სიყვარულის ინსტინქტი (სრულად)
ლიზასთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა წვიმიანი დღე იქნებოდა თუ მზიანი,რომ ამის მიხედვით დაედგინა,ცუდ ხასიათზე იქნებოდა დღეს თუ კარგზე.მთავარი ის იყო,რომ ამ ‘’დაწყველილი სახლიდან’’,როგორც თვითონ ეძახდა,მამის ქვეშამდგომებს მორიგი ცხედარი არ გაეტანათ.მამის კრიმინალურ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია,მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ბავშვობიდან იცოდა და მას არაფერს არ უმალავდნენ.საზოგადოებაში ყველანაირად ცდილოდა თავისი ვინაობის დამალვას,მაგრამ ეს ხშირ შემთხევევბში არ გამოსდიოდა.ყველა იცნობდა ლევან თოდუას და მის ერთადერთ ქალიშვილს.ლევანი მოსიყვარულე მამა იყო,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ლიზას დედამ ისინი მიატოვა და ვიღაც საყვარელთან ერთად გაიქცა.ლიზა მაშინ პატარა იყო და დიდად ვერც იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს მაგრამ დედის სყვარული და მზრუნველოდა სულ აკლდა.თითქოს მის სულში რაღაც შეუვსებელ სიცირიელეს დაესადგუროს.ერთადერთი მეგობარი ყავდა,რომლის მამაც ლევანთან მუშაობდა.ლევანი ყველას ეჭვის თვალით უყურებდა,ვინც კი მის ქალიშვილს მიუახლოვდებოდა.ეშინოდა რომ მის გოგონას რამეს დაუშავებდნენ,ლიზა ერთადერთი სუსტი წერტილი იყო.მტრებიც ზუსტად ამ სუსტ წერთილს იყენებდნენ.შეიძლება ითქვას ლიზა გატაცებებს უკვე მიჩვეული იყო.ასეთი არეული ცხოვრება ქონდა ლიზა თოდუას. როგორც იქნა ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზეა ჯგუფელებთან ერთად,რათქმაუნდა დაცვა თან ახლავს.ბევრი იცეკვა,იმხიარულა,ერთი-ორი ჭიქაც დალია და ბოლოს სახლში მოინდომა წასვლა: -დიმა სახლში მინდა წასვლა.-მშვიდი ხმით უთხრა მძღოლს. -რათქმაუნდა ქალბატონო ლიზა,მე წინ გავალ და თქვენ უკან გამომყევით. -რამდენჯერ გითხარი ქალბატონს ნუ მეძახიმეთქი.უბრალოდ ლი ზა.-დაუმარცვლა თავისი სახელი. -ეგ ამბავი ცოტა რთულია. -არაფერიც,მინდა რომ უბრალოდ ლიზა დამიძახო!-გაუმკაცრდა ხმა.ბიჭმა თანხმობის ნიშნათ თავი დაუკრა და მანქანსიკემ გაემართნენ.სამ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა მერსედეს ბენცი,მძღოლმა გოგონას კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა.კარებთან ქეთი დახვდა,რომელზეც გიჟდებოდა ისე უყვარდა.დიმა ქეთის დანახვაზე ცოტა დაიძაბა.ლიზამ ეშმაკურად ჩაიცინა და ქეთის თვალი ჩაუკრა.თავაზინად მიესალმნენ ერთმანეთს და ლიზას სახლში შეყვა.მესამე სართულზე ავიდნენ,სადაც მხოლოდ ლიზას ოთახი და ბიბლიოთეკა იყო.სარდაფიდან ამოსული ხმები რომ ჩაეხშო, პირველი სართულიდან მესამეზე გადაინაცვლა.ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო და ზოგჯერ ბატონ ლევანსაც უკრძალავდა ამოსვლას.ლევანიც იტანდა ქალიშვილის ამ ახირებას,ისედაც ვერ ერთობოდა ისე როგორც უნდოდა და ‘’ამასაც ვერ დავუშლიო“. როგორც კი დიდ საწოლზე წამოგორდა ვარვსკლავის ფორმაში ქეთის გადახედა: -როდემდე უნდა ეტრფოდეთ ასე შორიდან ერთმანეთს?-და გაიღიმა -არავისაც არ ვეტრფი-იჯუჯღუნა ქეთინ -ვითომ დაგიჯერე. -ლიზა მაბრაზებ!- ბალიში მოირმარჯვა ხელში და ესროლა. -როგორ ჩაიარა საღამომ?- ცოტახნის შემდეგ კითხა წამოგორებულ მეგობარს -განსხვავებული არაფერი,მაგრამ მაინც კარგი დრო გავატარე.ყოველ საღამოს რომ დავდიოდე ასე გასართობათ მაშინ ვიწუწუნებდი,რომ მოწყენილობა იყო.-ღიმილით,მაგრამ მაინც დასევდინებული თვალებით გახედა ქეთის. -ხომ იცი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასე ჯობს. -რა უსაფრთხოება.მაგოტომაც გამიტაცეს 1 წლის განმავლობაში 2ჯერ ხო?-ბრაზი შეერია ხმაში. -კარგი ნუ იხსენებ მაგ საშინელ დღეებს. -იმედია დღეს არავინ არ მოყავთ? -მგონი კი,რაღაც აფორიქებული მეჩვენება მამა.მგონი რაღაც სერიოზულია. -იმედია რამე ცუდი არ მოხდება.-ჩაფიქრთდა ლიზა. -ალბათ საქონელის გაცვლისას მოხდა რამე.-მშვიდათ თქვა ქეთიმ. -მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინმე უნდა დაისაჯოს.თან ისეთი ხერხებით,რომელსაც მამა იყენებს.თითონ არის დამნაშავე.-განერვიულდა და ისევ გაბრაზდა მამაზე.-შენც რატომ ხარ ასეთი მშვიდი.ვიღაც უცნობი მოყავთ და ჩემი სახლის სარდაფში სიცოცხლეს უნდა გამოასალმონ. -ლიზა იქნებ დროა შეეჩვიო თუ ვინები არიან მამაჩვენები და როგორი ცხოვრების წესი აქვთ. -როგორ შეიძლეა ასეთ რამეს შეეჩვიო ქეთი?-გამწარდა და ბოლო ხმაზე უყვირა მეგობარს. -მაპათიე,ვიცი რომ შეიძლებელია.მეც ძალიან მიჭირს მაგრამ სხვა გაზა არ გვაქვს ლიზა ხომ იცი?-მიუახლოვდა და ჩაეღუტა. *** „დაწყევლილი სახლის’’ დაწყველილ სარდაფში ლიზას და ქეთის კატეგორიულად ეკრძალებოდათ ჩასვლა.სარდაფის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა.გარდა სახლში მომუშავე და მხვოვრები ადამიანებისა.ლევანი კი არავის არ უშვებდა ახლოს თუ მის ერთგულებაში არ იყო 100% დარწმუნებული.ყველა ბინძურ და მნიშვნელოვან საქმეს ქეთის მამას ზურას ავალენბდა,რადგან მას ყველაზე მეტად ენდობოდა.სარდაფში ჩასასვლელად ჯერ კიბეები და მერე ერთი ოთახი უნდა გააგევლო.ოთახში ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი არ იყო,ჩვეულებრივ საკუჭნაოს გავდა დიდი თაროებით სადაც მურაბები,ჯემები და ათასი სხვა რაღაცა ეწყო,მაგრამ ცოტამ თუ იცოდა რომ მაგ თაროების უკან დიდი დაწყევლილი კარები იყო,მერე გრძელი კორიდორი და ბოლოს ოთახი სადაც ათასი იარაღი და ნარკოტიკული საშულება იმალებოდა.სახლი რამოდენიმეჯერ გაჩხრიკა პოლიციამ,მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვერ იპოვეს.ამიტომაც გაძლო ალბათ ბატონის ლევანის შავ-ბნელმა საქმეებმა ამდენხანს. ვინმე რამეს თუ დააშავებდა იქ ჩაყავდათ ცემით სულს ღდიდნენ და ბოლოს მოსაკლავად ტყეში მიყავდათ ან ხშირ შემთხვევაში შემიაკვდებოდათ და ბოლოს ჩუმად გაქონდათ გვამი მაგრამ ლიზა და ქეთი ამას სულ ამჩვნევდნენ.სისასტიკეა,სისაძაგლეა,ცხოველურია ეს ყველაფერი და ლიზამ ეს სულ იცოდა.ისიც იცოდა რომ მკვლელი მამა ყავდა,მაგრამ ის მაინც ძლიერ უყვარდა,რადგან ერთადაერთი ახლობელი იყო მის ცხოვრებაში. სამზარეულოში აპირებდა ლიზა შესვლა უცებ საუბარი რომ მოისმინა: -რამდენ ხანში მოიყვანენ?-გაცოფებული იყო ბატონი ლევანი -ნახევარ საათში აქ იქნება. -როგორ გაბედა ვიღაც ლაწირაკმა ჩემი გაცრუება?!-ღრიალებდა -ნუ ნერვიულობთ.ჩვენ არაფერი არ დაგვიკარგავს.’’ტავარიც“ ხელუხლებელი ჩავაბარეთ პატრონს და ფულიც ავიღეთ. -ბოლო წამს მოვასწარით გესმის ზურა ბოლო წამს.-ისევ ღრილებდა-ვერ გადამირჩება.ისეთ დღეში ჩავაგდებ მომკალიო აქეთ შემეხვეწება! -მგონი ჯობია ცოტათი თავი შევიკავოთ.არ ვიცით მის უკან ვინ დგას. -არ მაინტერესებს.ის დღეს მოკვდება!ვერავინ ვერ ჩაერევა ჩემს საქმეებში! შეშინებული აირბინა თავის ოთახში და ფანჟრიდან ჭიშკარს აკვირდებოდა თუ როდის მოიყვანდენ ვიღაცას,რომელიც დღეს უნდა მომკვდარიყო.ნერვიულობდა,ვერ იტანდა საკუთარ თავს,ვერ იტანდა,როცა სუსტი იყო და ვერაფერს ვერ აკეთებდა იმ ადამიანების დასახმარებლად,რომლებიც არაფერი შუაში არ იყვნენ გარდა იმისა რომ მათ ის გზა ვერ აირჩიეს რომელიც სწორი იქნებოდა.ყველა ვერ ირჩევს ნათელ ფერებს თავის ცხოვრებაში და ამის გამო ისინი არ უნდა დაისაჯონ. რამოდენიმე წუთში ისევ მერსედეს ბენცი მოადგა კარებს.საჭესთან ამჯერად ირაკლი იჯდა ლევანის მძღოლი.მარტო გადმოვიდა,მანქანას მოუარა და უკანა კარი გამოაღო.ვიღაც მამაკაცი გადმოიყვანა,აღნაგონით ახალგაზრდას გავდა,მაგრამ სახეს ვერ ხედავდა შავი ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული და ძალით მიათრევდა.უცებ ქვემოთ ჩაირბინა და დაინახა როგორ წაიყვანეს სარდაფისკენ.ლევანი და ზურა ისევ სამზარეულოში იყვენენ ამიტომ მშვიდი სახე მიიღო და სამზარეულოში შევიდა. -მამა როგორ ხარ?ზურა გამარჯობა.-ლევანს ცოტა გაუკვიდა ქალიშვილის დანახვა,ზურამ კი თავი დაუქნია. -კარგად შვილო შენ როგორ ხარ?-შუბლზე აკოცა. -მეც კარგად.რამე მოხდა რა სახეები გაქვთ?-ვითომ არაფერი ისე იკითხა, მამას მოშორდა,წვენი გამოიტანა მაცივრიდან და თავის საყვარელ ჭიქაში ჩაასხა. -არა არფერი შვილი,უბრალოდ დაძაბული დღე იყო! -მე გავალ ბატონო ლევან!-თვალით ანიშნა რაღაცა და გავიდა,ლევანმაც თავი დაქუნია. -შვილო შენ რატო არ გძინავს,გვიანია უკვე? -მომწყურდა მამა და ჩამოვედი.ნუ ნერვიულობ ავალ და დავიძინებ.-მამა გაუღიმა და წვენით ხელში გავიდა. მეორე სართულზე ავიდა და უკან მობრუნდა,დაინახა როგორ გავიდა მამამისი სამზარეულოდან და სარდაფისკენ გაემართა.ლიზა თავის ოთახში აბრუნდა და ბოლთას სცემდა როდესაც ღრიალის ხმა მოესმა.მესამე სართულზე ძირითადად ხმები არ ამოდიოდა,მაგრამ ახლა როცა რაღაც მოესმა შეეშინდა.შეეშინდა რომ მამას ის ადამიანი შემოაკვდებოდა. ქვემოთ ჩაირბინა და სარდაფისკენ გაემართა.კიბეებთან არავინ არ იდგა ამიტომ უცებვე ჩაირბინა.საუკოჭნაში ჩუმად შეიხედა და როცა დარწმუნდა რომ იქაც არავინ იყო გამბედავად შევიდა.თაროს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდებოდა რომელიც გამოწეული იყო,მის უკან კარი კი ონდავ ღია. -შე ლაწირაკო როგორ გაბედე და როგორ გაიფიქრე ჩემი საქონლის მოპარვა?!-ლევანის ხმა იყო რომელსაც დარტყმის ხმაც მოჰყვა. -და ვინ გითხრათ რომ მოპარვას ვაპირებდი?-ლიზას უცნობის ღმა მოესმა,რომელიც ნამდვილად ირონიით იყო გაჟღენთილი. -ამას უყურეთ ერთი.შენ ვინ გგონია თავი.ასე ადვილად მე ვერ გამაცრუებ გესმის შე ნაბი*ვარო?!-ისევ დაიღრიალა ლევანმა და ისევ მუშტი მოუქნია. -მე არაფერ შუაში ვარ.მე რომ არა საქონელს მართლა მოიპრავდნენ.-მშვიდი ღმით განაცხადა ისევ უცნობმა....ისევ ირონიიით. -ამის დ*დაც ვა*ირე მეღადავებიი.ჩვენ რო მივედით შენ იდექი მარტო სატვირთოსთან იარაღით ხელში და წინ ჩვენი ადამიანის გვამი ესვენა.-უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებდა ლევანი. -შორიდან ვირაღაცამ სროლა აგვიტეხა და მაშინ დაჭრეს დათოც.მაგ იარაღით რომელიც მე მეკავა დათოს მკველელი გავისტუმრე სააქიოს.გვამი სატვირთოდან 50 მეტრში ორმოშია.შეგიძლიათ შეამოწმოთ,მაგრამ მეეჭვება რომ იქ დაგხვდეთ.ჩემთვის დროულად რომ მოგესმინათ ყველაფერს გაარკვევდით ახლა კი ჩემს დაკითხვას გირჩევნიათ თქვენი მოწინააღმდეგე იპოვოთ,რომელსაც საქონლის მოპარვა უნდოდა და აშკარად მტრად გეკუთვით.-ბრაზი შეერია ხმაში ალექსანდრეს. *** ალექსანდრე ფილფანი,გამომძიებელი,რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს.დიდიხანია პროკურორმა და თავისმა საუკეთესო მეგობარმა საბა ჯაფარიძემს საიუდუმლო ოპერაციის ხელმზღვანელად დანიშნა.ალექსანდრემ რათქმაუნდა ჯაშუშის როლი თვითონ მოირგო და უკვე ნახევარი წელია ცდილობს ლევან თოდუას შავ-ბნელ სამყაროში შეაღწიოს.შეიძლება ითქვას ,რომ თავისას მიაღწია და ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის დროს პოლიციასაც თავზე დააყენებდა ბატონ ლევანს,რომ არა ლევანის მორიგი მტერი,რომელმაც საქონლის მოპარვა გადაწყვიტა და ალექსანდრეს გეგმაც ჩაიშალა.მაგრამ რას იფიქრებდა რომ ბედის ბორბალი მის მხარეს შემოტრიალდებოდა და ისეთ რაღაცას აღმოაჩენდა,რომელიც გომოძიებას ყველაზე მეტად დაეხმარებოდა.ის სარდაფში მოხვდა,რომელსაც ლევან თოდუა ყველასგან წლემიბის მანძილზე ოსტატურად მალავდა.ახლა ალექსანდრესთვის გასაგები იყო ამდენი წლის განმავლობაში როგორ გაჰქონდა თოდუას ამ სამყაროში თავი თან ისე რომ პოლიციაც ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა. ახლა ალექსანდრეს მთავარი მიზანი იყო ცოცხალი გასულიყო ამ სახლიდან,რომ ეს საქმე მალე დაესრულებიდა და შურიც ეძია მამის მკვლელზე. დემნა ფილფანი,რომელიც ლევან თოდუას ყოფილი პარტნიორი იყო, საქონლის გაცვლის დრო სროლაში მოყვა და დაიღუპა.როგორც ამბობენ თოდუამ მახე დაუგო იმ მიზბნით რომ ფულიც და საქონელიც მას დარჩენოდა.ალექსანდრემ მამის საქმეების შესახებ რო გაიგო უკვე 2 წლის მკვდარი ოყო ბატონი დემნა.მას მამა უბრალო ადამიანი ეგონა,რომელიც თავის ბიზნეს განაგებდა და არა ადამიანი,რომელიც შავ-ბნელ საქმეებში იყო გახვეული,ამიტომაც გადაწყვიტა,რომ თვითონ ასეთი არასდროს არ იქნებოდა, ყველა კანონ დამრღვები პირების საწინააღმდეგოდ წასულიყო და ციხეში მიეჩინა მათვის ადგილი.მაგრამ ამის უკან მაინც იმალებოდა ის ფაქტი რომ ამით მამის მკვლელზეც აპირებდა შურისძიება.დიახ ალექსანდრე ვერ იტანდა ლევან თოდუას და ყველას ვინც არაკანონიერ საქმესდ ჩადიოდა მაგრამ მამის სიყვარულს მაინც ვერ უღალატა.ის კეთილ მოსიყვარულე სერიოზულ და ამავდროულად ძალიან მხიარულ და უბრალოდ კარგ ადამიანს იცნობდა მამის სახით,ზუსტად ასეთი მამის მკვლელობის გამო გადაწყვიტა შურისძიება.დემნას სიკვდილის შემდეგ ნანას ძალაინ უჭირდა ორ მცირე წლოვან შვილთან ერთად თავის გატანა,მაგრამ მაინც შეძლო და ალექსანდრე და კატოს კარგი განათლების საშუალება მისცა.შვილებმაც დედის წვალება ადააფასეს და თავიანთ პროფესიაში საუკეთესოები იყვნენ.ალექსანდრე პოლიციაში მუშაობის გარდა თავის დასთან ერთად უძღვებოდა საერთო ბიზნესს,მაგრამ ძირითადად მაინც კატო იყო ამით დაკავებული,რადგან ალექსანდრეს ხშირად უწევდა სახლიდან თვეობით წასვლა ქალბატონ ნანას არ მოწონდა ასე თვეობით რო უჩინარდებოდა თავისი შვილი მაგრამ ვერც ვერაფერს ამბობდა.ალექსანდრეს პროფესია ითხოვდა ამას. *** ლიზა შეშინებული უსმენდა საუბარს,როცა ნაბიჯების ღმები გაგიგო უცებ მოშორდა კარს და საკუჭნაოდან რაც შეიძლება ფრთხილად გავიდა.ოთახში ასვლას ვერ მოასწრებდა ამიტომ მისაღებში გავიდა და კარის უკან დაიმალა,როცა ხმები მოესმა შემოსასვლელიდან: -ახლავე გაუშვი ხალხი და ნახეთ მართალს ამბობს ის ლაწირაკი თუ არა! -არამგონია იტყუებოდეს.თქვენი აზრით ესეც ლიზას გამტაცებელის ნახელავია.-ჩუმად ეუბნება ზურა. -შესაძლოა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავადგინო ვინ არის.-კბილებს შორის გამოსცრცა ლევანმა,-და ხო ხომ იცი რომ ვინც ერთხელ სარდაფში შეაღწევს ცოცხალი ვეღარ გამოვა.მე ცალკე მანქანა მომიმზადეთ, უნდა გავიდე. *** -რააა?!უდანაშაუულო ადამიანი უნდა მოკვდეს მხოლოდ იმიტომ რომ სარდაფში მოხვდა?! ეს შეუძლებელია!ამას ვერ დავუშვებ!-გაგიჟებული ეუბნებოდა ქეთის. -კარგი დაწყნარდი,რამეს მოვიფიქრებთ. -იქედან უნდა გამოვიყვანოთ,მაგრამ მამაჩემი მაინც იპოვის ადრე თუ გვიან.-თვითონაც არ იცოდა ასე ძალიან რატომ ნერვიულობდა ვიღაც უცნობდე. -მაგაზეც ჩვენ უნდა ვიდარდოთ.უბრალოდ გაპარვაში დავეხმაროთ და დანარჩენზე თვითონ იფიქროს. -რა აზრის აქვს დახმარებას ბოლოს მაინც თუ მოკვდა! -კარგი დაწყნარდი და დაჯექი,თავბრუ დამეხვა მაცადე ფიქრი.მე ვიცი ვინც დაგვეხმარება. -ვინ?-ცოტათი გაუკვირდა ლიზას -დიმა.-ქეთიმ ჩაიღიმა და ტელეფონში ასოების აკრიფვა დაიწყო.5 წუთში კაკუნის ხმა გაისმა. -მეძახთიდ?-დიმა შემოვიდა ოთახში -დიახ გეძახდით დიმა.-მშვიდად უპასუხა ქეთიმ-დაჯექი შენთან საქმე გვაქვს.-დიმამ ცოტა დაბნეული მზერა მიაბყრო გოგონებს და მდივანზე მოკალათდა. -კარგით,გისმენთ. ლიზამ შეშინებული მზერით გადახედა ქეთის. ლიზას ეშინოდა რომ დიმა ყველაფერს გააფიჭებდა დახმარების ნაცვლად.მგარამ ქეთიმ იცოდა რომ დიმასთვის ნდობა შეიძლებოდა და აუცილებლად დაეხმარებოდა მათ,ამიტომ თავი დაუკრა და მიანიშნა რომ დიმას ნდობა შეიძლებოდა. -შენი დახმარება გვჭირდება.ქვემოთ სარდაფში ბიჭი რომ არის,-ამის გაგონებაზე დიმა წარბები შეჭმუხნა.-იმის განთავისუფლებაში უნდა დაგვეხმარო.ვიცი რომ შეუძლებელ რაღაცას გთხოვ მაგრამ შენი დახმარება ძალაინ გვჭირდება.გეფიცები შენ საფრთხე არ დაგემუქრება,უბრალოდ დაცვის ყურადღება უნდა მიიქციო,რომ მისი გაყვანა შევძლოთ.-ლიზამ რაც შიძლება სწრაფად თქვა სათქმელი და დიმას გამომეტყველებას დააკვირდა.ბიჭი რამოდენიმე წამით ჩუმად იყო,ჯერ ლიზას გადახედა და მერე ქეთის. -ხვდებით მაინც რა საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს? -ნუ გეშინია შენ არაფერი დაგიშევდა.-უთხრა ქეთიმ -მე ჩემზე კი არა თქვენზე ვამბობ!-გაბრაზებული გახედა ქეთის. -ის ხომ უდანაშაულოა-გატეხილი ხმით ჩაილაპარაკა ლიზამ-რომც იყოს ჩვენ უფლება არ გვაქვს რომ მის სიკვდილს ასე მშვდიდად ვუყუროთ.გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა მამა ზურას რომ რაც არ უნდა უდანაშაულო იყო მაინც მოკვდებაო,და რატომ!მხოლოდ იმიტომ რომ სარდაფის შესახებ იცის. -ლიზა მამაშენი მაინც იპოვის.დღეს კი დავეხმარებით მაგრამ აზრი არ აქვს. -ხომ იცი რო დიმა მართალს ამბობს,მამაშენი არავის ენდობა ოჯახის წევრბის გარდა...-გაგრძელებას აპირებდა ქეთი როცა ლიზამ შეაწყვეტინა და თვაისთვის ჩაილაპარაკა -ოჯახის წევრი.....ოჯახის წევრიი -ლიზა მითხარი რომ იმას არ ფიქრობ რასაც მე-შეშინებული მზერა მიაბყრო ქეთიმ მეგობარს და უკვე ხვდებოდა მის თავში რაც ტრიალებდა. -იქნებ მეც გამარკვიოთ.თქვენი ენა მე არ მესმის.-ჩაიცინა დიმამ -ერთიწუთი დიმა!მგონი ჩემი მეგობარი გიჟდებააა-ლიზას უყურებდა გაკვირვებული. -ეგრე ნუ მიყურებ.ხომ იცი რო სხვანაირად ვერ გადავარჩენთ. -კი მაგრამ საერთოდ არ იცნობ.სახელიც კი არ იციი.თან რამ წამოგიარა რამდენი ადამიანი მოუყვანიათ და მერე ცხედარი გაუტანიათ,არც პირველია და არც უკანასკნელი!-ხმას აწუწია ქეთიმ. -ქეთი ხვდები მაინც რას ამბობ!-წამოხტა და მეგობარს შეუბღვირა. -კარგით,გეყოთ.საქმეში ვარ.გასაგებია რომ ლიზას გეგმა აქვს.-უცებ დიმაც წამოდგა და გოგოებს შეხედა.-გისმენთ ქალბატონო ლიზა? გოგოებმა დიმას გახედეს მერე ისევ ერთამენთს შეხედეს.ქეთიმ რაღაც ამოუცნობი წაიკითხრა ლიზას თვალებში.ამ თვალებს დღეს ეს ადამიანი რომ არ გადაერჩინა სამუდამოდ ჩაქრებოდა,ის ერთადერთი სხივიც დაიკარგებოდა რასაც ახლა ხედავდა.ქეთი ამას მიხვდა და მზად იყო მეგობართან ერთად უფსკრულში გადაჩეხილიყო,თავი დაუკვრა როგორც სჩვეოდა ისე და მიახვედრა რომ მის მხარეს იყო.ლიზამაც გაუღიმა და დიმას მიუბრუნდა: -დიმა შენ წვენს და საჭმელს ჩაუტან საკუჭნაოში მდგომ დაცვას,რომელშიც ჩემს საძილე აბებს ჩავყრით,რამდენიმე საათით გაითიშებიან.მერე შენ და ქეთა გარეთ გახვალთ რომ იქ მდგომი დაცვის ყურადღება მიიქციოთ,მანამდე მე სარდაფში შევალ და იმას გავათავისუფლებ და გარეთ გავიყვან.კარგი იქნება მანამდე შენს მანქანას სახლის უკანა კართან თუ დატოვებ.იქედან გავიყვან.დანარჩენს მე მივხედავ.სავარაუდოდ რამდენიმე დღე ვერ დავბრუნდები,შეგეხმიანებით -კი მაგრამ როცა შეამჩნევენ თქვენ არ ყოფნას ხო იცი რაც მოხდება ქალბატონო ლიზა.თან ვიღაც უცნობთან ერთად ვერ დაგტოვებთ.მასთან ერთად თუ გიპოვეს ლევანმა მერე მართლა ვერ გადავარჩენთ იმ უცნობს,რომლის გადარჩენასაც ასე მონდომებით ცდილობთ.თან ამით ქეთისაც შევუქმნით პრობლემას.არავინ დაიჯერებს რომ მარტო დაეხმარეთ გაქცევაში. -შენ თუ ასე ძალიან გეშინია რატო დაგმთანხმდი-შეუბღვირა ქეთიმ. -ქეთი შენ მერე დაგელაპარაკები!-დიმამაც არ დააკლო. -თქვენ თავს გაისულელებთ რომ არაფერი იცით.მაინც ვერაფერს დაგიმტკიცებენ მანამდე მეც გამოვჩნდები. -კი მაგრამ...-გაგრძელება უნდოდა დიმას მაგრამ ლიზამ ისე გააწყევტინა -დანარჩენს ქეთი მოგიყვება,მან კარგად იცის რასაც ვაპორებ.-საათს დახედა,-უკვე ღამის ორი საათი სრულდებოდა. ქეთიმ წვენში რამოდენიმე კაკალი წამალი ჩაყარა კარგად მიურია და დიმას მისცა საჭმელთან ერთად სინზე დადებული.თვითონ მისახებში გავიდა სადაც ლიზა ელოდებოდა.რამოდენიმე წუთში დიმა შემოვიდა ოთახში და თავი დაუქნია -დაცვას ძინავს.შეგიძლია წახვიდე.როგორც კი სმს მოგვწერ მაშინვე დავიწყებთ მე და ქეთა მოქმედებას.მაქსიმუმ 10 წუთი გეგნება სმს გაგზავნიდან.ახლა კი იჩქარე.-ჩქარა უთხრა დიმამ.ლიზამ მაშინვე პატარა ზურგ ჩანთა აიღი და მისახებიდან გადიოდა ქეთიმ რო მიაძახა -დარწმუნებული ხარ?იქნებ ვიღაც მანიაკია?-ისეთი თვალებით უყურებდა ლიზას გაეცინა. -მამაჩემზე უარესი ვერ იქნება!არ ინერვიულო მალე დავბრუნდები.-თავისი მზერით დააიმედა და ოთახიდან გავიდა. -აბა ქალბატონო ქეთი გისმენთ.დღეს გმირობის ხასიათზე ხართ მგონი შენ და შენი დაქალი-როგოერც კი ლიზა გავიდა მაშინვე დაიწყო დიმამ. -ვერ გადაიტანდა კიდევ ერთი უდანაშაულო ადამინის სიკვდილს ლევანის მიზეზით.მე კი მარტო ხომ არ დავტოვებდი.ის ყველაფერია ჩემთვის.-ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა. -კარგი არ ინერვიულო.ყველაფერი კარგად იქნება!-უცებ მიუოხლოვდა და ძლიერ ჩაიხუტა.ქეთი არ ელოდებოდა.დენივით დაარტყა მისმა შეხებამ,დიმას ეს არ გამორჩენია და ჩაიცინა კიდეც. -ის...ჩვენ რა უნდა ვქნათ.როგორ მივიქციოთ დაცვის ყურადღება!-ვითომც არაფერი ისე მოშორდა.დიმამაც არაფერი შეიმჩნია. -გოგონას,რომელსაც ლევან თოდუას უკან ინტრიგების ხლართვა არ უჭირს არამგონია გულის წასვლა გაუჭირდეს. -აუ კარგი რააა.გულის წასვლის ინსცენირება აუცილებელიაა.-ბუზღუნებდა ქეთი. -რამე უკეთესს თუ მოიფიქრებ მითხარი.-ირონიულად უთხრა და ჩაიცინა მერე უცებ დასერიოზულდა,-ლიზა როგორც კი გაიყვანს იმას ხომ შეუძლია დაბრუნდეს,რატო მიყვება იმ უცნობს? -იცის რომ უბრალოდ გაყვანით ვერ გადაარჩენს და მაგიტო. -კი მაგრამ ლიზას მეტი რა შეუძლია? -შეუძლია რომ ოჯახის წევრი გახადოს. -რაა,ეგ როგორ? მოიცა.....არ მითხრა რომ..... -დიახ ზუსტად ეგ. -არა მაგს ვერ დავუშვებ.თუ უნდა რომ გადაარჩიონოს კი მაგრამ გამორიცხულია.ლევანი არ აპატიებს.ორივეს მოკლავს.თან იქნებ არც დათანხმდეს ის ტიპი.ან საერთოდ როგორ.-წინადადება დასრულა და გასვლას აპირებდა უცებ ქეთი რომ აესვეტა წინ: -მოიცა. -ქეთი გამორიცხულია! -მომისმინე,მე ლიზას ვენდობი.მან იცის რასაც აკეთებს,ახლა ხელს თუ შევუშლით და მერე ის ბიჭი მოკვდეს,ლიზა არასდროს არ გვაპატიენს.ლიზას არაფერი არ დაემართება,არამგონია იმ ბიჭმა რამე დაუშავოს,თან მგონი მართლა უდანაშაულოა. -კი მაგრამ.. -დიმა დამიჯერე ასე ჯობია.-ხელი ჩაკიდა და უკან დააბრუნა. ***** გარშემო ბნელოდა,არც არანაირი ხმები ესმოდა,არ იცოდა რას უპირებდნენ ან გავიდოდა თუ არა აქედან ცოცხალი,მაგრამ დარწმუნებული იყო თუ გათავისუფლებას შეძლებდა ლევან თოდუას აუცილებლად ბოლოს მოუხებდა.ამ ფიქრებში იყო გართული უცებ ნაბიჯების ხმა,რომ მოესმა მერე თითქოს რაღაც მძიმე დავარდა იატაკზე. რამოდენიმე წამის შემდეგ გაიგო როგორ გავიდა ვიღაცა საკუჭნაოდან და ბოლოს ისე ნაბიჯების ღმა მოესმა.გასახები გადატრილდა და ვიღაცამ კარი ნელა გააღო....ისევ ნაბიჯების ღმა.....ოთახში ვიღაც შემოვიდა მაგრამ ვერ ხედავდა ვინ იყო...საკუჭნაოდან შემოსული შუქიდან რომელიც ოდნავ ანათებდა ოთახს დაინახა სილუეტი, რომელიც კაცის ნამდვილად არ იყო:მაღალი ქერა თმიანი გოგონა გრძელი ფეხებით პატარა ცხვირით და ყავისფერი თვალებით. -არ მეგონა ბატონი ლევანი თავის ქალიშვილსაც თუ იყენებდა,არადა ფოტოებში ანგელოზს გავხარ,ვინ იფიქრებს რომ შენც მამის კვალს მიყვები !-როცა ბოლოსდაბოლოს შეამჩნია რომ მის წინ ლამაზი გოგონა იდგა,რომელიც ფოტოებიდან ყავდა ნანახი ცოტა გაუკვირდა კიდეც მაგრამ გამორიცხული ხომ არაფერი იყო. -შენ მგონი აქ მოგწონს და დარჩი ბარემ!-გაბრაზებულმა შეუბღვიდა,მაგრამ მისი ხმის გაგება ესიამოვნა.ბიჭის მწვანე თვალები ისე ანათებდნენ,რომ ალბათ მზეც ვერ გაანათებდა ასე ძალიან. გარშემო მიმოიხედა იარაღის დანახვისას სახე დამანჭა ეს ალექსანდრეს არ გამორჩენია. -აქ რა გინდათ პატრა ქალბატონი?აშკარად არ ხარ ამ ადგილის ხშირი სტუმარი. ალექსანდრეს ხმამ აზრებიდან გამოიყვანა.კითხვა დააიგნორა უცებ მოუარა ბიჭის სკამს და ხელები გაუნთავისუფლმა.ალექსანდრე გაკვირვებული დარჩა,მაგრამ უცებ მოახდინა რეაგირება და ფეხებიდან უკვე თვითონ მოიხსნა თოკი.ადგა უკან შებრუნდა და გოგონას შეხედა.უცანრი იყო გოგონას მზერა,ვერ ხვდებოდა რას აპირებდა ეს პატარა ქალბატონი. -უნდა ვიჩქარით!მე გამომყევი!-დაუფიქრებლად გაუწოდა ხელი ლიზამ,მაგრამ ბიჭს რო შეხედა მერე გაიზრა რამდენად უცნაირად იქცეოდა.ალექსანდრე ნამდვილად გაკვირვებული იყო და ამს უკვე ვერ მალავდა,მაგრამ გაქცევის შანსაც ვერ გაუშვებდა ხელიდან ამიტომ სწრაფად მოვიდა გონს, ხელი ჩაკიდა და გოგონას დაუფიქრებლად გაყვა.ლიზამ მეირე ხელით ტელეფონი ამოიღო და სმს გააგზავნა. *** -დროა!-დიმამ ქეთას გადაუჩურჩულა და მაშინვე მიწაზე აღმოჩნდა გოგონა.ბიჭმა უცებვე დაიყვირა და დაცვას უხმო.ლიზამ როგორც კი გაიგო დიმას ხმა 2 წუთი მოიცადა და უკვე კართან მისული გარეთ გაიხედა როცა შენიშნა როგორ დაყურებდა ყველა თვაის მეგობარს ჩაეცინა უკან მიბრუნდა,და ალქსანდრეს ჩუმად უთხრა: -ახლა რაც შეიძლება შეუმჩმევლად უნდა გავიდეთ აი იმ კარიდან-ხელით შავი კარისკენ ანიშნა და წამით ისიც გაიაზრა თუ რამდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,მაგრამ ბიჭი დიდხას არ დაყოვნდა რადგან დრო აღარ ქონდათ,ლიზას უკან მდგომი დაცვა დაინახა,ალექსანდრემ სწრაფად მოახდინა რეაგირება,ლიზა გვერდით გაწია ბიჭს საყელოში წვდა, სახლში შემოათრია და ოსტატურად გათიშა.ლიზამ მომხდარის გააზრებაც ვერ მოახერხა ისე ჩაკიდა ბიჭმა ხელი და უკან გაიყოლა.გარეთ გასული მანქანა რო დაინახა ალექსანდრეს გაეცინა: - კარგად მომზადებულ ხარ.გასაღები სად არის? -მანქანაში. ხუთი წუთის შემდეგ ალექსანდრე საჭესთან მშვიდად იჯდა,აი ლიზა კი იმდენად აფორიაქებული იყო,რომ იმასაც ვერ აცნობიერებდა, რომ ახლა უცხო ვიღაცასთან ერთად იჯდა მანქანაში,რომლის გადარჩენიშთვის საკუთარ თავს იგდებდა საფრთხეში.ორივე ჩუმად იჯდნენ,ლიზამ შეამჩნია რომ ქალაქგარეთ გავიდნენ ბოლოს ვერ მოითმინა და უფრო თვაისთავს ჩაილაპარაკა ვიდრე ბიჭს უთხრა, მაგრამ ალექსანდრემ მაინც გაიგონა -იქნებ მანიაკი ხარ?! -ეს რატომ გააკეთე? -უსამართლობას ვერ ვიტან.-გატეხილი ხმით უპასუხა ლიზამ -და სამართლინობა ახლა გაგახსენდა?-ისევ ირონიით გაჟღენთილი სიტყვები. -მე გმირი არ ვარ,არცს სუპერ ძალები მაქვს და არც მამაჩემის წინაარმდეგ წასვლას ვარ მიჩვეული,უფრო სწორედ არ გამომდის,ასე რომ შენ მე ვერ დამადანაშაულებ.-ალექსანდრე არც კი იხედებოდა ლიზას მხარეს,მაგრამ მისმა სიტყვებმა ცოტათი დააფიქრეს-შენი სახელი? -რა?-გოგონას ბოლო შეკითხვას არც გაუგია,მიუხედავად იმისა რომ არ ამჟღავნებდა ძალიან დიდ გაურკვევლობაში იყო.მგონი ცხოვრებაში პირველად არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო.ახლა წესით პოლიციის განყოფილებაშ უნდა მიდიოდეს,მაგრამ გოგონას საქციელმა ფიქრები აურიეს. -შენი სახელი არ ვიცი. -ალექსანდრე. -ლამაზი სახელია-ჩუმად ჩაილაპარაკა ლიზამ და ფანჯარისკენ შეტრილდა.ორივეს თვაში იმდენი გაუცემი შეკითხვა იყო,მაგრამ არც ერთი არ ჩქარობდა პასუხების მიღებას. *** ხელში აყვანილი ქეთი სახლში შეყავდა,კარებთან დაგდებულ დაცვასს თავხედად გადაუარა და გოგონა ქვემოთ დასვა: -ახლა შენს ოთახში ადი და არა ვითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდე. -კი მაგრამ -არავითარი მაგრამ.გააკეთე ის რასაც გეუბნები.-დიმამ ხმა იმდენად გაამკაცრა რომ ქეთი ვერ შეეწინაღმდეგა.მიხვდა,რომ აზრი არ ქონდა ამიტომ დაემორჩილა და კიბეებისკენ დააიძრა,უკვე მეორე სართულზე იყო ბიჭის ხმა,რომ მოესმა: -ნეტავ სულ ასე მიჯერებდე.-გოგონას ამაზე გაეღიმა და გზა გააგრძელა. დიმა სწრაფად გავიდა სახლიდან.რამოდენიმე წუთში უკვე სახლში იდგა პარკით ხელში და ლევანის ღღიალს უსმენდა. -სად ჯანდაბაში წავიდა!საერთოდ როგორ გამოვიდა იქედან მარტო!-გაცოფებული იყო. -დაწყნარდით ახლავე ვიპოვით.-ზურამ სიტუაციის განმუხვტა სცადა,ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და რამოდენიმე ადგილას დარეკა. -ლიზა სად არის?-რამოდენიმე წამიანი სიჩუმის მერე იკითხა ლევანმა.დიმამ ჩათვალა, რომ საჭირო მომენტი იყო და მოქმედება გადაწყვიტა: -თავის ოთახში იყო.თავი ასტკივდა და როცა გამაყუჩებელი ვერ ვიპოვეთ აფთიაქში გავედი.-პარკი ასწია იმის ნიშად რომ სიმართლეს ამბობდა.ლევანი იმაზე კარგად იცნობდა ქალიშვილს ვიდრე ეს ვინმეს წაროედგინა ამიტომ დიმასთვის არც შეუხედავს ისე გაემართა მესამე სართულზე.კარი შეაღო და ოთაახი რათქმაუნდა ცარიელი დახვდა, მაგრამ უცებვე შეამჩნია მაგიდეზე დადებული პატარა ბარათი ,,შენც კარგად ხვდები,რომ ის უდანაშაულოა.მაპატიე ამჯერად სხვაგვარად ვერ იქნებოდა.ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ ზიანს მოგაყენებს.და სულ გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ მამა.“ როგორც კი წაიკითხა ფურცელი მუჭში მოიქცია და გერეთ გავარდა. -ზურაა. -გისმენთ ბატონო ლევან. -შენი ქალიშვილი სად არის? -თავის ოთახში იქნება.-ზურა სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ზუსტად იცოდა უკვე ,რაც ხდებოდა.დიმას უცებვე სახე შეეცვალა, მაგრამ არაფერს არ იმჩნევდა. -ახლავე დაუძახე.-ზურა გავიდა და 2 წუთში ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა. -გისმენთ ლევან ბიძია.-ქეთის ოდნავადაც არ ეტყობოდა აღელვება. -ვიცი რომ დაეხმარე,მაგრამ ისიც ვიცი რო აზრზე არ ხარ ახლა სად არის,მაგრამ აუცილებლად შეგეხმიანება აი მაშინ ჩემთან მოხვალ და ყველაფერს შემატყობინებ!-ბოლო სიტყვები უფრო გაამკაცრა. -ამას არ გავაკეთებ ხომ იცით!.-ლევანმა გოგონას სიტყვებზე სიმწრით გაეცინა. -ზურა შენს გოგონას ტელეფონი გამოართვი და ოთახიდან გამოსული არ დავინახო.შენ კი ქეთი შეგიძია რაოდენიმე ხანი დაისვენო,სასჯელს შენს საყვარელ დაქალთან ერთად მიიღებ,რომელიც ახლა ვიღაც უცნობთან ერთად დაძვრება,მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება!-ზურამ გოგონას ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა.დიმამ ამოისუნთქა ყველაფერი ისე გარიმართა როგორც უნდოდა.ლევანმა დიმას როლისშესახებ ამ ისტორიაში არაფერი იცოდა, ეს ფაქტი კი გოგონებს უფრო დაეხმარებოდა. *** რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არცერთ არ ამოუღია ხმა.ალექსანდრეს დასვენება და ყველაფრის აწონ დაწონვა სჭირდებოდა.ლიზაც ჩუმად მიჰყვებოდა მის განკარგულებებეს.ქალაქ გარეთ პატარა ხი სსახლში მიიყვანა.მისახები და სამზარეულო ერთად იყო.ერთი კარი საძინებელში შედიოდა,მეორე სააბაზანოში.ლიზა პატარა საძინებელში შევიდა.მუხედავად იმისა რომ საერთოდ არ გახსენებია თაცისი შიში და მალევე ჩაეძინა,მაინც ვერ მოისვენა და მალევე გამოფხიზლდა.დილის 7 საათი იყო.მისახებში გასულს არავინ, რომ არ დახვდა ცოტა გაუკვირდა, მაგრამ მალევე გაიგო აბაზანის კარის ხმა საიდანაც ბიჭი გამოვიდა წელს ზემოთ შიშველი.ლიზამ უცებ თვალები ქვემოთ დახარა და შეტრილდა ბიჭს ამაზე რათქმაუნდა გაეცინა.ლიზამ სწრაფად აუარა გვერდი და თვითონ შევიდა სააბაზანოში.გამოსულს საუზმე მზად დახვდა: -მოდი პატარა ქალბატონო დროა შენი გმირობის შესახებს ვისაუბროთ.-სკამი გამოწია და ანიშნა დაჯექიო. -იცი ეს რატომაც გავაკეთე ასე რომ სასაუბრო არაფერია. -ალბათ იცი რომ ახლა ლევანი გამწარებული გეძებს? -ისიც იცის რომ მალე დავბრუნდები. -თუ დაბრუნებას აპირებ რატო გამომყევი,შეგეძლო უბრალოდ გაგეთავისუფლებინე და სახლში დარჩენილიყავი. -სანამ მე აქ ვარ საფრთხე არ გემუქრება. -ასე ძალიან ნერვიულობ ჩემზე-ალექსანდრეს ირონიული ტონი აღიზიანებდა გოგონას. -რა აზრი აქვს ადამიანის გადარჩენას თუ მას მაინც მოკლავენ.-თვალები მის თვალებს გაუსწორა.ლექსანდრესბთვალებში რაღაც ამოუცნობს კითხულობდა,ვერ ხვდებოდა რა უტრიალებდა მას თვაში ან რას მოხდებოდა შემდეგ,უბრალოდ გრძნობდა რომ მის გვერდით არაფრის არ უნდა შეშინებოდა. -და შენი აზრით აწი რა მოხდება? -მამაჩემი რაც არ უნდა მოხდეს გვიპოვის.დრო მაქსიმუმ საღამომდე გვაქვს!-მტკიცედ განუძრადა ბიჭს -ვერ გვიპოვის!-უფრო მტკიცე იყო ალექსანდრეს ნათქვამი. -დამიჯერე მამაჩემს იმაზე ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე წარმოგიდგენია ან ვინმეს წარმოუდგენია. -მამაშენს არამგონია წაშლილი ვიდეოების აღდგენა შეეძლოს,არამგონია დამწვარი მანქანის პოვნა შეეძლოს და ასევე არამგონია საგზაო კამერების ჩანაწერის აღდგენა შეეძლოს,რომელიც უკვე დიდინახია წაშლილია.-სიამაყით წარმოთქვა ეს სიტყვები.გოგონა ცოტათი დაიბნა -როდის მოასწარი მანქანის დაწვა?ან კამერების ჩანაწერი როგორ წაშალე. -მე ლევანის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება აი შენ კი ნამდვილად გეპარება შემში ეჭვი. -და რატომ გიკვირს ეს ფაქტი?მე ხომ საერთოდ არ გიცნობ ასე რომ შენზე წარმოდგენები არ მაქვს.-ისევ მზერა გაუსწორა. -მაგრამ მაინც გადამარჩინე. -სიკვდილის არავინ არ იმსახურებს.სხვათაშორის არც ის,რომელზეც იძახოდი საიქიოს გავისტუმრეო. -შენი აზრით მკვლელი ვარ? -არ ვიცი. -შენ იმიტომ გამათავისუფლე რომ უდანაშაულო გეგონე და არც იმის გჯერა რომ მე ვინმეს მოვკლავდი.მეც კი მიკვირს რატო ფიქრობ ჩემზე ამდენს მაგრამ რა დაგიმალო და მოსაწონია როცა ვინე ასე გენდობა,თან რამოდენიმე საათის წინ გაცნობილი გოგონა. -მე შენ არ გენდობი!-ისე ჯიქურ უყურებდა ლიზა რომ ალექსანდრეს აგიჟებდა. -ასე დარწმუნებული რატო ხარ რო მამაშენი მომკლავდა?-გოგონას ნათქვამი დააიგნორა და სხვა თემაზე გადაიტანა. -ის ნახე რაც არ უნდა გენახა. -სარდაფზე ამბობ არა,ამიტომაც ვერცერთი საქმე ვერ გამოუაშკარავეს არა ლევანს?-ლიზას თითქოს ეს შეკითხვა არაც გაუგია ისე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა,გარეთ ძალიან ლამაზი ბაღი იყო,რომელიც ახლა შეამჩნია. -სად ვართ? -იქ სადაც ვერავინ ვერ გვიპოვის,ჯერჯერობით.-მიხვდა რომ ადგილ სამყოფელს არ ეტყოდა,ღამითაც ნორმალუარდ ვერ დაინახა წარწერა ამიტომ აზრზე არ იყო სად იმყოფებოდნენ.ლევანი მართლა გამწარებული დაეძებდა,ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო,ეს კი აგიჟებდა.ქეთი ოთახში იყო გამოკეტილი და ლოცულობდა რომ ლიზას არ დაერეკა,თორე უცებვე იპოვნიდნენ. *** -შენი ტელეფონიდან სიმ ბარათი ამოღებულია ამიტომ ვერავის ვერ დაურეკავ,ხომ იცი ლევანი მაშინვე გვიპოვის,სანამ მკითხავ მე თვითომ გიპასუხებ,რომ შენი ტელეფონი მაშინ ავიღე როცა გეძინა.კიდევ ძალიან მაინტერესებს ასე მშვიდად და ბავშვივით როგორ გეძინა ვიღაც უცნობის სახლში. -შენი უნდა შემშინებოდა?-გააიაზრა რომ ბიჭი ჭკვიანურად მოიქცა ამიტომ ჩხუბს აზრი არ ქონდა,მართალია დილით ადრე გაეღვიძა,მაგრამ თვითონაც უკვირდა ასე მშვიდად როგორ დაიძინა.ფანჯარას მოშორდა და დივანზე გადაინაცვლა მაინც გრზნნობდა დაღლილობას. -მაინც შენი გადამრჩენელი ვარ არამგონია რამე დამიშავო. -ნუ ნერვიულობ ლევანი მაინც ვერფაერს ვერ დამიშავებდა,ასე რომ ჩათვალე რო ტყუილად გაისარჯე.-უემოციო იყო ალექსანდრეს პასუხი. -რას ვიფიქრებდი რომ ასეთი უმადური აღმოჩნდებოდი,ცოტათი იმედ გაცრუებულიც ვარ იცოდე-ბიჭი ალაგებას მორჩა ამიტომ გოგონას წინ სავარჯელში ჩაესვენა და მზერა გაუსწორა,ლიზას ნათქვამზე გაეცინა. -მართლა მადლიერი ვარ შენი ლიზა!-ბიჭწის ნნათქვამი’’ ლიზა’’ სხვგვარად მოხვდა ყურში ლიზას. -ჩემი სახელი გცნოდნია. -განა შესაძლებელია ლევან თოდუას ქალიშვილის სახელი ვინმემ არ იცოდეს. -ჰო მამაჩემის არსებობა უსწრებს ჩემს არსებობას!-დანაღვლიანებულმა ჩაილაპარაკა,მაგრამ უცებვე გამოცოცხლდა-აბა რას ვაპირებთ? -ვაპირებ’თ“?ერთად არაფერს არ ვაპირებთ,ახლა მანქანა მოვა და შენ სახლში დაბრუნდები მე კი ჩემს გზას გავუყვები. -არა ასე არ შეიძლება,მე თუ სახლში დავბრუნდები მართლა მოგკლავს ლევანი.-უცებ წამოფრინდა მდივნიდან. -ასე თუ გააგრძელებ ვიფიქრებ რომ ჩემთან ერთად ყოფნა მოგწონს.-უცებ დაფარა მანძილი ალექსანდრემ და გოგოს წინ ძალიანა ახლოს აღმოჩნდა და იღიმოდა,ისეთი ირონიული იყო ეს ღიმილი ,მაგრამ ლიზას მაინც თავს ახვევდა. -შენ არ გესმის,ისეთ რამ ნახე რაც არ უნდა გენახა,ლევან თოდუას ყველაზე მთავარი და საშიშილი საიიდუმო იცი,სადაც არ უნდა წახვიდე გიპოვის და მოგკლავს. -კარგი მაგრამ შენ რას შეცვლი,როგორც კი ლევანი გვიპოვის,მეეჭვება ეს მოახერხოს მაგრამ მაინც.შენ სახლში დაგაბრუნებს და მე მომკლავს, შენი აქ ყოფნა რას ცვლის?-ბოლო სიტყვები უფრო დამცინავად ჟღერდა. -შენც ჩემთან ერთად დაბრუნდები და ვერაფერსაც ვერ დაგიშავებს.-სრული სერიოზულობოთ განუცხადა. -ლიზა ბავშვური თამაშებისთვსი არ მცალია-გადაიხარხარა. -ჯერ მომისმინე:მამაჩემი ვერავის ვერ ენდობა.სარდაფის შესახებ მხოლოდ ჩვენს სახლში მომუშავეებმა იცოდნენ,რომელიც ცხრაგწის გამოცდილი ყავს ლევანს,ისინი თავს მოიკლავენ მაგრამ ლევანის საიდუმლოს არაფრით არ გასცემენ.რაც არ უნდა მოხდეს რომელ სოროშიც არ დაიმალო ადრე თუ გვიან მაინც გიპოვის.მამაჩემს მართლა არ იცნობ,საღამომდე ის აუცილებლად მიპოვის.უკვე ორჯერ მომიტაცეს და ერთხელ ისეთ უკაცრუელ ადგილას ვიყავი,რომ ვიფიქრე მართლა ვერ მიპოვის მეთქი მაგრამ რამოდენიმე საათში უკვე სახლში ვიყავი.წაშლილ ჩანაწერებსაც ადვილად აღადგენს,შეძლება მანქანის ამბავმა ცოტა კვალი აურიოს,მაგრამ მდოლოდ რამოდენიმე საათით. შენ კი არამგონია ამ ამბავების შემდეგ მამაჩემის ნდობის მოპოვება შეძლო ამიტომაც მის წინაშე ჩემი ქმრის სტატუსით უნდა წარდგე.-ბოლო სიტყვები რაც შეიძლება ჩუმად წარმოთქვა,ბიჭი უსმენდა,მაგრამ შიგადაშიგ ჩაიცინებდა ხოლმე აიი ბოლოს ნათქვამზე კი გოგოს მიშტერდა,ჯერ ერთიხანი უყურებდა მერე კი ისეთი ახარხარდა ლიზას შეეშინდა კიდეც. -თოდუას ასულო კი გეტყობა გულუბრყვილობა.მაგრამ ზედმეტი ხომ არ მოგდის.-ეს დამცინავი ხმა ისე აცოფებდა ლიზას,რომ თვაის ნათქვამში თვითონ შეეპარა ეჭვი მაგრამ დარწმუნებული იყო რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო.ლიზამ ხომ საერთოდ არ იცოდა ვინ იყო ალექსანდრე,რომ ახლა მის წინაშე ნადმდვილი გამომძიებელი იდგა რომლის პოვნა ლევანს მართლა გაუჭირდებოდა,მაგრამ ლიზა მართალი აღმოჩნდა ლევანმა მართლა აღადგინა კამერების ჩანაწერი და ახლა წყნეთისკენ მიემართებოდნენ სადაც დამწვარი მანქანა დახვდებოდა. -იცი რა მართალი ხარ,გულუბრყვილო ვარ და სულელიც რომ გაგანთვაისუფლე,იქნებ სულაც არაფრით არ გამოირჩევი მამაჩემისგან.მამაჩემისნაირები სულ თავს იძვრენენ შენც დაიძვრენდი როგორმე თავს.-გაგრძელება უნდოდა უცებ ბიჭმა ხელი რომ მოიჭიორა მაჯაზე და დაუღრიალა -მე მამაშენისსნაირი მკვლელი არ ვარ და მას ნუ მადარებ! -მკვლელი არა მაგრამ მოძალადე ყოფილხარ!-მოჭერილ ხელს დახედა და ბიჭმაც უცებ ხელი გაუშვა-მე უბრალოდ ვეღარ დავაკვირდებოდი როგორ გაჰქონდათ მორიგი გვამი ჩემი სახლიდან, მაგ დაწყველილი სახლიდან,რომელიც ასე ძალიან მიყვარს.-ცრემლები მოადგა თვალებზე მაგრამ რაც შეეძლო თვას იკავებდა. -ვიღაც უცნობის გადასარჩენად მზად ხარ მას ცოლად გაყვე და მამას შეეწინაღმდეგო...ჯანდაბა იცი რომ მართლა სულელი ხარ?!-ხელი გადაისვა მოზრდილ თმაზე და თავისი მწვანეებით შეხედა გოგონას,რომელიც იმ მომენტში ისეთი ლამაზი ეჩვენებოდა როგორც არავინ არასდროს. ალექსანდრე რომელიც იმდენადაა ლევანის დაპატიმრების აზრით შებყრობილი ახლა პოლიციის განყოფილებაში იქნებოდა და სპეცრაზმს მოამზადებდა თოდუას სახლის თავდასხმისთვის მაგრამ ის ახლა ლიზას წინ იდგა და ერთი სული ქონდა რომ გოგონას მოხვეოდა.უმოქმედოთ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ ლიზამ თვალი რო მოაშორა და ისევ ფანჯარასთან მივიდა. -მე უბრალოდ ადამიანის სიცოცხლისთვის ვიბრძვი ბოლომდე და შუა გზაზე არ ვტოვებ.შენ ადგილას ვინმე სხვა რო ყოფილიყო იმავეს გავაკეთბდი.-რაც შეიძლება მტკიცედ წარმოთქვა.ოთახში დაძაბული სიჩუმე იყო.სიჩუმე,რომელიც გარშემო ყველაფერს ანგრევდა,შეიძლება ითქვას რომ ლიზა სრულიად გაუზრებლად იქცეოდა,მაგრამ როცა რაღაცის იმდენად ძლიერ გჯერა, რომ შეიძლება ყველეფერზე წახვიდე,წახვალ კიდეც,დაუფიქრებლად გააკეთებ ყველაფერს არა იმიტომ რომ ეს ჭკვიანურია ან ასეა საჭირო იმიტომ, რომ ამის გჯერა,მთელი არსებით გჯერა,რომ სხვა გზა არ არსებობს.სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია,ბიჭმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ყურმილის ასაღებად გარეთ გავიდა: -გისმენ საბა. -ბოლო და ბოლოს არ ამიხსნი სად იყავი,ან რას ნიშნავს კამერების ჩანაწერების წაშლა ან საერთოდ რას აკეთებს თოდუას ქალიშვილი შეთან ერთად?მაგ კაცის ნდობა უნდა მოგეპოვა,შენ კი მის ქალიშვილთან ერთად ხარ და ეს გიჟვით დაგეძბთ,უკვე წყნეთში იყო და მანქანაც ნახა.-ერთიანად ამოილაპარაკა ჯაფარიძემ -რა წყნეთში იყო? ჯანდაბა...ჯანდაბა-უცებ აენთო ალექსანდრე. -ან სად დაძვრები ბოლო 2 დღეა?შენგან ახალ ინფორმაცია ელის პროკურორი,უკვე დავიღალე ხელის გადაფარებით,რა ვუთხრა საქართველოს მთავარი მაფიის ქალიშვილი მოიტაცა მეთქი.-ისევ არ ჩერდებოდა საბა -არავინ არ მომიტაცია,კიდვე ერთი დღე მჭირდება და თოდუას ბოლომდე გამოვიჭერ,კიდევ ერთი დღე საბა და ყველაფერი მორჩება.ახლა ფოტო გამოგიგზავნი და განაცხადს შეიტან ქორწინების თაობაზე.ჩემი პასპორტის ფოტო ბაზაში იქნება და იქედან აიღე.ზუსტად ორ საათში იუსტიციასთან იყავით შენ და ნინი. -კი მაგრამ...-დასრულებაც არ აცადა ისე გაუთიშა და მისაღებში დავრუნდა.ლიზა ისევ ფანჯარსთან იდგა და ბაღს აკვირდებოდა. -იმედი მაქვს პასპორტი თავ გაქვს? -რათ გინდა? -სხვანაირად ხელს ვერ მოვაწერთ.-ლიზა ადგილზე გაშეშდა,ალექსანდრეს რეაქციის შემდეგ არ ელოდა რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა,თან ჩათვალა რომ სულელური აზრი იყო,უფრო სწორედ საკუთარი თავი დააჯერა რომ ალექსანდრეს დახმარება არ სჭირდებოდა და თვითონ გაართმევდა ყველაფერს თავს.არაფერი არ უთქვამს ოთახში გავიდა სადაც ზურგჩანთან იყო რომელშიც ერთი ხელი ტანსაცმელი, ყურსასმენები,დამამშვიდებელი და პასპორტი იდო,ეს ბოლო ამოიღო და ალექსანდრეს გაუტანა. -5 წუთში დაგიბრუნებ.-სამზარეულოში გავიდა ტელეფონი უჯრიდან გამოიტანა ახალი ბარათი ჩასვა და პასპორტს ფოტო გადაუღო.საბა ისეთ გარკვევლობაში იყო როცა გამოგზავნილი ფოტოზე ლიზას ფოტო და მონაცემები აღმოაჩინა,მაგრამ თავის მეგობარს ბოლომდე ენდობოდა და დაუფიქრებლად გააკეთა ის რაც ალექსანდრემ უთხრა,იცოდა რომ ისეთს არაფერს დააშავებდა რაც ოპერაციას ხელს შეუშლიდა. *** ამ დროს ქეთი თავის ოთახში გამოკეტილი,საშინლად ნერვიულობდა თავის დაქალზე.კარზე კაკუნის ხმა მოესმა,საწოლიდან თავი წამოწია და დიმა დაინახა ლანგარით ხელში: -როგორ ხარ?-ისეთი მშვიდი იყო დიმას ხმა რომ ეს სიმშვიდე ქეთისაც გადაედო -მე კარგად როგორც ხედავ,მაგრამ ლიზაზე ვნერვიულობ.-დიმამ ლანგარი სამუშაო მაგიდაზე დადო,რომელზეც ქეთის წიგენბი იდო და გოგოსკენ შეტრიალდა. -მას ეძებ და მალე იიპოვიან კიდეც. -ნეტავ იმ ტიპთან ერთად არის.-უფრო თავის თავს ეუბნებოდა ვიდრე დიმას. -ალბათ კი თორემ დიდიხნის ნაპოვნი ექნებოდა ლევანს.-ირონიული იყო დიმა ამ მომენტში. -არ უფდა მიმეცა უფლება!-იქეთ აქედ დადიოდა ნერვიულობის გამო.ათას საშინელებას ფიქრობდა-იქნებ ვიღაც მანიაკი გაანთვისუფლა,ღმერთმა იცის იმან სად წაიყვანა,ან საერთოდ როგორ იფიქრა რომ მას სახლში მოიყვანდა ქმრის სტატუსით,იქნებ ის ტიპი საერთოდ ცოლიანია და არც დათანხმდეს,იქნებ სადმე მიაგდო,ვაიმე ახლა გავგიჟდები-ეს უკვე ისტერიკა იყო,ხელებს იქნებდა და ვერ მშვიდდებოდა,დიმა უსმენდა უსმენდა ბოლოს წამში დაფარა მანძილი და მოეხვია აკანკალებულ გოგონას. -მომისმინე,ეს ისტერიკა საჭირო არ არის,მიუხედვად იმისა რომ ლიზას დიდი ხანია არ ვიცნობ,უცებვე შევამჩნიე რომ ის ძალიან ჭკვიანია და სულ იცის რა დროს როგორ მოიქცეს.რაც შეეხება იმ ბიჭს ალექსანდრე ქვია,ცოლი არ ყავს,დათანხმდება თუ არა ლიზას რა ვიცი,იქედან გამომდინარე რომ ლევანთან მუშაობდა მაფიის წარმომადგენელია,რაც ვერ ვიტყვი რომ სახარბიელოა,მაგრამ როგორც გავიგე ცუდი ადამიანი არ არის.-თვალებში უყურებდა და ისე უხსნიდა,ლიზას გაკვირვება დაეტყო სახეზე: -მოიცა შენ საიდან იცი ამდენი რამ იმ ბიჭზე და თუ იცოდი გუშინ რატო არ გვითხარ მე და ლიზას-წარმებიბი შეჭმუხნა ქეთიმ -დღეს გავიგე და საიდან ეგ უკვე შენი საქმე არ არის.-დიმას პასუხო არ მოეწონა მაგრამ საუბარი აღარ გააგრძელა იცოდა რომ მაინც აღარეფერს ეტყოდა.-ახლა კი ჭამე!-გოგონას ხელი გაუშვვა და ლანგარზე დადებულ საჭმელზე ანიშნა. -თუ რამეს გაიგეებ ლიზაზე შემატყობინე.-თავი დაუკრა ბიჭმა და ოთახიდან გავიდა. *** ოთახიდან გასულს მისახებისკენ დაიძრა სადაც,ბატონი ლევანი იყო ზურასთან ერთად: -რამე ახალია?-დიმამ იკითხა და სავარძელში ჩაჟდა -ჯერ არა,მაგრამ მალე გავიგებთ,იმ იდიოტმა მანქანა დაწვა თითქოს ეს რამეში დაეხმარებოდა.მაინც ვიპოვი და მერე ნამდვილად ვეღარ გადამირჩება.-მუშტი შეკრა ლევანმა,ამ დროს ზარის ხმა გაისმა ოთახში,ზურას ტელეფონი იყო: -გისმენთ.....დარწმუნებული ხართ რომ იქ არის...კარგი გასაგებია.-ტელეფონი ჯიბეში დააბრუნდა ლევანს შეხედა-ლიზას სახელით და გვარით განაცხადი შეიტანეს იუსტიციაში,ის ახლი იქ არის ვიღაც ბიჭთან ერთად.-ერთხანს ჩუმად იჯდა ლევანი,უცებ თავის წინ მდგომი მაგიდას მუშტი დაარტყა და ისევ პირვანდელ პოზაში დაბრუნდა. -ბატონო ლევან ლიზას წამოსაყვნად არ წავალთ?-ჩუმად იკითხა ზურამ. -არა! -კი მაგრამ... -არა მეთქი!-კატეგორიული იყო ლევან თოდუას ხმა.რატო არ წავიდა ლიზას წამოსაყვანად?ის კარგად იცნობდა თავის ქალისვილს და იცოდა რომ რაც არ უნდა ეთქა ის არ წამოყვებოდა.ძალიან არ უნდოდა ამის აღიარებდა მაგრამ ლიზა სულ თავის თავს ახსენებდა,მიუხედავად იმისა არომ მამის საქციელებზე თვალს ხუჭავდა სულ იყო მასში ის მეამბოხე სული რომელიც ერთ დღეს აუცილებლად გაიღვიძებდა და აი დადგა ეს მომენტიც. *** მანქანაში ჩუმად იჯდნენ უკვე იუსტიციის წინ. -დარწმუნებული ხარ?-ბიჭის ხმა გაჟღერდა პირველი. -არა. -დრო გაქვს შეგიძლია გადაიფიქრო. -მამაჩემი არ მოსულა.-ნაღრვლიანად ჩაილაპარაკა,ალექსანდრეს ამაზე გაეცინა. -ვერ მოვიდოდა,არ იცის სად ვართ,თან არამგონია რომ ჩვენს დასალოცად მოსულიყო. -არა იცის,ზუსტად იცის სად ვარ და რის გაკეთებას ვაპირებ.არ მოვიდა რომ შევეჩერებინე მაინც.-თვალები დახუჭა ცრემლები რომ შეეჩრებინა.ალექსანდრეს არ მოეწონა გოგონას ასეთი მტკიცე წინადადება.დარწმუნებული იყო რომ ყველაფერს რაც შეიძლება ფარულად აკეთებდა.კი,ლევანს ყველგან ყავდა თავისი ხალხი მაგრამ არ ეგონა რომ ამდენად ძლევამოსილი თუ იქნებოდა. -როგორც გითხარი შეგიძლია გადაიფიქრო.-გოგონასკენ მიბრუნდა რომ მისი თვალები დაენახა. -უკვე გადავწყვიტე,ასე რომ გადაფქრებას არ ვაპირებ.-ლიზამაც თვალი გაუსწორა. -უკვე ვფიქრობ რომ ჩემს გადასარჩენად კი არა მამის გასაბრაზებლად აკეთებ ამას,დაფიქრდი იქნებ არც ღირს?-და აი ისევ ირონია. -დაუშვად ასეც არის,რას იზამ? -არაფერს,ჩათვალე რომ შენს ახირებას ვყვები,მეც დიდი სიამოვნებით გავაბრაზებ მამაშენს. -მაშინ წავედით.-მაქანის კარს ახებდა რომ გაჩერდა და ალექსანდრეს მიუბრუნდა.-ალექსანდრე...ხომ იცი რომ შენ და მე მხოლოდ ფურცელზე ვიქნებით ცოლ-ქმარი?!-ბიჭს ჩაეცინა ამაზე. -ვიცი ლიზა,თან დიდად ჩემს გემოვნებაშიც არ ჯდები.-ოხ ეს დამცინავი ტონი როგორ აგიჟებდა ლიზას.კარი გააღო და სწრაფად გადავიდა.თვითონაც არ იცის რატო გაბრაზდა ალექსანდრეს სიტყვებზე ასე ძალიან.დარბაზში შესულს ახალგაზრდა მამაკაცი დახვად ლამაზ ქალბატონთან ერთად.პირველმა ქალმა შეამჩნია წყვილი ამიტომ თავის ხელში აიღო ინიციატივა და ღიმიალინი სახით შეეგება გოგონას. -გამარჯობა,მე ნინი ვარ.-ლიზას ხელი გაუწოდა და უცებ ალექსანდრე გახედა,-სანდრო ასეთი ლამაზი გოგონა აქამდე რატო არ გამაცანი თან თუ ცოლად შერთვას აპირებდი,იცოდე ძალიან გაბრაზებილი ვარ.-წარმებიბი შეჭუხნა მაგრამ უცებვე გაიღიმებული სახით მიუბრუნდა ლიზას. -ლიზა, სასიამოვნია თქვენი გაცნობა.-თავისი ხელიც გაუწოდა გაღიმებულ ქალს,რომლისგან მხოლოდ დადებითი მუხტი მოდიოდა. - მე საბა გახლავართ,ალექსანდრეს საუკეთესო მეგობარი.-უბრალოდ თავი დაუქნია ლიზას და თავის მეუღლეს მიუბრუნდა.-ნინა საყვარელო,სანდრო და მე ერთი წუთი გავალთ მანამდე მიხედე ჩვენს რძალს.-რძალი უცნაურად მოხვდა ლიზას ყურში,მგონი მართლაც ვერ აცნობიერებდა რომ თხოვდებოდა. -რამე ლოგიკური მიზეზი მითხარი ალექსანდრე თორე გავგიჟდები ამის.....-იმაზე სერიოზული იყო ვიდრე შეიძლებოდა. -ხო იცი სპეც ოპერაცია რო უნდა ჩატარებულიტო საქონლის გაცვლის დროს.ვიღაც მესამე პირი ჩაერია,ალბათ ლევანის მორიგი მტერია, ამიტომ ჩაიშალა და ლევანმაც ყველაფერი მე გადმომაბრალა და სარდაფში გამომკეტა, რომელიც ნარკიტიკეფით და იარაღებით იყო სავსე...და თუ გამოიცნობ სად არის ეს სარდაფი?- -რას მეუბნები...-მეგობარს ყურადღება არ მიაქცია ისე გააგრძელა -სახლში....ამი დ*დაც ვ*ტირე იმ სამ სართულიან სახლში მალავს ყველაფერს ისე რომ პოლიცია ეჭვს ვერასდროს ვერ შეიტანდა, გულ დასმითაც რომ გაეჩხრიკად ყველაფერი.ლიზამ დემეხმარა გაქცევაში. -კი მაგრამ უცებვე რატო არ დამირეკე,მაშინვე გამოვიჭერდით ან რას ქვია ლიზამ გაგანთავისუფლა?-მართლაც დაბნეული იყო ჯაფარიძე _შენი აზრით ეგ კაცი ისეთი დებილია რომ ჩემი გაქცევის მერე ყველაფერს იქ დატოვებდა,დარწმუნებული ვარ მაშინვე გაიტანეს ყველაფერი სახლიდან.აწი აზრი არ აქვს.ერთადერთი გამოსავალი ლიზაა.ამაზე ახლოს ვერც ვიქნებოდი ლევანთან ვერასდროს.მან ისედაც იცის რომ გაცვლის დროს მე არაფერი არ დამიშავებია აწი კი უფრო ადვილად მოვიპოვებ მის ნდობას.ბოლოს კი ისეთ დარტყმას მივაყენებ რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრება.-ალექსანდრეს თვალებში მხოლოდ შურისძიების წყურვილი იყო.იმდენად მოიცვა მისი გონება ახალმა გეგმამ,რომლითაც თოდუას გაანადგურებდა რომ სულ დაავიწყდა ლიზა.ლიზა რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ისტორიაში.ვერ გაითვალისწინა რომ მას ყველაზე მეტად ეტკინებოდა,მაგრამ ამ უცნობ გოგონაზე არც ფიქრობდა ზედმეტად,.უბრალოდ შანსი მიეცა და გადაწყვიტა გამოეყენებინა.-დანარჩენს მერე მოგიყვები,დრო არ იცდის ახლავე უნდა მოვაწეროთ ხელი,შენ და ნინა ჩვენი მოწმეები იქნებით. -ეს გოგო მაიც როგორ დაითანხმე?-სრულიად გაკვირვებული,ვერ იჯერებდა მოსმენილს. -შენ წარმოიდგინე და აქეთ შემომთავაზა-გაღიმებულმა უთხა,აი ჯაფარიძე კი ნამდვილ შოკში იყო-კარგი რა საბა,ახლავე გაასწორე ეგ წარბები და გამომყევი და ხო იმედია ის პასპორტი გამოიყენე სადაც ჩემი ნამდვილი გვარი არ წერია? -ხო აბა რას ვიზამდი.-ალექსანდრე მაშინვე მიუბრუნდა გოგონებს და ჯაფარიძეც მიჰყვა მას. *** -აი მე ჯინსებში გამოწყობილი,რომ გავთხოვილიყავი,მთელი ცხოვრება ვინანებდი!-კისკისებდა ნინი. -ყველა შენსნაირი კი არა ნინაა,აბა ჩვენს ქორწილში იმღელა კაბა გეცვა ძლივს მივაღიე საჭირო ადგილებამდე.-მაშინვე გასცა პასუხი ცოლს. -ვიღაცას ამაღამ მისახებში მოუწევს დაძინება-ალექსანდრეს ჩაეცინა მათზე აი ლიზა კი გაკვირვებული ყურებდა წყვილს. -მაგით უკვე ვეღარ მაშინებ.-ხელი მოხვია ცოლს და შუბლზე აკოცა.-აი მოდის რეგისტრატორი.-ლიზა უცებ აფორიაქდა,ის რომ ყველაფერი ასე ადვილად და ასე სწრაფად ხდებოდა ცოტა დააბნია მაგრამ იმ ფაქტმა რომ ლევანი მის წასაყვანად არ მოსულა ბოლომდე დაარწმუნა თავის გადაწყვეტილებაში.პირველად მოუნდა რომ ლევანისთვის გული ეტკინა. -თქვენ ქალბატონო ლიზა თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ ალექსანდრე კანდელაკს?- ჩაეცინა იმის გაცნბიერებაზე რომ პირველად ესმოდა მისი გვვარი,ეს სიგიჟე იყო დაა ასეთ სიგიჟეს პირველად ჩადიოდა.ალექსანდრესკენ გაიხედა სადაც ბიჭის მზერა დახვდა,ვერ იტყოდა რომ იქ რამეს ხედავდა,საერთოდ აზრზე არ იყო ვის გვერდით იჯდა,რამდენ ტკივილს მიაყენებდა ეს ადამიანი მომავალში,მაგრამ რატომხაც იქ საკუთარი თავი დაინახა და რაღაც მომენტში ჩათვლა კიდეც,რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო: -დიახ თანახმა ვარ-. -თქვენ ბატონო ალექსანდრე თანახმა ხართ შეირთოდ ცოლად ლიზა თოდუა?-ალექსანდრეს ერთი წამითაც არ უფიქრია იმდენად იყო შეპყრობილი შურისძიებაზე რომ ერთი სული ქონდა ყველაფერი სწრაფად დამტავრებულიყო, რომ საბოლოოდ მოეშორებინა ლევან თოდუა.იმასაც ვერ აცნობიერებდა რომ ეს გოგო მის გადასარჩენად იქცეოდა ასე. -დიახ.-მისი ხმა რაც შეიძლება ცივი იყო.ლიზა ამ სიცივეს ამჩნევდა,მაგრამ ვერც ვერაფერს ამბობდა ეს ხომ ნორმალური იყო მათ სიტუაციაში.გაყვებოდით თუ არა ადამიანს გაცნობიდან რამოდენიმე საათში მხოლოდ იმიტომ რომ ის მამისგან დაგეცვათ,ან მხოლოდ იმიტომ რომ მის თვალებში რაღაც ისეთი დაგენახათ რასაც თვითონ ვერ ხედავდა?ჩვენ ალბათ ამას არ ვიზამდით მაგრამ ლიზას შეეძლო,შეეძლო სრულიად უცნობ ადამიანს მინდობოდა იმაზდე მეტად ვიდრე საკუთარ თავს. *** უკვე მანქანასთან იდგნენ ჯაფარიცემ რომ იკითხა: -აბა ახლა რას აპირებთ? -ბატონ ლევანთან წავალთ,თან ლიზამ ბარგი უნდა აიღოს მერე კი სახლში წავალთ.-ლიზამ უცებ დაიჭირა ალექსანდრეს სიტყვები,იმდენად ქონდა აზრები გაფანტული რომ საერთოდ არ უფიქრია სად უნდა წასულიყვნენ,ან ყავდა თუ არა ალექსანდრეს ვინმე ან საერთოდ მამას როგორ მოიგერიებდნენ. -წესით თაფლობის თვეზე უნდა მიგყავდეს გოგო სადმე კარგ ადგილას შენ კი ნანას დაუჯენ სახლში.-ნინი რისი ნინი იქნებოდა პირდაპირ რომ არ მიეხალა სათქმელი.ლიზა გაწითლდა და თავს რაც შეიძლება ქვემოთ ჩამოუწია,ალექსანდრეს ამაზე ჩაეცინა აი ჯაფარიზე კი რათქმაუნდა თვითონ გამოესარჩლა ცოლს. -შენ ნუ ნერვიულობ მაგაზე მეუღლევ,ყველაფერს თავისი დროა აქვს.-ხელი მოხვია და თვალით ანიშნა გაჩერდიო. -ჩვენ წავალთ აბა წინ გრზელი დღე გველის,სავარაუდოდო ხვალ ნანა დაგირეკავთ და დაგპატიჟებთ ასე რომ გელოდებით.-ნინის მოეხვია საბას კი ხელი ჩამოართვა.ლიზამაც თავაზიანად დაემშვიდობა და თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ: -აბა პატარა ქალბატონო რა იცი რომ ახლა ლევანი ტყვიას არ დამახლის შუბლზე?-სერიოზული გამომეტყველება ქონდა მაგრამ მაინც ეღიმებოდა შექმნილ სიტუაციაზე. -ვერაფერს ვერ დაგიშავებს, მერე საზოგადოებას და თავის მეგობრებს როგორ აუხსნის საყვარელი სიძის მკვლელობას.-ლიზას სახეზე კმაყოფილება იკითხებოდა-სანამ შენ მეგობარს ესაუბრებბოდი,ინტერნეტში ინფორმაციამ გაჟონა რომ ლევან თოდუას ქალიშვილი გათხოვდა,დარწმუნებული ვარ რეპორტიორები უკვე ჩემი სახლის წინ დგანან.შენი გამოჩენის შემდეგ კი ის ვერაფერს ვერ დაგიშავებს.ნუ მიყურებ ასეთი თვალებით,იუსტიციაში ვაიფაი არის ნუ გავიწყდება. -იმაზე ჭკვიანი ყოფილხარ ვიდრე მეგონა.-მხოლოდ ეს უთხრა და მანქანა დაძრა.თვითონ ყველაფერი გონებაში დაწყობილი ქონდა მაგრამ აინტერესებდა გოგონა როგორ შეძლებდა მის დაცვას და ასევე აგრძნობინებდა თოთქოს თვითონ მართავდა სიტუაციას....პრესას წინ გამოჩენა საერთოდ არ მოსწონდა მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობდა ალექსანდრეს როგორც გამომძიებელს,თავისმა გუნდმა კი საბას დახმარებით უკვე ყველაფერი იცოდა. *** რაც უფრო უახლოვდებებოდნენ სახლს მით უფრო ნაღვლიანდებოდა ლიზა.უკვე ჟურნალისტებიც გამოჩდნენ,ძაან ეზარებოდა მათ წინაშე უდარდელი სახის მიხება ,მაგრამ სხვა გზა არ ქონდა.ალექსანდრე გადავიდა მანქანას მოუარა და ლიზას კარგი გაუღო,ხელი გაუწოდა და ლიზამაც დაუყონებლივ ხელი ჩაკიდა.პირველად ეხებოდა ალექსანდრეს ხელებს,ტანში ჟრიანტელმა დაუარა,მაგრამ რაც შეიძლება დააიგნორა ეს გრძნობა.სახლისკენ მიემართებოდნენ, როცა რამოდენიმე ფოტო უკვე გადაღებული ქონდათ ჟურნალისტებს,უამრავი კითხვა დაუსვეს თუ როდის იქნებოდა ქორწილი,თუ რატო არ სმენიათ ნიშნობის შესახებ და ისიც რატო არ ქონდა თითზე ბეჭედი,ამ კითხვაზე ორივე გაშეშდნენ,საერთოდ არ გახსენებიათ ბეჭდები. როგორღაც ჟურნალისტების ბრბოს თავი დააღწიეს და აი უკვე სახლის კარებსი წინ იდგენენ.გარეთ დიმა დახვდათ: -როგორც იქნა დაბრუნდი.-მაშინვე ჩაეღუტა გოგონას. -ჩემი ქეთი სად არის?-გაუკვირდა დაქალი რომ არ დახვდა -ქეთი ოთახშია, ლევანის ბრძანებით.-ბოლო სიტყვები უფრო ჩუმად თქვა. -გასაგებია და მამა სად არის?-უცებვე შეკრა წარბები. -მისაღებში გელოდებათ. -ალექსანდრეს ანიშნა წამომყევიო და მისაღებისკენ გაემართა.ლევანი სავარძელში იჯდა და ჭიქა ეჭირა ხელში,რომელიც კონიკით იყო სავსე. -ოჰ მობრზანებულხართ ქალბატონო ლიზა.-არც შეუხედავს,უბრალოდ თვალი მოავლო წყვილს და ერტი ყლუპი კონიაკი მოსვა.-და აქ რატო მოხვედი,ქმარმა სახლში რატო არ წაგიყვანა.-ძალიან დამცინავი ტინო ქონდა ბატონ ლევანს.ლიზა უკვე ემოციურად ძალიან გამოფიტული იყო მაგრამ მოდუნების უფლება არ ქონდა,შეამჩნია როგორ დაეჭიმა ალექსანდრეს ძარღვები,აშკარად არ მოწონდა ლევანის ტონი. -მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა,რომ ალექსანდრე უკვე ჩემი ქმარია და მას მიიღებ,როგორც ოჯახის წევრს.-რაც შეიძლება მტკიცედ წარმოთქვა,ამაზე ლევანს ჩაეცინა,შვილს ზემოდან ამოხედა: -იცი რა მკვირს?!საერთოდ როგორ დაუშვი ის აზრი რომ მე სიძედ მივიღებდი ადამიანს,რომელიც ჩემთან ერთად სააქმეებს ატრიალებს,შენ არ გაიძახოდი არასდროს არ გავყვებოდიო შენსნაირ ადამიანსო.ჩემნაირი კი არა მგონი ჩემზე უარესს გაყევი ცოლად.- -მე ის მიყვარს- ძლივს გაიაზრა ალექსანდრემ ლიზას ნათქვამი.ნამდვილად არ ელოდა ასეთ სიტყვებს ლიზასგან.მგონი ლიზამაც ახლა გაიზრა თავისი ნათქვაი სიტყვები. -რა გიყვარს გოგო,ერთი დღეა ტიპს იცნობ.უყვარს თურმე.-უკვე ღრიალებდა ლევანი. -მე მას იმაზე დიდიხანია ვიცნობ ვიდრე შენ წარმოგიდგენია.-კიდევ ერთი ტყუილი.თვითონაც არ იცოდა რას იგონებდა.აქ უკვე საუბარში ალექსანდრე ჩაერთო: -ალბათ გახსოვთ ბატონო ლევან ორი თვის წინ აქ რომ ვიყავი.-უცებ გაახსენდა თავისი ვიზიტის შესახებ,ლიზა არ უნახია მაშინ მაგრამ შესანიშნავი მომეტი იყო გამოსაყენებლად.-ლიზა და მე მაშინ გავიცანით ერთმანეთი. -ჰაჰ,ლიზა შენ ქმარს იმის თქმა უნდა რომ ამდროის მანძილზე ფარულად ხვდებოდით ერთმანეთს,ხო არ გავიწყდება რომ შენი თითოეული ნაბიჯი ვიცი. -ჩემი თითოეული ნაბიჯი რომ გცოდნოდა 2ჯერ არავინ არ მომიტაცებდა და მაგ ჯოჯოხეთს არ გამოვივლიდი,შენც კარგად იცი როცა მე მინდა მაშინ მშვენივრად ვემალები შენს ფინიებს.-ლიზაც არანაკლებ გაბრაზებული ტონით საუბრობდა. -კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა,იმ ტყიულსაც დავიჯერებ რაც წუთების წინ მითხარი,მაგრამ გახსოვდეს შენ ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოადგამ.მე ხელს არ გახლებთ,წაყევი შენს ქმარს და იცხოვრედ ერთად ბედნიერად.-კატეგორიული იყო და ირონისაც არ აკლებდა.ლიზა არ ელოდა ამ სიტყვებს,ეგონა რომ გაბრაზდებოდა იყვირებდა იღრიალებდა გარშემო ყველაფერს დაანმტვრებდა მაგრამ ახლა ის იჯდა მშვიდად და სახლიდან აგდებდა. -ქეთის არაფერი არ დაუშავებია,რომ ოთახში გამოგეკეტა,ასე რომ გაუშვი,ჩემს ბარგს ავიღებ და წავალ.-იმდენად ეტკინა ლევანის სიტყევბი,რომ მოუხედავად თაავისი საქციელისა,არ ეგონა ასე ადვილად თუ გადაუსმევდა ხაზს.-დიმა ქეთის დაუძახე ჩემს ოთახში ამოვიდეს.-მისახებიდან გასულს დიმას უთხრა რომელიც კიბეებთან იდგა. *** -არ გგონაით რომ მას უსამართლოდ ექცევით?-ლიზას ისეთი გამომეტყველება ქონდა ოთახიდან გასვლის დროს ალექსანდრემ ვერ მოითმინა.არასდროს არავისგან დახმარება არ მიუღია ახლა კი ვიღაც გოგონა მის გამო ასეთ დღეში იყო.ალექსანდრეს, როგორც პოლიცილეს ლევანი ვერაფერს ვერ დაუშავებდა,ამიტომ შეეძლო გოგონა სახლში დაებრუნებინა და თავისი ნამდვილი ვინაობა გამოემჟღავებინა,მაგრამ მაშინ ყველა მისი გეგმა ჩაიშლებოდა.ალბათ პირველად იქცეოდა ალექსანდრე ასე ეგოისტურად. -და არ გგონია რომ მან მე უსამართლოდ მომექცა?-დაცინვას არ ეშვებოდა ბატონი ლევანი,მაგრამ მის გულში რა ხდებოდა ეს მხოლოდ თვითონ და ლიზამ იცოდნენ.მათ ძლიერი კავშირი ქონდათ,ლევანი დარწმუმებული იყო რომ ისეთს ლიზა არაფერს არ გააკეთებდა რაც მათ ურთიერთობას ავნებდა,ახლა კი სადღაც ეჭვიც ეპარებოდა რომ მართლა უყვარდა ეს ბიჭი ისე ძალიან,რომ თავისუფლად დატოვებდა მშობლიურ სახლს. -მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სახლიდან გააგდოთ,ის თქვენი ერთადერთი ქალიშვილია.-ალექსანდრეს ბრაზი ერეოდა ნელნელა. -ყმაწვილო მოკიდე შენც ცოლს ხელი და აქედან გაეთრიეთ.-მშვიდად მაგრამ ისეთი ტონალობით ამბობდა რომ დიდი სიამოვნებით მიუნგრევდა ცხვირპირს ალექსანდრე მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.ახლა უფრო დარწმუნდა რომ სწორად იქცეოდა,ახლა უფრო გაუმძაფრდა შურისძიების გრძნობა.ახლა უნდოდა რომ იმ ტკვილისთვისაც ეძია შური რაც გოგონას მიაყენა,მაგრამ ამის მიზეზი ხომ თვითონ იყო.გასვლას აპირებდა ლევანის ხმა რომ გაიგო: -მას რამე რომ დაემართოს იცოდე სიკვდილი საჩუქარი იქნება შენთვის ისე გაწამებ! -დამიჯერეთ,თქვენზე მეტად ვერ ვაწყენინებ!-ირონია არ დააკლო ამ წინადადებას ალექსაბდრემ. *** სანამ ალექსანდრე და ლევანი ქვემოთ საუბრობდნენ,ლიზა ატირებული ალაგებდა საჭირო ნივთებს.ქეთიმ ჩქარა აირბინა კიბეები და ოთახში შევარდა: -ვაიმე დაბრუნდიიი.-ისე ძლიერ მოეხვია ლიზას,რომ უფრო ატირდა-ლიზა შემომხედე რა გატირებს.-უცებ ანერვიულდა ქეთიც. -სახლიდან გამაგდო,მინთხრა შენი ფეხი არ დავინახოო აქ.-ქვითინედა და ქეთის იყო მიყუდებულიი.-მომეხმარები ბარგის ჩალაგებაში“?რაც შეიძლება სწრაფად მინდა ამ სახლიდან წასვლა.-ცრემლებს იმშრალებდა უკვე. -კი მაგრამ სად მიდიხარ?შენ რა მართლა გაყევი იმ კაცს? -კი,ხელი მოვაწერეთ,მასთან მივდივართ სახლში როგორც ვიცი. -ნამდვილი გიჟი ხარ.-ქეთის ჩაეცინა.-ვერ წარმოვიდგენდი შემ ასე თუ გათხოვრებოდი. -ეს ხომ უბრალოდ ფიქტიური ქორწინებაა,როცა ყვეფერი ჩაივლის და დავრწმუნდები ვიქნები რომ მამა არაფერს არ დაუშავებს განვქორწინდებით და ყველაფერი მორჩება.-ისე თქვა თითქოს ყველაზე ნორმალურ რაღაცას ამბობდა დედამიწაზე. -არა მართლა გიჟი ხარ!-თვალები გადაატრიალა ქეთიმ.რამოდენიმე წუთში კი დიმა ამოვიდა: -ლიზა,ალექსანდრე უკვე კართან გელოდება.-ბიჭის დანახვისას ხელი დაუქნია იმის ნიშნად რომ ახლოს მისულიყო.ქეთისაც და დიმასაც ხელი ჩაკიდა: -მადლობა რომ ჩემს გამო საფრთხეში ჩაიგდეთ თავი და დამეხმარეთ,ამას არასდროს არ დავივწყებ.-ორივეს ერთად მოეხვია-მე ახლა მივდივარ,მაგრამ ქეთი რაც შეილება ხშირად გნახავ ხო?-აწყლიანებული თვალებით შეხედა ქეთის. -რა თქმა უნდა ჩემო ლამაზო.-ქეთიმაც ვერ შეიკავა თავი.ქვემოთ ჩავიდნენ დიმას ორი ჩემოდანი მოქონდა,ალექსანდრე კართან იდგა.ქეთიმ როგორც კი დაინახა მაშინვე გადაუჩურჩულა ლიზას: -აი ახლა მესმის რატო გაყევი ცოლად.-ლიზას გაეცინა დაქალზე.-გამარჯობა მე ქეთი ვარ ლიზას საუკეთესო მეგოაბრი და თუ მას ვინმე აწყენინებს ჩემთან ექნება საქმე,ეს ყოველ წამს გახსოვდეს.-გაღიმებული მაგრამ მაინც სერიოზული გამომეტყელებით უთხრა და ხელი გაუწოდა. -გამარჯობა მე კი ალექსანდრე.აუცილებლად მემახსოვრება.-ალექსანრემ ჩაიცინა ისეთი გამომეტყველება მიიღო რომ დიმასაც გაეცინა.ისევ მაგრად მოეხვივნენ ეწრთმანეთს ლიზა და ქეთი,ალექსანდრემ ჩანთები გამოართვა დიმას და უკანა ეზოსკენ დაიძრა,იმისთვის რომ ჟურნალისტებს არ შეხვედროდათ ისევ, დიმას თხოვა მან კი მანქანა უკანა კართან მიიყვანა საიდანაც ერთი დღის წინ გაიპარნენ. *** უკვე მანქანაში იჯდნენ მშვიდად,როცა ალექსანდრემ დაიწყო საუბარო. -სახლში დედაჩემი და ჩემი და არიან,სხვა არავინ არ მყავს და რათქმაუნდა საბას და ნინის უკვე იცნობ.დედას ნანა ქვია დას კატო.კატომ უკვე ყველაფერი იცის მას ვერ მოვატყუებთ,არასდროს დაიჯერებს,რომ შენ იმიტომ მოგიყვანე, რომ შემიყვვარდი,აი დედამ ეს უნდა დაიჯეროს ასე რრმ იმავე ტყიულს ვიტყვით რაც ლევანის ვუთხარით,ცოტა ოდენი თამაში მოგიწევს მის წინაშე,იმედი მაქვს თავს გაართმევ. -არამგონია დედაშენის მოტყუებ კარგი აზრი იყოს.-ცოტა ეუცნაურა ის ფაქტი რომ სიმართლეს დედას უმალვდა. -სახლში ორი თქვეა არ ვყოფილვარ,არც იმ სააქმეებზე იცის რითაც ამ ბოლო დროს ვიყავი დაკავებული,არ მინდა რომ ჯერჯერობით რამე იცოდეს,ამიტომ ვითამაშებთ ორ ერთმანეთზე გაგიჟებულ წყვილს.კატოს უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ასე რომ ეცადე მას ყურადღება არ მიაცქიო. -ყველაფერი გასაგებია.შენც ნარკოტიკებს ყიდი?-უცებ თემა შეუცვალა ლიზამ -არა!-გაცოფდა,არ უნდოდა რომ მას ისიც ისეთივე ეგონა როგორც ლევანი იყო.არ უნდოდა რომ ლიზას თვალში ის მაფიის წარმომადგენელი ყოფილიყო-მე და ჩემ დას საერთო ბიზნესი გვაქვს და იმას ვმართავთ.ის თუ რატომ ვიყავი იმ საღამოს საქონლის გაცვლაზდე ერთ მშვინიერ დრეს გაიგებ მაგრამ ახლა ამის დრო არ არის!-არ მოეწონა არც ალექსანდრეს ტონი და არც ის რაც ალექსანდრეს თვალებში იმალებოდა,მაგრამ სადღაც გაუხარდა კიდეც რომ ის იმ სამყაროს წარმომადგენელი არ იყო,საიდანაც მთელი ცხოვრება ცდილობდა თავი დაეღწევას.ლიზას აღარაფერი უთქვამს,ზედმეტად არც განიხილავდნენ ბოლო დროს დატრიალებულ ამბებეზე,გასაკვირი იყო მაგრამ მათ ორივეს ესმოდათ ყველაფერი ზედმეტი სიტყვების გარეშე.რამოდენიმე წუთის შემდეგ მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა,ეზოში ლამაზი ბაღი სადაც ჰამაკი იყო ჩამოკიდებული და მაგიდა იდგა.ალექსანდრემ კარზე ზარი დარეკა,რომელიც არალგაზრდა გოგონამ გააღო,მასაც ალექსანრესავით მზავენი თვალები ქონდა და შავი თმები.უცნაურად შეათვალიერა წყვილი და ძმას შეხედა. -ორი თვის შემდეგ ბრუნდები სახლში.. მოგყავს გოგონა რომელიც ცოლად შეირთე და რომელიც ლევან თოდუას ქალიშვილია...მგონი ბოლომდე გააფრინეე.-ჯერ რაც შეიძლება სერიოზულად ამბობდა ბოლოს კი თვალები აატრიალა და ძმას მოეხვია. -თავიდანვე ასე რომ დაგეწყო არა.-ალექსანდრემაც რაც შეიძლება ძლიერ მოეხვია მონატრებულ დაიკოს. -კატო ვინ არიის?-ძალიან თბილი ხმა მოესმა სახლიდან ლიზას და მიხვდა რომ ქალბატონი ნანა იქნებოდა. -შენი საყვარელი შვილი დაბრუნდა ნანაჩკაა-კისკისით დაიყვირა.ლიზასთვის არც შეუხედავს ნორმლაურად არც მისალმებია.-რას დგახარ შემოდი და შემოიყვანე შენი ცოლიც.-ბოლოს სახე მოღუშა ისე გავიდა დედასთან.ალექსანდრემ ხელი ჩაკიდა ლიზას ისე შეიყვანა სახლში სადაც შესასვლელის შემდეგ მისაღები იყო.მაღალი აღნაგობის ქალბატონი უკვე შუა მისახებში იდგა და წყვილს უყურებდა.როგორც კი ალექსანდრე დაინახა მაშინმე მასთან მივიდა და ძილერად მოეხვია: -სად გადაიკარგე სანდრო,გრცხვებიდეს იმდენი ვინერვიულე,კატოს მაგივრად ჩემთვის რო დაგერეკა რა მოხდებოდა ერთი.-უნდოდა რომ შვილ გაბრაზებოდა მაგრამ ამდენი ხნის უნახავს არ შეეძლო.მის გვერდით მდგომ გოგონას გახედა და ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა-სტუმარი მოგიყვანია შვილო,ვინ არის? -გაიცანი ეს ლიზაა,ლიზა ეს დედაჩემია ნანა.-ლიზამ ხელი გაუწოდა და თბილად გაუღიმა ქალს,ქალმაც არ დააყოვნა ისე ჩაკიდა ხელი,ისეთი თბილი გამოხედვა ქონდა,რომ წამსვე გაუთბო ლიზას გული. -ძამიკო იმის თქმა არ დაგავიწყდეს რაც ყველაზე მთავრია.-ირონიულად იღიმოდა კატო. -რა ხდება კატო?-ქალმა უცებვე შეხედა ქალიშვილს. -დედა ლიზა ჩემი ცოლია.-ალექსანდრემ ეს სიტყვები რომ თქვა ლიზას ხელი ჩაკიდა და ისე დაელოდა დედის რეაქციას. -რაა?ცოლი?...ცოლი მოიყვანე და ჩვენ არ შეგვატყობინე?ან საერთოდ შეყვარებული თუ გყავდა არ ვიცოდი.-უცებვე შეეცვალა გამომეტყველება,მაგრამ ეს გაბრაზება აშკარად ალექსანდრესკენ იყო მიმართული. -დედა მომისმინე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები მოგვიანებით,ახლა გთხოვ დამშვდდი და რძალი გაიცანი.-ისეთი გამომეტყვლბით უთხრა,რომ ქალი იძულებული იყო დამორჩილებოდა,თან იცოდა რომ ალექსანდრესთვის კითხვები არ უნდა დაესვა სანამ თვითონ არ მოისურვებდა ამას.ლიზა გაშეშებული იდგა არ იცოდა რა ექნა ან სად წასულიყო,დაბნეულობა აშკარად ეტყობოდა სახეზე. -მოდი შვილო დაჯექით,ოხ ალექსანდრე რო მცოდნოდა ხომ სხვანაირად დავხვდებოდი რძალს.-ანიშნა მდივანზე დამჯდარიყო,ლიზაც დაემორჩილა.ერთი კედელი მთლიანად ნახატებით იყო დაფარული,მოპირდაპირე მხარეს კიბეები იყო რომელიც მეორე სართულზე ადიოდა.გაკვირვებული აკვირდებოდა ყველაფერს ტან ისიც უკვირდა რო ქალმა ასე მიიღო,ასე მშვიდად სეხვდა ამ ამბავს. -დედა დღეს გრძელი დრე გვქონდა,ლიზა ძალიან გადაღლილია ამიტომ დაისვენებს!-ალექსანდრე სხვანაირი თბილი ჩანდა ოჯახის გარემოცვაში მაგრამ თავის მკაცრ ტონს მაინც არ კარგავდა. -დედა ნახე როგორ უფრთხილდება თავის ცოლს,ჩემი ძმა აშკარად შეყვარებულია.-კატო აშკარად არ იყო კმაყოფილი სიტუაციით და მომენტს არ ტოვებდა,რომ რამე გამაღიზიანებული ეთქვა. -კატო ეს რანაირი ტონია.ხვალ ორივე ყველაფერს მოგვიყვება ახლა კი მე ოთახს მოვამზადებ რომ დაისვენონ.შენ კი ლიზას ყველაფერი აჩვენე.-იცოდა თავისი ქალიშვილის ხასიათი ამიტომ მკაცრად გაუმეორა და მერე ლიზას შეხედა-შენ კი შვილო არ მოგერიდოს,თავის ისე იგრძენო როგორც საკუთარ სახლში. -მადლობა ქალბატონო ნანა.-ლიზამ თავი დაუკრა და თავისი ტონით ანიშნა,რომ მადლიერი იყო ასეთი მიღებისთვის.ქალმა საპასუხოდ გაუღიმა და მეორე სართულისკენ წავიდა. -მე შენს ჩანთებს ავიტან ოთახში!-ლიზამ კარგიო ანიშა თვალებით ალექსანდრეს.ისე უნდოდა ახლა რომ უბრალოდ დაეძინა.დაეძინა და გაღვიძებულს ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო.არა არ ნანობდა თავის საქციელ,მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იცრუა.ახლა ისეთი ქალბატონიც უნდა მოეტყუებინა,როგორიც ნანაა და ეს უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა.კატოს არარაფერი აღარ უთქვამს,ნანა რამოდენიმე წუთში ჩამოვი და ალექსანდრეს უთხრა რომ ყველაფერი მზად იყო.ალექსანდრემ ჩანთები თავის ოთახში აიტანა და ჩამოსულს მისაღებში არავინ რომ დახვდა გაუკვირდა,მერე სამზარეულოდან მოესმა დედის ხმა: -დედა დღესვე გადაწყვიტენე რძლის წინაშე შენიკერძების დემონსტრირება.-შესულს სუფრა გაშლილი დახვდა. -ნახე გოგოს სახეზეც ეტყობა,რომ დღეს არაფერი არ უჭამია,ამ გოგოს აშიმშილებდი?-ისე ქონდა წარბები სეჭმუხნული ალექსანდრეს გაეცინა.პირველად ხედავდა ლიზა ასეთ გაღიმებულს.ძალიან მოეწონა ასეთი ალექსანდრე. -არა ქალბატონო ნანა,დღეს დილით უგემრიელესი საუზმე მომიმზაა.-კატო ამ მომეტში წვენს მიირთმევდა და კინაღამ გადაცდა: -რაა,საუზმე მოგიმზადა?-ეს პირველი მიმართვა იყო ლიზას მიმართ მერე უცებ ძმას გახედა რომელიც აშკარად არ იყო ლიზას აღიარებით კმაყოფილი-შენ რამეს ამზადებ საერთოდ? -ცუდად მიცნობ კატუსაა.-არაფერი არ შემჩნია ფილფანმა მაგრამ ის მართლა ძალიან იშვიადათ ამზადებდა რამეს.ნანამ კი უბრალოდ გაღიმებული სახით გახედა შვილს. -ნეტავ კიდე რას გავიგებ დღეს ისეთს,რაც შოკში ჩამაგდებს.-ჩაიბურტყუნა კატომ. -გეყოფა კატო.შენც მოდი სანდრო და ჭამე მერე კი დაისვენეთ.-ლიზას ბევრი არ უჭამია,ჭამის მადა ნამდვილად არ ქონდა,მიუხედავად იმისა რომ თავაის მოკატუნებას კარგად ახერხებდა,მაგრამ ის სევდა მაინც იგრძნობოდა რაც მას მოსვენებას არ აძლევდა.პირველად დატოვა მამა მარტო სახლში.ახლა კი იჯდა იმ ადამიანების გარემოცვაში,რომლებსაცს საერთოდ არ იცნობდა და საერთოდ არ გრზნობდა თავს მათ ნაწილად,ვერ იგრძნობდა,ეს ხომ შეუძლებელია.ხედავდა კაცს რომელსაც თვალები უბრყინავდა დედის და დის დანახვაზე,ხედავდა ქალს, რომელიც ბოლოსდაბოლოს დამშვიდდა,რომ შვილი დაუბრუნდა.განა საკმარისი არ იყო ეს გარემოცვა გულწრფელი გრძნობებისთვის?!თვითონ კი სრულ სიცარიელეში იყო,იქ სადაც მარტო დარჩა,გარშემო არავინ არ იყო ან შეძლება იყო და თვითონ ვერ ამჩნევდა. ალექსანდრემ ოთახი ანახა თვითონ კი როგორც მიხვდა კატოს ოთახში შევიდა,ალბათ ყველაფრის დაწვრილებით ახსნას აპირებდა.ოთახი საკმაოდ დიდი იყო,დიდი საწოლით დიდი კარადით და სამუშაო მაგიდით.ლურჟ და ნაცრისფერ ფერებში იყო ყველაფერი .საწოლის თავზე კი დიდი ნახატი იყო,რომელზეც პატარა სახლი იყო გამოსახული,სახლის გვერდით დიდი ხე იყო,ხის ქვეშ კი ორი პატარა ბავშვი,რომელიც აშკარად ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.ამ ნახატის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო,თითქოს ეს სადგილი სადღაც მართლა არსებობდა და იქ მხოლოდ ბედნიერება სუფევდა.თვალი ვერ მოწყვიტა ლიზამ ფოტოს: -მეც ზალიან მომწონს ეგ ნახატი.-უცებ შეეშინდა და შეხტა,ხელი გულთან მიიდო ვერც შენიშნა როდის შემოვიდა ალექსანდრე. -მემგონი დამამშვიდებლის ეფექტი აქვს.-იმდენად გულრწფელად და გაღიმუბულად თქვა ეს ლიზამ რომ ალექსანდრემ თვალი ვერ მოწყვიტა მის ლამაზ ნაკვთებს,თითქოს პირველად შამჩნია თუ მის ჭინაშ რამდენად ლამაზი ქალი იდგა,მისი ბუნერბრივად ქერა თმები ისე ლამაზად იყო ჩამოშლილი მის მხარზე რომ წამიერად მათ შეხებაზეც იფიქრა. -კარგი,შენ შეგიძლიია დაიძინო ან გააგრძელე ცქერა.-სიცილ ნარევი ხმით უთხრა და კარადიიდან ბალიში და პლედი გამოიტანა,კარისკენ დაიძრა გოგონას ხმა ომ გაიგო: -მოიცა სად მიდიხარ? -გინდა რომ აქ დავრჩე.-ალექსანდრე შემოტრილდა და ისე გააგრძელა საუბარი. -არა უბრალოდ ქალბატონი ნანა....-მიხვდა რისი თქმაც უნდოდა,წინადადების დასრულებაც არ აცალა ისე უთხრა: -ნუ ნერვიულობ ნანა ვერ შეამჩნევს,რომ ცოლის გვერდით არ მძინავს!-ეს თქვა და გავიდა.მარტო დარჩა,თავის ახალ ოთახში,ისედაც ძალიან რთულად იძიებდა ხოლმე ამიტომ სულ აქვს აბები,რომლებიც დაძინებაში ეხმარება,უფრო გონების გათიშვაში ალბათ.ძილშიც კი ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე რაც მის კონტროლს არ ექვემდებარება.არ იცოდა რა მოხდებოდა მომავალში,საერთოდ როგრო გამოსწორებდა ამ სიტუაციას,ან დაალეგებდა თუ არა მამასთან ურთიერთობას ან ბოლოს როცა ალექსანდრესთან განქორწინდებოდა სად უნდა წასულიყო. *** დილით ისევ ადრე გაეღვიძა.ისეთი დაღლილი იყო შხაპის მიღება დაეზარა დაძინებამდე ამიტომ აბაზანაში შესვლა გადაწყვიტა,იქედან მხოლოდ პირსახოც შემოხვეული გამოვიდა, როცა კარადასთან მდგომი ალექსანდრე დახვდა.უცებ გაშეშდა,ეს ჯანდაბა პირსახოციც არ უფარავდა თავის გრძელ ფეხებს,რომლებსაც ალექსანდრე ასე ვნებიანად ათვალიერებდა: -იქნებ შეწყვიტო ჩემი თვალიერება და გახვიდე!-ლოყები გაუწითლდა ლიზას,ალექსანდრე კი ხალისობდა ამ მომენტით,მაგრამ როცა გოგონას გამომეტყველებებას დააკვირდა თავისი ტანსაცმელი აიღო გვერდი აუარა და არაფერი არ უთქვამს ,ისე შევიდა აბაზანაში.ლიზამ სწრაფად თავისი საყვარელი სარაფანი ჩაიცვა,რომლებზეც ლამაზი ყვავილები იყო ამოქარგული და ოთახიდან გავიდა.პირდაპირ სამზარეულოში შევიდა,რადგან იქედან ნანა თბილი ხმა ესმოდა. -დილამშვიდობისა.-გაუღიმა ქალს,რომელიც გაზქურასთან იდგა და საუზმეს ამზადებდა -ასე ადრე რატო გაიღვიძე შვილო,დაგესვენა კიდე ცოტახანი. -ვაა ჩვენს რძალს გაუღვიძია.-ამ დროს კატო შემოვარდა ოთახში დედას ლოყაზე აკოცა და მაცივრიდან წვენი გამოიტანა. -დილამშვიდობისა კატო.-გოგონასასც გაუღიმა ისე უთხრა მაგრამ საპასუხოდ მარტო თავის დაქნევა მიიღო. -მე უნდა გავიქცე,აბა ჩვენს ძმას საერთოდ გადაავიწყდა, რომ ბიზნესი აქვს.-იმ წამს შემოსულ ალექსანდრეს შეუბღვირა და ოთახიდან გავარდა. -გესაუზმა მაინც.-მიაძახა ნანამ მაგრამ გოგო უკვე ეზოში იყო.-სანდრო იქნებ შენც წახვიდე კომპანიაში და ყველაფერს გადახედო. -დედა ნუ ნერვიულობ,კატო ჩემზე უკეთ ართმევს მაგ საქმეს თავს. -ხო შენ შენი სამქის გარდა არაფერი არ გინდა.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა,ალექსანდრეს კი შეეშინდა რომ დედას რამე არ წამოსცენოდა და მაშინვე საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა -დედა არ გაინტერესებს სად გავიცანით მე და ლიზამ ერთმანეთი? -აბა რას მეკითხები,როგორ არ უნდა მაინტერესებსდეს.-ქალმა ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და წყვილის წინ დაჟდა. -ძვირფასო მე დავიწყო თუ შენ მოუყვები?-ლიზას ძალიან არ უნდოდა ამ საუბარში ჩაბმა ამიტომ უთხრა, რომ თვითონ დაეწყო.-მოკლედ ორი თვის წინ გავიცანით ერთმანეთი,ლიზასთან სახლში,რაღაც საქმეზე ვიყავი.მაშინვე მივხვდით რომ ერთმანეთი მოგვეწონა,მერე ერთმანეთს ვხვდებოდით და ერთ დღეს გადავწყვიტეთ რომ უერთმანეთო აღარ შეგვეძლო და ხელიც მოვაწერეთ.დედა ნუ მიყურებ ასეთი სახით,შენ არ მეუბნებოდი რომ ერთ დღეს თავსდავიწყებით შემიყვარდებოდა,ჰოდა დადგა ის დღე.-ლიზას ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. -ისე თუ არის როგორ შენ ყვები ძალიან მოხარუოლივარ.-ნანა თითქოს გძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო,სანდრო არასდროს არ ყოფილა ის ადამიანი,რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას სპონტანურად მიიღებდა,ეს ძალიან კარგად იცოდა ნანამაც.-ლიზა შვილო,ამ საღამოს ვახშამს ვაწყობ და იქნებ შენებსაც დავურეკოთ,ხო უნდა გავიცნო მზახლები.-ლიზა თავიდაც ჩუმად უსმენდა და შიგადაშიგ იღიმოდა,რომ ქალს მისი დაძაბულობა არ შეემჩნია,მაგრამ მშობლების ხსენებაზე უცებ სახე შეეეცვალა. -მე...მე მხოლოდ მამა მყავს,მაგრამ მას ახლა ვერ დავპატიჟებთ.ის ნაწყენია ჩემზე,მაგრამ მალე გაგაცნობთ.-წინადადება დაასრულა და უდარდელი სახე მიიღო,მაგრამ ალექსანდრე კარგად ხედავდა თუ როგორ უმზიმდა ლიზას ახლა იქ ჯდომა. -ხო არაუშავს თავიდან ყველა მამა ბრაზდება,დარწმუნებული ვარ დიდხანს არ გაგრძელდება და მალე ისიც შემოგვიერთდება.-ნანა მიხვდა რომ ამაზე საუბარი რძალს აღარ უნდოდა.-ლიზა სშვილო შენც დადიხარ სამსახურში თუ..... -უნივერსიტეტი ახლა დავამთავრე მალე მუშაობასაც დავიწყებ. -ძაან მალეც არა ხო,ჯერ შენი მთლიანი დრო მე მჭირდება.-ალექსანდრე ჩაერთო საუბარში.ლიზას ძაან უკვირდა, როგორ შეეძლო ასე ადვილად მოეტყუებინა დედა და საერთოდ როგორ გამოსდიოდა ასე კარგად თამაში,გაბრაზებულიც კი იყო. -დამიჯერე შენ მერეც არ მოგაკლებ ყურადღებას.-გადაიწია და ლოყაზე აკოცა ქმარს.თამაშში აყვა ერთი სიტყვით,მაგრამ ალექსანდრე კოცნას ნამდვილად არ ელოდებოდა და ვერ ის ჟრუანტელი დააიგნორა,რაც გოგონას შეხებამ გამოიწვია. უცნაურად დაიწყო მათი ისტორია,კიდე უცნაური იყო ის რომ ამდენს ტყუილს ამბობდა ალექსანდრე და ჯერ არცერთს არ უჩანდა კუდი.არადა ყველაზე ნაკლებად ტყუილი იზიდავდა ცხოვრებაში.ნუ რას ვიზამთ,ალექსანდრე ამას თავისი საქმიანობით ამართლებდა,მაგრამ ყველამ კარგად ვიცით,რომ შურისძიების წყურვილი კლავდა. -დრეს საღამოსს სტუმრებს ველოდებით. -ვის დედა? -ვის უნდა ველოდოთ საბა და ნინოს გარდა პატარა ანიკოსაც მოიყვანენ.-ლიზას გაუხარდა,ძალიან მოსწონდა ნინო და ის ენერგია რომელსაც ის აფრქვევდა.საუზმობის შემდეგ ოთახში ავიდა,ვერ გამოიძინა ნორმალურად და იფიქრა ,რომ ახლა მაინც შეძლებდა ცოტახნით დაძინებას.დედა-შვილი მარტონი დარჩნენ: -დავიჯერო ასე ძალიან გიყვარს ეს გოგონა? -რა არის დედა აქ დაუჯერებელი,განა შესაძლებელია ლიზასნაირი გოგო არ შეგიყვარდეს.-ის აღიარა,რაც აქამდე არც კი გაუფიქრებია და წამიერად დაფიქრდა,მაგრამ ნანას ხმა გამოიყვანა ფიქრებიდან: -ვნახოთ ვნახოთ....-ჩაილაპრაკა ქალმა -დედა ლიზამ არ იცის ჩემი საქმიანობის შესახებ და არც ის რომ ჩემი ნამდვილი გვარი ფილფანია.და ჯერჯერობით არც უნდა გაიგოს!-გაყინული მზერა მიაბყრო ნანას,რომელიც საშინლად ვერ იტანდა ამ მომენტს. -რას ქვია რა იცის? -არ მინდა რომ ზედმეტად ინერვიულოს,ყველაფერი,რომ ჩაივლის მე თვითონ მოვუყვები -რამ უნდა ჩაიაროს სანდრო?ნუ მაგიჟებ,ჯერ სადღაც გადაიკარგე მერე მოდიხარ მოგყავს ცოლი მეუბნები მიყვარსო და მერე ვიგებ რომ მან შენი ნამდვილი გვარიც არ იცის.-ნანა უკვე მართლა დაბნეული იყო. -დედა მეტჯერ გამეორებას არ ვაპირებ,ყველაფერი გაიგე,არ ინერვიულო ყველაფერი კარგად არის და იქნება კიდეც!-ქალ შუბლზე აკოცა და გავიდა.რამდენ თამაშს თამაშობდა ალექსანდრე?უკვე თვითონაც არ იცოდა.ოთახში ავიდა და მძინარე ლიზას დააკვირდა. მისთვის ამოუცნობი იყო ეს არსება,როგორ შეეძლო ამ უნაზეს არსებას ამხელა გადატრიალების მოხდენა ვერ წარმოედინა.ისეთი უდარდელი ძილით ეძინა,რომ ალექსანდრეს შეშურდა კიდეც,განა შესაძლებელი იყო მისი სიკეთის არ დანახვა.ალბათ ლევანის ქალიშვილი,რომ არ ყოფილიყო მის შეყვარებაზე სერიოზულად იფიქრებდა,მაგრამ ალექსანდრეს გონება მხოლოდ შურისძიებას მოეცვა. *** საღამოსკენ გაეღვიძა,ვერც შეამჩნია ასე ღრმად როდის ჩაეძინა ალბათ იმ აბის ბრალი იყო დაძინების წინ რომ მიიღო.ისევ ქვემოთ ჩავიდა,კატო უკვე სახლში იყო: -ნანა შენი რძალი ძილისგუდა,რომ არის ბედის ირონია?-დედას გახედა,რომელიც სუფრას აწყობდა. -კატო ბრაზის ნთხევას გირჩევნია მომეხმარო. -მე დაგეხმარებით-ლიზამ ისევ არ მიაქცია კატოს ყურადღება და ქალს თებშები გამოართვა.-ალექსანდრე სად არის? -მაგას ჩვენ უნდა გეკითხებოდეთ.-ისევ დაგესლა კატომ. -ჩვენც არ ვიციც,საბასთან ერთად მოვალო დაგვიბარა.-ნანამ უპასუხა დასმულ შეკითხვას -გასაგებია-ქალს გაუღიმა და თავისი საქმე გააგრძელა.ლიზა და ნანამ ლამაზი სუფრა გააწყვეს,კატო კი დივანძე მოკალათებული იჯდა და ხან რას ამბობდა ხან რას,რათქმაუნდა შანს არ უშვებდა,რომ ლიზა არ დაეგესლა,მაგრამ ლიზა როგორც შეეძლო ისე აიგნორებდა.ვერ ხვდებოდა რა არ მოსწონდა ამ გოგონას.მალევე მოვიდნენ საბა და ნინო,უკან ალექსანდრე მოყვებოდათ,რომელსაც პატარა გოგონა ეჭირა ხელში. -როგორ ხარ ლიზა?-ნინომ როგორც კი გოგონა დაინახა მაშინვე გაუღიმა და ჩასახუტებლად გაემართა მისკენ. -მე კარგად,თქვენ როგორ ხართ,ეს პატარა გოგონა რა ლამაზია.-როგორც კი ნინოს მოშორდა მაშნვე ანიკოსკენ გაემართა და სახეზე მოეფერა. -სანდრო ძია ეს ქალი პატარას რატო მეძახის მე ხო დიდი გოგო ვარ!-წარბები საყვარლად შეჭმუხნა და ალექსანდრეს გახედა. -მაპატიეთ აწი ასე აღარ მოგმართავთ.-ლიზას გაეცინა,მაგრამ უცებ სახე დაასერიზულა და ისე უთხრა. -კარგი ამჯერად გაპატიებ!-თავი ისე აწია თითქოს გვირგინი ეკეთა და თმები უკან გადაიყარა პატარა ანიკომ. გეყოფათ ახლა კართან დგომა,მობრძანდით!-ნანა ჩაეჭრა საუბარში და სტუმრები მისაღებში გადაინაცვლნენ.ნინოს პოზიტიურობამ ოჯახშიც შეამოახწია და თითქოს ყველას დაავიწყა ბოლო დროის ამბები.პატარა ქალბატონიც დედასავით ტიტინებდა და სულ სანდრო ძიასთან იყო.სანდროს განსაკუთრებულად უყვარდა ეს პატარა არსება და ანიკოც ამას განსაკუთრებულად გრძნობდა. -აბა ლიზიკო როგორ შეეჩვიე ოჯახურ გარემოს?-ვინ იკითხავდა ამას ნინოს გარდა,რომელმაც იცოდა,რომ მათ საერთოდ არ ქონდათ ოჯახური გარემო. -როგორ შეიძლება თავი კარგად არ იგრძნო იქ სადაც ქალბატონი ნანა არის,მან ისე თბილად მიმიღო...-ლიზას კიდე რაღაცის თქმა სურდა,მაგრამ რათქმაუნდა საუბარი კატომ გააგრძელა. -ვაიმე ჩვენ რძალს პირფერობაც სცოდნია.-ისე შეიცხადა თითქოს მეორვე მსოფლიო საოცრება აღმოაჩინა.მგონი ეს მეტისმეტი იყო და ლიზა პასუხის გაცემას აპირებდა რომ არა ალექსანდრე: -კატო ლიზა შენ,რომ გგონია ისეთი რომ ყოფილიყო დღეს აქ არ იქნებოდა და ეს შენც კარგად იცი,ასე რომ მოვრჩეთ ზედმეტ ლაპარაკს!-ალექსანდრემ ლიზას ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა,ლიზას სულ გაავიწყდა კატოს სიტყვები ისე გააქვავა ალექსანდრეს საქციელმა.მერე ალექსანდრემ დას შეხედა, თითქოს თვალებით საუბრობდნენ რაღაცას,კატოც მიხვდა რომ ძმის გაბრაზება ახლა არ ღირდა და ვახშმობა განაგრძო. -სანდრო ძია შენ ხომ მითხარი,რომ ცოლს არ მოიყვანდი და სულ ჩემი იქნებოდი,ახლა შენი განაწილება მომიხდება.-5 წლის გოგონამ ყველას ყურადღება მიიქცია,ის კი ისეთი სახით იყურებოდა თითოს მართლა რაღაც ძვირფასი წაართვეს.ლიზამ გოგონას მიუხლოვდა და ყურში რაღაც უჩურჩულა გოგოს მაშინვე გაუნათდა სახე: -მართლაა?-გაოცებული შეხედა ლიზას. -ხო მართლა -კაი მაშინ სულ შენი იყოს! -ასეთი რა უთხარი ჩემს ქალიშვილის ალექსანდრე რომ დათმო.-საბა ახარხარდა. -ეგ საიდუმლოა არა პრინცესა?-ლოყაზე აკოცა ლიზამ და გოგონამაც პირზე მიიდო ხელი და ანიშნა,რომ არავის არაფერს ეტყოდა. *** ზემოთ ადიოდნენ და უკვე კართან იდგა ლიზა,როზა ალექსანდრემ გვერდი აუარა და მზებოლ ოთახში შედიოდა: -ისევ კაბინეტში უნდა დაიძინო? -კი,რამე პრობლემაა? -არა უბრალოდ მოუხერხებელი არ არის?არ მინდა ჩემ გამო სიმყუდროვე დაგერღვეს.-თვითონაც არ იცოდა ამას რატო ეუბნებოდა,მაგრამ აშკარა იყო, რომ ზედმეტად ღელავდა. -და რა ვქნა შენს გვერდით გინდა დავწვე?-ალექსანდრე წყნარად მიუახლოვდა ქალს. -არა,მე ეგრე არ მითქვამს,უბრალოდ საწოლი დიდია და ორივე დავეტევით.-ნამდვილად დაეტყო დაბნეულობა ლიზას. -ლიზა შენ მე მალე გამაგიჟებ! -რატო ისეთი რა გითხარი?-ბრაზდებოდა უკვე თოდუას ქალიშვილი. -ჯერ სარდაფში მივარდები და მათავისუფლებ მერე მეუბნები,რომ ცოლად უნდა მოგიყვანო,რომ გეკითხები რატო-მეთქი,მეუბნები,რომ ჩემს გამო აკეთებ,ახლა ჩემს მოხერხებულობაზე ზრუნავ და მალე ვიფიქრებ,რომ ჩემს გამო უფსკრულშიც გადაიჩეხები.-ნამდვილად შეუცნობელი არსება იყო ლიზა თოდუა ალექსანდრესთვის. -ასე რთული გასაგებია ჩემი ადამიანური საქციელი?-ლიზას თვითონ არ ესმოდა თავისი საქციელი და ალექსანდრესთვის როგორ უნდა აეხსნა. -ადამიანურია უცნობს,რომ ათავისუფლებ და ცოლად მიყვები,იქნებ საერთოდაც დამნაშავე ვიყავი ან მკვლელი.შენი აზრით რატო გამომკეტა იქ ლევანმა? -ვიცი რომ არაფერი არ დაგიშავებია.-არ იცოდა როგორ უნდა ემართლებინა თავი. -შენ ბევრი რამე არ იცი ლიზა! -ისიც საკმარისია რაც ვიცი და თუ ასე გაწუხებს ჩემი არსებობა, როგორც კი მამაჩემი შეგეშვება მაშინვე განვქორწინდებით და მორჩა. -ეგ ეგეთი ადვილი არ არის. -არაუშავს,გავაადვილებ ისე ადვილად, როგორც ცოლად გამოგყევი!-შებრუნდა და ოთახში შევიდა.ალექსანდრე კი იდგა და ეცინებოდა,დიახ ეცინებოდა,რომ ცხოვრებამ ყველაზე ამოუხსნელი საქმე გამოუჩინა,ლიზა თოდუას სახით.მაშინ პირველად მიხვდა მგონი,რომ წინ რთული გზა ელოდებოდა,გზა სადაც აუცილებლად იზარალებდნენ ლიზა და ალექსანდრე. რამოდენიმე წუთში თვითონაც ოთახში შევიდა და ლიზას გვერდით დაწვა.საშინლად არ მოწონდა კაბინეტში მდივანზე წოლა თან იფიქრა,რომ ნანა ერთდღეს აუცილებლად წაასწრებდა და იფიქრა, რაც უფრო ადრე მიეჩვევოდა ლიზასთან ერთად ძილს,მით უფრო ადვილი იქნებოდა მათთვის. -შენი ბრალია აქ რომ ვარ და მერე ნუ იწუწუნებ.-ლიზა ისე იყო მოკუნტული თითქოს არც არავინ იწვა,ალექსანდრეც რაც შეძლება გვერდზე იწვა,მათ შორის ალბათ კიდე ერთი კაცი ჩაეტეოდა,მაგრამ მდივანზე წოლას აშკარად ჯობდა ალექსანდრესთვის. -არ ვიწუწუნებ თუ ჩემს პირად სივრცეს არ დაარღვევ! -ეს შენ დაარღვიე ჩემი პირადი სივრცე! - უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ უმადური ადამიანი ხარ!-ლიზამ გაიცინა. -როგორი ნათელია. -რა?-ვერ მიხვდა რაზე ეუბნებოდა. -შენი ღიმილი,დრეს პირველად გნახე გულწრფელად გაღიმებული.-ვერ ხვდებოდა ეს რატომ უთხრა,მაგრამ უნდოდა,რომ გოგოსთვის ეს მაინც ეთქვა.ლიზამ არაფერი არ უპასუხა-რა უთხარი დღეს ანიკოს,ასე ადვილად რომ დამთმო?-ისევ ალექსანდრემ დაარღვია დუმილი. -სიმართლე.-აქ დასრულდა მათი საუბარი,მაგრამ ფიქრები ვერცერთმა ვერ ჩაახშო,თან ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,მაგრამ მაინც რამდენი რამ აშორებდათ ერთმანეთს. *** ორი კვირა გავიდა.ალექსანდრე და კატო იშვიათად იყვნენ სახლში,ლიზაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა.ძალიან მოსწონდა ქალბატონ ნანასთან ურთიერთობა,სრულიად უცხოდ აღიქვამდა ნანას ზრუნსვას მის მიმართ,მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნოც იყო.ლევანისგან არაფერი არ ისმოდა,ერთხელაც არ დაურეკავს,ქეთისგან იცოდა რომ რამოდენიმე დღე სახლიდან არ გასულა.მართლაც ბატონი ლევანი პირველად მოშორდა თავის საქმეებს.ძირითადად ყველაფერს სახლიდან აგვარებდა.ალექსანდრეზე ინფორმაციას ეძებდა მარა ისეთი ვერაფერი ვერ გაგიგო რაც აქამდე არ იცოდა,ბოლოს ისიც იფიქრა,რომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი იყო თავისი სამყაროდან.ლიზას დათმობა ძალიან უჭირდა,სახლში მოჩვენებასავით დადიოდა ვერ იაზარებდა იმას, რომ ახლა ლიზა არ ჩამოვიდოდა და ლოყაზე არ აკოცებდა,არ ეტყოდა ‘’მამა ამდენი მუშაობა არ შეიძლება, რამე კარგს მაინც აკეთებდეო“,საშინლად ენატრებოდა თავისი გოგონა,მაგრამ პატიებაც ერ შეეძლო,ან იქნებ უკვე აპატია,მაგრამ ეს ხომ ლევან თოდუაა სიჯიუტის მეფე,ლიზა კი ამ მეფის პრინცესა. ალექსანდრე თავის საქმეებს აგვარებდა და ახალ ინფორმაციებს იღებდა თოდუას შესახებ,საბას ყველაფერი მოუყვა,მაგრამ თავის გუნდს და პროკურორს მაქსიმალურად დაააუმალეს საქმის დეტალები.ვერ იტყოდა,რომ ლიზას გამოყენებას აპირებდა თოდუას დასაჭერად.კანონს არღვევდა,შეიძლება საქმე სრულიად შემოტრილებულიყო და ამდენ თვიანი იპერაცია ჩაეშალა,მაგრამ ფილფანი დარწმუნებული იყო რომ ლიზას მეშვეობით ლევანს გაანადგურებდა.საბა კი ძალიან ნერვიულობდა: -დარწმუნებული ხარ იმაში რასაც აკეთებ? -სრულებით. -ხომ იცი რომ ის ყველაზე უდანაშაულოა ამ ისტორიაში -ის ლევანის შვილია. -შენც დემნას შვილი ხარ! -დემნა მკვლელი არ იყო.-თვალები წამსვე აენთო ფილფანს. -კანონის წინააღმდეგ მიდიხარ! -ზოგჯერ ესეც საჭიროა,რომ დამნაშავე იქ გაუშვა სადაც მისი ადგილია. -ხვდები,რომ მაგ გოგოს გამოჩენამ საერთოდ დაგაბრმავა,ყველა შენც პრინციპს ღალატობ! -მე ერთ რამეს ვხვდები,თოდუა მალე ციხეში აღმოჩნდება!-დაასრულა და წავიდა,წავიდა განრისხებული.თითოეული საბას სიტყვა სიმართლე იყო,ამ სიმართლესთან თვალის გასწორება კი ალექსანდრეს არ უნდოდა. *** -ქეთი როგორ ხარ?-მეგობრიზ ზარს მაშინვე უპასუხა ლიზამ. -მე კარგად... -რა ხმა გაქვს ქეთი რამე მოხდა?-უცებ ანერვიულდა. -დამშვიდდი ლიზა უბრალოდ ბატონი ლევანი.... -მამა.....მამას რა დაემართა? -შეუძლოდ არის თან რამოდენიმე დღეა სვამს. -ქეთი აქამდე რატო არ მითხარი? მისთვის ამდენი დალევა არ შეიძლება. -შენი განერვიულება არ მინდოდა. -კარგი ახლავე მოვალ. -სად მოხვალ.... -ქეთი მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ გაემართა,როცა ალექსანდრე შეხვდა: -ლიზაა რა ხდება? -მე უნდა წავიდე მალე დავბრუნდები.-გვერდი აუარა და კართან გაჩერდა. -სად მიდიხარ? -მამასთან. -კი მადგრამ მან ხომ... -დიახ მან გამომაგდო,მაგრამ ახლა შეუძლოდ არის და ჩემ გარდა ვერავინ ვერ დაეხმარება. -მე წაგიყვან!-გაბრაზდა თვითონაც არ იცის რატო მაგრამ გაბრაზდა. -არამგონია შენი იქ მისვლა კარგი აზრი იყოს. -ლიზა მე წაგიყვან!-ტონს აუწია,ლიზა შეკრთა,მაგრამ ეს ახლა ნაკლებად ადარდება,არც ალექსანდრესთან კამათის თავი ქონდა ამიტომ ჩუმად გაყვა.უკვე თავისი სახლის წინ იდგა,თითქოს უჭირდა ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ იქ მამა უყო,მამა რომელიც ყველაფერზე და ყველაზე მეტად უყვარს.იქნებ შეცდომა დაუშვა მას ასე ძალიან რომ აწყენინა?არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ ლიზა მზად იყო სიჯიუტე გვერდზე გადაეწია და მამასთან პირველი მისულიყო,როცა მას ეს ძალიან სჭირდებოდა.კართან ქეთი დახვდა: -როგორ მომენატრე.-მაშინე მოეხვია მეგობარს -მეც ძალიან-გაუღიმა ქეთის და სახლში შეიხედა.-სად არის? -მისახებში.თავის სავარჯელში ზის ჭიკით ხელში და არ გვაძლევს მიახლოების უფლებას.-ლიზამ თავი დაუკრა და სახლში შევიდა.ლევანის ზურგ უკან იდგა,არ შეეძლო მისთვის ასე ადვილად შეეხედა თვალებში. -რატომ მოხვედი?-მაშინვე იგრძლო ქალიშვილის სურნელი,რომელიც ასე ძალიან მონატრებოდა.-გითხრეს რომ ცუდად ვარ,რომ ვსვავ და შენც მოირბინე არა?- -არ უნდა მოვსულიყავი?-ძლივს ამოიღო ხმა ლიზამ. -დედაშენი არ მოსულა,ძალიან ცუდად ვიყავი მან ეს იცოდა და არ მოვიდა.-სასოწარკვეთილი ხმა ქონდა თოდუას. -რატომ ვსაუბრობთ ახლა მასზე.-მაშინვე ცრემლები მოადგა ლიზას. -იქნებ იმიტომ რომ მანაც მიღალატა,მანაც სხვა აირჩია,მე ხომ ის ძალიან მიყვარდა. -მეც არ მაპატიებ?-ხმა გაუტხდა ლიზას. -განა შეიძლება შენ რამე არ გაპატიო?! -მაგრამ მე მასზე უფრო გაწყენინე,ბევრად უფრო მეტი ტკივილი მოგაყენე. -შვილს ყველაფერს პატიობს ადამიანი! -მაგრამ ეს უსამართლობაა.-ორივეს გაეცინათ.უზომოდ უყვარდა ეს კაცი ლიზას. -ყველგან და ყოველთვის სამართლიანობაზე როგორ საუბრობ ლიზა?-წამოდგა შვილისკენ შებრუნდა ჭიქა დადო და ძლიერად მოეხვია შვილს.ზუსტად ამის დამტკიცება სჭირდებოდა თოდუას,იცოდა რომ რაც არუნდა მომხდარიყო ლიზა ბოლოს მაინც მასთან დაბრუნდებოდა და მის მხარეს იქნებოდა. *** ამასობაში ქეთი და ალექსანდრე გარეთ იდგნენ და ბაღს გაჰყურებდნენ: -იმედია ღამე მარტო არ ტოვებ?-ქეთიმ უცებ დაარღვია სიჩუმე,ლექსანდრე კი გაკვირვებული დარჩა შეკითხვით. -ასეთ რამეებს მეგონა მხოლოდ გოგონები განიხილავდნენ? -მას ეშინია როცა მარტოა სხვის სახლში. -აი თურმე რატოომ....მე მეგონა ჩემს ხერხემალს უფრთხილდებოდა.-ჩაიცინა ალექსანდრემ მაგრამ ძალიან ცუდად ჩაიცინა.ქეთისაც გაეცინა,ოხონც იმიტომ,რომ მიხვდა თავისი დაქალის საქციელს. -დარწმუნებული ვარ უფრთხილდება,არასდროს არ გთხოვდა მასთან ძილს იმის გამო რომ ეშინია,თავის თავსაც არ უტყდება და შენ გეტყოდა მეშინიაო.-ისევ გადაიკისკისა-ოხ ლიზა ოხ,საძილე აბებს სვამს ხო? -მე არვიცი... -ამასაც ვერ ამჩნევ!-წამსვე დასერიოზულდა ქეთი. -კიდევ რას უნდა ვამჩნევდე? -იმას რომ ლიზას ღირსი არ ხარ! -ისე ამბობ თითქოს ეს ნამდვილი ქორწინება იყოს.-არმოწონდა ქეთის საუბარი საშინლად არ მოწონდა. -თუნდაც. არ იმსახურებ იმას,რასაც ლიზა შენთვის აკეთებს.საერთოდ რომელი ნორმალური გააკეთებს იმას რასაც ის,მაგრამ ის ხომ ლიზაა,არავინ არ იცის რას მოიმოქმედებს. - არ ვიმსაახურებ მაგრამ ის ჩემთანაა,იქ სადაც მისი ადგილია.-გაუმკაცრდა ხმა ფილფანს -შეიძლება.მაგრამ კარგად დაიმახსოვრე ერთ დღეს თუ არჩევანის წინაშე დადგება ის აუცილებლად სიმართლეს აირჩევს და არამგონია,რომ შენ ამ ისტორიაში სიმართლის მხარეს იყო!-წინადადება დაასრულა ქეთიმ და წვაიდა.ალექსანდრემ კი გადაიხარხარა მაგრამ ვაი ასეთ სიცილს.ეჰ,პირველად დაიბნა,პირველად არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,პირველად ღელავდა ლიზას გრძნობებზე,ქეთი მართალი იყო არ იმსახურებს ეს გოგონა ამდენ ფარსს მის გარშემო და ეს ალექსანდრემაც კარგად იცოდა. ლიზამ გარეთ მდგომი ალექსანდრე რომ დაინახა მისკენ გაემართა: -შეგვიძლია წავიდეთ!-აშკარად ეტყობოდა ცრემლების კვალი,მაგრამ იმ ნათებასაც კარგად ხედავდა, რომელსაც მისი თვალები ასხივებდნენ. -არა შენ დარჩები!-ნამდვილად გაუაზრებლად უთხრა. -რა? -შეგიძლია დღეს დარჩე,ხვალ მე თვითონ წამოგიყვან. -რამე მოხდა ალექსანდრე? -არა უბრალოდ შენ ეს გჭირდება თან ბოლოსდაბოლოს მშვიდად დაიძინებ,ერთი ღამე მაინც!-სახეზე მოეფერა მერე ლოყაზე აკოცა და წავიდა,ლიზა კი გაოგნებული დარჩა.იქამდე იდგა და იღიმოდა სანამ ქეთი არ მოვიდა: -ერთმა კოცნამ ასე არ უნდა დაგაბრმავოს ლიზიკოო.-გაიკისკისა ქეთიმ-წარმომიდგენია ტუჩებში,რომ ეკოცნა რა რეაქცია გექნებოდა. -ვაიმე ქეთი რეებს ბოდავ?-მაშინვე წარბები შეჭმუხნა ლიზამ. -აჰა მე ვბოდავ და შენ ისევ გაბრუებული ხარ. -ქეთი ვერ გადამირჩები-ნეტავ საკუთარი თვალით გვანახა ლიზას დაბნეულობა იმ წამს.მშველელად დიმა მოევლინა ქეთის. -ჩემი გოგოები ისევ ერთად ყოფილან.-ლიზა გადაკოცნა და ქეთის მიაჩერდა. -ვინ არის ერთი შენი?-მაშინვე გააპროტესტა ქეთიმ ბიჭის ნათქვამი. -შენ ხარ!-თითი წამოკრა ცხვირზე და ისე გაიცინა,როგორც ქეთის უყვარდა და ამავდროულად აგიჯებდა. -გაწიე ხელი და შენს საქმეს მიხედე.-არ შეიმჩნია ქალბატონმა,მაგრამ აშკარად კმაყოფილი იყო დიმას ნათქვამით. -ლიზა რაც შენ წახვედი, იმ ენერგისაც ჩემზე ხარჯავს, რაც შენთვის იყო განკუთვნილი და იქნებ დაბრუნებაზე იფიქრო. -ეგ ალექსანდრემ არ გაგიგონოს თორემ იმ დაცვასავით გაგიერთიანებს ცხვირ პირს.-მაშინვე გასცა პასუხი ქეთიმ. -დამიჯერე ეგეთი რთული დასათმობიც არ ვარ ალექსანდრესთვის ქეთი. -ძალიან ცდები ლიზა. -ვაიმე შენ რაიცი და საერთოდ რას დაგვიდექი აქ იქნებ რაზე უნდა ვისაუბროთ.-ისევ წარბები შეჭმუხნა ქეთიმ. -თუ გონია რომ შენი წინა ნათქვამი დავაიგნორე ძალიან ცდები,აუცილებლად დაისჯები!-დიმამ უცებ ლოყაზე აკოცა და წავიდა. -რატო აწვალებ ამ ბიჭს ვერ ვხვდები. -ჯერ სად არის!-თვალი ჩაუკრა როგორც ჩვეოდა ისე. *** გასვლის წინ ალექსანდრემ გაიგონა თუ როგორ საუბრობდნენ ზურა და კიდევ ვიღაც კაცი.ზურა მისამართს ეუბნებოდა,ისიც გაიგონა რომ ხვალ საქონლის გაცვლა იქნებოდა,რომელიც ღამის ნაცვლად დღისით მზის შუქზე იქნებოდა.გეგმა შეიმუშავა სადაც ლევანის დაჭერის მაგივრად ხელს შეუწყობდა და მის ნდობას უფრო მოიპოვებდა.საბამ რათქმაუნდა გააპროტესტა,მაგრამ ბოლოს მაინც დაიტანხმა ალექსანდრემ.დილით ლიზას დაურეკა და უთხრა,რომ თვითონ საქმე გამოუჩნდა და ტაქსით წამოსილიყო: -რაო შენმა ქმარმა ვერ მოვალო? -საქმე გამოუჩნდა მამა მერე რა.-სიმართლა რომ გითხრათ ლიზას ეწყინა,ძალიან უნდოდა ალექსანდრეს ნახვა,მაგრამ ლევანის წინ ამას ხო არ შეიმჩნევდა. -დიმამ წაგიყვანოს. -მამა გთხოვ,საჭირო არ არის.თან ჩემ საყვარელ მაღაზიაშიც უნდა გავიარო და მაგდენხანს დიმას ვერ მოვაცდენ. -გათხოვილი ქალი ისევ თოჯინების მაღაზიაში დადიხარ?გამაგიჟებ მე შენ. - ისე ამბობ,თოთქოს ჩემთვის ვყიდულობდე,წავედი ახლა თან ქეთისაც დაველაპარაკები წასვლამდე.-ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გასვლამდე მიაძახა-იცოდე მეტი აღარ დალიო,ხო იცი მაინც გავიგებ.მიყვარხარ. -უყურე ერთი ამას!-გაეცინა გოგონას საქციელზე.-ზურააა -დიახ ბატონო ლევან.-კარს უკან მდგომი ზურა მაშინვე შემოვიდა. -იმედი მაქვს ყველაფერი მზად არის და არანაირი პრობლემა არ იქნება! -ყველაფერი მზად არის,ერთ საათში სატვირთოები ადგილიდან დაიძრებიან და მაქსიმუმ ორ საათში აქ იქნებიან. -არავითარი პრობლემა არ უნდა გაჩდეს! -თქვენც წამოხვალთ? -დიახ. *** ალექსანდრე უკვე ადგილზე იყო და სატვირთოების გამოჩენას ელოდებოდა,უფრო სწორედ სატვირთოები ვერ მოაღწევდნენ დანიშნულებს ადგილამდე,რადგან ალექსანდრე ხელს შეუშლიდა.საბაც მზად ყოფნაში იყო,ტრიალ მინდორზე ორი მანქანა გამოჩნა,ერთიდან ლევანი და ზურა გამოვიდნენ მეორედან კი ლევანის ხალხი.ალექსანდრემ ტელეფონი აიღო და საბას დაურეკა: -ზუსტად 5 წუთში პოლიციას შეატყობინე ადგილ სამყოფელი. -იცოდე ჩემი ზარიდან 20 წუთი გაქვთ,პოლიცია მალევე იგ გაჩნდება. -კარგი გასაგებია.-ტელეფონი გათიშა და ლევანისკენ დაიძრა.ზურამ უცებვე შენიშნა მათკენ მიმავალი სილუეტი და ბიჭებს რაღაც, ანიშნა, რომლებმაც მაშინვე იარაღი მოიმარჯვეს. -არამგონია თქვენმა ბატონმა საყვარელი სიძის მკვლელობა გაპატიოთ.-როგორც კი ლევანის წინ აღმოჩნდა მაშინვე შეიარაღებულ ბიჭებს გახედა და ლევანს ირონიული მზე სტყორცნა. -შენ აქ რას აკეთებ?-გაოგნებლი იყო ლევანი. -იქნებ იმას რომ უკვე ბერდები ლევან და დროა პენსიაზე გახვიდე.-საათს დახედა 5 წუთი უკვე გასული იყო.-ზუსტად 20 წუთში პოლიცია აქ გაჩნდება და ჯობია ის სატვირთოები,რომლებიც წუთიწუთზე აქ იქნებიან უკან გააბრუნო,რათქმაუნდა თუ არ გინდა რომ ციხეში ახმოჩნდე და ხო ის შენი პარტნიორიც,რომელიც ფულით დატვირთული აქეთ მოემართება. -საიდან მოიტანე რომ პოლიციამ ეს ადგილსამყოფელი იცის? -არა რა გეუბნები ბერდები და არ გჯერა.ძალიან ადვილად ტყუვდები ლევან.გეფიცები არ გიხდება.მე თუ ვიცი პოლიციას არ ეცოდინება?-უცნაურად ჟღერდა ბოლო წინადადება,მაგრამ ლევანმა რა იცოდა ნამდვილი გამომძიებლის წინ,რომ იდგა. -საქმე იმაშია რომ იქნებ შენ ჩაგვიშვი? -მე რომ ჩამეშვით ახლა აქ არ ვიქნებოდი და ჯობია იმაზე დაფიქრდე,რომ ბევრი მტრები გყავს ვისაც შენი ჩამოშორება უნდა.კიდე 5 წუთი გავიდა 15 წუთი გრჩება ლევააან.-როგორ ხალისობდა ალექსანდრე მათი გამომეტყველებით ნეტავ ვიცოდეთ. -ზურა დაურეკე ყველას და უთხარი,რომ შეხვედრა არ შედგება. -ახლავე ბატონო ლევან.-ზურამ ტელეფონი ამოიღო და გვერდზე გავიდა. -აბა სიძე ბატონო ვინ მოგახსენათ ეს ამბავი? -ლევან შენ კარგად იცი,რომ მე ჩემი ხალხი მყავს და ისინი მაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაცია.განა მაგიტომ არ ვიყავი 2 თვის წინ შენს სახლში,ჩემგან საჭირო ინფორმაცია გინდოდა ახლაც საჭირო ინფორმაცია მოგაწოდე და იმედია ჭკვიანურად გამოიყენებ.10 წუთი რჩცება,ანდა არა უფრო ნაკლები,აი,სირენების ხმააც,მე წავედიიი.-შეტრილდა და წასვლას აპირებდა მაგრამ ლევანის ხმამ შეაჩერა. -შენც ჩემთან ერთად წამოდი უნდა ვიდაუბროთ. -ჩემს საყვარელ მამამთილს როგორ ვაწყენინებ.-გაუღიმა და ლევანი მანქანაში ჩაჯდა.ეჰ ლევან,ლევან თუ იცი რა გელოდება? ალექსანდრეს გეგმამ მშვენივრად ჩაიარა ზედმეტი გართულებების გარეშე რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ლევანის დასასრულისკენ! *** სახლში შევიდნენ,ლევანმა მაგიდაზე ორი ჭიქა და ვისკის ბოთლი დადგა,ორივე ჭიქა გაავსო და ალექსანდრეს წინ დაჯდა. -ეს რატომ გააკეთე? ხო იცი რომ იმ ღამეს შენს მოკვლას ვაპირებდი?ჰოდა რატო არ მიეცი პოლიციას იმის საშუალება, რომ ციხეში გავეშვი.-ბოლომდე ჩაცალა ჭიქა და მეორეჯერ გაავსო ლევანმა. -ლიზას იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე წარმოვიდგენდი! -ანუ ლიზას გამო? -დიახ. -მის გვერდით ჩვენსნაირი ადამიანები არ უნდა იყვნენ! -მე შენსნაირი ადამიანი არ ვარ! -მაინც იმ სამყაროს ნაწილი ხარ,რომლისგანაც ლიზას დაცვას სულ ვცდილობდი. -მე მას შენზე კარგად დავიცავ,შენსგანაც დავიცავ თუ საჭირო გახდება. -ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.ახლა კი მინდა,რომ ამ საქმეს შენ უხელმძღვანელო,დღეს ვერ მოვახერხეთ გაცვლა,მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად უნდა მოხდეს,მინდა რომ შენ უხელმძღვანელი ყველაფერს. -რით დავიმსახურე ასეთი პატივი ბატონო ლევან.-ძალიან დამცინავი ტონი ქონდა ალექსანდრეს. -უბრალოდ მინდა რომ ამ საქმეს შენ მიხედო. -ამ ერთხელაც არ გაწყენინებთ,მაგრამ იცოდეც მე თქვენი ქვეშამდგომი არ ვარ.-მშიდი მაგრამ კატეგორიული იყო ფილფანის ტონი.ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა,ოთახიდან გავიდა და მესამე სართულზე ავიდა იცოდა,რომ იქ ლიზას ოთახი იყო თან საუბარსაც ვერავინ ვერ მოისმენდა.ქალბატონი ნანა იყო: -გისმენ დედა. -როგორ ხარ შვილო? -კარგად დედა...რამე მოხდა? -არა მაინტერესებდა შენ და ლიზა როდის მოხვიდოდით? -ლიზა?ლიზა მანდ არ არის? -არა შვილო ხომ მითხარი ერთად მოვალთო.-აშკარად გაუკვირდა ნანას შვილის შეკითხვა. -კარგი დედა ახლა უნდა წვაიდე,საღამოს ერთად მოვალთ. -კი მაგრამ...-ქალმა საუბარი ვერ დაასრულა ისე გათიშა ალექსანდრემ.ლიზასთან დარეკა მაგრამ ტელეფონი გამორთული ქონდა.ნაბიჯების ხმა გაიგო და ოთახში ქეთი შემოვიდა: -ალექსანდრე?შენ აქ რა გინდა? -ლიზა რამდენიხნის წინ წავიდა? -დილით ადრე გავიდა რატო? თავის საყვარელ მაღაზიაში გაივლიდა და მერე... -ის მაღაზია შორსაა?-აშკარად აფორიაქებული იყო ჩვენი ალექსანდრე ქეთის დასრულებაც არ აცალა. -არა აქვეა. -ანუ დიდიხნის მისული უნდა იყოს.-უფრო თვაისთვის ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და სწრაფად გავარდა ოთახიდან. -ალექსანდრე რა ხდებაა?-ქეთი მიზდევდა უკან. -საბა სწრაფად კამერების ჩანაწერები შეამოწმე,ლიზას სახლის გარშემო ყველა ქუჩა და სახლში მიმავალი გზის ქუჩებიც,სწრაფად საბა სწრაფად!-ტელეფონი გათიშა და სახლიდან გავარდა. -იქნებ მითხრა რა ხდება?-ძლივს დაეწია ქეთი უკვე მანქანასთან მისულ ალექსანდრესთან. -ლიზა სახლში არ მისულა. -ვერც მოასწრებდა მაღაზიიდან კიდევ ერთ ადგილას გაივლიდა. -სად უნდა გაევლო?ვინმეს უნდა შეხვედროდა?-მაშინვე ბრაზი შეერია. -არა,თვეში ერთხელ ბავშვთა სახლში დადის და საჩუქრები მიაქვს.-არაფერი არ უთქვამს ალექსანდრეს,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.გზაში საბამ დაურეკა: -მე არ ვიცი რა მოხდა მარა ჯერ სათამაშოების მაღაზიაში მივიდა თაკქსით და მერე რაღაც დაწესებულებაში,ახლაც იქაა,ეზოში ბევრი ბავშვები არიან. -კარგი.მისამართი მომწერე!-ისევ გათიშა.რა აბრაზებდა თვითონაც არ იცის,ალბათ უფრო ის, რომ ზედმეტად ინერვიულა ლიზას გამო.როცა გაიგო,რომ სახლში არ იყო ათასი საშინელება წარმოიდგინა.შეეშინდა, რომ ისევ ვინმემ წაიყვანა ლევანის შესაშინებლად.როდის მერე ღელავდა ასე ძალიან ამ ქალზე?რთული გასაგებია ნამდვილად,არადა ლიზა მასზე მანამდეც ღელავდა,როცა აზრზე არ იყო მისი ვინაობის შესახებ.ზოგჯერ გადაშლილ წიგნსაც ვერ კითხულობს ადამიანი.შეუძლებელი ნამდვილად არ არის იმის გაცნობიერება რაც ალექსანდრეს წინ ღდება,მაგრამ აბა ვინ იფიქროს შურისძიებაზე.მოუტანს თუ არა ალექსანდრეს, ლევანის გისოსების მიღმა ნაღვა,ბედნიერებას?უკვე აღარც ეს იცის! *** მანქანა პატარა შავი ჭიშკარის წინ გაჩერდა,აქედანაც კარგად ჩანდა თუ როგორ ეთემაშებოდა ლიზა ბავშვებს,როგორ ეფერებოდა მათ,როგორ ურიგებდა საჩუქრებს,როგორ არიგებდა რჩევებს და რაღაცას უყვებოდა.ისეთი თავისუფალი იყო მათთან ერთად,თითქოს დედამიწაზე იყო,მაგრამ ფრენა შეეძლო. უკვე მათ უკან იდგა,მას ვერავინ ვერ ამჩნევდა,ისე იყვნენ ბავშვებიც და ლიზა გართული თვაიანთ სამყაროში. -თქვენც ლიზასთან ერთად ხართ?-გვერდიდან ქალის ხმა მოემა,სადღაც 50 წლამდე იქნებოდა. -დიახ,მის წანასყვანად მოვედი.-ცივად უპასუხა ქალს. -უფრთო ანგელოზია დედამიწაზე!-გაღიმებული უყურებდა ქალი,ბავშვებს და მათთან ერთად მოკისკისე ლიზას. -ან უბრალოდ კარგი მსახიობი.-რატო ამბობდა ამას?ხომ აშკარა იყო,რომ გოგონა ყველაფერს გულწრფელად აკეთებდა. -ან იქნებ შენ ვერ ამჩნევ.-გაეღიმა ქალს. -ყველა ამას რატო მეუბნება!-თვალს არ აშორებდა ლიზას ისე ესაუბრებოდა ქალს. -იმიტომ,რომ თქვენ მზერაში ყველაფერი ჩანს,ახლა მხოლოდ ის დაგრჩენიათ,რომ თქვნეც შეამჩნიოთ!-ლიზამ შეამჩნია ისინი და უცებვე მათკენ წამოვიდა და პასუხის გაცემა ვერ მოასწრო ალექსანდრემ.ნამდვილად ვერ მიხვდა რა იგულისხმა ამ ქალმა.არა რა!გრძნობები ნამდვილად არ არის ალექსანდრეს საქმე! -ალექსანდრე...აქ რას აკეთებ?-ყველანაირად ანათებდა. -სახლში წასვლის დროა!-ლიზამ ეს ცივი ტონი დააიგნორა და ქალს მიუბრუნდა. -თამარ ჩემი წასვლის დროა,ხო იცი ბავშვებს შენს იმედზე ვტოვებ,ქალბატონ სალომეს გადაეცი,რომ შემდეგ მოსვლაზე ვინახულებ. -არ ინერვიულო ბავშვები კარგად იქნებიან.-თბილად გაუღიმა და მოეხვია ლიზას. მანქანაში არც ერთს არ მოუღია ხმა.დამანგრეველი სიჩუმე სუფევდა გარშემო,მაგრამ მგონი ერთამეთით ტკბებოდნენ,აბა ალექსანდრეს რამე რომ ეთქვა აუცილებლად მოშხამავდა გარემოს,ასე რომ სიჩუმე ნამდვილად შესაბამისი იყო. *** -მოხვედით შვილო?-სახლში შესულს ნანა შეეგებათ. -როგორც ხედავ კი დედა!მე კაბინეტში ვიქნები და არ შემაწუხოთ!-ისე გაქანდა მეორე სართულისკენ,რომ არც ერთისთვის შეუხედავს. -რა სჭირს ამას?-იკითხა კატომ. -მგონი ჩემზეა გაბრაზებული.-ჩაუბურტყუნა ლიზამ. -რატო რა დააშავე?-მაშინვე გამოკითხვა დაიწყო კატომ. -არ ვიცი.-მხრებიბი აიჩეჩა ლიზამ და მდივანზე ჩამოჯდა. -პრინციპში იმის მეტი რა უნდა დაგეშავებინა,რომ ლევან თოდუას შვილი ხარ.-ნამდვილად დაუფიქრებლად თქვა კატომ,რასაც ნანას თვალის გაფართოება მოყვა. -ვისი შვილი?- -ლევან თოდუასი.-მაშინვე უპასუხა ლიზამ დედამთილს და კატოს შეხედა.-მაგით რისი თქმა გინდა კატო? -იმის რომ მკვლელის შვილი ხარ! -კატო ახლავე გაჩუმდი!-პირველად ესმოდა ნანას ყვირილი ლიზას,კატოც შეკრთა,მიხვდა რომ ზედმეტო მოუვიდა,მაგრამ სინანულს ნამდვილად არ განიცდიდა. -დედა ალექსანდრე მაინც არაფერს არ გეტყვის!-მიაძახა კიბეებზე მიმავალ ქალს. -ჩემი ერთადერთი დანაშაული თუ ლევანის შვილობაა,დაე იყო ასე!-ცრემლები მოადგა თვალზე,მაგრამ მაინც წარმოთქვა ეს სიტყვები და ისიც კიბეს აუყვა. *** -არ მეტყვი რას ნიშნავს იმ ქალის ცოლად შერთვა,რომლის მამამაც შენი მამა მოკლა.-ისეთი თავლებით უყურებოდა,ალექსანდრემ ხმა ვერ ამიოღო.-ალექსანდრე მიპასუხე.-საგრძნობლად აუწია ხმას. -ლიზას არაფერი არ დაუშავებია!-პირველად იძახდა ამას.ყველა წინათ ნათქვამ სიტყვებს უგულვებელყოფდა ამ წინადადებით. -მაგიტომაც უყურებდი ეგეთი თვალებით?-უცნაური კითხვა დასვა ქალბატონმა ნანამ. -როგორი თვალებით? -ისეთი თითქოს წამი წამზე შენს მოკვლას აპირებდა ეგ გოგო და შენ კურდღელივით არ იცოდი სად დამალულიყავი. -დედა რას მეუბნები?!-ნამდვილად არ მოეწონა კურდღელთან შედარებული საკუთარი თავი ალექსანდრეს. - ეგ გოგო იმიტომ შეირთე,რომ შურიგეძია და ახლა შეგიყვარადა ხომ ასეა?მიპასუხე ხომ ასეა? და ახლა არ იცი,რომელ სოროში დაიმალო არა? -დედა მგონი ვერ ხვდები რას ლაპარაკობ!-აი ალექსანდრეს ხმის აწევა დედასთან საუბრის დროს ნამდვილი სენსაცია იყო. -არა რა დაგიშავა ამ გოგომ ასე რომ ამწარებ? -მე არავის არ ვამწარებ! -გადაწყვიტე,რომ არაფერი დაშავდებოდა მასაც თუ ეტკინებოდა? -მე არ მინდა რომ მასაც ეტკინოს. -მაგრამ გინდოდა!-საშინლად გაუმკაცრდა ხმა ქალბატონ ნანას.-იცოდე იმ გოგოს შენს გამო გული რომ ეტკინოს ან რამე დაემართოს არაფრით არ იქნები გამორჩეული ლევანი და დემნასგან!-გავიდა და ყველაზე დიდი საფიქრალი დაუტოვა ალექსანდრეს.მის ცხოვრებაში ორი უკეთილშობილესი ადამიანი იყო და ის ორივეს ატყუებდა. -არა ხო იცი რომ სამართლინად დაგტუქსეს.-მააშინვე კატო შემოვარდა.აი კატო კი იყო ის ადამიანი ვისაც ვერაფრით ვერ მოატყუებდა ადამიანი. -ჯანდაბა! -ლიზას ვუთხარი რომ მკვლელის შვილია.-თავი ჩაწია დამნასავესავით. -კატო რატო ვერ აჩეერებ მაგ ენას!-გაბრაზებული იყო ნამდვილად,მაგრამ კატოს ცივად ვერ ელაპარაკებოდა. -მგონი არ იმსახურებდა ამ სიტყვებს! -ეს ნამდვილად რაღაც აღმოჩენაა!-გაეცინა კიდეც ალექსანდრეს.-რამდენი ხანია გოგოს საშინელებებს ეუბნები და ახლა მიხვდი მაგას. -არა იცი რა მიკვირს,პასუხს რო არ მაძლევს ან თუ მიპასუხებს ისეთს,რომ კრინტი ვერ ამომაქვს. -მეჩვენება თუ ლიზამ შენს გულშიც შემოაღწია? -მოიცა რისი თქმა გინდა რომ შენ..... -არა,ახლა შენც არ დამიწყო რომ შემიყვარდა. -დედამაც ეგ გითხრა ხო? -მთავარი ხომ მაინც ისაა რასაც მე ვგრძნობ.მე კი არაფერს არ ვგრძნობ! -არ დაგავიწყდეს,რომ გამომძიბელი ხარ! არ დაგავიწყდეს,რომ კანონის მხარეს ხარ! არ დაგავიწყდეს,რომ ის იმსახურებს ციხეში ყოფნას! და არ დაგავიწყდეს,რომ შენ და ლიზა ამ თამაშში,როგორც წყვილი,აუცილებლად,წააგებთ.-კატეგორიული იყო კატო ფილფანი. -იმის დავიწყება შეუძლებელია,რითაც არსებობ!-კატო უკვე გასული იყო ალექსანდრემ თავისთვის,რომ ჩაილაპარაკა. *** ყველაზე რთული მაინც ლიზას დამშვიდება იყო ამ სიტუაციაში და მორიგი დარტყმისთვის ემზადებოდა,მაგრამ ალექსანდრემ რა იცოდა,რომ ლიზამ,მისი დედასთან საუბარი მოისმინა და ახლა განადგურებული იყო.როგორ გაუსწორებდა აწი ქალბატონ ნანას,მზერას,ახლა ხვდებოდა თუ რატომ ეუხეშებოდა კატო,რატომ უყურებდა ალექსანდრე ისე თითქოს რაღაც დააშავა.ყველა გრძნობის ერთად შემოტევა:სიყვარული,სიმშვიდის,სიბოროტის,სირცხვილის,სისასტიკის.მამის ყველა დანაშაულის საკუთარ თავზე აღება ყველაზე დიდი დანაშაული იყო,რომელსაც ლიზას საკუთარ თავს უშავებდა. კარი წყნარად გააღო და ოთახში შეიხედა: -რა სულელი ვარ....რა სულელი ვარ...-აბაზანიდან ხმები მოესმა,მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო. -ლიზა კარი გააღე! -ჩემი აბები სად არის...ჩემი აბები მომეცით. -ლიზა რას იძახი!გააღე ეს ჯანდაბა კარი!-შეეშინდა. -უნდა დავიძინო.... -ლიზა იცოდე კარს შემოვამტვრევ!-ვეღარ მოითმინა და მართლაც ერთი ფეხის დარტყმით შეანგრია.ლიზა მთლიანად სველი იყო,ყველაფერი ძირს ქონდა გადმოყრილი და რაღაცას ეძებდა. -ალექსანდრე....ჩემი აბები...მე...მე უნდა დავიძინო...უნდა დავიძინო....არ მინდა...ფიქრი არ მინდა....გთხოვ უნდა დავიძინო...სულ ცოტახნით დავიძინებ.-ჯერ ალექსანდრეს შეხედა და მერე თავისთვის გააგრძელა ჩურჩული.-აქ დავდე....სად არის...უნდა დავიძინო...-ნამდვილად გაოგნებული უყურებდა გოგოს მოქმედებებს. -ლიზა ჩემთან მოდი,მე დაგეხმარები.-ხელი გაუწოდა და დაელოდა მის რეაქციას. -არა შენთან არ შეიძლება.-ხელებს იქნევდა უმისამართოდ და ისე პასუხოდბა. -ლიზა მოდი ერთად დავიძინოთ და ყველაფერი კაგად იქნება!-რაც შეიძლება თბილი ხმით ესაუბრებოდა და ხელები ლიზასკენ ქონდა მიმართული. -არა არ იქნება!მაპატიე....მე არ ვიცოდი...არ შემოგთავაზებდი ჩემზე დაქორწინებას...მაპატიე ალექსანდრე მამაშენი....- ისევ ხელებს იქნევდა და უხსნიდა,უნდოდა,რომ ბოდიში ეთხოვა, ლევანმა მამა,რომ წაართვა.-მე მართლა არ ვიცოდი....არ ვიცოდი,რომ მამაშენი მოკლა...მაპატიე ალექსანდრე. -ლიზა დამშვიდი,შენ საპატიებელი არაფერი არ გჭირს.შემომხედე,მე მიყურე,ყველაფერი კარგად იქნება,მოდი ჩემთან.-მიუახლოვდა და ხელებში ჩაიდო მისი სახე. -ალექსანდრე...მე უნდა წავიდე,ჩემი აქ ყოფნა არ შეიძლება,მე მართლა არ ვიცოდი,აქ ვერ ვოცხოვრებ. -ლიზა,შენ ჩემი ცოლი ხარ და იქ იქნები სადაც მე,არ აქვს მნიშვნელობა მამაშენმა რა დააშავა,შენ არაფერ შუაში ხარ.-გოგოს ცრემლებს უწმინდავდა და ისე ესაუბრებოდა. -არა,მე შენთვის არ უნდა შემომეთავაზებინა დაქორწინება...მე როგორ უნდა გავუსწორო მზერა ქალბატონ ნანას ან კატოს? -მე მიყურე!თვალებში შემომხედე!-წამიერად თავისი ცივი ტონი დაიბრუნა,ლიზამაც შეხედა. -მე შენს თვალებში მხოლოდ სინათლეს ვხედავ,რომელიც ჩემშიც ცდილობს შემოღწევას. მე ამ თვალებში მხოლოდ სიყვარულს ვხედავ:ნანას მიმართ,კატოს მიმართ,ყველას მიმართ. შენ,რომ არა, მარტო ღმერთმა თუ იცის დღეს სად ვიქნებოდი,ასე რომ მორჩი თავის დადანაშაულებას და ჩამეღუტე.-გოგონა თავისკენ მიიზიდა და ძლიერად მოეხვია.ისეთმა სიმშვიდემ დაისადგურა ლიზას სულში აქამდე,რომ არ განუცდია.ყველაზე რთულ მომენტში,ყველაზე მშვიდად იყო,ალექსანდრეს გვერდით. სველი ტანსაცმელი გამოუცვალა,სველი თმები გაუმშრალა,პენაური გადააცვა და ჩახუტებული გაიყვანა სააბაზანოდან.ლიზასთან ერთად წამოწვა და თმაზე ეფერებოდა.ლიზას ჩაეძინა:ტკბილად,უშფოთველად და რაც ყველაზე მთავარია ალექსანდრესთან ერთად. *** უკვე შუაღამე იყო ქეთის ტელეფონის ზარმა რომ გამოაღვიძა: -გისმენთ.-თვალებს იწვალებდა ისე უპასუხა -ქეთი მე ვარ ალექსანდრე. -ალექსანდრე...რამე მოხდა? -დრეს ლიზა ცუდად გახდა და მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.-დაბნეული ალაგებდა სიტყვებს. -ცუდად გახდა...რა დაემართა?რამე ტკივა?იყავით ექიმთან?-მაშინვე წამოხტა საწოლიდან. -არა ეგრე არა...უბრალოდ ისეთი რამ გაიგო რამაც მასზე ცუდად იმოქმედა. -პანუკური შეტევა ქონდა არა? -ხო დაჰიპნოზებულივით ლაპარაკობდა,მერე საძილე აბებს ეძებდა. არ ვიცი რა უნდა ვქნა,კიდე გაუმეორდება? -არ გაუმეორდება თუ დააჯერებ რომ თვითონ არ არის დამნაშავე. -კი მაგრამ შენ რა იცი...-ქეთიმ მაშინვე გააწყვეტინა: -მე ყველაფერი ვიცი ლიზაზე და ლიზამ ჩემზე.ტვინს თიშავს რამოდენიმე საათით,რომ ზედმეტი ფიქრებისგან არ გაგიჟდეს,ამას კი მაშინ აკეთებს როცა თავს იდანაშაულებს ან ლევანის დანაშაულის შესახებ რამე საშინელებას იგებს...რა უნთახრი ასეთი?....ალექსანდრე იცი რომ შენი მოკვლა მინდა?-ბოლო სიტყვები გამწარებულმა წარმოთქვა. -ხო,რატომღაც მაგ ოჯახში,ლიზას გარდა,ყველას ჩემი სიკვდილი უნდა.-გაეცინა ფილფანს. -ლიზას ეგ,რომ უნდოდეს ისედაც მკვდარი იქნებოდი,ისე გაგანადგურებს,რომ ხელსაც არ დაგაკარებს,ნუ უყურებ იმას რომ ყველგან სიკეთეს აფრქვევს თუ ატკენ,ორმაგად გატკენს! -აუცილებლად გავითვალისწინებ,მადლობა რჩევისთვის!-ჩახლეჩილი ხმით უთხრა და გათიშა.ნამდვილად არ მოეწონა ქეთის სიტყვები.ვერ წარმოედგინა რომ ლიზას შეეძლი რამე ცუდის გაფიქრება ან ისეთის რაც სხვას გულს ატკენდა. ასეც იყო,მაგრამ ლიზამ რა იცოდა,ალქაჯად გადაქცევას,რომ აიძულებდნენ! *** რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩიტების ჭიკჭიკმა გამოაღვიძეს,ვერ მიხვდა სად იყო,ალექსანდრეს ხელებს გრძნობდა გულ მკერდზე და მისი სურნელი თავბრუს ახვევდა.თვალები წყნარად გააღილა და მძინარე ალექსანდრეს შეეფეთა.პირველად ხედავდა ასე ბავშვივით დაძინებულს.გარშემო მიმოიხედა და ის ოთახი ამოიცნო,სადაც გაქცევის დღეს იყო.მაშინ მარტო ეძინა, ახლა ალექსანდრესთან ერთად.მოვლენების ასე განვითარებას მართლა არ ელოდებოდა,მაგრამ ძალიან სოამოვნებდა.ყოველ დილას ასე დაიწყებდა,რომ არა ის მწარე რეალობა, რომელმაც თავი შეახსენა: -ალექსანდრე....გაიღვიძე.-ცდილობდა მაგრამ ნამდვილად არ გამოსდიოდა მისი გაღვიზება.-ალექსანდრე ვიცი რომ ღრმა ძილი არ იციი...გაიღვიძე.-ერთი ხელის მოსმით ზედ აიკრო ალექსანდრემ გოგონა და ყურთან ძალიანა ახლოს აკოცა: -რატო ვერ ისვენებ პატარა ქალბატონო? -ალექსნდრე რას აკეთებ?-ჟრუანტელმა დაუარა,გაშეშდა,გაგქვავდა,დაიბნა. -იცი რომ შენს სურნელზე ვგიჟდები! -აქ რატომ ვართ ან როდის მომიყვანე.-თვალებს ისე აცეცება თითქოს მოკვლას უპირებდნენ,მაგრამ ნამდვილად სიამოვნებდა ალექსანდრეს სიახლოვე. -ისე ღრმად გეძინა,რომ სამ საათიანი მგზავრობაც ვერ იგრძენი.თან მე დაგაძინე,მაგ აბებს ჩემით ხომ არ ჩაანაცვლებდი. -დიდი სიამოვნებით,მაგრამ მგონი არ გესმის რეებსაც მეუბნები.-ეშინოდა რომ ეს სიზმარი იყო და მალე ვიღაც გამაოღვიძებდა. -ლიზა,რატომ ხარ ასეთი იდეალური?-ჩახლეჩილი ხმა ქონდა ალექსანდრეს.ისე ახლოს იყო ლიზასთან რომ ვერ აზროვნებდა. -ნეტავ ოდნავ მაინც მჯეროდეს იმის რასაც ამბობ!-თვალი გაუსწორა და გაუღიმა.ბიჭმაც აჩუქა სანაცვლოდ ღიმილი და მის ბაგეებს დაეწაფა.ისე ნაზად კოცნიდა,რომ ლიზა ადგილზე დაიფანტა,რამოდენიმე ნაწილად იქცა.ვერ იჯერებდა,რომ ალექსნდრეს შეეძლო მას ასე ნაზად მობყრობოდა.ვერ იჯერებდა,რომ ერთ დღეს იმას დაინახავდა ალექსანდრეს თვალებში რასაც იმ მომენტში ხედავდა. -ჯერ კიდევ ადრეა,გააგრძელე ძილი თორემ შენს ტუჩებს მოსვენება დაეკარგება,ისეთი გემრიელი ხარ.-ლიზას გაეღიმა,თავი მის კისერში ჩარგო და დაძინება სცადა.მონუსხული იყო იმ სანაღაობით,რაც მის თავს იმ დღეს ხდებოდა. *** ზარზე უნდა ეპასუხა ამიტომ გოგონას მოშორდა და მისახებში გავიდა.ლევანი იყო: -სიძე ბატონო ჩვენი შეთანხმება ხომ არ დაგავიწყდა! -ჯერ გამარჯობა ლევან! -ეგრე მიცნობ მე შენ. -უკაცრავად დამავიწყდა,რომ თქვენ მხოლოდ საქმეზე ხართ ორიენტირებული! -ხვალ 12 საათზე ადგილზე იყავი! -რა თქმა უნდა.-გათიშა და მაშინვე საბას დაურეკა: -სპეცრაზმი მოამზადე ხვალ დილით ყველაფერი დასრულდება.საქონელი სარდაფშია! -ადგილზე დავიჭერთ? -არა დილით ადრე სახლში.მინდა ლევანის სახე ვნახო სახლში პოლიცია,რომ შეუვარდება და სარდააფს აღმოაჩენენ.ჩხრეკის ორდერი არ დაგავიწყდეს. -როგორც იქნა მოვიდა ის დღე,როცა გისოსებს მიღმა იხილავ იმ არაკაცს.-ნამდვილად გაუხარდა ჯაფარიძეს. -მაგაზე ხვალ ვისაუბროდ,ყველაფერი რომ დამთავრდება! რატომ ვერ გრძნობდა ბედნიერებას?ამ დღეს 15 წელი ელოდა და ახლა არაფერს არ გრძნობდა სიცარიელეს გარდა.განა ეს სამართლიანია?ამდენიხანი იბრძოდე გამარჯვებისთვსისდა გამარჯვების ჟამს არ გიხაროდეს? *** -ზურა გააკეთე ის რაც გითხარი?-ისევ თავის სავარძელში იჯდა ბატონი ლევანი. -ხვალ დილით ყველა დამამტკიცებელ საბუთს ქალბატონ ლიზასთან გავაგზავნით! -ძალიანაც კარგი!-ჩაიცინა.-ნახოს როგორი მატყუარა ადამიანს გვერდით არის! -მაინც არ გაპატიებთ ლიზა მას რამე,რომ დაუშავდეს!-რაც შეიძლება მოკრძალებულად უთხრა ზურამ.ნათქვამი დააიგნორა და თავისთვის გააგრძელა: -დემნაც ასეთი იყო.ეგონა რომ მის ტყუილს ვერ ამოვიცნობდი.მამას ჩემი ციხეში გასტუმრება უნდოდა,შვილი კი თვითონ გახდა გამომძიებელი,რომ ციხეში გავეშვი.რას მერჩიან ეს ფილფანები.-გადაიხარხარა და კონიაკი მოსვა. -მან ხომ იცის სარდაფის შესახებ,რატო არ მოვიდა პოლიცია აქამდე?-ჩაფიქრდა ზურა. -ხვალ ვითომ ფაქტზე გამომიჭერს.ლაწირაკი ეგ!როგორ იფიქრა რომ მის თამაშს წამოვეგებოდი! ეჰ ბატონო ლევან! როგორც ალექსანდრემ ვერ დააფასა ლევანის შესაძლებლობები,ისე ვერ აფასებს ლევანი ალექსანდრეს შესაძლებლობებს.არ უნდა დაებრუნებინა სარდაფში საქონელი და იარაღი.ეგონა,რომ ალექსანდრე გამოიჭირა,მაგრამ თვითონ დარჩება მალე გამოჭერილი. *** -დიმაა...დიმაა-იშვიათად იყო ასე ღიად, რომ დაეძებდა ქალბატონი ქეთი დიმას თორე თვალებით და გულით ისედაც სულ დიმას ეძებდა. -აქ ვარ ქეთი რა გაღრიალებს.-დიმას ხმას მიჰყვა და ბაღში სკამზე წამოკალათებული დაინახა. -რამდენიხანია გეძახი პასუხი,რომ გამცე არაა? -რა გინდა ქეთი? -ისევ ბრაზობ ხო? -არ უნდა ვბრაზდებოდე? -რა თქმა უნდა არა,ჩემი კოცნა მოუნდა ბიჭს.-საცოდავ დიმას ისე გააწნა სილა,ხუთი თითი ემჩნეოდა.გაახსენდა და სიცილს ძლივს იკავებდა. -შენ თუ არ გინდა სხვასაც შემიძლია ვაკოცო.-აი ეს ნამდვილად არ მოეწონა ქეთის. -იცოდე მაგ სახეს დაგიწვავ!-გაბრაზებული ქეთი სასაცილო იყო. -მერე ვინღა გაკოცებს.-როგორ აგიჟებდა ამ ბიჭის ღიმილი. -დიმა ნერვებს მიშლი და საერთოდ რა ხდება? -რაზე ამბობ? -რაღაც არ მომწონს მამაჩემსია და ლევანის მოქმედებები.-უცნაურად ჩაფიქრდა ქეთი. -მაგათ თავი დაანებე,რას გაუგებ.-უცებ წამოხტა და მიუახლოვდა გოგონას. -დიმა იცოდე ისევ თუ უნდა.....-არ დაცალდა ქეთის წინადადების დასრულება ისე ეძგერა ტუჩებზე დიმამ,რომ კინაღამ კვნესა წასკდა. -არც კი გაბედო მაგ ხელის მოქნევა.-არც უფიქრია,თვითონვე მოქაჩა და პირველად აჩუქა ბიჭს კოცნა თავისი ინიციატივით. *** ლიზას საყვარელ ფანჯარასთან იდგა და ბაღს გაჰყურებდა,საყვარელი სურნელი,რომ იგრძნო და გოგონას წვრილი ხელები მოეხვინენ გულმკერდზე. -მაინც ვერ ისვენებ ხო? -რამდენიხანია მძინავს...ასე კარგად უკვე დიდიხანია არ მძინებია.-სევდიანად ჩაილაპარაკა ლიზამ.-ალექსანდრე მე ახლა აქ არ უნდა ვიყო. -არ გახსოვს რა გითხარი?შენ იქ იქნები სადაც მე!-ისევ ეს ცივი ტონი მაგრამ ახლა რაღაც მტკივნეული შერეოდა მას.-ლიზა შენ დამნაშავე არ ხარ!ლევანი ისედაც აგებს პასუხს.-მოშორდა და მის პირდაპირ დადგა. -შურისძიებას აპირებ?ამიტომ ვარ ახლა აქ ხომ?-ცრემლებით აევსო თვალები. -არა ლიზა შენ....-რამდენიმე წამიანი პაუზა საუკუნეს გავდა.-მომისმინე შენ არასდროს არ შედიოდი ჩემს გეგმებში.უცებ შემოიჭერი და ყველაფერი ამოატრიალე.ახლაც მიჭირს იმის გააზრება, რომ აქ შენს წინაშე ვდგავარ და თავს ვიმართლებ.იმედია მაპატიებ... -რა უნდა გაპატიო ალექსანდრე?-ხმა ჩაუწყდა ლიზას. -ის რომ აქამდე არ გითხარი მამაჩემზე.-იმდენი რამის თქმა უნდოდა ალექსანდრეს,მაგრამ უფლება არ ქონდა.ყველაფერზე ერთად თხოვდა პატიებას,ყველა ტყუილზე,ყველა მოქმედებაზე რაც მის უკან ჩაიდინა. -არა შენ არ უნდა მთხოვრე პატიებას,მამაჩემი დამნაშავეა შენს წინაშე და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის....-გაგრძელება უნდოდა მაგრამ ალექსანდრემ არ აცალა და ტუჩებზე წაეტენა. -მოდი დღეს ამაზე არ ვისაუბროთ.- მოშორდა და თავისი შუბლი ლიზას შუბლს მიადო.-უბრალოდ ერთმანეთის სიახლოვით დავტკბებ.შენ ახლა აქ ჩემთან ხარ და ეს საუკეთესო რამ არის ჩემს ცხოვრებაში.-ლიზაც უსიტყვოდ დამორჩილდა,არადა რამდენი რამის თქმა უნდოდა.საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იქ.ლევანს უნდა მივარდნოდა და მთელი სახლი გადაეტრიალებინა,მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ალექსანდრე იყო.არც ზედმეტი სიტყვები იყო საჭირო,არც სიყვარულის ახსა.მათ შორის იმაზე მეტი ხდებოდა ვიდრე სიყვარულია ან სამართლიანობა,რომელიც ნამდვილად არ იყო ალექსანდრე და ლიზას მხარეს. უკვე საღამო იყო.ბაღში იხსნდენ სადაც ლამაზი მინდვრის ყვავილები იყო გაშენებული.ერთამნეთზე ჩახუტებულები იხსდნენ და ერთმანეთის მაგივრად დედამიწას უზიარებდნენ ფიქრებს. -ზუსტად ერთი თვე გავიდა.-ლიზამ დაარღვია სიჩუმე. -ერთი ყველაზე ლამაზი,საშინელი და გიჟური თვე.-გაეღიმა ალექსანდრეს.-საინტეერსოა,რომ არ მოსულიყავი და არ გაგენთავისუვლე რა მოხდებოდა?-თვითონ კი იცის,რომ იქ არ დარჩებოდა მაგრამ ლიზას პასუხი აინტერესებდა. -არ ვიცი...-ჩაფიქრდა და რამდენიმე წამის შემდეგ გააგრძელა.-თითქოს იქ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო,რომლის სიცოცხლისთვსი უნდა მებრძოლა. -გადარჩენის ინსტინქტმა მოგიყვანა ჩემთან!?-ისეთი ღიმილნარევი სახე ქონდა,რომ ლიზას კოცნა მოუნდა და არც დააყოვნა დიდიხნით. -არა...სიყვარულის.-მოშორდა და გაღიმებულმა უთხრა. -სიყვარულის ინსტინქტი რამე ახალი გამოვლინებაა ფსიქოლოგიაში? -დიახ.მხოლოდ შენი და ჩემი! ვერ იჯერებდა,რომ ეს ღვთაებრივი არსება ამ სასტიკმა ცხოვრებამ გამოუგზავა და რომელსაც თავისი ხელით უშვებდა რამოდენიმე საათში.როცა შურისძიების წყურვილით ცხოვრობ 15 წელი,ბოლო ერთი თქვე ვერფერს ვერ ცვლის.საკუთარ თავს ვერ გადააბიჯა,ვერც მამის სულს, ვერც ქალბატონ ნანას და ვერც კატოს.სიყვარულის ინსტინქტი ვერ აირჩია. *** დამთავრდა ნეტარების წუთები და სახლში დაბრუნდნენ.ლიზა ცოტა დაძაბული იყო.ალექსანდრე კი თავის ფიქრებში ჩაძირულ იყო.აშინებდა ხვალინდელი დღე,აშინებდა ყველა ის წუთი,რომლის გავლაც მოუწევდა და რომელიც ყველაზე დიდ ტკვილის მიაყენებდა. სახში შესულს სამზარეულოში დახვდნენ ქალები.ლიზას თავი ქონდა ჩამოწეული,5 წლის ბავშვით,რომელიც,დედის საყვრელი ლარნაკის გატეხვის შემდეგ,დამანშავედ გრზნობს თავს. ქალბატონ ნანას გაეღიმა ამის დანახვის დროს.ვერ ხვდებო როდის მოასწრო ამ გოგოს ასე ძალაინ შეყვარება.მიუხლოვდა,სახეზე მოეფერა თავისი თბილი ხელებით და უთხრა: -ჩემი ლამაზო აწიე ეს თავი და შემომხედე.-დაემორჩილა და თვალები მის მწვანე თვალებს გაუსწორა.-შენ ჩვენს წინაშე დამნაშავე არ ხარ და ეს სულ გახსოვდეს!-შუბლზე აკოცა და თავის საქმე მიუბრუნდა. -კი გეტყოდი რამე გამაღიზიანებელს,მაგრამ ჩემი ძმა ისე მიბრიალებს თვალებს მეშინია!მოდი ჩაგეხუტო.-სანამ ყველას პირი ქონდა ღია,კატო მივარდა ჩაეხუტა და მაშინვე მოშორდა. -დიდი მადლობა,რომ ასეთი კარგები ხართ.-გაღიმებულმა ჩაილაპარაკა ლიზამ და მაგიდას მიუჯდა.ნეტავ იქ მჯდომებს სცოდნოდათ,რომ ეს საუკეთესო,მაგრამ ბოლო ვახშამი იყო ერთად გატარებული.ალბათ უფრო კარგად შეიგძნობედნენ ყველა წამს,ყველა გაღიმებულ ნაკვთს და ყველა შემოხედვას,რომელშიც მხოლოდ სიყვარული იმალებოდა. *** დილის 6 საათია.მზე ანათებს,ისე როგორც არასდროს.ალექსანდრეს და ლიზას ოთახშიც აღწევს კაშკაშა სხივები,მაგრამ მაინც ბინდი ჩამოწვა გარშემო.ალექსანდრე მძინარე ლიზას უყურებს,ცდილობს ყველა მისი ნაკვთი დაიმახსოვროს,რომ ცხოვრების ბოლო წამამდე მის სახეს ხედავდეს გონებაში. -ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის პატარა ქალბატონო!-ჩასჩურჩულა მძინარე ლიზას და შუბლზე აკოცა.არჩევანი გააკეთა და წავიდა,წავიდა იქ საიდანაც დასაბრუნებელი გზა არ იყო. დაწყველილი სახლის წინ იდგა.სპეცრაზმს და თავის გუნდს ელოდებოდა.საბაც იქ იყო: -სანდრო რა სახე გაქ? -იმდენი ხანი ველოდი ამ მომენტს,რომ ყველანაირი შედეგი მქონდა წარმოდგენილი,გარდა ერთისა.ერთი რამ ვერ გავითვალისწინე! -რა? -ლიზა. ყველანი ადგილზე იყვნენ.ალექსანდრესგან ბრძანებებიც მიიღეს და ყველა თავდასხმისთვის ემზადებოდა.ბოლო ნიშანიც მიიღეს და უკვე თოდუას სახლში შეიჭრნენ.ლევანი ნამდვილად არ ელოდა ამ დარტყმას,ეგონა რომ თვითონ გამოიჭირა ალრქსანდრე ფილფანი,მაგრამ თვითონ აღმოჩნდა ხაფანგში. უამრავი პოლიციის მანქანა,უამრავი ადამიანი,ფორმებში გამოწყობილნი,უამრავი ჟურნალისტი იყო ადგილზე.ლევან თოდუას სამფლობელო მთლინად ალექსანდრე ფილფანის ხელში იყო.უკვე დილის 9 საათია.ლევანი თავის სავარჯელში მოკალათებული უყურებდა იმ იმპერიის დანგრევას,რომელსაც მთელი ცხოვრებაა აშენებს.ზურა და ლევანის ქვეშმდგომები ხელებ გადაჯვარებულნი მუხლებზე იდგნენ,დიმა კი ალექსანდრეს უმშვენებდა გვერდს.ქეთი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა და ვერ იჯერებდა გარშემო მომხდარს,ვერ იჯერებდა დიმა და ალექსანდრეს ერთად ხილვას ასეთ ფორმაში. -თქვენ ლევან თოდუა დაპატიმრებული ხართ ნარკოტიკებისა და იარაღის უკანანო გასაღების ბრალდებით.-ცივი და ირონიული იყო ალექსანდრეს ტონი.თვალები ჩაწითლებული ქონდა,მხოლოდ ბრაზი ბუდობდა ამ მწვანე თვალებში,მხოლოდ შურისძიების წყურვილი,მეტს ვერაფერს ვერ ამოიკითხავდით იქ .-და ასევე დემნა ფილფანის მკვლელობის ბრალდებით!-ბოლო სიტყვები კბილებს შორის გამოსცრცა,ისე რომ მხოლოდ ლევანს გაეგო. -შენ შეიძლება თავისუფლება წამართვი,მაგრამ მე უფრო მნიშნელოვანი რამ გამოგტაცე მაგ ხელებიდან!-საერთოდ არ შეტოკებულა ლევანი.ბოლო წინადადებაც,რაც შეიძლება მშვიდადა უთხრა ალექსანდრეს,რომელსაც გაცობებისგან თვალები აენთო.ალბათ იქვე დაუმიზნებდა იარაღს და ტვინს გაასხმევინებდა,რომ არა ლიზა. *** ჩვენი ლიზა კი ამ დროს უამრავი ფურცლებით და ფოტოებით ხელში მუხლებზე იყო დამხობილი,სადაც ალექსანდრეს ბიოგრაფიას კითხულობდა და თვალს ვერ უჯერებდა. ვერ იჯერებდა,რომ ალექსანდე ფილფანის ცოლი იყო და არა კანდელაკის. ვერ იჟერებდა,რომ გამომძიებელის ცოლი იყო და არა ბიზნესმენის,რომელიც შავ სამყაროშიც მოხვაწეობდა. ვერ იჯერებდა,რომ ასე საშინლად მოტყუეს. ყველამ! ალექსანდრემ. ლევანმა. ნანამ. კატომ. ყველა ატყუებდა.ყველამ ყველაფერი იცოდა,ლიზას გარდა. ამ ფურცლებით ხელში კიბეს ჩამოუყვა და ტელევიზორის ხმა მოესმა.ლამაზი,შავგვრემანი გოგონა გადმოცემდა ახლა ამბეებს: -დრეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და გამომძიბელმა ალექსანდრე ფილფანმა ასევე ნარკოტიკების უკანანო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა,დიმა ვეშაპიძემ,ჩაატარეს ოპერაცია,რომლის შედეგადაც იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და იარაღი.ოპერაცია ჩატარდა ცნობილი ბიზმესმენის ლევან თოდუას სახლში,რომელიც ადილზე იქნა დაკავებული.დანაშაული ითვალსიწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.......-კატო კმაყოფილი ღიმილით შეჰყურებდა ტელევიზორს,ნანას სახეზე კი ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავდით. -ყველაზე ბედნიერი წუთებია შენს ცხოვრებაში არა კატო?-წინ დაუდგა კატოს და საშინელი მზერა მიაბყრო,სადაც იმედგაცრუება იკითხებოდა.შემოტრიალდა და ნანას შეხედა.-თქვენ?...თქვენ რას გრძნობთ?გიხარიათ არა შვილის წარმატება?-ვერცერთს ვერ ამოჰქონდათ ხმა.ისევ კატოს მიუბრუნდა.-რა იყო კატო ,ენა გადაყლაპე?მთელი ერთი თვე,რომ საშინელებებს ამბობდი,მაშინ კი კარგად მეტიტინებოდი.ახლა რა მოხდა?რატო არ მეუბნები, რომ მამაჩემი ამამს იმსახურებს და რომ ღირსია იმის,რაც დაემართა?-საგრძნობლად მოუმატა ტონს.-დიახ! იმსახურებს!დიახ!ახლა იქ არის სადაც მისი ადგილია!...მაგრამ...ჯანდაბა!...მე რა დაგიშავეთ...ჩემს გარეშე ვერ დაიჭერდა შენი ძმა მამაჩემს....მე რატო გამომიყენეთ?მე სულელი მზერას ვერ გისწორებდით და თქვენ,ყოველ დღე თვალებში მიყურებდით და ისე მატყუებდით....ჯანდაბა ალექსანდრეს ნამდვილი გვარიც კი არ ვიცოდი!-სიმწრის სიცილი წასკდა ლიზას.ნანა და კატო კი გაბადრული უსმენდნენ. -მოდი შვილო დაჯექი და დამშვიდდი.-რაც შეიძლება ჩუმად წარმოთქა ნანამ,რასაც ლიზას სიცილის მატება მოჰყვა. -იცით რა?ხომ ამბობენ,რომ ადამიანი სხვისი უბედურების ხარჯზე ბედნიერი ვერ იქნებაო.ასეც მოხდა.მამაჩემი თქვენი უბერურების ხარჯზე ვერ გაბედნიერდა და ვერც თქვენ იქნებით ჩემ უბედურების ხარჯზე ბედნიერები!-დაასრულა და წავიდა,წავიდა იქ სადაცა ახლა მისი ადგილი იყო. -რა იყო ახლა ეს?!-გაოგნებულმა კატომ წარმოთქვა. -სიმართლე!-უპასუხა ნანამ. *** დაწყვევლილი სახლის წინ იდგა.ყველაფერი გადმოტრიალებული და გატეხილი იყო,სიცარიელე სუფევდა,თითქოს აქ არასდროს არ ცხოვრობდნენ.მხოლოდ გოგონას ქვითინის ხმა ისმოდა ამხელა სახლში: -ჩემო ქეთი არ იტირო,ყველაფერი კარგად იქნება!-მეგობარს მიუახლოვდა და ჩაეხუტა. -ლიზა? -აქ ვარ და არასდროს დაგტოვებ!-იმედიანი მზერა მიაბყრო მეგობარს,მაგრამ მანდ იმედის გარდა ყველაფერი იკითხებოდა. -ლიზა ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერ გავაანალიზე...მერე...მერე ალექსანდრე და დიმა დავინახე ერთად,მათ ისეთი საშინელი გამოხედვა ქონდათ....ბორკილები დაადეს ყველას და წაიყვანეს....ლევანი და მამა წაიყვანეს...გესმის ლიზა...-სლუკუნებდა და ისე საუბრობდა ქეთი. -ვიცი ქეთი რაც მოხდა.-სრული სიცარიელის განცდა ქონდა ლიზას,ხმაშიც კი არ იგრძნობოდა ემოცია. -ლიზა რა გჭირს? -ქეთი მომისმინე:ახლა მე წავალ,შენ კი მანამდე ბარგს ჩაალაგებ.ხვალ დილით აქ აღარ ვიქნებით. -ლიზა რას ამბობ?ასე დავტოვებთ ყველაფერს. -ხო პირველად ცხოვრებაში საკუთარ თავზე ვიფიქრებთ და წავალთ!-პირველად შეეშინდა მეგობრის სიტყვებზე.პირველად ხედავდა ასეთ გატეხილს,იმდენად გატეხილს,რომ მხოლოდ გაქცევა უნდოდა. *** პოლიციის განყოფილებაში იყო და კაბინეტს მიუახლოვდა,საშინლად არ უნდოდა იქ მყოფი ადამიანის ნახვა.კარი შეაღო: -ძალიან გიხდება ეს სავარძელი.-დამცინავი და ცივი ქონდა ლიზა თოდუას ტონი.-შემომხედე?რატო ვერ მისწორებ მზერას?შემომხედე მეთქი?-ბოლო ხმაზე იღრიალა. შეხედა და ის მოხდა,რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა.ლიზას თვალებში ვერაფერი ვერ დაინახა ტკივილის გარდა,ვერ დაინახა საკუთარი თავი,ვერ დაინახა ის სიყვარული,რომლითაც ყოველ დღე უმზერდა. -მე სხვა გზა არ მქონდა ლიზა!-რაც შეიძლება მტკიცედ უთხრა.ლიზა ისევ აკისკისდა. -ჩემზე დაქორწინება ,ჩემი მოტყუება,ჩემი გულწრფელობის და ჩემი სიყვარულის გამოყენება იყო შენი გზა?!მიპასუხე ეს იყო შენი გეგმა? -ლიზა შენ არასდროს არ შედიოდი ჩემს გეგმებში.იმ დღეს ისე უეცრად დამადექი თავზე ვერც გავაცნობიერე რა ხდებოდა.მე დიმას უნდა გავეთავისუფლებინე,მაგრამ შენ რატომღაც გმირობის ხასიათზე მოხვედი,დიმამაც გადაწყვიტა,რომ ეს უფრო კარგი ვარიანტი იყო ვიდრე მისი ჩარევა.ასეც მოხდა დიმაში ეჭვი არავინ არ შეიტანა,რამაც გამოძიებას ყველაზე მეტად დაეხმარა.-ცდილობდა რომ ყველაფერი სწორად მიეწოდებინა. -ჯანდაბა....მითუმეტეს მე რაში გჭირდებოდი თუ დიმა გყავდა…ის მოგაწვიდა ყველა საჭირო ინფორმაცია...რატო არ დამტოვე სახლში,შეგეძლო მანქანა წაგეყვანა და წასულიყავი. -არ ვიცი,უბრალოდ ისეთი თვალებით მიყურებდი მეგონა,რომ თუ იქ დაგტოვებდი რაღაც საშინელებას ჩავიდენდი.მერე დიმამ დამირეკა და მითხრა,რომ სარდაფიდან ყველაფერი გაიტანეს,აქედან გამომდინარე აზრი არ ქონდა ოპერაციის ჩატარებას.მე შენი გამოყენება აზრადაც არ მომსვლია,უბრალოდ მერე,როცა დაქორწინება შემომთავაზე ეს საუკეთესო გზა იყო ლევანთან უფრო ახლოს მისასვლელად....-დასრულება არ აცალა ლიზამ ისე ჩაეჭრო საუბარში. -და იფიქრე,რომ ეს იმაზე უკეთესი იქნებოდა ვიდრე მისი დაჭერა,რადგან ჩემზე მეტად მას ვერავინ ვერ გაანადგურებდა.ალბათ ბედნიერებისგან მეცხე ცაზე იყავი,როცა ხედავდი რა იმედგაცრუებული თვალებით მიყურებდა,როცა სახლიდან მაგდებდა.ჯანდაბა ჩემივე ინიციატივით შეგიწყვე ხელი.მე,რომ არა ასე ადვილად მას ვერ დაიჭერდი.სულ ერთი ნაბიჯით გაასწარი,მან კარგად იცოდა ვინც იყავი უბრალოდ დრეს არ ელდოებოდა შენს თავდასხმას.-ისე ბრაზობდა საკუთარ თავზე,როგორც არასსდროს. -ადრე თუ გვიან მას მაინც დავიჭერდი! -მაგრამ არა ჩემი დახმარებით!-ბოლო ხმაზე დაუყვირა ალექსანდრეს. -ლიზა ისე ამბობ თითქოს დამნაშავე არ იყოს!-მაგიდაზე დაარტყა მუშტი და თვითონაც იღრიალა. -ჯანდაბა ის ხომ მამაჩემია....რაც არ უნდა დააშავოს მაინც მეყვარება.მე რატომ არ მსვამ ციხეში,ყველაფერი ვიცოდი:სარდაფის შესახებ,ნარკოტიკეების შესახებ,ჩემ წინ რამდენჯერ გაუტანიათ გვამი.მეც თანამონაწილე ვარ!იცი რა?მამაჩემი შენგან განსხვავებით მკვლელია,მაგრამ არა მატყუარა.მას არასდროს არ დაუმალავს სიმართლე,არც ის დაუმალავს რომ მკვლელია.შენ რამდენი თამაში მეთამაშე ერთად?ორმაგ და სამაგ თამაშს ატრიალებდი,დედაშენიც კი მოატყუე. -ხედავ ლიზა!შენ თვითონ აღიარე,რომ მან რაც არ უნდა დააშავოს მაინც გეყვარება,მე კი იმ ტყიულს ვერ მპატიობ, რომელიც დამსახურებულად ვთქვი.ამას მოითხოვდა ჩემი სამსახური და ასეც მოვიქეცი! -დიახ ვერ გპატიობ და არც გაპატიებ,რადგან შენ ერთადერთი ხარ ვისაც თვალ დახუჭული ვენდობოდი,მიუხედავად იმისა რომ ყველა მტკიცებულება წინ მქონდა მაინც ვერ მივხვდი,რომ მატყუებდი.თავი გავისულელე.თინეიჯერი გოგონებივით დამაბრმავა სიყვარულმა.ანდა როდის შეგიყვარე ეგეც არ ვიცი.იქნებ საერთოდაც არ მიყვარხარ.-და სიტყვები რომელმაც დაუფიქრებლად გაანადგურა ალექსანდრე ფილფანი.ლიზას ხმაში სინანული გაჟღერდა.ალექსანდრეს კი სასტიკად არ უნდოდა,რომ ლიზას თვალებში სინანული დაენახა,არ უნდოდა რომ მასთან გატარებული დრო ენანა.ქეთის სიტყვები ამოუტივტივდა გოენაბიში:’’-ისე გაგანადგურებს,რომ ხელსაც არ დაგაკარებს,ნუ უყურებ იმას რომ ყველგან სიკეთეს აფრქვევს თუ ატკენ,ორმაგად გატკენს!’’. -შენგან პატიებას არც ვითხოვ.ჩვენ მაინც ვერ ვიქნებოდით ერთად!-გამტყდარი იყო ალექსანდრე,მაგრამ ამას არასდოს რა აჩვენებდა და ახლაც შესანიშნავად ფარავდა ყველა ემოციას ცივი ტონის უკან. -მამაჩემის ნახვა მინდა!სასწრაფოდ!-ალექსანდრეს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია,ეს ისე ალექსანდრეს დასანახად,თორე გულში თითოეული მისი სიტყვა ანადგურებდა.ალექსანდრემ ტელეფონი აიღო: -ლევან თოდუა დაკითხვის ოთახში შეიყვანეთ!-უბრძანა ვიღაცს თავისი მკაცრი ბარიტონით. ბოლოჯერ ნახავდა მამას,არ უნდოდა,რომ ზედმეტად ემოციური ყოფილყო,მიუხედავად იმ სიტყვებისა,რომლებიც ალექსანდრეს უთხრა ვერც მამას პატიობდა ამდენ დანაშაულს. კარი გააღო.ლევანის ბორკილებით დანახვა ძალიან მტკივნეული იყო.ცრემლების შესაჩერებლად თავი გააქნია.მიუხედავად იმისა, რომ ის მტკიცედ იყო,ლიზა მაინც ხედავდა თუ რამდენად განადგურებული იყო ეს კაცი.პატარა ბავშვივით იჯდა თავ ჩახრილი და თითქოს განაჩენს ელოდებოდა.ლიზა მის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა: -ჩემი პრინცესა მოსულა.-გაუღიმა ქალიშვილს,მაგრამ იმდენად უძლური იყო,რომ ლიზას გული შეეკუმშა წამიერად. -მოვედი მა.-თვითონაც გაუღიმა. -მაპატიებ?- -რას? -ყველაფერს. -უკვე გაპატიე.შენ ხომ მითხარი,რომ მშობლები შვილებს ყველაფერს პატიობენ.ჩვენ,შვილებიც ყველაფერს ვპატიობთ მშობლებს! -მეგონა მას აირჩევდი.-ისე გაეღიმა. -მე შენც არ ამირჩევიხარ!-თავისი ნაზი თითებით მოეფერა მამას სახეზე. -აბა რას ირჩევ ლიზა?-უკვე იცოდა ქალიშვილის პასუხი,მაგრამ,რაც უფრო მეტხანს მოისმენდა მის ხმას მით უფრო ბედნიერი იქნებოდა. -სიმართლეს! -შენ,რომ სტრასბურგში გემუშავა,დედამიწაზე მხოლოდ სამართლიანობა ისადგურებდა.-ამის გაგონებაზე აკისკისდა ლიზა. -კარგი რა მა,ამ სიტუაციაშიც უნდა მეხუმრებოდე.-მაინც ცრემლებით აევსო თვალები. -ლიზა მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო,მაგრამ შენ თუ იქნები იქ სადაც შენი ადგილია? -და სად არის მამა ჩემი ადგილი?-სახე გაასწორა და მომლოდინე მზერა მიაბყრო მამას. -ალექსანდრესთან.-აი ალექსანდრე კი გაოგნებული უსმენდა ლევანს მეორე ოთხიდან.-დღეს ვუთხარი,რომ შენი თავი წავართვი,მის თვალებში კი ის დავინახე რასაც არ ველოდი. -რა დაინახე მამა?-ლიზა გაუნძრევლად უსმენდა. -მას ჩემი მოკვლა მოუნდა,იმიტომ კი არა,რომ მამა წავართვი,არამედ იმიტომ რომ შენ დაგკარგა.ჩემმა სიტყვებმა იმდენად გააცოფა,რომ მზად იყო,იქვე უამრავი პოლიციის თანამშრომლის წინ დაემიზნა იარაღი.-ლიზა რამდენიმე წამს ჩაფიქრდა,ალექსანდრე კი გვერდითი ოთახოდან მოუთმენლად ელოდა ლიზას პასუხს.ლივანის სიტყვები წამითაც არ გაუპროტესტებია,რადგან მართალს ამბობდა. -დიახ შენ მას მამა წაართვი და ეს უპატიებელია.საერთოდ,როგორ აკონტროლებდა შენს გვერდით თავს ვერ ვხვდები.მე მისი მესმის,მაგრამ პირადად მე მისთვის არაფერი არ დამიშავებია,გარდა იმისა,რომ შენი შვილი ვარ.მან საკუთარი თავი წამართვა,მასთან ყოფნის შანსი წამართვა,ოცნება წამართვა,სიყვარულის ინსტინქტი წამართვა,ყველაფერი წამართვა,რაც მასთან იყო დაკავშირებული.ეს კი იმეზე დიდი დანაშაულია,ჩემ წინაშე,ვიდრე მას წარმოუდგენია!-არანაირი ემოცია არ გამოუხატავს გარდა იმედგაცრუებისა.ალექსანდრემ კი ბოლო იმედიც დაკარგა და საკუთარ თავზე გაცოფებული გავარდა პოლიციის განყოფილებიდან -ყველაზე მეტად მაინც შენ გეტკინა არა. -მას 15 წელია ტკივა,ალბათ ჩემს ტკივილთან შედარებით ეს არაფერია,მაგრამ მე... -პატიება არ შეგიძლია რადგან,გიყვარს!იმაზე მეტად ვიდრე მას წარმოუდგენია არა? -შეიძლება.-დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი ლიზამ.ალბათ ბედის ირონიაა,რომ ეს სიტყვები ალექსანდრეს აღარ ესმოდა და გაცოფებული ბოლო სიჩქარეზე მიაქროლებდა მანქანას. -შენი წასვლის დროა ლიზა!ჩემზე არ ინერვიულო,მე კარგად ვარ და ვიქნები კიდეც.-გაუღიმა გოგონას,წამოდგა და შუბლზე აკოცა. -ყოველთვის გახსოვდეს,რომ მიყვარხარ მამა.-ლიზამაც გაუღიმა,როგორღაც ჩაეხუტა,ძლიერ შეიგრძნო მამის სურნელი და წავიდა. *** ალექსანდრემ სახლის კარი შეაღო და მაშინვე გამოვარდა კატო. -სანდრო როგორ ხარ?-შეშინებული სახე ქონდა,რადგან ბედნეირი ალექსანდრეს მაგივრად საშინელ მდგომარეობაში მყოფილი ალექსანდრე შერჩა. -როგორც ხედავ ძალიან კარგად!-ჩაეცინა.მაგრამ ნამდვილად რა იყო სიხარულის გამომხატველი.მისახებში გადაინაცლა სადაც ნანა დახვდა. -ვერ გრძნობ არა იმ კმაყოფილებას,რომელსაც ელოდი?-ნანამაც არ დააკლო. -დედა შენც?....დიახ ვერ ვგრძნობ,რადგან ის წავიდა და აღარ დაბრუნდება.ჯანდაბა....ამის დ*დაც ვ*ტირე,როგორ შევიყვარე ასე ძალიან.-ბოლო ხმაზე ღრიალებდა.ოთახში ავიდა,სადაც ისევ ლიზას სურნელი სუფევდა.იქ წამოწვა სადაც ლიზა წვებოდა და ძლიერად მიიხუტა ლიზას ბალიში. -ლიზა მართალი იყო,მის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ავაწყობთ!-უკვე დარწმუნდა კატო ლიზას სიტყვებში. -ამ სახლს დააკლდება მისი მნათობი თვალები.-ჩაილაპარაკა ნანამ. -და ალექსანდრესიც მხოლოდ მის დანახვაზე,რომ უნათებოდნენ.-დაამატა კატომ. *** ყველამ ის მიიღო,რაც უნოდათ,მაგრამ ყველა უბედური იყო.ვერ განიცადეს ის ბედნიერება,რაც მათვის იყო განკუთვნილი ან უბრალოდ ვერ შეირგეს ცხოვრების საჩუქარი.შეიძლება ითქვას უმადურბიც კი იყვნენ,რადგან ერთი ხელის მოსმით დაკარგეს ის,რასაც სხვები ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.ალექსანდრე და დიმა,ადამიანები რომლებმაც მთავარი წესი დაარღვიეს:არანაირი პირადი ურთიერთობა.ესენი კი პირიქით,უგზოუკლოდ დაიკარგნენ გრძნობებში და ახლა როცა,ყველა და ყველაფერი დაკარგეს და გრძნობების ბორკილებში მოყვნენ, მათი განმათავისუფლებლები არ ჩანდნენ: -რა გვინდა აქ დიმა?-იკითხრა ალექსანდრემ,რომელსაც ვერ წარმოიდგენდა თუ კიდევ მოადგებოდა ამ დაწყველილი სახლის დაწყევლილ კარებს. -არ ვიცი...დავბოდიალობ მთელს ქალაქში და ბოლოს ჩემდა უნებურად აქ ვჩნდები ხოლმე. -აქ არ არიან ხო? -ერთი კვირაა,რაც ყოველ დღე აქ ვარ,მაგრამ არ ჩანან,თითქოს მიწამ ჩაყლაპა.ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი. -ალბათ ასე გვსჟიან.-თავი დახარა და ტუჩის კითხე ჩატეხა ალექსანდრემ. -და რამდენიხანი გაგრძელდა სასჟელი?-ისე იკითხრა დიმამ თითქოს პასუხ ნამდვილად გასცემდნენ. -არ ვიცი... *** 2 წლის შემდეგ..... ამბობენ,რომ დრო ყველაფრის მკურნალიო,მე კი ვიტყოდი ,ვისთვის როგორ!ვიღაცისთვის ყველაზე დიდი სასჯელია,ვიღაცისთვის კი მართლაც მალამო.ამ ისტორიის გმირებისთვსი კი საწამლავიც იყო და ელექც.ყველა თავისნაირად უმკლავდებოდა დარდს,ყველამ გააგრძელა ცხოვრება:ზოგმა საზღვარგარეთ,ზოგმა ციხეში,ზოგმა განდეგილობაში,ზოგმა კი უბრალოდ ერთ თვიან ისტორიას თვალი ადევნა და სევდიანი დასასრულის შემდეგ ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელა ცხოვრება,ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. რამოდენიმე თვეში ყველას დაავიწყდა ლევან თოდუა და მისი იმპერია,ჟურნალისტებმაც შეწყვიტეს სტატიების წერა.ქარიშხალი ჩადგა,მაგრამ მისგან გამოწვეული ზარალს,ვინ მიხედავდა?არც არავინ.ყველა წავიდა,ყველა გადაიკარგა,თითქოს საერთოდ არ არსებობდნენ ერთამნეთის ცხოვრებაში,თითქოს მათ ერთი გზა არ აკავშირებდათ. ყველამ დააშავა,ყველას თავისი წილი დანაშაული მიუძღვის,მაგრამ არცერთი არ ფიქრობს გამოსწორებას მანამ სანამ მათი გზები ისევ არ გადაიკვეთება და მანამ,სანამ ერთამეთის არსებობას არ გაიხსენებენ. ისევ ბოლო სიჩქარეზე მიაქროლებდა მანქანას და ისევ მფარველი ანგელოზის იმედათ იყო,რომელმაც უკვე რამოდენიმეჯერ გადაარჩინა სიკვდილს.მოგონებების მოზღვავებას ვერ იტანდა,რადგან თითოეულში თავისი მფარველი ანგელოზით იყო.ორი წელია ვერაფერს ვერ გრძნობს გარდა დანაშაულის გრძნობისა,დანაშაულის,რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე მიუძღვიდა,ის კი არსად არ ჩანდა.ლევანის დაპატიმრების დღიდან, ერთი წლის შემდეგ კონვერტი მიიღი,რომელშიც,ლიზა თოდუა განქორწინებას ითხოვდა,ხელი არ მოაწერა,საკუთარი თავისგან არ გაათავისუფლა.ისევ აშავებდა?არ ვიცი,ალბათ კი.ერთი წელია სასამართლოზე დადის და ყოველ ჯერზე მისი თვალების დანახვას ელოდებოდა,მაგრამ ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული რჩებოდა. ქალაქში,იმიტომ ჩამოვიდა,რომ სასამართლო პროცეს დასწრებოდა,რომელიც მეორე დღეს იყო დანიშნული.იმედი მართლაც ბოლოს კვდება,ალექსანდრესაც ყველა იმედი მოუკვდა და მისი ხილვის იმედიც აღარ ქონდა.ის დღე გაახსენდა როცა დაქორწინდნენ,მაშინ სრულიად უცხონი ერთამენითის მიმართ,იმდენი ნდობა ქონდათ,რომ დუფიქრებლად ეთქვათ ‘’დიახ“.ახლა კი ისევ „დიახ’’ უნდა ეთქვა,მაგრამ დარბაზში სრულიად მარტო უნდა ყოფილიყო,მისი მოციმციმე თვალების გარეშე.ამ ფიქრებში გართულს ვერც კი შეამჩნია,როგორ შემოუხვია მანქანამ მის მხარეს და პირდაპირ ალექსანდრეს შეეფეთა.ყველაფერი დაბნელდა,მხოლოდ ხალხის ხმები ესმოდა,რომლებიც ერთმანეთში ირეოდა და თავისი მფარველი ანგელოზის სახეს ხედავდა,რომელმაც დღეს მასზე უარი თქვა და მშველელად არ მოევლინა. *** პატარა ხის სახლის წინ იდგა.როცა პირველად დაინახა მის გვერდით მდგომი მტირალა ტირიფი,მაშინვე ის სახლი ამოუტივტივდა გონებაში, რომელიც ალექსანდრეს ოთახში ნახატზე იყო გამოსახული.ის ნახატი დემნას ეკუთვნოდა ამიტომ ის იმაზე ძვირფასი იყო ალექსანდრესთვის ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ნახატში ალექსანდრეს ოცნება იმალებოდა,რომლის ასრულებაც ჩაიფიქრა ლიზამ,იმ სიყვარულის სახელით,რომელიც ყველაფრის მიზეზი იყო:უბედურების და ბედნიერების.ამბობენ მტირალა ტირიფი დარდის სიმბოლოა.დარდი კი ლიზას სულის უმეტეს ნაწილს წარმოადგენდა.ამიტომაც თავისი დარდის და ალექსანდრეს ოცნების გაერთიანება გადაწყვიტა.სახლს პატარა ვერანდა ამშვენებდა,რომლის პირდაპირ ბაღი იყო გაშენებული,როგორც ნახატზე.იმაზე თვალის მომჭვრელი იყო ეს ყველაფერი რეალობაში,რომ ლიზას იქედან წასლა არ უნდოდა,ისევ ის სიმშვიდე იგრძნო,როდესაც პირველად შევიდა ალექსანდრს ოთაქხში და ნახატს მიაჩერდა. როდესაც განქორწინება გადაწყვიტა ჩამოვიდა,რომ პირადად შეეტყობინებინა ალექსანდრესთვის,მაგრამ გამბედაობა არ ეყო,იცოდა,რომ თუ მას ისევ შეხვდებოდა ვეღარ დატოვებდა.სამშობლო მონატრებულმა რამოდენიმე დღე ბუნებას შეაფარა თავი და სეირნობისას ეს ადგილი აღმოაჩინა.ყველაფერი დააპროექტა და ისევ წავიდა.ახლა სახლის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა,მხოლოდ წვრილმანი დეტალები იყო დარჩენილი და ასევე სასამართლო პროცესი,რომელზეც დასწრებას არ აპირებდა,მაგრამ უნდოდა,რომ მაინც იქ სადმე ახლოს ყოფილიყო. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა: -გისმენ ეკა. -ქალბატონო ლიზა განქორწინების პროცესი კიდევ ერთი თვით გადაიდო. -რაა? რატომ?-იმის მიუხედავად,რომ უნდა გბრაზებულიყო პირიქით შვება იგრძნო. -ბატონი ალექსანდრეს ადვოკატმა მომახსენა,როგორც ვიცი თვითონ მოსამართლემ გადადო. -კარგი,მადლობა ეკა.-გაუთიშა და მანქანისკენ გაემართა.რამოდენიმე საათში საუკეთესო მეგობრის სახლის წინ იდგა.კარზე ზარი დარეკა და ჩვენი გიჟი ქეთიც გამოვარდა. -როგორ მომენატრე...-მონატრებულ მეგობარს ძლიერ ჩაეხუტა. -მეც,ჩემო ქეთი. -უკაცრავად ვინ თქვა აქ ჩემიო?-შეჭმუხნული წარბებით გამოვიდა დიმა.-ერთი არსება აქ ცოლს მართმევს მგონი.-გაუღიმა და თვითონაც მიიკრო ლიზა. -არა რა,ისევ ვერ ვიჯერებ,როგორ დაითანხმე ცოლობაზე.-უკვე მისახებში იყვნენ ლიზამ,რომ უთხრა დიმას. -მეც ვერ ვიჯერებ ამის ცოლი,რომ ვარ. -ნუ მიჟუჟუნებ მაგ თვალებს. -ჰეი,მეც აქ ვარ,ოდნავ მაინც მომაქციეთ ყურადრება.-ხელი დაუქნია წყვილს,რომელიც ერთმანეს შესციცინებდნენ. -მოყევი აბა რა ხდებოდა საფრანგეთში?-იკითხრა დიმამ. -არაფერი განსხვავებული:სწავლის გაგრძელება,ხეტიალი პარიზის ბუტიკებში ,გართობა და დამღლელი სამსახური. -მაგას ეძახი შენ არაფერ განსხვავებულს?-გაიცინა ქეთიმ.-საერთოდ როდის ასწრებდი მუშაობას? -ვასწრებდი,როგორღაც.მოვრჩეთ ჩემზე საუბარს,თქვენ რასშვებით?როგორ შეეჩვიეთ ცოლ-ქმრულ ცხოვრებას? -ალბათ იცი,რომ ქეთის ხელში სტანდარტული ურთიერთობა არ გვაქვს.-თვალები აატრიალა დიმამ და მომღიმარი სახით შეხედა ქეთის. -მომესმა,თუ ვიღაც აქ წუწუნს იწყებს. -როგორ გეკადრებათ!-მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა ცოლს. -ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ერთ დღეს ამ სურათს ვიხილავდი. -მეც ლიზა მეც,მაგრამ ბედის ბორბალი ჩემმკენ შემოტრიალდა,როცა ქალბატონმა ქეთიმ საქართველოშო დაბრუნება გადაწყვიტა და რადარებზე გამოჩნდა. -ლიზა მგონი აქ ჩამოსვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.-თვალი ჩაუკრა დაქალს და დიმას გახედა ირონიული ღიმილით. -ქეთი დაისჯები იცოდე. -თუ დასჯაში კოცნას გულისხმობ დიდი სიამოვნებით.-მოწყვეტით აკოცა ტუჩემბზე და სამზარეულოში გავარდა. -ოხ ქეთი ქეთი,მაინც ვერ გამექცევი!-მიაძახა ცოლს. -ლიზ მოდი რა.-ლიზა კი გახევებული იცინოდა ამათ შემყურე. -მიდი და მოემზადე გამოკითხვისთვის.-მომღიმარმა დიმამ უთხრა ლიზას და მდივანზე მოკალათდა. *** -რა ხდება ქეთუშა?-მაგიდასთან იჯდა და ქეთის ადევნებდა თვალს,რომელიც ვახშამს ამზადებდა. -რატო ჩამოხვედი ლიზა?-ისეთი მზერა მიაბყრო თითქოს,რაღაც საიდუმლო უნდა გაეგო. -რაიყო ქეთი?ჩემი ნახვა არ გაგიხარდა? -ვაიმე ლიზა რას ამბობ.უბრალოდ წასვლის დრეს მითხარი,რომ აღარასდროს აღარ ჩამოხვიდოდი.ახლა კი აქ ხარ. -ერთი წლის წინათაც ვიყავი. -რაა?როდის? და მე რატო არ ვიცი.-მაშინვე დააგდო ყველაფერი და წინ დაუჯდა. -გახსოვს გითხარი სხვა ქალაქში მივდივარ დასასვენებლად-თქო,მაშინ საქართველოში ჩამოვედი.სახლი დავაპროექტე და ახლა მისი მშენებლობა დასრულდა,რაღაც დეტალები მქონდა მოსაგვარებელი.-არც შეტოკებულა ისე მოახსენა მეგობარს. -შენ გინდა მითხრა,რომ ადამინმა,რომელიც აქ ცხოვრებას არ აპირებს სახლი აიშენა,თან როცა თბილისის საუკეთესო უბანში სამ სართულიანი სასახლე აქვს სახლი კი არა. -ქეთი აქედან წასვლა,რომ გადავწყვიტე,ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა,რაც ჩემთან იყო კავშირში ახლა კი არ ვიცი,უბრალოდ მომინდა,რომ ჩამოვსულიყავი და ჩამოვედი,თან ხომ იცი,რომ იმ სახლში ფეხს ვერ ვადგამ,ამიტომ სხვა ადგილას ავიშენე. -დარწმუნებული ხარ რომ სიმართლეს მეუბნები?და განქორწინების პროცესი,უნდა დაესწრო არა? -არა,ადვოკატიც მშვენივრად აგვარებს ყველაფერს,თუ ისევ უარი არ განაცხადა ვაჟბატონმა და საერთოდ პროცესზე მოსვლა ინება.-რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა.-ისევ გადაიდო ერთი თვით. -ბედის ამბავია,არ უნდა,რომ განქორწინდეთ.-ნიშნის მოგებით განაცხადა ქეთიმ. -უბრალოდ ალექსანდრე არ დატკბა ჩემი წამებით.-ეს ცივი და ირონიული ტონი აშკარად ალექსანდრეს მოპარა. -იქნებ არ უნდა განქორწინება და... -არც კი გაბედო ქეთი,ჩვენ განვქორწინდებით და მორჩა.ისედაც დიდიხნის წინ მორჩა ყველაფერი,როცა დაწყვებულიც კი არ იყო! -ლიზა თოდუა,რომელიც ყველგან დო ყოველთვის სამართლიანია,ვეღარ ხედავს სიმართლეს,რომელიც ასეთი აშკარაა. -რომელი სიმართლე ქეთი?ის რომ მამჩემის დაპატიმრებისთვის გამომიყენეს?გგონია ალექსანდრეს რამეს დავუშლიდი,რომ ეთქვა გამომძიებელი იყო.-წამსვე აენთი ლიზას თვალები,მაგრამ მხოლოდ ბრაზის ნაპერწკალებს ყრიდა იქიდან. -ვერ ხვდები ხო? -რას? -შენთვის სიმართლე,რომ ეთქვა იმ ერთ თვესაც ვერ გაატარებდით ერთად.დიახ არაფერს არ დაუშლიდი,მაგრამ მის გვერდით,ხომ არ იქნებოდი?აიბარგებოდი და სახლში დაბრუნდებოდი.-ქეთი ბოლომდე დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში,როგორც ყოველთვის. -შენ რატომ აპატიე დიმას? -ჩემზე კი არა შენზე ვსაუბრობთ ახლა. -და მაინც რატო აპატიე?-ყურს არ უგდებდა ისე იკითხა. -პირველ რიგში იმიტომ,რომ მიყვარს და ვუყვარვარ,მეორეც,იმიტომ,რომ ის თავის მოვალეობას ასრულებდა და ისე მოიქცა როგორც საჭირო იყო.უპატიებელი არაფერი დაუშავებია.შენც კარგად იცი იმათი წესები ვინც კანონს ემსახურეებიან.მესამეც, მათ უდანაშაულოები კი არ ამოაყუდეს ციხეში.მამაჩემიც და მამაშენიც ცოდვებით იყვნენ სავსე,რის გამოც იხდიან ახლა სასჟელს.და მეოთხეც რატო არ ცდილობ,რომ ოდნავ მაინც გაუგო იმ ადამიანს,რომელიც ასე ძალიან გიყვარს?-როგოც კი მონოლოგი დაასრულა,ლიზამ აცრემლიანებუს თვალებს შეეფეთა. -იქნებ იმიტომ,რომ მის თვალებში ის სიყვარული არ დამინახავს,რომელსაც მე ასე ძლიერ განვიცდი. -და იქნებ,ისეთმა გამომძიებელმა და აგენტმა,როგორიც ალექსანდრე ფილფანია,კარგად ეხერხება გრძნობების დამალვა და რომელიც ახლა საავამდყოფოშია და სიკვდილს ებრძვის და შენი მფარველობა სჭირდება. -რაა?საავამდყოფოშია?რა დაემართა?-მაშინვე წამოხტა ქეთი. -საბამ დამირეკა,მითხრა,რომ ვიღაც გიჟი დაეჯახა მანქანით.მე უნდა წავიდე და გავიგო რა მდგომარეობაშია. -მეც წამოვალ.-გაისიმა ლიზას ხმა,რომელიც ერთი წამითაც არ შერხეულა. *** უკვე სავაადმყოფოში იყვნენ. მისაღებში მოახსენეს,რომ პაციენტი საოპერაციო ბლოკში იყო.როცა დერეფანს მიუახლოვდნენ ლიზა გაჩერდა: -შენ მიდი,მე აქ ვიქნები,მდგომარეობას,რომ გაიგებ გამაგებინე.-დიმამ თავი დაუკრა და საბასკენ გაემართა,რომელიც ოდნავ მოშორებით იდგა კატო და ნანასგან.როგორც კი დიმა მივიდა ექიმიც გამოვიდა,ქალბატონი ნანა მაშინვე ექიმთან მივარდა და შვილის მდგომარეობა იკითხრა: -არ ინერვიულოთ,მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,პაციენტს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და ასევე მრავლობითი დაზიანება,მუცლის ღვრუში არსებულმა ჭრილობამ,რომელმაც შინაგანი სისიხლდება გამოიწვია საფრთხეს აღარ წარმოადგენს.პაციენტს რეანიმაციაში გადავიყვანთ,24 საათის შემდეგ კი პალატაში,რა თქმა უნდა თუ გართულება არ აღენიშნება. -შეიძლება მისი ნახმა?-სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ქალბატონ ნანას. -რამოდენიმე საათში შეძლებთ მის ნახვას,მაგრამ მხოლოდ 5 წუთით და მხოლოდ ერთი ადამინი შევიდეს.გამოჯამრთელებას ვუსურვებ. -მადლობა ბატონო გიორგი.-მადლიერი მზერა მიაბყრო ნანან,ექიმმა თავი დაუკრა და წავიდა. -მადლობა ღმერთს.-ამოთქვა კატომ,რომელიც გასუსული უსმენდა ექიმს და ნანას მოეხვია. ყველამ ამოისუნთქა,ლიზას ჩათვლით,რომელსაც ყველაფერი ესმოდა.გარეთ გავიდა და ღრმად შეიგრძნო ჰაეირი,თითქოს თავიდან სწავლობდა სუნთქვას.როგორც კი დიმას ნათქვამი გაანალიზა,ტვინმა ფიქრი შეწყვიტა,მხოლოდ გულის ხმა ესმოდა,რომელიც ალექსანდრეს ცოცხლად დარჩენას ითხოვდა. ლიზამ ზუსტად იცოდა,რომ უნდა ჩამოსულიყო,არა სახლისთვის,არა განქორწინების პროცესისთვის,არამედ ალექსანდრესთვის.ლიზა არც ექიმი იყო და ვერც ავარის შეაჩერებდა,მაგრამ მფარველი ანგელოზი იყო,რომლის ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო ალექსანდრესთვის.არაბუნებრივი აქ არაფერია,მათ თვითონ შექმნეს ერთმანეთან დამაკავშირებელი ინსტინქტი. სიყვარულის ინსტინქტი,რომელიც ერთმანეთისგინ განთავისუფლების საშუალებას არ აძლევდა ამ არანორმალურ წყვილს. *** -კარგად არის.....-დიმა გამოვიდა,რომ კარგი ამბავი ეცნობინებინა. -ვიცი, გავიგონე ექიმის ნათქვამი,როდესაც გასაუბრებოდნენ.-დიმას შეხედა გაუღიმა და წამოდგა. -მოიცა მიდიხარ? -დიახ. -და ისე აპირებ წასვლას,რომ არ ინახულებ.-ისე უთხრა თითქოს მასობრივ ტერაკს ჩადიოდა ლიზა და უნდა გადაეფიქრებინა. -და ასე ძალიან რატომ გიკვირს? -ის ხომ შენი ქმარია. რამდენიხანი გეძებდა,რომ პატიება ეთხოვა,შენი წასვლის შემდეგ,როცა ყველა საქმე დაასრულა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან წავიდა,ვითომ შვებულება აიღო,ეს შვებულება კი უკვე ერთი წელია გრძელდება,ამას არ დასჯერდა სადღაც მთაში გადაიხვეწა.იქედანაც კი ცდილობდა შენს მოძებნას.მერე გააცნობიერა,რომ აქედან წასვლა შენი გადაწყვეტილება იყო და მას იმდენად სცემდა პატივს,რომ ჩემთვისაც არ უკითხავს შენი ადგილ სამყოფელი,მიუხედავად იმისა,რომ კარგად იცოდა,რომ მე ვიცოდი.ახლა კი განქორწინების გამო ჩამოვიდა,თორემ არც ავარიაში მოყვებოდა და არც ნეკნები ექნებოდა ჩამტვრეული.ჯანდაბა ლიზა ასე ძალიან როდის შეიცვალე?როდის მერე არ გაინტერესებს ის ადამაინები,რომლებზეც ერთ დროს სიყვარულით გიჟდებოდი.-გამწარებული წარმოთქვა თითოეული სიტყვა. -იქნებ მას შემდეგ,როცა ჩემი არსებობა არაფრად ჩათვალეს! -მეგონა ნამდვილად გიყვარდა.....-უკვე ზურგი აქცია და მიდიოდა,როცა დიმას სიტყვები მოესმა და გულიც შეეკუმშა.არ უნდოდა,რომ ვინმეს შეემჩნია მისი მღელვარება.იმ წამს გააცნობიერა,რომ მზად იყო ყველაფერი დაეთმო ალექსანდრეს ერთი ამოსუნთქვისთვის,მაგრამ ეს საიდუმლოდ დატოვა.ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადაწყვიტა,რომ არავის არ დაანახებდა,იმ გრძნობებს,რომლებსაც განიცდიდა:არც სიყვარულს და არც სიძულვილს. როცა ადამიანებს ერთმანეთის გრძნობების შესახებ მოეხსენებათ,მით უფრო ადვილია ერთმანეთის გულისტკენა და განადგურება.რაც არ უნდა ძვირფასი ადამიანი იდგეს ჩვენ პირდაპირ,მაინც გვინდა,რომ პასუხი ვაგებინოთ ჩვენს წინაშე დაშვებული შეცდომის,ღალატის,სიცრუის ან გულისტკენის გამო.როცა ლიზამ ეს გააცნობიერა,იმ წამსვე აპატია ალექსანდრეს ყველაფერი,რადგან თვითონაც განიცადა ის რასაც ალექსანდრე 15 წელი განიცდიდა. ხვდებოდა,რომ შურისძიება ადამიანების განუყოფელი ნაწილი იყო,მითუმეეტს იმ შემთხვევაში დუ ახლობელი ადამიანი წაგართვეს.როცა შენს პირდაპირ მდგომი ადამიანი არაფერს წარმოედგენს შენთვის,შურისძიებაც ადვილია.ალექსანდრესთვისაც ადვილი იყო,სანამ ლიზა გამოჩნდებოდა და მის პირისპირ მოთავსდებოდა,მაგრამ საქმე ბოლომდე მიიყვანა რამაც ახალი შეჯახება გამოიწვია,უკვე ორ ერთმანეთზე შეყავრებულ ადამიანს შორის,რომლებმაც ყველაფერი იღონეს,იმის გარდა,რომ უბრალოდ წარსული დაევიწყებინათ და ახალი ფურცლიდან დაეწყოთე ცხოვრება. პატიება არ ნიშნავს დავიწყებას,არ ნიშნავს,რომ დრო უკან დაბრუნდება და ისევ ისე იქნება ყველაფერი,როგორც ადრე.ლიზამ ეს კარგად იცოდა,ამიტომაც არჩევანი გააკეთა და საკუთარ თავსაც და ალექსანდრესაც ერთმანეთისგან შორს ყოფნა მიუსაჯა,მაგრამ ზედმეტად მძიმე განაჩენი აღმოჩნდა,რომელსაც ვერც ერთი მხარე ვერ უმკლავდებოდა. *** რას არ გავაკეთებთ,როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება?!რამდენადაც შეგვიძლია ვატკინოთ,იმდენად შეგვიცლია სიცოცხლე გავწიროთ მისთვის ან ექთნის ფორმა მოვიპაროთ და იქ შევიდეთ სადაც შესვლა აკრძალულია.ლევან თოდუას ქალიშვილს განა ეს გაუჭირდებოდა. ღამის 3 საათი იყო,დერეფანში ისეთი სიჩუმე სუფევდა,საკუთარი ნაბიჯების ხმაც კი აშინებდა ლიზას.რეანიმაციის კარი წყნარად გააღო და ალექსანდრე დაინახა.პირველად,ორი წლის შემდეგ.მის გარშემო უამრავი მილი და აპარატი იყო,რომელიც საშინლად წრიპინებდა.წარბი ქონდა გახეთქილი და შუბლზეც ქონდა ნაკაწრები.ისეთი მშვიდი სახე ქონდა თითქოს ბავშვივით ეძინა და ლამაზ სიზმარს ხედავდა.მაშინვე აუჩქარდა გული ლიზას,როგორც კი დაინახა.მიახლოვდა და ხელი ჩაკიდა,საპასუხოდ არაფერი არ უგვრძნია,მაგრამ როგორც კი მისი ხელების სითმო იგრზნო,მაშინვე ინანა ყველა წამი,რომელიც ალექსანდრეს გარეშე გაატარა.რამოდენიმე წუთი უყურებდა და აკვირდებდა მის მოზრდილ თმას და წვერს,თვალებს,რომლის გახელას და მწვანეების დახავას ძლიერ ელოდებოდა.ამ მდგომარეობაშიც კი ყველაზე ძლიერი იყო ლიზასთვის,მის გვერდით სულ დაცულად გრძნობდა თავს.და აი ახლაც,როცა ასე გაუნძრევლად იწვა ლიზა ყველაზე დაცულად ადამიანად გრძნობდა თავს. საშინლად არ უნდოდა წასვლა,მაგრამ დიდხანს ვერ დარჩებოდა,ამიტომ სასტუმროში დაბრუნდა.წესით ქეთისთან უნდა დარჩენილიყო,მაგრამ დიმასთან არა სასიამოვნო დიალოგის შემდეგ არ მიიჩნია მიზანშეწონილად.დიმას სიტყვებში იმდენი სიმართლის მარცვალი იყო,მაგრამ მან ხომ არც ლიზას განცდები იცოდა.სახლში დაბრუნებულს პირდაპირ ქეთის შეეფეთა: -როგორ არის? -ხომ გითხარი ალექსანდრე მდგომარეობა.-აშკარად უხასიოათოდ იყო დიმა. -ეგ ვიცი,ლიზა როგორ არის? -არც კი ვიცი რატო წამოვიდა თუ მისი ნახვა არ უნდოდა.უბრალოდ მდგომარეობა მოისმინა და ურეაქციოდ წავიდა.ისედაც ხო გაიგებდა რა მდგომარეობაში იყო. -რატო ბრაზობ დიმა?-წარბები შეჭმუხნა ქეთიმ. -იქნებ იმიტომ,რომ ჩემი მეგობარი ტყულად იკლავს დარდით თავს,როცა ლიზას არც კი ანტერესებს. -და რა გინდა რომ ლიზამ გააკეთოს? -არვ კი ვიცი...-გაგრძელება უნდოდა,მაგრამ ვინ აცალა. -რა თქმა უნდა,არ იცი,კაცები ხომ ვერაფერს ვერ ხვდებით,რა უნდა ექნა ლიზას?ლევანი ციხეში ჩაჯდებოდა,ალექსანდრე თავის საქმეს წარმატებით დახურავდა თან შურსაციძიებდა და ლიზა,ალექსანდრეს ცოლის სტატუსით მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას:მოტყუებული და განადგურებული?ეს არის სამართლიანი?-უკვე ტონს ვერ აკონტროლებდა ქეთი. -ქეთი სამართლიანობა და სიყვარული ერთად ვერ იარსებებენ! -მაგიტომაც არ არიან ისინი ერთად!ყოველი შემთხვევისთვის ჯერჯერობით. -შენ აზრით შერიგდებიან? -მათი ყველა გზა ერთმანეთთან არის დაკავშირებული! -ჯერ ლიზას წინაშე ალექსანდრს იცავ,ახლა კი ჩემს წინაშე ლიზას.-დიმამ, მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა ცოლს. -ყველას მიუძღვის თავისი წილი დანაშაული და სიმართლე!-ქეთიმ კი საპასუხოდ თავისი სითბო გაუზიარა და ძლიერ ჩაეხუტა. *** ძლივს გაახილა თვალები,საშინელ წყურვილს და დაბეჟილობას გრძნობდა.ექთანი შემოვიდა: -წყალი.... -ნარკოზიდან ახლახანს გამოხვედით,ამიტომ წყალი არ შეიძლება.მალე ექიმი შემოვა და გაგსინჯავთ.-რაღაც ნემსი შეუყვანა წვეთოვანში და გავიდა.ექიმიც მალე შემოვიდა,ალექსანდრეს ყველაფერი აუღსნა და მდგომარეობა მოახსენა.მუცლის ღრუში ტკივილებს გრძნობდა ამიტომ ექთანს დაუძახა და ტკივილგამაყუჩებლის შეყვანა თხოვა: -ბატონო ალექსანდრე უკვე შეგიყვანეთ,განმეორება მხოლოდ რამოდენიმე საათში შეიძლება! -ჯანდაბა!....აქ ვინმე იყო?-რატომრაც გადაწყვიტა,რომ ეს კითხვა დაესვა. -კი დერეფანში გელოდებოდნენ მერე დედათქვენი შემოვიდა და ახლა თქვენი და არის აქ,დანარჩენებს სახლში წასვლა აიძულა. -გასაგებია.....დარწუნებული ხართ,რომ დედაჩემის გარდა სხვა ვინმე არ შემოსულა? -დიახ. -კარგით,მადლობა. გრძნობდა,მის სურნელს გრძნობდა,რომელსაც ყველა სურნელისგან გამოარჩევდა თავისუფლად. *** -სანდრო როგორ ხარ?-ნანას ვინ დაასწრებდა შვილის მონახულებას. -დედა რა სახე გაქ?ხო ხედავ კარგად ვარ,მალე პალატაში გადამიყვანენ. -არა რაზე ფიქრობდით ან შენ ან ის მძღოლი,ასე უაზროდ რომ შეასკდით ერთმანეთს.-მაშინვე დატუქსვაზე გადავიდა ქალბატონი ნანა. -დედა კარგი რა,კატო სად არის?-ალექსანდერს ნამდვილად არ უნდოდა ავარიის დეტალების გახსენება. -ჯერ აქედან გამოდი და მერე ვისაუბროთ შენს უაზრო საქციელზე!-თავს აქნევდა ქალბატონი ნანა.-მოვა შენი გიჟი და მალე,მთელი ღამე აქ იყო და გამოსაცვლელად წავიდა. -ყველაზე გამოუცდელი მძღოლი როგორ არის?-საბა და დიმა შემოვარდნენ. -ახლა ამათაც უნდა დაიწყონ?-თვალები აატრიალა ალექსანდრე. -ისე კი კარგად გაულამაზებიხარ საჭეს,რაც მთელი თბილისის კრიმინალებმა ვერ შეძლეს,ერთმა მთვრალმა მძღოლმა შეძლო.-ეს უკვე საბა იყო. -დაიჭირეთ?-ნანამ იკითხა. -აბა რას ვიზამდით,ისე მაგსაც არ აქვს კარგი მდგომარეობა,მაგრამ როგორღაც კი შეძლო გაქცევა,მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე საათით.-ნიშნის მოგებით თქვა დიმამ. -მიმიშვით ჩემს ძმასთან,რომ ჩამწკრივებულხართ აქ.-როგორც კი კატო შემოვიდა,სიმშვიდეც დაირღვა. -კატო მეტკინაა.-ისე ჩაეხუტა მწოლიარე ალექსანდრეს,მგონი ყველა ის გადარჩენილი ნეკნებიც ჩაემტვრა. -გეტკინოს მერე,ხვდები მაინც როგორ ვინერვიულეთ.-წარბები შეჭმუხნა უკვე. -ჯობია ჩვენ წავიდეთ,თორემ კატოს შხამს ვერ გადავურჩებით.-ჩაუფხუკუნა საბამ და დიმასთან ერთად გავიდა. -მოიცა მარტო მტოვეებთ.-ალექსანდრემ მიაძაღა მეგობრებს და კატოსგანაც მიიღეს კომპლიმენტი -იდიოტები! -კატო შენ მთელი ღამე აქ იყავი. -კი -და არავინ არ შემოსულა ჩემთან? -ალექსანდრე ვინ უნდა შემოსულიყო დედას გარდა არავინ არ შემოუშვეს.-თვალები დააწვრილა კატომ.-რატო მეკითხები? -ისე,უბრალოდ. -ისე უბრალოდ?დარწმუნებული ხარ?-ერთი წარბი მაღლა აწია კატომ,როგორც ჩვეოდა ისე. -დედა მომაშორე ეს.-დაიწუწუნა ალექსანდრემ. -არა რა,ძმაც ასეთი უნდა გყავდეს!-თავი გააქნია კატომ და ჩაიცინა. -რამდენ ხანში გამწერენ? -სავარაუდოდ სამ დღეში,მაგრამ როგორც გიორგიმ გვითხრა ერთი კვირა სახლში მოგიწევს წოლა.-მასინვე უპასუხა კატომ. -გიორგი? -შენს ექიმს არ იცნობ სანდრო?-გაიკვირვა კატომ. -მე კი ვიცნობ,მაგრამ როდის მერე გახდა შენთვის გიორგი?-მგონი კატო გამოიჭირირეს. -რა იყო,როგორ მიყურებთ?ახალგაზრდა ტიპია ბატონოს ხომ არ დავუძახებ.-ცოტა დაიბნა კატუსა.ალექსანდრემ თავი გააქნია და დაამატა: -მაგ გიორგიზე სახლში დავილაპარაკოთ. -სალაპარაკო არაფერია ძამიკო,მე წავალ მწყურია.-უკან არც მიუხედავს ისე გავარდა. -სანდრო,როდის მერე იბნევა შენი და საუბარის დროს?-გაკვირვებულმა შეხედა შვილს.ალექსანდრემ კი უბრალოდ ჩაიცინა. *** სულმოუთმენლად ელოდა დაღამებას,რომ ისევ ეგრძნო ალექსანდრეს სითბო.ისევ შუაღამე იყო,იმ იმედით მიდიოდა,რომ ალექსანდრეს ეძინებოდა.მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უნდოდა მისი მწავნეების დანახვა,გულის სიღრმეში ეშინოდა,რომ ალექსანდრეს შემოხედვა იმაზე გულგრილი იქნებოდა ვიდრე ოდესმე.მისაღებში უთხრეს,პალატის ნომერი სადაც,გადაიყავნეს,მაგრამ რა თქმა უნდა,იმის თქმა მოუწია,რომ ალექსანდრეს ცოლი იყო და არა ვინმე უცხო.დერეფანში არავინ არ დახვდა,ამიტომ რაც შეიძლება მალე გაიარა და პალატის კარი წყნარად შეაღო.ალექსანდრეს ეძინა,ამიტომ ამოისუნთქა და უფრო თამამად შევიდა.ისევ ჩაკიდა ხელი,დაიხარა და შუბლზე აკოცა.წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახში მაინც მკვეთრად გრძნობდა ალექსანდრეს სურნელს,რომელიც ასე ძალიან ენატრებოჯდა. ერთი წამით ყველა გადაწყვეტილება ინანა,რაც ორი წლის მიიღო,მაგრამ ახლა მხოლოდ ალექსანდრეზე ფიქრობდა.რამოდენიმე წუთიანი მეთვალყურეობის შემდეგ,მიუახლოვდა და ნელა დაეწაფა მის ტუჩებს,მაგრამ ალექსანდრეს რეაქცია,რომ იგრძნო მაშინვე წამოხტა: -ალექსანდრე....-ამ ხმაში იმდენი ემოცია ერთად იყო,რომ გარჩევა შეუძლებელია. -ლიზა....-თვალებიი გაახილა და გაუღიმა გოგონას.-ჯაშუშობანა და ჩუმად შემოპარვა არ გიხდება ლიზა.-რაც შეიძლება აუღელვებელი ხმა ქონდა ალექსანდრეს. -მე.....მე უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.-ფაქტზე გამოიჭირეს,უარყოფას აზრი არ გონდა. -და რატომ მაინდამაინც ახლა?-ბალიში გაისწორა და წამოიწია. -იმიტომ,რომ ახლა აქ ვარ.-ყველანაირი თავდაჯერებულობა და მტკიცე ტონი გაუქრა ლიზას. -რატომ მოხვედი ლიზა?-მზერა გაუსწორა ქალს,რომელიც ძლივს იდგა ფეხებზე.-თან საერთოდ არ გეცოდები და მკოცნი.-ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ. -მგონი არ უნდა მოვსულიყავი.-გაბრუნდა და წასვლა დააპირა,მაგრამ უკვე გვიანი იყო. -ლიზა ბოლომდე გეყოს გამბედაობა და მოდი ჩემთან!-ჩაიწია და ხელით ანიშნა მის გვერდით დაწოლილიყო.ლიზამ ვერ გაბედა კიდევ ერთხელ შებრუნება და წასვლა,ამიტომ დაემორჩილა და ნელი ნაბიჟებით მიუახლოვდა,შემდეგ გულზე დაადო თავი,ალექსადრემ კი მისი თმის სურნელი შეიგრძნო. -რამეს ხო არ გატკენ?-თავი ოდნავ აწია,მაგრამ ალექსანდრემ განძრევის შასუალებაც არმისცა. -ლიზა არ იმოძრაო,თორე მართლა მეტკინება.-ლიზას თმას არ ეშვებოდა,ის კი გასუსილი იწვა.ლიზას გულმა ცეკვა,რომ დაიწყო ეს აშკარაა მგონი.-მაინც რამდნეიხანი აპირებდი ქმრის სანახავად ჩუმად შემოპარვას. -ქმრის,რომელთანაც საქორწინო დავა ერთი წელია მიმდინარეობს,და ვერაფრით ვერ გადაწყვიტა გამეყაროს თუ ცხოვრების ბოლომდე დამტანჯოს.-გაღიმებული სახით ლაპარაკობდა ლიზა. -და შენ გინდა ჩემგან გათავისუფლება?-როგორ ეშინოდა პასუხის,მაგრამ მაინც დასვა შეკითხვა. -მგონი არა! -მგონი?-გაეცინა ლიზას პასუხზე. - ყოველჯერზე,როცა ადვოკატი მირეკავდა და მეუბნებოდა,რომ განქორწინებაზე უარს აცხადებდი,მიხაროდა.მშვიდად ვიყავი,როცა ვიცოდი,რომ სადღაც აქ იყავი და ისევ ჩემი ქმრის სტატუსი გქონდა.-მშვიდად აღიარა ლიზამ სიმართლე. -სად იყავი?-დაასერიოზულა ტონი. -საფრანგეთში. -შენ გინდა მითხრა,რომ საფრანგეთში იყავი და მე ვერ გიპოვე. -მთავარია,რომ მეძებდი... -მაგრამ იცოდი,რომ ვერ გიპოვიდი.ხვდები,რომ ეგოიზმის შემოტევა გაქვს? -კი,იმ წამიდან,რაც აქედან წავედი.-ორივეს გაეცინათ. -შენი ტუჩების კვალის დატოვებას და წასვლას აპირებდი არა? -არა,ასეთი განძრახვა არ მქონია,როცა მოვდიოდი,უბრალოდ მერე.... -ჩემს შარმს ვერ გაუძელი ხო?-ნიშნის მოგებით განაცხადა ალექსანდრეს. -შენთვის ვინმეს უთქვამს,რომ თავდაჯერებული იდიოტი ხარ? -არა ეშინაით ხოლმე.-ისევ გაეცინათ. -ლიზა... -ალექსანდრე... -დარჩები დღეს აქ? -დავრჩები!-თავი აწია და ლოყაზე აკოცა.ალექსანდრემ კი მისი თმის მოფერება განაგრძო.ორივეს ჩაეძინათ:ტკბილად,მშვიდად და რაც მთავარია ისევ ერთად. *** დილით,ყველა ერთად შეიკრება დერეფანში და ალექანდრეს ნახვას აპირებდნენ.ჩვენი წყვილი კი გაღვიძებას არ ჩქარობდა,თან სიმყუდროვესაც არავინ არ დაურღვევდა,რომ სცოდნადათ პალატაში რაც ხდებოდა,მაგრამ უკვე გვაინი იყო: -თქვენც იმას ხედავთ,რასაც მე თუ მელანდება.-დაიწყო საბამ. -სხვა პალატაში,ხომ არ მოვხვდით-გააგრძელა დიმამ. -ვაა ყინულის დედოფალი ჩამოსულა.-ჩვენი კატო,როგორც ყოველთვის ფორმაშია. -ყინულის დედოფალი ვინ არის კიდევ საკითხავია.-გამოესარჩლა ბრალდებას გიორგი ექიმი და კატოს გაუსწორა მზერა. -როდის მოასწრეს ამათ გარიგება?ქეთი შენ იცოდი არა?.-გვერდით,მდგომ ცოლს გახედა დიმამ. -ვერ ხედავ რა გაოგნებული ვიყურები,საიდან უნდა მცოდნოდა. -თუ კომენტარები დასრულდა.შეგიძლიათ გახვიდეთ?სძინავს ლიზას.-მძინარე ხმას ხელი არ შეუშლია ალექსანდრეს ბრძანებლურ ტონს. -მაგ ლიზას,ორი წელი არ აინტერესებდა შენი მდგომარეობა და ახლა გაახსენდი.-უთხრა ძმას და გავიდა,გიორგიც უკან მიჰყვა.სხვები კი როგორც შემოვიიდნენ ისე გავიდნენ. -ლიზა...-შეიშმუშნა ჩვენი ლიზა და ალექსანდრეს ოხვის მიზეზიც გამოიწვა. -რა...რა მოხდა...გატკინე?-მაშინვე წამოხტა. -დაწნარდი...არაუშავს.-სასაცილო და სასიამოვნი იყო,ლიზას აბურდული თმისა და ნამძიმნარევი სახის ყურება ალექსანდრესთვის. -მგონი სანამ შენები მოვლენ ჯობია წავიდე.-ისევ დაიბნა.-თან ექიმს დავუძახებ. -იყვნენ უკვე,ქეთიც იყო და ისეთი სახით გიყურებდა ჯობია ცოტახანი არ დაენახო.-ალექსანდრეს სიცილი აუტყდა ლიზას გამომეტყველებაზე. -რაა?ანუ ყველამ იცის აქ,რომ ვიყავი. -დიახ!რამე პრობლემა? -არა უბრალოდ ქეთი და დიმას გამალებით ვუმტკიცებდი,რომ შენგამო არ ჩამოვსულვარ.-არა რა ზოგჯერ კბილი უნდა დააჭიროს,ენას თორე ყველაფრის აღიარება უნდება ხოლმე ლიზას. -და ჩემ გამო ჩამოხვედი? -არა მხოლოდ!კარგი ახლა წავედი.-უცებ მიუახლოვდა,მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და პალატიდან გამოვარდა.მაგრამ ამოსუნთქვას,ვინ აცლიდა,მაშინვე ქეთის შეეფეთა: -შენ და მე სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.წარბები შეჭმუხნული ქონდა ქეთის,მაგრამ ღიმილი შეეპარებოდა ხოლმე სახეზე. -ქეთი გეხვეწები დღეს ვეღარ გავუძლებ მეტ ემოციებს,ახლა წავალ და მერე ვილაპარაკოთ.-ერთი სიტყვით გაიქცა,გაიქცა იქ სადაც ყველაზე მშვიდათ იქნებოდა,სადაც ალექსანდრეს ოცნება ელოდებოდა. როგორც კი სახლი და მტირალა ტირიფი დაინახა მაშინვე მოეშვა,სახლის კარი წყნარად შეაღო და პირდაპირ მდივანზე მოკალათდა,ხელები მუცელზე დაიდო და თვალები დახუჭა,ყველა მომენტი გაიხსენა:ალექსანდრეს რეაქცია მის კოცნაზე,მისი თბილი ხელები,მოფერება თმაზე,რომელმაც ასე ძალიან იმოქმედა და ბავშვივით ჩაეძინა.აი თურმე რა სჭირდებოდა ლიზა თოდუას,მაგრამ როცა საკუთარ ბედნიერებაზე იწყებდა ფიქრს,მაშინვე ლევანი ახსენდებოდა,რომელიც ორი წელია არ უნახავს და აზრზე არ არის როგორ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა,რომ ხშირად კითხულობდა მის ამბავს,მაინც დარწმუნებული იყო,რომ ისე კარგად არ იყო,როგორც ეუბნებოდნენ. ყველაზე მთვარი მოსამართლე მაინც ლიზა აღმოჩნდა,რომელმაც ალექსანდრე და ლევანს ერთნაირი სასჯელი გამოუტანა.ლიზამ საკუთარი თავი და გრძნობები დაივიწყა,როცა პირველი ნაბიჟი დადგა აეროპორტში.ყველაზე მეტად ეტკინა,როცა ალექსანდრემ მამა წაართვა,მამა კი ალექსანდრე. გამოიყენეს,მოატყუეს და მამა გაუშვეს საპატიმროში.მამამ კი საყვარელი ადამიანი წაართვა,იმ დილით როცა ის დოსიე დაუტოვეს კარებთან,რომელშიც ალექსანდრეს მთელი ცხოვრება იყო.ლევანმა კარგად იცოდა,თუ ლიზას თავისებურად მიაწვდიდა ინფორმაციას,მაშინ კოზირი მის მხარეს იქნებოდა,სამწუხაროდ როცა ალექსანდრეს გულწრფელი გრძნობები დაინახა,უკვე გვიანი იყო,რადგან ლიზამ ყველაფერი იცოდა. წავიდა,რომ ორივესთვის წაერთვა,ყველაზე ძვირფასი რაც მათ ეკუთვნოდათ: საკუთარი თავი! *** მეორე დღეს ციხის წინ იდგა,რომელიღაცა ოთახში შეუშვეს სადაც ოთხი მაგიდა და მისგარშემო ხის სკამები იდგა,გარშემო ყველაფეი ნესტიანი ოყო,ერთი ნათურა ძლივს ანათებდა მთლიან ოთახს.ნაბიჯების ხმა მოესმა და და შეტრიალდა.ბატონი ლევანი კი მხნედ იდგა,მაგრამ მაინც ეტყობოდა ციხის კვალი,უფრო დასუსტებული იყო ფიზიკურად და სულიერადაც.აღარ ანგრევდა,ლევან თოდუას გამოჩენა,კედლებს. -მამა.....-ძლივს წარმოთქვა და მისკენ გაემართა,ისე ძლიერ ჩაეხუტა,როგორც არასდროს.როგორც ადრე ისე,ახლაც ჩაიმალა მის ხელებში.-როგორ მომენატრე. -მეც ჩემო პრინცესა.როგორც იქნა დაბრუნდი.-თავზე აკოცა შვილს და ისევ მიიკრო გულზე. -დავბრუნდი. -დაბრუნდი მაშინ,როცა მიხვდი,რომ ჩვეული ცხოვრების გაგრძელება შეძლებდი. -შენსავით არასდროს არავის არ ესმოდა ჩემი მამა. -გვაპატიე? -კი დიდი ხნის წინ,მაგარმ ეს დრო ყველას გვჭირდებოდა ალბათ.-მოშორდა და მზერა გაუსწორა ლევანს.-შენ როგორ ხარ?იმედია ასეთ ოთახში არ ცხოვრობ. -არა შვილო,უბრალოდ აქ უფრო მშვიდად შევძლებდით საუბარს. -აქაც შენ ბატონობ? -არა,შენი ქმარი არ მაძლევს მაგდენის უფლებას.-ორივეს გაეცინათ. -ეჭვიც არ მეპარება. -ცხოვრება უსამართლოა,როცა ის გიყვარდება ვინც არ უნდა შეგყვარებოდა.შენ მამამისის მკვლელის შვილი ხარ,ეს ისედაც სასჯელია,მგონი დროა საკუთარ თავს და ალექსანდრეს მისცე ბედნიერების უფლება. -მეჩვენება თუ ალექსანდრეს იცავ? -მე მას შენი თავი ჩავაბარე,მიუხედავად იმისა,რომ ეს თვითონ არ იცის.-გაეღიმა ლევანს.-ლიზა იყავი უბრალოდ ბედნიერი! -შენ?-ვერასდროს ვერ იკავდებდა ცრემლებს,როცა მამას ეხებდოა საქმე. -მე იქ ვარ,სადაც უნდა ვიყო,ადრე თუ გვიან ეს ისედაც მოხდებოდა.ღმერთი არავის არ ტოვებს დაუსჯელს,როცა მის მიერ მინუჭებულ სიცოცხლეს ართმევ ადამიანს....ლიზა თუ შენ იქნები ბედნიერი,მეც ბედნიერი ვიქნები!ეს სულ გახსოვდეს! -შენც სულ გახსოვდეს,რომ მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა!-ისევ მოეხვია ქალიშვილს.-აბა რა ხდებოდა საფრანგეთში? -შენ საიდან იცი?-გაკვირვებული იყო. -ჩემი კავშირები გამოიყენე,იმი დასამალად თუ სად იყავი და განა მე არ მეცოდინებოდა.ალექსანდრე ზედმეტად კანონიერი გზებით ცდილობდა ამის დადგენას,მაგიტომაც ვერ გამოუვიდა.-ნამდვილად კმაყოფილი სახე ქონდა ლევანს. -პრინციპში,რომ არ გცოდნოდა ეგ უფრო გამიკვირდებოდა.-მერე კი ისაუბრეს ათას წვრილმან რაღაცაზე,რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა.ლიზა ბედნიერი გამოვიდა ციხის კარბიდან,რადგან საკუტარი თავიც გაანთავისუფლა და ყველა გარშემოც. ლევანის და ლიზას ურთიერთობაში ვერავინ ვერ ჩადგებოდა,რადგან ლიზასთვის იგი იდეალური მამა იყო,მხოლოდ სიყვარულს ასხივებდა ლიზასმიმართ.ეს კი უმნიშვნელოვანესია პატარა გოგონათვის,რომელიც მთელი ბავშვობა პრინცესობანას თამაშობდა,მამა კი მისი მეფე იყო.გოგონა გაიზარდა და რეალობას შეეფეთა,მაგრამ ის სიყვარული არასდროს არ განელებია,რასაც მამის მიმართ გრძნობდა. მხოლოდ მშობლები და შვილები თუ აპატიებენ ერთმანეთს უპირობოდ,რა დანაშაულიც არ უნდა მიუძღვიდენ ერთმანეთის მიმართ! *** სახლს აწყობდა,რომ ბოლოს და ბოლოს,იქ გაეგრძელებინა ცხოვრება ალექსანდრესთან ერთად.ყველაფერი თავისი გემოვნების მიხედვით მოაწყო და იცოდა,რომ ალექსანდრესაც მოეწონებოდა.უკვე დღის ბოლო იყო და დაღლილი მიესვენა საწოლზე ქეთიმ,რომ დაურეკა. -ქალბატონო ლიზა როგორ ბრძანდებით? -მე კარგად,თავად.-იცოდა დაქალის გაბრაზების მიზეზი,მაგრამ არ შეიმჩნია. -მეც კარგად. -რახდება ქეთი რა ტონით მესაუბრები.-უკვე ვერ მოითმინა და ფხუკუნი აუვარდა ლიზას. -ვაიმე ლიზა ერთ დღეს გამოჩნდები,მეორე დღეს გადაიკარგები,მერე საერთოდ ვიგებ,რომ ვაჟბატონ ალექსანდრესთან დადიოდი ღამღამობით ახლა კი ისევ გადაიკარგე,ის კი იქეთ ყველას უღრენს. -ალბათ მოვენატრე და მაგიტომ.-სიცილს მოუმატა. -ლიზა რა გჭირს? -არაფერი,უბრალოდ ბოლოს და ბოლოს მივხვდი,რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი იმ ადამინების გვერდით ყოფნაა,ვინც დავდავიწყებით გიყვარს და მათ გამო ყველაფერს დათმობ,ისე როგორც ეს ალექსანდრემ გააკეთა. -და ალექსანდრემ რა დათმო? -ნუ გავიწყდება,რომ მისი მამის მკვლელის შვილი ვარ. -მე არ მავიწყდება,აი,ალექსანდრემ კი ეს დიდიხნის წინ დაივიწყა. -ზუსტად ამას ვგულისხმობდი. -ვის ეჭორავება ჩემი ცოლი?-დიმას ხმა მოესმა. -კარგი მე წავედი ახლა და ხვალ გნახავთ ყველააას,თან არამგონია დიმამ ლაპარაკი გაცალოს ახლა.-გაიცინა და გაუთიშა დაქალს. *** რამოდენიმე წუთიანი კაკუნის შემდეგ კარი გამოღო ქალბატონმა ნანამ: - გამარჯობა ქალბატონო ნანა. -გამარჯობა შვილო.....შემოდი....გელოდებოდით-გაუღიმა ქალმა. -მართლაა?-როცა სიტყვა ‘’გელოდებოდით’’ გაიგო თვალები გაუნათდა. - ამ სახლში მცხოვრები ადამიანები სულ გელოდებოდით. -მაპატიეთ დაგვაინებისთვის. -მთავარია,რომ მოხვედი.-სახლში შევიდა ლიზა და ქალს მოეხვია. -როგორც იქნა რძალი დაგვიბრუნდა.-კატოც გამოვიდა და მოეხვია ლიზას-არ გეგონოს ჩემი ძმის დასჯისთვის არ გიბრაზდები,უბრალოდ მართლა ღირსი იყო,გიორგის ეგრე,რომ მოვეტყუებინე ზედაც აღარ შევხედავდი!-თვალი ჩაუკრა და გაიღიმა. -დამიჯერე აპატიებდი და კიდევ ბევრ, უარეს რამესაც.-ლიზამაც ჩაუკრა თვალი და მისახებში შევიდნენ. -მაგ თვალებით თუ ჩემს ძმას ეძებ,ზემოთ არის ოტახში და თან ცოტა ნაწყენიც არის.-კატომ ყურში ჩასჩურჩულა და გაუღიმა. ისევ აიარა კიბეები,როგორც ორი წლის წნ და ისევ წყნარად შეაღო კარი,მაშინვე ნაღატს გახედა და მიხვდა,რომ ზუსტად ისე შეძლო ყველაფრის რეალობაში გადმოტანა,როგორც ნახატზე იყო.მერე ალექსანდრეს დახედა,რომელიც წელზე იწვა და ხელები მუცელზე ქონდა დაწყობილი.ვერ ხვდებოდა ეძინა თუ არა,ამიტომ მიუახლოვდა და მის გვერდით დაწვა,თავი ისევ გულზე დაადო და რაც შეიძლება კომფორტულად მოკალათდა,რამოდენიმე წამში ალექსანდრეს მოფერება იგრძნო თმაზე და გაეღიმა. -მოხვედი? -მოვედი და აღარსად აღარ ვაპირებ წასვლას. -მაღალი განაცხადია!მზად ხართ ასეთი სასჯელისთვის პატარა ქალბატონო? -რა თქმა უნდა,დიდი სიამოვნებით.-ალექსანდრმ შუბლზე აკოცა და რამოდენიმე წითიაNი სიჩუმის შემდეგ უთხრა. -ლევანთან იყავი. -დიახ ვიყავი,იმიტომ რომ მომენატრა.-მაშინვე იგრძნო,როგორ დაეწიმა ალექსანდრეს ძარღვები,მაგრამ არც გაკვირვებია.უბრალოდ ხელი ცაკიდა და გააგრძელა.-მითხრა,რომ ჩემი თავი შენ ჩაგაბარა და რომ საკუთარი თავისთვის მიმეცა ბედნეირების უფლება -მაგიტომაც ხარ აქ? -არა აქ იმიტომ ვარ,რომ მიყვარხარ და ვეღარცერთ წამს გავძლებ შენს გარეშე.-ალექსანდრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ჯანდაბა ლიზა ხვდები,რომ ჩემი მართვა შეგიძლია.-ლიზას აკისკისდა. -არა დამიჯერე ეს შენ მმართავ მე. -ან ყველაფერში სიყვარულის ინსტინქტია დამნაშავე.-კიდევ უფრო მიიკრო გოგონა და უკვე მის ტუჩებს დაეწაფა. *** ალექსანდრეს დაბადების დღე გათენდა.ყველა ემზადებოდა.ფილფანების სახლში ბიდნიერება სუფევდა.ნანა და ლიზა სადილს ამზადებდა,კატო გიორგის ეწუწუნებოდა,რომელიც მოსვლას ვერ ახერხებდა,ალექსანდრეც კატოს მსგავსად წუწუნებდა,რომ ცოლი გუშინ დაუბრუნდა და სამზარეულოში,როგორ შეუშვითო.მოკლედ აჟიოტაჟი არ წყდებოდა,ქეთი და დიმაც შემოფარფატდნენ,მათ საბა და ნინი მოჰყვათ ანიკოსთან ერთად: -სანდრო ძია შენი მფარველი ანგელოზი დაბრუნდა? -კი დაბრუნდა ჩემო პრინცესა.-მათკენ მომავალი ლიზასკენ ანიშნა. -ანიკო როგორ ხარ?-ლიზა ჩაიუმუხლა და გოგონას მოეხვია.ანიკომ კი ყურსი ჩასჩურჩულა. -შენ,ხომ მითხარი სანდრო ძია იმიტომ,უნდა დამითმო,რომ მისი მფარველი ანგელოზი ვარო.-ლიზამ თავი დაუქნია. -ახლა ისევ შენ გაბარებ მის მფარველობას.-ლიზას გაეიცანა და ძლივს შეიკავა თვალზე მომდგარი ცრემლი. -ის ისედაც სულ ჩემი მფარველი იყო ჩემო ანიკო,რა თქმა უნდა,შენთან ერთად.-ალექსანდრეც ჩაიმუხლა მათთან და ორივეს ერთად მოეხვია. -ეი,თქვენ,ჩვენც მოგვაქციეთ ყურადღება.-ნინიმ არ დააყოვნა. -რა ხდება ნინაჩკა?-საბა გამოვიდ ალოყაზე აკოცა ცოლს. -ესენი თუ ასე არ ეშვებიან ერთმანეთს,შერჩება ნანას სახლის ყველა საქმე.-ჩვენი დიმაც გამოჩნდა რადარებზე. -აცალეთ რა,ახალი შეუღლებულებივით არიან ჯერ კიდევ. -ქეთი მოგკლავ და შენი ქმარიც ვერ გიშველის.-ლიზა გამოესარჩლა. -ჩემ ცოლთან მიკარებაც არ გაბედოთ!ორმაგად უნდა გაუფრთხილდეტ მას!-განაცხადა დიმამ. -რატომ,რა ხდება?-ყვალამ ქეთისკენ გაიღედა. -ორსულად ვაააარ.-დაიყვიირა და რამოდენიმე წამიანი სიჩუმეც გამოიწვია,მერე კი ყველა ართად აჟიტირდა.ყველა ულოცავდა,ანიკოს მერე პირველი ბავში იქნებოდა მათ წრეში და ყველა გახარებული იყო. -მალე ალექსანდრე და ლიზაც დაგეწევიან და მერე ვნახოთ ჩევნ ბავშვები ოჯახში.-ნინიმ,როგორ ყოველთვის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.ალექსანდრემ ტვალი ჩაუკრა ლიზას და ტუჩის კუთხე ჩატეხა,ლიზა კი თავისი წითელი ლოყების დამალვას ცდილობდა. მალე გიორგი ინაშვილი გამოჩნდა,რომლის დანახვაზეც კატო ფილფანს გული უხტოდა.ყველას უკვირდა ეს გოგო ამ ბიჭის წინ ასე მალე,როგორ ინაზებოდა და ნამდვილ შაქრის დედოფლად იქცეოდა: -ბატონო გიორგი,როგორც იქნა გიხილეთ.-კარი გაუღო და მაშინვე გაუღიმა. -ქალბატონო კატო,მაპატიებთ დაგვიანებისთვის. -რა თქმა უნდა.-მოწყვეტით აკოცა და სახლშიი შევიდა გიორგი,კატო კი რამოდენიმე წამის შემდეგ,როგორღაც გონს მოვიდა და გიორგის მიყვა უკან,მის გვერდით დადგა და ყურში ჩასჩურჩულა. -ეგ,რომ სანდროს დაენახა აქედან გალამაზებული გახვიდოდი. -შენ კი უკან გამომყვებოდი,მალამო,რომ დაგენატა დაზიანებულ კანზე.-თვალი ჩაუკრა და მაგიდას მიუჯდა.ერთ თავში ლიზა და ალექსანრე იჯდნენ,მოპირდაპირე მხარეს ნანა,გარშმო კი სტუმრები,რომლებიც მათ ოჯახისწევრებად ითვლებოდა.ბოლოს ალექსანდრემ საჩუქრების მიღება დაიწყო და აი მოვიდა ლიზას ჯერიც: -ჩემი ცოლი რას მაჩუქებს? -შენი ცოლი ახლა ხელს ჩაგკიდებს და აქედან გავიპარებით!-მართლაც ჩაკიდა ხელი და არავისთვის არაფერი,რომ არ აუხსნიათ ისე გაიპარნენ. *** -სად მივდივართ პატარა ქალბატონო?-სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია,ლიზა კი საჭესთან იჯდა. -ვერც კი ავხსნი,საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო.- -საინტერესოა.-რამოდენიმე წწუთიანი სიჩუმის შემდეგ ისევ ალექსანდრემ წამოიწყო.-ლიზა რატომ წახვედი? -შენი ნახვა არ მინდოდა. -ასე ძალიან ვერ მიტანდი? -არა.შენთან ახლოს და თან შორს ვერ ვიქნებოდი. -ანუ აქ,რომ ყოფილიყავი აქამდეც ერთად ვიქნებოდით. -დიახ. -და შენ ყველაფერს აკეთებდი,რომ დრო გაგეწელა.ლიზა რას ელოდებოდი? -აი ამას!-მანქანა გააჩერა და თავით ანიშნა სახლისკენ გაეხედა.ალექსანდრე სუნთქვა შეწყვეტილი გადმოვიდა მანქანიდან და თვალებ გაფართოებული იყურებდა იმას,რასაც წლებია ნახატზე ხედავდა. -ლიზა ეს..... -ჩვენი სახლია,შენი და ჩემი.-მზერა გაუსწორა და გაუღიმა. -ლიზა შენ მე ოცნება ამისრულე....მამაჩემის ოცნებაა აასრულე.-გაოცებული საუბრობდა,ამდენი ემოცია ერთად არასდროს არ უგვრძნია.არანორმალურად უყვარდა მის წინაშე მდგომი არსება,რომელაც იმაზე მეტი ტკივი მოუტანა,ვიდრე შეიძლებოდა და იმაზე მეტად გააბედნიერა,ვიდრე ფარგლებში ჯდებოდა.უფრთო ანგელოზი მიუვლინა ღმეღტმა ლიზას სახით და ვერ იჯერებდა,რომ ეს არსება მას ეკუთვნოდა. -ეს ჩემი ოცნებაც იყო,იმ წამიდან რაც შენს სახლში ფეხი შემოვადგი და ნახატი ვნახე,ასე რომ შენ რომ არა ჩემი მტავარი ოცნებაც არ მეცოდინებოდა. -ლიზა შენ იმიზე მეტი ხარ ვიდრე სიტყვა „მიყვარხარ“.-მიუახლოვდა,წელზე მოხვია ხელი და ზედ აიკრო,ლიზას ტუცებს დაეწაფა და ხელში აიტანა: -ამ ხედს,ხომ იცი რაც აკლია.-ჭინკები უხტოდნენ ორივეს თვალებში.-შენს გარეშე კ ვერაფერს ვერ გავხდები. -დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და ბოლომდე გავაცოცხლებ ნახატს ბატონო ალექსანდრე! აი ასე აღმოჩნდა, ლიზა თოდუა, ორ ცეცხლს შუა,სადაც მთელი ცხოვრება აპირებდა დარჩენას! ალექსანდრე და ლიზასთვის სიტყვები ყოველთვის ზედმეტი იყო:მაშინაც,როცა სრულიად უცხონი დაქორწინდნენ და მაშინაც,როცა ორი წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს.ორივემ მიაყენეს ერთმანეთს ჭრილობები,რომლებსაც ცალ-ცალკე და მაინც ერთად მოიშუშებენ,იმ პატარა ხის სახლში,რომელმაც ყველას ოცნება აასრულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.