მეზობლის ბიჭი(თავი7)
უსიტყვოდ გავყევი და გზას დავადექით,არვ ვიცი ალბათ აინტერესებდა რატომ არ ვეკითხებოდი სად მივდიოდით,მაგრამ ვენდობოდი და საზურგეს მიყრდნობილმა ძილი შევიტრიალე,არ მახსოვს რამდენხანს მეძინა,თვალი მხოლოდ იმიტომ გავახილე,რომ მზის სხივებმა ჩემს ქუთუთოებს მოუღიტინეს,გვერდი შევიბრუნე და მის მხარეს შევტრიალდი.კიდევ ერთხელ დავიწყე მისი შესწავლა,მისი პროფილი პატარა ბორცვისებრი კეხით და ლამაზი ტუჩებით,მზისგან მოჭუტული თვალები და შუბლზე ჩამოყრილი თმები,ისე მეღიმებიდა ვერ მივხვდი -გაიღვიძე ძილისგუდა? წამში შეამჩნია ჩემი მზერა, -მმ,ხმის ამოუღებლად ვუპასუხე..ცალ ხელში ლოყები მოიქცია და გამობურცულ ტუჩებზე დამწვდა,დილით ამაზე ტკბილი რა შეიძლება იყოს?ბედნიერებისგან გამაჟრიალა და კითხვების დასმა დავუწყე -გიო სად მუშაობ? -ამერიკის საელჩოში.ისე მიპასუხა გზისთვის არ მოუშორებია თვალი.. -მერე ასე გიშვებენ? -day off-ავიღე -ჩემთვის?სერიოზულად გავიკვირვე და ახლაღა გავხედე გზას -მოიცა,სად..სად მივდივართ გიო?წამებში ვიცანი ჩემი სოფლის გზა და გამცრა -შენებთან,მშვიდად გადმომხედა და ხელი გამომიწოდა.გაოცებულმა მოვათავსე მის დიდ მტევანში ჩემი ციცქნა ხელი და ისევ გაოცებაში მყოფმა თავის გადახრით შევხედე სახეზე.. -რა იყო?გაეცინა ჩემს საქციელზე.. -მისმინე წრიპა,არ მინდა ვინმესთან რამე დასამალი მქონდეს ან შენ იყო დაძაბული,,მჯერა გაგვიგებენ თუ ავუხსნი შენებს,რომ ერთად ვართ.. ჩემები დიდი სიმკაცრით არასდროს გამოირჩეოდნენ და დარწმუნებული ვარ ჩვენი ვიზიტის შემდეგ დედაჩემი მარინასთან დაკიდებული იქნება საათობით ტელეფონზე,მამას შეიძლება ცოტა სიბრაზე დაეტყოს სახეზე ,მაგრამ მე ხომ ვიცი არა თუ ვეტყვი,რომ ბედნიერი ვარ ისიც მოლბება აუცილებლად..კიდევ 1 საათი ვიმგზავრეთ და სახლში მისული მაინც ავნერვიულდი შესვლამდე,ღრმად ამოვისუნთქე და ჭიშკარი შევაღე -დედუნააა...სახლისკენ გავიქეცი და ხმაურზე გამოსულმა დედამ ემოციებისაგან ცრემლები,რომ გადმოყარა ერთმანეთს გადავეხვიეთ მონატრებულები,მამაც მალევე გამოვიდა სახლიდან და მოხვეულმა მალევე შეამჩნია ჭიშკარში შემოსული გიო.. -ეს ყმაწვილი ვინ არის მამა?მის ხმაში სიმკაცრე,რომ შევნიშნე დაძაბულმა ავხედე და ხმა ამიკანკალდა,დედამ დამასწრო -დედაა,მარინას ბიჭი ხარ შენ გიორგი?სახეზე ხელი შემოირტყა და მიეგება ახალ მოსულს.. -დიახ მე ვარ -გაზრდილხარ,კაცი ხარ უკვე,მამას სახე გაუნათდა და ცოტა ამოვისუნთქე -კი,მაგრამ თქვენ ერთად საიდან აღმოჩნდით?ნინიმ გთხოვა ჩამოყვანა?მამას შეკითხვაზე ისევ დაძაბულობა ჩამოვარდა და საცაა გული ამომივარდება ისე განვიცდი ამ ამბავს -არა,ჩემი ნებით წამოვიყვანე,მინდა დაგელაპარაკოთ,შეიძლება ცალკე,რომ ვისაუბროთ? გიოს სახეს,რომ შევხედე საერთოდ არ ღელავდა თითქოს ამას ყოველდღე აკეთებდა.მამამ გადმომხედა და ჩემ ფერ დაკარგული სახე,რომ შეამჩნია დარწმუნებული ვარ მიხვდა რაც ხდებოდა. -კარგი,შევიდეთ..მეტი არაფერი უთქვამს არცერთს სახლში შევიდნენ.დედა ისეთი სახით მიყურებდა აშკარა იყო მარინას უკვე მონაყოლოი ჰქონდა ყველაფერი. -ნუ გეშინია დედი,მამაშენის გულს ჯერ იმით მოიგებს აქ,რომ ამოვიდა სალაპარაკოდ -მარინამ უკვე გითხრა?მორცხვად დავხარე თავი და გავიტრუნე,მომიახლოვდა და ჩამეხუტა,დედის ჩახუტებაზე ტკბილი არაფერი არსებობს,მისი სუნი ყველაში გამოსარჩევია,ხარბად ჩავისუნთქე,რომ დიდხანს გამყოლოდა და ძლიერად ჩახუტებულები ვიდექით იქამდე სანამ კარი არ გაიღო,ნერვიულად გამოვიწიე და კარში გამოსულმა გიომ თვალი,რომ ჩამიკრა ისე მოვდუნდი ლამის დავეცი.მამამ სიტყვის ამოუღებლად მაკოცა თავზე და ახლა ყველანი ერთად შევედით სახლში. -აბა,რომ მცოდნოდა მოდიოდით რამეს გავამზადებდი დაფაცურდა დედა. -არაფერი არ გინდათ მალევე წავალთ. -რას ამბობ დღეს არ დარჩებით? -სამწუხაროდ ვერა,ხვალ სამსახური მაქვს,ნინიც მოსამზადებელია 2დღეში უნივერსიტეტი ეწყება.ლაპარაკში გართულებს გამოვეცალე და ჩემს მონატრებულ ოთახში გავეშურე,კარებში მდგომმა თვალი შევავლე ხელუხლებელ ოთახს და ყველა მოგონება თვალწინ დამიდგა,გოგოენები,სკოლა,სწავლა,წიგნები,ცრემლები,სიხარული,ემოცია მოწოლილი ჩამოვჯექი საწოლზე და ხელებ გაშლილი დავესვენე ზურგით,რამდენჯერ მიყურებია ამ ჭერისთვის,ახლა უფრო ტკბილია მოგონებებით გაჟღენთილი კედლები,ფანჯარაზე ახმაურებულმა წვიმამ ისევ შემახსენა თავი და ფანჯარა შევაღე კარგად,რომ გამეგო ტალახში შეზავებული წვეთების ჭყაპუნი.როგორ მიყვარს ეს ხმა,ფიქრებში გართული გიოს ხმამ გამომიყვანა -წრიპა,რატომ მიგვატოვე?კარი ფრთხილად მიხურა და გვერდით მომიდგა,ძლიერად ჩამეხუტა და ამ სურათს სწორედ,რომ ეს აკლდა სიყვარული,სიყვარულით გაჟღენთილი ორი სხეული,აძგერებული გულები და ვენებში მოჩქეფარე სისხლი ვნებებს,რომ ავრცელებს მთლიან სხეულში.. რამდენიმე საათში წამოვედით,იქამდე შევყურებდი გზაზე მდგომ მშობლებს სანამ თვალს არ მოეფარნენ,სევდიანად დავეშვი სავარძელზე და ღრმად ამოვიოხრე -რა უთხარი მამაჩემს? -ეს კაცების საქმეა..ღიმილით გადმომხედა და გზა განვაგრძეთ. რამდენიმე დღეში სწავლაც დაგვეწყო,იქით გოგონები და მიშოს მოუთმენელი ხელისთხოვნის დაგეგმვა,აქეთ მე და ქეთა დავრბოდით ყოველდღე ბიბლიოთეკებში,რაც შეგვეხება მე და გიოს ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ,დილით გვაცილებს უნივერსიტეტში და იმის გამო,რომ ჯერ პირველი ჩასვლა მე მიწევს ქეთასთან მორცხვად მყოფი კოცნითაც ვერ ვკოცნი,საღამოთი გვიან მოდის,მხოლოდ უქმეებზე ვიკლავთ მონატრების სურვილს,ისიც შეიძლება გამოიძახონ და წასვლა მოუწიოს.. ნოემბერი იწურება,თიკა 2კვირაში ჩამოდის,მიშო ყველანაირად მზადაა და ჩვენც ასე დისტანციურად ვაგეგმინებთ ყველაფერს,ქორწილი ვიწრო წრეში შედგება,ჯვრისწერის შემდგე მეგობრები კლუბში გადავინაცვლებთ,ლიზა მთელი ემოციებით ელოდება #25ის გაცნობას,რადგან ვუთხარი ის მიმყავდა ქორწილში,მაგრამ ცოტათი დაბნეულია რატომ ის და არა გიო..ერთი წამით კი დაფიქრდა,რომ შეიძლება ორივე ერთი პიროვნება ყოფილიყო,მაგრამ ნამეტანი ბედი დაარქვა და მეც გულში გამეცინა. დღეს ადრე მოვრჩი მეცადინეობას და მარინას გამომცხვარ ნამცცვარზე,რომლითაც ხშირად გვანებივრებს ყავაზე შევედი,ქეთაც გამოვიდა ოთახიდან,ცოტა წავიჭორავეთ და უკვე გამოსვლას ვაპირებდი გიო და ბიჭები,რომ შემოვიდნენ კარში.ერთი ნიკუშა იყო,რომელიც ზაფხულის მერე არ მენახა მეორეს საერთოდ არ ვიცნობდი.. -იცოდი,რომ შენი დანახვა ყველაზე მეტად გამიხარდებოდა,ხომ?მაგიდასთან მჯდომს ძლიერად ჩამეხუტა.. -რაო ბიჭო?წეღან ჩვენ არ გვეუბნებოდი მაგას?გადაიხარხარა ნიკუშამ -არა რძალო,ხომ ვიყავი მართალი მაშინ,რომ გითხარი შთაბეჭდილება მოახდინეთქო? გამეცინა და არ დავაყოვნე პასუხი -კი ამაზე მოვახდინე და თქვენ როდის მოასწარით ერთი შთაბიჭდილება და თვალების პაჭუნი? -აუ რძალო კარგი რა ნუ მაწითლებ -კაი,კაი მორჩი ღლიცინს,ნინ ამას არ იცნობ ეს ირაკლია,ის ირაკლი.. სახე გამინათდა,წარმოვიდგინე ის საოცარი ხმა და ყველა მოგონება თვალწინ დამიდგა,რომელთანაც ირაკლიმ დაგვაკავშირა,თუმცა აშკარა იყო ირაკლი ვერ მიხვდდა რა ხდებოდა -ის ირაკლი ვინ?დაბნეულმა იკითხა -აუ ბიჭო ვინ და,ჩაერთო ნიკუშა..-შენ არიცი ამან რო შენთან დარეკა და სხვასთან მოხვდა ხოდა ეგ სხვა აგერ ჩვენ რძალი არ აღმოჩნდა? -ჰაჰაჰ,მართლა?იმენა კუპიდონი გავიჩითეე.. ასეთი ბედნიერება ისე მაკლდა,თითქოს ვენები ამევსო ენერგიით და მომავალი 2კვირაც უცებ გაფრინდა,ხელისთხოვნამ საუკეთესოსდ ჩაიარა,ბევრი ბედნიერების ცრემლი დაიღვარა და ქორწილისთვის გამზადებული სახლში ვზივარ და ლიზას ველოდები,რომ გამომიარონ.დიახ,დიახ,ლიზას ველოდები რადგან გიო მუშაობს და ვერ ახერხებს წამოსვლას ჩემი თავი ნიკუშას ჩააბარა.ლიზამ ნიკუშასგან გაიგო #25 შესახებ და მთლიანი დღე,რომელსაც მთელი ინტერესით და ინტრიგით ვგეგმავდი ჩამეშალა.ჩემი თიკუს დღე,რომ არ იყოს ახლა ვიტირებ კიდეც.ტელეფონზე ზარი გაისმა მალევე და ჩემივე ცრემლები უკან დავაბრუნე. -რძალოოო,სად ვერ გხედავს ჩემი ძმაკაციი -ნიიინ,რალამაზი ხაარ,ჩემო ანგელოზოო, -შენ ვის ეუბნები გოგოო,მადლობა სიძე -არა,მიყვარს ეს გოგო,ჯერ მარტო იმიტომ,იმ უჟმურს,რომ უძლებს -ნიკუშ..ხელი მიკრა და მის ხსენებაზე კიდევ ერთხელ გავხედე სადარბაზოსთან სიცარიელეს,რომელსაც მისი მანქანა ავსებს ხოლმე. თიკა ულამაზესი პატარძალია,ყოველთვის ნაზი და სათუთი იყო,ზუსტად ასეთივე პატარძალია.მასთან მისალოცად მისულმა თავი ვერ შევიკავე და მაინც ვიტირე,მთელი ბავშობის ტკბილი მოგონება იყო და იქნება.სამივე ერთმანეთზე გადახლართულები იქამდე ვიდექით სანამ მიშომ არ წაგვართვა მისი თავი..გადაწყდა,რომ თიკას მეჯვარე ლიზა იქნებოდა,ლიზასი მე და ჩემი თიკა,ამიტომ ჯერჯერობით ეს პატივი ლიზას ერგო.ქორწილის ცერემოონიიდან პატარძალმა გამოიცვალა და კლუბში გავემართეთ.მიჩვეული არ ვარ კლუბის გარემოს ამიტომ ატუზული ვდგავარ ბართან და შორიდან ვუყურებ,ამ შემთხვევაში ორ წყვილს(კიდევ ბევრი იყო)თიკას და მიშოს,ლიზას და ნიკუშას.გული მწყდება,რომ მარტო ვარ,ბარმენს ვანიშნებ სამელი დამისხას და ალკოჰოლს ისე ვსვამ ხორხი მეწვის და სითხის სხეულში დაღვრაც კი მესმის მილებში,როგორ გაიკვლიეს გზა.მეორე ჭიქა უნდა დამელია წელზე ხელი,რომ ვიგრძენი და სანამ შეტრიალება მოვასწარი ყურს სასიამოვნოდ მოსწვდა სასურველი მამაკაცის სმენა -როგორი სექსუალური ხარ მთელი ვნებით აღმოთქვა და ყურზე ენა ამისვა, -ვიცეკვოთ? ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფმა ხელი გავუწოდე და საცეკვაოდ გასულებს ვალსიც შემოგვეგება.წელზე ხელები მომხვია,მეც კისერზე დავეკიდე და ასე ბედნიერების ღიმილით შევყურებდი მონატრებულს.მისი თვალები ვნებებს ასხივებდნენ ჩემი ათვალიერებისგან გამოწვეული,ენას ბოროტულად ილოკავდა ცოტა შემცხვა კიდეც და ფერადი შუქები,რომ არა სახე გამყიდდა.წამიერად დარბაზიც ჩაბნელდა თითქოს მეტად გვიიწყობდნენ ხელს გავეგიჟებინეთ,ვიგრძენი წელოდან ხელი,როგორ ჩამომიცურა საჯდომზე და ძლიერად მომიჭირა,მოულოდნელობისგან წამოვიკივლე -ჩჩჩ..წამებში გამაჩუმა და კისერში ისეთი ვნებით მაკოცა თავი ვერ შევიკავე და მის ტუჩებს დავეწაფე მოწყურებული.როგორი მონატრებული ვყოფილვარ,კბილებს შორის მოიქცია ქვედა ტუჩი და გამეტებით მიკბინა,ამან უფრო გამაგიჟა და დარბაზიც კვლავინდებურად განათდა.მის გაცეცხლებულ თვალებს ჩემი ემატებოდა და თითქოს პასუხს სცემდა მის სურვილებს. ასე ერღმანეთის ყურებაში გართულები ნიკუშამ და ლიზამ გამოგვაფხიზლეს -მოხვედი #25? -ენა ვერ გააჩუმე ხო?ნიკუშას გადაუღრინა -მე რავიცოდი ტო,დაქალები არიან მეთქი ეცოდინებიდა -კაი,კაი ძალიან კი გაგვეხარდა,უსაყვარლესები ხართ..მე და ლიზა თიკასთან წავედით საცეკვაოდ ბიჭები ბარს მიუახლოვდნენ,თვალს ვაპარებდი მის სილუეტს და ბედნიერი ვიყავი,რომ ჩემი ერქვა.ერთ გახედვაზეც შევნიშნე თიკას ბიძაშვილი,რომელიც გიოს მიდგომია, მხარზე ხელიც კი უდევს და ეჩურჩულება.არასდროს მომწონდა ეს გოგო მერე რა რომ თიკასია,არც ის გიჟდებოდა,თვეში 5ბიჭს იცვლიდა და ყოველთვის ჩემი ჯინი ჭირდა არ ვიცი რატომ,ალბათ ამიტომ მიაკითხა გიოსაც.გაცეცხლებული თვალებით ვუყურებ შორიდან და ხელში მოთავსებულ სასმელს კიდევ ერთხელ დავეწაფე,ზედ მეორე მივაყოლე და ჩემს სუსტ სხეულს მეტი არ უნდოდა ისე სწრაფად გავრცელდა ორგანიზმში.კვლავ ერთად დ-ხომალანდულები,რომ შევნიშნე წამებში გიოსთან გავჩნდი და ზურგიდან ავესვეტე არ ვიცეკვოთ?კბილებში გამოვცერი ღრენით და გოგონასთვის თვალი არ მომიშორებია ტუჩ აბზუებული მიყურებდა,ქვემოდან კი გიოს მომღიმარ სახეს ვამჩნევდი,აშკარა იყო მოეწონა ეჭვიანობის სცენა -რა თქმა უნდა,შენსავით ლამაზ გოგონას უარს,როგორ ვეტყვი? ცოტათი პირდაღებულმა დავხედე ,თითქოს არც შეიმჩნია ერთად,რომ ვიყავით.ცოტახანში კი ასვეტილმა ხელის ერთი მოძრაობით ამიკრა სხეულზე და გვერდზე მდგომს თავი დაუკრა -უკაცრავად,ჩემ ქალბატონთან ერთად უნდა ვიცეკვო გვერდი გავუარეთ და გული ამიჩქარდა კმაყოფილებისგან,ხელები სუროსავით მოვხვიე კისერზე და ყელში ვნებიანად ვაკოცე -რამდენი დალიე?ირონიულობა იგრძნობა მის ხმაში -მენატრებოდი,მისი სიტყვები დავაიგნორე და მკერდზე მივეხუტე -ჩემო ყვავილო.. სახლში საკმაოდ ნასვამი მიმიმიყვანა,მანქნაიდან გადმოსვლისას ისე შევბარბაცდი წამში ჩემთან გაჩნდა ხელში ამიტაცა და ასე ამიყვანა სახლამდე, კისერზე ჩამოკიდებულს და თავ ჩარგულს ისე მსიამოვნებდა, გავიტრუნე.ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა,ფეხზე გამხადა და გვერდით მომიჯდა,თავზე მომეფერა მე კიდე დებილი ბავშვივით გაღიმებული შევყურებდი მის მომღიმარ სახეს.სმოკინგი,რომელიც ტანზე მომდგარი ჰქონდა და ასე ძალიან უხდებოდა იმდენად უკვეთდა მის ნავარჯიშებ სხეულს,რომ ნასმობისგან ვნებებ აგიზგიზებულმა ჩემსკენ დავქაჩე და პერანგის შეხსნა დავუწყე თან ვკოცნი და მის ტუჩებს აყოლილს ლავასავით მეღვრება სხეულზე სიამოვნების შეგრძნება.თუმცა ისევ გამაჩერა -მთვრალი ხარ -მერე რა,მინდა შენთან.სუნთქვა აჩქარებულმა ძლივს ამოვთქვი -არ მინდა ხვალ გაიღვიძო და ინანო ცოტათი მეწყინდა ხელები დავუშვი.გვერდი ვიბრუნე და წასვლა ვთხოვე -არ წავალ უნდა მოგიარო -არ მინდა წადი მარიასთან დაცალე ემოციები. გონება დაკარგულმა წარმოვთქვი და ღრმა ძილში გადავეშვი.შუა ღამე იყო საშინელი თავის ტკივილით,რომ გამომეღვიძა.წამიერად მომხდარი გამახსენდა და თმები ნერვიულად ავიჩეჩე.ოთახი ცარიელი იყო.ნუთუ მართლა მიმატოვა და წავიდა?აშკარა იყო მისი კვალი ცივ ოთახში არ სჩანდა,უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა,საწოლეზე წამოვჯექი და ხელებზე დაყრდნობილს საშინელმა ფიქრმა გამიელვა -მართლა მარიასთან წავიდა?თავს უაზროდ ვუსვამდი ამ კითხვას,იმას კი ვერ ვხვდებოდი ,რომ შეიძლება მე ვყოფილიყავი ამის მიზეზი,მისი აქ არ ყოფნის მიზეზი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.