -შენმა ჭკვიანმა ძმამ !!!! -დაიწყო ლეილამ- განაცხადა რომ მალე ბებია-ბაბუა ვხდებით-ბრაზისგან სახე ალეწილ დედამისს თავბრუ ეხვეოდა ყვირილისგან -ვა.. კარგი ამბავია-მშვიდად აღნიშნა გოგომ -რას ამბობ ? რა არის კარგი? მეზობლებმა უნდა ილაპარაკონ? -კარგი რა დედა-სახე მოეღრიცა სისის-ვერ ხედავ როგორ ნერვიულობს სალი? -ბავშვს დავიტოვებთ და რომც არ მიგვუღოთ წავალთ და სხვაგან ვიცხოვრებთ-დააყოლა დამიანმა -რას იძახი? აქ იცხოვრებთ რა საკვირველია-სისი აიჭრა -ცალ-ცალკე ოთახი მოუმზადე ამათ-გაძახა დამხმარე ქალს ნიკოლასმა -ხუმრობთ? ბავშვს ელოდებიან,რადროს სხვა და სხვა ოთახებია?-გაეცინა გოგოს -გვიანია საამისოდ -ბოდიშს გიხდით-გაისმა სალის ხმა -ადექი სალი.. დამიან მოდი წაიყვანე გოგო და დაასვენე,ზედმეტად აზვიადებენ ამ სახლში ყველაფერს-ზიზღით სავსე მზერით გახედა დედამისს გოგონამ. დამიანმა ხელი მოკიდა მომავალ ცოლა და ფრთხილად გაიყვანა სამზარეულოდან -მოკლედ-დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ- თქვენი მონა შვილი ხვალიდან სამუშაოდ წავა-თავი დაუკრა მშობლებს-იმედი მაქვს იამაყებთ-დააყოლა და თავის ოთახისკენ გაემართა -არ გშია? -გადსძახა მამამისმა -არა,მადა აღარ მაქვს-დაუბრუნა პასუხი მანაც.. -რა დამღლელი ოჯახი ვართ-პატარა ძმამაც წამოროშა… ცხელი წყლის ქვეშ მდგარმა სისიმ ცოტა ხნით თვალები დახუჭა,ერთი სიამოვნება იყო ასეთ სიცივეში ცხელი შხაპის მიღება… დასრულების შემდეგ სირბილით გაექანა საწოლისკენ და საბანში გაეხვია,თავისდაუნებურად ფიქრებმა ჩაითრიეს და სულ მალე დაეძინა კიდეც . “ქოლგით ხელში მისეირნობდა საყვარელ და ნაცნობ პარკში,ხალხი არც ისე ბევრი იყო. ლამპიონებისგან განათებულ სუფთა ბილიკს სიამოვნებით ათვალიერებდა და თან იღიმოდა უმიზეზოდ. შენიშნა ღია ცის ქვეშ,წვიმაში სკამზე მჯდარი ნაცნობი მამაკაცი და ნაბიჯებს აუჩქარა -უკაცრავად-დაუძახა კაცს მაგრამ პასუხს არ იძლეოდა,ეს-ეს იყო უნდა მისულიყო და მხარზე უნდა შეხევოდა,მამაკცს უნდა ამოეხედა და დაენახა სისი რომ ბავშვების ჯგუფმა ჩაურბინეს და ქოლგა ხელიდან გააგდებინეს. დაიხარა რომ აეღო და როდესაც უნდა გასწორდა მამაკაცი სკამზე აღარ დახვდა” ცივ ოფლში იწურებოდა,თვალები დააჭყიტა და საწოლზე წამოჯდა.. ხუთი საათი იყო უკვე,დაძინებას ვეღარ შეძლებდა იცოდა. -ეს წყეული სიზმრები-ხმა დაბლა უთხრა საკუთარ თავს და სარკის წინ დადგა -მეტისმეტად ლამაზი ვარ იმისთვის რომ მოსამსახურედ მიმიჩნიოს ვინმემ-კარადიდამ გრძელი კაბა გამოაძვრინა და გადაიცვა.. დილაობით მადა არც ისე ხშირად ქონდა ხოლმე,სახლიდან ექვსის ნახევარზე გავიდა და ზუსტად ექვს საათზე დანიელის ჭიშკრის წინ იდგა უკვე.. მისდაგასაკვირად დამხმარე კაცს არ ეძინა,კარი მან გაუღო და შეიპატიჟა,ამ ჯერად არ ჩანდა აგრესიული თუმცა არც ხმა გაუცია გოგოსთვის. სახლში შესვლისთანავე ფეხზე გაიძრო და მისთვის მომზადებულ ახალთ-ახალ ჩუსტებში ჩააწყო ფეხები. იქამდე არ დაუწყია ლაგება სანამ საათის ისრები ისარი ათთან არ მივიდნენ. -ჯერ კიდევ არ დაგილაგებია პირველი სართული?-მეორე სართულიდან მოისმა დანიელის ხმა -ახლა ვიწყებ -და ახლა რატომ იწყებ? -თქვენ არ თქვით ათ საათამდე ხელი არ გაატოკოვო? -კარგად ახსოვდა რომ დამიანს ნათქვამი ჰქონდა რომ მამამისის ოთახს არ უნდა გაკარებოდა -მეხუმრები? აქ ექვსი საათიდან რისთვის ხარ შენი აზრით? -დაიყვირა კაცმა.. გოგონა მორჩილად დატრიალდა -მტვერსასრუტი სად არის? -ასძახა უფროსს მაგრამ იქიდან სიცილის ხმა შემოესმა -მომინდომა.. ცოცხია შენს ოთახში -რომელი საუკუნის კაცო ხარ? -ცოცხია შენს ოთახში-გაუმეორა კაცმა.. სისიმ დაიწყო დაუსრულებელი იატაკის მოგვა,თან იმ სიზმარზე ფიქრობდა რომელიც ნახა, მერე შეამჩნია რომ მართლა ლაგების პროცესში იყო და ცოცხი გააგდო ხელიდან… დანიელი ჯერ კიდევ ოთახში იყო,სისიმ აქა-იქ გამოგავა,ზერელედ მოუსვა ნაჭერი ყველაფერს რასაც მტვრის მოწმენდა სჭირდებოდა და მეორე სართულზე ავიდა. პირველი ოთახის კარი შეაღო,ნელი ნაბიჯებით შევიდა და ცოცხი კედელზე მიაყუდა.. საავაზანოდან პირდახოც შემოხვვეული დანიელი გამოვიდა,სისის დანახვისას შეკრთა -ხომ გითხარი ლაგება სულ ბოლო ოთახიდან უნდა დაგეწყო? -ესეც ახსოვდა გოგოს -მართლა?? უკვე აქ ვარ -გაუღიმა და ცოცხს დაავლო ხელი -სისი გადი თუ შეიძლება ! -არა-დაიხარა და იატაკის მოგვა დაიწყო -გადი მეთქი ! -დაუღრიალა კაცმა მაგრამ ყურად არ იგდო გოგომ, კაცმა ხელი მოკიდა მკლავში და უცეშად გააძდვა ოთახიდან… შოკირებული სისი ჯერ კიდევგრძელ და ფართო დერეფანში იდგა,ბრაზისგან ცრემლები ერეოდა მაგრამ თავს არ მისცა უფლება რეგვენის გამო ეტირა.. უკვე თერთმეტის ნახევარი იყო,დანიელის მამის ოთახს მიადგა და დააკაკუნა -მობრძანდით -დილამშვიდობის-საწოლში ჩაწოლილ კაცს მიესალმა გოგო.. კაცს უცნაური ფერი ედო,უკვე ჭაღარა და სევსიანი სახე თავისას ამბობდა -დაგელოდოთ როდის ადგებით,თუ დავიწყო ლაგება? -რა? -გაიკვირვა კაცმა-როგორ უნდა ავდგე,ინვალიდი ვარ -გაეცინა კიდეც.. -ჩემთვის არ უთქვამთ-მოიბოდიშა გოგომ და იატაკის მოგვა ახლა ამ ოთახში დაიწყო,მამაკაცი მთელი ეს დრო კარგად აკვირდებოდა,უემოციო მზერას არ სწყვეტდა და ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს ამის გამო სისი. მტვრების წმენდაზე როცა გადავიდა თუთქოს სინდისმა შეაწუხა -რამდენი წლის ხარ? -კითხა მოულოდნელად კაცმა -ოცდა შვიდის -ახალგაზრდა ხართ-ჩაეცინა კაცს-მე ვინსენტი მქვია-დააყოლა თან -ოჯახი გყავთ? -ძალიან დიდი -ქმარ-შვილი? -ჯერ არა-შემოტრიალდა გოგონა მისკენ -საინტერესოა -რატომ? -ლამაზი ხართ -მადლობა.. შეიძლება რომ რაღაც გკითხოთ? -მკითხე -რატომ მიეჯაჭვეთ საწოლს? -გაცმა წარბები ასწია,მსგავს კითხვას არ მოელოდა -პირველი ხარ ვინც ამის კითხვა გაბედა -ხელები გააქნია-ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალია -ძალიან წუხვარ -არაფერია -არ გიმძიმთ? -მიმძიმს რა საკვირველია,მოძრაობაც კი არ შემიძლია დამოუკიდებლად -მთავარია რომ ცოცხალი ხართ -გაუღიმა სისიმ -მთავარი მხოლოდ ის არის,რომ მე დაუმსახურებლად ვარ ცოცხალი-ასეთ გულერფელობას არ ელოდა გოგო… იატაკის წმენდა საგულდაგულოდ დაიწყო,შეებრალა მამაკაცი და იცოდა ვერ მიაყენებდა ზიანს,როცა დაასრულა ლაგება ოთახიდან გავიდა და თან დააყოლა -მალე საჭმელს ამოგიტანთ -არ მშია -უკვე დიდი დროა რაც გღვიძავთ და რამე უნდა ჭამოთ დერეფანში საერთოდ არაფერი უკეთებია,კედლებზე დაკიდებულ ნახატებს დაუარა,რომელიც ყველაზე ლამაზად მოეჩვენა მიაშტერდა,მერე ხსლი გადაუსვა და დარწმუნდა რომ ნაჭრისა იყო.. კიბეებზე სირბილით ჩავიდა და სამზარეულოდან დანა ამოიტანა,ნახატი გაჭრა იქ ,სადაც ყველაზე მეტად შესამჩნევი იქნებოდა და ისევ სამზარეულოსკენ გაემართა.. -ერთი ფინჯანი ყავა გამომიტანე ნასწია-გაისმა დანიელის ხმა. ქალი ციბრუტივით დატრიალდ ,როგორც ჩანდა ძალიან დიდ პატივს სცემდა თავის უფროსს. სისი ნელი ნაბიჯებით გაემართა მისი ოთახისკენ და ცოცხი შიგნით მოისროლა,მერე გამოვიდა და კაცის წინ დაჯდა -როგორ ხასიათზე ხართ? -კითხა და გაუღიმა -რატომ მეკითხები? -ისე უბრალოდ -მშვენიერ-მოკლედ მოუჭრა კაცმა-დღეს სტუმრები გვეყოლება -გასაგებია -ცხრა საათისთვის მოვლენ -კარგი -იმედი მაქვს ხვდები რომ ყველაფერი უნდა ბზინავდეს -აბა რა -წამოცდა ქალს- კი , იბზინებს -მშვენიერი-ეჭვიანად დააჩერდა ქალს მაგრამ აღარაფერი უთქვამს დღის მიწურულს,როდესაც პატარა და დიდი ისრები ცხრასთან გაჩერდნენ გაისმა კარზე ზარის ხმა. სისიმ კარი გამოხსნა და ყბა ჩამოვარდა. სახლში ოცდაათამდე ადამიანი მაინც შემოიპატიჟა,თავად დანიელი მშვიდად და აუჩქარებლად მიდიოდა ყველასთან სათითაოდ. სისიმ შორიდან ანიშნა ყველაფერი რიგზე რომ იყო,კაცმაც თითქოს დაუჯერა . მდიდრულად ჩაცმული ადამიანები ერთმანეთში იზილებოდნენ,წესით თვითონაც დაახლოებით მათ წააგავდა მაგრამ რატომღაც მოსამსახურის როლში უწევდა ყოფნა. დაფიქრდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ უკან დასახევად არცერთი მიზეზი არ ქონდა,თავი იმ ღამით დამცირებულად იგრძნო. -სტუმარი მიაცილე საპირფარეშომდე-მზარეულმა თხოვა სისის, რუსული გარეგნობის მქონდე მამაკაცმა ხელი ჩასჭიდა ქალს,კიბეებზე ისე მიყვებოდა რომ ზედ ეკვროდა. გაღიზიანებულმა გოგომ კარი გაუღო და ლამის შიგნითაც შეყვა სტუმარს, მერე უკან დაბრუნდა სადაც ხალხი ირეოდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტა ხანში დანიელიც კიბეებზე ავიდა,ცოტა ხანს შეყოვნდა და დაინტერესდა ხომ არ ნახა დახეული ნახატი. რუსი სტუმარი და დანიელი ნახატთან იდგნენ,რაღაცაზე იცინოდნენ და სულ არ ეტყობოდა კაცს რომ აწუხებდა რამე,გაოცებული გოგო მეორე სართულზე ავიდა -რამე ხომ არ გნებავთ-კითხა ორივე მათგანს და თავი დაუკრა -ჯერ არა-უპასუხა დანიელმა. დერეფანს გაუყვა და დანიელის მამის ოთახში შეიკეტა,კაცი შეწუხებული სახით იწვა -როგორ ხართ ? -როგორ უნდა ვიყო -ხომ არ მოიწყინეთ -ფეხებთან დაუჯდა -კი -მოდით… ნუ მოიწყენთ, მე ახლა წავალ და დანიელს ვეტყვი რომ თქვენც ქვემოთ ჩაგიყვანოთ -კაცს სახე გაუფუთრდა -არა,არა-ვედრებით თხოვა გოგოს -კარგით,მაშინ წავალ-მშვიდი ხმით უპასუხა -მაგრამ რატომ? - მას რცხვენია ჩემი გამოჩენის -გოგოს გული საგრძნობლად ეტკინა ,თითქოს იგრძნო კაცის დარდი და დანაღვლიანდა -რას ამბობთ -გთხოვ არაფერი უთხრა ქალი უსიტყვოდ გაეცალა,ოთახი დატოვა და ჩაფიქრებული დაეშვა პირველ სართულზე. ხმამაღალი მუსიკა თავს ატკიებდა და ღლიდა,წარმოდგენილი ჰქონდა ასეთი სტუმრიანობის შემდეგ როგორ აიძულებდა დანიელი სახლის ლაგებას და გაეცინა.. სახე გაბადრულმა ვერც კი შენიშნა როდის მიუახლოვდა კაცი -რაზე ფიქრობ ? -უცნობს ახედა და ღრმად ჩაისუნთქა -ბატონო დანიელ აქეთ -დაუყვირა უფროსს და ხელი დაუქნია თან. მამაკაცი მისკენ წავიდა და როცა შენიშნა რომ მარტო არ იყო სისი თუთქოს მიხვდა მიზეზს იმ დაქნეული ხელის -იქით თქვენი ცოლი გელოდებათ-სისისთვის უცნობ კაცს თავაზიანად მოკიდა მხარზე ხელი და კულტურულად გააცილე მეორე მხარეს.. საღამო მოსაწყენი გახდა,აღარც სტუმრებს შეეძლოთ მეტი და წვეულების მიწურულს ყველა სტუმარი გააცილა,მაგრამ დანიელი თვალში ვერ მოხვდა.. -მოდი აქ -მოესმა ნაცნობი ხმა -გისმენ -ნახატს რა უქენი? -ხელი ჩაავლო მკლავში და კიბეებზე ძალით აიყვანა. სისის ასეთ რეაქციას მოელოდა კიდეც -ნახატია -და ნახატზე რატომაა აი ეს ? -თით მიანიშნა ადგილზე რომელიც გახეული იყო -მე საიდან უნდა ვიცოდე ? -იცი რა ღირს ეს ნახატი? -ჩაფიქრდა გოგო და თავი “არას ნიშნად” დაუქნია -შენც კი არ ღირხარ ამდენი -ჩემი ბრალი არც ყოფილა -შენს მეტი არავინ შეხებია ნახატს -და რა იცით მე რომ შევეხე? -ჩაეძია სისი -ნუ მეთამაშები სისი-უფრო ძლიერ მოუჭირა მკლავზე ხელი -მტკენ -ხოდა მშვენიერი,ჩემს თვალებს მოშორდი ! ამაზრზენი პარაზიტი -მოიცილა გოგო და თავის ოთახისკენ წავიდა -ამაზრზენი!-დაიყვირა სისიმ-მე ვარ ამაზრზენი? ეს შენ იჯექი ბარში და თვალს არ აშორებდი ჩემს მეგობარს,შენ იყავი ჩემს სახლში რომ მოხვედი და მამაჩემს ისე ესაუბრებოდი როგორც შენს თანატოლს,შენ მემუქრებოდი მამის დამსახურიდან გაშვებით.. იცი რა მოხდა შემდეგ? ჩემმა ოჯახმა ჩათვალა რომ ვარცხვენ კიდეც,მაიძულეს აქ მოვსულიყავი შენს ლაქიად და თან მომატყუეს რომ თუ აქ დავრჩებოდი მამაჩემი სამსახურს არ დაკარგავდა,ეს ყველაფერი იმის გამო მოაწყეთ რომ ჩემთვის ჭკუა გესწავლებინათ,იმის გამო რომ ბოდიში მომეხადა-ამოისუნთქა და ყელში გაჩხერილი ბურთი მტკივნეულად ჩაყლაპა-იცი მაინც რას ვგრძნობდი როცა მატყუებდნენ? შენ ვინ ხარ რომ გადაწყვიტე ჭკუის სწავლება ? ბოდიში გინდა ? ბოდიში,მაგრამ შენი დახეული იაფასიანი ნახატი არაფრად ღირს იმასთან შედარებით როგორი დამცირებაც აქ ავიტანე,ერთი დღეა რაც აქ ვარ,ერთი და შენ ნახატის გამო ამაზრზენი მიწოდე.. აი ეს ხარ,მატერიალისტი რეგვენი..ჩვენს შორის ამაზრზენი ახლა რომელია ? -თქვა და ზურგი აქცია. -იცი რას ვიზამ ახლა ? ყველა ნახატს ჩამოვგლეჯ კედლებიდან,შენს საყვარელ სარკეებს დავამტვრევ,შენს ქოთნებს დავამტვრევ და რაც ხელში მომყვება გავანადგურებ!! -შენ რა… ავადმყოფი ხარ ? -უემოციოდ კითხა დანიელმა.. ქალი კი მთლიანად დაიცალა ემოციებისგან,გაანალიზა რომ კაცისთვის სულ ერთი იყო რას იტყოდა და რას გააკეთებდა.. -შეიძლება -დაეთანხმა და თავი გააქნია -სამსახურს ვერ დატოვებ თუ ეს ჩაიფიქრე -მტკიცედ განაცხადა კაცმა. სისის გაკვირვებისგან გაეცინა -გამაკვირვე -ნიშნის მოგებით უთხრა -და შენ ფიქრობდი წასვლას რომ ვაპირებდი? -ახლა დანიელი იყო გაოგნებას -საერთოდ რაზე ფიქრობ დანიელ? რა მიზნით მომიყვანე აქ ? ბოდიში მოგიხადე მაგრამ,არც იმ ღამისთვის და არც ამ ნახატისთვის,ნახატი ჩემს გამო არ გაფუჭებულა და არც მაშინ წაქცეულხარ ჩემს გამო, ბოდიში კოცნისთვის გადაგიხადე -კოცნის გამო? -დიახ… უფრო სწორად… შენ ხომ არასდროს გყოლია არავინ? ასე არაა? კოცნისას არ გეტყობოდა გამოცდილი რომ იყავი-დამცინავად აღნიშნა გოგომ-მე კი ვარჩევ გამოცდილსა და დაუდევარს -ჭკუიდან ხარ შეშლილი -მართალია ასეა,მთავარი ისაა რომ თავიდანვე ვიცოდი მამაჩემს რომ არ გაუშვებდი,წეღან ხომ გითხარი… მაგრამ მაინც მოვედი -აღარ ჩანხარ გულნატკენი -არც ვყოფილვარ.. კარგი მსახიობი ვარ -შესანიშნავი იქნებოდი ადამიანების ამოცნობა რომ არ ვიცოდე -მაშინ მითხარი რის გამო ვარ აქ -ჩაეკითხა დაჟინებით -იმის გამო ,რომ მოინდომე სამაგიერო გადაგეხადა მაგრამ ვისთვის? მე არ დამიმსახურებია აშკარად,ჩემი იდეა არ ყოფილა შენი აქ მოყვანა-სისი დადუმდა-სიმართლე გითხრა დედაშენი მოვიდა და მთხოვა,ძალიან უყვარხარ მაგრამ შენი ატანა უჭირს,უნდოდა გესწავლა რაღაცეები-გაეცინა კაცს-შენ რის გამო აპირებ დარჩენას არ ვიცი,მაგრამ მე კონტრაქტი მაქვს გაფორმებული შენს ოჯახის წევრებთან -კონტაქტი? -დიახ,ერთი წლის მანძილზე იმუშავებ აქ,თუ წახვალ ჯარიმას გადამიხდი კონკრეტულად შენ, ეს იქნება შენი ურჩობის სასჯელი -კონტრაქტი?-გაიმეორე ფერწასულმა გოგონ -დიახ სისი კონტრაქტი.. დროა დაფიქრდე ყველაფერზე, და კიდევ თუ არ იცოდი გეტყვი რომ კამერებმა დაგაფიქსირეს,სამზარეულოს დანით შენ დაჭერი ნახატი… კარებშიც ძალით ეცადე ჩემს გაჭ....ტას, და იმიტომ მაკოცე რომ ჩემი გასულელება გინდოდა-წარბები ასწია დანიელმა-აქ მხოლოდ შენ არ ხარ ჭკვიანი,რაც არ უნდა გააფუჭო ყველაფერს აანაზღაურებ,ნახატის საფასურს ხამოგაჭრი ხელფასიდან , მეორედ აღარ ეცადო ჩემთან თამაშს და არც კოცნაზე გაიფიქრო რაიმე -ზურგი აქცია გოგოს და ოთახში შევიდა…. მე რა ,ახლა ამის მონა ვარ ? გაიფიქრა და ბრაზისგან ალი მოეკიდა.. უკან მოუხედავად გაემართა გასასვლელისკენ, ერთი სული ქონდა სახლში მისულიყო და თვალებში ჩაეხედა იმისთვის ვინც მისი მორჯულება ასე სცადა. კარგად გაახსენდა დედ-მამის საუბარი რომელსაც ყური მოკრა მაგრამ კონტრაქტის შესახებ არაფერი ახსოვდა.. არ იცოდა საკუთარ მახეში თავად გაება თუ ახლობებმა გახვიეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.