შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 5 )


28-01-2022, 18:11
ნანახია 989

საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა ელინა, საშინლად მოსწყურებია, გამთენიისას წამოდგა სამზარეულოში გავიდა და მაცივრიდან გამოღებული, ცივი წყალი ისე გემრიელად დალია თითქოს ორგანიზმი სიკვდილისგან იხსნაო.
ისევ შებოდიალდა საძინებელში და ლოგინში გადაეშა, იფიქრა ცოტა გამოძინებას კიდევ მოვასწრებო.
დილაუთენია მაღვიძარა აუწკრიალდა..
- ღმერთო ასე მალე? თავი მისკდება.
საკუთარ თავს ძლივს მოერია და წამოდგა, ნაძალადევად გაემზადა და სახლიდან გავიდა.
- ბოლო დღეა დარჩენილი შვებულებამდე, ვერ დავაგვიანებ. საკუთარ თავს უხსნიდა სიტუაციას.
სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები, სადარბაზოდან გავიდა და სადგურთან გაჩერებული მისი ავტობუსი დაინახა. - ღმერთო ოღონდ არ გამასწროს. ფეხს აუჩქარა და საბოლოოდ, გარბოდა მიზნისკენ. მიაღწია. დაძრული ავტობუსი, მძღოლმა ელინას დანახვისთანავე გააჩერა და კარი გაუღო.
- მადლობა ( ქოშინით მოუხადა) და ავტობისში მყოფ მგზავრებს მოავლო თვალი. - ძირითადად ასაკიანი ხალხია, ძალიანაც არ შევრცხვი. ჩაიღიმა და დამშვიდება სცადა.
- ელინა?
მარჯვენა მხრიდან ხმა მოესმა.. - ოღონდ ეს არა.. თან რა ნაცნობი ხმაა.. საიდან ვიცნობ ამ ხმას?
თავს აიძულა მისკენ გაეხედა.
ავტობუსის უკანა ნაწილიდან, ორ სკამიანი სავარძლიდან, გუგამ თავი გამოყო.
- აქეთ მოდი ( ღიმილით შეხვდა გუგა)
- დილამავიდობის.
- ფანჯრისკენ შეხვალ?
- კი. იქით გადავალ. აქ საიდან?
- მე.. აქეთ დავრჩი გუშინ მეგობართან.. შენ რომ მიგაცილე გზად შემხვდა და აღარ მომეშვა.
- აა, გასაგებია.
-ცოტა ხმა გაქ შეცვლილი?
- კი, როგორც ჩანს. გუშინ ცოტა დავლიე მოგობართან ერთად და პახმელიისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.. თურმე.
- ანუ მალე თვრები.
- არც მთლად მასეა.. ყველაფერი მახსოვს, ისიც თუ რაზე ვისაუბრეთ. თუ მალევე დავთვრებოდი მაშინ ყველაფერი არ მემახსოვრებოდა ხომ?
- მართალია, ლოგიკურად მსჯელობ ( სიცილით). იცი, რაღაც მინდა გკითხო.. მაგრამ არაა .. არაფერი.
- მკითხე, რა ინტრიგაა.
- არა არ მინდა უხერხულად გამომივიდეს.
- არაფერია საუხერულო, მკითხე.
ინტერესიანი თვალებით მიაშტერდა გუგას.
- კარგი.. მაშინ.. გკითხავ..
თავი ჩახარა და ზემოთ აღარ სწევდა.
- მიდი გისმენ.
- სახელი ,,ელინა" მშობლებმა დაგარქვეს? აქამდე არასოდეს მსმენია მსგავსი სახელი საქართველოში. ლამაზია. იმედია უცნაურს არ მიწოდებ.
ელინას გაეცინა და გუგაც აყვა.
- ეს კითხვა ბევრს გასჩენია და ბევრისთვისაც მომიწია ახსნა. მოკლედ გეტყვი. - სინამდვილეში ელენე მქვია. პატარაობიდანვე ერთი ჩემი ახლობელი ( დაჩი გულში გაიფიქრა თუმცა ხმამაღლა მისი სახელი არ უხსენებია) სიტყვაში ორჯერ ნახსენებ ,, ე" ს ვერ იყენებდა ჩემს სახელს კი სამჯერ ურევია ე ლ ე ნ ე, ამიტომ ელინას მეძახდა. ჩემებსაც ისე შეეჩვიათ ყური რომ მოეწონათ ეს სახელი და საახლობლოში აღარავის ეუცხოებოდა ელინას დაძახება.. მერე მეც მივეჩვიე და შემიყვარდა კიდეც, ამიტომ ყველას ასე ვეცნობი.
- ვაა, საინტერესო ისტორია აქვს.
- მოვედით.
ნილიმ ერთად მისულები რომ დაინახა თვალები აუციმციმდა.
- არა ნილ! ჯერ ყავა.
სიტყვის თქმა არ აცადა ელინამ ისე ჩაუარა და სამზარეულოს მიაშურა. ნილიც სასწრაფოდ გაყვა უკან.
- აბა ქალბატონო გუშინ ერთად გაგიშვით და ვატყობ დღესაც ერთად დააბრუნებულხართ.
ეჭვიანი თვალებით მიაცქერდა ელინას.
- რა ფიქრები გიტრიალებს მაგ ლამაზი სახის უკან?
- ცუდი არაფერი.. იქნებ, მთელი ღამე ერათად ისეირნეთ თბილისის ლამაზ ქუჩებში. თან ცოტა წვიმდა.
- რას ამბობ .. დილით შევხვდით შემთხვევით.
- აჰაამ. თუკი დილით შეხვდი რატომ ხარ გამოუძინებელი და ხმაშეცვლილი?!
- სულ სხვა რამ მოხდა, ნურაფერ მსგავს ნუ იეჭვებ.
- კარგი ბატონო..
ეშმაკური ღიმილი მაინც არ მოსცილებია ნილს სახიდან. სამზარეულოდან, ყავის ფინჯნებით გამოვიდნენ და საკუთარ სამუშაო მაგიდებს მიუსხდნენ. ელინამ კომპიუტერი ჩართო და მის ლოდინში ფრთხილად მიიტანა პირთან ცხელი ფინჯანი, მოსვა და მაგიდაზე დადგა. როგორც კი დაიხედა, კლავიატურაზე დადებულ მწვალე ფურცელს მოჰკრა თვალი. თითებს შორის მოიქცია და ნაწერს მიაყოლა თვალი. -,, წარმატებული სამუშაო დღე ელენე". წარბებშეკრულმა ზემოთ აიხედა და მის წინ მჯდომი გუგას მზერა დაეჯახა.
ელინა მიხვდა და ტუჩების ჩუმი მოძრაობით ანიშნა - მადლობა, შენც. ორივემ ჩაღიმებული მზერა კომპიუტერისკენ გადაიტანა და საქმეს შეუდგნენ.
გრძელი თითები ფინჯანს შეახო და გაყინული ყავიდან ბოლო ყლუპი მოსვა. დრო სწრაფად გადიოდა, წუთები ერთმანეთს მისდევდნენ, საათს ეწეოდნენ, სამუშაო წლის დასასრულს უახლოვდებოდა.
- მოვრჩი ( წამოიყვირა ნილიმ) დავასრულე ( ბედნიერებისგან ადგილს ვერ პოულობდა).
- კარგი დაწყნარდი და გვაცადე ჩვენც დავამთავროთ ( შებღვირა ლექსომ)
- ნილ დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდება ცოტა დამრჩა მეც.
- მეც მალე დავასრულებ და წავიდეთ ეს ამბავი ავღნიშნოთ.
- კარგი აზრია გუგა ( გაბრწყინებული სახე მიანათა ნილიმ).
ოთხივე წელში გასწორდა და გაიმართა როდესაც ქალბატონი მერის, ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი მოესმათ.
- მოდის, ნეტა ამჯერად რით გაგვაოცებს ( ჩურჩულებდა ნილი).
ოთახში შემოვიდა, საზოგადოებას თვალი მოავლო და დაიწყო:
- თუ დროში ვერ ჩაეტიეთ და კიდევ დაგრჩათ სამუშაო ამაზე არ იღელვოთ ეგ საქმე მოიცდის. ახლა კი მადლობას მოგახსენებთ ყველას, გაწეული შრომისთვის. მეც და ჩვენი ხელმძღვანელიც, დიდად ვაფასებთ თითოეული თქვენგანის მიერ გამოვლენილ სულისკვეთებას, ერთგულებას და თავდადებას. გისურვებთ სასიამოვნდო დასვენებას ამაში კი ჩვენც ჩვენიმხრიდან პატარა წვლილს შევიტანთ და თვის ბოლოს ყველას ბონუსები დაგერიცხებათ.
ერთხანს სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი თუმცა, სასიამივნო ამბის მოსმენამ ყველა აღაფრთოვანა და ოვაციებით შეხვდნენ. ექოდ გაისმა მთელს შენობაში მათი ტაშის ხმა.
- კარგით, კარგით დაწყნარდით. კარგად დაისვენეთ, რადგან მომავალი წელი უფრო რთული გექნებათ. ბევრ რამეს აღარ გაპატიებთ. ელინ დაგვიანებებს აღარ მოვითმენ.
- დიახ ქალბატონო მერი.
- თავისუფლები ხართ.
საგულდაგულოდ მიასუფთავეს საკუთარი სამუშაო მაგიდები და შენობა დატოვეს.
- რა კარგია, ასე მგონია ციხიდან გამათავისუფლეს ( ღრმად ამოისუნთქა).
- აბაა ნილ ეხლა ბევრი თავისუფალი დრო გვაქ. ისე სად აპირებთ დასვენებას?
კვლავ მიუყვებოდნენ შებინდებულს, ლამპიონით განათებულ დაღმართს.
- მე დაჩაზე, ბებოს ავუვლი სოფლად.. აუუ.. დამეხვევიან ამ ქალაქელ ბიჭს, იქაური გოგოები.
გუგა პულსს უსინჯავდა და სიცილით ამბობდა:
- ღმერთო ოღონდ ეს არა, ისევ შეტება აქვს ლექსოს. ნარცისობა უტევს.
- მომშორდი ( გააგდო ლექსომ).
გოგოები სიცილს ვერ იკავებდნენ, ძლივს სუნთქავდნენ.
- ისე ეხლა სად მივდივართ? ( გულწრფელად იკითხა ელინამ).
- რა გესიამოვნებათ? მიუბრუმდა გუგა.
- მე ლუდი მიყვარს ყველაფერთან ერთად, რაც მას უხდება ( უპასუხა ელინამ) განსაკუთრებით ამ პერიოდში.
- მე თანახმა ვარ. თქვენც თუ ეთანხმებით, მაშინ ერთი კარგი ადგილი ვიცი, თან ახლოშია.
ყველამ ერთხმად განაცხადა თანხმობა და გუგას გაყვნენ.
შიგნით რომ შევიდნენ საკმაოდ ცოცხალი ატმოსფერო დახვდათ, ხმამაღალმა მუსიკამაც განწყობა კიდევ უფრო აღუმაღლა.
- სანამ მოწესრიგდებით ადგილს ვნახავთ მე და ლექსო.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს და მოსაწესრიგებელ ოთახში შევიდნენ.
ლამაზად იყო მოწყობილი, ერთი კედელი მთლიანად სარკეს ეკავა, მის მოპირდაპირედ კი ლამაზი სავარძელი იდგა, გვერდით დიდი ქოთანი, დიდი მაწვანე მცენარით. პირდაპირ საფოტოსესიო ადგილს მოგაგონებდათ. ამ ოთახიდან კიდევ ერთ ოთახში გადიხარ, სადაც ხელის დასაბანი და გასაშრობი გხვდება.
- რა სილამაზეა, მოდი სურათი გადავიღოთ.
- კარგი გვეყო, წამოდი ხელი დავიბანოთ დიდხანს ნუ ვალოდიმებთ.
ოთახიდან, ოთახში გავიდნენ და ონკანი მოუშვეს.
- რა კაცურია გუგა არა ელინ? იცის, სად როგორ მოიქცეს. ( თან ნიკაპი აეპრიხა და თვალებს ფიქრიანად ატრიალებდა).
- ალბათ ..
- გეყოს ეს თავის მოკატუნება.. მიეცი საშუალება დაგიახლოვდეს, კარებს ნუ უკეტავ. შენს ადგილზე ასე წყნარად არ ვიქნებოდი, მიეცი ნიშანი.
ელინა თავჩახრილი, ნიჟარაში მყოფ თავის ხელებს დაჰყურებდა.
ნილმა ონკანი დაუკეტა.
- გეყოფა სუფთა გაქ უკვე. ( მის სახეს არ აშორებდა თვალს).
- არაფერი, ცივი წყალი მესიამოვნა უბრალოდ.
- დღეს ბოლო დღეა ელინ, სამსახურის დაწყებამდე ვეღარ ნახავ, რამე გააკეთე.
ოთახიდან გავიდნენ, ბიჭები გარეთ ელოდებოდნენ.
- გარეთ ხომ არ დავსხდეთ თუ შიგნით გირჩევნიათ? ორივეგან ვნახეთ ადგილი, თქვენ რომელსაც აირჩევთ..
- გარეთ მირჩევნია გუგა, დახუთულ სივრცეზე ცუდად ვხდები..
- ხო ეგრე ჯობია თან ბევრი ხალხია
შიგნით.
მომსახურე პერსონალმა ადგილამდე მიაცილა.. მესამე სართულიდან გახედეს ძველ ქალაქს.. მოძრავ მდინარეს, მის უკან გზაზე კი, აქა-იქ გამოჩენილ ტრანსპორტს.
- თქვენ ხედით დატკბით თან მენიუს გადახედეთ, ჩვენ კი წავალთ ხელს გადავიბანთ.
ზურგშექცეულმა გოგოება ნახევარზე მოაბრუნეს თავი და ერთდროულად დაეთანხმნენ : - კარგი.
- რა სასიამოვნოა ნილ თვალები დახუჭე და მდინარის ხმას მოუსმინე..
- შესანიშნავია..
გოგოები მაგიდას მიუსხდნენ თუმცა, ხედს ვერ წყვეტდნენ თვალს.
ცოტა ხანში ბიჭებიც შეუერთდნენ.

***

- მადლობა ყველას.. თანამშრომლობოსთვის, მოგობრობისთვის, გამასპინლებისთვის..
ელინას ნაღვლიანი ხმა შემოესმა ყველას.- ალბათ დრო არ მეყოფა რომ კიდევ გავარძელო სიტყვა და არც მინდა რომ თავი მოგაბეზროთ.
- აბა რას ამბობ, სამუდამოდ ხომ არ ვემშვიდობებით ერთმანეთს.. ( ჩაეხუტა ნილი) იქამდეც შევხმიანდებით ხოლმე.
- აბა რაა ჯგუფური ჩათი და ასე.. მე თვალით დაგირეკავთ და გაგაცნობთ იქაურ გოგოებს..
ლექსოს სიტყვებმა კვლავ სიცილი გამოიწვია, თუმცა მთლად ვერ დაფარა მათი გულისწყვეტა, რომელიც განშორების ბოლო წუთებს გამოეწყვია.
- კარგით ბავშვებო გვიანია, დავიშალეთ ( გამოცოცხლდა ნილი)
მე ისევ ლექსო გამაცილებს, არა?
გვერდით მდგომს მუჯლუგუნი მიჰკრა.
- კი, კი თან ერთი გზა გვაქ.
ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ელინა, გუგასთან ერთად მეტროში ჩავიდა.
- იმედია პრობლემა არაა რომ გაგაცილო?
- არა რას ამბობ, პირიქით მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.
- არაფრის, თუმცა ისეთი არაფერი გამიკეთებია.
მატარებელს მოყოლილმა ძლიერმა ქარმა ელინა შეაბარბაცა და გუგას ხელებმა შეაჩერა დაცემისგან.
- კიდევ გიწევს მადლობის თქმა.
- მადლობა.
- მითხარი მარტივად არ ვთვრებიო?! წაქცევისგან გადარჩენილი ელინა, კვლავ გუგას ჩაბღაუჭებოდა და ქვემოდან აჰყურებდა, გუგამ ფრთხილად წამოაყენა.
- კი ასეა, სიმთვრალის არა, დაღლილობის ბრალია.
- გასაგებია, მაშინ ის გულისამაჩუყებელი სიტყვაც დაღლილობის ბრალი ყოფილა რომელიც წარმოთქვი წეღან.
დასცინა გუგამ, თუმცა საპასუხოდ არც ერთი სიტყვა მიუღია უკან. ხმაურში ლაპარაკს ვერც იტანდა, აქ კი მეტროს გამაყურები ხმა ისმოდა.
- შენ სად აპირებ დაავენებას?
იხითხა ელინამ როდესაც უკვე მისი სახლისკენ მიმავალ აღმართს მიუყვებოდნენ .
- მე ალბათ ვერ შევძლებ დასვენებას .. საზღვარგარეთ ვფიქრობ წასვლას არ მინდა დრო უაზროდ ჯდომაში გავატარო.. იქ ვნახავ რამე სამსახურს, შემდეგ კი დავბრუმდები.
- აა ცუდია.
- რატომ?
- დასვენებას რომ ვერ შეძლებ ( უცბად მოიფიქრა ამის თქმა).
- კი და ვეღარც შენს ნახვას შევძლებ.
ელინას სიწითლემ წამოუარა სახეზე. სადარბაზოათან გაჩერდნენ და ერთმანეთს თვალებში ჩააცქერდნენ, ადგილიდან ვერ იძვროდნენ. გუგამ მისკენ გადადგა ნაბიჯი, იმდენად ახლოს მივიდა რომ ელინას სუნთქვას გრძნობდა. მარჯვენა ხელით მის წინ მდგარი ლოყებ აბრაწული გოგონას მარცხენა ხელს შეეხო და მისკენ გადაიხარა. უეცრად დაჩი წარმოუდგა გონებაში ელინას და სასწრაფოდ გააშვებინა ხელი.
- მაპატიე. ( აღელვებულმა უთხრა გუგას).
- აა.. არაფერია ეს მე უნდა გთხოვო პატიება.
ელინამ კიბეები აირბინა და სადარბაზოს კართან გაჩერდა. გაახსენდა ნილის ნათქვამი - ,,დღეს ბოლოჯერ ნახულობ ამიტომ გამოიყენე შანსი ".
- ამოხვალ? ჩაი ხომ გესიამოვნება?
- გვიანი არაა?
- დიდი ხანი ვერ გნახავ და ამიტომ.
- მართალია.
გუგამაც აირბინა სადარბაზოს კიბეები და კვლავ მის წინ აღმოჩნდა.
- გამიძეხით ლამაზო ქალბატონო.
მორცხვად შევიდა ელინა სადარბაზოში და აუყვა კიბეებს. გუგაც უკან მიჰყვა. მეორე სართულს რომ მიუახლოვდნენ ხმა გაისმა ვიღაც სახლიდან გამოვიდა.
თეა განათებულ კიბეებზე დაეშა და ელინს შეეჩეხა. მის გვერდით ბიჭს რომ ახედა ადგილზე გაქვავდა.
- თეა ასეთ დროს სად მიდიხარ? ყურადღება რომ დიდად არ მიექცია თეას მათთვის, ელინამ პირდაპირ და გადაჭრით ჰკითხა.
- შენ?
თეას თითქოს ვერც გაეგო ელინას ნათქვამი ისე მიაჩერდა გუგას.
- შენ? ნუთუ ისევ აგრძელებ? ( ადგილზე გაყინულს გავდა.) გუგას ხმა არ გაუღია. გაუნძრევლად იდგა ელინას გვერდით.
- თეა, ეს გუგაა - დაბნეულად განაგრძო ელინამ
- კარგად ვიცი ვინცაა ელინ.. მზერა მისკენ გადავიდა- მან გაანადგურა ყველაფერი რაც კი რამ კარგი მქონდა დარჩენილი ცხოვრებისგან.
წამში დაუკავშირა ელინამ თეას ისტორია გუგას, მაგალითად ის, თუ როგორ კითხა თეას და როგორ კითხა ელინას -,, ეს სახლი შენია თუ ქირით ხარ?" როგორ არწმუნებდა რომ საზღვარგარეთ უნდა წასულიყო სამუშაოდ.. -ღმერთო.. ( წამოიყვირა ელინამ).
- გამეცალე.
თეა კიბეებს სირბულით ჩაუყვა და სადარბაზოს კარი ისე გაიჯახუნა თითქოს აქ მდგარი, წეღანდელი ყინულის გოგო ჩამოიმსხვრა. ცხელ ზაფხულს, ელინას სიცივემ დაუარა მთელ ტანში.
- გუგა უნდა წახვიდე.
თქვა და სასწრაფოდ აირბინა დარჩენილი ნაწილი, სახლში შევიდა და კარი ჩაკეტა.
იქვე ჩაიკეცა და ტირილი აუტყდა, -
ნუთუ ესაა ის ადამიანი ვინც თეას ასე მოექცა.. და მე? თეა რომ არ შემხვედროდა? მე ?
საკუთარ თავს ურტყავდა და ვერ იჯერებდა მომხდარს.
რას იფიქრებდა ელინა რომ გუგა, მაღალი, სიმპათიური, წარმოსადეგი ახალგაზრდა, უმსგავსობებზეა წამსვლელი. მისი კარგი რეპუტაციის მიღმა ვერასაოდეს შეიცნობ ვინ იმალება. შენს თვალიში, მათი უმანკო ფერებიც ხუნდება, როდესაც სიმართლეს შეიტყობ.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ისტორია.კარგად წერ.მაინტერესებს რა მოხდება.ვითომ მართლა გუგაა ის ?

 


სტუმარი nancho
მომწონს ისტორია.კარგად წერ.მაინტერესებს რა მოხდება.ვითომ მართლა გუგაა ის ?

მადლობა ნანჩო ^_^
--------------------
მ.სეხნიაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent