შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 3 )


24-01-2022, 22:49
ნანახია 986

თანამშრომლები თავიანთ საქმეში ისე იყვნენ გართული, თავს მაღლა ვერ სწევდნენ. ცდილობდნენ, დღეს ცოტათი მეტი მოესწროთ ვიდრე გეგმაში ჰქონდათ.
გუგას წყალიბით კარგადაც იყვნენ დანაყრებულნი.

- ელინ. (ჩურჩულით გადასძახა ნილიმ)
- ჰოუ?
- ყავას ხო დალევ? გავიდეთ სამზარეულოში.
- ოჰ, სიამოვნებით.

ბიჭებმა ვერც კი შეამჩნიეს ისე გაიპარნენ გოგოები.

- უშაქროდ?
- აჰაამ.. შენ როდის უნდა გადაგაჩვიო ტკბილს? ( დასცინა ელინამ)
- ვერასოდეს ძვირფასო, მაგას ვერ შეძლებ, მეც კი გამიჭირდა ჩემ თავთან შებრძოლება.
ნილიმ ყავით სავსე ფინჯანი მიაწოდა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
- რა არომატი აქვს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
მიუჯდა ელინაც. გოგონები პირისპირ ისხდნენ, თეთრ მაგიდაზე შემოერკალათ ხელები და თითებში ცხელი ფინჯანი მოექციათ.
- მოგივიდა სახე ფორმაში, თვალებიც იმდენად აღარ გაქ ჩაცვენილი. მართლა არაფერი მომხდარა გუშინ?
- სიმართლე გითხრა იყო რაღაც, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი..
იმ საღამოს.. დაჩი მოვიდა ჩემთან.
- რა? ის დაჩი? ბავშვობიდან რომ იცნობ და რამოდენიმე დღით რომ იყავით ერთად? ვაახ არ მჯერა.. და ამას წინ რომ შემთხვევით მასთან მოხვდი სამსახურიდან? ( სიტყვები ერთი ამოსუნთქვით მიაყარა გოგოს).
ელინაც უსიტყვოდ უქნევდა თავს.
- რა უნდოდა?
- არ ვიცი, იფიქრა რომ იმ დღეს უმიზეზოდ არ დავურეკავდი.
- ეხლა რა უნდა ქნა? ისევ რო დაიწყოს.. და ეცადოს რომანტიული გარემოებების შექმნას?
გახსოვს ის დღე? სამსახურის წინ მოედანი სულ პატარა, ფერადი ფურცლებით რომ იყო სავსე? ( სიცილით იგონებდა ნილი)
ზედ მხოლოდ შენი სახელი რომ ეწერა. " ე ლ ი ნ ა "
- როგორ არ მახსოვს ან რა დამავიწყებს?! სირცხვილით ვიწვოდი.. მთელი მოედანი ჩემი დასალაგებელი გახდა. მთელ შენობაში კი მარტო ჩემზე ჭორაობდნენ.. "მასზე რამოდენიმე წლით პატარა ბიჭს შეუყვარდა და მის საქციელშიც ჩანს ბავშურობაო".
- შე საწყალო.
- ბავშვობიდან ვიცნობ და ამიტომ ვერც კი შევძელი რომ ჩემს გვერდით სერიოზულად აღმექვა. ურთიერთობაზეც მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი რომ მეჩვენებინა როგორ ცდებოდა, მე რომ შევუყვარდი.
ღმერთო რა აღარ გადავატანინე .. მაგრად გამიკვირდა რომ არაფერი შეიმჩნია იმ ყველაფრის შემდეგ.
- მხოლოდ ეგ იყო მიზეზი, რომ ხსვა თვალით ვერ შეხედე რადგან თითქმის შენი ოჯახის წევრად აღიქვამდი? თუ ის, რომ სადმე ჩაიჭრა შენთან მიმართებაში ან ზოგადად სხვებთან მიმართებაშიც?!
- არა მსგავსი რამ არ ყოფილა და არც მახსენდება. ბევრ სიტუაციაში აღმოვჩნდით ერთად ვინაიდან ჩვენი მშობლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს, თუმცა არაფერი ცუდად არ მომხვედრია თვალში.
სახელურის ხმაზე ორივე შეკრთა.
- უჩვენოთ ისვენებთ ხო? ( წყრომით თქვა გუგამ).
ლექსომაც თავი შემოყო. ისე ჩანდა, თითქოს რაიმე საიდუმლო ოპერაციას ატარებდნენ გოგოები შიგნით.
- არაა.. ისე იყავით საქმეში გართული, ცოდვა იქნებოდა, რომ რაიმეთი თქვენი ყურადღება გაგვეფანტა. ( კვირცხლად მოუჭრა სიტყვა ნილიმ).
- ჩვენ გავალთ, დავუბრუნდებით სამუშაოს, ეხლა თქვენ დაისვენეთ, მშვიდად მიირთვით ყავა. (ელინამ თქვა და წამოდგა). კარისკენ დაიძრა და გუგამ შეაჩერა.
- შეგვიძლია ერთი წუთით ცალკე გავიდეთ? ( ჩურჩულმა დამსწრეების ყურადღებაც მიიქცია).
- მშვიდობაა?
- ცუდი რამ რო ხდებოდეს შენ არ გეტყოდი და არ დაგგრუზავდი ( ჩვეულებისამებრ ჩაეღიმა გუგას).
სამზარეულოდან გავიდა. მოძრაობით ანიშნა რომ მას გაჰყოლოდა. წამიერად ელინამ, ნილს გახედა . ნილიმაც თავის მხრივ, თვალის ჩაკვრით გაახსენა წუხანდელი მისი ეჭვი.
- არა! ხმამაღლა თქმა არც კი გაბედო ( სიმკაცრე ნარევი ღიმილით გაჰყვა უკან გუგას).
გარეთ რომ გავიდა, გუგა ზურგით დახვდა.
- რამის თქმა გინდოდა?
მის ხმაზე შემობრუნდა და თვალებში ისე ღრმად ჩახედა რომ ელინას ხველება აუვარდა.
- კარგად ხარ? წყალი ხომ არ გინდა?
- კი.. კი კარად ვარ. რისი თქმა გინდა?
- აამ.. სამსახურის შემდეგ გაქ რამე გეგმები?
- რატომ მეკითხები?
- ვიფიქრე.. ვიფიქრე საღამოს სადმე გავისეირნებდით, თანამშრომლები.. ( დაიბნა გუგა)
შენ თუ თანახმა იქნები დავგეგმოთ და მათაც ვუთხრათ.
სინამდვილეში უნდოდა მარტო ელინა დაეპატიჟებინა, თუმცა მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ცოტა შეეშინდა უარი არ მიეღო და სიტუაციის გასაბათილებლად, ლექსო და ნილიც ჩართო.
- კარგი იქნებოდა გუგა, მაგრამ საღამოს უკვე მაქვს გეგმები.
- აა.. კაი.. არაუშავს .. სხვა დროს იყოს.
(ძლივს მოაბა თავი სათქმელს)
- კარგი. შევიდეთ თორე ძაან ცხელა.
ნილის გამჭოლი მზერა, ეგრევე დაეჯახა ელინს შესვლისთანავე.
- რა მოხდა?
- ის, რომ შენი ეჭვი მგონი მართლდება.
- ხოო ხო.
- კაი აღარაფერი ვთქვათ რამე არ გაიგონ.

***
მოსაღამოვდა. დღევანდელი თავიანთი შრომით კმაყობილები, გზას მიუყვებოდნენ აუჩქარებლად.
- სახლამდე რომ გაგაცილოთ, წინააღმდეგები ხომ არ იქნებით?
გოგოებმა ერთმანეთს შეხედეს, ნილმა რაღაც ანიშნა ელინას. მერე ერთდროულად გადაიტანეს მზერა გუგასკენ.
- კარგი იქნება ( განაგრძო ნილიმ) მაგრამ ხომ არ ჯობია, დიდი დრო რომ არ დავკარგოთ, გუგა შენ ელინა გააცილე, მე და ლექსოს კი თითქმის ერთი გზა გვაქ სახლამდე.
- კარგი აზრია, თან ძაან დავიღალე დღეს (ამოიოხრა ლექსომ).
- კარგით მაშ, წავედით ელინ?
- კი წავედით, ფრთხილად მიდით.
- კარგი, თქვენც. თან ჩუმად, თვალი ჩაუკრა ნილმა.

მარტო განაგრძეს გზა. ელინა ცოტა უხერხულობას გრძნობდა თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. გადაწყვიდა თავად წამოეწყო საუბარი. ამინდის ხსენება კი საუკეთესო საშუალებაა.
- კარგი საღამოა არაა, მშვიდი.
- კი. თუმცა ზაფხული ნაკლებად მიყვარს.
- სიმართლე რომ გთქვათ, მეც არ გვიჟდები.
ესეც პირველი დამთხვევა გაიფიქრა ელინამ.
- ისე გვიანი არაა თუ გადაიფიქრებ ჩემს გაცილებას.. დაიღლებოდი დღეს.
- იმედია ხუმრობ?
- სრულებითაც არა.
- მაშ, ჯობდა გეხუმრა, თორემ ამის თქმით საკმაოდ დაამცირე ჩემი პიროვნება.
- ო, მაპატიე, არ მინდოდა ასე გამომსვლოდა.
- არაუშავს ( გაეცინა გუგას) გპატიობ, როგორც ყოველთვის.
- როგორც ყოველთვის?
- დიახთ.
- ვერ ვიხსენებ კიდევ რით შეგცოდეთ ბატონო გუგა ( თითქმის დაასერიოზულა).
- მაგალითად, დღეს უარი მითხარი როცა სადილზე დაგპატიჟე თუმცა დაგითანხმე მაგრამ საბოლოოდ მაინც უარი მივიღე, როცა გასეირნება გთხოვე საღამოს.
- ააჰ, ეხლა ცდილობ ნამუსზე ამაგდო? თუ თავის მართლებას უნდა მოვყვე?
- არა რას ამბობ, ეგ არც მიფიქრია. შენივე კითხვას გავეცი პასუხი და რაკი გითხარი, ჩათვალე დავიწყებული მაქ ამის შემდეგ. ( გაღიმებული სახით შეხედა ელინს და შეეცადა ამ მზერით დაემშვიდებინა).
მეტროდან რომ ამოვიდნენ, პირველი რაც შენიშნეს ის იყო რომ
- წვიმს. (წამოიძახა ელინამ)
- ხომ არ მოვიცადოთ, სანამ ცოტას გადაიღებს.
- გაბრუნდი შენ, მე მიყვარს წვიმა, სახლამდე გავისეირნებ და ცოტას დავსველდები ( თქვა ბედნიერმა).
- კარგი მეც შენთან ერთად წამოვალ.
- არა მართლა აღარაა საჭირო აქვე ვცხოვრობ. არ მინდა რომ დასველდე.. ჩემ გამო. ( თავი დახარა)
გვერდიდან მოშორდა გუგა ელინს და რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. სახით მას მოუბრუნდა და უთხრა:
- ხედავ? უკვე დავსველდი.
- აჰ, იმედია როგორმე გამოვისყიდავ, შენდამი ჩემს დანაშაულებებს.
- მხოლოდ შენი გაღიმებაც კმარა.
ხალხი, ქოლგებით ხელში, სწრაფი ნაბიჯით უქცევდნენ გვერდს ორივე მიმართულებით. მხოლოდ ეს ორნი, ელინა და გუგა, მისეირნობდნენ წვიმაში, ფეხის აუჩქარებლად, თითქოს უნდოდათ ეს მომენტი ღრმად ჩაბეჭდილიყო მათ გონებაში.
- მოვედით, ეს კორპუსია.
(სადარბაზოს წინ გაჩერდნენ) - აქედან უკვე მართლა ჩემით წავალ. ( გაეცინა)
- შენია? თუ ქირით ხარ?
- ჩემია. რატომ მეკითხები?! ( დაბნეულად უპასუხა).
- არა ისე, დამაინტერესდა.
- მადლობა, მოცილებისთვის.
- არაფრის, კიდევ ბევრჯერ გადაგეხადოს მადლობა. ( სიცილით)
ბედნიერ ტალღაზე დაემშვიდობნენ ერთმანეთს, სიხარულით აირბინა ელინამ კიბეები. შევიდა სახლში და წამიერად შვება იფრძნო, გული გამალებით უცემდა, ხელის კანკალიც ძლივს მოიცილა.
- აჰ რა მჭირს?! ( გაუბრაზდა საკუთარ თავს).
როგორი საყვარელია, როგორ დადგა ჩემ წინ წვიმაში. იმედია არ ავწითლდი და საკუთარი თავი არ გავეცი ( ხელი დაირტყა შუბლზე).
სასწრაფოდ მივიდა სარკესთან.. - არა ცუდ ფორმაში არ ვარ ნამდვილად.
იქვე ლოგინზე მიესვენა, თვალები დახუჭა და შეეცადა გუგასთან დაკავშირებით, ყველა დეტალისთვის გადაეხედა. ღრმად ფიქრებში წასული, მობილურის ხმამ გამოაფხიზლა.
1 შეტყობილება
- ტკბილი ძილი ( გუგა).
ელინს ხელახლა დაეწყო გულის აჩქარებებები. - ღმერთო, რა ყურადღებიანია. (ფიქრობდა)
რა მივწერო? ვკითხო როგორ მივიდა სახლში? არა, თუ ვკითხავ საუბარი გაგვიგრძელდება.
იმის ფიქრში თუ რა მიეწერა, კარზე კაკუნი გაისმა.
- ალბათ თეაა.
მობილირი დაბლოკა და გვედით გადადო, შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent