შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი ღამე (სრულად)


25-01-2022, 03:57
ავტორი tasusuna
ნანახია 22 457

ჩემს თვალწინ დასცვივდა თითოდ-გრძელი,ხვეული,უკვე უსიცოცხლო მზისფერი თმის ყველაზე ძვირფასი ღერები..
ანტიკვარული ბროლივით შემომემსხვრა ხელში მისი მილეული სიცოცხლე და,
დაუამებელი იარა სამუდამოდ დამიტოვა სუსტად მფეთქავ გულზე..
უკანასკნელ წამამდე აფრქვევდა უღმერთო სიცოცხლის სიყვარულს..
თითქოს ბედის ანაბარად მიეტოვებინა მეამინეს მისი ყველა ფერით დატვირთული ცხოვრება..
არ ეთმობოდა და,მაინც,ისე სასტიკად გამოგლიჯა ღმერთმა ბოლო სუნთქვა,თითქოს, მეტის ღირსიც არ ყოფილიყო..
არადა,მთელ სამყაროდ ღირდა მისი, თუნდაც,მწვანე,ხასხასა თვალების ერთი შემონათება..
ყოფიერების ყველაზე ძვირფასი წერტილი და,ხუთი უკვდავი ღამე იყო მთლიანად ნოე ჩადუნელი.
ბიჭი,რომელიც ყველას გონებაში მზის უკანასკნელ გამოსხივებად დარჩა..
__
-ნენეს ამბების შემდეგ გარეთ საერთოდ ვეღარ გავდივარ,თინი,ტაქსს გამოგიძახებ რა..-კარებში დამედევნა ფეხარეული,სასმლისგან გაბრუებული ნუცი..
გამეღიმა..
ვეღარ ვუთხარი,ერთ კვადრატულში,უცხოსთან,უხამსი ფიქრებით აღგზნებულ მძღოლთან ყოფნას ფეხით სიარული მირჩევნიათქო..
მუდამ დამფრთხალს,ჩემი შიშები უფრო ჩაკეტავდა ნაჭუჭში..
უფრო აგვრევდა ჩვენი ფიქრების გამომზეურება და,
მეც ისე მივჩქმალე,როგორც ჩვენ,ყველამ,სათითაოდ..
უპასუხოდ დავტოვე..
წამოვედი..
პირველი ღამე იყოს მას შემდეგ,
რაც ტრაგედია დატრიალდა და,
თითქმის, სამას მეოცე დღე იწურებოდა,
ჩამობნელება სიკვდილივით რომ გვზაფრავდა.
მისხალითაც არ ეცვალა ფერი ქუჩებს..
ისევ ისეთი შემზარავი იყო მათი ყოველი კუთხე და,
ისევ არაფრისმომცემი ყოველი მისი ჩუმი გატოკება..
განათებულ,ცარიელი გზატკეცილის ცენტრალულ ორმაგ ზოლს მივუყვებოდი..
გულის ხმაურში ძლივსღა მესმოდა გავლილი ნაბიჯების რაოდენობა..
ერთიდან ათასამდე გულმოდგინედ ვითვლიდი და,
სულიდან წამოსულ ჩუმ ლოცვას უწყვეტად ვიმეორებდი..
დაბარებულივით..
"მამაო ჩვენო,
რომელიხარ ცათა შინა.."
თითქოს,კაბადონს გადახსნიდა და,ერთიანად გადაყრიდა საავდრო ღრუბლებს,მზის სხივებისთვის..
ვინანე რომ წამოვედი..
მთავარი გზა რომ შემომელია ა,
ერთადერთი ქუჩა დამრჩენოდა გასავლელი,
მაშინ მწარედ მომიჭირა გულმა და,
სული ამეწვა უკონტროლო შიშისგან..
ქარიც კიარ იძროდა..
ჭიანჭველაც კიარ დადიოდა..
არცერთი მოკვდავი ქუჩაში არ ირხეოდა,
გარდა ჩემი სულგაცლილი სხეულისა და მაინც,
უღმერთოდ მჭამდა განცდა,რომ საფრთხე სწორედ იმ შესახვევში ჩასაფრებულიყო და,
ხელგაშლილი მელოდა მსხვერპლს..
გავცივდი..
კანი ამეწვა სასოწარკვეთისგან..
ლამპიონთან ისე ჩავჯექი,თითქოს,
მხნეობას მომცემდა..
ხელები მჭიდროდ შემოვხვიე მუხლებს და,
წუთების თვლა დავიწყე,
სანამ საბოლოოდ გაიცრიცებოდა წყეული ღამე და,
გამონათება სიმშვიდეს მოიტანდა..
უსაშველოდ იწელებოდა ყოველი წამი..
თითქოს,ერთ მონაკვეთზე გაყინულიყო დრო და,
გადაწყვეტილება ვერ მიეღო,
განეგრძო თუარა სუნთქვა..
-ღმერთო,გათენდეს,გევედრები..-უიმედოთ ამოვიძახე..
უსუსტესი ჩურჩული უძალო კივილივით დაეკიდა ცარიელ ქუჩას..
გამაკანკალა..
ალბათ,ოთხი იწყებდა ახალ სიცოცხლეს,შემცივნებულს,სიმყუდროვის შერხევამ რომ გამომიფხიზლა გონება აგონიიდან.
საათი იწურებოდა რაც ლამპიონთან უძრავად ჩამოვმჯდარიყავი და,
უკვე,ყველ კუნთი მტკიოდა უმოძრაობისგან,
მაგრამ,
არც ადგომად მიღირდა იმ წამს რამე..
ყური დავუგდე სუსტ ჩამიჩუმს..
მზერა გამკრთალი შუქისკენ გადავუტანე და,
ორსართულიანი,ძველნაგები სახლის,ხის ჩუქურთმიან კარს მანამ არ მოვაცილე თვალი,
სანამ ქუჩის მეორე სულიერმა არ გადმოდგა ზღურბლზე ერთი ნაბიჯი..
დავპატარავდი..
შემოვიკეცე ყველა კუთხე,
სუნთქვა შევწყვიტე,იქნებ ლამპიონსაც კი შევზრდოდი,
მაგრამ,
მის ნათებაზე მკვეთრად ვჩანდი..
არ დაძრულა უცხო მეტად..
კარებთანვე ჩაიკეცა და,
მუხლებში ჩადო ალბათ ფიქრებისგან დაღლილი თავი..
ფარატინა, თხელ მაისურზე პერანგი მოეხურა და მისმაგივრად გამიარა ტანში ყველა სუსხმა,
იმდენად შეუსაბამო იყო ამინდისთვის..
გრძელი,ხვეული სპილენძისფერი თმები არეოდა და,
სუსტი ქარი მის ნებაზე ურხევდა..
არ მეჩვემებოდა,
წუთების შემდეგ შევამჩნიე როგორ უცახცახებდა მხრები და,
ადგილზე გავშრი..
თითქოს,
ერთდოულად გაგვეყინა ვენებში სისხლი..
უცხოს ყელიდან მთელი წამებით ამოდენილი მწუხარება ქუჩას ლოდებად დაეკიდა და,
დაამძიმა ისედაც ჩალის ფასი ღამე..
არასდროს მსმენია ამაზე მეტი სასოწარკვეთა ყელიდან ამოსულ გოდებაში..
კოსერზე გადამსკდარი თითის სიმსხო ვენები გამოხეთქვას ლამობდნენ,
იმდენად გაჟღენთილიყვნენ სისასტიკით..
გული მომიკვდა..
მის კანში გავეხვიე..
ისე შემესისხლხორცა ცეცხლისფერთმიანის ტკივილი,
რკინის ძალა ჩამესხა კუნთებში..
ბედმა თუ,
მისმა სიმარტოვემ მიმიყვანა,
ვერ ავხსნი..
ერთსაფეხურიან კიბეზე ისე მივუჯექი გვერდით,
თითქოს,კედელი ვყოფილიყავი..
ფარად და ხმალად დავუდექი და,
ძლიერად მოვეჭიდე სახეზე აფარებულ მკლავზე..
-ნუ გეშინია..-ათას ნაწილად დამშლოდა ხმა..
გაკვირვებისგან სუნთქვაც შეწყვიტა წუთით..
ხელის გულებით სახე მომენტალურად შეიმშრალა და,
მწვანე,
ხასხასა კოინდრისფერი თვალები შემომანათა..
სახე ტკივილისგან დაღარვოდა,
მაგრამ,
თვალებიდან ასხივებდა უღმერთო ძალასა და,
უცხო განცდას..
-არ მეშინია..-ისე მხნედ მიპასუხა,თითქოს,არ მენახოს,როგორ ჩამოიშალა ერთიანად წუთების წინ..
-მე რომ შემეშინდეს,სიცოცხლეც უნდა დავასრულო..
შიშს რომ მივცე საშუალება,დამიპატრონოს,
მაშინ,იარაღს უნდა ვტენიდე და,
ცხელ ტყვიას ვამზადებდე საფეთქლისთვის..-სწრაფად ამოილაპარაკა..
უფრო თავდაჯერებისთვის და არა,ჩემს პასუხად..
ვგრძნობდი..
წამოდგა უცხო..
რბილად იღიმოდა..
მაგრამ,ის წეღანდელი მაონც ემჩნეოდა ღაწვებზე..
-შიში სისუსტე არ არის..-ჯიუტად ვპასუხობ მაინც და მისი თვალების ტყვეობიდან ვაღწევ თავს..
-შენ რისი გეშინია?!-არ ველოდი საუბრის მკვეთრ ცვლილებას..
თავი ააარიდა პასუხსაც და მეტად გახსნასაც..
იმწამს,მე ვგრძნობდი,მეტის თქმაც არიყო საჭირო და,არც საამისო ძალა ჰქონდა,
გულიდან ამოეღო ყველა იარა..
-ღამის და,იმ ქუჩის.-ვიწრო ჩიხისკენ მივუთითე და ,
წამოვდექი..
უკვე რუხიფერი დადებოდა კამარას..
დღის შემობრძანებისთვის ემზადებოდა კაბადონი..
-თუ გაგაცილებ მპირდები,რომ არავის ეტყვი მტირალა, წითელთმიან ნოე ჩადუნელზე?!-ისე შემომცინა,
გულწრფელად გავიოცე..
მის სახეს მისხალიც აღარ აჩნდა წეღანდელი სასოწარკვეთის..
ერთ ღიმილს ადამიანი მთლიანად ეცვალოს,
არც კი მიხილავს..
თავი დასტურის ნიშნად დავუკარი და,
მის მსუბუქ ნაბიჯებს დაკარგულივით ავედევნე..
წინ მიდიოდა..
მხრებში გადაშლილი..
თთქოს მიწას სულ არ ეხებოდა..
სანტიმეტრით სცდებოდა ყოველი მისი ნაბიჯი გზას..
სიმსუბუქისგან უწონადობაში გასასდიოდა ყოველი მიხვდა-მოხვრა და მთელი გულით შემშურდა,
მისი უცაბედი სიმშვიდის..
-არა,მართლა,რომც თქვა,არ დაგიჯერებენ.
განა მიტყდებოდეს,პირიქით,გრძნობები ხანდახან ისე მაწვება,მინდა ყველას გავუზიარო..
მაგრამ,აი,ბაღის შემდეგ,დედას რომ დავავიწყდი,არ მიტირია და ეს ალბათ,
მას შემდეგ პირველია,
გულში რომ ვეღარ დავიტიე ვეღარცერთი გრძნობა და..-სამჯერ შემოტრიალდა სანამ დაასრულა..
სამივეჯერ სხვადასხვა იყო მისი მწვანე თვალებიდან წამოსული ემოცია..
ბოლოზე გაჩერდა..
ასე,ჩემკენ მოტრიალებულმა განაგრძო უკანსვლა და,
დაჟინებით მაცქერდებოდა თვალებში..
-ისეთი ლამაზი ხარ,სახელიც ასეთი უნდა გქონდეს,ვფიქრობ..-ისევ შეწყვიტა და,ისევ რადიკალურად სხვა თემაზე გადავიდა..
ისე უნებურად გამეღიმა,
თავი ვერ მოვთოკე..
-თინი მქვია,ნოე..-გავუთამამდი..
სანამ გავუსწორდი,
დამელოდა და,უკვე,გვერდით ამომიდგა..
-ღამემ რა დაგიშავა,თინი?!
-ღამემ ბევრი გვატკინა ყველას და,ვეღარ ვურიგდები..ღამემ დაგვისრულა ისტორია და,
დღის ანაბარად დაგვტოვა ყველა,ისე,თითქოს,ძილი და სიმშვიდე აღარ გვჭირდებოდეს..-ყელში უმძიმესი,
ეკლებით სავსე,
შხამიანი ბურთი შემომაწვა..
ვეღარ ამოვისუნთქე..
ცრწმლებმა დამახჩო,
სანამ მათ ჯებირებში ვაკავებდი..
-მიწასთან გაგვასწორა..
ათას ნაწილად დაგვხერხა და,
ისე განაგრძო მისი მშვიდი ყოფა,თითქოს,არაფრად უღირდეს ჩვენი ყველას სიცოცხლე და,
მითუმეტეს..მისი..-ვეღარ გავბედე სახელი მეთქვა..
წელი გადიოდა თითქმის და,ტაბუდადებულ თემას ნენესთან საერთოდ არც ვახსენებდით..
იმ ღამესთან ერთად დავიმარხეთ ჩვენ ყველა და,
განსაკუთრებით,
ადამიანობაწართმეული ნენე..
დამიწვა სახე ცხელმა სითხემ..
აღარ შემეძლო..
ამოუთქმელობისგან მეწვოდა ყველა უჯრედი..
ისევ შემომეცალა ძალა..
ქვაფენილზე ჩავიმუხლე და,
მის მსგავსად,
ხელები ძლიერად შემოვაჭდე მუხლებს..
-მეშინია გარეთ გასვლა..
ეგოისტურად მჭამს განცდა,რომ არ მინდა,მეც მასსავით დამემართოს და,
ესეც მკლავს..
თვალს ვერ ვუსწორებ სიბნელეს..
თვალს ვერ ვუსწორებ მას..
საზიზღარი ადამიანი ვარ..
საშინელი ადამიანი ვარ..
მეშინია..
უღმერთოდ მეშინია..
არ მინდა მეც მეტკინოს.
არ მინდა,მეც მატკინონ..
არ მინდა გადამთელონ და ცხოვრება დამისრულონ..
ღმერთო,როგორ მეშინია!..-გული ამომისკდა მეგონა..
სული დამეშანთა..
საკუთარ შიშებს ისე ვყავდი შეჭმული,
უზარმაზარ არარაობად გადაქცეულიყო და,
მთლიანად მფარავდა..
-ნუ გეშინია..-საწყისს დაუბრუნდა ჩადუნელი..
მწვანე თვალები დამუქებოდა და,
ხავსისფერი გადაჰკროდა ირისებზე..
-დღეს პირველი და,
გპირდები,
შემდეგი ასი,
არცერთი ღამე იქნები მარტო და,სადაც არ უნდა იყო,იქ ვიქნები,ბოლომდე გაგყვები,სანამ არ გათენდება..-რომც არ ასრულებულიყო,
გულიდან წამოსულმა სიტყვებმა,
მისი გზა იპოვეს და,
ბუდეში თბილად გაღვივდნენ..
ფრთხილად წამომაყენა..
ისევ გვერდით ამომიყენა..
შემოპარული დღის ღია ფონზე მისი თმები კიდევ უფრო ააალდა და,
კოცონივით გაათბო სისხამი დილა..
ისე მივადექით ჩემ სადარბაზოს,
მეტი აღარ თქმულა..
განცდა მქონდა,რომ მთელი წელი დაუღალავ საუბარში გამეტარებინა..
მეგონა,ყველა სათქმელი გულიდან მქონდა გადმოღებული და,
ისე შემიმსუბუქდა სული,
მეგონა,
არც ერთი გრამით ვამძიმებდი მიწას..
-თინი..-სანამ ავიდოდი,
დამიძახა..
თავი ჩახრილი ჰქონდა..
მხრები აბუზული..
სციოდა და ალბათ,ვერც გრძნობდა..
ყელზე მოხვეული შარფი გაუაზრებლად შემოვხვიე კისერზე და გავუღიმე..
ორივე ხელით მოეჭიდა მის ბოლოებს და ამომხედა..
ის,
პირველი,
ტკივილით სავსე მზერა დაბრუნებოდა მის თვალებს..
გამაცივა..
-მეოთხე სტადიაა,თინი..
მე ვერ ვერკვევი,
არც მინდა დიდად..
დღეს გავიგე,სულ ცოტაც და..-ხმა გაუწყდა..
ჩაისუნთქა..
მე მეგონა,იქვე მოვკვდი,ისე შემენანა..
-მართლა არ მეშინია,
გულწრფელად,
ის,წეღანდელი,
სინანული იყო,მხოლოდ,რომ შეიძლება რაღაცები ისე ვერ მოვასწრო,როგორც სხვამ და..-ვეღარ გააგრძელა..
აღარც დასჭირდა..
მწვანე კოინდარი ამბობდა ყველა მის უთქმელ სიტყვებს.
სანამ გრძნობა დამიბრუნდებოდა..
სანამ ტკივილისგან მოწურული გული ისევ დაიწყებდა ფეთქვას,
ნოე იქ აღარ იყო..
გრძნობები,რომლებიც,ღამემ და მისმა ყოველმა სიტყვამ დამიტოვა,აღემატებოდა ჩემს სულიერ სიმყარეს გამეძლო..
ეს არ იყო სამართლიანი..
თუ სადმე,უკვე,ისევ არსებობდა ღმერთი,
ასეთი უცხო,
ასეთი მზისბიჭისთვის,
ეს ბედი არუნდა დაეწერა..
__
უკონტროლოდ ამკვიატებოდა ფიქრი მზისთმიან ბიჭზე..
თითქოს,მთელი ცხოვრება გაეტარებინოს მხარდამხარ,
გამეზეპირა მისი ყოველი ნაკვთი,მხოლოდ ერთხელ ხილული და,
ყოველი ნაწიბურით,ამომეჩემა..
არ ამომდიოდა თვალებიდან მისი გაშლილი და ,ამავდროულად,სევდით ჩამოყრილი მხრები..
მისი ორფეროვანი მწვანე ირისები და მათგან გადმოღვრილი უდიდესი ძალა..
იმ ღამის შემდეგ,
მეშვიდე დღე ბნელდებოდა და,
მხოლოდ გონებაში თუ მოვავლებდი მის სახეს თვალს..
უღმერთო ჯავრისგან გული სასწაულად გამსიებოდა და გასკდომას მქონდა,ღრმა ფიქრებისგან..
ვერ შევბედე,
მომეძებნა ან მეკითხა..
მომერიდა მისი პირადი სივრცის და,
არც დასაკარგად მემეტებოდა..
სიმსუბუქე,რომელიც მან მოიტანა,
დიდ,მძიმე,უზარმაზად ლოდად ქცეულიყო და წელს მწყვეტდა მისი თრევა ქუჩიდან-ქუჩაში..
სიცარიელით სავსე ოთხი კედელი კი მიორკეცებდა განცდას,რომ,
სრულიად მარტო ვიყავი და..
ერთადერთი სხივი,რომელიც,თითქოს მცირედ გამონათდა,
ღამის შიშებს მოყვა და,ისევ უკვალოდ გაქრა..
აღარც ძილი მომეკარა..
აღარც სიმშვიდის განცდა..
თორმეტს წუთით გადასცდა საათის ისარი და,
გულმაც ძლიერად მომიჭირა..
რკინის მასიური კარი რომ მოვიხურე,მხოლოდ მაშინ გაიაზრა გონებამ,რომ მოსახური ჩამიცვამს და ,
გასვლას ვაპირებდი..
სულიდან წამოსული უჩვეულო მხნეობის განცდა მომეწონა,
უკვე,მივიწყებული მქონდა განცდა,სიძლიერის..
მჭახედ ანათებდნენ ლამპიონები..
ჯერ კიდევ დადიოდა ქუჩებში თითო-ოროლა ხალხი..
ქუჩის შუაგულში,
ვიწრო მოსახვევის თავში,
თავგანწირულივით ჩავჯექი..
თხელ ჯინსში ყველა სუსხმა გამოატარა და,
მივეყინე ლამის ასფალტს,ისე ციოდა..
მოლოდინი სულს მიღრღნიდა,თუმცა,რისი,აღარ ვიცოდი..
ორი ჩუმი გაკვირვებული ჩალაპარაკება მწარედ მომხვდა გულზე,
თუმცა,
არ მიღირდა იმდენად,
მცირედ მოსული სიმშვიდე რომ დამეფრთხო..
გრძნობა,რომელიც,ამწამებში იწყებდა დაბადებას,
მომწონდა და ანდამატივით მიზიდავდა..
-თინუ!-ხმა მომესმა..
მკაფიო და ისეთი სიძლიერით გაჟღენთილი,ელვამ დამიარა მთელ სხეულში..
არ მინდოდა თვალები გამეხილა და მხოლოდ ზმანება ყოფილიყო,მაგრამ,ვეღარ გავუძელი..
ის იყო.
იქ იყო..
მთელი სიგრძის ქუჩა გვაშორება,
დასაწყისიდან,ბოლომდე და,
ასე მეგონა,
მთელი კილომეტრები იყო..
ამომიჯდა გული..
შემცივნებული,მთლიანად გავლღვი და,
გავიბადრე..
ნოე ჩადუნელს სხივისფერი ხვეულები ისევ აბურდვოდა სუსტი ქარის გამო და,
ისევ შეუსაბამოდ თხლად ეცვა,
კისერზე ჩემი ტიტებიანი შარფით..
სახეს ვეღარ მოვუყარე თავი..
ფეხები ვეღარ დავიმორჩილე,
ისე მინდოდა ახლოს მენახა და,თვალებში ჩამეხედა..
-მოდი დროზე,გავიყინე!-ისე მეძახდა,თითქოს წლების ურთიერთობა გვაკავშირებდა..
ხელები ფართოდ გაეშალა და,
საუკუნემ განვლო სანამ მასთან მისასვლელი მანძილი უფიქროდ დავფარე..
მის წინ შევჩერდი..
მიმიზიდა..
ისე მიმიკრო,
ისე გამათბო და,
მთლიანად ფრთებქვეშ შემიფარა,
დავდუმდი..
-ათი წლის სიცოცხლე მომიმატე ახლა შენ თინუ! ოღონდ მართლა!-რბილი ხმით ამოილაპარაკა..
ვერ მოვცილდი და,არც მას ვეთმობოდი..
ისე ვეკროდი,
სიცივისთვის აღარ მემეტებოდა მისი გამთბარი კანი..
არ მინდოდა მის სიტყვებზე ჩავციკლულიყავი და,
სულ აღარ ვუსმენდი,
რას ამბობდა..
-არა,სად იყავი ეს ღამეები?!
იცი,რამდენი ღამე მომაკელი?!
ექვსი!
აქ ვიდექი,გიცდიდი და სულ ვიყინებოდი..
ხომ შეგპირდი?!
მე იმ ნოეს ბედი ვატირე,სიტყვას რომ ვერ შეასრულებს!-ვგრძნობდი როგორ ეღიმებოდა და გულით მეცინებოდა მეც..
ფრთხილად მოვცილდი..
მომენტალურად შემცივდა..
სახე დაუდგა მასაც..
-ოდესმე ამინდის შესაფერისად გაცვია ნოე?!-მის მზერას რომ დავხსნოდი,
ყალბი გაბრაზებით დავუყვავე..
იმდენად არარეალური იყო ჩვენი შეხვედრა და,
ის,რაც ორმა სხეულმა ერთმანეთის მონატრებით გაიარა,
ვცდილობდი,განმემუხტა გარემო და,
ერთიანად აშლილი ფიქრებისთვის დრო მიმეცა,დამშვიდების..
-მე რომ თბილად მეცვას, ვინ მაჩუქებს მერე ტიტებიან შარფს?-მომენტალურად წამიკითხა ყველა ჩემი ქმედებებით და,
ოსტატურად ამყვა..
ალბათ,მასაც სჭირდებოდა დრო,რეალობას დაბრუნებოდა.
გამეცინა..
უხდებოდა..
ხელები ისევ ბოლოებისთვის ჩაეჭიდებინა და პატარა ბავშვს ჰგავდა..
თვალები უკაშკაშებდა..
ციალებდა ირისებში ახასხასებული კოინდარი..
უმისამართოდ გადავგდით ნაბიჯები პირდაპირ და,მთავარ ქუჩაზე გამოვედით..
აღარც ერთი მანქანა აღარ მოძრაობდა..
ქალაქი ძილში გახვეულიყო..
ისევ ისე,პირველი ღამის საწყისივით,
ორმაგ ზოლს გავუყევით და,
ალბათ,ორივე ერთსადაიმავეს ვფიქრობდით,
რა გვინდოდა შუა ღამით სრულიად უცხო ადამიანთან?!
რატომ ვეხუტებოდით მათ და,რატომ აღარ გ ეთმობოდა?!
იმდენი ლოგიკური კითხვა მქონდა და,
ათასობით ანგარიშმოკლებული პასუხი..
არ ვიცი,
რატომღაც,
მხოლოდ იმას ვფიქრობდი,
რომ,
როცა ადამიანის სულს ეხები,
შიშველს,
ტკივილით,
გოდებით,
ცრემლებით,
ბოღმით,
უსამართლობით სავსეს,
იქ,ზედაპირული ათასი განვლილი დღე აღარაა საჭირო და,
ღამეც საკმარისია,
შენად დაიგულო უცხო..
-თინუ,არის რამე,რის გარეშეც ვერ იცოცხლებ?!-დიდი ხნის შემდეგ მეკითხება..
ყოველთვის ვფიქრობდი,რომ მატერიალური კუთხე იყო სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი და,ამის ფონზე,დღემდე ვათენებდი სამსახურის საკითხებზე,
მაგრამ,
ახლა და ამწამს,
ყველაფერი თავდაყირა მიდგებოდა..
-ალბათ,სიმშვიდის და,სიმსუბუქის გარეშე.-მთელი გულით ვპასუხობ და ,სუნთქვას ვაყოლებ ყველა ემოციას..
პირველი შეხვედრისას,
წინ მიმავალი ნოეს ყურებისას,შევამჩნიე,როგორი მსუბუქი იყო მისი ნაბიჯები და,
აახლა,
ზუსტად იგივეს ვგრძნობდი მეც..
უწონადობას,
სიმშვიდეს და,
ბუმბულივით სიმსუბუქეს..
გაეღიმა..
ეშმაკები გადმოსცვივდა ავარსკვლავებული თვალებიდან..
-მეგონა წყალი უფრო მნიშვნელივანი იყო.-გულიანად გამიცინა და,შემაჩერა..
აღარ დამაცადა კითხვის შებრუნება..
-მე,მართლა ვფიქრობ,შენ რომ ღამის აღარ შეგეშინდება,მერე მე როგორღა ვიცოცხლო?! -იცინოდა,თუმცა,ვგრძნობდი მის სიტყვებშიც გულწრფელობას..
-როფორც აქამდე ცხოვრობდი,ისე!-პასუხად გავუღიმე და,მოვტრიალდი,სახლის გზისკენ..
გული საგულეს აღარ მქონდა და,
ვერ ვაკონტროლებდი ფიქრებს..
-იმ დღემდე,ჩემი ცხოვრება ბორგვა იყო,თინუ,
მოუსვენარი წადილი,საკუთარი თავის დაზიანების და,
მოწამლული გარემოს კანზე მიკვრის..
-ნელი ნაბიჯით დავიძარით უკუგზაზე..
თვალები დასევდიანებოდა..
აქ აღარ იყო..
მისი გონება წარსულს ჩაბღაუჭებედა და კადრებად ულაგებდა განვლილს..
-სხვისი პრობლემების მოწესრიგებაში იმდენი დრო განვლე,ჩემი სულ უყურადღებოდ მიმრჩა და,სანამ უკანასკნელ წვეთამდე არ მივედი,ვერც ვიგრძენი,რომ რაღაც რიგზე არ იყო..-იმდენად სხვა,უცხო ტონები დავიჭირე მის ხმაში,
ვეღარ გავუძელი და,
ძლიერად ჩავჭიდე ყინულივით ცივ მტევანს ხელი..
ვიგრძენი როგორ ძლიერად შემომაჭდო თითები მანაც..
ფიქიკური მხარდაჭერა სჭირდებოდა..
თუნდაც მცირე და,რამდენიმე წამიანი..
-მერე,როცა რეალობას მთელი სისასტიკით ასკდები..ტვინში რაღაც ღილაკი გერთვება და თითქოს,ორ ნაწილად იყოფი..
ან სასოწარკვეთისგან იმოკლებ დღეებს,
ან,ისე აგრძელებ სიცოცხლეს,თითქოს,არც არაფერი მომხდარა..-ვეღარ აგრძელებს..
გული მეწურება..
-ნოემ გადაწყვიტა,არ დააჩოქოს დიაგნოზმა და იქამდე ებრძოლოს,სანამ არ დაამარცხებს?!-განვაზოგადე,რომ გამარტივებოდა..
-ჩადუნელს რომ ეგ გზა არ აერჩია,
მის სახეს დაკარგავდა.
იცის,რომ დამარცხდება,მაგრამ,
მაინც,სანამ დრო ექნებ,
ბოლო წამამდე გამოწოვს დედამიწას ყველა შუქს და,სხვას გადასცემს,რომ გაანათოს..
-შენ ისედაც ანათებ,ნოე!-ვაწყვეტინებ..
ეღიმება,თმებზე ხელისგულებს იტარებს და ჩამოყოლილ ღერებს ჩემკენ წევს..
-ნახე ,რამდენი სხივი დამცვივდა..-ამღვრეული თვალებით დააცქერდა და ქარს გაატანა,რომ ვეღარ გაუძლო..
-სულ ერთიც რომ არ დაგრჩეს,თვალებიდან გაათბობ ყველას!-არ ვიცი,საიდან მოდიოდა უჰორიზონტო გამბედაობა და,ასეთი გულახდილობა ჩემგან,როცა,არასდროს გადმომქონდა ზომაზე მეტად ჩემი ფიქრები..
ის,რაც ჩემს ირგვლივ ორი ღამე ხდებოდა,ყოველგვარ ამქვეყნიურს სცდებოდა და,
სხვა განზომილებაში გადავყავდი..
ნოე ჩადუნელი,იდუმალებითა და,ამავდროულად,ღია,თავისუფალი და უსაიდუმლო,ანდამატივით მიზიდავდა და ამ ფაქტს რომ არ ვმალავდი,
ეს მიჩენდა უამრავ ფიქრებს..
ვუყურებდი მის ნაბიჯებს..
სწორს,
ძლიერს და ამავდროულად,უწონოს..
ვამჩნევდი მის მოშიშვლებულ სულსაც და მესმოდა მისი თვალებიდან ამომსკდარი ყველა სასოწარკვეთა..
ისე,თითქოს,
საკუთარ ემოციებს ვიკავებდე კბილებით..
ვერ ვხედავდი,საერთოდ ვერ ვსაზღვრავდი მომავალ ორ-სამ-ოთხ და,ას ნაბიჯს,
მაგრამ,
ის რაც ამწამს ხდებოდა,
არ მინდოდა ოდესმე დასრულებულიყო..
-შემდეგში ქალაქის ბოლოდან უნდა დავიწყოთ და,
რომ გათენდება,მერე დაგაბრუნო შინ..
პროგრესისთვის უფრო დიდი მანძილი გვჭირდება,თორემ,ასე დრო არ გვეყოფა!-რადიკალურად შეიცვალა,ისევ!
როგორც ჩვეოდა!
სახლამდე მივსულიყავით უჯვე და სულ არ მინდოდა გავცლოდი..
თვალები უციალებდა და,
ძალიან ლამაზად უციმციმებდა მათში ვარსკვლავები..
-ახლა იმდენ სითბოს ასხივებ,მგონია,რომ დისკო კაშკაშებს!-ვუღიმი..
ვიგრძენი,როგორ ესიამოვნა..
გაიბადრა და,
ცამდე ამაღლდა..
სულ მთლად ჰაერად იქცა..
სანამ იშნობდა,
მოვცილდი და ასვლას ვაპირებდი..
-თინუ!.-შემაჩერა..
დიდხანს მიყურებდა..
არ იძროდა და,
მეც,ასე შორიდან ვიკვლევდი მას..
-ნეტა ხედავდე,რა ლამაზი ხარ..!-მხოლოდ შემდეგ მითხრა და,
წავიდა..
საათიღა იყო დარჩენილი გათენებამდე და,
უკვე,დავიფიცებდი,არცერთი მისხალით აღარ მეშინოდა პირქუში ღამის,
იმდენად ჰორიზონტს სცდებოდა მისი ჯადოსნურობა..
___
სინათლეს დღე,მოქუფრული ზეცით შეხვდა.
თავსხმისთვის ემზადებოდა კამარა..
სამსახურის ფანჯრიდან უკმაყოფილოდ ვუმზერდი ზეცას და,
ლოცვად გადავქცეულიყავი,
რომ არ ეწვიმა..
მორიგი ღამის მოლოდინი იმდენად გამიჯდა სულში,
რომ ვეღარ ვითმენდი და,
საერთოდ აღარ მინდოდა დღის შუქს დაეკავებინა მისი კუთვნილი ადგილი..
ღამის სმენაში გატარებული ერთი დაკარგული დღისთვის ისე ვბრაზობდი,
სახეზეც მეტყობოდა..
თითქოს ჩვეულებად გადაქცეულიყო და,
აუცილებლობად,რომ,უნდა მენახა მზისსხივისფერი ნოე და,
ლაპარაკში განმევლო ჩემი ყველა შიში...
დამოკიდებულება ასეთი ნათელი არასდროს ყოფილა..
არ ღირდა ფარსში გახვევა,
ზუსტად ვიცოდი რა მსურდა და,
ეს იმდენად ნათელი იყო,
როგორც მისი მწვანე,
სილაღით აკაშკაშებული თვალები..
თუმცა,
გულის უსაშველოდ დიდ ნაწილს ძალიან დიდი ნაღველი ფარავდა და,
ამას ვერ გავურბოდი..
სული მეწურებოდა,
რომ წარმოვიდგენდი სტკიოდა და როგორ ფარავდა მას..
როგორ არ უნდოდა რამე დასტყობოდა და,
არც იმჩნევდა თითქოს,
გარეგნულად,რომ ორგანიზმს უჭამდნენ..
მთელი გულით არ მემეტებოდა არცერთი მისი დღე ტკივილით სავსე...
მინდოდა შუშის გარსში გამეხვია და არათუ ერთი ბინძური ხელი მიკარებოდა მას..
მუდამ დაცული ყოფილიყო და,
აღარ შეშინებოდა...
ამაზე ფიქრი მკლავდა..
გულს სასტიკად მიკლავდა და,
გამოსავლის პოვნაში საათებს მაყვანინებდა..
ფიქრით და ჯავრით სავსემ დავტოვე მოვალეობები..
შუქი ჩაქრობას იწყებდა და,
სიბნელისთვის ამზადებდა ქუჩებს..
ზეცა უჩვეულოდ გადაცვარულიყო თითქოს..
-მოთოვს..-მკრთალი სიხარულით ამოვიძახე..
მოსასხამში თბილად გავეხვიე და,
ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული,
მერსედესის ჯიპი ნელი სვლით რომ მომიახლოვდა..
გუმანით ვიგრძენი,რომ ჩემთან იყვნენ..
არც შევმცდარვად..
-გამარჯობა,თინათინ..ნოეს თხოვნით მოვედი..თუ წინააღმდეგი არ იქნებით,სახლამდე მიგაცილებ..-მაღალი,ძლიერი აღნაგობის მამაკაცი მხრებშიგადაშლილი მომიახლოვდა და,
თავი მისალმების ნიშნად დამიკრა..
თითქოს რაღაცით ჩამოჰგავდა კიდეც უცხო ნოეს..
გრძელი,თუმცა მუქი,ვერცხლ შეპარული თმები მასაც უკან გადაევარცხნა და,
რაღაც,სასწაულ სიძლიერესა და,უზომოდ დიდ ავტორიტეტს ასხივებდა..
თვალებიდან დიდ პატივისცემასა და რიდსს გზავნიდა და,
მისდამი ბრმა ნდობას მიჩენდა..
კანი მკარნახობდა,რომ სადღაც მყავდა ნანახი,თუმცა,
მისი ნაკვთები იმდენად უცხო იყო,
ვერ გავიხსენე..
უთქმელად დავყევი..
გამოხსნილ კარებში გავუჩინარდი და,
უკანა სავარძელდე მოვთავსდი..
სხვა დროს,ალბათ,
მესიამოვნებოდა მისი ყურადღება,
მაგრამ,ამწამს,გული ძალიან ცუდად მკენწლიდა..
მერიდებოდა კითხვა და თან,სიტყვები თავისთვის მოდიოდნენ ყელიდან..
სახლს მივუახლოვდით,რომ ვეღარ მოვითმინე..
-ხომ კარგად არის,ნოე?!-მთლიანად დამსხვრეოდა ხმა უთქმელი სევდისგან..
მძღოლმა სარკიდან გამისწორა მზერა,თუმცა,მალევე ამარიდა და საქარე მინას გახედა..
გავიყინე..
-მასთან მიმიყვანეთ,გთხოვთ!-პასუხი აღარც იყო საჭირო..
არც მას დაუყოვნებია..
უცხომ დიდი ხნის ნაცნობივით უთქმელად გაიგო ჩემი გრძნობების და,
საჭე მკვეთრად მოატრიალა..
თავადაც დაძაბული მეჩვენა..
ადგილს ვეღარ ვიკავებდი მეც..
გული ყელში მიცემდა..
სული მეხუთებოდა..
ფანჯარა მთლიანად ჩამოვწიე და,
ცივ ჰაერს შემოყოლილ წლის პირველ თოვლს ცრემლებმორეული შევხვდი..
-ვერ ვიმორჩილებ მას..-მძიმედ დაიწყო მას შემდეგ,რაც ნახევარი გზა უკან მოვიტოვეთ..ვგრძნობდი,სათქმელს ვეღარ აჩერებდა..-ვიცი,ფარხმალი არ აქვს დაყრილი,პირიქით,ასეთი გაბრწყინებული ბოლოს არ მახსოვს როდის იყო,
მაგრამ..
მკურნალობაზე არ მთანხმდება..-მის სახლთან,ნაცნობ ხის კართან შეაჩერა და,სარკიდან გამომხედა..
გამშრალი მქონდა ყელი,ვერცერთ სიტყვას ვუბრუნებდი..
-შენ ერთადერთი ძალა ხარ მის ცხოვრებაში,თინათინ..
არ ყოფილა შემთხვევა,მას ამდენი ესაუბროს ქალის სილამაზეზე და,
თითოდ აღეწეროს ყველა დეტალი..
არ მაქვს უფლება,იმაზე მეტი გითხრა,ვიდრე მეკუთვნის,
მაგრამ,
გთხოვ..
არარის ნოე ის ბიჭი,მცდელიბის გარეშე რომ დავკარგოთ და,
მენანება დედამიწა მის გარეშე..
-მთლიანად შეეცვალა სახე..
გამოეცვალა ნაკვთები და,
აღარცერთი გრძნობა აღარ ეხატა სახეზე გარდა გულწრფელი ღელვისა..
მესმოდა მისი და,
ათასჯერ მეტად მტკიოდა გული,რომ ყველას,
აფსოლუტურად ყველას არ ემეტებოდა ჩადუნელი ტკივილისთვის..
დამძიმებული გადმოვედი..
ძალა აღარ შემრჩენოდა არცერთ კიდურში..
ხის კარის მაღლა,აივნის ფანჯრიდან სუსტი შუქი გამოდიოდა..
იქამდე ვუყურებდი თხელი ფარდის ციალს,
სანამ ცრემლები მთლიანად არ შემაშრა და,
მხოლოდ ფიფქების სისველე არ დამრჩა კანზე..
ჩემ უკან,
უღმერთოდ ნაცნობი უცხო ადგილიდან არ იძროდა და ჯერკიდევ ჩაექინდრა თავი..
უხმაუროდ შევაღე კარი..
სუსტად განათებულ კიბეებს ავუყევი და,
ერთადერთ კარზე ფრთხილად დავაკაკუნე..
-ღიაა!-დასუსტებულმა ხმამ გამომძახა კარსმიღმა..
არ მელოდა,რომ დამინახა..
სადად მოწყობილ სამყოფელში,დივანზე იჯდა და ხელები გადაეშალა,უღონოდ..
შეხსნილი პერანგი მხრებზე გადაეწია და,
ღრმად სუნთქავდა..
ფერმკრთალი მომეჩვენა..
მხოლოდ ერთი ღამე არ მყავდა ნანახი და,
მეგონა,საუკუნე გასულიყო მის დიაგნოზთან ერთად..
-თინუ!-ხმაში ერთდროულად უამრავი ემოცია დაუტრიალდა..
მის კალთაში,მკერდზე რომ ვიყავი მიკრული,მხოლოდ მაშინ გავიაზრე,
მთლიანად რომ გავთბი და,
ძალიან გრილი,
ციტრუსის არომატი ახლოს ვიგრძენი..
თმებზე მეფერებოდა..
უწყვეტად..
გული საოცრად უძგერდა და,
კანით ვგრძნობდი,როგორ ეღიმებოდა..
მინდოდა ყველაფერი მეთქვა,
ამომეღო გულიდან რომ არ მეთმებოდა,
მინდოდა ებრძოლა,
მაგრამ,ვერ ვაფუჭებდი ამ მომენტს..
-ამმომენტისთვის,ხშირად უნდა გავხდე ცუდად!-სცადა გამცინებოდა,თუმცა,გულზე მტკივნეულად მომხვდა თითო სიტყვა..
-არ მინდა ცუდად იყო..
არ მინდა გტკიოდეს..
არ მინდა წახვიდე და აღარ დაბრუნდე..
არ მინდა სასოწარკვეთისგან ყვიროდე და შენთან არ ვიყო..
ნოე..-ვეღარ გავუძელი..
-იცი,რამდენი გამოჯანმრთელებულა?!
იცი,რამდენს აღარ ასტკიებია და,
წარსულში დაუტოვებია ყველაფერი?!
რატომ?!
რატომ
მაინცდამაინც შენ უნდა ელოდო დღეს,როცა..-ვეღარც დავასრულე..
არასდროს ვყოფილვარ ამაზე ცუდად..
არასდროს დავუხჩვივარ ბოღმას და,
არასდროს მდომებია ამაზე მეტად,ჩემი სიცოცხლე ვინმესთვის მიმეცა..
იჯდა ის..
უხმოდ..
მიცქერდა როგორ ვეღარ ვიჩერებდი ცრემლებს და გულს ვეღარ ვიმშვიდებდი..
კედელთან ჩავცურდი..
ხელები ძლიერად შემოვაჭდე მუხლებს..
-მინდა გაგიცნო..
მინდა უთვალავჯერ შეგხედო და მოგეხვიო..
მინდა უღმერთოდ შემიყვარდე და,
ჰორიზონტის გაქრობამდე მატარო ღამით..
მინდა შეგიცნო..
შენი ყველა მხარე დავინახო და,
ისე გავიზეპირო,
როგორც შენი ჩვევები..
მინდა გელოდო ხოლმე,
მინდა სიძულვილამდე გავბრაზდე და,
მერე,გულის გახეთქვამდე,
მონატრებისგან იქამდე არ მოგცილდე,
სანამ გული მთლიანად არ შეწყვეტს ფეთქვას და,
არ დავმშვიდდები...
ღმერთო..-როგორ წამოვიდა ეს ყველაფერი ყელიდან,
არ ვიცი..
მაგრამ,არც შემიჩერებია..
უკანასკნელ ხავსს მოვეჭიდებოდი,
ოღონდ ერთი წამალი მაინც მიეღო..
-ჩემნაირი კარგ მოტ*ნული ეგოისტი დედამ მეორე არ გააჩინა,თინუ იცი?!-ოსტატურად აუარა ყველაფერს გვერდი,თუმცა,თვალები ლაპარაკობდნენ ყველაფერს..
გულში ღრმად გაიარა ყველა სიტყვამ და ვიცოდი,
მასაც ის უნდოდა,რაც მე..
-სამი თაობა ვნახე,ამ მწვანე დედა მო*ყნული თვალებით,როგორ ჭამდა ყველა ქიმია,წამალი თუ ინექცია ორგანიზმს..
დედა,დეიდა,ბებია,ხელებში ჩამაკვდა და არცერთს არ გაუტარებია დღე ისე,რომ ტკივილისგან არ ეღრიალათ იოგების დახეთქვამდე და ექიმისთვის სიკვდილი არ ეთხოვათ..
-ხმაურით გადაყლაპა ყელში მოწოლილი ცრემლები და ბოღმა ნოემ და სულმოკლულმა ჩამხედა თვალებში..
-არ მინდა მორფმაც ვეღარ გამაყუჩოს..
არ მინდა ქიმიებმა მთლიანად გამომაცალოს ძალა და ვეღარც ავდგე ლოგინიდან..
არ მინდ სააავადმყოფოს კარებს მივეკრო და,იქიდან ვეღარ გამოვიდე..
არ მინდა გამჭრან ორ ნაწილად და მერე ვეღარ გამამრთელონ,რადგან,თურმე,ყველაფერს ააქვს მოდებული დედა შე*ემული მეტასტაზები და აზრი აღარ აქვს..
მე ვიცი ბოლო..
ვიცი ორი გზა და,
ერთს ვირჩევ..
ბოლომდე დავტკბები ყოველი დღით,
ოღონდ ფეხზე,
ფხიზლად და,
საკუთარი თავის რწმენით..-გულის მომკვლელ მონოლოგს ასრულებს და,
მზისფერ თავს ხელის გულებში რგავს..
მთლიანად გამოცლოდა ენერგია და,
ადამიანს აღარ ვგავდი მეც..
კედელთან მანამ ვიჯექი,
სანამ სამყაროს არ დავუბრუნდი..
გვერდით მივუჯექი..
იგრძნო ჩემი სითბო და,თავი ამოწია..
ხელის გულებზე დაუთვლელი რიცხვის თმის ღერებიღა შერჩენოდა..
მწვანე თვალებში კამკამა წყალი ჩაუდგა..
სათითაოდ დასცვივდა ცხელი ცრემლები ხელისგულებს..
მოვკვდი,მეგონა..
-აღარ შემიძლია ამის ყურება..-უსიცოცხლოდ ამოილაპარაკა..
იმდენად ძლიერად მოვეხვიე,
მკლავები ამტკივდა..
მთლიანად მომენდო და,
ღრმად ამოისუნთქა..
არ მეთმობოდა,
მაგრამ,
მისი თავმოყვარეობა მეტის უფლებას არ მისცემდა..
არ იყო ნოე ჩადუნელი ის ბიჭი,
საკუთარი თავი სხვის ხელში ჩაეგდო..
ბოლომდე თავაწეული იქნებოდა..
ბოლომდე ბუმბულივით მსუბუქი და,
მოცინარი..
ალბათ,
ფიქრები შორს წამიყვანდა,
სააბაზანოდან გამოსულ ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინე..
უკვე გაცრეცა დაეწყო ღამეს..
დღე იპარებოდა ფეხაკრებით ცისკარზე..
ნახევრად მოკეტილ კარში კარგად დავინახე,
როგორ ჩამომჯდარიყო ნოე სკამზე და,
სარკეში მის თავს უცქერდა..
ხელში თმის საპარსი დაეჭირა და გამბედაობა არ ჰყოფნიდა,
მზის სხივებს შელეოდა..
არ ვიცი ღმერთმა იმ წამს რატომ გადაწყვიტა,ჩემში კლდის ძალა ჩაესხა..
ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებაში არასდროს ვყოფილვარ და მითუფრო,იმპულსური..
რეზინით დაუდევრად აკრული თმა ჩამოვუშვი და,
არცერთი წამით დავფიქრებულვარ,
ისე გამოვართვი დაუკითხავად და,
შუბლიდან კეფისკენ,
გადავიტარე საჭრელი მანქანა..
ცხელ,მდუღარე ცრემლებთან ერთად ცვიოდა კაფელზე თმის შავი ღერები ..
არ მატირებდა სინანული..
არ მატირებდა შეცდომა..
ცრემლებს ვერ ვიკავებდი,
იმდენად გამოუვალი იყო მდგომარეობა და იმდენად მჭამდა უსამართლობა..
-ეს რა გააკეთე,თინუ!-ხმა გაჭირვებით ამოიღო ნოემ..
მწვანე,ხასხასა თვალებში დაუდგენელი ემოციები კიაფობდა და,
ისეთ სითბოს მიგზავნიდა,
გამეღიმა..
-არ გაპატიებ,თუ მარტო მე ვივლი ამ ყინვაში შიშველი თავით!-ასეთი თავისუფალი,გულდამშვიდებული,მხოლოდ მასთან შეხვედრისას ვიყავი..
გაეცინა..
გამომივიდა..
ისე გამხნევდა,
დაუნანებლად დაიყვანა ერთამდე თმა და,
სარკეში გამომხედა..
-კიდევ კარგი მე ტიტებიანი შარფი მაინც მაქვს,მაგრამ,შენ რაღათი უშველი თავს,არ ვიცი..-ალმაცერად ჩამიკრა თვალი და ღრმად ამოისუნთქა..
ჯერკიდევ არ ჰქონდა ღელვისგან გული დამშვიდებული..
მე კიდევ,
თავისუფლად ვსუნთქავდი..
აღარ დამიყვია დიდი დრო მასთან..
გათენდა თუარა,
თითქოს,მოკეთდა და,
დივანზე ისე მიეძინა,ჩემი წამოსვლა აღარ გაუგია..
მის თხელ,თეთრ პერანგში გახვეული წითელი,მზისხივისფერი კულული ჩანთაში ფრთხილად ჩავიდე და,
სუფთა ჰაერს,
გადათოვლილ ქუჩასა და,
მოქუფრულ ცას შევეგებე..
გამიკვირდა და თან გულით მესიამოვნა,
უცნობი მანქანით ისევ იქ,უძრავად რომ დამხვდა..
გვერდით ზუსტად ისეთი ხალხი ჰყავდა,როგორიც თვითონ იყო..
ერთგული და,სიკეთით სავსე..
დიდხანს მიყურებდა უცხო..
თითქოს,ჩემი სულის დანახვას სცდილობდა კანს მიღმა,იმდენად ღრმა იყო მისი მზერა..
ბოლოს ჩაეღიმა და,
უხმოდ მიმიყვანა სახლამდე..
სანამ გადავიდოდი,
წამით გამომხედა,
პატარა ბარათი მომაწოდა და,
თავი დამშვიდობების მიზნით დამიკრა..
ბინაში ასვლამდე დავხედე ნაბეჭდს..
გავიყინე..
კანზე ათასმა ეკალმა ერთიანად დამაყარა და ყველა მითქმა-მოთქმა წამომეშალა სახელის ირგვლივ..
წლები მხოლოდ ლეგენდები მესმოდა მასზე..
ბედზე და,
განგებაზე გამარჯვებულ,ჯაბა შალიკიანზე..
____
წამი არ დავიტოვე თავისუფალი და უმისო..
ყველას ერთიანად მოვწყდი და,მხოლოდ ნოესთან დავიდე მყუდრო ბინა..
არ მინდოდა სხვაგვარად..
ვერ შევძლებდი..
გონება მთლიანად მასზე მქონდა გადართული და საერთოდ ვეღარაფერს ვამჩნევდი,გარდა მისი ფერმკრთალი სახისა..
იმ ღამის შემდეგ,
მხოლოდ ერთხელ მოვახერხე მასთან მისვლა გათენებამდე..
ღამუს სმენებმა მთლიანად წაიღეს ჩემი გრაფიკი და,მხოლოდ შუადღით თუ მივიდოდი მასთან და,
სანამ არ იგრძნობდა თავს უკეთ,
ვერ ვცილდებოდი..
არ მიცილებდა..
მუდამ ცდილობდა მკლავებში მოვემწყვდიე და მანამ არ მიშვებდა,
სანამ ყველა პეპელას არ ამიფრენდა..
არ იცვლებოდა მისი განწყობა,მაგრამ,
გარეგნულად ხელებში გამელია მისი ძლიერი სხეული..
გახდა..
ჩემი ძვირფასი პერანგები გაუდიდდა თვალშისაცემად..
ტკივილსაც ვამჩნევდი,მის დამალვას რომ სცდილობდა ამაოდ..
ვხედავდი,მოვაცილებდი თუარა თვალს,როგორ ეკარგებოდა ფერი და,უქრებოდა მწვანე თვალები..
მტკიოდა,მაგრამ,ვერც ვშველოდი..
მის დაუკითხავად შემოვიარე საბუთებით სავსემ ყველა ექიმი და,
უიმედოს გარდა,სიტყვა არ თქმულა მათგან სასიხარულო..
მეც მასთან ერთად შევეგუე თითქოს დიაგნოზს..
ვისწავლე მისი უკეთ ყოფნისთვის ყველაფერი და,
მისთვის დავიწყე სუნთქვა..
-დღეს ხომ არ მუშაობ გვიან თინუ?!-შუადღით,სუფთა ჰაერზე ვსეირნობდით,რომ გამომიბრუნდა.
ქალაქში ისევ თოვლი იდო..
მშრალი და ფხვიერი..
ბოლო წლები არ მახსოვდა,ასე ლამაზად მოეთოვოს ბუნებას..
დავეთანხმე,იცოდა ისედაც,რომც არაფერი მეთქვა..
-ჰოდა,ჩვენ ქუჩასთან შემხვდი ღამის სამზე! არ მალოდინო იცოდე და თბილად ჩაიცვი!-ისე მომაყარა,აღარაფერი დამაცადა..
მის მოულოდნელ ქმედებებსა და ლოგიკას აცდენილ პასუხებს იმდენად ვიყავი შეჩვეული,
არ გამკვირვებია..
მსხვილად თოვდა..
დუტის ქურთუკში ისე ვიყავი გამოხვეული,ვერ ვიძროდი,
მაგრამ,
ნოეს გარეშე მაინც მციოდა..
აღარ გავაჩერე ტრანსპორტი,
ფეხით გამოვუყევი გზას..
მეფიქრებოდა მასზე და თანდათან ისე მათბობდა,
გავლღვი.
უამრავი ჩვევა ჰქონდა და,,
სათითაოდ შემეძლო მათი ჩამოთვლა..
ქუდებს ყოველთვის განწყობის მიხედვით იხდენდა..
როცა ბედნიერი იყო,
ყვითელ ქუდს დაიფარებდა ხოლმე და,
აფრქვევდა თვალებიდან სიხარულს..
როცა ტკიოდა ხოლმე,მუქი შენდისფერი.
როცა ზედმეტად წაიღებდა ფიქრები და თავს ვერ აღწევდა,
შავ ქუდში ვხედავდი და ვხვდებოდი,
რომ დრო სჭირდებოდა..
საუბრისას ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა..
ხშირად იყენებდა ჟარგონებს და,
საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
ჩაის ყოველთვის უშაქროს სვამდა და ყავას,სამი კოვზი შაქრით.
როცა ნერვიულობდა,
გრძელ თითებს ყელზე შემოიტარებდა ხოლმე და,
თითქოს სუნთქვას წყვეტდა..
შემეძლო მესაუბრა მის თითო მიმიკაზე და მათ მიღმა ამოფარებულ უთქმელ სიტყვებზეც..
გადაშლილი წიგნი იყო მისი თვალები..
რისი დამალვაც არუნდა ეცადა,
ხასხასა ირისები იქვე ყიდნენ და,
მერე,ვეღარ გამირბოდა..
უამრავი ფაქტი მახსენდებოდა და,ალბათ,არც დავოღლებოდი ღიმილით,
თვალი ნაცნობ ბინასთან რომ არ გამყინვოდა გაუცნობიერებლად..
გული მომეწურა..
სასტიკად მეტკინა და,
დამესერა..
ამ ბოლო დროს,იმპულსურობა ტრადიციად მექცა და,
არც ახლა გავაკვირვე თავი..
სამჯერ დავაკაკუნე,როგორც გვჩვეოდა..
კოდურ სიტყვაზე კარებს მიღმა გაოცებული ნენე დამხვდა..
არ დაიტყო,
მაგრამ,
ვიგრძენი,როგორ გაუხარდა,გაუკვირდა და,გაიბადრა შინაგანად..
კუნთები მეტკინა,
ისე მოვეხვიე..
თბილ,სახლურ არომატში გავეხვიე და,
გული გამიჩერდა,მისმა ხელებმა რომ ჩემი ზურგი იპოვნეს..
ყელში მქონდა მოგროვილი ყველა საჭირო სიტყვა და არც ერთი,
არც კუ თითო არ ამოდიოდა ხმად..
ერთმა წელმა ისე მიგვაჩვია დუმილს,
ისე შეგვაჩვია არ შემჩნევასა და,
არ დატყობას,
მინდოდა ერთიანად ამომეყარა ყველაფერი,
მაგრამ,
ვერ..
-მაპატიე,ნენე,კარგი?!-ესღა მოვახერხე ცრემლებით სავსემ..
-ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო თინი,საპატიებელი არაფერია..-გულწრფელად გამიღიმა და,
ღაწვებიდან ცხელი ცრემლი თბილი ხელის ზურგით მომაცილა..
-მეტი შეგვეძლო..მეტად გვერდში დგომა და,გამხნევება..-არ ვეშვებოდი..
თითქოს დაგროვილი სინდისი ერთიანად ამომისკდა და,
სასოწარკვეთისგან,საკუთარ თავს ვკარგავდი..
არ მანებებდა თვითგვემას ..
არ მადანაშაულებდა..
იმდენად სუფთა იყო,
არცერთი წყენა არ ჰქონდა გულში დარჩენილი და,
არც მალავდა..
დავიცალე..
უარყოფითი,
ნაგროვები განცდებისგან ერთიანად გამოვიფიტე და,
ამოვისუნთქე თითქოს..
-რაღაცებს ჩვენთვის ვიტოვებთ ხოლმე თინი..
ცუდსაც,კარგსაც..
კატასტროფასაც და,
უზომო სიხარულსაც..
ზღვარი ყოველთვისაა,რისი მოყოლა შეგვიძლია და რისი,არა..
ჩარჩოებში ვსვამთ ხოლმე მომხდარს და,
ვკეტავთ,რადგან,არ გვემეტება სხვისთვის..
არც სხვის დასანაღვლიანებლად და,
არც,სასიხარულოდ..
ჩემიც და,
შენი ისტორია,
ცამდე პირადულია და,
სანამ ჩვენ არ მოგვინდება ფარდის ახდა,
მანამ იქნებიან მტვერში და,ზედაპირულადაც კი საკმარისია,ვიცოდეთ,რომ ერთმანეთი გვყავს,მიუხედავად იმისა,გვეცოდინება თუარა ყველაზე ბნელიც კი..
-ფართოდ მიღიმის და,
მარტივად მახვედრებს,რომ ხედავს ჩემში ძირეულ ცვლილებებს..
მჭირდებოდა ეს საუბარიც და მასთან გატარებული რამოდენიმე საათი..
თითქოს დავმშვიდდი და,
შევმსუბუქდი..
გვიანობამდე შემოვრჩი..
გზაზე ზუსტად იმ დროს დავდექი,
უკვე ნოეს ნახვის დრო რომ მოდიოდა..
გაბედული მქონდა ნაბიჯები..
მხრებში გამართული მივიკვლევდი გზას და,აღარაფრის მეშინოდა..
მეგონა სულ არ ვადგამდი ასფალტს ფეხს,ისე მიმეჩქარებოდა მისი მკლავებისკენ..
ხუთი უკლდა,
მთავარი გზა რომ მოვიტოვე და,
ქუჩის დასაწყისში შევჩერდი.
-ნოე!-დაბალი ხმით დავუძახე..
იქვე იყო.
თეთრ მაისურზე,თეთრი პერანგი შემოეცვა და,
სითეთრეში სასწაულს გავდა,
ტიტებიანი შარფით..
ყვითელი,ხასხასა ქუდი ეფარა თავზე და საოცრად მიღიმოდა..
-თინუ!-შორიდან შემომეხმიანა,ხელის აწევით..
არაადეკვატურად..როგორც ჩვეოდა..
მიღიმოდა და მთელი სიცოცხლის სიყვარულს თვალებიდან ასხივებდა..
ფილმის კადრი იყო ხედი და თვითონ ჩადუნელიც..
ხელში პატარა ნახატი ეჭირა და თავსზემოთ წევდა,რომ კარგად დამენახა..
-დღეს ერთი თვე შეგვისრულდა თინუ,მე ტიტები მინდოდა მეჩუქებინა,მაგრამ,ვერ ვიშოვე და დაგიხატე -ისე მიცინოდა,
გულიანად და გულღიად,
სულს ვერ მე ვითქვამდი..
არც კი შემიმჩნევია,რა რიცხვი იყო და უსაშველოდ მესიამოვნა,მას რომ ახსოვდა..
მინდოდა მოვხვეოდი,მაგრამ,რამდენ ნაბიჯსაც ვდგამდი,უკან იხევდა და,უფრო იბადრებოდა.
-მოიცა რა თინუ! მთავარი არ მითქვამს..
არ ვიცი წინასწარ რა რეაქცია გექნება,
ამიტომ,თავს ვიზღვევ და გასაქცევად დროს ვიგებ,თორემ მე,ნახევარი სიცოცხლე მაქ დარჩენილი და,ვერ გაგასწრებ.
ხელებს ფართოდ შლის და მთელი ხმით იცინის.
-ნოე,გაცივდები! დროზე მითხარი და ავიდეთ რა სახლში,ყინავს!-ვცდილობ ტუჩებს თავი მოვუყარო,რომ ხმა გავიმკაცრო,მაგრამ,
აღფრთოვანებული,
ლაღი,
სიცოცხლით სავსე იმდენი ხანია არ მყავდა ნანახი,
თვალს ვერ ვაცილებდი..
პატარა ბავშვივით ცქმუტავდა და ოდნავადაც არ მიახლოვდებოდა..
-თინუ!-ისევ მეძახის..
სახე ოდნავ დაუყენებია,თუმცა,მაინც ეპარებოდა ღიმილი ტუჩებზე..
გავშეშდი გაუცნობიერებლად,
თოვლში რომ მუხლზე დაეშვა და ჯინსის ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო ..
ასობით ეკალმა ერთიანად დამაყარა კანზე..
-გახდები ჩემი ცოლი?!-მომენტალურად შეეცვალა ტემბრი..
ნაკვთები ერთიანად გაეყინა და,
პასუხის მოლოდინში,გაირინდა..
არასდროს მინახავს მისი თვალები ამაზე მეტად მტკიცე და,
მზერა თავდაჯერებული..
გული მომეწურა..
ტკივილისგან ორად გამეყო და ისევ,
მთელი ძალით ამიძგერდა..
არც ერთი "მიყვარხარ" არ გვქონდა გაცვლილი და მაინც,
ისე ვგრძნობდი მის უკიდეგანო სიყვარულს,
სული მეკვროდა..
იქნებ,ცხოვრების ბოლომდე სანანებლადაც გამხდომოდა ეს ნაბიჯი,
მაგრამ,
ამწამს,ისე მჯეროდა ჩემი და მისი გრძნობების,
ნოესკენ ემოციებით სავსე გავიქეცი და ისე როგორც არასდროს,
გაშლილ ხელებში ჩავეკარი..
გაუხარდა..
ცამდე..
თვალები ცისკრის ვარსკვლავივით აუციმციმდა და,
ისე კაშკაშებდა,
მთლიანად ანათებდა ბნელ ღამეს..
-მეხუთე პაემანია თინათინ!-რომ დავეხსენი,
ემაკურად ამომხედა ქვევიდან და,
თვალი ალმაცერად ჩამიკრა..
-ხელი გთხოვე!ბიჭად ბიჭი ჩაიგდე ხელთ და,ერთი კოცნა არ მეკუთვნის?!-სხვას თუარა,ვის უნდა გაეფუჭებინა ოქროს წუთები?!
გამეცინა..
ხელში მოქცეული ბეჭდის კოლოფი გამოვართვი,გავიკეთე და,წარბაწეულმა გავხედე..
-კაცმა ის ვერ მოიფიქრე ბეჭედი რომ გაგეკეთებინა და,
დავიჯერო,ტუჩამდე მისასვლელგზას გააგნებ?!-ჯიუტად შემოვბრუნდი და ხრაშუნა თოვლში მოკლე ნაბიჯებით მოვშორდი...
ორ ნაბიჯში წამომეწია..
ერთიანად მომატრიალა და,
ისე დამეწაფა,
გული გამიჩერდა..
სხეულში ერთიანად წამოინთო ყველა ნათურა და მეგონა ვანათებდი,იმდენ ემოციებს ღძრავდა მისი ტკბილი ამბორი ჩემში..
უკვდავი წუთები იყო..
არაამქვეყნიური..
გულისგამხეთქავი გრძნობებით სავსე და,
ვნების ქარიშხლით გარშემორტყმული..
-აი ახლა,
თმებს უნდა გიშლიდე და გრძელ კულულებს ყურსუკან გიწევდე,მეტი რომანტიზმისთვის.-მომწყდა თუარა გავარვარებული ტუჩები,
ხელი ჩამჭიდა,
მიმიკრო და,
მთლიანად გამათბო.
-მაგრამ,ზღარბივით გაიხადე ეგ თმები და,
ახია შენზე!
ვიყოთ ახლა ასე,
ლონდონელი სკინჰედებივით.
___
ოქროს წუთებს ვითვლიდი..
დღიურში ყველა წამს ვიწწერდი და,
არცერთს ვივიწყებდი..
არცერთ გამოხედვას..
არცერთ მიმიკას..
არცერთ სიტყვასა თუ უბრალო რეპლიკას..
კინოს ფირებივით,გონების კარადაში გამოწყობილი მქონდა დღეების მიხედვით,მისი ყველა მოგონება და ისე სათუთად ვინახავდი,
თითქოს,ბროლის ყოფილიყვნენ..
ან,თითქოს,ოდესმე შევძლებდი მათ დავიწყებას..
მელეოდა ხელებში ნელნელა ნოე ჩადუნელი..
სუსტად იყო და მაინც,არცერთხელ შემაშველებინა ხელი..
არ ეთმობოდა მისი თავი..
ისე უნდოდა სიცოცხლე,სულს დათმობდა,მაგრამ,
იცოდა,აღარ გამოუვიდოდა ღმერთთან არცერთი გარიგება,
რადგან,თავიდანვე ზურგი შეაქცია განმგებელმა ოქროს თმიან ბიჭს..
სული მიკვდებოდა უმისოდ და,ყოველჯერზე,ხელმეორედ ვიბადებოდი,რომ დავინახავდი ხოლმე..
თხელი პერანგითა და უბრალო მაისურით..
წარმოვიდგენდი მის გრძელ,
ხასხასა სხივისფერ ხვეულებს და,
იქამდე ვუცქერდი ლამაზ,მწვანე თვალებში,სანამ არ დახუჭავდა მათ...
არ ვიცი,საიდან პოულობდა ამდენ ძალას..
აე ვიცი,როგორ უყვარდა ყველას,რომ დღე არ გადიოდა,
ქუჩის ერთადერთი მანათობელი წერტილი არ ენახათ და,
უზომო მადლიერებით არ დავეხუნძლე..
მეც,
თითქოს,არ მელეოდა სისხლივით ძარღვებში იმედი..
და,არც მას ეფიქრებოდა,წასვლაზე..
ალბათ,
ამან გაგვაძლებინა კიდევ სამი თვე..
ოთხმოცდაცამეტი სხივით სავსე დღე და,
ხუთი ჯადოსნური ღამე..
-თინუ!-იმ მწარე დღეს დამიძახა..
უსუსტესად იყო..
გამჭვირვალე გაუხდა სულ სახე..
საცრისხელა მწვანე ხასხასა თვალები ჩაქრობოდა და,
უჭირდა ღიმილი..
-შენ ხომ ღამის აღარ გეშინია?! -მკრთალად შემომცინა..
გავიბადრე..
-აღარ ნოე
-შალიკიანს დაურეკე რა,პატარა სათხოვარი მაქვს მასთან და,შენ,თუარ გაგაწვალებ,მე რომ მიყვარს,ის წვენი მომიტანე,თუ გიყვარდე,მაღაზიიდან! -უეჭვოდ გამომანათა სითბოთი სავსე თვალები..
ვერ ვიეჭვე..
გულმა
კი მწარედ მომიჭირა,
მაგრამ,ვერ დავუშვი,თუ აღარ დამხვდებოდა..
ჯაბას მოსვლამდე სასთუმალთან ვდარაჯობდი მის მშვიდ სუნთქვას და,
ვიმახსოვრებდი მის გულის ცემას..
რიდით შემოვიდა ოთახში მხრებშიგაშლილი,
სიძლიერით სავსე ჯაბა შალიკიანი..
თავი მდაბლად დამიკრა და,
მისი ღრმა,უძირო თვალები კითხვით სავსემ შემომანათა..
პასუხი ვერ გავეცი,
სანამ ნოემ არ იგრძნო მისი მოსვლა..
ჩქარი ნაბიჯით გავიარე მაღაზიამდე მანძილი.
ისევ მასზე ვფიქრობდი..
მზისფერ ნოე ჩადუნელზე..
ჟღალთმიან ოქროს ბიჭზე და,
გული ტკივილით მეწურებოდა,
რომ ვეღარ ათბობდა სამყაროს მისი მწვანე თვალებით..
უჰორიზონტო გრძნობა,გულში რომ მისკდებოდა,ყოველწამს,ჩემზე,
მასზე,
სამყაროზე,
სიცოცხლეზე და,
საუფლოზე მეტი იყო და,
ეს ლეოპარდის ძალას მძენდა ძარღვებში..
მეგონა სიკვდილსაც გამოვგლეჯდი მის თავს ხელიდან,
ისე მიყვარდა და ისე არ მეთმობოდა სიცივისთვის მისი თხლადჩაცმული კანი..
თითქოს საუკუნეს გაევლო,
არადა,ოთხად ოთხი თვე გასულიყო მხოლოდ და,
წვეთივით საკმარისი იყო,
ყველა მიწიერი გრძნობა განმეცადა მასთან..
კიბეებზე ავდიოდი,
ბანანის წვენით,
ჩვენი კარიდან სულწასული გოდების ხმა რომ გავიგონე და,
იქ დამთავრდა ჩემი სიცოცხლეც..
ვიგრძენი,როგორ მოვკვდი ცოცხლად..
ოთახში შეუსვლელად.
მასთან გამოუმშვიდობებლად..
ვიგრძენი აღარ იყო..
მივხვდი,აღარ სუნთქავდა და აღარ ანათებდნენ მისი სიცოცხლით სავსე თვალები და,
იქ დავმრთავდი მეც,
ჩემი ყველა იმედითა და,ძალით სავსე..
აგონიას გავდა მომავალი რამოდენიმე დღე და,
შეუჩერებელი რიგი,კიბეებთან..
არ წყდებოდა ჯარებად მოსიარულე ხალხი და,
არ კვდებოდნენ მის სასახლესთან ჩაწყობილი ტიტების აურაცხელი თაიგულები..
მასთან ერთად,
სამყაროც გაჩერდა..
მხოლოდ ნოე ჩადუნელი არ დამარხულა..
თითო კაცის გულში,თითოდ ჩაესვენა იმ დღეს მზე და,
აღარ გამონათებულა აღარასდროს ძველებურად..
მე ჩემი საყრდენი,
სიცოცხლის წყარო და თავისუფალი სუნთქვა დავკარგე,
მისი უსაზღვრო სიყვარულით გაჟღენთილი..
მხოლოდ დასაფლავების დღეს,
გვიან ღამით შემოვრჩით მის ბინას ორად ორი სხეული..
ადამიანს არ გავდა მეორე..
ცოცხლად მკვდარი ვიყავი მეც..
-ერთადერთი რაღაც მთხოვა,სანამ წავიდოდა ნოე,თინათინ..-თვალი ვერ გამისწორა..
ფანჯარაში ჰორიზონტს გახედა და,
ძალა მოძებნა,რომ ეთქვა..
ვიგრძენი,როგორ უჭირდა..
რომ შემობრუნდა,
ამოისუნთქა..
გაუცნობიერებლად,ციცქნა,წამოზრდილ მუცელზე დაწყობილ ხელებზე მხოლოდ წამით დამაცქერდა და,
ერთადერთი და,
ბოლო სიტყვა,ჩადუნელის,მისი პირით გადმომცა..
-დათა დაარქვი..
___
გული გამიჩერდა..
ერთი ციცქნააა,ბევრს ვერაფერს გეტყვით..
ნოე-მზისსხივისფერი ბიჭი,არასდროს დამავიწყდება და,
არც ის გრძნობები გამინელდება დიდხანს,რაც წერის დროს მოდიოდა..
გელით,
შეფასებებით
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი one

tasu❤️
rogor gadarchi weris dros))
emociebma damamunja)
msgavsi tkivili arasides ganmicdia kitkhvisas, arasodes gamitavisebia(( rogor shegidzlia ase , mteli sizustit gadmosce, unichieresi khar!!
miyvarkhar ese dauswreblad, saocaro gogona ❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

one
tasu❤️
rogor gadarchi weris dros))
emociebma damamunja)
msgavsi tkivili arasides ganmicdia kitkhvisas, arasodes gamitavisebia(( rogor shegidzlia ase , mteli sizustit gadmosce, unichieresi khar!!
miyvarkhar ese dauswreblad, saocaro gogona ❤️

ვიციდი,რომ პირველი მოფრინდებოდი და უზომოდ გამიხატდა შენი ხილვა !
მონენატრა ეს შეგრძნება❤️❤️❤️
მენატტრებპდ შენი შეფასებაც.. ❤️❤️
წერისას უამრავი განცდა მოვიდა და,ჰომ იცი, როგორი ნბიშვნელივანია ჩეთვის,რომ თქვენამდე მოვიდეს..❤️❤️
გამახარე უზომოდ... უდიდესი ნადლიბა ❤️❤️

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ვაიმე ტასო ეს რა მიყავი. თვალებდანისლული ვცდილობ დავწერო ორიოდე სიტყვა დამუნჯებულმა. არვიცი რაუნდა გითხრა. რომელი სიტყვა გადმოსცემს ზუსტად იმას
რასაც განვიცდი. აღფრთოვანებული ვარ. გაოცებული. ნამტირალევი. სევდიანი. ცხოვრების უსამართლობით გულმოკლული და მაინც რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ყველაფერი ისეა. როგორც უნდა ყოფილიყო არვიცი. ჩადუნელის ბიჭი, მზე
ბიჭი. უბრალოდ ჯაბა შალიაკიანის მეგობარი და ყველას გულებში მცხოვრები ნოე. რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა ლოგიკურია. ასეთები. ცოტახანს და დიდი ისტორიით ტოვებენ ამაოებას. მიხარია რომ დარჩება დათა ჩადუნელი და რატომღაც გული მიგრძნობს მასზეც ვიხილავთ ისტორიას. სხვაგვარად არ შეიძლება
ვერ დამთავრდება თინისა და ნოეს ხანმოკლე. მაგრამ საოცარი სიყვარულის ამბავი. უდიდესი მადლობა ამ ემოციების თვის. არვიცი რა ვიბოდიალე და ვწერე.

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Qeti qimucadze
ვაიმე ტასო ეს რა მიყავი. თვალებდანისლული ვცდილობ დავწერო ორიოდე სიტყვა დამუნჯებულმა. არვიცი რაუნდა გითხრა. რომელი სიტყვა გადმოსცემს ზუსტად იმას
რასაც განვიცდი. აღფრთოვანებული ვარ. გაოცებული. ნამტირალევი. სევდიანი. ცხოვრების უსამართლობით გულმოკლული და მაინც რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ყველაფერი ისეა. როგორც უნდა ყოფილიყო არვიცი. ჩადუნელის ბიჭი, მზე
ბიჭი. უბრალოდ ჯაბა შალიაკიანის მეგობარი და ყველას გულებში მცხოვრები ნოე. რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა ლოგიკურია. ასეთები. ცოტახანს და დიდი ისტორიით ტოვებენ ამაოებას. მიხარია რომ დარჩება დათა ჩადუნელი და რატომღაც გული მიგრძნობს მასზეც ვიხილავთ ისტორიას. სხვაგვარად არ შეიძლება
ვერ დამთავრდება თინისა და ნოეს ხანმოკლე. მაგრამ საოცარი სიყვარულის ამბავი. უდიდესი მადლობა ამ ემოციების თვის. არვიცი რა ვიბოდიალე და ვწერე.

ქეთ, ჩემო გულიანო გოგო ❤️❤️❤️ როგორ გამახარე!
ვიცოდი,აუცილებლად წაიკითხავდი და შენებურ შეფასებასაც მომიძღვნიდი ❤️❤️
როგორი ბიეი იყო :( სიცოცხლე რომ უნდოდა და უზონოდ უყვარდა ისეთი..
შალიჯიანი ჯაბას მსგავსად ჩამორჩეულუ,რრთი და ერთადერთი ❤️❤️
გულწრფელად დიდი ასგილი დაიკავა ჩემში ❤️❤️
ფულს მიხარებს,რომ ყველა ემოცია ასე მოვიდა თქვენამდე ❤️❤️
მადლობა ქეთი! ზუსტად ვიხი, დიდხანს ვიფიქრებ მასზე.

 


№5  offline წევრი likuu_s

ვტირი.

მგონი შენი არცერთი მოთხრობა არ წამიკითხავს ცრემლების გარეშე.

ეს რა იყო? რა საოცრება იყო?

ემოციებით სავსე იყო.
თავიდანვე ვიცოდი როგორც დამთავრდებოდა, მაგრამ არ შემიწყვეტია, არანაირად.

მეტკინა ნოე, საშინლად მეტკინა. თინუც მეტკინა.

ვიცოდი ნოე თავის ნაწილს რომ დაუტოვებდა, ვიცოდი და ასე რომ აღმოჩნდა მართლა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა.

არ იმსახურებდა ნოე ამას, ძალიან უსამართლობა იყო.

ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან უსამართლოა.

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

likuu_s
ვტირი.

მგონი შენი არცერთი მოთხრობა არ წამიკითხავს ცრემლების გარეშე.

ეს რა იყო? რა საოცრება იყო?

ემოციებით სავსე იყო.
თავიდანვე ვიცოდი როგორც დამთავრდებოდა, მაგრამ არ შემიწყვეტია, არანაირად.

მეტკინა ნოე, საშინლად მეტკინა. თინუც მეტკინა.

ვიცოდი ნოე თავის ნაწილს რომ დაუტოვებდა, ვიცოდი და ასე რომ აღმოჩნდა მართლა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა.

არ იმსახურებდა ნოე ამას, ძალიან უსამართლობა იყო.

ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან უსამართლოა.

ვერასდროს მივხვდები,კარგ ხალხს რატომ ემართებათ ხოლმე უსამართლობით სავსე რაღაცწბი..
რატომ მიაქერწნ ამას კანონზომიერებასა და,
ჩვეულებას.
არ შეიძლება ბედნიერი ცზოვრება,ტკივილის გარეშე?!
ალბათ ვერასდოს გავუგებ ღმერთს..
ნოე არ იმსახურბდა ლიკუ,გეთანხმები..
სიყვარულის ბიჭი იყო მთლიანად ❤️
დიდი მადლობა,რომ წაიკითხე ..
გამაარე შენი მოსვლით ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

მაპატიე, ვერაფერს დავწერ, უბრალოდ ჩემთვის შევინახავ ყველა იმ ემოციას და განცდას, რაც ეხლა მაქვს ????❤️საოცრებებს ქმნი

 


№8 სტუმარი სტუმარი sofi

ეს რა იყო ღმერთო, უზომოდ თბილი და ამავე დოზით მტკივნეული, სასტიკი რეალობაა თუმცა უფლის დიდი საჩუქარიც ნოესთვის ბოლო დღეების გასალამაზებლად, შენ კი სასწაული რაღაც შექმენი, სულით ხორცამდე რომ შეგძრავს ისეთი

 


№9 სტუმარი Ana-maria

როგორ მეტკინა ნოე,მზისფერი ბიჭი.თინუს სიყვარულმა გააფერადა მისი ნაცრისფერი ცხოვრება,მაგრამ მძიმე სენს ვერ მოერია. გულით ვიტირე. როგორი უსამართლოა ზოგჯერ ცხოვრება. პატარა სასწაულის იმედიც მქონდა,მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ვერ იმარჯვებს ადამიანი ბედთან ჭიდილში.გამიხარდა მისი ნაწილი რომ დაუტოვა თინის. მოკლედ საოცარი ისტორია იყო. ჯაბა შალიკიანის გამოჩენა ისე გამიხარდა თითქოს ჩემი დიდიხნის უნახავი მეგობარი ვნახე,ნამდვილად მაგარი კაცია. წარმატებები .ეს ისტორია შედგა,ნოეს და თინის სიყვარულის სუპერ ისტორია იყო. ბრავო!!!!

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ქეთი
მაპატიე, ვერაფერს დავწერ, უბრალოდ ჩემთვის შევინახავ ყველა იმ ემოციას და განცდას, რაც ეხლა მაქვს ????❤️საოცრებებს ქმნი

რა თქმა უნდა,ქეთი ❤️❤️❤️ ამ შეფასებიდანაც კი მესმის შენი ❤️❤️❤️ დიდი მადლობა!

სტუმარი sofi
ეს რა იყო ღმერთო, უზომოდ თბილი და ამავე დოზით მტკივნეული, სასტიკი რეალობაა თუმცა უფლის დიდი საჩუქარიც ნოესთვის ბოლო დღეების გასალამაზებლად, შენ კი სასწაული რაღაც შექმენი, სულით ხორცამდე რომ შეგძრავს ისეთი

❤️❤️❤️სოფი,მართლა თბილი იყო ❤️
ჩემი გოროზი,ულაპარაკო პერსონაჟების შწმდეგ,ასეთი სიხარულით სავსე ბიჭზე დაწერა, ჩემთვისაც დიდი სიამოვნება იყო,თუმცა, ვერც ბედს გავექეცი..მადლობა,რომ მოგეწონა და გრძნობები შენამდე მოვიდა ❤️❤️ გამახარე!

 


№11 სტუმარი ნი-კე

ემოციებისგან გული ამიჩქარდა❤️აი ასეთი ადამიანების მოკლე სიცოცხლე გადაწონის ხოლმე წლებს ხშირად....ამ ამაღლებული გრძნობით და დიდი რწმენით მინდოდა დაემარცხებინა ავადმყოფობა მაგრამ რეალობა მწარეა ხოლმე..წარმატებები ყოველთვის დიდი ემოციებით წერთ...

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
როგორ მეტკინა ნოე,მზისფერი ბიჭი.თინუს სიყვარულმა გააფერადა მისი ნაცრისფერი ცხოვრება,მაგრამ მძიმე სენს ვერ მოერია. გულით ვიტირე. როგორი უსამართლოა ზოგჯერ ცხოვრება. პატარა სასწაულის იმედიც მქონდა,მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ვერ იმარჯვებს ადამიანი ბედთან ჭიდილში.გამიხარდა მისი ნაწილი რომ დაუტოვა თინის. მოკლედ საოცარი ისტორია იყო. ჯაბა შალიკიანის გამოჩენა ისე გამიხარდა თითქოს ჩემი დიდიხნის უნახავი მეგობარი ვნახე,ნამდვილად მაგარი კაცია. წარმატებები .ეს ისტორია შედგა,ნოეს და თინის სიყვარულის სუპერ ისტორია იყო. ბრავო!!!!

ასეთი ბიჭი რომ გამოვიდა ნოე,იმწამსვე ვიფიქრე,რომ მას,ჯაბასნაირი კედელი აიცილებლად უნდა ყოლოდა და გაამართლა...
მათი ერთნაირი უკიდეგანო სიყვარული მოუხდა ისტორიას ❤️❤️❤️
ნოეს როგორი ბიჭი იყო,არა?! ყველაფრისთვის მზად და,სიყვარულისთვის დაბადებული..
თუმცა,ვერაფერს ვიზამთ დიდ ჯვართან,რომელსაც გვადებს ხანდახან ღმერთი.. ❤️❤️❤️
მიყვარს მათი სიყვარული და,
მადლობა თქვენ! ❤️❤️❤️
თქვენ შეფასებას ველოდი,ხომ იცით ❤️❤️

ნი-კე
ემოციებისგან გული ამიჩქარდა❤️აი ასეთი ადამიანების მოკლე სიცოცხლე გადაწონის ხოლმე წლებს ხშირად....ამ ამაღლებული გრძნობით და დიდი რწმენით მინდოდა დაემარცხებინა ავადმყოფობა მაგრამ რეალობა მწარეა ხოლმე..წარმატებები ყოველთვის დიდი ემოციებით წერთ...

დიდი მადლობა,ნიკე ❤️❤️❤️
ზოგჯერ,როცა ვეღარ ვიტებ ემოციებს,პატარა,ჩანახატი ან,მცირე ისტორია მჭირდება,რომ განვთავისუფლდე..
ნოეს სიცოცხლე ღირდა! თუნდაც ხანმოკლე მაგრამ,უდიდესი ფრძნობით სავსე ❤️❤️❤️
დიდი მადლობა..რომ შეაფასე ❤️❤️❤️
ბევრს ნიშნავს ჩემთვის თითოეული სიტყვა! ❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი lortkia

ემოციებს არასდროს გამოვხატავ,მხოლოდ ჩემთვის მაქვს შენახული და ზოგჯერ,უფრო სწორად ხშირად ჩემ თავსთვისაც ვერ ვიმეტებ ემოციებს.არც კომენტარების წერა მიყვარს,ყველაფერს გონებაში ვინახავ მაგრამ ახლა უნდა დავწერო,როგორც მომავალმა ექიმმა მაშინვე დიაგნოზის გონებაში გადახარშვა დავიწყე და რამდენიმე წამში მწარედ გამიელვა აზრმა რომ შანსი სიცოცხლის თითქმის 0%-ია.ტირილი არ მჩვევია,არასდროს მაგრამ მოხდა გამონაკლისი,სენი რომელიც ძალიან მძიმე გამოდგა კაცობრიობისთვის ნოე ჩადუნელას დაემართა,ბიჭს რომელიც ზღაპრებიდან გადოსულ ზღაპრულ პრინცს გავს,საოცრებები რომ შეუძლიათ ისეთს.შეიძლება ვერ იყო ბედნიერი დასასრული და არც უნდა ყოფილიყო,ვერ იქნებოდა მაგრამ ის პატარა ალბათ ჯერ კიდევ წერტილი,რომელიც დედის მუცელში იწყებს ზრდას იმედია,დანატოვარია ამ შემთხვევაში ნოესთვის და რეალურ ცხოვრებაში არსებული მსგავსი სენით შეპყრობილი ადამიანებითვის.ტირილით აღარ ვიტირებ,ჩემ თავს პირობა მივეცი.არც რომანტიკოსი ვარ მაგრამ მეც აუცილებლად დავთანხმდებოდი ცოლობაზე,ისევე როგორც თინუ.
მადლობა,რომ შექმენი ეს ისტორია.წერა გამიგრძელდა,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.მეც ვწერ,აქაც ვაქვეყნებ მაგრამ უფრო სახასიათოს,ისე ფურცლებზე ვწერ ჩემებურს მძიმეს,ტრაგიკულს,ტირილის მომგვრელს და ღამესავით ბნელს,მაგრამ პატარა იმედის მარცლის მქონეს რომელსაც ვინც წაიკითხავს თითოეულ წინადადებაშ მცირე დოზით მაგრამ მაინც იხილვს.
შალიკიანი და ჩადუნელი მომწონს ორივე გვარი,მხოლოდ დიდ ადამიანებს ეკუთვნით ალბათ.

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

lortkia
ემოციებს არასდროს გამოვხატავ,მხოლოდ ჩემთვის მაქვს შენახული და ზოგჯერ,უფრო სწორად ხშირად ჩემ თავსთვისაც ვერ ვიმეტებ ემოციებს.არც კომენტარების წერა მიყვარს,ყველაფერს გონებაში ვინახავ მაგრამ ახლა უნდა დავწერო,როგორც მომავალმა ექიმმა მაშინვე დიაგნოზის გონებაში გადახარშვა დავიწყე და რამდენიმე წამში მწარედ გამიელვა აზრმა რომ შანსი სიცოცხლის თითქმის 0%-ია.ტირილი არ მჩვევია,არასდროს მაგრამ მოხდა გამონაკლისი,სენი რომელიც ძალიან მძიმე გამოდგა კაცობრიობისთვის ნოე ჩადუნელას დაემართა,ბიჭს რომელიც ზღაპრებიდან გადოსულ ზღაპრულ პრინცს გავს,საოცრებები რომ შეუძლიათ ისეთს.შეიძლება ვერ იყო ბედნიერი დასასრული და არც უნდა ყოფილიყო,ვერ იქნებოდა მაგრამ ის პატარა ალბათ ჯერ კიდევ წერტილი,რომელიც დედის მუცელში იწყებს ზრდას იმედია,დანატოვარია ამ შემთხვევაში ნოესთვის და რეალურ ცხოვრებაში არსებული მსგავსი სენით შეპყრობილი ადამიანებითვის.ტირილით აღარ ვიტირებ,ჩემ თავს პირობა მივეცი.არც რომანტიკოსი ვარ მაგრამ მეც აუცილებლად დავთანხმდებოდი ცოლობაზე,ისევე როგორც თინუ.
მადლობა,რომ შექმენი ეს ისტორია.წერა გამიგრძელდა,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.მეც ვწერ,აქაც ვაქვეყნებ მაგრამ უფრო სახასიათოს,ისე ფურცლებზე ვწერ ჩემებურს მძიმეს,ტრაგიკულს,ტირილის მომგვრელს და ღამესავით ბნელს,მაგრამ პატარა იმედის მარცლის მქონეს რომელსაც ვინც წაიკითხავს თითოეულ წინადადებაშ მცირე დოზით მაგრამ მაინც იხილვს.
შალიკიანი და ჩადუნელი მომწონს ორივე გვარი,მხოლოდ დიდ ადამიანებს ეკუთვნით ალბათ.

მიყვარს ახალი,უცხო მკითხველი და მათი გულწრფელი ემოციები! გამიხარდა შენი დანახვა ჩემთან ❤️❤️❤️
ის პატარა,იმედი არის! ის ნოეს გაგრძელებაა დედამიწაზე და მოლოდინი,რომ მზისფერსხივიანი ფიჭი ისევ დაიბადება და ისევ გაანათებს ყველას! ❤️❤️❤️
ყოვთვის დიდი სიფრთხილით ვარჩევ სახელსაც და გვარსაც.. ასე მგონია,ზუსტად ამ ორუდან უწყება პერსინაჟების ჩამოყალიბება და მიხარია,რონ დაინახე ეს ❤️❤️
მსგავს სიტუაცუაში,მეც დავთანხმდებოდი ნოეს,მერე რა,თუ მასზე თითზე ჩამოსათვლელი ფაქტები მეცოდინებოდა..
შენ კი,უდიდესი მადლობა..
აუცილებლად გადავხედავ შენს შემოქმედებასაც და,უბრალოდ,რომ აღარ დაიტოვო შენში ემოციები,რასაც გრძნობ დაწერე ხოლმე და,გაგვანდე ჩვენც.. გათავისუფლდები და თავს კარგად იგრძნობ ❤️❤️❤️
მადლობა !

 


№15  offline წევრი lortkia

tasusuna
lortkia
ემოციებს არასდროს გამოვხატავ,მხოლოდ ჩემთვის მაქვს შენახული და ზოგჯერ,უფრო სწორად ხშირად ჩემ თავსთვისაც ვერ ვიმეტებ ემოციებს.არც კომენტარების წერა მიყვარს,ყველაფერს გონებაში ვინახავ მაგრამ ახლა უნდა დავწერო,როგორც მომავალმა ექიმმა მაშინვე დიაგნოზის გონებაში გადახარშვა დავიწყე და რამდენიმე წამში მწარედ გამიელვა აზრმა რომ შანსი სიცოცხლის თითქმის 0%-ია.ტირილი არ მჩვევია,არასდროს მაგრამ მოხდა გამონაკლისი,სენი რომელიც ძალიან მძიმე გამოდგა კაცობრიობისთვის ნოე ჩადუნელას დაემართა,ბიჭს რომელიც ზღაპრებიდან გადოსულ ზღაპრულ პრინცს გავს,საოცრებები რომ შეუძლიათ ისეთს.შეიძლება ვერ იყო ბედნიერი დასასრული და არც უნდა ყოფილიყო,ვერ იქნებოდა მაგრამ ის პატარა ალბათ ჯერ კიდევ წერტილი,რომელიც დედის მუცელში იწყებს ზრდას იმედია,დანატოვარია ამ შემთხვევაში ნოესთვის და რეალურ ცხოვრებაში არსებული მსგავსი სენით შეპყრობილი ადამიანებითვის.ტირილით აღარ ვიტირებ,ჩემ თავს პირობა მივეცი.არც რომანტიკოსი ვარ მაგრამ მეც აუცილებლად დავთანხმდებოდი ცოლობაზე,ისევე როგორც თინუ.
მადლობა,რომ შექმენი ეს ისტორია.წერა გამიგრძელდა,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.მეც ვწერ,აქაც ვაქვეყნებ მაგრამ უფრო სახასიათოს,ისე ფურცლებზე ვწერ ჩემებურს მძიმეს,ტრაგიკულს,ტირილის მომგვრელს და ღამესავით ბნელს,მაგრამ პატარა იმედის მარცლის მქონეს რომელსაც ვინც წაიკითხავს თითოეულ წინადადებაშ მცირე დოზით მაგრამ მაინც იხილვს.
შალიკიანი და ჩადუნელი მომწონს ორივე გვარი,მხოლოდ დიდ ადამიანებს ეკუთვნით ალბათ.

მიყვარს ახალი,უცხო მკითხველი და მათი გულწრფელი ემოციები! გამიხარდა შენი დანახვა ჩემთან ❤️❤️❤️
ის პატარა,იმედი არის! ის ნოეს გაგრძელებაა დედამიწაზე და მოლოდინი,რომ მზისფერსხივიანი ფიჭი ისევ დაიბადება და ისევ გაანათებს ყველას! ❤️❤️❤️
ყოვთვის დიდი სიფრთხილით ვარჩევ სახელსაც და გვარსაც.. ასე მგონია,ზუსტად ამ ორუდან უწყება პერსინაჟების ჩამოყალიბება და მიხარია,რონ დაინახე ეს ❤️❤️
მსგავს სიტუაცუაში,მეც დავთანხმდებოდი ნოეს,მერე რა,თუ მასზე თითზე ჩამოსათვლელი ფაქტები მეცოდინებოდა..
შენ კი,უდიდესი მადლობა..
აუცილებლად გადავხედავ შენს შემოქმედებასაც და,უბრალოდ,რომ აღარ დაიტოვო შენში ემოციები,რასაც გრძნობ დაწერე ხოლმე და,გაგვანდე ჩვენც.. გათავისუფლდები და თავს კარგად იგრძნობ ❤️❤️❤️
მადლობა !

ტასუნა heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი მანჩო

როგორ დამენანა :( ;( აი სიტყვები არ მყოფნის...ძალიან მომეწონა,ძალიან...საოცარი ქმნილება შექმენი❤

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მანჩო
როგორ დამენანა :( ;( აი სიტყვები არ მყოფნის...ძალიან მომეწონა,ძალიან...საოცარი ქმნილება შექმენი❤

უღრნესი მადლობა,მანჩო ❤️❤️
უზომოდ მიხარია ასეთი შეფასება ❤️❤️

 


№18 სტუმარი kati

აუუუ,რას მერჩოდი...რაც მე ვიტირე,რა ძალიან რეალური ისტორიაა...სიტყვები არ მაქვს.

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

kati
აუუუ,რას მერჩოდი...რაც მე ვიტირე,რა ძალიან რეალური ისტორიაა...სიტყვები არ მაქვს.

ქეთი ❤️❤️
მადლბა ამ ემოციებისთვის ❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

ამ ბოლო დროს სულ ესეთ ნოველებს წერ, იქნებ ბევრი პოზიტივი იყოს მომდევნო ნოველებში

 


№21  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ლიკა
ამ ბოლო დროს სულ ესეთ ნოველებს წერ, იქნებ ბევრი პოზიტივი იყოს მომდევნო ნოველებში

იქნება ბევრი პოზიტივიც,აუცილებლად ❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინო

გელოდი როგორც იქნა გამოჩნდი გამიხარდა ძალიან.რაც შეეხება ისტორიას იყო მართლა საოცრად სევდიანი და ბერვივარ თქმულა თან ბევრი ითქვა. ემოციებით სავსე... რატომღაც მგონია ეს ისტორია ერთი დიდი ამბის დასაწყისია .წარმატებები ჩემო გადარეული გოგოვ

 


№23  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნინო
გელოდი როგორც იქნა გამოჩნდი გამიხარდა ძალიან.რაც შეეხება ისტორიას იყო მართლა საოცრად სევდიანი და ბერვივარ თქმულა თან ბევრი ითქვა. ემოციებით სავსე... რატომღაც მგონია ეს ისტორია ერთი დიდი ამბის დასაწყისია .წარმატებები ჩემო გადარეული გოგოვ

ნიიინ ❤️❤️❤️ გელოდი მე შენ! და მიხარია რომ გამოჩნდი ❤️❤️❤️ ბევრი ემოციაა და კარგია რომ მოვიდა შენამდეე ❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო საოცარი მაგრამ სევდიანი ძალიან დამენანა ნოე თინაც შემეცოდა მარტო დარჩა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები

 


№25  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო იყო საოცარი მაგრამ სევდიანი ძალიან დამენანა ნოე თინაც შემეცოდა მარტო დარჩა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები

ნესტან,მადლობა თქვენ ❤️❤️❤️❤️ გამახარეთ ძალიან ❤️❤️❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი Lily

ისტორია მირჩიეთ ტირილით რო მოვკვდე თქო...
მოვკვდი.
რაღაც სასწაული იყო,ემოციებით სავსე????❣️მადლობა შენ ამ ისტორიისთვის❣️

 


№27  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი Lily
ისტორია მირჩიეთ ტირილით რო მოვკვდე თქო...
მოვკვდი.
რაღაც სასწაული იყო,ემოციებით სავსე????❣️მადლობა შენ ამ ისტორიისთვის❣️

მადლობა პირიქით, ამ ემოციებისთვის ❤️❤️❤️❤️
გამახარე უზომოდ ❤️❤️❤️

 


№28  offline მოდერი guroo

ვაიმე, ანასტასია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ძალიან ემოციური იყო და გრძნობებით სავსე. არც გული მომიკვდა, არც ტირილი მომანდომა, მსგავსი - საერთოდ არაფერი, მაგრამ შენი ცდა, რომ მთლიანი ამბავი საკუთარ თავში გაგეტარებინა, გამოგეჩხრიკა შინაგან სამყაროში შესაფერისი განცდები, ფიქრები და დამოკიდებულებები, რაც ამ სევდიანი თავგადასავლის მიმართ შეიძლება გქონოდა, თუკი რეალური იქნებოდა, და ეს წარმოსახვითი, აბსტრაქტული შეკავშირება სისხლით ხორცამდე, ასე ღრმად ჩაყვინთვა ამ ამბის შუაგულში, გულგრილს ნამდვილად ვერ დამტოვებდა. გამორიცხულია, დაუშვებელიც კი, რომ მაგიას თვალი არ გავუსწორო, რომელიც ამ ტექსტში საკუთარ თავთან მიმართებაში დაატრიალე, და არ დაგიფასო, არ მოგიწონო.
ამის ფონზე კი უნდა გითხრა, რომ წინადადებების სტილისტურ წყობას მოძალადესავით ეპყრობი და იმის გამო, რომ შენ შენთვის ჩვეული, კომფორტული წერის სტილიდან გადახვევა არ გინდა, ასე გირჩევნია და მთლიან ენერგიას მძიმე განწყობის შექმნას ახმარ, უსულგულოდ აუპატიურებ. ზედმეტად მანერულია. მეც მანერულად ვწერ. თავს ვერ ვთოკავ. მაგრად არ მომწონს, უბრალოდ ძალიან მინდა ხოლმე გამოქვეყნება და ვთმობ რაღაცებს საკუთარ თავთან.
შენ კი, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტს სცოდავ წინადადებებთან და ეს სიგიჟემდე მაბრაზებს.
ამჯერად მეოცნებე ადამიანების სიყვარულზე დაგვიწერე. ძალიან პოეტური ბუნების მქონეებზე. ბუნებრივმა გადარჩევამ მათი სახეობისთვის ადგილი აღარ დატოვა ახალ დროში. თითქოს, არქაულია.

 


№29  offline ახალბედა მწერალი tasusuna

guroo
ვაიმე, ანასტასია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ძალიან ემოციური იყო და გრძნობებით სავსე. არც გული მომიკვდა, არც ტირილი მომანდომა, მსგავსი - საერთოდ არაფერი, მაგრამ შენი ცდა, რომ მთლიანი ამბავი საკუთარ თავში გაგეტარებინა, გამოგეჩხრიკა შინაგან სამყაროში შესაფერისი განცდები, ფიქრები და დამოკიდებულებები, რაც ამ სევდიანი თავგადასავლის მიმართ შეიძლება გქონოდა, თუკი რეალური იქნებოდა, და ეს წარმოსახვითი, აბსტრაქტული შეკავშირება სისხლით ხორცამდე, ასე ღრმად ჩაყვინთვა ამ ამბის შუაგულში, გულგრილს ნამდვილად ვერ დამტოვებდა. გამორიცხულია, დაუშვებელიც კი, რომ მაგიას თვალი არ გავუსწორო, რომელიც ამ ტექსტში საკუთარ თავთან მიმართებაში დაატრიალე, და არ დაგიფასო, არ მოგიწონო.
ამის ფონზე კი უნდა გითხრა, რომ წინადადებების სტილისტურ წყობას მოძალადესავით ეპყრობი და იმის გამო, რომ შენ შენთვის ჩვეული, კომფორტული წერის სტილიდან გადახვევა არ გინდა, ასე გირჩევნია და მთლიან ენერგიას მძიმე განწყობის შექმნას ახმარ, უსულგულოდ აუპატიურებ. ზედმეტად მანერულია. მეც მანერულად ვწერ. თავს ვერ ვთოკავ. მაგრად არ მომწონს, უბრალოდ ძალიან მინდა ხოლმე გამოქვეყნება და ვთმობ რაღაცებს საკუთარ თავთან.
შენ კი, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტს სცოდავ წინადადებებთან და ეს სიგიჟემდე მაბრაზებს.
ამჯერად მეოცნებე ადამიანების სიყვარულზე დაგვიწერე. ძალიან პოეტური ბუნების მქონეებზე. ბუნებრივმა გადარჩევამ მათი სახეობისთვის ადგილი აღარ დატოვა ახალ დროში. თითქოს, არქაულია.

გურო, ჰაერში რო ვკლავ ამ ყველა სიტყვასა და წინადადებებს,მეც მტკენს გულს :დდდდდდმაგრამ,ვერ ვეშვები ამ ამბავს,ასე მგობია,ასე უფრო ჩანს ყველაფერითქო დ:
გიჟივით რომ მომასკდება ხოლმე ის ემოციები,რომლებსაც სხვას და,ვერც საკუთარ თავს,ვერ ვუხიარებ,ხელები მანამ მექავება და,მანამ მეკვრის სული,სანამ ვიღაც ერთს მაინც არ მოვახვევ ამ ყველაფერს და..
მოკლედ ❤️
მიყვარს შენი შეფასებები!
დაუფარავი,გაშლილი და,ემოციური! ❤️
განსაკუთრებით გელოდი ეს ორი დღე,არ დავმალავ,როცა სხვა,ახლოსაა და,ალბათ,აჭარბებს კიდევ შენს ემოციებს,მისი დანახული და ნაგრძნობი სულ სხვაა ❤️
მადლობაა!

 


№30  offline წევრი ირო

როგორი განსხვავებული წერის სტილი გაქვს,როგორი ემოციებით შეგიძლია წერო და ამ ემოციებმა გული გაგიჩეროს მკითხველს,ყელში ბურთი გაგეჩხიროს და ცრემლებმა თვალები დაგიბუროს.აი ასეთია ეს ისტორია.ემოციების,გრძნობების,ადამიანობის და ტკივილის გამომხატველი,მიყვარს შენი ყველა ისტორია "დასაწყისიდან დასასრულამდე"დასასრული კი მინდა ძალიან ღრმა სიბერეში დადგეს შენი ისტორიებისა.მანამდე კი მინდა რომ ძალიან ბევრი წერო და ასეთი საოცრებები მოიტანო ჩვენამდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent