შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 4 )


27-01-2022, 15:13
ნანახია 975

კარი გააღო და შინ შემოიპატიჟა.
- რა მყუდრო და კარგი ბინაა ( აღტაცებით თქვა თეამ).
- მადლობა, ჩემი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ აგროვებდნენ ამ ბინის ფულს როცა, სულ პატარა ვიყავი. თავისუფალი აზროვნების ხალხია და ამიტომ, როგორც კი სამსახური ვიშოვე, ცალკე გადმოვედი საცხოვრებლად.
- ვაა.. მაგარია, კარგი მშობლები გყოლია. მოგეხმარო?
- თუ არ შეწუხდები, თეფშები ზემოთ კარადაშია.
იმდენად გაუშინაურდნენ ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ.
- მაქვე სალფეტკებიც უნდა იდოს, თეფშების გვერდით.
- კი ვნახე.
- შენი გემოვნება არ ვიცი, მაგრამ რაკი ლუდი გიყვარს, ვიფიქრე ეს მისაყოლებლებიც გესიამოვნება.
- გამოიცანი, ანუ ერთი გემოვნება გვაქ. ეს ბინაც ერთ უბანში რომ ავირჩიეთ, იმედია კიდევ ბევრ რამეში დაემთხვევა ჩვენი გემოვნება.
- იმედია. ( ბედნიერმა უპასუხა)
ელინამ უშეცდომოდ ჩამოასხა ლუდი ჭიქის ოდნავი დაცერავებით. ერთი დალევის შემდეგ, ჭიქები სწრაფად ივსებოდა. ნელ-ნელა კიდევ უფრო გაიხსნენ ერთმანეთთან. სალაპარაკოც იშვიათად ელევათ,
ჯერ ერთი იმიტომ რომ ქალები არიან, როგორც ირკვევა ქალს კაცზე მეტად უყვარს ლაპარაკი და მეორეც, უკვე მოეკიდათ სასმელი.
- აქ მარტო ცხოვრობ?
- კი, და არა მარტო აქ, ზოგადად მარტო მიწევს ცხოვრება. მშობლები დიდი ხნის წინ დავკარგე, ბებო მივლიდა.. ცოტა რომ წამოვიზარდე ისიც ხელიდან გამომეცალა და ასე დავრჩი. სხვა არავინ მყავს ვისაც დავეყრდნობი.
ცრემლ მორეულმა, ლუდით სავსე ჭიქა ერთიანად ჩაცალა.
ელინამ ცარიელი კვლავ შეუვსო.
- ბინა მქონდა, ერთადერთი დანატოვარი მშობლებისგან, სანამ ბებო დაიღულებოდა ის ჩემ სახელზე გადმოაფორმა.
- აბა აქ რატომ ცხოვრობ ქირით?
- მარტოდ დარჩენილს, ერთი ადამიანი შემხვდა. ჩემს პირველ სამსახურში, ყავის დასალევად ხშირად შემოდიოდა. ჩემს ყურადღებას ეგრევე იქცევდა. საკმაოდ ჭკვიანი, ინტელიგენტი კაცის კვალს ტოვებდა. მე სულელი.. როგორც კი დამპატიჟა, ხომ არ გაგვესეირნა სადმეო, მეც იმ წამსვე დავეთანხმე. ამას მეორე მოჰყვა, მერე მესამე შეხვედრა, მობილურზე საუბრები.. ჩემს სიხარუს საზღვარი არ ჰქონდა, საქანელას საკმაოდ მაღლა, ცამდე ავყავდი. მის გარდა არც არავინ მყავდა, ამიტომ მალევე გავხდი მასზე დამოკიდებული და შემიყვარდა. ერთხელაც როცა სახლთან მომაცილა მკითხა:
- ბინა შენია თუ ქირით ხარო?
კი გამიკვირდა ასე უეცრად რატომ დაინტერესდა ამითთქო თუმცა ყურადღება ამისთვის დიდად არ მიმიქცევია. ვიფიქრე ალბათ ჩემზე ღელავსთქო და მშვიდად იქნება თუ ეცოდინება რომ საკუთარ ბინაში ვცხოვრობთქო.
- მერე? სად არის ეხლა?
ელინა, მისი ახალი მეგობრის ისტორიას დიდი ყურადღებით ისმენდა.
- ჯანდაბაშიც წასულა, მან ადამიანების მიმართ ნდობა დამაკარგვინა, მივხვდი რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს ამ ქვეყანაზე.
ნაძირალა.. მითხრა საზღვარგარეთ უნდა წავიდე სამუშაოდ ვალები დამიგროვდაო. მეც ოღონდ არ წასულიყო და არ მივეტოვებინე, შემეშინდა ისევ მარტო დარჩენის, ვუთხარი მე დაგეხმარები, რამოდენიმე სამსახურში ვიმუშავებთქო. ღამის ცვლებშიც კი გავდიოდი. მის ვალებს ესეც არ ჰყოფნიდა. მითხრა მოკვლას მიპირებენ მევალეები როგორღაც ქვეყნიდან მაინც გავალო.
- რამდენი გჭირდება? ჩემი ბინა რომ გავყიდო მაინც არ ეყოფა?
- შენი ბინა რომ გაყიდო კი ეყოფა, მაგრამ როგორ მოგექცე ესე?
მეთქი- მოკვლას გიპირებენ, შენი სიცოცხლე ბინაზე ძვირფასია ჩემთვისთქო.
ბინაც გავყიდე და ღია ცის ქვეშ რომ დავრჩი სწორედ მაშინ ვიგრძენი, როგორ ჩამოვვარდი ზემოთ ატყორცნილი საქანელიდან და მწარედ დავენარცხე მას მერე, რაც გავიგე რომ ამ ფულს აზარტულ თამაშებში ხარჯავდა.
- ღმერთო ჩემო, რა საშილება გამოგივლია.
- ამას წინ შემხვდა, თავის სამსახურთან ახლოს, ცოტა ხნით გავჩერდი.. უფრო გავშეშდი არ ვიცოდი რა მექნა ხოდა მეც უცნობივით ჩავუარე.
ელინამ ჭიქები შეავსო და თქვა:
- მოდი ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ ჩემო თეა და ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება, ამდენი სიბოროტის მიუხედავად.

***
- და მაინც.. არ უჩივლე?
ბრაზმორეულმა, თვალი თვალში გაუყარა თეას.
- და რა? დავამტკიცებდი რომ ჩემი ნებით არ გამიყიდია? დამაძალა თუ რა? -ჩემი სურვილით გავყიდე და მივეცი თანხა, უყოყმანოდ.
ღმერთო.. რა სულელი ვარ და ამიტომაც გამასულელა, რას იფიქრებდა კაცი და რას ვიფიქრებდი მე, ისეთი სახელით სარგებლობს ხალხში. ვფიქრობ მეც და ბევრ სხვასაც, ჩემს მსგავსად, ყველაზე მთავარი გამორჩათ მხედველობიდან.. მისი გული.. მისი.. ცივი.. გული.
- რთულია, შენ რომ შენს თავზე არ გამოგეცადა ალბათ რთულად დასაჯერებელი იქნებოდა ჩემთვის.
- ხო და იფრთხილე!
- აჰაამ, ეგრე ვიზავ.
- არ ვხუმრობ? ვინ იყო ის ბიჭი შუაღამე რომ დაგადგა?
- უი მართლა. დაჩი.. წესით აქამდე უნდა შემხმიანებოდა ( ბუტბუტებდა ელინა თავისთვის).
- რამე ახალი ენა? ( დასცინა თეამ).
- ფიქრებში წავედი . დაჩი.. დაჩის დიდიხანია ვიცნობ. არ ვიკვეხნი, მაგრამ სულ რამოდენიმე დღით ვიყავით ერთად. ელინამ თითებით აჩვენა.
- უიჰ სამი დღე? რატომ დასრულდა ასე მალე?
- სინამდვილეში მე დავასრულე. ( თავი ჩახარა ) - ბავშობიდან ერთად მოვდივართ, თითქმის და-ძმასავით გავიზარდეთ, ერთად ვთამაშობდით, ერთად ვჭამდით. მე სკოლაში მივედი, დავამთავრე კიდეც, ისიც დამეწია, გაიზარდა და მისგან ბევრ კარგ რჩევასაც ვიღებდი. მერე სიყვარულით ნაკარნახევი დარიგებები და ასე.. მივხვდი რაშიც იყი საქმე, სულელი ხომ არ ვარ და თითქოს თავს ვარიდებდი რომ არაფერი ეთქვა, მინდოდა რეალობას გავქცეოდი. აღარც მის ზარებს ვპასუხობდი და არც შეტყობინებებს. ერთ დღესაც საერთოდ აღარაფერი მსმენია მისნგან. ( ლუდი მოწრუპა და განაგრძო) აქეთ მე შევეხმიანე, შეხვედრა ვთხოვე და ვუთხარი მინდა ვცადოთქო. სინამდვილეში სხვა მოტივი მქონდა,მინდოდა მისი ჩემდამი შეხედულება შემეცვალა და კვლავ ძველებურად ყოფილიყო ყველაფერი. საზოგადოებაში მისი დაცინვა და მასხრად აგდება ვცადე, კიდევ ბევრი სისულელე მაგრამ არ შეუმჩნევია, ამას არც გამოკიდებია და არც საპასუხოდ მიმიღია რამე. ნერვები მეშლებოდა რომ არაფერმა გაჭრადა და ისევ მე დავშორდი.
- შენც ცივი გული გქონია. ( გულდაწყვეტით თქვა თეამ).
- ალბათ, მაგრამ მომწონდა მისი წვალება. ( ეშმაკურად ჩაეღიმა ელინას).
იმ დღეს შემთხვევით დამერეკა დაჩისთან სამსახურიდან.
- რას ამბობ? ( გადავარდა სიცილისგან)
- ხოო და ამიტომ დამადგა თავზე იმ საღამოს .. იფიქრა ისე არ დავურეკავდი, ალბათ იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა. ისევე, როგორც მაშინ, როცა აქეთ მე შევეხმიანე პირველი და შეხვედრა ვთხოვე. - ყავას დალევ?
- სიამოვნებით.
გოგოებმა სამზარეულოს მაგიდასთან გადაინაცვლეს ლუდით, ნახევრად სავსე ჭიქებით ხელში.
- თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
გამოერკვა ელინა ფიქრებიდან და გაოგნებული სახით შეხედა თეას.
- ხოო? უნდა გამოჩენილიყო? ხომ გასაგებად უთხარი რომ უმდა წასულიყო?
- კი.. თუმცა მითხრა ,, დაიმახაოვრე პირველმა შენ დამიძახე"- ო. მეგონა რამეს იზამდა. კარგია რომ დაწყნარდა, მაგრამ მაკვირვებს.
- ნეტა შენ მაგაზე რომ ფიქრობ.. ალბათ ვინმე ყავს უკვე.
- ხოო? ეგრე ფიქრობ? ( თითქოს შვებით ამოისუნთქა, თუმცა ამავდროულად რაღაც მძიმე დააწვა გულზე).
- კიი, დაივიწყე რა.

ელინამ ვერ მოისვენა .. თეას ნათქვამი სულს უღრღნიდა ..- ვიღაც ყავს ვითომ? შეუძლებელია რაც ჩემ გამო გადაიტანა ასე უცებ ვერ დამივიწყებდა და უბრალოდ ვერ დანებდებოდა.. ეშმაკის ბორბალზეც კი ავედით მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის გულისწასვლამდე ეშინია.. ააჰ ამაზე რატომ ვფიქრობ საერთოდ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent