შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/19}


26-01-2022, 03:44
ავტორი lile-eli
ნანახია 2 709

19.
ანდრია ახვლედიანს, მიზეზის გარკვევა არ სურდა, მისთვს ყველაფერი ცხადი იყო, როცა გაიგეს რომ ბიჭებმა იხუმრეს, ის წავიდა, რადგან მისი გრძნობები არა თამაშის ნაწილი, არამედ რეალური იყო..
ყოვლგვარი შესავლის გარეშე მიუახლობდა ნიცა, აივანზე მდგომ ახვლედიანს..
-შენთან სალაპარაკო მაქვს?
-ნიცა?
გაკვირვებულმა გახედა, პატარა გასვიანთან ერთად მდგომს და სიგარეტის ღერი იმ წუთასვე გადააგდო, თან დაამატა:
- რაიმე გრანდიოზულს მიმზადებ და შესავალია?
ახვლედიანის განწყობა ისე აშკარა და მხიარული იყო, ნიცამ ჩვეული სილაღით გაიღიმა.
-არა. შენთან ზავის დადება მინდა. თან ბოდიშის მოხდა..
-უფრო ვრცლად...
-ჯინა, სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, შენ თუ არ დაელაპარაკები, აზრს არ შეიცვლის.
-მე?...
-კი...
-თქვენ ვინმეს აზრს ითვალისწინებთ?!
-ასეც ხდება ხოლმე
-ჰაჰ გამაცინე…ეს სათამაშო მათხოვე და გაჩერდება.
-ამიერიდან გავითვალისწინებ, შენსასაც.
მართლაც გაჩუმდა პატარა როცა ანდრიას დიდ მკლავებში მოთავსდა.
-პრინცესა, რა ტკბილი ხარ შენ?..
უჩურჩულა და სურნელით გაივსო მთელი სხეული ახვლედიანმა.
-რა კარგად ეწყობით, ხომ არ დაგიტოვო?
-თუ მომანათლინებ, სულ მე მეყოლება.
-გამორიცხულია!
-რატომ?
-რთული ხასიათი ექნება, შენიც რომ დაემატება.
-ისედაც ეტყობა, რომ ყვავილი გარეგნულად იქნება მხოლოდ.
-ჰმ... დაგიწუნეს დედი როგორც გოგო.. დამრჩი გაუთხოვარი...
-ვინ თქვა რომ ვათხოვებთ?
-რატომ, აბა შინაბერა და აუტანელი გინდა დარჩეს?
-ეგ მითია!
-ისიც მითია, რომ შენ უცოლო დარჩები!
-ეგ საიდან დაასკვენი?
-შენი ჯულიეტა ნაპოვნია და ჩემი სიგიჟე ამას ეთმობოდა..
-ფიქრობ გამოგივიდა?
-დარწმუნებული ვარ.
-ასე კატეგორიულიც ნუ იქნები.
-იცი რატომ ვარ დარწმუნებული?
-გამანდე.
-ნიკოლოზს რომ შენს მზერაში სხვაობა არ დაენახა იმ წუთასვე აკრძალავდა ამ თამაშს, ამით გრძნობები აგირიეთ, მაგრამ გაგიღრმავეთ კიდეც!
-შენ ბოდიშ მიხდი თუ „მაბამ“ ჯინას ნაცვლად?
-აი ნახავ უდიპლომო ცოლი რომ შეგრჩება მერე მე ვიცინებ ასე მიმზიდველად ახლა რომ მეკრიჭები. მე ვატარებ ხომ გახუნებულ ბოთლს ჯინას ნაჩუქარს თუ შენ?
-რა გინდა ნიცა?
-მინდა გადაწყვიტო, ცოლს მოიყვან და ბავშვს მოუნათლავ შენს მეგობარს, თუ დავტოვო ეს ქალბატონი მოუნათლავი?
-მართლა მანათლინებ?
-მე არა თომა.
-ნიცა მართლა?
ცოტა ხმამაღლა თქვა ახვლედიანმა და ყველა მას შეხედა, პატარას ატირებულ ხმაზე.
-რა გაღრიალებს? დააფრთხე ბავშვი, არ იცი ბავშვების მოვლა.
ნიკოლოზმა წაართვა პატარა ელენე დაანდრიას გაბადრულ სახეზე თომა სავარძელზე ჩამოუჯდა საყვარელი ქალი მიიხუტა და ჰკითხა:
-ამჯერად რა უთხარი?
-მხოლოდ ის რასაც შენ უნდა გეთქვა.
-მართლა მე ვნათავ ამ ქალბატონს.
პატარა ბავშვივით გახარებულმა ჰკითა გასვიანს.
-დამშვიდდი და ნუ წრიალებ სავარძელში, თორემ ფეხს ისევ მოიტეხავ.
-აუ მომეცი ეგ ბავშვი ნიკოლოზ, ვერ ვდგები!
ბედნიერმა მიიხუტა გულზე და ეჩურჩულებოდა, თომამ კი ნიცას საფეთქელთან კოცნა დაუტოვა და ხმადაბლა უურჩულა:
-ვატყობ მეორე უნდა დავიწყოთ, პრველი ნათლიას გოგო იქნება.
-არ არის ცუდი აზრი....



უჩემოდ ხომ არაფერს აპირებთ?
ნიკოლოზი ჩვეულ იუმორს ინარჩუნებდა და ნიცას პასუხმაც არ დააყოვნა
-გირჩევ ისტორიის მასწავლებელს ჭკუა ასწავლო, თორემ დარჩებ ჩვენი ყურების იმედზე..
-კიდევ ახალია რმე?
ხელი მოკიდა უმცროს აბაშიძეს და წამოაყენა, შემდეგ ხმადაბლა განაგრძო:
-რამე ხდება სკოლაში?
-კი და დროა ჩაერიო, გააკონტროლო მაინც. დეტალები არ ვიცი მხოლოდ ის ვიცი რომ ნატაშკა იცავს ხშირად სებას..
-ვგიჟდები შენზე ასეთი ოქრო რომ ხარ!
-ვიცი.
-კარგი ახლა...

ნიკოლოზი კი სკოლის სწავლების პროცესს გაეცნო როგორც მესაკუთრე, თუმცა სკოლაში არ მისულა ისე გამოითხოვა ყველა დოკუმენტაცია.. საბუთები ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა ინფორმაცია სებას პირადი პრობლემის შესახებ მეტად სანერვულო გახდა და დრო იყო უნდა ჩარეულიყო, რადგან ბოლო დროს შეამშნია მის აფორიაქება, თითქოს ნატაშკაზე დამოკიდებული გახდა და სკოლაში მის გარეშე წასვლს ერიდებოდა.. ინფორმაციების მოგროვებასთან ერთად ცდილობდა გაერკვია, დირექტორის მფარველობის ქვეშ მყოფი, სკოლის მოსწავლეების ფარული კავშირები..

დილით მაღვიძარამ ზარის დარეკვა, რომ შეწყვიტა თვალები უცებ გაახილა სებამ, ეს უცნაური ჩვევა ჰქონდა, სულ ასე იღვიძებდა. მაღვიძარა რომ გაჩერდებოდა, მაშინ ახელდა თვალს და ახლაც, სწრაფად წამოდგა საწოლიდან, აბაზანაში მოწესრიგდა. მისაღებში ჩასასვლელად კიბეს ჩაუყვა, თან ჩანთას კრავდა. კიბის ბოლოს ნატალი იდგა და ჯერ კიდევ პიჟამაში გამოწყობილი, წითელი და ცრემლიანი თვალებით უმზერდა მომავალს:
-ნატა, რა გჭირს?
-ცუდად ვარ, თავი მტკივა..
-სიცხე გაქვს! წამალი დალიე?
-კი დავლიე, ისტორიის მასწავლებელს უთხარი პარალელ პარალელთან ჩავაბარებ, შემაჯამებელ წერას.
-კარგი.
მოწყენით ჩაილაპარაკა სებამ, მაგრამ მაინც საცადა გაეღიმა.
-მომისმინე სება, შეეცადე მარტო არ იარო და მოერიდე შეხვედრას, იმ იდიოტებთან, თორემ ავკუწავ როცა სკოლაში მივალ.
-გავართმევ თავს.
ნაძალადევი ღიმილით უთხრა გოგონამ.
-რატი, გელოდება შვილო.
უფროსი ნატალია, ჩვეული სილამაზით და მოხდენილი მანერით შევიდა ოთახში.
-გამარჯობა, ახლავე გავალ.
-ნატა, ისევ სიცხე გაქვს. წამოდი წამლები დაგალევინო.
-აუ ბე, არაფერი არ მინდა რა...
-ნატა!
-აუ...
-ნატაშკასთან საქმე მაქვს დედა!
ნიკოლოზი შევიდა მისაღებში, დილის ვარჯიშით სველი მაისური მოიშორა და თავისი ოთახისკენ დაიძრა, ნატაშკაც უკან მიჰყვა გახარებული:
-მადლობა ძი.. გადამარჩინე წამლების არმიას.
-ნუ მეხუტები, დაგსვრი.
-აბა ვიყო სება...
-საიდან მოიტანე?
წარბები შეკრა ნიკოლოზმა და დახედა კიბეზე მიმავალს.
-კარგი რა ნიკუუუშ..
სახე სასაცილოდ დამანჭა და მოხვეულ მკლავს თავისი წვრილი თითები შემოაჭდო.
-წვნიანი ჩემთან ამოუტანე რა დედა!
ოთახში შესულმა საწოლისკენ წაიყვანა სიცხისგან აწითლებული გოგონა:
-დაწექი დაისვენე და მალე გამოვალ. აბაზანის მიღების შემდეგ ნიკოლოზ დადიანი პატარა დადიანს საწოლთან ახლოს ჩამოუჯდა და ინტერესით სავსე მზერას კითხვაც დაურთო:
-სებას, სკოლაში ვინმე აწუხებს?
-საიდან მოვიტანე არა?..
ჩაეღიმა და წარბები აუწია წარბებ შეკრულ დადიანს.
-აწუხებს?
კითხვა უყურაღებოდ დატოვა ნიკოლოზმა.
-კი. და-ძმა.
-რა უნდათ?
-ძმას მოსწონს, დას კი შურს, რომ ისტორიის მასწავლებელი სებაზეა შეყვარებული.
-მაგ ისტორიის მასწავლებელმა, ვერ გაიგო ხომ რაც ვუთხარი!
ბრაზი შეერია ხმაში და გარდერობისკენ წავიდა, პერანგის ჩაცმის პროცეში იყო ნატაშკას სიტყვებმა რომ ჭკუიდან გადაიყვანა:
-დღეს გვაქვს ისტორიის შუალედური და მეც ვერ წავედი..
-აბა, ცხრილი შეიცვალაო!
გაბრაზებული შემობრუნდა საწოლისკენ სადაც ნატაშკა იწვა.
-მერე ისევ შეცვალეს, გუშინ მოგვწერეს ჯგუფში.. აუ ძი.. ისე თემოს და თათას მართლა უნდა ვასწავლო ჭკუა!
-იმ და-ძმაზე ამბობ?
-კი. დღეს იმედია მარტო, რომ იქნება არაფერს დაუშავებენ..
-რას ჰქვია დაუშავებენ!
შიშმა და ბრაზმა მთელი სხეული დაუჭიმა ნიკოლოზ დადიანს.
-ჩვენი სება ისეთი კეთილი და ნაზია, ჰგონია მხოლოდ სიკეთით მოაგვარებს პრობლემებს.
ნიკოლოზი ბედნიერი ღიმილით უსმენდა საყვარელ ძმიშვილს, რომელმაც ეშმაკურად თემა შეუცვალა:
-ისე, დროულად არ იმოქმედებ და ფრთხილად თუ არ იქნები, ცხვირწინ აგაცლიან!
ისევ მოაწვა ბრაზი და გარდერობის ოთახში შევიდა ფეხსაცმელი მოირგო, ქურთუკიც ხელში დაიჭირა და პატარა დადიანს შუბლზე აკოცა:
-მე, უნდა გავიდე და ბებოს დაუჯერე, ხომ იცი იქ საჭირო ხარ!
-ახლა შენ მიხედავ?
-ახლაც და მერეც!
-მაგარია! მიყვარხარ!
-იმას არ ვეკითხებით ხომ!
-ჩემი სიპატიური ძიკო, ყველას უყვარს! ...იმასაც!
ჩუმად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვა და სიცილით საბანში გაეხვა..

სკოლის ეზოში მისული მანქანიდან, სება გადასვლას არ ჩქარობდა, ჯერ ათვალიერბდა თემო არ გადყროდა გზაზე, მძღოლი მიუხვდა და სებას მიმართა:
-გინდა სკოლაში შემოგყვე?
-არა რატი, მადლობა.
მორიდებით გაუღიმა გოგონამ. რატი, მიუხვდა მორიდების მიზეზს და სათავისოდ შემოაბრუნა შეთავაზება:
-სება, გთხოვ შემოვალ, თან გოგონებს შევათვალიერებ, ბიჭებს შურით შემოვახედებ ცოტახნით.
სებას ლამაზი ღიმილი გამოიწვია ხუმრობამ და უპასუხა:
-დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ არ ღირს..
-ხომ იცი, თუ ვინმე გაწუხებს, უნდა ვიცოდეთ!
-დიახ რა თქმაუნდა.
მორიდებით გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
მოსწონდა ეს სკოლა, თან დათას დიდი ნატვრა იყო, რომ მას კარგად ესწავლა, ამ სკოლაში. ამიტომ თავს არ ზოგავდა, ბევრს მუშაობდა თავის თავზე, რომ მაღალი შეფასება მიეღო. ამით გადასახადისგან სულ გაათავისუფლეს და სტიპენდიაც კი დაუნიშნეს 50 ლარი, რომელიც მისთვის საკმარისი იყო..
ფიქრებში გართულს, კიბის ბოლო საფეხურზე მდგომი და-ძმა არ შეუნიშნავს.
-უკვე აღარც გვამჩნევს!
ჩაილაპარაკა მაღალმა ბიჭმა, რომელიც კიბის დასაწყისშივე იდგა რამედნიმე კლასელთან ერთად და მათი სიცილი ექომ უფრო ხმაურიანი გახადა..
გოგონამ თავი მეტად დახარა და გზა ისე განაგრძო, ის იყო საკლასო ოთახში უნდა შესულიყო, მკლავზე რომ უხეშად ჩაავლეს ხელი და აიძულა ამ ხელმა თავისკენ შებრუნება.
-სება, როგორ ხარ?
-ბატონო ზურაბ.
გაუხარდა რომ ისტორიის მასწავლებელი იყო და არა მისი კლასელი.
-გამომყევი!
-სად?
-გამოცდა, მესამე სართულზე ტარდება.
-გასაგებია.
მორჩილად გაჰყვა გოგონა, თუმცა ის გზა ისევ გასავლელი იყო..
-ბიჭებო, გამოცდაზე დროულად შემოდით!
-კარგი, ზურა მასწ..
ირონიულად უპასუხა ისევ იმ მოსწავლემ.
მამაკაცმა არ მიაქცია ყურადღება და ისე განაგრძო კიბის საფეხურების ათვლა.
-სება, ნატალია სად არის?
-სიცხე აქვს და პარალელ კლასთან ერთად ჩაგაბარებს.
-კარგი. შედი და არ ინერვიულო.
მხარზე ხელი დაადო გოგონას და მზრუნველი, ამავე დროს სიყვარულით სავსე თავალებით გააცილა ოთახისკენ მიმავალი.
გამოცდის მასალა სებასთვის რთული არ იყო. მალევე მორჩა, თუმცა ადგომას არ ჩქარობდა, რადგან მის წინ მყოფის ეკრანზე ხედავდა ორ გამოტოვებულ კითხვას და გადაწყვიტა ეკარნახა, ამით ის მაღალ შეფასებას მიიღებდა:
-ხუთი.
ცოტა დაბლი ხმით წარმოსთქვა და რეაქციას დაელოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ბიჭი მას არ უსმენდა, თან შემდეგ კითხვაზე გადავიდა, ისიც შეამჩნია ისევე, ჩურჩულით წამოიძახა:
-მესამე... მეთორმეტე საუკუნე.
ისევ უყურადღებოდ დატოვებული რეაქციით განაწყენებული ადგა და რადგან ნივთები ხელში არ ჰქონდა და კომპიუტერზე აბარებდა გამოცდას, ძალით წაბორძიკდა, ისე რომ ბიჭმა ხელი შეაშველა..
-მეხუთე და მესამე!
-რაა? როგორ ხარ?
-მეხუთე და მესამე!
-სება, როგორ ხარ? რა მოგივიდა?
მასწავლებელიც მიუახლოვდა მოსწავლეებს.
-ფეხი გადამიბრუნდა.. ბატონო ზურაბ..
სირცხვილისგან გაწითლდა და თავი დახარა.
-გამოცდას მორჩი?
-დიახ.
-მაშინ გადი. უჩა, შენ გააგრძელე ხუთი წუთი გაქვს!
-ახლავე, მადლობა დახმარებისთვის..
მორიდებით შეხედა ბიჭს, რომელიც დაჯდომას აპირებდა და მისკენ შებრუნდა, რომელმაც კომპიუტერზე მიშტრებული გოგონას მზერა დაიჭირა.
-არაფრის.
ეშმაკურად გაიღიმა და სწრაფად მოთავსდა საგამოცდო მაგიდასთან, ის იყო სება უნდა გასულიყო ოთახიდან კარს ხურავდა, რომ უჩას ხმა გაიგო:
-მოვრჩი!
-დატოვეთ საგამოცდო ოთახი!
სიმკაცრეს არ კარგავდა მასწავლებელი ზურაბი.
სებას, ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და გარეთ დადებული ჩანთა, ხელში აიღო, ისე განაგრძო გზა. კიბის საფეხურთან, დაეწია უცნობი..
-უკაცრავად.
-გისმენთ.
-სპეციალურად გააკეთეთ?
-არა..
მორიდებით დახარა თავი და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-მადლობა სება.
გაუღიმა ბიჭმა და ხელი გაუწოდა:
-უჩა.
-არაფრის უჩა, სასიამოვნოა.
-იმედია ვერ მიხვდნენ და არ დაგსჯიან.
-იმედია.
-ახალი გადმოსული ვარ და უკვე გამოცდების ჩაბარება მიწევს..
თან კიბეს ჩაუყვნენ და საუბარში ისევ იქ მდგომ მოსწავლეებთან მოუწიათ მიახლოვება, ეს კი და-ძმის გაღიზიანების მიზეზი აღმოჩნდა.
-ოჰო, ახალი ჩიტი დაიჭირე სება?
ცინიკური ხმით მიმართა თემომ.
-ახლა, ამასთან გინდა ფლირტი ქალბატონო!?
დაჭიმული სახით მიუახლოვდა გოგონას, თემოს და თიკა, რომელსაც ისეთი მზერა ჰქონდა, შიშის გრძნობა დაგივლიდა მაინც სხეულში.. სებამ უკან გადადგა ნაბიჯი, შემდეგ ჩანთის სამკლაურს მოკიდა ნერვიულად ხელი და ჩუმი ხმით ამოილაპარაკა:
-არავისთან არ ვცდილობ...
მოხრილ მკლავს უხეშად მოკიდა ხელი გოგონამ და უცებ, სიტუაციაში გარკვეულმა უჩამ, თიკას ხელი დაუჭირა თან შუაში ჩადგა:
-რას აკეთებ? რის გარკვევას ცდილობ?
-შენს შებ*ას ცდილობს და გაფრთხილებ.
გაუღიმა ცინიკურად და ისევ სებას შეხედა. თემომ, უხეშად მოკიდა ხელი ბიჭს და შუაში მდგომი ჩამოაშორა გოგონებს:
-შენ, აქეთ გამოდი და ისინი გაარკვევენ რა ძმა!
-და ამით გაერთობით!
კითხვას არ გავდა უჩას სიტყვები, ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა თავი ეკონტროლებინა. მერამდენედ უნდა გახვეულიყო შარში. უკვე მერამდენე სკოლას იცვლიდა ამის გამო.
-შენი საქმე არ არის მე რით გავერთობი და ნუ იძაბები, ცოტა მოთელვას გავაკეთებთ, სანამ გამოცდაზე შევალთ რა.
-რას ამბობ ბიჭო!
წარბები შეკრა უჩამ და სებამ ხელის მოკიდება სცადა, რომ საყელოში ხელი არ მოეკიდა თემოსთვის, მაგრამ თიკამ ამის საშუალება არ მისცა, ხელი უხეშად დაავლო და იმავე სართულის საპირფარეშოში შეიყვანა იძულებით, რომელიც ბიჭების იყო..
-გადით ყველა!
დაუყვირა იქ მყოფ ბიჭებს და ისინიც პროტეტსტის გარეშე გავიდნენ.
-გამიშვი ხელი თიკა, გთხოვ..
-მომისმინე კახ*ა, ახლა ამ ბიჭს მაინც დაანებე თავი და ყველაგან შენ ნუ მეღობები, თორემ საკუთარ თავს დააბრალე რაც მოგივა.
-თავი დამანებე..
-შენ დაანებე ბიჭების კუდში დევას თავი!
კიდევ რამდენიმე ბიჭის შემოსვლის გამო კაბინაში შეიყვანა ძალით და შიგნიდან ჩაკეტა, რაც სებასთვის ემოციური შოკი იყო, რადგან ჰაერის უკმარისობის გამო წამოწითლდა და უფრო მეტად ვერ ეწინააღმდეგებოდა.
-ცუდად ვარ თიკა... გააღე..
მუხლები მოეკვეთა და იქვე ჩაიკეცა..
-სება, რა მოგივიდა?
წარბები შეკრა და იმავე წუთას გამოვიდა კაბინიდან, მაგრამ კარი ისევ ჩაკეტა, ამჯერად გარედან..
სებას შეჩერების მცდელობა არ შეუნიშნავს უჩას და ის ხელჩართული ჩხუბით ისე იყო გართული, რომ ვისთვისაც ჩხუბობდა ის გვერდით ეგონა ახალგაზრდებს შორის, როცა მოახერხა და თემოს ზემოდან მოექცა, მაშინ წამოადგათ სკოლის დირექტორი და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ხმაურს გაჰყვნენ და სკოლის უკან სანახაობასაც შეესწრნენ, მსგავსი შემთხვევა არასოდეს გამხდარა ასეთი აშკარა და თუ ხდებოდა რამდენიმე ბავშვში, იმასაც დირექტორი ჩუმად აგვარებდა. ეს ზურას შემჩნეული ჰქონდა და ამოტომ სიტუაცია, რომ დაიძაბა მხოლოდ მაშინ დაიწყო ბავშვების ძებნა და ფაქტის წინაშე დააყენა დირექტორი, რომელიც და-ძმას მფარველობდა..
-შენ, ჯერ არ მოსულხარ და ძალას გვაჩვენებ!
დაიყვირა დირექტორმა, მაგრამ უჩამ თვალი მოავლო იქ მყოფებს და წარბშეკრულმა ამოილაპარაკა:
-სება, სად არის?
ზურას, შიშის ფერმა გადაურბინა სახეზე, მიხვდა ჩხუბის მიზეზი თუ სება იყო მაშინ მას დახმარება დასჭირდებოდა და თიკას ძებნა დაიწყო თვალით, რომელიც იმ წუთას ისე შეერია ბავშვებს, რომ ვერც შენიშნეს თუ სადმე იყო გასული..
-თიკა, სება სად არის!
ზუარმ უხეშად მოკიდა მკლავში ხელი, რომელმაც ხელი გააშვებინა.
-მე რა ვიცი სად არის? სახლში ალბათ!
უხეშადვე უპასუხა და ძმისკენ წავიდა, რომელიც ამდგარიყო და ტანსაცმელს ისუფთავებდა..
- აქ რა ხდება!
წსრაფი ნაბიჯით ჩამოვიდა, შენობის უკანა ნაწილის კიბეზე ნიკოლოზ დადიანი, რომელზეც ბევრი დაწერილა, ბევრიც გაუგიათ, მასწავლებლებს და მოსწავლეებს, თუმცა ახლოს მხოლოდ რამდენიმეს ენახა, ასევე რამდენიმემ იცოდა, რომ სკოლის მესაკუთრე სწორედ ის იყო, მის დანახვაზე ბრბოში ჩურჩული და გოგონების მიმიკების გასწორება, ცალკე სანახაობა იყო, გარეშე თვალისთვის..
-ბატონო ნიკოლოზ..
შეშინებულმა ქალმა, ხელის თითების წვალებით შეხედა, რამდენიმე კიბის საფეხურზე მდგომს და შემდეგ ბავშვებისკენ გამოიხედა:
-იცით, ახალი მოსწავლე გვყავს და ეს შემთხვევაც ამიტომ მოხდა, ჩვენს წესებს ჯერ არ იცნობს კარგად, ან ვერ ეგუება, თუმცა ეს არ განმეორდება..
-გამოცდა მორჩა!
თვალით სასურველ სხეულ და თვალებს ეძებდა, თუმცა არ ჩანდა..
-დიახ, მორჩა და წესით სახლში უნდა იყვნენ...
-სება, სად არის?
-ვინ?
-სება რაზმაძე, სად არის!
გაიმეორა კითხვა დადიანმა და კიბის საფეხურები ჩაიარა, რომ დირექტორს მიახლოვებოდა.
-ის, ალბათ სახლშია, გამოცდა დაწერეს უკვე.
-სახლში არ მოსულა!
ხმაში სიბრაზე შეეპარა დადიანს. თვალი მოავლო იქ მყოფებს და ტანსაცმლის გაწმენდით გართულ ბიჭზე გაუჩერდა მზერა, რომელიც მას მიუახლოვდა და საუბარი ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო:
-ერთად დავამთავრეთ გამოცდა და კიბის საფეხურებთან კამათი მომივიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა, ალბათ ისევ იქ არის?
-წამოდი!
ყველაფერი მოათვალიერეს და ადგილი უნდა დაეტოვებინათ, საპირფარშოდან მოესმათ ყვირილი ბიჭის, იქ შესულებს უგონოდ მყოფი სება დახვდათ.
-სება..
ამოთქვა, ნიკოლოზმა და მალევე მიუახლოვდა, ჩაიმუხლა თავის მკლავებში მოიქცია გოგონას სხეული, მკერდზე მიიკრა და გასასვლელისკენ დაიძრა. უკნიდან ხმა მოესმა.
-მეც გამოგყვებით.
გაბრაზებული შებრუნდა ახალგაზრდისკენ ნიკოლოზი.
-არ არის საჭირო!
სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა და სკოლის კიბე, ერთი ამოსუნთქვით ჩაირბინა.
მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა გოგონა, თავზე კოცნა დაუტოვა და სკოლას მალევე მოშორდა, სადაც გაოგნებული და-ძმა ერთმანეთს უყურებდნენ:
-ეგ ვინ ჯანდაბა იყო?
-მე რავიცი თემო!
-სკოლის მფლობელი და არ მგონია კარგი დღე დაგადგეთ!
ერთ-ერთმა ბავშმა უთრა და გაეცალა.
ნიკოლოზს ადევნებულ ზურას მანქანაში უჩა, ისე ჩახტა, რომ გაოცებული თვალები არც შეიმჩნია.
-გაჰყევით დროზე! თორემ, ვერ გავიგებთ სად წავა.
მითითება მალევე შეასრულა მასწავლებელმა, რომელიც ამ ბიჭის ინტერესზე სიბრაზეს ძლივს უმკლავდებოდა სხეულში, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ახლა მხოლოდ სებას ჯანმრთელობა იყო მთავარი.
საავადმყოფოსკენ მიმავალი ტელეფონზე რეკავდა და თან მოხერხებულად ცდილობდა მანქანებს შორი გაევლო..
-თორნიკე, სად ხარ?
-სახლში, რა ხდება!
-სებამ, გონება დაკარგა სკოლაში, ახლა საავადმყოფოში მივედი.
-გამოვდივარ!
მკერდზე მიხუტებული პატარა თავის ეტლში ჩასვა, მომლოდინე თვალებით მდგარ ანასტასიას, ჩვეული სიმშვიდით შეხედა:
-სება, ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიიყვანა.
-რა დაემართა, მეც წამოვალ..
-კარგი, თინას დავუძახებ.
სახლისკენ წავიდა დადიანი. ანამ ტელეფონზე ნიცას დაურეკა და გააფრთხილა, რომ საავადმყიფოში მიდიოდა..
ტელეფონზე მოსაუბრე ნიცას, ბავშთან მოთამშე თომამ ახედა:
-რა ხდება?
-ნიკოლოზმა საავადმყოფოში წაიყვანა სება.
-წავიდეთ!
-კარგი, დედას დავუძახებ..

აღელვებული ნიკოლოზ დადიანი, დერეფანში მოუსვენრად დადიოდა და გონებაში მომხდარზე ფიქრობდა. რომ არა ნიცასგან გაგებული ამბავი უფრო რთულად იქნებოდა სიტუაცია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სანერვიულო ჰქონდა..
დერეფანში მომავალ მამაკაცებს რომ შეხედა ბრაზის კონტროლი ცხოვრებაში მეორედ დაკარგა ნიკოლოზ დადიანმა. ერთხელ მოსკოვში და მეორედ ახლა.
ისტორიის მასწავლებლისკენ მიმართული ბრაზით სავსე მზერა ახალგაზრდამ თავის თავზე გადაიტანა, რადგან მან დასვა პირველი კითხვა:
-როგორ არის სება?
-ვინ გეკითხებათ?
საყელოში უხეშად წაავლო ხელი და კედელს ისე მიახეთქა ახალგაზრდა, რომ გააზრება ვერ მოასწრო, ზურამ სცადა ნიკოლოზს ხელი გაეშვა მოსწავლისთვის და გამოუვიდა კიდეც. უფრო იმიტომ, რომ ექიმი გამოვიდა დერეფანში სადაც ცნობის მოყვარე პაციენტებიც მოგროვილიყვნენ..
-გოგონასთან ვინ არის?
-როგორ არის?
ზურამ გამოიჩინია ინტერესი და კიდევ ერთხელ კარგავდა მოთმინებას, ნიკოლოზ დადიანი, მაგრამ ექიმის ხმამ აიძულა გაჩერება:
-ახლა სძინავს, მაგრამ ფაქტია გადავრჩით და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლება შეექმნება.
-ნახვა შეიძლება?
-შეიძლება ნიკოლოზ, მაგრამ დამშვიდდი და ასეთი სახით ნუ დაენახები.
-კარგი, მადლობა.
საავადმყოფო დერეფანი სწრაფად შეივსო ნაცნობი სახეებით და ნიკოლოზ დადიანის საყვარელი ადამიანებით, ყველას აინტერესებდა რა მოხდა, თუმცა ყველა ჩუმად იყო..
ნიკოლოზი კი, მიუხედავად მცდელობისა ვერ მშვიდდებოდა, სანამ სებას არ ნახავდა, შეიძლება არაფერი ეთქვა, მაგრამ თვალებით შეისწავლიდა მის სახეს, მის ემოციებს და დარწმუნდებოდა, რომ კარგად იყო..
-შედი!
ჩვეული მკაცრი ხმით უთხრა თორნიკემ ძმას, რომელმაც იცოდა მისი გაზრდილი პატარა ძმის ხასიათი, მანაც თითქოს მწვანე აუნთესო ისე შეაჭრა ოთახში.. ანგელოზივით ეძინა რაზმაძეს, ერთი სურვილი ჰქონდა იმ წუთას დადიანს, ჩახუტებოდა და სულ მასთან ჰყოლოდა, ისე როგორც ქალი.
იქვე ჩამოჯდა და მისი თვალიერება განაგრძო. ასე უფრო მშვიდად იყო იქვე ჰყავდა და ხდევდა როგორ სუნთქავდა ის..

სებამ გონზე მოსვლისთანავე ნიკოლოზის სილუეტი დაინახა და ბედნიერმა გაირიმა:
-ნიკოლოზ..
-სება, როგორ ხარ?
-თავი მტკივა... ცოტა..
-კაგად იქნები.
იქვე ჩამოუჯდა და შუბლზე აკოცა. გოგონამ ბენიერებისაგან თვალები მინაბა, ნიკოლოზის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და თავისთან გაიჩერა, მანამ სანამ სუნთქვის შეკავება შეძლო.
-რატომ არ მითხარი?
-შენ ვერავინ შეგეხება!
-ნატალია მიცავს..
სევდიანი ღიმილით უპასუხა.
-ეგ არ არის საკმარისი.
-არ მინდა, ვინმეს პრობლემები შეექმნას.
-არავის არ შეექმნება პრობლემა, შენ არ ინერვიულო, უბრალოდ დაისვენე, თუ მოგცეს ამის საშუალება, ნატაშკას და ნიცას ვერ ვაკავებ, გაუძლებ?
-კი გავუძლებ.
ღიმილით უპასუხა და მზერა კარისკენ მიმართა გოგონამ რადგან, ნიკოლოზის თვალებს გაურბოდა.
-სება ჩემო ლამაზო, როგორ შემაშნე. ხომ კარგად ხარ? ბოდიში რომ არ ჩავერიე, ვიფიქრე ბავშვური ხუმრობების იქით არ გაგრძელდებოდა და შევცდი.
-კარგად ვარ ნიცა, ნუ ნერვიულობ..
-ინერვიულონ იმათ, ვინც შენ ასე მოგექცა, თორემ მე რა მაქვს სანერვიულო, არც არაფერი!
-მეც უნდა წამოვსულიყავი სკოლაში..
ნატაშკას ტემპერატურა და ხმა ისევ ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა.
-უფრო ცუდად გახდები ასე, მე ხვალ გამომიშვებენ სახლში და იქ მოდით.
-სანამ ექიმი არ იტყვის, რომ კარგად ხარ არ წავალ!
-კარგად არის და შგიძლიათ წახვიდეთ, პაციენტი ხვალ საღამოს სახლში იქნება. თან სიცხიანი ხართ, შეიძლება ვირუსს ატარებდეთ.
-კარგი მივდივარ.. შეიძლება ვირუსს ატარებდეთ
ექიმის ხმით გაიმეორა და გაბრაზებული დერეფანში გავიდა.
-მეც წავალ ჩემო გოგო, ისეთის ხელში გტოვებ ვიცი მშვიდად რომ უნდა ვიყო, თუმცა შენი სიმშვიდის რა გითხრა.
თვალი ჩაუკრა და ლოყებ აწითლებულს თვზე აკოცა.
-იცოდე, არ იცუღლუტოთ!
-ნიცა..
-კარგი, მაშინ არ გამომაპაროთ!
კისკისით გავიდა ოთახიდან..

მეორე დღეს სკოლის მოსწავლეებამაც ინახულეს და ბოლოს უჩამაც მიაკითხა:
-როგორ ხარ სება?
პალატაში უჩა და ლამაზი სახის ნაკვთებით გოგონა შევიდნენ.
-მადლობა, კარგად.
მორიდებით გაუღიმა სებამ.
-სება, გაიცანი ეს ჩემი შეყვარებული ნიაა. ეს კი ის გოგონაა, მე რომ ისტორის გამოცდაზე დამეხმარა.
-სასიამოვნოა..
თბილად მიესალმა ახლად მისული, მაგრამ საუბარი არ დაასრულებინა ისტორიის მასწავლებელმა:
-რა თქვი? რაში დაგეხმარა?
წარბშეკრული ზურა იდგა კართან და გამომეტყველებაც არც ისე სახარბიელო ჰქონდა.
-მე დერეფანში გავალ..
უჩას, ხმადაბლა უთხრა ნიამ და მალევე დატოვა პალატა.
-რა თქვი გაიმეორე!
-მე, მხოლოდ ბოლო საკითხის პასუხი..
-სება, მეგონა ყოველთვის სიმართლის მხარეს იდექი!... შენგან ამას არ მოველოდი!.
კართან მდგომი ნიკოლოზისთვის სცენა ძალზედ უცნაური იყო. უჩა, საწოლზე იჯდა და ზურა, კი საყვედურობდა...
ეჭვიანობით ნელ-ნელა მოთმინება ეწურებოდა და სურვილი უჩნდებოდა ეყვირა, რომ "ამ გოგოს არავინ მიუახლოვდეს, ის მე მეკუთვნის!"
ნიკოლოზ დადიანი მეტ სიგიჟესაც კი ჩაიდენდა, რომ არა სებას სათნო და დაჩაგრული გული.. იცოდა ამით შეაშინებდა და უფრო დაშორდებოდა მას.
-რას არ ელოდით ბატონო ზურა?!
მხოლოდ ნაძალადევი სიმშვითით იკითხა ნიკოლოზმა და ეს კარგად ეტყობოდა მისი ფილტვების ღრმა სუნქვას.
-ტყუილს!
-რა მოგატყუათ!
ორი ნაბიჯი პალატაში შესასვლელად გადადგა და მუშტების დასამალად შარვლის უბეები გამოიყენა.
-ისტორიის საკითხებში დაეხმარა მას!
-რაა?
გაოცებულმა ღიაფერის თვალები მეტად გააფართოვა და ბედნიერმა ისეთი ხმით იკითხა, რომ ყველამ მისკენ მიმართა მზერა.
-სება, შენგან ამას არ მოველოდი..
ხმის ჩაწმენდით და სიცილშეკავებული მიმიკებით მიმართა გოგონას, რომელის ცრემლჩამდგარ თვალებშიც, ნიკოლოზის მიმიკებმა სხივი აანთო.
-ბოდიში..
ჩაცინება მაინც ვერ შეიკავა გოგონამ და ზურას მოთმინებამ უღალატა, იმიტომ რომ დადიანისა და გოგონას ფარული გრძნიბები მარტივად წაიკითხა, უჩა კი ისე იყო დაძაბული თავის თავსა და დედაზე ფიქრს სება დაემატა, რომელსაც შესაძლოა პრობლემები შექმნოდა სწავლაში, ისედაც საკმარისი პრობლემებით იყო ეს გოგო.. ფიქრები ზურას ხმამ გაუფანტა უჩას:
-ეს საკითხი ასე არ დარჩება!
-ბატონო ზურა, მე გამოცდას თავიდან ჩავაბარებ, სებას შესაძლებლობები იცით და ისედაც ბევრი ინერვიულა..
-შენ ნუ მიმითითებ რა გავაკეთო! შენი საკითხიც გასარკვევია, შესაძლოა სხვა სკოლის პოვნა მოგიწიოს!
-არა! ამას არ გააკეთებთ!
-ის რაც სკოლაში მოხდა შენს ჩხუბისთაობაზე მეტყველებს, დამატებული საკითხების გადაწერა...
-მომისმინეთ ბატონო ზურაბ, მაგ ნაბიჭვარს სადაც ვნახავ სახეს კიდევ გავუერთიანებ, რადგან არასწორად მოიქცა და გოგოს შეეხო, ხოლო საკითხების გადაწერას რაც შეეხება მაგაზე გითხარით რომ თავიდან დავწერ!..
ბრაზის კონტროლი უჭირდა უჩას და გოგონა ცდილობდა დაეშოშმინებინა.
-ამ ყველაფრის შემდეგ, შედეგი უნდა იცოდეთ!
ეჭვიანობა და ბრაზი ერთმანეთში არეოდა მასწავლებელს და ისეთივე საქციელი ჰქონდა, როგორიც მხოლოდ თინეიჯერს ეპატიება და არა მასწავლებელს.
ნიკოლოზი შეგნებულად იკავებდა თავს, საპირფარეშოს კედელთან მდგომი და არცერთს შეუმჩნევია ის. ამ ყველაფრით სიტუაციაში მარტივად ერკვეოდა და მოთმინება არჩია ისევ.
-ზურა გასასვლელი დერეფნისკენ წავიდა თუ არა გოგონას ხმამ შეაჩერა ისევ ნიკოლოზი:
-მას სება მოსწონს?..
-საიდან მოიტანე ნია?
-ეჭვიანი თინეიჯერივით გექცევა და არა მასწავლებელივით.
-მაშინ უფრო ნაკლები შანსი მაქვს იმ სკოლაში დარჩენის..
-დედაშენს რას ეტყვი?
-დედასი მერიდება ამდენი სკოლა რომ უნდა გამოვიცვალო ნერვიულობს, თორემ სოლის დედაც...
ნიკოლოზმა საუბარში ჩარევა გადაწყვიტა:
-გამარჯობა,
-გამარჯობა.
- ბოდიშს გიხდი, გუშინ ზედმეტი მომივიდა..
-არაფერია, მთავარია სება, კარგად არის.
-უკაცრავად, თქვენ ნიკოლოზ დადიანი ხართ?
გოგონამ გაოცებული შეხედა ჯერ უჩას და შემდეგ ნიკოლოზს.
-დიახ, მაგრამ თქვენ...
-ჩემი შეყვარებულია ნია.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც, თქვენზე ჟურნალებში და ტელევიზიაში იმდენი რამ ითქვა..
-იმედია არ გჯერა რასაც ამბობენ.
-მხოლოდ ის რომ საუკეთესო მეგობარი ხარ!
-რაა?
-თქვენზე და მარიზე რაც დაიწერა არ დავიჯერე. არც ის ვიღაც ანდრიას შეყვარებულიაო.
საავადმყოფოს ინციდენტი გაახსენდა და გაიღიმა ორივემ.
-ხო, მეგობარი მეხუმრა. მადლობა ნდობისთვის.
-უკაცრავად მეც აქ ვარ..
უჩა შეეცადა ზრდილობიანად ჩარეულიყო.
-მართალი ხარ უჩა. სკოლაში რა მოხდა, შეგიძლია მომიყვე?
-დიახ, რა თქმა უნდა...
მომხდარის შესახებ ყველაფერი მოყვა და ნიკოლოზი ერთხანს მშვიდად უყურებდა მის წინ მყოფს:
-შემოთავაზება მაქვს!
-ჩემთან?
-დიახ!
-გისმენთ.
-სკოლაში მსგავსი ჭიები თუ კიდევ არიან, რომ აკონტროლო შეძლებ?
-საერთოდ თუ გამაჩერეს მანდ კი.
სევდიანი ღიმილი გაუკრთა სახეზე და გოგონას ხელს მოეფერა, რომელიც გვერდით ეჯდა.
-რატომ არ უნდა გაგაჩერონ?
-როგორც ჩხუბისთავი, მესამე სკოლა შევიცვალე და დედა ისე დარდობს, ამ ამბის გაგებამ შეიძლება ცუდად გახადოს კიდეც..
-სკოლიდან ვერავინ გაგაგდებს! ჭიებს კი შენ გაბარებ! შევთანხმდით?
-შევთანხმდით.
-ძალიან კარგი. ახლა უნდა შევიდე.
-სება, ექიმმა თქვა, შეგიძლიათ წახვიდეთო.
-მიხარია, მაგრამ იქნებ ჩემი ნივთები მომიტანოს ვინმემ.
-შენს ნივთებს მე მოგიტან მანამდე მოიფიქრე ბებოს როგორ აუხსნი ტელეფონი რატომ გაგიფუჭდა და ვერ ურეკავდი, როცა მეგობრები ორ დღიან ექსკურსიაზე იყავით.
-რას ამბობ? ბებომ არ იცის?
-არა.
-მადლობა.
ლოყები ისე გაუწითლდა ნიკოლოზმა სახეზე ხელი მიადო და ცერი ჩამოატარა.
-მალე მოვალ.
სასწრაფოდ დატოვა პალატა რადგან სებასთან ნებისყოფას კარგავდა..
-კარგი.
სახლში მისულმა სებას ოთახში შესვლა, რომ დააპირა ბებომ გახარებულმა შეხედა:
-სება ხომ არ ჩამოვიდა?
- მალე მოვა და მე დავხვდები არ ინერვიულოთ.
-მადლობა შვილო.
თბილი მზერით გააცილა მიმავალი, რომელიც ცოტა ხნით თვალს მოეფარა და როგორც კი ისიც გაეცალა დერეფანს, ქურდივით შეიპარა რაზმაძის ოთახში.
ისეთი სუფთა და თბილი სუნი იგრძნო დადიანმა თვალები დაეხუჭა, შემდეგ სამეცადინო მაგიდას მოავლო მზერა, წიგნები და რვეულები ლამაზად ჰქონდა დალაგებული, მიუახლოვდა და სქელყდიანი ბლოკნოტი აიღო ხელში, რომლის პირველივე ფურცელზე ერთი ლამაზი ცისფერი თვალი იყო დახატული, გაოცებულმა ინიციალი და გვარი ამოიკითხა ფურცლის ბოლოს ს. რაზმაძე, შემდეგ გვერდზე კი ორივე თვალი იყო დახატული, თითქოს ვიღაც ნაცნობი უმზერდა, ისეთი სიზუსტით იყო დახატული, მესამე ფურცელზე წარბებით იყო ორივე თვალის დეტალები აღბეჭდილი, მეოთხეზე კი საკუთარი პორტრეტი უმზერდა ნიკოლოზ დადიანს და მთელს სხეულში წარმოქმნილი ფორიაქი, ქარიშხალს უდრიდა.. ცდუნებამ სძლია და უჯრაში ჩაიხედა სადაც ბევრად დიდი და ლამაზი ბლოკნოტი იდო, ხელის კანკალით ამოიღო და გადაშალა, ნახატი უცნაური იყო.. თითქოს სარკესთან მდგომი ორი გოგონა, მამაკაცს უღიმოდა, ნახატი შავთეთრი იყო და გაფორმებული წარწერა ხმამაღლა ამოიკითხა: „გაორება“ პირველი გვერდი ისე მხატვრულად იყო დაწერილი, რომ დანარჩენ გვერდებსაც გადაავლო თვალი, წიგნის ფორმა მიცემული ბლოკნოტი და პირველიც ერთად მოიქცია გრძელ თითებში. გოგონას ტანსაცმელი აიღო ისეთი რომლითაც სახლში მოსვლას შეძლებდა და ზურგჩანთით გაიპარა სახლიდან. მთელი გზა ფიქრობდა სებაზე და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ დრო იყო ემოქმედა..
საავადმყოფოში მისულს, ნიცა დაუხვდა და ნივთები მას გადააბარა:
-ნიცუ, მე სებას დაბადების დღისთვის ბევრი გეგმა მაქვს და იქნებ შენ მიხედო?
-რა გეგმა გაქვს ნიკოლოზ?
-ის გეგმა რაზეც შენი ტვინი ფიქრობს!
-ასე ჩემო აპოლონ, შენი კუბიდონი გააღვიძე, თორემ ჩამოვახრჩობ!
-გადარეული რომ ხარ, ხომ იცი?
-კი...
წასულს დააწია ხმა და თვითონაც სებასთან შევიდა.
-მოკლედ ჩემო გოგო, შენი რომეო საქმეზე გაქანდა და მე უნდა მიგიყვანო სახლში.
სებამ მხოლოდ ღიმილით უპასუხა და მომზადება დაიწყო..

რამდენიმე დღე სება, სახლში იყო, შემდეგ ისევ დაუბრუნდა სკოლას და ერთ-ერთ დღეს ნიკოლოზმა მიაკითხა კიდეც.
-ძია, რა პატივია შენი აქ მოსვლა?
თან სებას აწითლებულ ლოყებზე გაეღიმა.
-ანასტასია მოვიყვანე.
-რატომ?
-სკოლის საქმიანობას მინდა გადახედოს!
-ნიკოლოზ, ხომ გთხოვე, რომ არ მინდა ვინმეს პრობლემები შეექმნას..
სებას მავედრებელი ხმა სასიამოვნო მელოდიად მოესმა დადიანს.
-ანასტასია, პრობლემებს არ ქმნის ის სამართლიანად აგვარებს!
სებას სუსტ წერტილს შეეხო და ისიც გაჩუმდა..
- აი ისიც.
თორნიკესთან ერთად მანქანიდან გადმოვიდა და გოგონებს მიესალმა.
-როგორ ხართ?
-კარგად. თქვენ?
- შენ როგორ ხარ ბოცო?
ნატაშკამ ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-მეც კარგად. ნიკოლოზ წავიდეთ?
-წავიდეთ.
-ტასო, ძალიან მკაცრიც ნუ იქნები.
წელზე მოხვეულმა ხელმა, საყვარელი მამაკაცის სხეულისკენ მისწია და შუბლზეც მიეკრა მამკაცის ტუჩები.
-შევეცდები.
გაიღიმა განაბულმა და ნიკოლზს გაჰყვა.
-გოგონებო, ჩვენ წავიდეთ!
-სად მივდივართ ძი?
-ჯერ ვისადილოთ, შემდეგ ისინიც შემოგვიერთდებიან.
-აუ ძი..... ბარში რომ წავიდეთ ყველა ერთად შეიძლება?
თორნიკემ მანქნაის სარკეში გახედა უკან მსხდომებს.
-თქვენთან ერთად..
ამოიკნავლა ნატალიამ.
-სება, შენ რას იტყვი?
-მე, არ ვიცი, სამეცადინო გვაქვს..
-აუ კარგი რა სება, უთხარი რომ გინდა, თან შენ უკვე 19 წლის ხდები.
-კარგი წავიდეთ, მაგრამ ჯერ ვისადილოთ!
-მიყვარხარ ძიკო.
ღიმილით უპასუხა დადიანმა და რესტორანში გემრიელ კერძებს არჩევინებდა გოგონებს.

სკოლაში, ყველაფრის გასარკვევად და დეტალების დასაზუსტებლად, როგორც წარმომადგენელი ისე გააცნო ანანსტასია დირექტორს, თან გააფრთხილა რომ ის ყოველდღიურ საქმიანობას შეისწავლიდა. დიდად არ აღფრთოვანებულა დირექტორი, მაგრამ ნაძალადევი ღიმილით უმასპინძლა ორივეს.
-დიდად კმაყოფილი არ იყო ჩემი გაცნობით დირექტორი.
ნიკოლოზს მიმართა ანასტასიამ.
-არაუშავს, გაუძლებს.
-სად მივდივართ?
-ბარში.
-რატომ?
-სებას დაბადების დღე თენდება და იქ ვერთობით ბოლომდე.
-საჩუქარიც მომზადებული გაქვს ხომ?
-საჩუქრები!
-კონკრეტულად?..
-მასც ვჩუქნი და საკუთარ თავსაც.
რამდენიმე წამში ანასტასიამ გაიაზრა ნათქვამი და ჩვეული მომხიბვლელობით გაიცინა, თან ბედნიერი თვალებით შეხედა:
-ხომ იცი ჯერ პატარა?
-შენც პატარა იყავი, ნიცაც და კიდევ რა ვიცი.. აბა დიდი და ჭკვიანი როგორ მოვატყუოთ ჩვენ გიჟების სამყაროდან გამოპარულებმა?..
-ნიკა, ნეტა თქვენნაირი ბევრი იყოს.
-კარგი ახლა ვიტირებ..
-ბოროტო.
მხარზე მიარტყა ხელი.


მშვენიერ საღამოს ნიკოლოზის სიტყვით გამოსვლა კულმინაციურად დაემატა:
-მეგობრებო, მინდა ერთი საოცარი ამბავი გითხრათ, არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და დიდი იმედი მაქვს რომ მასაც. ახლა კი დროა, მე, მისით ვიცხოვრო და ხელი მოვკიდო..
სებას მიუახლოვდა და გაოგნებულს ზემოდან დახედა:
-სება, იქნები ჩემი სახლი და სამყარო დღეიდან?
ხელი გაუწოდა გაშლილი, თან დაელოდა გოგონას, მის თხელ მტევანს როდის დაადებდა ზემოდან.
-სება, სება, სება..
შეძახილებმა გოგონა გამოაფხიზლა და ოცნების მამაკცი, რომელიც მოუთმენლად ელოდა, თავისი ხელი ჩაჰკიდა, ფეხზე წამოაყენა ნიკოლოზმა და მთელს სხეულზე მიიხუტა.
-მიყვარხარ!
ცრემლიანი თვალები დაუკოცნა გოგონას და შემდეგ მილოცვებისთვის მეგობრებს დაუთმო, ცეკვის დროს ცრემლიან თვალებს დახედა;
-აღარ იტირო კარგი? შენთვის ტრილი დღეიდან იკრძალება!
-ბედნიერების?
-არც ეგ. მხოლოდ სიცილი!
-ვეცდები გავითვალისწინო.
-მაშინ ჩამეხუტე და საჩუქარს გაჩვენებ.
-რა საჩუქარს?
-შენთვის საჩუქარი მაქვს. შეძლებ გამოცნობას?
გაჩერდა დადიანი დაზემოდან დახედა, მომღიმარი სახით.
-ქორწინებას ბეჭდით სთავაზობენ, მაგრამ როგორც ვხვდები ეგ არ არის..
-ვითომ რატომ, დამავიწყდა მოცემა, ვღელავდი.
-არ მჯერა. ეგ გეგმაში რომ ყოფილიყო ნიცა ან ჯინა მოგკლავდა..
-ყოჩაღ შენ! კიდევ რა შეგიძლია მითხრა.
-შენი ხასიათი მკარნახობს, რომ რაღაც ძალიან უცნაური უნდა იყოს, სხვის თვალში წარმოუდგენელიც კი.
სახე ისე გადებადრა ნიკოლოზს, სულ დაავიწყდა რაზე საუბრობდნენ, რადგან აღფრთოვანებული უსმენდა ციცქნა გოგოს, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობდა.
-რა? არასწორად ვფიქრობ?
დაბნეულმა შეწყვიტა საუბარი.
-წამო!
-მოიცა ისინი?
-ისინი ერთობიან, ხომ ხედავ? გამოგვყვებიან, როგორც კი შეგვამჩნევენ.
-კარგი.
გარეთ გასულს შუშხუნების წრეში მოქცეული ბაკიკი რომ დახვდა სხეული აუკანკალდა.
-ღმერთო, ეს დათასია, ის.. შენ... როგორ?..
გოგონა, თავს ვერ უყრიდა სიტყვებს და მთელი ძალით ეხუტებოდა მამაკაც, დანარჩენები კი ვიდეოებს და ფოტოებს უღებდნენ.
-დაჯდები?
-კი მინდა, მაგრამ სხეულს ვერ ვიმორჩილებ.
-კარგი მე ვატარებ ჯერ.
წინ დაისვა გვერდულედ და ძრავიც ჩართო დადიანმა, სანამ ჩაფხუტს მოირგებდა მეგობრებს მიმართა:
-უჩვენოდ განაგრძეთ!
ქალაქიდან მოშორებით მთაზე გაჩერდნენ.
-ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ,
კისერზე მოხვია ხელები და მთელი ძალით მეკრა მას.
-მადლობები, მხოლოდ იქ, სადაც მე არ ვიქნები!
-კარგი.
ნიკოლოზმა აკოცა და გოგონას რეაქციამ გაათამამა კიდეც.
-შენ იქნები ჩემი!
-სამუდამოდ!
-სამუდამოდ!.. სვანეთში წავიდეთ?
-ნიკოლოზ, სკოლა..
-გამოცდებს ჩააბარებ, რა პრობლემაა?
ღიმილით უმზერდა მამაკაცი, რომელიც ბაიკს ეყრდნობოდა და მის პასუხ ელოდა.
-წავიდეთ სვანეთში?
კითხვა დაუბრუნა სებამ.
-ოჰო, ეს მომწონს!
აკოცა და ამჯერად გოგონა დასვა საჭესთან, სახლში მისულებმა მანქანაში გადაინაცვლეს..

სვანეთში ზუსტად იმდენი ხანი გაჩერდნენ, რაც სებას წიგნის საბოლოო სახის დასრულებას დასჭირდა, ამაში ნიცა ეხმარებოდა დადიანს და უკვე ჩამოსულებს სებას თანხმობა სჭირდებოდა, მაგრამ ჯერ ნიკოლოზს მისთვის უნდა აეხსნა ყველაფერი..
-ნიკოლოზ, აქ რატომ მოვედით?
მაღალ სართულიან კორპუსს თვალი მოავლო სებამ და სადარბაზოში მეუღლის ძლიერ მკლავს მიჰყვა:
-არის საკითხები, რაც უნდა იცოდე, რაც ერთად უნდა განვიხილოთ, შემდეგ მოვაგვაროთ და მერე სადაც გინდა იქ წავიდეთ.
-რამე მოხდა..
-არაფერი ისეთი, რომ შენ ცრემლებით დაგისველდეს თვალები.
ბოლო სართულის ბინაში, რომელიც მთელი სართული იყო, სება გაოცებული შევიდა, მისაღებში მყოფს ხელი მოჰკიდა დადიანმა და უთხრა:
-სება, იმედია არ გამიბრაზდები და 16 სართულიდან არ გადამაგდებ. ჯერ ახლა ვეზიარე ბედნიერებბას და ამის ხათრით მაინც..
-რა ჩაიდინე?
ღიმილი შეეპარა გოგონას..
-პირველი ეს. ბოდიში რომ უნებართვოდ გავაკეთე, თუმცა, თუ სურვილი არ გაქვს, არც გაიყიდება..
წიგნი, ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მას ჰქონდა დახატული. ტექსტიც არავის შეუცვლია. „გაორება“.
-რედაქტორმა, მხოლოდ გაასწორა. არაფერი შეუცვლია.
-ეს, ეს, ჩემი წიგნია?
-შენი წიგნია და იმსახურებს მზის შუქს.
-ნიკოლოზ, ამაზე ვერც ვიოცნებებდი... მე, გამბედაობა არ მეყოფოდა, რომ ვინემს ენახა..
ატირდა გოგონა.
-არ იტირო. ამიტომ არ დავბეჭდეთ.
-დაბეჭდეთ?
-მე მივაწოდე მასალა და ნიცამ ირბინა.
-ღმერთო, რა ადამიანი ხარ?
-მე, ადამიანი არ ვარ! საიდან მოიტანე?!
-მართალია. ადამიანი არ ხარ! შენ, ჩემი სამყარო ხარ!
მთელი გრძნობით კოცნიდა საყვარელი მამაკაცის ტუჩებს, და ბედნიერების მორევში გადაეშვნენ..
-ძილის გუდა!
-მმმ
-არ ავდგეთ?
-არა რა..
-კარგი, მაგრამ მოგიწევს მშიერ მეუღლეს აქვე უმასპინძლოთ!
-ნიკოლოზ....
საცოდავი ხმით წამოიძახა და ადგომა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ისევ მეუღლის მკლავებში აღმოჩნდა.
-ახლა, შხაპის დროა!
-მე, ვეღარ ვდგები... რას აკეთებ.. დამსვი..
-ერთად ვიბანთ პატარა ქალბატონო!
აბაზანაში შესულს ზემოდან დახედა და კოცნით უთხრა:
-კიდევ ერთი რაღაც, უნდა გაჩვენო.
-გული გამისკდება ხომ..
-იმედია თავს არ გამიტეხავ, ხომ იცი ბენიერების მწვერვალზე ვარ და არ დამანარცხო.
-მანიპულატორიც ხარ!
-შენ კი ტასიკოს ემგვანები.
ნაწყენი სახით უთხრა და სებას მთელი გულით გაეცინა მის გამომეტყველებაზე. ნიკოლოზი კი მისი კისკისით გაბედნიერებული აბაზანის ცივ კედელს მიეყრდნო და ღიმილით შეჰყურებდა.
-ძალიან სასაცილო ხარ.
-მეშინია ტასიკოსი და არ მინდა შენიც შემეშინდეს.
სებას კისკისი იმდენად გულწრფელი იყო, ვერ გაუძლო ცდუნებას უმცროსმა დადიანმა და შიშველ წელზე მოჰხვია ხელი.
-საოცრება ხარ...



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა კარგი თავი იყო, სებას და ნიკოლოზს დაადგათ როგრც იქნა საშველი, ანდრიას და ჯინას ჯერია ახლა ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი lile-eli

ablabudaa
რა კარგი თავი იყო, სებას და ნიკოლოზს დაადგათ როგრც იქნა საშველი, ანდრიას და ჯინას ჯერია ახლა ❤️❤️❤️

დიდი მადლობა, რომ დროს მითმობთ❤ ვნახოთ რა გამოვა.❤

 


№3 სტუმარი სტუმარი maco maco

გავთბიი:) რომ დამთავრდება მერე რა მეშველება

 


№4  offline წევრი lile-eli

სტუმარი maco maco
გავთბიი:) რომ დამთავრდება მერე რა მეშველება

მადლობა maco maco, მიხარია თუ ისიამოვნეთ❤ თქენი დამოკიდებულება კი ჩემს გმირებს ათბობს. მე განსაკუთრებით❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ყოველდღე ვამოწმებ ახალი თავი ხომარ დაიდოთქო :) იმედია მალე გაგავახარებ ახალი თავის ატვირთვით ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

გამარჯობა, საღამოს ავტვირთავ. დიდი მადლობა.❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent