შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღაზიის ბიჭი (თავი 2)


31-01-2022, 17:23
ნანახია 1 387

----------------------ანდრეა----------------------
-დარწმუნებული ხარ რომ უნდა ვენდოთ?
-არ ვიცი, უნდა დაველაპარაკო.
-მგონია რომ სიმართლეს ამბობს, თანაც მოტყუების მიზეზი არ აქვს. - თქვა ილიამ.
-სინამდვილეში აქვს. გავიტაცეთ, ოთახში გამოვკეტეთ და კითხვებზე პასუხს არ ვცემთ. და ეს თვითონ შემახსენა.
-ამის გამო ბაღში დაიმალა? არასერიოზული საქციელია.
-არაუშავს, ეს მაინც აღარ განმეორდება, რადგან, კითხვებზე პასუხებს მიიღებს.
-ყველაფერს ეტყვი? - იკითხა აქამდე ჩუმად მჯდომმა ლაშამ.
-არა, ყველაფერს არა, არ მინდა მეგობრებთან ურთიერთობა გაუფუჭდეს.
-კარგი. წარმატებები. - და ოთახიდან გავიდნენ. ცოტა ხანს შევყოვნდი, შემდეგ კი მისი ოთახისკენ წავედი. როცა შევედი ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა. კარების ხმაზე მოტრიალდა, რამდენიმე წამით მიყურა, მერე ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა. სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი. დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის. ბოლოს ისევ მე წამოვიწყე საუბარი.
-სად იყავი?
-ბაღში.
-სიმართლეს ამბობ?
-კი. - ისე მიპასუხა ჩემკენ არც გამოუხედავს.
-დაგიჯერო? - შემომხედა და ჩაეცინა.
-რატომ არ უნდა დამიჯერო?- კითხვა შემომიბრუნა.
-ალბათ იმიტომ რომ არ გიცნობ.
-მართალია არ მიცნობ, არც მე გიცნობ. თუ ასეა, თუ არ მიცნობ, მაშინ, აქ რას ვაკეთებ? ახლა აქ რატომ ვარ? -გავჩუმდი. ის კი აგრძელებდა. -მიდი, მიპასუხე!
-დამიმტკიცე.
-რა?- გაკვირვებულმა შემომხედა.
-დამიმტკიცე რომ ბაღში იყავი, და კითხვებზე პასუხებს მიიღებ.
-საიდან უნდა ვიცოდე რომ არ მატყუებ? -ეჭვნარევი მზერით მიყურებდა.
-რასაც ვამბობ ვასრულებ.
-კარგი. სხვათაშორის ნიკამ ძალიან ინერვიულა ჩემზე, ძალიან აღელვებული ხმა ჰქონდა როცა ყვიროდა მოძებნეთო. სამწუხაროდ აზრად არავის მოსვლია რომ ის კამერები შეემოწმებინა, რომლებიც მრავლადაა ამ სახლში. - ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა ბრაზი, საკუთარ თავზე.
-თუ გესმოდა რატომ არ გამოხვედი შენი სამალავიდან?
-ინფორმაცია, ინფორმაციის სანაცვლოდ. - მითხრა და ეშმაკურად გაიღიმა. მეც გამეღიმა.
-რა გაინტერესებს?
-აქ რატომ ვარ?
-იმიტომ რომ შემოთავაზება მაქვს რაც ყველაფერს შეცვლის.
-რა შემოთავაზება? - ისევ ისეთი გაკვირვებული სახით მიყურებდა.
-ინფორმაცია, ინგორმაციის სანაცვლოდ. - თვალები აატრიალა და ისევ მე შემომხედა. - თუ გესმოდა რატომ არ გამოხვედი შენი სამალავიდან?
-თუ გინდა მიზანს მიაღწიო უნდა იმოქმედო, თან ნერვები მომეშალა.
-რატომ მე? - დასვა ის კითხვა რომელსაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.
-იმიტომ რომ განსხვავებული ხარ. - აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს რადგან, წამიერი გაკვირვება დაეტყო სახეზე. - კარგი, მიაღწიე შენს მიზანს? - ისევ ჩაცინება.
-რათქმაუნდა მივაღწიე, ახლა აქ ზიხარ და კითხვებზე მპასუხობ. ეს ის მიზანია,რომელიც მქონდა. - ნერვიულად ჩამეცინა. ეს პატარა გოგო იმაზე ჭკვიანი იყო ვიდრე გარედან ჩანდა.
-რა შემოთავაზება გაქვს? - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა.
-შენი აზრით რამდენი ხანია შენზე ვიცი? - ჯერ გაკვირვებით შემომხედა შემდეგ კი მიპასუხა:
-ალბათ, რამდენიმე დღე? - ჩამეცინა, გამიჭირდებოდა ამის თქმა, მას კი გააზრება.
-რამდენიმე თვე, რამდენიმე თვეა ვიცი, და გაკვირდები. შენზე ყველაფერი ვიცი. სიმართლე გითხრა მიზიდავ, რეალურად მომწონხარ. მინდა ურთიერთობა ვცადოთ თუ შენც გინდა, რისი იმედიც მაქვს. მხოლოდ 1 წელი, თუ არაფერი გამოვა შენ, შენს ცხოვრებას დაუბრუნდები, მე ჩემსას. მეტი არაფერი. - ვუთხარი, ის კი იჯდა და ხმას არ ან ვერ იღებდა.
-იფიქრე. - ოთახიდან გავიდა და ასე გაშეშებული დამტოვა.
---------------------ნია------------------------------
ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, რატო ამირჩია მე? მაშინ როცა ასობით და ათასობით გოგოს მოსწონდა. შეეძლო ნებისმიერი აერჩია, მიუხედავად ამისა მან მე ამირჩია. მე რომელსაც მისი არსებობა არც კი ადარდებდა. მისმა ნათქვამმა ბევრი კითხვა გამიჩინა. მას მოვწონდი, ანდრეა ნახუცრიშვილს მოვწონდი. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო.
სრულ გაუგებრობაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. მასთან ურთიერთობა თანაც 1 წლით, ამას ვერ გავრისკავდი. 1 წელს ვერ გავრისკავდი, მაგრამ, მაინც ვფიქრობდი. მთელი წელს ურთიერთობაში ვერ დავკარგავდი, რადგან ვსწავლობდი, მეგობრები და ოჯახი მყავდა, საკუთარი ცხოვრება მქონდა რომელიც გადატვირთული იყო სხვადასხვა საკითხებით. მაგრამ ვფიქრობდი. რატომაც არა, არაფერი დაშავდებოდა რომ მეცადა ურთიერთობა, მაგრამ არა ერთი წლით, არამედ სამი თვით, ზაფხულის სამი თვით რომელიც მხოლოდ მეგობრებს მოიცავდა, არ მეთმობოდა მეგობრებთან ერთად დროის გატარება. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი გამიგებდნენ თუ ავუხსნიდი. და გადავწყვიტე ჩემი აზრი შემეთავაზებინა.
როგორც ჩანს ფიქრში დიდი დრო გამიტარებია, რადგან როცა გარეთ გავიხედე მზე უკვე ჩასული იყო და ჰორიზონტზე მზის უკანასკნელი სხივები ჩანდა.
მალე კარზე დააკაკუნეს და ოთახში ანდრეა შემოვიდა. მოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო.
-მისმინე, მესმის რთულია გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს ამ შემთხვევაში. მინდა იცოდე რომ თუ არ გინდა არავინ დაგაძელებს, თუ მისურვებ ხვალვე დაგაბრუნებ სახლში და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრებით. ლაპარაკი დაასრულა და დაელოდა რას ვეტყოდი.
-და რა მოხდება თუ არ ვარ თანახმა ერთ წელს გაგრძელდეს ურთიერთობა, მაგალითად თუ მინდა რომ სამი თვე გვქონდეს ურთიერთობა? - ვკითხე და მომლოდინე თვალებით მივაჩერდი.
-არაფერი, გვექნება ურთიერთიბა სამი თვე. გავიცნობთ ერთმანეთს, დავვახლოვდებით, სამი თვის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
-თანახმა ვარ.
-მართლა? - აშკარად არ ქონდა იმედი რომ დავთანხმდებიდი.
-კი, ოღონდ ჩემებს უნდა დაველაპარაკო და ავუხსნა.
-კარგი, როცა გინდა მაშინ წავიდეთ.
-და კიდევ ჩემი ტელეფონი და ჩანთა მჭირდება. - თავი დამიქნია და გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოვიდა, საჭმლით და ჩემი ჩანთით ხელში. ჩემებს მივწერე და ვუთხარი არ ენერვიულათ, შემდეგ საჭმელი ვჭამე და დავიძინე.



№1  offline წევრი lilit

ვფიქრობ ძალიან კარგია და უნდა გააგრძელო წერა, მაინტერესებს შემდეგში რა მოხდება როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ მიიღებენ გოგოს მეგობრები უცაბედ გადაწყვეტილებას ❤

 


lilit
ვფიქრობ ძალიან კარგია და უნდა გააგრძელო წერა, მაინტერესებს შემდეგში რა მოხდება როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ მიიღებენ გოგოს მეგობრები უცაბედ გადაწყვეტილებას ❤

აუცილებლად გავაგრძელებ❤️
--------------------
ა. ლიპარტელიანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent