შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 8 )


1-02-2022, 09:38
ნანახია 1 009

გზა, არც თუ ისე დამღლელი აღნოჩნდა ელინასთვის. თვითმფრინავის რეჟიმი ჩართო, ყურსასმენები ამოიღო და ტელოფონს დაუკავშირა. მისთვის ძვირფასი, მრავალჯერ მოსმენილი სიმღერა მოძებნა ფლეილისთში და ჩართო Blake shelton - come here to forget ისე გაინაბა თითქოს პირველად ესმოდეს, თითქოს პიველად გრძნობდეს ყური ამ საოცარ ჟღერადობას. საზურგეს მიეყრდნო, ისე მოკალათდა თითქოს აკვანში ჩააწვინესო. თავი მატარებლის ფანჯარას მიადო და თვალები დახუჭა. დაძინება არ გასჭირვებია მთელი ღამის უძილოს. გზისგან დაღლილობა მხოლოდ მაშინ იგრძნო როცა ქობულეთში ჩავიდა. ამდენი საათი ერთ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ახლა, თითოეული ძვალი ასტკივდა. შუადღის 2 საათია, მზე ისე დაუნანებლად იძლევა თავის სხივებს, რომ ელინამ ძალაუნებურად, თავშესაფარზე დაიწყო ფიქრი. სასტუმროს ოთახში შესვლისთანავე, საწოლზე მიწვა, ერთხანს უყურა ფანჯრიდან აღბეჭდილ ლამაზ ხედს, თუმცა როგორც კი ძილმა, ხელი ჩამოაფარა, ელინამ უმალ ააღებინა სახიდან, იმის ფიქრით რომ ტელეფონი ისევ თვითმფრინავის რეჟიმზე ჰქონდა გადაყვანილი. მიხვდა, რომ დედა ინერვიულებდა და მილიონჯერ მაინც ექნებოდა დარეკილი. სიგნალის მიღებისთანავე შემოვიდა ზარები და შეტყობინებები.
- როგორ ხარ შვილო, რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული, იცი როგორ ვინერვიულე?
- არ ინერვიულო დე, მშვენივრად ვიმგზავრე, მთელი გზა მეძინა და ისე ჩამოვედი ვერც კი გავიგე (სიცილით).
-კარგია რომ მშვიდობით ჩახვედი, მე კი მომკალი ნერვიულობით. დალიც გირეკავდა, უნდოდა მადლობა გადაეხადა შენთვის, მიხვდა, რომ გუშინ შენ დაუტოვე პროდუქტებით სავსე პარკი. დაჩი რატომ არ ნახე? ამდენი ხანი გელოდა, შენ კი იქ მისულს, პალატაშიც კი არ შეგიხედავს.
ელინას ხელახლა მოადგა ცრებლები თვალებზე და ყელში მოწოლილი ბურთი, ეცადა გადაეყლაპა.
- ვერ შევძელი დე.. და ამიტომ.. გავიქეცი.
ყურმილი დაკიდა. ახლა, შეეძლო თავისუფლად ეტირა. არავის წინაშე იყო ვალდებული დაემალა ცრემლები, რომლებსაც ეს მძიმე, სინანულის გრძნობა, გარეთ გამოჰქომდათ, თუმცა ბოლომდე ვერ მოერივნენ. საკუთარ თვალშიც დაკარგა ელინამ ფერები, ხალასით შემკობილი რომელიც ანათებდა, დაკარგა, რადგან არ დააფასა ის ვინც სინამდვილეში, ამ ფერების შენარჩუნებაში ეხმარებოდა. მის წინ კედელზე დაკიდებული ტელევიზორიდან, ნაცნობი მზერა შავად უმზერდა ელინას, თვალი აარიდა, არ უნდოდა ამ სახის დანახვა. გაბრუებული წამოდგა დილის 7 საათზე და ზღვაზე გავიდა. ახლა ამ აზვირთებული ტალღებით, ცივი, ზღვის თეთრი ქაფებით, რომლებიც ტერფებს რბილად უსველებდა, გული მოიოხა. ახლა, ეს უკაცრიელი ადგილი გახდა მისთვის სამშობლო. ეგონა სადღაც, ძალიან შორს, მივიწყებულ ადგილას იყო გადაკარგული, იქ, სადაც შეძლებდა დამალვოდა, წარსულიდან ადევნებულ სინანულის გრძნობას. ეგონა აქ მაინც დააღწევდა თავს ფიქრებს, თუმცა დღეები, და კვირა, ისე გავიდა რომ ვერცერთხელ შეძლო მასზე არ ეფიქრა.
ელინამ მხოლოდ ასეთი ნახა ზღვა, ცივი და ბობოქარი. არ უხილავს ხალხით გადავსებული სანაპირო, მომცინარი, ბედნიერი ბავშვების ხტუნვა ნაპირზე. თუმცა არც უნდოდა, რადგან იცოდა რომ სწორედ ეს იყო ის ზღვა, რომელიც შეძლებდა, ძალიან შორს, დედამიწის მეორე კუთხეში გადაეტანა, მთელი ის სისასტიკე რაც დაჩის მიმართ ჰქონდა გამოვლენილი, მისი გულის სიღრმეში გადაიტანდა, ქვემოთ უფსკრულში ჩაიტანდა, იქ სადაც შორეული მოგონებები ნადგურდებოდა.
ელინა, ნელა მიუყვებოდა ნაპირს, მოქუფრული ნაცრისფერი ცის ქვეშ. მის თეთრ, დავარდნილ კაბას, ტალღის შხეფები ასველებდა, ნიავს კი კაბის ბოლო, უკან მიჰქონდა. მის წინ ადამიანის ლანდი გამოჩნდა. თვალები მაგრად დახუჭა, შემდეგ ისევ გაახილა, თუმცა არ მოსჩვენებია, ურცხვად უახლოვდებოდა ვიღაც თეთრი პერანგით. გარშემო მიმოიხედა, თუმცა იქ არავინ იყო, კაბის ბოლოებზე ხელი წაივლო და გაქცევა რომ დააპირა ახლაღა გაარჩია სილუეტი, რომელიც მას, ძალიან ეცნობოდა. დაბლა დაიხედა, თვალები მოჭუტა და თავს ძალა დაატანა გაეხსენებინა სად იყო, და ვინ იყო, ახლა. იქნებ ისევ იმ უკაცრიელ ადგილას ვარ, თუმცა, რატომ ვხედავ დაჩის?! ჩაიჩურჩულა სასოწარკვეთილი ხმით.
- იმედია ძალიან არ დავიგვიანე, მაპატიე რომ აქამდე ვერ შევძელი მოსვლა.
დაჩის ხმა ისე ჩაესმა ყურებში, თითქოს ღრმა, წყლის ჩვეშ მყოფს, ხმელეთიდან ვიღაც ეძახდა.
ღიმილით იდგა დაჩი მის წინ, შარვლის ჯიბეებში ხელჩაწყობილი.
ელინა ვერ ბედავდა მისთვის თვალებში შეხედვას, დაბლა კენჭებს დაჰყურებდა და მის წინ დაჩის მყოფ, შიშველ ტერფებს, რომლებზეც ნაზად ირწეოტა ტალღისგან მოტანილი ქაფი.
ყურები დაბურული ჰქონდა, გრძნობდა როგორ ფეთქვადა თავი. ბოლო ძალები მოიკრიბა. საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა აირჩევდა დაჩის?!
თუმცა ეს ყველაზე დიდი ეგოისტობა იქნებოდა მისი მხრიდან, მაგრამ მაინც, უნდა გაებედა, ამ ბოლო შანს ვერ დაკარგავდა. უნდა დაეწყო სუფთა ფურცლიდან, და ამ ფურცელზე თავად გადაეწყვიტა რა ისტორიას დაწერდა. ელინამ თავის გონებაში ყველა ის გვერდი გადახია სადაც ცუდი მოგონებები იყო აღბეჭდილი. გამბედაობა მოიკრიბა, თავი მაღლა ასწია და დაჩის, თვალებში ჩახედა. გადაშალა წიგნის პირველი, სუფთა, თეთრი ფურცელი და ზედ პირველი სიტყვები ამოტვიფრა:
უმანკო ფერია, შენი თვალების.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent