შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტინქტი (5 ნაწილი)


31-01-2022, 13:45
ავტორი Anastacia
ნანახია 1 850

ყველაზე რთული მაინც ლიზას დამშვიდება იყო ამ სიტუაციაში და მორიგი დარტყმისთვის ემზადებოდა,მაგრამ ალექსანდრემ რა იცოდა,რომ ლიზამ,მისი დედასთან საუბარი მოისმინა და ახლა განადგურებული იყო.როგორ გაუსწორებდა აწი ქალბატონ ნანას,მზერას,ახლა ხვდებოდა თუ რატომ ეუხეშებოდა კატო,რატომ უყურებდა ალექსანდრე ისე თითქოს მის წინაშავწ დამნაშვე იდგა.ყველა გრძნობის ერთად შემოტევა:სიყვარული,სიმშვიდის,სიბოროტის,სირცხვილის,სისასტიკის.რთული იყო ამ ყველაფერთან საღი გონებით გამკვლავება.მამის ყველა დანაშაულის საკუთარ თავზე აღება ყველაზე დიდი დანაშაული იყო,რომელსაც ლიზას საკუთარ თავს უშავებდა.
კარი წყნარად გააღო და ოთახში შეიხედა:
-რა სულელი ვარ....რა სულელი ვარ...-აბაზანიდან ხმები მოესმა,მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო.
-ლიზა კარი გააღე!
-ჩემი აბები სად არის...ჩემი აბები მომეცით.
-ლიზა რას იძახი!გააღე ეს ჯანდაბა კარი!-შეეშინდა.
-უნდა დავიძინო....
-ლიზა იცოდე კარს შემოვამტვრევ!-ვეღარ მოითმინა და მართლაც ერთი ფეხის დარტყმით შეანგრია.ლიზა მთლიანად სველი იყო,ყველაფერი ძირს ქონდა გადმოყრილი და რაღაცას ეძებდა.
-ალექსანდრე....ჩემი აბები...მე...მე უნდა დავიძინო...უნდა დავიძინო....არ მინდა...ფიქრი არ მინდა....გთხოვ უნდა დავიძინო...სულ ცოტახნით დავიძინებ.-ჯერ ალექსანდრეს შეხედა და მერე თავისთვის გააგრძელა ჩურჩული.-აქ დავდე....სად არის...უნდა დავიძინო...-ნამდვილად გაოგნებული უყურებდა გოგოს მოქმედებებს.
-ლიზა ჩემთან მოდი,მე დაგეხმარები.-ხელი გაუწოდა და დაელოდა მის რეაქციას.
-არა შენთან არ შეიძლება.-ხელებს იქნევდა უმისამართოდ და ისე პასუხოდბა.
-ლიზა მოდი ერთად დავიძინოთ და ყველაფერი კაგად იქნება!-რაც შეიძლება თბილი ხმით ესაუბრებოდა და ხელები ლიზასკენ ქონდა მიმართული.
-არა არ იქნება!მაპატიე....მე არ ვიცოდი...არ შემოგთავაზებდი ჩემზე დაქორწინებას...მაპატიე ალექსანდრე მამაშენი....- ისევ ხელებს იქნევდა და უხსნიდა,უნდოდა,რომ ბოდიში ეთხოვა, ლევანმა მამა,რომ წაართვა.-მე მართლა არ ვიცოდი....არ ვიცოდი,რომ მამაშენი მოკლა...მაპატიე ალექსანდრე.
-ლიზა დამშვიდი,შენ საპატიებელი არაფერი არ გჭირს.შემომხედე,მე მიყურე,ყველაფერი კარგად იქნება,მოდი ჩემთან.-მიუახლოვდა და ხელებში ჩაიდო მისი სახე.
-ალექსანდრე...მე უნდა წავიდე,ჩემი აქ ყოფნა არ შეიძლება,მე მართლა არ ვიცოდი,აქ ვერ ვოცხოვრებ.
-ლიზა,შენ ჩემი ცოლი ხარ და იქ იქნები სადაც მე,არ აქვს მნიშვნელობა მამაშენმა რა დააშავა,შენ არაფერ შუაში ხარ.-გოგოს ცრემლებს უწმინდავდა და ისე ესაუბრებოდა.
-არა,მე შენთვის არ უნდა შემომეთავაზებინა დაქორწინება...მე როგორ უნდა გავუსწორო მზერა ქალბატონ ნანას ან კატოს?
-მე მიყურე!თვალებში შემომხედე!-წამიერად თავისი ცივი ტონი დაიბრუნა,ლიზამაც შეხედა.
-მე შენს თვალებში მხოლოდ სინათლეს ვხედავ,რომელიც ჩემშიც ცდილობს შემოღწევას.
მე ამ თვალებში მხოლოდ სიყვარულს ვხედავ:ნანას მიმართ,კატოს მიმართ,ყველას მიმართ.
შენ,რომ არა, მარტო ღმერთმა თუ იცის დღეს სად ვიქნებოდი,ასე რომ მორჩი თავის დადანაშაულებას და ჩამეღუტე.-გოგონა თავისკენ მიიზიდა და ძლიერად მოეხვია.ისეთმა სიმშვიდემ დაისადგურა ლიზას სულში აქამდე,რომ არ განუცდია.ყველაზე რთულ მომენტში,ყველაზე მშვიდად იყო,ალექსანდრეს გვერდით.
სველი ტანსაცმელი გამოუცვალა,სველი თმები გაუმშრალა,პენაური გადააცვა და ჩახუტებული გაიყვანა სააბაზანოდან.ლიზასთან ერთად წამოწვა და თმაზე ეფერებოდა.ლიზას ჩაეძინა:ტკბილად,უშფოთველად და რაც ყველაზე მთავარია ალექსანდრესთან ერთად.
***
უკვე შუაღამე იყო ქეთის ტელეფონის ზარმა რომ გამოაღვიძა:
-გისმენთ.-თვალებს იწვალებდა ისე უპასუხა
-ქეთი მე ვარ ალექსანდრე.
-ალექსანდრე...რამე მოხდა?
-დრეს ლიზა ცუდად გახდა და მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.-დაბნეული ალაგებდა სიტყვებს.
-ცუდად გახდა...რა დაემართა?რამე ტკივა?იყავით ექიმთან?-მაშინვე წამოხტა საწოლიდან.
-არა ეგრე არა...უბრალოდ ისეთი რამ გაიგო რამაც მასზე ცუდად იმოქმედა.
-პანუკური შეტევა ქონდა არა?
-ხო დაჰიპნოზებულივით ლაპარაკობდა,მერე საძილე აბებს ეძებდა. არ ვიცი რა უნდა ვქნა,კიდე გაუმეორდება?
-არ გაუმეორდება თუ დააჯერებ რომ თვითონ არ არის დამნაშავე.
-კი მაგრამ შენ რა იცი...-ქეთიმ მაშინვე გააწყვეტინა:
-მე ყველაფერი ვიცი ლიზაზე და ლიზამ ჩემზე.ტვინს თიშავს რამოდენიმე საათით,რომ ზედმეტი ფიქრებისგან არ გაგიჟდეს,ამას კი მაშინ აკეთებს როცა თავს იდანაშაულებს ან ლევანის დანაშაულის შესახებ რამე საშინელებას იგებს...რა უნთახრი ასეთი?....ალექსანდრე იცი რომ შენი მოკვლა მინდა?-ბოლო სიტყვები გამწარებულმა წარმოთქვა.
-ხო,რატომღაც მაგ ოჯახში,ლიზას გარდა,ყველას ჩემი სიკვდილი უნდა.-გაეცინა ფილფანს.
-ლიზას ეგ,რომ უნდოდეს ისედაც მკვდარი იქნებოდი,ისე გაგანადგურებს,რომ ხელსაც არ დაგაკარებს,ნუ უყურებ იმას რომ ყველგან სიკეთეს აფრქვევს თუ ატკენ,ორმაგად გატკენს!
-აუცილებლად გავითვალისწინებ,მადლობა რჩევისთვის!-ჩახლეჩილი ხმით უთხრა და გათიშა.ნამდვილად არ მოეწონა ქეთის სიტყვები.ვერ წარმოედგინა რომ ლიზას შეეძლი რამე ცუდის გაფიქრება ან ისეთის რაც სხვას გულს ატკენდა.
ასეც იყო,მაგრამ ლიზამ რა იცოდა,ალქაჯად გადაქცევას,რომ აიძულებდნენ!
***
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩიტების ჭიკჭიკმა გამოაღვიძეს,ვერ მიხვდა სად იყო,ალექსანდრეს ხელებს გრძნობდა გულ მკერდზე და მისი სურნელი თავბრუს ახვევდა.თვალები წყნარად გააღილა და მძინარე ალექსანდრეს შეეფეთა.პირველად ხედავდა ასე ბავშვივით დაძინებულს.გარშემო მიმოიხედა და ის ოთახი ამოიცნო,სადაც გაქცევის დღეს იყო.მაშინ მარტო ეძინა, ახლა ალექსანდრესთან ერთად.მოვლენების ასე განვითარებას მართლა არ ელოდებოდა,მაგრამ ძალიან სოამოვნებდა.ყოველ დილას ასე დაიწყებდა,რომ არა ის მწარე რეალობა, რომელმაც თავი შეახსენა:
-ალექსანდრე....გაიღვიძე.-ცდილობდა მაგრამ ნამდვილად არ გამოსდიოდა მისი გაღვიზება.-ალექსანდრე ვიცი რომ ღრმა ძილი არ იციი...გაიღვიძე.-ერთი ხელის მოსმით ზედ აიკრო ალექსანდრემ გოგონა და ყურთან ძალიანა ახლოს აკოცა:
-რატო ვერ ისვენებ პატარა ქალბატონო?
-ალექსნდრე რას აკეთებ?-ჟრუანტელმა დაუარა,გაშეშდა,გაგქვავდა,დაიბნა.
-იცი რომ შენს სურნელზე ვგიჟდები!
-აქ რატომ ვართ ან როდის მომიყვანე.-თვალებს ისე აცეცება თითქოს მოკვლას უპირებდნენ,მაგრამ ნამდვილად სიამოვნებდა ალექსანდრეს სიახლოვე.
-ისე ღრმად გეძინა,რომ სამ საათიანი მგზავრობაც ვერ იგრძენი.თან მე დაგაძინე,მაგ აბებს ჩემით ხომ არ ჩაანაცვლებდი.
-დიდი სიამოვნებით,მაგრამ მგონი არ გესმის რეებსაც მეუბნები.-ეშინოდა რომ ეს სიზმარი იყო და მალე ვიღაც გამაოღვიძებდა.
-ლიზა,რატომ ხარ ასეთი იდეალური?-ჩახლეჩილი ხმა ქონდა ალექსანდრეს.ისე ახლოს იყო ლიზასთან რომ ვერ აზროვნებდა.
-ნეტავ ოდნავ მაინც მჯეროდეს იმის რასაც ამბობ!-თვალი გაუსწორა და გაუღიმა.ბიჭმაც აჩუქა სანაცვლოდ ღიმილი და მის ბაგეებს დაეწაფა.ისე ნაზად კოცნიდა,რომ ლიზა ადგილზე დაიფანტა,რამოდენიმე ნაწილად იქცა.ვერ იჯერებდა,რომ ალექსნდრეს შეეძლო მას ასე ნაზად მობყრობოდა.ვერ იჯერებდა,რომ ერთ დღეს იმას დაინახავდა ალექსანდრეს თვალებში რასაც იმ მომენტში ხედავდა.
-ჯერ კიდევ ადრეა,გააგრძელე ძილი თორემ შენს ტუჩებს მოსვენება დაეკარგება,ისეთი გემრიელი ხარ.-ლიზას გაეღიმა,თავი მის კისერში ჩარგო და დაძინება სცადა.მონუსხული იყო იმ სანაღაობით,რაც მის თავს იმ დღეს ხდებოდა.
***
ზარზე უნდა ეპასუხა ამიტომ გოგონას მოშორდა და მისახებში გავიდა.ლევანი იყო:
-სიძე ბატონო ჩვენი შეთანხმება ხომ არ დაგავიწყდა!
-ჯერ გამარჯობა ლევან!
-ეგრე მიცნობ მე შენ.
-უკაცრავად დამავიწყდა,რომ თქვენ მხოლოდ საქმეზე ხართ ორიენტირებული!
-ხვალ 12 საათზე ადგილზე იყავი!
-რა თქმა უნდა.-გათიშა და მაშინვე საბას დაურეკა:
-სპეცრაზმი მოამზადე ხვალ დილით ყველაფერი დასრულდება.საქონელი სარდაფშია!
-ადგილზე დავიჭერთ?
-არა დილით ადრე სახლში.მინდა ლევანის სახე ვნახო სახლში პოლიცია,რომ შეუვარდება და სარდააფს აღმოაჩენენ.ჩხრეკის ორდერი არ დაგავიწყდეს.
-როგორც იქნა მოვიდა ის დღე,როცა გისოსებს მიღმა იხილავ იმ არაკაცს.-ნამდვილად გაუხარდა ჯაფარიძეს.
-მაგაზე ხვალ ვისაუბროდ,ყველაფერი რომ დამთავრდება!
რატომ ვერ გრძნობდა ბედნიერებას?ამ დღეს 15 წელი ელოდა და ახლა არაფერს არ გრძნობდა სიცარიელეს გარდა.განა ეს სამართლიანია?ამდენიხანი იბრძოდე გამარჯვებისთვსისდა გამარჯვების ჟამს არ გიხაროდეს?
***
-ზურა გააკეთე ის რაც გითხარი?-ისევ თავის სავარძელში იჯდა ბატონი ლევანი.
-ხვალ დილით ყველა დამამტკიცებელ საბუთს ქალბატონ ლიზასთან გავაგზავნით!
-ძალიანაც კარგი!-ჩაიცინა.-ნახოს როგორი მატყუარა ადამიანს გვერდით არის!
-მაინც არ გაპატიებთ ლიზა მას რამე,რომ დაუშავდეს!-რაც შეიძლება მოკრძალებულად უთხრა ზურამ.ნათქვამი დააიგნორა და თავისთვის გააგრძელა:
-დემნაც ასეთი იყო.ეგონა რომ მის ტყუილს ვერ ამოვიცნობდი.მამას ჩემი ციხეში გასტუმრება უნდოდა,შვილი კი თვითონ გახდა გამომძიებელი,რომ ციხეში გავეშვი.რას მერჩიან ეს ფილფანები.-გადაიხარხარა და კონიაკი მოსვა.
-მან ხომ იცის სარდაფის შესახებ,რატო არ მოვიდა პოლიცია აქამდე?-ჩაფიქრდა ზურა.
-ხვალ ვითომ ფაქტზე გამომიჭერს.ლაწირაკი ეგ!როგორ იფიქრა რომ მის თამაშს წამოვეგებოდი!
ეჰ ბატონო ლევან!
როგორც ალექსანდრემ ვერ დააფასა ლევანის შესაძლებლობები,ისე ვერ აფასებს ლევანი ალექსანდრეს შესაძლებლობებს.არ უნდა დაებრუნებინა სარდაფში საქონელი და იარაღი.ეგონა,რომ ალექსანდრე გამოიჭირა,მაგრამ თვითონ დარჩება მალე გამოჭერილი.
***
-დიმაა...დიმაა-იშვიათად იყო ასე ღიად, რომ დაეძებდა ქალბატონი ქეთი დიმას თორე თვალებით და გულით ისედაც სულ დიმას ეძებდა.
-აქ ვარ ქეთი რა გაღრიალებს.-დიმას ხმას მიჰყვა და ბაღში სკამზე წამოკალათებული დაინახა.
-რამდენიხანია გეძახი პასუხი,რომ გამცე არაა?
-რა გინდა ქეთი?
-ისევ ბრაზობ ხო?
-არ უნდა ვბრაზდებოდე?
-რა თქმა უნდა არა,ჩემი კოცნა მოუნდა ბიჭს.-საცოდავ დიმას ისე გააწნა სილა,ხუთი თითი ემჩნეოდა.გაახსენდა და სიცილს ძლივს იკავებდა.
-შენ თუ არ გინდა სხვასაც შემიძლია ვაკოცო.-აი ეს ნამდვილად არ მოეწონა ქეთის.
-იცოდე მაგ სახეს დაგიწვავ!-გაბრაზებული ქეთი სასაცილო იყო.
-მერე ვინღა გაკოცებს.-როგორ აგიჟებდა ამ ბიჭის ღიმილი.
-დიმა ნერვებს მიშლი და საერთოდ რა ხდება?
-რაზე ამბობ?
-რაღაც არ მომწონს მამაჩემსია და ლევანის მოქმედებები.-უცნაურად ჩაფიქრდა ქეთი.
-მაგათ თავი დაანებე,რას გაუგებ.-უცებ წამოხტა და მიუახლოვდა გოგონას.
-დიმა იცოდე ისევ თუ უნდა.....-არ დაცალდა ქეთის წინადადების დასრულება ისე ეძგერა ტუჩებზე დიმამ,რომ კინაღამ კვნესა წასკდა.
-არც კი გაბედო მაგ ხელის მოქნევა.-არც უფიქრია,თვითონვე მოქაჩა და პირველად აჩუქა ბიჭს კოცნა თავისი ინიციატივით.
***
ლიზას საყვარელ ფანჯარასთან იდგა და ბაღს გაჰყურებდა,საყვარელი სურნელი,რომ იგრძნო და გოგონას წვრილი ხელები მოეხვინენ გულმკერდზე.
-მაინც ვერ ისვენებ ხო?
-რამდენიხანია მძინავს...ასე კარგად უკვე დიდიხანია არ მძინებია.-სევდიანად ჩაილაპარაკა ლიზამ.-ალექსანდრე მე ახლა აქ არ უნდა ვიყო.
-არ გახსოვს რა გითხარი?შენ იქ იქნები სადაც მე!-ისევ ეს ცივი ტონი მაგრამ ახლა რაღაც მტკივნეული შერეოდა მას.-ლიზა შენ დამნაშავე არ ხარ!ლევანი ისედაც აგებს პასუხს.-მოშორდა და მის პირდაპირ დადგა.
-შურისძიებას აპირებ?ამიტომ ვარ ახლა აქ ხომ?-ცრემლებით აევსო თვალები.
-არა ლიზა შენ....-რამდენიმე წამიანი პაუზა საუკუნეს გავდა.-მომისმინე შენ არასდროს არ შედიოდი ჩემს გეგმებში.უცებ შემოიჭერი და ყველაფერი ამოატრიალე.ახლაც მიჭირს იმის გააზრება, რომ აქ შენს წინაშე ვდგავარ და თავს ვიმართლებ.იმედია მაპატიებ...
-რა უნდა გაპატიო ალექსანდრე?-ხმა ჩაუწყდა ლიზას.
-ის რომ აქამდე არ გითხარი მამაჩემზე.-იმდენი რამის თქმა უნდოდა ალექსანდრეს,მაგრამ უფლება არ ქონდა.ყველაფერზე ერთად თხოვდა პატიებას,ყველა ტყუილზე,ყველა მოქმედებაზე რაც მის უკან ჩაიდინა.
-არა შენ არ უნდა მთხოვრე პატიებას,მამაჩემი დამნაშავეა შენს წინაშე და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის....-გაგრძელება უნდოდა მაგრამ ალექსანდრემ არ აცალა და ტუჩებზე წაეტენა.
-მოდი დღეს ამაზე არ ვისაუბროთ.- მოშორდა და თავისი შუბლი ლიზას შუბლს მიადო.-უბრალოდ ერთმანეთის სიახლოვით დავტკბებ.შენ ახლა აქ ჩემთან ხარ და ეს საუკეთესო რამ არის ჩემს ცხოვრებაში.-ლიზაც უსიტყვოდ დამორჩილდა,არადა რამდენი რამის თქმა უნდოდა.საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იქ.ლევანს უნდა მივარდნოდა და მთელი სახლი გადაეტრიალებინა,მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ალექსანდრე იყო.არც ზედმეტი სიტყვები იყო საჭირო,არც სიყვარულის ახსა.მათ შორის იმაზე მეტი ხდებოდა ვიდრე სიყვარულია ან სამართლიანობა,რომელიც ნამდვილად არ იყო ალექსანდრე და ლიზას მხარეს.
უკვე საღამო იყო.ბაღში იხსნდენ სადაც ლამაზი მინდვრის ყვავილები იყო გაშენებული.ერთამნეთზე ჩახუტებულები იხსდნენ და ერთმანეთის მაგივრად დედამიწას უზიარებდნენ ფიქრებს.
-ზუსტად ერთი თვე გავიდა.-ლიზამ დაარღვია სიჩუმე.
-ერთი ყველაზე ლამაზი,საშინელი და გიჟური თვე.-გაეღიმა ალექსანდრეს.-საინტეერსოა,რომ არ მოსულიყავი და არ გაგენთავისუვლე რა მოხდებოდა?-თვითონ კი იცის,რომ იქ არ დარჩებოდა მაგრამ ლიზას პასუხი აინტერესებდა.
-არ ვიცი...-ჩაფიქრდა და რამდენიმე წამის შემდეგ გააგრძელა.-თითქოს იქ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო,რომლის სიცოცხლისთვსი უნდა მებრძოლა.
-გადარჩენის ინსტინქტმა მოგიყვანა ჩემთან!?-ისეთი ღიმილნარევი სახე ქონდა,რომ ლიზას კოცნა მოუნდა და არც დააყოვნა დიდიხნით.
-არა...სიყვარულის.-მოშორდა და გაღიმებულმა უთხრა.
-სიყვარულის ინსტინქტი რამე ახალი გამოვლინებაა ფსიქოლოგიაში?
-დიახ.მხოლოდ შენი და ჩემი!
ვერ იჯერებდა,რომ ეს ღვთაებრივი არსება ამ სასტიკმა ცხოვრებამ გამოუგზავა და რომელსაც თავისი ხელით უშვებდა რამოდენიმე საათში.როცა შურისძიების წყურვილით ცხოვრობ 15 წელი,ბოლო ერთი თქვე ვერფერს ვერ ცვლის.საკუთარ თავს ვერ გადააბიჯა,ვერც მამის სულს, ვერც ქალბატონ ნანას და ვერც კატოს.სიყვარულის ინსტინქტი ვერ აირჩია.
***
დამთავრდა ნეტარების წუთები და სახლში დაბრუნდნენ.ლიზა ცოტა დაძაბული იყო.ალექსანდრე კი თავის ფიქრებში ჩაძირულ იყო.აშინებდა ხვალინდელი დღე,აშინებდა ყველა ის წუთი,რომლის გავლაც მოუწევდა და რომელიც ყველაზე დიდ ტკვილის მიაყენებდა.
სახში შესულს სამზარეულოში დახვდნენ ქალები.ლიზას თავი ქონდა ჩამოწეული,5 წლის ბავშვით,რომელიც,დედის საყვრელი ლარნაკის გატეხვის შემდეგ,დამანშავედ გრზნობს თავს.
ქალბატონ ნანას გაეღიმა ამის დანახვის დროს.ვერ ხვდებო როდის მოასწრო ამ გოგოს ასე ძალაინ შეყვარება.მიუხლოვდა,სახეზე მოეფერა თავისი თბილი ხელებით და უთხრა:
-ჩემი ლამაზო აწიე ეს თავი და შემომხედე.-დაემორჩილა და თვალები მის მწვანე თვალებს გაუსწორა.-შენ ჩვენს წინაშე დამნაშავე არ ხარ და ეს სულ გახსოვდეს!-შუბლზე აკოცა და თავის საქმე მიუბრუნდა.
-კი გეტყოდი რამე გამაღიზიანებელს,მაგრამ ჩემი ძმა ისე მიბრიალებს თვალებს მეშინია!მოდი ჩაგეხუტო.-სანამ ყველას პირი ქონდა ღია,კატო მივარდა ჩაეხუტა და მაშინვე მოშორდა.
-დიდი მადლობა,რომ ასეთი კარგები ხართ.-გაღიმებულმა ჩაილაპარაკა ლიზამ და მაგიდას მიუჯდა.ნეტავ იქ მჯდომებს სცოდნოდათ,რომ ეს საუკეთესო,მაგრამ ბოლო ვახშამი იყო ერთად გატარებული.ალბათ უფრო კარგად შეიგძნობედნენ ყველა წამს,ყველა გაღიმებულ ნაკვთს და ყველა შემოხედვას,რომელშიც მხოლოდ სიყვარული იმალებოდა.




ეს ნაწილი განსხვავებულად მიყვარს,იმედია თქვენც მოგეწონებათ.
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.შენდეგი ნაწილი ხვალ საღამოს იქნება.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მომწონს ეს ისტორია❤

 


№2  offline წევრი Anastacia

სტუმარი ნინო
ძალიან მომწონს ეს ისტორია❤

მადლობა❤

 


№3  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

ჰეი მეც აქვარ თვალს სულ გადევნებ იცოდე და მოუთმენლად ველი ახალ თავებს ????❤️❤️

 


№4  offline წევრი Anastacia

♛QâmêLêøñi♛
ჰეი მეც აქვარ თვალს სულ გადევნებ იცოდე და მოუთმენლად ველი ახალ თავებს ????❤️❤️

მადლობა რომ აქ ხარ❤❤❤

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი ისტორიაა, საონტერესო და ემოციური, თუმცა ვფიქრობ წინ უფრო მძაფრი შეგრძნებები გველის...

 


№6  offline წევრი Anastacia

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი ისტორიაა, საონტერესო და ემოციური, თუმცა ვფიქრობ წინ უფრო მძაფრი შეგრძნებები გველის...

წინ ნამდვილად ემოციური თავი გელოდებათ❤
მადლობა,რომ აქ ხარ და ჩემს ისტორიებს კითხულობ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent