შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 9 ) დასასრული


3-02-2022, 11:53
ნანახია 1 333

მყუდრო, პატარა ოთახი, ღია მწვანე კედლებით და კუთხეში ლამაზი ქოთნის მცენარეებით, უთუოდ მოანდომებდა ადამიანს წერას. ელინამ ბოლო სიტყვები დაწერა, როცა ოთახში პატარა, 5 წლის გოგონამ შეირბინა, გრძელი მოწაბლისფრო თმა, ფანჯრიდან შემოვარდნილმა მზის სხივმა, უფრო მეტად აუბზინვარა.
- დედიკო, დეე, დაასრულე წერა?
( ძლივს წაიტიტინა თეამ).
- მოდი ჩემთან, ჩემო პატარა. მამიკო სადაა?
- თეა დეიდა მოვიდა.
ნოუთბუქი დაკეცა, პატარა თეა, ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდნენ.
- ელინ, როგორც იქნა მოვაღწიე შენამდე
( სიცილით).
- ამდენი ხანია გელოდები, დამაწყდა თვალები. ჩემი წიგნის, ბოლო თავი კი დავასრულე შენ ლოდინში ( კვლავ სიცილით).
- ხოო? კარგი გამოვიდა?
- არ ვიცი, ამდენი ხნის შემდეგ გადავწყვიტე გამეხსენებინა ის პერიოდი და ყველაფერი სიტყვებად, გარეთ გამოვიტანე. იმდენად არ მსურდა ამ ყველაფრის გახსენება რომ მაშინ დედაჩემისთვისაც კი არაფერი მითქვას, თუმცა ახლა რომ ვხედავ როგორ იზრდება ჩემი გოგო, მინდა რაც შეიძლება მეტი მაგალითი მივცე იმის, რომ როდესაც გაიზრდება იგივე შეცდომა არ დაუშვას რაც დედამისმა.
- ნუ გეშინია, ახლა ჩვენ ვყავართ და ჩვენი პატარა თეა ისე იცხოვრებს რომ ცხოვრებაში ნაკლები სანანებელი მომენტები ჰქონდეს.
თეამ პატარა გოგოს რომელიც კალთაში ეჯდა, ბედნიერი სახით, ცხვირზე ოდნავ ჩამოჰკრა თითი.
- კი, შენ რომ არ შემხვედროდი იმ მომენტში, არ ვიცი მას შემდეგ როგორ ვიქნებოდი, ამიტომ შენ აუცილებლად ხარ ჩართული, მინდა გადახედო ამ წიგნს და თუ რამე ცუდად მოგხვდება, შემიძლია ამოვიღო.
- არაა საჭირო, ეს რეალური შემთხევაა რეალურ გოგოზე ამიტომ მინდა ჩემი ისტორიის გათვალისწინებით ბევრმა წინდაუხედავი ნაბიჯი არ გადადგას, დაე მაგალითი ვიყო ( სიცილნარევი ღელვა) ჯობია ერთის შეცდომაზე ისწავლონ და მალევე ამოიცნონ ადამიანი, ვიდრე საკუთარ თავზე გამოსცადონ მსგავსი ტკივილი და იმედგაცრუება.
- კარგი მაშინ მარტო სახელებს შევცვლი..
კარების ხმაზე ორივე შეხტა.
- ბოდიშით ძაან მიმეჯახუნა.
დაზურგული ხელებით შევიდა დაჩი სახლში.
- თეა წამო დამეხმარე. ბავშვს დაჩი მიხედავს.
ისევ ცხელი ზაფხული იდგა, ლუდის დანახვაზე გოგოებს მათი პირველი შეხვედრა გაახსენდათ. დაჩის უყვებოდა თეა, როგორ იდგა კარებში აწურული რომ როგორც კი ელინას სახლში შევიდოდა მაშინვე 112 ში დარეკავდა.
- რა იყო, რა თვალი დამადგი მაშინ ასეთი, რომ მომდევნო დღეს საავადმყოფოში ამოვყავი თავი.
პატარა თეა, თუმცა ვერ ხვდებოდა რაზე საუბრობდნენ უფროსები, მათი სიცილი ბედნიერს ხდიდა.
- ჩემო ბიჭო, თეა ჯერ კიდევ არ მიცნობდა, როცა ჩემზე ზრუნვა დაიწყო.
- სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს პატარას, თეას სახელი, მის საპატივცემულოდ. (დაჩი)
- კარგით ეხლა ნუ გამაწითლებთ.
უკვე სიმთვრალე ჰქონდათ შეპარული და ამიტომ სიყვარულის ახსნისთვის მზად იყვნენ. დაჩიმ პატარა თეა, რომელსაც მის მკლავებზე მისძინებოდა, ოთახში გაიყვადა დასაწვენად.
- შენ ძალიან ბევრ სიკეთეს მიკეთებ ელინ, არ ვიცი რით შევძლებ ვალის დაბრუნებას.
- არაფერზე არ იფიქრო, თავს ტყუილად ნუ დაიღლი, მიხედე ბინას, კარგად მოუარე და ეს იქნება საფასური. მეტს არაფერს არ გთხოვ. პირიქით მე ვარ მადლობელი რომ კვლავ სუფევს სიცოცხე იმ სახლში.
- მადლობა ელინ, ჩემს შემდეგ პატარა თეა გააგრძელებს იქ ცხოვრებას, იქამდე კარგად შეგინახავ ბინას.
- ყველაფრის დაწერის შემდეგ, ვფიქრობ ახლა უკვე შემიძლია თამამად გეწვიო სტუმრად, თამამდ შევხედო ძველ, ნაცნობ ადგილებს. ყველაფერი რასაც მაშინ ასე მკვეთრად აღვიქვამდი უკვე გაღიავდა, გაუფერულდა.

დაჩიმ მანქანით მიაცილა თეა სახლადე. ამასობაში ელინამ პატარა თეას დახედა, შემდეგ კი თავის ოთახში გავიდა და ბალიშზე მოწყვეტით მიდო თავი. დაჩიმაც იგივე ნაირად, როგორც კი სახლში დაბრუნდა, ჯერ ქალიშვილს დახედა, შემდეგ კი საძინებელში გავიდა. შუაღამე გაეღვიძა ელინს და რომ გადმობრუნდა, მისი მეუღლე საწოლზე წამომჯდარი, დეტექტიური ჟანრის წიგნს კითხულობდა.
- რატომ არ გძინავს?
ამ კითხვაზე დაჩის გაეცინა. ელინას გადახედა და უთხრა:
- იცი რა გამახსენდა ეხლა?
- რა?
ელინაც წამოჯდა საწოლზე, თითქოს არც დაეილიოს ისე ფხიზლად იყო.
- რა და, ჩვენი ქორწინების შემდგომი, პირველი დღეები. მაშინაც ასე შუაღამე იყო და ვერ ვიძინებდი, შენ კი გაგეღვიძა და მკითხე: ,, - რატომ არ გძინავს" ?. გახსოვს რა გიპასუხე?
- შენ გყარაულობ?
- მე? რატომ?
- რომ არ სად წახვიდე.
- სად უნდა წავიდე?
შენი ეს სიტყვები ,,-სად უნდა წავიდე" - დღემდე ისე თბილად ჩამესმის.
ელინამ მასთან მიიჩოჩა და დაჩის ხელი შემოიხვია კისერზე.
- შესაძლოა ბევრი ისეთი რამ იყოს ნახსენები წიგნში რაც არასასიამოვნო იქნება შენთვის, ამიტომ შენ როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი, მე, იმიტომ დავწერე, რომ მინდა ყოველთვის მახსოვდეს რამდენად ძვირფასი ადამიანი შეიძლებოდა დამეკარგა შენი სახით, და ასევე ვფიქრობ რომ მკითხველი თავად დაინახავს იმას, რის გამოყენებასაც შეძლებს საკუთარ ცხოვრებაში. თუმცა შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე გავაკეთებ.
- ეს უბრალოდ წარსულია ელინ, მე არ მიცხოვრია წარსული მოგონებებით და არც მას შემდეგ ვიცხოვრებ თუ ამ წიგნს გამოაქვეყნებ. არ იფიქრო რომ შენში ოდნავი ეჭვი მაინც შემეპარება.
დაჩიმ, ნაზად შეახო თბილი ტუჩები, მეუღლის შუბლს.
- კარგი, მაშინ ხვალვე მივალ გამომცემლობაში. შენზე მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევა დავწერე არ მინდა მკითხველს ძალიან შეუყვარდე.
- ჩემი ეგოისტი გოგო.
წიგნის გამოცემიდან მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში, თითქმის ყველა შენობის თუ სადარბაზოს კედლებზე, ნაირნაირი ფორმატით თუ ფერით იყო მიწერილი სიტყვები: - ,, უმანკო ფერია, შენი თვალების."



მადლობა მკითხველო, რომ დრო დაუთმეთ ჩემს ისტორიას. ყოველთვის მინდოდა რაღაც დამეწერა, თუმცა ვაჩერებდი საკუთარ თავს მაგრამ ამჯერად აღარ შევაჩერე და უბრალოდ ვწერდი ჩემი სიამოვნებისთვის ამან კი იმდენად გამიტაცა, რომ მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა. იმედი მაქვს ისიამოვნეთ კითხვით. მადლობა.



№1 სტუმარი Ana-maria

როგორც მივხვდი ეს თქვენი პირველი ისტორიაა. მინდა წარმატებები გისურვოთ.

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

კი ,საინტერესო იყო.თანაც კარგად ნაწერი.წარმატებები.

 


მადლობა გოგოებო ^_^
--------------------
მ.სეხნიაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent