სიყვარულის ინსტინქტი(1 ნაწილი)
ლიზასთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა წვიმიანი დღე იქნებოდა თუ მზიანი,რომ ამის მიხედვით დაედგინა,ცუდ ხასიათზე იქნებოდა თუ კარგზე.მთავარი ის იყო,რომ ამ ‘’დაწყველილი სახლიდან’’,როგორც თვითონ ეძახდა,მამის ქვეშამდგომებს მორიგი ცხედარი არ გაეტანათ.მამის კრიმინალურ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია,მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ბავშვობიდან იცოდა და მას არაფერს არ უმალავდნენ.საზოგადოებაში ყველანაირად ცდილოდა თავისი ვინაობის დამალვას,მაგრამ ეს ხშირ შემთხევევბში არ გამოსდიოდა.ყველა იცნობდა ლევან თოდუას და მის ერთადერთ ქალიშვილს.ლევანი მოსიყვარულე მამა იყო,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ლიზას დედამ ისინი მიატოვა და ვიღაც საყვარელთან ერთად გაიქცა.ლიზა მაშინ პატარა იყო და დიდად ვერც იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს მაგრამ დედის სყვარული და მზრუნველოდა სულ აკლდა.თითქოს მის სულში რაღაც შეუვსებელ სიცირიელეს დაესადგუროს.ერთადერთი მეგობარი ყავდა,რომლის მამაც ლევანთან მუშაობდა.ლევანი ყველას ეჭვის თვალით უყურებდა,ვინც კი მის ქალიშვილს მიუახლოვდებოდა.ეშინოდა რომ მის გოგონას რამეს დაუშავებდნენ,ლიზა ერთადერთი სუსტი წერტილი იყო.მტრებიც ზუსტად ამ სუსტ წერთილს იყენებდნენ.შეიძლება ითქვას ლიზა გატაცებებს უკვე მიჩვეული იყო.ასეთი არეული ცხოვრება ქონდა ლიზა თოდუას. როგორც იქნა ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზეა ჯგუფელებთან ერთად,რათქმაუნდა დაცვა თან ახლავს.ბევრი იცეკვა,იმხიარულა,ერთი-ორი ჭიქაც დალია და ბოლოს სახლში მოინდომა წასვლა: -დიმა სახლში მინდა წასვლა.-მშვიდი ხმით უთხრა მძღოლს. -რათქმაუნდა ქალბატონო ლიზა,მე წინ გავალ და თქვენ უკან გამომყევით. -რამდენჯერ გითხარი ქალბატონს ნუ მეძახიმეთქი.უბრალოდ ლი ზა.-დაუმარცვლა თავისი სახელი. -ეგ ამბავი ცოტა რთულია. -არაფერიც,მინდა რომ უბრალოდ ლიზა დამიძახო!-გაუმკაცრდა ხმა.ბიჭმა თანხმობის ნიშნათ თავი დაუკრა და მანქანსიკემ გაემართნენ.სამ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა მერსედეს ბენცი,მძღოლმა გოგონას კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა.კარებთან ქეთი დახვდა,რომელზეც გიჟდებოდა ისე უყვარდა.დიმა ქეთის დანახვაზე ცოტა დაიძაბა.ლიზამ ეშმაკურად ჩაიცინა და ქეთის თვალი ჩაუკრა.თავაზინად მიესალმნენ ერთმანეთს და ლიზას სახლში შეყვა.მესამე სართულზე ავიდნენ,სადაც მხოლოდ ლიზას ოთახი და ბიბლიოთეკა იყო.სარდაფიდან ამოსული ხმები რომ ჩაეხშო, პირველი სართულიდან მესამეზე გადაინაცვლა.ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო და ზოგჯერ ბატონ ლევანსაც უკრძალავდა ამოსვლას.ლევანიც იტანდა ქალიშვილის ამ ახირებას,ისედაც ვერ ერთობოდა ისე როგორც უნდოდა და ‘’ამასაც ვერ დავუშლიო“. როგორც კი დიდ საწოლზე წამოგორდა ვარვსკლავის ფორმაში ქეთის გადახედა: -როდემდე უნდა ეტრფოდეთ ასე შორიდან ერთმანეთს?-და გაიღიმა -არავისაც არ ვეტრფი-იჯუჯღუნა ქეთინ -ვითომ დაგიჯერე. -ლიზა მაბრაზებ!- ბალიში მოირმარჯვა ხელში და ესროლა. -როგორ ჩაიარა საღამომ?- ცოტახნის შემდეგ კითხა წამოგორებულ მეგობარს -განსხვავებული არაფერი,მაგრამ მაინც კარგი დრო გავატარე.ყოველ საღამოს რომ დავდიოდე ასე გასართობათ მაშინ ვიწუწუნებდი,რომ მოწყენილობა იყო.-ღიმილით,მაგრამ მაინც დასევდინებული თვალებით გახედა ქეთის. -ხომ იცი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასე ჯობს. -რა უსაფრთხოება.მაგოტომაც გამიტაცეს 1 წლის განმავლობაში 2ჯერ ხო?-ბრაზი შეერია ხმაში. -კარგი ნუ იხსენებ მაგ საშინელ დღეებს. -იმედია დღეს არავინ არ მოყავთ? -მგონი კი,რაღაც აფორიქებული მეჩვენება მამა.მგონი რაღაც სერიოზულია. -იმედია რამე ცუდი არ მოხდება.-ჩაფიქრთდა ლიზა. -ალბათ საქონელის გაცვლისას მოხდა რამე.-მშვიდათ თქვა ქეთიმ. -მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინმე უნდა დაისაჯოს.თან ისეთი ხერხებით,რომელსაც მამა იყენებს.თითონ არის დამნაშავე.-განერვიულდა და ისევ გაბრაზდა მამაზე.-შენც რატომ ხარ ასეთი მშვიდი.ვიღაც უცნობი მოყავთ და ჩემი სახლის სარდაფში სიცოცხლეს უნდა გამოასალმონ. -ლიზა იქნებ დროა შეეჩვიო თუ ვინები არიან მამაჩვენები და როგორი ცხოვრების წესი აქვთ. -როგორ შეიძლეა ასეთ რამეს შეეჩვიო ქეთი?-გამწარდა და ბოლო ხმაზე უყვირა მეგობარს. -მაპათიე,ვიცი რომ შეიძლებელია.მეც ძალიან მიჭირს მაგრამ სხვა გაზა არ გვაქვს ლიზა ხომ იცი?-მიუახლოვდა და ჩაეღუტა. *** „დაწყევლილი სახლის’’ დაწყველილ სარდაფში ლიზას და ქეთის კატეგორიულად ეკრძალებოდათ ჩასვლა.სარდაფის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა.გარდა სახლში მომუშავე და მხვოვრები ადამიანებისა.ლევანი კი არავის არ უშვებდა ახლოს თუ მის ერთგულებაში არ იყო 100% დარწმუნებული.ყველა ბინძურ და მნიშვნელოვან საქმეს ქეთის მამას ზურას ავალენბდა,რადგან მას ყველაზე მეტად ენდობოდა.სარდაფში ჩასასვლელად ჯერ კიბეები და მერე ერთი ოთახი უნდა გააგევლო.ოთახში ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი არ იყო,ჩვეულებრივ საკუჭნაოს გავდა დიდი თაროებით სადაც მურაბები,ჯემები და ათასი სხვა რაღაცა ეწყო,მაგრამ ცოტამ თუ იცოდა რომ მაგ თაროების უკან დიდი დაწყევლილი კარები იყო,მერე გრძელი კორიდორი და ბოლოს ოთახი სადაც ათასი იარაღი და ნარკოტიკული საშულება იმალებოდა.სახლი რამოდენიმეჯერ გაჩხრიკა პოლიციამ,მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვერ იპოვეს.ამიტომაც გაძლო ალბათ ბატონის ლევანის შავ-ბნელმა საქმეებმა ამდენხანს. ვინმე რამეს თუ დააშავებდა იქ ჩაყავდათ ცემით სულს ღდიდნენ და ბოლოს მოსაკლავად ტყეში მიყავდათ ან ხშირ შემთხვევაში შემიაკვდებოდათ და ბოლოს ჩუმად გაქონდათ გვამი მაგრამ ლიზა და ქეთი ამას სულ ამჩვნევდნენ.სისასტიკეა,სისაძაგლეა,ცხოველურია ეს ყველაფერი და ლიზამ ეს სულ იცოდა.ისიც იცოდა რომ მკვლელი მამა ყავდა,მაგრამ ის მაინც ძლიერ უყვარდა,რადგან ერთადაერთი ახლობელი იყო მის ცხოვრებაში. სამზარეულოში აპირებდა ლიზა შესვლა უცებ საუბარი რომ მოისმინა: -რამდენ ხანში მოიყვანენ?-გაცოფებული იყო ბატონი ლევანი -ნახევარ საათში აქ იქნება. -როგორ გაბედა ვიღაც ლაწირაკმა ჩემი გაცრუება?!-ღრიალებდა -ნუ ნერვიულობთ.ჩვენ არაფერი არ დაგვიკარგავს.’’ტავარიც“ ხელუხლებელი ჩავაბარეთ პატრონს და ფულიც ავიღეთ. -ბოლო წამს მოვასწარით გესმის ზურა ბოლო წამს.-ისევ ღრილებდა-ვერ გადამირჩება.ისეთ დღეში ჩავაგდებ მომკალიო აქეთ შემეხვეწება! -მგონი ჯობია ცოტათი თავი შევიკავოთ.არ ვიცით მის უკან ვინ დგას. -არ მაინტერესებს.ის დღეს მოკვდება!ვერავინ ვერ ჩაერევა ჩემს საქმეებში! შეშინებული აირბინა თავის ოთახში და ფანჟრიდან ჭიშკარს აკვირდებოდა თუ როდის მოიყვანდენ ვიღაცას,რომელიც დღეს უნდა მომკვდარიყო.ნერვიულობდა,ვერ იტანდა საკუთარ თავს,ვერ იტანდა,როცა სუსტი იყო და ვერაფერს ვერ აკეთებდა იმ ადამიანების დასახმარებლად,რომლებიც არაფერი შუაში არ იყვნენ გარდა იმისა რომ მათ ის გზა ვერ აირჩიეს რომელიც სწორი იქნებოდა.ყველა ვერ ირჩევს ნათელ ფერებს თავის ცხოვრებაში და ამის გამო ისინი არ უნდა დაისაჯონ. რამოდენიმე წუთში ისევ მერსედეს ბენცი მოადგა კარებს.საჭესთან ამჯერად ირაკლი იჯდა ლევანის მძღოლი.მარტო გადმოვიდა,მანქანას მოუარა და უკანა კარი გამოაღო.ვიღაც მამაკაცი გადმოიყვანა,აღნაგონით ახალგაზრდას გავდა,მაგრამ სახეს ვერ ხედავდა შავი ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული და ძალით მიათრევდა.უცებ ქვემოთ ჩაირბინა და დაინახა როგორ წაიყვანეს სარდაფისკენ.ლევანი და ზურა ისევ სამზარეულოში იყვენენ ამიტომ მშვიდი სახე მიიღო და სამზარეულოში შევიდა. -მამა როგორ ხარ?ზურა გამარჯობა.-ლევანს ცოტა გაუკვიდა ქალიშვილის დანახვა,ზურამ კი თავი დაუქნია. -კარგად შვილო შენ როგორ ხარ?-შუბლზე აკოცა. -მეც კარგად.რამე მოხდა რა სახეები გაქვთ?-ვითომ არაფერი ისე იკითხა, მამას მოშორდა,წვენი გამოიტანა მაცივრიდან და თავის საყვარელ ჭიქაში ჩაასხა. -არა არფერი შვილი,უბრალოდ დაძაბული დღე იყო! -მე გავალ ბატონო ლევან!-თვალით ანიშნა რაღაცა და გავიდა,ლევანმაც თავი დაქუნია. -შვილო შენ რატო არ გძინავს,გვიანია უკვე? -მომწყურდა მამა და ჩამოვედი.ნუ ნერვიულობ ავალ და დავიძინებ.-მამა გაუღიმა და წვენით ხელში გავიდა. მეორე სართულზე ავიდა და უკან მობრუნდა,დაინახა როგორ გავიდა მამამისი სამზარეულოდან და სარდაფისკენ გაემართა.ლიზა თავის ოთახში აბრუნდა და ბოლთას სცემდა როდესაც ღრიალის ხმა მოესმა.მესამე სართულზე ძირითადად ხმები არ ამოდიოდა,მაგრამ ახლა როცა რაღაც მოესმა შეეშინდა.შეეშინდა რომ მამას ის ადამიანი შემოაკვდებოდა. ქვემოთ ჩაირბინა და სარდაფისკენ გაემართა.კიბეებთან არავინ არ იდგა ამიტომ უცებვე ჩაირბინა.საუკოჭნაში ჩუმად შეიხედა და როცა დარწმუნდა რომ იქაც არავინ იყო გამბედავად შევიდა.თაროს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდებოდა რომელიც გამოწეული იყო,მის უკან კარი კი ონდავ ღია. -შე ლაწირაკო როგორ გაბედე და როგორ გაიფიქრე ჩემი საქონლის მოპარვა?!-ლევანის ხმა იყო რომელსაც დარტყმის ხმაც მოჰყვა. -და ვინ გითხრათ რომ მოპარვას ვაპირებდი?-ლიზას უცნობის ღმა მოესმა,რომელიც ნამდვილად ირონიით იყო გაჟღენთილი. -ამას უყურეთ ერთი.შენ ვინ გგონია თავი.ასე ადვილად მე ვერ გამაცრუებ გესმის შე ნაბი*ვარო?!-ისევ დაიღრიალა ლევანმა და ისევ მუშტი მოუქნია. -მე არაფერ შუაში ვარ.მე რომ არა საქონელს მართლა მოიპრავდნენ.-მშვიდი ღმით განაცხადა ისევ უცნობმა....ისევ ირონიიით. -ამის დ*დაც ვა*ირე მეღადავებიი.ჩვენ რო მივედით შენ იდექი მარტო სატვირთოსთან იარაღით ხელში და წინ ჩვენი ადამიანის გვამი ესვენა.-უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებდა ლევანი. -შორიდან ვირაღაცამ სროლა აგვიტეხა და მაშინ დაჭრეს დათოც.მაგ იარაღით რომელიც მე მეკავა დათოს მკველელი გავისტუმრე სააქიოს.გვამი სატვირთოდან 50 მეტრში ორმოშია.შეგიძლიათ შეამოწმოთ,მაგრამ მეეჭვება რომ იქ დაგხვდეთ.ჩემთვის დროულად რომ მოგესმინათ ყველაფერს გაარკვევდით ახლა კი ჩემს დაკითხვას გირჩევნიათ თქვენი მოწინააღმდეგე იპოვოთ,რომელსაც საქონლის მოპარვა უნდოდა და აშკარად მტრად გეკუთვით.-ბრაზი შეერია ხმაში ალექსანდრეს. *** ალექსანდრე ფილფანი,გამომძიებელი,რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს.დიდიხანია პროკურორმა და თავისმა საუკეთესო მეგობარმა საბა ჯაფარიძემს საიუდუმლო ოპერაციის ხელმზღვანელად დანიშნა.ალექსანდრემ რათქმაუნდა ჯაშუშის როლი თვითონ მოირგო და უკვე ნახევარი წელია ცდილობს ლევან თოდუას შავ-ბნელ სამყაროში შეაღწიოს.შეიძლება ითქვას ,რომ თავისას მიაღწია და ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის დროს პოლიციასაც თავზე დააყენებდა ბატონ ლევანს,რომ არა ლევანის მორიგი მტერი,რომელმაც საქონლის მოპარვა გადაწყვიტა და ალექსანდრეს გეგმაც ჩაიშალა.მაგრამ რას იფიქრებდა რომ ბედის ბორბალი მის მხარეს შემოტრიალდებოდა და ისეთ რაღაცას აღმოაჩენდა,რომელიც გომოძიებას ყველაზე მეტად დაეხმარებოდა.ის სარდაფში მოხვდა,რომელსაც ლევან თოდუა ყველასგან წლემიბის მანძილზე ოსტატურად მალავდა.ახლა ალექსანდრესთვის გასაგები იყო ამდენი წლის განმავლობაში როგორ გაჰქონდა თოდუას ამ სამყაროში თავი თან ისე რომ პოლიციაც ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა. ახლა ალექსანდრეს მთავარი მიზანი იყო ცოცხალი გასულიყო ამ სახლიდან,რომ ეს საქმე მალე დაესრულებიდა და შურიც ეძია მამის მკვლელზე. დემნა ფილფანი,რომელიც ლევან თოდუას ყოფილი პარტნიორი იყო, საქონლის გაცვლის დრო სროლაში მოყვა და დაიღუპა.როგორც ამბობენ თოდუამ მახე დაუგო იმ მიზბნით რომ ფულიც და საქონელიც მას დარჩენოდა.ალექსანდრემ მამის საქმეების შესახებ რო გაიგო უკვე 2 წლის მკვდარი ოყო ბატონი დემნა.მას მამა უბრალო ადამიანი ეგონა,რომელიც თავის ბიზნეს განაგებდა და არა ადამიანი,რომელიც შავ-ბნელ საქმეებში იყო გახვეული,ამიტომაც გადაწყვიტა,რომ თვითონ ასეთი არასდროს არ იქნებოდა, ყველა კანონ დამრღვები პირების საწინააღმდეგოდ წასულიყო და ციხეში მიეჩინა მათვის ადგილი.მაგრამ ამის უკან მაინც იმალებოდა ის ფაქტი რომ ამით მამის მკვლელზეც აპირებდა შურისძიება.დიახ ალექსანდრე ვერ იტანდა ლევან თოდუას და ყველას ვინც არაკანონიერ საქმესდ ჩადიოდა მაგრამ მამის სიყვარულს მაინც ვერ უღალატა.ის კეთილ მოსიყვარულე სერიოზულ და ამავდროულად ძალიან მხიარულ და უბრალოდ კარგ ადამიანს იცნობდა მამის სახით,ზუსტად ასეთი მამის მკვლელობის გამო გადაწყვიტა შურისძიება.დემნას სიკვდილის შემდეგ ნანას ძალაინ უჭირდა ორ მცირე წლოვან შვილთან ერთად თავის გატანა,მაგრამ მაინც შეძლო და ალექსანდრე და კატოს კარგი განათლების საშუალება მისცა.შვილებმაც დედის წვალება ადააფასეს და თავიანთ პროფესიაში საუკეთესოები იყვნენ.ალექსანდრე პოლიციაში მუშაობის გარდა თავის დასთან ერთად უძღვებოდა საერთო ბიზნესს,მაგრამ ძირითადად მაინც კატო იყო ამით დაკავებული,რადგან ალექსანდრეს ხშირად უწევდა სახლიდან თვეობით წასვლა ქალბატონ ნანას არ მოწონდა ასე თვეობით რო უჩინარდებოდა თავისი შვილი მაგრამ ვერც ვერაფერს ამბობდა.ალექსანდრეს პროფესია ითხოვდა ამას. *** ლიზა შეშინებული უსმენდა საუბარს,როცა ნაბიჯების ღმები გაგიგო უცებ მოშორდა კარს და საკუჭნაოდან რაც შეიძლება ფრთხილად გავიდა.ოთახში ასვლას ვერ მოასწრებდა ამიტომ მისაღებში გავიდა და კარის უკან დაიმალა,როცა ხმები მოესმა შემოსასვლელიდან: -ახლავე გაუშვი ხალხი და ნახეთ მართალს ამბობს ის ლაწირაკი თუ არა! -არამგონია იტყუებოდეს.თქვენი აზრით ესეც ლიზას გამტაცებელის ნახელავია.-ჩუმად ეუბნება ზურა. -შესაძლოა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავადგინო ვინ არის.-კბილებს შორის გამოსცრცა ლევანმა,-და ხო ხომ იცი რომ ვინც ერთხელ სარდაფში შეაღწევს ცოცხალი ვეღარ გამოვა.მე ცალკე მანქანა მომიმზადეთ, უნდა გავიდე. *** -რააა?!უდანაშაუულო ადამიანი უნდა მოკვდეს მხოლოდ იმიტომ რომ სარდაფში მოხვდა?! ეს შეუძლებელია!ამას ვერ დავუშვებ!-გაგიჟებული ეუბნებოდა ქეთის. -კარგი დაწყნარდი,რამეს მოვიფიქრებთ. -იქედან უნდა გამოვიყვანოთ,მაგრამ მამაჩემი მაინც იპოვის ადრე თუ გვიან.-თვითონაც არ იცოდა ასე ძალიან რატომ ნერვიულობდა ვიღაც უცნობდე. -მაგაზეც ჩვენ უნდა ვიდარდოთ.უბრალოდ გაპარვაში დავეხმაროთ და დანარჩენზე თვითონ იფიქროს. -რა აზრის აქვს დახმარებას ბოლოს მაინც თუ მოკვდა! -კარგი დაწყნარდი და დაჯექი,თავბრუ დამეხვა მაცადე ფიქრი.მე ვიცი ვინც დაგვეხმარება. -ვინ?-ცოტათი გაუკვირდა ლიზას -დიმა.-ქეთიმ ჩაიღიმა და ტელეფონში ასოების აკრიფვა დაიწყო.5 წუთში კაკუნის ხმა გაისმა. -მეძახთიდ?-დიმა შემოვიდა ოთახში -დიახ გეძახდით დიმა.-მშვიდად უპასუხა ქეთიმ-დაჯექი შენთან საქმე გვაქვს.-დიმამ ცოტა დაბნეული მზერა მიაბყრო გოგონებს და მდივანზე მოკალათდა. -კარგით,გისმენთ. ლიზამ შეშინებული მზერით გადახედა ქეთის. ლიზას ეშინოდა რომ დიმა ყველაფერს გააფიჭებდა დახმარების ნაცვლად.მგარამ ქეთიმ იცოდა რომ დიმასთვის ნდობა შეიძლებოდა და აუცილებლად დაეხმარებოდა მათ,ამიტომ თავი დაუკრა და მიანიშნა რომ დიმას ნდობა შეიძლებოდა. -შენი დახმარება გვჭირდება.ქვემოთ სარდაფში ბიჭი რომ არის,-ამის გაგონებაზე დიმა წარბები შეჭმუხნა.-იმის განთავისუფლებაში უნდა დაგვეხმარო.ვიცი რომ შეუძლებელ რაღაცას გთხოვ მაგრამ შენი დახმარება ძალაინ გვჭირდება.გეფიცები შენ საფრთხე არ დაგემუქრება,უბრალოდ დაცვის ყურადღება უნდა მიიქციო,რომ მისი გაყვანა შევძლოთ.-ლიზამ რაც შიძლება სწრაფად თქვა სათქმელი და დიმას გამომეტყველებას დააკვირდა.ბიჭი რამოდენიმე წამით ჩუმად იყო,ჯერ ლიზას გადახედა და მერე ქეთის. -ხვდებით მაინც რა საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს? -ნუ გეშინია შენ არაფერი დაგიშევდა.-უთხრა ქეთიმ -მე ჩემზე კი არა თქვენზე ვამბობ!-გაბრაზებული გახედა ქეთის. -ის ხომ უდანაშაულოა-გატეხილი ხმით ჩაილაპარაკა ლიზამ-რომც იყოს ჩვენ უფლება არ გვაქვს რომ მის სიკვდილს ასე მშვდიდად ვუყუროთ.გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა მამა ზურას რომ რაც არ უნდა უდანაშაულო იყო მაინც მოკვდებაო,და რატომ!მხოლოდ იმიტომ რომ სარდაფის შესახებ იცის. -ლიზა მამაშენი მაინც იპოვის.დღეს კი დავეხმარებით მაგრამ აზრი არ აქვს. -ხომ იცი რო დიმა მართალს ამბობს,მამაშენი არავის ენდობა ოჯახის წევრბის გარდა...-გაგრძელებას აპირებდა ქეთი როცა ლიზამ შეაწყვეტინა და თვაისთვის ჩაილაპარაკა -ოჯახის წევრი.....ოჯახის წევრიი -ლიზა მითხარი რომ იმას არ ფიქრობ რასაც მე-შეშინებული მზერა მიაბყრო ქეთიმ მეგობარს და უკვე ხვდებოდა მის თავში რაც ტრიალებდა. -იქნებ მეც გამარკვიოთ.თქვენი ენა მე არ მესმის.-ჩაიცინა დიმამ -ერთიწუთი დიმა!მგონი ჩემი მეგობარი გიჟდებააა-ლიზას უყურებდა გაკვირვებული. -ეგრე ნუ მიყურებ.ხომ იცი რო სხვანაირად ვერ გადავარჩენთ. -კი მაგრამ საერთოდ არ იცნობ.სახელიც კი არ იციი.თან რამ წამოგიარა რამდენი ადამიანი მოუყვანიათ და მერე ცხედარი გაუტანიათ,არც პირველია და არც უკანასკნელი!-ხმას აწუწია ქეთიმ. -ქეთი ხვდები მაინც რას ამბობ!-წამოხტა და მეგობარს შეუბღვირა. -კარგით,გეყოთ.საქმეში ვარ.გასაგებია რომ ლიზას გეგმა აქვს.-უცებ დიმაც წამოდგა და გოგოებს შეხედა.-გისმენთ ქალბატონო ლიზა? გოგოებმა დიმას გახედეს მერე ისევ ერთამენთს შეხედეს.ქეთიმ რაღაც ამოუცნობი წაიკითხრა ლიზას თვალებში.ამ თვალებს დღეს ეს ადამიანი რომ არ გადაერჩინა სამუდამოდ ჩაქრებოდა,ის ერთადერთი სხივიც დაიკარგებოდა რასაც ახლა ხედავდა.ქეთი ამას მიხვდა და მზად იყო მეგობართან ერთად უფსკრულში გადაჩეხილიყო,თავი დაუკვრა როგორც სჩვეოდა ისე და მიახვედრა რომ მის მხარეს იყო.ლიზამაც გაუღიმა და დიმას მიუბრუნდა: -დიმა შენ წვენს და საჭმელს ჩაუტან საკუჭნაოში მდგომ დაცვას,რომელშიც ჩემს საძილე აბებს ჩავყრით,რამდენიმე საათით გაითიშებიან.მერე შენ და ქეთა გარეთ გახვალთ რომ იქ მდგომი დაცვის ყურადღება მიიქციოთ,მანამდე მე სარდაფში შევალ და იმას გავათავისუფლებ და გარეთ გავიყვან.კარგი იქნება მანამდე შენს მანქანას სახლის უკანა კართან თუ დატოვებ.იქედან გავიყვან.დანარჩენს მე მივხედავ.სავარაუდოდ რამდენიმე დღე ვერ დავბრუნდები,შეგეხმიანებით -კი მაგრამ როცა შეამჩნევენ თქვენ არ ყოფნას ხო იცი რაც მოხდება ქალბატონო ლიზა.თან ვიღაც უცნობთან ერთად ვერ დაგტოვებთ.მასთან ერთად თუ გიპოვეს ლევანმა მერე მართლა ვერ გადავარჩენთ იმ უცნობს,რომლის გადარჩენასაც ასე მონდომებით ცდილობთ.თან ამით ქეთისაც შევუქმნით პრობლემას.არავინ დაიჯერებს რომ მარტო დაეხმარეთ გაქცევაში. -შენ თუ ასე ძალიან გეშინია რატო დაგმთანხმდი-შეუბღვირა ქეთიმ. -ქეთი შენ მერე დაგელაპარაკები!-დიმამაც არ დააკლო. -თქვენ თავს გაისულელებთ რომ არაფერი იცით.მაინც ვერაფერს დაგიმტკიცებენ მანამდე მეც გამოვჩნდები. -კი მაგრამ...-გაგრძელება უნდოდა დიმას მაგრამ ლიზამ ისე გააწყევტინა -დანარჩენს ქეთი მოგიყვება,მან კარგად იცის რასაც ვაპორებ.-საათს დახედა,-უკვე ღამის ორი საათი სრულდებოდა. ქეთიმ წვენში რამოდენიმე კაკალი წამალი ჩაყარა კარგად მიურია და დიმას მისცა საჭმელთან ერთად სინზე დადებული.თვითონ მისახებში გავიდა სადაც ლიზა ელოდებოდა.რამოდენიმე წუთში დიმა შემოვიდა ოთახში და თავი დაუქნია -დაცვას ძინავს.შეგიძლია წახვიდე.როგორც კი სმს მოგვწერ მაშინვე დავიწყებთ მე და ქეთა მოქმედებას.მაქსიმუმ 10 წუთი გეგნება სმს გაგზავნიდან.ახლა კი იჩქარე.-ჩქარა უთხრა დიმამ.ლიზამ მაშინვე პატარა ზურგ ჩანთა აიღი და მისახებიდან გადიოდა ქეთიმ რო მიაძახა -დარწმუნებული ხარ?იქნებ ვიღაც მანიაკია?-ისეთი თვალებით უყურებდა ლიზას გაეცინა. -მამაჩემზე უარესი ვერ იქნება!არ ინერვიულო მალე დავბრუნდები.-თავისი მზერით დააიმედა და ოთახიდან გავიდა. -აბა ქალბატონო ქეთი გისმენთ.დღეს გმირობის ხასიათზე ხართ მგონი შენ და შენი დაქალი-როგოერც კი ლიზა გავიდა მაშინვე დაიწყო დიმამ. -ვერ გადაიტანდა კიდევ ერთი უდანაშაულო ადამინის სიკვდილს ლევანის მიზეზით.მე კი მარტო ხომ არ დავტოვებდი.ის ყველაფერია ჩემთვის.-ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა. -კარგი არ ინერვიულო.ყველაფერი კარგად იქნება!-უცებ მიუოხლოვდა და ძლიერ ჩაიხუტა.ქეთი არ ელოდებოდა.დენივით დაარტყა მისმა შეხებამ,დიმას ეს არ გამორჩენია და ჩაიცინა კიდეც. -ის...ჩვენ რა უნდა ვქნათ.როგორ მივიქციოთ დაცვის ყურადღება!-ვითომც არაფერი ისე მოშორდა.დიმამაც არაფერი შეიმჩნია. -გოგონას,რომელსაც ლევან თოდუას უკან ინტრიგების ხლართვა არ უჭირს არამგონია გულის წასვლა გაუჭირდეს. -აუ კარგი რააა.გულის წასვლის ინსცენირება აუცილებელიაა.-ბუზღუნებდა ქეთი. -რამე უკეთესს თუ მოიფიქრებ მითხარი.-ირონიულად უთხრა და ჩაიცინა მერე უცებ დასერიოზულდა,-ლიზა როგორც კი გაიყვანს იმას ხომ შეუძლია დაბრუნდეს,რატო მიყვება იმ უცნობს? -იცის რომ უბრალოდ გაყვანით ვერ გადაარჩენს და მაგიტო. -კი მაგრამ ლიზას მეტი რა შეუძლია? -შეუძლია რომ ოჯახის წევრი გახადოს. -რაა,ეგ როგორ? მოიცა.....არ მითხრა რომ..... -დიახ ზუსტად ეგ. -არა მაგს ვერ დავუშვებ.თუ უნდა რომ გადაარჩიონოს კი მაგრამ გამორიცხულია.ლევანი არ აპატიებს.ორივეს მოკლავს.თან იქნებ არც დათანხმდეს ის ტიპი.ან საერთოდ როგორ.-წინადადება დასრულა და გასვლას აპირებდა უცებ ქეთი რომ აესვეტა წინ: -მოიცა. -ქეთი გამორიცხულია! -მომისმინე,მე ლიზას ვენდობი.მან იცის რასაც აკეთებს,ახლა ხელს თუ შევუშლით და მერე ის ბიჭი მოკვდეს,ლიზა არასდროს არ გვაპატიენს.ლიზას არაფერი არ დაემართება,არამგონია იმ ბიჭმა რამე დაუშავოს,თან მგონი მართლა უდანაშაულოა. -კი მაგრამ.. -დიმა დამიჯერე ასე ჯობია.-ხელი ჩაკიდა და უკან დააბრუნა. ***** გარშემო ბნელოდა,არც არანაირი ხმები ესმოდა,არ იცოდა რას უპირებდნენ ან გავიდოდა თუ არა აქედან ცოცხალი,მაგრამ დარწმუნებული იყო თუ გათავისუფლებას შეძლებდა ლევან თოდუას აუცილებლად ბოლოს მოუხებდა.ამ ფიქრებში იყო გართული უცებ ნაბიჯების ხმა,რომ მოესმა მერე თითქოს რაღაც მძიმე დავარდა იატაკზე. რამოდენიმე წამის შემდეგ გაიგო როგორ გავიდა ვიღაცა საკუჭნაოდან და ბოლოს ისე ნაბიჯების ღმა მოესმა.გასახები გადატრილდა და ვიღაცამ კარი ნელა გააღო....ისევ ნაბიჯების ღმა.....ოთახში ვიღაც შემოვიდა მაგრამ ვერ ხედავდა ვინ იყო...საკუჭნაოდან შემოსული შუქიდან რომელიც ოდნავ ანათებდა ოთახს დაინახა სილუეტი, რომელიც კაცის ნამდვილად არ იყო:მაღალი ქერა თმიანი გოგონა გრძელი ფეხებით პატარა ცხვირით და ყავისფერი თვალებით. -არ მეგონა ბატონი ლევანი თავის ქალიშვილსაც თუ იყენებდა,არადა ფოტოებში ანგელოზს გავხარ,ვინ იფიქრებს რომ შენც მამის კვალს მიყვები !-როცა ბოლოსდაბოლოს შეამჩნია რომ მის წინ ლამაზი გოგონა იდგა,რომელიც ფოტოებიდან ყავდა ნანახი ცოტა გაუკვირდა კიდეც მაგრამ გამორიცხული ხომ არაფერი იყო. -შენ მგონი აქ მოგწონს და დარჩი ბარემ!-გაბრაზებულმა შეუბღვიდა,მაგრამ მისი ხმის გაგება ესიამოვნა.ბიჭის მწვანე თვალები ისე ანათებდნენ,რომ ალბათ მზეც ვერ გაანათებდა ასე ძალიან. გარშემო მიმოიხედა იარაღის დანახვისას სახე დამანჭა ეს ალექსანდრეს არ გამორჩენია. -აქ რა გინდათ პატრა ქალბატონი?აშკარად არ ხარ ამ ადგილის ხშირი სტუმარი. ალექსანდრეს ხმამ აზრებიდან გამოიყვანა.კითხვა დააიგნორა უცებ მოუარა ბიჭის სკამს და ხელები გაუნთავისუფლმა.ალექსანდრე გაკვირვებული დარჩა,მაგრამ უცებ მოახდინა რეაგირება და ფეხებიდან უკვე თვითონ მოიხსნა თოკი.ადგა უკან შებრუნდა და გოგონას შეხედა.უცანრი იყო გოგონას მზერა,ვერ ხვდებოდა რას აპირებდა ეს პატარა ქალბატონი. -უნდა ვიჩქარით!მე გამომყევი!-დაუფიქრებლად გაუწოდა ხელი ლიზამ,მაგრამ ბიჭს რო შეხედა მერე გაიზრა რამდენად უცნაირად იქცეოდა.ალექსანდრე ნამდვილად გაკვირვებული იყო და ამს უკვე ვერ მალავდა,მაგრამ გაქცევის შანსაც ვერ გაუშვებდა ხელიდან ამიტომ სწრაფად მოვიდა გონს, ხელი ჩაკიდა და გოგონას დაუფიქრებლად გაყვა.ლიზამ მეორე ხელით ტელეფონი ამოიღო და სმს გააგზავნა. არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა,თან ცოტა უცნაური და არარეალური სიუჟეტია,რაც მე თვითონ მიკვირს,მაგრამ ფანტაზიას საზღვარი ხომ არ აქვს.იმედია რაღაც ინტერესს მაინც გამოიწვევს თქვენში და საშუალება მექნება, რომ შემდეგი ნაწილებიც დავდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.