შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 2 )


23-01-2022, 01:01
ნანახია 9 689

-კარგი ადგილია არა?
- ძალიან.. აქამდე რატომ არ ვიცოდი ეს ადგილი ( გაოგნება ვერ დამალა გუგამ).
-როგორც ჩანს დალევა არ გიყვარს?
- რომელ ქართველს არ უყვარს დალევა?! (ოდნავ სიმკაცრე შეეტყო ხმაში) უბრალოდ ეს ადგილი მართლა არ ვიცი, არც მსმენია.
ბარში ოდნავ ვიწრო გრძელი მაგიდები იდგა, თითქმის არც ერთი იყო თავისუფალი, ამიტომ ბიჭები ბარზე იყვნენ შემოსკუპული. ცივ-ცივი ლუდით წყურვილი რომ მოიკლეს, ახლა წრუპვით განაგრძეს დალევა.
გრუბი, მუქი ფერის განათება მომხიბლელ იერს ანიჭემდა გარემოს და იძულებულს გხდიდა მის მახეში შენი სურვილით ჩაგედგა ფეხი.
- ნეტავ თუ მშვიდობით მივიდნენ გოგოები შინ. უფრო სწორად ნეტავ თუ მშვიდობით მივიდა ელინა სახლში. იქნებ დავურეკო და ვკითხო? - არა, არა უცნაურად გამოჩნდება. და რო მივწერო?
ფიქრებში გართულს, პარტნიორის ხმა ჩაესმა .
- რა?
- დილით არ გაგიცია პასუხი შეკითხვაზე (ღიმილს ვერ იკავებდა ლექსო).
- რა კითხვაზე?
- გკითხე დილით რომ გოგო შეგხვდა ვინ იყოთქო?
- აა, არც კი მახსოვდა. უბრალოდ ძველი ნაცნობია.
დიდად არც უნდოდა პასუხის გაცემა, თუმცა იძულებული იყო გაეღიმა რომ უცნაურად არ გამოჩენილიყო.
- ხოო? უბრალოდ ნაცნობი?
-რაღაცეებს იგონებ. მთვალი ხარ უკვე . წავიდეთ, ხვალ რთული სამუშაო დღე გვაქ, ძალები დაგვჭირდება.
***
- დაჩი? აქ რას აკეთებ?
- მეგონა გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა. გული დამწყდა.
- უნდა გამხარებოდა? შენი წასვლის დროა.
კარის მიხურვა სცადა, თუმცა ზღურბლიდან, დაჩი ფეხს არ იღებდა.
- ჩემი ხმის გაგონება გინდოდა და ვიფიქრე ნახვა კიდევ უფრო გაგახარებდა. ჩაის არ შემომთავაზებ?
- რას ბოდავ?! დილანდელი მხოლოდ გაუგებრობაა. გვიანია. იცი მაინც რომელი საათია?! წადი სანამ ვინმეს დავუძახე. ( ელინას საკმაოდ ეტყობოდა ღელვა)
- ოჰ, შემაშინე. ვის დაუძახებ?! ამ შენობაში ხომ თითქმის ყველა ბინა ცარიელია.
- რა გინდა ჩემგან?
- მე? არაფერი. დაიმახსოვრე, პირველმა შენ დამიძახე.
ფეხის აცლა იყო და სასოწარკვეთილმა, სასწრაფოდ გადარაზა კარები. გული გამალებით უცემდა.
- შეშლილი, ავადმყოფი. ოჰ ყელი გამიშრა.
მაცივრის კარი გამოაღო, დედას მომზადებული საჭმელი არც კი გახსენებია, წყალი გამოიღო და კარი დახურა.
გვიანობამდე თვალი ვერ მოხუჭა.
- სულ ჩემი ბრალია. დავკვირვებოდი ნომერს ახლა როგორ გავაგებინო რომ შეცდომაა. ძლივს შემეშვა და.. ოხხ რა შტერი ვარ.
მაღვიძარის ხმამ რომ გააღვიძა, მიხვდა ისე ჩასძინებოდა ვერაფერი გაეგო. სწრაფად გადაივლო წყალი, მოემზადა და სახლიდან გავიდა.
- დილამშვიდობის.
ელინა, გარედან კარს კეტავდა, როცა ახალ გადმოსული, მეზობელი გოგონას ხმა მოესმა.
- აჰ თეა, დილამშვიდობის. როგორ ხარ?
-კარგად, მადლობა და შენ? შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.
-ხოო? სამსახურში მიდიხარ?
- კი.
-მეც მაქეთ მოვდივარ. მგონი მეტრომდე ერთი გზა გვაქ?
- აჰაამ. მეტროთი ვაპირებ წასვლას.
ნელი ნაბიჯით ჩაუყვნენ კიბეს. თუმცა ლიფტი ქონდათ, მათ არ სჭირდებოდათ სულ რაღაც მე 2 ე სართულზე ცხოვრობდნენ.
- სხვათა შორის გუშინ გავიგე, რომ ვიღაც, გვიან მოვიდა შენთან. ( უხერხული სიჩუმე თეამ დაარღვია).
- გვიანი იყო და ამიტომ დავინტერესდი. შენი ხმა გავიგე როცა უთხარი წასულიყო მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა.
შენი რეაქციიდან გამომდინარე მობილური მოვიმარჯვე და 112 ავკრიფე.. თუ მაინც შევა პატრულს გამოვიძახებთქო ვიფიქრე.
-აა გუშინდელი. (დაბნეული სიტყვებს ვერ პოულობს).
ძველი ნაცნობია. ცუდი ადამიანი არ არის. რაღაც მოხდა და ამის გასარკვევად იყო მოსული.
-ჰმმ.. გასაგებია. თუმცა უფრთხილდი მაინც ასეთებს.. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. არავის უნდა ენდო.
შენს მსგავსად მეც ვფიქრობდი რა კარგი ადამიანიათქო, თუმცა გვიან მივხვდი, სინამდვილეში ვინ მყავდა გვერდით.
ელინა ინტერესით აღიძრა, გაჩუმებული უსმენდა, აცდიდა ბოლომდე ეთქვა სათქმელი, თუმცა აღარ გაუგრძელებია თეას მოყოლა.
ამასობაში დანიშნულ ადგილს მიადგნენ.
-ესეც ჩვენი ბოლო გაჩერება.
-კი. აბა წარმატებები დღეს. თუმცა მგონი ხასიათი გაგიფუჭე დილიდანვე. (სახე მოეღუშა თეას).
- არა რას ამბობ. საღამოს რა გეგმები გაქვს?
-ისეთი არაფერი, სახლში ვარ.
-ძალიან კარგი, იმედია ლუდი გიყვარს?
-კიი ზაფხულში განსაკუთრებით.
-მაშინ საღამომდე.
-დროებით ელინა.
გზაში ჯერ კიდევ ფიქრობდა თეას მონაყოლზე. ნეტა რა გადახდა ასეთი თავს? რატომ გაუქრა ადამიანებისადმი ნდობა?
სამსახურის წინ მდებარე მოედანს როგორც კი მიუახლივდა მას ნილი შემოეგება. ისიც ახლახან მოსულიყო.
-ელინ როგორ მიხვედი გუშინ ?
- მშვენივრად.
-მე არ მკითხავ?
- უკაცრავად, (გაეღიმა) თქვენ როგორ მიხვედით სახლში ქალბატონო ნილ?
- მორჩი ხუმრობას. მზის სათვალეს როდიდან ატარებ?
- აა.. ხო.. ეს.. უბრალოდ გუშინ კარგად არ მეძინა და ოდნავმა მზემაც კი მომჭრა თვალი. ამის გარეშე სახლიდან ვერ გამოვიდოდი.
- რაღაც საეჭვოა. მშვენიერ ნოტაზე დავშორდით ერთმანეთს, ძილის პრობლემა არ გაქ.
- შევიდეთ ცენტრში თორემ ძლივს ადრე მოსულს ისევ დავაგვიანებ და საყვედურებით ამავსებს ქალბატონი მერი (ირონიული ტონით ნათქვამმა, მეგობარიც აიყოლია).
-ხო ჩვენი უსაყვარლესი მენეჯერი.
ხალისით შევიდნენ ცენტრში.. სამუშაოს დასაწყებად თითქმის მზად ქონდათ განწყობა.
-დილამშვიდობის გოგოებო.
-დილამშვიდობის ლექსო.
- გუგა არ მოსულა ჯერ?
ნილს სახეზე გაკვირვება დაეტყო და ამავდროულად გაეფიქრა..
ის ხომ არასდროს იგვიანებს და ყოველთვის მოწესრიგებული, პუნქტუალური, მშრომელია.
-ჯერ რას მოვა.. გუშინ იმდენი დავალევინე თავის სახლს ვეღარ აგნებდა..
-რაღაცას იგონებ..
გუგა ყავის ფინჯნებით ხელში შემოვიდა ოთახში და თანამშომლებს შესთავაზა.
- მადლობა გუგა.. საიდან იცოდი რომ ეს მჭირდებოდა?
ოდნავ შეეფაკლა ელინას ლოყები.
- დღეს არ დაგიგვიანია და რაკი ადრე მოგიწია გაღვიძება ვიფიქრე ამით დაგიფასებდი თავდადებას.
-სრული სარკაზმი.
თვალები უემოციოდ გადაატრიალა ელინამ.
ყველა თავის საქმეს მიუჯდა. გამალებით ისმოდა მთელ ოთახში კლავიატურაზე თითების დარტყმით გამოწვეული რახა-რუხის ხმა.
-დღეს რა ვჭამოთ შესვენებაზე?!!
(აყაყანდა ლექსო)
-რამე გემრიელი, დილით საუზმეც კი ვერ მოვასწარი.
-დღეს ყველაფერი ჩემზე იყოს. (ამაყად თქვა გუგამ და გადახედა თანამშრომლებს) .
-თქვენ წადით, მე თითქოს მადა არ მაქ.
- ეგრე არ გამოვა. თუ ჩემ დაპატიჟებას არ იღებ პირდაპირ მითხარი და მეცოდინება.
- არა, ეგ რა შუაშია რას ამბობ.
გუგას დაჟინებულმა მზერამ არ მოასვენა ელინა და აიძულა ეთქვა:
- კარგი მეც შემოგიერთდებით .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent