შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/20}
20. -რა უნდა მაჩვენო? ბედნიერმა შეჰღიმა ნიკოლოზს. -შენი პირადი ოთახი გექნება, როცა გამიბრაზდები ან ძალიან ბედნიერი იქნები შენს ემოციებს გადმოსცემ იქ.. ბინის მყუდრო მხარეს მყოფი ოთახის კარი შეაღო და სებას ნახატები შედარებით გადიდებული ფორატებით „პრინტები“ იყო გაკეთებული სახატავი ნივთებიც იქვე ლამაზად ეწყო და სებას გაოგნებულ სახეზე ცრემლების ბილიკებმა გაიკვალეს გზა.. -ნიკოლოზ ეს როგორ... -იმედია არ მიბრაზდები. -ყველაფერი ლამაზია და ამაზე უნდა გავბრაზდე?.. -მე, მინდა ბედნიერი იყო. -ნიკოლოზ ბედნიერი ვარ, რომ შენ არსებობ! -ჟურნალ გაზეთების დამალვა ხომ არ მომიწევს აწი? -მთავარია ბებომ ყველაფერი იცის და წერონ რაც უნდათ. -კიდევ ხომ დამხატავ? -შიშველს. სახე აწითლებულმა უპასუხა და ნიკოლზ დადიანს მთელი ხმით გაეცინა. -იცოდე ვიმახსოვრებ. -ვიხუმრე. -ვერ გმოისყიდი...... კოტე ბუღაძემ ყველანი ფეხზე დააყენა გია თუთბერიძე ჩამოდის და ჩემი მეგობრის შვილს შესაფერისად დავხდეთო, ასეც იყო რაც ემზარ თუთბერიძე გარდაიცვალა მას შემდეგ შვილივით უვლიდა ისიც დიდი პატივისცემით ეკიდებოდა ბატონ კოტეს. ისიც კარგად იცოდა, რომ ყველა სურვილს აუსრულებდა. -როგორ იმგზავრე შვილო? -კარგად. თქვენ როგორ ხართ? -რა გითხრა აბა. ყველაფერი შეიცვალა და ამას შენც ნახავ. -ახალი არაფერია იმ ხალხისგან ვინც მირიანთან გაუშვით? -უმნიშვნელო ფაქტები. მაინც ახერხებს ტენდერიდან გასვლას. -გამოდის მის კომპანიას და სახელს ვერ გამოვიყენებთ. -ვიპოვით სხვა გზას. -რა გზას? -ის ყ.* ე აბაშიძე სად არის ჩემი ქალი რომ მიითვისა! -ცოტა ხნით თურქეთში არიან. -რომ ჩამივლენ უთვალთვალონ ბიჭებმა. მირიანის ტითოეული ნაბიჯი უნდა ვიცოდე! -ეგ არც ისე მარტივია. -რატომ? -ყოველთვის იქ არის სადაც არ უნდა იყოს, ვერ ვიგებ როგორ ახერხებს.. -ეგ ისეთი შენ****ა საიდუმლო გასასვლელებჯ ექნება. -შესაძლებელია თუმცა ამასაც გავიგებთ! -სანამ გაიგებს აქ ვარ, უნდა დავარტყა! -რას ამბობ შვილო! ეგ ღია ომი რა საჭიროა? -რას ველოდო, კოტე ძია?! -კოზირებს რომელიც თავისი სურვილითვე მოიყვანს შენთან! -მას, ბევრი ანგარიში დაუგროვდა ჩემთან და კოზირები კიდე აღარ აქვს, დადუ იყო და ისიც უკვე სხვა თემად იქცა! -რამეს მოვიფიქრებთ! -აქვს კოზირი. ამხნის მანძილზე ჩუმად მყობი უფროსი დიასამიძე ალაპარაკდა. -ქალი ჰყავს რომლის სიახლოვეს არავის უშვებს. -ვინ არის ასეთი? აშკარა გაკვირვება გამოიწვია დადუს მამობოლმა და კმაყოფილმა განაგრძო -ნანო ტუსაშვილი, ქორწილზე ზურამ ანკესი გადაუგდო და წამოეგო მირიანი, მხეცს დაემსგავსა.. -ეს უკვე საინტერესოა. კიდევ რა იცი მასზე. -ვუთვალთვალებთ თუ რამე საინტერესო გამოჩნდა ჩვენც მზად ვართ. ბოროტულად ჩაიცინა შუახნის მამაკაცმა.. ოთახში შესულმა მირიანმა წიგნებში ტავჩარგულ ტუსაშვილს, რომელიც საწოლზე იჯდა და გვერდზე ჩამოუჯდა. გოგონა უცებ შეხტა. -ვაი ... მირიან.. მოხვედი? დრო როგორ გასულა. წელზე მოხვეულ ხელს დაეყრდნო და მამაკაცის მკერდზე მიხუტებულმა გვერდულად საძილე არტერიას აკოცა.. მამაკაცის რეაქციაზე კმაყოფილმა გაიღიმა და ცხვირის წვერი გაუსვა. -ნანო, უნდა ვისაუბროთ! უცნაურათ შეცვლილი ჰქონდა ხმა სხაძეს, თუმცა იმდენად უმნიშვნელო რომ მხოლოდ ნანოსთვის იყო გასაგები. -იმედია მშვიდობა გვაქვს. ჩაიღიმა და კოცნა განაგრძო, ისე შებრუნდა მამაკაცისკენ. -არის საკითხი, რომელიც უნდა იცოდე! -გისმენ.. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გოგონამ, თითქოს მოახლოვებული შიში მირიანის მზერაში ამოიკითხა, ისე ესმოდა მამაკაცის, თვითონაც ვერ ახსნიდა რომ გეკითხათ. -უნივერსიტეტში და სამსახურში არ იარო! -რატომ? წარბები შეკრა გოგონამ და უკვე ჩხუბისთვის მოემზადა.. -მხოლოდ მნიშვნელოვან დროს წახვალ დაცვასთან ერთად! -მირიან გამოცდები მაქვს, ამას პლიუს პრაქტიკები!?... -ნანო, დროებით! -გასაგებია. ნაწყენი წამოდგა გოგონა და აივნის კართან დადგა, სივრცეს გახედა. მამაკაცი მიუახლოვდა, მუცელზე მოჰხვია ძლიერი მკლვი და მკერდზე მიიკრა, უცებ ტელეფონი ამღერდა, რომელსაც მალევე უპასუხა მირიანმა: -გისმენ სოფო! -ბატონო მირიან, შეხვედრის დრო შევცვალო თუ მობრძანდებით? -მოვალ! -სახიფათოა ხომ? -დროებით კარგი! -კარგი. თანხმობისთანავე შუბლზე იგრძნო მამაკაცის ტუჩები და ეს იყო საოცარი მუხტი ორივესთვის.. -მირიან! კართან მისულს დაეწია ტუსაშვილი და ისიც მალევე შემობრუნდა. -გელოდები! პასუხად ღიმილი მიიღო და სახლი დატოვა, თუმცა ათასჯერ დიდმა, ძლიერმა. მისთვის ნანოს ერთი სიტყვა იყო ძალა ყველაფერის, განსაკუთრებით სიცოცხლის.. რაც დადუ და ნიკა თურქეთიდან დაბრუნდნენ ორივეს უთვალთვალებდნენ ცალ-ცალკეც და ერთადაც, ეს ზურამ იცოდა და რაც მირიანის მახეზე გეგმას ყური შემთხვევით მოჰკრა ცდილობდა მეტი გაეგო და ნანომდე მაინც მიეტანა ამბავი.. ზურა, საავადმყოფოს ეზოში დახვდა ნანაოს, მაგრამ დაცვის გამო ვერ მიუახლოვდა ამიტომ საავადმყოფოში შეჰყვა. ნიკა და დადუ ისედაც თვალთვალზე ჰყავდათ აყვანილი და მათ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, თან ფიქრობდა რომ ნანოს მირიანი დაიცავდა, მიმღებიდან დერეფანში მიმავალს გზა გადაუღობა -ზურა, აქ რას აკეთებ? -სალაპარაკო მაქვს. -რა გინდა მასთან? ნანოს დაცვა ჩაერია. -ზურა გთხოვ.. მავედრებელი თვალებით შეხედა. დაცვის ბიჭმა, რომ მისკენ გაიწია. უკან გადგა და ხელები მაღლა ასწია, დანებების ნიშნად, თან გასასვლელისკენ დაიძრა -კარგი მივდივარ, მაგრამ მნიშვნელოვანია რაც უნდა მეთქვა. მირიანმა უნდა იცოდეს. -თემო, იმედი მაქვს არაფერს ეტვი მირიანს. -თუ, საჭიროდ თვლით თქვენ, უნდა უთხრათ! -არ მინდა ინერვიულოს და ზურას გამო გაბრაზდეს. -როგორც საჭიროდ თვლით ქალბატონო. -აუ ეს ქალბატონო მომკლავს რა. -ნანო, ყველაფერზე რატომ ჩხუბობ? დაცვასთან რაღა გინდა? იმ წუთას მისულ დადუს ღიმილი არ შორდებოდა ისე მიესალმა თემოს. -არ ვიცი. -მემგონი მე ვიცი.. ხელკავი გამოდო და დერეფანს გაუყვნენ, თემოც მიჰყვებოდა და ისმენდა მათ საუბარს. -რა იცი? -ტესტი გავიკეთოთ! -არაააა, ვუფრთხილდები. -მაინც მგონია, რომ შენი გაფრთხილება შეცდა. -ნამდვილად ვიცი. -კარგი ბატნო, შენ უკეთ იგრძნობ. საავადმყოფოში მყოფმა ნიკას პოვნა გადაწყვიტა, დრო თითქმის არ იყო ვინმესთვის უნდა ეთქვა, ის იყო დერეფანში ნიკას გზა გადაუღობა: -ნიკა, როგორ ხარ? -ზურა, რა გჭირს? წარბები შეკრა და ტანსაცმელი შეუთვალერა, შავი დიდი კაპიუშონით იფარავდა სახეს. -საქმე მაქვს! უნდა შეგხვდე, ფუ შენი.... მიცნობენ! გნახავ! -სად? -.... ნიკოლოზს ეს ფაქტი ძალიან აფიქრებდა და ლაშას მივლინებაში ყოფნაც არ ხიბლავდა, რადგან კლინიკაში უფრო ხშირად უწევდათ მისვლა, თუმცა ზურასგან უნდა გაეგო რის თქმას ცდილობდა და ელოდებოდა მის გამოჩენას... მირიან სოხაძის ტენდერიდან საბოლოოდ გასვლას, კიდე რამდენიმე, ოფიციალური შეხვედრა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება „ მხარეთა შეთანხმება“ იყო დარჩენილი, რომ საბოლოოდ მირიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გააგრძელებდა კოტე ბუღაძისგან მოსალოდნელი გადაღობების გარეშე ცხოვრებას, თუმცა ის ფაქტი რომ გია თუთბერიძე შეიძლება თბილისში ჩამოსულიყო საფრთხეს ზრდიდა, იმასაც კარგად იაზრებდა რომ გიას შურისძიება აუცილებლად ექნებოდა გეგმაში. -თემო, კოტეს ხალხს უთვალთვალონ! -გასაგებია. - შეიძლება გია თუთბერიძე ჩამოვიდეს! -როგორც გავიგე ელოდებიან. -დაადგინე როდის! -დიახ. მანქანიდან გადავიდა და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა.. საღამოს კლინიკიდან მისული ნანო სადილის მზადებაში გართული მელოდიას ტანს აყოლებდა, ქალბატონი ირა დასასვენებლად გაუშვა, რადგან ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, მაღალი წნევის გამო და წამლების დალევის შემდეგ ეძინა.. ნანო, თან მღეროდა როცა, მირიანი შევიდა, სამზარეულოს კარის ჩარჩოს მიეყრდნო და აკვირდებოდა ქალს, რომელიც მხირული ენერგით ანათებდა, მამაკაცის გულს. საქმეში გართულ ნანოს ტელეფონისთვის არ დაუხედავს ისე უპასუხა. -გისმენ. -ნანო, არ გამითიშო გთხო... -ზურა? ტელეფონს დახედა გაოცებულმა. -გთხოვ შემხვდი და ყველაფერს აგიხსნი. -ზურა, შეგხვდე.. რატ.. გაკვირვებით ამოილაპარაკა გოგონამ, რადგან მირინმა ტელეფონი ისე აართვა, რომ ნანაომ ვერც ზურას საუბარი გაიგო და მირიანის აშკარად გაბრაზებულმა სახემ დააბნია.. -შენ, მერე დაგელაპარაკები! ტელეფონი გათიშა მამაკაცმა და მაგიდის ზედაპირზე დააგდო.. უხეშ ხმაზე ნანო შეხტა,მაგრამ მამაკაცის მისამართით გაიღიმა, მისკენ მიიწია და კოცნას შეეცადა. -როგორ ხარ? -კარგად! უხეშად უპასუხა მამაკაცმა და პასუხით დაბნეულმა გოგონამ მკლავები უღონოდ ჩამოუშვა. მუსიკის გამორთვით სცადა დაბნეულობის დაფარვა. -რატომ გირეკავს და რატომ არ მითხარი! -რაა? მამაკაცისკენ შებრუნდა თვალებ გაფართოებული, გოგონამ ძლივს საგაონად ამოილაპარაკა: -მე, არ ველაპარაკები. -ახლა ვინ დარეკა! -არასწორად გაიგე.. -რა გავიგე არასწორად!.... -...ამ სისულელეზე შეგიძლია იჩხუბო... დაბნეული ნანო თვლებში ჩამდგარ სითხეს ვეღარ ეწინააღმდეგებოდა. -გადი! დაიყვირა მამაკაცმა, გაბრაზების კონტროლისთვის, თავზე ხელი გადაისვა მირიანმა და ზურგი აქცია. -შეხვედრას მთხოვდა, მაგრამ მე არ... ვაპირედი.. -წადი! დაიყვირა მამაკცმა ისე რომ არ განძრეულა, სიბრაზის გამო ზურგით იდგა ასე უკეთ აკონტროლებდა ემოციებს, რომ საყვარელი ქალისთვის რამე არ დაეშავებინა. -რაა?... მირიან.. გაოგნებულმა და ცრემლიანმა ამოილაპარაკა. მთელი სხეული გაეყინა მოულოდნელობისგან გოგონას, გაგონილს ვერ უშვებდა და ეს დაუმსახურებელი უნდობლობით დანგრეული სხეული ძლივს შეაბრუნა საძინებლისკენ.. ოთახში შესულმა რამდენიმე წუთში უფრო მეტად გაიაზრა მომხდარი და მკაცრად ნათქვამი "წადი" ბრაზმა აუდუღა სისხლი.. უცებ მოიხურა, საწოლზე დადებული მირიანის სპორტული მოსაცმელი და ყოველგვარი საუბრის გარეშე დატოვა სახლი.. ეზოში მიმავალ გოგონას წინ გადაუდგა თემო -რა მოხდა ქალბატონო.. გაოგნებულმა თემომ, ნანოს მოცახცახე სხეული შეათვალიერა და სახლისკენ გაიხედა, სამზარეულოს ფანჯარასთან მდგომ მირიანს მოკრა თვალი და ისევ ნანოს მიაპყრო მზერა. -წამიყვანე გთხოვ.. -სად? რატომ? -გთხოვ.. ცრემლებს ვეღარ მოერია გოგონა და დაცვის ბიჭმა უცებ დასვა მანქანაში. -კარგი. ახლავე. ისევ იმ ადგილას მყოფი მირიანი აკვირდებოდა და მიმავალ მანქანას მიჰყვებოდა ყველაფერი რაც იმ სახლში გაცოცხლდა, როცა ნანომ იქ ცხოვრება გადაწყვიტა, უცებ სანთელივით ჩამოიღვენთა და ისეთივე უფეროდ იქცა, როგორც მირიანის ცხოვრება იყო.. ისევ ცივი და უხეში გამომეტყველებით მოთავსდა სავარძელში და აკრძალული სიგარეტის ღერი იქვე მოუკიდა.. მოგონებებში წასული გონებას ნანოს ღიმილიანი სახე თვალწინ ედგა. ნანო საკუთარ ბინაში მივიდა ის, რომელიც მამამ აჩუქა, როცა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, ისე შევიდა თემოსთვის არაფერი უთქვამს, შემდეგ მისაღების სავარძელზე მოთავსდა ემბრიონის ფორმაში და თვალებ დახუჭული ატირდა, კარში მდგომი თემო გაოგნებული უყურებდა გოგონას, რომელიც ამდენი ტკივილის მიუხედავად მაინც ლაღი იყო, მებრძოლი ხასიათით, ახლა კი დაპატარავებული და უსუსური ჩანდა.. ფიქრებში წასულ დაცვის ბიჭს ტელეფონის ზარმა აიძულა ადგილიდან დაძრულიყო. -სად ხართ! -თავის ბინაში. -არ დატოვო. -კარგი. სებას წიგნის პრეზენტაციას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნატალია დადიანი მთელი მონდომებით ეხმარებოდა და სანაცნობო წრეში ამაყობდა, რადგან წიგნის დაბეჭდილი ტირაჟი საკმარისი არ აღმოჩნდა და ისევ შეუკვეთეს სტამბას, ამას დამატებული ტელევიზიებში მიწვევა და ინტერვიუები. სახლში დაღლილები მიდიოდნენ ხოლმე და სება ისევ ცდილობდა ემეცადინა საგამოცდოდ ემზადებოდა ნატალიასთან ერთად. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი ჯინას და ნიცას გადაწყვეტილებაზე იყო, ამ საკითხში ძალიან უმართლებდა და სურდა ეს შანსი გამოეყენებინა. აბაზანიდან გამოსულ ნიკოლოზს თვალი გააყოლა, მაგიდასთან მჯდომმა და დადიანმა ღიმილით გამოხედა: -რა სურს, ჩემს დედოფალს? წარბები აუთამაშა -ნიკოლოზ შეიძლება ანდრიასთან მივიდეთ? -საინტერესოა რატომ? გოგონას სიწითლე შეპარულ სახეზე გაეღიმა, თუმცა კითხვამ გააოცა. -გახსოვს ნიცა და ბექა იტალიაში რომ მიიწვიეს კონკურსით? -კი. -ისევ ისინი არიან დაინტერესებული, ამჯერად ნიცათი და ჯინათი, ასევე ჩემი წიგნით. უფრო მეტად გაწითლდა სახეზე, არ იყო ასეთ საკითხებზე საუბარს მიჩვეული, ჰქონდა უხერხულობის შეგრძნება. -რას ამბობ? ეგ როგორ? -ქორწილის სიმღერა მათ გვერდზე ავტვირთე ისევ და ნიკოლს წიგნი საჩუქრად გავუგზავნე, დაბადების დღე ჰქონდა. თეატრალური ნომრის შექმნა სურთ მიუზიკლის ჟანრის.. -სება, ხვდები რას ამბობ? -რას? დაბნეულმა ნიკოლოზის კითხვა ვერ გაიგო. -საუბრობ შანსზე, რომელიც სამივემ უნდა გამოიყენოთ და თუ საჭიროა ყველა ფეხზე უნდა დავაყენოთ! -ჯინას გარეშე არაფერი გამოვა და ის კი, უარს ამბობს. -დავიჯერო ნიცამ ვერ დაიყოლია? -ვფიქრობ ამას ანდრია შეძლებს. -მერე შევაძლებინოთ. -რას მირჩევ? -შენს თხოვნას აუცილებლად გაითვალისწინებს ანდრია და თუ მოისურვებს, ჯინა, იტალიის ვარსკვლავი იქნება! -მე ვთხოვო? -შენ სიტუაცია აუხსენი ისე, რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჯინას კი არა მთას გადადგამს. -ფსიქოლოგია რატომ არ ისწავლე? ჩაფიქრებულმა ჰკითხა გოგონამ. -მე? თეატრალურად გაშალა ხელები. -რად მინდა, ისედაც ვარ! მოეხვია საყვარელ ქალს და კოცნის ალერსით ტკბობა დაიწყო.. ანდრიას დაყოლიება არც დასჭირვებია სებას, რადგან ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა ჯინასთვის მიეკითხა და ჩვეული პირდაპირობით მიადგა ჯინას სოფელში, მართალია ისევ კოჭლობდა, მაგრამ უკვე მისი მონატრებას ყველას უჯრედი მოეცვა.. -გამარჯობა ბატონო მურთაზ. -გამარჯობა. ვიცნობთ ერთმანეთს? გაკვირვებულმა ჰკითხა ეზოში მდგომმა. -მე, თქვენი შვილის კურსელი ვარ, ანდრია. -მობრძანდით შვილო. -ჯინა, შენთან არიან! ოთახში მყოფ გოგონას, მამის ხმა ეზოდან მოესმა და ფანჯარასთან მდგომმა წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა, ახვლედიანის სილუეტის დანახვისას. -ჯინა! გაიმეორა გოგონას სახელი. -სახლში შემობრძანდით ბატონო, ალბათ სძინავს. -იძინებს ხოლმე, ეგ ქარიშხალი? -კი ბატონო, ასეც ხდება ხოლმე. -ბატონო .. -მურთაზი. -სასიამოვნოა. -მეძახდი მა? -მოდი შვილო, შენი მეგობარია მოსული, მე დედას დავუძახებ და ახლავე მოვალ. -ბატონო მურთაზ, არ შეწუხდეთ, ცოტა ხნით ჯინას დაველაპარაკები და წავალ. -რას ამბობთ, ამ სახლიდან ისე ვერ წახვალ, სუფრას თუ არ მიუჯექი! არც მოუსმინა ისე დატოვა ოთახი. -ვერაფერს იზამ, მის ხელში ხარ. ჯინამ მამას თვალი გააყოლა და ისე უთხრა. -ჯინა როგორ ხარ? -კარგად. შემ როგორ ხარ? ძლივს მოახერხა კითხვის დასმა და შემდეგ თვალებში შეხედვა.. როგორ მონატრებოდათ ერთმანეთი, რაც იმ წუთას ორიემ მძაფრად იგრძნო, ორივეს სხეული გრძნობდა: სიახლოვეს, მონატრებას და ყველაზე ძვირფასს.. -სალაპარაკო გვაქვს. -გისმენ. -გარეთ გავიდეთ. ეზოში ძელსკამზე ჩამომჯდარ გოგონას, გვერდით მიუჯდა ახვლედიანი და მონატრებული სურნელი ხარბად ჩაისუნთქა. -აქ როდემდე აპირებ დარჩენას? -მე, აქ ვცხოვრობ. -ჯინა, სწავლის გაგრძელებას არ აპირებ? -ყველა განათლებული ვერ იქნება და არც არის აუცილებელი. -მე, ყველაზე არ ვსაუბრობ! -აბა ვისზე საუბრობ? -ქალზე, რომელიც წლები ვეძებე, ქალზე, რომელიც ცხვირწინ მყავდა და ქალზე, რომელიც ძალიან დიდ შეცდომას უშვებს! -ხო. ეს კარგად გამომდის. მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მიახლოებული მამაკაცის დაჟინებულ მზერას გაექცა და არ იმჩნევდა ფეხზე მდგომს, რომელიც საუბრისას ნელ-ნელა მიუახლოვდა. ანდრიამ ხელი მოკიდა და მოულოდნელად დაქაჩა თავისკენ, გოგონაც მალევე წამოდგა და ინერციითმის მკერდს დაეყრდნო, თავისი თხელი თითებით. -იცი ბებიაჩემს განათლებული რძალი სურს და ვალდებული ხარ ისწავლო! -მე და ჩემი სწავლა რა შუაში არ... რა? გაოცებულმა, თვალები გააფართოვა და ლამაზი ცისფერები ისე აიმღვრა, თითქოს ზღვა ადიდდაო.. -მიყვარხარ! -ანდრია.. -ჩშუ. არაფერი თქვა! თუ დრო გჭირდება მე დაგელოდები, თუმცა იცოდე შენს გაშვებას არ ვაპირებ. ისედაც დიდი დრო გავიდა. -ცხოვრებაში პირველად ვარ დაბნეული. -ნუთუ? -მეც მიკვირს. -დაბნეულობას ვუმკურნალოთ! -როგორ?.. რამდენიმე წუთიანი ცდუნება სისრულეში მოიყვაბა და ჯინას ტუჩებს მთელი გრძნობით აკოცა.. -როდის წავიდეთ თბილისში? -არ მინდა.. გულწრფელად და შერცხვენით ამოილაპარაკა გოგონამ. -ჯინა, შენ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. -რა პასუხისმგებლობა? -ნიცას და სებას წარტება შენს გარეშე შეუძლებელია! -არ ვიცი.. -ისინი შენს განაჩენს ელოდებიან. სიმართლე გითხრა სებას სჭირდება ეს. პატარა და შრომისმოყვარეა, თან იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რომ იტალიელების გული მოიგო. -რა აღფრთოვანებული ხარ მისით. -მე თქვენით აღვფრთოვანდი ქალბატნო და ჯერ კიდევ მტოვებთ ასეთად. -კარგი წამოვალ. -ჩემი გადარეული გოგო, კეთილი ყოფილა! -არც ისე.. გადაიკისკისა და მამაკაცის მკლავს დაჰყვა და მკერდს მიეყრდნო, სახლისკენ ისე დაიძრნენ. -სტუმარი გვყავს თბილისიდან და უნდა ვუმასპინძლოთ. -ახლავე ყველაფერს გავამზადებ, ჯინა სახლშია და რა პრობლემმაა მურთაზ. მშვიდი და სასიამოვნო ხმით ესაუბრებოდა. -ისე მამას ვერ სადაურჩები. -რატომ? -სმაში უნდა გამოგცადოს. -მოვახერხებ თავი მოვიწონო. სუფრის გაშლაში გართულ ქალებს, არცერთი მამაკაცი არ აქცევდა ყურადღებას თამაშით ირთობდნენ თავს. როცა თამაშით კმაყოფილები აივანზე გავიდნენ მავნე ჩვევისთვის ანდრიამ საუბარი დაიწყო. -ბატონო მურთაზ, მე, თქვენი ქალიშვილი მიყვარს, პირველ როგში აქ იმიტომ ვარ, რომ თავიდანვე გითხრათ და იცოდეთ ჩემს შესახებ, მე ჯინას სწავლაში ხელს არ შევუშლი პირიქით, სერიოზული მომავალი ელის და მინდა ამაზე უარი არ თქვას. თქვენგან ნებართვას ვითხოვ დავიყოლიო სამსახიობო კარიერა გააგრძელოს და იტალიის დასიდან შემოთავაზებას დათანხმდეს. -რა გითხრა შვილო, იმის გარდა, რომ შენი მოსვლის შემდეგ ანათაბს ჯინას თვალები და ეს უკვე მონატრებად მქონდა ქცეული. იბედნიერეთ და მეც გავიხარებ -ის ბედნიერი იქნება და ისეთივე ფერადი როგორიც ახლაა. -მაშინ დამილოცნიხართ. თუმცა გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი! -ეგ ვიცი და მზად ვარ შეგერკინოთ. სიცილით უპასუხა და უკან მიჰყვა შუახნის მამაკაცს. რამდენიმე დღე ნანო იწვა და ოთახიდან არ გამოსულა ლაშა ჯერ კიდევ მივლინებაში იყო და ამიტომ მშვიდად ყოფნის უფლებას აძლევდა თავს. მერე უკვე მშობლებს დაელაპარაკებოდა და თუ მამა შეურიგდებოდა ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა.. კარზე გაბმული ზარის გამო იძულებული გახდა ამდგარიყო, ნიკამ დიდი მკლავები მოხვია მობუზულ და სევდიან გოგონას რომელსაც ბედნიერმა ღიმილმა სახეზე გადაურბინა.. -რატომ არ მითხარი?... -რავი ნიკა... უღონოდ აიჩეჩა მხრები და შინ შესულს ჰკითხა: -ყავა გინდა? -თუ არ გეზარება. -არ მეზარება. სითბოთი სავსემ უპასუხა. -რა მოხდა ნორმალურად ამიხსნი? -არ ვიცი.. - როგორ? არ გადამრიო ნანო! -საღამოს მოვიდა გაბრაზებული ზურასთან ლაპარკობ და რატომ დამიმალეო?. მეცინება ასეთი სისულელე, მიზეზადაც არ გამოდგება. -ეს ხომ მარტივი გასარკვევია ამაზე სახლიდან რატომ გაიმოიქეცი? -ის მე არ მენდობა! ამან მატკინა.. ცრემლები წამოუვიდა და სახეზე აიფარა ხელი. -მოდი ჩემი მტირალა გოგო, ის ხომ მირიანია? კაცი რომელსაც მხოლოდ ღალატი და მკვლელობა აქვს ნანახი და რომელიც ყოველ დღე გადარჩენისთვის იბრძვის. -ნუ ამართლებ! -არ ვამართლებ, მაგრამ ასეთი ეჭვოანობა მე და შენ არ გვეპატიება! მირიან სოხაძესთვის ნდობა ყველაზე "ძვირი" გრძნობაა და ამაზე დაფიქრდი.. -არ მომისმინა. არც მკითხულობს... -შენც ხომ იცი, რომ ასე არ არის?.. -არაფერი არ ვიცი! -მე ვიცი და გეტყვი. გინდა გითხრა? -არა. -კარგი არ გეტყვი. სამსახურში როდის მოხვალ? ლაშა, რომ ჩამოვა ხომ იცი ვერ გააცდენ. -ხვალ მოვალ. -კარგი, ხვალ ერთად წავალთ! მკერდზე მიხუტებულს მჭიდროდ მოჰხვია ძლიერი მკლავები და თავზე აკოცა. -რა უნდა მითხრა მირიანზე?. ვერ მოითმინა ნანომ და მიხუტებულმა ქვემოდან ახედა მეგობარს. -მოენატრე და ნანობს.. -მან გითხრა? -კი საავადმყოფოში მოვიდა, ჩვენს ოთახში ჩამომიჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო მე ყავა შევთავაზე და ასე ჩავჭორავდით. ძლივს შეკავებულ სიცილზე ნანომ მკლავზე უჩქმიტა.. -მეტკინა. -აბა რას ბოდავ! -არა. შენ რას მეკითხები? -დიდი ამბავი ჩემს მეგობარს და საყვარელ ადამიანს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. -ნუ გავიწყდება,რომ შენი მეგობარი, შენი კაცის მოკვლაზე ფიქრობდა. -არც ის იყო თეთრი დროშის მოფრიალე. -ხო და რას ითხოვ ჩვენგან? ღიმილით დახედა და მოუსვენრად მყოფს თავზე აკოცა. -არაფერს, მხოლოდ მშვიდობიან ურთიერთობას. -მშვიდობა არის და ნუ დაწვრილმანდები. -მითხარი რა უნდა გეთქვა!.. -სადარბაზოსთან დაცვა დგას და შენი ყველა ნაბიჯი იცის, სამზარეულო-აბაზანა-საზინებელი.. ე რამდენს მოძრაობ შენ?! -ნიკაა. -არ შეიძლება დეპრესია, შენ არ გიხდება! -აბა ვის უხდება? -მადონას. -ეგ ვინ არის? -ჩემზე შეყვარებული ბიოლოგიის მასწავლებელი. -რას ამბობ? თავლები გაუფართოვდა ნანოს. -კარგი გოგო ვხუმრობ. შენ მირიანმა გადაგდო სერიოზულობის სენი და ვერ მომყვები მე. -ნუ სულელობ. ჩამეხუტე! -დღეს ჩემებთან მოდიხარ! -კარგი. -მაშინ, ახტი ჩემი მკერდიდან და გაემზადე. -აი რა მაკლდა! -რა ვარ გოგო მე?.. -ჩემი ბიჭი ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.