შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტინქტი (4 ნაწილი)


29-01-2022, 18:00
ავტორი Anastacia
ნანახია 1 680

ზემოთ ადიოდნენ და უკვე კართან იდგა ლიზა,როცა ალექსანდრემ გვერდი აუარა და მეზებოლ ოთახში შედიოდა:
-ისევ კაბინეტში უნდა დაიძინო?
-კი,რამე პრობლემაა?
-არა უბრალოდ მოუხერხებელი არ არის?არ მინდა ჩემ გამო სიმყუდროვე დაგერღვეს.-თვითონაც არ იცოდა ამას რატო ეუბნებოდა,მაგრამ აშკარა იყო, რომ ზედმეტად ღელავდა.
-და რა ვქნა შენს გვერდით გინდა დავწვე?-ალექსანდრე წყნარად მიუახლოვდა ქალს.
-არა,მე ეგრე არ მითქვამს,უბრალოდ საწოლი დიდია და ორივე დავეტევით.-ნამდვილად დაეტყო დაბნეულობა ლიზას.
-ლიზა შენ მე მალე გამაგიჟებ!
-რატო ისეთი რა გითხარი?-ბრაზდებოდა უკვე თოდუას ქალიშვილი.
-ჯერ სარდაფში მივარდები და მათავისუფლებ მერე მეუბნები,რომ ცოლად უნდა მოგიყვანო,რომ გეკითხები რატო-მეთქი,მეუბნები,რომ ჩემს გამო აკეთებ,ახლა ჩემს მოხერხებულობაზე ზრუნავ და მალე ვიფიქრებ,რომ ჩემს გამო უფსკრულშიც გადაიჩეხები.-ნამდვილად შეუცნობელი არსება იყო ლიზა თოდუა ალექსანდრესთვის.
-ასე რთული გასაგებია ჩემი ადამიანური საქციელი?-ლიზას თვითონ არ ესმოდა თავისი საქციელი და ალექსანდრესთვის როგორ უნდა აეხსნა.
-ადამიანურია უცნობს,რომ ათავისუფლებ და ცოლად მიყვები,იქნებ საერთოდაც დამნაშავე ვიყავი ან მკვლელი.შენი აზრით რატო გამომკეტა იქ ლევანმა?
-ვიცი რომ არაფერი არ დაგიშავებია.-არ იცოდა როგორ უნდა ემართლებინა თავი.
-შენ ბევრი რამე არ იცი ლიზა!
-ისიც საკმარისია რაც ვიცი და თუ ასე გაწუხებს ჩემი არსებობა, როგორც კი მამაჩემი შეგეშვება მაშინვე განვქორწინდებით და მორჩა.
-ეგ ეგეთი ადვილი არ არის.
-არაუშავს,გავაადვილებ ისე ადვილად, როგორც ცოლად გამოგყევი!-შებრუნდა და ოთახში შევიდა.ალექსანდრე კი იდგა და ეცინებოდა,დიახ ეცინებოდა,რომ ცხოვრებამ ყველაზე ამოუხსნელი საქმე გამოუჩინა,ლიზა თოდუას სახით.მაშინ პირველად მიხვდა მგონი,რომ წინ რთული გზა ელოდებოდა,გზა სადაც აუცილებლად იზარალებდნენ ლიზა და ალექსანდრე.
რამოდენიმე წუთში თვითონაც ოთახში შევიდა და ლიზას გვერდით დაწვა.საშინლად არ მოწონდა კაბინეტში მდივანზე წოლა თან იფიქრა,რომ ნანა ერთდღეს აუცილებლად წაასწრებდა და იფიქრა, რაც უფრო ადრე მიეჩვევოდა ლიზასთან ერთად ძილს,მით უფრო ადვილი იქნებოდა მათთვის.
-შენი ბრალია აქ რომ ვარ და მერე ნუ იწუწუნებ.-ლიზა ისე იყო მოკუნტული თითქოს არც არავინ იწვა,ალექსანდრეც რაც შეძლება გვერდზე იწვა,მათ შორის ალბათ კიდე ერთი კაცი ჩაეტეოდა,მაგრამ მდივანზე წოლას აშკარად ჯობდა ალექსანდრესთვის.
-არ ვიწუწუნებ თუ ჩემს პირად სივრცეს არ დაარღვევ!
-ეს შენ დაარღვიე ჩემი პირადი სივრცე!
- უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ უმადური ადამიანი ხარ!-ლიზამ გაიცინა.
-როგორი ნათელია.
-რა?-ვერ მიხვდა რაზე ეუბნებოდა.
-შენი ღიმილი,დრეს პირველად გნახე გულწრფელად გაღიმებული.-ვერ ხვდებოდა ეს რატომ უთხრა,მაგრამ უნდოდა,რომ გოგოსთვის ეს მაინც ეთქვა.ლიზამ არაფერი არ უპასუხა-რა უთხარი დღეს ანიკოს,ასე ადვილად რომ დამთმო?-ისევ ალექსანდრემ დაარღვია დუმილი.
-სიმართლე.-აქ დასრულდა მათი საუბარი,მაგრამ ფიქრები ვერცერთმა ვერ ჩაახშო,თან ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,მაგრამ მაინც რამდენი რამ აშორებდათ ერთმანეთს.
***
ორი კვირა გავიდა.ალექსანდრე და კატო იშვიათად იყვნენ სახლში,ლიზაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა.ძალიან მოსწონდა ქალბატონ ნანასთან ურთიერთობა,სრულიად უცხოდ აღიქვამდა ნანას ზრუნსვას მის მიმართ,მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნოც იყო.ლევანისგან არაფერი არ ისმოდა,ერთხელაც არ დაურეკავს,ქეთისგან იცოდა რომ რამოდენიმე დღე სახლიდან არ გასულა.მართლაც ბატონი ლევანი პირველად მოშორდა თავის საქმეებს.ძირითადად ყველაფერს სახლიდან აგვარებდა.ალექსანდრეზე ინფორმაციას ეძებდა მარა ისეთი ვერაფერი ვერ გაგიგო რაც აქამდე არ იცოდა,ბოლოს ისიც იფიქრა,რომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი იყო თავისი სამყაროდან.ლიზას დათმობა ძალიან უჭირდა,სახლში მოჩვენებასავით დადიოდა ვერ იაზარებდა იმას, რომ ახლა ლიზა არ ჩამოვიდოდა და ლოყაზე არ აკოცებდა,არ ეტყოდა ‘’მამა ამდენი მუშაობა არ შეიძლება, რამე კარგს მაინც აკეთებდეო“,საშინლად ენატრებოდა თავისი გოგონა,მაგრამ პატიებაც ერ შეეძლო,ან იქნებ უკვე აპატია,მაგრამ ეს ხომ ლევან თოდუაა სიჯიუტის მეფე,ლიზა კი ამ მეფის პრინცესა.
ალექსანდრე თავის საქმეებს აგვარებდა და ახალ ინფორმაციებს იღებდა თოდუას შესახებ,საბას ყველაფერი მოუყვა,მაგრამ თავის გუნდს და პროკურორს მაქსიმალურად დაააუმალეს საქმის დეტალები.ვერ იტყოდა,რომ ლიზას გამოყენებას აპირებდა თოდუას დასაჭერად.კანონს არღვევდა,შეიძლება საქმე სრულიად შემოტრილებულიყო და ამდენ თვიანი იპერაცია ჩაეშალა,მაგრამ ფილფანი დარწმუნებული იყო რომ ლიზას მეშვეობით ლევანს გაანადგურებდა.საბა კი ძალიან ნერვიულობდა:
-დარწმუნებული ხარ იმაში რასაც აკეთებ?
-სრულებით.
-ხომ იცი რომ ის ყველაზე უდანაშაულოა ამ ისტორიაში
-ის ლევანის შვილია.
-შენც დემნას შვილი ხარ!
-დემნა მკვლელი არ იყო.-თვალები წამსვე აენთო ფილფანს.
-კანონის წინააღმდეგ მიდიხარ!
-ზოგჯერ ესეც საჭიროა,რომ დამნაშავე იქ გაუშვა სადაც მისი ადგილია.
-ხვდები,რომ მაგ გოგოს გამოჩენამ საერთოდ დაგაბრმავა,ყველა შენც პრინციპს ღალატობ!
-მე ერთ რამეს ვხვდები,თოდუა მალე ციხეში აღმოჩნდება!-დაასრულა და წავიდა,წავიდა განრისხებული.თითოეული საბას სიტყვა სიმართლე იყო,ამ სიმართლესთან თვალის გასწორება კი ალექსანდრეს არ უნდოდა.
***
-ქეთი როგორ ხარ?-მეგობრიზ ზარს მაშინვე უპასუხა ლიზამ.
-მე კარგად...
-რა ხმა გაქვს ქეთი რამე მოხდა?-უცებ ანერვიულდა.
-დამშვიდდი ლიზა უბრალოდ ბატონი ლევანი....
-მამა.....მამას რა დაემართა?
-შეუძლოდ არის თან რამოდენიმე დღეა სვამს.
-ქეთი აქამდე რატო არ მითხარი? მისთვის ამდენი დალევა არ შეიძლება.
-შენი განერვიულება არ მინდოდა.
-კარგი ახლავე მოვალ.
-სად მოხვალ....
-ქეთი მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ გაემართა,როცა ალექსანდრე შეხვდა:
-ლიზაა რა ხდება?
-მე უნდა წავიდე მალე დავბრუნდები.-გვერდი აუარა და კართან გაჩერდა.
-სად მიდიხარ?
-მამასთან.
-კი მადგრამ მან ხომ...
-დიახ მან გამომაგდო,მაგრამ ახლა შეუძლოდ არის და ჩემ გარდა ვერავინ ვერ დაეხმარება.
-მე წაგიყვან!-გაბრაზდა თვითონაც არ იცის რატო მაგრამ გაბრაზდა.
-არამგონია შენი იქ მისვლა კარგი აზრი იყოს.
-ლიზა მე წაგიყვან!-ტონს აუწია,ლიზა შეკრთა,მაგრამ ეს ახლა ნაკლებად ადარდება,არც ალექსანდრესთან კამათის თავი ქონდა ამიტომ ჩუმად გაყვა.უკვე თავისი სახლის წინ იდგა,თითქოს უჭირდა ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ იქ მამა უყო,მამა რომელიც ყველაფერზე და ყველაზე მეტად უყვარს.იქნებ შეცდომა დაუშვა მას ასე ძალიან რომ აწყენინა?არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ ლიზა მზად იყო სიჯიუტე გვერდზე გადაეწია და მამასთან პირველი მისულიყო,როცა მას ეს ძალიან სჭირდებოდა.კართან ქეთი დახვდა:
-როგორ მომენატრე.-მაშინე მოეხვია მეგობარს
-მეც ძალიან-გაუღიმა ქეთის და სახლში შეიხედა.-სად არის?
-მისახებში.თავის სავარჯელში ზის ჭიკით ხელში და არ გვაძლევს მიახლოების უფლებას.-ლიზამ თავი დაუკრა და სახლში შევიდა.ლევანის ზურგ უკან იდგა,არ შეეძლო მისთვის ასე ადვილად შეეხედა თვალებში.
-რატომ მოხვედი?-მაშინვე იგრძლო ქალიშვილის სურნელი,რომელიც ასე ძალიან მონატრებოდა.-გითხრეს რომ ცუდად ვარ,რომ ვსვავ და შენც მოირბინე არა?-
-არ უნდა მოვსულიყავი?-ძლივს ამოიღო ხმა ლიზამ.
-დედაშენი არ მოსულა,ძალიან ცუდად ვიყავი მან ეს იცოდა და არ მოვიდა.-სასოწარკვეთილი ხმა ქონდა თოდუას.
-რატომ ვსაუბრობთ ახლა მასზე.-მაშინვე ცრემლები მოადგა ლიზას.
-იქნებ იმიტომ რომ მანაც მიღალატა,მანაც სხვა აირჩია,მე ხომ ის ძალიან მიყვარდა.
-მეც არ მაპატიებ?-ხმა გაუტხდა ლიზას.
-განა შეიძლება შენ რამე არ გაპატიო?!
-მაგრამ მე მასზე უფრო გაწყენინე,ბევრად უფრო მეტი ტკივილი მოგაყენე.
-შვილს ყველაფერს პატიობს ადამიანი!
-მაგრამ ეს უსამართლობაა.-ორივეს გაეცინათ.უზომოდ უყვარდა ეს კაცი ლიზას.
-ყველგან და ყოველთვის სამართლიანობაზე როგორ საუბრობ ლიზა?-წამოდგა შვილისკენ შებრუნდა ჭიქა დადო და ძლიერად მოეხვია შვილს.ზუსტად ამის დამტკიცება სჭირდებოდა თოდუას,იცოდა რომ რაც არუნდა მომხდარიყო ლიზა ბოლოს მაინც მასთან დაბრუნდებოდა და მის მხარეს იქნებოდა.
***
ამასობაში ქეთი და ალექსანდრე გარეთ იდგნენ და ბაღს გაჰყურებდნენ:
-იმედია ღამე მარტო არ ტოვებ?-ქეთიმ უცებ დაარღვია სიჩუმე,ლექსანდრე კი გაკვირვებული დარჩა შეკითხვით.
-ასეთ რამეებს მეგონა მხოლოდ გოგონები განიხილავდნენ?
-მას ეშინია როცა მარტოა სხვის სახლში.
-აი თურმე რატოომ....მე მეგონა ჩემს ხერხემალს უფრთხილდებოდა.-ჩაიცინა ალექსანდრემ მაგრამ ძალიან ცუდად ჩაიცინა.ქეთისაც გაეცინა,ოხონც იმიტომ,რომ მიხვდა თავისი დაქალის საქციელს.
-დარწმუნებული ვარ უფრთხილდება,არასდროს არ გთხოვდა მასთან ძილს იმის გამო რომ ეშინია,თავის თავსაც არ უტყდება და შენ გეტყოდა მეშინიაო.-ისევ გადაიკისკისა-ოხ ლიზა ოხ,საძილე აბებს სვამს ხო?
-მე არვიცი...
-ამასაც ვერ ამჩნევ!-წამსვე დასერიოზულდა ქეთი.
-კიდევ რას უნდა ვამჩნევდე?
-იმას რომ ლიზას ღირსი არ ხარ!
-ისე ამბობ თითქოს ეს ნამდვილი ქორწინება იყოს.-არმოწონდა ქეთის საუბარი საშინლად არ მოწონდა.
-თუნდაც. არ იმსახურებ იმას,რასაც ლიზა შენთვის აკეთებს.საერთოდ რომელი ნორმალური გააკეთებს იმას რასაც ის,მაგრამ ის ხომ ლიზაა,არავინ არ იცის რას მოიმოქმედებს.
- არ ვიმსაახურებ მაგრამ ის ჩემთანაა,იქ სადაც მისი ადგილია.-გაუმკაცრდა ხმა ფილფანს
-შეიძლება.მაგრამ კარგად დაიმახსოვრე ერთ დღეს თუ არჩევანის წინაშე დადგება ის აუცილებლად სიმართლეს აირჩევს და არამგონია,რომ შენ ამ ისტორიაში სიმართლის მხარეს იყო!-წინადადება დაასრულა ქეთიმ და წვაიდა.ალექსანდრემ კი გადაიხარხარა მაგრამ ვაი ასეთ სიცილს.ეჰ,პირველად დაიბნა,პირველად არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,პირველად ღელავდა ლიზას გრძნობებზე,ქეთი მართალი იყო არ იმსახურებს ეს გოგონა ამდენ ფარსს მის გარშემო და ეს ალექსანდრემაც კარგად იცოდა.
ლიზამ გარეთ მდგომი ალექსანდრე რომ დაინახა მისკენ გაემართა:
-შეგვიძლია წავიდეთ!-აშკარად ეტყობოდა ცრემლების კვალი,მაგრამ იმ ნათებასაც კარგად ხედავდა, რომელსაც მისი თვალები ასხივებდნენ.
-არა შენ დარჩები!-ნამდვილად გაუაზრებლად უთხრა.
-რა?
-შეგიძლია დღეს დარჩე,ხვალ მე თვითონ წამოგიყვან.
-რამე მოხდა ალექსანდრე?
-არა უბრალოდ შენ ეს გჭირდება თან ბოლოსდაბოლოს მშვიდად დაიძინებ,ერთი ღამე მაინც!-სახეზე მოეფერა მერე ლოყაზე აკოცა და წავიდა,ლიზა კი გაოგნებული დარჩა.იქამდე იდგა და იღიმოდა სანამ ქეთი არ მოვიდა:
-ერთმა კოცნამ ასე არ უნდა დაგაბრმავოს ლიზიკოო.-გაიკისკისა ქეთიმ-წარმომიდგენია ტუჩებში,რომ ეკოცნა რა რეაქცია გექნებოდა.
-ვაიმე ქეთი რეებს ბოდავ?-მაშინვე წარბები შეჭმუხნა ლიზამ.
-აჰა მე ვბოდავ და შენ ისევ გაბრუებული ხარ.
-ქეთი ვერ გადამირჩები-ნეტავ საკუთარი თვალით გვანახა ლიზას დაბნეულობა იმ წამს.მშველელად დიმა მოევლინა ქეთის.
-ჩემი გოგოები ისევ ერთად ყოფილან.-ლიზა გადაკოცნა და ქეთის მიაჩერდა.
-ვინ არის ერთი შენი?-მაშინვე გააპროტესტა ქეთიმ ბიჭის ნათქვამი.
-შენ ხარ!-თითი წამოკრა ცხვირზე და ისე გაიცინა,როგორც ქეთის უყვარდა და ამავდროულად აგიჯებდა.
-გაწიე ხელი და შენს საქმეს მიხედე.-არ შეიმჩნია ქალბატონმა,მაგრამ აშკარად კმაყოფილი იყო დიმას ნათქვამით.
-ლიზა რაც შენ წახვედი, იმ ენერგისაც ჩემზე ხარჯავს, რაც შენთვის იყო განკუთვნილი და იქნებ დაბრუნებაზე იფიქრო.
-ეგ ალექსანდრემ არ გაგიგონოს თორემ იმ დაცვასავით გაგიერთიანებს ცხვირ პირს.-მაშინვე გასცა პასუხი ქეთიმ.
-დამიჯერე ეგეთი რთული დასათმობიც არ ვარ ალექსანდრესთვის ქეთი.
-ძალიან ცდები ლიზა.
-ვაიმე შენ რაიცი და საერთოდ რას დაგვიდექი აქ იქნებ რაზე უნდა ვისაუბროთ.-ისევ წარბები შეჭმუხნა ქეთიმ.
-თუ გონია რომ შენი წინა ნათქვამი დავაიგნორე ძალიან ცდები,აუცილებლად დაისჯები!-დიმამ უცებ ლოყაზე აკოცა და წავიდა.
-რატო აწვალებ ამ ბიჭს ვერ ვხვდები.
-ჯერ სად არის!-თვალი ჩაუკრა როგორც ჩვეოდა ისე.
***
გასვლის წინ ალექსანდრემ გაიგონა თუ როგორ საუბრობდნენ ზურა და კიდევ ვიღაც კაცი.ზურა მისამართს ეუბნებოდა,ისიც გაიგონა რომ ხვალ საქონლის გაცვლა იქნებოდა,რომელიც ღამის ნაცვლად დღისით მზის შუქზე იქნებოდა.გეგმა შეიმუშავა სადაც ლევანის დაჭერის მაგივრად ხელს შეუწყობდა და მის ნდობას უფრო მოიპოვებდა.საბამ რათქმაუნდა გააპროტესტა,მაგრამ ბოლოს მაინც დაიტანხმა ალექსანდრემ.დილით ლიზას დაურეკა და უთხრა,რომ თვითონ საქმე გამოუჩნდა და ტაქსით წამოსილიყო:
-რაო შენმა ქმარმა ვერ მოვალო?
-საქმე გამოუჩნდა მამა მერე რა.-სიმართლა რომ გითხრათ ლიზას ეწყინა,ძალიან უნდოდა ალექსანდრეს ნახვა,მაგრამ ლევანის წინ ამას ხო არ შეიმჩნევდა.
-დიმამ წაგიყვანოს.
-მამა გთხოვ,საჭირო არ არის.თან ჩემ საყვარელ მაღაზიაშიც უნდა გავიარო და მაგდენხანს დიმას ვერ მოვაცდენ.
-გათხოვილი ქალი ისევ თოჯინების მაღაზიაში დადიხარ?გამაგიჟებ მე შენ.
- ისე ამბობ,თოთქოს ჩემთვის ვყიდულობდე,წავედი ახლა თან ქეთისაც დაველაპარაკები წასვლამდე.-ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გასვლამდე მიაძახა-იცოდე მეტი აღარ დალიო,ხო იცი მაინც გავიგებ.მიყვარხარ.
-უყურე ერთი ამას!-გაეცინა გოგონას საქციელზე.-ზურააა
-დიახ ბატონო ლევან.-კარს უკან მდგომი ზურა მაშინვე შემოვიდა.
-იმედი მაქვს ყველაფერი მზად არის და არანაირი პრობლემა არ იქნება!
-ყველაფერი მზად არის,ერთ საათში სატვირთოები ადგილიდან დაიძრებიან და მაქსიმუმ ორ საათში აქ იქნებიან.
-არავითარი პრობლემა არ უნდა გაჩდეს!
-თქვენც წამოხვალთ?
-დიახ.
***
ალექსანდრე უკვე ადგილზე იყო და სატვირთოების გამოჩენას ელოდებოდა,უფრო სწორედ სატვირთოები ვერ მოაღწევდნენ დანიშნულებს ადგილამდე,რადგან ალექსანდრე ხელს შეუშლიდა.საბაც მზად ყოფნაში იყო,ტრიალ მინდორზე ორი მანქანა გამოჩნა,ერთიდან ლევანი და ზურა გამოვიდნენ მეორედან კი ლევანის ხალხი.ალექსანდრემ ტელეფონი აიღო და საბას დაურეკა:
-ზუსტად 5 წუთში პოლიციას შეატყობინე ადგილ სამყოფელი.
-იცოდე ჩემი ზარიდან 20 წუთი გაქვთ,პოლიცია მალევე იგ გაჩნდება.
-კარგი გასაგებია.-ტელეფონი გათიშა და ლევანისკენ დაიძრა.ზურამ უცებვე შენიშნა მათკენ მიმავალი სილუეტი და ბიჭებს რაღაც, ანიშნა, რომლებმაც მაშინვე იარაღი მოიმარჯვეს.
-არამგონია თქვენმა ბატონმა საყვარელი სიძის მკვლელობა გაპატიოთ.-როგორც კი ლევანის წინ აღმოჩნდა მაშინვე შეიარაღებულ ბიჭებს გახედა და ლევანს ირონიული მზე სტყორცნა.
-შენ აქ რას აკეთებ?-გაოგნებლი იყო ლევანი.
-იქნებ იმას რომ უკვე ბერდები ლევან და დროა პენსიაზე გახვიდე.-საათს დახედა 5 წუთი უკვე გასული იყო.-ზუსტად 20 წუთში პოლიცია აქ გაჩნდება და ჯობია ის სატვირთოები,რომლებიც წუთიწუთზე აქ იქნებიან უკან გააბრუნო,რათქმაუნდა თუ არ გინდა რომ ციხეში ახმოჩნდე და ხო ის შენი პარტნიორიც,რომელიც ფულით დატვირთული აქეთ მოემართება.
-საიდან მოიტანე რომ პოლიციამ ეს ადგილსამყოფელი იცის?
-არა რა გეუბნები ბერდები და არ გჯერა.ძალიან ადვილად ტყუვდები ლევან.გეფიცები არ გიხდება.მე თუ ვიცი პოლიციას არ ეცოდინება?-უცნაურად ჟღერდა ბოლო წინადადება,მაგრამ ლევანმა რა იცოდა ნამდვილი გამომძიებლის წინ,რომ იდგა.
-საქმე იმაშია რომ იქნებ შენ ჩაგვიშვი?
-მე რომ ჩამეშვით ახლა აქ არ ვიქნებოდი და ჯობია იმაზე დაფიქრდე,რომ ბევრი მტრები გყავს ვისაც შენი ჩამოშორება უნდა.კიდე 5 წუთი გავიდა 15 წუთი გრჩება ლევააან.-როგორ ხალისობდა ალექსანდრე მათი გამომეტყველებით ნეტავ ვიცოდეთ.
-ზურა დაურეკე ყველას და უთხარი,რომ შეხვედრა არ შედგება.
-ახლავე ბატონო ლევან.-ზურამ ტელეფონი ამოიღო და გვერდზე გავიდა.
-აბა სიძე ბატონო ვინ მოგახსენათ ეს ამბავი?
-ლევან შენ კარგად იცი,რომ მე ჩემი ხალხი მყავს და ისინი მაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაცია.განა მაგიტომ არ ვიყავი 2 თვის წინ შენს სახლში,ჩემგან საჭირო ინფორმაცია გინდოდა ახლაც საჭირო ინფორმაცია მოგაწოდე და იმედია ჭკვიანურად გამოიყენებ.10 წუთი რჩცება,ანდა არა უფრო ნაკლები,აი,სირენების ხმააც,მე წავედიიი.-შეტრილდა და წასვლას აპირებდა მაგრამ ლევანის ხმამ შეაჩერა.
-შენც ჩემთან ერთად წამოდი უნდა ვიდაუბროთ.
-ჩემს საყვარელ მამამთილს როგორ ვაწყენინებ.-გაუღიმა და ლევანი მანქანაში ჩაჯდა.ეჰ ლევან,ლევან თუ იცი რა გელოდება?
ალექსანდრეს გეგმამ მშვენივრად ჩაიარა ზედმეტი გართულებების გარეშე რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ლევანის დასასრულისკენ!
***
სახლში შევიდნენ,ლევანმა მაგიდაზე ორი ჭიქა და ვისკის ბოთლი დადგა,ორივე ჭიქა გაავსო და ალექსანდრეს წინ დაჯდა.
-ეს რატომ გააკეთე? ხო იცი რომ იმ ღამეს შენს მოკვლას ვაპირებდი?ჰოდა რატო არ მიეცი პოლიციას იმის საშუალება, რომ ციხეში გავეშვი.-ბოლომდე ჩაცალა ჭიქა და მეორეჯერ გაავსო ლევანმა.
-ლიზას იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე წარმოვიდგენდი!
-ანუ ლიზას გამო?
-დიახ.
-მის გვერდით ჩვენსნაირი ადამიანები არ უნდა იყვნენ!
-მე შენსნაირი ადამიანი არ ვარ!
-მაინც იმ სამყაროს ნაწილი ხარ,რომლისგანაც ლიზას დაცვას სულ ვცდილობდი.
-მე მას შენზე კარგად დავიცავ,შენსგანაც დავიცავ თუ საჭირო გახდება.
-ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.ახლა კი მინდა,რომ ამ საქმეს შენ უხელმძღვანელო,დღეს ვერ მოვახერხეთ გაცვლა,მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად უნდა მოხდეს,მინდა რომ შენ უხელმძღვანელი ყველაფერს.
-რით დავიმსახურე ასეთი პატივი ბატონო ლევან.-ძალიან დამცინავი ტონი ქონდა ალექსანდრეს.
-უბრალოდ მინდა რომ ამ საქმეს შენ მიხედო.
-ამ ერთხელაც არ გაწყენინებთ,მაგრამ იცოდეც მე თქვენი ქვეშამდგომი არ ვარ.-მშიდი მაგრამ კატეგორიული იყო ფილფანის ტონი.ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა,ოთახიდან გავიდა და მესამე სართულზე ავიდა იცოდა,რომ იქ ლიზას ოთახი იყო თან საუბარსაც ვერავინ ვერ მოისმენდა.ქალბატონი ნანა იყო:
-გისმენ დედა.
-როგორ ხარ შვილო?
-კარგად დედა...რამე მოხდა?
-არა მაინტერესებდა შენ და ლიზა როდის მოხვიდოდით?
-ლიზა?ლიზა მანდ არ არის?
-არა შვილო ხომ მითხარი ერთად მოვალთო.-აშკარად გაუკვირდა ნანას შვილის შეკითხვა.
-კარგი დედა ახლა უნდა წვაიდე,საღამოს ერთად მოვალთ.
-კი მაგრამ...-ქალმა საუბარი ვერ დაასრულა ისე გათიშა ალექსანდრემ.ლიზასთან დარეკა მაგრამ ტელეფონი გამორთული ქონდა.ნაბიჯების ხმა გაიგო და ოთახში ქეთი შემოვიდა:
-ალექსანდრე?შენ აქ რა გინდა?
-ლიზა რამდენიხნის წინ წავიდა?
-დილით ადრე გავიდა რატო? თავის საყვარელ მაღაზიაში გაივლიდა და მერე...
-ის მაღაზია შორსაა?-აშკარად აფორიაქებული იყო ჩვენი ალექსანდრე ქეთის დასრულებაც არ აცალა.
-არა აქვეა.
-ანუ დიდიხნის მისული უნდა იყოს.-უფრო თვაისთვის ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და სწრაფად გავარდა ოთახიდან.
-ალექსანდრე რა ხდებაა?-ქეთი მიზდევდა უკან.
-საბა სწრაფად კამერების ჩანაწერები შეამოწმე,ლიზას სახლის გარშემო ყველა ქუჩა და სახლში მიმავალი გზის ქუჩებიც,სწრაფად საბა სწრაფად!-ტელეფონი გათიშა და სახლიდან გავარდა.
-იქნებ მითხრა რა ხდება?-ძლივს დაეწია ქეთი უკვე მანქანასთან მისულ ალექსანდრესთან.
-ლიზა სახლში არ მისულა.
-ვერც მოასწრებდა მაღაზიიდან კიდევ ერთ ადგილას გაივლიდა.
-სად უნდა გაევლო?ვინმეს უნდა შეხვედროდა?-მაშინვე ბრაზი შეერია.
-არა,თვეში ერთხელ ბავშვთა სახლში დადის და საჩუქრები მიაქვს.-არაფერი არ უთქვამს ალექსანდრეს,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.გზაში საბამ დაურეკა:
-მე არ ვიცი რა მოხდა მარა ჯერ სათამაშოების მაღაზიაში მივიდა თაკქსით და მერე რაღაც დაწესებულებაში,ახლაც იქაა,ეზოში ბევრი ბავშვები არიან.
-კარგი.მისამართი მომწერე!-ისევ გათიშა.რა აბრაზებდა თვითონაც არ იცის,ალბათ უფრო ის, რომ ზედმეტად ინერვიულა ლიზას გამო.როცა გაიგო,რომ სახლში არ იყო ათასი საშინელება წარმოიდგინა.შეეშინდა, რომ ისევ ვინმემ წაიყვანა ლევანის შესაშინებლად.როდის მერე ღელავდა ასე ძალიან ამ ქალზე?რთული გასაგებია ნამდვილად,არადა ლიზა მასზე მანამდეც ღელავდა,როცა აზრზე არ იყო მისი ვინაობის შესახებ.ზოგჯერ გადაშლილ წიგნსაც ვერ კითხულობს ადამიანი.შეუძლებელი ნამდვილად არ არის იმის გაცნობიერება რაც ალექსანდრეს წინ ღდება,მაგრამ აბა ვინ იფიქროს შურისძიებაზე.მოუტანს თუ არა ალექსანდრეს, ლევანის გისოსების მიღმა ნაღვა,ბედნიერებას?უკვე აღარც ეს იცის!
***
მანქანა პატარა შავი ჭიშკარის წინ გაჩერდა,აქედანაც კარგად ჩანდა თუ როგორ ეთემაშებოდა ლიზა ბავშვებს,როგორ ეფერებოდა მათ,როგორ ურიგებდა საჩუქრებს,როგორ არიგებდა რჩევებს და რაღაცას უყვებოდა.ისეთი თავისუფალი იყო მათთან ერთად,თითქოს დედამიწაზე იყო,მაგრამ ფრენა შეეძლო.
უკვე მათ უკან იდგა,მას ვერავინ ვერ ამჩნევდა,ისე იყვნენ ბავშვებიც და ლიზა გართული თვაიანთ სამყაროში.
-თქვენც ლიზასთან ერთად ხართ?-გვერდიდან ქალის ხმა მოემა,სადღაც 50 წლამდე იქნებოდა.
-დიახ,მის წანასყვანად მოვედი.-ცივად უპასუხა ქალს.
-უფრთო ანგელოზია დედამიწაზე!-გაღიმებული უყურებდა ქალი,ბავშვებს და მათთან ერთად მოკისკისე ლიზას.
-ან უბრალოდ კარგი მსახიობი.-რატო ამბობდა ამას?ხომ აშკარა იყო,რომ გოგონა ყველაფერს გულწრფელად აკეთებდა.
-ან იქნებ შენ ვერ ამჩნევ.-გაეღიმა ქალს.
-ყველა ამას რატო მეუბნება!-თვალს არ აშორებდა ლიზას ისე ესაუბრებოდა ქალს.
-იმიტომ,რომ თქვენ მზერაში ყველაფერი ჩანს,ახლა მხოლოდ ის დაგრჩენიათ,რომ თქვნეც შეამჩნიოთ!-ლიზამ შეამჩნია ისინი და უცებვე მათკენ წამოვიდა და პასუხის გაცემა ვერ მოასწრო ალექსანდრემ.ნამდვილად ვერ მიხვდა რა იგულისხმა ამ ქალმა.არა რა!გრძნობები ნამდვილად არ არის ალექსანდრეს საქმე!
-ალექსანდრე...აქ რას აკეთებ?-ყველანაირად ანათებდა.
-სახლში წასვლის დროა!-ლიზამ ეს ცივი ტონი დააიგნორა და ქალს მიუბრუნდა.
-თამარ ჩემი წასვლის დროა,ხო იცი ბავშვებს შენს იმედზე ვტოვებ,ქალბატონ სალომეს გადაეცი,რომ შემდეგ მოსვლაზე ვინახულებ.
-არ ინერვიულო ბავშვები კარგად იქნებიან.-თბილად გაუღიმა და მოეხვია ლიზას.
მანქანაში არც ერთს არ მოუღია ხმა.დამანგრეველი სიჩუმე სუფევდა გარშემო,მაგრამ მგონი ერთამეთით ტკბებოდნენ,აბა ალექსანდრეს რამე რომ ეთქვა აუცილებლად მოშხამავდა გარემოს,ასე რომ სიჩუმე ნამდვილად შესაბამისი იყო.
***
-მოხვედით შვილო?-სახლში შესულს ნანა შეეგებათ.
-როგორც ხედავ კი დედა!მე კაბინეტში ვიქნები და არ შემაწუხოთ!-ისე გაქანდა მეორე სართულისკენ,რომ არც ერთისთვის შეუხედავს.
-რა სჭირს ამას?-იკითხა კატომ.
-მგონი ჩემზეა გაბრაზებული.-ჩაუბურტყუნა ლიზამ.
-რატო რა დააშავე?-მაშინვე გამოკითხვა დაიწყო კატომ.
-არ ვიცი.-მხრებიბი აიჩეჩა ლიზამ და მდივანზე ჩამოჯდა.
-პრინციპში იმის მეტი რა უნდა დაგეშავებინა,რომ ლევან თოდუას შვილი ხარ.-ნამდვილად დაუფიქრებლად თქვა კატომ,რასაც ნანას თვალის გაფართოება მოყვა.
-ვისი შვილი?-
-ლევან თოდუასი.-მაშინვე უპასუხა ლიზამ დედამთილს და კატოს შეხედა.-მაგით რისი თქმა გინდა კატო?
-იმის რომ მკვლელის შვილი ხარ!
-კატო ახლავე გაჩუმდი!-პირველად ესმოდა ნანას ყვირილი ლიზას,კატოც შეკრთა,მიხვდა რომ ზედმეტო მოუვიდა,მაგრამ სინანულს ნამდვილად არ განიცდიდა.
-დედა ალექსანდრე მაინც არაფერს არ გეტყვის!-მიაძახა კიბეებზე მიმავალ ქალს.
-ჩემი ერთადერთი დანაშაული თუ ლევანის შვილობაა,დაე იყო ასე!-ცრემლები მოადგა თვალზე,მაგრამ მაინც წარმოთქვა ეს სიტყვები და ისიც კიბეს აუყვა.
***
-არ მეტყვი რას ნიშნავს იმ ქალის ცოლად შერთვა,რომლის მამამაც შენი მამა მოკლა.-ისეთი თავლებით უყურებოდა,ალექსანდრემ ხმა ვერ ამიოღო.-ალექსანდრე მიპასუხე.-საგრძნობლად აუწია ხმას.
-ლიზას არაფერი არ დაუშავებია!-პირველად იძახდა ამას.ყველა წინათ ნათქვამ სიტყვებს უგულვებელყოფდა ამ წინადადებით.
-მაგიტომაც უყურებდი ეგეთი თვალებით?-უცნაური კითხვა დასვა ქალბატონმა ნანამ.
-როგორი თვალებით?
-ისეთი თითქოს წამი წამზე შენს მოკვლას აპირებდა ეგ გოგო და შენ კურდღელივით არ იცოდი სად დამალულიყავი.
-დედა რას მეუბნები?!-ნამდვილად არ მოეწონა კურდღელთან შედარებული საკუთარი თავი ალექსანდრეს.
- ეგ გოგო იმიტომ შეირთე,რომ შურიგეძია და ახლა შეგიყვარადა ხომ ასეა?მიპასუხე ხომ ასეა? და ახლა არ იცი,რომელ სოროში დაიმალო არა?
-დედა მგონი ვერ ხვდები რას ლაპარაკობ!-აი ალექსანდრეს ხმის აწევა დედასთან საუბრის დროს ნამდვილი სენსაცია იყო.
-არა რა დაგიშავა ამ გოგომ ასე რომ ამწარებ?
-მე არავის არ ვამწარებ!
-გადაწყვიტე,რომ არაფერი დაშავდებოდა მასაც თუ ეტკინებოდა?
-მე არ მინდა რომ მასაც ეტკინოს.
-მაგრამ გინდოდა!-საშინლად გაუმკაცრდა ხმა ქალბატონ ნანას.-იცოდე იმ გოგოს შენს გამო გული რომ ეტკინოს ან რამე დაემართოს არაფრით არ იქნები გამორჩეული ლევანი და დემნასგან!-გავიდა და ყველაზე დიდი საფიქრალი დაუტოვა ალექსანდრეს.მის ცხოვრებაში ორი უკეთილშობილესი ადამიანი იყო და ის ორივეს ატყუებდა.
-არა ხო იცი რომ სამართლინად დაგტუქსეს.-მააშინვე კატო შემოვარდა.აი კატო კი იყო ის ადამიანი ვისაც ვერაფრით ვერ მოატყუებდა ადამიანი.
-ჯანდაბა!
-ლიზას ვუთხარი რომ მკვლელის შვილია.-თავი ჩაწია დამნასავესავით.
-კატო რატო ვერ აჩეერებ მაგ ენას!-გაბრაზებული იყო ნამდვილად,მაგრამ კატოს ცივად ვერ ელაპარაკებოდა.
-მგონი არ იმსახურებდა ამ სიტყვებს!
-ეს ნამდვილად რაღაც აღმოჩენაა!-გაეცინა კიდეც ალექსანდრეს.-რამდენი ხანია გოგოს საშინელებებს ეუბნები და ახლა მიხვდი მაგას.
-არა იცი რა მიკვირს,პასუხს რო არ მაძლევს ან თუ მიპასუხებს ისეთს,რომ კრინტი ვერ ამომაქვს.
-მეჩვენება თუ ლიზამ შენს გულშიც შემოაღწია?
-მოიცა რისი თქმა გინდა რომ შენ.....
-არა,ახლა შენც არ დამიწყო რომ შემიყვარდა.
-დედამაც ეგ გითხრა ხო?
-მთავარი ხომ მაინც ისაა რასაც მე ვგრძნობ.მე კი არაფერს არ ვგრძნობ!
-არ დაგავიწყდეს,რომ გამომძიბელი ხარ!
არ დაგავიწყდეს,რომ კანონის მხარეს ხარ!
არ დაგავიწყდეს,რომ ის იმსახურებს ციხეში ყოფნას!
და არ დაგავიწყდეს,რომ შენ და ლიზა ამ თამაშში,როგორც წყვილი,აუცილებლად,წააგებთ.-კატეგორიული იყო კატო ფილფანი.
-იმის დავიწყება შეუძლებელია,რითაც არსებობ!-კატო უკვე გასული იყო ალექსანდრემ თავისთვის,რომ ჩაილაპარაკა.



№1  offline წევრი Nekkko

კარგიაა ძალიაან,, დღესს მთელი დღეა ველოდები ახალ თავს გთხოვ დადე რააა

 


№2  offline წევრი Anastacia

Nekkko
კარგიაა ძალიაან,, დღესს მთელი დღეა ველოდები ახალ თავს გთხოვ დადე რააა

სამწუხაროდ ამ საღამოს ვერ მოვაღერღე.
დილით აუცილებლად დავდებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent