შენ ხარ აისი VII თავი
ჩემთვის ძალიან რთულია გავიხსენო და გიამბოთ ეს პერიოდი. საშინელი ტკივილისა და შიშის განცდაში გავატარე რამოდენიმე საათი. ხმადადუმებული, საავადმყოფოს ფოიეში ვიჯექი და ველოდებოდი კოტეს გამოსვლას,რომელიც იმედიანი სახეს მომანათებდა და მეტყოდა “შენი მეუღლე კარგადაა,მალე გავწერთ”. ფილმის კადრებივით მახსენდებოდა დათა და მისი სიყვარულით ანთებული თვალები და ჩემი გული უფროდაუფრო იხლიჩებოდა ორად. არც კი ვიცი, როგორ ავღწერო ის ტკივილი, რასაც მე იმ მომენტში განვიცდიდი, რომ შემოგეხედათ უსუსურ პატარა ბავშვს ვგგავდი, რომელსაც გვერდდით არავინ ყავდა,საერთოდ არავინ. გახსოვთ,მაშინ, როდესაც მშობლებმა მოტაცების, შემდეგ მინახულეს ვთქვი,რომ ერთადერთი, რომელიც ზურგს მიმარგებდა და ჩემს გვერდით იყო დათა აღმოჩნდა. ახლაც ასეა. მხოლოდ მე ვიყავი და ველოდებოდი დათას,როდის მომანათებდა მზრუნველ თვალებს,კოპებს შეყრიდა იმის გამო,რომ თხლად მეცვა იქვე მიგდებულ ქურთუკს, თავისი ხელით ჩამაცმევდა და ჩამეხუტებოდა. ძალიან საშინელი არსებები ვართ- მანამ სანამ ჩვვენ საყვარელ ადამიანს საფრთხე არ დაემუქრება, ვერ ვიზარებთ თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის. საკუთარ თავზე გამოვცადე ეს, მხოლოდ იმ დროს გავიაზრე,რომ დათა მიყვარდა,რომ მისი არსებობა ჩემთვისაც სცოცხლის ნიშანი იყო. ვფიქრობდი,და მივხვდი, რომ მეც დაუფიქრებლად დავთმობდი სიცოცხლეს მის გულისათვის. გაუზრებლად აღმოვთქვი “ნეტავ მის მაგივრდად მე ვიყო იქ!” და აქ მივხვდი, რომ არა მხოლოდ დათა, არამედ მეც უგონოდ ვიყავი ამ გადარეულ და როგორც შემდეგ გაირკვა მამაც ბიჭზე შეყვარებული. იმის მიუხედავად, რომ აგონიაში ვიყავი ჩემს მხედველობას არ გამორჩენილა, თუ ,როგორ ჩურჩულებდნენ დათას ძმაკაცები და ჩემგან შეუმჩნევლად ცდილობდნენ ინფორმაცია გაეცვალათ. ჩემი ყურადღება ფერკმთალ მელანოსაკენ გადავიდა, რომელიც ტირილისგან ძალაც და ცრემლებიც გამოეცალა უთქმელად ჩამოჯდა ჩემს წინ, თავი ჩახარა. -ვერაფერი გაიგე?-ძლისვ გასაგონად ამოვიღე ხმა -ვერა-უკმეხად მომიგო-ლადო კარგად არის-თავი გააქნია და ფეხწე წამოდგა-ბიჭებო,მოდით. -ვინ ლადო?-გაკვირვებით ავხედე და მეც წამოვდექი -რა იყო, ბევრ ლადოს იცნობ?-მორიგი უკმეხი პასუხი და ბიჭებისაკენ მიბრუნდა-ლადო კარგადაა,პოლიცია მალე მოვა და დაკითხავს. მე ის მაინტერესებს, თქვენ, სად იყაით იმ დროს, როდესაც ისინი გამწარებული მათ ეომებოდა? -არ იცოდით-თავი ჩახარა გიორგიმ-არაფერი არ უთქვამს, გაკვრითაც კი. -ამიხსენით, რა ხდება ლადო და დათა, სად იყვნენ ერთად?-მოთმინება დავკარგე და მათ შორის ჩავდექი. -ნუ ისულელებ თავს,მელისა…მე მაინც ნუ მასულელებ-აშკარად ჩემი დედამთილსაც ნერვები არ ეყო და დამიყვირა-ცუდად ვარ,წავედი ჩემს ბიჭთან-ხელით უხეშად გამწია და დერეფანში გაუჩინარდა. მთლიანად ავირიე, ვერაფერი გავიგე. -რა საქმეზე იყვნენ-მივუბრუნდი ლუკას. -მოსაწევად გავედი-დანარჩენებმა მოწევა მოიმიზეზეს და გარეთ გავიდნენ. -მეც მოვწევ,დამელოდეთ.-უკან გაყვა ლუკაც,თუმცა პასუხები უნდა მიმეღო არ მოვეშვი და ავედევნე-ოდნავ მაინც არ მცეთ პატივს, რა ჯანდაბა ხდება დათას თავს?-პასუხი არავინ არ გამცა, თითქოს იქ არ ვიყავი და არც არაფერ ვამბობდი. ამ ქმედებამ უფრო ამანერვიულა და პანიკური ტირილი ამივარდა. მხოლოდ “დათას” ვეძახდი. ღმერთო,იმ დროს, როგორ მჭირდებოდა ვერც წარმოიდგენთ. მალხაზი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. -უდიდეს პატივს გცემ,შენი პიროვნება რომც დავივიწყოთ, დათას ცოლი ხარ!დასავით თუ არ მიყვარდე ბო@იშვილი ვიყო,უბრალოდ ჩვენგან არ გამოვა,აი გამოძვრება ის საზიზღარი და თავად გეტყვის. ჩვენც მოსათხოვი გვაქვს მაგასთან. არაფრის კითხვას აზრი არ ჰქონდა,მათაც არ იცოდნენ პასუხები ჩემს კითხვებზე. მხოლდოო ლოდინი დამრჩენოდა და ველოდე დაახლოებიით საათხ ნახევარში, გამოვიდა კოტე საოპერაციოდან და ეგრევე მავედრებელი თვალებით შევხედე. -დაველოდოთ-მხოლოდ ეს თქვა, ქუდი მოიხადა და კაბინეტში წავიდა-ისე იმედიანად ველოდი მისმა ერთმა სიტყვა ტყვიასავით გაისროლა და ჩემი ისედაც გახლეჩილი გული უფრო დაანაწევრა. კაბინეტის წინ ავეტუზე და ფეთხილად დავაკაკუნე დაველოდე სანამს უფლება არ დამთო და კარები ფრთხილად შევაღე. -შეიძლება-აცრემლებული თვალები შევანათე,მელანო კი ზურგი შემაქცია -მოდი.. -გამაგებინე, რა ხდება კოტე,სულ ავირიე. -დათა და ლადო დაჭრეს,პოლიცია უკვე ჩაერია ამ საქმეში,მძიმედ არის მაგრამ,გამოძვრება,მჯერა. დაველოდოთ ნაკოზიდან როდის გამოვა,მდგომარეობა მძიმეა.ვიმედოვნებ დილას სტაბილური იქნება. -ნახვა მინდა-თავი უარყოფის ნიშნად დამიქნია-გთხოვ-მასთან მივედი და წინ ავეტუზე-კვლავ უარი იყო პასუხად.ჩავიმუხლე,მისი ხელებს ხელები შემოვახვიე და თავი დავადე-გთხოვ,ძალიან ცუდად ვარ. ის უნნდა ვნახო,დამიჯერე თუ მართლა ჩემი ხმა ესმის გამოძვრება-.”მელისა” მხოლოდ ეს მითხრა. -კოტე,ვიცი,ვგრძნობ მე მას ვჭირდები. -კარგი-ბოლოს ჩემმა მოთქმა და ტირილმა გაჭრდა და დამთამხდა-მხოოლოდ ხუთი წუთი. მომამზადა, რომ ყველანაირად დაცული შევსულიყავი მასთან. ერთი გადმომხედა,დარწმუნდა რამდენად მზად ვიყავი ამისთვის, მე თავი დავუქნიე და დათასკენ გავემართე. შიგნით, როდესაც შევედი აპარატზე მიერთებული დათას დანახვაზე ვგრძენი, როგორ მეკეცებოდა ფეხები,მაგრამ თავს მოვერიე და მივუახლოვდი. მომაკვდინებელი ადამიანი გინახავთ? დღესაც, როდესა ამას ვიხსენებ, თვალწინ მიდგას მისი სახე გაფითრებული და ჩაშავებული ტუჩებით. ყველაზე მტკივნეული კი მისი ნატანჯი სახე აღმოჩნდა ჩემთვის. ვხვდებოდი, რომ ტკვიოდა და ამას მშვენივრად გრძნობდა. გაუბედავად დავადე ხელი მის ცივ,გაყუნულ ხელებს და შევეცადე გამეთბო,არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი,რომ იგრძნო ჩემი იქ ყოფნა. აცახცახებული ტუჩებით მოწყვეტით ვაკოცე და გულზე თავი დავადე. “ჩემგან საუბედუროდ ყველაფერი,თითოეული შენდამი ნათქვამი სიტვა ჩემზე, მახსოვს და ეს უფრო მკლავს. შენ ხომ თქვი,რომ მხოლლოდ ჩემთვის დათმობდი სიცოცხლეს,რატომ გაეხვიე ესეთ ამბავში? წარმოდგენაც არ გაქქვს მე რა მომივა შენ თუ არ მეყოლები,დავიკარგები სამუდამოდ დამთაავრდება ჩემი არსებობაც. შენ ხომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობ,როგორ შეგეძლო ეგრე გაგეკეთებინა.ასეთი ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის.ხომ იცოდი,რომ შენც რაღაცას ნიშნავ ჩემთვის,ასე არ უნდა მომქცეოდი,ძალიან მატკინე და ამის გამო პასუხს აგებ,ბევრი ვინმე გელოდება,რომლებსაც პასუხი უნდა გასცე შენი სულელური საქციელის გამო. ვიცი,რომ გესმის, გრძნობ და იაზრებ ახლა რასაც გესაუბრები, ხოდა მინდა გითხრა,მიყვარხარ…ჯანდაბა! ჩემს თავს და საქციელს, ამას იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ შეგნ გებრძოდი.არამედ ჩემს თავს,რადგან არ დავმსგავსებოდი სხვა დანარჩენებს,მაგრამ დამთავრდა უაზრო ბრძოლა,მაინც მოახერხე და ჩემს გულში დაიმკვიდრე ადგილი.ასე,რომ აღარგაქვს უფლება მატკინო და დამტოვო” რამდენიმე წუთი მასთან კიდევ გავჩერდი,კოტე მომიახლოვდა და გამიყვანა. დილის თორმეტ საათამდე ველოდით სიახლეს,საშინელი,ტანჯული საათები,რომელიც კუს ნაბიჯებით გავიდა,საბოლოოდ დათას მდგომარეობა სტაბილური გახდა. სახლში წასვლა არ მინდოდა,მაგრამ კოტემ დაგვიჯინა წავსულიყავით ცოტა დაგვეძინა და მოვწესრიგებულიყავით. ვიცოდი, თვალს ვერ მოვხუჭავდი, მაგრამ დედაჩემის მოთქმისა და მამაჩემის მზერის თითქოს ეს ჩემი ბრალი ყოფიყო ყურება არ შემეძლო, ამიტომ სახლში წასვლა და მოწესრიგება ვამჯობინე. მელანო კვლავ მთელი გზა ჩუმად იყო ხმაც არ გამიცია,არც მისი თავი მქონდა. სახლში მისვლისთანავე მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. -კოტე არ არის?-მელანოს ვკითხე -ვერ ხედავ,არ არის-უკმეხად მომიგო -მელანო, რა ხდება? ვიცი,რომ განიცდი დათას მდგომარეობას. მეც საშინლლად ვარ, მაგრამ ეგ უკმეხი ლაპარაკი რა საჭიროა? -ასეთი უტოფარი, როგორ ხარ?!-ფეხზე წამოვარდა და ახლოს მოვიდა-საერთოდ სახლიდან, რომ არ გაგდებ არ გიკვირს?-ამ სიტყვებმა სრულიად დამაბნია და ვერაფერი გავიგე შვლის ნუკრის თვალებბით ვუყურებდი და ვეძებდი მიზეზს, თუ რატომ ვიყავი სახლიდან გასაგდები.-შენს გამოა ჩემი ერთადერთი შვილი სიკვდილს,რომ ებრძვის. -გუშინდელი დღედან მოყოლებული მაგას მეძახი,რა დავაშავე? -ეგეთი მსახიობი, როგორ ხარ,გოგო? ზურაბის გამო არ მოხდა ეგ ყველაფერი? ჩემი შვილი ქურდსა და ყაჩაღს, რომ გადაკიდე თუ ის გიყვარდა ამას რაღაზე უკურკულებოდი, ჩემი საბრალო ბიჭის, ეგონე პატიოსანი ოჯახის გოგო.ჯერ მოყვანისდღიდან ცხოვრება ხო გაუმწარე და მარიონეტად აქცია,ესეც არ იკმარე და ამ ყაჩაღს გადაკიდე. მთლად რომ დაჩეხა და აანაკუწა. სიკვდილი გინდოდათ ხო დათასი?. გათხოვილი ქალიგამო ვის გაურჩევია საქმე მითხარი,ჰა? რა წყველასავით შემოდი ჩემს ოჯახში,ჯერ ზურაო, მერე მერაბიო. კიდე ვინ გყავდა ყველას ასე ატყუებდი და ახოცინებდი ერთმანეთს,ნახე ჩემი შვილი შტერი და თავი მოატაცებინე ხო? რომ მომკვდარიყო, სად მიდიოდი? შენს თავს ვერავინ ვერ გამომგლეჯდა ხელიდან-მხრებზე ხელი მკრა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი-შენც და შენ საყვარელსაც მიწაში ჩაგდებდით-ისევ მომვარდა და ამჯერად მთელი ძალით მომიჭირა ხელები-საავადმყოფოში, რომ არ გაგუდე მადლოობა მითხარი. -მელანო-შემომესმა კოტეს ღრიალია-რასაკეთებ?-სწრაფად გააშვებინა ჩემი თავ. -ამ ბო.ის გამო ებრძვის შენი შილი სიკვდილს და კიდევ მე რას ვაკეთებ?-ისევ ჩემსკენ გამოიწია. -შენ ხო არ გარეკე,ქალო! -გაეთრიე აქედან!-მელანოს თქმა არც მჭირდებოდა, სწრაფად ავედი ოთახში და ქურთუკი გამოვიღე. კარადიდან იქვე ფეხსაცმელები ჩავიცვი,ტანსაცმელები დედაჩემთან ისედაც მეგულებოდა ,ამიტომ მხოლოდ პატარა ჩანთა გადავიკიდე და ქვემოთ გასასვლელისკენ გავეშურე. -რატომ არ ჩერდები შენი დედა მო@@ან რა არ გაჩერებს,გაიგე ჯერ რა მოხდა-ქვემოთ ჩაასვლისას კოტეს ყვირილი შემეჩეხა, რომელიც გაცოფებული მელანოს უყვიროდა. ასეტი კოტე პირველად და უკანასკნელად ვნახე. მე, რომ დამინახა სახეზე გათეთრდა აშკარაა იყო, მიხვდა რასაც ვაპირებდი. -მელისა,მამა ეგ არ ქნა-მუდარით მოვიდა ჩემთან -გთხოვ, აზრი არ აქვს-სლუკუნით გავაქნიე თავი. და ისევ გასასვლელისაკენ წავედი, თუმცა კოტე გადამეღობა და ხმის კანკალით ისევ გამიმეორა,არ გამეკეთებინა ის რაც ცხელ გულზე მოვიფიქრე.”დათას ნახვას როდის შევძლებთ?” საუბარით შემოვიდა გიორგი და უკან მოყვებოდა ბიჭები. კოტემ მათზე გადაიტანა ყურადღება მე კი დავეხსენი და სრაფად გავარდი გარეთ.”მელისა,მამა” მხოლოდ ეს გავიგე. გავრბოდი, რაც შემელო ერთხელ მოვიხედე მხოლოდ უკან და მელანო ეკიდებოდა ხელზე, რომ არ გამომყოლოდა. იმ დღეს ყველას ეგონა,რომ ან სახლში ან საავადმყოფოში მივიდოდი, თუმცა არც სახლში და არც სააავადმყოფოში არ გამოვჩენილვარ. როგორც შემდეგ გავიგე დათას ძმაკაცები მეძებდნენ და იმ დღეს დათაც კი მოსულა გონზე. სამწუხროდ შურისმაძიებელი ვარ,მელანოს იმ დღეს ვერაფერი ვუთხარი,მაგრამ გადავწყვიტე დათას მეშვეობით დამესაჯა. ისევ დათა დაზარალდა,საუბედუროდ.ორი დღე ჩემი მეგობრის ეკას სახლში ვიყავი, მისი მეუღლე სოფელში,ის კი სრულებით მარტო იყო სახლში. მესამე დღეს მშობლების სახლში მივედი ბევრი მესაუბრეს სახლში დაბრუნებაზე, მაგრამ უარის განვაცხადე დიდად არც მაძალებდნენ,რაც მთავარი იყო დათასთან არ ვიყავი ნაჩხუბარი და ეს საქმე მოგვარებადი იყო. ბებიაჩემი ძალით არა, თუმცა ენით ათჯერ გამაგდო სახლიდან,მამაჩემის წინ ვერ წავიდა, თორე ფიზიკურადაც აასრულებდა,რასაც საუბრობდა. ორი დღის შემდეგ საღამოსაკენ მივედი საავადმყოფოში. პალატასთან ლუკამ დამინახა და სიხარულით თვალები აევსო, თადას ყველა ძმაკაცი მიყვარდა და ვაფასებდი,ვენდობოდი კიდეც, მაგრამ მე და ლუკას ურთიერთობა მაინც გამორჩეული იყო. დაქალებზე მეტადაც კი მას ვენდობოდი. ჩემი თავი დავაფიცე, რომ არავისთვის ეთქვა და ორჭოფის მიუხედავად დამთანხმდა. პალატაში, რომ შევედი საწოლზე დამჯდარი დათა დამხვდა,რომელიც ცდილობდა გადასხმი, კათეტერი გამოეძრო,გვერდით კი ტანსცმელები ეწყო, როგორც ჩანს საკუთარი თავის გაწერას აპირებდა. -არ შეეხო კათეტერს-მას მივუახლოვდი. დაფეთებული გამომხედა და როდესაც დამინახა სიხარულით სახე გაებადრა-რას აკეთებ?-შევიცხადე, როდესაც ფეხზე წამოდგა…გაჭირვებით. -ჩემო სიცოცხლე-დარჩენი ძალით გულში ჩამიკრა და ტუჩები თავზე დამაკრო-მეგონა მიმატოვე,უარი თქვი ჩემზე. ჩემო ერთადერთო,როგორ მიყვარხარ. -დათა დაწექი-გამოვეცალე და შევეცადე დამეწვინა თუ რა უარი თქვა და დაჯდომით შემოიფარგლა.-დათა,ვინ არის ზურაბი?-იმედიანი თვალებით ავხედე. მეგონა ის მაინც გამარკვევდა ყველაფერში,რადგან მელანოს საუბრიდან ვერაფერი გავიგე. -გეფიცები, დედაჩემს პასუხს მოვთხოვ მაგისთვის-სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი. -ვინარის, დათა, ან რა უნდოდა შენგან. მელანომ შენი საყვარელიო გადამრია. ხომ იცი რომ არასდროს , გამაჯობაც კი არ მითქვამს ეგეთი ადამიანებისთვის. -ვიცი,ჩემო ლამაზო. დედაჩემმა არაფერი არ იცის,და ყველაზე მეტს ის ყვირის, არც ბიჭებმა არ იცის ბოლომდე და შენ ხო მითუმეტეს. მელანო არ მინახავს გაბრაზებული ვარ და ოთახიდან გავაგდე, კოტეს ყველაფერი ავუხსენი,ნუ ღელავ მას ისედაც არ სჯეროდა მელანოს ნალაპარაკების. -არ ვიცი-თავი გავაქნია-აუცილებლად მომიყვები ყველაფერ,დამპირდი. - რაც საჭიროა, რომ იცოდე მოგიყვები-ნაზად მაკოცა ბაგეებზე-როგორ მომენტარე,საიქიოშიც კი შენზე ვფიქრობდი-გამიცინა -რაც საჭიროა არა, ყველაფერს მომიყვები, თორემ არ დავბრუნდები უკან-გამოვეცალე და წასასვლელად მოვემზადე -ნუ მაბრაზებ, წადი სახლში მეც კოტეს დავებაზრები და თავს გამოვაწერინებ ადრიანად. -არა!-მოკლედ მოვუჭერდი და პალატიდან გავედი-დააწყნარე შენი ძმაკაცი-ლუკას ვუთხარი, რომელიც დათას ყვირილზე გაოგნებული იყურებოდა. ვფიქრობ, ძალიან გამიგრძელდა საუბარი დიდად მეტი არაფერი არ მომხდარა ლუკადან გავიგე, რომ დათა,როდესაც გამოწერეს სახლში, არ დავხვდი მელანოს საშინლად ეჩხუბა და იმდენი გააკეთა, რომ მელანო ჩემთან მოიყვანა, ბოდიშები მოახდევინა. ორი დღე ვაწვალე და შემეგ უკან დავბრუნდი. ვცდილობდი,ზურაზე და იმ დღეზე რაიმე გამეგო, მაგრამ დათა არც არაფერს ამბობდა მხოლოდ ის მითხრა გაურკვევლობა იყო და მოვგვარდითო. რა თქმა უნდა, არც დამიჯერებია ამიტომ მისი ძმაკაცებზე გადავედი მათ უნდა ეთქვათ, რაც მოხდა ამიტომ ლადო თვით იმ საქმის მოწმე და ამავდროულად დაზარალებული,გიორგი და ლუკა დავისვი. დიმიტრისა და მალხაზე არც დავკარგე დრო. მაინც ვერ ავაგდებდი ნამუსზე,რომ მოეყოლათ. -რძალუკა,დაგვბრიდავ-აწუწუნდა გიორვი -გეფიცები თუ სიმართლე ვერ გავიგე,გავშორდები დათას. -ბო@იშვილი ვიყო ამის გამკეთებელია-კვერი დამიკრა ლუკამ. საბოლოოდ ბევრი წუწუნის შემდეგ დავითანხმე, რომ მოეყოლა. -დავიწყოთ სულ თავიდა. დათას დაწყებითებში შეუყვარდი და ტვინს ჭამდა შენზე ლაპარაკით. ნუ ბავშვები ვიყავით და დიდად არაფერი არ გვესმოდა, წამოვიზარდეთ და შენზე საუბარიც შეწყდა. ერთი ორჯერ ღადავით ვეტყოდით პირველი სიყვარული რა ადვილად დაგავიწყდა-თქო და ის საპასუხოდ დუმდა. ასე გადიოდა წლები. -წელიწადნახევრის წინ დავინახე გარაჟებში, როოგორ ეწეოდა დათა სიგარეტს-თხრობა ლადომ განაგრძო-გამიკვირდა,ყოველთვის უარსამბობდა და ახლა რა დაატყდა თავს სიგარეტით, რომ იმშვიდებს ნერვებს-მეთქი. ვეღარ გაუძლო და ყველაფერი მითხრა. შენზე მებაზრა, როგორ ძალიან უყვარდი და მალავდა. ნელ-ნელა უჭირდა მალვა, მაგრამ თავს ერეოდა. არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს კაროჩე, რომ გაიგო იმ მერაბთან ურთიერთობა გქონდა საერთოდ გაჭედა. რამდენჯერმე წამოვიდა სიყვარულს ავუხსნიო, მაგრამ უკან დაბრუნდა აზრი არ აქვს კიდია ყველა და ყველაფერიო ამ მერაბასაც მალე დაადებსო..სხვანაირიაო მოკლედ,გადაიფიქრა და ჩვენც დავშოშმინდით. -ჰოი საოცრება-განაგრძო ლუკამ-ჩვენი სიძე კვლავ აფორიაქებული მოვიდა ჩვენთან ამჯერად საქმე მერაბს კი არა ზურაბს ეხებოდა. კაროჩე,ეს ზურაბი არის ქურდი ბიჭი, ჩავარდნიხარ გულში და მოტაცებას აპირებდა. ასეც მისი ნარკომანი ძმაკაცისგან გავიგეთ მამაჩემმა, რომ დაიჭირა კაიფში იყო და ბოდავდა რაღაცეებს. შემდეგ გადარეული ჩემთან მოვიდა, მე კი დათასთან. ბევრი ვიმსჯელეთ ზურას ვუსატკავეთ თემა გავურჩუეთ, მაგრამ ეკიდა მიყვარსო და რაც მიყვარს ყველაფერს ვიღებო,რა მნიშვნელობააქვს თუ არ ვუყვარვარო. მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა. პირველად მოტაცების თემა დიმიტრიმ წამოჭრა და აყვა მალხაზიც. დათა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა ჯერ ცოლად მოეყვანე, რადგან სრულწლოვნებიც კი არ ვართო. თან ჩვენ რომანტიკოს ბიჭს უნდოდამ რომ შენი ნებით ბევრი ყვავილებისა და სანთლების ფონზე ბეჭედით დაჩოქილ დათაზე გეთქვა: “თანახმა ვარ!”. მელისა ჩვენც ვიცითმ რომ ეგრე არ ხდებამ როგორც ვგეგმავთ მომავალს,ძაან ამოძრავდნენ ზურაბი და მისი სასტავი და უკვე დაგტრიალებდა შორიახლოს. დათა ქოშიგორახზე გავგზავნე სახლის მოსაწესრიგებლად. ლადო, დიმიტრი და მალხაზი ჩვენი სპორტსმენი ბიჭები,შენთან გამოვუშვი მოსატაცებლად მე და გიორგი კი მახარობლის სტატუსი ვიკისრეთ და მელანოსა და კოტეს მივაკითხეთ. ასე იყო შენი მოტაცების ამბავი. იქ დათას რამდენი კაპლი და ნიშშდური ვაყნოსვინეთ, რომ დაწყნარებულიყო არ მოვყვებით.-ბოლოს გადაიხარხარა, როგორც ჩანს გაახსენდა დათას ახედა. -ზურაბი ქურდი ბიჭია-კვლავ განაგრძო ლადომ- გოგო “აახიეს” ბიჭებმა თან არც ქურდმა და არც “კაი ბიჭმა” ჩვეულებრივმა მოკვდავმა და ამას, როგორ შეეგუებოდა გარჩევაზე დაგვიბარეს-ორი ორზე უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ჩამალული ბანდა ყავდა იქ, რამოხდა დიდი მნიშვნელობა აღარაქვს, ადგეს და დაგვჭრეს. გამეტებით ურტყამდა ზურაბი დანას დათას,ბიჭებს დავეხსენი ბაბუაჩემის რევორვერი დავაძრე და მხარში დავჭერი, ამ ყველაფერს შენ არ უნდა ისმენდე მელისა, დათამ რომ გაიგოს გააფრენს, ეს ამბავი კი არა მოტაცების ამბავიც სამარემდე უნდა წაგვეღო. ერთადერთი მიზეზი რატომაც გითხარი, ისაა რომ აღარ უყურო დათას ზიზღის თვალებით,აღარ უყურო და მინდა იცოდე, რომ არ მივეკუთვნებით იმ არაკაცებს. თუ დღეს დათას ცოლო ხარ ეს შენს გადასარჩენად გავაკეთეთ, თორემ სხვა დროს და სხვა ვითარებაში გახდებოდი მისი. დამოუკიდებლები გახდებოდით,ავდგებოდით შენს ოჯახში მოვიდოდით და შენ ხელსაც ვითხოვდით. დაძალებით არაფერი არ ვარგა, მაგრამ ვიმეორებ ისევ შენს გადასარჩენად მოგვიხდა ამ ნაბიჯის გადადგამ. მე,ვდუმდი. ... წინასწარ ბოდიშ ვიხდი ასეტი "სუსტი" თავისთვის დროში ძალიან ვიჭრები. შევეცდები,შემდეგსი გამოვასწორო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.